გლობალური კვლევების ცენტრი » ცენტრი პრესაში

ქართული პრესის მასალები 22 აგვისტო 2017 წელი
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ხელისუფლებას უნდა, რომ ზაალ უდუმაშვილი მეორე ადგილზე გავიდეს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: „თუ მაჟორიტარებმა უმრავლესობა დატოვეს, ბიძინა ივანიშვილი მართლა წასულა პოლიტიკიდან“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლაშა ჩხარტიშვილთან: „კრიზისების მართვის საბჭოში უმაქნისი ხალხია“ // „გამხმარი წიწვოვანი ხე ფაქტობრივად დინამიტის კაფსულაა, ისე მალე ხდება მისი აალება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ისლამური სახალიფო ასიმეტრიულ სამხედრო ოპერაციებზე გადავიდა“ // „ისლამურ სახელმწიფოში“ ქართველები ტაჯიკებმა ჩაანაცვლეს“ // „სანამ თარხან ბათირაშვილი იყო ცოცხალი, საქართველოს ტერაქტის საფრთხე ნაკლებად ემუქრებოდა…

„ვერსია“: „გირჩი“ პროსტიტუციის ლეგალიზებას ითხოვს // „ვალდებულნი ვართ, სექსმუშაკებს ბოდიში მოვუხადოთ!“ – იაგო ხვიჩია პარლამენტს სკანდალურ კანონპროექტს წარუდგენს

„ახალი თაობა“, 22 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ხელისუფლებას უნდა, რომ ზაალ უდუმაშვილი მეორე ადგილზე გავიდეს“

მერობის კანდიდატების შანსებს “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს.

- ბატონო გია, წინასაარჩევნო პერიოდი აქტიურ ფაზაში შედის. მარათონს მერობის ახალი კანდიდატები ემატებიან. ვის რა შანსები აქვს?

- ამ არჩევნების მთავარი ინტრიგა გახლავთ ის, რომ მე-2 ტური მაღალი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ. რაც ყველაზე საინტერესოა, ოპოზიციური კანდიდატებისთვის მთავარი ინტრიგა არის ის, თუ ვინ გავა მეორე ადგილზე. მაღალი ალბათობაა, რომ სახელისუფლო კანდიდატი გავა პირველ ადგილზე, მაგრამ ძალიან დიდი შანსია, რომ პირველ ტურში ვერ დასრულდეს ეს ყველაფერი და აქ უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ გავა მეორე ადგილზე. თუ მეორე ადგილზე გავიდა ისეთი კანდიდატი, რომელსაც არ ექნება ხიდები დამწვარი თავისი ოპოზიციური კონკურენტების ელექტორატთან და მოახერხებს მობილიზებას ყველა ოპოზიციური ხმის, ხელისუფლებას წარმოექმნება ძალიან დიდი პრობლემა.

- და ვინ გეგულებათ ასეთ კანდიდატად?

- ასეთი კანდიდატი არის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც ამ პარტიულ ანტაგონიზმში არ არის ჩართული.

- ალეკო ელისაშვილს გულისხმობთ?

- დავუშვათ. ეს ისეთი კანდიდატია, რომელსაც ხმას მისცემდა ორივე რადიკალურად დაპირისპირებული მხარის ელექტორატი. სწორედ აქ არის ხელისუფლების მთავარი პრობლემა. ამ არჩევნებზე “ოცნებამ” ვეღარ მოახერხა ორპოლუსიანობის შექმნა, როდესაც ამომრჩეველი ირჩევდა თეთრის და შავის პრინციპით. ხელისუფლება წინა არჩევნებზე იმას კი არ ამტკიცებდა, რომ თავად იყო კარგი, ის ამბობდა, რომ მე თუ არა, მაშინ იქნება ნაციონალური მოძრაობა და დაიღუპება ქვეყანა. ეს იყო მისი მთავარი ნეგატიური გზავნილი.

- დღეს ეს მოცემულობა შეიცვალა?

- ამ არჩევნებზე ეს გზავნილი აღარ არის ეფექტური და აქედან გამომდინარე ხელისუფლებას წარმოექმნა სერიოზული პრობლემა. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლების მხრიდან კახი კალაძეზე არჩევანის შეჩერება იყო სერიოზული შეცდომა.

- რატომ იყო შეცდომა?

- მიუხედავად გარკვეული პოპულარობისა, კახი კალაძეს აქვს სერიოზული ანტირეიტინგი. კი, შეიძლება ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების ფონზე მას პოზიტიური რეიტინგიც ჰქონდეს, მაგრამ აგრეთვე მაღალი აქვს ნეგატიური რეიტინგი. მისი სამობილიზაციო რესურსი შეზღუდულია. ამას სჯობდა, რომ არაფრისმთქმელი კანდიდატი ჰყოლოდა “ოცნებას”. შეიძლება დიდი ავტორიტეტი არ ჰქონოდა, მაგრამ ანტაგონიზმი მის მიმართ ყოფილიყო დაბალი.

- “ოცნებას” არაცნობადი სახე უნდა წარედგინა მერობის კანდიდატად?

- დიახ და ამით ეცადა ასეთი კანდიდატისკენ წამოეყვანა ნეიტრალური ამომრჩეველი, მაგრამ დღეს ისიც ვერ მოჰყავთ, რადგან კახი კალაძის მიმართ ბევრს უბრალოდ აქვს აგრესია!

- რაში გამოიხატება ეს აგრესია, ან რატომ დაგროვდა? ყველა ამბობს, რომ კალაძე ძლიერი კანდიდატია...

- მე დღეს არ მინდა დეტალებში შესვლა ძალიან ბევრი მიზეზის გამო. ეს არ არის დაგროვილი აგრესია. აქ ძალიან ბევრი რამე მონაწილეობს. ადამიანებს არ მოსწონთ ისეთები, რომლებიც ძალიან თანამედროვეობაზე დებენ თავს და სინამდვილეში, შინაარსობრივად არ შეესაბამებიან ამ ახალ ტექნოლოგიებს.

- რისი თქმა გსურთ, რომ ხალხს მისი პოპულარობა და “კაიტიპობა” აღიზიანებს?

- სიყალბე იგრძნობა მის კამპანიაში. ერთი მხრივ, ეს კამპანია თითქოს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს, მაგრამ კახი კალაძე ძალიან ყალბად გამოიყურება ამ კამპანიაში და თბილისელი ამომრჩეველი ამას გრძნობს. ვინც ეს კამპანია დაგეგმა, მძიმე შეცდომა დაუშვა. საარჩევნო მარათონში წარმატების მისაღწევად მთავარია ნატურალიზმი, ანუ ადამიანის გულებთან მისვლა. ეს შეფუთვები მთლად ხარისხიანი ვერ არის, მიუხედავად იმისა, რომ ახალ ტექნოლოგიებს იყენებენ. ეს პირიქით, უკურეაქციას იწვევს.

- არადა სრულიად საპირისპირო შეფასებები გვესმის, რომ კალაძეს ძალიან კარგი პიარი აქვს, ის უბრალო ადამიანია და სწორედ ამით იგებს. თქვენ საპირისპიროს ამტკიცებთ...

- ეს არის სიტყვები. ეს არის მიზანი თვითონ კამპანიის, რომ ის არის უშუალო ადამიანი, რომ მას არ აქვს ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემა და ასე შემდეგ. თუმცა ადამიანებმა იციან, რომ მისი სოციალური სტატუსი, მათგან განსხვავებით, არის საკმაოდ მაღალი და ამ ფონზე ის ამ როლს თამაშობს. რა თქმა უნდა, მას მხარდამჭერებიც ჰყავს და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, მაგრამ მისი ანტირეიტინგი იზრდება დღითიდღე. ეს ანტირეიტინგი ისეთი ტიპის არჩევნებში, სადაც მეორე ტურის ალბათობა არის მაღალი, შეიძლება მისთვის აღმოჩნდეს პრობლემატური. მიუხედავად იმისა, რომ კალაძე პირველ ტურში პირველ ადგილზე გავა.

- ვინც პირველ ტურში პირველ ადგილზე გადის, მეორე ტურშიც ის იმარჯვებს.

- ეს ძალიან გამარტივებაა მიდგომის. დღეს საკმაოდ ჭრელი ველია და კანდიდატებიც ძლიერები არიან. მაგალითად, მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა რომ მონაწილეობდეს და სხვები იყვნენ სუსტი კანდიდატები და ნაციონალებს გარანტირებული რომ ჰქონდეთ მეორე ადგილზე გასვლა, ამ შემთხვევაში, კი ბატონო, ჩვენ შეგვიძლია ასეთი პროგნოზი გავაკეთოთ.

- რას გულისხმობთ კონკრეტულად?

- მე ვგულისხმობ იმას, რომ თუ ზაალ უდუმაშვილი გადის მეორე ადგილზე, კალაძის შანსები ხდება ძალიან მაღალი. მაგრამ თუ ზაალ უდუმაშვილი ვერ გადის მეორე ადგილზე და გადის სხვა, მაგალითად, ალეკო ელისაშვილი, ამ შემთხვევაში კახი კალაძეს სერიოზული პრობლემა ექმნება.

- ანუ მეორე ტურში ელისაშვილი კალაძეს მოუგებს?

- კი, ასეა და რატომ? იმიტომ, რომ ელისაშვილს ხმას მისცემს ყველა სხვა პარტიის ელექტორატი, მთელი დანარჩენი ოპოზიცია და ეს უკვე არითმეტიკულად ელისაშვილს უზრდის შანსებს. ხოლო უდუმაშვილის გასვლის შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს იგივე პატრიოტთა ალიანსის ამომრჩეველი და ელისაშვილის ამომრჩეველი ხმას არ მისცემს.

- ხელისუფლებას აწყობს მეორე ადგილზე უდუმაშვილის გასვლა?

- რა თქმა უნდა, ხელისუფლებას სიტუაციის ასეთი განვითარება აწყობს. პარადოქსია, მაგრამ დღეს ხელისუფლების ინტერესებშია, რომ ზაალ უდუმაშვილი გავიდეს მეორე ადგილზე.

- საუბარია იმაზეც, რომ ირმა ინაშვილის გამოჩენამ ალეკო ელისაშვილს დააკარგვინა ამომრჩეველი. ასეა?

- რა თქმა უნდა, მათ ელექტორატში არის კვეთა, მაგრამ მე ამ მოსაზრებას არ გავიზიარებდი. შესაძლოა, გარკვეულწილად გადადინება მოხდეს, მაგრამ ელისაშვილსაც და ინაშვილსაც მიჰყავს კახი კალაძის სამობილიზაციო ელექტორატი. ზუსტად ეს არის “ქართული ოცნების” პრობლემა ამ შემთხვევაში. არც ეს გადადინება-გადმოდინებაა პრობლემა და გეტყვით, რატომ.

- რატომ?

- ოპოზიციური კანდიდატების ამოცანა არ არის პირველ ტურში არჩევნების მოგება, რაც ისედაც შეუძლებელია. მათი ამოცანაა მეორე ადგილზე გასვლა. ფაქტობრივად პირველი ტური არის პრაიმერიზი ოპოზიციურ კანდიდატებს შორის.

- გაერთიანდნენ ნინო ბურჯანაძის და კახა კუკავას პარტიები, მათი მერობის კანდიდატი სწორედ კახა კუკავაა. მას რა შანსები აქვს?

- კახა კუკავა საერთოდ ძალიან საინტერესო ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში. მას განვითარებული აქვს საინტერესო პოლიტიკური უნარები. ასე რომ, მისი შემოსვლა ამ არეალში დამატებითი პრობლემაა კახი კალაძისთვის. უკვე რამდენიმე კანდიდატი დასახელდა, რომლებსაც მიაქვთ “ქართული ოცნების” სამობილიზაციო ელექტორატი. კუკავას შანსებზე დიდი ოპტიმიზმი არ მაქვს. ყველაზე მომგებიანი დღეს არის არაპარტიული პროექტი თბილისში. თბილისელებს აქვთ ძალიან ცუდი გამოცდილება როგორც ამ ხელისუფლების, ისე წინა ხელისუფლების. ეს არის კორუფცია, ნეპოტიზმი და პარტიული აქტივისტების დასაქმება.

- ანუ ალეკო ელისაშვილმა მოიგო იმით, რომ დამოუკიდებელ კანდიდატად დარჩა?

- რა თქმა უნდა! თბილისელ ამომრჩეველს აქვს მოლოდინი, რომ თუ პარტიული კანდიდატი გახდა თბილისის მერი, ის აუცილებლად დაიწყებს პარტიული ვალდებულებების აღსრულებას თბილისის ხარჯზე და ეს აფრთხობს ამომრჩეველს.

ალეკო ელისაშვილის ლოზუნგი, რომელიც ამბობს, რომ გაწმენდს თბილისის მერიას პარტიული და კლანური ინტერესებისგან, არის ყველაზე მომგებიანი ლოზუნგი დღევანდელ ვითარებაში. ამომრჩეველს კი ეჭვი ეპარება, რომ ალეკო ელისაშვილს შეუძლია ამის გაკეთება და სწორედ აქ არის ალეკო ელისაშვილის პრობლემა. თუ ელისაშვილი დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ მას მარტო ამის სურვილი კი არა, ამის ძალაც აქვს, ამ შემთხვევაში ყველაზე პერსპექტიული კანდიდატი გახდება!

„ახალი თაობა“, 22 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: „თუ მაჟორიტარებმა უმრავლესობა დატოვეს, ბიძინა ივანიშვილი მართლა წასულა პოლიტიკიდან“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.

- ბატონო დავით, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციასთან მეორე შეხვედრა მათ პასუხზე იქნება დამოკიდებული. ელოდით ამ პოზიციას?

- დიახ, ასეთი უტიფრობა მოსალოდნელი იყო. მიუხედავად იმისა, თუ როგორ იქცევა პარტნიორი, შენი ნაბიჯი ბოლომდე უნდა გადადგა და არც ერთი კითხვის ნიშანი არ უნდა დატოვო. მოითხოვეს ოპოზიციის პოზიციის წერილობით დაფიქსირება, მიიღეს წერილობით. სხვა კიდევ რა პასუხს ელოდებიან?! გაუგებარია. ეს პროცესი ერთ რამეზე მიანიშნებს – როგორმე ხელისუფლებაში ყოფნა ნებისმიერ ფასად გაიხანგრძლივონ. ასეთი რამ ბევრს დამართნია, ბევრ ხელისუფალს, ახლა, როგორც ჩანს, ამათი ჯერი მოვიდა. ეს სურვილი იმდენად მძაფრია, რომ ამას აკეთებენ ყველაფრის ფასად. მაგალითად. თუ რაღაცა ლოგიკაში არ ჯდება, ლოგიკაზე ამბობენ უარს, ოღონდ იყვნენ. ეს არ დამთავრდება მათ სასარგებლოდ არანაირად.

- 6 სექტემბერს სტრასბურში დანიშნული შეხვედრა იყო ოპოზიციასთან კონტაქტის მიზეზი?

- საერთაშორისო საზოგადოებასთან ბოლომდე რომ არ უნდათ ხიდები დაწვან, ეს გასაგებია, ამდენი ჭკუა ჰყოფნით. თუმცა, მაინც ასე გამოსდით, რადგან არანაირ კონსტრუქციულ ნაბიჯს არ დგამენ. მთელი პოლიტიკური სპექტრი არის შეთანხმებული, რომ 2020 წელსვე უნდა გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მაგრამ ხელისუფლება დაჟინებით უარზეა, არადა ეს თავის დროზე მისი პოზიციაც იყო.

რაც უნდა ილაპარაკოს ოქრიაშვილმა, საქართველოში მაჟორიტარული არჩევნები არის ხელისუფლების კლანის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი მექანიზმი და მეტი არაფერი. მაჟორიტარობა სულაც არ ნიშნავს რაიონზე განსაკუთრებულ ზრუნვას და არც არაფერს არ ნიშნავს გარდა იმისა, რაც გითხარით, ხელისუფლების კლანს უადვილებს ხელისუფლებაში დარჩენას. ყველა შეთანხმდა, რომ ამაზე უარი უნდა ვთქვათ და ეს ნაბიჯი ერთხელ და საბოლოოდ უნდა გადავდგათ.

- რამდენად იყო მოსალოდნელი ოქრიაშვილის გამოჩენა, ეს იყო ერთგვარი სიგნალი?

- ოქრიაშვილს დაუძახეს და გამოჩნდა, ვითომ ის არის ამ ყველაფრის მიზეზი. არადა ოქრიაშვილი არ არის ამ ყველაფრის მიზეზი თავისი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ოქრიაშვილი ახმოვანებს იმას, რაც ხელისუფლების მმართველ გუნდს, ივანიშვილის ჩათვლით, უნდა.

- ოქრიაშვილი არ გამორიცხავს, რომ თუ მისი პოზიციის საწინააღმდეგოდ განვითარდა მოვლენები, დატოვონ მაჟორიტარებმა საპარლამენტო უმრავლესობა. ამით “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა ხომ დაეშლება და მათთვის მოვლენები შეიძლება არცთუ სახარბიელოდ განვითარდეს…

- ეს არის შანტაჟის უბადრუკი მცდელობა, რომელსაც ივანიშვილის უმრავლესობა ახორციელებს. თუ მაჟორიტარებმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს, ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილი მართლა წასულა პოლიტიკიდან.

- მოვლენების ასე მძაფრად განვითარებას ელოდებით? შეიძლება “ქართულ ოცნებას” ოქრიაშვილი მართლაც განუდგეს?

- მე სულაც არ მიმაჩნია, რომ ოქრიაშვილის განდგომა მძაფრი მოვლენა იქნება. “ქართული ოცნება” რომ დაიშლება ხვალ თუ არა ზეგ, ამაში დარწმუნებული ვარ.

- რატომ ხართ დარწმუნებული? რა სიმპტომია ამის?

- სიმპტომი ის არის, რომ აბსოლუტურად არაბუნებრივი და არალოგიკური ხელისუფლებაა, მათი ერთად ყოფნა მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის სურვილით არის განპირობებული. ამ სურვილის გარდა, ისინი არაფერს ასხივებენ. რაც უნდა ბევრი შეცდომა ჰქონოდა სააკაშვილის ხელისუფლებას და ნამდვილად ჰქონდა ეს შეცდომები, რაღაც იდეას ასხივებდა, ხედვა ჰქონდა.

- ამ ხელისუფლებას არ აქვს იდეა?

- მათი იდეაა, მე და ჩემი ოჯახის წევრები მამყოფეთ ხელისუფლებაში, მოგვეცით პრემიები და მოგვეცით საშუალება, გავიმარჯვოთ ტენდერებში. ეს დამოკიდებულება საქართველოსნაირ ქვეყანაში დიდხანს ვერ გაგრძელდება.

- ოპოზიცია, მიუხედავად თავისი სიჭრელისა, ერთიან მოთხოვნაზე ჩამოყალიბდა. ეს მოთხოვნა ცნობილია: 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. რთული პროცესი უძღოდა წინ ამ შეთანხმებას?

- ვისაც გაგების უნარი აქვს, ეს უნდა იყოს ნათელი სიგნალი, რომ საქართველოში აღარ დარჩა პოლიტიკური ძალა, ვისაც სურს არსებული მოდელის დატოვება. არსებულის დატოვება მხოლოდ სახელისუფლო ძალას სურს, რომელსაც უბრალოდ ღუმელთან ყოფნა უნდა და სულაც არ ადარდებს იდეები, პროგრამები და ა.შ. თუ ხელისუფლებას ოდნავ მაინც შერჩა რაციონალიზმი, ამას ანგარიში უნდა გაუწიოს.

- ვინაიდან ხელისუფლებამ ორი მოსმენით მიიღო კონსტიტუციის ახალი პროექტი, ფიქრობდა, რომ მარტივად გაიტანდა?

- არ გამოვრიცხავ, რომ ეკა ბესელიას, ბატონ მდინარაძეს ძალიან ზერელე წარმოდგენა ჰქონდეთ პოლიტიკურ სისტემებზე, საერთოდ პოლიტიკურ პროცესებზე, საერთაშორისო კონიუნქტურამ რა შეიძლება გიკარნახოს ან რა პოლიტიკური რეალობის წინაშე დაგაყენოს. ის საერთაშორისო კონიუნქტურა, რაც არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მართლაც შეიძლება მათთვის სიურპრიზი იყო და არც მოელოდნენ, რომ პროცესი უკან დასაბრუნებელი ექნებოდათ, მაგრამ რაღაც ხომ უნდა ისწავლონ! ბევრ რამეს უნდა გაუწიონ ანგარიში, თუ არ სურთ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ცუდად დაამთავრონ.

„ახალი თაობა“, 22 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ ლაშა ჩხარტიშვილთან: „კრიზისების მართვის საბჭოში უმაქნისი ხალხია“ // „გამხმარი წიწვოვანი ხე ფაქტობრივად დინამიტის კაფსულაა, ისე მალე ხდება მისი აალება“

რატომ არ ყიდულობს ხანძრების ჩასაქრობ თანამედროვე აღჭურვილობას სახელმწიფო, რაში ვუხდით ფულს კრიზისების მართვის საბჭოს, რა მოჰყვება ტყეების გადაწვას, – ამ თემებზე „ახალ თაობას“ დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრება.

- ლაშა, ამ ზაფხულს საქართველოში ძალიან ბევრი ხანძარი გაჩნდა. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ხელოვნურად მოხდა, მეორე ნაწილი და ხელისუფლება კი ყველაფერს ზაფხულის ცხელ დღეებს აბრალებს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

- მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხანძრებს ხელისუფლება აჩენს, თუმცა ფაქტია, რომ წინა წლებთან შედარებით, ხანძრები ძალიან გახშირებულია, რაც კითხვებს აჩენს. მართალია, ხელისუფლებას ხანძრების გაჩენას არ ვაბრალებ, მაგრამ ამ ხანძრებზე მათ ვაკისრებ პასუხისმგებლობას. აბსურდია იმის მტკიცებაც, რომ ზაფხულია და ხანძრების თავიდან აცილება შეუძლებელია. 100%-იანი პრევენცია ვერ მოხდება, მაგრამ რაღაც ღონისძიებების გატარება შესაძლებელია. ამაზე კრიზისების მართვის საბჭო, სატყეო დეპარტამენტი უნდა მუშაობდნენ, მაგრამ ისინი სრულ გულგრილობას და არაპროფესიონალიზმს ამჟღავნებენ. გარდა იმისა, რომ ხანძრებისგან თავის დასაცავად არავითარი პრევენციული ღონისძიება არ ტარდება, ხელისუფლება არც აღდგენით სამუშაოებს ატარებს. ხანძრისგან დაზარალებულ ტყეს აღდგენა სჭირდება. საქართველო არის მთაგორიანი ქვეყანა და ტყეებს, სხვა ფუნქციებთან ერთად, ნიადაგდამცავი ფუნქციაც აქვთ. ამ ნახანძრალ ტყეებს დროზე თუ არ მოჰკიდეს ხელი, არავინ იცის, როდის გადაიქცევა ის მეწყრულ ზონად.

- ბევრი მითქმა-მოთქმაა ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაზე. რატომ არ ყიდულობს ხელისუფლება სათანადო ტექნიკას.?

- თანამედროვე ტექნიკის შეძენას დიდი რაოდენობით თანხები სჭირდება. ხელისუფლება კი ფულს მხოლოდ საკუთარი კომფორტისთვის იმეტებს. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მანქანები ემსახურებათ, სამაგიეროდ, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაა ძალიან ძველი.

- ლაშა ყველაზე დიდი ხმაური ღამით ვერტმფრენების გამოყენებას მოჰყვა. ხელისუფლება ამბობს, რომ ასეთი საშუალებები არ გაგვაჩნია. ისინი იმასაც ამტკიცებენ, რომ ღამით შვეულმფრენები არც სხვაგან გამოიყენება ხანძრების ჩასაქრობად. ამაზე რას იტყვით?

- სუპერ-პუმას ტიპის ვერტმფრენი სწორედ ღამით ფრენისთვის გამოიყენება. რატომ არ იყენებს ხელისუფლება ამ პუმებს, ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ეტყობა, ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანაში დასაწვავი ჯერ კიდევ ბევრია. ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაგვცეს პასუხი, თუ რატომ არ ხდება ამ ტექნიკური საშუალებების გამოყენება. ამაზე პასუხი პირველ რიგში კრიზისების მართვის საბჭომ უნდა აგოს. მათ თავი ჯერ კიდევ თბილისის სტიქიის დროს “გამოიჩინეს”. იმ ამბების შემდეგ ეს ხალხი თანამდებობაზე აღარ უნდა ყოფილიყო, მაგრამ დღემდე იქ არიან და პრემიებსაც არ იკლებენ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე გვჭირდება საერთოდ ეს კრიზისების მართვის საბჭო? აუცილებელია სტრუქტურა, რომელიც კრიზისების მართვას კოორდინაციას გაუწევს.

- თუ ვერ უწევს?

- მაშინ ასეთი სამსახური უნდა გაუქმდეს. ისეთი სამსახური უნდა შეიქმნას, რომელიც ქმედუნარიანი იქნება. კრიზისების მართვის საბჭოს ეს შემადგენლობა არ ვარგა, მაგრამ ასეთი სამსახური საჭიროა. ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ სააკაშვილის ხელისუფლებას, რომელმაც მხოლოდ იმიტომ გააუქმა მთელი რიგი სამსახურები, რომ იქ კორუფცია იყო.

მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით გააუქმეს სანიტარული ინსპექცია, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ არ აღადგინა, რაც არის დანაშაული. არადა ამ სამსახურის საქმიანობა ადამიანების სიცოცხლესთან არის დაკავშირებული.

კრიზისების მართვის საბჭო არის უმაქნისი ხალხით დაკომპლექტებული, მაგრამ ეს სტრუქტურა უნდა შევინარჩუნოთ. უბრალოდ, იქ კადრები უნდა შეიცვალოს. ის თანხა, რაც მათ პრემია-დანამატებში და მანქანებში მიდის, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეძენას უნდა მოხმარდეს.

აუცილებლად უნდა მოხდეს პერსონალის გადამზადებაც. ღამით ვერტმფრენებს ალბათ იმიტომ არ იყენებენ, რომ სათანადოდ მომზადებული პილოტები არ ჰყავთ. ღამით ხანძრების ჩაქრობა სავსებით რეალურია. ინტერნეტში პირადად მოვიძიე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ხანძრებს ღამით ვერტმფრენებით აქრობენ.  ამ ხანძრებთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღმერთმა დაგვიფარა და მსხვერპლის გარეშე გადავრჩით. ამასთან, მთლად გადარჩენილებს ვერ ვუწოდებ იმ ხალხს, რომლებსაც ბაზრობებზე დაეწვათ ფართობი. ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ, რაც ფაქტობრივად სიკვდილის ტოლფასია.

ბაზრობებზე გაჩენილი ხანძრები ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. ისნის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარიც საეჭვოა. ხანძრამდე ცოტა ხნით ადრე ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე ფეშენებელური სავაჭრო ობიექტის აშენება იგეგმებოდა. მოვაჭრეებს სავაჭრო ობიექტებიც კი დაულუქეს, მათი გაღება მხოლოდ ჩვენი ჩარევის შემდეგ მოხდა. ამ ამბებიდან ცოტა ხანში კი ბაზრობა დაიწვა. საინტერესოა ისიც, რომ ხანძარი ღამე გაჩნდა. თბილისში ხანძრები რატომღაც ღამ-ღამობით ჩნდება, რაც თავისთავად საეჭვოა.

ისევ ხეების სავალალო მდგომარეობას დავუბრუნდები. ტყეები, რომლებიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხანძრების გარდა სხვა მეთოდებითაც ნადგურდება. ყოველ საარჩევნო წელს მოსახლეობას შეშის ლიმიტს უზრდიან, რაც ყოვლად დაუშვებელია.

- მოსახლეობას შეშა სჭირდება და შეშის მოპოვებას ვერ ავკრძალავთ...

- კი ბატონო, მაგრამ უნდა იყოს ოპტიმალური რაოდენობა და საარჩევნო წელს არ უნდა მოხდეს ლიმიტის გაზრდა. ხელისუფლებამ რაღაც სხვა გზა უნდა მოიძიოს, შეშასაც კი ვერ აუდის ჩვენი ტყეები. სხვადასხვა სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში შეშაც კი ათჯერ მეტი იჭრება, ვიდრე ახალი მერქნის აღმოცენება ხდება. მხოლოდ შეშა მოუღებს ჩვენს ტყეებს ბოლოს. ამას დაუმატეთ ხანძრები და ვითომდა სანიტარული ჭრები.

ხანძრების პრევენციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მეტყევეები, მაგრამ საქართველოში მათი რაოდენობა მინიმალურია. ხანძრების ყველაზე დიდი პრევენცია გამოძიებაა, თუმცა გამოძიება ჩვენში უკვე სახუმარო თემად არის ქცეული.

- სახუმარო თემად რატომ?

- იმიტომ, რომ არავის სჯერა გამოძიების. აბა გამახსენეთ ბოლომდე გამოძიებული რომელიმე საქმე. ამ შემთხვევაში მარტო ხანძრებზე არ ვსაუბრობ. ხანძრებთან დაკავშირებით კი საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ. ერთი დამნაშავე რომ მაინც დასაჯონ, სხვა ამას აღარ გააკეთებს. ადამიანებს პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაშიც უნდა დაეკისროს, თუ ხანძარი შემთხვევით ან დაუდევრობით გააჩინა, სხვა დროს ისიც გაფრთხილდება და სხვაც.

პარაზიტებთან და მავნებლებთან დაკავშირებითაც სავალალო მდგომარეობაა. ხელისუფლება ამ მიმართულებით არაფერს აკეთებს. გატარებული ღონისძიებები მიზერულია. ამის გამო საქართველოს მასშტაბით ხეები მასობრივად ხმება. იმის მაგივრად, რომ პარაზიტებთან საბრძოლველად გამოყონ სახსრები, ფულს საკუთარი კომფორტის შექმნაზე ხარჯავენ.

ზემოთ ხეების სანიტარული ჭრა ვახსენე, იმის მაგივრად, რომ გამხმარი ხეები მოჭრან, ჯანსაღ ხეებს ჭრიან. ეს არ არის შეცდომა, ჯანსაღ ხეებს იმიტომ ჭრიან, რომ იქ კორპუსები ააშენონ. გამხმარი ხეები კი არავის აინტერესებს. მინდა ხელისუფლებას შევახსენო, რომ გამხმარი ხეები ხშირად ხდება ხანძრის გამომწვევი მიზეზი. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა უნდა მოხდეს მაშინ თუ საქმე გამხმარ წიწვოვანებთან გვაქვს. გამხმარი წიწვოვანი ხე ფაქტობრივად დინამიტის კაფსულაა, ისე მალე ხდება მისი აალება.

„ახალი თაობა“, 22 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ისლამური სახალიფო ასიმეტრიულ სამხედრო ოპერაციებზე გადავიდა“ // „ისლამურ სახელმწიფოში“ ქართველები ტაჯიკებმა ჩაანაცვლეს“ // „სანამ თარხან ბათირაშვილი იყო ცოცხალი, საქართველოს ტერაქტის საფრთხე ნაკლებად ემუქრებოდა...

ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “ახალ თაობასთან” ევროპაში განხორციელებული ტერაქტების ანალიზს აკეთებს.

- ბატონო ვახტანგ, ესპანეთის ქალაქ ბარსელონასა და ევროპის სხვა ქალაქებს ტერაქტების საშინელებამ კიდევ ერთხელ გადაუარა. რა ელოდება ევროპას მომავალში, თქვენი ანალიზი როგორია?

- ბარსელონა შემთხვევით არ არის არჩეული. 2004 წელს ალქაიდამ განახორციელა საშინელი ტერაქტი მადრიდში. მათ ააფეთქეს მატარებელი და 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს იყო მეორე ტალღა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ. 2004 წლის მადრიდის ტერაქტის შემდეგ დაიწყო ევროპაში ტერაქტების სერია. მხოლოდ ესპანეთში არ მომხდარა ტერაქტი, მოსკოვში, ლონდონში, პარიზში და სხვა ევროპულ ქალაქებში მოწყობილი ტერაქტებიც ამაზე მიუთითებს. როგორც ჩანს, დაიშმა ესპანეთი სპეციალურად აირჩია გასაფრთხილებლად, რომ ტერაქტების ტალღა მოიცავდა ევროპას.

ტერაქტები არის ასიმეტრიული სამხედრო ბრძოლა, ასიმეტრიული ომი, რომელსაც იყენებს ისლამური სახალიფო. ეს არის დაიშისა და ალქაიდას ერთობლივი აქცია. ესპანეთში ძირითადად ალქაიდას წარმომადგენლები მოქმედებდნენ, მაგრამ ახლა ალქაიდამ და დაიშმა ერთობლივი კოორდინირებული ტერაქტების სერია მოაწყვეს.

რამდენიმე ტიპის ტერაქტი განხორციელდა – ესპანეთში ქუჩაში ადამიანების დახოცვა მანქანით, ბომბის აფეთქება საცხოვრებელ სახლში, კაფეში აყვანილი მძევლები. ამას დაემატა ასევე ფინეთში და სხვა ადგილებში მოწყობილი ტერაქტები. ჩანს, ეს იყო კარგად დაგეგმილი კოორდინირებული ქმედება, ასიმეტრიული სამხედრო ოპერაცია, რომელიც მზადდებოდა დიდი ხნის განმავლობაში.

- რადიკალური მუსლიმანური ქვეყნების წარმომადგენლებმა ომი გამოუცხადეს ქრისტიანულ და არამუსლიმანურ ქვეყნებს?

- არა. უბრალოდ, საერთაშორისო ჯიჰადისტურმა ორგანიზაციებმა ომი გამოუცხადეს საერთაშორისო კოალიციას, რომელიც ახლა იბრძვის სირიაში, ერაყში და, საერთოდ, ახლო აღმოსავლეთში. ალქაიდა და სხვა ჯიჰადისტური ორგანიზაციები თანხმდებიან ერთობლივ ჯიჰადისტურ ბრძოლაზე. ახლა მათ განახორციელეს დარტყმა ევროპის მიმართულებით. როგორც ჩანს, ამას მოჰყვება სხვა ტერაქტებიც.

- შეუძლია ევროპას ჯიჰადისტების ასიმეტრიულ სამხედრო ბრძოლას გაუმკლავდეს?

- შეუძლებელი არაფერია. თუმცა, ამ ეტაპზე ასეთი ასიმეტრიული ტიპის საფრთხეების თავიდან აცილება შეუძლებელია. თან ეს მოხდა იმ ქვეყანაში, სადაც ტერორისტული საფრთხის მე-5, უმაღლესი დონე იყო გამოცხადებული. ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოები მაქსიმალურად მობილიზებულები იყვნენ. ამ ფონზე მოხდა საშინელი დარტყმა ჯიჰადისტების მხრიდან.

- საქართველოს თუ ემუქრება ამგვარი საფრთხეები?

- აქამდე ჩვენ რაღაცნაირად ამ კუთხით დაცული ვიყავით, მაგრამ დღეს ყველაფერი ისეა აღრეული და ერთმანეთთან გადანასკული, სამწუხაროდ, ამგვარი ტერაქტებისგან დაზღვეული ვერავინ იქნება.

- თუ გაქვთ ინფორმაცია აჭარიდან ისლამურ სახალიფოში წასული ჭაღალიძისა და სხვათა შესახებ? ან ვინმე ახალი ხომ არ წასულა კიდევ?

- როგორც მე ვიცი, ქართველები ერაყის ტერიტორიაზე არიან. ზოგიერთი გადავიდა ავღანეთში. მოკლედ, რამდენიმე ქართული ჯგუფია. მათგან ზოგი ავღანეთშია, ზოგი – სირია-ერაყის ტერიტორიებზე.

- ტერორისტულ საქმიანობას ეწევიან?

- ალქაიდასა და დაიშის მასშტაბური ტერორისტული ორგანიზაციების წევრები არიან.

- თარხან ბათირაშვილი გარდაცვალების შემდეგ მისნაირი ძლიერი ვინმე არის ქართველი ისლამურ სახალიფოში?

- თარხან ბათირაშვილისნაირი ძლიერები აღარ არიან ქართველებს შორის, თუ არ ჩავთვლით იგივე მუსლიმ მარგოშვილს, რომელიც ალქაიდას დაჯგუფებაშია და, ფაქტობრივად, ისლამურ სახალიფოს ეხმარება. იქ არის კიდევ თარხან ბათირაშვილის ძმა, მაგრამ ის მაინცდამაინც მაღალ პოზიციას არ იკავებს. ქართული სეგმენტი ისლამურ სახალიფოში ჩაანაცვლეს უფრო აქტიური მებრძოლებით, ტაჯიკებით.

- ანუ ქართველები ტაჯიკებმა ჩაანაცვლეს?

- დიახ, ახლა ტაჯიკებია დამრტყმელი ძალა ისლამურ სახალიფოში.

- მგონი, ისლამურ სახალიფოში პირველად ბათირაშვილი წავიდა და მერე გაყვნენ სხვები. ბათირაშვილის ქართული ჯარიდან გაშვებაც შეცდომა იყო. ბათირაშვილისნაირი ძლიერი მებრძოლების ჯარიდან გაშვება არ უნდა ხდებოდეს.

- რა თქმა უნდა. თარხან ბათირაშვილი რეპრესირებული იყო. მისი ჯარიდან გაშვება მიხეილ სააკაშვილის კისერზეა.

- რატომღაც მგონია, სანამ თარხან ბათირაშვილი იყო ცოცხალი, საქართველოს ტერაქტის საფრთხე არ ემუქრებოდა...

- გეთანხმებით. თანაც მაშინ სხვა მიმართულებები იყო, ისლამურ სახალიფოს არ ჰქონდა ასეთი გლობალური მასშტაბები. მაშინ ისლამური სახალიფო წამოადგენდა სამხედრო გაერთიანებას, რომელიც რეგიონში ატარებდა სამხედრო ოპერაციებს, მათ შორის, სიმეტრიულ სამხედრო ოპერაციებსაც. ისლამური სახალიფო გახლდათ კვაზი სახელმწიფოებრივი გაერთიანება. ამიტომ მათ ინტერესში არ შედიოდა ევროპაში ტერაქტების განხორციელება, გავლენის კონტროლის მოპოვება.

- ახლა რატომ გავიდნენ ევროპის მიმართულებით?

- ახლა ისლამურმა სახალიფომ თავისი გავლენის ფარგლებში იწვნია სერიოზული მარცხი, დაკარგეს მოსული, პალმირა და მოქცეული არიან ალყაში. ამიტომ ევროპის ტერიტორიაზე იყენებენ ასიმეტრიულ-სამხედრო ოპერაციებს და ტერაქტებს სამხედრო ოპერაციების კუთხით, რათა განახორციელონ მასშტაბური შეტევა თავის მოწინააღმდეგეზე, როგორც მორალურ-ფსიქოლოგიური, ისე იდეოლოგიური კუთხითაც.

- თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში მითხარით, რომ ბოლო დროს ისლამური სახალიფოს წარმომადგენლების ყველაზე დიდი კონცენტრაცია ავღანეთში ხდებოდა. ამ მხრივ ახლა რა ვითარებაა?

- სამწუხაროდ, ამ მხრივ ავღანეთში მძიმე ვითარებაა. ამერიკელები ვეღარაფერს აკეთებენ. ამიტომ ახალი სტრატეგიის შემუშავებას აპირებენ. ტრამპი აპირებს, შეიარაღებული ძალები გამოიყვანოს და მათ ომი გამოუცხადოს. თალიბანიც ძალიან გააქტიურდა. მან გაიჩინა ახალი ფარული მოკავშირეები. სხვათა შორის, თალიბანმა მოკავშირე გაიჩინა რუსეთის სახით, რომელიც მას იარაღსაც აწვდის. თალიბანის ნარკოტიკული კარტელიც უფრო გაძლიერდა. ამდენად, დღეს თალიბანი გადაიქცა საკმაოდ ძლიერ და გავლენიან სამხედრო გაერთიანებად.

- რუსეთი თალიბანს იარაღს აწვდის, რუსეთი იბრძვის სირიაშიც, მაგრამ, მგონი, უფრო არა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ..

- რუსეთი იბრძვის ისლამური სახალიფოს წინააღმდეგაც.

- ისლამური სახალიფოს წარმომადგენლები თალიბანთან ერთადაც ხომ იბრძვიან, თალიბანს კი რუსები იარაღს აწვდიან, რა გამოდის?

- რუსეთი თალიბანს აწვდის იარაღს, რომ არ მოხდეს თალიბანის ექსპანსია რუსეთში, ჰქონდეს მასთან კარგი ურთიერთობები, თუკი თალიბანი მოვა ხელისუფლების სათავეში.

- თალიბანს ავღანეთში ხელისუფლებაში მოსვლის შანსი აქვს?

- თალიბანს საკმაოდ სერიოზული შანსები აქვს ავღანეთის ხელისუფლებაში მოსასვლელად. ფაქტობრივად, შეიძლება თალიბანი გამოყენებულ იქნას ისლამური სახალიფოს წინააღმდეგ ბრძოლის საქმეშიც.

- შეიძლება თალიბანი ისლამურ სახალიფოს დაუპირისპირდეს?

- შეიძლება, რადგან ბოლო დროს მათ შორისაც დაიწყო სერიოზული შეტაკებები. მათ შორის არის სერიოზული იდეოლოგიური დაპირისპირებაც. თუმცა, ორივე ჯიჰადისტური ტიპის გლობალური გაერთიანებაა.

„ვერსია“, 21-23 აგვისტო, 2017 წელი

„გირჩი“ პროსტიტუციის ლეგალიზებას ითხოვს

„ვალდებულნი ვართ, სექსმუშაკებს ბოდიში მოვუხადოთ!“ - იაგო ხვიჩია პარლამენტს სკანდალურ კანონპროექტს წარუდგენს

თათია გოჩაძე

„ვერსიის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, სექტემბერში პოლიტიკური ორგანიზაცია ,,გირჩი” პარლამენტს პროსტიტუციის ლეგალიზების კანონპროექტს წარუდგენს. ,,გირჩელი” იაგო ხვიჩიას თქმით, ეს პროექტი მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივით კი არ შემოიფარგლება, არამედ მასშტაბურ სახეს მიიღებს ანუ სექტემბრიდან გირჩის მიმდევრები აქციებით ან ერთგვარი ექსპერიმენტებით შეეცდებიან, საზოგადოებას დაანახონ, რა პრობლემებს აწყდებიან სექსმუშაკები. მოკლედ, ,,გირჩი” ისევ ,,ფორმაში” ანუ ტაბუდადებული თემების ავანგარდშია და უკან დახევას არ აპირებს. როგორ შეხვდება ამ ინიციატივას ქართული საზოგადოება – ამას მომავალი გვიჩვენებს. ისე, ამ საკითხზე მსჯელობა და კამათი მრავალი წელია მიმდინარეობს, თუმცა პროსტიტუციის ლეგალიზების მოთხოვნით, საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი პირველად შედის.

იაგო ხვიჩია განმარტავს, რომ დღევანდელი კონსტიტუციით, პროსტიტუცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა კი სისხლის სამართლის დანაშაულია: ,,დამატებით რეგულაციებს კი არა, კანონმდებლობაში არსებული შეზღუდვების გაუქმებას ვითხოვთ. იმის რეგულირება, რაში გამოიყენონ ადამიანებმა საკუთარი სხეული, მინიმუმ, უხერხულია. ყველამ ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს სფერო აბსოლუტურად უკონტროლოა _ თუ ვინმეს ,,პროსტიტუტების” პოვნა გვინდა, აუცილებლად ვიპოვით. საქმე ისაა, რომ საქართველოში ამ ადამიანების უფლებები ირღვევა, მათ შორის სამართალდამცავების მიერ; მაგალითად, აშშ-ში სექსმუშაკებზე ძალადობის 50% პოლიციელებზე მოდის. საქართველოში არ დაგვითვლია, მაგრამ არ მგონია, აშშ-ზე უკეთესი პოლიცია გვყავდეს, ამიტომ ვალდებულნი ვართ, ეს სფერო დანაშაულის, კრიმინალის ან სამართალდარღვევის სფეროდან ამოვიტანოთ, რათა სექსმუშაკთა უფლებების დაცვა შესაძლებელი გახდეს”.

იაგო ხვიჩია განმარტავს, რომ ,,გირჩის” მიზანი მხოლოდ სექსმუშაკების კი არა, მომხმარებლის უფლებების დაცვაცაა. მისივე აზრით, სექსმუშაკებს დასამალი არაფერი აქვთ და საზოგადოებას არაფერს უშავებენ: ,,პატიოსნად შრომობენ _ კანონმდებლობასა და სხვა ადამიანების უსაფრთხოებას ვგულისხმობ, თორემ იმის გარკვევას არ შევეცდები, ვისთვის რას ნიშნავს პატიოსანი შრომა. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ, ამ ადამიანებს ნორმალური ცხოვრების საშუალება მიეცეთ და რეპრესიებისგან გათავისუფლდნენ. სექსმუშაკები ჩვეულებრივი რეპრესიის მსხვერპლნი არიან; მგონია, რომ მათ ბოდიში უნდა მოვუხადოთ და იმავდროულად, არსებული ვითარებაც გამოვასწოროთ”.

ისე, ძნელი სავარაუდო არაა, ,,გირჩის” ზემოხსენებულ იდეას საზოგადოების ე.წ. ტრადიციული მენტალობის ნაწილი როგორ შეხვდება. სხვათა შორის, ,,ქართველთა მარშის” გარშემო ატეხილ აჟიოტაჟში თავის დროზე იაგო ხვიჩიაც ჩაერთო და ,,მარშელებთან” იდეოლოგიური დუელი გააბა. ჰოდა, არ გაკვირვებია, როცა ვკითხე, კანონპროექტის შექმნის იდეა მარშის დროს ხომ არ გაგიჩნდათ-მეთქი? მომიგო, ეს იდეა მარშამდე გაცილებით ადრე მქონდა, უბრალოდ, ახლა საკანონმდებლო პროექტის სახე მივეციო: ,,ადამიანური საკითხია, რომელიც პოლიტიკაზე გაცილებით მაღლა დგას. მათ ვეკითხები, ვინც არ გვეთანხმება – იმაზე, რომ სექსმუშაკი ვინმემ მოკლას, პასუხს აგებენ თუ არა? ვინც ხელს არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას აწერს, რაღაც თვალსაზრისით, ხელს აწერს ამ ადამიანების დახოცვასაც! თუ ფიქრობ, რომ სექსმუშაკი თავისუფალი ადამიანია, მაშინ რა უფლებით უკრძალავ, ისეთი საქმე აკეთოს, რომელიც ხელს არავის უშლის და რატომ აძლევ მოძალადეს საშუალებას, ამ ადამიანზე იძალადოს, ცუდად, არასათანადოდ მოეპყროს და დაჩაგრონ?!

გასაგებია, ვიღაც წინააღმდეგი იქნება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, სისტემურ წინააღმდეგობას არ ველით… ამიტომ, კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირების პარალელურად, ვეცდებით, საზოგადოებას დავანახოთ, ეს ადამიანები სინამდვილეში როგორ ცხოვრობენ – რა უჭირთ, რა წინააღმდეგობები ხვდებათ. შესაძლებელია, ყველაფერ ამას აქციების ან ექსპერიმენტების სახე ჰქონდეს… ვალდებულნი ვართ, სექსმუშაკებს ბოდიში მოვუხადოთ!“

დიახ, არ მოგესმათ – იაგო ხვიჩია საზოგადოებისგან ითხოვს, სექსმუშაკებს ბოდიში მოუხადოს, რადგან ეს ადამიანები, მისივე განმარტებით, სტიგმატირებულნი არიან: ,,ვისაც ამ მიმართულებით რაღაც წაგვიკითხავს, ვალდებულნი ვართ, ავუხსნათ საზოგადოებას, რომ ეს არაა ცივილური მოქცევა. თუ შევთანხმდებით, რომ სექსმუშაკები მონები არ არიან და მათზე უკეთესები არაფრით ვართ, ეს საქმე გამოვა. მგონია, რომ ბევრი ჩვენგანი ამაზე მნიშვნელოვან საქმეს ვერ აკეთებს. ამიტომ ყველას, მათ შორის ,,ქართული მარშის” ორგანიზატორებს მოვუწოდებ, დაფიქრდნენ – საქმე კონკრეტულ პიროვნებებს ეხება და ნუ წავალთ ადამიანურობის წინააღმდეგ!”

რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, ხვიჩია განმარტავს, რომ ეს სხვადასხვაგვარია, თუმცა დასავლურ სამყაროში ადამიანებს საკუთარი სხეულით ვაჭრობის გამო არც იჭერენ და არც აშანტაჟებენ: ,,დასავლეთში საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით ნაკლები პრობლემა აქვს, ჩვენ კი კანონის შეცვლაც გვჭირდება და საზოგადოებისაც. არ ვამბობ, რომ რამეში გამორჩეულად ცუდები ვართ, მაგრამ დასავლეთში სექსმუშაკების საქმიანობის ხელშეშლა სწორად არ ითვლება. მაგალითად, საფრანგეთში ,,ფრანგული მარში” მოთხოვნით – ბოზები ციხეში ჩავსვათ, ნამდვილად არ ჩატარდება”.

საზოგადოების დიდი ნაწილი ,,გირჩის” ინიციატივას, ალბათ, იმ არგუმენტს დაუპირისპირებს, რომ პროსტიტუციის ლეგალიზება ახალგაზრდობას გარყვნის, თუმცა ხვიჩია აცხადებს, რომ დიდი ხანია, გამოვედით ინკვიზიციის პერიოდიდან, როცა ,,ეშმაკებს” ცეცხლზე ვწვავდით: ,,უნდა გავიაზროთ, რომ ვერავინ გაგვრყვნის. თუ ადამიანში არის გარყვნილება, ეს მისი გადასაწყვეტი და ცხოვრების გზაა. გარყვნილ და გაურყვნელ ადამიანებს იმით ვაფასებ, რამდენად არღვევს ან არ არღვევს კანონს. სხვა საკითხია, ვის ავირჩევ მეგობრად და ვისთან ურთიერთობა მსიამოვნებს – ამას სექსთან ან სექსუალურ ორიენტაციასთან კავშირი არ აქვს…”

იმის გასარკვევად, როგორ შეხვდება ზემოხსენებულ ინიციატივას პარლამენტი, ,,ვერსია” უმრავლესობის წევრ გია ვოლსკის დაუკავშირდა. მხოლოდ კანონმდებელი კი არა, მოქალაქეც ვარ, ჩემი პრინციპები, ხედვა მაქვს და გარკვეული ისტორიული მახსოვრობაც არსებობს, – მოკლედ მომიჭრა ბატონმა გიამ და დასძინა: ,,არ მგონია, პროსტიტუციის ლეგალიზება მართებული იყოს, რადგან დარწმუნებული ვარ, ეს საზოგადოების დიდი ნაწილის უარყოფით პოზიციას განაპირობებს. სამართლებრივ ნაწილს თავი რომ დავანებოთ, ეს საკითხის მორალური მხარეა. თუ იურიდიული ნაწილიდან მორალურზე გადავალთ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იძულებულნი არიან, პროსტიტუციით დაკავდნენ, შეიძლება, გულითადი სინანული გამოხატო, მაგრამ უფრო მაღალი ფასეულობაც არსებობს, რასაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა ჰქვია, რომელიც გარკვეულ პრინციპებზე დგას და რომელმაც ეს ქვეყანა მოიყვანა დღემდე. ასე რომ, უპირატესობას ტრადიციას მივანიჭებ…

ისე, ნებისმიერი ადამიანი, რა საქმიანობასაც უნდა ეწეოდეს, თუ აგრესიის ობიექტია, რასაკვირველია, სახელმწიფომ და მისმა სტრუქტურებმა უნდა დაიცვან. ასევე უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც აგრესიას იჩენს და კანონს არღვევს. შეიძლება, ადამიანი არალეგალურ საქმიანობას ეწეოდეს, მაგალითად, ბრაკონიერობდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრაკონიერობის აღმკვეთმა ძალა გამოიყენოს ან მისი უფლებები დაარღვიოს”.

საკონსტიტუციო კომისია: კონსენსუსი თუ ბოიკოტი?
`გლობალური კვლევების ცენტრმა~ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საექსპერტო შეხვედრა გამართა, რომელსაც საგანგებოდ მოწვეული საკონსტუტიციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის წევრები და ექსპერტები ესწრებოდნენ. `გლობალური კვლევების ცენტრი~ ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერ აქტუალურ მოვლენას ეხმიანება და მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად საკითხის დადებით და უარყოფით მხარეებს განიხილავს. ამჯერად მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე გიორგი ახვლედიანმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ, პეტრე მამრაძემ, იოსებ არჩვაძემ, გიორგი მდივანმა და ვასილ კაპანაძემ იმსჯელეს.

`გლობალური კვლევების ცენტრის~ ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი: დღევანდელი საექპერტო სემინარის თემა იყო საკონსტიტუციო ცვლილებები. მოგეხსენებათ, ამ საკითხზე საკონსტიტუციო კომისია მუშაობს და, შესაბამისად, მოვიწვიეთ სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლები, რათა მიგვეღო რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს აღნიშნულ საკონსტიტუციო შესწორებებზე მუშაობა.

სემინარზე გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, კერძოდ, საარჩევნო სისტემის ცვლილება, პრეზიდენტის უფლებამოსილება და არჩევის წესი, მიწის საკითხი, ორმაგი მოქალაქეობა და საგადასახადო სისტემის მოსალოდნელი ცვლილებები. `ქართული ოცნების~ სურვილი, საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღოს საყოველთ^კონსენსუსის სახით, გასაგებია, თუმცა პროცესის მიმდინარეობა ამ შესაძლებლობას კითხვის ქვეშ აყენებს. განსაკუთრებულ პროტესტს იწვევს მაჟორიტარულ სისტემაზე უარის თქმის დაპირების დარღვევა. წინა მოწვევის პარლამენტიდან `გადმოყოლილი~ პროექტის განხილვის გაჭიანურება და ახალი მოწვევის დეპუტატების განსხვავებული აზრი. ასევე მიუღებელია პრეზიდენტის ისედაც შეკვეცილი უფლებების კიდევ უფრო დამცრობის ტენდენცია და მის პირდაპირ არჩევაზე უარის თქმა. უხერხულ მდგომარეობას ქმნის პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხიც, რადგან თუ წინა მოწვევის პარლამენტში `ოცნებას~ ამაში `ნაციონალური მოძრაობა~ უშლიდა ხელს, ახლა სწორედ ქუთაისელებისადმი `ოცნების~ წინასაარჩევნო დაპირება აღარ აძლევს საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსულ ძალას ამ დაპირების შესრულების საშუალებას.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, `დემოკრატიული მოძრაობის~ ერთ-ერთი ლიდერი: `მიწა, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი, სტრატეგიული, შეუცვლელი, გაუმრავლებელი რესურსი და საკუთარი მომავლის გარანტირებული საკვები ბაზა, საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, გამონაკლისი შემთხვევები განისაზღვრება კანონით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღგდენის შემდეგ. ფაქტობრივად, იგივე ჩანაწერი არსებობს ისრაელის ძირითად კანონში. მიწა საკრალური მნიშვნელობის, განსაკუთრებული ღირებულების კატეგორია, არ შეიძლება იყიდებოდეს. დღეს მიწის 91% სახელმწიფოს საკუთრებაშია და განკარგავს მას იჯარებითა და სამოქალაქო რეგულაციებით გათვალისწინებული პირობით, ხოლო 8%-ს სახელმწიფო ასწლიანი იჯარით გასცემს. მაგალითად, თუ სხვა ქვეყნების მაგალითებს გადავხედავთ, შვეიცარული ფედერალური კანონი პირდაპირ ამბობს, რომ მიწა უნდა იყოს დაცული გაუცხოებისგან. უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, რომ მიწა არის განსაკუთრებული კატეგორია და მას კანონი იმგვარად უნდა იცავდეს, რომ არ მოხდეს მისი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებზე გადაცემა. ჩვენი მეზობელი სომხეთი, რომელიც ჩვენგან განსხვავებით, ყოველთვის გამოირჩეოდა პრაგმატულობით და ეროვნული ინტერესებით, პირდაპირ აცხადებს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არ შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის საკუთრებაში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა~.

`დემოკრატიული მოძრაობის~ ინიციატივას მიწის არამოქალაქეებზე მიყიდვის აკრძალვის შესახებ ასევე საინტერესო პრეამბულა აქვს; `ქართულმა ოცნებამ~, არჩევნების მოგების შემდეგ, 2013 წელს მორატორიუმიც კი გამოაცხადა მიწის გაყიდვაზე, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით სწორედ იმ პირებმა მიმართეს, რომლებიც დღეს `ოცნების~ საპარლამენტო ხელმძღვანელობაში არიან. საკონსტიტუციო სასამრთლომ სარჩელი დააკმაყოფილა. მიუხედავად უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენლის მხარდაჭერისა, ამ საკითხის მიღება ნაკლებ სავარაუდოა, რაც შეიძლება კიდევ ერთი პოლიტიკური დაძაბულობის წყარო აღმოჩნდეს.

მთლიანობაში საკონსტიტუციო კომისიაში 300-მდე ინიციატივა შევიდა. ჯერჯერობით არ არსებობს საკონსტიტუციო ნორმებისა და მათი ალტერნატივის მკაფიო ფორმულირებები. ამთავითვე ჩანს, რომ შეთანხმების მიღწევა ერთობ გართულდება. თუ პრინციპულ საკითხებზე `ქართული ოცნება~ კომპრომისზე არ წავა, არ არის გამორიცხული, ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადონ.

საქართველო გლობალური ცვლილებების კონტექსტში
26 მარტს სასტუმრო “ვერე პალასში” არასამთავრობო ორგანიზაცია “გლობალური კვლევებისცენტრმა” მორიგი საექსპერტო შეხვედრა გამართა ქვეყნისთვის აქტუალურ თემაზე. როგორიიქნება საქართველო გლობალური ცვლილებების კონტექსტში, რა გავლენას მოახდენსთანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით _ საქართველოზეამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, დაროგორია ქვეყნის ტერიტორიული პრობლემების მოგვარების გზები? _ ამ ქვეყნისთვისსაჭირბოროტო საკითხებზე იმსჯელეს “გლობალური კვლევების ცენტრის” მიერ საგანგებოდმოწვეულმა ექსპერტებმა _ ზაალ ანჯაფარიძემ, ვახტანგ მაისაიამ, პეტრე მამრაძემ, ადამარშანიამ, იოსებ არჩვაძემ, გიორგი მდივანმა, ზურაბ გარაყანიძემ, პაატა გურგენიძემ, სიმონკილაძემ და ზურაბ ავალიანმა.

“ჩვენი პოლიტიკური ელიტა და სამოქალაქო საზოგადოებაისეა პოლიტიზებული, რომ ყოველთვის თავისიაკვიატებული პიროვნული დამოკიდებულებითხელმძღვანელობს”

ნანა დევდარიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია “გლობალური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი:

_ საექსპერტო შეხვედრაზე ამჯერად განვიხილეთ ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნების შემდგომი პერიოდი. ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა.

რას ჰპირდებოდა ტრამპი ხალხს და დღეს რა ვითარებასთან გვაქვს საქმე? როგორ აისახება ამ არჩევნების შედეგები მსოფლიოს ბედზე, განსაკუთრებით, ჩვენს მომავალზე?

მე თავიდანვე არ ვიზიარებდი ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის აღფრთოვანებას პრეზიდენტად ტრამპის არჩევის გამო, რადგან ჩემთვის გაუგებარი იყო მათი ასეთი გადაჭარბებული მოლოდინი; მეორე მხრივ, ტრამპის საწინააღმდეგო დემონსტრაციების გამართვაც ჩემთვის გაუგებარი იყო. გამოდის, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტაც და სამოქალაქო საზოგადოებაც ისე ღრმად არის პოლიტიზებული, რომ ყოველთვის თავისი იდეოლოგიზებული და აკვიატებული პიროვნული დამოკიდებულებით ან პოლიტიკური კლიშეებით ხელმძღვანელობს.

როგორც ქართველი და ამერიკელი ლიბერტარიანელები ამბობენ, ტრამპის არჩევა ამერიკელი ხალხის შეცდომაა, მაგრამ, მართლაც ასეა თუ არა, მომავალში გამოჩნდება. ამას გარდა, ამერიკელი ხალხის შეცდომა ან მართებული საქციელი ჩემთვის იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც ეს შედეგები მომავალში ჩვენს ქვეყანაზე აისახება. აქედან გამომდინარე, ვთხოვე სამ გამორჩეულ ექსპერტს _ ზაალ ანჯაფარიძეს, ვახტანგ მაისაიასა და პეტრე მამრაძეს, წარმოედგინათ თავიანთი თვალსაზრისი პროცესების განვითარებაზე. მათთან ერთად მსჯელობაში დამსწრე საზოგადოებამ, საგანგებოდ მოწვეულმა ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა.

“ჩვენი პოლიტიკა ეპატაჟური ელემენტებისგან უნდაგავათავისუფლოთ”

ზაალ ანჯაფარიძე, ანალიტიკოსი:

_ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა ჩვენი ისტებლიშმენტის ნაწილმა, შეიძლება ასე ითქვას, საკუთარი მსოფლმხედველობრივი, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური სამრეკლოდან შეაფასა. ერთი მხრივ, გაჩნდა შიში იმისა, რომ ტრამპის არჩევის შემდეგ, მისი წინასაარჩევნო განცხადებებიდან გამომდინარე, ტრამპი და მისი ადმინისტრაცია უფრო მეტად გაითვალისწინებდნენ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის ინტერესებს და შეამცირებდნენ თავიანთ აქტივობას, ამით რუსეთს მიეცემოდა სტიმული, უფრო თამამად ემოქმედა ამ ქვეყნების მიმართ. მაგრამ ეს შეფასებები, ცოტა არ იყოს, ნაადრევი გამოდგა, რადგან პროცესები, რომლებიცამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს შორისგანვითარდა, ჯერჯერობით არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ აშშ–ის დამოკიდებულებაპოსტსაბჭოთა სივრცისა და, კონკრეტულად, საქართველოს მიმართ ფუნდამენტურად იცვლება.

მოდი, ფაქტებიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო პირველი, ვისაც ტრამპის არჩევის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდა. რეალურად დადასტურდა, რომ ჩვენსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები უცვლელი დარჩება, მაგრამ რეალისტები ვიყოთ: ტრამპის საგარეო–პოლიტიკურიპრიორიტეტები ჯერჯერობით ჩამოყალიბების პროცესშია და არ არის გამორიცხული, რეალური პოლიტიკიდან გამომდინარე, გარკვეული კორექტირებაც განიცადოს. ეს ძირითადადდამოკიდებულია, თუ რაზე მოილაპარაკებენ ტრამპი და პუტინი, როდესაც ერთმანეთსშეხვდებიან.

ჩნდება კითხვა _ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? პირველ რიგში, ჩვენი პოლიტიკა უნდა გავათავისუფლოთ იმ ეპატაჟური ელემენტებისგან, რომლებიც მას ახლდა ყოფილი ხელისუფლების პერიოდში და სერიოზულ პრობლემას გვიქმნიდა ყველაფერში, მათ შორის, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაშიც. ამასთანავე, არ შევიქმნათ გადაჭარბებული მოლოდინი და ჩვენი ურთიერთობა იმ წრეებთან, რომლებიც აშშ-ში ქმნიან პოლიტიკას, ვეცადოთ იყოს მაქსიმალურად ინტენსიური, ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული. ჯერჯერობით შემიძლია ვთქვა, რომ განგაშის ზარების შემოკვრის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ, როგორც ერთმა პროფესორმა თქვა, ვიყოთ ოპერატიული სიმშვიდის მდგომარეობაში. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ვფიქრობ, რუსეთთან შეხების წერტილები უფრო სახალხო დიპლომატიის დონეზე უფრო უნდა ვეძებოთ, რათა რუსეთის პოლიტიკურ აზრზე ზემოქმედება შემოვლითი გზით მოვახდინოთ.

“საქართველო უსაფრთხოების ვითარებიდან უსაფრთხოებისჩიხში შევიდა”

ვახტანგ მაისაია

ვახტანგ მაისაია, სამხედრო ექსპერტი:

_ მე დღეს წარმოვადგინე ჩემი თვალსაზრისი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე. როგორია აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ახალი მიდგომა საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, რისი კორექტირება მოუწია მას ასდღიანი მმართველობის პერიოდში და რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი, რომ დღეს მისი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები 60%-ით არის შეცვლილი და, ფაქტობრივად, საპირისპიროა იმის, რაც მას ჰქონდა დაგეგმილი წინასაარჩევნო პროგრამიდან გამომდინარე. შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის 2016 წლის არჩევნები ნამდვილად შევა ისტორიაში, როგორც ყველაზე ოდიოზური, რთული და ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკური მოვლენა. საგულისხმოა, რომ ამ არჩევნებმა კარგად წარმოაჩინა ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კრიზისის პრობლემები. შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ დღეს აშშ–ის სათავეში მოვიდაუცნაური “ტრიუმვირატი” _ “ქორები” (გენერალი მატიასი), ნეოლიბერალები (ტრამპისხელმძღვანელობით) და სანავთობო “ჩრდილოეთის სინდიკატი” (რიკ ტილერსონი). შესაბამისად, ეს აისახა საგარეო-პოლიტიკურ მიმართულებებზეც.

აშშ-ის ახალი საგარეო-პოლიტიკური კურსის ძირითადი მიმართულება იქნება მულტიპოლარული გეოპოლიტიკური წესრიგი, რომელიც ჯორჯ ბუში–უმცროსის “ხისტი ძალისა” და ობამას “ჭკვიანი ძალის” საპირისპიროა. ნაკლებად მოსალოდნელია, ტრამპმა კარდინალურად შეცვალოს თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დაპირებები, ვინაიდან ამ სამი თვის განმავლობაში ტრამპის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა, როგორი უნდა იყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და სამხედრო სტრატეგიის ძირითადი პრიორიტეტები. ამასთანავე, თვით ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ თამაშებში იკვეთება კლანური დაპირისპირების ნიშნები. 2001 წლის შემდეგ ქვეყნის შიგნით გაძლიერდა სპეცსამსახურების დაჯგუფება (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მეთურობით), ტრამპის გამარჯვების შემდეგ ამ კლანმა მის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა, რომელსაც ტრამპის მხრიდან სამხედროების დაჯგუფების გაძლიერება მოჰყვა, არმიის ოფიცერთა მეთაურობით, და ე.წ. ქორების კლანის ტრამპის ადმინისტრაციასთან შერწყმა. ტრამპი იძულებულია, მათი ინტერესები გაითვალისწინოს, ვინაიდან ამ ეტაპზე ხელს არ აძლევს გამოსვლა და აქტიურობა. ტრამპისწინააღმდეგ ისეთი კამპანია აგორდა, ახლა მთავარია, თანამდებობა შეინარჩუნოს, მისიერთადერთი დასაყრდენი დღეს სამხედროებია, ვინაიდან, თუ ისინიც განუდგნენ, ჩათვალეთ, რომ ტრამპს გადადგომა მოუწევს.

ამერიკის უსაფრთხოების კონცეფცია მუშავდება სამხედრო თეორეტიკოს კლაუზევიცის მიდგომების საფუძველზე. ეს საინტერესო მიდგომაა, ამიტომაც არის, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია უფრო მეტადაა მილიტარიზებული, რაც მას გლობალური ექსპანსიონიზმის ერთგვარ პრეროგატივას აძლევს, როგორ უნდა გამოიყენოს სამხედრო ძალა თავისი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ეროვნული ინტერესების ამერიკული მოდელი სამ ძირითად პარამეტრს ემყარება: ფიზიკურ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ კეთილდღეობასადა თავდაცვის პრინციპებს.

დასავლეთის საინფორმაციო პროპაგანდა ავითარებს აზრს, რომ რუსები არიან გაჩანაგებულნი, ცუდ მდგომარეობაში, მაგრამ რეალურად რუსების შეიარაღებამ მოდერნიზების შემდეგ საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწია და არ ჩამორჩება ნატოსას. რუსებმა დაასწრეს ნატოს და აფხაზეთის ტერიტორიასა და ყირიმში განათავსეს კომბინირებული სისტემები, ამიტომაც დაიწყო ტრამპა სტრატეგიული შეიარაღების მოდერნიზაციაზე საუბარი.

რუსეთისა და ამერიკის პოლიტიკურ ელიტებში მოვიდნენ სამხედროები. შედეგად, ჩვენ ვართ ახალი “ცივი ომის” საწყის ეტაპზე. აღმოსავლეთი ევროპა კვლავ დაძაბულობის არეალია ამ სუპერცენტრისტული ძალების დაპირისპირების ფონზე. რაც შეეხება საქართველოს, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო უსაფრთხოების ვითარებიდან უსაფრთხოების ჩიხში შევიდა.

“ჩვენ არაფერს ვაკეთებთ არსებული ვითარებისშესაცვლელად” – ადა მარშანია

ადა მარშანია, პარლამენტის წევრი:

_ ჩვენ არ ვმუშაობთ, არ ვინდომებთ. ეს არის ჩემთვის აუხსნელი, რატომ ვიქცევით ასე, რადგან რთული საკითხია? წამოვწვებით და ასე დავიბრუნებთ აფხაზეთს?! მაგალითად, როდესაც მე მაქვს საშუალება წამოვიყვანო აფხაზი ახალგაზრდები და შევახვედრო ქართველებს, ვაწარმოებ საკმაოდ რთულ მოლაპარაკებებს, ვმუშაობ ამ თემებზე, ჩვენი სამინისტროები ამ იდეის განსახორციელებლად ფულს არ მაძლევენ. მესმის, რომ დღეს ჩვენთვის მძიმე რეალობაა, მაგრამ ჩვენ არც არაფერს ვაკეთებთ არსებული ვითარების შესაცვლელად.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

წყარო: http://geworld.ge/ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%9A/

საპარლამენტო უმრავლესობაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიცია არ არსებობს
`გლობალური კვლევების ცენტრის~ ინიციატივით საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საექსპერტო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საგანგებოდ მოწვეული საკონსტუტიციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის წევრები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

`გლობალური კვლევების ცენტრი~ ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერ აქტუალურ მოვლენას ეხმიანება და მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად საკითხის დადებით და უარყოფით მხარეებს განიხილავს. ამჯერად, მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე გიორგი ახვლედიანმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ, პეტრე მამრაძემ, იოსებ არჩვაძემ, გიორგი მდივანმა და ვასილ კაპანაძემ იმსჯელეს.

`გლობალური კვლევების ცენტრის~ ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი: დღევანდელი საექპერტო სემინარის თემა იყო საკონსტიტუციო ცვლილებები. მოგეხსენებათ, ამ საკითხზე ახლა საკონსტიტუციო კომისია მუშაობს და შესაბამისად, ჩვენ მოვიწვიეთ სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლები, რათა მიგვეღო რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია თუ როგორ მიმდინარეობს აღნიშნული საკონსტიტუციო შესწორებებზე მუშაობა.

საკონსტუტიციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის წევრების აზრით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობაში ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიციაც არ არსებობს. წინა მოწვევის პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ორი საკონსტიტუციო პროექტის ინიციირება მოხდა. ერთი წარადგინა ოპოზიციამ _ 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერით და ის დეპუტატების 75-75-ზე განაწილების პრინციპს გულისხმობდა, ხოლო მეორე ინიციატივა გახლდათ თავად `ქართული ოცნების~ 83 დეპუტატის მიერ ინიციირებული საკონსტიტუციო პროექტი, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ასევე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა, თუმცა დაკონკრეტებული არ იყო, თუ რა სახის პორპორციულ სისტემა იგულისხმებოდა. თუმცა, არც ერთი საკითხი კენჭისყრაზე არ განხილულა, ვინაიდან საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო რაოდენობის დეპუტატი არც ერთხელ არ შეიკრიბა სხდომაზე. შესაბამისად, ამ საკითხმა მეცხრე მოწვევის პარლამენტში გადაინაცვლა. ახლა არასაპარლამენტო პარტიებმა მიმართეს პარლამენტს, რათა ეს საკითხი კენჭისყრაზე გაიტანოს, ვინაიდან ამ კანონპროქტმა სრული განხილვის პროცესი უკვე გაიარა და რეგლამენტის 149-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტს აქვს უფლებამოსილება, გადაწყვიტოს წინა მოწვევის პარლამენტიდან დარჩენილი განსახილველი კანონპროექტების ბედი. ხელისუფლება კანონს არღვევს, ვინაიდან რეგლამენტში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ამგვარი მიდგომა შეიძლება პარლამენტს ჰქონდეს მხოლოდ განხილვის პროცესში მყოფი კანონპროექტებისადმი, აღნიშნულმა კანონპროექტმა კი უკვე განხილვის ყველა პროცედურა გაიარა. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას არ სურს კენჭისყრაზე აღნიშნული საკითხის განხილვა, რადგან პოლიტიკურად წამგებიანი და არაპოპულარულია, უარი უთხრა 200 ათას მოქალაქეს. არ არის გამორიცხული, ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართონ, რათა აიძულონ ხელისუფლება, ეს საკითხი პარლამენტში განიხილოს.

რაც შეეხება ინიციატივას, რომელსაც `ქართული ოცნების ~ 83-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი, ბატონო გია ვოლსკი აცხადებს, რომ ისინი კვლავ ეთანხმებიან პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას, მაგრამ `ქართულ ოცნებას~ ახალი დეპუტატებიც ჰყავს პარლამენტში და ბევრი მათგანი არ ეთანხმება აღნიშნულ საკითხს. არ არის გამორიცხული, თუ პროპორციული სისტემაზე გადასვლას უმრავლესობა არ დაეთანხმება, ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადონ საკონსტიტუციო კომისიას.   გამოკვეთილად ჩანს `ქართული ოცნების~ სამი ძირითადი მიმართულება, რომელიც სურთ განახორციელონ. თან სურთ ეს გააკეთონ მაღალი კონსენსუსის სახელით, თითქოს მთელი პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ესქპერტები ამას მხარს უჭერენ. პირველი – მათ უნდათ, რომ პარლამენტი გადმოვიდეს ქუთაისიდან თბილისში. ოღონდ აქაც კი `ქართული ოცნება~ ცდილობს პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს და ეს ქუთაისელებისთვის არაპოპულარული ქმედება, `ქართულ ოცნებას~ კი არა, არამედ საკონსტიტუციო კომისიას `დაბრალდეს.~ `ოცნება~ დაპირდა ქუთაისელ ამომრჩეველს, რომ პარლამენტი არ გადმოვიდოდა ქუთაისიდან თბილისში.

მეორე მიზანია პრეზიდენტის არჩევითობის უფლებამოსილების გაუქმება. არც პოლიტიკურმა სპექტრმა, არასამთავრობოების და ექსპერტების დიდმა ნაწილმა ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. ამიტომ შემოვლითი გზა აირჩიეს. პრეზიდენტს თანდათან ართმევენ უფლებებს. ჴპოზიციური პარტიების ერთი ნაწილის მოსაზრებით, პირიქით, პრეზიდენტის უფლებამოსილება უნდა გაიზარდოს, კერძოდ, საჭიროა, პრეზიდენტის იმ უფლებამოსილების აღდგენა, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივას უკავშირდება, ვინაიდან, პრეზიდენტს, რომელიც პირდაპირი წესით არის არჩეული ქვეყნის მოქალაქეების მიერ, თავისი ამომრჩევლების მიმართ ქმედითი საქმიანობის განხორცილება უნდა შეეძლოს საკანონმდებლო ინიციატივით. აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტი უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოში სამ-სამ წევრს ნიშნავს, ამიტომ პრეზიდენტი აუცილებლად უნდა იყოს ნეიტრალური ფიგურა.

მესამე საკითხი არის საარჩევნო ბლოკის შექმნის შესაძლებლობის გაუქმება. მათი არგუმენტი ერთადერთია, თითქოს ეს ყველაფერი პოლიტიკური პარტიების განვითარებას შეუწყობს ხელს. საგულისხმოა, რომ ამას ამბობს პარტია, რომელიც თავადაც ამგვარი საარჩევნო ბლოკით მოვიდა ხელისუფლებაში. კომისიაში კონსტიტუციონალისტების ნაწილმაც კი, რომლებიც ხშირად ეთანხმებიან ხელისუფლების ინტერესებს, განაცხადეს, რომ ეს ძალიან საშიში და არასწორი ქმედება იქნება. ამავე დროს გაჩნდა ინიციატივა საარჩევნო ბარიერის დაწევის შესახებ, მაგრამ დღეს, ქართულ რეალობაში, როდესაც პოლიტიკურ ძალებს წაართმევ კოალიციის ან საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბების საშუალებას, მათ სხვა არაფერი რჩებათ, გარდა იმისა, რომ ქუჩაში მოახდინონ პოლიტიკური ერთობის დემონსტრირება.

საგულისხმოა, რომ ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები ისმის თავად `ქართული ოცნების~ წევრების მხრიდანაც. `ოცნების~ ერთი ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ დიახ, საარჩევნო ბლოკები უნდა გაქუმდეს, მეორე ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ არავითარი ბლოკების გაუქმებას არ აპირებენ, უბრალოდ ფიქრობენ რეგულაციების შემოღებას, რათა პოლიტიკური პარტიების ფინანსური უზრუნველყოფა დახვეწონ.

ასეა თუ ისე, მმართველ ძალას მოუწევს შეთანხმებული ვარიანტის წარმოდგენა, იმის გათვალისწინებით, რომ ერთობა თავად მათ გუნდშიც არ არის, სავარაუდოა, რომ მასზე თანხმობის მიღწევა და კონსენსუსის სახით მიღება უკიდურესად გართულდება.

საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადონ.

საექსპერტო სემინარი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ
`გლობალური კვლევების ცენტრმა~ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საექსპერტო შეხვედრა გამართა, რომელსაც საგანგებოდ მოწვეული საკონსტუტიციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის წევრები და ექსპერტები ესწრებოდნენ. `გლობალური კვლევების ცენტრი~ ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერ აქტუალურ მოვლენას ეხმიანება და მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად საკითხის დადებით და უარყოფით მხარეებს განიხილავს. ამჯერად მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე გიორგი ახვლედიანმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ, პეტრე მამრაძემ, იოსებ არჩვაძემ, გიორგი მდივანმა და ვასილ კაპანაძემ იმსჯელეს.

`გლობალური კვლევების ცენტრის~ ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი: დღევანდელი საექპერტო სემინარის თემა იყო საკონსტიტუციო ცვლილებები. მოგეხსენებათ, ამ საკითხზე საკონსტიტუციო კომისია მუშაობს და, შესაბამისად, მოვიწვიეთ სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლები, რათა მიგვეღო რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს აღნიშნულ საკონსტიტუციო შესწორებებზე მუშაობა.

სემინარზე გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, კერძოდ, საარჩევნო სისტემის ცვლილება, პრეზიდენტის უფლებამოსილება და არჩევის წესი, მიწის საკითხი, ორმაგი მოქალაქეობა და საგადასახადო სისტემის მოსალოდნელი ცვლილებები. `ქართული ოცნების~ სურვილი, საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღოს საყოველთ^კონსენსუსის სახით, გასაგებია, თუმცა პროცესის მიმდინარეობა ამ შესაძლებლობას კითხვის ქვეშ აყენებს. განსაკუთრებულ პროტესტს იწვევს მაჟორიტარულ სისტემაზე უარის თქმის დაპირების დარღვევა. წინა მოწვევის პარლამენტიდან `გადმოყოლილი~ პროექტის განხილვის გაჭიანურება და ახალი მოწვევის დეპუტატების განსხვავებული აზრი. ასევე მიუღებელია პრეზიდენტის ისედაც შეკვეცილი უფლებების კიდევ უფრო დამცრობის ტენდენცია და მის პირდაპირ არჩევაზე უარის თქმა. უხერხულ მდგომარეობას ქმნის პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხიც, რადგან თუ წინა მოწვევის პარლამენტში `ოცნებას~ ამაში `ნაციონალური მოძრაობა~ უშლიდა ხელს, ახლა სწორედ ქუთაისელებისადმი `ოცნების~ წინასაარჩევნო დაპირება აღარ აძლევს საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსულ ძალას ამ დაპირების შესრულების საშუალებას.

გიორგი მდივანი, პოლიტოლოგი: `მინდა ორიოდე სიტყვით საგადახადო კუთხით მიმოვიხილო საკითხი. სააკაშვილის მმართველობის დროს ისეთი ცვლილებები შეიტანეს კონსტიტუციაში, შეუძლებელია დამოუკიდებელი საგადასახადო მონეტარული პოლიტიკის გატარება. ჩვენ ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ _ პირდაპირი დემოკრატიაა ქვეყანაში თუ წარმომადგენლობითი. რა თქმა უნდა, პირდაპირი დემოკრატია არ არის (თუმცა წარმომადგენლობითიც არ არის), რადგან არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არ ხდება პლებისციტის და რეფერენდუმის საგანი. არსებული კონსტიტუციის მიხედვით, თუ გაიმარჯვა მემარცხენე ან ცენტრისტულმა პარტიამ, ფაქტობრივად, ის მაინც ვერ განახორციელებს თავის საარჩევნო  დაპირებას, რის გამოც ის აირჩიეს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ეკოლოგიის გადასახადი, პროგრესული ან ფუფუნების გადასახადი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენადაც ვიცი, სოციალ-დემოკრატებმა მოამზადეს ცვლილებების პაკეტი, მაგრამ ყველანაირად ცდილობენ მათ მარგინალიზაციას.

არადა, თავად ევროკავშირის ქვეყნებშიც კი, რაც მეტი აქვს შემოსავალი პირს, მეტად იბეგრება. ამაზე მთელი თანამედროვე სამყარო შეთანხმდა. ჲბრალოდ, ეს სამართლიანობის პრინციპია. თუმცა, ნეოლიბერალები  ამტკიცებენ, რომ ამან შეიძლება ფულის გადინება  გამოიწვიოს და მაგალითად ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე მოჰყავთ, რომელიც რუსეთის მოქალაქე გახდა, მაგრამ ის არავის ახსოვს, რომ საქართველოში ქონება ფაქტობრივად არავის დაუბანდებია და დაუგროვებია.

ვფიქრობ, აუცილებელია აღნიშნული ცვლილებების გატარება და ეკოლოგიის გადასახადის შემოღება. ამაზე ცნობილი ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი და სხვა ეკონომისტი ნობელის პრემიის ლაურეატები შეთანხმდნენ. ვინაიდან, შეიძლება ეს ასე ღიად არ ჩანს, მაგრამ  იგივე ტრანსნაციონალური დიდი კომპანიების საქმიანობის შედეგად დიდი ზარალი ადგება ბუნებას. ეს არ ჩანს ეკონომიკურ ციფრებში, მაგრამ ეს ჩანს გარდაცვლილ და დაავადებულ ადამიანებზე.

რაც შეეხება პროგრესულ გადასახადს. სამხრეთ ამერიკის და სოციალისტურ ქვეყნებს რომ თავი დავანებოთ, თვით ევროპის წამყვან კაპიტალისტურ ქვეყნებში მოქმედებს მსგავსი შკალა. მცირე შემოსავალი ვისაც აქვს, საერთოდ თავისუფლდება გადასახადისგან. მაგალითად, საქართველოში შესაძლებელია 500 ლარი ვისაც აქვს თვეში შემოსავალი, ის გათავისუფლდეს გადასახადისგან. ამერიკაში თვითონ ეკონომიკური პოლიტიკა ძირფესვიანად არასწორი იყო. მაგალითად ხშირი იყო შემთხვევები, როცა ფიზიკურ პირებს მეტი გადასახადი შეჰქონდათ ბიუჯეტში, ვიდრე ტრანსნაციონალურ კომპანიებს, ვინაიდან, ისინი დიდი შეღავათებით სარგებლობდნენ. არსებული კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში იგივე ბანკების საქმიანობაში ვერ მოვახერხებთ ძირფესვიანი ცვლილებების განხორციელებას. კახა ბენდუქიძემ საბანკო სექტორის ისეთი მაქსიმალური ლიბერალიზაცია განახორციელა, როცა ფინანსური კრიზისის პირობებშიც კი ბანკები რეკორდულ მოგებას ნახულობენ.

ფაქტობრივად გამოდის, რომ ეს არის ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელის დიქტატი. საინტერესოა ისიც, რომ `ქართული ოცნების~ და `ნაციონალური მოძრაობის~ პოლიტიკა საგადასახადო სფეროში, ფაქტობრივად, არ განსხვავდება. გვაქვს შრომის კოდექსი, თუმცა მას არავინ აქცევს ყურადღებას. ასევე იურიდიულად არსებობს შრომის ინსპექცია, მაგრამ ის პრაქტიკულად არაფერს აკეთებს~.

`ქართულ ოცნებას~ ჯერ საკუთარი საბოლოო ცვლილებების პაკეტი არ წარმოუდგენია. მთლიანობაში საკონსტიტუციო კომისიაში 300-მდე ინიციატივა შევიდა. ჯერჯერობით არ არსებობს საკონსტიტუციო ნორმებისა და მათი ალტერნატივის მკაფიო ფორმულირებები. ამთავითვე ჩანს, რომ შეთანხმების მიღწევა ერთობ გართულდება. თუ პრინციპულ საკითხებზე `ქართული ოცნება~ კომპრომისზე არ წავა, არ არის გამორიცხული, ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადონ.

„ოცნებას“ აწყობს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც საფრთხობელა”-ნანა დევდარიანი
კითხვებს გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი პასუხობს.

“სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსთავი 2-ის საქმეზე საზოგადოებაში აზრი ორად გაყო. ნაწილი ფიქრობს, რომ კარგია ასეთი გადაწყვეტილება, ამით ევროპამ საქართველოს ხელისუფლებას სილა გააწნა, ნაწილი კი უსამართლოს უწოდებს.

ჩემი აზრით, ეს ძალიან რთული თემაა. ერთი მხრივ, ჩვენი ხელისუფლება ახერხებს ხოლმე, რომ ყველა საერთაშორისო ინსტიტუტში წარდგება სრულიად არასარწმუნო არგუმენტებით. ამაზე არაერთი საქმე მიგვითითებს, როდესაც ექსტრადიციაზე უარი უთხრეს საქართველოს მხარეს. ერთი მხრივ, ეს არაკომპეტენტურობა და უუნარობაა, მაგრამ აქ მეორე, უფრო ღრმა პროცესია. გავიხსენოთ რა გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურის სასამართლომ 2011 წლის 26 მაისს? ექვსი წელი გავიდა, არავითარი გადაწყვეტილება არ არის მიღებული! სულხან მოლაშვილზე 5 წლის მერე დადგა განაჩენი, ასევე 5 წლის მერე დადგა განაჩენი გირგვლიანის საქმეზე. ეს ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ მოლაშვილსაც, რომელიც სასტიკად აწამეს და უკანონო პატიმრობაში ჰყავდათ, გირგვლიანსაც, რომელიც წამებით მოკლეს, მათ ოჯახებს მიაკუთვნეს მატერიალური კომპენსაცია. მე ვსვამ კითხვას – ადამიანის სიცოცხლე, პატივი, ღირსება, მისი ჯანმრთელობა, წამებისგან დაცულობა 50 ათასი ევრო ღირს?! თანაც 5 წლის მერე! აქ შეტანაც ვერ მოასწრეს, რომ გადაწყვეტილება ერთ საათში იქნა გამოტანილი.

დღეს ბევრს რომ ლაპარაკობენ, უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ ერთ დღეში როგორ განიხილა და როგორ მოასწრო ამდენი ტომის შესწავლაო, ახლა რატომ არავინ სვამს კითხვას, სტრასბურის სასამართლოს კოლეგიამ ერთ დღეში როგორ განიხილა 18 ტომი, ყველაფერი შეისწავლა და კომპეტენტური პასუხი დადო”?!

ნანა დევდარიანის თქმით,დღეს ყველა სახელმწიფო უწყებაში დატოვებულია ნაციონალების კუდი, თითქმის ყველა სამსახურში და პოლიტიკური ამინდი ამ სტრუქტურებში არ შეცვლილა. დღეს კი ცდილობენ ნაციონალები, იძახონ, რომ ეს რუსული სქემაა, სინამდვილეში კი ხდება უფრო ღრმა და ძალიან ცუდი პროცესი.

მისივე ინფორმაციით, პროცესს, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრება იმართება ბიზნესწესებით. როდესაც ერთი ბიზნესი მეორეს შთანთქავს. ასეთი შთანთქმის პროცესი მიდის. რასაც დაგვპირდა 2012-ში ბიძინა ივანიშვილი, რომ შუა უნდა გაიკრიფოსო, ეს 2016 წლის არჩევნებზე დააგვირგვინა. პრაქტიკულად ყველა პარტია გაანადგურა, ერთი ბურჯანაძის პარტია დარჩა, რომელიც ვერ დაშალა. დანარჩენი ყველა დაშალა და ლიდერები მოაშორა. ასეთი ბიზნესშთანთქმის პრინციპით მიმდინარეობს „რუსთავი-2“-ის საქმე.

დევდარიანი თვლის, რომ ყველაფერი ეს არის ამ ხელოვნურად მოგონილი კოჰაბიტაციის ბრალი, რომელიც მაგათ დაამკვიდრეს, როცა არ დაერქვა თავისი სახელი არც სააკაშვილს, არც ნაციონალურ მოძრაობას და მის ზონდერებს, არც „რუსთავი-2“-ს, როგორც პროპაგანდის მანქანას.

“ამ ორ პარტიას ერთმანეთი აწყობს. „ოცნებას“ აწყობს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც საფრთხობელა, 2016 წელსაც ხომ ამ დაშინებითმიიღეს ის შედეგი, რაც მიიღეს. ხოლო ნაციონალურ მოძრაობას აწყობს ეს ნიშა, რომ არის საპარლამენტო ოპოზიცია. როგორც „რუსთავი-2“-ზე იძახიან, რომ ყველაზე ძლიერი და სიტყვის თავისუფლების გარანტი მედია საშუალებააო, ისე ესენი არიან ყველაზე ძლიერი საპარლამენტო ოპოზიცია. როდის აქეთაა „რუსთავი-2“ თავისუფალი სიტყვის გარანტი ამქვეყანაში?! არ გვახსოვს, რა აქვთ ნაკეთები? არ გვახსოვს, პროგრამა ვრემიას რომ გვაჩვენებდნენ ყოველდღე კურიერში?

იცით, ეს რომ იყოს მარტო „რუსთავი-2“-ის შემთხვევა, შეიძლება დასვა კითხვები, მაგრამ როცა ჩვენ ვხედავთ მთლიანად მედია სივრცის გადანაწილებას, როდესაც იმედი იერთებს მაესტროს, ჯიდიეს-ის ნაწილს, როდესაც საზოგადოებრივზე ვხედავთ, პროცესები როგორ წავიდა. ვასილ მაღლაფერიძე რომ ბიძინა ივანიშვილის ფავორიტია, ამაში ეჭვი ხომ არავის ეპარება. მთლიანობაში ეს პროცესი ამყარებს ამ ეჭვებს.

სტრასბურის სასამართლოში საკითხი დგება ასე: კონკრეტული პირი საქართველოს წინააღმდეგ. დღეს კი ეცადა პარლამენტის თავმჯდომარე ეთქვა, რომ ამ დაპირისპირებაში საქართველო გამოვა გამარჯვებული, მაგრამ ფაქტობრივად სტრასბურის სასამართლომ თქვა, რომ თქვენ არ ხართ მართალი ამ საქმეში და შეაჩერა აღსრულება. როგორც უნდა შეფუთონ და იძახონ, ფაქტი ერთია, იმიჯი კი არ შეილახა, მხარე გამტყუნდა. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება”-აცხადებს გლუბალური  კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი.

წყარო

“გამოვიდა ეს ნიგერიელი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა მიჩვენა, რომელშიც გარკვევით ეწერა, რომ ნიკო ჭავჭავაძე იყო”
“მიწის გაყიდვის აკრძალვასთან ერთად, ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საკითხზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის მიღებას გაართულებს”

27 თებერვალს სასტუმრო “ვერე პალასში” “გლობალურიკვლევების ცენტრის” ინიციატივით საკონსტიტუციოცვლილებების თაობაზე გაიმართა საექსპერტო შეხვედრა, რომელსაც საგანგებოდ მოწვეული საკონსტიტუციოცვლილებებზე მომუშავე კომისიის წევრები და ექსპერტებიესწრებოდნენ. “გლობალური კვლევების ცენტრი” ქვეყანაშიმიმდინარე ნებისმიერ აქტუალურ მოვლენას ეხმიანება დამოწვეულ სპეციალისტებთან ერთად საკითხის დადებით დაუარყოფით მხარეებს განიხილავს. საკონსტიტუციოცვლილებების საკითხზე ამჯერად გიორგი ახვლედიანმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ, პეტრე მამრაძემ, იოსებ არჩვაძემ, გიორგი მდივანმა და ვასილ კაპანაძემ იმსჯელეს.

ნანა დევდარიანი, “გლობალური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი:

“დღევანდელი საექსპერტო სემინარის თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იყო. მოგეხსენებათ, ამ საკითხზე ახლა საკონსტიტუციო კომისია მუშაობს და, შესაბამისად, ჩვენ სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლები მოვიწვიეთ, რათა მიგვეღო რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს აღნიშნულ საკონსტიტუციო შესწორებებზე მუშაობა”.

გიორგი ახვლედიანი, “დემოკრატიული მოძრაობის” წევრი:

“როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვმსჯელობთ, გამოკვეთილად ჩანს სამი ძირითადი მიმართულება, რომელთა განხორციელებაც სურს “ქართულ ოცნებას”.

პირველი _ პარლამენტი გადმოვიდეს ქუთაისიდან თბილისში. ოღონდ “ქართული ოცნება” აქაც ცდილობს, პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს და ეს საკონსტიტუციო კომისიას “დაბრალდეს”.

მეორე საკითხი _ სურთ პრეზიდენტის არჩევითობისუფლებამოსილების გაუქმება. პრეზიდენტს სათითაოდ ართმევენ უფლებებს, რათა ბოლოს ხალხმა თქვას, _ თუ არავითარი ფუნქცია არ აქვს და მხოლოდ ჯილდოების მინიჭება შეუძლია, რისთვის ავირჩიეთო. უნდათ, ეს განწყობა შეუქმნან საზოგადოებას. არადა, ვფიქრობ, პირიქით _ პრეზიდენტის უფლებამოსილება უნდა გაიზარდოს, რადგან პრეზიდენტის არჩევითობა მეტად უნდა შეესაბამებოდეს მის უფლებამოსილებას. პრეზიდენტს, რომელიც პირდაპირი წესით არის არჩეული ქვეყნის მოქალაქეების მიერ, თავისი ამომრჩევლების მიმართ ქმედითი საქმიანობის განხორციელება უნდა შეეძლოს. ხელისუფლებას კი სურს პრეზიდენტის არჩევითობის წესის შეცვლა, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა დანიშნოს. თუმცა ხედავთ, რომ დღევანდელი კონსტიტუცია იდეალურია ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც ავტორიტარი მართავს _ როდესაც სრული ძალაუფლება აქვს პრემიერს და პარლამენტს, ხოლო პრეზიდენტი სრულიად უუფლებოა.

წესით, ბიძინა ივანიშვილისთვის ასეთი საპრეზიდენტო მოდელი საფრთხის შემცველი არ უნდა იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ცვლილებების სურვილს პირადი წყენა და მიზეზი განაპირობებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელიც უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოში სამ-სამ წევრს ნიშნავს, ამიტომ პრეზიდენტი აუცილებლად უნდა იყოს ნეიტრალური ფიგურა.

და მესამე საკითხი, რომლის გადაწყვეტაც ხელისუფლებასსურს, არის საარჩევნო ბლოკის შექმნის შესაძლებლობის გაუქმება, რათა პარტიებმა მხოლოდ ინდივიდუალურ რეჟიმში იმუშაონ. არგუმენტი ერთადერთია, თითქოს ეს ყველაფერი პოლიტიკური პარტიების განვითარებას შეუწყობს ხელს. საგულისხმოა, რომ ამას ამბობს პარტია, რომელიც ამგვარი საარჩევნო ბლოკით მოვიდა ხელისუფლებაში. ეს იმის მაჩვენებლია, რომ მათ კონკურენტების შიში აქვთ.

ეს სამი ძირეული საკითხი აინტერესებს დღეს ხელისუფლებას და ვფიქრობ, ალბათ, საბოლოოდ, ქორწინების საკითხის დარეგულირებით გადაფარავენ აღნიშნულ არაპოპულარულ საკითხებს.

უახლოეს დღეებში პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებიერთგვარ ულტიმატუმს წარვუდგენთ ხელისუფლებას, თუაპირებენ მხოლოდ მაჟორიტარული სისტემის დატოვებას, პრეზიდენტის არჩევითობისა და საარჩევნო ბლოკებისგაუქმებას, საკონსტიტუციო კომისიას ჩვენ ბოიკოტსგამოვუცხადებთ.

აქვე მინდა ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხო, რომელიც მიწის გაყიდვის პრობლემას უკავშირდება და რომელიც დასარეგულირებელია. რამდენიმე წლის წინათ ქუთაისისკენ, წყალწითელას ხეობაში, სადაც ზაფხულში, ფაქტობრივად, მთელი ქუთაისი ისვენებდა, მიწის ფართობი გაიყიდა. ეს მიწა შეიძინა ორმა ნიგერიელმა და იქ საღორე გააკეთა. ბუნებრივია, ეს მოსახლეობამ გააპროტესტა, მაგრამ, როდესაც ადგილზე ჩავედი, გამოვიდა ეს ნიგერიელი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა მიჩვენა, რომელშიც გარკვევით ეწერა, რომ ის ნიკოჭავჭავაძე იყო. ქვეყნის მოქალაქეა უკვე და ვეღარ შეედავები. აქედან გამომდინარე, მიწის გაყიდვის აკრძალვასთან ერთად, ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საკითხზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის მიღებას გაართულებს”.

გიორგი მდივანი, პოლიტოლოგი:

“ძალიან საინტერესოა ევროკავშირის ქვეყნების რუკა, რომელზეც რიცხოვნობით მეორე ეთნიკური ჯგუფები გვხვდება. საგულისხმოა, რომ ყველგან შეინიშნება კლების პროცესი, ალბანეთის გარდა, რომელშიც ძირითადად მუსლიმანები ცხოვრობენ.

როდესაც ამბობენ, რომ ევროკავშირში შესვლის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნების მშპ გაიზარდა და ერთ სულ მოსახლეზე გაორმაგდა და გასამმაგდაო,_ განსაკუთრებით ესტონეთი აქვთ ამოჩემებული,_ რატომღაც აღარ აკონკრეტებენ, რომ მოსახლეობა შემცირდა და, რა თქმა უნდა, ამის ხარჯზე მშპ გაორმაგდებოდა.

მაგალითად, ბოლო წლებში ესტონეთის მოსახლოებადაახლოებით 800 ათასით შემცირდა.

მინდა, ორიოდე სიტყვით საგადახადო კუთხითაც მიმოვიხილო საკითხი. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ისეთი ცვლილებები შეიტანეს კონსტიტუციაში, რომ არსებული კონსტიტუციის პირობებში შეუძლებელია დამოუკიდებელი საგადასახადო მონეტარული პოლიტიკის გატარება. კონსტიტუციის მიხედვით, თუ გაიმარჯვა მემარცხენე ან ცენტრისტულმა პარტიამ, ფაქტობრივად, ის მაინც ვერ განახორციელებს თავის საარჩევნო დაპირებას, რომლის გამოც აირჩიეს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ეკოლოგიის გადასახადი, გადასახადი ფუფუნების საგნებზე და სხვ., რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სოციალ-დემოკრატებმა, როგორც ვიცი, მოამზადეს ცვლილებების პაკეტი, მაგრამ ყველანაირად ცდილობენ მათ მარგინალიზაციას. ევროკავშირის ქვეყნებშიც კი, რაც მეტი აქვს შემოსავალი პირს, მეტად იბეგრება. ამაზე შეთანხმდა თანამედროვე სამყარო. თუმცა ნეოლიბერალები ამტკიცებენ, რომ ამან შეიძლება ფულის გადინება გამოიწვიოს და მაგალითად ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე მოჰყავთ, რომელიც რუსეთის მოქალაქე გახდა, მაგრამ ის არავის ახსოვს, რომ საქართველოში ქონება, ფაქტობრივად, არავის დაუბანდებია და დაუგროვებია. არადა, ვფიქრობ, აუცილებელია აღნიშნული ცვლილებების გატარება, ვინაიდან, შეიძლება ეს ასე ღიად არ ჩანს, მაგრამ იმავე ტრანსნაციონალური დიდი კომპანიების საქმიანობის შედეგად დიდი ზარალი ადგება ბუნებას.

ამერიკაში, მაგალითად, ბევრი შემთხვევა იყო, როცა ფიზიკურ პირებს მეტი გადასახადი შეჰქონდათ ბიუჯეტში, ვიდრე ტრანსნაციონალურ კომპანიებს, რადგან ისინი დიდი შეღავათებით სარგებლობდნენ. არსებული კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში ბანკების საქმიანობაშიც ვერ მოვახერხებთ ძირფესვიანი ცვლილებების განხორციელებას. კახა ბენდუქიძემ საბანკო სექტორის ისეთი ლიბერალიზაცია განახორციელა, რომ ფინანსური კრიზისის პირობებშიც კი ბანკები რეკორდულ მოგებას ნახულობენ. გამოდის, რომ ეს არის ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელის დიქტატი. საინტერესოა ისიც, რომ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკა საგადასახადო სფეროშო, ფაქტობრივად, არ განსხვავდება. გვაქვს შრომის კოდექსი, მაგრამ მას არავინ აქცევს ყურადღებას. იურიდიულად არსებობს შრომის ინსპექცია, მაგრამ ის პრაქტიკულად არაფერს აკეთებს”.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოში უჩა ნანუაშვილი ვანო მერაბიშვილს მოწმედ დაუდგა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, დაკავებულ ვანო მერაბიშვილის სასარგებლო ჩვენება საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა მისცა. წულუკიანმა ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა მთავარში ისაუბრა.

“რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოწინააღმდეგე მხარეს ოფიციალურად მის სასარგებლოდ, მოწმედ დაუდგა ჩვენი ომბუდსმენი სტრასბურგში, მან გააგზავნა მოწმის ჩვენება ოთარ კახიძის ხელით, რომელიც მერაბიშვილის ადვოკატია. სახალხო დამცველი მხარს უჭერს, და მოწმედ გამოდის ვანო მერაბიშვილის მხარეზე, ასე ვთქვათ, მოწმედ დაუდგა მას, რბილად რომ ვთქვათ, ეს საკმაოდ უპრეცედენტოა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი არგუმენტი იმისა, რომ ასეთი მოწმის პირობებშიც კი დავამტკიცოთ ის, რაც არის ნამდვილად სიმართლე“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და დასძინა, რომ მსგავსი შემთხვევა მანამდე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა, როცა სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი იყო.

სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში საქართველო ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის საკითხს დავობს. ამ მუხლის დარღვევა სტრასბურგის სასმართლომ საქართველოს ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესაძლო ფაქტზე.

წყარო

“პროკურატურამ ძალიან იჩქარა” – ნანა დევდარიანი “ციანიდის” საქმეზე
ყოფილმა სახალხ დამცველმა ნანა დევდარიანმა გადაცემა “პრიორიტეტის” ეთერში .ეწ “ციანიდის საქმე შაფასა.

“ყველანაირად ვარიდებდი თავს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას. ზიანის გარდა ამ ისტორიას არაფერი მოუტანია. პირველ რიგში, ეკლესიითვის, შემდეგ მთლიანად ერისთვის და საზოგადოებისთვის. უფრო მაღალი ფასეულობები არსებობს, ვიდრე რომელიმე ერთი კონკრეტული დანაშაულის გახსნა ან ვერ გახსნა. პროკურატურამ ძალიან იჩქარა ისევე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ამბავი შეფუთეს როგორც ტრაგიკული შემზარავი დანაშაულის წინსწრებით გახსნა” – განაცხადა დევდარიანმა.

მისივე თქმი, ეს შეიძლება იმ ადამიანის იტერესი იყო ვისთვისაც ეკლესისითვის ავრორიტეტის და პრესტიჟის შელახვა არის  უკვე დამდგარი შედეგი.  მისივე თქმით, საპატრიარქო იერარქის დღევანდელი მოქმედება წისქვილზე ასხამს წყალს, რაც ზიანს აყენებს ეკლესიის ავტორიტეტს.

წყარო

„აფხაზეთიდან რუსების გაყვანა შესაძლებელია“ – ნანა დევდარიანი
ინტერვიუ ნანა დევდარიანთან

ქალბატონო ნანა, მიუნხენში ჩატარებულმა კონფერენციამ უსაფრთხოების მხრივ რა შეიძლება მისცეს საქართველოს?

„მიუნხენის კონფერენცია არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ადგილი, მაგრამ ის მოედანია, სადაც წამყვანი ქვეყნები თავის პოზიციას აფიქსირებენ“.

პოლიტიკურ საკითხებზე ჟენევის ფორმატში მსჯელობენ. ჟენევის მოლაპარაკების მონაწილე ქართველი პოლიტიკოსები მეუბნებიან, რომ დაიწყება თუ არა საუბარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, რუსები წყვეტენ საუბარს და წყდება მოლაპარაკებები, ანუ რუსეთი დეოკუპაციის საკითხზე საქართველოს არ ესაუბრება. ეს ბარიერი როგორ შეიძლება გადაილახოს?

„ჯერ ერთი, ეს ასე არ ხდება, როგორც ამბობენ ხოლმე წინა ხელისუფლების მხარდამჭერი ექსპერტები – ჯერ რუსეთმა გაიყვანოს ჯარი, დაგვიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და მერე ვილაპარაკოთო. მერე რა უნდა ილაპარაკო, ხომ ვერ მეტყვი? რუსები, რა, სულელები არიან? ყველაფერი თუ შეგისრულეს, მერე რაღაზე უნდა დაელაპარაკო? ამიტომ როცა შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი და სხვა წამყვანი ქვეყნები ხვდებიან, რომ რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლობა ყველაფერს ართულებს, შენც უნდა მიხვდე, რომ რაღაც ისეთი შესთავაზო, რაც ზის მის ინტერესებში. ასეთი შეთავაზება ქართული მხრიდან არ არის“.

რა შეიძლება შესთავაზოს ქართულმა მხარემ რუსეთს?

„მაგალითად, უბლოკო სტატუსი. მაშინ შეიძლება ამ მკვდარი წერტილიდან დაიძრა. უბლოკო სტატუსის პირობებში საქართველოს გაერთიანდება, ეს რუსეთის ინტერესში უნდა იყოს“.

უბლოკო სტატუსის განხორციელება რეალურია?

„ყველაფერი რეალურია, თუ პოლიტიკური ნება და გადაწყვეტილებები მიიღება. უბლოკო სტატუსი მოლაპარაკების საგანია. თუ არ გამოვა, ე.ი. არ გამოვა, მაგრამ საერთოდ რომ არაფერი სცადო, არ არის ლოგიკური მიდგომა. რუსეთს ეუბნებიან, ჯერ ჯარი გაიყვანე, ტერიტორიები დაგვიბრუნე და მერე დაგელაპარაკებითო. მერე რა უნდა ელაპარაკო?“

უბლოკო სტატუსი ჩვენთვის მომგებიანია?

„ნეიტრალიტეტზე უკეთესი ფორმულაა. ნეიტრალიტეტისაგან განსხვავებით, უბლოკო სტატუსი ხელს არ გიშლის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობაში – ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები რომ არიან ავღანეთსა და სხვა ადგილებში. შეიარაღების და სხვა ამგვარ პროგრამებში მონაწილეობის პრობლემას უბლოკო სტატუსი არ ქმნის. უბრალოდ, საქართველო აცხადებს, რომ არ ვიქნებით არც ერთი სამხედრო ბლოკის წევრი, არც _ ნატოს, არც – ობეკაბეს და არც რომელიმე სხვისი.

უსაფრთხოების გარანტია რა იქნება?

„უსაფრთხოების გარანტია არის რუსეთის ინტერესი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ იყოს ნატოს ბაზები. ეს არის უპირველესი გარანტია. თუმცა, ეს წინადადეება თუ არ წავიდა ქართული მხარისაგან, რუსები ნამდვილად არ დაიწყებენ ამაზე ლაპარაკს. მათ თავიანთი მისია საქართველოში შეასრულეს, 2008 წელს აღიარეს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რომლებიც 1990-იანი წლების შემდეგ არ უღიარებიათ. ამ სტატუს ქვოს შენარჩუნება აწყობს მხოლოდ რუსეთს“.

ამ აღიარების შემდეგ, როდესაც რუსეთი ამ ტერიტორიებს აღარ განიხილავს ჩვენი ქვეყნის ნაწილად, საქართველოს უბლოკო სტატუსს, რა თქმა უნდა, დათანხმდება. რუსეთი იტყვის, რომ საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ, ფეხს არ შევდგამთო.

„არა, ეს ასე არ ხდება. ინიციატივაში, რომელიც ბურჯანაძემ პარლამენტში დაარეგისტრირა, გარკვევით წერია, რომ უბლოკო სტატუსი ამოქმედდება 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც ჩვენთვის ძალიან საყურადღებო მომენტია. შეუძლებელია დანარჩენ საქართველოში გამოაცხადო უბლოკო სტატუსი. ლაპარაკია იმაზე, რომ მთლიანი საქართველოს – 1991 წელს აღიარებულ საზღვრებში იქნება უბლოკო სტატუსი. უამისოდ არ იქნება“.

თქვენ გგონიათ და გაანალიზებული გაქვთ, რომ რუსეთი დათანხმდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოსთვის დაბრუნებას უბლოკო სტატუსის პირობებში?

„ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ გვგონია, რუსეთი დაგვიბრუნებს ტერიტორიებს და ის იქნება ჩვენი. ტერიტორიების დაბრუნება შეუძლებელია აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკების გარეშე. როცა ჩვენ ვაცხადებთ, რომ ყველა შემთხვევაში ნატოს წევრები გავხდებით და არაფერს ვეკითხებით აფხაზებსა და ოსებს, ეს მათთვის სიგნალია. მათ ნატოში ყოფნა არ უნდათ. მით უმეტეს, ნატოში არც გვიღებენ და არც მიგვიღებენ. უბლოკო სტატუსი კი აფხაზებისა და ოსებისთვის მისაღები იქნება“.

უბლოკო სტატუსის შემთხვევაში თვითონ რუსეთი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარს გაიყვანს? თუ რუსეთი ჯარს გაიყვანს, ჩვენ შეგვიძლია შემდეგ მოლაპარაკების გზით აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობები მოვაგვაროთ. იქ ჯარი რომ დგას, ყველაფერს ართულებს.

„1999 წელს არავის ეგონა, რომ რუსეთის ბაზები საქართველოდან გავიდოდა, როცა სტამბოლის სამიტზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მაგრამ გავიდნენ. სააკაშვილმა კი თავისი უგნური მოქმედებით გაყვანილი ბაზები რუსეთს უკან შემოაყვანინა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“.

აფხაზეთიდან რუსული სამხედრო ბაზა არ გასულა.

„მაშინ რა იყო და ახლა რამხელა რუსული სამხედრო ბაზაა აფხაზეთში, შედარება არ შეიძლება. ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდებოდა, მაგრამ ფაქტობრივად, საქართველოს მთელი ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზები გაყვანილ იქნა. საკუთარ ტერიტორიას რომ ვერ აკონტროლებ, ერთი პრობლემაა, მეორეა _ ამგვარი გადაწყვეტილების განხორციელება შესაძლებელი ყოფილა. თუმცა, ეს შეიძლება მხოლოდ მოლაპარაკებითა და შეთანხმებით“.

წყარო