გლობალური კვლევების ცენტრი » სემინარები

რა გავლენას იქონიებს საქართველოზე აშშ–ის ადმინისტრაციის ცვლილება? (საექსპერტო სემინარის სტენოგრამა)
27 თებერვალს, სასტუმრო “ვერე პალასში” “გლობალური კვლევების ცენტრის” ინიციატივით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საექსპერტო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საგანგებოდ მოწვეული საკონსტუტიციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის წევრები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

“გლობალური კვლევების ცენტრი” ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერ აქტუალურ მოვლენას ეხმიანება და მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად საკითხის დადებით და უარყოფით მხარეებს განიხილავს. ამჯერად, მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე, გიორგი ახვლედიანმა, დიმიტრი ლორთქიფანიძე,მ პეტრე მამრაძემ იოსებ არჩვაძემ, გიორგი მდივანმა და ვასილ კაპანაძემ იმსჯელეს.

“გლობალური კვლევების ცენტრის”  ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი: დღევანდელი საექპერტო სემინარის თემა იყო საკონსტიტუციო ცვლილებები. მოგეხსენებათ, ამ საკითხზე ახლა საკონსტიტუციო კომისია მუშაობს და შესაბამისად, ჩვენ მოვიწვიეთ სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლები, რათა მიგვეღო რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია თუ როგორ მიმდინარეობს აღნიშნული საკონსტიტუციო შესწორებებზე მუშაობა.

“დემოკრატიული მოძრაობის”  წევრი გიორგი ახვლედიანი: საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ჩვენთან ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიციაც არ არსებობს. მაგალითად, გამოდის მამუკა მდინარაძე და ამბობს, რომ ის პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრეა. როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვმსჯელობთ, უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს უკავშირდება. გახსოვთ მაშინ ორი საკონსტიტუციო პროექტის ინიციირება მოხდა პარლამენტში. ერთი წარადგინა ოპოზიციამ – 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერით და ის დეპუტატების 75-75-ზე განაწილების პრინციპს გულისხმობდა, ხოლო მეორე ინიციატივა გახლდათ თავად “ქართული ოცნების” 83 დეპუტატის მიერ ინიციირებული საკონსტიტუციო პროექტი, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ასევე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა, მაგრამ დაკონკრეტებული არ იყო თუ რა სახის პორპორციულ სისტემა იგულისხმებოდა. თუმცა, არც ერთი საკითხი კენჭისყრაზე არ განხილულა, ვინაიდან, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო რაოდენობის დეპუტატი არც ერთხელ არ შეიკრიბა სხდომაზე, რათა კვორუმი ყოფილიყო. შესაბამისად, ამ საკითხმა მეცხრე მოწვევის პარლამენტში გადაინაცვლა. ახლა ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, რათა ეს საკითხი კენჭისყრაზე გაიტანოს, ვინაიდან, ამ კანონპროქტმა სრული განხილვის პროცესი უკვე გაიარა და რეგლამენტის 149-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტს აქვს უფლებამოსილება გადაწყვიტოს წინა მოწვევის პარლამენტიდან დარჩენილი განსახილველი კანონპროექტების ბედი – გააგრძელოს თუ არ გააგრძელოს მათი განხილვა, რითაც ხელისუფლება კანონს არღვევს, ვინაიდან, რეგლამენტში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ამგვარი მიდგომა შეიძლება პარლამენტს ჰქონდეს მხოლოდ განხილვის პროცესში მყოფი კანონპროექტებისადმი, აღნიშნულმა კანონპროექტმა კი უკვე განხილვის ყველა პროცედურა გაიარა. აღსანიშნავია, რომ არ სურთ კენჭისყრაზე აღნიშნული საკითხის განხილვა, რადგან 200 ათას მოქალაქეს უარი უთხრა, პოლიტიკურად არამომგებიანი და არაპოპულარულია. ამ საკითხთან დაკავშირებით, ვაპირებთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიტანოთ და ვაიძულოთ ხელისუფლება ეს საკითხი პარლამენტში განიხილოს. ჩააგდოს კი ბატონო, მაგრამ მაინც განიხილოს. თუმცა, ისიც საგულისხმოა, რომ მისი ინიციირება შესაძლებელია მხოლოდ პარლამენტის ერთი მეხუთედის, სახალხო დამცველის და პრეზიდენტის მიერ. ჩვენ მივმართეთ ყველას – პრეზიდენტსაც, სახალხო დამცველსაც და პარლამენტსაც, ჩვენ ვთხოვეთ “პატრიოტთა ალიანსსაც” და მათ საკუთარ თავზე აიღეს ამ საკითხის გადაწყვეტა.

რაც შეეხება თავად ამ ინიციატივას, რომელსაც “ქართული ოცნების” 83-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი, ბატონო გია ვოლსკი აცხადებს, რომ ისინი კვლავ ეთანხმებიან პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას, მაგრამ ვინაიდან, “ქართულ ოცნებას” ახალი დეპუტატებიც ჰყავს პარლამენტში და ბევრი მათგანი არ ეთანხმება აღნიშნულ საკითხსო. არ დაგიმალავთ და ვიტყვი, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ თუ ხელისუფლების მხრიდან არ დავინახეთ მზაობა, ჩავთვლით რომ ამ კომისიაში არაფერი გვესაქმება, ვინაიდან, მართლაც “ლეღვის ფოთლის” ფორმატში აღმოვჩნდებით და გარკვეული როლის შემსრულებლებად ვიქცევით.

გამოკვეთილად ჩანს “ქართული ოცნების” სამი ძირითადი მიმართულება, რომელიც სურთ განახორციელონ. თან სურთ ეს გააკეთონ მაღალი კონსენსუსის სახელით, თითქოს მთელი პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ესქპერტები და ა.შ ამას მხარს უჭერს. პირველი – მათ უნდათ, რომ პარლამენტი გადმოვიდეს ქუთაისიდან თბილისში. ოღონდ აქაც კი “ქართული ოცნება” ცდილობს პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს და ეს ქუთაისელებისთვის არაპოპულარული ქმედება, “ქართულ ოცნებას” კი არა, არამედ, საკონსტიტუციო კომისიას `დაბრალდეს.~ რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება საუბრობს, რომ რა თქმა უნდა, პარლამენტი თბილისში უნდა გადოვიდესო, კობახიძემ ისიც განაცხადა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ოცნება დაჰპირდა ქუთაისელ ამომრჩეველს, რომ პარლამენტი არ გადმოვიდოდა ქუთაისიდან თბილისში. გახსოვთ ალბათ კობა ნარჩემაშვილის შეპირება. დიდი ალბათბოთ `ქართულ ოცნებას~ სურს ქუთაისელების წინაშეც “კარგი ბიჭი” გამოჩნდეს და თან პარლამენტიც თბილისში გადმოტანოს.

მეორე მათი მიზანი არის – პრეზიდენტის არჩევითობის უფლებამოსილების გაუქმება. როდესაც ეს საკითხი გაჟღერდა ის პოპულარული არ აღმოჩნდა, რადგან როდესაც საზოგადოებას ამხელა უფლებას ართმევ, ბუნებრვია ეს არავის მოეწონება. არც პოლიოტიკურმა სპექტრმა და არასამთავრობოების და ექსპერტების დიდმა ნაწილმა ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. ამიტომ შემოვლითი გზით დაიწყეს ამ თემაზე საბარუ. პრეზიდენტს სათითაოდ ართმევენ უფლებებს, რათა ბოლოს ხალხმა თქვას, თუ არავითარი ფუნქცია არ აქვს პრეზიდენტს, მარტო ჯილდოების მინიჭება შეუძლია, რისთვის ავირჩიეთო. ეს განწყობა უნდათ შეუქმნან საზოგადოებას. არადა, ჩვენი პოზიციაა და ვფიქრობთ, პირიქით, პრეზიდენტის უფლებამოსილება უნდა გაიზარდოს, რადგან პრეზიდენტის არჩევითობა ცოტა მეტად უნდა შეესაბამებოდეს მის უფლებამოსილებას. საჭიროა, პრეზიდენტის იმ უფლებამოსილების აღდგენა, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივას უკავშირდება, ვინაიდან, პრეზიდენტის არჩევითობა ცოტა მეტად უნდა შეესაბამებოდეს მის უფლებამოსილებას, ვიდრე დღეს გვაქვს. პრეზიდენტს, რომელიც პირდაპირი წესით არის არჩეული ქვეყნის მოქალაქეების მიერ, თავისი ამომრჩევლების მიმართ ქმედითი საქმიანობის განხორცილება უნდა შეეძლოს საკანონმდებლო ინიციატივით. ხელისუფლებას კი სურს პრეზიდენტის არჩევითობის წესის შეცვლა, რათა პრეზიდენტი პარლამენტმა დანიშნოს. თუმცა, ექსპერტებიც კარგად ხედავთ, რომ დღევანდელი კონსტიტუცია იდეალურია ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც ავტორიტარი მართავს – როდესაც სრული ძალაუფლება აქვს პრემიერს და პარლამენტს, ხოლო პრეზიდენტი სრულიად უუფლებოა. სააკადვილმაც იდეალურად მოირგო ეს საკუთარ თავზე და ეს დღესაც გრძელდება. წესით, ბიძინა ივანიშვილისთვის ასეთი საპრეზიდენტო მოდელი საფრთხის შემცველი არ უნდა იყოს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ცვლილებების სურვილს სხვა პირადი წყენა, მიზეზი და შურისძიება განაპირობებს. რაც მთავარია, ქართულ ოცნებას სურს ეს ყველაფერი 2018 წლიდან ამოქმედდეს და მომავალი წლიდან, პრეზიდენტი უკვე პარლამენტმა დანიშნოს.

საინტერესოა, რომ პრეზიდენტს 50%-ით ვირჩევთ და დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა, მართალია, საკონსტიტუციო უმრავლესობით არის პარლამენტში, მაგრამ რეალურად მას მხარი დაუჭირა არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 48%-მა. ეს ციფრებიც კარგად გვაჩვენებს, რა არაადეკვატურ ვითარებასთან გვაქვს საქმე. ან 48%-მა უნდა დანიშნოს პრეზიდენტი რომელსაც აქამდე 50% ირჩევდა და მისი ლეგიტიმაცია, ალბათ, მინუს ორი პროცენტი იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელიც უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოში სამ-სამ წევრს ნიშნავს, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ამიტომ პრეზიდენტი აუცილებლად უნდა იყოს ნეიტრალური ფიგურა.

და მესამე საკითხი, რომელიც გააჟღერეს საკონსტიტუციო სასამართლოსა და პარლამენტის თავმჯდომარეებმაც და რისი გადაწყვეტაც ხელისუფლებას სურს, ეს არის – საარჩევნო ბლოკის შექმნის შესაძლებლობის გაუქმება (კონსტიტუციის მესამე თავის 50-ე მუხლი), აქ ერთი სიტყვით არის ნახსენები საარჩევნო ბლოკები და ხელისუფლებას სურს პარტიებს საარჩევნო ბლოკის შექმნის შესაძლებლობა გააუქმოს, რათა პარტიებმა მხოლოდ ინდივიდუალურ რეჟიმში იმუშაონ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მათი არგუმენტი ერთადერთია, თითქოს ეს ყველაფერი პოლიტიკური პარტიების განვითარებას შეუწყობს ხელს. საგულისხმოა, რომ ამას ამბობს პარტია, რომელიც თავადაც ამგვარი საარჩევნო ბლოკით მოვიდა ხელისუფლებაში. და არამარტო ეს ხელისუფლება. შესაბამისად, ეს იმის მაჩვენებელია, რომ მათ კონკურენტების შიში აქვთ. ეს სამი საკითხია, რომელიც არ არის პოპულარული და კომისიაში გარკვეული კონსტიტუციონალისტების ნაწილმაც კი, რომლებიც ხშირად ეთანხმებიან ხელისუფლების ინტერესებს, მათაც კი განაცხადეს, რომ ეს ძალიან საშიში და არასწორი ქმედება იქნებაო. მერე დაგვამშვიდეს, როგორც ჩანს, ეს შარმანაშვილის იდეაა და შემოგვთავაზეს საარჩევნო ბარიერის დაწევა, ანუ შვედეთის მოდელს გვთავაზობენ. რა თქმა უნდა, ეს თემა განხილვის საკითხი შეიძლება იყოს, მაგრამ დღეს, ჩვენი ქართული რეალობის პირობებში, როდესაც პოლიტიკურ ძალას წაართმევ კოალიციის ან საარჩევნო ბკლოკის ჩამოყალიბების საშუალებას, საარჩევნო კამპანიის წარმოებისა თუ პოლტიკური ბრძოლის მექანიზმად, მას სხვა არაფერი რჩება გარდა იმისა, რომ ქუჩაში მოახდინონ პოლიტიკურმა ძალებმა ერთობის დემონსტრირება.

საგულისხმოა, რომ ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები ისმის თავად ქართული ოცნების წევრების მხრიდანაც. მაგალითად, გამოვიდა გიორგი ვოლსი და თქვა, რომ დიახ, საარჩევნო ბლოკები უნდა გაქუმდესო, გამოვიდა თამარ ჩუგოშვილი და განაცხადა, რომ არავითარი ბლოკების გაუქმებას არ ვაპირებთ, უბრალოდ, ვფიქრობთ რეგულაციების შემოღებას, რათა პოლიტიკური პარტიების ფინანსური უზრუნველყოფა დავხვეწოთ, რომ ამდენი ერთკაციანი და ორკაციანი პარტიებით აბსურდამდე მივდივართ და ისეთი მექანიზმებ უნდა შემოვიღოთ, რაც ასე ფულის ფლანგვას შეაჩერებსო.

ნანა დევდარიანი: რა შუაშია ერთკაციანი და ორკაციანი პარტიები, ეს პარტიები ხომ არჩევნებზე მიღებული შედეგის მიხედვით იღებენ დაფინანსებას?

გიორგი ახვლედიანი: დიახ, მაგრამ არჩევნებზე შედეგი დადო პატრიოტთა ალიანსმა, მაგრამ მასთან ერთად ექვსი პოლიტიკური პარტია გახდა კვალიფიციური სუბიექტი და ყველამ მიიღო დაფინანსება და სარეკლამო დრო. ოცი პოლიტიკური პარტიაა ასეთი, აბსურდამდე მიდის სიტუაცია. შესაბამისად, ქართული ოცნება მკაფიოდ ცდილობს ამის განხორციელებას.

ეს სამი ძირეული თემა აინტერესებს დღეს ხელისუფლებას და ვფიქრობ, ალბათ საბოლოო ჯამში, ქორწინების საკითხის დარეგულირებით და იქ ქალის და მამაკაცის განსაზღვრების ჩაწერით  გადაფარავენ აღნიშნულ არაპოპულარულ, ნეგატიურ საკითხებს. ეს არის რეალობა.

უახლოეს დღეებში, პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები ვაპირებთ ერთგვარი ულტიმატუმი წარვუდგინოთ ხელისუფლებას, თუ აპირებენ მხოლოდ მაჟორიტარული სისტემის დატოვებას, პრეზიდენტის არჩევითობისა და საარჩევნო ბლოკების გაუქმებას, თუ მარტის ბოლოსთვის კონკრეტულ პასუხს არ მივიღებთ, საკონსტიტუციო კომისიას ჩვენ ბოიკოტს გამოვუცხადებთ, ვინაიდან ჩვენს ადგილს კომისიაში ვეღარ ვხედავთ.

საკმაოდ სერიოზული კონსულტაციები მიმდინარეობს იმ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც კომისიის წევრები არიან, რათა ჩვენი ეს ბოიკოტის შედეგად, ქართული ოცნება მარტო დავტოვოთ. თუ ჩვენ ამას მოვახერხებთ, ქართულ ოცნებას ძალიან გაუჭირდება ამგვარი საკონსტიტუციო პროექტის `გაყიდვა~ როგორც კონსენსუსის შედეგი. მით უმეტეს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ხელისუფლების პოზიციას ეწინააღმდეგება ვენეციის კომისია და ყველა ევროპული სტრუქტურა, რომელსაც კი რაიმე შეხება აქვს არჩევნებან. 2014 ევროსაბჭოს რეკომენდაციაში, საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ რეზოლუციაშიც ჩაიწერა, რომ უმჯობესი იქნება, თუ გადავალთ რეგიონალურ-პროპორციულ სისტემაზე – ღია სიებით. ამიტომ უცხოეთიდანაც მწვავე შეფასებებო მოჰყვება ხელისუფლების ქმედებას.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში იოსებ არჩვაძე: კომისიის წევრთაგან რამდენია ხელისუფლების მომხრე და რამდენი მოწინააღმდეგე?

გიორგი ახვლედიანი: ამის თქმა ცოტა რთულია. ვინაიდან, მაგალითად, მე საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე ჯგუფში ვარ, ამას გარდა კიდევ სამი ჯგუფია და იქაც სხვა ბევრი წარმომადგენელია. რაც შეეხება ჩემს ჯგუფს, ხელისუფლება უმრავლესობაში არ გახლავთ. სიმართლე გითხრათ, ბევრი კომისიის წევრი ხმასაც არ იღებს, ზოგჯერ რვა საათის განმავლობაში, მხოლოდ სამი კაცი საუბრობს.

ნანა დევდარიანი: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი ყოფილი თავმჯდომარეა ხომ კომისიაში? როდესაც ველაპარაკე, ვერავისგან მივიღე გარკვეული პასუხი, ვერ მივედით იქამდე, რომ იყოს ნორმა და ალტერნატიული ნორმაო.

“დემოკრატიული მოძრაობის” წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე: მთელი ეს კომისია იმისთვის შეიქმნა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის კასტრირება მოხდეს. მთავარმა ექსპერტმა აარიდა თავი ყველა მწვავე კითხვას, მაშინ როდესაც ის უნდა ყოფილიყო მოპასუხე, 7 წუთში გააკეთა მოხსენება და წავიდა, ვინაიდან, სამუშაო დღე 6 საათზე მთავრდება, საკითხის განხილვა კი 7-ის 10 წუთზე დაიწყო.

მათ შორის, როდესაც უშიშროების საბჭოს შეკვეცაზეა საუბარი, რაც პრეზიდენტისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პრეზიდენტი შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში აცხადებს საომარ მდგომარეობას და 48 საათის განმავლობაში წარუდგენს პარლამენტს ამას დასამტკიცებლად. მაგალითად, როდესაც იბომბება ავნევი და აცხადებ, რომ ეს რუსეთის ფერედრაციის მხრიდან ინტერვენციაა და შემდეგ ბოდიშს იხდი ტალიავინის კომისიის წინაშე და გაუგებრობაში ეხვევი, სწორედ ამაზე ვსაუბრობ. უშიშროების საბჭოს პასუხისმგებლობაა ზუსტად ის, რომ მან მართებული ინფორმაცია მიაწოდოს პრეზიდენტს, მართლა ინტერვენციაა თუ არა. ამათ კი სურთ, უშიშროების საბჭო სრულიად მოაშორონ პრეზიდენტს და შექმნან სამხედრო საბჭო, თუმცა, პრეზიდენტი კვლავ რჩება მთავარსარდლად, ქვეყნის მთავარსარდლად, მაგრამ ის უბრალოდ ბუტაფორიული ფიგურა იქნება.

“დემოკრატიული მოძრაობა” საპარლამენტო არჩევნების წინ სთავაზობდა საზოგადოებას საკონსტიტუციო სასამართლო ყოფილიყო არა მხოლოდ ნორმატიული აქტების რევიზორი, არამედ საბოლოო თუ შუალედური აქტების რევიზორი (როგორიცაა – განჩინება, სისხლის სამართლის საპრიოცესო იძულების ღონისძიებები და ა.შ), როდესაც ირღვევა კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებები.

გულწრფელად გეტყვით და ვფიქრობ, შეიძლება უფრო მართებული ყოფილიყო, პირველივე სხდომაზე გამოგვეცხადებინა ბოიკოტი. როდესაც თავიდანვე აღმოვაჩინეთ, რომ სახელმწიფო პოლიტიკური მოდელი, ერთის გარდა, არ განიხილება. ვინაიდან, პირველივე სხდომაზე, ბატონმა კობახიძემ განაცხადა, რომ სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ მუშაობას, მაგრამ სხვა სახელმწიფო პოლიტიკური მოდელი გარდა საპარლამენტო რესპუბლიკისა, არ განიხილებაო. გაუგებარია, ამ შემთხვევაში, რა სუფთა ფურცელი იგულისხმება, მით უმეტეს, რომ დღეს არსებული საპარლამენტო მოდელი ჰიბრუდულია. მოუხედავად ამისა, ერთადერთი შანსი, რომ დემოკრატიული ანტურაჟის შექმნა შეეძლო ჩვენს ხელისუფლებას ის იყო, რომ წამოეღო თუნდაც 14 ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი, სადაც პრეზიდენტი პირდაპირი და საყოველთაო წესით არის არჩეული, რაზეც ესენი უარს აცხადებენ.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, ალბათ სჯობდა თავიდანვე უარი გვეთქვა აღნიშნულ კომისიაში მუშაობაზე. შესაბამისად, ეს არის სრულიად კასტრირებული საპრეზიდენტო ინსტიტუტის შედეგად შეკრებილი საკონსტიტუციო კომისია. თუმცა, განსხვავებით წინა კომისიისაგან, სამუშაო ჯგგუფები 100%-ით შევსებულია და უკვე იწყება სარედაქციო ვერსიების განხილვა თავისივე განმარტებითი ბარათებით. ყველა ის საკითხი, რაც დღეს წარმოდგენილი გვაქვს, ჩვენ თავიდანვე წამოდგენილი გვქონდა საკონსტიტუციო კანონის პროექტისა და მასთან არსებული განმარტებითი ბარათის სახით და მინდა სიამაყით გითხრათ, რომ სწორედ ჩვენ, “დემოკრატიულ მოძრაობას” და არა პატრიოტთა ალიანსს (რომელმაც ჩვენი ინიციატივის შემდეგ, სასწრაფოდ წარმოადგინა თავისი ინიციატივა), თავიდანვე გვქონდა წარმოდგენილი მიწასთან დაკავშირებული რეგულაცია. თუმცა, მადლობა ირმა ინაშვილს, რომ პატრიოტთა ალიანსმა აიტაცა და  დაინტერესდა ამ საკითხით.

მიწა, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი, სტრატეგიული, შეუცვლელი, გაუმრავლებელი რესურსი და საკუთარი მომავლის გარანტირებული საკვები ბაზა, საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, გამონაკლისი შემთხვევები განისაზღვება კანონით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ. ფაქტორბივად, იგივე ჩანაწერი არსებობს ისრაელის ძირითად კანონში. მიწა საკრალური მნიშვნელობის, განსაკუთრებული ღირებულების კატეგორია, არ შეიძლება იყიდებოდეს. დღეს მიწის 91% სახელმწიფოს საკუთრებაშია და სახელმწიფო განკარგავს მას იჯარებითა და სამოქალაქო რეგულაციებით გათვალისწინებული  პირობით, ხოლო 8%-ს სახელმწიფო ასწლიანი იჯარით გასცემს. მაგალითად, თუ სხვა ქვეყნების მაგალითებს გადავხედავთ, შვეიცარული ფედერალური კანონი პირდაპირ ამბობს, რომ მიწა უნდა იყოს დაცული გაუცხოვებისგან. უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, რომ მიწა არის განსაკუთრებული კატეგორია და მას კანონი იმგვარად უნდა იცავდეს, რომ არ მოხდეს მისი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებზე გადაცემა. ჩვენი მეზობელი სომხეთი, რომელიც, ჩვენგან განსხვავებით, ყოველთვის გამოირჩეოდა პრაგმატულობით და ნაციონალური ინტერესებით, პირდაპირ აცხადებს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არ შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის საკუთრებაში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ როდესაც ეს საკითხი წამოვჭერით, არასმთავრობო სექტორმა `იეჭვიანა~, ხელისუფლების რეაქცია კი, პირიქით, ლოიალური იყო. სხვათა შორის, 2010 წლის საკონსტიტუციო კომისიაში პალიკო კუბლაშვილი მუშაობდა აღნიშნულ საკითხზე, ოღონდ ის ხელისუფლება პირიქით ხედავდა, რათა ყველა გზა ამოექოლათ და მიწაზე საკუთრების უფლების შეზღუდვის რაიმე თეორიული შანსიც კი გამოერიცხათ.

გიორგი ახვლედიანი: დღეს ასეთი ვითარება გვაქვს. მიწის გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არც ისე იოლია, თუმცა, მაინც შესაძლებელია შემოვლითი გზების საშუალებით. ყველა ქვეყანა, რომელსაც აქვს მიწის ფონდი, აქვს მკაცრი რეგულაცია მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით. რადგან მიწა არ არის ჩვეულებრივი საკუთრების ფორმა, რომელსაც რეგულაცია სჭირდება. ერთადერთი გამონაკლისი ქვეყანა ვართ ჩვენ. სამწუხარო ნარატივია შექმნილი, რომ რა მოხდა, მიწას სახლში ხომ არ წაიღებს ის უცხოელი და. ა.შ. ჩვენს ქვეყანაში არსებული მიწის ფონდი, რომელიც შეიძლება იყოს საინტერესო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ე.წ ინვესტორებისთვის, იმდენად მწირია, რომ სასაცილოა საერთოდ მის ინვესტიცია-ტევადობაზე ლაპარაკი. დღეს ჩვენი სასოფლო-სამეურნეო სახნავ-სათესი მიწები  სულ დაახლოებით 1 მილიონი ჰექტარია და აქედან 600 ათასი უკვე ისედაც კერძო სექტორშია, საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული. ანუ, ეს არ არის იმხელა ინვესტიცია ჩვენი ქვეყნისთვის, რომელმაც შეიძლება მოგვხიბლოს. აქედან გამომდინარე, ის არგუმენტი, თითქოს ეს ინვესტიციაა და მასზე თუ უარს ვიტყვით, ქვეყანა დაიღუპება, მიუღებელია. მით უმეტეს, არსებობს კონკრეტული შეთავაზება თუნდაც მრავალწლიანი იჯარის სახით. თუმცა, ეს არ სურთ. ჩვენთან ძირითადად არიან ინდოელი, პაკისტანელი, ნიგერიელი, მაროკოელი, არაბი ინვესტორები და ეს არ არის ისეთი სეგმენტი, რომელიც მაღალი დონის ცივილიზებულ ინფრასტრუქტურას დაგინერგავს ქვეყანაში.

ამერიკის შეერთებული შტატებიც კი, რომელიც უზარმაზარი რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო მიწებს ფლობს, იქაც კი გამოყოფილია ფონდი უცხო ქვეყნის მოქალქეებისთვის, სასოფლო-სამეურნეო მიწების მხოლოდ 1,7 პროცენტი შეიძლება გასხვისდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და ამ შემთხვევაშიც კი იმდენი რეგულაცია მოქმედებს, რომ ამდენი ათეული წელია ეს კანონი მოქმედებს და ეს 1,7 მეათედი პროცენტიც ვერ შეივსო. ავსტრიაში, მაგალითად, ვერ იყიდი მიწას, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის რეგულაციებით ვალდებული ხარ, გარკვეული პროცენტი მაინც გაყიდო. შესაბამისად, მათ მხოლოდ 5% გამოიტანეს გასაყიდად და იქაც ჩაწერეს რეგულაციაში, რომ ის ვინც მიწას იყიდის, 10 წელი მაინც უნდა ცხოვრობდეს ავსტრიაში, 10 წელი უნდა მუშაობდე სასოფლო-სამეურნეო დარგში, უმაღლესი აგრარული განათლება გქონდეს და როდესაც ყველა ამ კრიტერუმს დააკმაყოფილებ, მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია წარმოადგინო პროექტი, რომელსაც სპეციალური სახელმწიფო კომისია განიხილავს და ამის შემდეგ შეიძლება მხოლოდ 5% შეიძინო.

2012 წელს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, როდესაც გაუქმდა შეზღუდვები, მოაწყდნენ მიწის საყიდლად და ლამის ყოველ მეორე დღეს დავრბოდი. რამდენიმე წლის წინ, ქუთაისისკენ, წყალწითელას ხეობაში, სადაც ზაფხულობით, ფაქტობრივად, მთელი ქუთაისი ისვენებდა, მიწა გაყიდეს. ეს მიწა იყიდა ორმა ნიგერიელმა და იქ საღორე გააკეთა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი მოსახლეობამ გააპროტესტა, მაგრამ როდესაც ადგილზე ჩავედი, გამოვიდა ეს ნიგერიელი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა მანახა, სადაც გარკვევით ეწერა, რომ ის ნიკო ჭავჭავაძე იყო. ქვეყნის მოქალაქეა უკვე და ვეღარ შეედავები. აქედან გამომდინარე, მიწის გაყიდვის აკრძალვასთან ერთად ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ და ვიმუშაოთ იმ საკითხზ, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის მიღებას გაართულებს. მით უმეტეს, გასათვალისწინებელია, რომ მათი მოწეული პრიოდუქციაც და მოგებაც ისევ მათ ქვეყანაში მიდის. სახელმწიფოს ხელშია 400 ათასი ჰექტარი მიწა და მისი ფასი დაბალია.

ნანა დევდარიანი: ამ ყველაფერს ემატება ერთი პრობლემა. მაგალითად, სოფლის კუთვნილ საძოვრებს ისე ჰყიდიან, რომ მოსახლოება უკვე ფაქტის წინაშე დგება. მოდის მეპატრონე და აცხადებს, რომ მისია და აღარ უშვებს მოსახლეობას.

გიორგი ახვლედიანი: სტატუსს უცვლიან და გამოქვთ გასაყიდად. მაგალითად, ვანში მოხდა ასეთი ფაქტი. უზარმაზარი საძოვარი, რომლითაც მთელი სოფელი სარგებლობდა, იყიდა ვიღაცამ და აღარ შეუშვა იქ მოსახლეობა.

ვფიქრობ, ეს თემა შეიძლება გამოდგეს აფხაზებთან ურთიერთობასა და მათთან კონტაქტისთვის და გარკვეულწილად შეეხმიანოს მათთან არსებულ პრობლემატიკას, რადგან ყველამ ვიცით, რომ მათ აქვთ ეს პრობლემა. აფხაზებს სთხოვენ რუსებზე მიწების გაცემას. ჯერჯერობით ისინი ახერხებენ ამის შეკავებას, თუმცა, თუ ვერ შეაკავებენ, როდესაც ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ,  ჩვენს კონსტიტუციაში არსებულო ჩანაწერი იქნება ერთადერთი იურიდული ბაზა, რომელსაც დავეყრდნობით. ვინაიდან, როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში ეწერება, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის გაყიდვა აკრძალულია ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ნებისმიერი, ვინც შეიძენს რაიმე მიწას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსი იქნება ის თუ იაპონელი, ჩვენ გვექნება სამართლებრივი და იურიდიულად გამართული პრეტენზიის უფლება. ანუ სალაპარაკო თემა მათთან არის. ჯერჯერობით ტერიტორიული მოწყობის  საკითხებზე მსჯელობა არ მიმდინარეობს. ავთანდილ დემეტრაშვილმა წამოჭრა ერთპალატიანი პარლამენტის იდეა, კი არ შემომაქვს კანონპროექტი, მაგრამ უბრალოდ ვიმსჯელოთ მაინცო. ვინაიდან, ქართული ოცნების ბევრი დეპუტატი არაადეკვატურად უდგება საკითხს. ისინი პარაქტიკულად ითხოვენ ისეთივე მოწყობას, როგორიცაა ამერიკაში, ბრიტანეთში, საფრანგეთში და. ა.შ. და როდესაც ვეუბნებით, რომ ეს ყველაფერი ორპალატიანი პარლამენტია, და მოდით მაშინ ეს ვარიანტი განვიხილოთ, ესეც არ უნდათ.

დიმიტრი ლორთქიფანიძე: სხვათა შორის, საპრეზიდენტო ასაკთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა, რათა გაიზარდოს ასაკი. ასევე შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, ერთი პერიოდი განგაში ატყდა, რადგან ერთ-ერთი ექსპერტის მხრიდან გაიელვა წინადადებამ _ თითქოსდა შეწყალების საკითხიც პრემიერთან შეთანხმებით უნდა წყდებოდეს შესაწყალებელ პირთა სია, რატომაც არაო, რაც წარმოუდგენელია. ამის შემდეგ უკან დაიხიეს.

გერმანიის მაგალითით თუ ვიმჯელებთ, გერმანიაში პრეზიდენტი არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. ამათ გერმანული მოდელიდან აიღეს ეს, რომ პრეზიდენტი არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი და დანარჩენი მოირგეს, როგორც სურდათ.

ამპაროს მოდელთან დაკავშირებით, ეს საკითხი განიხილება უკვე. არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან აქტიურობენ. მათი აქტიურობის შედეგი იყო პრეამბულაში ევროატლანტიკური მისწრაფებების ჩაწერის იდეა. პირველივე სხდომაზე, პირველივე წუთზე, როგორც კი შემოვიდა ანა ნაცვლიშვილი, დააყენა ეს საკითხი. ბევრად ლოიალური იყო ხელისუფლება ამ ჩანაწერის მიღება-არმიღების საკითხთან დაკავშირებით, ვიდრე ჩვენი უბლოკო სტატუსის ინიციატივა, რომლის წინააღმდეგაც გაილაშქრეს ვოლსკმა და ბევრმა ექსპერტმაც ბანი მისცა, რომ ეს ყოვლად დაუშვებელიაო. მინდა გითხრათ, რომ პრეამბულაში ატლანტიკური მისწრაფებების ჩაწერის წინააღმდეგი იყო სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დაეთანხმდა ჩვენს ინიციატივას მიწის რეგულაციასთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის კარგი ნაბიჯი იყო მხარდაჭერის თვალსაზრისით.

ალბათ, ხელისუფლება მხარს დაუჭერს ვახტანგ ყოლბაიას მიერ წარმოდგენილ მოდელს, ვინაიდან, მოგხესენებათ, ბატონი ვახტანგი არ იქნებოდა ორიგინალური, რთული წარმოასდგენია, რომ მას არ შეეთანხმებინა ბევრი საკითხი ხელისუფლებასთან. მათ შორის, ისინი წერენ _ ვფიქრობთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მეორე მუხლში უნდა შევიდეს ცვლილება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა კონსტიტუციური ხელშეკრულებით. ამასთან, ამავე მუხლში ფართოდ უნდა გაიწეროს გარანტიები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობასთან დაკავშირებით. თუმცა, საკითხის გადასაწყვეტად, უნდა იყოს გათვალისწინებული საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობა. ამავე დროს, წერენ, რომ ტერიტორიული მოწყობის თვალსაზრისით, ყველაზე დიდი ნაკლი ის არისო, რომ ცხინვალის რეგიონის მიმართ, დღემდე გათვალისწინებულია ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიდგომაო. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და მისი ავტონომიური სტატუსი იურიდიულად გაუქმდა, მაგრამ ეს რეგიონი არსებობს. ის კონსტიტუციაში არსად მოიხსენიება და ეს რეგიონი საქართველოს სახელმწიფოში რეინტეგრაციის მიზნით, დღემდე, სამშვიდობო მოლაპარაკებების და ორმხრივი თუ მრავამხრივი შეთანხმებების საგანია.

მოგეხსენებათ, ტერიტირული მოწყობის საკითხი, ქვეყნის ტერიტირული მთლიანობის აღდგენამდე დახურული იყო. დღეს, არ ვიცი, მიდის თუ არა ხელისუფლება ორპალატიანი პარლამენტის დანერგვისკენ, მაშინ რას უზამენ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, უცნობია

გიორგი ახვლედიანი: მსჯელობაც კი არ წარიმართა. უარი ეთქვა განხილვას და მსჯელობასაც კი ორპალატიან პარკლამენტთან დაკავშირებით.

იოსებ არჩვაძე: ჩემი აზრით, ასიმეტრიული ფედერაციის პრინციპით, სენატში უნდა იყოს სულ ცოტა ერთით მეტი სენატორი, ავტონომიები, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. პირობითად, თუ არის 51 ან 101 სენატორი, 51 ჰყავდეთ ავტონომიებს, აჭარა, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და ჩანდეს, რომ უმრავლესობა არის ავტონომიების.

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პრინციპის უჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილი, რაც ძალიან სახიფათოა.

გიორგი ახვლედიანი: არსებობს თანამემამულის სტატუსის განმსაზღვრელი კანონი, მინისტრმა პაპუნა დავითაიამ შემოიტანა ეს ინიციატივა, ეს უნდა ყოფილიყო საეტაპო დოკუმენტი, რათა შემდგომში ამის მიხედვით განსაზღვრულიყო ორმაგი მოქალაქეობის საკითხი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მხოლოდ საქართველოში დაბადებულები არ იყვნენ, არამედ ისინიც, რომლებიც კავკასიურ ენობრივ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ. აქ საუბარია ჩერქეზებზე და ჩეჩნებზე.

ანალიტიკოსი ვასო კაპანაძე: მე ვფიქრობ, აღნიშნული საკითხები, როგორიც არის ორმაგი მოქალაქეობის და მიწის გაყიდვის რეგულაციის საკითხი, ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობასაც უკავშირდება. მაგალითად, ყველასთვის ცნობილია, რომ კაპანაძეები, ბერიძეების შემდეგ, 5 წლის წინათ, რიცხოვნობის მიხედვით საქართველოში მეორე ადგილზე ვიყავით, მინდა გითხრათ, რომ დღეს მამედოვები არიან მეორე ადგილზე და თუ ასე გაგრძელდა, მალე ბერიძეებსაც გაუსწრებენ და პირველ ადგილზე აღმოჩნდებიან. მეოთხე ადგილზეა ალიევების გვარი, რომელიც ალბათ მალე გაგვისწრებს და მესამე ადგილზე აღმოჩნდება. შესაბამისა,დ საქართველოში პირველ ადგილზე იქნებიან მამედოვები, მეორე ადგილზე კი ალიევები. ასეთი ვითარება გვაქვს დღეს საქართველოში.

პოლიტოლოგი გიორგი მდივანი: ძალიან საინტერესოა ევროკავშირის ქვეყნების რუკა, სადაც რიცხოვნობით მეორე ეთნიკური ჯგუფები გვხვდება. საგულისხმოა, რომ ყველგან ასეთი კლების პროცესი შეინიშნება, ალბანეთის გარდა, სადაც ძირითადად მუსლიმანები ცხოვრობენ. ეს არის იქაური ტრენდი.

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე: დემოგრაფების პროგნოზის მიხედვით, 2050 წლამდე, ქართველი ერი სრული გადაშენების წინაშე აღმოჩნდება. ხოლო, მოგეხსენებათ, დემოგრაფების ასეთი 30-წლიანი პროგნოზები ხშირად მართლდება ხოლმე. არსებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს გარშემო არსებული ყველა სახელმწიფოს მოსახლეობა ასაკობრივი და სქესობრივი სტრუქტურით, გაცილებით ახალგაზრდაა, ვიდრე საქართველოს მოსახლეობა.

გიორგი მდივანი: როდესაც ამტკიცებენ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, რაც ევროკავშირის წევრები გახდნენ, მათი მშპ გაიზარდა და ერთ სულ მოსახლეზე გაორმაგდა და გასამმაგდაო, განსაკუთრებით ესტონეთი აქვთ ამოჩემებული, რატომღაც აღარ აკონკრეტებენ, რომ მოსახლეობა შემცირდა და რა თქმა უნდა ამის ხარჯზე მშპ გაორმაგდებოდა. მაგალითად, ბოლო წლებში, ესტონელებიც გადაშენების პირას არიან. ესტონეთის მოსახლოება დაახლოებით 800 ათასით შემცირდა.

გიორგი ახვლედიანი: თუ არ ვცდები 2013 წელს, როდესაც დაბადებულების რაოდენობამ გარდაცვლილთა რაოდენობას გადააჭარბა, ერთადერთი წელი იყო.

პეტრე მამრაძე: არაფერი თქმულა, ჩემი აზრით, ყველაზე მავნე ინსტიტუტზე – გუბერნატორის ინსტიტუტზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჩაწერა კონსტიტუციაში. ეს ყველაზე მავნე ინსტიტუტი საქართველოში, ხელს უშლის დამოუკიდებელი თვითმმართველობების არსებობას. მძიმე ტვირთად აწევს ქვეყანას და ცენტრალურ ხელისუფლებას, აკონტროლებს ადგილებზე ყველაფერს.

გიორგი ახვლედიანი: ხელისუფლება ამას ამართლებს თვითმმართველობების მმართველობის უნარჩვევების დაბალი დონით. შესაბამისად, იქ კონტროლის მექანიზმი, ერთგვარი “რკინის ხელი” და წარმოდგენა იმისა, რომ ეს ყველაფერი ცენტრიდან იმართება გუბერნატორის სახით, აუცილებელია. სხვა შემთხვევაში დავიღუპებით. ხელისუფლების ეს პოზიცია განსაკუთრებით გამძაფრდა მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის დონეზე პირდაპირი წესით არჩევითობა შემოიღეს. ამიტომ ამართლებდნენ იმ სისულელეს, არადა, არჩეული პირის იმპიჩმენტის წესი და მათი გადარჩევა იმდენად ადვილია, რომ მის რაღაც ლეგიტიმაციაზე და არჩევითობაზე საუბარიც კი სასაცილოა. ამომრჩეველთა 20%-საც კი შეუძლია დააყენოს მისი გადარჩევის საკითხი.

რაც შეეხება დეპუტატის გამოწვევის საკითხს. რამდენჯერმე გაჟღერდა ეს საკითხი. ამას ითხოვდნენ ლეიბორისტები, არადა ეს არ არის მარტივი საკითხი. იმასაც კი ითხოვენ, არჩევნებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში ჯარიმები დავაწესოთო. დაახლოებით მსგავსი კანონი მოქმედებს ერთადერთ ქვეყანაში _ ავსტრალიაში, სადაც ზოგადად საზოგადოების პოლიტიკური აქტივობა და შესაბამისად, არჩევნებზეც ძალიან მცირე ნაწილი მიდის.

ნანა დევდარიანი: დეპუტატის გამოწვევა დაუშვებელია, ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის შეძლებ დეპუტატზე ზეწოლას.

გიორგი მდივანი: ამას გარდა, მინდა ორიოდე სიტყვით საგადახადო კუთხით მიმოვიხილო საკითხი. სააკაშვილის მმართველობის დროს, ისეთი ცვლილებები შეიტანეს კონსტიტუციაში, მარტივად რომ ვთქვათ, არსებული კონსტიტუციის პირობებში შეუძლებელია დამოუკიდებელი საგადასახადო მონეტარული პოლიტიკის გატარება.

ჩვენ ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ – პირდაპირი დემოკრატიაა ქვეყანაში თუ წარმომადგენლობითი. რა თქმა უნდა, პირდაპირი დემოკრატია არ არის (წარმომადგენლობითიც არ არის, მაგრამ პირდაპირი დემოკრატია განსაკუთრებით გამორიცხულია), რადგან, არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არ ხდება პლებისციტის და რეფერენდუმის საგანი. არსებული კონსტიტუციის მიხედვით, თუ გაიმარჯვა მემარცხენე ან ცენტრისტულმა პარტიამ, ფაქტობრივად ის მაინც ვერ განახორციელებს თავის საარჩევნო  დაპირებას, რის გამოც ის აირჩიეს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ეკოლოგიის გადასახადი, პროგრესული ან ფუფუნების გადასახადი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენადაც ვიცი, სოციალ-დემოკრატებმა მოამზადეს ცვლილებების პაკეტი, მაგრამ ყველანაირად ცდილობენ მის მარგინალიზაციას.

არადა, თავად ევროკავშირის ქვეყნებშიც კი, რაც მეტი აქვს შემოსავალი პირს, მეტად იბეგრება. ამაზე მთელი თანამედროვე სამყარო შეთანხმდა. ჲბრალოდ, ეს სამართლიანობის პრინციპია. თუმცა, ეს ნეოლიბერალები  ამტკიცებენ, რომ ამან შეიძლება ფულის გადინება  გამოიწვიოს და მაგალითად ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე მოჰყავთ, რომელიც რუსეთის მოქალაქე გახდა, მაგრამ ის არავის ახსოვს, რომ საქართველოში ქონება ფაქტობრივად არავის დაუბანდებია და დაუგროვებია.

არადა, ვფიქრობ, აუცილებელია აღნიშნული ცვლილებების გატარება და ეკოლოგიის გადასახადის შემოღება. ამაზე ცნობილი ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი და სხვა ეკონომისტი ნობელის პრემიის ლაურეატები შეთანხმდნენ. ვინაიდან, შეიძლება ეს ასე ღიად არ ჩანს, მაგრამ  იგივე ტრანსნაციონალური დიდი კომპანიების საქმიანობის შედეგად დიდი ზარალი ადგება ბუნებას. ეს არ ჩანს ეკონომიკურ ციფრებში, მაგრამ ეს ჩანს გარდაცვლილ და დაავადებულ ადამიანებზე.

რაც შეეხება პროგრესულ გადასახადს. სამხრეთ ამერიკის და სოციალისტურ ქვეყნებს რომ თავი დავანებოთ, თვით ევროპის წამყვვან კაპიტალისტურ ქვეყნებში მოქმედებს მსგავსი შკალა. მცირე შემოსავალი ვისაც აქვს, საერთოდ თავისუფლდება გადასახადისგან. მაგალითად, საქართველოში შესაძლებელია 500 ლარი ვისაც აქვს თვეში შემოსავალი, ის გათავისუფლდეს გადასახადისგან. ამერიკაში თვითონ ეკონომიკური პოლიტიკა ძირფესვიანად არასწორი იყო. მაგალითად, ხშირი იყო შემთხვევები, როცა ფიზიკურ პირებს მეტი გადასახადი შეჰქონდათ ბიუჯეტში, ვიდრე ტრანსნაციონალურ კომპანიებს, ვინაიდან, ისინი დიდი შეღავათებით სარგებლობდნენ. არსებული კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოშიც იგივე ბანკების საქმიანობაში ვერ მოვახერხებთ ძირფესვიანი ცვლილებების განხორციელებას. კახა ბენდუქიძემ საბანკო სექტორის ისეთი მაქსიმალური ლიბერალიზაცია განახორციელა, რომ ფინანსური კრიზისის პირობებშიც კი ბანკები რეკორდულ მოგებას ნახულობენ.

გიორგი ახვლედიანი: მართალია, მე არ ვარ ეკონომისტი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ბევრი ეკონომისტისგან მოვისმინე რეკომენდაციები, რომ შეგვიძლია გავზარდოთ მხოლოდ კომუნალური გადასახადი და აქციზის გადასახადი. თუნდაც ის სიტუაცია, რაც ჩვენთან მოხდა, როდესაც აქციზი გაიზარდა საწვავზე და თამბაქოზე, პირდაპირ აისახა უარყოფითად ფასებსა და მოსახლეობას. არ ვიცი რამდენად არგუმენტირებულია ეკონომიკურად ეს ყველაფერი, მაგრამ ისეთი ადამიანები საუბრობდნენ ამ თემაზე, რომ ავტორიტეტები არიან ამ სფეროში. ისინი ამბობდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაზრდილიყო აქციზი, რაც უარყოფითად აისახა მოსახლეობის მდგომარეობაზე, არამედ, შეიძლებოდა დღგ-ს გაზრდა 2%-ით, 18-დან 20%-მდე, ეს ცოტა აისახებოდა მეწარმეზე, მაგრამ ნაკლებად მოსახლეობაზე.

გიორგი მდივანი: საინტერესოა, რომ ამ ცვლილებების გამო, დასავლელი პარტნიორები არ აკრიტიკებდნენ ხელისუფლების საგადასახადო პოლიტიკას. მაგალითად, ფუფუნების გადასახადი შეიძლება თავის დროზე მსჯელობის საგნად იქცეს. ვთქვათ მათთვის, ვინც შეიძენს 10 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტის ღირებულების ავტომობილს ან ტანისამოსს, რომლის ფასიც აღემატება 2-3 ათას ლარს. დაახლოებით 55 ქვეყანა განიხილეს და, ფაქტობრივად, 42 ევროპულ ქვეყანაში საგადასახადო მონეტარული პოლიტიკის განხორცილების გზები რეფერენდუმის საგანი არ ხდება.

გიორგი ახვლედიანი: ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ საკონსტიტუციო ჩანაწერის გაუქმება უარყოფითად აისახება ინვესტორებზეო. როგორც მიწის კანონთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თითქოსდა მიწა თუ არ გავყიდეთ, ინვესტორები საინვესტიციო კუთხით ცუდად შეხედავენ საქართველოს.

არადა, ეს დანერგა სააკაშვილმა მხოლოდ პოპულისტური მიზნებით, როდესაც მაშინდელი დიდი აქციების ფონზე მოვარდა პარლამენტში და განაცხადა, ვეღარავინ გაზრდის გადასახადს, კონსტიტუციაში ჩავწერ ამ ყველაფერსო. არავითარი არგუმენტაცია, ჩამოყალიბებული პოზიცია და ახსნა-განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით არ მოგვისმენია. ერთ დღეს მოუვიდა თავში და მოვარდა პარლამენტში წინადადებით.

გიორგი მდივანი: ფაქტობრივად გამოდის, რომ ეს არის ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელის დიქტატი. საინტერესოა ისიც, რომ `ქართული ოცნების~ და `ნაციონალური მოძრაობის~ პოლიტიკა საგადასახადო სფეროში ფაქტობრივად არ განსხვავდება.

გვაქვს შრომის კოდექსი, თუმცა მას არავინ აქცევს ყურადღებას. ასევე იურიდიულად არსებობს შრომის ინსპექცია, მაგრამ ის პრაქტიკულად არაფერს აკეთებს.

ვასო კაპანაძე: მე მაქვს ერთი შეკითხვა. თქვენ რასაც უყურებთ, რა ვითარებაა და რამდენად დიდია ალბათობა იმისა, რომ ბოიკოტი შედგეს?

გიორგი ახვლედიანი: ამ დროისთვის საარჩევო გარემოზე მომუშავე კვალფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოში შედის ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, “ნაციონალების: გარდა. ექვსი მათგანის პოზიცია ვიცით უკვე, რომ ყველა მზადაა ბოიკოტისთვის. ასევე გვაქვს ინფორმაცია “ნაციონალების” და “ევროპელი დემოკრატების” პოზიციის შესახებაც, რომ ისინიც მზად არიან ბოიკოტისთვის. ასევე ვმუშაობთ არასამთავრობო სექტორთანაც. თუმცა, ხელისუფლებას ისე სურს ეს ვითარება წარმოაჩინოს, თითქოს ეს ხელისუფლების პოზიცია კი არ არის, არამედ, კომისიის კონკრეტული წევრების კონკრეტული პოზიცია. თუ ოქრიაშვილმა არაფერი წარმოადგინა (რასაც არ გამოვრიცხავ), გამოდის, რომ ქართული ოცნებიდან არც სხვა წარმოადგენს საკუთარ პოზიციას კომისიაში და გამოვა, რომ ხელისუფლების პოზიცია არ არსებობს და მაშინ რის წინააღმდეგ ვილაშქრებთ?! ამიტომ ვაპირებთ ხელისუფლებას წავუყენოთ კონკრეტული ულტიმატუმი – მეგობრებო, ვინაიდან კომისიაში უმრავლესობით ხართ წარმოდგენილები  ჩვენ ვაყენებთ კონკრეტულ საკითხს და გვაინტერესებს თქვენი საერთო პოზიცია – გვაინტერესებს, მზად ხართ თუ არა მაჟორიტარული სისტემის შესაცვლელად და აპირებთ თუ არა პრეზიდენტის არჩევითობის წესის გაუქმებას. ეს ორი ძირითადი თემა გვაინტერესებს ამჟამად. თუ ათ დღეში პასუხს ვერ მივიღებთ, კომისიაში ჩვენს თავს ვეღარ ვხედავთ. მოვითხოვთ ხელისუფლებისგან კონკრეტულ პასუხს.

რაც შეეხება 48-ე მუხლს, როდესაც დაიწყო პარლამენტის ქუთაისიდან თბილისი გადმოტანის საკითხის განხილვა, პირველ რიგში საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს “ქართული ოცნების” წევრებმა, რომლებიც იყვნენ კომისიაში და მათ ძირითადად “მიწაში ჩადეს” სააკაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს დამატებითი ხარჯია და ა.შ. ანუ თავად ხელისუფლების წარმომადგენლებსაც კი ჰქონდათ მკაცრი პოზიცია, რომ პარლამენტი თბილისში უნდა გადმოსულიყო და შემდეგ კობახიძემ განაცხადა, გასაგებია, რომ კომისიას ერთიანი პოზიცია აქვს და ყველას სურს პარლამენტი გადმოვიდეს თბილისში, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ – ჩვენ ქუთაისელებს დავპირდით, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩებოდაო. (გახსოვთ, კობა ნარჩემაშვილი დაპირდა ქუთაისელ ამომრჩეველს ამას, სხვანაირად ხალხი არ უჩერდებოდა შეხვედრაზე და ისიც იძულებული იყო, ეს დაპირება მიეცა მათთვის). ასე რომ, გაუგებარია მათი პოზიცია. თუ არ გადმოვა პარლამენტი თბილისში, მაშინ თქვით, რომ წინააღმდეგი ხართ, აბა რა გინდათ, ჩვენ ავიღოთ ეს საკუთარ თავზე და `ცუდი ბიჭები~ გამოვჩნდეთ და ქუთაისში აღარ ჩაგვესვლებოდეს, რათა ყველამ თქვას, რომ საზიზღარმა კომისიის წევრები ითხოვენ ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანას თბილისში და თქვენ წინააღმდეგი ხართ-მეთქი?!

“ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო ცვლილებების შეთანხმებული პაკეტი უნდა წარმოადგინონ და შესაბამისად, ამ ყველაფერზე ვიმსჯელებთ.

საქართველოს სახელმწიფოს წინაშე არსებული სამხედრო-პოლიტიკური საფრთხეები, რისკები და გამოწვევები
2014 წლის 14 ნოემბერს გლობალური კვლევების ცენტრმა უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია გამართა. კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ გენერალი დავით თევზაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თამაზ იმნაიშვილი, სამხედრო ექსპერტი და საქართველოს გენერალთა კლუბის ანალიტიკური ცენტრის უფროსი, ვახტანგ მაისაია, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტოლოგი.

თამაზ იმნაიშვილმა წარმოადგინა მოხსენება „საქართველოს სახელმწიფოს  წინაშე არსებული  სამხედრო-პოლიტიკური საფრთხეები, რისკები და გამოწვევები.“

მსოფლიოში მიმდინარე სამხედრო -პოლიტიკური პროცესების ერთი სეგმენტი ევრაზიის კონტინენტზე და უშუალოდ საქართველოს სიახლოვეს ვითარდება, რომელიც მეტ-ნაკლები ინტენსივობით აისახება საქართველოს უსაფრთხოებასა და მის განვითარებაზე.  თანამედროვე დიდ სტრატეგიაში ახლი მიმართულების მეცნიერების, ჩრდილის თეორიით თუ განვიხილავთ ამ პროცესებს, ყველა  ამ პროცესის ჩრდილი საქართველოს ტერიტორიას ეცემა, რაც ძალიან დიდ საფრთხეებს უქმნის ჩვენს სახელმწიფოს.

ამჟამად  აქტიურობის და ინტენსივობის სხვადასხვა სიძლიერით საქართველოს გარშემო მიმდინარეობს ოთხი  სხვადასხვა საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური პროცესი.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები. ეს სამხედრო-პოლიტიკური პროცესი ყველაზე  დიდი საფრთხის მატარებელია საქართველოსთვის ამ დროისათვის, რადგან სახეზე გვაქვს რუსეთის მიერ ე.წ. გეოპოლიტიკურ ჰართლენდზე  სრული და ტოტალური კონტროლის  დაწესების განხორციელების მცდელობა. ამ საომარ მოქმედებებში აღმოსავლეთ უკრაინა რუსეთისთვის ჩრდილო-დასავლეთის ფრონტია, ხოლო საქართველო ამ საომარი თეატრის სამხრეთის ფრონტად გვევლინება. ბოლო 300 წლის ისტორიის მანძილზე რუსეთის იმპერიის მიერ ამ ტერიტორიებზე საკუთარი სუზერენობის განმტკიცების უკვე მესამე მცდელობაა. პეტრე პირველმა ჯერ ყირიმი და შავი ზღვა, შემდეგ დასავლეთ უკრაინის ამჟამინდელი ტერიტორია მიითვისა. შემდეგ ბალტიის მიმართულებაზე განიმტკიცა პოზიციები, ხოლო მისმა მემკვიდრეებმა მე-18- მე-19 საუკუნის გასაყარზე კავკასიაში აწარმოეს ბრძოლები, რაც მე-19 საუკუნის შუა პერიოდში ამ სახელმწიფოების და ხალხების სრული ანექსიით დასრულდა. ხოლო ამის შემდეგ ცენტრალურ აზიაზე გადაერთვნენ.  მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, ოქტომბრის რევოლუციის პერიოდში, მეორე წრეზე წავიდა რუსეთის იმპერია. ჯერ უკრაინა და ყირიმი. მერე კავკასია, შემდეგ ცენტრალური აზიის ქვეყნები, ხოლო 1940 წლისათვის ბალტიის ქვეყნები. ამჟამად მესამე წრე ტრიალდება იგივე სცენარით და გვაქვს ყველანაირი საფუძველი ვიფიქროთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინის შემდეგ სამხრეთ კავკასია იქნება მთავარი სამიზნე, ხოლო თვით სამხრეთ კავკასიაში მთავარი სამიზნე საქართველო.  უკრაინის სრული გაკონტროლებით რუსეთი  გადაწყვეტს  მისთვის ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ ამოცანას და ევროპისთვის საკუთარი პირობების კარნახის დიდი შესაძლებლობები შეექმნება. საქართველოს სრული გაკონტროლებით კი რუსეთი მიაღწევს თავის გეოპოლიტიკურ მიზანს. ერთის მხრივ უპირველესად სრულად გააკონტროლებს ჰართლენდს. აქედან გამომდინარე  გააკონტროლებს სამხრეთ კაავკასიის ენერგეტიკულ დერეფანს, რომელიც დღეს ასე აქტუალურია, როგორც რუსეთისგან დამოუკიდებელი და ალტერნატიული ენერგეტიკული წყარო ევროპისთვის იმ ფონზე, როდესაც ხდება რუსეთის წილის მკვეთრი შემცირება ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე და რუსეთის როლის დაკნინება. მეორეს მხრივ იგი პრაქტიკულად მოუსპობს კასპიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს  დასავლეთთან დამოუკიდებლად ურთიერთობის საშუალებას ენერგეტიკულ სფეროში და ეს კი მათ პრაქტიკულ და სრულ კონტროლს ნიშნავს. მესამეს მხრივ იგი შექმნის პირდაპირ საკომუნიკაციო არხს ირანთან, რომელიც შესაძლოა სულ მალე პრეზიდენტ რუჰანის პოლიტიკით რუსეთის არამეგობარ ქვეყანათა სიაში გადავიდეს. პირდაპირი საკომუნიკაციო ხაზი რუსეთს საშუალებას მისცემს მხარი დაუჭიროს ირანის მარგინალი რელიგიური ლიდერების და ახმედინეჯადის მომხრეებს მომავალ არჩევნებში, რომელთა გამარჯვების შემთხვევაში ირანი ისევ ანტიდასავლურ რადიკალურ ძალად გადაიქცევა. მეოთხეს მხრივ რუსეთს ექნება  პირდაპირი საკომუნიკაცი ხაზი თურქეთთან, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყალიბდება ახლო აღმოსავლეთის და საერთოდ მუსულმანური სამყაროს ლიდერად და მისი ხელმძღვანელობის პოლიტიკა ცალსახად ცენტრიდანულ ხასითს ატარებს დასავლეთთან და ნატოსთან მიმართებაში. რუსეთი ამ შემთხვევაში შეძლებს ახლო აღმოსავლეთში უაღრესად დიდი როლის თამაშს და ეს თამაში რა თქმა უნდა მიმართული იქნება ახლო აღმოსავლეთის ენერგეტიკული პოლიტიკისკენ, რათა დასავლეთის წინააღმდეგ მას გაუჩნდეს სერიოზული დამატებითი ბერკეტები.

ჩნდება ასეთი კითხვა:  რას მოიმოქმედებს რუსეთი ახლო მომავალში საქართველოსთან მიმართებაში, რათა მან თავის გეოპოლიტიკურ მიზანს მიაღწიოს.  2008 წლისგან განსხვავებით რუსეთი აღარ არის ისეთი ძლიერი და დასავლეთი ისეთი სუსტი, რომ მან ორ ფრონტზე ერთდროულად აწარმოოს საბრძოლო მოქმედებები (აღმოსავლეთ უკრაინა და ყირიმი და საქართველო). ამავდროულად რუსეთის მხოლოდ სამხრეთის სამხედრო ოლქის პოტენციალი ქართულ შეიარაღებულ ძალებთან შედარებით იმდენად დიდია, რომ მას პრაქტიკულად არანაირი ძალისხმევა არ დასჭირდება სამხედრო წარმატების მისაღწევად საქართველოს ფრონტზე. თუმცა ერთია ტერიტორიის დაკავება, ხოლო მეორეა მისი შენარჩუნება. ეს კი მისთვის უაღრესად მძიმე იქნება და დღევანდელი კრიზისული ეკონომიკური პერიოდისათვის მას უაღრესად გაუჭირდება. რუსეთს არ ძალუძს გრძელვადიან პერიოდში  თალასოკრატიული ეკონომიკურ-პოლიტიკური ომი აწარმოოს დასავლეთთან და მისი სტრატეგია უმთავრესად  მოკლევადიანი პერიოდის თელუროკრატიულ პრინციპებზეა დამყარებული და შიშველი ძალის გამოყენების სტრატეგიაზე დგას. აქ საუბარია არა ქართული სახელმწიფოს მიერ აგრესიის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაზე, არამედ დასავლეთის ძალისხმევაზე, არ დაუშვას რუსეთის სრული გაბატონება ამ ტერიტორიაზე.  საქართველოს რუსეთის მიერ ჩაკეტვით დასავლეთი გეოპოლიტიკურ ფიასკოს განიცდის და ეს მისი მომავლისთვის უაღრესად მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ როდესაც ვსაუბრობთ გლობალურ სამხედრო -პოლიტიკურ  პროცესებზე საქართველოს სახელმწიფოს კონტექსტში, გეოპოლიტიკური ჭიდილისათვის მსოფლიოს უმსხვილეს სივრცეებს შორის, საქართველოს როგორც სახელმწიფოს მნიშვნელობა ქვემო პლანზე დგება  და აქ უპირველესად გეოგრაფიული ლანდშაფტი განიხილება ინტერესის ობიექტად. აქედან გამომდინარე, დასავლეთის უპირველესი დაინტერესება საქართველოს მიმართ მის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაშია. სწორედ ამის გამო,  ამ ტერიტორიებისათვის ბრძოლა იქნება რუსეთსა და დასავლეთს შორის  გეოპოლიტიკური ომის მთავარი თეატრი.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთი შიშველი ძალის გამოყენებას არ შეეცდება საქართველოსთან მიმართებაში. იგი იმოქმედებს ასიმეტრიული ომისა და არაპირდაპირი ქმედებების სტრატეგიით. რაში გამოიხატება ეს? აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. „საანექსიო“ ხელშეკრულებების გაფორმება არაპირდაპირი ქმედებების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი შეიძლება გახდეს, ხოლო თრუსოს ხეობასა და ყაზბეგის რაიონზე ოსების პრეტენზიები შეიძლება ამ ტერიტორიებზე პერმანენტული და მცირე მასშტაბის პროვოკაციებით შემოიფარგლოს, სადაც მოქმედ ძალად მხოლოდ ოსური სეპარატიზმი იქნება წარმოდგენილი. ის კი არ წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ იურიდიულ სუბიექტს და მასზე ზემოქმედების სამართლებრივი ინსტრუმენტები დასავლეთს ნაკლებად ექნება. მეორე კერა შესაძლებელია გახდეს სამცხე-ჯავახეთი, რომლის კარტის გათამაშება საქართველოს უახლოეს ისტორიაში სერიოზულად ჯერ არ მომხდარა, თუმცა ამ თეზას აქვს თავისი  პოტენციალი.

განსაკუთრებით უნდა აღნიშნოს  ერთობ უცნაური ფაქტი, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ ჰპოვა სერიოზული ასახვა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ძალიან უცნაურად დაემთხვა ედუარდ კოკოითის განცხადება თრუსოს ხეობასა და ყაზბეგის რაიონზე ოსების პრეტენზიებზე და მოსკოვში მცხოვრები ორგანიზაცია „ჯავაქხი“-ს წარმომადგენლის განცხადებები, რომ საქართველოს დაშლის საფრთხე ემუქრება და ამ სიტუაციაში თურქეთმა რომ არ განახორციელოს სამცხე-ჯავახეთის ანექსია. რეგიონის სომხურმა მოსახლეობამ უნდა ყველაფერი გააკეთოს რეგიონის საქართველოს სახელმწიფოსგან გამოსასვლელად. ეს განცხადებები შეგვიძლია ასიმეტრიული ომების და არაპირდაპირი ქმედებების სტრატეგიის შემადგენელ ელემენტებად აღვიქვათ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია რუსეთის მხრიდან საქართველოს კავკასიის ქედზე  უღელტეხილებზე გადასასვლელების კეთილმოწყობის სულ ახალ-ახალი პროექტების განხორციელება. აუადხარა, ქლუხორი, მამისონი. როკი, ყაზბეგი, დიკლოს მთის მიმდებარედ ყვარელზე გადმოსასვლელი უღელტეხილების გზების კეთილმოწყობა ნიშნავს, რომ რუსეთი აპირებს საქართველოსთან ბუნებრივი საზღვარი კავკასიონის სამხრეთ კალთაზე  გადმოიტანოს(თუ მისი დაპყრობა სრულად არ გამოვა).   მესამეს მხრივ ცალსახაა, რომ რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში იყენებს რბილ ძალასაც. ე.წ. „ტროფიმჩუკი“-ს იდეას. „შევისრუტოთ საქართველოს ეკონომიკა (0.7% მთელი რუსული ეკონომიკის წილის). გავიაროთ ქართველის კუჭის ფილოსოფიაზე და ჩვენ შევძლებთ წინააღმდეგობის კერების აღმოფხვრას საქართველოში. ეს დროში გაწელილი პროცესია, მაგრამ საბოლოო ეფექტი მიზნის მიღწევის კარგი საშუალებაა“.   სახეზე გვაქვს შემდეგი სურათი: იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ემბარგოს უწესებს ეკონომიკის სფეროში პოსტსაბჭოური სივრცის და ევროპის სახელმწიფოებს რუსულ ბაზარზე, საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ლომის წილი რუსეთის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტზე მოდის. ამით საქართველო დიდწილად ებმება რუსეთს, თუმცა ეს მიბმა იმდენად მოწყვლადია, რომ ერთ დღეში რუსული ბაზრის ჩაკეტვით ქართული ეკონომიკური პოტენციალის კატასტროფული შემცირება შეიძლება გამოიწვიოს. თუ 2008 წელს ამ მოსალოდნელ კატასტროფას დასავლეთის მიერ გაცემული 4.5 მლრდ დოლარის სუბსიდირებით დავაღწიეთ თავი, ასეთი შეღავათი უკვე დიდწილად აღარ გვექნება.   რაც მეტი დრო გადის, რუსეთზე ასეთი დამოკიდებულება მით უფრო იზრდება, ხოლო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით მისაღები ეკონომიკური დივიდენდები  და ეკონომიკის დივერსიფიცირება დროში გაწელილი პროცესია. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკის და მისი უსაფრთხოების მოწყვლადობის კოეფიციენტიც მაღალი ხდება.

შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ კავკასიის იმ გეოგრაფიულ ლანდშაფტზე, სადაც განთავსებულია საქართველოს სახელმწიფო, რომელიმე გლობალური ძალის სრული გამარჯვება იწვევს მეორე ძალის გეოპოლიტიკურ ფიასკოს, რაც ცალსახად მიანიშნებს იმას, რომ ამ ტერიტორიის დათმობას არც ერთი მხარე არ აპირებს და ეს ტერიტორია წარმოადგენს დღევანდელი გეოპოლიტიკური ომის მთავარ საომარი მოქმედების თეატრს.

სირიასა და ერაყში  ისლამური ხალიფატის შექმნის პროცესი და საომარი მოქმედებები საქართველოსთვის უაღრესად დიდი რისკის მატარებელია. აქაც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მსგავსად ისტორია მესამე წრეზე ტრიალებს. არაბული სუნიტური ( ჰანბალიტური  მაზღაბის სუნა)  გაერთიანების მცდელობა მესამედ ხდება. პირველად ეს მე-18 საუკუნეში საუდიტების დინასტიის ერთ-ერთმა რელიგიურმა ლიდერმა აბდ-ალ ვაჰაბმა სცადა, როდესაც ისლამში ახალი მიმართულება შექმნა ვაჰაბიზმის სახით და ამით ბედუინური ტომების გაერთიანებას შეეცადა ოსმალური  და შიიტური საფრთხეების შესაკავებლად. მეორედ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო პროცესები, ისევ ოსმალური იმპერიალიზმის გავლენის შესაჩერებლად. ამჯერად ინიციატორი დიდი ბრიტანეთი იყო, რადგან  სანავთობო ეპოქა არაბულ სამყაროში უკვე კრეფდა დიდ სიჩქარეებს. შედეგად მივიღეთ საუდის არაბეთი და რიგი სხვა არაბული ქვეყნებისა, რომლებიც იმთავითვე მოექცნენ დასავლური გავლენის ქვეშ. ამჟამადაც მიდის ჰანბალიტური სუნას მიმდევრების გაერთიანების პროცესი. რომელიც უკვე ორ მთავარ სტრატეგიულ ამოცანას ისახავს მიზნად.  გაერთიანებული არაბული სივრცის, როგორც გლობალური მოთამაშის შექმნის მცდელობა და  ახალი ენერგეტიკული პოლიტიკის ჩამოყალიბება. მესამე გაერთიანების მცდელობა აქამდე არსებული ისლამური რადიკალიზმის ყველაზე მარგინალური ხაზით ვითარდება, რაც მთელი მსოფლიოსთვის უდიდეს თავისტკივილად იქცა. გასაგები ხდება, რომ ისლამური სახელმწიფო იმ ლოკალურ გარემოში, რომელშიც ახლა იმყოფება, საკმაოდ მოწყვლადია თავისი უსაფრთხოებით და ამიტომაც იგი ცდილობს გააფართოვოს თავისი გავლენის და კონტროლის არეალი და შექმნას ისლამური რადიკალიზმით გაჯერებული ახალი კერები სხვადასხვა რეგიონებში, სადაც  საყრდენს ხედავს. ამ ასპექტში კი  ერთ-ერთი მთავარი მათ მიერ  უკვე გაცხადებული მიმართულება ჩრდილოკავკასიაა. უფრო ზუსტად კი ჩრდილო-აღმოსავლეთი: ინგუშეთი, ჩეჩნეთი და დაღესტანი, სადაც რელიგიური მრწამსი არაბული სუნას მატარებელია და ისლამური რადიკალიზმი და ფუნდამენტალიზმი ძალიან მაღალი კოეფიციენტისაა. თუ ამას გავითვალისწინებთ, საქართველოს ამ ასპექტში ძალიან სერიოზული საფრთხეები ემუქრება. მინიმუმ სამ რეგიონში: პანკისის ხეობაში, აჭარასა და ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ანკლავში ისლამურ ხალიფატს თავისი საყრდენი ჰყავს ადგილობრივ მოსახლეობაში. ეს კი დიდ ალბათობას იძლევა, რომ  ახლო მომავალში ეს კერები უკვე მკვეთრად გამოხატულ  მარგინალურ ფორმებს მიიღებს მისგან გამომდინარე შედეგებით.

დასავლეთის პოლიტიკა, რომელიც ამ ეტაპზე მაინც გამორიცხავს სახმელეთო ოპერაციებში მის პირდაპირ ჩარევას, მეტწილად განპირობებულია იმით, რომ „არაბული გაზაფხული“-ს წარუმატებელმა პროექტებმა შექმნეს სიტუაცია, როცა დასავლეთის კიდევ ერთი პირდაპირი ჩარევა დიდ იმპულსს მისცემს და დააჩქარებს საერთო არაბული მარგინალური და ფუნდამენტალური სივრცის გაერთიანებას. დასავლეთის ამოცანა ამ პროცესში ისლამური ხალიფატის დამარცხებაა თვით არაბული სამყაროს მიერ, რაც მათ გაერთიანების საშუალებას არ მისცემს. ეს დროში გაწელილი პროცესია. როგორც აშშ-ს სახელმწიფო მინისტრმა კერიმ განაცხადა, ისლამური სახელმწიფოს დამარცხება მინიმუმ სამწლიანი პროცესია. დროის ფაქტორი კი საქართველოს საწინააღმდეგოდ მუშაობს.

დიდი თურანის პროექტი- თურქული მოდგმის ხალხების ერთ სამხედრო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, რელიგიურ და კულტურულ სივრცეში გაერთიანება (ევროკავშირის ანალოგიის მიხედვით). ამჟამად მასში გაერთიანებულია თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. რუსეთის ტერიტორიაზე თურქული მოდგმის ხალხებად ითვლებიან ადიღეელები, ბალყარები, ყივჩაღები, ყარაჩაელები, ყუმუხები, ყალმუხები, თათრები, ბაშკირები და ყირიმის თათრები, რომელთა მიმართაც თურქეთს მომავლის გეგმები აქვს.  ესენი  არიან ჰანაფიტური მაზღაბის სუნას მიმდევრები. თურქეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომელიც 2004 წლიდან მართავს თურქეთს, აქვს პრეტენზია გახდეს მუსულმანური სამყაროს ლიდერი და დიდი თურანის სივრცის შექმნით მსოფლიოში ახალი გლობალური  პოლიტიკური მოთამაშე შემოიყვანოს. ბოლო 10 წლის პოლიტიკა ცალსახად აჩვენებს, რომ ეს ძალა დასავლეთთან მიმართებაში ცენტრიდანული მოძრაობით გამოირჩევა და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებისკენაა მიმართული.  საქართველო ამ სივრცეში ერთადერთი არათუქული წარმოშობის ქვეყანაა და ერთგვარ ლაქას წარმოადგენს ამ ერთიანი სივრცის შექმნაში. ერთის მხრივ მიხეილ სააკაშვილისა და  ნაცმოძრაობის და მეორეს მხრივ ერდოღანისა და მისი სამართლიანობის პარტიის მიერ წარმოებულმა პოლიტიკამ საქართველო ძლიერ მოწყვლადი გახადა სამხედრო -პოლიტიკური, ეკონომიკური, ეთნიკური და რელიგიურ -კულტურული თვალსაზრისით, რომელმაც საქართველოს ამ სივრცეში ასიმილირების სერიოზული საფრთხე გაუჩინა. თურქეთი გახდა ყველაზე დიდი ეკონომიკური პარტნიორი საქართველოსთვის. დაახლოებით 65 ათასი თურქეთის მოქალაქე გახდა საქართველოს მოქალაქეობის მქონე. ამას გარდა, რამდენიმე ათეული ათასი აზერბაიჯანული ეთნოსის საქართველოს მოქალაქე ამავდროულად არის  აზერბაიჯანის მოქალაქე. ეს კი  საქართველოს მოქალაქეობის მქონე ეთნიკურ ჯგუფთა და ქართულ ეთნოსს შორის  რაოდენობის დისბალანსის გაზრდის რისკს წარმოადგენდა. განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა რელიგიური  და კულტურული ექსპანსია. თუმცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ სიტუაცია მეტ-ნაკლებად შეიცვალა და ეს გამოწვევა ბევრ ასპექტში მინიმიზაციისკენაა მიმართული, თუმცა ყველაზე დიდი გამოწვევად მაინც რჩება რელიგიური და კულტურული ექსპანსიის ელემენტები. სახელმწიფოს მიერ სწორად შემუშავებული სტრატეგიის შემთხვევაში, თუ კი გამოწვევების და რისკების მიმართ შემაკავებელი ფაქტორების შექმნა გახდება შესაძლებელი, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნება საერთაშორისო სამართალთან,  საქართველოს შეექმნება დიდი შესაძლებლობები ითამაშოს დამაკავშირებელი ხიდის როლი ამ სივრცეში თურქეთსა და დანარჩენ თურქული მოდგმის ხალხებს შორის. ეს პროცესი ძირითადად ეკონომიკურ სფეროში უნდა გამოიხატოს. ეს კი საქართველოს სამხედრო- პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერებისათვის კარგი სტიმული და შესაძლებლობა გახდება.

ყარაბაღის კონფლიქტი- ეს ფაქტიურად 26 წლიანი კონფლიქტი, რომელიც დღეისათვის თითქოს ნახევრადგაყინულ მდგომარეობაშია, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვულკანივით გამოღვიძების პროცესშია და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა (იგულისხმება სომხური ვერტმფრენის ჩამოგდება და ინტენსიური ლოკალური საბრძოლო მოქმედებების წარმოება ფრონტისპირა ზოლზე) ეს კონფლიქტი შეიძლება აქტიურ ფაზაში გადაიყვანოს. უნდა ითქვას ცალსახად, რომ მოვლენების ასეთი მიმართულებით განვითარება უაღრესად სარისკოა საქართველოსთვის, რადგან საომარი მოქმედებები პირდაპირ ასახვას ჰპოვებს საქართველოს სახელმწიფოზე სხვადასხვანაირი ასპექტით. ეს შეიძლება უპირველეს ყოვლისა საომარი მოქმედებების არეალში მყოფი მოსახლეობის იძულებითი მიგრაციული პროცესებით და სამცხე-ჯავახეთში სომხური დიასპორის საომარ მოქმედებებში აქტიური ჩარევით გამოიხატოს. საბოლოო ჯამში ყარაბაღის კონფლიქტში ნებისმიერი მხრის გამარჯვება დიდის ალბათობით სამხრეთ კავკასიაში აქამდე არსებულ სტატუს-ქვოს დაარღვევს და  სერიოზულ არასტაბილურობას  შექმნის რეგიონში, რაც შეიძლება  საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებსაც შეეხოს. ცალსახაა, რომ ეს ომი ვერ ჩაჯდება ლოკალურ და მცირე მასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში და იგი დიდის ალბათობით რეგიონალურ, ხოლო უფრო ნაკლებით სუბრეგიონალურ ომში გადაიზრდება.  რუსეთის მიერ წარმოებული კავკასიური პოლიტიკის განხორციელების ფონზე დიდი ალბათობით სწორედ რუსეთი იქნება  კონფლიქტის განახლების  არაპირდაპირი მასტიმულირებელი.

რამდენიმე ფრაზა საქართველოს პოლიტიკაში ამ ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების შესახებ. თავისუფალი დემოკრატების მიერ გაცხადებული მოსაზრება, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს საფრთხე ემუქრება, შექმნა კრიზისული სიტუაციის ელემენტები სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამან გააჩინა სერიოზული არასტაბილურობის განცდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მსოფლიოში. თუ რამდენად რეალური ეს თეზა, მხოლოდ დროში განვითარებული მოვლენების  კონტექსტში შეგვიძლია გავაანალიზოთ.

ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული რადიკალიზმის ფლაგმანად ყოფნამ საქართველოს კატასტროფული შედეგები მოუტანა, რადგან დასავლეთი არ აღმოჩნდა მზად ასეთი ფლაგმანის დასაცავად. ჩვენ კი არანაირი რესურსი არ გაგვაჩნდა საკუთარი პოლიტიკური კურსის დასაცავად.  2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდგომ დასავლეთის მოთხოვნა იყო, რომ საქართველო აღარ ყოფილიყო განხეთქილების ვაშლი და საჯილდაო ქვა ამ ორი გლობალური  ფიგურის გეოპოლიტიკურ თამაშებში და ისე დაიწყოს მისი ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია.  ეს ამოცანა შესრულდა. თუმცა  პასუხგაუცემელია კითხვა: როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.  იმ ფონზე. როდესაც რუსეთი ღიად აცხადებს, რომ საქართველოს ამ გზაზე სიარული რუსეთის ინტერესებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს და  ამას არ დაუშვებს, რა ტიპის დაცვის მექანიზმებს  და გარანტიებს მიიღებს საქართველო დასავლეთისგან ამ პროცესში, რათა რუსული საფრთხის მინიმიზაცია მოახდინოს.   ეს არის კითხვა, რომელიც აწუხებს ქართულ საზოგადოებას. რამდენად გადაუხვია ან არ გადაუხვია ამ გზას საქართველოს სახელმწიფომ უნდა გამოჩნდეს უელსის სამიტზე მიღებული გეგმის იმპლემენტაციის მიხედვით, რომლის პრაქტიკულ ასპექტში განხორციელება 2015 წლის თებერვლის ნატოს თავდაცვის მინისტერიალის შემდგომ უნდა დაიწყოს. ამავდროულად  პასუხის ერთი ნაწილის გამცემი იქნება, თუ როგორ გაიწერება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი პარამეტრების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს დამტკიცებული სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით 2015 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 700 მილიონ ლარზე მეტი უნდა ყოფილიყო,  ხოლო დღევანდელი საბიუჯეტო პროექტის მიხედვით  მხოლოდ 640 მილიონია გაწერილი, ჯერ კიდევ არ იძლევა რაიმე კონკრეტულ პასუხს. გამოჩნდება თუ არა სახსრები გეგმის იმპლემენტაციისთვის. თუ საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით ამისთვის მზად არ არის და მოვლენების ფორსირებულად განვითარება უფრო მეტი საფრთხის მატარებელია სახელმწიფოსთვის, ვიდრე ინტეგრაციის ტემპების დროში გაწელვა და  ფუნდამენტურად მომზადება.  ეს იქნება ის პასუხები,  რომელიც აინტერესებს ქართულ საზოგადოებას და არამარტო მას.

ცალსახაა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში არმიის რეფორმირება ორი სრულიად განსხვავებული გზით მიმდინარეობს. ნატოსთან თავსებადობის კუთხით ქართული შეიარაღებული ძალების რეფორმირება უაღრესად წარმატებულია და ზოგ ასპექტში მან უფრო დიდ წარმატებას მიაღწია ვიდრე სხვა პარტნიორმა სახელმწიფოებმა ან ზოგიერთმა ნატოს წევრმა სახელმწიფომ.  რაც შეეხება  არმიის მთავარ ამოცანას,  სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და მისი საზღვრების დაცვა, აქ ქართული შეიარაღებული ძალები ყველაზე სუსტები არიან რეგიონში და მას პრაქტიკულად არც ერთი მეზობლის მხრიდან თეორიული აგრესიის შემთხვევაშიც კი არანაირი წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია.  ომისთვის სახელმწიფო მზად არ არის. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ  ამ ამოცანის გადაწყვეტა პოლიტიკური ხელისუფლების პრეროგატივა გახდა, თავისი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის განვითარებით. თუმცა რამდენად ეფექტური იქნება ასეთი მიდგომა, ეს მხოლოდ მომავალ შესაძლო ომის საფრთხის შემთხვევაში შეიძლება გამოჩნდეს. უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ასეთი თეორიული სცენარი საქართველოში არ განვითარდება.

ექს-თავდაცვის მინისტრმა ბატონმა დავით თევზაძემ სამხედრო-პოლიტიკურ მეცნიერებაში შემოიტანა სრულიად ახალი ტერმინი, რომელსაც აქვს პოტენციალი საერთაშორისო დონეზე ჰპოვოს აღიარება- უპრინციპობის სტრატეგია- ისეთ პატარა სახელმწიფოებს, როგორიც საქართველოა, არ აქვთ იმის პოტენციალი, რომ საკუთარი პრინციპების საფუძველზე შეიმუშაონ სახელმწიფოს განვითარების სტრატეგია სუპერსახელმწიფოების ინტერესების გატარების პოტენციალიდან გამომდინარე და ამიტომ ასეთ ქვეყნებს უწევს ასეთი სუპერსახელმწიფოების  ან გლობალური სამხედრო-პოლიტიკური სივრცეების მიერ გატარებულ სტრატეგიას მოარგოს თავისი განვითარების სტრატეგია, სადაც მონახული იქნება ის შეხების წერტილები, რომელიც  ინტერესთა თანხვედრას წარმოადგენს.  საქართველოს ამ რეგიონალური, სუბრეგიონალური და გლობალური საფრთხეების,  გამოწვევების და რისკების მიმართ, რომლებიც ამ ეტაპზე არსებობს და შესაძლებელია მომავალში გაჩნდეს,  თავისი განვითარების სტრატეგიის შემუშავება სწორედ ამ პრინციპებით შეუძლია.

თამაზ იმნაიშვილი

საქართველოს გენერალთა კლუბის

ანალიტიკური ცენტრის უფროსი

ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ-საკითხებში

თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი

გლობალური კვლევების ცენტრის ანგარიშის პრეზენტაცია
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „გლობალური კვლევების ცენტრის“ მიერ მომზადებული ანგარიშის, „საქართველო–ნატო მითები და რეალობა“ პრეზენტაცია 26 დეკემბერს 14:00 საათზე გაიმართება. კვლევაში განხილულია საქართველოსა და ნატოს ურთიერთობების ისტორია და პერსპექტივები.

კვლევაში მოყვანილია ექსპერტების „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის პეტრე მამრაძის, „გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელის თენგიზ ფხალაძის, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის, ასოციაცია „სამართალი და თავისუფლების“ ხელმძღვანელის (ამჟამად საქრთველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე) ირაკლი სესიაშვილის, პოლიტოლოგების სოსო ცინცაძისა და რამაზ საყვარელიძის შეხედულებები საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით. ამავე საკითხზე ანგარიშში განხილულია დიპლომატების საფრანგეთის ელჩის ერიკ ფურნიეს, საქართველოში გერმანიის ელჩის ორთვის ჰენიგის, აშშ–ს საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ექსპერტის ჩარლზ კუპჩანის, ნატო–ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუსის, ნატოს გენერალური მდივნის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სპეციალური წარმომადგენელის ჯეიმს აპატურაის და სხვათა მოსაზრებები.

ანგარიშში ასევე გამოყენებულია კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC), საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის, ევრაზიის ინსტიტუტისა და აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები.

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ზოგიერთი ასპექტის შესახებ
„გლობალური კვლევების ცენტრმა“ ა.წ. მარტიდან მაისამდე გამართა რამდენიმე საექსპერტო შეხვედრა და კონფერენცია. ჩვენი საექსპერტო დასკვნა უკვე მაისში იყო მზად, მაგრამ ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე არ მივიჩნიეთ მისი გამოქვეყნება მიზანშეწონილად, რათა თავიდან აგვეცილებინა წინასაარჩევნო დაპირისპირებებში მისი სპეკულაციური გამოყენება. ორიოდე დღე რჩება თავად ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე და შესაძლოა, გაჩნდეს კითხვა – რას შეცვლის საექსპერტო დასკვნა? ჩვენი ამოცანაა, მივაქციოთ საქართველოს მთავრობის ყურადღება რამდენიმე პრობლემას, რადგან შეთანხმების ხელმოწერა არის პროცესის დასაწყისი და არა დასასრული.

პირველი და უმთავრესი პრობლემა, ჩვენი აზრით, არის ის, რომ წინა ხელისუფლების ინერციით, ახალიც მეტისმეტად პოლიტიზებულად უდგება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და მოსახლეობაში ჭარბ მოლოდინებს ქმნის. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს მთავრობის საინფორმაციო პოლიტიკა, რომლის შედეგია მოსახლეობაში შექმნილი წარმოდგენა, თითქოს უახლოეს მომავალში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გვექნება, ცოტა ხანში კი ევროკავშირშიც მიგვიღებენ. ეს წარმოდგენები დიდი იმედგაცრუების წყაროდ შეიძლება იქცეს.

არცერთ მაღალი დონის კონფერენციას და ექსპერტთა ჯგუფს არ ძალუძს სრულად მოახდინოს ამ ათასგვერდიანი დოკუმენტის ყველა ასპექტის სრულყოფილი განხილვა, შეფასება და შედეგების გათვლა. უპრიანი იქნებოდა, რომ დოკუმენტის ცალკეული ასპეტები, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პოზიტიური და ნეგატიური შედეგების დადგომის ალბათობები, პრეფერენციები, რისკები და საფრთხეები, განხილული ყოფილიყო სამთავრობო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების (იქ, სადაც ჯერ კიდევაა შემორჩენილი ასეთი ინსტიტუტები) დონეზე, შემდეგ მომხდარიყო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების (მთავრობა, მეცნიერებათა აკადემია, პროფკავშირები, პარლამენტი) მიერ გამოხატული დამოკიდებულებებისა და შეხედულებების შეჯერება და მხოლოდ ამის შემდეგ განხორციელებულიყო ხელმოწერა. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა.

ეს შეთანხმება არის ყველაზე ვრცელი, სიღრმისეული, კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც ოდესმე მომზადებულა საქართველოს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესახებ. იგი გარკვეულ ინსტიტუციურ ჩარჩოებს, ქცევის წესებს და მოდელს უსაზღვრავს არა მარტო საქართველოს ხელისუფლების ფაქტობრივად ყველა შტოს წარმომადგენელს, არამედ საზოგადოების რიგით წევრებსაც, მეწარმეებს, ბიზნესმენებს, საჯარო მოხელეებს… ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მთავრობის, ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებების დეკლარაცია. ეს არის ქართული საზოგადოების მიერ ქცევის გარკვეული წესის, მოდელისადმი მიდევნების პირობის გამომხატველი დოკუმენტიც. მეორე საკითხია, თუ რამდენად აქვს თავად საზოგადოებას ეს ბოლომდე გაცნობიერებული და რამდენად გამოხატავს ის საამისო მზაობას.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ სერიოზულად უნდა გადაიხედოს ის სამთავრობო პროგრამები, დოკუმენტები, დეკლარაციები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში იქნა მიღებული საქართველოს ძველი თუ ახალი ხელისუფლების მიერ (მარტო ბოლო სამი წლის მანძილზე, სულ ცოტა, ხუთი ასეთი დოკუმენტია მომზადებული, მათ შორის სამი – ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ: 1. „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა (2011 წ.); 2. საქართველოს მთავრობის სამოქმედო პროგრამა (2012 წ.); 3. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“ – პროექტი (2014 წ. თებერვალი). უნდა განხორციელდეს მათი სერიოზული რევიზია, რადგან ამ დოკუმენტების მთელი რიგი დებულებები არ შეესაბამება ასოცირების შეთანხმების სულისკვეთებას.

სამწუხაროდ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანოებში სამუშაოები მათი კომპეტენციის შესაბამის სფეროებში შეთანხმების ცალკეულ ასპექტებზე ფაქტობრივად არ განხორციელებულა, თუ არ ჩავთვლით კონსულტაციებს სამთავრობო დაწესებულებებში ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუტების და ორგანიზაციების ექსპერტებთან – მათთან, ვინც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი დოკუმენტის მომზადებაში ევროკავშირის მხრიდან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აღნიშნული დოკუმენტის მომზადებაში ქართულ მხარეს არსებითი მონაწილეობა არ მიუღია. იგი „გამზადებული სახით“ იქნა შემოთავაზებული ევროკავშირის მიერ ჯერ პარაფირებისა და ახლა უკვე – ხელმოწერისათვის. შედარებისათვის: სწორედ ანალოგიური დოკუმენტის სერიოზული გაცნობის და გაცნობიერების პროცესს მოყვა ის მღელვარება, რომელიც დაიწყო უკრაინაში 2013 წლის ნოემბერში.

ქართული დიპლომატიის (დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში – პირადად ბატონი ზურაბ აბაშიძის) წარმატებად უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ რუსეთის მხრიდან ამ შეთანხმების ხელმოწერის წინ არანაირი პრობლემა არ წარმოქმნილა, თუმცა არ არსებობს (ან ჩვენთვის უცნობია) გარანტია, რომ რუსეთი ნაწილობრივ გახსნილ ბაზარს კვლავ არ დახურავს. 2012 წლის ოქტომბერში ევროკომისიის დაკვეთით ჩატარდა საქართველოსთვის ზემოთაღნიშნული ხელშეკრულებით გამოწვეული ეკონომიკური ეფექტების მოდელირება. გამოკვლევით, მოკლევადიან პერსპექტივაში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1,7 %-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში – 4,3 %-ით, ასევე, მოკლევადიან პერსპექტივაში ექსპორტის 9 %-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ექსპორტის 12 %-ით ზრდა არის დაანონსებული.

შედარებისთვის: მხოლოდ 2014 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ზრდამ 23% შეადგინა. ეს კი დიდწილად გამოწვეული იყო მხოლოდ რუსეთის ბაზრის არასრული გახსნით.

შეთანხმებაში ყურადღებას იქცევს „დანართი II – B“ -ში ჩამოთვლილი პროდუქციის სია, რომლებიც თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან, მაგრამ ამავე დროს ექსპორტისას იბეგრება ე.წ. „ბაზარზე შესვლის ფასის“ გადასახადით.

ამ გადასახადის დედააზრია ის, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია, რაკი იქნება ევროკავშირში წარმოებული პროდუქციაზე იაფი, ამ გადასახადის დაწესებით გაუტოლდეს ევროპის შიდა ბაზარზე არსებული პროდუქციის ფასს. მარტივად რომ ვთქვათ, გორის ვაშლი არ იყოს ესპანურ ვაშლზე იაფი.

ეს ჩამონათვალი მოიცავს პრაქტიკულად ჩვენს ყველა პროფილურ ხილს და ზოგიერთ ბოსტნეულს. კერძოდ, ამ ცხრილში ვხვდებით: კიტრს და პომიდორს, პრაქტიკულად, ყველა ციტრუსს, რომელიც კი მოდის საქართველოში, სუფრის ყურძენს, ვაშლს, მსხალს, ატამს, გარგარს, ალუბალს, ბალს, ქლიავს და ა.შ., რომელიც მაპროფილებელია ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის.

მთავრობის წარმომადგენლებისგან ხშირად ვისმენთ, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერით საქართველო შედის ევროპის 500–მილიონიან ბაზარზე, თუმცა რამდენად არის ქვეყანა ამისთვის მზად და რამდენად გვიწყობს ხელს ევროპა მის ბაზარზე შესვლაში? ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ახალ ეკონომიკურ სივრცეებში შეღწევა და იქ არა მარტო თავისი საქონლის რეალიზაცია, არამედ მისთვის მისაღები სამართლებრივი, საინვესტიციო და ბიზნესგარემოს ფორმირება.

დღეს საქართველოსათვის ევროკავშირი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა არა ყველაზე მთავარი სავაჭრო პარტნიორია. 2013 წლის მდგომარეობით, ევროკავშირის წილად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 26.7%. ამასთან, იმპორტი სამჯერ აღემატებოდა ექსპორტს. შედარებისათვის: დსთ-ის წილად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 35.1%. საქართველოს ექსპორტით იმპორტის გადაფარვა ევროკავშირთან დაახლოებით 1.5-ჯერ უფრო დაბალი აქვს, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოსთან: სულ ექსპორტით იმპორტის გადაფარვა საშუალოდ – 36.9%, ევროკავშირთან – 26.8%, დანარჩენ მსოფლიოსთან ევროკავშირის გარეშე – 41.1%. დღეისათვის საქართველო შეადგენს ევროკავშირის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მხოლოდ 0.6%-ს. თუმცა ევროკავშირი მაინც იჩენს სიფრთხილეს, რომ საქართველოდან არ მოხდეს უკონტროლო ექსპორტი ამ გაერთიანებაში. ამგვარი სიფრთხილე უკავშირდება როგორც ევროკავშირის შიდა ბაზრის დაცვის კომერციულ ინტერესებს, ისე იმასაც, რომ საქართველოს გავლით მესამე ქვეყნებიდან ან იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც ევროკავშირს და საერთაშორისო თანამეგობრობას დაწესებული აქვთ ეკონომიკური სანქციები, საქონელი არ მოხვდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე.

ამდენად, დიდი იმედები იმისა, რომ ქართული პროდუქცია დაიპყრობს ევროპულ ბაზარს, არ უნდა გვქონდეს. გარდა ევროკავშირის მიერ საკუთარი ბაზრის დაცვისა, ჩვენი ამჟამინდელი პოტენციალი ევროპულ ბაზარზე დასამკვიდრებლად მეტისმეტად სუსტია იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის მეურნეობა არის საქართველოს ეკონომიკის უსუსტესი რგოლი, ამ დარგში საქართველოში შრომის მწარმოებლურობა 60-ჯერ და მეტად ჩამორჩება ევროკავშირის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მესამე, თავად საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარი თითქმის 4/5-ით ოკუპირებულია იმპორტირებული საქონლით და პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს არა საგარეო ექსპანსია, არამედ შიდა სამომხმარებლო ბაზრის „რეკონკისტა“ – სამამულო წარმოების პროდუქციის მიერ წამყვანი როლის დამკვიდრება შიდა სამომხმარებლო სასურსათო ბაზარზე. მაგალითად, ევროკავშირში, შეთანხმებით, შესაძლებელი გახდება 4.4 ათასი ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და 0.5 ათასი ტონა ფრინველის ხორცის შეტანა. მაგრამ თავად საქართველოში ხორცის მოხმარებაში ადგილობრივი წარმოების ხორცის წილი მხოლოდ 36 პროცენტია და ყოველწლიურად ხორციელდება 60 ათას ტონაზე მეტი ხორცის იმპორტი.

საქართველოში ისედაც დაბალი იმპორტის (საბაჟო) გადასახადებია და მათი მეშვეობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად მობილიზებული თანხა მხოლოდ დაახლოებით 90 მლნ ლარია – ამჟამინდელი საბიუჯეტო შემოსავლების დაახლოებით 1.2 პროცენტი. შესაბამისად, ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობისა და სტრუქტურის გათვალისწინებით, ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლების კლება დაახლოებით 25-30 მლნ. ლარი იქნება. მისი კომპენსირება შესაძლებელი იქნება იმით, რომ ექსპორტის ყოველწლიური მატება ბოლო წლებში 400 მლნ. აშშ დოლარს აღემატება და მხოლოდ აღნიშნული ნამატის წარმოებით მიღებული მოგების გადასახადი მნიშვნელოვნად აღემატება ბიუჯეტის მოსალოდნელ კლებას ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო გადასახადების შემცირებით.

რამდენადმე დაზუსტებას საჭიროებს შეთანხმებაში მოტანილი მონაცემები საქართველოს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონტექსტში. მაგალითად, დოკუმენტის ავტორები მოკლევადიან პერსპექტივაში ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას ვარაუდობენ 1.7%-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში – 4.3%-ით. ექსპორტის ზრდას, შესაბამისად, 9% და 12%-ით, ხოლო იმპორტისა – 4.4% და 7.5%-ით. მაგრამ არაფერი არაა ნათქვამი, არის თუ არა გათვალისწინებული აღნიშნულ ზრდაში სინერგიის ეფექტი, რაც შეიძლება შეთანხმების შედეგად შესაძლებლობებისა და მოთხოვნების ზრდამ გამოიწვიოს. საქართველოს ექსპორტი ბოლო 8 წლის მანძილზე (2006-2013 წლებში) საშუალოდ ყოველწლიურად იზრდებოდა დაახლოებით 16.5%-ით ხოლო იმპორტი 15.7%-ით. ფაქტობრივად, გამოდის, რომ შეთანხმების შემდეგ ექსპორტის ზრდის ტემპი შემცირდება, ხოლო იმპორტისა – უცვლელი დარჩება.

ჩვენი შეფასებით, პროდუქციის ხარისხის ზრდა და ევროკავშირის (და, შესაბამისად, მსოფლიო სტანდარტების დონეზე აყვანა) გამოიწვევს უახლოეს წლებში არა მარტო ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, არამედ ევროკავშირში ექსპორტის რეალურ ზრდას საშუალოდ 1.5-2-ჯერ, ანუ 300-600 მლნ დოლარით, რაც ქვეყანაში მშპ-ის დაახლოებით 2%-იანი ზრდის ეკვივალენტი იქნება.

გადაჭარბებულად გვეჩვენება ის იმედები, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ევროკავშირში „ეგრევე“ და დიდი რაოდენობით მოხდება ქართული პროდუქციის შეტანა. დღეისათვის ევროკავშირის ბაზარი, სტრუქტურირებული, გაჯერებული და საკმაოდ დაცულია იმისათვის, რომ მასში შესვლა და დამკვიდრება, მნიშვნელოვანი სეგმენტის მოპოვება შეძლონ ახალმა მოთამაშეებმა. ეს გარკვეულ წილად წააგავს იმ მოლოდინს, რაც საქართველოს წინა ხელისუფლებას გააჩნდა ჩინეთის ბაზრისადმი ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით. – ფაქტობრივად კი, ჩინეთის 1.5 -მილიარდიანი მოსახლეობის მქონე ბაზარმა 2006-2012 წლებში შეიძინა იმ ქართული ღვინის მხოლოდ 10%, რაც რუსეთის 143-მილიონიანმა ბაზარმა – მხოლოდ 2006 წლის პირველი 4 თვის მანძილზე (ემბარგოს გამოცხადებამდე). ამიტომ, ზოგადად 500 მლნ-იანი ბაზარი საინტერესო და მომხიბვლელია ქართული ეკონომიკისთვის, თუმცა იქ დამკვიდრება გულისხმობს თამაშის შესაბამის წესის, ადეკვატური ხარისხისა და მიწოდების პირობების დაცვას, უმკაცრესი კონკურენციის დაძლევას, რა მხრივაც ქართულ მხარეს ჯერ კიდევ მოუწევს სერიოზული და ხანგრძლივი მუშაობა.

მაგრამ, თუ პირდაპირი ეკონომიკური ეფექტი საერთო ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის საგრძნობი ექსპანსიით ვერ მოხდება, მაშინ საბოლოო ჯამში, რა კონკრეტული სარგებელის მომტანი იქნება აღნიშნული შეთანხმება ზოგადად ქართული ეკონომიკისათვის და კონკრეტულად, რიგითი ქართველი მომხმარებლისთვის?

შეთანხმების ერთ–ერთი თვალსაჩინო შედეგი იქნება სავიზო რეჟიმის გაიოლება, აგრეთვე ქართული ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის ზრდა, საშუალო და მცირე საწარმოების მეტი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, ახალგაზრდებისთვის ევროპული განათლების ხელმიწვდომობის გაუმჯობესება და ენერგეტიკის სფეროში ენერგო ეფექტიანობის გაზრდა და განახლებადი ენერგო რესურსების განვითარების უზრუნველყოფა. ყოველივე ეს, გამყარებული სამართლებრივი ფონისა და კანონის უზენაესობის, ნებისმიერი ინსტიტუტის, სამსახურის და საჯარო მოხელის საქმიანობის ტრანსფარეტულობისა და პასუხისმგებლობის ზრდის ფონზე.

ამავე დროს, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ხელშეკრულება შეიძლება განხილულ იქნას როგორც მთავარი ლეიტმოტივი არა იმდენად ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრების, საქართველოდან ექსპორტის წახალისების სტრატეგიაში, რამდენადაც საქართველოს შიდა ბაზარზე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ქართული სამამულო პროდუქციის წარმოებისა და დამკვიდრებისათვის, იმპორტირებული საქონლის ქართული პროდუქციით ჩანაცვლებისათვის. აქ ლოგიკურად ჩნდება კითხვა – განა ამ სტანდარტების დამკვიდრება საქართველოს მთავრობის პრეროგატივა არ არის? რა გვიშლის ხელს, ევროკავშირთან შეთანხმების გარეშეც გავატაროთ ეს პოლიტიკა?

შეთანხმების მე–3 კარი თავისუფლებას, უსაფრთხოებას და მართლმსაჯულებას ეძღვნება. მისი მე–15 მუხლი ეხება მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის სფეროებში თანამშრომლობას. სამივე სფერო საქართველოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ევროკავშირი თავად გაცილებით მეტადაა დაინტერესებული ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან მიგრაციული ნაკადების შემცირებასა და მის კონტროლში. ამ სიტუაციაში ორივე მხარის ინტერესების თანხვედრა ხდება და ამ სფეროში თანამშრომლობა, დიდი ალბათობით, საკმაოდ ეფექტური იქნება.

ამ მიგრაციული ნაკადების შესამცირებლად ევროკავშირს მოუწევს ისეთი დახმარების გაწევა საქართველოსთვის, რომელმაც ადგილზევე უნდა შეამციროს ემიგრაციის მსურველთა რიცხვი. ანუ ევროპა უნდა შეეცადოს პრევენტული ღონისძიებები თვით საქართველოში განახორციელოს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მან საქართველოს ეკონომიკურ და სამეცნიერო განვითარებაში სერიოზული წვლილი უნდა შეიტანოს, რათა შრომითი და ინტელექტუალური პოტენციალის მქონე ადამიანებს ნაკლები სურვილი გაუჩნდეს ქვეყნის დასატოვებლად. თუ ამ მიმართულებით არ წავიდა პროცესები, ევროპაში არალეგალური მიგრაცია უკვე ისეთ მასშტაბებს მიიღებს, რომ რეადმისიის პროცესები ვეღარ იქნება ეფექტური.

მეორე სფერო საქართველოში მიგრანტთა შემოსვლის პრობლემაა. მიგრანტთა უდიდესი ნაწილი აფრიკის და აზიის დაბალგანვითარებული ქვეყნებიდან შემოდის, რომელთათვის საქართველო ე.წ. სატრანზიტო გზაა ევროპაში ემიგრაციისთვის. იმის გამო, რომ საქართველოში შემოსვლის შემდეგ ევროპაში ემიგრაციის პროცესი ძალიან ხშირად სერიოზულად ფერხდება, მიგრანტთა დიდი ნაწილი არალეგალურად რჩება ქვეყანაში.

იმის გამო, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი წინა ხელისუფლებამ ლამის ნახევარ მსოფლიოსთან გააფორმა, საქართველოში შემოსულ უცხოელთა ერთი ნაწილი, რომელიც ევროპაში აპირებს ემიგრირებას, საფრთხის მატარებელია და საქართველო, მისდა უნებლიედ, თავად ევროპას უქმნის საფრთხეს და არაკონვენციური ძალების ევროპაში გადადინების პროცესს უწყობს ხელს. ამ სფეროში თანამშრომლობის ჩარჩოში შესაძლებელია მოხდეს სავიზო რეჟიმების გადახედვა და მისასალმებელია ის, რომ უკვე განხილვის პროცესშია უცხოელთათვის მოქალაქეობის მიღების წესში ცვლილებების შეტანა. ამ კუთხით თანამშრომლობა უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. აქ ევროპის დაინტერესება ძალიან მაღალია და მისთვის გაცილებით უპრიანი იქნება საქართველოში პრევენციის გატარება, რომელიც გაცილებით იაფი დაუჯდება და უფრო მეტი ეფექტის მომტანი იქნება.

კიდევ ერთი სფერო ამ მუხლში საზღვრის მართვაა. ამ 24 წლის მანძილზე, რაც საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა მოახდინა, საზღვრების დემარკაცია არ მომხდარა არც ერთ მეზობელთან. სსრკ–სგან მემეკვიდრეობით გვერგო მხოლოდ თურქეთთან არსებული უკვე დამტკიცებული საზღვრები. ეს სფერო საქართველოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. აზერბაიჯანის პრეტენზიები დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, გაურკვეველი ვითარება სამცხე–ჯავახეთში სომხეთ–საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებით და ყველაზე რთული სიტუაცია – რუსეთთან საზღვარი.

დავით თევზაძის მინისტრობის დროს, სამინისტროს ეგიდით შექმნილი იყო ორი ბატალიონი „მონადირე“ სვანეთსა და ხევსურეთში, რომლებიც ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან დაკომპლექტდა. ამ ბატალიონებს რამდენიმე ამოცანა გააჩნდათ და ამოცანების შესრულების პროცესმა აჩვენა, რომ შედეგები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე დაგეგმილი იყო.უპირველესად დაცული იყო საზღვრის ის მონაკვეთები, სადაც ამ ბატალიონებს ჰქონდათ მიცემული ამოცანები. ორივე მიმართულებაზე მრავალჯერ იყო ჩრდილო კავკასიიდან როგორც რუსული სამხედრო შენაერთების, ისე არაკონვენციური ძალების შემოსვლის მცდელობები, თუმცა პრაქტიკულად ყველა მცდელობა კრახით დასრულდა. ადგილობრივი მოსახლეობა სასაზღვრო ზოლში დაბრუნდა (მათი ოჯახის წევრები და ადგილობრივი მკვიდრები, რომლებსაც მიტოვებული ჰქონდათ მშობლიური კერა და ბარში იყვენენ გადასახლებულები) გაიჩინა საქონელი, სოფელი გაცოცხლდა. იქ ადამიანების დაბრუნებამ თავისთავად შექმნა პირობა იმისა, რომ საზღვრების უკანონო გადმოკვეთები და მითვისების მცდელობები მკვეთრად შემცირდა. როგორც იტყვიან წმინდა ადგილი არასდროს რჩება ცარიელიო. თუ შენ აცარიელებ ადგილს მას ბუნებრივად უკვე სხვა იკავებს.

ზუსტად იმის გამო, რომ არანაირი სადემარკაციო ხაზი რუსეთსა და საქართველოს შორის არ არსებობს და წინა ხელისუფლებამ ეს ბატალიონები დაშალა და ამით იქაური ცხოვრებაც მოშალა და დააცარიელა, მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების იქით რუსეთმა პრაქტიკულად მიითვისა საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიის დაახლოებით 3–4%, რომლის შესახებაც არც წინა ხელისუფლება იღებდა ხმას და არც ახალი აქტიურობს, ამიტომაც ამ სფეროში თანამშრომლობა კიდევ ერთ სერიოზული რისკის მინიმიზაციის კარგი საშუალებაა.

მე–18 მუხლი ეხება ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის სფეროს. საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიჩნეულია ნარკობიზნესის ერთ–ერთ სერიოზულ სატრანზიტო ქვეყანად. წინა ხელიუფლებების დროს მაღალჩინოსნების მიერ თანამდებობების ბოროტად გამოყენებამ, ხოლო ნაცმოძრაობის მმართველობის პირობებში ამ ბიზნესის ლამის სახელმწიფო დონეზე აყვანამ საქართველოს ტერიტორია პრაქტიკულად საჩუქრად გადასცა ნარკობიზნესს. ახალმა ხელისუფლებამ რაც არ უნდა მოინდომოს და დიდი ბრძოლა გამოუცხადოს ნარკობიზნესს, ის მარტო ვერაფრით გაუკლავდება ამ სენს. ხელშეკრულება მიზნად ისახავს ამ სფეროში ევროპული გამოცდილების გაზიარებას, ქმედითი დახმარების აღმოჩენას და საქართველოს ტერიტორიაზე პრევენტული ღონისძიებების გატარებას. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ თუ ქართული სახელმწიფო თვითონ არ გამოიჩენს დიდ აქტიურობას ამ სფეროში, ევროპის დაინტერესება არ იქნება მაღალი დონის. საქართველოდან შესული ტვირთები არ წარმოადგენს დიდ მასას და ევროკავშირის სპეცსამსახურებს მასზე კონტროლის დაწესება საკუთარი საზღვრების პერიმეტრზეც შეუძლიათ. ეს კი ჩვენთვის პრაქტიკულად არაფრის მომტანი იქნება. პირიქით, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის დატვირთვა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ამ ტერიტორიაზე არ იქნება მის წინააღმდეგ მოქმედი სერიოზული ძალა.

მე–19 და მე–20 მუხლები ფულის გათეთრების და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს. ერთი შეხედვით, საქართველო თითქოს ტერორისტული საფრთხეებიდან შორს დგას და აქ ტეროროსტული აქტების და ტერორისტული ორგანიზაციების გაჩენის საფრთხეები მინიმალურია, მაგრამ საფრთხის მთელი სერიოზულობა სწორედ ის არის, რომ საქართველო ტერორიზმის ექსპორტირების სატრანზიტო კვანძია დღეისათვის.

თავისთავად ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ნომერ პირველ კილერს, რუსლან პაპასკირს (ჩრდილოკავკასიელია) მეტსახელად „ზოონს“, ქართული პასპორტი ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ გაცემული და იგი მსოფლიოში ამ პასპორტით დადიოდა, ცალსახად ქმნის საქართველოსგან ტერორიზმის ხელშემწყობი ქვეყნის იმიჯს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს გარშემო ძალიან ბევრი კონფლიქტური კერაა. არაკონვენციური ძალების გააქტიურების სერიოზული ტენდენცია აშკარად სახეზეა. ეს გააქტიურება საქართველოზეც აისახება. ევროკავშირს გააჩნია უდიდესი საინფორმაციო და მაღალტექნოლოგიური ბაზა, მაღალი დონის სპეცსამსხურები და, რაც მთავარია, სერიოზული ფინანსები ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ევროკავშირის ტერორიზმთან ბრძოლის არეალი იზრდება და საქართველოს ტერიტორია უკვე მისი პასუხისმგებლობის სივრცეც ხდება.

არაკონვენციური ძალების და იარაღის საფრთხის ერთ–ერთი მთავარი შემადგენელი ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და რადიოლოგიური მასალების საქართველოს ტერიტორიაზე მოძრაობაა. ე.წ. „ბინძური ბომბის“ შექმნა და მისი გამოყენება პრაქტიკულად მხოლოდ დროის საკითხია და თანამედროვე მსოფლიოს მთავარი ამოცანა ამ საფრთხის მინიმიზაცია და მისი დროში გაწელვაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ წარმოადგენს ბირთვულ ქვეყანას, ამ მასალების მოძრაობა საქართველოში საკმაოდ აქტიურია და ეს სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. უნდა გვახსოვდეს, რომ სოხუმის ფიზიკოტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც რადიოლოგიურ მასალებს, აქტინოიდებს და ლანთანოიდებს აწარმოებს, ნაკლებ კონტროლირებადია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ეს ის ინსტიტუტია, სადაც ბირთვული იარაღისთვის განკუთვნილი მასალები მზადდება. თბილისშია ლუგარის სახელობის ლაბორატორია, მიუხედავად იმისა, რომ იგი ერთ–ერთი ყველაზე სერიოზულად დაცული ლაბორატორიაა ევროსაბჭოს მასშტაბით, ტერორისტული აქტის საფრთხე მაინც დიდია. შემდგარი ტერაქტის შემთხვევაში შედეგები რეგიონის მასშტაბს გასცილდება და სუბრეგიონალურ მასშტაბს მიიღებს. დღევანდელი ხელისუფლებისთვის ეს უდიდესი გამოწვევაა. ამ სფეროშიც ევროპის დაინტერესება ძალიან მაღალი კოეფიციენტისაა და ევროკავშირის დახმარება და პრევენტული ზომების გატარება ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორიზმის და არაკონვენციური იარაღის მოძრაობის საფრთხის მინიმიზაციის ეფექტური საშუალება შეიძლება იყოს.

ჩამოთვლილი საფრთხეების მინიმიზაცია და გაუვნებელყოფა ევროპისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა. საქართველო ამ საფრთხეების მიმართ საკმაოდ სუსტია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე პრევენტული ღონისძიებების გატარება და საქართველოს დახმარება ამ საფრთხეების გაუვნებელყოფისათვის, ევროპისათვის საკუთარი უსაფრთხოების მიზნის მიღწევასაც ნიშნავს. შეიძლება ითქვას, ჩვენ უფრო ვჭირდებით მათ ამ სფეროში, ვიდრე ჩვენ გვჭირდებიან ისინი.

ასოცირების შეთანხმების ზოგიერთი ეკონომიკური ასპექტი
მამუკა ჩხეიძე, ეკონომიკის ექსპერტი:

ამ ბოლო დროის ყველაზე დისკუტირებული თემა „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ გახლავთ.

ბაზრისთვის ძალიან კარგია დივერსიფიკაცია, თან ევროკავშირის ბაზარი არ არის ჩვეულებრივი ბაზარი. იგი პლანეტაზე ყველაზე მდიდარი 500 მილიონი მოსახლის ბაზარია. მაგრამ რამდენად ვართ ჩვენ მზად ამ ბაზრისთვის, რა სარგებელს ველით ან მივიღებთ ამ ხელშეკრულებიდან და ხომ არ გამოიწვევს ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ისეთ პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებს, რომელიც ჩვენი მდგომარეობის გაუმჯობესების მაგივრად გაგვირთულებს ისედაც რთულ ეკონომიკურ სიტუაციას?

განვიხილოთ, რა პირობებია ჩადებული ამ ხელშეკრულებაში.

თავიდანვე ვაცხადებ, შეგნებულად არ ვეხები ისეთ თემებს, როგორიცაა სტანდარტიზაცია, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ევროპული ნორმები და სხვა და სხვა, რომელიც, მოგეხსენებათ, ჩვენთვის სერიოზულად პრობლემური მიმართულებაა და მხოლოდ ფისკალურ ჭრილში განვიხილოთ ხელშეკრულების ავკარგიანობა.

პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ ამ ხელშეკრულების პირობებით იხსნება საბაჟო გადასახადები, რაც, ბუნებრივია, ზოგადად, კარგია.

მისასალმებელია, როდესაც შენთვის პროდუქციის ექსპორტის დროს გეხსნება რაიმე გადასახადი და ზოგადად ისიც კარგია, როდესაც საბაჟო გადასახადების განულების გამო შენთან შემოსული პროდუქცია უფრო იაფი ეღირება მოსახლეობისთვის (ჩავთვალოთ, რომ იმპორტისას საბაჟო გადასახადის სახით ბიუჯეტში ნაკლები თანხების აკუმულირება კომპენსირდება სასაქონლო ბრუნვის მომატებით). ნურც იმას ჩავთვლით ამ ეტაპზე პრობლემად, რომ იქაური მაღალხარისხიანი პროდუქცია თავისი დაბალი თვითღირებულების გამო წალეკავს ჩვენ ადგილობრივ წარმოებას.

პრინციპში რა უნდა წალეკოს, რაც არ გვაქვს. მაგრამ აქ იწყება ბევრი მაგრამ. მოგეხსენებათ, მეგობრობა ძირითადად ორმხრივი მოვლენაა. თან, როდესაც არათანაზომადად შენზე ძლიერთან მეგობრობ და ის თავს იკლავს, გინდა თუ არა შენი მეგობარი ვარო, ეს განზრახვა უნდა დასტურდებოდეს საქმით.

ხელშეკრულებაში მთავარ ყურადღებას იქცევს „დანართი II – B“ -ში ჩამოთვლილი პროდუქციის სია, რომლებიც თავისუფლდება საბაჟო გადასახადით, მაგრამ ამავე დროს ექსპორტისას იბეგრება ე.წ. „ბაზარზე შესვლის ფასის“ გადასახადით.

ამ გადასახადის დედააზრია ის, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია, იდეაში იქნება რა ევროკავშირში წარმოებული პროდუქციაზე იაფი, ამ გადასახადის დაწესებით გაუტოლდეს მათ შიდა ბაზარზე არსებული პროდუქციის ფასს. გლეხურად რომ ვთქვათ, გორის ვაშლი არ იყოს ესპანურ ვაშლზე იაფი და არ „დაჩაგროს“ ესპანური ვაშლი.

ეს ჩამონათვალი მოიცავს პრაქტიკულად ჩვენს ყველა პროფილურ ხილს და ზოგიერთ ბოსტნეულს. კერძოდ, ამ ცხრილში ვხვდებით: კიტრს და პომიდორს, პრაქტიკულად, ყველა ციტრუსს, რომელიც კი მოდის საქართველოში, სუფრის ყურძენს, ვაშლს, მსხალს, ატამს, გარგარს, ალუბალს, ბალს, ქლიავს  და ა.შ. საქართველოში, სამწუხაროდ, ანანასი და ბანანი არ მოდის და ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქცია მაპროფილებელია ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის. აი, ასეთ ხელშეკრულებას ვაწერთ ხელს.

მოგეხსენებათ, ეკონომიკა ყველაფრის ბაზისია. ამ პოსტულატის იგნორირებამ და მეორე პლანზე გადაწევამ 80-იანი წლების ბოლოს ერთხელ უკვე ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა, ახლა მაინც არ უნდა გავიმეოროთ იგივე შეცდომა.

ყველანაირი გამოკითხვებით და სოციალური გამოკვლევებით საქართველოს ნომერ პირველი პრობლემა ამჟამად არის უმუშევრობა. ქვეყანაც, პირველ რიგში, ამ პრობლემის გადაჭრისთვის უნდა იღვწოდეს. იმისთვის კი, რომ ვიპოვოთ გასაღები, თუ როგორ მოვუაროთ აღნიშნულ პრობლემას, რაც შეიძლება შემჭიდროებული დროის მონაკვეთში, უნდა გავიაზროთ მოსახლეობის სტრუქტურის მხრივ როგორი ქვეყანაა საქართველო.

საქართველოში სოფლის მაცხოვრებლების დიდი ხვედრითი წილია. შარშანდელი საქსტატის მონაცემებით სოფლად ცხოვრობდა მთლიანი მოსახლეობის 47%. ეს ძალზედ მაღალი პროცენტია. ამ მოცემულობაში ჩვენ რომ ხელშესახებ პროგრესს მივაღწიოთ უმუშევრობის შემცირების საქმეში, საჭიროა ისეთი ეკონომიკური განვითარების მოდელის შემუშავება, რომელიც პირველ რიგში მოსახლეობის ამ სეგმენტის ჩართულობაზე იქნება გათვლილი და, ამავე დროს, ამ სქემამ ეკონომიკურად უნდა იმუშაოს და განვითარების პერსპექტივა ჰქონდეს. ამის მიღწევის შემთხვევაში, რასაკვირველია, ეს აუცილებლად იმოქმედებს სხვა ეკონომიკურ სექტორებზეც: მშენებლობიდან დაწყებული, ვაჭრობით დამთავრებული, მაგრამ საბაზისო გათვლები მაინც ზემოთხსენებულ სეგმენტზე უნდა იყოს მორგებული.

ამიტომ მიმაჩნია, რომ კარგია, როდესაც ხელისუფლება ეხმარება ჩვენს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას სხვადასხვა პროექტებით, მაგრამ ეს აბსოლუტურად არასაკმარისია. საჭიროა ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის მრავალი გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა და მისთვის სტაბილური გასაღების ბაზრის მოპოვება. ეს უნდა იყოს უმუშევრობის დაძლევის მთავარი ეკონომიკური მესიჯი, რომელიც, თავის მხრივ, სრულ თანხმობაშია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან.

პრობლემა ზედაპირზე დევს.

ამჟამად საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ბუნებრივი პირობების, მოსახლეობის სტრუქტურული თავისებურების, მუშახელის შრომითი კვალიფიკაციის და სხვა ფაქტორთა გამო, ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. მაგრამ აქ წარმოჩნდება ერთი მთავარი პრობლემა. პრობლემა გასაღების ბაზრის.

ეკონომიკის ნებისმიერი მიმართულების განსავითარებლად საჭიროა გასაღების ბაზარი.

ქვეყნის ხელისუფლება ხელს უნდა უწყობდეს საკუთარ მეწარმეებს საექსპორტო ბაზრის დამკვიდრებაში. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გასაღების ბაზრის მოპოვება და შენარჩუნება. ეს სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილია.

80-იანი წლების ბოლოს დავიწყეთ მიწაზე მდგომი ყველა საწარმოს დაშლა და ნაწილ-ნაწილ გაყიდვა. გავანიავეთ ყველაფერი. აღარაფერი არ განვავითარეთ. დაიკარგა ასევე მუშახელის კვალიფიკაცია. ქვეყანა გადაიქცა ყველაფრის იმპორტიორად. თუ რა იყო ამის სუბიექტური ფაქტორი, ვის ინტერესში იყო ეს, სხვა მიმოხილვის თემაა. მაგრამ ფაქტი სახეზეა.

2013 წელს იმპორტი იყო 8 მილიარდ დოლარამდე, ხოლო ექსპორტი 3 მილიარდამდე, თანაც ამ ექსპორტში 700 მილიონი ავტომობილების ფაქტიური რეექსპორტის წილია. აი, ასეთი სავალალო სურათი გვაქვს დღეს. თუმცა 2013 წლის ბოლოსა და 2014 წლის დასაწყისში ქვეყანაში აშკარად შეიმჩნევა ექსპორტის გამოცოცხლება. დავიმახსოვროთ ეს მომენტი, ქვემოთ გამოგვადგება.

2012 წლის ოქტომბერში ევროკომისიის დაკვეთით ჩატარდა საქართველოსთვის ზემოთაღნიშნული ხელშეკრულებით გამოწვეული ეკონომიკური ეფექტების მოდელირება. გამოკვლევით, მოკლევადიან პერსპექტივაში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1,7 %-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში – 4,3 %-ით, ასევე, მოკლევადიან პერსპექტივაში ექსპორტის 9 %-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ექსპორტის 12 %-ით ზრდა არის დაანონსებული.

მე მგონი, კომენტარიც ზედმეტია, რადგან, მაგალითად, მარტო 2014 წლის იანვარ-თებერვალში წინა წლის პერიოდთან შედარებით ექსპორტის ზრდამ 23% შეადგინა. ეს კი დიდწილად გამოწვეულია მხოლოდ რუსეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდით.

ანუ, როგორც ვხედავთ, თვით ევროექსპერტების გათვლებით, გამოწვეული ეკონომიკური ეფექტიც ვერ იძლევა რაიმე განსაცვიფრებელ შედეგს. და ეს მაშინ, როდესაც ხალხის მოლოდინი მე მგონი, სულ სხვაა.

თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ზოგადად, ბაზრის დივერსიფიკაცია და ამხელა სიდიდის და პოტენციალის ბაზარზე შეღწევა უკვე დადებითი მოვლენაა. ეს უდავოა. მაგრამ აქ არის ერთი საშიშროება.

ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, დიდი ალბათობით, ისევ დაიწყება პრობლემები რუსეთის ბაზარზე ჩვენი პროდუქციის დაბრუნების კუთხით. ეს ცუდია. ეს უსამართლობაა, მაგრამ ეს შესაძლო რეალობაა. რეალობის უგულებელყოფამ ჩაგვაგდო ზუსტად ასეთ მდგომარეობაში.

სამწუხარო ფაქტია: დღეის მდგომარეობით, ჩვენ თუ გვინდა სოფლის მეურნეობის განვითარება და მისი მიბმა შესაბამის გადამამუშავებელ მრეწველობაზე, რათა ხელშესახებად შევქმნათ სამუშაო ადგილები, რუსული ბაზრის გარეშე ეს შეუძლებელია.

მაშ, სადაა გამოსავალი?

არ უნდა მოვაწეროთ ხელი ამ ხელშეკრულებას?

არა, რასაკვირველია. ასე საკითხი არ უნდა დაისვას. ყოველ შემთხვევაში, დღეს. ეს პოლიტიკური საკითხია.

ხელისუფლების მიერ „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე“ ხელმოწერის პროცესის პარალელურად უნდა მიდიოდეს რეალური დიალოგი რუსეთის ხელისუფლებასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ, შესაძლოა, ძალიან რთულ ეკონომიკურ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ.

რამეთუ თეზა: „ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის შედეგად, საქართველოს მოქალაქეები კონკრეტულ სარგებელს მიიღებენ“ არის მხოლოდ ლოზუნგი. ხელშეკრულების პირობების, ჩვენი დღევანდელი და, შეიძლება ითქვას, ხვალინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით და მრავალ სხვა ფაქტორთა გამო ეს მხოლოდ სურვილია.

ევროპის ბაზარი აბსოლუტურად გაჯერებულია იმ პროდუქციით, რომელიც საქართველოს დღევანდელი საექსპორტო მაპროფილებელი სახეობებია. დავამატოთ ისიც, რომ ამ პროდუქციის ბევრ სახეობაზე გვიმატებენ მათ პროდუქციასთან ჩვენის ფასით გათანაბრების გადასახადს. აქვე დავუმატოთ ჩვენი პროდუქციის აბსოლუტური არაცნობადობა ევრობაზარზე და ა.შ.

ამრიგად, იმ პროდუქციასაც რომ დავანებოთ თავი, რომელზეც თავისი პროდუქციის დაცვის გამო არ მოგვიხსნეს „ბაზარზე შესვლის ფასის“ გადასახადი და თვალი გადავავლოთ, ვთქვათ, საქართველოდან ღვინის ექსპორტს, ნათლად გამოჩნდება, რომ ეს გამოცოცხლების გზაზე მდგარი დარგი რუსეთის ბაზრის ჩაკეტვის შემთხვევაში, მინიმუმ, ისევ სტაგნაციას და კრიზისს დაუბრუნდება. მაგალითისთვის, 2013 წელს, მყისიერად, როგორც კი ნაწილობრივ გაიხსნა რუსული ბაზარი, საქართველოდან ღვინის მთელი ექსპორტის 44% უკვე რუსეთის ბაზარმა აითვისა. და ეს მხოლოდ დასაწყისია.

ამრიგად დასკვნა „ასოცირების შესახებ“ ხელმოწერის თაობაზე ვერ იქნება ერთმნიშვნელოვანი. განსაკუთრებით ისეთი სახის, როგორიც ახლა გაგვაცნეს.

ხაზგასასმელია, რომ „კარი IV; ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები“, რბილად რომ ვთქვათ, არათანაბარუფლებიანია მხარეებისთვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხელშეკრულება მხოლოდ საქართველოსთვის აწესებს შეზღუდვებს.

ამრიგად, თუ ამ დივერსიფიკაციის მცდელობის დროს დავკარგეთ დღეის მდგომარეობით ყველაზე „საჭირო“ ბაზარი, ეს უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩაგვაგდებს, ვიდრე დღეს ვართ.

ასე რომ, ყველაფერი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული და, ბუნებრივია, პასუხისმგებლობაც მასზე იქნება, როგორ წარმართავს ზოგადად ქვეყნის პოლიტიკას.

„უკრაინის მოვლენები: გაკვეთილები საქართველოსთვის“ (სტენოგრამა)
გლობალური კვლევების ცენტრმა 27 თებერვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ სემინარი გამართა. სემინარში მონაწილეობდნენ ექსპერტები სოსო ცინცაძე, რამაზ საყვარელიძე, სოსო არჩვაძე, ვალერიან გორგილაძე, პეტრე მამრაძე, ზაზა ფირალიშვილი, ნანა დევდარიანი, ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის წარმომადგენლები ირაკლი უბილავა და გიორგი მდივანი, აგრეთვე ჟურნალისტები.

პეტრე მამრაძე : როგორც ჩვენ ყველა, მეც უკრაინის ვითარებას ვაკვირდები მრავალი წლის განმავლობაში. 1992  წლიდან ძალიან მჭიდროდ, მისი მნიშვნელობის გამო. ეს სიტუაცია წააგავს  სხვა პოსტსაბჭოური ქვეყნების ვითარებას, როდესაც საზოგადოება არ არის მზად, სამოქალაქო საზოგადოება  არ არის განვითარებული იმისათვის,  რომ აკონტროლოს ხელისუფლება ყოველდღიურად. მოგეხსენებათ, ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად. სამაგიეროდ, ხალხი ამას ხედავს – გაკონტროლების გარეშე, ანუ ყოველდღიური  კავშირისა და  უკუგების, feedback-ის გარეშე, ხალხი ხედავს, რისხვა გროვდება, მერე იფეთქებს და ხდება, შესაბამისად, ამა თუ იმ ფორმით რევოლუცია, მოდის ახალი ხელისუფლება და ყველაფერი იწყება თავიდან. ლათინური ამერიკის ქვეყნებმა  ეს პროცესები გაიარეს ბევრჯერ, შესაბამისი, ასე ვთქვათ, შედეგებით. მითქვამს ხოლმე გამოსვლებში, რომ სულ ახალი ხორცი, ყველაზე კარგი ხარისხის რომ იყიდო, დადო მაცივრის გარეშე და 60 დღის შემდეგ ნახო, აყროლებული იქნება. ეს რატომღაც არავის უკვირს,  მაგრამ რატომღაც ის, რომ ხელისუფლებაში მოვიდა რაღაც ჯგუფი, გაიხედავ და 2-3 წლის შემდეგ არის საშინლად კორუმპირებულია, 360 000 ევროიან უნიტაზებს იშენებს,  ეს უკვირთ და ის – არა. ეს მუშაობს ისე, როგორც თერმოდინამიკის კანონი ფიზიკაში. მინდა შეგახსენოთ, რომ 2004-ში იანუკოვიჩი იყო პრემიერ მინისტრი და არჩევნების გაყალბების შემდეგ (მთავარია, რომ მოსახლეობა აღიქვამს ამას გაყალბებულად), მოხდა ნარინჯისფერი რევოლუცია. რაც შეეხება რუსეთის როლს,საკმარისია აღინიშნოს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ  მიულოცა იანუკოვიჩს გაპრეზიდენტება. შემდეგ , როდესაც ყველაფერი დამთავრდა, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მას არასწორი ინფორმაცია ჰქონდა.

ნანა დევდარიანი : სწორი ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ ვერაფრით ივარაუდებდა, რომ მესამე ტურზე წავიდოდა უკრაინა.

პეტრე მამრაძე: შემდეგ, მოგეხსენებათ, იუშჩენკო-ტიმოშენკოს მთავრობა ისეთი იყო, რომ ბოლოს ხალხმა სხვა არჩევანი გააკეთა; თუმცა მცირე სხვაობით, 49% მიიღო მაშინ იანუკოვიჩმა და 44%-ტიმოშენკომ, როგორც მახსოვს. ანუ მისცეს ხმა ისევ იანუკოვიჩს. წარმოიდგინეთ,  როგორი განწყობა ჰქონდათ უკრაინელებს მათ მიმართ. უფრო მეტიც, უკრაინელებმა მითხრეს , რომ  ტიმოშენკო მათთვის არის ელიტარული კორუფციის სიმბოლო. დღეს ეს ქალბატონი ციხიდან გამოდის, როგორც გმირი და ციხის კარებში აცხადებს, რომ იბრძოლებს და ა.შ.  უფრო მეტიც, იანუკოვიჩი, როდესაც გახდა პრეზიდენტი, მან თავისი ვაჟიშვილის, ალექსანდრეს  საძმოს ჩააბარა საკვანძო პოზიციები და დაიწყო ის მმართველობა, რომელსაც უკრაინაში თუ მის გარეთ უწოდებენ „მტაცებლურს“, რომლის შედეგებიც სახეზეა, უკრაინას აქვს 49 მილიარდი დოლარი საგარეო ვალი. იანუკოვიჩის და მისი ოჯახის აქტივები შეფასებულია 12 მილიარდ დოლარად. მე არცერთ ციფრს არ ვიგონებ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ.

აზაროვი გაიქცა იქ, სადაც უკრაინელებს ეუნებოდა, რომ ევროპა ჩვენ არ გვინდა. იგი გაიქცა პარიზში, სადაც მის ცოლზე გაფორმებულია არაერთი კომპანია და თითოეული კომპანიის ბრუნვა შეადგენს მილიარდები შეიძლება არა, მაგრამ მილიონები არის. მე კონტაქტი მქონდა უკრაინელებთან ეს წლები, მჭიდრო არა, მაგრამ სულ მქონდა და ასევე სხვა ექსპერტებთან. ამას ხედავდნენ ერთიანად აღმოსავლეთ უკრაინაში და ხარკოვში, სადაც მე ვიმუშავე 3 წელი, როგორც ფიზიკოსმა. მსოფლიო ცენტრში, ხარკოვის ფიზ–ტეხში,სადაც ევროპაში პირველი ციკლოტრონი გაკეთდა 30-იან წლებში. გამოვი მუშაობდა, ლანდაუ და ყველა ცნობილი მეცნიერი. მე ვიცი, ხარკოვი და ყველაფერი გარშემო, ეს არის რუსული სამხედრო სამრეწველო კომპლექსის  ორგანული ნაწილი. იქაც ხედავდნენ, რომ არის ასეთი კორუფციის დონე და ასეთი მმართველობა, ხედავდნენ დასავლეთ უკრაინაში. ყველას ვეთანხმები და ბევრჯერ დაიწერა ექსპერტების მიერ, რომ იანუკოვიჩმა რომ გამოცხადა შარშან ერთი კვირით ადრე, რომ აღარ მოვაწერ ხელს ასოციაციის ხელშეკურებას, ეს იყო მხოლოდ საბაბი, ეს იყო ნაპერწკალი, დენთის კასრში რომ ასანთი ჩაგიგდია. იყვნენ ადამიანები, ვისთვისაც ღირებული იყო ეს სიმბოლო,  ასოცირების ხელშეკრულება. მართალია, სირიასაც  მოწერილი აქვს ამაზე ხელი, თუმცა მას არაფერი ეტყობა ბევრი, თურქეთმაც მოაწერა 50 წლის წინ  და კიდევ 30-მდე სახელმწიფომ და ა.შ. სიმბოლო იყო ამაში. ის, რომ იანუკოვიჩმა ღიად თქვა – პუტინმა მითხრა და ამის გამო ვერ მოვაწერ ხელს, ანუ რუსეთის მოთხოვნების გამო,  ეს დიდი გამოწვევა იყო. და დაიწყო, რაც დაიწყო.

რამაზ საყვარელიძე: არც აზერბაიჯანი აწერს ხელს, მაგრამ რუსეთს არ ახსენებს, იანუკოვიჩმა კი დააბეზღა.

პეტრე მამრაძე:  თუ აზერბაიჯანში ალიევს მიჰყავს ეს ეროვნული ხაზი, შეფუთვა, ჩვენ ჩვენი აზერბაიჯანული გზა გვაქვს და ა.შ., იანუკოვიჩი 2 წელი ეუბნებოდა უკრაინელებს, რომ მე მოვაწერ ხელს, არავინ არ ექაჩებოდა მას.

ნანა დევდარიანი: თუ ვინმემ წაიკითხეთ, სერგეი გლაზიევის ინტერვიუ,  გლაზიევი პირდაპირ  წერს – უკრაინელებს რომ ჰკითხეს, იცით, რაზე აწერთ ხელსო, უკრაინელებმა თქვეს, რომ  ზოგადი ხელშეკრულებაა, კარგიო. გადაუთარგმნეს, დაუდეს რუსულად ეს ათასგვერდიანი დოკუმენტი და რომ წაიკითხესო, მარტო იანუკოვიჩმა კი არა, ეკონომიკური გუნდის  წევრებმაც თქვეს, ამაზე როგორ დავთანხმდითო. ახლა მინდა პარალელი გავავლო ჩვენს დღევანდელ მდგომარეობასთან. როდესაც პრემიერ ღარიბაშვილს ჟოზე მანუელ ბაროზუსთან ჰქონდა სადილი, მისი დასრულების შემდეგ ბაროზუმ იხუმრა – ჩვენ ყველანაირი რეკორდი მოვხსენით, ერთი სადილის ფარგლებში მოვამთავრეთ ყველაფერი ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებითო.  ეს ნიშნავს იმას, რომ ღარიბაშვილს კითხვა არ გაუჩნდა ათასგვერდიან დოკუმენტზე. რამდენიმე დღის წინ სერიოზულ საქმიან კონფერენციაზე, ღარიბაშვილი აკეთებს განცხადებას, რომ ჩვენ შემოვიღებთ პროტექციონისტულ ზომებს და დავეხმარებით ადგილობრივ მეწარმეებს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ ხელშეკრულებას. ეს შეუძლებელია ამ ხელშეკრულების პირობებში, თუმცა თავად ევროკავშირის ბირთვ ქვეყნებს საკუთარი სოფლის მეურნეობა მრავალმილიარდიან დოტაციაზე ჰყავთ. პირდაპირ ხელშეკრულება გეუბნება, რომ ვერ გააკეთებ, შენ კი ამას იმეორებ, იმიტომ კი არა, რომ ღარიბაშვილი ევროკავშირს დაუპირისპირდა, მართლაც ჰგონია, რომ გააკეთებს. ანუ ჩვენს ხელისუფლებას ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კითხვები არ უჩნდება.

პეტრე მამრაძე: არა, მე, ვინაიდან იცით, სად ვმუშაობდი და რამდენი წელიწადი, მინდა გითხრათ, რომ თუ ვთქვათ ვაცლავ კლაუსი, მაშინ ჩეხეთის პრემიერი და მერე პრეზიდენტი, სავალუტო ფონდთან მუშაობდა ძალიან მჭიდროდ, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ეკონომისტი იქაც სვამდა პირობებს და ამისთვის ის მხარეც მადლობელი იყო. იცით, რა შედეგები მოჰყვა ამას ჩეხეთში. აქ, საქართველოში, ჩემს თვალწინ ჩვენი ვაიეკონომისტები და თანამდებობის პირები სავალუტო ფონდს და მსოფლიო ბანკს ეუბნებოდნენ, რასაც დაგვიწერთ, რასაც მოგვცემთ, ისე მოვიქცევითო. თუმცა არიან ძალიან კარგი ადამიანები და  სპეციალისტები საგარეო საქმეთა სამინისტროში, მუშაობენ, თუმცა რასაც ჰქვია, პოლიტიკური ნება და შეხედულება, რომ ასე უნდა იყოს, ეს პრაქტიკულად არ არის, ეს როგორც წესი არ არის და ნუ გიკვირთ ღარიბაშვილი, რომელიც 30 წლისაა და მოსხნა მსოფლიო რეკორდი, ასაკის მხრივ, ხოლო გამოცდილება… ევროპაში 56 წელია პრემიერის საშუალო ასაკი, 2-ჯერ მეტი, ვიდრე ჩვენთან – 30.  მაგრამ ვუბრუნდები იმას, თუ რა გააკეთა იანუკოვიჩმა. კაცი ორი წელიწადი ამას აპიარებდა, როგორც მიშა – მაპს და ნატოს.

რამაზ საყავრელიძე: იანუკოვიჩთან ამას ჰქონდა ევროპულად განწყობილი მისი მოსახლეობის წინაშე მლიქვნელობის იერი, ჩვენთან ასეთი განწყობები მოსახლეობაში არ არის. ესე იგი ესაა ნაციონალებთან მლიქვნელობა. პოლიტიკურ გადაწყვეტილებას რომ იღებ, რაღაც მოტივით უნდა იღებდე ხომ? იქ მოტივი იყო მოსახლეობის ჩაწყნარება, აქ – ნაციონალების.

პეტრე მამრაძე :უკრაინას რომ დავუბრუნდეთ, იანუკოვიჩის პოზიციას და ტოტალურ კორუფციას…

ნანა დევდარიანი : 2 კვირის წინ გამოაქვეყნა ევროკომისიამ მოხსენება,სკანდალური,  ევროკავშირში კორუფციის მასშტაბების შესახებ…

პეტრე მამრაძე: 12 მილიარდი ევროა კორუფციის შეფასება.

ნანა დევდარიანი: კატასტროფული კორუფციაა, აი, ამ ფონზე  იანუკოვიჩის კორუფცია აღნიშვნის ღირსიც არ არის. ანუ მოსახლეობის გულისწყრომის გამოწვევა არის ძალიან მარტივი. მე მახსოვს  რუსთავი 2, სულელურ  ფოტოებს რომ აქვეყნებდა „ვარდების რევოლუციის“ წინ, თითქოს შევარდნაძემ ბადენ-ბადენში სასახლე იყიდა. ცხადია, ეს სიყალბე იყო. ეს ტექნოლოგიების საკითხია, თორემ კორუფცია ევროპაშიც არის და შეერთებულ შტატებშიც. მე ახლა ვეძებ ნამდვილ მიზეზს, რამ გამოიწვია  ის, რაც მოხდა მაიდანზე. თავიდან, როდესაც ხალხი გამოვიდა, მთავრობის წინააღმდეგ, ეს გასაგებია, არცერთი მთავრობა არ უნდა უნდოდეს არცერთ ხალხს თანამედროვე მსოფლიოში. მესმის, როდესაც ვიღაც  აღშფოთებული გამოდის და ამბობს, რომ მე ბავშვები მშიერი მყავს და ეს ოქროს უნიტაზებში ისაქმებს. არ მესმის სულ სხვა რამ,  აი,  ასეთი მაგალითების მოყვანა, როდესაც რეალურად ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი მოჰყვა იანუკოვიჩის განცხადებას – კრიზისში რომ შევა ჩემი ქვეყანა, რა კომპენსაციას გამიკეთებთ და ევროპის პასუხი იყო, რომ არაფერსაც, კისერი გიტეხიათ. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ დავკარგეთ ორიენტირი, რით დაიწყო ყველაფერი და რით დამთავრდა. და კიდევ: მე მაქვს ერთი შეკითხვა, აქ ჩვენ წელიწადნახევარი რომ გაგვიწყალეს გული ამ კოჰაბიტაციით, იქ რატომ არ ითხოვენ ამას?

პეტრე მამრაძე: რატომ არ ითხოვენ, გასაგებია სრულიად. ვუხვევთ, მაგრამ გეტყვით, კოჰაბიტაციას ითხოვენ შემდეგი რამის გამო: თავის დროზე დასავლეთის არაერთმა ლიდერმა  და შემდეგ შეერთებული შტატების ლიდერებმა დახუჭეს თვალები და საჯაროდ არცერთი განცხადება არ გააკეთეს სააკაშვილის  და მისი რეჟიმის წინააღმდეგ. ეს იმ ფონზე, ხაზს ვუსვამ, როდესაც დასავლეთის ყველაზე ავტორიტეტული  ორგანიზაციები, მაგალითად, ევროპის საბჭოს  ადამიანის უფლებათა კომისარი, ნობელის პრემიის ლაურეატი ჰამერბერგი და სხვები, შავით თეთრზე წერდნენ  იმაზე, თუ რაც ხდებოდა საქართველოში. რომელი ერთი, რასმუსენი ან ჰილარი კლინტონი, ან სხვა, გამოვიდა და საჯაროდ თქვა, რომ ეჭვებს იწვევენ? როცა გიწერენ , რომ 0,01 % – ია  საქართველოს სასამართლოებში გამამართლებელი განაჩენი, როდესაც 23% იყო ბრეჟნევის დროს საბჭოთა კავშირში.

სოსო ცინცაძე: და მერე რა ვუყოთ ამას? საბჭოთა კავშირის დროს ნიქსონმა პოლიტპატიმრების სია რომ გადასცა საბჭოთა ლიდერებს, სულ 25 კაცი იყო. ჩვენ კიდევ 200 კაცი გამოვუშვით.

პეტრე მამრაძე: გუდიანი ქალი რატომ დაარქვა კლინტონს მიშამ? ნუ გგონიათ, რომ გუდიანი ქალიაო, იმიტომ რომ „გუდიანმა ქალმა“ პრემიერ მინისტრ გილაურს უთხრა 2008-ში ვაშინგტონში, რომ ეს არის თქვენი ბოლო არჩევნები, თუ თქვენ გამოაცხადებთ, რომ მოიგეთ, ჩვენ გამოვაცხადებთ, რომ თქვენ უზურპირებული გაქვთ ხელისუფლება, იმიტომ რომ თქვენ ვერ მოიგებთ რეპრესიებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე. მე არ ვამართლებ ამას, რა თქმა უნდა. ამის შემდეგ, როდესაც სააკაშვილი ყვიროდა, რომ მე ვარ პროდასავლური, სთავაზობდა  უფასო საზარბაზნე ხორცს, რამდენიც ენდომებოდათ. საქმე იქამდე მივიდა, რომ როცა თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო ჩამოსული სამიოდე წლის წინ,  მიშამ საჯაროდ გამოაცხადა, რომ სთავაზობს ამერიკას, საქართველო იყოს სატრანზიტო გზა ნატოს ტვირთებისთვის ავღანეთში. მოგეხსენებათ, რუსეთი არის სატრანზიტო გზა და 90% ტვირთებისა გადის იქ. როდესაც აეროპორტში ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თქვენი პასუხი რა იქნება მიშას შემოთავაზებაზეო, მან უპასუხა – მე მივუთითე თქვენს პრეზიდენტს, რომ მსგავსი შეთავაზებით მან ჯერ უნდა მიმართოს პენტაგონს და შემდეგ ილაპარაკოს. შეაფასეთ გაღიზიანების ხარისხი.

მე პასუხს ვაგებ, რომ ეს იყო ბოლო ნაპერწკალი, რაც იანუკოვიჩმა გააკეთა. მინდა დავამატო, რომ სინამდვილეში, იმ ფონზე, რომ ევროკავშირმა,  მათი საუკეთესო ექსპერტების, პოლიტოლოგების შეფასებით, დაუშვა კასკადი მძიმე შეცდომებისა უკრაინის მიმართ, თვითონ წერენ ამას. ამ ფონზე  ბატონი იანუკოვიჩი ვაჭრობს. ის, რომ იანუკოვიჩი პუტინის კაცია, ეს არის მითი.

სოსო ცინცაძე: ფულის კაცია ის.

პეტრე მამრაძე: ფულის კაცია. ახლა რინატ ახმეტოვი პუტინის კაცია?  ან ის დონეცკის დაჯგუფება, რომელმაც მილიარდები წაიღო? ოლიგარქები ვერ დაუშვებდნენ იმას, რომ იანუკოვიჩი დაწოლილიყო, როგორც მათი ტერმინია,  პუტინის ოლიგარქების ქვეშ. ეს გამორიცხული იყო. აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა  გუშინწინ განაცხადა, რომ  ის, რაც მოხდა უკრაინაში, არის „მხოლოდ შიდაუკრაინული კრიზისი“ და ტყუილად ნუ აცხადებენ ამერიკაში, რომ ყველაფერში რუსეთის ხელია და ა.შ. მე იმას არ ვაცხადებ, რომ რუსეთი არაფერ შუაშია, რა თქმა უნდა,  შუაში არის, თქვა ამ ადამიანმა, მაგრამ გავლენის თვალსაზრისით.

რამაზ საყვარელიძე: პროექტის ავტორი რუსეთი არის…

პეტრე მამრაძე: ნამდვილად არ არის.

ნანა დევდარიანი: სამაგიეროდ, მე პირდაპირ  შემიძლია გითხრათ, ჩემი სუბიექტური შეფასება ასეთია, რომ ამგვარი ცინიკური, პირდაპირი ჩარევა, რაც დასავლეთიდან ხდებოდა უკრაინის მოვლენებში, იშვიათად მახსენდება,  ეს იყო მწვერვალი.

სოსო ცინცაძე: ჩვენ აქ ახლა პოლიტიკის ცოდნის პრეტენზიის მქონე ხალხი შევიკრიბეთ აქ თუ კეთილშობილ ქალთა გიმნაზიის მსმენელები? ეს პოლიტიკაა. რა, სირიაში არაა პირდაპირი ჩარევა? ყველგან არის ეს. დღეს მთავარი ისაა, რომ ევროპის ერთ-ერთ უდიდეს ქვეყანაში, უკრაინაში, 46–მილიონიანი მოსახლეობით, გაამართლებს თუ არა რუსეთის ეს სტრატეგია, რაც საქართველოში. ჯერ რუსეთს კრეატიული არაფერი მოუგონია. იგივეა, მიიღებს ალბათ, კანონს გამარტივებული მოქალაქეობის, პასპორტების დარიგებას დაიწყებს, როგორც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. იანუკოვიჩი დროა, უკვე დავივიწყოთ, სადღაც წავა, იცხოვრებს, შიმშილით არ მოკვდება.  თუ უკრაინაში ერთი კვირა, მაქსიმუმ, არ გადაწყდა ყირიმის პრობლემა, სევასტოპოლია იქ. პეტრემ სწორად თქვა, ორგანულად გადაბმული კი არა, ეს არის ერთი ადამიანის სხეულს, რომ მოჭრა ზედა ნახევარი და ქვედა ნაწილი დატოვო. ეს არის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, ჯერ ერთი, უმაღლესი ტექნოლოგიები –  მთელი რუსეთის მეხუთე თაობის ვერტმფრენები სულ უკრაინული კვანძებით, ძრავებით არის გამოშვებული. რაკეტთმშენებელი ქარხანა დნეპროპეტროვსკში იყო უდიდესი საბჭოთა კავშირში, რომლის გენერალური დირექტორიც იყო კუჩმა, სოციალისტური შრომის გმირი.

ჩარევა სხვა ქვეყნების საქმეებში იყო ყოველთვის. ასე იქცეოდა ისრაელი თავის დროზე, ნაპოლეონიც, ასე იქცეოდნენ ქართველი მეფეებიც, როცა შეეძლოთ და ამის თავი ჰქონდათ. ვთქვათ ახლა გულახდილად, ასე იქცეოდა რუსეთიც სულ. რუსეთი განა არ დათმობს, ვერ დათმობს, გამორიცხულია. ამიტომ არის, რომ ბოლო 3-4 დღეა, ევროჩინოვნიკები კბილებს შორის  ცრიან, კატები ჩხაპნით გულზე,მაგრამ მაინც ამბობენ, რომ რუსეთის გარეშე არ წყდება, და ჩვენც უნდა შევეგუოთ, მაგრამ ამ ჩვენი დეგენერატი დიპლომატების  ფონზე რას შეეგუები, რომ რუსეთის ჩარევის გარეშე პოსტსაბჭოურ სივრცეში არცერთი პრობლემა არ გადაწყდება.

ნანა დევდარიანი:  ბოლო ინფორმაციები, რაც მოდის ევროპიდან, ევროპაში დაიწყეს იმის გაცნობიერება და ხმამაღლა ლაპარაკი, რომ მათი ძირითადი შეცდომა იყო, როდესაც უკრაინა დააყენეს ალტერნატივის წინაშე – ან ევროკავშირი, ან რუსეთი.

სოსო ცინცაძე: ჩვენ არ დაგვაყენეს? კოკას ეუბნებოდნენ, ლიტრავ – გესმოდესო.  ჩვენ ჩვენთვის დასკვნა გამოვიტანოთ, საშინაო. ჩვენც დღეს ყველა კვერცხის ერთ კალათაში ჩალაგება სიკეთეს არ მოგვიტანს.  აი, ახლახანს „გარდიანში“ წერილი იყო, უკრაინის „ფინლანდიზაციაზე“ ლაპარაკობს ბჟეზინსკი. გინდ ჩამქოლეთ, დამწვით, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს საკითხი არის საქართველოსთვის ყველაზე ოპტიმალური, არა იდეალური, რასაკვირველია. ამაზე უკეთესს საქართველო ვერ მიიღებს. ფინეთში ვყოფილვართ ყველა, რა იყო ფინეთი, საბჭოთა კავშირის დროსაც, კლასიკური კაპიტალისტური ქვეყანა. სიტყვის, პრესის, გამოსვლების, ევროპაში მიმოსვლების  თავისუფლება, თავისუფლება პარლამენტში და ა.შ. მაგრამ დიდ ყრილობებზე – რუსეთის ერთგულების ფიცი. ეს იყო დაახლოებით ის პოლიტიკა, რასაც დღეს ნაზარბაევი ატარებს. ნახეთ ნაზარბაევის პროექტი ევრაზიის კავშირის? ამ პროექტს მეც ხელს მოვაწერ. მაგრამ პუტინმა ამის განხილვაც არ ისურვა. ამიტომ ჩვენც რაღაც უნდა მოვძებნოთ, ამაზე ვიზრუნოთ. დანარჩენი ლირიკაა, ფოლკლორი, იანუკოვიჩმა რამდენი მოიპარა და ა.შ. ჩემი მოწოდებაა, ვიყოთ პრაგმატიკოსები.

მე ძალიან კარგად ვიცი რა არის ასოცირების ხელშეკრულება. ევროკავშირის იმ ათასგვერდიან დოკუმენტში 17 გვერდი აქვს მარტო დათმობილი სექსუალური უმცირესობის კრიტიკის აკრძალვას. თუ მას აქვს უფლება, მე რატომ არ მაქვს უფლება ვთქვა, რომ არ მომწონს ეს. აი, რომ გამოვიდე 17 მაისს და ვთქვა, რომ არ მომწონს, მე ციხეში უნდა წავიდე. ამ თვის ბოლოს გამოქვეყნდება ის ათასგვერდიანი დოკუმენტი. ინგლისურად კი იდო, მაგრამ ასე ტალიავინის დასკვნაც იდო. მითხარით, ვინ წაიკითხა თავიდან ბოლომდე ინგლისურად ტალიავინის განცხადება?  ევროპული ფასეულობები და ღირებულებები რითი იწყება? აი, ელემენტარული რაღაცით, თუ გინდა, ქუჩაზე მოძრაობის წესებით. მანქანით მიდიხარ და ბებერი, ახალგაზრდა, გოგო, ბავშვი, ქალი, რუსთაველზე ისე გადაგირბენს… ბრიუსელში ვიყავით ერთხელ, ვნახეთ, ქუჩა ცარიელია, დავადეთ თავი და გადავედით. წითელი ანთია, მაგრამ მანქანა არ მოდის. ყველა იდგა და ელოდებოდა, ჩვენ კი, მიჩვეულებმა, გავიხედეთ, გამოვიხედეთ და გადავედით.

ჩვენი პრემიერ მინისტრი გამოდის და ამბობს ამაზრზენ რაღაცას – რა ვქნათ,  ჩვენს ჩინოვნიკებს კანონი არ უკრძალავდათ 200.000-იანი მანქანების ყიდვასო! კი, მაგრამ თუ ამბობ, რომ ევროპული  ღირებულებებით მიდიხარ, ევროპაში ყველაფერს კანონები კი არ კრძალავს, იქ კრძალავს კანონზე მეტად აი, ეს ფასეულობები, ზნეობა, მორალი. აი, სანამ ასეთი მიდგომა იქნება, რომ რასაც კანონი არ კრძალავს, ის ყველაფერი დასაშვებია, არავითარ ევროპულ ღირებულებებზე ლაპარაკი არ შეიძლება. კანონში როგორ ჩაუწერენ, რომ მაგალითად, პაატა ზაქარეიშვილს, სახლზე დიდი მანქანა ჰყავს. აი, ეს არის.

აი, ამით დავიწყოთ, ღირებულებების ცხოვრებაში დამკვიდრებით, თორემ სანამ ჩვენ ევროკავშირის წევრი გავხდებით, გახსოვთ ალბათ, პიტერ სემნების რომ ამოუყვანეს ყელში, განაცხადა, რომ თქვენ 30 წელი ახლოს არავინ მიგიშვებთ ევროპასთანო, ნატოში – არასდროს. ჩვენთან შეიქმნა ძალიან თხელი ფენა ჩინოვნიკების, რომელთა პირადი კეთილდღეობა დაკავშირებულია პროცესთან. რასაკვირველია, ალასანიას და პეტრიაშვილს, მოსკოვში სიარულს, პარიზში და ბრიუსელში სიარული ურჩევნიათ.  ჩვენი ჩინოვნიკების შემოსავლის  70% არის მივლინების თანხები. პარლამენტს დაამტკიცებინეს ზღაპრული მივლინების თანხები, მთელი ევროპის ყველა  ქვეყანას  არ აქვს ამხელა მივლინების თანხები. თითოეული მივლინებიდან 2000-3000 ევრო რჩებათ. და ამას გადაათქმევინებ ახლა ამათ შენ? აი, ეს ფენა არის ძალიან თხელი ფენა, რომელიც ხეზე ჩამოგკიდებს და რუსეთის აგენტად მოგნათლავს.

აი, ახლა გეუბნებით, რაც მოხდება, შოტლანდიაში სამიტზე არავითარ მაპს არ მოგვცემენ და პრემიერმა დაგვამშვიდა, მაპს არ მოგვცემენ, მაგრამ რაღაცას მოგვცემენო, ისევე როგორც გია ბარამიძე ჩამოვიდა ბუქარესტიდან და გვითხრა, მაპი არ მოგვცეს, მაგრამ მაპზე უკეთესი მოგვცესო. მე ცხოვრების ნახევარი გავატარე იმ ქვეყანაში, სადაც მეუბნებოდნენ, რომ მომავალი თაობა კომუნიზმში იცხოვრებს, ახლა მაბოლებენ, რომ მომავალი თაობა ნატოში იცხოვრებს, მაგრამ ეს არც ალასანიას სჯერა, არც სხვებს და უნდათ, რომ ჩვენ დავიჯეროთ. გამოსავალი, იცი, რა არის? უკრაინამ რომ დააყენა დასავლეთი ალტერნატივის წინაშე, დასავლეთმა ბოლომდე ჩაიყო ჯიბეში ხელი. თავის დროზე  3 მილიარდი დოლარი არ მისცა ბელორუსიას და რუსეთს ჩაახუტა იგი.  ახლა უკრაინას 15 მილიარდ დოლარს არ აძლევდა და დღეს 20 მილიარდ ევროს სთავაზობს და ეუბნება – ეს ავანსია და უფრო მეტი ამერიკიდან მოვაო.

დამიჯერეთ, ბოლოს და ბოლოს ხალხი იტყვის, დღეს არის 70% მომხრე, შემდეგ იქნება კიდევ 2 სამიტი ნატოში და 50%-იც აღარ იქნება, შემდეგ უფრო დაბლა წავა, მაღლა არ მიდის. აი, ეს პროცესია. და კიდევ ერთი, თუ ჩვენ გაჭირვებაში ვართ და ქამრის მოჭერას გვთხოვენ, მოდით, მთავრობამაც ჩვენთან ერთად მოიჭიროს ხელი. მაგრამ ახლა ეს ხალხი უყურებს, ყოველდღე ვრცელდება სურათები, ალასანია „ბაბოჩკით“ ინგლისელი ლორდივით ზის ფეშენებელურ სასტუმროში, სადაც ერთი ჭიქა ყავა 50 ევრო ღირს და ვინც ამას უყურებს, მისთვის ეს ფული ერთი თვის პენსიაა. მეტი დასაბუთებაა საჭირო, ცენტრალურ აფრიკაში რატომ ვგზავნით ჯარს. პან გიმუნმა გვთხოვა ყველა ქვეყანას, რომ იქ არის გენოციდი და გაგზავნეთო? მე არ მესმის, ამერიკელი ჯარისკაცი რატომ ღებულობს ავღანეთში 7-8 ათას დოლარს და ჩვენი ჯარისკაცი 700$-ს? რატომ, ჩვენი ჯარისკაცის სიცოცხლე ამდენჯერ იაფი ღირს? ჩვენ 3 მილიონი ვართ, ისინი 140 მილიონი არიან, ამას პოლიტკორექტულობა კრძალავს.

გარდა ამ ყველაფრისა, უამრავი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში. ამას წინათ ვიყავი გურიაში, მოსახლეობამ დაივიწყა ეს შიმშილი და ყველაფერი და მეჩეთებზე ნახეთ, რა ამბავია იქ. ამაზე გამახსენდა, რატომ იყო თავის დროზე ცხონებული ბისმარკი ავსტრიის და პრუსიის გაერთიანების. ავსტრია იყო კათოლიკური, პრუსია – პროტესტანტული, თუმცა ორივე გერმანელი ხალხი იყო. ბისმარკი თვლიდა , რომ ეთნიკურ ერთიანობაზე ძლიერია რელიგიური სხვაობა. თანაც მიუმატეთ ის, რომ ისლამთან გავქვს საქმე, რომელიც ერთადერთი რელიგიაა სახელმწიფოს წარმომქმნელი. ხომ არ არსებობს, ვთქვათ პოლონეთის კათოლიკური რესპუბლიკა, მაგრამ არსებობს ირანის ისლამური რესპუბლიკა. ეს არის ის საკითხები, გამოწვევები  და საფრთხეები, რომლის წინაშეც ქვეყანა  დგას. ფაქტი ერთია,  რუსეთი უკრაინას ვერ დათმობს და კიდევ, ის არ უნდა მიიყვანონ იქამდე, რომ მართლა უკრაინამ ხელი შეუწყოს სეპარატიზმს.

პეტრე მამრაძე: ერთს ვიტყვი, ვიქტორია ნულანდის საუბარი ელჩთან, ის რომ ამბობს, მაპატიეთ, იქ „ Fuck You“-ს, ეს უფრო ნიშნავს ფეხზე დაიკიდე, მაგრამ მერეა მთავარი, გაწერილად არის, კლიჩკომ როგორ უნდა იმოქმედოს, იაცენიუკმა და ა.შ.  უფრო მთავარი რა არის, ჯორჯ ფინმანი, რომელსაც ყველა იცნობთ ცხადია, წერს შესანიშნავ  სტატიას, რომ ეს არის ბრწყინვალე ნაბიჯი ამერიკული დიპლომატიისა,სრულიად აუცილებელი იმ მიძინების შემდეგ, ვინაიდან იმ ვითარებაში, რაც პუტინის გეგმებია დღეს და მისი განხორციელების დინამიკა, ასეთი ჩართულობა არის აუცილებელი, ეს ბალანსს შეცვლის. მე მინდა გადავიდე იმაზე, რაც ხდება უკრაინაში, მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა დაიწყო სრულიად უტიფარი ვაჭრობა პუტინთან და ევროკავშირთან. ამან გამოიწვია ის, რომ ორივე მხარემ და ევროკავშირმა, პირველ რიგში, გადაწყვიტა, იანუკოვჩთან საქმეს აღარ იქონიოს.  ამ დროს უკრაინაში დეფოლტია მოსალოდნელი მარტში.

რაც შეეხება აღმოსავლეთ უკრაინას,  ავიღოთ დონეცკი, დონბასი. დღემდე არ არის დაწყებული სასიცოცხლოდ აუცილებელი მოდერნიზაცია იქაური ეკონომიკისა. მოვიყვან მაგალითს, მარტენის ღუმელები დგას, რაც აღარსად, აფრიკაშიც არ დგას. ჟანგბადკონვენტირებად ღუმელზე არ არიან გადასული, შესაბამისად, შრომის ნაყოფიერება არის 5-6-ჯერ დაბალი, ვიდრე მსოფლიოში. ენერგომოხმარება ერთ ტონა გამოდნობილ ფოლადზე არის 3-4-ჯერ მაღალი, ვიდრე მსოფლიოში. მთელი ეს აუზი, რამდენიმე მილიონი ადამიანი, რომელსაც სხვა არაფერი არ აქვს, არც ბოსტნები აქვთ, რომ თავი შეინახონ, არსებობს მხოლოდ იმით, რომ დღესაც იქ მუშაობს. როგორ მუშაობს, ეს სხვაა. ჩვენთან, საქართველოში ერთი სიმბოლური მაღარო, ტყიბული, წვეთია ზღვაში და რამდენი წელია,  სსრკ-ს დაშლის შემდეგ,  ტყიბულის პრობლემაა, როგორ ვუშველოთ მას და ა.შ. ასევეა უკრაინაში, იქ დაწყებულიც კი არ არის არაფერი. ვითარება ასეთია, ვერავითარი მსოფლიოს სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი ვერ ამოიღებს ამხელა „ქეშს“ და ვერ ჩაურიცხავს უკრაინას. ეს გამორციხულია.

ამერიკელი ექსპერტები წერენ, პუტინს შეუძლია მისცეს პირდაპირ „ქეში“აღმოსავლეთ უკრაინას და ამით მოიგოს დრო, მაგრამ მერე? ვეებერთელა რეგიონი, მილიონიანი მოსახლეობით, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ იმ წამგებიან საწარმოებზე. რა გინდა, რომ გააკეთო დღევანდელ პირობებში 2014 წელს. აი, სად იმარხება პრობლემა – სსრკ-ს დაშლის შემდეგ უკრაინაში არ ჩატარებულა მოდერნიზაცია, რეალური,  ღრმა  რეფორმები, საქართველოსი არ იყოს, არც დაწყებულა. ჩვენ გადარჩენილები ვართ, რომ მძიმე მრეწველობა არ გვქონდა.

ნანა დევდარიანი: რაც გვქონდა, გავანადგურეთ…

სოსო ცინცაძე: ერთი პერსპექტივაა ჩვენთვის, შეიძლება ხეირად გვექცეს; რუსეთი იძულებული იქნება, რასაკვირველია, მარტო დასავლეთის ფულზე არ დატოვოს უკრაინა, თვითონაც უნდა გადაუხადოს, უნდა თუ არ უნდა. რუსეთის 2%-იანი ეკონომიკური ზრდა 1.8%-ზე დაიყვანეს უკვე, ფინანსთა მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ კიდევ შეიძლება გადასინჯვა დაგვჭირდესო. უბრალოდ, რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის ფული აღარ დარჩება. ეს გამოიწვევს მათ დიდ უკმაყოფილებას. ვთქვათ, 70%  იჭმებოდა  სამხრეთ ოსეთში და ნახევარი აფხაზეთში, აქ ნაკლებს იპარავდნენ. აი, ეს შეიძლება ჩვენს სასარგებლოდ ამუშავდეს, იმიტომ რომ ვეღარ იყიდის ლოიალობას რუსეთი.

პეტრე მამრაძე:  რევოლუციის ღრმა შეცდომები სახეზეა. მტერი უნდა იყო უკრაინის და უკრაინელი ხალხის, რომ გააუქმო რუსული ენის სტატუსი. დასავლეთში და შეერთებულ შტატებში არის მძაფრი რეაქცია.  ბჟეზინსკი ლაპარაკობს „ფინლანდიზაციაზე“, როგორც აუცილებელზე, რომ უკრაინამ დაივიწყოს ნატო და ნებისმიერი ბლოკი, რომელიც შეიძლება აღიზიანებდეს რუსეთს, იმიტომ რომ იცის, რაშია საქმე. ამ ფონზე იმის მოლოდინი, რომ დღევანდელი რადა მოიკრებს გონებას და სიბრძნეს და იმ პოლიტიკას გაატარებს, რომელიც უკრაინას სჭირდება და არ დაუშვებს გახლეჩას, რთულია. არავინ ამბობს, რომ აღმოსავლეთ უკრაინა გამოაცხადებს, რომ შევა რუსეთში, მაგრამ ორი უკრაინა და პლიუს ცალკე ყირიმი, ეს არის სრული რეალობა, ამის ხიფათი არის ძალიან მაღალი.

სოსო ცინცაძე: რა აუცილებელი იყო ამ კანონის გაუქმება?

ნანა დევდარიანი: არ დაგავიწყდეთ, რომ მოვიდნენ ნაციონალისტები…

პეტრე მამრაძე: ბენდერელები ხვრეტდნენ მასაც კი, ვისაც ვინმე ჰყავდა ებრაელი ოჯახში, ჯერ კიდევ 1946–1947 წლებში.

სოსო ცინცაძე: ერთი პენსიონერი ჩეკისტი მეუბნებოდა, რომ უკანასკნელი ბენდერელი გაანადგურეს 1959 წელს. უკრაინა, ფაქტობრივად, უკვე გახლეჩილია, ახლა აუცილებელია, ეს იურიდიულად არ გაფორმდეს.

პეტრე მამრაძე: დასავლეთში გაისმა ხმები, რომ ყველაზე მეტად უკრაინას სჭირდება არჩევნები, რომელმაც შეიძლება დააბალანსოს რადა. რეალურია  ის, რომ დღეს მსოფლიოში ძალა, რომელაც შეუძლია შეაერთოს უკრაინა, არ არის არც დასავლეთსა და არც რუსეთში, არც  შიგნით უკრაინაში.

ვაკა გორგილაძე:  პრინციპში, იმაში, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები დასავლეთის პროვოცირებულია, გეთანხმებით. ის, რომ კულტურული ერთი ერი არ არსებობს, ეს ფიქციაა. რამდენიც არ უნდა ვთქვათ, რომ  უკრაინა არის ერთი ერი თავისი ერთიანი კულტურული ტრადიციითა და თვითშეგნებით, ეს ასე არაა. ამიტომ არის სიმბოლოების ბრძოლა, იქ არის ბანდერა, აქ არის ლენინი. ბედის ირონიაა, რომ თანამედროვე უკრაინა ამ საზღვრებში  შექმნილია სტალინისა და ლენინის მიერ. ერთის მხრივ, დასავლეთი გალიცია ანადგურებს იმას, ვინც შექმნა ის თანამედროვე საზღვრებში. საინტერესო ის კი არაა, რომ დასავლეთი ერეოდა, არამედ ის, რომ რუსეთს ერიდებოდა საჯაროდ ჩარევა უკრაინის შიდა საქმეებში. აქ გარკვეული კომპლექსი არის და იგი კულუარულად ცდილობდა ამ ვითარების გამოსწორებას. იმაშიც გეთანხმებით, რომ რუსეთი ვერ დათმობს პოზიციებს, იმიტომ რომ ეს იქნება რუსეთის შესუსტება და მერე უკვე იგივე ევროკავშირთან ვაჭრობაში შესუსტდება, მაგრამ თუკი რუსეთი ვერ ეგუება ამას, არის რამდენიმე ვარიანტი ამ ვითარების გადაწყვეტის: პირველ რიგში, ეს არის პასპორტები. ყირიმის შემთხვევაში პასპორტიც არ არის საჭირო, იმიტომ რომ არის ავტონომია და 3 თვე ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური და შესაბამისად, მის მიერ გამოცემული ნებისმიერი აქტიც. აქ არის ერთი პრობლემა, გალიცია არის პასიონარული, დასავლეთ უკრაინა თავისი იდეოლოგიით არის ენერგეტიკული მუხტი მაიდანის, იქ არავინ არაფერს ეკითხება იაცენიუკსა და კლიჩკოს. ამ თვალსაზრისით, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ინარჩუნებს გავლენას ამათზე, არის აშშ.  მაშინ, როდესაც დაატყვევეს ბერკუტელები, მიმართეს ოპოზიციის  ლიდერებს, თუმცა ამაოდ. შემდეგ იუსტიიცის სამინისტრო დაუკავშირდა აშშ-ის საელჩოს და სწორედ ამ უკანასკნელის ჩარევით გამოუშვეს ბერკუტელები. ანუ ესაა ძირითადი მამოძრავებელი ძალა, რომელმაც შეიძლება შეუქმნას პრობლემები რუსეთს იგივე ხარკოვში, სადაც მაიდანიც და ანტიმაიდანიც დგას. თვითორგანიზაციის უნარი არის ძალიან დაბალი აღმოსავლეთ უკრაინაში. თუ მათ ვერ მოახერხეს თვითორგანიზება, იგივე პასპორტიზაციის კუთხით, რომ ჰქონდეთ რაიმე სახის ჩარევის უფლება ლეგიტიმურად, მაშინ არის საფრთხე, რომ კონტინენტზე შეიძლება რუსეთი იყოს ჩათრეული იყოს ომში. მე ვერ გამიგია, ევროპელებს რაში აწყობთ ეს. ეს არ არის აფხაზეთი და ოსეთი, ეს არის 46–მილიონიანი ერი, რომელიც კარგად ორგანიზებულია და ჰყავს ჯარი. არც ყირიმში აქვს საქმე კარგად რუსულენოვან მოსახლეობას, მაგალითად, ახლა თათრები მართავენ იქ კიევის მხარდამჭერ აქციებს, ეს არის 3000 კაცი და ყირიმის მოსახლეობის 10 %. მოგეხსენებათ, ნებისმიერ რევოლუციას ქმნის ენერგეტიკული უმცირესობა. როგორც ყოველთვის ხდება, ერთი ექსტრემიზმი კვებავს მეორე ექსტრემიზმს. აი, ასეთ უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებენ, არ იყო საჭირო იმ ქარტიის გაუქმება, რუსული ენა ხომ ისედაც არის იქ, შენ წაართვი ენა უნგრელებს, რუმინელებს, ბელორუსებს, უამრავი ეთნიკური უმცირესობა ცხოვრობს, ეს ხომ პოლიეთნიკური ქვეყანაა. მეორე შეცდომაა რუსული ფედერალური არხების აკრძალვაზე გადაწყვეტილების მიღება. ამას ვერც ასრულებდნენ. ეს ყველაფერი და ის, რაც მოხდა დასავლეთ უკრაინაში, ვგულისხმობ, სინაგოგაში რუსულენოვან რუსებზე შესაძლო თავდასხმას, შეიძლება საბაბადაც იქცეს რუსეთისთვის, რომ შეიყვანოს ჯარები. ამიტომ ვითარება არის ძალიან რთული. ეს ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებიც  უნდა დაელაპარაკონ, პესკოვი აკეთებს განცხადებას და მარგველაშვილი ამბობს, რომ არასერიოზულია და ის ვერ უპასუხებს მას და მისი პრესმდივანი გააკეთებს განცხადებას, შემდეგ პუტინი აკეთებს განცხადებას და ალასანია ამბობს, რომ არანაირი აზრი არ აქვს ამ მოლაპარაკებას. ერთ-ერთი ინიციატივა უნდა კონკრეტული, ერთ-ერთი ბლოკი პოლიტიკური. ეს ჩვენთვის არის უკრაინული გაკვეთილები, რუსეთი არ შეეგუება ამას. შესაძლო სცენარი შეიძლება იყოს მზა კონფრონტაციული ესკალაციაზე და რუსეთის ჩათრევა ომში. სარაევოში გავრილო პრინციპის გასროლა იქნება მონაგონი, თუკი აქ ატყდა ამბავი. ნებისმიერი სცენარი არის ძალიან ცუდი ჩვენთვის. ამიტომ უნდა წავიდნენ, შეხვდნენ მათ და ყველაფერი იყოს საჯარო, თუ რას ეტყვის პუტინი.

ირაკლი უბილავა:  რუსულ ენას რომ აუქმებენ უკრაინაში, ეს ერთგვარი მცდელობა ხომ არ არის აღმოსავლეთის ინკორპორირებისა დასავლეთში?

ვაკა გორგილაძე: გუშინ სტეპან ბანდერას საზოგადოებამ გაავრცელა განცხადება, რომ მათი აკვიატება არ არის რუსოფობია, მაგრამ ისინი ერჩიან იმპერიას, მათ სურთ, რომ უკრაინელმა ხალხმა დაიბრუნოს მშობლიური ენა, იდენტობა, კულტურა და ა.შ. ამავე დროს ლვოვის ინტელიგენციამ განაცხადა, რომ არ არის სწორი, როდესაც  გალიციური ცხოვრების წესს ჩვენ თავს ვახვევთ ხარკოვშჩინას და დნეპროპეტროვშჩინასო, მაგრამ ეს ვითარებას არ ცვლის. შევადარებდი ლატვიას, იქ არის 2 თემი, რუსულენოვანი და ლატვიური, აქაც იგივეა, თუმცა კულტურის  სიმბოლოების ბრძოლის თვალსაზრისით, აქ უფრო მძაფრი კონფლიქტია, ვინაიდან ბანდერა სრულიად მიუღებელია აღმოსავლეთისთვის.

ნანა დევდარიანი : ევროპისთვის რატომაა მისაღები ეს ყველაფერი?

ვაკა გორიგილაძე: ევროპა ეგუება რაღაცებს, როგორც იტყვიან, „მიზანი ამართლებს საშუალებას“.  ესაა გეოპოლიტიკური ბრძოლა, ყველაზე კარგად ორგანიზებული და მობილიზებული  ძალა. მაიდანზე ისინი არ მიდიან, ამბობენ, რომ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას მთავრობის დაკომპლექტებაშიო. არ ვენდობით არც კლიჩკოს, არც ტიმოშენკოს, არც იაცენიუკს. ვინაიდან უკრაინა იყო კორუმპირებული ყოველთვის და ტიმოშენკოს და ლაზარენკოს შექმნილია ეს სისტემა, საერთოდაც. შიგნით არის კიდევ ბევრი წინააღმდეგობა და ვნახოთ, როგორ გადაწყდება.

რამაზ საყვარელიძე: კიდევ ერთი ვერსია, ხომ არ შეიძლება, თუ დღეს მომწიფებული არაა, ხვალ მომწიფდეს გადანაწილების თემა?

ვაკა გორგილაძე: კი, შეიძლება. შეიძლება შტატებსა და რუსეთს შორის იყოს რაღაც შეთანხმება. ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკა ტოვებს შუა აზიას, გადადის წყნარი ოკეანის აუზში, მთავარი გეოპოლიტიკური მეტოქე არის ჩინეთი და არა რუსეთი. სხვათა შორის, ახლა აქტუალური გახდა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის თემა, გაერთიანების კომისიას ქმნიან, ნათესავები შეარიგეს. სხვათაშორის, კიმ ჩენ ინი იქ რომ რეპრესიებს ატარებს, არის ვერსიები, რომ ატარებს ჩინური ლობის წინააღმდეგ. იაპონია ითხოვს ცვლილებებს თავის კონსტიტუციაში და აძლიერებს ჯარს. ამდენად, აქ რომ დატოვოს არეული სიტუაცია, იგივე სირია და ავღანეთი, ავღანეთი ხომ ისედაც რუსეთის თავის ტკივილია, რუსეთი სთავაზობდა ულიანოვსკში ნატოს ბაზას, ლოჯისტიკის გამარტივებასაც. ანუ ეს არ არის გამოსარიცხი. რუმინულ პრესაშია რევანშისტული განცხადებები, რომ  უკრაინა იშლება. მოლდავეთის შეერთება გადაწყვეტილია. ლავროვის და პუტინის განცხადება ხომ გვახსოვს, რომ მოსალოდნელია ტექტონიკური ძვრები და  გეოპოლიტიკური ომები. ამდენად, რაც ხდება,  არის სახიფათო. რუსეთთან აუცილებელია რაღაც არხების გამოძებნა. ის გვთავაზობს პირდაპირ, ჩამოდით, დავილაპარაკოთო. მავთულხრალთებზეც კი არავის დაურეკავს აქედან მოსკოვში, კომუნიკაციური ვაკუუმია.  არდალაპარაკება ამ სიტუაციაში,  რბილად რომ ვთქვათ, არის იდიოტიზმი. ჩვენი ელიტა არის კორუმპირებული და არ იღებს პასუხისმგებლობას. რუსეთი ახლა გვთავაზობს დალაპარაკებას, თორემ შემდეგ თუ ცხელ ფაზაში გადავიდა ეს  და წავიდა ოკუპაციაზე, არავინ მოგელაპარაკება, შემოვა პირდაპირ.

რამაზ საყვარელიძე: არსებობს ორი ვარიანტი: რუსეთმა შემოიყვანოს ჯარი ან გვითხრას – აი, აფხაზეთი და ოსეთი, ოღონდ დასავლეთისკენ ნუ იმოძრავებთ. ამ ვერსიისთვის აბსოლუტურად მოუმზადებელია საქართველო, მოსახლეობა ევროპაზე უარს იტყვის. პოლიტიკური ელიტა შეიძლება წალეკოს მოსახლეობამ ამ შემთხვევაში. ეს სცენარი აწყობს რუსეთს, თუკი ვერ მოახერხა რაღაც ბერკეტების შენარჩუნება უკრაინაში სხვაგვარად და ომით  შევიდა იქ. მერე აქაც შემოვა. ამ წინადადებით ის მშვიდობის მტრედია, აღარ დასჭირდება ფულის ხარჯვა აფხაზეთსა და ოსეთში. ფინანსურად რუსეთს უჭირს, უკეთესობის პერსპექტივა არ ჩანს, მისთვის აფხაზეთი და ოსეთი პოლიტიკური და ფინანსური  ტვირთია, მოგება აქვს ნული.  პუტინმა იქ გაგვიღიმა, იქ  კომპლიმენტი უთხრა სპორტსმენებს, იქ მოლაპარაკებაზე მიგვიწვია, ანუ ის უფრო აქტიურია, ვიდრე ჩვენ. ეს პასიურობა, რაც იდიოტობის  და არა რთული გათვლის შედეგია, შეიძლება გამოგვადგეს კიდეც, რადგან მიიყვანოს კომპრომისულ რაღაც ვერსიებამდე რუსეთი. რაც შეეხება  ხელის შეშლას ხელმოწერაზე, ამას  დაგვიდებს ისევ და გვეტყვის, რომ გაჩერდი. აქამდე მათრახს გვირტყამდა, ახლა თაფლაკვერი მოდის და ეს უფრო ძნელია უარის სათქმელად. მოდით, ვილაპარაკოთო, იძახის კაცი, თან ბურჯანაძეს გამოაყოლა მესიჯი თავის დროზე, რომ ნებისმიერ თემაზე შეიძლება ლაპარაკი.

ნატა წერეთელი: ანუ ბატონო რამაზ, თქვენ თვლით, რომ ეს თბილი კომპლიმენტები პუტინისგან იყოს იმის სიგნალი, რომ აფხაზეთსა და ოსეთზე…

გიორგი მდივანი: ობამასა და ღარიბაშვილის შეხვედრა, ანუ ობამას დასწრება შეხვედრაზე, პუტინის რეპლიკამაც ხომ არ განაპირობა დიდწილად?

რამაზ საყვარელიძე: არ არის გამორიცხული.

ირაკლი უბილავა: პუტინის რეპლიკაზე მარგველაშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა, ჩვენ დასავლელ თანამეგობრობასთან მოვილაპარაკებთ, კონსულტაციებს გავივლითო.

რამაზ საყვარელიძე: მარგველაშვილის ტექსტი არ არის პოლიტიკურად წონიანი დღეს. ივანიშვილი არ მიდიოდა ამერიკაში, ჩემი აზრით, არ უნდოდა ეწყენინებინა პუტინისთვის. უკრაინამ უშველა ობამასა და ღარიბაშვილის შეხვედრას. თან მოლდოვას ხვდება ამ დღეებში, ანუ ჩაერთო პოსტუკრაინულ პროცესში.

ვაკა გორგილაძე: უკრაინაში ჩვენ დავინახეთ აშკარად აქტიური უმცირესობა, კარგად ორგანიზებული, მობილიზებული და  რომ გავაკეთოთ პარალელი, რომელი  პოლიტიკური ძალა შეძლებს 2-3 წელიწადში მსგავსი რაღაცის განხორციელებას?

ირაკლი უბილავა: რამდენიმე დღის წინ ვკითხულობდი სტატიას ამერიკულ სოცოლოგიურ კვლევაზე, რომელიც ჩატარდა იანვრის თვეში და ამ კვლევის მიხედვით, 21 % ისევ იანუკოვიჩს უჭერდა მხარს.

რამაზ საყვარელიძე: ეგ პერსონას და პოლიტიკური კურსი კიდევ სხვა არის.

ვაკა გორგილაძე: არ არის შემთხვევითი, რომ დღესვე რუსულ მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჟვანიას მკვლელობაში სააკაშვილი არის დამნაშავე. დასავლურ მედიაშიც აგრეთვე აქტუალურია ეს თემა. არადა, „ასავალ-დასავალი“ ამას წერს რამდენი წელია და დღეს ძალიან გამეცინა ამ ყველაფერზე. თუმცა ეს სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ უფრო აქტუალური გახდა. ოლიმპიადას რაც შეეხება, ეს ნამდვილად  ტრიუმფალური იყო და დასავლური მედიაც ასე აღნიშნავს. შესაძლოა, აღიარონ სუკეთესო ზამთრის ოლიმპიადად.

კიდევ ერთი პრობლემაა სევასტოპოლი, სადაც მერს პირდაპირ კიევი ნიშნავდა. დნეპრაპეტროვშინაშიც არის პრობლემები, სადაც არის მთელი სამხედრო არსენალი. თუ იქ გაიწელა კონფლიქტი, ის ვეღარ იქნება ლოკალური,  თეორიის დონეზეა, თუმცა შეიძლება რუმინეთმაც გამოთქვას ტერიტორიული პრეტენზიები, ეს ტრიალებს ინტენსიურად მედიასა და ელიტაში. თურქეთს რაც შეეხება, ის  განცხადების დეკლარაციის დონეზე თუ ჩაერევა ყირიმთან დაკავშირებით.

ნანა დევდარიანი:  ძალიან ხშირად ლაპარაკობენ, რომ ბირთვულ შეიარაღებაზე უარი თქვა უკრაინამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და აპელირებდნენ, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტორები არიან ბრიტანეთი, აშშ და რუსეთი. ევროპაც ხაზს უსვამს, რომ რუსეთის გარეშე ეს პრობლემა არ მოგვარდება. მერკელი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ დაუშვებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის  გახლეჩვა.

ვაკა გორგილაძე: გვიანია ეს, რადგან რუსეთი და იანუკოვიჩიც, როცა სთავაზობდა ევროპას, რომ მოდით, ჯერ კიდევ 5 თვის წინ,  რომ რუსეთიც იყოს დამკვირვებლადო, ბაროზუმ განაცხადა,  რა შუაშია რუსეთიო. ეს ძალიან ცუდად აისახება, უკრაინის წილი ევროპულ ეკონომიკაში არაფერი არ არის, მაგრამ მასშტაბებიდან გამომდინარე…

რამაზ საყვარელიძე: ერთი თემა კიდევ. არ კეთდება უმიზეზოდ ასეთი მსხვილი  დაბეზღებები. ხომ არ შეიძლება ასეთი სიბრტყეც იყოს რეალური, რუსეთი „აწვებოდა“  ევროკავშირს, რომ ეს ევროკავშირი და ევრაზიული კავშირი გადაიჯაჭვოსო, რუსეთს ეს აწყობს, მერკელის თამადობით იყვნენ უარზე. იანუკოვიჩმა რომ თქვა, რუსეთი მიშლის ხელსო, მოითხოვა, რომ ევროკავშირმა და რუსეთმა ილაპარაკონო. აშკარად შეუქმნა პუტინს ამ პოლიტიკის გატარების მოედანი. ევროპა მაინც უარზე წავიდა, ახლა ხომ არ დადგება იგივე საკითხი?

ვაკა გორგილაძე: მაშინ ეს იქნება ამერიკელების გეოპოლიტიკური კრახი. რასაც ამბობდა ბზეჟინსკი, იყო ის, რომ   უკრაინის რეინტეგრაცია რუსულ სივრცეში გამოიწვევდა ევროკავშირისა და ევრაზიული სივრცის დაკავშირებას და ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე, რაც ამერიკას ემუქრება. მინიმალური საფრთხე კი იქნებოდა გერმანიისა და რუსეთის მჭიდრო პარტნიორობა. თუ ამ ტიპის ხელშეკრულებას შენ დაუშვებ, ამ სივრცეს არ ეყოლება  კონკურენტი, იმის გათვალისწინებითაც, რომ ევროპა თავისი გაერთიანებული ეკონომიკური თუ ადამიანური რესურსებით აღემატება ამერიკულს.  და კიდევ, მომავალ წელს იქნება შოტლანდიის რეფენდუმი, კატალონიის, ბასკების.

რამაზ საყვარელიძე: ევროპელები გრძნობენ, რომ ამერიკის გარეშე რუსეთს ვერ მოერევიან, ამდენად არის განსაკუთრებული ამერიკული ფაქტორი.

ზაზა ფირალიშვილი: ერთი რაღაც არის, გაკვეთილები მარტო ჩვენ არ უნდა გამოვიტანოთ უკრაინის მოვლენებიდან. მე მგონი, რომ უკრაინელებმაც უნდა გაითვალისწინონ რაღაცები ჩვენი უახლესი წარსულიდან, რადგან ისინი არიან სწორედ იმ ნაციონალისტურ-რევოლუციურ ფაზაში, რომელშიც ჩვენ ვიყავით და კარგი არაფერი მოგვიტანა ამან. შეიძლება მათაც მოუწიოთ ანალოგიური ისტორიის  გავლა, ამდენად, ისინი დგანან ზომიერების, ოქროს შუალედის და პოლიტიკური ფილიგრანული ტექნიკის შემუშავების პრობლემის წინაშე. საეჭვოა, რომ მათ ახლა ჰყავდეთ ასეთი ლიდერი, ამდენად,  შიდა სიტუაციის კიდევ უფრო გამძაფრებას ველი. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის და გეოპოლიტიკური სივრცის პრობლემა. მე ვფიქრობ, ცივი ომის პერიოდში შევდივართ. ამერიკას ჯერ კიდევ ბევრი ინსტრუმენტი აქვს რუსეთზე სამუშაოდ. ასე რომ, აქ არ დამთავრდება ეს პროცესები 2-3 თვეში და თუნდაც 2 წელიწადში, სხვა ფაზაში შევდივართ. წამოვიდა ისეთი თემები წინა პლანზე , რომლებიც მივიწყებული იყო, იგივე წინასწარმეტყველებები რუსეთის დაშლის შესახებ. რაც შეეხება  ჩვენთან სიტუაციას, მე, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ არ გვყავს ისეთი ლიდერი როგორც ოპოზიციაში, ისე ხელისუფლებაში,  რომელსაც შეუძლია ოქროს შუალედის დაცვა, ღმერთმა ქნას, გამოჩნდეს.

ჩვენთან ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, ხელისუფლება დგინდება სააკაშვილთან მიმართებაში, ისაა მისთვის შეწონადების ფაქტორი, დღის წესრიგის მიმცემიც. იმდენად, რომ ლამის უკრაინის მოვლენებისადმი დამოკიდებულების ინიციატივაც თითქმის სრულიად გადააბარეს ნაციონალურ მოძრაობას. ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში შედარებით რაღაცის მომცემი იყო და გამოჩნდა, რომ რაღაც გარკვეული პოზიცია არსებობს ხელისუფლებაში და ვაშლის ბაზრის პოზიციით არ უდგებიან ამ საკითხს.

პუტინის მესიჯებს რაც შეეხება, მას უნდა დაელაპარკო ყოველგვარი იმედების გარეშე. რუსეთი არის პოსტბიზანტიური სამყარო, რატომ დაინგრა ბიზანტია? იმ მიზეზების გამო, რის გამოც შეიძლება დაინგრეს რუსეთი.

ირაკლი უბილავა:  მეც შევეხები უკრაინის პრობლემას და განვიხილავ გეოპოლიტიკურ ჭრილში, რადგან  მიმაჩნია, რომ მთავარი პრობლემა ესაა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შიდა დინებებიც იყო.  თუნდაც, გავიხსენოთ ბჟეზინსკის „დიდი საჭადრაკო დაფა“, სადაც პირდაპირაა გაწერილი, რომ უკრაინას თუ წავართმევთ რუსეთს, ის გახდება მხოლოდ აზიური იმპერია და მუსლიმანურ სამყაროსთან ბრძოლის შედეგად შეიძლება დაიშალოს. ჩვენთან ტელევიზიებსა თუ საექსპერტო წრეებში საუბრობენ , რომ ყველაფერი რუსეთის ბრალია. წმინდა ტიპის კონტრსტრატეგიაა, რასაც უკრაინაში აკეთებენ რუსები და ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც. ჩვენთან იგივე სიტუაცია იყო 90-იან წლებში, ლენინის ძეგლების დამხობა, შიდა სამოქალაქო ომი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. იგივე ხდება ახლა ყირიმშიც. მე ვფიქრობ, რომ უკრაინის დაშლა ძალიან ცუდი იქნება ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ეს საზღვრები, რომელშიც მოექცა და რასაც იურიდიულად აღიარებენ, ეს არის საბჭოთა კავშირის შიგნით არსებული საზღვრები. როდესაც  ეს უკანასკნელი დაიშალა, იურიდიულად ამ საზღვრებში გვაღიარეს. დავუშვათ, ორ ნაწილად დაიშალა უკრაინა, რისი დიდი ალბათობაც არსებობს, თუ იურიდიულადაც გაფორმდა, ამის შემდეგ საბოლოოდ ხომ არ დავკარგავთ აფხაზეთსა და  სამხრეთ ოსეთს?

რამაზ საყვარელიძე: პრეცედენტი იქნება სერიოზული. აღმოსავლეთ უკრაინის წაღება  ძალიან მომგებიანი იქნება ეკონომიკურად  რუსეთისთვის. აფხაზეთისა და ოსეთის წაღება კი არაფერში არ ჭირდება, გარდა იმისა, რომ იქ აქვს იარაღი, რომელსაც დაუტოვებს ბაზებს, სხვა  თვალსაზრისით, მისთვის ეს ტვირთია.  გაუძლებს კი რუსეთის ეკონომიკა ამდენ ტვირთს? ასე რომ, ცალსახა არ არის, რომ უკრაინას დაშლიან.

ირაკლი უბილავა: ანგლოსაქსურ გეოპოლიტიკაში ზღვის კონტროლი ყველაზე მეტად მომგებიანად ითვლება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამერიკელების მთავარი სამიზნე  წმინდა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, არის ყირიმი, რათა რუსეთს ჩაუკეტოს შავსა და ხმელთაშუა ზღვაში გასასვლელი. რუსეთის რეაქციაც ანალოგიური იქნება სეპარატიზმის ხელშეწყობის მხრივ ყირიმში.

რამაზ საყვარელიძე : თუ რუსეთი გააჩენს სეპარატიზმს, მან ფინანსურადაც უნდა შეუწყოს ხელი მის გამოკვებას  და რამდენად შეძლებს ამას?

ირაკლი უბილავა: კონტინენტური იმპერია ცოტა განსხვავებულია ანგლოსაქსური იმპერიისგან, მათთვის მთავარია სამხედრო სტრატეგია და ეკონომიკა მათთვის ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო.

რამაზ საყვარელიძე: ჩვენ ვამბობთ, რომ რაც წარსულში ხდებოდა, მოხდება ყოველთვის. არავინ ველოდით იმას, რომ პუტინი ეკონომიკაზე ააგებდა იმპერიას და კიდევ ერთი, პუტინის იმპერიული ამბიციები არაა უკრაინა, თუმცა დაკარგვა იქნება საკმაოდ ცუდი მისთვის. პუტინი თავის ეკონომიკურ იმპერიას უმიზნებს ევროპას და ამ უკანასკნელის დაკავებაზე მიდის საქმე.

ირაკლი უბილავა: პუტინის ბოლო გამოსვლის წმინდა იდეოლოგიური კონსტრუქცია იყო ნაციონალიზმი პოსტმოდერნიზმის წინააღმდეგ, რაღაც ალტერნატივის შექმნას შეეცადა, ბერდიაევის სიტყვებით სცადა  ჩამოეყალიბებინა, რა არის კონსერვატიზმი და ა.შ. შეერთებულ შტატებშიც  გარკვეულ ინტელექტუალურ წრეებზე სერიოზული გავლენა მოახდინა. საფრანგეთსა და იტალიაში მემარჯვენე მიმართულების მოაზროვნეებზე სერიოზულ გავლენას ახდენს. აქედან გამომდინარე, რაღაც იდეოლოგიური მომენტებიც აქვს.

ნანა დევდარიანი: ევროპაში არის პუბლიკა, რომელიც  ცალსახად არ იღებს და არც მიიღებს პუტინს, თუმცა არის პოლიტიკური კლასი, რომლისთვისაც საკმაოდ პოპულარულია ის. დღეს სამხედრო სტრატეგიულზე  წინ წამოვიდა იდეოლოგიური მომენტი, მათ შორის იმის ჩათვლით, რასაც მიიჩნევენ მიუღებლად დასავლურ  ღირებულებში. ეს უკვე კონტრთეზაა, ეს ალტერნატივაა. აი, ამას რომ არ მიაქციო ყურადღება და ილაპარაკო მხოლოდ გეოპოლიტიკური კატეგორიებით, სტრატეგიების კუთხით, არაფერი გამოვა, რადგან ეს უკვე მდგენელია.

ზაზა ფირალიშვილი: სულ რამდენიმე ხერხი დარჩა რუსეთს სხეულის ერთიანობის შესანარჩუნებლად, ან მუდმივი  ტერიტორიული ექსპანსია, ან რაღაც იდეა, რომლის ირგვლივაც ეს სხეული შეიკვრება. ეკონომიკა, სისხლ-ძარღვები მას არ აქვს. მისთვის აფხაზეთსა  და სამხრეთ ოსეთს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ენერგეტიკული და არა იმდენად ტერიტორიული. ამ სიმბოლურმა ექსპანსიამ მუხლებიდან წამოაყენა იმპერია, ენერგია შესძინა. რა მომენტში მოხდა რუსეთში კომუნისტური რევოლუცია? ზუსტად მაშინ, როდესაც რუსეთი იყო ყველაზე სწრაფად განვითარებადი ევროპული ქვეყანა, ეკონომიკურმა ფაქტორმა ვერაფერი გააკეთა, ინტერესების გადაჯგუფება ვერ გამოიწვია სხვა მიმართულებით.

ირაკლი უბილავა: უნიპოლარულობისკენ სწრაფვა აქვთ ანგლოსაქსებს და ამერიკელებს ამ შემთხვევაში. იქაც ორად იყოფა აზრი, იზოლაციონიზმი და მხოლოდ საკუთარი ინტერსებიდან ბრძოლა. თუ ამერიკელებმა მონროს დოქტრინაზე დაიწყეს მუშაობა, იმის გათვალისწინებით, თუ  რამდენი ჯარისკაცი იღუპება ერაყსა და ავღანეთში, ადგილობრივმა ამომრჩევლებმა, შესაძლოა, მოუწოდოს ხელისუფლებას იზოლაციონალიზმისკენ.  თუ უკრაინის მეზობლად ევროპაა, ჩვენს შემთხვევაში  უკან თურქეთი დგას. აქ როგორ წავა შემდეგ უკვე ურთიერთობა? მათ სტამბოლში უნდათ დედაქალაქის გადატანა, იქ ხვდება ელჩებს პრემიერი. ამ მიმართულებით, მგონი, სამუშაო გვაქვს საქართველოში, რა პრობლემის წინაშე შეიძლება დავდგეთ  10-15 წლის შემდეგ.

სოსო არჩვაძე: როდესაც გაკვეთილებზე საუბრობენ, იგულისხმება არა მარტო ინფორმაციის მიღება, არამედ ჩვენ რას ვუპირისპირებთ და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ნებისმიერი ეგზოგენური ეფექტის უარყოფითი შედეგი იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. წარმოიდგინეთ 2 მაგალითი: ერთი, უკრაინა მთლიანი რჩება და მეორე ვარიანტი – იშლება. სანამ დაშლაზე ვიტყოდი, მთლიანობის შემთხვევაშიც აქაც 2 ვარიანტია: რუსეთის ამბიციები კმაყოფილდება თუ  სრული იგნორირება ხდება. თუ კმაყოფილდება, მაშინ მას ენერგია ემატება და ეს მომეტებული რისკია. თუ არ დაკმაყოფილდება მისი ამბიციები, მაშინ ისევ შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ იქნას დაბალი ღობის ვარიანტი გამოყენებული.  ამიტომ რისკები ორივე შემთხვევაში იზრდება. ჩვენი ხელისუფლების მოვალეობაა, ამაზე ილაპარაკოს. აქ ლაპარაკია ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებასა  და  განვითარებაზე, მის გადარჩენაზე. სახელმწიფოებრიობაზე ზრუნვის პარალელურად, არ უნდა  მოხდეს მოსახლეობის მორალური დეგრადაცია. რაც შეეხება უკრაინის დაშლას, მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2006 წელს ემბარგო გამოაცხადა, უკრაინა გახდა საქართველოსთვის მეორე ადგილზე მყოფი პარტნიორი და წლიური ბრუნვა არის 800-დან 900 მილიონ დოლარამდე. ნახევარზე მეტი იმპორტისა არის აგროსასურსათო პროდუქცია, მეორე ნახევარი კი, როგორც ამბობენ,  სამხედრო-სამრეწველო. წარმოიდგინეთ, უკრაინის გაყოფა რა საფრთხეს უქმნის საქართველოს სამხედრო კუთხით. იგივე კვების პროდუქტები, რომელზეც 55% მოდის,  ეს ბაზარს დააკლდება და გამოიწვევს ინფლაციას. საქართველოდან ექსპორტის დიდი ნაწილიც ისევ უკრაინაზე მოდის. თუ იქ აირია სიტუაცია, სად გავიტანთ მაშინ პროდუქციას? საქართველოდან ექსპორტის მოცულობა უფრო მეტია, ვიდრე ჯამში აღებული ევროკავშირის 28 ქვეყნის, ამიტომ უკრაინის ბაზარი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მისი დაკარგვა, შესაბამისად, ძალზე წამგებიანი. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ეს ძალიან ცუდ პრეცედენტს შექმნის, თუ მოხდა უკრაინის დაშლა, სხვა მიმართულებითაც გაეხსნება ხელ-ფეხი რუსეთს  და საერთაშორისო სამართალი ფარატინა ქაღალდად გადაიქცევა. თუ არ არის რამე შემაკავებელი ფაქტორი ქცევის, იქ უკვე ყველა მოქმედებს თავისი ჭკუით. ჯუნგლების კანონები გამოვა წინა პლანზე, ძალის არგუმენტი და არა არგუმენტის ძალა. ეს მომეტებული რისკებია და ხელისუფლების  ვალია, მათი სრული მოხსნა თუ არა, მინიმალიზაცია მაინც უზრუნველყოს.

გიორგი მდივანი:  უნდა შევეხო ეკონომიკურ ასპექტს. ჩვენ დამოკიდებული ვართ  ექსპორტის კუთხით პოსტსაბჭოთა ბაზარზე და უკრაინა დრამატულად არის დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე, რომელზეც მოდის ექსპორტის 80%.  მე მქონდა შეხვედრა მაიდანის მხარდამჭერებთან და ვკითხე მათ, ეკონომიკურ საკითხებს თუ აქცევთ ყურადღებას-მეთქი, რადგან თუ ეკონომიკურად ქვეყანა ძლიერია, ის იგდებს პოლიტიკურ ძალაუფლებასაც ხელში. მათ მიპასუხეს, რომ არ აინტერესებთ ეს, მხოლოდ – თავისუფლება უკრაინის. ეს, რა თქმა უნდა, უგუნური დამოკიდებულებაა მათი მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ როგორც საქართველოს, ისე უკრაინას ესაჭიროება პროტექციონიზმი. ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა, რომელსაც აქვს კარგი მაჩვენებლები და მომხრეა სხვადასხვა ალიანსების, იყენებს ამას. ეს ალიანსები არის იმისთვის, რომ შეიზღუდოს სხვა ქვეყნის განვითარების პოტენციალი. ავიღოთ „ტოიოტას“ მაგალითი. „ტოიოტა“ მე-20 საუკუნის დასაწყისში, 30 წლის განმავლობაში, ისეთი საზარელი  ტემპით კოტრდებოდა, რომ სახელმწიფოს სუბსიდირების საშუალებაც არ ჰქონდა და ბოლო ტალღა იყო, როდესაც მაინც განახორციელა სუბსიდია იაპონიამ და მის შემდეგ მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, უცხოურ ავტომობილებზე იყო უფრო მაღალი  ტარიფი, რომ ხელი შეეწყოთ ადგილობრივისთვის. რეალურად პროტექციონიზმი აუცილებლად გვჭირდება. ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი სავაჭრო სალდო ვეროკავშირის ქვეყნებთან, როდესაც ექსპორტი არის 20% და იმპორტი – 60% . ეს მოასწავებს ქვეყნის ეკონომიკურ ოკუპაციას, შესაბამისად, ადგილობრივი ბიზნესი არათანაბარ პირობებში აღმოჩნდება. ვიქნებით იგივე სიტუაციაში, რა ხელგაწვდილ მდგომარეობაშიც არიან რუმინეთი და ბულგარეთი.  ამას ემატება  ის, რომ შვეიცარიამ ჩაატარა რეფერენდუმი, რომლის მიხედვითაც,  ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს სამუშაო ადგილების მიღება ეზღუდებათ იქ. 7 წლის განმავლობაში ბულგარელებს, რაც ის გახდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა, უკრძალავდნენ სამუშაო ვიზების გაცემას  ბრიტანეთში, თუმცა ასეთი რამ არსად არ უწერია ევროკავშირს. ის, რომ ევროკავშირში ასოცირების და ბუნდოვანი წევრობის შემდეგ სტანდარტების დანერგვა მოხდება, გასაგებია, მაგრამ  ვინ უშლის სუვერენულ სახელმწიფოს, რომ დანერგოს იგივე წარმოების სტანდარტები და ა. შ. ეს სამსახური არსებობს ახლაც, თუმცა ფორმალურად და თავის საქმეს არ ასრულებს. არ არის აუცილებელი, რომ ევროკავშირის წევრი გახდე, რათა  სახელმწიფომ დაავალო კონკრეტულ ინსტიტუტს, თავისი საქმე აკეთოს ნორმალურად და შესაბამისად,  კვების ინდუსტრიის ნორმების დაცვა მოხდეს. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს იყო დანერგილი მსგავსი კონტროლის მექანიზმები. დღეს  ხორცპროდუქტების კომპანიებიდან ბევრი ვერ გაივლის ამ კონტროლს. ეს შეიძლება ინტეგრაციის პროცესების გარეშეც. ესაა ჩემი მოსაზრება, რომ პროტექციონიზმი სჭირდება უკრაინასაც და საქართველოსაც. ევრაზიულ კავშირს რაც შეეხება, უნდა დაიდოს დიდი კვლევა, ევროკავშირში ინტეგრაციის შემთხვევაში როგორი მოლოდინი იქნება, მათემატიკური პროგნოზირება, უნდა ჩართონ ალბათობის თეორია, ეს ასე ხდება. არც აქ და არც უკრაინაში მსგავსი რამ არავის არ გაუკეთებია. აიღონ ბელარუსის მაგალითი, მას ისეთი მზარდი ტემპი აქვს ეკონომიკის, რომ ევროპის ქვეყნების 50%-ს  შეშურდება.

საქართველო ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ზოგიერთი ასპექტი. თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში
თამაზ იმნაიშვილი, საქართველოს გენერალთა კლუბის საინფორმაციო და ანალიტიკური სამსახურის უფროსი თადარიგის ვიცე პოლკოვნიკი:

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება საქართველოსთვის ევროპის სრულყოფილ წევრად გახდომის გზაზე უაღრესად სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს ხელშეკრულება არ ნიშნავს საქართველოს ევროკავშირში უპირობოდ გაწევრიანებას, მაგრამ ევროკავშირს ამ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ექნება გაცილებით მეტი  კონკრეტული და ხელმოსაკიდი ვალდებულება და პასუხისმგებლობა საქართველოს მიმართ, ვიდრე  დღვანდელი  აღშფოთება–შეშფოთების პროზაული გამოხატულებაა.

ცალსახაა, რომ  თუ  კავკასია სრული კონტროლის ქვეშ აიყვანა რუსეთმა, მაშინ ევროპას სერიოზული პრობლემები შეექმნება.  რუსეთი მიაღწევს საკუთარ გეოპოლიტიკურ მიზანს და ევროპას გამოკეტავს 1939 წლის მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის წინამდებარე პერიოდის საზღვრებში. კავკასია, კასპიის აუზი და ცენტრალური აზია სრულად გადავა რუსეთის ტოტალური კონტროლის ქვეშ. ამავდროულად რუსეთს პირდაპირი  სახმელეთო საკომუნიკაციო ქსელი შეექმნება ირანთან. ეს კი ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების მარგი ქმედების კოეფიციენტს მინიმუმამდე დაიყვანს, ხოლო თვით ირანს სერიოზულ სტიმულს მისცემს დასავლეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმების და მითუმეტეს მისი დაჩქარების პროცესი პირდაპირ კავშირშია საერთო ევროპულ უსაფრთხოებასთან. უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენების ფონზე  პროცესის დაჩქარება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ევროპა სრულად აღიქვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო მისთვის, უფრო სწორედ კი გეოგრაფიული ტერიტორია, სადაც  სახელმწიფო საქართველო მდებარეობს.

ამ ზემოთაღნიშნული სცენარის გათამაშების შედეგი  ევროპისთვის უპირველესად ენერგომომამარაგების სფეროში შექმნილი პრობლემები იქნება, ხოლო აქედან გამომდინარე კი საერთოდ ევროკავშირის, როგორც პოლიტიკურ–ეკონომიკური გაერთიანების არსებობის კრახის წინაპირობა შეიძლება გახდეს.

მითუმეტეს ჩვენ ვხედავთ თუ რა ცენტრიდანული  მოძრაობები მიდის თვით ევროპაში. კატალონია, შოტლანდია, ვენეცია, ბასკეთი, ფლანდრია. ეს ის რეგიონებია, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან და დიდის ალბათობით ამას მიაღწევენ კიდეც.  ეს კიდევ ერთი წინაპირობა იქნება ევროპის, როგორც საერთო პოლიტიკურ–ეკონომიკური გაერთიანების დაშლისათვის საშუალო და ხანგრძლივადიან პერიოდში.

მეორე ასპექტი უსაფრთხოების თვალსაზრისით აშშ–ს პრეზიდენტის ბარაქ ობამას 25 მარტს გაკეთებული განცხადებაა, სადაც მან ცალსახად და ღიად განაცხადა, რომ ახლო მომავალში უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ იგეგმება. გასაგებია, რომ ეს რუსეთისთვის განკუთვნილი მესიჯი იყო, რომ კიდევ ერთი დაძაბულობის მიზეზი არ გაჩნდეს დღევანდელ რუსულ–დასავლურ დაპირისპირებაში. ამ მესიჯის ქვეტექსტი კი ასე შეგვიძლია წავიკითხოთ. რუსეთისთვის  საქართველო სრულად მიუღებელია ნატოს ქოლგის ქვეშ, მაგრამ არ წარმოადეგნს სერიოზულ საფრთხეს ევროკავშირისკენ წასული საქართველო.

ეს მხოლოდ ვარაუდია. თუმცა პუტინის თავში რა ფლავი იხარშება, მგონი არავინ იცის და სულაც არ არის გამორიცხული რუსეთმა საქართველოს პლაცდარმი  მაინც დაიკავოს. თუმცა, თუ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამ დაასწრო ამ მოვლენებს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ევროპას უნდა თუ არა მოუწევს უფრო მეტი პასუხისმეგბლობის აღება  მის მიერვე ხელმოწერილი ვალდებულებების შესასრულებლად. რუსეთის ეს ნაბიჯი ევროპისთვის  აშკარა პირდაპირი მუქარა იქნება.

ახლა თვით ასოცირების შეთანხმებაზე გადავიდეთ. ამ ხელშეკრულების მე–3 კარი განვიხილოთ, რომელიც  თავისუფლებას, უსაფრთხოებას და მართლმსაჯულებას ეძღვნება.

ამ ნაშრომში შევეცდებით განვიხილოთ,  თუ რა დადებთი მომენტების მომტანი  შეიძლება გახდეს სახელმწიფოს და საზოგადოების უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ასოცირების შეთანხმებაზე ხელის მოწერა.

მე–3 კარის მე–15 მუხლი ეხება მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის სფეროებში თანამშრომლობას. სამივე სფერო საქართველოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი თანმდევი ელემენტი სავიზო რეჟიმის გამარტივება და შემდეგომ უვიზო რეჟიმზე გადასვლაა, რაც ცალსახად გამოიწვევს შრომითი  და ინეტელექტუალური რესურსების სერიოზულ გადინებას ქვეყნიდან. ეს კი რამდენად  ცუდად შეიძლება აისახოს  ქვეყნის განვითარებაზე, მგონი დიდი განხილვის საგანი არ უნდა იყოს. ევროკავშირი თავად გაცილებით მეტადაა დაინტერესებული  ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან მიგრაციული ნაკადების შემცირებასა და მის კონტროლში. ამ სიტუაციაში ორივე მხარის ინტერესების თანხვედრა ხდება და ამ სფეროში თანამშრომლობა დიდის ალბათობით საკმაოდ ეფექტური იქნება.

ამ მიგრაციული ნაკადების შესამცირებლად ევროკავშირს მოუწევს ისეთი დახმარებების გაწევა საქართველოსთვის, რომელმაც ადგილზევე  უნდა შეამციროს ემიგრაციის მსურველთა რიცხვი. ანუ ევროპა უნდა შეეცადოს პრევენტული ღონისძიებები თვით საქართველოში განახორციელოს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მან საქართველოს ეკონომიკურ და სამეცნიერო განვითარებაში სერიოზული წვლილი უნდა შეიტანოს, რომ შრომითი და ინტელექტუალური პოტენციალის მქონე ადამიანებს ნაკლები სურვილი გაუჩნდეს ქვეყნის დასატოვებლად. თუ ამ მიმართულებით არ წავიდა პროცესები, ევროპაში არალეგალური მიგრაცია უკვე  ისეთ მასშტაბებს მიიღებს, რომ რეადმისიის პროცესები ვეღარ იქნება ეფექტური.

მეორე სფერო საქართველოში მიგრანტთა შემოსვლის პრობლემაა. მიგრანტთა უდიდესი ნაწილი აფრიკის და აზიის დაბალგანვითარებული ქვეყნებიდან  შემოდის, რომელთათვის საქართველო ე.წ. სატრანზიტო გზაა ევროპაში ემიგრაციისთვის. იმის გამო, რომ საქართველოში შემოსვლის შემდეგ ევროპაში ემიგრაციის პროცესი ძალიან ხშირად სერიოზულად ფერხდება, მიგრანტთა დიდი ნაწილი არალეგალურად რჩება ქვეყანაში.

იმის გამო, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი წინა ხელისუფლებამ ლამის ნახევარ მსოფლიოსთან გააფორმა, საქართველოში შემოსულ უცხოელთა ერთი ნაწილი, რომელიც ევროპაში აპირებს ემიგრირებას, საფრთხის მატარებელია და საქართველო მისდა უნებლიედ თვითონ უქმნის ევროპას საფრთხეს არაკონვენციური ძალების ევროპაში გადადინების პროცესს უწყობს ხელს. ამ სფეროში თანამშრომლობის ჩარჩოში შესაძლებელია მოხდეს სავიზო რეჟიმების გადახედვა და ამავდროულად კარგი ფაქტია ის, რომ უკვე განხილვის პროცესშია უცხოელთათვის  მოქალაქეობის მიღების წესში ცვლილებების შეტანა. ამ კუთხით თანამშრომლობა უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. აქ ევროპის დაინტერესება ძალიან მაღალი ალბათობისაა და მისთვის  გაცილებით უპრიანი იქნება საქართველოში პრევენციის გატარება, რომელიც გაცილებით იაფი დაუჯდება და უფრო მეტი ეფექტის მომტანი იქნება.

კიდევ ერთი სფერო ამ მუხლში საზღვრის მართვაა. ამ 24 წლის მანძილზე, რაც საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა მოახდინა, საზღვრების დემარკაცია არ მომხდარა  არც ერთ მეზობელთან. სსრკ–სგან  მემეკვიდრეობით გვერგო მხოლოდ თურქეთთან არსებული უკვე დამტკიცებული საზღვრები. ეს სფერო საქართველოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. აზერბაიჯანის პრეტენზიები დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, გაურკვეველი ვითარება სამცხე–ჯავახეთში სომხეთ–საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებით და ყველაზე რთული სიტუაცია რუსეთთან საზღვარი.

დავით თევზაძის მინისტრობის დროს,  სამინისტროს ეგიდით შექმნილი იყო ორი ბატალიონი „მონადირე“  სვანეთსა და ხევსურეთში, რომლებიც ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან დაკომპლექტდა. ამ ბატალიონებს რამდენიმე ამოცანა გააჩნდათ და ამოცანების შესრულების პროცესმა აჩვენა, რომ შედეგები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე დაგეგმილი იყო.უპირველესად დაცული იყო საზღვრის ის მონაკვეთები, სადაც ამ ბატალიონებს ჰქონდათ მიცემული ამოცანები. ორივე მიმართულებაზე  მრავალჯერ  იყო  ჩრდილო კავკასიიდან როგორც რუსული სამხედრო შენაერთების, ისე არაკონვენციური ძალების შემოსვლის მცდელობები, თუმცა პრაქტიკულად ყველა მცდელობა  კრახით დასრულდა. ადგილობრივი მოსახლეობა სასაზღვრო ზოლში დაბრუნდა (მათი ოჯახის წევრები და ადგილობრივი მკვიდრები, რომლებსაც მიტოვებული ჰქონდათ მშობლიური კერა და ბარში იყვენენ გადასახლებულები) გაიჩინა საქონელი, სოფელი გაცოცხლდა. იქ ადამიანების დაბრუნებამ თავისთავად შექმნა პირობა იმისა, რომ საზღვრების უკანონო გადმოკვეთები და მითვისების მცდელობები მკვეთრად შემცირდა. როგორც იტყვიან წმინდა ადგილი  არასდროს რჩება ცარიელიო. თუ შენ აცარიელებ ადგილს მას ბუნებრივად უკვე სხვა იკავებს.

ზუსტად იმის გამო, რომ არანაირი სადემარკაციო ხაზი რუსეთსა და საქართველოს შორის არ არსებობს და წინა ხელისუფლებამ ეს ბატალიონები დაშალა და ამით იქაური ცხოვრებაც მოშალა და დააცარიელა, მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების იქით რუსეთმა პრაქტიკულად მიითვისა საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიის დაახლოებით 3–4%, რომლის შესახებაც არც წინა ხელისუფლება იღებდა ხმას და არც ახალი აქტიურობს, ამიტომაც ამ სფეროში თანამშრომლობა  კიდევ ერთ სერიოზული რისკის მინიმიზაციის კარგი საშუალებაა.

მე–18 მუხლი ეხება უკანონო ნარკოტიკების მოძრაობის სფეროს. საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიჩნეულია ნარკობიზნესის ერთ–ერთ სერიოზულ სატრანზიტო ქვეყანად. ეს შემდგარი ფაქტია, რომელსაც ვერსად წაუვალთ. წინა ხელიუფლებების დროს  რიგი მაღალჩინოსნების თანამდებობების ბოროტად გამოყენებამ, ხოლო ნაცმოძრაობის მმართველობის პირობებში ამ ბიზნესის ლამის სახელმწიფო დონეზე აყვანამ საქართველოს ტერიტორია პრაქტიკულად საჩუქრად გადასცა ნარკობიზნესს. ახალმა ხელისუფლებამ რაც არ უნდა მოინდომოს და დიდი ბრძოლა გამოუცხადოს ნარკობიზნესს, ის მარტო ვერაფრით გაუკლავდება ამ სენს. ხელშეკრულება მიზნად ისახავს ამ სფეროში ევროპული გამოცდილების გაზიარებას, ქმედითი დახმარების აღმოჩენას და საქართველოს ტერიტორიაზე პრევენტული ღონისძიენების გატარებას. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ თუ ქართული სახელმწიფო თვითონ არ გამოიჩენს დიდ აქტიურობას ამ სფეროში, ევროპის დაინტერესება არ იქნება მაღალი დონის. საქართველოდან შესული ტვირთები არ წარმოადგენს დიდ მასას და ევროკავშირის სპეცსამსახურებს მასზე კონტროლის დაწესება საკუთარი საზღვრების პერიმეტრზეც შეუძლიათ. ეს კი ჩვენთვის პრაქტიკულად არაფრის მომტანი იქნება. პირიქით, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის  დატვირთვა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ამ ტერიტორიაზე არ იქნება მის წინააღმდეგ მოქმედი სერიოზული ძალა.

მე–19 და მე–20 მუხლები ფულის გათეთრების და  ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს.

ერთი შეხედვით საქართველო თითქოს ტერორისტული საფრთხეებიდან შორს დგას და აქ ტეროროსტული აქტების და ტერორისტული ორგანიზაციების გაჩენის საფრთხეები მინიმალურია, მაგრამ საფრთხის მთელი სერიოზულობა სწორედ ის არის, რომ საქართველო ტეროტიზმის ექსპორტირების სატრანზიტო კვანძია დღეისათვის.

თავისთავად ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ნომერ პირველ კილერს, რუსლან პაპასკირს (ჩრდილოკავაკსიელია) მეტსახელად ზოონს, ქართული პასპორტი ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის  ხელისუფლების მიერ გაცემული და იგი მსოფლიოში ამ პასპორტით დადიოდა, ცალსახად ქმნის საქართველოსგან ტერორიზმის ხელშემწყობი ქვეყნის იმიჯს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს გარშემო  ძალიან ბევრი კონფლიქტური კერებია. არაკონვენციური ძალების გააქტიურების სერიოზული ტენდენცია აშკარად სახეზეა. ყველა ვარიანტში ეს გააქტიურება საქართველოზეც აისახება. ევროკავშირს გააჩნია უდიდესი საინფორმაციო და მაღალტექნოლოგიური ბაზა, მაღალი დონის სპეცსამსხურები და რაც მთვარია სერიოზული ფინანსები ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ევროკავშირის ტერორიზმთან ბრძოლის არეალი იზრდება და საქართველოს ტერიტორია უკვე მისი პასუხისმგებლობის სივრცეც ხდება.

არაკონვენციური ძალების და იარაღის   საფრთხის  ერთ–ერთი მთავარი შემადგენელი ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და რადიოლოგიური მასალების საქართველოს ტერიტორიაზე მოძრაობაა. ე.წ. „ბინძური ბომბი“–ს  შექმნა და მისი გამოყენება პრაქტიკულად მხოლოდ დროის საკითხია და თანამედროვე მსოფლიოს მთავარი ამოცანა ამ საფრთხის მინიმიზაცია და მისი დროში გაწელვაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ წარმოადგენს ბირთვულ ქვეყანას, ამ მასალების მოძრაობა საქართველოში საკმაოდ აქტიურია და ეს სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სოხუმის ფიზიკოტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც რადიოლოგიურ მასალებს, აქტინოიდებს და ლანთანოიდებს  აწარმოებს, ნაკლებ კონტროლირებადია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ეს ის ინსტიტუტია სადაც ბირთვული იარაღისთვის განკუთვნილი მასალები მზადდება. თბილისშია ლუგარის სახელობის ლაბორატორია, მიუხედავად იმისა, რომ იგი ერთ–ერთი ყველაზე სერიოზულად დაცული ლაბორატორიაა ევროსაბჭოს მასშტაბით, ტერორისტული აქტის საფრთხე მაინც დიდია.  შემდგარი ტერაქტის შემთხვევაში შედეგები რეგიონის მასშტაბს  გასცილდება და სუბრეგიონალურ მასშტაბს მიიღებს. აშშ–ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს 2012 წლის ანგარიშის მიხედვით ირანს ბირთვული ნედლეულის იმაზე გაცილებით მეტი მარაგი აღმოაჩნდა ვიდრე დეკლარირებული ჰქონდა. არადეკლარირებული მარაგების დიდი ნაწილი რუსული წარმოშობისა იყო, ხოლო ირანში ამ მასალების შეტანის ერთ–ერთი არალეგალური სატრანზიტო გზა კავკასიაზე, კერძოდ კი საქართველოზე გადიოდა. წინა ხელისუფლება ამ ანგარიშის მიჩქმალვას ცდილობდა, მაგრამ მისი დამალვით პრობლემა არ გვარდება. დღევანდელი ხელისუფლებისთვის ეს უდიდესი გამოწვევაა. ამ სფეროშიც ევროპის დაინტერესება ძალიან მაღალი კოეფიციენტისაა და ევროკავშირის დახმარება და პრევენტული ზომების გატარება ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორიზმის და არაკონვენციური იარაღის მოძრაობის საფრთხის მინიმიზაციის ეფექტური საშუალება იქნება.

მე არ შემიძლია მთლიანად ამ შეთანხმების ანალიზი გავაკეთო იმიტომ, რომ მხოლოდ უსაფრთხოების სპეციალისტი გახლავართ, მაგრამ შემიძლია გამოვთქვა მაღალი დონის ვარაუდი, რომ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და ევროკავშირის დახმარება ქვეყნის სტაბილურობის, მისი განვითარების და უსაფრთხო გარემოს შექმნის კარგი საშუალება იქნება.

უმთავრესად ამის იმედს მაძლევს ის გარემოება, რომ აქ ჩამოთვლილი საფრთხეების მინიმიზაცია და გაუვნებელყოფა  ევროპისთვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა. საქართველო ამ საფრთხეების მიმართ საკმაოდ სუსტია. აქედან გამომდინარე, ჩვენის ქვეყნის ტერიტორიაზე პრევენტული ღონისძიებების გატარება და საქართველოს დახმარება ამ საფრთხეების გაუვნებელყოფისათვის, ევროპისათვის საკუთრი უსაფრთხოების მიზნის მიღწევასაც ნიშნავს. ჩენ უფრო ვჭირდებით მათ ამ სფეროში, ვიდრე ჩვენ გვჭირდებიან ისინი.

ინტერესთა თანხვედრა არის ყველაზე კარგი პირობა თანამშრომლობის ეფექტიანობისათვის.

„უკრაინის მოვლენები: გაკვეთილები საქართველოსთვის“
27 თებერვალს „გლობალური კვლევების ცენტრმა“  გამართა სემინარი  „უკრაინის მოვლენები: გაკვეთილები საქართველოსთვის“. პრობლემის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა პეტრე მამრაძემ, რამაზ საყვარელიძემ, სოსო ცინცაძემ, იოსებ არჩვაძემ, ვალერიან გორგილაძემ, ნანა დევდარიანმა, ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის ხელმძღვანელებმა ირაკლი უბილავამ და გიორგი მდივანმა, ასევე პრესის წარმომადგენლებმა.

პეტრე მამრაძემ აღნიშნა, რომ იგი მრავალი წლის განმავლობაში ყურადღებით  აკვირდება უკრაინაში მიმდინარე პროცესებს (ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე იგი რამდენიმე წელი მუშაობდა ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა–ტექნიკურ ფაკულტეტზე). სიტუაციის შეფასებისას, მან ხაზი გაუსვა, რომ პროცესების დეტონატორი იანუკოვიჩისა და მისი გარემოს კორუმპირებულობა გახდა, თუმცა მონაწილეებმა შეახსენეს, რომ თავად ევროკავშირიც არ უარყოფს თავისთან კორუფციის არსებობას, რის შესახებაც მოწმობს ევროკომისიის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ანგარიში. პეტრე მამრაძემ აღნიშნა ისიც, რომ ტიმოშენკო უკრაინელებისათვის ელიტარული კორუფციის სიმბოლოს წარმოადგენს, მაგრამ როგორც კი მან დატოვა კოლონია, განაცხადა, რომ გააგრძელებს ძალაუფლებისთვის ბრძოლას. მამრაძე პრობლემას ხედავს იმაში, რომ იანუკოვიჩი ორი წლის მანძილზე აცხადებდა, რომ უკრაინა ხელს მოაწერს ევროკავშირთან ხელშეკრულებას და ხელმოწერამდე მხოლოდ ერთი კვირით ადრე თქვა უარი ამაზე.

რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ასევე არ აპირებს ევროკავშირთან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, მაგრამ ეს მძაფრ პროტესტს არ იწვევს. განსხვავება იმაშია, რომ იანუკოვიჩმა პირდაპირ „დააბეზღა“ რუსეთი ევროკავშირთან, რომ იგი ამის ნებას არ რთავს. ნანა დევდარიანმა შეახსენა დამსწრეებს, რომ ვიდრე უკრაინის ხელმძღვანელობას არ შესთავაზეს ხელშეკრულების რუსული თარგმანი, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს „ნორმალური შეთანხმებაა“, მაგრამ როცა წაიკითხეს ტექსტი, გაოცდნენ, რომ ხელმოწერაზე დათანხმდნენ. შემდეგში დევდარიანმა პარალელი გაავლო საქართველოსთან და შეახსენა, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილთან ოფიციალური სადილის შემდეგ, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუმ იხუმრა, რომ მათ რეკორდი დაამყარეს – ხელშეკრულების საკითხი ერთი სადილის ფარგლებში განიხილეს. „ალბათ, საქართველოს ხელმღძვანელობას  ასევე არ წაუკითხავს ეს ათასგვერდიანი დოკუმენტი. მათ შეკითხვებიც არ გაუჩნდათ. ამას ამტკიცებს ისიც, რომ ღარიბაშვილმა საქმიან კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხარს დაუჭერს ადგილობრივ მწარმოებლებს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირთან ასოცირებულ ხელშეკრულებას“, – განაცხადა ნანა დევდარიანმა.

მან ასევე გაიხსენა, რომ სინამდვილეში ყველაფერი დაიწყო იმით, რომ იანუკოვიჩის კითხვას – რით დაეხმარება ევროპა უკრაინულ მრეწველობას, რაზეც პირდაპირაა დამოკიდებული სამუშაო ადგილები, ევროპამ უპასუხა, რომ არანაირი დახმარება არ იქნება. პეტრე მამრაძე დაეთანხმა იმას, რომ ევროპამ უკრაინასთან ურთიერთობაში შეცდომების მთელი კასკადი დაუშვა, თუმცა მტკიცება, რომ იანუკოვიჩი „პუტინის კაცია“ – მითია.

ევრომაიდანის პროცესში დასავლეთის ოფიციალური პირების ჩარევის შესახებ კამათისას, სოსო ცინცაძემ ხაზი გაუსვა, რომ მსგავს ჩარევას ყოველთვის ჰქონდა ადგილი. სირიაში არაა ჩარევა? კითხვა იმაშია, გაამართლებს თუ არა უკრაინაში სტრატეგია, რომელიც რუსეთმა საქართველოში გამოიყენა. იქ, როგორც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რუსეთი დაარიგებს რუსულ პასპორტებს, შექმნის მოქალაქობის მინიჭების გამარტივებულ პროცედურებს (ეს ზომები მოგვიანებით მართლაც იქნა მიღებული – რედ.).

სოსო ცინცაძე: „რუსეთი კი არ დათმობს – უბრალოდ, ვერ დათმობს. რუსეთის სამხედრო–სამრეწველო კომპლექსი პირდაპირ არის მიბმული აღმოსავლეთ უკრაინის საწარმოებზე. იგივე სევასტოპოლი, ყირიმი… ამიტომ ევროჩინოვნიკები კბილებში ცრიან, რომ რუსეთის გარეშე ეს საკითხები არ გადაწყდება. და ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს. ჩვენ დღეს ყველა კვერცხი ერთ კალათაში არ უნდა ჩავალაგოთ. ბჟეზინსკიმ უკვე დაიწყო უკრაინის „ფინლანდიზაციაზე“ საუბარი. მე ვფიქრობ, რომ ეს საქართველოსთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, შეიძლება იდეალური არაა, მაგრამ მაინც. ამ შეთანხმებაში 17 გვერდია ეთმობა სექსუალური უმცირესობების კრიტიკის აკრძალვას.

გამოდის, რომ მათ აქვთ თვითგამოხატვის უფლება, ხოლო მე, თუ მათ კრიტიკას დავიწყებ, შეიძლება ციხეში მოვხვდე! ვინ წაიკითხა ეს ხელშეკრულება? ესაა ევროპული ფასეულობები? ისინი იმაშია, მაგალითად, ქუჩას როგორ კვეთ. ცოტა ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, კანონი არ უკრძალავს ჩვენს ჩინოვნიკებს, იყიდონ 200 ათასის ღირებულების მანქანებიო. მაგრამ თუ ისინი ამტკიცებენ, რომ ჩვენ ევროპისკენ მივდივართ, იქ ამას კანონი კი არა, მორალი, ზნეობა, ღირებულებები კრძალავს… პიტერ სემნებიმ, ევროკავშირის ყოფილმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ერთხელ გაბრაზებულმა თქვა, რომ ჩვენ 30 წელი ევროპასთან ახლოს არავინ მიგვიშვებს, ხოლო ნატოში – არასოდეს! მაგრამ ჩვენთან წარმოიქმნა ჩინოვნიკების თხელი ფენა, რომელთათვისაც თავად პროცესია მომგებიანი… თავის დროზე ევროპამ არ მისცა ბელარუსს 3 მილიარდი დოლარი და რუსეთს ჩაახუტა, ახლა უკრაინას ჰპირდებიან 20 მილიარდს, რაზეც ადრე უარი უთხრეს.“

ვალერიან გორგილაძე დაეთანხმა იმას, რომ უკრაინაში მოვლენები დასავლეთს მიერ იყო პროვოცირებული, მაგრამ საინტერესო ის კი არაა, რომ დასავლეთი ერეოდა, არამედ ის, რომ რუსეთი თავს არიდებდა საჯაროდ ჩარევას. აქ გარკვეული კომპლექსი არის და იგი კულუარულად ცდილობდა ამ ვითარების გამოსწორებას. „იმაშიც გეთანხმებით, რომ რუსეთი ვერ დათმობს პოზიციებს, იმიტომ რომ ეს იქნება რუსეთის შესუსტება და მერე უკვე იგივე ევროკავშირთან ვაჭრობაში შესუსტდება, მაგრამ თუკი რუსეთი ვერ ეგუება ამას, არის რამდენიმე ვარიანტი ამ ვითარების გადაწყვეტის: პირველ რიგში, ეს არის პასპორტები. ყირიმის შემთხვევაში პასპორტიც არ არის საჭირო, იმიტომ რომ არის ავტონომია და 3 თვე ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური და შესაბამისად, მის მიერ გამოცემული ნებისმიერი აქტიც. პრობლემა იმაშია, რომ დასავლეთ უკრაინა უფრო პასიონარულია, ხოლო აღმოსავლეთში თვითორგანიზებულობის დაბალი დონეა. ცნობილია, რომ ყველა რევოლუციას ახდენს ენერგიული უმცირესობა… რუსული ენის სტატუსის კანონით ახალმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად ჩამოართვა ენის უფლება არა მხოლოდ რუსებს, არამედ უკრაინაში მცხოვრებ უნგრელებს, რუმინელებს, ბელორუსებს… ვთვლი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს დიალოგი რუსეთის ხელისუფლებასთან. ჩვენ ვხედავთ კომუნიკაციურ ვაკუუმს. ჩვენი პოლიტიკური ელიტა თავის თავზე პასუხისმგებლობას არ იღებს. მოლაპარაკება ახლა უნდა მოხდეს და არა „ცხელ ფაზაში“. რამაზ საყვარელიძე დაეთანმხა იმას, რომ დღეს პუტინი ბევრად აქტიურია დიალოგის აღდგენაში, ვიდრე საქართველოს ხელმძღვანელობა. „ბურჯანაძესთან შეხვედრისას ნათლად იყო ნათქვამი, რომ მოლაპარაკება ყველა საკითხზე შესაძლებელია.“

ზაზა ფირალიშვილმა აღნიშნა, რომ გაკვეთილები მარტო ჩვენ არ უნდა გამოვიტანოთ უკრაინის მოვლენებიდან, უკრაინელებმაც უნდა გაითვალისწინონ რაღაცები ჩვენი უახლესი წარსულიდან. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ უკრაინასთან დაკავშირებით ინიციატივა სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაულოცა. ამ ფონზე პრეზიდენტ მარგველაშვილის გამოსვლამ გვიჩვენა, რომ მხოლოდ „ვაშლის ბაზრის“ დონეზე არ უნდა მივუდგეთ საკითხს. დიალოგი აუცილებელია, მაგრამ დიდი იმედების გარეშე.

ირაკლი უბილავამ გაიხსენა, რომ კიდევ 20 წლის წინ ბჟეზინსკი თავის წიგნში „დიდი საჭადრაკო დაფა“ წერდა – უკრაინას თუ წავართმევთ რუსეთს, ის გახდება მხოლოდ აზიური იმპერია და მუსლიმანურ სამყაროსთან ბრძოლის შედეგად შეიძლება დაიშალოს. „ანგლოსაქსურ გეოპოლიტიკაში ზღვის კონტროლი ყველაზე მეტად მომგებიანად ითვლება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამერიკელების მთავარი სამიზნე  წმინდა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, არის ყირიმი, რათა რუსეთს ჩაუკეტოს შავსა და ხმელთაშუა ზღვაში გასასვლელი“, – თქვა უბილავამ. კითხვაზე, შეძლებს თუ არა რუსეთი უკრაინის სეპარატისტულად განწყობილი მხარეების შენახვას, უბილავამ უპასუხა: „კონტინენტური იმპერია ცოტა განსხვავებულია ანგლოსაქსური იმპერიისგან, მათთვის მთავარია სამხედრო სტრატეგია და ეკონომიკა მათთვის ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო“.

რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა – „არავინ ველოდით იმას, რომ პუტინი ეკონომიკაზე ააგებდა იმპერიას და კიდევ ერთი, პუტინის იმპერიული ამბიციები არაა უკრაინა, თუმცა დაკარგვა იქნება საკმაოდ ცუდი მისთვის. პუტინი თავის ეკონომიკურ იმპერიას უმიზნებს ევროპას და ამ უკანასკნელის დაკავებაზე მიდის საქმე“.

ირაკლი უბილავამ აღნიშნა: „პუტინის ბოლო გამოსვლის წმინდა იდეოლოგიური კონსტრუქცია იყო ნაციონალიზმი პოსტმოდერნიზმის წინააღმდეგ, რაღაც ალტერნატივის შექმნას შეეცადა, ბერდიაევის სიტყვებით სცადა  ჩამოეყალიბებინა, რა არის კონსერვატიზმი და ა.შ. ამან დასავლეთში დიდი გამოხმაურება ჰპოვა“.

სოსო არჩვაძე ეკონომიკური კავშირების საკითხს შეეხო. საქართველოსთვის რუსეთის მიერ ემბარგოს გამოცხადების შემდეგ უკრაინა მნიშვნელობით მეორე პარტნიორი გახდა. წლიურმა ბრუნვამ 800–900 მილიონი დოლარი შეადგინა. იმპორტის ნახევარი – აგროპროდუქციაა, ნახევარი, როგორც ამბობენ, სამხედრო–სამრეწველო პროდუქცია. უკრაინის შესაძლო გაყოფის შემთხვევაში საკვები პროდუქციის 55% არ შემოვა, ეს კი ინფლაციას გამოიწვევს. ჩვენი ექსპორტის დიდი წილიც უკრაინაზე მოდის. და თუ ჩვენ ვეღარ შევძლებთ ჩვენი პროდუქციის მიწოდებას? უკრაინული ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია და მისი დაკარგვა ჩვენთვის დარტყმა იქნება.

გიორგი მდივანმა განაცხადა, რომ ევრომაიდანის მონაწილეებთან ჰქონდა ურთიერთობა და ჰკითხა მათ – უფიქრიათ თუ არა ეკონომიკურ შედეგებზე. პასუხი იყო, რომ მათ მხოლოდ უკრაინის თავისუფლება აინტერესებთ. „ვფიქრობ, რომ მათთვის და ჩვენთვის აუცილებელია პროტექციონიზმი. ჩვენ ძალიან ცუდი სავაჭრო სალდო გვაქვს ევროკავშირთან. ექსპორტი 20%, იმპორტი – 60%. ეს ეკონომიკური ოკუპაციის მაუწყებელია. ადგილობრივი ბიზნესი არათანაბარ სიტუაციაში აღმოჩნდება. ვიქნებით იგივე სიტუაციაში, რა ხელგაწვდილ მდგომარეობაშიც არიან რუმინეთი და ბულგარეთი. 7 წლის მანძილზე ბულგარელებს არ აძლევნდნენ ბრიტანეთში სამუშაო ვიზებს, თუმცა შეთანხმებებში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. ის, რომ ევროკავშირში ასოცირების და ბუნდოვანი წევრობის შემდეგ სტანდარტების დანერგვა მოხდება, გასაგებია, მაგრამ  ვინ უშლის სუვერენულ სახელმწიფოს, რომ დანერგოს იგივე წარმოების სტანდარტები“?

დისკუსიის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის სიტუაციას კვლავ დაუბრუნდებიან და შეაფასებენ საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირებულ ხელშეკრულებას.

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ზოგიერთი ასპექტის შესახებ
იოსებ არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი:

2013 წლის ნოემბერში ვილნიუსში პარაფირებული იქნა ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტი. თუ მისი ხელმოწერისას დაშვებულ ერთგვარ კურიოზს (ხელმოწერა „შალახოს“ მუსიკის ფონზე) არ მივიღებთ მხედველობაში, თავად ამ დოკუმენტის მნიშვნელობა უაღრესად დიდია. თუ რამდენად დიდი მნიშვნელობისა და ბედიღბლიანია იგი ჩვენი ქვეყნისათვის ამ დინამიურად განვითარებად და სწრაფად ცვლად მსოფლიოში, მიუთითებს ის გარემოებაც, რომ მისი ხელმოწერის ვადა რამდენჯერმე იქნა გადმოწეული: ჯერ სექტემბრიდან – აგვისტოში, შემდეგ აგვისტოდან – ივნისში, ამჟამად კი მიდის საუბარი დოკუმენტის კიდევ უფრო ადრე ხელმოწერაზე.

რითაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საქართველო ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება?

საქართველოს სწრაფვა ევროპული, ქრისტიანული ფასეულობებისადმი საუკუნეებს ითვლის და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისათვის გაერთიანებულ  ევროპასთან, როგორც სახელმწიფოთა ინსტიტუციურ გაერთიანებასთან, ნებისმიერი დოკუმენტის, ხელშეკრულების ან შეთანხმების მიღება, უპირველეს ყოვლისა, განიხილება აღნიშნულ კონტექსტში. ამავე დროს, თანამედროვე ევროპაში გაბატონებული ლიბერალური ფასეულობები და ბევრი, ქართველი ერის მენტალობისათვის უჩვეულო, უცხო და მიუღებელი ღირებულებების წარმოჩენა და მიზანმიმართული კულტივირება გარკვეულ ეჭვს და სკეპსისს ბადებს საზოგადოების უდიდეს ნაწილში: ხომ არ მოხდება აღნიშნული დოკუმენტის მიღების პარალელურად საქართველოს მოსახლეობისათვის მისთვის უცხო და მიუღებელი ფასეულებების და ორიენტირების თავს მოხვევა და ინსტიტუციური და ყოფითი ქცევის სავალდებულო ელემენტად გადაქცევა?

ეს არ არის მხოლოდ ობივატელური კითხვა, იგი ეგზისტენციალური დატვირთვისაა და შესაბამის არგუმენტირებულ პასუხს და სახელისუფლებო რეაქციას საჭიროებს. ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის  მოსაზრება  მამაკაცისა და ქალის  ქორწინებითი ურთიერთობის შესახებ, ფაქტობრივად ერთერთ ყველაზე სენსიტიურ თემაზე საზოგადოებრივი კითხვებისა და მღელვარების მოხსნის მცდელობას წარმოადგენდა.

ზოგადად, ევროკავშირთან შეთანხმებას აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი:

1.	ეს არის ყველაზე ვრცელი, სიღრმისეული, კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც ოდესმე მომზადებულა საქართველოს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესახებ;

2.	აღნიშნული დოკუმენტი გარკვეულ ინსტიტუციურ ჩარჩოებს, ქცევის წესებს და მოდელს უსაზღვრავს არა მარტო საქართველოს ხელისუფლების ფაქტობრივად ყველა შტოს წარმომადგენელს, არამედ საზოგადოების რიგით წევრებსაც, მეწარმეებს, ბიზნესმენებს, საჯარო მოხელეებს… ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მთავრობის, ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებების დეკლარაცია. ეს არის ქართული საზოგადოების მიერ ქცევის გარკვეული წესის, მოდელისადმი მიდევნების პირობის გამომხატველი დოკუმენტიც. მეორე საკითხია, თუ რამდენად აქვს თავად საზოგადოებას ეს ბოლომდე გაცნობიერებული და რამდენად გამოხატავს ის საამისო მზაობას…

3.	აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ სერიოზულად უნდა გადაიხედოს ის სამთავრობო პროგრამები, დოკუმენტები, დეკლარაციები, რაც ბოლო წლების მანძილზე მაღალი სიხშირით განიხილებოდა და მიიღებოდა საქართველოს ძველი თუ ახალი ხელისუფლების მიერ (მარტო ბოლო სამი წლის მანძილზე, ჩვენი ანგარიშით, სულ ცოტა ხუთი ასეთი დოკუმენტია მომზადებული, მათ შორის სამი – ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ: 1. „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა (2011 წ.); 2. საქართველოს მთავრობის სამოქმედო პროგრამა (2012 წ.); 3. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის “საქართველო 2020” – პროექტი (2014 წ. თებერვალი). უნდა განხორციელდეს  მათი სერიოზული რევიზია, რამდენად შეესაბამებიან, ან იქნებიან შესაბამისობაში ასოცირების შეთანხმების  სულისკვეთებასთან, ანუ აღნიშნულ სიტუაციას კარგად შეესაბამება ქართული ანდაზა: „შინ დაბარებული გარეთ არ გამოგადგებაო“.

სამწუხროდ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანოებში სამუშაოები მათი კომპეტენციის შესაბამის სფეროებში შეთანხმების ცალკეულ ასპექტებზე ფაქტობრივად არ განხორციელებულა, თუ არ ჩავთვლით კონსულტაციებს  სამთავრობო დაწესებულებებში ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუტების და  ორგანიზაციების ექსპერტებთან – მათთან, ვინც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი დოკუმენტის მომზადებაში ევროკავშირის მხრიდან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აღნიშნული დოკუმენტის მომზადებაში ქართულ მხარეს არსებითი მონაწილეობა არ მიუღია.  იგი „გამზადებული სახით“ იქნა შემოთავაზებული ევროკავშირის მიერ ჯერ პარაფირებისა და ახლა უკვე – ხელმოწერისათვის.  შედარებისათვის: სწორედ ანალოგიური დოკუმენტის სერიოზული გაცნობის და გაცნობიერების პროცესს მოყვა ის მღელვარებები, რომელიც დაიწყო უკრაინაში 2013 წლის ნოემბერში.

ეს მრავალასპექტიანი, „ათასგვერდიანი“ (გადატანითი და თითქმის პირდაპირი მნიშვნელობით) დოკუმენტი შედგება 8 კარისა და დაახლოებით ოთხ ათეულზე მეტი თავისაგან, ეხება საზოგადოებრივი ცხოვრების, ფაქტობრივად, ყველა სფეროს, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობიდან დაწყებული და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლისა და კონტროლის წინააღმდეგ ღონისძიებით დამთავრებული. ვაჭრობის ეროვნული რეჟიმი და საქონლის ბაზარზე დაშვება, ბარიერები, სტანდარტიზაცია, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, მიმდინარე გადახდები და კაპიტალის მოძრაობა, ინტელექტუალური საკუთრება, კონკურენცია, ვაჭრობასთან დაკვშირებული დებულებები, დავების მოგვარება, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და კლიმატი, ფინანსური მომსახურება, ინფორმატიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა, დასაქმება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, სამოქალაქო სექტორი, რეგიონული განვითარება და დანაშაულობებთან ბრძოლა – არასრული ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომლებზეც საუბარია აღნიშნულ დოკუმენტში.

შეთანხმების პარაფირებული დოკუმენტის  დაკავშირებით საზოგადოებაში, სამეცნიერო წრეებში, ექსპერტების დონეზე იმართება დისკუსიები, მსჯელობები, აზრთა გაზიარება, თუმცა თემატიკის ზემოხსენებული სიმრავლის გათვალისწინებით არცერთ მაღალი დონის კონფერენციას და ექსპერტთა ჯგუფს არ ძალუძს სრულად მოახდინოს აღნიშნული შენთანხმების ყველა ასპექტის თანაბარი ზომით განხილვა, შეფასება და შედეგების წარმოჩენა. ამის გათვალისწინებით, ყველაზე უპრიანი იქნებოდა, რომ დოკუმენტის ცალკეული ასპეტები, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პოზიტიური და ნეგტიური შედეგების დადგომის ალბათობები, პრეფერენციები, რისკები და  საფრთხეები, განხილული ყოფილიყო  სამთავრობო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების (იქ, სადაც ჯერ კიდევაა შემორჩენილი ასეთი ინსტიტუტები) დონეზე, შემდეგ მომხდარიყო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების (მთავრობა, მეცნიერებათა აკადემია, პროფკავშირები, პარლამენტი) მიერ გამოხატული დამოკიდებულებებისა და შეხედულებების შეჯერება და მხოლოდ ამის შემდეგ განხორციელებულიყო ხელმოწერა (თუნდაც „ტრადიციული „შალახოს“ ფონზე).

მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ურთიერთობის რამდენიმე ათეულ ასპექტს ეხება, მისი მთავარი ინტერესი, იდეა მდგომარეობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩამოყალიბებასა და ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადი სავაჭრო სისტემის ფორმირებაში.

ევროკავშირი თავის დროზე შეიქმნა თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაყრდნობით და მიზნად ისახავდა კაპიტალის, საქონლისა, მომსახურებისა და სამუშაო ძალის თავისუფალ გადაადგილებას, კონკურენტუნარიანობის ზრდას გლობალური მასშტაბით. და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან იმპორტს ევროკავშირის მთლიან იმპორტში მხოლოდ 0.24 პროცენტი, ხოლო საქართველოში ექსპორტს ევროკავშირის ექსპორტში – მხოლოდ 0.95 პროცენტი უკავია, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ახალ ეკონომიკურ სივრცეებში შეღწევა და იქ არა მარტო თავისი საქონლის რეალიზაცია, არამედ მისთვის მისაღები სამართლებრივი, საინვესტიციო და ბიზნეს-გარემოს ფორმირება.

თავის მხრივ, საქართველოს აინტერესებს თავისი საგარეო ვაჭრობის დივერსიფიცირება, არეალის გაფართოება, რისკების შემცირება… ევროკავშირის ბაზარი მას ხიბლავს თავისი ტევადობით, მაღალი გადახდისუნარიანობით, მოწესრიგებული და ლიბერალური სამართლებრივი ფონით.

დღეისათვის საქართველოსათვის ევროკავშირი ერთერთი მნიშვნელოვანი, თუმცა არა ყველაზე მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მართალია, 90-იანი წლების შუახანებიდან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან თითქმის 24-ჯერ გაიზარდა, აქედან ექსპორტი – 82-ჯერ, ხოლო იმპორტი კი – 20-ჯერ, აღნიშნულმა მონაცემებმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, რადგანაც სასტარტო მონაცემები მეტისმეტად მცირე, ფაქტობრივად უმნიშვნელო იყო. მაგალითად, საქართველოს მთელი ექსპორტი ევროკავშირში 1995 წელს 7.2 მლნ. აშშ დოლარს არ აღემატებოდა. 2013 წლის მდგომარეობით, ევროკავშირის წილად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 26.7%  (ისტორიული მაქსიმუმი მიღწეულ იქნა 2004 წელს – 28.6%). შედარებისათვის:  დსთ-ის წილად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 35.1%. საქართველოს იმპორტში ევროკავშირის წილი 28.8%-ია (ისტორიული მაქსიმუმი მიღწეულ იქნა 2003 წელს – 33.4%), ექსპორტში კი – 20.9% (2008 წელს – 22.4%). მთლიანობაში საქართველოს ექსპორტით იმპორტის გადაფარვა ევროკავშირთან დაახლოებით 1.5-ჯერ უფრო დაბალი აქვს, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოსთან: სულ ექსპორტით იმპორტის გადაფარვა საშუალოდ – 36.9%, ევროკავშირთან – 26.8%, დანარჩენ მსოფლიოსთან ევროკავშირის გარეშე – 41.1%. დღეისათვის საქართველო შეადგენს ევროკავშირის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მხოლოდ 0.6%-ს. თუმცა ევროკავშირი მაინც იჩენს სიფრთხილეს, რომ საქართველოდან არ მოხდეს უკონტროლო ექსპორტი ამ გაერთიანებაში. ამგვარი სიფრთხილე უკავშირდება როგორც ევროკავშირის შიდა ბაზრის დაცვის კომერციულ ინტერესებს, ისე იმასაც, რომ საქართველოს გავლით მესამე ქვეყნებიდან ან იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც ევროკავშირს და საერთაშორისო თანამეგობრობას დაწესებული აქვთ ეკონომიკური სანქციები, საქონელი არ მოხვდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე (ძირითადად ამით უნდა აიხსნას, ჩვენის აზრით, საქართველოდან ევროკავშირში 220 ტონიანი ნიორის ექსპორტის წლიური ლიმიტის დაწესება – საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარი ბოლო წლებში გაჯერებული იყო  ჩინური და ირანული ნივრით).

დოკუმენტში მნიშვნელოვანი ასპექტი აქვს დათმობილი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის ექსპერტების მათი მოსაზრებებისა და პრაქტიკის გაცვლას  სახელმწიფოსათვის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიცაა საჯარო ფინანსები, ფინანსური სექტორი, სახელმწიფო ბიუჯეტი, სტატისტიკა. მარტო ამ უკანასკნელს, მაგალითად, ეძღვნება 6 მუხლი (მუხლები 286-291), რაც მიუთითებს იმაზე, რომ სრულყოფილი, მოწესრიგებული, მაღალი ხარისხისა და საზოგადოებრივი ნდობის ვოტუმის მქონე სტატისტიკის გარეშე სახელმწიფოთაშორისო სრულყოფილი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები წარმოუდგენელია.

გათვალისწინებულია საბაჟო ბარიერების მოხსნა და ევროკავშირისა და საქართველოს ბაზრების ფაქტობრივი ხელმიწვდომობა მეორე მხარის საქონლისთვის. შეთანხმებით – გათვალისწინებულია, რომ მხარეები არ გაატარებენ დემპინგურ ღონისძიებებს და აიკრძალება იმპორტის ან ექპორტის გადასახადებზე ან მოსაკრებლებზე ეკვივალენტური ეფექტის მქონე ადმინისტრაციული გადასახდელები (მუხლი 69). ამავე დროს, მხარეები აუქმებენ ყველა საბაჟო გადასახადს მეორე მხარეში წარმოებულ პროდუქტზე. თუმცა აქაც გარკვეული დაშვებებია იმის გათვალისწინებით, რომ თუ ევროკავშირში შეტანილი ქართული საქონელი, ფასი ჩამორჩება ევროკავშირის საბაზრო ფასებს, ამ დროს ევროკავშირს, შიდა ბაზრის დაცვისათვის, აქვს უფლება მოახდინოს ფასწანამატი, ისე რომ საქართველოდან იმპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასი შიდა ევროპულს დაუახლოვოს. ეს გარემოება იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს შიდა ფასები საშუალო ევროპულის 60 პროცენტის დონეზეა, ანუ ფასების დონე საქართველოში საშუალო ევროპულთან შედარებით 1.8-ჯერ უფრო დაბალია, გარკვეულ ბარიერებს  უქმნის ქართულ საქონელს ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრებაში, ახდენს იმ  უპირატესობის ფაქტობრივ ნიველირებას, რაც გააჩნია ქართულ პროდუქციას სიიაფის მხრივ. განსაკუთრებით დაბალია ჩვენთან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ადგილობრივი წარმოების ღირებულება. თუმცა, დიდი იმედები იმისა, რომ ქართული პროდუქცია დაიპყრობს ევროპულ ბაზარს, არ უნდა გვქონდეს. ჯერ ერთი, როგორც უკვე ითქვა, ევროკავშირი იტოვებს ფასწანამატის შემოღების უფლებას თავისი შიდა ბაზრის დასაცავად, მეორეც, ჩვენი ამჟამინდელი პოტენციალი ევროპული ბაზარზე დასამკვიდრებლად მეტისმეტად სუსტია იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის მეურნეობა არის საქართველოს ეკონომიკის უსუსტესი რგოლი, ამ დარგში საქართველოს შრომის მწარმოებლურობა  60-ჯერ და მეტად ჩამორჩება ევროკავშირის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მესამე, თავად საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარი თითქმის 4/5-ით ოკუპირებულია  იმპორტირებული საქონლით და პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს არა საგარეო ექსპანსია, არამედ შიდა სამომხმარებლო ბაზრის „რეკონკისტა“ – სამამულო წარმოების პროდუქციის მიერ წამყვანი როლის დამკვიდრება შიდა სამომხმარებლო სასურსათო ბაზარზე. მაგალითად, ევროკავშირში, შეთანხმებით, შესაძლებელი გახდება 4.4 ათასი ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და 0.5 ათასი ტონა ფრინველის ხორცის შეტანა. მაგრამ თავად საქართველოში ხორცის მოხმარებაში ადგილობრივი წარმოების ხორცის წილი მხოლოდ 36 პროცენტია და ყოველწლიურად ხორციელდება 60 ათას ტონაზე მეტი ხორცის იმპორტი.

საქართველოში ისედაც დაბალი იმპორტის (საბაჟო) გადასახადებია და მათი მეშვეობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად მობილიზებული თანხა მხოლოდ დაახლოებით 90 მლნ ლარია – ამჟამინდელი საბიუჯეტო შემოსავლების დაახლოებით 1.2 პროცენტი. შესაბამისად, ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობისა და სტრუქტურის გათვალისწინებით, ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლების კლება დაახლოებით 25-30 მლნ. ლარი იქნება. მისი კომპენსირება შესაძლებელი იქნება იმით, რომ ექსპორტის ყოველწლიური მატება ბოლო წლებში 400 მლნ. აშშ დოლარს აღემატება და მხოლოდ აღნიშნული ნამატის წარმოებით მიღებული მოგების გადასახადი მნიშვნელოვნად აღემატება ბიუჯეტის მოსალოდნელ კლებას ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო გადასახადების შემცირებით.

რამდენადმე დაზუსტებას საჭიროებს შეთანხმებაში მოტანილი მონაცემები საქართველოს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონტექსტში. მაგალითად, დოკუმენტის ავტორები მოკლევადიან პერსპექტივაში ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას ვარაუდობენ 1.7%-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში – 4.3%-ით. ექსპორტის ზრდას, შესაბამისად, 9% და 12%-ით, ხოლო იმპორტისა – 4.4% და 7.5%-ით. მაგრამ არაფერი არაა ნათქვამი, არის თუ არა გათვალისწინებული აღნიშნულ ზრდაში სინერგიის ეფექტი, რაც შეიძლება შეთანხმების შედეგად შესაძლებლობებისა და მოთხოვნების ზრდამ გამოიწვიოს.  საქართველოს ექსპორტი ბოლო 8 წლის მანძილზე (2006-2013 წლებში) საშუალოდ ყოველ წლიურად იზრდებოდა დაახლოებით 16.5%-ით ხოლო იმპორტი 15.7%-ით. ფაქტობრივად, გამოდის რომ შეთანხმების შემდეგ ექსპორტის ზრდის ტემპი შემცირდება, ხოლო იმპორტისა –  უცვლელი დარჩება, თუ დოკუმენტის ავტორებს სხვა რამ უნდა ეთქვათ?

ჩვენი შეფასებით, პროდუქციის ხარისხის ზრდა და ევროკავშირის (და, შესაბამისად, მსოფლიო სტანდარტების დონეზე აყვანა) გამოიწვევს უახლოეს წლებში არა მარტო ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, არამედ ევროკავშირში ექსპორტის რეალურ ზრდას საშუალოდ 1.5-2-ჯერ, ანუ 300-600  მლნ დოლარით, რაც ქვეყანაში მშპ-ის დაახლოებით 2%-იანი ზრდის ეკვივალენტი იქნება.

ამასთან, გადაჭარბებულად გვეჩვენება ის იმედები, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ევროკავშირში „ეგრევე“ და დიდი რაოდენობით მოხდება ქართული პროდუქციის შეტანა. დღეისათვის ევროკავშირის ბაზარი, სტრუქტურირებული, გაჯერებული და საკმაოდ დაცულია იმისათვის, რომ მასში შესვლა და დამკვიდრება, მნიშვნელოვანი სეგმენტის მოპოვება შეძლონ ახალმა მოთამაშეებმა. ეს გარკვეულ წილად წააგავს იმ მოლოდინს, რაც საქართველოს წინა ხელისუფლებას გააჩნდა ჩინეთის ბაზრისადმი ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით. – ფაქტობრივად კი, ჩინეთის 1.5 -მილიარდიანი მოსახლეობის მქონე ბაზარმა 2006-2012 წლებში შეიძინა იმ ქართული ღვინის მხოლოდ 10%, რაც რუსეთის 143-მილიონიანმა ბაზარმა – მხოლოდ 2006 წლის პირველი 4 თვის მანძილზე (ემბარგოს გამოცხადებამდე). ამიტომ, ზოგადად 500 მლნ-იანი ბაზარი საინტერესო და მომხიბვლელია ქართული ეკონომიკისთვის, თუმცა იქ დამკვიდრება გულისხმობს თამაშის შესაბამის წესის, ადეკვატური ხარისხისა და მიწოდების პირობების დაცვას, უმკაცრესი კონკურენციის დაძლევას, რა მხრივაც ქართულ მხარეს ჯერ კიდევ მოუწევს სერიოზული და ხანგრძლივი მუშაობა.

მაგრამ, თუ პირდაპირი ეკონომიკური ეფექტი საერთო ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის საგრძნობი ექსპანსიით ვერ მოხდება, მაშინ საბოლოო ჯამში, რა კონკრეტული სარგებელის მომტანი იქნება აღნიშნული შეთანხმება ზოგადად ქართული ეკონომიკისათვის და კონკრეტულად,  რიგითი ქართველი მომხმარებლისთვის?

შეთანხმების ერთერთ თვალსაჩინო შედეგი იქნება სავიზო რეჟიმის გაიოლება, აგრეთვე ქართული ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის ზრდა, საშუალო და მცირე საწარმოების მეტი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, ახალგაზრდებისთვის ევროპული განათლების ხელმიწვდომობის გაუმჯობესება და ენერგეტიკის სფეროში ენერგო ეფექტიანობის გაზრდა და განახლებადი ენერგო რესურსების განვითარების უზრუნველყოფა. ყოველივე ეს, გამყარებული სამართლებრივი ფონისა და კანონის უზენაესობის, ნებისმიერი ინსტიტუტის, სამსახურის და საჯარო მოხელის საქმიანობის ტრანსფარეტულობისა და პასუხისმგებლობის ზრდის ფონზე.

ამავე დროს, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ხელშეკრულება  შეიძლება განხილულ იქნას როგორც მთავარი  ლეიტმოტივი  არა იმდენად ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრების, საქართველოდან ექსპორტის წახალისების  სტრატეგიაში, რამდენადაც  საქართველოს შიდა ბაზარზე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ქართული სამამულო პროდუქციის წარმოებისა და დამკვიდრებისათვის, იმპორტირებული საქონლის ქართული პროდუქციით ჩანაცვლებისათვის.

ამ კუთხით სწორი სტრატეგიის და გათვლების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ქვეყნიდან შრომითი მიგრაციის მოტივაციის შემცირებას. ამიტომ ზოგადად, პირდაპირ ეკონომიკურ შედეგზე, საექსპორტო ექსპანსიაზე მეტად საქართველო მიიღებს გრძელვადიან სარგებელს საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ბიზნესის წარმოების, პროდუქციის ხარისხის, სამუშაო ძალის ქვეყანაში და შიდა სამომხმარებლო ბაზარზე სამამულო პროდუქციის ღირსეული წილის დამკვიდრებისათვის. თავის დროზე ქართული ღვინისათვის რუსული ბაზრის დახურვამ გაზარდა ქართველი მეღვინეების მოტივაცია გასაღების ახალი ბაზრების ძიებისა და, განსაკუთრებით, პროდუქციის ხარისხის ზრდის მიმართულებით. შედეგად, 2013 წელს საქართველოდან ერთი ლიტრი ღვინის საექსპორტო ღირებულება აღემატებოდა 2005 წლის მაჩვენებელს 82.5 პროცენტით. და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან ღვინის ექსპორტი 2013 წელს 14 პროცენტით ნაკლები იყო 2005 წლის მაჩვენებელზე, ღირებულებითი ფორმით მისმა ექსპორტმა უკვე 56 პროცენტით გადააჭარბა 2005 წლის დონეს.  ამ მხრივ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება რუსულ ემბარგოსთან შედარებით გაცილებით მეტი პოზიტიური მუხტის, ფართო შესაძლებლობებისა და უფრო სერიოზული შედეგების მოტანის პოტენციალის მატარებელია და ამიტომ მისი სწორი გამოყენება და გათვალისწინება უახლოეს წლებში საქართველოს ხელისუფლების საგარეო (და არა მარტო) ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედად უნდა იქცეს.

2014 წლის მარტი

კონფერენცია “ეთნოსი და პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში – “ჩერქეზული საკითხი”"
ახმეტ იარლიკაპოვი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეთნოლოგიისა და ანტროპოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის, ეთნოპოლიტიკური კვლევების ცენტრის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი:

აქ გამოითქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ არსებობს კიდევ ისლამური განზომილება და იგი ძალიან სერიოზულია, და სინამდვილეში გავლენიანიც იმ მხრივ, რომ ისლამური ფაქტორი ძალიან სერიოზულად ახდენს გავლენას მთელი კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, არა მხოლოდ ჩრდილოეთში, არამედ სამხრეთშიც. დღეს მე მინდა წარმოგიდგინოთ პატარა მიმოხილვა იმისა, თუ როგორ ვითარდება ისლამი ჩრდილოეთ კავკასიაში, ისლამის განვითარების ტენდენცია 1989–2013 წ.წ.  – როგორ ვითარდებოდა ის და როგორ მდგომარეობაში იმყოფება ახლა.

შეხედეთ რუკას, როგორც ხედავთ, საქართველო ესაზღვრება ჩრდილოეთ კავკასიის პრაქტიკულად ყველა ისლამურ რეგიონს, ადიღეს გარდა, რომელიც ანკლავის სახითაა მოქცეული კრასნოდარის ოლქის შიგნით. ანუ, პრაქტიკულად, საქართველოს საზღვრის მთელ ჩრდილოეთ და ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილებში რუსეთის ჩრდილო–კავკასიური, მუსულმანებით დასახლებული  რეგიონებია. ჩრდილოეთ კავკასიის ისლამური ნაწილი სსრკ–ს დაშლამდე სრულებით გასაგები და არც ისე რთული იყო, რამდენადაც ეს რეგიონი დასახლებულია ძირითადად სუნიტებით და ძალიან მკაფიოდ იყოფა ჰალაფიტებსა და შაფიიტებზე. შერეული მოსახლეობა მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთში იყო და სურათს ავსებდა სუფისტური დანამატი, სუფიები ისლამის მისტიკურ–ასკეტიკური მიმდინარეობის მიმდევრები არიან, რომელიც არ იმყოფება ისლამის რაიმე სახის მიმდინარეობების რიგში, ანუ ეს არის ისლამის საერთო მიმდინარეობა, მაგრამ ძირითადად სუფიები შაფიიტები იყვნენ.

შიიტები წარმოდგენილი იყვნენ მხოლოდ დაღესტნის სამხრეთ ნაწილში. ესენი არიან ძირითადად აზერბაიჯანელები და ერთი ლეკური სოფელი მისკინჯა. სხვათა შორის, რუსეთის უძველესი მეჩეთი, დერბენტის საკათედრო მეჩეთი ყოველთვის შიიტური იყო, დღეს მას  შიიტები და სუფისტები იყოფენ. ჩემი აზრით, ძალიან მნიშნელოვანია საკითხი, თუ რა იყო ჩრდილოეთ კავკასიაში საბჭოთა კავშირის ბოლოსთვის. საბჭოთა კავშრის დაშლის შემდეგ  მაინც აღორძინება თუ რეისლამიზაცია მოხდა. ჩემი აზრით, ჩრდილო–დასავლეთ კავკასიაში ეს იყო რეისლამიზაცია, რამდგანაც ჩრდილო–დასავლეთ კავკასიაში ისლამი პრაქტიკულად აღარ იყო ანუ, იყო სეკულარიზაციის ძალიან მაღალი დონე, იყო ძალიან ბევრი არაპრაქტიკოსი მუსულმანი და განათლებული კადრები პრაქტიკულად არ იყვნენ. ანუ აქ მოსახლეობა ფაქტპბრივად, თავიდან ეზიარა ისლამს.

მათ ახსოვდათ, რომ ისინი მუსულმანები იყვნენ და ხელახლა მოექცეოდნენ, ხოლო ჩრდილო–აღმოსავლეთ კავკასიაში, მიუხედავად საბჭოთა მმართველობის 70 წლისა, იყო ძალიან ძლიერი სუფისტური ჯგუფები, იყვნენ ისლამური ღვთისმეტყველები, შენარჩუნებულ იქნა განათლების ისლამური სისტემა, სწორედ სისტემის სახით, მიუხედავად იმისა, რომ იგი სუსტი იყო და ა.შ. მაგრამ შენარჩუნდა სწორედ როგორც სისტემა. ამას გარდა, დეპორტაციის წლებში ჩეჩნებისა და  ინგუშების დეპორტაციის შემთხვევაში, ძალიან მჭიდრო კავშირი დამყარდა ისლამურ პრაქტიკებსა და ტეიპებს შორის, იგი ძალიან გაძლიერდა და ამიტომ 1989 წლიდან ჩვენ უკვე თვალს ვადევნებთ ისლამის აღორძინებას. ისლამის ამ აღორძინებაში ჩრდილო–დასავლეთ კავკასიაში დიდი როლი შეასრულეს უცხოელმა მისიონერებმა, როგორც წესი, თურქებმა. ეს ხდებოდა ძირითადად ადიღეში, მაგრამ იყვნენ ყაბარდო–ბალყარეთში და ჩერქეზეთში, მისიონერებიც ჩეჩნეთიდან და დაღესტნიდან და ასევე ადგილობრივი ახალგაზრდობაც, რომელიც განათლებას საზღვარგარეთ იღებდა. ჩრდილო–დასავლეთ კავკასიაში უცხოელი მისიონერები პრაქტიკულად არ იყვნენ, ანუ აქ ისლამის ეს აღორძნება ხდებოდა ადგილობრივი ძალებით, თუმცა ამას ემატებოდა ახალგაზრდობაც, რომელმაც განათლება საზღვარგარეთ მიიღო.

პოლიტიკისა და ისლამის კავშირი ძალიან საინტერესო საკითხია, მიუხედავად იმისა, რომ სახელწოდება „ისლამურის“ ქვეშ აქ იყო რამდენიმე პარტია. ერთადერთი რეალური ისლამური პოლიტიკური პარტია, რომელიც წარმოდგენილი იყო რეგიონში, იყო ზუსტად ის საკავშირო  ისლამური აღორძინების პარტია. იქ იყო ორი წარმოდგენილი ორი ცნობილი დაღესტნელი, ამ პარტიის ლიდერი – ახმად კადი–ახტაევი – დაღესტნელი მეცნიერი და ასევე დაღესტნელები – აბას კებედოვი და ბაგაუტდინ მაგომეტოვი, რომლებიც ალიმთა საბჭოს ანუ ამ პარტიის მეცნიერთა საბჭოს წევრები იყვნენ. მიუხედავად ამისა, პოლიტიკურმა აქტივიზმმა ისლამური პოლიტიკური პარტოების სახით მაინც ვერ გაიდგა ფესვები რეგიონში, ანუ ისლამური აღორძინების პარტიები ვერ გახდნენ პოპულარულები ჩრდილოეთ კავკასიაში, ვერ გახდნენ  პოპულარულები ვერც სხვა დღემოკლე პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იქმნებოდნენ. და ბოლოს, 1994 წელს პარტია იძულებული გახდა დაშლილიყო და მას შემდეგ პრაქტიკულად ამ მიმართულებით ისლამური პოლიტიკური აქტივიზმი არ არსებობს.

მიუხედავად ამისა, არის სხვა ფორმებიც, მაგალითად, დაღესტნის სუფიები. როგორც პოლიტიკური აქტორები, დაღესტანში საპარლამენტო არჩევნებში  ძალიან აქტიურად მონაწილეობენ სუფისტური შეიხების მიურიდები, სახელისუფლებო სტრუქტურებზე ვრცელდება გავლენა, მათ შორის იმ მინისტრების მეშვეობით, რომლებიც სუფიების მიმართ სიმპატიებს გამოხატავენ. სუფიები მუნიციპალურ დონეზე ძალიან აქტიურად იკავებენ პოზიციებს და თუ პირადად არა, მაინც ახორციელებენ ძლიერ გავლენას გადაწყვეტილებების მიღებაზე, იმიტომ რომ ადმინისტრაციის მეთაურიც და პოლიციის უფროსიც ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რას ფიქრობს ეს ხალხი, მუდმივად მიმართავენ მათ კონსულტაციისთვის. მაგრამ ხშირად ეს ხალხიც ხდებიან სოფლების გამგებლები და ა.შ. პოლიტიკური საქმიანობის ასეთი ფორმა საკმაოდ წარმატებულად ახდენს ადგილობრივი სუფიების ხელისუფლების ადგილობრივ სისტემაში ინტეგრირებას.

მაგალითი, როდესაც ისლამი მოდის საჯარო სივრცეში – ქალაქ მახაჩკალაში, საცხოვრებელ სახლზეა ციტატები ყურანიდან რუსულ ენაზე, რათა ყველა ადამიანს ჰქონდეს საშუალება ასეთი გზით ეზიაროს ისლამურ ღირებულებებს, ანუ ეს ასევე წარმოადგენს ისლამის პოლიტიკურ ან საერთოდაც, საჯარო სივრცეში შესვლის ნაწილს. კიდევ ერთი მაგალითი, ეს არის ელექტრო–საქონლის მაღაზიის რეკლამა ისლამური სიმბოლოების გამოყენებით, ანუ მათ საჯარო სივრცეში ძალიან აქტიურად იყენებენ, რადგანაც ისლამმა ხალხის ცნობიერებაში ძალიან მკაფიო ადგილი დაიკავა.

მაგრამ პოლიტიკაში სუფისტური მონაწილეობის გარდა,  არის კიდევ  ე.წ. სალაფიტური და ვაჰაბიტური პროექტები. ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩეჩნეთის ომებმა, იმიტომ რომ ჩეჩნეთი ჩრდილო–კავკასიელი მუსულმანების ცნობიერებაში პირველი მუსულმანური ტერიტორია გახდა. მიუხედავად ამისა, რომ პირველი ჩეჩნური პროექტი ხაზგასმულად საერო ხასიათს ატარებდა, ჩეჩნეთი მოიაზრებოდა, როგორც  საუკეთესო ტერიტორია ჯიჰადისთვის. ამის შესახებ ამირ ჰატაბი და ბასაევი საუბრობდნენ. წარმოიქმნა კიდევაც განსაკუთრებული ისლამური ტერიტორია, მათ შორის ჩეჩნეთის ფარგლებს გარეთაც, დაღესტანში, ე.წ. კადარის ზონაში. იქ გამოცხადებულ იქნა შარიათული მმართველობა, ამირ ჯარულას მეთაურობით. მათ შექმნებს შარიათის სასამართლო და ეს ტერიტორია პრაქტიკულად გახდა რუსეთის მმართველობისგან  დამოუკიდებელი. მაგრამ ამ პროექტმაც ვერ გაძლო, 1999 წლის სექტემბერში ამ ტერიტორიამ, სამხედრო ოპერაციიდან გამომდინარე, არსებობა შეწყვიტა. სხვა პროექტი – ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია, რომელიც იყო საერო, პრაქტიკულად არსებობის რამდენიმე წელიწადში საეროდან ისლამისტურად გარდაიქმნა. და საბოლოო შედეგად იქცა  კავკასიის ემირატის დეკლარაციის გამოცხადება დოკუ უმაროვის მიერ 2007 წელს. თუ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია ეცადა გამხდარიყო სრულყოფილი სახელმწიფო – ტერიტორიით, მმართველობით, მინისტრებით და ა.შ. კავკასიის ემირატი ფაქტობრივად წარმოადგენს ტერორისტულ ქსელს, რომელიც როგორც სახელმწიფო ემირატის სახით არსებობს მხოლოდ ინტერნეტის ქსელში.

რეალურად ეს არის სხვადასხვა ტერორისტული უჯრედების ნამდვილი ქსელი, რომლებმაც ხშირ შემთხვევებში არც იციან ერთმანეთის შესახებ არაფერი, გარდა იმისა, რომ ისინი არსებობენ. ახლა რამდენიმე სიტყვა ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამური ველის მოზაიკურობის შესახებ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ისლამზე ჩრდილოეთ კავკასიაში, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ველი ძალიან ფრაგმენტირებულია და არ წარმოადგენს რაიმე ერთიანს. ვთქვათ, ტრადიციული ისლამი – პირველ რიგში, ჩვენ არ ვიცით, რა არის ტრადიციული ისლამი, რადგანაც ტრადიციული ისლამის ერთიანი ფორმა არ არსებობს. დაღესტანში, ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ეს არის სუფიზმი. სუფიზმი ესმით, როგორც ტრადიციული ისლამი, ხოლო სხვა ტერიტორიებზე არ არის სუფიზმი, იქ ძალიან რთულია გაიგო, რა არის ტრადიციული ისლამი.

არის ასეთი მცდარი აზრი, რომ ტრადიციული ისლამი არის ძალიან მშვიდობიანი. სინამდვილეში ეს ყოველთვის ასე არაა, იმის გამო, რომ სუფიები, რომლებიც მოჰყავთ მაგალითად და ამბობენ, რომ ისინი მშვიდობიანები არიან, დაღესტანში არის რამდენიმე სუფისტური ჯგუფი, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ შეირაღებული ჯიჰადის ლეგიტიმურობას ცნობენ, ანუ ისინი ამბობენ – დიახ, უნდა ვაწარმოოთ შეიარაღებული ჯიჰადი, მაგრამ ახლა არც ძალაა და არც საშუალება, ამიტომ ჩვენ მას არ ვახორციელებთ, ჩვენ უბრალოდ გვექნება მინიმალური კავშირი რუსეთის ხელისუფლებასთან, ვიცხოვრებთ იზოლირებულად, შემდგომში, ოდესმე გვექნება ძალები და განვახორციელებთ ამ შეიარაღებულ ჯიჰადს. ანუ მითი იმის შესახებ, რომ არსებობს ტრადიციული ისლამი და ის მშვიდობიანია, სინამდვილეში ამარტივებს სურათს და შეცდომაში შევყავართ. აუცილებელია ყოველთვის გავითვალისწინოთ, რომ ეს ძალიან რთულად განისაზღვრება, პირველ რიგში და მეორე რიგში ასეთი სახის კლასიფიკაციებს არ მივყავართ იქამდე, რომ, მაგალითად, მშვიდობიან ისლამს აღმოვაჩენთ. მშვიდობიანი ისლამი ამაში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ რაღაც სხვაში.

ისლამურ მოზაიკაში წარმოდგენილია სალაფიტური ჯგუფები… აი, ჩვენ ვამბობთ სალაფიტები, სინამდვილეში ეს ძალიან რთული შემადგენელი ნაწილია. პირველ რიგში იქ არიან ე.წ. „ვაჰაბიტები“, რატომ ეგრეთ წოდებული? იმიტომ რომ რეგიონში ნამდვილი ვაჰაბიტები არ არიან. ნამდვილი ვაჰაბიტები უნდა იყვნენ ჰანბალიტური გაგების, მაგრამ ასეთები არ არიან, ანუ ეს არ არიან ვაჰაბიტები ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. არის ე.წ. ახალი მუსულმანების ახალგაზრდული ჯამაათები, არიან დაღესტანის სალაფიტები, რომლებიც სრულიად ცალკე არიან, არიან მადჰალიტი სალაფიტები, არიან სალაფიტები, რომლებსაც ჰიჯრის განხორციელება უნდათ  და ამიტომ ჰყავთ თავიანთი შეიხები მაგალითად ვაზირისტანში ან კიდევ სადმე, ანუ ეს  მოედანი ძალიან ჭრელია, მოძრავია და თავად სალაფიტებს შორის ხდება ძალიან სერიოზული და მძიმე დისკუსიები. დავუშვათ, რომელიმე მათგანი ამბობს: „უნდა განვახირციელოთ ჰიჯრა, უნდა გადავსახლდეთ“ და მათ შორის არიან რეალურად გადასახლებულები ეგვიპტეში, თურქეთში და ა.შ. არიან სხვები, რომლებიც ამბობენ: „არა, ჩვენ არ გვაქვს უფლება, სადმე გადავსახლდეთ და ომიც საჭირო არაა“. არიან ისინი, ვინც ამბობს: „უნდა წავიდეთ ტყეში“ და მთელი ეს მოედანი ძალიან ძლიერ დუღს და ეს დისკუსიებიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. ამიტომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სალაფიტებზე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევცდეთ და არ უნდა ვთქვათ, აი, არიან ვიღაც სალაფიტები, როგორც რაღაც ერთიანი. აბსოლუტურად არა. ეს ხშირ შემთხვევაში ადამიანების ჯგუფებია, რომლებსაც გააჩნიათ სრულებით სხვადასხვა ინტერესები და სრულებით სხვადასხვა გაგება იმისა, თუ საით უნდა წავიდნენ.

აი, ამ ისლამურ მოზაიკაში არის, მაგალითად, ნურჯულარი. რუსეთის სახელმწიფო მათ საერთოდ თურქეთის აგენტებად თვლის. თუმცა ეს ხალხი, ალბათ, ყველაზე მშვიდობიანია მუსულმანურ ჯგუფებს შორის, რადგანაც ძირითადად საიდ ნურსის ნაშრომების კითხვითაა დაკავებული. მაგრამ თურქული ენა იციან ძალიან კარგად, რადგანაც ნაშრომებს ორიგინალში კითხულობენ. ჰიზბ უტ–ტაჰრირი, რომელიც გაჩნდა ჩრდილოეთ კავკასიაში ძალიან გვიან, დაახლოებით 2000–ანი წლების შუაგულში და ისინი ახლა ძალიან აქტიურად უწევენ კონკურენციას სალაფიტებს.  ე.წ. “კრაჩკოველები“, ეს არის სექტა ყურანიტების ჯგუფიდან, რომლებიც თვლიან, რომ ყურანი უნდა იკითხებოდეს მშობლიურ ენაზე. აი ასეთი ძალიან რთული მოზაიკაა. ისლამი ჩრდილოეთ კავკასიაში არ წარმოადგენს რაიმე ერთიანს, რაიმე მარტივს, ისეთ რაღაცას, რასთანაც მშვიდად შეიძლება იქონიო საქმე. გვიწევს საქმის დაჭერა საერთოდ განსხვავებულ ჯგუფებთან, რომლებსაც აბსოლუტურად სხვადასხვა ინტერესები აქვთ. ამიტომ სახელმწიფოს სინამდვილეში ძალიან რთული ამოცანა აკისრია.

ძველი რიტორიკა, როდესაც ისლამს ტრადიციულად და არატრადიციულად ჰყოფდნენ, დღეს უკვე არის იმის შეგრძნება, რომ სახელმწიფო ამის დავიწყებას ცდილობს.  საფუძველი ჩაეყარა სუფისტებისა და სალაფიტების დიალოგს. მართალია, სალაფიტების რიცხვიდან მხოლოდ ერთი ჯგუფი შეირჩა და სუფიებსაც ასევე ერთი ჯგუფი წარმოადგენს, მაგრამ თუნდაც ასე იყოს. და დღეს დიალოგის მიმართ სწრაფვა ამ ორ ჯგუფს შორის ძალიან სერიოზულია. სახელმწიფოც ცდილობს, მხარი დაუჭიროს ისლამურ განათლებას იმისთვის, რომ სისტემა, რომელიც ყალიბდება ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ტერიტორიებზე, სახელმწიფოს მიმართ ლოიალური იყოს. ძალიან საინტერესო საკითხია, კიდევ რა არის ისლამის გარდა და რა უშლის ხელს, რა შედის ღრმად ამ ისლამურ მოზაიკაში. პირველ რიგში ნაციონალიზმი და ნიკოლაიმ თავის ანგარიშში ახსენა ჰაბზიზმი, ჩერქეზული ხალხური გამოგონილი რელიგია. გარდა ამისა, არის ძალიან წარმატებული ქრისტიანიზაციის პროექტი დაღესტანში, იმიტომ რომ „ორმოცდაათიანელებმა“ იქ მიაღწიეს მართლაც სერიოზულ წარმატებას, დაახლოებით სამი ათასი გაქრისტიანებული დაღესტნელი მუსულმანია, ანუ ისინი მუშაობენ მუსულმანებს შორის, მართალია ძალიან დიდი დანაკარგების ფასად, იმიტომ რომ მგონი 2010 წელს მოკლეს მათი ლიდერი, მაგრამ ამის მიუხედავად, ისლამის გარდა სხვა იდეოლოგიუებიც არსებობს, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ წარმატებული.

კითხვა: თქვენ საუბრობდით ჯგუფებზე, რომლებიც თვლიან, რომ ჯიჰადი უნდა განხორციელდეს. რით ხსნიან ისინი ჯიჰადის აუცილებლობას? რაშია მიზეზი? ეს ბუნებრივი პროცესი იყო თუ ამ პროცესს ხელი შეუწყვეს?

ახმეტ იარლიკაპოვი: პირველ რიგში, ჯიჰადის მართლზომიერებასთან დაკავშირებით, ისინი ეფუძნებიან მე–19 საუკუნის არგუმენტებს, ანუ შამილის დროინდელს და იმ დროიდან თვლიდან, რომ რუსეთის სახელმწიფოს არსი არ შეცვლილა და ამიტომ მუსულმანებს აუცილებლად სჭირდებათ შეიარაღებული ჯიჰადი, რათა გაათავისუფლონ ისლამის ტერიტორია. დაღესტანი ესმით, როგორც ისლამის სამყოფელი, რომელიც არ უნდა იყოს მართული არამუსულმანი მმართველების მიერ. შესაბამისად, ჯიჰადი ლეგიტიმურად მიიჩნევა ამ სუფისტური ჯგუფების მიერ. ისინი უმცირესობაში არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ასეთებიც არსებობენ. დაღესტანში, ჩეჩნეთსა და ინგუშეთში 80–იანი წლების აღორძინებასთან დაკავშირებით, ეს იყო  ქვემოდან წამოსული ისლამის აღორძინების მოძრაობა და, ფაქტიურად, ჩრდილო–აღმოსავლეთ კავკასიაში არ იყვნენ გარე მონაწილეები, რომლებსაც შეეძლოთ გავლენა ჰქონოდათ აღორძინების პროცესებზე. ანუ იქ ეს პროცესები შიდა რესურსებზე, დამოუკიდებლად ხდებოდა. ჩრდილო–დასავლეთ კავკასია: იქ ძალიან რთულია ილაპარაკო დამოუკიდებლობაზე, იქ მართლაც უფრო აქტიურები იყვნენ გარე მონაწილეები. და ეს გარე მონაწილეები იყვნენ როგორც საერთოდ საზღვარგარეთიდან, აი მე ვსაუბრობდი თურქებზე, ასევეა დაღესტნის, ჩეჩნეთის შიგნით ჩადიოდნენ მქადაგებლები და აქტიურად იღებდნენ ამაში მონაწილეობას. და შიდა მქადაგებლებიც, მე ვგულისხმობ საბჭოთა კავშირს, ანუ იქ ჩადიოდნენ მქადაგებლები, მათ შორის სხვა მუსულმანური რესპუბლიკებიდანაც, ტაჯიკეთიდან და ა.შ.

ნანა დევდარიანი: ასეთი კითხვა მაქვს: რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია ცნობს პარტიებს ნაციონალური ან რელიგიური ნიშნით? ჩვენთან, მაგალითად, ასეთი რამ ვერ იქნება, გარდა იმისა, რომ რეგიონალური პარტია არ შეიძლება იყოს, ასევე, მაგალითად, ისლამური პარტიაც.

ნიკოლაი სილაევი: კონსტიტუცია არ აკონკრეტებს ამ საკითხს, მაგრამ არსებობს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა 2000–იანი წლების დასაწყისში და იგი კრძალავს რეგიონალურ და ეთნიკურ კლასიფიკაციებს…

ახმეტ იარლიკაპოვი: კანონები კრძალავს, მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამური პარტიები არ არის არა ამიტომ, ანუ კანონი თუ კრძალავს, ისინი მაინც იქნებოდნენ, თუ ხალხს ეს პარტიები დასჭირდებოდა. უბრალოდ, ხალხს აქტივობის ასეთი ფორმა არ ესმის. მათ არ ესმით, რისთვისაა საჭირო პარტია, ამიტომაც ისინი არ არსებობენ.

კითხვა: როგორი დამოკიდებულებაა იქ ქრისტიანებთან?

ახმეტ იარლიკაპოვი: დამოკიდებულება ქრისტიანებთან სინამდვილეში სხვადასხვაა, ძირითადად ტოლერანტული დამოკიდებულებაა. ძალიან კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნა დაღესტანში და ისიც მხოლოდ პროტესტანტებთან იმის გამო, რომ ისინი ძალიან აქტიურ მქადაგებლობას ეწევიან. ეს პროზელიტიზმი მართლაც ძალიან აქტიურია, იმიტომ რომ  ქრისტიანული ტექსტები, ძირითადად ბიბლია დაღესტანის ენებზე ითარგმნება. ძალიან კარგი თარგმანებია და ძალიან კარგი ტაქტიკა აქვთ მათ მოსახლეობის ევანგელიზაციასთან დაკავშირებით. ამიტომ ზუსტად პროტესტანტიზმი იწვევს ნეგატიურ დამოკიდებულებას, თუმცა მათი საქმიანობის დასაწყისში ასეთი ღია სერიოზული გაუცხოება არ ხდებოდა.

კითხვა: და როგორ წარმოაჩენს თავს რუსული მართლმადიდებელი ეკლესია?

ახმეტ იარლიკაპოვი: ვერ გეტყვით ვერაფერს რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის რაიმე განსაზღვრული ოფიციალური  პოზიციების შესახებ, მაგრამ საქმიანობაშ არის საინტერესო მომენტი. მაგალითად, სოფლების, დასახლებული პუნქტების შესასვლელებში ჯვრების აქტიური აღმართვა. ეს იწვევს პროტესტს მუსულმანების მხრიდან სტავროპოლის მხარეშიც, ჩერქეზეთშიც, ვერაფერს ვიტყვის ყაბარდო–ბალყარეთის შესახებ.

კითხვა: და მეჩეთების შენებას ხელს უშლიან?

ახმეტ იარლიკაპოვი: დიახ, არის წინააღმდეგობა მეჩეთების აშენებისას, მაგრამ ეს ხდება რეგიონებში, სტრავროპოლის ოლქში და ა.შ. ამის გამო, სხვათა შორის, პრობლემებია კრასნოდარის მხარეშიც. დიდი პრობლემები აქვს ხელისუფლებას, იმიტომ რომ ისინი არ აძლევენ მეჩეთების აშენების უფლებას არავის შაპსუღური სოფლების გარდა. ათასობით მუსულმანია კრასნოდარის მხარეში. ეს ხალხი მიდის ადიღეს სოფლებსა და დასახლებულ პუნქტებში პარასკევის ლოცვაზე და საბოლოო ჯამში ადიღეში სიტუაცია საკმაოდ იძაბება… კრასნოდარელი მორწმუნეები ძალიან განსახვავებულები არიან, უბრალოდ ეთნიკურად იქ არიან დაღესტანელებიც, ჩეჩნებიც, ავღანელებიც და ვინ აღარ არის. კრასნოდარში რომ ყოფილიყო მეჩეთები, ისინი იქ დარჩებოდნენ, მაგრამ იძულებული არიან, გაემგზავრონ ადიღეში და თავად ადიღეს თემშიც სიტუაცია ძალიან ძლიერადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი გავლენა მოდის ამ ხალხთან ერთად. ანუ ეს პარასკევის მიგრაცია ადიღეში დამატებით დაძაბულობას ქმნის.

კითხვა: როგორია რელიგიური მიმართულებების ბოლო ტენდენცია შეიარაღებულ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით, უპირატესად რომელი ჯგუფი ემხრობა შეიარაღებულ შეტევას, არა მომავალში, არამედ აწმყოში. რომელი ორგანიზაცია უჭერს მეტად მხარს?

ახმეტ იარლიკაპოვი: ფაქტიურად მუსულმანთა დღეს მებრძოლი ჯგუფები თავისი თავის  კავკასიის ემირატთან ასოცირებას ახდენენ…

კითხვა: მე თეოლოგიური მიმართულების შესახებ ვიკითხე…

ახმეტ იარლიკაპოვი: თეოლოგიური მიმართულება ძალიან რთული განსასაზღვრელია, იმიტომ რომ არიან იგივე სუფიები, რომლებიც ამბობენ, რომ ბრძოლა შეიძლება, არიან სალაფიტები, მაგრამ სალაფიტები სრულიად… მათი თეოლოგია ერთობ მარტივია, ანუ დღეს ისინი ფაქტიურად სუსტად ძალიან სუსტად შედიან თეოლოგიაში. აი, იასინ რასულოვი არის ასეთი იდეოლოგი, უკვე ცოცხალი აღარაა, იგი გაანადგურეს. ის ამბობდა, რომ დღეს ჩრდილოეთ კავკასიაში შეიარაღებულ ჯიჰადს გააჩნია თანმიმდევრული ბუნება, ანუ იგი არ დამთავრებულა, მისი ძირითადი იდეა და ბევრის იდეა, რომ შეიარაღებული ჯიჰადი რუსეთის წინააღმდეგა არც დამთავრებულა, იგი დაიწყო მე–19 საუკუნეში და დღეს ზუსტად იგივე ჯიჰადი გრძელდება. ესაა ძირითადი აზრი, ძირითადი იდეა.

კითხვა: თქვენ გვაჩვენეთ კავკასიის დაყოფა დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებზე, მე აღარ ჩავუღრმავდები თუ რას ნიშნავს ეს, რით გვემუქრება ეს ჩვენ, ჩრდილოეთ კავკასიასაც და რუსეთსაც?

ახმეტ იარლიკაპოვი: დიდი მადლობა კითხვისთვის, უბრალოდ თვლიან, რომ ჩრდილო–დასალეთ და ჩრდილო–აღმოსავლეთ კავკასია სულ უფრო დაშორდება ერთმანეთს იმ კუთხით, რომ ჩრდილო–დასავლეთ კავკასია, მაინც უპირატესად საერო იქნება და ამით იქონიებს ნაკლებად ღრმა ხასიათს, ვიდრე ჩრდილო–აღმოსავლეთი ანუ ჩეჩნეთი, ინგუშეთი და დაღესტანი. და მეტიც, ჩეჩნეთი, ინგუშეთი და დაღესტანი, ბევრი სპეციალისტი საუბრობს ამის შესახებ, სულ უფრო მეტად განიცდიან ცივილიზაციურ დრეიფს, ანუ კულტურულად სულ უფრო, ასე ვთქვათ, ახლო–აღმოსავლურები ხდებიან… დავუშვათ, ჩრდილო–დასავლეთ კავკასია, იგი მაინც უფრო საეროა, ევროპული ცნებები და ისლამი უფრო ეროვნული ცნობიერების ნაწილია, მაგრამ არც იმდენად მნიშვნელოვანი. დაღესტნელისთვის ისლამი კულტურის ნაწილია, ხშირად – იდენტურობის უპირატესი ნაწილი.

კითხვა: ისლამი ჩრდილოეთ კავკასიაში მოზაიკური ხდება? როგორ შევუთავსოთ ეს ბოლო დასკვნას?

ახმეტ იარლიკაპოვი: დიახ, მაგრამ მხედველობაშია ისლამი მთლიანობაში. დიახ, იგი ხდება სულ უფრო მოზაიკური.

კითხვა: რამდენად ძლიერია ემირატი?

ახმეტ იარლიკაპოვი: დიდი მადლობა შეკითხვისთვის, კავკასიის ემირატი სინამდვილეში წარმოადგენს ერთადერთ ძალას, რომელსაც ახლა ძალუძს რუსულ ძალას შეეწინააღმდეგოს, მაგრამ იგი წინააღმდეგობას უწევს იმის წყალობით, რომ იგი გარდაიქმნა ძალიან კონსპირირებულ ქსელად, უჯრედებს შორის  სუსტი პირდაპირი კავშრებით. ასეთი ქსელის „გარღვევა“ ძალიან რთულია. ამიტომ რუსეთის ხელისუფლებას ძალიან უჭირს ამ ყველაფერთან გამკლავება, მაგრამ ამასთან ერთად მოსახლეობაში ემირატს მასობრივი მხარდაჭერა არ აქვს. ანუ თუ იქნებოდა მასობრივი მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, რა თქმა უნდა,  კავკასიის ემირატი არ იქნეობდა ვირტუალური, ანუ რაღაც ტერიტორიული შემადგენელი თავად ემირატს ექნებოდა. მაგრამ დღეს ეს ასეა იმიტომ, რომ ერთის მხრივ, ეს მართლაც ერთადერთი მოწინააღმდეგე ძალაა, მაგრამ მეორეს მხრივ, მას მასობრივი მხარდაჭერა არ აქვს.

კითხვა: და რა მოხდება თუ  ემირატი მათ შეკრებს?

ახმეტ იარლიკაპოვი: ემირატი? ემირატი ვერ შეძლება  მთელი ამ მოზაიკის სრულად შეკრებას და ზუსტად ამაშია მთელი არსი, რომ ისლამი ჩრდილოეთ კავკასიაში ერთიანი პოლიტიკური ძალა არასოდეს იქნება, იმიტომ რომ ეს მოზაიკაა…

კითხვა: და როგორი ურთიერთობებია თურქეთთან?

ახმეტ იარლიკაპოვი: სინამდვილეში თურქეთთან პირდაპირი კავშირი დაღესტნის მუსულმანებს პრაქტიკულად არ აქვთ.

კითხვა: მაგრამ მათ ხომ აფინანსებენ…

ახმეტ იარლიკაპოვი: თუ ავიღებთ კავკასიის ემირატს, მაშინ დღეს იგი ფაქტიურად  თვითდაფინანსებაზეა გადასული, ანუ ისინი შემოწირულობებს აგროვებენ… აი, ერთ–ერთი მომენტი: ისინი აგროვებენ ე.წ. ზაქათს. ზაქათი არის რელიგიური გადასახადი, რომელიც ყველა მუსულმანმა ვალდებულია, გადაიხადოს. მაგრამ როგორ აგროვებენ ისინი მას? ისინი ბიზნესმენებს ემუქრებიან და სძალავენ ფულს, მხოლოდ ასე… რეალური თურქული გავლენა თითქმის არ არის. ეს გავლენა იყო 90–იან წლების დასაწყისში და სწრაფადვე იქნა აღკვეთილი რუსეთის ხელისუფლების მიერ, იმიტომ რომ რუსეთის ხელისუფლება ამაში საფრთხეს ხედავდა და მას შემდეგ თურქული რეალური გავლენა, მითუმეტეს თეოლოგიური, პრაქტიკულად არ არის, ძალიან პატარა დაჯგუფების, ნურჯულარის გარდა. ისინი ძალიან მცირენი არიან, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ანუ უმნიშვნელოდ მცირე ჯგუფია.

კითხვა: ე.ი. ისინი პროვოცირებას უწევენ თავიანთ თეოლოგიურ ცენტრებსა და ორიენტაციებს ახლო–აღმოსავლური მიმართულებით?

ახმეტ იარლიკაპოვი: მე მხედველობაში მაქვს, რომ კულტურული თვალსაზრისით, ეს სწორედ ცივილიზაციურია, ანუ ხალხი სულ უფრო მეტად გრძნობს თავს კომფორტულად ამ გარემოში, ვიდრე მთლიანად რუსეთის გარემოში.

კითხვა: კიდევ ერთი შეკითხვა, თუ თავი არ მოგაბეზრეთ, აღგვიწერეთ ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის მუსულმანთა ურთიერთობები.

ახმეტ იარლიკაპოვი: სუნიტურ–შიიტური ურთიერთობები ჩრდილოეთ კავკასიაში ახლა საკმაოდ დაძაბულია, ხოლო აზერბაიჯანულ საერო პროექტთან ურთიერთობა სუნიტებს ასევე ძალიან სკეპტიკური აქვთ, იმიტომ რომ იმ სახით, როგორითაც აზერბაიჯანი არსებობს ახლა, ეს ის არ არის, რაც უნდოდათ…

კითხვა: მაგრამ უბრალო მუსულმანებს აზერბაიჯანი მოსწონთ?

ახმეტ იარლიკაპოვი: პრინციპში მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ აქვთ. ანუ პრეტენზიები თუ არის, ძირითადად აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან, აზერბაიჯანთან, როგორც სახელმწიფოსთან, მაგრამ არა ჩვეულებრივ ხალხთან.

კითხვა: და სად იღებენ განათლებას მუსულმანები? საზღვარგარეთ?

ახმეტ იარლიკაპოვი: გააჩნია რეგიონს. დავუშვათ, თუ ავიღებთ დაღესტანს, დაღესტანში დღეს 13 ისლამური უმაღლესი სასწავლებელი და ასზე მეტი მედრესე, ბევრი მექტები არსებობს. ამიტომ მუსულმანი მოღვაწეების ძირითადმა მასამ ადგილობრივი განათლება მიიღო. არის ადამიანების ძალიან პატარა ჯგუფი, რომლებმაც მიიღეს განათლება თურქეთში, სირიაში, საუდის არაბეთში, ქუვეიტში, ყატარში. სირია ძალიან პოპულარული იყო, იმიტომ რომ სირიაშიც შაფიიტები არიან. დაღესტანი შაფიიტური რეგიონია და სირიაც შაფიიტური რეგიონია. და ჩეჩნეთშიც იგივეა, იგივე სიტუაციაა, მაგრამ ისინი ვერ მიუთითებენ ვერავის. ისინი არ წარმოადგენენ მთავარ მოქმედ გმირებს, ანუ ტონის მიმცემები, თუ როგორი უნდა იყოს დაღესტნის განათლების სისტემა, ის ხალხია, ვინც ტრადიციული სუფისტური განათლება მიიღო.

კითხვა: ბოლო დროს ჩეჩნეთში ძალიან დიდ ძალისხმევაა საზოგადოების ისლამიზაციისთვის. როგორ ფიქრობთ ჩეჩნეთს რუსეთის პირობებში ასეთი პერსპექტივა აქვს?

ახმეტ იარლიკაპოვი: საქმე პერსპექტივებში არაა, საქმე იმაშია, რომ თქვენ სრულიად სწორად თქვით, კადიროვი ჩეჩეთის ისლამიზაციას ეწევა. აბსოლუტურად მშვიდად და მართლაც გეგმაზომიერად. ამიტომ აქ საქმე არა საფრთხეებშია, არამედ იმაში, რომ ეს რეალურად კეთდება. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩეჩნეთში არ იქნება განცალკევებული ავტობუსები და განცალკევებული განათლება, იმიტომ რომ მას სჭირდება გარკვეული ფორმალობების დაცვა. მაგრამ მიუხედავად ამისა, თავად ისლამიზაცია ძალიან სერიოზულად მიმდინარეობს და მათ შორის, მაგალითად, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ხალხური მედიცინა. ანუ მან ფაქტობრივად გაანადგურა ამგვარი საქმიანობა. მას ახლა გროზნოში აქვს ისლამური სამკურნალო ცენტრი, რომელშიც ყველა ამ მკურნალმა ისლამის თანახმად, ყურანით უნდა უმკურნალონ ხალხს, სხვა რამემ არ უნდა იარსებოს. ანუ ეს ისლამიზაცია, მათ შორი,ს მისი პირადი გავლენის გაძლიერების კალაპოტში მიმდინარეობს.

კითხვა: სკოლებში ასწავლიან ყურანს?

ახმედ იარლიკაპოვი: ახლა სკოლებში არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, მედვედევის წყალობით, რელიგიური კულტურისა და საერო ეთიკის საფუძვლები შემოვიტანეთ. შესაბამისად, ჩეჩნეთის სკოლების პრაქტიკულად 100%–ში შემოტანილია ისლამის შესწავლა და იქ არის საშუალება ყურანის შესწავლისაც და რისაც გაგიხარდებათ. იმიტომ რომ სერიოზული კონტროლი იმაზე, თუ როგორ გადმოიცემა ეს ყველაფერი, პრაქტიკულად არ არის.

ვასო კაპანაძე: მოზაიკურობა, საზოგადოების გახლეჩა შემთხვევით არ ხდება და დავუშვათ, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართ ლტოლვაც და ის პროცესებიც, რომლებიც იქ ხდება, შემთხვევითი არ არის. მე ვფიქრობ, ჩრდილოეთ კავკასია რუსეთისთვის აქილევსის ქუსლია და მე მგონია, რომ თავად ეროვნული პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ, თავად ტერმინი „კავკასიური ეროვნების პირებიც“ კი ჩრდილო–კავკასიელი ხალხის აღქმაა, როგორც მეორეხარისხოვნების, ეს ინტეგრაციას არ უწყობს ხელს. მე მახსოვს 90–იან წლებში, არის ასეთი პოლიტოლოგი პოზდნიაკოვი, მას ჰქონდა ეროვნული ინტერესის ცნება და ამ ტერმინის აღქმაც კი არ შეესაბამებოდა სახელმწიფო ინტერესს, რაც ხელს უწყობს დეზინტეგრაციას.

ახმეტ იარლიკაპოვი: დიდი მადლობა შეკითვისთვის. უდავოდ, ეს ყველაფერი ისწავლება გარკვეული გლობალური პროცესების ფონზე, თავად მუსულმანური მსოფლიო რუკა, თავად მუსულმანური ველი გლობალურია, იგი ძალიან მკვეთრად იცვლება და ასევე მოზაიკური ხდება. თავად საუდის არაბეთშიც კი, სადაც ყველაფერი ძალიან მკაცრად კონტროლდება, არის გამყოფი ხაზი ვაჰაბიტურ მქადაგებლებს შორის და საზღვრები მათ შორის სულ უფრო ხილვადი ხდება. შესაბამისად, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩრდილოეთ კავკასიაზე ისახება. ჩრდილოეთ კავკასიის ინტეგრაციასთან, როგორც რუსეთის აქილევსის ქუსლთან დაკავშირებით, მე ვთვლი, რომ ჩრდილოეთ კავკასია პირიქით, რეგიონია, რომელიც რუსეთს პრაქტიკულად საჩუქრად ერგო ალბათ, იმიტომ რომ აქ მართლაც სერიოზული გამოწვევებია რუსული სახელმწიფოებრიობისთვისაც, იდენტურობისთვის და ა.შ. მაგრამ ამავე დროს მე მგონია, რომ ჩრდილოეთ კავკასია იდეალური ველია იმისთვის, რომ ჩრდილო–კავკასიაშივე შემუშავდეს პროექტები, მათ შორის სრულიად რუსეთის პოლიტიკური ერის და ა.შ. სხვა საქმეა, როდესაც მართლაც ბევრი შეცდომაა ეროვნულ პოლიტიკაშიც, სახელმწიფო რიტორიკაშიც, მაგრამ მე ვთვლი, რომ ჩრდილოეთ კავკასია, პირიქით, თუ ყველაზე ცუდი სცენარის განვითარდა და რუსეთის ფედერაცია დაიშლება, ჩრდილოეთ კავკასია იქნება ბოლო რეგიონი, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან გავა.

კითხვა: გაქვთ თუ არა მონაცემები, თუ რამდენი სამხედრო ჩეჩენია სირიელ მეამბოხეთა შორის ან ჩრდილოკავკასიელი ავღანეთში, განსაკუთრებით რომელი რეგიონებიდან არიან და როგორ გგონიათ, არსებობს თუ არა სახელმწიფო პრაქტიკა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში ამ საფრთხეებს ებრძვის?

ახმეტ იარლიკაპოვი: ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ათასობით არ არიან. საქმე იმაშია, რომ სირიის ტერიტორიაზე დავუშვათ ჩრდილოკავკასიელები ხანდახან დამოუკიდებლადაც იბრძვიან, ანუ ისინი თავიანთ დამოუკიდებელ რაზმებს და ანკლავებს ქმნიან, თავისუფალი შარიათული ტერიტორიის მსგავსად, როგორც მაგალითად, კადარში იყო. ისინი ამგვარ ანკლავებს ქმნიან სირიაში, ქმნიან თავიანთ რაზმებს და იბრძვიან. ციფრების დასახელება მე, სამწუხაროდ არ შემიძლია. არის, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობის მცდელობები, პირველ რიგში, იქ წასვლისთვის ხელშეშლა და მეორე, ბოევიკების იქიდან დაბრუნების სტიმულირება. მაგრამ მე მგონია, რომ პრაქტიკულად ის, რაც ახლა კეთდება, მაგალითად, დაღესტანში, ძალიან არაეფექტურია, იქ საბრძოლველად წასული ხალხის მშობლებთან ცდილობენ მუშაობას, მაგრამ მუშაობენ მუქარის გზით, ანუ ეს საუკეთესო გზა არაა. რა თქმა უნდა, საჭიროა სხვა ხერხები, სრულიად სხვა, მაგრამ ჯერჯერობით ასეა… დიახ, არის მცდელობები ამისთვის წინააღმდეგობის გაწევისა, არის მცდელობები ხალხის დაბრუნებისა, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან არაეფექტური, მე ვიტყოდი, სრულიად არაეფექტური.

კითხვა: გარკვეულ საფრთხედ იქცევა ეს თუ არა?

ახმეტ იარლიკაპოვი: რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოსთვის საფრთხეა. ეს ხალხი იბრძვის, ეს ხალხი იქ რელიგიურად მოტივირებული ომის წარმოების პრაქტიკას იძენს.

კითხვა: ეს ემისარები, სხვადასხვა ხალხი, რომელიც იქ იბრძვის – ბრუნდება. ისინი რუსეთის შიგნით სიტუაციაზე გავლენას არ ახდენენ?

ახმეტ იარლიკაპოვი: ემისარებსა და პირდაპირ გარე გავლენას რუსული ხელისუფლება ჩრდილოეთ კავკასიაში უკვე გაუმკლავდა, საზღვარგარეთული დაფინანსება უკვე თითქმის აღარ არის. უცხოელი მქადაგებლები ფაქტიურად თავად რეგიონში ვეღარ ხვდებიან, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ არსებობს „ელექტრონული“ მუფტიების ფენომენი, როდესაც ყველა უთოდან შეიძლება ინტერნეტში შესვლა და სასურველი რამის წაკითვა, ანუ ყველა ეს ავტორიტეტები, რომლებიც ჯიჰადის და სხვა ამგვარის შესახებ წერენ, დღეს ყველა ტელეფონის საშუალებით არიან ხელმისაწვდომი.