გლობალური კვლევების ცენტრი » არასამთავრობო

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში: როლი და გავლენა სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებზე
არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც წესი, იქმნება კერძო პირებისა და ორგანიზაციების მიერ იმისათვის, რომ საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღება მიეპყროს იმ სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ პრობლემებს, რომლებსაც მათი აზრით, სათანადო ყურადღება არ ენიჭება ოფიციალურის სტრუქტურების მიერ, ან რომელთა თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება გვიანდება, რეაგირება კი არ არის ადექვატური. არიან არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც უკვე ათეული წლები საქმიანობენ გლობალური მასშტაბით და რომელთა ავტორიტეტისა და სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის გამო მათ დასკვნებსა თუ შეფასებებში მოხვედრილ სტრუქტურებზე თუ გარკვეული საქმიანობით დაკავებული პირებისადმი გამოტანილი ვერდიქტი, როგორც წესი, ეროვნული ხელისუფლების  მიერ არა მხოლოდ მხედველობაში მიიღება, არამედ გათვალისწინებასაც  ექვემდებარება. ასეთი ორგანიზაციებია, მაგალითად, „ექიმები საზღვრების გარეშე“, გრინპისი, საერთაშორისო ამნისტია, რეპორტიორები საზღვრების გარეშე, ჰელსინკის ჯგუფი, ჰუმან რაითს ვოთჩი,   რომის კლუბი და სხვ.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობისა და ფუნქციონირების პარალელურად, არსებობენ ადგილობრივი, „ქვეყნისმიერი მასშტაბის“ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც  გარდამავალი ტიპის სახელმწიფოებში უაღრესად  საინტერესო და წინააღმდეგობრივი გზა განვლეს. ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში ლეგალურად[1] 1980-იანი წლების ბოლოს წარმოიშვნენ როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციები, თუმცა მალევე მოხდა (განსაკუთრებით, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ) მათი სწრაფი ფრაგმენტაცია სხვადასხვა თემატიკის, პროგრამის, მიზნის, ინტერესთა სფეროსა თუ სუბიექტთა პროფილის მიხედვით. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების ფორმირების პარალელურად ხდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების სწრაფი რაოდენობრივი ზრდა. მათ თავის დროზე დიდი როლი შეასრულეს ავტორიტარული, არასაბაზრო პრინციპებზე დამყარებული საზოგადოების დემოკრატიულ, პლიურალისტური შეხედულებებისა და საქმიანობის მქონე საბაზრო ეკონომიკის მქონე საზოგადოებად ტრანსფორმირებაში.

ამასთან, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მეოთხედ საუკუნეზე მეტი დროის მანძილზე გამოვლინდა რიგი თავისებურებები, რომელთა აღნიშვნა აუცილებელია თანამედროვე პირობებში არასამთავრობო ორგანიზაციების როლისა და მნიშვნელობის დასახასიათებლად.

თანამედროვე სახელმწიფოს მდგრადობისა და განვითარების პარადიგმა, როგორც წესი,  ოთხი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება: 1. ხელისუფლება; 2. ბიზნესი; 3. სამუშაო ძალა; 4. მეცნიერება. გარდამავალი ტიპის სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, მეცნიერების საზოგადოებრივ-ინსტიტუციური როლი და ფუნქციები ძალიან მოკლე ვადებში  დიდწილად არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაანაცვლეს. თუ მანამდე „ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია“, როგორც წესი, მეცნიერება იყო – მას ეკითხებოდნენ რჩევებს, რეკომენდაციებს, ექსპერტულ შეფასებებს, დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში თითქმის უაპელაციოდ ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციად არასამთავრობოების აზრის დომინირება გახდა. ამ ასპექტით, თავისი გავლენის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის და სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების მცდელობის ინტენსივობითა და „შედეგიანობის“ თვალსაზრისით, არასამთავრობო ორგანიზაციები შეიძლება თავისუფლად მოვიხსენიოთ როგორც „მეხუთე ხელისუფლება“ - რიგითობით საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლებებისა და მედია-საშუალებების შემდეგ.

შედარებისათვის: განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაციებს საერთოდ არ შეუვიწროებიათ მეცნიერება და ამ უკანასკნელის როლი ისევე დიდი, მყარი და პრესტიჟულია, როგორც ათეული წლების წინ.

კიდევ ერთი განსხვავება გარდამავალი ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციებისა  განვითარებული ეკონომიკის არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან. – იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყნებს ხანგრძლივი პოლიტიკური ცხოვრებისა და ბრძოლის დიდი გამოცდილება ჰქონდათ, იქ პარტიები, როგორც წესი, თავად ქმნიდდნენ  საკუთარ ინსტიტუტებსა და მათთან აფილირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. საქართველოში, ფაქტობრივად, საპირისპირო პროცესს ჰქონდა ადგილი: ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია დროთა განმავლობაში ქმნიდა ახალი პოლიტიკური გაერთიანების (მოძრაობის, პარტიის…) ბირთვს და აძლევდა მას „საგზურს ცხოვრებაში“. ამის კლასიკური მაგალითია 1996 წელს შექმნილი თავისუფლების ინსტიტუტი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ იდეოლოგიურ, შემდეგ კი ორგანიზაციულ ფორმირებაში, ბოლოს კი, 2003 წელს – ძალაუფლების ხელში აღებაში.

საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობა, სხვადასხვა წყაროებით, მერყეობს 300-დან 3000-მდე, ხოლო წლიური ბიუჯეტის ზუსტი ციფრის დასახელება, იმის გამო, რომ ბევრი მათგანის სახსრების წარმომავლობა ღია წესით არ იძებნება, შეუძლებელია. სხვადასხვა წყაროებით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წლიური ჯამური ბიუჯეტი მერყეობს 20-დან 150 მილიონ აშშ დოლარამდე[2]. ეს თანხა ისეთი მცირე მასშტაბების მქონე ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ სოლიდურია, ხოლო მისი ზედა ნიშნული ფაქტობრივად შედარებადია რუსეთის მიერ სოხუმისა და ცხინვალის „სახელმწიფოებრივი ბიუჯეტების“ შესავსებად გამოყოფილი სახსრებისა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები მიეკუთვნებიან მაღალანაზღაურებად პირთა კატეგორიას. მათი საშუალო თვიური შემოსავლები, როგორც წესი, აღემატებიან ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასებს დაახლოებით 2.5-4.0-ჯერ და მეტად. აღნიშნულ თანხაში არ შედის ის სამივლინებო ხარჯები და შესაბამისი დღიური ანაზღაურება, რომლებიც უკავშირდება არასამთავრობო ორგანიზაციების წევრთა მიერ ცალკეული კვლევების და ინტერვიუების ორგანიზებას.

ზემოხსენებული მაგალითი იმის თაობაზე, რომ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ზოგადად, მეცნიერების სოციალური ფუნქცია დიდწილად არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაანაცვლა, იქიდანაც ჩანს, რომ ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასთან შედარებით თუკი სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობით დაკავებული პირების ხელფასი შეადგენს დაახლოებით 130 პროცენტს, საფინანსო შუამავლობის სფეროში დასაქმებულებისა, შესაბამისად, 190 პროცენტს, არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებულებისა – 250-400 პროცენტს აღემატება.

ქვემოთ არასამთავრობო ორგანიზაციის მიზნის, საქმიანობისა და პოტენციალის  წარმოსაჩენად ნიმუშის სახით მოტანილია ინფორმაცია  ,ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი“-ის შესახებ.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (EPRC) 2002 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს, მისი დებულების მიხედვით,  საქართველოში ეკონომიკური კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვას და აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი გადაწყვეტილებების მიღებაში. ცენტრს აქვს ამბიცია, შეისწავლოს გარდამავალი ეკონომიკის ყველა საკითხი (?) და გახდეს საერთაშორისო სტანდარტების პირველი ქართული ანალიტიკური ცენტრი (?), რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური აზროვნების განვითარებას და ანალიტიკური და რიცხობრივი მეთოდების დანერგვას რეგიონის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრაში. გამოყენებითი კვლევის ძირითად მიმართულებებად განსაზღვრული აქვთ საგადასახადო პოლიტიკა, საგარეო ვაჭრობა, ფულად–საკრედიტო პოლიტიკა, ფინანსური ბაზრები და ინსტიტუტები და საინვესტიციო გარემო… ცენტრის მიზანია, ერთი მხრივ,  სადამკვირვებლო ფუნქციის შესრულება ხელისუფლების მიერ აღებული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვალდებულებების რეალიზაციის მონიტორინგისთვის, მეორეს მხრივ კი – თანამედროვე ეკონომიკური აზროვნების ჩამოყალიბება ქართულ საზოგადოებაში.

ცენტრი არ მალავს თავის სამომავლო სტრატეგიას. – ის გეგმავს სადამკვირვებლო ფუნქციის გაფართოებას, პოლიტიკის შემუშავების პროცესის და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ვალდებულებების განსახორციელებლად. ცენტრი კონცენტრირებული იქნება  მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებაზე მთავრობასთან, რათა ზეგავლენა მოახდინოს პროცესზე საკითხების ლობირების გზით. ცენტრი პირდაპირ აფრთხილებს (თუ აშანტაჟებს) მთავრობას, აცხადებს რა, რომ „საჭიროების შემთხვევაში, თუ თანამშრომლობითი მიდგომა არ გამოიღებს სასურველ შედეგს, ანალიტიკური ცენტრი მიმართავს კონკურენტული მიდგომის გზას, მათ შორის კარგად ნაცად საზოგადო მხილების ტაქტიკას ძირითადი მედია საშუალებებით“.

ხატოვნად რომ ვთქვათ, ცენტრი ცდილობს დირექტიულ დონეზე ესაუბროს ხელისუფლებას და თითქმის ღია წესით, გარკვეული დემარშებითაც ემუქრება.

ცენტრის  ასეთ ამბიციებს გარკვეული საფუძველი ნამდვილად აქვს, თუ გავითვალისწინებთ მის ბიუჯეტს და სპონსორთა სიას.

ცენტრის ბოლო ორი წლის დაფინანსება დაახლოებით 432 ათასი აშშ დოლარია, მათ შორის აშშ საელჩოს მიერ – დაახლოებით 130 ათასი აშშ დოლარი. მის დონორთა სია საკმაოდ შთამბეჭდავია: აშშ და ბრიტანეთის საელჩოები, სტენფორდის უნივერსიტეტი,  ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო, ვესტმინსტერის ფონდი განვითარებისათვის, აშშ განვითარების სააგენტო, კონრად ადენაუერის ფონდი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, ავსტრიის განვითარების სააგენტო,  ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო… სპონსორთა შორის არიან ქართული ორგანიზაციებიც: ლიბერთი ბანკი, ილიას უნივერსიტეტი და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია.[3]

დაახლოებით ასეთივე ამბიციები, სპონსორები და მეტ-ნაკლები მასშტაბის ფინანსური მხარდაჭერა აქვთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და არაერთ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციასაც.

თავის დროზე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, როგორც უკვე ითქვა ზემოთ,  დიდი როლი შეასრულეს ქვეყნაში ტოტალიტარულ სისტემისა და აზროვნების დაძლევაში, პლიურალისტური აზროვნებისა და დემოკრატიის საფუძვლების ფორმირებაში. მაგრამ როგორც ზღაპრულ „ზოლუშკას“ ნადიმზე ყოფნის გახანგრძლივება (ღამის 12 საათის შემდეგ) ამ პირმშვენიერი გოგონას კვახად აქცევს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, მიისაკუთრა რა თვითნებურად ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციის სტატუსი, თავად იქცნენ განსხვავებული აზრის გამოხატვის მოწინააღმდეგე ავტორიტარულ ინსტიტუტებად.

ამის მკაფიო მაგალითია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის[4] მკაცრად უარყოფითი დამოკიდებულება ამჟამად მოქმედი კონსტიტუციის 94 მუხლიდან (კონსტიტუციის პროექტში იგი 67-ე მუხლად იყო გადატანილი) იმ დებულების ამოღებისადმი, რომელიც მთავრობის მიერ საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღების (გარდა აქციზისა) ან არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდის შემთხვევაში რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს.

არასამთავრობოების ამ  ჯგუფის მიერ ხელისუფლების მიმართ კატეგორიულად იყო დასმული საკითხი კონსტიტუციაში დასახელებული მუხლის შენარჩუნების თაობაზე. მათი აზრით, „მოქალაქეებს უნდა შეუნარჩუნდეთ არსებული უფლება – მიიღონ გადაწყვეტილება გადასახადის ახალი სახის შემოღებისა თუ ზედა ზღვრის გაზრდის შესახებ, და შესაბამისად უნდა გამოირიცხოს მთავრობის მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების შესაძლებლობა.

გარდა ამისა, აღნიშნული ჩანაწერის ამოღება ცალსახად ნეგატიურად უნდა შეფასდეს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და ბიზნეს გარემოს განჭვრეტადობის კუთხით. მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, მიმზიდველი ბიზნეს გარემოს შენარჩუნებისა და განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ჩანაწერის შენარჩუნება საქართველოს კონსტიტუციაში“.

აქ საერთოდ რომ არ ვახსენოთ ის კონკრეტული პოლიტიკური ვითარება, რომლის დროსაც შევიდა ძალაში კონსტიტუციის ხსენებული მუხლი და ორგანული კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ (2011 წ.), აგრეთვე მათი აშკარად პოპულისტური შინაარსი,  კონსტიტუციიდან აღნიშნული მუხლის ამოღებას მხარს უჭერდნენ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი ფრანსუა პეშო[5], ვენეციის კომისია და „ქართული ოცნების“ შიგნით ფორმირებული სოციალ-დემოკრატების ფრაქცია.

კონსტიტუციური ჩანაწერის პოპულისტური ფორმა დასტურდება სტატისტიკური მონაცემებითაც. ასე მაგალითად, 2006-2008 წლებში, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო მიღებული კონსტიტუციის შესაბამისი ჩანაწერი და მისი შესატყვისი საქართველოს ორგანული კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თანაფარდობა მშპ-სთან შეადგენდა საშუალოდ 15.5 პროცენტს, ხოლო 2013 წლიდან ძალაში შესვლის შემდეგ – იგი მხოლოდ 12 პროცენტს შეადგენს.

მიუხედავად ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების ცალსახა უარყოფითი დამოკიდებულებისა,  ხელისუფლებამ ვერ გაბედა არასამთავრობო ორგანიზაციების ნების უარყოფა და მხოლოდ „კომპრომისული“ ნაბიჯი გაბედა: კონსტიტუციის ახალ რედაქციაში გარდამავალ დებულებაში დატოვა ჩანაწერი გადასახადებისა და საყოველთაო რეფერენდუმის დაკავშირების თაობაზე. კერძოდ, მისი  ამოქმედებიდან 12 წლის განმავლობაში საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით.

მოტანილი მაგალითი კარგად წარმოაჩენს არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენას საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე, როლზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მირების პროცესზე.

აღნიშნულის, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა დაფინანსების მნიშვნელოვან  წყაროდ უცხოურ დახმარებას იყენებს, ალბათ უკვე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ არსებობდეს ისეთი ბარიერი, რომელიც მნიშვნელოვანწილად შეამცირებს „არასამთავრობოების“ „ანტისამთავრობოებად“ ტრანსფორმაციის პროცესს. მან, წესით, უნდა იფიქროს, ერთი მხრივ, იმ მონიტორინგის ფორმაზე, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების გრძელვადიან და ფუნდამენტურ ინტერესებთან შესაბამისობაში  იქნება მოყვანილი, მეორე მხრივ კი შემუშავდება ეკონომიკური პრეფერენციები იმ არასამთავრობოების მიმართ  (როგორც იურიდიული პირის – თავად ორგანიზაციის, ისე მისი თანამშრომლების – ფიზიკური პირების მიმართაც), რომლებიც არ ღებულობენ საზღვარგარეთულ გრანტებს, დაფინანსებას, ხოლო მათი საქართველოს მასშტაბით არსებული სპონსორების ფინანსურ შემოსავლებში უცხოური წყაროებიდან მიღებული დახმარებები (გრანტები, შემოწირულობები, etc.) არ აღემატება 10 პროცენტს.

წინააღმდეგ შემთხვევაში საკმაოდ მაღალი ალბათობით, არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორც „მეხუთე“ ადგილზე მყოფ ხელისუფლებას, სულ მალე უფრო მაღალ, არაფორმალურ „საპრიზო ადგილზე“  ვიხილავთ გასულს.

იოსებ არჩვაძე

[1] არალეგალურად, მაგალითად, ჰელსინკის ჯგუფი მოქმედებდა ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან.

[2] ზოგიერთი ექსპერტის მიერ სახელდება ჯერადად უფრო მაღალი მაჩვენებელიც (100-300 მლნ. აშშ დოლარი).

[3] იხ. წყარო: http://eprc.ge/index.php?a=main&pid=155&lang=geo

[4] საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI Georgia); ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საზოგადოება და ბანკები ევროპა საქართველოსთვის; Policy and Management Consulting Group; ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი; საქართველოს ატლანტიკური საბჭო.

[5] საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ფრანსუა პეშო: „ჩვენ ვხედავთ მეტ მოქნილობას და სარგებელს, არა იმაში რომ გადასახადების ზრდის შესაძლებლობა იყოს, არამედ, იმაში რომ შესაძლებელი იყოს შეიცვალოს გადასახადების სტრუქტურა.

გადასახადები, შესაძლოა, დროთა განმავლობაში შეიცვალოს, ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე. ამიტომ გადასახადების შეცვლის შესაძლებლობა მეტად სასარგებლო და მოსახერხებელი იქნებოდა“.

საქართველოს წინაშე არსებული ძირითადი პრობლები არ შეესაბამება დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის სფეროებს
„იმის გასაგებვად თუ ვინ არის თქვენი ბატონი, ჯერ ის გაარკვიეთ ვისი კრიტიკის უფლება არ გაქვთ.“ – ვოლტერი.

დღევანდელი საქართველოს ყველაზ მნიშვნელოვანი პრობლემებზე რომ გავამახვილოთ ყურადღება, შეგვიძლია რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი მათგანი გამოვყოთ:

ტერიტორიული მთლიანობა

მზარდი ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა

ქვეყნის დეპოპულაცია და დემოგრაფიული რეგრესი

უმუშევრობა

რეგიონალური განვითარება

აღნიშნული საკითხები მიაჩნია ძირითად პრობლემებად ასევე საქართველოს მოსახლეობას, რაც სხვადასხვა საზაგადოებრივი აზრის კვლევის შედეგადაც დასტურდება.[1] ბოლოს ჩატარებული მსგავსი გამოკითხვის შედეგად რესპოდენტების უმრავლესობის აზრით ქვეყნის ძირითადი პრობლემებია: უმუშევრობა (47%), ეკონომიკური კრიზისი (24%) და ტერიტორიული მთლიანობა (9%).

შეუარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საქართველოში გაცემული გრანტები არ მოდის თანხვედრაში ქვაყანაში არსებულ ძირითად პრობლემებთან. ძითიდადი მიმართულებები, რასაც დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა აფინანსებს საქართველოში არის: გენდერული პოლიტიკა, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, ევროინტეგრაცია, ნატო და საქართველო, ‘’რუსული პროპაგანდის’’ წინააღმდეგ ბრძოლა,   სექსუალური უმცირესობების უფლებები, მედიის მხარდაჭერა, დემოკრატიის მხარდაჭერა.

მაგალითად საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დასავლური არასამრთავრობო ორგნაზაცია, ‘’ფონდი ღია საზოგადოება საქართველო’’ გრანტებს შემდეგი მიმართულებებით გასცემს:  მედიის მხარდაჭერა, ადგილობრივი დემორკატიის განვითარება,  გენდერული პოლიტიკა, ევროინტეგრაცია და ა.შ. ამისთვის საკმარისია მათ ვებ-გვერდზე შევიდეთ და თავად დავრწმუნდეთ ამაში.[2] ანალოგიური სიტუაციაა მაგალითად დასავლური საერთაშორისო ორგანიზაცია ‘’საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მაგალითზე’.  ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მათ საერთო ჯამში რამდენიმე ასეულ ათას ამერიკულ დოლარზე მეტი ოდენობის შემოწირულობები მიიღეს, თუმცაღა მათ საქმიანობის სფეროც და განხორციელებული პროექტებიც არ მოდის თანხვედრაში საქართველოს წინაშე მდგარ უმთავრეს პრობლემებთან.  (დემოკრატია და მედიის მხარდაჭერა).

უფრო მეტიც, შეგვიძლია თამამად დავასკვნათ რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ხშირ შემთხვევაში ანტისახელმწიფოებრივი ხასიათისაა, რაც ბიზნესის ინტერესების ლობირებით გამოიხატება. მაგალითად ‘’საერთაშორისო გამჭვირვალობა’’ იყო ერთ-ერთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციათაგანი, რომელიც კონსტიტუციაში 94-ე მუხლის დარჩენის მომხრეა. შეგახსენებთ რომ ამ, 94-ე მუხლის თანახმად, რა შესწორებაც სააკაშვილის დროს შევიდა კონსტიტუციაში სახელემწიფოს წართმეული აქვს დამოუკიდებელი ფისკალური პოლიტიკის წარმაღთვის საშუალება. ანუ შეუძლებელია ახალი გადასახადების შემოღება, არსებული გადახასადების ტარიფების გაზრდა, ან სულაც პროგრესული საგადასახადო სისტემის დანერგვა. ‘’საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ასევე იმ კონსტიტუციაში შესატანი იმ ცვლილების წინააღმდეგი იყო, რომლის თანახმადაც მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზი არ უნდა გაიყიდოს.

მეტისმეტად საინტერესო ფენომენია კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’მედიის განვითარების ფონდი’’ და მისი შვილობილი ორგანიზაცია ‘’მითების დეტექტორი’’. ($49,980 2017 წელს USAID-ის გრანტი)

როგორც დონ-კიხოტი ებრძოდა ქარის წისქვილებს,  ასევე ეს ორი ორგანიზაცია ებრძვის ‘’წარმოსახვით რუსულ პროპაგანდას’’ ყველაფერში. უფრო მეტიც, ისინი ვრცელ კვლევებსაც კი აქვეყნებენ და ნებისმიერ ევროსკეპტიკურად განწყობილ პორტალს და გამოცემას (რომელთა რაოდენობაც სულ თითზე შეიძლება ჩამოვთავლოთ) ‘’რუსული პროპაგანდის’’, ‘’კრემლისტური მედიის’’ იარლიყს აკერებენ და ცდილობენ მათ მარგინალიზაციას და დისკრედიტაციას.  ეს ორი ორგანიზაცია (‘’მედიის განვითარების ფონდი’’, ‘’მითების დეტექტორი’’ ხშირ შემთხვევაში ცილისმწამებლურ, ინფორმაციას ავრელებს სხვა პორტალებზე, როდესაც მათ ‘’რუსული პროპაგანდის’’ გავრცელებაში ადანაშულებს. სხვადასხვა ტელეეთერის მეშვეობითა ამ ორგანიზაციის წევრებს თუ დავუჯერებთ ყველაზე სერიზული პრობლემა, რაც დღესდღეობით საქართველოში გვაქვს ‘’რუსული პროპაგანდა’’ ყოფილა. ამაზე უნებლიედ აშშ-ის პირველი თავდაცვის მინისტრი, პენტაგონის დამაარსებელი ჯეიმს ფორესტოლი მახსენდება, რომელიც რუსოფობიით იყო დაავედებული და სულ რუსები ელანდებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ის ფსიქიატრიულში დააწვინეს, სადაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გრანტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გამცემია ასევე USAID.  USAID-ის 2017 წელს გაცემული მიმდინარე გრანტების სია თუ გადავავლებთ თვალს შევამჩნევთ რომ ძირითადად ‘’ანდიდასვლური პროპაგანდის’’ წინააღმდეგ მიმართულ პროექტებს და საქართველოს ევროინტეგრაციის თემებს აფინანსებენ.[3] მაგალითად სრული წარმოდგენა რომ შეგვექმნას USAID-ის საქმიანობაზე საკმარისია მათ მიერ გაცემული გრანტების აღწერილობას გადავხედოთ:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო“ „კოალიცია ევროატლანტიკური საქართველოს“ 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად საქართველოს რეგიონებში ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს ლოზუნგით „ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია“ $49,600.

„მედიის განვითარების ფონდი“  თავის ვებგვერდზე  www.eurocommunicator.ge  განათავსებს  სტატიებს ანტიდასავლური მითების საპასუხოდ („მითების დეტქეტორი“-ს სერია).  მოსახლეობაში მედიაწიგნიერების დონის ამაღლებისა და ანტიდასავლური მითების გაქარწყლების მიზნით,  ტელეკომპანია პირველი მოამზადებს ყოველკვირეულ ტელესიუჟეტებს და ინტერვიუებს „მედიის განვითარების ფონდის“ მკვლევარების მონაწილეობით.  $49,980.

„ინტეგრაცია – გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ“ პროექტი “მითი თუ რეალობა?”. პროექტის ფარგლებში ჩაატარდება საინფორმაციო კამპანია ანტიდასავლური მითების გასაქარწყლებლად. კერძოდ, რუსთავი 2-ის გადაცემა “სხვა შუადღის” ეთერში ორ კვირაში ერთხელ გავა ტელერუბრიკები ანტიდასავლურ დეზინფორმაციაზე და მითებზე. გადაცემის გარდა მომზადდება სოციალური კლიპები ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მითებზე. პროექტის ხანგრძლივობა: 15 მარტი, 2017 – 15 იანვარი, 2018. ბიუჯეტი: $49,920.

. რადარამი, პროექტი: „საზოგადოების ინფორმირება რუსული პროპაგანდის შესახებ“. პროექტის მიზანია ანტიდასავლური დეზინფორმაციის გაქარწყლება და მოსახლეობის ინფორომირება რუსული პროპაგანდის შესახებ. ამ მიზნით ორგანიზაცია მოაწყობს  პიტერ პომერანცევის წიგნის  “არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“ საჯარო განხილვებს საქართველოს რეგიონებში (20 ქალაქში). 15,000 $.

მაგრამ რატომ ამოიჩემეს ამ ყბადაღებულ „რუსულ პროპაგანდასთან’’ ბრძოლა მსხვილმა დასავლურმა არასამთავრობო ორგანიზაცეიბმა. ერთი წამით თუ დაფიქრებულხართ რას ნიშნავს ზოგადად ”რუსული პროპაგანდა”? ევროცენტრისტების და დასავლური პოლიტიკის ელიტების მიერ ეს ტერმინი თავის დროზე იმისთვის იყო მოფიქრებული, რომ ყველა იმ ადამიანის/ადამიანთა ჯგუფის, ორგანიზაციის თუ პოლიტიკური პარტიის, დისკრედაცია და მარგინალიზირება მოეხდინათ, რომლებიც მათთვის არასასიამოვნო ფაქტებს და მასალებს აშუქებენ. რეალურად გამოდის რომ ”რუსული პროპაგანდის” ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები არა რუსები, არამედ ამერიკელი და ევროპელი მეცნიერები, რეჟისორები და გამოჩენილი ადამიანები არიან – ნოამ ხომსკი, მაიკლ მანი, ოლივერ სტოუნი, მაიკლ მური, ჯოზეფ სტიგლიცი, ულიამ ბლუმი, ჰოვარდ ზინი, ჯიმ მორისონი რადგანაც სწორედ ეს ხალხი იყვნენ და არიან აშშ-ს და ევროკავშირის იმპერიალისტური პოლიტიკის ყველაზე კონცეპტუალური და გამორჩეული კრიტიკოსები. ის რომ “რუსული პროპაგანდა” არის პროპაგანდისტული ტერმინი ნათლად გამოჩნდა ბრექსიტის და აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც უამრავი მცდელობის მიუხედავად მოეხდინათ ბრექსიტის მომხრეების და ტრამპის მარგინალიზირება და მათთვის “რუსული პროპაგანდის” იარლიყი მიებათ სრული კრახით დამთავრდა.

მსგავსი მეთოდებით ბრძოლა, რაც გულისხმობს სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმას დასავლურ ელიტებს ბუმერაგნივით შემოუბრუნდებათ უკან. მათი უსური მცდელობა ‘’რუსულ პროპაგანდას’’ მიაწერონ ყველაფერი ის, რაც მათ პოზიციებს ასუსტებს ალბათ ძალიან წააგავს ორუელისეულ ‘’სიმართლის სამინისტროს’’. ჩვენ საქართველოს მაგალითზე ნათლად შეგვიძლია დავრწმუნდეთ რომ ფაქტიურად ‘’ნატოს’’ ან ‘’ევროკავშირის’’ კრიტიკა ტაბუდადებული თემაა და ფაქტიურად ზოგერთებისთვის (ზოგიერთებისთვის და არა მოსახლოების უმრავლესობისთვის) სამშობლოს ღალატად მოიზარება? მაშინ რა განსხვავებაა ამ ხალხსა და ბოლშევიკების იდეოლოგიურ ცენზურას შორის?

გიორგი მდივანი

[1] https://sputnik-georgia.com/politics/20170405/235486941/IRI-gamokitxva-mosaxleobis-problemebi.html

[2] http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=26&mod_id=0&info_id=0&new_year=0&limit=0&date=&new_month=&entrant=2

[3] http://ewmi-access.org/ka/ongoing-grants/