გლობალური კვლევების ცენტრი » ახალი თაობა

ქართული პრესის მასალები 31 იანვარი 2018 წელი
„ახალი თაობა“, 31 იანვარი, 2018 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ქვეყანაში კრიმინალური მენტალიტეტის რომანტიზება ხდება“ // „ლევან მურუსიძის უვადოდ დამნიშნავ პოლიტიკურ ძალას მორალური უფლება არა აქვს, სანდრო გირგვლიანის თემით ისპეკულიროს“

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაანონსებულ კანონპროექტზე საუბრობს, რომელსაც „გირგვლიანის პაკეტი“ ეწოდება.

- ბატონო გია, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე იდეით გამოვიდა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ე.წ. გირგვლიანის შესწორებები შევიდეს, რაც ითვალისწინებს მაღალჩინოსნების მიერ გამოძიებისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში სანქციების გამკაცრებას. რა შეგიძლიათ გვითხრათ, ეს არის ერთგვარი პოლიტიკური სვლა თუ რეალური სურვილი, რომ ხელისუფლებას მსგავსი სისტემური დანაშაულის სურვილი არ გაუჩნდეს?

- თავისთავად ამ იდეაში ცუდი არაფერი არ არის, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, კონტროლი გამკაცრდეს. ამ მიმართულებით კრიტიკას ნამდვილად არ დავიწყებდი. თუმცა, კანონმდებლობა არ არსებობს. ჩვენ არ ვიცით, რა შინაარსი დევს და რას გვთავაზობენ, მაგრამ იდეა გახმოვანებულია, თან ისეთი სახელწოდებით, რომ უნდა ვივარაუდოთ, გამხმოვანებელს პოლიტიკური მოტივი ჰქონდა. აბსოლუტურად არ იყო მზად. მით უმეტეს დეპუტატი, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი საუბარს იწყებ კანონპროექტზე, მაშინ კანონპროექტი ხელში მაინც უნდა გეჭიროს. ასეთი კანონპროექტი არ არსებობს. ფაქტიურად მოვისმინეთ პოლიტიკური განცხადება, მაგრამ იმის იქით არაფერი არ ვიცით.

- მაშინ რასთან გვაქვს საქმე?

- პოლიტიკის პრიზმაში უნდა განვიხილოთ ეს საკითხი, ყოველ შემთხვევაში ჯერ, რადგან საკანონმდებლო კუთხით ვერაფერს ვიტყვით. ძალიან არასასიამოვნოა, როდესაც ჯერ არაფერი არ არის დაწერილი და ამ პაკეტს ვიღაცამ უწოდა „გირგვლიანის პაკეტი“. სიმართლე გითხრათ, ცოტა ცინიკურია ეს ყველაფერი, მით უფრო იმ მოცემულობაში, რომელშიც ვართ. თავის დროზე სტრასბურის სასამართლომ დაადგინა, რომ გირგვლიანის წინააღმდეგ სისტემური დანაშაული იყო ჩადენილი. ხელისუფლების ყველა შტო დანაშაულის დაფარვაში იყო ჩართული. ამ სისტემურ დანაშაულში ჩართული იყო პროკურატურა, სასამართლო, პოლიცია, საკანონმდებლო ორგანო და ამ ფონზე, ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც მაშინ ჩართული იყო ამ დანაშაულში, დღეს, მარგველაშვილისგან განსხვავებით, თუ მდინარაძე აქეთ-იქით კარგად მიმოიხედავს, გვერდით აღმოაჩენს მისსავე ხელისუფლებაში. ეს ადამიანები ამ დანაშაულის თანამონაწილე იყვნენ. მხოლოდ მურუსიძეზე არ ვაკეთებ აქცენტს, ბევრი სხვა გვარის დასახელებაც შეიძლება.

მე შემიძლია ხელისუფლებას იდეა შევთავაზო: დავწეროთ შესაბამისი კანონპროექტი და შევქმნათ სია, რომელსაც პირობითად `გირგვლიანის სია~ ვუწოდოთ და დავსაჯოთ რაღაც ფორმით ყველა ის პირი, რომელიც ამ დანაშაულში იყო ჩართული. მურუსიძე აღაზევა ამ ხელისუფლებამ და ლამის სასამართლო სისტემის კოორდინატორი გახდა, მაგრამ სხვებიც არიან.

- მაგალითად?

- თუნდაც, ციხის თანამშრომლები, ციხის უფროსი, როდესაც მსჯავრდებულები ქეიფობდნენ ციხეში, განსაკუთრებულ პირობებში იმყოფებოდნენ, ეს ხომ იყო კანონდარღვევა. ასევე, პროკურატურის ხელმძღვანელობა, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ ამ ხალხს ე.წ. უდო შეხებოდა. ამიტომ ვამბობ, რომ ამ ფონზე ცინიკურია ეს ყველაფერი. ამ ხალხის ლობისტების მხრიდან გირგვლიანის თემით ხდება სპეკულირება, რეალურად კი სულ სხვა ამოცანებია დასახული. თუ ასე არ არის, მაშინ სააკაშვილს, რომელსაც მიუსაჯეს, გვერდით მურუსიძე და სხვები მიუსვან. ეს ადამიანები ცნობილია, შევქმნათ სია და სანქციებში მაინც მოვაყოლოთ, მაგალითად, აეკრძალოთ საჯარო სექტორში მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი ფარსის სახეს მიიღებს.

_ გულწრფელი არ არის ხელისუფლება თუ მდინარაძე ამ შემთხვევაში?

_ როგორ შეიძლება გულწრფელობაზე ვიფიქროთ?! ჩემთვის ყველაზე მეტად აღმაშფოთებელი იყო, როდესაც ამ კონტექსტში ბატონმა მდინარაძემ პრეზიდენტი მარგველაშვილი მოიხსენია. როდესაც, ამ ტრაგედიის გამო ჩვენ სისტემას, რეჟიმს ვებრძოდით, მაშინ ჩვენს რიგებში გიორგი მარგველაშვილი იდგა, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდა, რის გამოც სამსახური დაკარგა.

_ იმის თქმა გინდათ, რომ მამუკა მდინარაძე არ იყო ამ რიგებში?

_ მე რამდენადაც ვიცი, მდინარაძე იმ პერიოდში იქით მხარეს იყო. თუ არ იყო, მაშინ გამოვიდეს და თქვას. ალბათ, მაშინ, მდინარაძეს ჩვენი მოქმედებები ძალიანაც აღიზიანებდა. დღეს რომის პაპზე უფრო მეტი კათოლიკეები უნდათ იყვნენ! საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო გირგვლიანის სახელს ნუ ატრიალებენ. მურუსიძის უვადოდ დამნიშნავ პოლიტიკურ ძალას არანაირი მორალური უფლება არა აქვს, რომ გირგვლიანის თემით ისპეკულიროს. არ თქვა ახლა, რომ სასამართლო სისტემა თავისუფალია და მათ არანაირი წვლილი არ მიუძღვით მურუსიძის დანიშვნაში.

_ ერთგვარი პიარის მცდელობა, შესაძლებელია ანტიპიარი გამოუვიდეთ?

_ ეს იყო წმინდა წყლის ფიარი და თუ ეს ფიარი არ არის, მაშინ გავაკეთოთ სია, ვინც ამ სისტემურ დანაშაულში იყო ჩართული და ყველა ამ ხალხს თავისი ადგილი მივუჩინოთ. მით უმეტეს, კანონი ჯერ არ არსებობს და როდესაც ამას წინასწარ უკვე სახელს არქმევ და ამის შესახებ აცხადებ, ე.ი. პოლიტიკური მიზნები გაქვს. მე კითხვა მიჩნდება, რატომ მაინცდამაინც ახლა? მე ვფიქრობ, რომ ეს იყო პოლიტიკური კონკურენციის გამოვლინება.

_ ვინ არის კონკურენტი?

_ მათ გახარიაში დაინახეს პოლიტიკური კონკურენტი. გახარიამ, როგორც ცნობილია, დაიწყო გარკვეული მოძრაობა, ცვლილებები და ამათაც დაიწყეს _ ჩვენც არ ჩამოვრჩეთო! ამიტომ იყო, რომ სრულიად მოუმზადებლად გაახმოვანეს ეს ყველაფერი. მდინარაძეს რომ ჰკითხოთ, უფრო დეტალურად რას გულისხმობს შინაარსი, როგორი უნდა იყოს კანონი, დარწმუნებული ვარ, ვერაფერს დაამატებს იმას, რაც უკვე გაახმოვანა და თქვა.

_ როდესაც გახარია დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, ბევრი ვერსია იყო, რომ გახარია არის პოლიტიკური ფიგურა, რომ მას პრემიერად ამზადებენ და ა.შ. მან დადო რეფორმების პირობა და ამ მიმართულებით გარკვეული მოძრაობები არის. ასევე თქვა, რომ დანაშაულის სტატისტიკას გამოაქვეყნებდა. ორი წელი, მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო სექტორი ითხოვდა სტატისტიკის გამოქვეყნებას, არ ქვეყნდებოდა. გუშინ გამოქვეყნდა. რას ფიქრობთ, რეალურად რა ხდება?

_ ჯერჯერობით, მე არ მინდა დასკვნების გაკეთება. რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ მე ვხედავ, მას აქვს მცდელობა, რომ შეაკავოს ეს საკმაოდ არასასიამოვნო პროცესი კრიმინალთან დაკავშირებული. ასევე აქვს მცდელობა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა სადაც არის, კრიმინალურ პოლიციას ვგულისხმობ, რაღაც შეცვალოს და გააკეთოს, რეორგანიზაცია მოახდინოს. ამ მცდელობას ვხედავ. ასევე, აქვს საკმაოდ სწორი გზავნილები, სურვილები, მაგრამ ვნახოთ.

_ რამდენად შეძლებს?

_ ეს არის მთავარი კითხვა, რამდენად შეძლებს! ჩვენ სამართლიანები რომ ვიყოთ, მას გარკვეული დრო უნდა მივცეთ, რათა ეს ყველაფერი შეასრულოს. ასევე უნდა შევუქმნათ იმის კომფორტი, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ამ გზაზე გახდება საჭირო, ამ ამოცანების შესასრულებლად იქნება საჭირო, ეს ინსტრუმენტებიც უნდა ჰქონდეს. ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, წინასწარ არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ გახარია ამ ამოცანებს შეასრულებს და ის ამას შეძლებს. თუმცა, ჯერ ძალიან ცოტა დროა გასული საიმისოდ, რომ მისი საქმიანობა შევაფასოთ. დღეს გახარიას შეცდომებსა და არაეფექტურობაზე რომ ვილაპარაკოთ, ეს ძალიან ნაადრევი იქნება. სისტემა საკმაოდ მორყეულია, ბოლო პერიოდში კრიმინალური მენტალიტეტის რომანტიზება თითქოს შემობრუნდა, ეს განსაკუთრებით სახიფათოა ახალგაზრდა თაობაში. ამ ყველაფერთან შებრძოლებას დრო სჭირდება. ვნახოთ, ეს ყველაფერი საკმაოდ რთულია ან შეძლებს, ან ვერა. ამიტომ, ჩვენ ვერ ვიქნებით ვერც ზედმეტად ოპტიმისტები და ვერც პესიმისტები. გარკვეული დრო მივცეთ და დაველოდოთ.

„ახალი თაობა“, 31 იანვარი, 2018 წელი

ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: „პროკურატურამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ამ საქმის გამოძიება“ //  „60.000 ბავშვს შესაძლოა დიაბეტი დაემართოს“ // ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის სკანდალური განცხადება

რა პრობლემებია საბავშვო ბაღებში, რას აბრალებს ნარმანია-თორდინავას დუეტს ბაღების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი, რატომ მიმართა ნაციონალურმა მოძრაობამ პროკურატურას? ამ თემებზე „ახალ თაობას“ თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება.

ლევან ხაბეიშვილი:

- საბავშვო ბაღებში კატასტროფული ვითარებაა და ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე საკრებულოში, ფრაქციის სხდომაზე დავიბარეთ. მოსმენა შედგა 29 იანვარს. შეხვედრა 2 საათი გაგრძელდა, ის საუბრობდა, მაგრამ რეალურად არაფერზე პასუხი არ ჰქონდა. ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ბაღებში კვება გაუარესდა. მერიაში ამას იმით ხსნიან, რომ ევროპელი ექსპერტების მითითებით კალორიების რაოდენობა შეცვალეს. გვანცელაძეც ამ ექსპერტებზე აპელირებდა. როცა ჩავეკითხე, აღმოჩნდა, რომ ეს კვლევა თვალითაც კი არა აქვს ნანახი.

_ ეს რანაირად?

_ ჩვეულებრივად. გვანცელაძე ამბობს, რომ ეს ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა – მათ შეადგინეს კალორიების ცხრილი, მათ გამოსცეს განკარგულება და მე მათ ვეყრდნობიო. თავად კვლევაზე თქვა, იმიტომ არ წავიკითხე, ამის ვალდებულება არა მაქვსო. მერე პირადად მე მომმართა, თუ დამავალებ, ამ კვლევას წავიკითხავო.

_ თქვენ რა ქენით?

_ წაკითხვა დავავალე და ისიც დამპირდა, რომ წაიკითხავს. მისი პოზიცია ძალიან სასაცილოა, ადამიანს 60.000 ბავშვი აბარია და ისიც არ იცის, როგორ იკვებებიან ისინი. თავად დაადგინეს, რა უნდა აჭამონ ბავშვებს და ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს ამის წაკითხვა თურმე არ ევალება. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ბავშვების კვებასთან არის დაკავშირებული. ასეთი საშინელი სიტუაცია ბაღებში შევარდნაძის შემდეგ აღარ ყოფილა. ნარმანიას მისამართით უამრავი პრეტენზია გვქონდა, მაგრამ ასეთი რამეები მის დროსაც არ ხდებოდა.

შპს „ნილი“, რომელსაც ბავშვების საკვებით მომარაგება აქვს დავალებული, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ არის დაჯარიმებული. ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს კომპანია „ქართული ოცნების“  შემომწირველია და ამ პარტიისთვის 150.000 ლარი აქვს გადარიცხული. რადგან „ოცნების“ დამფინანსებელია, ახლა, ფაქტობრივად, მათ ბავშვების კვების ხარჯზე ვუხდით ხარკს. ყველამ ვნახეთ, როგორ შეიტანა ამ კომპანიამ ბაღებში რძე ღვინის შეფუთვით. მერე რაღაც სიუჟეტი იყო კვებაზე და ჟურნალისტებმა როცა იკითხეს, გუფთა თუ იყოო, ასე უპასუხეს, იყო, ოღონდ უხორცოო.

_ უხორცო გუფთა რანაირია?

_ ისეთივეა, როგორც ხაჭაპური ყველის გარეშე. სხვათა შორის, გვანცელაძის მოსვლის შემდეგ ბაღებში უყველო ხაჭაპურიც გამოჩნდა. ბუნებრივია, ვკითხე, თუ რატომ შემოიღეს კვების ასეთი რეჟიმი. ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა ამიხსნა, რომ აქამდე 1.600 კალორია იყო და ის 1.300-მდე უნდა ჩამოსულიყო. მისი განცხადებით, ის 1.600 კალორია ბავშვებში სიმსუქნეს, დიაბეტსა და სხვადასხვა სახის ავადმყოფობას იწვევდა. მისი სიტყვებით, ნარმანია და თორდინავა 60.000 ბავშვს დიაბეტის რისკის ქვეშ აყენებდნენ.

ეს განცხადება გააკეთა ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა. კახაბერ გვანცელაძე არ არის არც ენჯეოშნიკი და არც ლევან ხაბეიშვილი, რომ დააბრალონ, რაღაცა მოიგონა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, გვანცელაძე თანამდებობის პირია, აბარია 60.000 ბავშვი და წინა ადმინისტრაციამ მათ ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნაო.

_ თქვენ ამიტომ მიმართეთ პროკურატურას?

_ წესით, პროკურატურას ჩემი მიმართვის გარეშეც უნდა დაეწყო საქმის შესწავლა. როგორც კი ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა ეს თქვა, მაშინვე უნდა აღეძრათ სისხლის სამართლის საქმე. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას და ახლა გვაინტერესებს, ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ 60.000 ბავშვი დიაბეტით დაავადების საფრთხის ქვეშაა. ეს მე არ მომიგონია. ამას მოქმედი თანამდებობის პირი ამბობს. წარმომიდგენია, რა დღეში ჩაცვივდებიან მშობლები. მეც შეშფოთებული ვარ. ჩემი შვილები სწორედ მაშინ დადიოდნენ ბაღში, როცა, გვანცელაძის თქმით, ბავშვები არასწორად იკვებებოდნენ.

_ თქვენ გჯერათ, რომ პროკურატურა ამ საქმეს შეისწავლის?

_ არ მჯერა, მაგრამ, ვალდებული ვიყავი, ეს განცხადება შემეტანა. კარგი იქნება, თუ სხვა მშობლებიც ასე მოიქცევიან. არავის აქვს უფლება, 60.000 ბავშვის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენოს და არც „ოცნების“ შემომწირველობა აძლევს ვინმეს უფლებას, ბავშვების ჯანმრთელობის ხარჯზე მილიონები იშოვოს. ეს ხელისუფლება ამ საქმეს არ გამოიძიებს, მაგრამ აუცილებლად მოვა ხელისუფლება, რომელიც ყველა გადაცდომას შეისწავლის.

„ახალი თაობა“, 31 იანვარი, 2018 წელი

ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან: „ხელისუფლებასაც უნდა ეშინოდეს და ოპოზიციასაც, რომ ხალხი მათ ერთიანად გადაუვლის“ // „ნარკოტიკების ლეგალიზება საქართველოს დაღუპავს“

„ახალი თაობის“ კითხვებს უფლებადამცველი, ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი პასუხობს.

- ბატონო ზაზა, თქვენ ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას დაუპირისპირდა. დღეს უკვე საზოგადოების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა ხელისუფლებით. რას იტყვით თქვენ?

- ყველაზე დიდი უბედურება ამ ქვეყანაში არის პოლიციური ძალადობა, რომელსაც არ ეშველა! ვანო მერაბიშვილის დროს, როდესაც აწამეს ქიმერიძე, თქვენ გახსოვთ აცრემლებული ივანიშვილი. მან განაცხადა, მე რომ მოვალ, ეგეთი რამეები არ მოხდებაო. ივანიშვილის მოსვლამდე ორი საქმე მოვიგე სტრასბურში. ერთი იყო მიქიაშვილის საქმე და მეორე იყო დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ. რა გააკეთა სახელმწიფომ? ნაცვლად იმისა, რომ რევაზ ქობულია და მჟავია, რომელთაც ხელს ადებდა დვალიშვილი, რომ ამ ადამიანებმა აწამეს, ეს ადამიანები ივანიშვილის მთავრობაში მოსვლის შემდეგ დააწინაურეს! კერძოდ, ქობულია დაინიშნა პოლიციის უფროსად წყალტუბოში, ხოლო მჟავია იყო ერთ-ერთი ქვეგანყოფილების უფროსი.

6-7 თვის მოსული იყო ივანიშვილი და პირველი აქცია სწორედ მე ჩავატარე და ვთქვი, რომ ამ კაცს ქვეყანა მიჰყავს პოლიციური ძალადობის დაკანონებისკენ. ეს გამოიწვევს პოლიციელების წახალისებას და უმართავ პროცესს მივიღებთ-მეთქი.

- ასე მოხდა?

- მაშინ ისეთი ეიფორია იყო საქართველოში ივანიშვილის გამარჯვებით, რომ პირიქით, ხალხმა მე დამიწყო ლანძღვა, ბიძინაზე მაგას რატომ ამბობო. დღეს უბრალოდ აღმოვჩნდით იქ, რასაც მე ვპროგნოზირებდი ხუთი წლის წინ!

_ პოლიციის მხრიდან ძალადობას აქვს ადგილი?

_ პოლიციური ძალადობა ასულია იმ დონეზე, კახა თარგამაძის დროს რომ იყო. მერაბიშვილის პოლიციაში არ იყო ასეთი წამება და არაადამიანური მოპყრობა. ან ცოცხალი ვერ გამოხვალ, ან გამოხვალ „სინიაკებით“ და მადლობასაც ეტყვი, თუ დაჭერას გადაურჩი. პროკურატურა ამ საქმეებს არ იძიებს. პროკურატურა იქცა პოლიციელების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამთეთრებლად და მფარველად. სულ ვამბობდი, რომ ის პროკურორები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს ადამიანებს უკანონოდ ასამართლებდნენ, უნდა მოშორდნენ-მეთქი სისტემას, არავინ დამიჯერა.

ადამიანებს რომ ქონებას ართმევდნენ შუაღამისას, ასეთი პროკურორების სისტემაში დატოვებამ გამოიწვია ის, რომ ქვეყანაში წავიდა უმართავი პროცესები. თუ არ არის სამართალი, მაშინ ქვეყნის განვითარება არის წარმოუდგენელი! გირგვლიანის ამბავი რომ მოხდა, მაშინ სააკაშვილს მივწერე, რომ იცოდე, შენ მურუსიძე გაგასამართლებს-მეთქი. ხომ გაასამართლა ლევანა მურუსიძემ და რიგითმა მიხეილ ჩინჩალაძემ?! ასევე ვეუბნები ივანიშვილსაც, რომ შენ გაგასამართლებს რიგითი მურუსიძე ან ჩინჩალაძე! ისეთი პროცესებია დაწყებული, რომ ეს კარგს არაფერს მოიტანს.

_ ვერ აკონტროლებენ სიტუაციას?

_ პოლიცია სრულიად უმართავია! დანაშაულს დანაშაულზე ჩადის პოლიცია, მაგრამ ეს ხელისუფლება მტკიცებულებებს შლის! რატომ იშლება სამხრე კამერების მიერ გადაღებული ჩანაწერები? ან სულაც გამორთული აქვთ კამერები. ივანიშვილს ძალიან შეეშინდა, რომ მალე დადგებოდა მათი პასუხისმგებლობის საკითხი და სასწრაფოდ შეცვლა შინაგან საქმეთა მინისტრი თავისი ფინანსური ბანკირით. სიტუაცია ისეთი არეულია, გახარიას გულითაც რომ უნდოდეს, ვეღარ დაალაგებს.

_ კრიმინოგენური ფონიც მძიმეა ქვეყანაში...

_ ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო. რომ იგრძნეს, რა სიტუაციაცაა ქვეყანაში, ისინიც გააქტიურდნენ. 19 წლის ბავშვები მოიყვანეს პოლიციაში ინსპექტორ-გამომძიებლებად. ამ ასაკის ბავშვმა დანაშაული როგორ უნდა გამოიძიოს? ეს იგრძნო დამნაშავეთა სამყარომ და კი ვხედავთ, რა მდგომარეობაცაა ქვეყანაში.

_ სააკაშვილის დროს უფრო მეტი პატიმარი იყოო, ასეთია თქვენი ოპონენტების კომენტარი...

_ კი ბატონო, სააკაშვილის დროს უფრო მეტ ხალხს ასამართლებდნენ, მაგრამ ისინი უდანაშაულო ადამიანებს იჭერდნენ. დღეს უკვე რეალურ დანაშაულებებთან გვაქვს საქმე. მართალია, სააკაშვილს მეტი პატიმარი ჰყავდა, მაგრამ ისინი ყველას იჭერდნენ, ადვოკატებს ასამართლებდნენ, თანამდებობრივ უფლებამოსილებას გადაამეტეო. ადვოკატი და თანამდებობის პირი?! მაშინ მტკიცებულებების გარეშე, ჰაერზე იჭერდნენ ადამიანებს. დღეს უკვე დანაშაულის ჩადენა დაიწყეს იმ დამნაშავეებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ თუ დანაშაულს ჩაიდენდნენ, დაიჭერდნენ. დღეს კი იციან, რომ რაც უნდა დანაშაული ჩაიდინონ, მათ ვერავინ დაიჭერს.

_ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილმა დანაშაულებებმაც იმატა, ამაზე რას იტყვით?

_ სააკაშვილის დროს ერთადერთი, რაც კარგი მოხდა ამ ქვეყანაში, იყო ის, რომ მოისპო ქურდული მენტალიტეტი. დედა მასწავლებელი მყავს და ერთ დღესაც ტირილით მოვიდა სახლში, რა გატირებს-მეთქი და ჩემმა მოსწავლემ თქვა, რომ გავიზრდები, კანონიერი ქურდი უნდა გამოვიდეო, ეს იყო ჯაბას დრო. ბავშვები ამ იდეებს საკონტროლოებში წერდნენ. შემდეგ ეს კრიმინალური ფსიქოლოგია მოისპო და ეს მართლაც კარგი იყო.

_ დღეს რა ხდება ამ კუთხით, ისევ დაბრუნდა ეს განწყობები?

_ გაიარეთ სკოლებთან ახლოს სკვერებში, ქუჩებში, სააკაშვილის რეჟიმის დროს იქ ერთ ბავშვსაც ვერ ნახავდით. დღეს სავსეა ქუჩა. ბავშვები დგანან, საცოდავები, დაბოლილები! არის ჩემი დედას გინება, წელვა და საქმის გარჩევები. უკვე დაიწყო შეკრებები, გარჩევები. ქუჩურმა მენტალიტეტმა გაიღვიძა, გაიღვიძა კი არა, უკვე ჩქეფს მოზარდებში! სააკაშვილის დროს ამას ვერ ბედავდნენ. ბავშვები ყველა სკოლაში იყო და სწავლობდა. ახლა კი ვინც მაგრად სწავლობს, შიშით ვეღარ ისწავლის, რადგან მას ჩმორიკს უწოდებენ.

_ რამდენად სავალალო მდგომარეობაა სკოლებში?

_ ძალიან სავალალო მდგომარეობაა! ძლივს ქვეყანაში მოინახა ნორმალური ადამიანი, განათლების მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ რელიგიის სწავლება უნდა იყოს სკოლაში და ესეც არ უნდათ. ამას აუცილებლად უნდა დაემატოს ანტინარკოტიკული და ანტიალკოჰოლური სწავლება. ისე უნდა ისწავლონ, როგორც ფიზიკა და მათემატიკა! აიღონ ევროპული და ამერიკული გამოცდილება. ამერიკაში როცა დაიწყო ანტინარკოტიკული კურსის შესწავლა, 62%-მა თავი დაანება სიგარეტის მოწევას. საქართველოში კი ერთი ხელისუფლებაც არ მოვიდა, რომელიც იტყვის, მე არ მინდა, რომ ნარკოტიკები გავყიდო ღამის ბარებში!

_ საზოგადოების ნაწილი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ითხოვს...

_ მე მინახავს მეტადონის რიგში მდგომი ადამიანები, სანამ მეტადონს გადაყლაპავენ, საშინელებაა! აი, ეს ყველაფერი ისწავლება უცხოეთში! ბავშვებს თავიდანვე უდებენ ფსიქიკაში, რომ ეს არ შეიძლება. შენ რომ იმას გასინჯავ, მას აქვს ისეთი ინგრედიენტი, რომ მერე თავს ვეღარ დაანებებ. იცით, რა ხდება? სპეციალურად აყლაპებენ კარგი ოჯახის შვილებს, რომ მერე ამ მდიდარი ოჯახის შვილის ხარჯზე ამ ვიღაცამ ფული იშოვოს და თავადაც მუქთად იკაიფოს! საშინელი სიტუაციაა! იცით, რა მიკვირს? საზოგადოება რომ ხმას არ იღებს ამ ყველაფერზე. ათასობით ადამიანი ავადდება ამ ნარკოტიკით და ერთი სოციალური კლიპი არ გადის საზოგადოებრივ მაუწყებელზე!

_ თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ ეწინააღმდეგებით გამარტივებას და ლიბერალიზაციას?

_ როგორ შეიძლება საქართველოში ნარკოტიკის ლიბერალიზაცია! იცით, ეს რას ნიშნავს?! დაიღუპება ეს ქვეყანა საერთოდ! სასწავლო პროგრამაში მსგავსი არაფერი გიდევს ამის საწინააღმდეგო და შენ იძახი, რომ მოდი, გავაკეთოთ ლეგალიზება ნარკოტიკების. დავღუპავთ თაობებს.

რა თქმა უნდა, იმის წინააღმდეგი ვარ, რომ ეს ავადმყოფები ციხეში წავიდნენ, მომხმარებლებს ვგულისხმობ, მაგრამ ქუჩაში რომ გაუშვა და ტაში დაუკრა, არც ამის მომხრე ვარ! რეაბილიტაციის ცენტრები უნდა შეიქმნას. ოღონდ ამ ფეოდალმა ივანიშვილმა ხმები მიიღოს, ოღონდ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეთ და ნებისმიერ უბედურებას დააკანონებს, თუ დაინახა, რომ ამის გამო ხალხი ხმას მისცემს! მე არ ვიცი, სამოქალაქო საზოგადოება ამას როგორ ითმენს, რომ ბავშვებს ნარკოტიკებით უავადებენ. პირდაპირ შტურმი უნდა დაიწყოს ამ ხელისუფლებაზე! რეკლამა კი არ უნდა აკეთო და იყვირო, უი რა კარგიაო, ბავშვი უნდა შეაშინო ნარკოტიკით!

გაეროს სპეციალური პროგრამებია, ამით აშინებენ ბავშვებს და გონებაში უბეჭდავენ, რომ ეს ცუდია! პოლიტიკოსები და პოლიცია ამ ბიზნესს მფარველობს. თუ ასე არ არის, მითხარით, დღისით მზისით ბარში ნარკოტიკი როგორ უნდა გაიყიდოს?! პირდაპირ მფარველობა მიდის ძალოვნების მხრიდან!

_ გამოსავალი სად არის?

_ ამ მთავრობის ხელში არ არსებობს გამოსავალი. ქვეყანას მართავს პირი, რომელსაც არანაირი პასუხისმგებლობა არ აკისრია არანაირ პროცესზე. მთელი ინსტიტუციები არის ჩამოშლილი. ადამიანს პირადი მცველებით ჰყავს მთავრობა დაკომპლექტებული. პირადი ბანკირი ეკონომიკის მინისტრად ჰყავს, პირადი ექიმი ჯანდაცვის მინისტრად, პირადი მცველი კი _ უშიშროების მინისტრად. ეგეთი რამე რომელიმე ქვეყანაში ხდება?! აი იმიტომ ხდება ყველაფერი.

დღეს საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. დღეს ოპოზიციის ძირითადი პლატფორმა არის _ ბიძინა, მიყიდე! გამოსავალი არის ის, რომ უნდა შეიქმნას ძლიერი სამოქალაქო მუხტი. ხელისუფლებასაც უნდა ეშინოდეს ამ მუხტის და ოპოზიციასაც, რომ ხალხი მათ ერთიანად გადაუვლის. აი, ასეთი მუხტის აუცილებლობა დადგა. ეს ბოლო წვეთიც მალე დადგება!

ქართული პრესის მასალები 30 იანვარი 2018 წელი
„ახალი თაობა“, 30 იანვარი, 2018 წელი

ლაშა ჩხარტიშვილი: „ხალხმა უნდა დაინახოს, რომ პოლიციელი მის მხარესაა“

ადამიანის უფლებათა დამცველი ლაშა ჩხარტიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმის პროცესზე საუბრობს.

- შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს, დასჯადი ქმედებების წრე ფართოვდება, კანონპროექტი უკვე მზად არის. გახარიამ რეფორმების პირობა დადო. ეს ყველაფერი რეფორმებისკენ მიმართული ნაბიჯებია?

- პოლიციელების მხრიდან ადამიანების მიმართ ძალადობის ფაქტები სანამ იქნება, მანამდე მე რეფორმის გატარების სურვილის არ მჯერა. ბოლო ასეთი ფაქტი მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ დაფიქსირდა, როდესაც პატრული მძიმე ფორმებით ცდილობდა მამაკაცის დაკავებას. ამ ფაქტების ამსახველი ვიდეო უკვე გავრცელდა. თუნდაც ის ფაქტი როგორ შეიძლება არ გავიხსენო, როდესაც ნუცუბიძის პლატოზე ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე ძიება შეწყდა. ძველი თუ ახალი ძალადობის ფაქტების რიცხვი იზრდება, ცხადია, პოლიციელების მხრიდან ძალადობას ვგულისხმობ. მოძალადე პოლიციელები დაუსჯელები არიან. სანამ ჩვენ არ დავინახავთ დასჯილ პოლიციელებს, მანამდე გახარიას მხრიდან განცხადება იმაზე, რომ რეფორმების გასატარებლად არის მისული, მხოლოდ ლამაზი სიტყვები იქნება და სხვა არაფერი.

- ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა. ეს არ არის საკმარისი, მეტია საჭირო?

- ეს ყველაფერი უფრო ვიზუალური შირმის შექმნის მცდელობა მგონია. რეალური რეფორმაა საჭირო. ერთი პოლიციელი მაინც უნდა დაისაჯოს, რომ ჩვენ ვირწმუნოთ, რომ მართლაც რეფორმების გატარება უნდა ხელისუფლებას, რომ დამნაშავე პოლიციელი დაისაჯა, რომ ის არ დგას რიგით მოქალაქეზე მაღლა, ეს არის აქ მნიშვნელოვანი. ვინმე დაისაჯა პოეტ რატიანის საქმეზე, როდესაც ბევრი დარღვევა იქნა დაფიქსირებული?! ამ შემთხვევაში პიროვნებას სისტემა დაუპირისპირდა.

_ რეფორმის რეალური შედეგი რა უნდა იყოს?

_ რეფორმამ ჯერ ხომ ეს ხალხი უნდა გამოავლინოს და შემდეგ დასაჯოს?! თუ ეს ასე არ მოხდა, რომელ რეფორმაზეა საუბარი?!

_ პირველი რა უნდა გაკეთდეს?

_ დაუსჯელობის სინდრომის დასრულებას ვითხოვთ პირველ რიგში.

_ გახარიამ თქვა, რომ დამნაშავე პოლიციელი დაისჯება...

_ სიტყვები არა _ ქმედებაა საჭირო. პოლიციელებს ეპატიებათ ყველაფერი, როგორც წესი, ციხეში არასოდეს მიდიან პოლიციელები. ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველა პოლიციელი, მათ შორის კრიმინალური პოლიციელი, სამხრე კამერებით იყვნენ აღჭურვილები. საპატრულო პოლიცია კი არის სამხრე კამერებით აღჭურვილი, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი, საკვანძო მომენტის დროს, ეს კამერები გამორთულია ანუ ჩანაწერი ბუნებაში არ არსებობს. სამხრე კამარების ჩანაწერის წაშლის შემთხვევაში ეს პოლიციელები ციხეში უნდა ხვდებოდნენ.

_ სამხრე კამერით შემთხვევის გადაღება აუცილებელი უნდა გახდეს?

_ რა თქმა უნდა. ახლაც აუცილებელია, მაგრამ შლიან, რომ თავიანთი კანონდარღვევა დაფარონ. ამიტომ ვამბობთ, რომ აუცილებელია, ასეთი მკაცრი იყოს მიდგომა: თუ არ ექნებათ ჩანაწერი, მაშინ ციხეში უნდა წავიდნენ, რადგან ისინი დანაშაულს ფარავენ, რომელიც მათ ჩაიდინეს სავარაუდოდ.

რა თქმა უნდა, კარგი და ღირსეული პოლიციელებიც არიან სისტემაში, მაგრამ წარმატებულები არიან დამნაშავე პოლიციელები, ეს არის მიუღებელი და სრულიად დაუშვებელი. წარმატებული და წახალისებული სწორედ ის კარგი პოლიციელი უნდა იყოს, რომელიც მოქალაქეზე ზრუნავს და რომელიც თავის მოვალეობას მაღალ დონეზე ასრულებს.

ასევე, არ შეიძლება ის ფაქტი, რომელიც რუსთავში ვიხილეთ, მისაღები იყოს. ვგულისხმობ გენერლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ და შემდეგ განთავისუფლებულ პირს, რომელსაც რამდენიმე საათის მანძილზე ჰკითხავდნენ, მაგრამ შემდეგ გაათავისუფლეს ბრალდების გარეშე.

_ თუ მტკიცებულებები არ აქვთ, რა უნდა ქნან.

_ მაშინ რის საფუძველზე იყო ამდენი ხანი დაკავებული?! ესეც ლეგიტიმური კითხვაა. გამოდის, რომ არაპროფესიონალები არიან.

_ ალბათ ძალიან ხშირად უნდა მოხდეს პატრულის, მთლიანად პოლიციის ტრენინგები, გადამზადება...

_ რა თქმა უნდა. მართლაც ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება. პოლიციაში ადამიანების შერჩევისა და დაწინაურების მთავარი პრინციპი არა მონური ერთგულება, არამედ მაღალი დონის პროფესიონალიზმი უნდა იყოს. კანონის ერთგულება უნდა იყოს ამოსავალი და არა, როგორც სააკაშვილის დროს იყო, ბატონის ერთგულება. რეალური ცვლილებების ერთ-ერთი წინაპირობა არის ასევე გამჭვირვალობა. სისტემის გამჭვირვალობის მიმართულებით თუ ნაბიჯები არ გადაიდგა, მაშინ ამ პრობლემებს არაფერი ეშველება.

ჩვენ ასევე ვითხოვთ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, რომელიც მთელ მსოფლიოში არის. სწორედ ამ გზით უნდა მოხდეს პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობის გამოძიება და მას თავად პოლიცია არ უნდა იძიებდეს ან თუნდაც პროკურატურა. ინტერესთა კონფლიქტი და სხვა ფაქტები მოდის ამ დროს წინა პლანზე.

_ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ. კრიმინალთან ბრძოლა ერთგვარი გამოწვევააო, განაცხადა დეპუტატმა სესიაშვილმა. ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრება მნიშვნელოვანი ნაბიჯია?

_ ქურდული სამყარო, რა თქმა უნდა, ისეთივე მიუღებელია, როგორც მოძალადე პოლიციელია მიუღებელი. აქ შეუძლებელია ორი აზრი ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ კონკრეტული ანალიზი და განხილვაა საჭირო. რასაკვირველია, ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და გამკაცრება მისასალმებელია.

„ახალი თაობა“, 30 იანვარი, 2018 წელი

„მარიხუანაც სერიოზულად მოქმედებს ადამიანზე. ადვოკატი ვარ და მაგის მეტი რა მინახავს?!“ //ლალი აფციაური: „ნარკოტიკების თავისუფლად მოხმარების წინააღმდეგი ვარ“

ბოლო დროს გახშირდა არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები. „ახალი თაობის“ კითხვებს უფლებადამცველი ლალი აფციაური პასუხობს.

- ქალბატონო ლალი, ქალაქში არსებობს 14 წლის მოზარდებისგან შემდგარი ჯგუფები, რომლებიც ძარცვავენ მაღაზიებს, აფთიაქებს, ოფისებს. ბოლო პერიოდში 50-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. კანონი მოზარდებს არ სჯის და ვინ შეიძლება იდგეს ამ ბავშვების უკან?

- არ არის გამორიცხული, რომ სრულწლოვანი, რომელსაც თავად სასჯელის ეშინია, ბავშვებს იყენებდეს საამისოდ. თუმცა, კონკრეტული დაკავების შემთხვევაში, არის გარკვეული მსუბუქი სასჯელები არასრულწლოვნებთან დაკავშირებით. მაგრამ მთავარი ეს კი არ არის, როგორ დავსაჯოთ?! ან როგორ მოვახვედროთ ციხეში. მთავარი ის არის, რომ სახელმწიფომ იზრუნოს, როგორ არ მოხვდნენ ეს ბავშვები ქუჩაში და როგორ არ ჩაიდინონ დანაშაული.

- ამისთვის რა არის საჭირო?

- სოციალური სამსახურების მიერ, რომლებიც აღრიცხავენ ქუჩაში გამოსულ ე.წ. უპატრონო ბავშვებს, უნდა განხორციელდეს ამ ბავშვებზე ზედამხედველობა და მიიღონ ის ზომები, რაც ცივილურ სამყაროშია მიღებული.

- ამ კუთხით სახელმწიფო არაფერს აკეთებს?

- რამე რომ კეთდებოდეს, ამდენი მაწანწალა ბავშვი ქუჩაში არ იქნებოდა. ყოველდღიურად ვხედავ ქუჩაში სამათხოვროდ გამოსული ბავშვების საკმაოდ დიდ რაოდენობას. სახელმწიფომ უნდა აიღოს მათზე მზრუნველობა.

- კანონში თუ შეიძლება რაიმე ცვლილების შეტანა?

- არა, ამ კუთხით ვერაფერი შეიცვლება. ვინ შეიძლება მომხრე გახდეს იმისა, რომ კანონში რაიმე ცვლილება შევიდეს გამკაცრების კუთხით? გამკაცრებაზე ფიქრს ურჩევნიათ, სხვა თემაზე იმუშაონ და ყურადღება მიაქციონ ამ ბავშვებს. ან მათ დასაქმებაზე იზრუნონ, ან სწავლაზე. გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება თუკი ამას მოინდომებენ.

- ზოგადად კრიმინოგენური ფონის გაუარესების შესახებ რას იტყვით? ოპოზიციისგან გვესმის შეფასებები, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. რას იტყვით თქვენ?

- დანაშაული ნებისმიერ სახელმწიფოში ხდება და იმაზე უარესიც, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ოპოზიცია რომ ამბობს იმატა, რასთან აკეთებს შედარებას?! სწორედ მათი განცხადებები მაღიზიანებს. როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, თუ იმ დროს ადარებენ, იმ პერიოდთან შედარებით იმატა?! იმ დროს 300 ათასი პრობაციონერი გვყავდა და 40 ათასი პატიმარი. როგორ იმატა და სად იმატა?! მათი მმართველობის პერიოდში მსგავსი ტიპის დანაშაულებები არ შუქდებოდა. ნაკლებად მიუწვდებოდა ჟურნალისტს ხელი მსგავს ინფორმაციაზე. დღეს ყველაფერზე ხელი მიგიწვდებათ და ყველაფერი შუქდება. უნდა გაშუქდეს, ეს ძალიან კარგია, რომ შუქდება. უბრალოდ, გამაღიზიანებელი ის არის, ამაზე ვინ ლაპარაკობს. მათ დროს ხომ, რას ამბობ, ქვეყანაში დანაშაული საერთოდ არ ხდებოდა!

- რისი თქმა გინდათ, რომ დღეს მეტად შუქდება და ამიტომ ჩანს, რომ იმატა? დანაშაული რომ ყოველდღე ხდება?

- გეთანხმებით, სამწუხაროდ, ნამდვილად არ არის სასურველი მდგომარეობა. ძირითადად ეს ყაჩაღობები, ქურდობები სოციალური ფონიდან არის გამომდინარე. მე თუ ელემენტარული პირობები მაქვს, რომ ჩემი ოჯახის წევრებს საარსებო წყარო მივაწოდო, მაშინ რატომ მოვიპარავ?! სოციალური მდგომარეობა არის უმძიმესი, კაბინეტებიდან ძნელია ამის დანახვა, მაგრამ ჩვენ, ვისაც გვიწევს ყოველდღიურ რეჟიმში მოქალაქეებთან შეხვედრა და გადაადგილება რეგიონებში, კარგად ვხედავთ, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი უმძიმესია!

- ბოლო პერიოდია, სერიოზული მსჯელობის საგნად იქცა ჩვენი ქვეყნის ნარკოპოლიტიკა. საზოგადოების ერთი ნაწილი აქტიურად მოითხოვს მის ლიბერალიზაციას. ამ კუთხით როგორია თქვენი შეფასებები?

- მიუხედავად იმისა, რომ წლებია, გავყვირი, რომ კანონი ამ კუთხით არის მკაცრი და ბევრი რამ არის შესაცვლელი, არც ასეთი ლიბერალიზაციის მომხრე ვარ. თუმცა მანამდე ვიტყვი იმასაც, რომ კანონი არის აბსოლუტურად შეუსაბამო გაეროს კონვენციებთან.

რომ გადაშლით კანონს, იქ პირდაპირ წერია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის კუთხით ეფუძნება გაეროს კონვენციებს. არის ორი კონვენცია: ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ და ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ. ცალ-ცალკე ორი დამოუკიდებელი კონვენციაა. საქართველოს კანონმდებლობაში კი ეს კონვენციები გადმოტანილია ისე, რომ მისი წაკითხვის სურვილიც არ გაგიჩნდებათ.

- რას გულისხმობთ?

- ფსიქოტროპული ნივთიერებები, თუნდაც იგივე ბუპრენორფინი, რაზეც ამხელა ხმაური ატყდა, ბახალას საქმეს ვგულისხმობ, არის ფსიქოტროპულ ნივთიერებათა სიაში, გაეროს 1971 წლის კონვენციაში. ამის ნარკოტიკებში გადმოტანის უფლება არავის აქვს! იმდენად მარტივ ენაზე წერია ორივე კონვენციაში ყველაფერი, რომ არ სჭირდება ამას იურისტობა და ღრმა კვალიფიკაცია. ამათ კი ამოღებული აქვთ ფსიქოტროპული ნივთიერებების სიიდან და გადმოგდებული აქვთ ნარკოტიკების სიაში. ამის გაკეთების უფლება არავის აქვს.

ექსპერტები პირდაპირ დანაშაულს სჩადიან, რომლებიც წერენ საექსპერტო დასკვნაში, რომ ბუპრენორფინი არის ნარკოტიკი! ექსპერტებს არა აქვთ ამის უფლება. მათ შეუძლიათ ჩაწერონ დასკვნაში, რომ ეს არის ნივთიერება ბუპრენორფინი, ხოლო სამართლებრივი შეფასება მისცეს ბრალდების მხარემ და სასამართლომ. ნარკოპოლიტიკას რომ გაჰყვირიან, ჯერ იმაზე იფიქრონ, რომ კანონში დაშვებული ხარვეზები გაასწორონ.

- ზოგადად რამდენად მკაცრია სასჯელი?

- სასჯელი მკაცრია. მე ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობ გამსაღებლების ნაწილში, სადაც დადასტურებულია, რომ ახდენენ რეალიზაციას. აქ მკაცრი უნდა იყოს. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, დაიშვას თავისუფლად მოხმარება, ისე, როგორც ამას აქტივისტები გაჰყვირიან.

- არც მარიხუანის?

- არც მისი. მარიხუანაც საკმაოდ სერიოზულად მოქმედებს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. მე ადვოკატი ვარ და მაგის მეტი რა მინახავს?! მინახავს ადამიანები, რომლებიც წლები ეწეოდნენ ამ მარიხუანას და მძიმე შედეგები ჰქონდათ. ამის ასე დაშვება, ასე თავისუფლად მიშვება ნიშნავს იმას, რომ გენოფონდი გავანადგუროთ! თუ ეს დაუშვეს, ნახავთ, რა მწარე შედეგები იქნება.

- ანუ ლიბერალიზაცია მოხმარებას არ შეამცირებს?

- სად შემცირდა ნარკოტიკების მოხმარება ამის დაშვებით, რომელი ქვეყნის სტატისტიკა ნახეს?! დადონ დოკუმენტები. ეს რომ კარგი იყოს და ეს რომ არ მოქმედებდეს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, თავიდანვე არ იქნებოდა შეზღუდვები და აკრძალვები. ეს გაეროს კონვენციებში და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნაშია ასახული. ძალიან ცუდი პროპაგანდა მიმდინარეობს, საქმე ისე მიდის, რომ, მე მგონი, ვენახს აჩეხავენ და პლანს დათესავენ, აი, ასეთი მდგომარეობა გვაქვს. კატეგორიულად დაუშვებელია ამის ასე გამარტივება. ხშირად ვფიქრობ, რომ გამოდის ეს 200-300 კაცი, ვინც ამის მომხრეა, კარგია თუ ამის მეტი მომხრე არ ჰყავს. ერთი ჩვენც გავიდეთ და ვთქვათ ჩვენი სიტყვა, ვინც ამას ვეწინააღმდეგებით და ვინც მომავალ თაობაზე ვფიქრობთ. ასეთები გაცილებით მეტნი ვართ. გავიდეთ და ჩვენც შევიკრიბოთ. რა, ამ 300 კაცის მოთხოვნით უნდა გადაწყდეს ეს საკითხი?! თუნდაც 3 ათასნი იყვნენ, საკითხი, რომელიც არაერთი ჩვენი ახალგაზრდის ცენტრალურ ნერვულ სისტემას დაანგრევს?! და ეს უნდა გახდეს თავისუფალი?! ასე მარტივად არ არის საქმე, მაგათ რომ ჰგონიათ!

„ახალი თაობა“, 30 იანვარი, 2018 წელი

„ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში კარგი იქნება, მაგრამ არა - პრეზიდენტის ამპლუაში“ // ბიძინა გუჯაბიძე: „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი შეცდომა პრემია-დანამატებში გამოვლენილი მადაა“

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე `ახალი თაობა~ ესაუბრა ყოფილ დეპუტატს კონსერვატიული პარტიიდან ბიძინა გუჯაბიძეს.

- თქვენი აზრით, რამ განაპირობა ინფორმაციის გავრცელება ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვასთან დაკავშირებით? მმართველ პარტიას ცუდად აქვს საქმე?

_ საქართველოში, როგორც წესი, პოლიტიკიდან არავინ მიდის. ყოფილი აქტიური პოლიტიკოსები გარკვეული დოზით, აზრის გამოთქმის დონეზე ჩართული არიან ხოლმე პროცესებში. ბიძინა ივანიშვილს თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ პრემიერად ცოტა ხანს დარჩებოდა, შემდეგ გადადგებოდა და სამოქალაქო სექტორიდან გააკონტროლებდა ხელისუფლებას. იგი ამ ამოცანას ასრულებს. კარგი იქნებოდა, რომ ის აქტიურ პოლიტიკაში დარჩენილიყო. თავიდანვე მიმაჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ უნდა წასულიყო. არ ვიტყოდი, რომ მმართველ პარტიას ცუდად აქვს საქმე, თუმცა, გარკვეული შეცდომები ხელისუფლებამ დაუშვა. პრეზიდენტის ამპლუაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება გამართლებულად არ მიმაჩნია.

_ პრეზიდენტის უუფლებობის გამო?

_ პრეზიდენტს უფლებები უფრო შეეკვეცა. მას ხელისუფლების შტოებს შორის მედიატორის სიმბოლური ფუნქცია აქვს. ასეთ პოსტზე ბიძინა ივანიშვილი მოვლენებზე რადიკალურ გავლენას ვერ მოახდენს.

- არსებობს მოსაზრება, რომ ჯობია, ის პრემიერად დაბრუნდეს...

- ეს იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი. ბუნებრივია, ეს საკითხი პირადად მისი გადასაწყვეტია.

- ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები თქვენც ახსენეთ. „ქართული ოცნების“ რეიტინგი სულ უფრო ეცემა...

- განზრახ ამ ხელისუფლებას არაფერი დაუშავებია. ზოგ შემთხვევაში გამოუცდელობამ იჩინა თავი. შეცდომები იქნა დაშვებული საკადრო საკითხებში. აქ საკადრო დეფიციტის პრობლემაც დგას. სააკაშვილმა მიიზიდა კვალიფიციური სპეციალისტები. სააკაშვილის გარემოცვაში ყოფნამ მათ ავტორიტეტი გაუფუჭა. კვალიფიციური, გამოცდილი და წესიერი ადამიანების მოზიდვა „ქართულ ოცნებას“ ამა თუ იმ რგოლში გაუჭირდა. კიდევ ერთი შეცდომა პრემია-დანამატებში გამოვლენილი მადაა. წინა წლებში მოხელეებმა გადაჭარბებით აიღეს პრემია-დანამატები.

_ ეს პრაქტიკა ისევ გრძელდება...

_ მე ვსაუბრობ წინა წლებზე. დღევანდელი მონაცემები არ გამაჩნია.

_ პარლამენტის ახალმა სახეებმა ვერ შეცვალეს ვერაფერი?

_ საერთოდ, პარლამენტის თანამდებობის პირს, მით უმეტეს, რიგით დეპუტატს, ძალიან უჭირს რაიმე გარდატეხის შეტანა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. ახალი სახეები აქტიურები არიან. შესაძლოა, მათ თავიანთ სფეროში რაიმე პოზიტიური ცვლილება მოახდინეს. ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ ეფექტიანი მუშაობისათვის აუცილებელია პარლამენტისა და მთავრობის შეთანხმებული მუშაობა. წინა მოწვევის პარლამენტში და შემდგომაც, პრეზიდენტის მოქმედებები ხშირად სცილდებოდა პრაგმატულობის ჩარჩოებს. იგი ჯიბრში უდგებოდა პარლამენტს და ამის გამო ადებდა ვეტოს კანონებს.

_ პრეზიდენტის ბოლო ვეტო საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხება. საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის რეკლამის გაფართოების უფლებას საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილიც არ ეთანხმება...

_ ეს არ ნიშნავს, რომ უმრავლესობაში განხეთქილებაა. საერთოდ, კანონების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა, კამათი პროცესს მხოლოდ წაადგება. დეპუტატების ნაწილის მოსაზრება თუ დაემთხვა პრეზიდენტის შეფასებებს, ეს განხეთქილებას არ მოასწავებს. დემოკრატია სწორედ გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღებას გულისხმობს.

_ დაბოლოს, ოპოზიციური ძალებიდან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი. კენჭს იყრის ასევე გიორგი მარგველაშვილი...

_ დარწმუნებული ვარ, გამარჯვება მმართველი ძალის კანდიდატს დარჩება. ეს პოლიტიკოსები საპრეზიდენტო არჩევნებს გამოიყენებენ პოლიტიკური აქტიურობისთვის. შალვა ნათელაშვილი იხვეწება, ერთხელ მაინც მენდეთ და მართვის საჭე მანდეთო, მაგრამ ის ხომ ვერ გახდება პრეზიდენტი! ის ბოლო წლებში რუსთავი 2-სა და ნაციონალებს შეეკრა. დარწმუნებული ვარ, სხვა ოპოზიციონერი კანდიდატები არჩევნებზე მასზე კარგ შედეგს აჩვენებენ. მმართველი პარტიის კანდიდატისთვის წონიანი კანდიდატების ჩართვა საარჩევნო რბოლაში სასარგებლოა. კონკურენცია კარგია ქვეყნისთვის.

„ახალი თაობა“, 30 იანვარი, 2018 წელი

მამუკა ბახტაძე თუ გიორგი გახარია - ვის სასარგებლოდ გააკეთებს ივანიშვილი არჩევანს // ლადო სადღობელაშვილი: „პრემიერობაზე კონკურსია გამოცხადებული“

რა ცვლილებები იგეგმება მთავრობაში, რა გავლენას იქონიებს საკადრო ცვლილებებზე უტა ივანიშვილთან მეგობრობა, უშლიან თუ არა ხელს მუშაობაში? _ ამის შესახებ „ახალ თაობას“ ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.

ლადო სადღობელაშვილი:

- „ქართულ ოცნებაში“ დიდი საკადრო ცვლილებების მოლოდინში არიან. ყურადღების გადატანის მიზნით საპრეზიდენტო კანდიდატზეც დაიწყეს საუბარი. ზოგიერთმა დეპუტატმა მოითხოვა, რომ ამ თანამდებობას ყველაზე მეტად ივანიშვილი შეეფერება. ივანიშვილის გარდა, „ოცნების“ ნებისმიერ კანდიდატს გაუჭირდება არჩევნების მოგება, მაგრამ ის ამაზე არ წავა. მას ახლა სხვა პრობლემა აქვს გადასაჭრელი – გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელია მოსაძებნი.

- პრეზინდეტობის კანდიდატი უკვე მოძებნა?

- როგორც მე „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო მეუბნება, ამ თანამდებობისთვის ისევ ქალს ეძებენ. ყველაზე აქტიურად სალომე ზურაბიშვილის და თეა წულუკიანის კანდიდატურები განიხილება. საბოლოო გადაწყვეტილებას ყოფილი პრემიერი მიიღებს. ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, ეს იმაზეა დამოკიდებული, რომელ ფეხზე ადგება ივანიშვილი.

- პრემიერის კანდიდატურის შერჩევაც იმაზეა დამოკიდებული, რომელ ფეხზე ადგება ყოფილი პრემიერი?

- აქ ცოტა უფრო რთულად არის საქმე. ივანიშვილმა რამდენიმე პიროვნებას მისცა გამოსაცდელი ვადა. შესაძლოა, ეს სია კიდევ უფრო ვრცელია, მაგრამ მე ორ ადამიანზე მაქვს ინფორმაცია. ბიძინა ივანიშვილი ორ პიროვნებას აკვირდება. ესენი არიან ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და შს მინისტრი გიორგი გახარია. მის უკან რაღაც დოზით რუსული ლობი დგას, მამუკა ბახტაძე კი ყოფილი პრემიერის ვაჟის – უტა ივანიშვილის – ახლო მეგობარია.

- თქვენი აზრით, რომელს უფრო მეტი შანსი აქვს?

- იმას, რომელიც უფრო კარგ შედეგს დადებს. შედეგების თვალსაზრისით გახარია ვერ არის კარგ ფორმაში. მისი გამინისტრების შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.

- ვითარება მანამდე იყო გაუარესებული, სანამ ის შს მინისტრად დაინიშნებოდა...

- გეთანხმებით, მაგრამ მისი მოსვლის შემდეგ შსს-მ ძალიან აურია.

- ძალიან არევაში რას გულისხმობთ?

- ძალიან არევას. ხალხს გიორგი მღებრიშვილიც კი მოენატრა. უკანასკნელ ხანებში ნარკოტიკების ჩადებამ მასობრივი ხასიათი მიიღო. რაც მთავარია, შსს არანაირ ზომებს არ ღებულობს ბარიგების დასაკავებლად.

- გახარიას მოსვლის შემდეგ შსს-მ არაერთი სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც არაერთი ნარკომოვაჭრე დააკავეს...

- ისინი არ ყოფილან მსხვილი მოვაჭრეები. ისინი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ხალხს თვალები აუხვიონ. უკვე 2 თვეზე მეტია, ქართული მარში საჯაროდ და ღიად მიუთითებს შსს-ს იმ ადგილებზე, სადაც ღიად მიდის ნარკოტიკებით ვაჭრობა. მთელმა საქართველომ იცის, რომ თბილისში არის რამდენიმე ღამის კლუბი, სადაც ჩვეულებრივი ნარკოტიკების ბაზრობებია გახსნილი.

- ნარკოტიკების ბაზრობა რას ნიშნავს?

- შედიხარ კლუბში და ეგრევე გთავაზობენ სხვადასხვა სახის ნარკოტიკებს. თუ ნარკოტიკების შეძენაზე უარს იტყვი, დაკავებულ ადგილს ეგრევე გათავისუფლებინებენ.

ჩემი ორი მეგობარი შეყვარებულებთან ერთად იმ ცნობილ ღამის კლუბში წავიდნენ. იქ ასეთი წესია, რბილ სავარძლებში თუ გინდა დაჯდომა, რაღაც თანხა უნდა გადაიხადო. ამათ იყიდეს ეს ადგილები. სასმელზეც მისცეს შეკვეთა. ამ დროს მათთან მივიდა ვიღაც ტიპი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკები შესთავაზა. ამათ უარი უთხრეს და განუმარტეს, რომ კლუბში მხოლოდ მუსიკის მოსასმენად იყვნენ შესულები. 15 წუთში მათთან მივიდა კლუბის დაცვა და რბილი სავარძლები დაატოვებინა. აქ ასეთი წესი ყოფილა – როცა რბილ ადგილებს იკავებ, „ვინუჟდენი“ ხარ, ნარკოტიკები შეიძინო. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვაგან უნდა გადაჯდე, ან კლუბი დატოვო.

- კლუბური ნარკოტიკი შესთავაზეს?

- არა მარტო კლუბური. შეთავაზებაში მძიმე ნარკოტიკებიც იყო. იმაში ვერავინ დამარწმუნებს, რომ შსს-მ ამის შესახებ არაფერი იცის. ძალიან კარგად იციან და ცოტა ხნის წინ იქ სპეცოპერაციაც უნდა ჩაეტარებინათ, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრეს. ჩემი ახლობელი მუშაობს შსს-ში და მისგან ვიცი ეს ამბავი. იმ ღამის კლუბში, რომლის შესახებაც ზემოთ გესაუბრეთ, ბარიგების ასაყვანად სპეცრაზმიც კი იყო გამოძახებული. ორ მარშრუტკაში მყოფი სპეცრაზმელები კლუბთან იდგნენ და ნიშანს ელოდნენ. ამ დროს დარეკეს, რომ სპეცოპერაცია აღარ ტარდებოდა და სპეცრაზმი დისლოკაციის ადგილზე დააბრუნეს.

- ვისგან იყო ზარი?

- ვინ დარეკავდა? ცხადია, ზარი განხორციელდა ზემოდან, იმისგან, ვისაც დაგეგმილი სპეცოპერაციის შეჩერება შეუძლია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ღამის კლუბებს ვიღაც მფარველობს. ან ეს კლუბები ისეთ პირებს ეკუთვნის, ვისაც ვერაფერს უბედავენ.

შს მინისტრი თუ ნარკომოვაჭრეებს ებრძვის, მაშინ ამ ღამის კლუბებშიც ჩაატაროს სპეცოპერაცია.

- სპეცოპერაციის ჩასატარებლად ოპერატიული ინფორმაციაა საჭირო...

- მერე მოიპოვონ ეს ინფორმაცია. მე ვასწავლო, როგორ კეთდება ეს? შეგზავნონ აგენტი, რომელსაც კამერა ექნება დამაგრებული. იქ ისე აშკარად მიდის ნარკოტიკების გაყიდვა, აგენტი ძალიან ბევრ ინფორმაციას გამოიტანს. მთელი თბილისი იმაზე ლაპარაკობს, რომ აქ ნარკოტიკები იყიდება და შსს ამ ინფორმაციას არც კი ამოწმებს.

- თქვენ რა იცით, რომ ინფორმაცია გადამოწმებული არ არის?

- გადამოწმებული რომ იყოს, სპეცოპერაცია ჩატარებული იქნებოდა. მართლა ვერ ვხვდები, რატომ ეშინია სახელმწიფოს ბარიგების.

- საიდან ჩანს, რომ სახელმწიფოს ბარიგების ეშინია?

- რამდენიმე დღის წინ ბარიგებმა პარლამენტთან აქცია გამართეს. სამართალდამცავები მათ ახლოსაც კი არ მისულან. სხვა აქციებზე ხომ ხედავთ ხოლმე, რა დღეშია პოლიცია. აშკარაა, რომ ბარიგებს შსს-შიც ვიღაც მფარველობს. იმედს ვიტოვებ, რომ გახარია კეთილს ინებებს და რაღაც ზომებს მიმართავს. წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნება ლეგიტიმური ეჭვი, რომ შს მინისტრი შეგნებულად არიდებს თავს ბარიგებთან ბრძოლას.

ქართული მარში ამ მიმართულებით ძალიან ვაქტიურობდით _ მე, სანდრო ბრეგაძე, კორკოტა ათას მიმართვას ვავრცელებდით სოციალურ ქსელებში, მაგრამ შსს-ს ყურადღება ვერ მივაპყარით საეჭვო ობიექტებისკენ. იმის მაგივრად, რომ დამნაშავეებს მიხედონ, ჩვენ გამოგვიგზავნეს ხალხი და რაღაცები შემოგვითვალეს.

- ვინ გამოგიგზავნათ ხალხი?

- შსს-მ.

- საიდან იცით, რომ შსს-მ გამოაგზავნა ხალხი?

- მათი საუბრებიდან ეს აშკარად ჩანდა.

- ამ ხალხის ვინაობას არ დაასახელებთ?

- ვინაობას არ დავასახელებ, ისინი ჩვენი მეგობრებიც არიან და შს მინისტრისაც.

- რას ითხოვდნენ თქვენგან?

- გვთხოვეს, რომ გახარიას თავი დავანებოთ. როცა ვკითხეთ, რატომ უნდა დავანებოთ თავი, გვითხრეს, დღე-დღეზე პრემიერი უნდა გახდესო. იმის მაგივრად, რომ კრიმინალებს ებრძოლოს, ტიპი თურმე პრემიერობისთვის ემზადება. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ეს ადამიანი დარწმუნებულია, რომ გაზაფხულზე პრემიერად მოგვევლინება. იგივე ამბიციები აქვს მამუკა ბახტაძესაც. პრემიერობისთვის ბრძოლაში მან უკვე სერიოზული ნაბიჯებიც გადადგა. შსს-ს რეკლამირება დაიწყო და იმაზე გვესაუბრება, რამდენი დანაშაული გახსნა.

- ამაში ცუდს რას ხედავთ?

- იმას, რომ ეს არ არის სარეკლამო საგანი. დანაშაულის გახსნა შსს-ს პირდაპირი მოვალეობაა. ამ გახსნილი დანაშაულებით რომ იწონებს თავს, იმაზე რატომ არ საუბრობს, რამდენი დანაშაული არ გაიხსნა. ან არ რცხვენია, ახალგაზრდა კაცია და ლავრენტი ბერია მოსწონს.

- რაში გამოიხატება, რომ ბერია მოსწონს?

- თავად ამბობს, რომ ბერია მოსწონს. გაიძახის, ბერია ვარო. იმის მაგივრად, რომ კრიმინალს ებრძოლოს, გაათავხედა პოლიცია.

- პოლიციის გათავხედება რაში გამოიხატება? ეს წლები სულ იმას ამბობენ, ასეთი დაჩმორებული პოლიცია არ გვყოლიაო...

- მაგას ნაციონალები ამბობდნენ. გახარიას მოსვლამდე პოლიციის როლი დაკნინებული იყო. ამ კაცმა კი პოლიციას თავხედობის უფლება მისცა, ხან ვის უსწორდებიან ფიზიკურად, ხან ვის. ესეც არ იკმარა და თანამდებობებზე ნაციონალები დასვა.

- ამის გამო გახარიას გაკრიტიკება უხერხულია - ნახევარი ხელისუფლება სულ ნაციონალებით არის დაკომპლექტებული...

- მერე ეს კარგია? ამაზე ვიბრძვით მთელი ეს წლები, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ. არ მესმის იმ ხალხის, ვინც გახარიასგან წესრიგის დამყარებას ელოდება. ტიპი თანამდებობაზე ფაქტიურად ჰაერიდან დაინიშნა. მას წარმოდგენაც კი არა აქვს, რა არის შსს და ახლა პრემიერობაც მოინდომა. ასეთი გამოუცდელი ხალხი თანამდებობებზე არ უნდა დაინიშნოს.

- გამოცდილება არც ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა, მაგრამ ის ჯერ შს მინისტრად დაინიშნა, შემდეგ - მთავრობის მეთაურად...

- ღარიბაშვილის შემთხვევა სულ სხვანაირი იყო. მას გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ გარშემო გამოცდილი ხალხი ჰყავდა. მათ შორის მისი სიმამრი. გახარიამ კი რა ქნა – შსს ნაციონალებით აავსო.

- საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, რომ შსს ისედაც სავსე იყო ნაციონალებით...

- ამან კიდევ დაამატა და არ გამიკვირდება, ერთ დღეს ვანო მერაბიშვილს თუ დანიშნავს თავის მრჩევლად. ძალიან მაინტერესებს, როგორ იპოვა ივანიშვილმა ეს კაცი. მისი წარსული, ცოტა არ იყოს, მაფიქრებს. მან რუსეთში იშოვა სერიოზული ფული. იქ ეფესბესთან თუ არ ხარ შეკრული, ფულს ვერ იშოვი.

- ბევრ ქართველს აქვს რუსეთში ფული ნაშოვნი, მათ შორის ივანიშვილსაც...

- გასაგებია. რუსეთი ისეთი ქვეყანაა, რომ თუ სპეცსამსახურები არ გკრიშავენ, ფულს ვერ იშოვი. ყოფილიყო ეს გახარია ისევ ეკონომიკის მინისტრი ან ბიზნესომბუდსმენი. შს მინისტრად მისი მოყვანა შეცდომა იყო. მისი გაპრემიერება მთლად კატასტროფა იქნება. ჯერ ახლა რა დღეშია და მერე რას იზამს.

ქართული პრესის მასალები 29 იანვარი 2018 წელი
„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან:  „საპრეზიდენტო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნებისთვის“ საუკეთესო ვარიანტია“ // „ძლიერი კანდიდატის გარეშე ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: ვინ უშლის სუსსა და პროკურატურას ხელს აგენტების გამოვლენაში? // „ძალოვანი უწყებების წინააღმდეგ საბოტაჟი ხორციელდება“ // „სასწრაფოდ უნდა მოხდეს პოლიტიკიდან აგენტების ჩამოშორება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ჯემალ გამახარიასთან: „რუსეთი აფხაზეთის აღიარებას უკან წაიღებს“

„ახალი თაობა“, 29 იანვარი, 2018 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან:  „საპრეზიდენტო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნებისთვის“ საუკეთესო ვარიანტია“ // „ძლიერი კანდიდატის გარეშე ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებს“

პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს.

- ბატონო რამაზ, საუბრობენ იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი შეიძლება ბიძინა ივანიშვილი გახდეს. რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს ვერსია?

- ეს ვერსია მას მერე უფრო აქტუალური გახდა, რაც გიორგი კვირიკაშვილმა და დავით სერგეენკომ გადაჭრით უარყვეს თავიანთი შესაძლო კანდიდატობა. თუკი ვერსიად განვიხილავთ, მაშინ გეტყვით, რომ ქვეყნისთვის ძალიან კარგია. ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი უნდა იყოს მორალური ავტორიტეტი და ნაკლებად პოლიტიკოსი, პოლიტიკური ძალის მატარებელი. მორალური, მე ვიტყოდი, ფსიქოლოგიური ავტორიტეტი ივანიშვილი ნამდვილად არის. მას ნამდვილად არ სჭირდება მართვის ბერკეტი, რომ ამა თუ იმ პროცესზე გავლენა მოახდინოს. ასეთი ფიგურის ყოფნა პრეზიდენტის სავარძელში უდავოდ საშურია ქვეყნისთვის. ეს ერთი ნაწილი, მაგრამ უნდა კი მას დაბრუნება საჯარო სივრცეში?! ჩვენ ხომ ვიცით, რომ მან არ მოისურვა პოლიტიკური ტვირთის ტარება. ახლა, არა მგონია, ეს პოზიცია შეიცვალოს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ტვირთი გაცილებით მსუბუქია, ვიდრე სხვა ნებისმიერი აღმასრულებელი ხელისუფლისა.

- შეიძლება მართლაც კანდიდატურის პრობლემა ჰქონდეს მმართველ პარტიას?

- თუ მართლაც ყველა ამ კანდიდატმა, რომლებიც პრესაში გაჟღერდა, უარი თქვა ანუ მოწონებული არ იქნა, მაშინ „ქართულ ოცნებას“ მართლაც არ ჰყავს წონიანი, რეალური კანდიდატურა. არადა, მართლაც არ არის ის დრო, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ვინც არ უნდა დაეყენებინა, უპრობლემოდ გაიმარჯვებდა. ამიტომ „ქართული ოცნებისთვის“ საპრეზიდენტო კანდიდატად ივანიშვილი საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა.

- სოლიდური კანდიდატურა უნდა შეარჩიოს „ოცნებამ“, რადგან ამომრჩეველი ყველა კანდიდატს არ მიიღებს?

- დიახ, ამ არჩევნებზე კანდიდატის ვინაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. შეიძლება კანდიდატი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ვიდრე პარტიული კუთვნილება. ამიტომ ეს არ იქნება მარტივი არჩევნები. მმართველ პარტიას სერიოზული ბრძოლა ელის.

- ოპოზიცია ხომ ძალიან სუსტია?

- დიახ, სუსტია, მაგრამ, თუკი სუსტი კანდიდატურა ეყოლება „ოცნებას“, მაშინ დიდი შანსია, უპარტიო კანდიდატი წამოვიდეს წინა პლანზე და მივიღოთ ის, რაც თბილისის მერის არჩევნებზე მოხდა, ერთი განსხვავებით, მაშინ კალაძე იყო ძლიერი ფიგურა. კალაძე იყო ძლიერი და ამიტომ არ გახდა მეორე ტური საჭირო, თორემ ელისაშვილს ურიგო კონკურენცია არ გაუწევია კალაძისთვის. ამიტომ ვამბობ, თუ „ქართულ ოცნებას“ ძლიერი ფიგურა არ ეყოლება, მაშინ უპარტიო კანდიდატმა შეიძლება ყველა სხვა კანდიდატი უკან მოიტოვოს. ამ მხრივ მართლაც საკვანძო არჩევნები შეიძლება იყოს.

- შეიძლება, რომ ეს არჩევნები პოლიტიკური პროცესების კატალიზატორი გახდეს, ანუ „ოცნებამ“ პირველად წააგოს?

- არაფერი არ არის გამორიცხული. თუკი „ოცნება“ ნაკლებად სერიოზულად მიუდგება ამ არჩევნებს და შედარებით სუსტ კანდიდატურას წარადგენს, მაშინ, ვიმეორებ, არაფერი არ არის გამორიცხული. ეს არჩევნები კანდიდატების არჩევნები უფრო იქნება, ვიდრე პარტიების. თუ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს წააგებს, მივიღებთ იმ სიტუაციას, რომელიც დღეს გვაქვს – უპარტიო პრეზიდენტი გვეყოლება. ამით ქვეყანა ნამდვილად არ დაიქცევა, მაგრამ ეს შეიძლება მერე უკვე გახდეს პოლიტიკური პროცესების ერთგვარი კატალიზატორი, პროცესების შემდგომ განვითარებას ვგულისხმობ.

- „ქართულ ოცნებას“ ან სოლიდური კანდიდატის მოძებნა მოუწევს, ან დამარცხებას უნდა შეეგუოს?

- დიახ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან დიდი შანსია, საპრეზიდენტო არჩევნები წააგოს მმართველმა პარტიამ, თუ მართლაც სოლიდურ და ძლიერ ფიგურას არ დაასახელებს პრეზიდენტის პოსტზე. თუმცა, ჯერ კიდევ დიდი დროა და სერიოზული დაფიქრებისა და მსჯელობის შემდეგ მოუწევთ მათ ამ გადაწყვეტილების მიღება. ალბათ, კიდევ უფრო მეტი კანდიდატი დასახელდება ამ დროის განმავლობაში, მოხდება მათი წინასწარი მოსინჯვა საზოგადოებაში, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და ალბათ შემდეგ მოხდება გადაწყვეტილების მიღება. ჯერ დრო მმართველი პარტიის წინააღმდეგ არ მუშაობს, პირიქით. ეს ის დროა, როდესაც ბევრი რამ უნდა ჩამოყალიბდეს და გაირკვეს.

„ახალი თაობა“, 29 იანვარი, 2018 წელი

ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: ვინ უშლის სუსსა და პროკურატურას ხელს აგენტების გამოვლენაში? // „ძალოვანი უწყებების წინააღმდეგ საბოტაჟი ხორციელდება“ // „სასწრაფოდ უნდა მოხდეს პოლიტიკიდან აგენტების ჩამოშორება“

რატომ უნდა მივიღოთ კანონი ლუსტრაციის შესახებ, ვინ უწყობს შსს-ს, თავდაცვის სამინისტროსა და სუსს საბოტაჟს, რატომ გახდა აუცილებელი პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება? ამის შესახებ „ახალ თაობას“ ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

- თქვენ გასული წლიდან დაიწყეთ საუბარი იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს. „ქართული ოცნების“ რამდენიმე ცნობადი სახე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი მათი საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა იყოს. თქვენი აზრით, ამ ფორმით ხომ არ მოხდება ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნება?

- „ქართულ ოცნებაში“ ბევრი დაჯგუფებაა და მათ სხვადასხვა მიზნისთვის უნდათ პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნება. ჩვენი აზრით, არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომაც უნდა დაბრუნდეს ყოფილი პრემიერი პოლიტიკაში. 2012 წლის გამარჯვება მის გარშემო გამოიჭედა. მანამდე ვერცერთმა ლიდერმა ვერ შეძლო ოპოზიციის გაერთიანება.

ახლა პოზიციისა და ოპოზიციის გაერთიანებაა საჭირო არა რომელიმე ძალის დასამარცხებლად, არამედ იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას. ხალხის დარაზმვა და პოზიცია-ოპოზიციის გაერთიანება თუ ვინმეს შეუძლია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. წარმატება იქნება თუ წარუმატებლობა, მაინც ყველაფერი ამ კაცს ჰბრალდება და ჯობია, ოფიციალურად იყოს ხელისუფლებაში. თუ ის პოლიტიკაში დაბრუნდება, პასუხისმგებლობას გადაუნაწილებს როგორც თავისი გუნდის წევრებს, ასევე ოპოზიციას. ახლა ხალხის დარაზმვა და პოზიცია-ოპოზიციის გაერთიანება ისეთი აუცილებელია, როგორც არასდროს. მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, საქართველოს ფასი ასჯერ გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა გამოწვევებიც.

- გამოწვევები ახსენეთ და კრიმინოგენურ ვითარებაზე რას ფიქრობთ? ერთი მხედრიონიღა გვაკლია და იგივე იქნება, რაც გასული საუკუნის 90-იან წლებში იყო...

- 1989 წლიდან დღემდე საქართველოში შემთხვევით არაფერი აღარ ხდება, მით უმეტეს, თუ საქმე პოლიტიკას ეხება. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც საბოტაჟზე დაიწყო საუბარი. ჩვენ არ გვითქვამს, რომ საბოტაჟს მაინცდამაინც ნაციონალები მიმართავდნენ. ახლაც ასე ვფიქრობთ.

- თქვენ ფიქრობთ, რომ უკიდურესად დამძიმებული კრიმინოგენური ვითარება გარე ძალების მიერ მოწყობილი საბოტაჟის დამსახურებაა?

- რა თქმა უნდა, გარე ძალების დამსახურებაა. გარე ძალები ვერაფერს გახდებოდნენ, შიგნით რომ არ ჰყავდეთ დასაყრდენი. ის, რაც დღეს შსს-ს, სუსისა და თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ხდება, ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არის მიმართული. ვიღაცას რომელიმე კონკრეტული ძალის დასუსტება არ სურს. ვიღაცა სახელმწიფოს ჩამოშლას ცდილობს.

- ამბობთ, რაც ძალოვანი უწყებების წინააღმდეგ ხდება, ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართულიო და რას გულისხმობთ, ოპოზიციის განცხადებებს? არ უნდა დავსვათ კითხვები ამ უწყებების მიმართ?

- ამ შემთხვევაში ოპოზიციის განცხადებებს არ ვგულისხმობ. მოდით, იმაზეც შევთანხმდეთ, რომ დღეს ბევრად მეტი დემოკრატიაა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ან ედუარდ შევარდნაძის დროს იყო.

- ედუარდ შევარდნაძის დროს სიტყვის თავისუფლებას არავინ უჩიოდა.

- როგორ არ უჩიოდნენ? ნამდვილ ოპოზიციას არავინ ახარებდა. ახლა ბევრად უფრო მეტი დემოკრატიაა.

- ახლა გახარებულია ნამდვილი ოპოზიცია? ლაღად თავს მხოლოდ ორი პარტია - ნაციონალური მოძრაობა და მისი გამონაყოფი „ევროპული საქართველო“ გრძნობენ. მაგათ თვლით ნამდვილ ოპოზიციად?

- როგორ შეიძლება, მე ეგ პარტიები ოპოზიციად ჩავთვალო, მაგრამ იმას კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბევრად მეტი დემოკრატიაა. და რადგან დემოკრატიაა ქვეყანაში, ოპოზიციაც ლაპარაკობს და აუცილებლად უნდა ილაპარაკოს. ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად საუბრობენ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე. ხელისუფლების მიმართ კითხვები უნდა დაისვას, მაგრამ ისე, რომ ქვეყანა არ დააზარალო. ოპონენტის სიძულვილის გამო არ უნდა ცდილობდე სიტუაციის არევას. თქვენ ჯანსაღად მიგაჩნიათ ის აქტიურობა, რომელიც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის გარშემოა? სად იყო ის ხალხი, რომელიც ახლა აქტიურობს, 6 წლის წინ? რაღაც არ მახსოვს, მათ ლაფანყურის სპეცოპერაციაზე ელაპარაკათ.

- მაშინ ლაფანყურზე მეოცნებეები საუბრობდნენ ბევრს და იმასაც კი ამტკიცებდნენ, რომ ქართველი სპეცრაზმელები და ექიმი ხელისუფლებამ დახოცა. არც ეს იყო სახელმწიფოებრივი მიდგომა. თქვენც აღიარებთ, რომ მაშინ ქართული მხარე მართალი იყო...

- ხელისუფლების მიმართ შეიძლება ბევრი კითხვა იყოს, მაგრამ ისინი ისე უნდა დასვა, რომ სახელმწიფო არ დააზიანო. დღევანდელ საქართველოში მორალზე ლაპარაკი ძალიან ცუდ ტონად ითვლება, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ პოლიტიკაში მყოფი ადამიანებიდან მხოლოდ რამდენიმეს აქვს სხვისი გაკრიტიკების მორალური უფლება. სუს-ის, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს ლანძღვით ქვეყნის იმიჯი ილახება.

- რას გვთავაზობთ, არ შევიმჩნიოთ, ამ უწყებებში რაღაც რიგზე თუ ვერ არის?

- მაგას როგორ ვიტყვი, უნდა შევიმჩნიოთ, უნდა ვაკრიტიკოთ კიდეც, მაგრამ რაღაც სხვა ფორმა უნდა მივცეთ ამას. სამართლიანი კრიტიკა სხვაა და მიზანმიმართული ლანძღვა – სხვა. მესმის, რომ ხალხი შეწუხებულია მძიმე კრიმინოგენური ვითარებით და ამიტომ ლანძღავენ ძალოვნებს. საზღვარგარეთ ჩვენი სპეცსამსახურების მუშაობას დადებითად აფასებენ. ჩვენც უნდა დავინახოთ დადებითი.

- ძალიან მინდა, დადებითი დავინახო, მაგრამ არ შევიმჩნიო, საქართველოში თავისუფლად რომ აპარპაშებენ ქართული სახელმწიფოს ღია მტრებს - იური ლუჟკოვსა და გროზნოს მერს? მათი შემოსვლის ამბავიც შემთხვევით გავიგეთ და, კაცმა არ იცის, კიდევ რამდენი მათნაირია აქ შემოსული...

- ეს როგორ არ უნდა შევიმჩნიოთ? ეს არის ჩვენი შეურაცხყოფა. ჩვენი შეურაცხყოფაა ისიც, რუსი ოკუპანტები ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიებიდან ქართველებს რომ იტაცებენ. გიგა ოთხოზორია რომ მოკლეს, ეგეც ჩვენი სისუსტის ბრალია. ლანძღვით უკეთესობა არ მოდის და მაგას სჯობია, რამე რჩევა მისცენ. იქნებ ამან რაღაც შედეგი გამოიღოს.

- და თქვენ გგონიათ, რომ ხელისუფლება ვინმეს რჩევას გაითვალისწინებს?

- არანაირი სურვილი არ მაქვს, „ქართული ოცნების“ ადვოკატი ვიყო. მათ, უბრალოდ, ვეტყვი იმას, რასაც ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებებს ვეუბნებოდით – გახსენით დიალოგი. ისე არ არის საქმე, რომ „ოცნებას“ ვინმესთან მისასვლელი პირი არ ჰქონდეს. დიალოგის გახსნამდე კარგი იქნება, თუ ხელისუფლება მიზანს განსაზღვრავს. გვეუბნებიან, რომ ჩვენი მიზანი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში გაწევრიანებაა, ჩვენ კი ვამბობთ, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება არის საშუალება მიზნის მისაღწევად. მიზანი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ჰქონდათ. მათ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს შეძლეს, ხალხისთვის განემარტათ მიზნის სისწორე. სწორედ ამიტომ შეიკრა მათ გარშემო ერთ მუშტად ხალხი. რა გგონიათ, მაშინ ზვიადსა და მერაბს საქართველოში პიროვნული მტრები არ ჰყავდათ? პირველი მათ ინტელიგენცია დაეტაკა. ამის მიუხედავად, მათ შეძლეს და მასებთან დიალოგი გახსნეს.

ჩვენს პოლიტიკაში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებიც ყველა ხელისუფლების კალთაში მსხდარან. თუ გავითვალისწინებთ, რომ 90-იან წლებში მათ ქვეყანა და ხალხი გაყვლიფეს, ქონებისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხელისუფლებასთან ახლოს ყოფნა სჭირდებათ. ამიტომაც უწვებიან და უწვებიან ყველას.

საქართველოს ფასი დღევანდელ მსოფლიოში 100-ჯერ არის გაზრდილი. ყველა პროცესი ჩვენ სასარგებლოდ მიდის. რა დროს საბოტაჟი და ლანძღვა-გინებაა, კეთილი ვინებოთ და საერთო მიზნისთვის გავერთიანდეთ. უახლოესი 15 წელი სრული კარტბლანში გვაქვს იმისთვის, რომ საკუთარი თამაში ვითამაშოთ.

- რამდენჯერმე ახსენეთ საბოტაჟი. რამე დამატებითი ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ?

- რაღაც ინფორმაციები როგორ არა მაქვს, მაგრამ ამ ინფორმაციების გარეშეც აშკარაა, რომ საბოტაჟს აქვს ადგილი. გარკვეული ძალები საბოტაჟს მხოლოდ ძალოვნებს არ უწყობენ. საბოტაჟნიკები თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში სხედან.

- რით გამოიხატება ეს საბოტაჟი?

- ამ ძალებს სახელმწიფო უწყებებიდან ინფორმაციების გამოტანა აქვთ დავალებული. ისინი ვალდებულნი არიან, მათ პატრონებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ სახელმწიფო სტრუქტურებში მიმდინარე პროცესების შესახებ.

- ეს პატრონები ვინ არიან?

- საუბარია ვიღაც-ვიღაცებზე, რომლებიც ქვეყნის გარეთ სხედან.

- თავში კი თქვით, სუსის მიმართ ასე კრიტიკულად არ უნდა ვიყოთ განწყობილიო, მაგრამ რას აკეთებს ეს უწყება, რატომ არ ჩამოუვლის ამ საბოტაჟნიკებს ქორივით?

- ვერ გეტყვით, რატომ არ ხდება ამ ხალხის გამოვლენა. შეიძლება გამოვლენილიც ჰყავთ უკვე, მაგრამ, არის რაღაცები, რაზეც ხმამაღლა არ შეიძლება საუბარი. ჩვენ არ ვიცით, რა ხდება სუს-ის შიგნით, მაგრამ, იმის თქმა კი შეგვიძლია, რაც ჩვენ გვგონია.

- მაშინ ის გვითხარით, თქვენ რა გგონიათ...

- გეტყვით. ჩვენი ვარაუდით, სუს-სა და პროკურატურაში ძალიან ბევრ ადამიანზე საქმეები გამზადებულია.

- ბევრ ადამიანში საბოტაჟნიკებს გულისხმობთ თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც?

- საბოტაჟნიკებსა და აგენტებზე მოგახსენებთ. ჩვენი ღრმა რწმენითა და ინფორმაციებითაც, მათზე საქმეებია გამზადებული. უბრალოდ, პოლიტიკური ნება არ არის, რომ მათი გამომზეურება მოხდეს.

- ვინ უშლის სუს-სა და პროკურატურას ხელს საბოტაჟნიკების გამოვლენაში?

- ამაში ჩართული არიან როგორც შიდა, ასევე გარე ძალები. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ საბოტაჟნიკების ვინაობა არ გამჟღავნდეს. მათი გამომჟღავნება არ იქნება იოლი. სანამ მათ გვარებს დაასახელებდნენ, ხელისუფლება ხალხს უნდა შეუთანხმდეს.

- რაზე უნდა შეუთანხმდეს ხელისუფლება ხალხს?

- მზად არიან თუ არა ისინი ამ ინფორმაციის მისაღებად.

- ფიქრობთ, რომ საბოტაჟნიკებში ისეთი ხალხია, რომელთა გვარების გაჟღერება საზოგადოებას შოკში ჩააგდებს?

- არაფერი გამორიცხული არ არის. ჩემი აზრით, ხელისუფლებამ არც საბოტაჟნიკების გვარები უნდა დაასახელოს და არც იმ ხალხის, რომლებიც უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ.

- აბა, როგორ უნდა მოხდეს მათი გვერდზე გაწევა? იმედი გაქვთ, რომ მათ იმის გამბედაობა ეყოფათ, აგენტობა აღიარონ, როგორც ეს ცნობილმა გერმანელმა ფეხბურთელმა მათიას ზამერმა გააკეთა? მან გერმანულ მედიას განუცხადა, რომ შტაზის აგენტი იყო...

- არა, მათგან ასეთ აღიარებას არ ველოდები, არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ისინი აგენტობის გამო დისკომფორტს განიცდიან. ხელისუფლებამ ეს ხალხი პოლიტიკას უნდა ჩამოაშოროს. სხვანაირად ქვეყანა ვერ განვითარდება. სამწუხაროა, რომ ლუსტრაციის კანონის მიღება არ ხდება. დამატებით კითხვებს ეს ფაქტიც აჩენს. გამსახურდიას რომ დასცლოდა, აუცილებლად მიიღებდა ამ კანონს, მაგრამ ვინ აცალა – პრეზიდენტად არჩევიდან 7 თვეში დაამხეს. ახლა, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ამ ქვეყანას ლუსტრაცია. მოღალატეები და აგენტები სერიოზულ პრობლემებს შექმნიან მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ისეთი შანსი, როგორიც ახლა გვაქვს, შეიძლება აღარ მოგვეცეს.

„ახალი თაობა“, 29 იანვარი, 2018 წელი

ინტერვიუ ჯემალ გამახარიასთან: „რუსეთი აფხაზეთის აღიარებას უკან წაიღებს“

„ახალ თაობას“ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია ესაუბრება.

- ბატონო ჯემალ, რა უნდათ აფხაზებს ნაურუში, რას ეძებენ იქ?

- მე ვერ ვხედავ ლოგიკას აფხაზების ნაურუში ვიზიტში, ისევე, როგორც არანაირი ლოგიკა არ იყო ნაურუს დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტში. ნაურუს დელეგაცია თავისი პრეზიდენტის მეთაურობით ჩამოვიდა აფხაზეთში. აფხაზეთიდან ნაურუში რამდენიმე კაცია წასული. ნაურუდანაც რამდენიმე კაცი იყო ჩამოსული. ფინანსურ მხარეზე რომ ვისაუბროთ, ალბათ ე.წ. საგარეო უწყების ბიუჯეტის ნახევარი დასჭირდებოდა ნაურუში ჩაფრენას. ამ პატარა კუნძულოვან ქვეყანაში სულ 10 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამ ქვეყანაში სკოლები არ არის.

- რას შეიძლება აძლევდეს აფხაზებს ნაურუში ვიზიტი?

- აფხაზური დელეგაციის ნაურუში ვიზიტში თუ რაიმე ლოგიკა არსებობს, მათ უნდათ, ამ გზით თავი დაიფიქსირონ. მათ მოსკოვი ეხმარება, ცდილობენ, თავი დააფიქსირონ, თითქოს დამოუკიდებლები არიან. ნაურუში ზეიმობენ დამოუკიდებლობის 50 წლისთავს. არ ვიცი, ნაურუ რამდენად დამოუკიდებელი ქვეყანაა, მაგრამ გაეროს წევრია. აფხაზებს ალბათ უნდათ, თავი დააფიქსირონ, აი, გაეროს წევრი ქვეყანა დამოუკიდებლობის 50 წლისთავს აღნიშნავს და ჩვენც ჩავედითო. არა მგონია, ნაურუში რომელიმე ქვეყნის სერიოზული დელეგაცია ჩავიდეს.

დარწმუნებული ვარ, თვითონ აფხაზი საზოგადოება დაფიქრდება იმაზე, დამოუკიდებლობანას თამაშს რამდენადაც აქვს აზრი. დამოუკიდებლობანას თამაში აფხაზებს არაფერს აძლევს, გარდა იმისა, რომ რამდენიმე კაცი ხარჯავს დიდი ოდენობით ბიუჯეტის ფულს. ისინი სარგებლობენ იმით, რომ თითქოს დამოუკიდებელი ქვეყანაა. სინამდვილეში აფხაზეთი არავითარი დამოუკიდებელი ქვეყანა არ არის, სუფთა წყლის ოკუპირებული ტერიტორიაა. ბიუჯეტი, რომელიც მათ გააჩნიათ, ე.წ. ჩინოვნიკების ვიზიტებში იხარჯება. ნაურუში მათი მოგზაურობა უკუშედეგებს გამოიწვევს აფხაზ საზოგადოებაში. ამაში დარწმუნებული ვარ.

თუ აფხაზებს მიაჩნიათ, რომ ნაურუ მათთვის უფრო ახლობელია, ვიდრე თბილისი, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ასე არ არის.

- რუსეთმა ვერ მოახერხა, ნაურუსა და კიდევ ორი მისნაირი ქვეყნის გარდა, ვინმეს ეღიარებინა მათი ე.წ. დამოუკიდებლობა...

- თავის დროზე ნაურუმ 50 მილიონი მიიღო აფხაზეთის აღიარებისთვის. რუსეთმა ნაურუს აფხაზეთის აღიარებისთვის 50 მილიონი დოლარი გადაუხადა. თუ მათ გადავუხდით 50 მილიონს, გამოაცხადებენ, რომ უკან მიაქვთ თავიანთი აღიარება, როგორც ერთ დროს ტუალუმ აღიარა და შემდეგ უკან წაიღო აღიარება. ასეთი მეგობრები ჰყავთ ვითომ დამოუკიდებელ აფხაზებს.

- დიახ, ტუალუმ უკან წაიღო აღიარება...

- ტუალუ კიდევ ერთი კუნძულოვანი ქვეყანაა, რომელმაც 2014 წელს უკან წაიღო თავისი აღიარება და სწორადაც მოიქცა. დარწმუნებული ვარ, როდესაც ნაურუს არ დასჭირდება აფხაზეთი მატერიალური თვალსაზრისით, ისიც უკან წაიღებს თავის აღიარებას, ისევე, როგორც სხვა ქვეყნები რუსეთის თამადობით.

- ამბობთ, აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას ქვეყნები უკან წაიღებენ რუსეთის თამადობითო, მაგრამ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ აფხაზეთის აღიარების უკან წაღებას. მათი ეს გადაწყვეტილება არ გადაიხედება. თქვენ რა გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ მომავალში თავისი აღიარება შეიძლება რუსეთმაც უკან წაიღოს?

- დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როცა რუსეთი აფხაზეთის აღიარებაზე უარს იტყვის. აფხაზეთის აღიარებაზე უარს იტყვიან ნიკარაგუა და ვენესუელაც. რუსეთის ხელისუფლება შეიცვლება. ხელისუფლებაში დემოკრატიული ძალები მოვლენ და აფხაზებისა და ოსების დამოუკიდებლობანას თამაში დამთავრდება.

- თუმცა რუსეთი ჯერჯერობით თავის პოლიტიკას არ ცვლის...

- ვიმეორებ, დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როცა რუსეთისთვის წამგებიანი იქნება დამოუკიდებლობანას თამაში ისეთ წარმონაქმნებთან, როგორებიცაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მსგავსი ტერიტორიული წარმონაქმნები და მათი აღიარება, ამიტომ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას უკან წაიღებს.

- აფხაზებს ასეთი ვიზიტები ალბათ საერთაშორისო ურთიერთობებისთვის სჭირდებათ...

- ნაურუში იმყოფება ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მედოევიც. ნაურუ მცირე ქვეყანაა და მაინცდამაინც დიდ როლს არ თამაშობს საერთაშორისო ურთიერთობებში. ნაურუს დამოუკიდებლობის 50 წლისთავი მაინცდამაინც დიდ საერთაშორისო მოვლენად არ აღიქმება. ამიტომ აფხაზი და ოსი სეპარატისტები ნაურუს დამოუკიდებლობის 50 წლისთავზე ყველაზე დიდი სტუმრები არიან. აფხაზეთიდან წასული არიან ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი და კიდევ რამდენიმე კაცი. ვერ ვიტყვი, რომ იქ მნიშვნელოვანი დელეგაციების ვიზიტები იქნება.

- რუსეთიდან თუ არის დელეგაცია?

- ესენი, ფაქტობრივად, რუსეთის დელეგაციას შეადგენენ, რუსეთის მიერ არიან დაფინანსებული.

- რუსეთის მიერ არიან დაფინანსებული და რუსული პასპორტებითაც წავიდნენ...

- რასაკვირველია, რუს და აფხაზ სეპარატისტებს რუსული პასპორტები უდევთ ჯიბეში, რუსეთის მოქალაქეები არიან. აბა, აფხაზური პასპორტებით სად წავლენ. აფხაზური პასპორტი იურიდიულად არ არსებობს. აფხაზი საზოგადოების გამოსაფხიზლებლად ასეთი ვიზიტები კარგი გაკვეთილი იქნება, რათა, ბოლოს და ბოლოს, მიხვდნენ, რა „დამოუკიდებლობა“ მიიღეს რუსული ავანტიურის შედეგად ან ხვალ-ზეგ რა ელით. ამის გასაცნობიერებლად მათ ნაურუში ვიზიტს შეიძლება დადებითი მნიშვნელობა ჰქონდეს.

- ბევრი პრობლემა კი აქვთ...

- პრობლემა ბევრი აქვთ და ნაურუს დახმარებით იმ პრობლემებს გადაწყვეტენ.

- თავის გადასარჩენად ბრძოლა სჭირდებათ…

- რა თქმა უნდა, აფხაზებს ყველა მიმართულებით პრობლემა აქვთ, როგორც იდენტობის შესანარჩუნებლად, ასევე ეკონომიკური კუთხით. უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა და დემოგრაფიული ვითარებაა. მომავალში ამ გზით პრობლემები კი არ მოგვარდება, უფრო გამწვავდება. რაც უფრო ხშირად წავლენ ნაურუში, მით უფრო გამწვავდება ყველა პრობლემა.

როდესაც ვსაუბრობთ აფხაზების ნაურუში ჩასვლის მიზანზე, გარდა იმისა, რომ აფხაზებს უნდათ თავიანთი თავის დაფიქსირება, იქ არის კიდევ ერთი საკითხი _ ნაურუს პრეზიდენტის ვიზიტისას დაისვა საკითხი, შეექმნათ რაღაც გაერთიანება `აფხაზეთი-ნაურუ-ტუალუ-ცხინვალის რეგიონის~. ნაურუს პრეზიდენტი აფხაზებს ალბათ დაჰპირდა, იქნებ ტუალუმ ისევ უკან წაიღოს არაღიარება, ისევ აღიაროს აფხაზეთი, რაღაც გაერთიანება ჩამოვაყალიბოთ, რომელიც შემდეგ აფხაზებისა და ოსების ინტერესებს დაიცავს გაეროშიო. ალბათ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შემდეგ იქნება განხილული, შეიძლება ესეც იყოს. ჰგონიათ, თუ ნაურუ დაიცავს აფხაზების ინტერესებს გაეროში, რაღაც ეშველებათ, ან ნაურუ დაეხმარება, ან ტუალუ. თუმცა, არა მგონია, ტუალუმ კვლავ აღიაროს აფხაზების ე.წ. დამოუკიდებლობა, გაეროში მათი ინტერესები დაიცვას ან რაიმე გაერთიანება ჩამოაყალიბონ ამ ტერიტორიული წარმონაქმნების მონაწილეობით. სეპარატისტები იმედებით ცხოვრობენ, თუმცა, არა მგონია, ასეთ საქმეში მათ ვინმემ ხელი გაუმართოს, მით უმეტეს, ღმერთმა.

- ცოტა ხნის წინ ევროპულ სტრუქტურებში აფხაზების წარდგენის მცდელობა ხომ იყო, ხომ მიიწვიეს მათ პრობლემებზე სასაუბროდ?

- ევროპარლამენტის ერთ-ერთი წევრი შეეცადა აფხაზი სეპარატისტების წარდგენას. ევროპარლამენტის თითოეულ წევრს უფლება აქვს, ევროპარლამენტში მიიწვიოს ვინც უნდა და მის პრობლემებზე ალაპარაკოს. ზუსტად ამ გზით ჩავიდა იქ მედოევი და ისაუბრა მათ პრობლემებზე. აფხაზები უფრო ადრე არიან იქ ნამყოფი არაოფიციალური სტატუსით. გაეროში აფხაზები ოფიციალურ მიწვევას ითხოვენ. ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. მე თუ მკითხავთ, აფხაზეთს ჰყავს თავისი ლეგიტიმური ხელისუფლება და, თუ ვინმე უნდა იყოს გაეროში მიწვეული, ეს ლეგიტიმური ხელისუფლებაა და მან უნდა ილაპარაკოს აფხაზეთის პრობლემებზე. თუ გაიმართება მოლაპარაკება, შეიძლება გაეროში მიწვეული იყოს აფხაზეთის სახელით მოქმედი ორივე ხელისუფლება _ ერთი _ დე ფაქტო, მეორე _ ლეგიტიმური ხელისუფლება _ და ორივემ ვილაპარაკოთ აფხაზეთის პრობლემებზე. მე საკითხის ასეთ გადაწყვეტას მხარს დავუჭერ. სხვა შემთხვევაში აფხაზების გაეროში მიწვევა გამორიცხულია.

ქართული პრესის მასალები 30 ოქტომბერი 2017 წელი
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მოხდეს ევროპაში…“ // „ქართულ პოლიტიკაში არა აქვთ გაცნობიერებული ბევრი რამ, მიიჩნევენ, რომ ისე ლაპარაკი, როგორც სამზარეულოში ვლაპარაკობთ, ეკრანზეც დასაშვებია“

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ კახა კალაძესთან: „ჩემთვის ეს მტკივნეული და დამთრგუნველი იყო, მაგრამ…“ // „გარემოვაჭრეები არიან ის მოქალაქეები, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი დახმარება“ // „მითქმა-მოთქმას, რომ იქ ვიღაც რაღაცას მაიმუნობს, წერ­ტილს დავუსვამთ. მერიის ბიუროკრატიული მანქანა უნდა დავანგრიოთ“

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან: „აუცილებელია პარლამენტში შეისწავლონ, როგორ აფორმებს ქუცნაშვილი ოჯახის წევრებზე ბიზნესებს“ // ინტერვიუ  ზაქარია ქუცნაშვილთან: „წარადგინოს მტკიცებულება, რატომ მეკუთვნის ფოსტისა და კულტურის სახლის შენობა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა გამყრელიძესთან: „თუ კახა კალაძეს კრიმინალებთან ვალდებულებები არ აქვს, ის კარგი მერი იქნება“ // „ნაციონალების ბრახაბრუხი უკვე ყელში ამომივიდა!“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მიშა კაჭკაჭიშვილთან: „რას წარმოვიდგენდი, რომ ვანო მერაბიშვილის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომისთვის ქუჩაში გამოსვლა კიდევ მომიწევდა“ // „ჯაბა ჯიშკარიანსა და ლევან გოგიჩაიშვილს სათქმელს პირში ვეტყვი“ // „ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გატარებას არ ვაპირებთ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ტრისტან წითელაშვილთან: „მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება გადაწყვეტილია“ // „მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მოემზადოს არეულობისთვის“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ჯემალ გამახარიასთან: „რუსეთი სოხუმში სპეციალიზებულ საბაჟო საგუშაგოს ქმნის“ // „მოსკოვის ქმედება საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა შეაჩეროს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „სეპარატიზმი ისეთი აქლემია, რომელიც კრემლთანაც დაიჩოქებს“ // „კატალონიის შემთხვევას სოხუმსა და ცხინვალს ვერ შევადარებთ“

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ დიდი ბრიტანეთის ელჩთან ჯასტინ სმითთან: „ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ არ ვტოვებთ ევროპას!“

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტთან: „დროა, ამ პროცესებით პროკურატურა დაინტერესდეს“ // „ეროვნული ბანკის გამოქვეყნებულ მაჩვენებლებში ჩანს, რომ ყოველწლიურად იზრდება კომერციული ბანკების მოგება“ // „ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ პასუხი შეკითხვაზე, იდება თუ არა ამ ელექტრონულ პლატფორმაზე არაკეთილსინდისიერი, ფიქციური გარიგებები და ხდება თუ არა ხელოვნურად კურსზე თამაში“

„კვირის პალიტრა“, 30 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მოხდეს ევროპაში…“ // „ქართულ პოლიტიკაში არა აქვთ გაცნობიერებული ბევრი რამ, მიიჩნევენ, რომ ისე ლაპარაკი, როგორც სამზარეულოში ვლაპარაკობთ, ეკრანზეც დასაშვებია“

ნათია დოლიძე

ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგების შეფასებისას ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ შექმნილი ვითარება მხოლოდ ერთზე – პოლიტიკური ელიტის კრიზისზე მიანიშნებს. ამ და სხვა პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება ექსპერტი რამაზ საყვარელიძე:

- მეც ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ამ არჩევნებმა მძაფრად წარმოაჩინა პარტიული ელიტის კრიზისი, რომლისკენაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოვდიოდით. ამას ადასტურებს არა მხოლოდ არჩევნების შედეგები, არამედ საზოგადოებრივი აზრის ბოლოდროინდელი კვლევები, რომელიც სულ უფრო მძიმე ვითარებას წარმოაჩენს. ამ ყველაფრის მიზეზები ჯერ კიდევ 2012 წლამდე არსებულ ვითარებაში უნდა ვეძებოთ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, შუა უნდა გაიკრიფოსო! რაღაც მაგიური ნებით ეს პროცესი სწორედ მაშინ დაიწყო და შედეგიც დადგა, პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩნენ მხოლოდ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” და მას მერე ასე მოდის. თუ თავდაპირველად შუის გაკრეფა პოლიტიკური პროცესის წარმატებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იყო და შედეგიც მივიღეთ – “ნაციონალური მოძრაობა” დამარცხდა, თანდათან ეს ვითარება პრობლემად იქცა და კრიზისიც უკვე აშკარაა.

- ანუ, თქვენი თქმით, ის, რომ ამ არჩევნების შემდეგაც მთავარი პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება“, მთავარი ოპოზიციური ძალა კი “ნაციონალური მოძრაობაა“, ისევ გაკრეფილი შუის შედეგია… ამ სტატუს-კვოს შენარჩუნებას ეს ძალები კვლავაც შეეცდებიან. მაგიურობა ახსენეთ და, ამ ჯადოსნური წრის გარღვევა რა გზით არის შესაძლებელი?

- ის, რომ ამ ვითარების შენარჩუნებას “ოცნებაც” შეეცდება და “ნაციონალური მოძრაობაც”, ცხადზე ცხადია. მათ ადგილას ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ასე მოიქცეოდა, რადგან მათ პოლიტიკურ ასპარეზზე პოზიციების შენარჩუნებისთვის ერთმანეთი სჭირდებათ. პოლიტიკაში ისე არ ხდება, რომ ერთმა პარტიამ მეორეს ნებით დაუთმოს ადგილი, მე ავდგები და თქვენ დაბრძანდითო. თუ რაიმეს მიღება გინდა, ბრძოლით უნდა მიიღო. რატომ ვერ ხერხდება ამ ვითარების შეცვლა და მათ გარდა სერიოზული პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება? – ეს მიზეზთა ერთობლიობითაა განპირობებული – იდეების ნაკლებობა, პოლიტიკური ლიდერების კრიზისი, უფულობა და ა.შ. თუმცა, გამოჩნდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, არ მიაქციონ ყურადღება “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” და საკუთარი დღის წესრიგი შექმნან. ამ არჩევნებზე ეს სცადა გიორგი ვაშაძემ. ის არავის აკრიტიკებდა, მხოლოდ იმაზე ლაპარაკობდა, რაც გასაკეთებლად მიაჩნდა. შეიძლება იყოს ამ სტრატეგიაში პერსპექტივა, ოღონდ არა ვაშაძისთვის.

საქმე ის არის, რომ მის ჯგუფსაც მოჰყვება “ნაციონალური წარსული” ისევე, როგორც “ევროპულ საქართველოს”, რომელიც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ისევ “ნაცმოძრაობასთან” ასოცირდება, შესაბამისად, მათ მიმართაც ძველი დამოკიდებულება აქვს.

სხვათა შორის, ეს შეეხება დავით უსუფაშვილსაც, რომელიც რესპუბლიკური პარტიიდან მართალია წამოვიდა, მაგრამ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში ის კვლავაც ძველ პარტიასთან ასოცირდება.

ამის მიზეზი ყველაზე მეტად ის არის, რომ არც უსუფაშვილმა და არც “ევროპული საქართველოს” ლიდერებმა არ გამოხატეს მკვეთრად კრიტიკული დამოკიდებულება იმის მიმართ, ვისაც გამოეყვნენ. მათი პოზიცია პოლიტიკური ეთიკის ფარგლებში კი არის, მაგრამ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს რაღაც გარანტია, რომ იმ შეცდომასა და, რიგ შემთხვევაში, დანაშაულს, არ გაიმეორებენ, რის გამოც მათი “დედაპარტიების” მიმართ საზოგადოებას მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

თუკი ამომრჩეველმა დაინახა ასეთი გარანტია, მაშინ სრულიად სხვა ურთიერთობას იწყებს შენთან. მაგალითს მოვიყვან – გავიხსენოთ შევარდნაძისა და “მოქალაქეთა კავშირის” რა უერთგულესი დამცველები იყვნენ სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე, მაგრამ რაღაც ეტაპზე მათ დაიწყეს ჯერ “მოქკავშირის” პოლიტიკის გაკრიტიკება, შემდეგ კი შევარდნაძესაც მიადგნენ. სწორედ ამ კრიტიკის შემდეგ დაივიწყა მოსახლეობამ მათი “მოქკავშირული” წარსული და გაჰყვა მათ, როგორც ოპოზიციონერებს. რომ არ ყოფილიყო ეს კრიტიკული დაპირისპირების ნიშნები, მათდამიც ისეთივე დამოკიდებულება იქნებოდა, რაც დღეს “ნაციონალურ მოძრაობას” გამოყოფილი ჯგუფების მიმართ არსებობს. ამაში იგულისხმება: “ევროპული საქართველოც”, “გირჩიც” და “ახალი საქართველოც”. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, რომ ისინი ვერ პოულობენ მხარდაჭერას, არის ისიც, რომ ისინი დროულად და მკვეთრად არ გაემიჯნენ “ნაციონალურ მოძრაობას”. სამწუხაროდ, ანალოგიური პრობლემა აქვს უსუფაშვილსაც.

- რას ფიქრობთ ალეკო ელისაშვილის საკმაოდ შთამბეჭდავ შედეგზე თბილისის მერის არჩევნებში და რამდენად აქვს მას უნარი და შესაძლებლობა, საქართველოში ანტინომენკლატურული მოძრაობის ლიდერად ჩამოყალიბდეს?

- ანტინომენკლატურული მოძრაობა მთელ მსოფლიოში უკვე სერიოზულ მოვლენად იქცა. ძალიან გაზვიადებული პარალელი კი გამომივა, მაგრამ სწორედ ამ განწყობების ტალღაზე მოვიდა პოლიტიკაში ტრამპი. ანტინომენკლატურული განწყობა რომ ჩვენს საზოგადოებაშიც არის, ეს აისახა ალეკო ელისაშვილის მხარდაჭერაში, რომელსაც ძალიან ცოტა დააკლდა მეორე ტურამდე, თუმცა, აჯობა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს. ოღონდ ერთი პრობლემაა – ამ ეტაპზე ელისაშვილს არა აქვს პარტია, მეტიც, ის მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში მკაფიოდ უსვამდა ხაზს იმას, რომ არ აპირებდა, მიეღო რომელიმე პარტიული ძალის მხარდაჭერა, მაგრამ ასევე დაინახა ამ არჩევნებით, რომ პარტიული, ორგანიზებული ძალის გარეშე გამარჯვების მიღწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ის დადგა ფაქტის წინაშე, რომ შექმნას პარტია, მაგრამ მერე როგორ მოახერხებს პოლიტიკურ პროცესში საკუთარი ადგილის პოვნას, არ ვიცი. ფაქტია, რომ ელისაშვილის პოლიტიკური ხიბლი სწორედ იმაშია, რომ პარტიულ ელიტას არ განეკუთვნება.

ვის შემოიკრებს გარშემო, ვინ იქნებიან მისი გუნდის წევრები? მასთან ამ საარჩევნო პროცესში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც წმინდა პროფესიონალური ნიშნით იყვნენ შერჩეული, მაგრამ დავით ნარმანიას სახით ძალიან სერიოზული მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ხშირად პოლიტიკური წარმატებისთვის მხოლოდ პროფესიონალიზმი არ კმარა.

დავით ნარმანია შესანიშნავი პროფესიონალია. სწორედ ამ ნიშნით შეარჩია ის ივანიშვილმა – ჯერ მინისტრად დანიშნა და კარგი მინისტრი იყო, შემდეგ კი თბილისის მერად წამოაყენა მისი კანდიდატურა, მაგრამ მინისტრობისგან განსხვავებით, თბილისის მერობას გაცილებით დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ამიტომ პროფესიონალიზმთან ერთად, აღმოჩნდა, რომ საჭიროა პოლიტიკური ალღო, კულუარების მართვა, რისი უნარიც ნარმანიას არ აღმოაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც პროფესიონალმა, ტექნიკურმა მერმა, ქალაქს ბევრი რამ გაუკეთა, პოლიტიკური მხარის ნაკლებობამ შექმნა საზოგადოებაში განწყობა, რომ თითქოს ნარმანია ღუპავდა ქალაქს. ანალოგიურ ვითარებაში შეიძლება ბევრი აღმოჩნდეს, ვინც ისეთ რთულ საქმეს მოჰკიდებს ხელს, როგორიც თბილისის მართვაა. ამ საქმეში პროფესიონალიზმი აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ ეს არ ჰყოფნის, პოლიტიკური მანევრების მთელი კასკადია საჭირო.

- ბოლო დროს ხშირად გაიგონებთ, რომ ელისაშვილი მომავალში, შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილთან ვიხილოთ ტანდემში, არ გამორიცხავენ მისი და უსუფაშვილის თანამშრომლობასაც...

- პოლიტიკოსის ერთ-ერთი თვისება, პიროვნულიც კი, უნდა იყოს მანევრირების უნარი, შუბლით დაპირისპირება მებრძოლების საქმეა და მერე ეს მებრძოლები გმირებად შემორჩებიან ხოლმე, მაგრამ პოლიტიკოსი ისტორიაში სწორედ მანევრირების ხელოვნებით რჩება. ამის უნარი არც მარგველაშვილს, არც ელისაშვილსა და მნიშვნელოვანწილად უსუფაშვილსაც ჯერ არ გამოუვლენიათ. ჯერჯერობით-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ეს უნარი როდის გამომჟღავნდება გარემო პირობების წყალობით, არავინ იცის. ვნახოთ, რა იქნება, მე მაინც უფრო საეჭვო მგონია მათი თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულის გულწრფელობაში ნამდვილად არ მეპარება ეჭვი. თუმცა, პოლიტიკაში მხოლოდ გულწრფელობა საკმარისი არ არის, ისევე, როგორც მხოლოდ დაპირისპირების გზით სიარული.

- რას ფიქრობთ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებზე, რომლის დროსაც ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ამჟამად უკვე გამარჯვებული თამაზ მეჭიაური და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, რომლის ფავორიტიც ლელა ქიტესაშვილი იყო. მეჭიაურმა გამარჯვება სასამართლოს ორი ინსტანციის გავლის შედეგად დაიკანონა. თქვენი აზრით, რაც მოხდა, მართლაც დემოკრატიული აქტია თუ “ქართული ოცნების” ნაწილმა სწორედ მეჭიაურზე დადო ფსონი, რომელიც ამ პარტიიდან არცთუ დიდი ხანია, რაც წამოვიდა?

- როგორც ვხვდები, იქ იმდენად ცოტა ხმაში იყო განსხვავება, რაც მოხდა, შესაძლოა, შემთხვევითობაც იყო, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ეს დაუდევრობის შედეგიც ყოფილიყო; ანუ “ქართულმა ოცნებამ” და მისმა კანდიდატმა, შესაძლოა, სათანადოდ არ იზრუნეს შედეგის მიღწევაზე. ეს დაუდევრობა, ისევე როგორც პიარის უქონლობა, ახასიათებს “ქართულ ოცნებას”. ის გაანებივრა ივანიშვილის ფაქტორმა, ხშირად დარწმუნებული არიან, რომ ეს ფაქტორი მათ გამარჯვებას უზრუნველყოფს. ამბობენ, რომ ლელა ქიტესაშვილის გამგებლობისას ბევრი რამ გაკეთდა თიანეთში, თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მისი გამარჯვებისთვის. აქედან დასკვნა, რომ გაკეთებული საქმეები ყოველთვის თვითონ არ ლაპარაკობენ და პიარი სჭირდება. რაც შეეხება იმას, თუ რა სურათი შეიქმნა ამ დაპირისპირებისას, ეს სურათი იყო ძალიან მძიმე და ძალიან შორს იმისგან, რის დანახვასაც ვისურვებდით.

ჩემი აზრით, ეს შემთხვევა საკმაოდ მძიმეა “ქართული ოცნებისთვის”. პრაქტიკულად, გამოვიდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ჯერ ხმებით მანიპულირება სცადა, მერე კი სასამართლოს ძალით წააგო არჩევნები. შესაძლოა, თამაზ მეჭიაური ვერ ჩაითვალოს მკვეთრად ოპოზიციურ ფიგურად, მაგრამ არ არის გამორიცხული, მისი შემთხვევა სხვა პარტიებისთვის წამახალისებელ პრეცედენტად იქცეს.

- ზაქარია ქუცნაშვილის განცხადება იმის თაობაზე, თუ როგორ გაუკვალა გზა თამაზ მეჭიაურს ჯერ “ქართული ოცნებისკენ“, შემდეგ კი საჯარო სამსახურისკენ, რადგან მისი ნათესავია, საზოგადოების დიდი ნაწილის შეფასებით, ნეპოტიზმის საუკეთესო ნიმუში იყო...

- ქართულ პოლიტიკაში არა აქვთ გაცნობიერებული ბევრი რამ, მიიჩნევენ, რომ ისე ლაპარაკი, როგორც სამზარეულოში ვლაპარაკობთ, ეკრანზეც დასაშვებია.

ნეპოტიზმი არის მოვლენა, რომლის სრულად აღმოფხვრა, ისევე როგორც კორუფციის, წარმოუდგენელია და არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ევროპის წამყვან ქვეყნებშიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამას უნდა შევეგუოთ.

- რას ფიქრობთ ბიძინა ივანიშვილის გავლენაზე ქართულ პოლიტიკასა და თუნდაც ამ არჩევნებზე, რომლისგანაც დისტანცირება სცადა?

- ბიძინა ივანიშვილს აქვს საშუალება, პროცესები მართოს ისე, რომ არ იყოს თანამდებობის პირი. ეს მდგომარეობა ჰქონდა სააკაშვილის მმართველობის დროსაც, განსაკუთრებით, პირველ პერიოდში. მისსავე მონათხრობში ფიგურირებდა სწორედ ის, რომ სააკაშვილს ხშირად აძლევდა რჩევებს, ისიც იზიარებდა მის მოსაზრებებს და როცა აღარ იზიარებდა, ივანიშვილმა მასთან ურთიერთობა შეწყვიტა. როცა ამბობენ, რომ დღეს ივანიშვილი არაფორმალური მმართველია, არ არის სწორი, ის არა მხოლოდ დღეს არის ამ მდგომარეობაში. გარდა ამისა, არაფორმალური მმართველობა არა მხოლოდ ივანიშვილის შემთხვევაში გვხვდება, ანალოგიური ვითარებაა არაერთ წამყვან ქვეყანაშიც, სადაც ბიზნესის წარმომადგენლების გავლენა პოლიტიკაზე უზარმაზარია, თუმცა, ისინი არ არიან ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, ესეც არაფორმალური მმართველობაა.

- თქვენ უკვე ბრძანეთ, რაოდენ სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკოსის კარიერისთვის თბილისის მერის თანამდებობა. რას ფიქრობთ კალაძის პერსპექტივაზე, შეძლებს კი გაუმკლავდეს დედაქალაქის წინაშე არსებულ გამოწვევებს და შეასრულოს დაპირებები, რომლებიც უხვად გასცა?

- რამდენად გაართმევს თავს ამ ყველაფერს, ვფიქრობ, ჯერ თვითონაც არ იცის. ის ახალგაზრდაა, ენერგიული და ამბიციური, ამიტომაც დაუჭირა თბილისის მოსახლეობამ მხარი. სრულიად ბუნებრივია ისიც, რომ კალაძე ამ თანამდებობას ერთგვარ ტრამპლინად განიხილავდეს და მართლაც ყველაფერი გააკეთოს წარმატების მისაღწევად.

- მოგეხსენებათ, კატალონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რის საპასუხოდაც ოფიციალურმა მადრიდმა მას ავტონომია გაუუქმა. გარდა ამისა, ესპანურ სასამართლოს მოუწევს განიხილოს კატალონიის ხელმძღვანელობის ამბოხში მონაწილეობის საქმე. ამ პროცესს უკვე უწოდეს “ნაციონალიზმის რენესანსი“. რამდენად გადამდები შეიძლება აღმოჩნდეს კატალონიის მაგალითი ევროპისთვის?

- როგორც ჩანს, ოფიციალურმა მადრიდმა პრობლემის ძალისმიერი ხერხით მოგვარება გადაწყვიტა, სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ ამისთვის სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად სჭირდება. თუ ამან გაამართლა და პროცესი შეჩერდა, მაშინ, ალბათ, აფეთქებებს სხვაგან ჯერჯერობით აღარ უნდა ველოდოთ, მაგრამ თუ კატალონიის პრეცედენტმა გაიმარჯვა, ალბათ, წამოვა სეპარატისტული განწყობების ცვენა და ევროპაში სეპარატიზმის ნაღმი გასკდება. სამწუხაროდ, ჩვენთვის ცნობილია, ერთ წერტილში გაჩენილი ამგვარი ცეცხლი, სხვაგან რა გამოხმაურებას იწვევს. ჩვენთან სეპარატიზმის პირველი მერცხალი აფხაზეთი იყო, რაც უცებ საოცარი სისწრაფით გაღვივდა ე.წ. სამხრეთ ოსეთში. სადაც საქართველოში ასეთი გადამდები აღმოჩნდა სეპარატიზმი, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მოხდეს ევროპაში. მსოფლიო დღეს ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს ესპანეთის მთავრობას, სწორედ იმიტომ, რომ ამ პროცესში უდიდეს საფრთხეს ხედავს.

„კვირის პალიტრა“, 30 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ კახა კალაძესთან: „ჩემთვის ეს მტკივნეული და დამთრგუნველი იყო, მაგრამ…“ // „გარემოვაჭრეები არიან ის მოქალაქეები, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი დახმარება“ // „მითქმა-მოთქმას, რომ იქ ვიღაც რაღაცას მაიმუნობს, წერ­ტილს დავუსვამთ. მერიის ბიუროკრატიული მანქანა უნდა დავანგრიოთ“

ემა ტუხიაშვილი

ადგილობრივი არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ვადა 1-ლ ნოემბრამდე აქვს, თუმცა, ყველა წინასწარი მონაცემით და 51,09%-ით კახა კალაძე უკვე თბილისის ახალარჩეული მერია. ვისთან ერთად მოდის ქალაქის მთავრობაში და რის შეცვლას გეგმავს თბილისისა და თბილისელებისთვის – ამ და სხვა თემებზე კახა კალაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” სტუმრობისას ისაუბრა.

- რამდენად განახლებული გუნდით მოდის კახა კალაძე თბილისის მთავრობაში? ინფორმაცია თქვენი გუნდის წევრების შესახებ უკვე ვრცელდება. მათ შორის სახელდებიან მაია ბითაძე და ირაკლი ხმალაძე. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მინისტრის მოადგილეების თანამდებობა დატოვეს და თქვენს გუნდს წარმოადგენდნენ საარჩევნო პერიოდში…

- ეს ადამიანები იქნებიან ჩემს გუნდში, ხოლო რა მიმართულებით გააგრძელებენ მუშაობას, ამას უახლოეს მომავალში ვეტყვით მოსახლეობას. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის მთავარი არის პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და პატიოსნება. შესაბამისად, ჩვენ ვართ დიდი გამოწვევების წინაშე, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მოგვიწევს და ამისთვის საჭიროა ძლიერი გუნდი. აუცილებელია ცენტრალურ ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება. ეს ყველაფერი ჩვენს გუნდს აქვს. ჩემს თანაგუნდელებთან ერთად შევქმენით აპლიკაცია, რომელიც შეიძლება გადმოიწეროს ნებისმიერმა მოქალაქემ თავის ტელეფონში. აპლიკაციაში მოცემულია ყველა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაგვაკონტროლოს, თუ როგორ შესრულდება ის პროექტები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში დავაანონსეთ.

- ერთ-ერთი მწვავე პრობლემა თბილისში ძველი უბნები და ავარიული სახლებია. მინდა, შეგახსენოთ შვეიცარიელი ჟურნალისტის, ბერნარ ოდენალის ბლოგი თბილისის შესახებ, სადაც ამბობს, რომ ძველი თბილისის დიდი ნაწილი საომარ ზონას ჰგავს და დარჩა შთაბეჭდილება, რომ იქ მცხოვრებთა ბედი არავის აწუხებს. როგორ აპირებთ ასეთ ავარიულ სახლებში მობინადრეთა პრობლემების მოგვარებას?

- ძველი თბილისი მართლაც საჭიროებს რეაბილიტაციას. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ძველი თბილისის რეაბილიტაციისთვის 500 მილიონი ლარი დაიხარჯება. რა თქმა უნდა, ამ თანხით ვერ ამოიწურება ძველი თბილისის რეაბილიტაციის პრობლემა, მაგრამ ოთხი წლის განმავლობაში შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ. ძველი თბილისის გარდა, ქალაქის ყველა რაიონში არის ავარიული სახლები, ეს შეიძლება იყოს “ხრუშჩოვკები”, ისტორიული შენობა-ნაგებობები ან ჩვეულებრივი საცხოვრებელი ფართობები. რა თქმა უნდა, არც 500 მილიონი და არც 4 წელი არ ეყოფა მთლიანად ამ პრობლემის მოგვარებას და ეს პროცესი შემდეგაც უნდა გაგრძელდეს.

წელსვე ვიწყებთ ორბელიანის ქუჩის, მშრალი ხიდის, “დედაენის” ბაღისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას. მომავალ წელს ვიწყებთ გუდიაშვილის მოედნის პროექტის განხორციელებას, ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციას, განხორციელდება ზემო და ქვემო კალას სარეაბილიტაციო მასშტაბური პროექტები, ასევე იგეგმება ყოფილი ლესელიძისა და ამჟამად კოტე აფხაზის ქუჩის რეაბილიტაცია.

- ფოტოგრაფი ილია ვარლამოვის ბლოგიც მინდა შეგახსენოთ, რომელმაც ფოტორეპორტაჟი გამოაქვეყნა ვაგზლის მოედნიდან და ამბობს, რომ ეს ყველაზე შემზარავი ადგილია თბილისში და ქალაქის სირცხვილია. როგორია თქვენი ხედვა გარე ვაჭრობაზე?

- გარე ვაჭრობის პრობლემა ნაწილობრივ დარეგულირებულია და ამ მიდგომას მეც ვემხრობი, თუმცა, აქვე ვამბობ, რომ გარემოვაჭრეები არიან ის მოქალაქეები, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი დახმარება. ჩვენ მათ უნდა შევუქმნათ ისეთი პირობები და გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება, ერთი მხრივ, მათი პროდუქციის რეალიზება, ხოლო, მეორე მხრივ, მოწესრიგდეს ამ საქმიანობის ვიზუალური მხარე. სხვათა შორის,

რუსი ჟურნალისტის კრიტიკა ჩემთვის ცოტა მიუღებელია. რაც რუსეთში და რუსეთის ქალაქებში ხდება, სრული კატასტროფაა. ჩემი თბილისი გაცილებით ლამაზი და გამორჩეულია ისტორიით, კულტურითა და ტოლერანტობით.

- იყო შემთხვევები, როცა მერიის თანამშრომლებს კორუფციის ბრალდებით აკავებდნენ. როგორ აპირებთ ამ პრობლემასთან გამკლავებას?

- ის, ვინც ჩემთან იმუშავებს და ამას გააკეთებს, ჩემი მტერი იქნება. პირდაპირ შემიძლია ვუთხრა ასეთებს, რომ შეუძლიათ თავისი ფეხით ეძებონ ციხის კარი. ის, ვინც კორუფციაში იქნება შემჩნეული, მის მიმართ ძალიან მკაცრი დამოკიდებულება გვექნება.

- ერთი მხრივ, თქვენი გუნდი ამბობს, რომ აუცილებელია ქალაქის განვითარება, ხოლო, მეორე მხრივ, ამბობთ, რომ უნდა შენარჩუნდეს მწვანე საფარი. იმ შემთხვევაში, თუ მწვანე საფარი შენარჩუნდება, ქალაქი როგორ უნდა განვითარდეს?

- მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ ამბობს იმას, რომ ქალაქი არ უნდა განვითარდეს და თუ განვითარდება, ეს უნდა მოხდეს ეკოლოგიის ხარჯზე. ქალაქი უნდა განვითარდეს სწორად, თანამიმდევრულად და ხარისხიანად. მე საარჩევნო კამპანიის დროს ბევრჯერ ვთქვი, რომ არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა ჩემი მერობისას სპორტული მოედნების, პარკების, სკვერებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ხარჯზე.

იმ ქაოსური განაშენიანების შედეგი, რაც 20-25 წლის განმავლობაში გვქონდა, სახეზეა. ასე გაგრძელება შეუძლებელია.

ჩვენს შვილებს ეს ქალაქი არ უნდა დაუმახინჯონ. მე მშენებლობის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ სწორად, თანამიმდევრულად და არა ეკოლოგიის, ხეების, პარკებისა და სკვერების გაჩეხის ხარჯზე. ქალაქი განვითარდება, დაიწყება აღმშენებლობა, ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება და პარალელურად დაიწყება პარკების, სკვერების რეაბილიტაცია და მშენებლობა.

- გექნებათ თუ არა მოქალაქეების მიღების დღე?

- რა თქმა უნდა. გარდა ამისა, როცა მე მქონდა მართვის პოლიტიკის პრეზენტაცია, ვთქვი, რომ ვაპირებთ მერიაში შევქმნათ ვებპლატფორმა, სადაც მოქალაქეები სახლიდან გაუსვლელად ისარგებლებენ მუნიციპალური სერვისებით. რა თქმა უნდა, არსებული სისტემაც – მოქალაქეები მოდიან მერიაში, განცხადებას წერენ და აბარებენ – დარჩება და კიდევ უფრო გამარტივდება. ვეცდებით, ერთი ფანჯრის პრინციპით მოხდეს ეს ყველაფერი. ასევე, ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც აქვს კონკრეტული ხედვა, პროექტი, იდეა ქალაქის განვითარების შესახებ, აპლიკაციის “შენი იდეა ქალაქის მერს” მეშვეობით შეუძლია წარმოადგინოს და დაინტერესების შემთხვევაში დავეხმარებით განხორციელებაში.

მინდა ყველა მოქალაქე ჩართული იყოს ქალაქის განვითარებაში. მაგალითად, თქვენ სადაც ცხოვრობთ, კონკრეტულ უბანში, მოგეცემათ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტოთ, თქვენი უბნისთვის რომელი პროექტია პრიორიტეტული. ეს შეიძლება იყოს სკვერის გაკეთება, გზის მოასფალტება, სადარბაზოს მოპირკეთება და ა.შ.

- მე თუ მეკითხებით, რა არის ჩემთვის პრიორიტეტული ჩემი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ასეთი შეკითხვა მექნება: მე პუშკინის ქუჩაზე ვცხოვრობ. ცოტა ხნის წინ 1 ლარად, თუმცა, მილიონიანი საინვესტიციო ვალდებულებით, მიწის ნაკვეთი გასხვისდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიაზე. ნუთუ არ იყო შესაძლებელი, რომ ეს საპარკინგე ადგილი საბაზრო ფასად გასხვისებულიყო, ასე ხომ ნაკლები შეკითხვა გაგვიჩნდებოდა, მათ შორის ოპოზიციასაც?

- ეს მიღებული პრაქტიკაა და სიახლეს არ წარმოადგენს, რომ კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად ხდება კონკრეტული ადგილის გადაცემა ინვესტორისთვის, სადაც გაწერილია საინვესტიციო ვალდებულება, რომ, მაგალითად, უნდა გაკეთდეს კონკრეტული პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. გარდა ამ ერთი პროექტისა, ანალოგიური ცხრა პროექტი აქვს თბილისის მერიას. ჩატარებულია კვლევები საპარკინგე ადგილის მოწყობაზე. მოგეხსენებათ, პარკირების სისტემა მწვავე პრობლემაა ქალაქისთვის, ამიტომ არსებობს ცხრა კონკრეტული ლოკაცია, სადაც შესაძლებელია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა. ამას, რა თქმა უნდა, მერია თავისი ბიუჯეტით არ და ვერ გააკეთებს. შესაბამისად, ეს პროექტები უნდა შევთავაზოთ ინვესტორებს კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებით.

რაც შეეხება ოპოზიციას, ის ბიძინა ივანიშვილის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა. ბატონი ბიძინა ძალიან დიდ პროექტებს ახორციელებს თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით. დაახლოებით 800 მილიონი ღირებულების ინვესტიციები ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით. თბილისში, ამ კონკრეტულ პროექტებზე, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება, დაახლოებით 460 მილიონი იხარჯება, შეიქმნება მუდმივი, დაახლოებით 2 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი. აი, ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, თან ეს ყველაფერი გააკეთეს საარჩევნოდ, რომ წინ წამოეწიათ გარკვეული თემები, რომ ბიძინა ივანიშვილი თბილისის, ქვეყნის მტრად გამოეყვანათ, მაგრამ მოსახლეობამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ჩვენთვის ახლა ყველაზე მთYავარი – მეტი ადამიანის დასაქმებაა, ამიტომ მნიშვნელოვანია ასეთი პროექტებისთვის ხელშეწყობა. პირადად მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად შევუწყო ხელი ბიზნესს, რათა მათ მეტი ადამიანი დაასაქმონ.

- კიდევ ერთი პრობლემა მერიაში სამშენებლო ნებართვების მოპოვების გაჭიანურებული პროცესი იყო. სხვადასხვა მიზეზით არქიტექტურის სამსახური განმცხადებელს უკან უბრუნებდა დოკუმენტაციას და ყოველ ჯერზე მასში მცირე დეტალის შესწორებას სთხოვდა. ბოლოს საქმე იქამდე მიდიოდა, რომ კომპანია იძულებული იყო, მერიის მიერ შეთავაზებული არქიტექტორი დაექირავებინა, ორ-სამჯერ მეტი გადაეხადა მისი მომსახურებისთვის, რათა არქიტექტურის სამსახურს დოკუმენტაცია წარმოებაში მიეღო და გადაწყვეტილებაც გამოეტანა…

- დაგეგმილი გვაქვს არქიტექტურის სამსახურის მთლიანი რეფორმირება. თავად საბჭოებზეც გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა – იმ პრობლემებს, მითქმა-მოთქმას, რომ იქ ვიღაც რაღაცას მაიმუნობს, წერტილს დავუსვამთ. მერიის ბიუროკრატიული მანქანა უნდა დავანგრიოთ. ჩვენ გვჭირდება ინოვაციური, თანამედროვე და მოქნილი მერია, რომელიც იქნება ადამიანებზე ორიენტირებული.

- დაბოლოს მინდა გკითხოთ, მე, როგორც ჟურნალისტი, დიდი ხანია ვადევნებ თვალს თქვენს გზას ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავიდან ანგარიშგასაწევ პოლიტიკოსამდე. რამდენად რთული იყო ამ გზის გავლა?

- რთული იყო და საინტერესოც. სამტრედიის რაიონში დავიბადე, ერთ-ერთ სოფელში. როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე, მითხრეს, შენგან ფეხბურთელი არ გამოვა და აჯობებს, რამე სხვა აირჩიოო. ეს ძალიან მტკივნეული და დამთრგუნველი იყო, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მე გავაგრძელე მუშაობა და ბევრ წარმატებასაც მივაღწიე. ერთი შეხედვით თითქოს წარმატების მიღწევა იოლი ჩანს, მაგრამ რთული წარმოსადგენია, რა ბარიერების გადალახვა გიწევს ამის მისაღწევად. ჯერ არა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მინდა წიგნი გამოვცე ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს კარიერაზე, რა და როგორ გამოვიარე, რა სირთულეები და წარმატებები.

ძალიან ბევრი ახალგაზრდა მიყურებს და მინდა, მათ ვუთხრა – ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია შრომა. არის მომენტები, როცა გიჭირს რაღაცების გადალახვა და ხშირია შემთხვევა, როცა ნებდებიან. არ უნდა დანებდე, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ეს სირთულეები გადალახო. როცა ერთს გადალახავ, უფრო ძლიერი ხდები და შემდეგ სხვა სირთულეების გადალახვა უფრო გიადვილდება. მიზანდასახულობა და სწავლა, ინტელექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი შესაბამისობაში უნდა იყოს.

„კვირის პალიტრა“, 30 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან: „აუცილებელია პარლამენტში შეისწავლონ, როგორ აფორმებს ქუცნაშვილი ოჯახის წევრებზე ბიზნესებს“ // ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან: „წარადგინოს მტკიცებულება, რატომ მეკუთვნის ფოსტისა და კულტურის სახლის შენობა“

რუსუდან შელია

თამაზ მეჭიაური თიანეთის მერია – მცხეთის სასამართლოს ორივე ინსტანციამ­ მეჭიაურისა და საქართველოს ახალგაზრდა­ იურისტთა ასოციაციის ერთობლივი საჩივარი ძალაში დატოვა და თიანეთის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება გაუქმებულად ცნო. როგორ გაგრძელდება თიანეთის მერისა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის საქმიანი ურთიერთობა? „კვირის პალ­იტრა“ თამაზ მეჭიაურს დაუკავშირდა:

- თიანეთში ხალხის მხარდაჭერას ყოვ­ელთვის ვგრძნობდი, ყველა არჩევნები­ მოგებული მაქვს და ახლაც ვიცოდი, რომ გავიმარჯვებდი,­ თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, თუ ზაქარია ქუცნაშვილი ასე დამიპირისპირდებოდა – ადმინისტრაციული­ რესურსი სრულად გამოიყენა და როდესაც მიხვდა, რომ მისი ფავორიტი კანდ­იდატი ლელა ქიტესაშვილი არჩევნებში დამარცხდა, ხმის დათვლის პროცესში სპეცრაზმი ჩართო. ყველაზე სამ­არცხვინო ის იყო, რომ კიდევ აქეთ მიწერდნენ საჩივრებს, არჩევნები გააყალბეო­. როგორ უნდა გამეყალბებინა, როდესაც კომისიებში ერთი წარმომადგენელიც კი არ მყავდა?

- მართალია, დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობდით არჩევნებში, თუმცა ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” რამდენიმე წევრი მხარს გიჭერდათ...

- მე ხალხი მიჭერდა ხმას, თუ იმას გულისხმობთ, უყვართ თუ არა ქუ­ცნაშვილი “ქართულ ოცნებაში”, არა მგონია ვინმე ასე იყოს მის მიმართ განწყობილი – ყველამ იცის, რომ ქუცნაშვილი ყველაფერს საკუთარ ინტერესებს არგებს, თიანეთში ხმებს­ ავრცელებდა, მუნიციპალიტეტში გზებს ცენტრალური ხელისუფლება კი არა, მე ვაკეთებო, არადა, თიანეთში გზების მასშტაბური პროექტები ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დააფინანსა. ამიტომაც ვთქვი, რომ მას მატყუარას და ცუილას ეძახიან. პარლამენტში უნდა შეი­სწავლონ ქუცნაშვილის საქმიანობა, მეც დავეხმარები ინფორმაციების მოძიებაში, მათ შორის, რა ქონება იყიდა თიანეთში და როგორ აფორმებს ოჯახის წევრებზე ბიზნესებს.

- ქუცნაშვილის მთავარი ბრალდების პათოსი იყო, რომ თქვენ მისი დახ­მარება არ და­აფასეთ – ქუცნაშვილი მართლაც ლობირებდა თქვენი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას?

- რად მინდოდა ქუცნაშვილის ლობირება? ასეთი სისულელეები შეიძლება თიანეთს გარეთ ვიღაცას მართლა დაეჯერებინა, თუმცა რაიონში სასაცილოდაც არავის ეყო მისი განცხადებები ჩემს ლოთობასა და მისი დახმარებით დაწინაურებასთან დაკავშირებით. ასეთი მატყუარა რომ არის, იმიტომაც ვერ ბედავს ხალხთან გამოჩენას. ჰკითხეთ თიანელებს, ბოლოს როდის შეხვდნენ ქუცნაშვილს!

- ასეთი დაპირისპირების ფონზე, როგორ წარმოგიდგენიათ მერობის პერიოდში მაჟორიტართან თანამშრომლობა?

- არავისთან თანამშრომლობას არ ვაპირებ, თიანეთისთვის კი ბოლომდე დავი­ხარჯები. ვიცი, რომ ცვლილებები გამგეობაში დაიწყება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროფესიონალ ადამიანებს­ დავითხოვ. პირიქით, ყველა კარგ კადრს შევინარჩუნებ და პრობლემების გადაჭრას შევუდგები.

„კვირის პალ­იტრა“ ზაქარია ქუცნაშვილსაც დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ  „სასამართლოს გადაწყვეტილებით გაოგნებულია – ოპოზიციის საერთო კანდიდატად იმიტომ მოვიხსენიებ მეჭიაურს, რომ მას მხარი დაუჭირეს “ლეიბორისტებმა”, “ნაციონალებმა”, “პატრიოტთა ალიანსმა” -კონკურენტი­ არ დაუყენეს, სანაცვლოდ კი მეჭიაურის საარჩევნო სიაში აღმოჩნდნენ“.

- ამ ფონზე მოქმედ დეპუტატს თქვ­ენივე მაჟორიტა­რული ოლქის მერთან როგორ წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა?

- ადამიანთან, რომელიც თანამდებობის მოპოვებას შეურაცხყოფით ცდილობს, თანამშრომლობას არ ვგეგმავ.

- ვფიქრობ, თქვენ მეტად შეურაცხყავით,­ როდესაც აღნიშნეთ, რომ გალოთებული მეჭიაური მიიყვანეთ პარტიაში...

- სატელევიზიო ეთერში გაჟღერებულ ჩემს განცხადებას სასამართლოზე გავლენა არ უნდა მოეხდინა… საერთოდ, სიმართლე ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია – ყველა წაქცეულს გავუწვდი ხელს, რომ საზოგადოებასა და ქვეყანას ემსახუროს.

- თქვენი შეფასებით, “ლოთ” და “კორუ­მპირებულ” ადამიანსაც გაუწევთ რეკომენ­დაციას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯ­დომარედ დანიშვნაზე? სხვათა შორის, თქვენი ეს განცხადება დავით უსუფაშვილმა არ დაადასტურა...

- სულ სხვა კონტექსტში ვისაუბრე კორუმპირებულობაზე. ის მუშაობდა საგადასახადო სისტემაში, რომელიც “გაისთან” ერთად ყველაზე კორუმპირებულ უწყებად ითვლებოდა. მისი გალოთებაც რეალობაა – ბევრი ცდილობს ალკოჰოლით დაიწყნაროს ნევრები. რაც შეეხება უსუფაშვილის განცხადებას, ის ვერც გაიხსენებდა ჩემს შესვლას მის კაბინეტში, რადგან დოკუმენტი მეჭიაურის კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით თანაშემწემ მიაწოდა. თუმცა, მანამდე პირადად შევადგინე დოკუმენტი ფრაქციაზე განხილვის შემდეგ და ამას 30 ადამიანი დაადასტურებს, მათ შორის, მეჭიაურის შვილიც…

- გუნდი თუ გიჭერთ მხარს? – ვრცე­ლდება ხმები, რომ “ქართული ოცნების” ზოგიერთი წარმომადგენელი მეჭიაურის პოზიციას იზიარებს...

- პირიქით, ბევრმა დამირეკა და მიესალმნენ, რომ შეცდომის აღიარება შევძელი და ისიც გავახმოვანე, რომ ბიძინა ივანიშვილმა კი არა, ჩემი რეკომენდაციით მივიყვანე პარტიაში. ჩემი პოზიცია ასეთია – წაქცეულს ხელი უნდა გაუწოდო და შეგეშინდეს, რომ ის ზურგში დანას ჩაგარტყამს, თუმცა იმასაც მივხვდი, 50 წლის ასაკში ადამიანის გამოსწორება შეუძლებელია.

- თამაზ მეჭიაური ახლა პარლამენტისგან ითხოვს, შეიქმნას კომისია, რომელიც თქვენს კორუფციულ საქმიანობას გამოავლენს...

- თამაზის არაკომპეტენტურობა ამ მოთხოვნაშიც ჩანს – სამჯერ გახლდათ პარლამენტის წევრი, თუმცა დღემდე არ იცის, როგორ იქმნება პარლამენტში კომისია, ან რომელი ორგანო სწავლობს ქონებრივ დეკლარაციას. მეჭიაური სამი თვის განმავლ­ობაში აწარმოებდა ჩემს წინააღმდეგ აღვირახსნილ კამპანიას, თუმცა მე თმენის ვალდებულებით შევბოჭე საკუთარი თავი და უზრდელ ადამიანზე არაფერი მითქვამს. მოიტანოს მტკიცებულება, სად მაქვს თიანეთში ასობით ჰექტარი მიწა, ან რატომ მეკუთვნის მე ფოსტის, სასტუმროსა თუ კულტურის სახლის შენობა. სახელმწიფოსგან მხოლოდ 136 კვ/მ ფართობის მიწა აუქციონის წესით შევიძინე, ისიც ჩემს სოფელში, რაც შეეხება კერძო პირებისგან შეძენილ ქონებას, ეს კანონის დარღვევა არ გახლავთ.

„ახალი თაობა“, 30 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა გამყრელიძესთან: „თუ კახა კალაძეს კრიმინალებთან ვალდებულებები არ აქვს, ის კარგი მერი იქნება“ // „ნაციონალების ბრახაბრუხი უკვე ყელში ამომივიდა!“

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ `ახალი თაობის~ კითხვებს ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.

- ბატონო მამუკა, არჩევნებიდან ერთი კვირის თავზე როგორია თქვენი შეფასებები? ნაციონალებმა უარი თქვეს მეორე ტურზე, თიანეთში დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოუგო „ოცნების“ კანდიდატს. სასამართლომაც თამაზ მეჭიაურის მხარე დაიჭირა. გააბრაზა ზაქარია ქუცნაშვილმა ხელისუფლების მესვეურნი თუ რატომ დადგა ეს შედეგი?

- როგორც ჩანს, გააღიზიანა ზაქარია ქუცნაშვილის გულახდილობამ ხელისუფლება და ის დასაჯეს, მეტი არაფერი. არჩევნების შედეგებს რაც შეეხება, სხვას ელოდა ვინმე?! მე სხვას არაფერს ველოდებოდი. საჭირო იყო ერთიანი კანდიდატის წინ წამოწევა. არ მოხერხდა ამის გაკეთება, ყველამ თავის ამბიციებს გადააყოლა საერთო სახალხო საქმე და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ! ცხადი იყო, რომ ოპოზიცია ასე დაქსაქსულად დამარცხდებოდა.

- არ მოინდომეს გაერთიანება?

- დიახ, საკუთარ ამბიციებს გადააყოლეს ყველაფერი. თუ ასე უნდათ გაგრძელება, მაშინ, როგორც ბატონი სააკაშვილი ამბობდა, მთელი ოპოზიცია ჩაირეცხება! ჩაირეცხება ერთი მიმართულებით, მოგეხსენებათ, სადაც ჩაირეცხებიან ხოლმე.

- ეს არჩევნები ხომ არ იყო ამ ჩარეცხვის დასაწყისი?

- დიდი ხანია დაიწყო ეს ყველაფერი. ოპოზიციამ უკვე ზედიზედ მეხუთე არჩევნები წააგო. ხელისუფლებამ მოიგო ზედიზედ მეხუთე არჩევნები. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციაში, უბრალოდ, არ არის შესაბამისი ძალები, არ არის იდეები, არ არის ახალი სახეები. საზოგადოებას არ სჯერა ოპოზიციის. ხელისუფლებაც არ მოსწონთ, მაგრამ ოპოზიციაც არ არის მისთვის მომხიბვლელი.

- ნაციონალების მხრიდან მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი რით ახსენით?

- თქვენ არ დამამთავრებინეთ. მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი შანსი აქვს ოპოზიციას და ეს გახლავთ საპრეზიდენტო არჩევნები. თუ აქაც ვერ მოახერხებენ ერთიანი კანდიდატის წამოყენებას და მის გარშემო დარაზმვას, თუ არ შექმნიან გაყალბების საწინააღმდეგო შტაბს, რომელიც დაიწყებს მუშაობას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და აღნუსხავს ყველა დარღვევას, 2020 წელსაც იმავე შედეგს მივიღებთ. ეს ოპოზიციაც მაქსიმალურად დაიშლება. ამ შემთხვევაში მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას. ეს გვეხება ჩვენც და სხვებსაც. თუმცა ჩვენი მხრიდან მზაობა იმისა, რომ გავერთიანდეთ, ნამდვილად არის.

- ნაციონალებზე რას იტყვით, რატომ თქვეს უარი მეორე ტურზე?

- სიმართლე გითხრათ, მათი მხრიდან ეს ბრახაბრუხი უკვე ამომივიდა ყელში! მათზე აღარაფრის თქმა მსურს. იქ ბევრი ჩემი მეგობარიც არის და ვერიდები ხოლმე მკაცრ გამოსვლებს. თუმცა ერთია ადამიანური ურთიერთობები და მეორეა პარტიული საქმიანობა. ისმის გაუთავებელი ლაპარაკი, ჩვენ ამას ვიზამთ, ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ მოვიგებთ და მერე, საბოლოო ჯამში, არაფერი ხდება. მიდის გაუთავებელი ლაილაი, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხმებს, არავის დავუთმობთ, მერე აღმოჩნდება, რომ ხმებსაც ვერ იცავენ.

- ხომ არ გარიგდნენ „ოცნებასთან“?

- არა მგონია. ამდენი ხანი სულ გვესმოდა, აბა, მეგობრებო, დავირაზმოთ, მეორე ტური უნდა იყოს და იქ უნდა გავიმარჯვოთ! უკაცრავად, მაგრამ, აბა, სად არის მეორე ტური?! გაყალბდა არჩევნები და დედა, ეს რა მოგვივიდაო! რა, იმის ილუზია ჰქონდათ, რომ არ გაყალბდებოდა პირველივე ტურში?! მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ან თავს ისულელებენ, ან ჩვენ გვასულელებენ.

- რას იტყვით თბილისის ახალი მერის შესახებ? ამბობენ, რომ კალაძე კარგი მერი იქნება. ვისმენთ შეფასებებს, რომ ის უკვე ფარულად ებრძვის კვირიკაშვილს, რომ მერის თანამდებობა მას სჭირდება როგორც ტრამპლინი უმაღლესი თანამდებობისკენ. რას იტყვით თქვენ?

- ჩვენ ამაზე ადრეც გვისაუბრია და მე მითქვამს, რომ ის ამ თანამდებობაზე არ შეჩერდება. მისთვის მნიშვნელოვანია პირველი პირის პოზიცია და ის იბრძოლებს ამისათვის. კალაძე ბევრად უკეთესი მერი იქნება, ვიდრე ნარმანია. ის იყო ცარიელი ადგილი. ნარმანია უჭკუო ადამიანი ნამდვილად არ არის, მაგრამ მისი გამოყენება მოხდა სრულიად უგვანოდ და უმსგავსოდ იმ ადგილზე, რომელსაც ის სრულიად დაუმსახურებლად იკავებდა. რაც შეეხება კალაძეს, ის უფრო გაბედულია.

- მისი მართვა და მისით თამაში რთულია, გაცილებით დამოუკიდებელი ფიგურააო. თქვენც ასე ფიქრობთ?

- რა თქმა უნდა! პირველ რიგში, ის იქნება დამოუკიდებელი ფიგურა, რაც ძალიან კარგია ქალაქისთვის. თუ ბატონი კალაძე თავს მოთოკავს და საახლობლო და სამეგობრო წრეს არ გაუშვებს კორუფციის გზით, ეს ქალაქისთვის ძალიან კარგი იქნება. კალაძე ჭკვიანი ადამიანია. ის სხარტად აზროვნებს, ძალიან სწრაფად ითვისებს ყველაფერს. მისი ნიჭით ნამდვილად მოხიბლული ვარ. ადამიანში ნამდვილად ვაფასებ იმ ნიჭს, რომ სწრაფი ათვისების უნარი აქვს. კალაძის არცერთ თანამდებობაზე დანიშვნის არ შემეშინდებოდა. ეს ადამიანი ძალიან სწრაფად ახერხებს ამ უნარების შეთვისებას. აქ ერთადერთი საშიშროება არსებობს.

- რა ტიპის საშიშროებაზე მიანიშნებთ?

- ის, რომ მას აქვს გარკვეული ვალდებულებები ვიღაც-ვიღაცების მიმართ.

- კერძოდ?

- როგორც მოარული ხმები ამბობენ, მას ძალიან სერიოზული ვალდებულებები აქვს კრიმინალურ სამყაროსთან. თუ მართლაც აქვს ასეთი ვალდებულებები, ეს ძალიან მძიმე შედეგს მოიტანს ქალაქისთვის.

- ვალდებულებები რა თვალსაზრისით?

- როდესაც გეხმარებიან რაღაცის მიღწევაში, მერე გთხოვენ ათჯერ მეტს. უარის თქმა ამ სამყაროში ძალიან მძიმედ ისჯება. თუ ასეთი ვალდებულებები მართლა არსებობს და თუ ეს ჭორი არ არის, მაშინ ეს ძალიან მძიმედ აისახება ქალაქზე. დარწმუნებული ვარ, ის, რაც გაზპრომთან მოხდა, მისი ხუშტურები არ იყო, რაღაც ვალდებულებებთან იყო დაკავშირებული და ასე შემდეგ. რაც შეეხება იმას, რომ მას აქვს ამბიციები თუნდაც საპრემიერო, მე ამას მივესალმები. ახალგაზრდა ადამიანს ამბიციები უნდა ჰქონდეს. ეს მაიმედებს, რომ ამ ამბიციების გამო ის ნეპოტიზმსა და კორუფციაზე უარს იტყვის, რომ უკეთ წარმოჩნდეს ხალხის წინაშე. მე თბილისი ძალიან მიყვარს და მინდა, რომ ამ ქალაქს ყველაფერი რიგზე ჰქონდეს.

„ახალი თაობა“, 30 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ მიშა კაჭკაჭიშვილთან: „რას წარმოვიდგენდი, რომ ვანო მერაბიშვილის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომისთვის ქუჩაში გამოსვლა კიდევ მომიწევდა“ // „ჯაბა ჯიშკარიანსა და ლევან გოგიჩაიშვილს სათქმელს პირში ვეტყვი“ // „ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გატარებას არ ვაპირებთ“

დღეს, 30 ოქტომბერს, სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციებს იწყებენ. როგორც უფლებადამცველმა მიშა კაჭკაჭიშვილმა „ახალ თაობასთან“ საუბარში განაცხადა, არასამთავრობოები მინისტრის გადადგომამდე გაჩერებას არ აპირებენ.

რას ყვებიან ნუცუბიძის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის თვითმხილველები, რატომ აღარ ახსოვთ ადამიანის უფლებები ხელისუფლებაში გადაბარგებულ უფლებადამცველებს, რა გეგმები აქვთ არასამთავრობოებს? ამის შესახებ მიშა კაჭკაჭიშვილი „ახალ თაობას“ ესაუბრება.

- მიშა, თანასწორობის ინსტიტუტთან ერთად ნაციონალების დროს არაერთი აქცია გაგიმართავთ და რამდენჯერმე იყავით ამის გამო დაკავებული. ელოდით, რომ ნაციონალების წასვლის შემდეგ ისევ დაგიჭერდათ პოლიცია?

- ნამდვილად არ ველოდი, რომ ნაცების წასვლის შემდეგ საქართველოში ასეთი რამე მოხდებოდა.  უბედური შემთხვევისგან არცერთი ქვეყნის პოლიცია არ არის დაზღვეული. რუსთაველზე როცა აქცია გავმართეთ, პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ 3 დღეში გაასაჯაროებდა სამხრე კამერით გადაღებულ კადრებს. აქციაზე მყოფები დამეთანხმებიან, რომ ვნატრობდით, ჩვენი წინასწარი პროგნოზი ყოფილიყო არასწორი და პატრულის მხრიდან არ ყოფილიყო არც გულგრილობა, არც უფლებამოსილების გადამეტება.

29 ოქტომბერს უფლებადამცველები ნუცუბიძის ქუჩაზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის დაკრძალვაზე ვიყავით. იქ მის მეზობლებსა და ტრაგედიის თვითმხილველებს ვესაუბრეთ. შსს სამხრე კამერების ჩანაწერის გავრცელებას არ აპირებს, რაც ძალიან ცუდია. თვითმხილველები ამბობენ, რომ პაატა დიდი ხანი ითხოვდა შველას და თითქმის 15 წუთი გაიძახოდა, ცუდად ვარო. ეს პოლიციამ არაფრად ჩააგდო, პირიქით, ბორკილები დაადეს და ძირს დააგდეს. ამ დროს გარდაიცვალა პაატა. ხელებაწეულ ადამიანს ესვრი, დაკავების დროს ესვრი თუ გულგრილობით მოკლავ, არანაირი განსხვავება არ არის.

- პოლიცია ალბათ ვერ იფიქრებდა, რომ პაატა პავლიაშვილი მოკვდებოდა...

- ადამიანი რომ გეუბნება, ცუდად ვარო, უნდა მიხედო. პოლიციას შინაგანაწესში პირდაპირ უწერია, რომ ცუდად მყოფ მოქალაქეს უნდა დაეხმაროს. მნიშვნელობა არა აქვს, დამნაშავეა თუ არა ის. მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. თვითმხილველების თქმით კი მსგავსი რამე არ ყოფილა. გადაცდომაც არის და გადაცდომაც. კიდევ ვიმეორებ. 15 წუთი იძახდა ეს ბიჭი, ცუდად ვარო. 15 წუთში ყველანაირი სასწრაფო მოასწრებდა მოსვლას. განზრახ მკვლელობა ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ არაადამიანურ მოპყრობასთან გვაქვს საქმე.

- „ქართული ოცნება“ ყოფილ ხელისუფლებას ხშირად ახსენებს მათ დროს ჩადენილ დანაშაულებს, მათ შორის ქუჩაში ხალხის დახვრეტას. ეს ადამიანები ნუცუბიძეზე მომხდარს შეფასებითაც არ აფასებენ. გასაგებია, რომ განზრახ მკვლელობა რა ყოფილა, მაგრამ ადამიანი ცოცხალი აღარ არის...

- „ოცნების“ დამოკიდებულებას ვერაფრით ვხსნი, ასევე არ მესმის იმ ჩემი მეგობრებისა და ყოფილი თანამებრძოლების, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან. გამოდის, ეს ადამიანები წინა ხელისუფლების დროს უკანონობას იმიტომ ებრძოდნენ, რომ სკამები დაეკავებინათ.

- თქვენს მეგობრებში ჯაბა ჯიშკარიანსა და ლევან გოგიჩაიშვილს გულისხმობთ?

- სამწუხაროდ, მათზე მიწევს ამის თქმა. ჩვენ ერთად ვიყავით თანასწორობის ინსტიტუტში.

- მათ, სხვათა შორის, არც თქვენს დაკავებაზე ამოიღეს ხმა…

- ეს მათ ნამუსზე იყოს. გარდა იმისა, რომ მეგობრები ვართ, ნათელმირონობაც მაკავშირებს მათთან. ამის გამო მათზე აქ საუბარი არ მინდა. ჩემს სათქმელს პირში ვეტყვი, ოდესმე ხომ შევხვდებით ერთმანეთს. უბრალოდ, გული მწყდება, ჩვენ ერთად ვიბრძოდით, ერთად გვაკავებდნენ ნაციონალები. მათგან განსხვავებით, ჩვენ პაატა პავლიაშვილის ამბავს არ გავატარებთ. არასამთავრობოები და სამოქალაქო საზოგადოება საპროტესტო აქციებს ვიწყებთ. აქცია გაიმართება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

- მოთხოვნა რა იქნება?

- შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა. ჩვენ სისტემის წინააღმდეგ ვიწყებთ დაუმორჩილებლობას.

- ფიქრობთ, რომ ეს აქცია შედეგს გამოიღებს და მინისტრი გადადგება?

- არ გადადგება და არც ჩვენ გავჩერდებით. რას წარმოვიდგენდი, რომ ვანო მერაბიშვილის შემდეგ კიდევ მომიწევდა შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ქუჩაში გამოსვლა. ნაციონალების წასვლის შემდეგ ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ პოლიციის ქმედებებს გავაპროტესტებდით. ხელისუფლების შეცვლიდან 5 წლის თავზე ისევ პოლიტიკური პოლიცია მივიღეთ. რამდენიმე დღის წინ რომ დამაკავეს, იგივე მუხლი წამიყენეს, რომელსაც სააკაშვილის დროს მიყენებდნენ.

- მაშინ რამდენჯერ მოხდა თქვენი დაკავება?

- აღარც კი მახსოვს, ძალიან ბევრჯერ. ჩემი ბოლო დაკავება იყო უკანონო. კადრებში ნათლად ჩანს, რომ მე ფორმიან პოლიციელს არ დავუკავებივარ, ვიღაც სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა ტიპმა დამაკავა. ჩემი დაკავების ბრძანებაც მან გასცა. არის რაღაცები, რისი მოთმენაც შეიძლება, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ვერ გაატარებ. პაატა პავლიაშვილის ამბის გატარებას არავინ აპირებს. `ოცნებას~ კარგად უნდა ახსოვდეს, როგორ დაიწყო და როგორ დაამთავრა მისმა წინამორბედმა. ნაციონალებისგან დიდად აღარ განსხვავდებიან და შორს არ არის ის დღე, როცა ესენიც დაამთავრებენ.

„ახალი თაობა“, 30 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ტრისტან წითელაშვილთან: „მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება გადაწყვეტილია“ // „მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მოემზადოს არეულობისთვის“

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა მის ექსტრადირებას აპირებს. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. ჩვენებურის ცნობით, გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს, ნებართვით დაიწყო საბუთების მომზადების პროცესი, რომელიც მის დაკავებასა და საქართველოში ექსტრადირებას ისახავს მიზნად.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის გენერალური პროკურორი სამი ოლიგარქის – პუტინის, ივანიშვილისა და პოროშენკოს დაკვეთას ასრულებს. „ნამდვილად, სხვა ვინ იქნება ამით დაკავებული, თუ არა ლუცენკო. ის ყველაზე კარგად იცნობდა ჩემს საქმეებს პრეზიდენტობის პერიოდში. მადლობა, იური, ჩემი მოკრძალებული შრომის ასეთი მაღალი შეფასებისთვის“, – აღნიშნავსმიხეილ  სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას ელოდება ყოფილი პოლიტპატიმარი ტრისტან წითელაშვილი. ის ამბობს, რომ, მისი კიეველი მეგობრების თქმით, უკრაინაში ეს საკითხი აქტიურად განიხილება.

რას ფიქრობენ კიევში სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებაზე, რა პროცესები მოჰყვება ამას საქართველოში, რისთვის უნდა მოემზადოს საქართველოს ხელისუფლება? ამის შესახებ ტრისტან წითელაშვილი „ახალ თაობას“ ესაუბრება.

ტრისტან წითელაშვილი:

- სააკაშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოში მის ექსტრადირებას აპირებს. ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ის სიმართლეს ამბობს. გასულ კვირას უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო უარი უთხრა. შაბათს, 28 ოქტომბერს, ვესაუბრე ჩემს უკრაინელ კოლეგებს, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტები აქვთ თავიანთ ხელისუფლებასთან. მათ მითხრეს, რომ სააკაშვილის ექსტრადირება გადაწყვეტილია და ახლა მიმდინარეობს დოკუმენტაციის შეგროვება, რომელიც მისი დაკავების საფუძველი გახდება. ექსტრადირების გარდა, უკრაინის მთავარი პროკურატურა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის დეპორტაციის საკითხსაც განიხილავს. მის გარდა, იმ პირების დეპორტაციის საკითხიც განიხილება, რომლებიც სააკაშვილმა აქედან წაიყვანა. რამდენიმე პირი უკვე გამოადეპორტეს კიევიდან.

- ოფიციალური კიევი თუ ექსტრადირების გზას აირჩევს, ის საქართველოს უნდა გადმოსცეს. მზადაა ჩვენი ხელისუფლება ნაპრეზიდენტალის ციხეში ჩასასმელად? აქვს „ოცნებას“ ამის გამბედაობა?

- სიმართლე გითხრათ, საქართველოს ხელისუფლებას მისი აქ ჩამოსვლა არ უნდა. კარგად იციან, რაც მოჰყვება მის ციხეში ჩასმას. ეს სცენარი საქართველოს ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

- თქვენი აზრით, რა მოხდება სააკაშვილის ექსტრადირების შემთხვევაში?

- დიდი არეულობა. სააკაშვილს აქ კიდევ ბლომად ჰყავს მომხრეები. ისინი დაიწყებენ საპროტესტო აქციებს, რაც ხელისუფლებისთვის არასასურველია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილის ექსტრადირება დროში მაქსიმალურად გაიწელოს.

- ჩვენს ხელისუფლებას რომ ეშინია, ეს გასაგებია, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებაც შავ დღეშია. გაბედავს ოფიციალური კიევი მის დაკავებას?

- აქამდე ვერც ისინი ბედავდნენ სააკაშვილის წინააღმდეგ რაღაც ზომების მიღებას. ახლა რადგან ეს პროცესი დაიწყეს, ეს იმას ნიშნავს, რომ დაკავება უკვე შესაძლებელია.

- გინდათ თქვათ, რომ ვიღაცამ ოფიციალურ კიევს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებაზე თანხმობა მისცა?

- დიახ, ასეა. აქამდე კიდევ არსებობდა ბერკეტები, რომლებიც სააკაშვილს იცავდა. ახლა ეს ბერკეტები აღარ არსებობს. ამ კაცს არანაირი სტატუსი აღარ იცავს და აღარც დასავლეთში ჰყავს მფარველები. მას აღარ ჰყავს ლობისტები. სხვანარად რომ ყოფილიყო საქმე, უკრაინის მთავარი პროკურორი ლუცენკო არ იტყოდა, რომ სააკაშვილის დაკავების საფუძველი არსებობს.

- მფარველები და ლობისტები თუ აღარ ჰყავს, საქართველოს ხელისუფლება რატომ უფრთხის მის ექსტრადირებას?

- ოდესის ყოფილი გუბერნატორის ექსტრადირებას დიდი ამბები მოჰყვება. „ქართულმა ოცნებამ“, როგორც იქნა, აიწყო ცხოვრება და ახლა სიმშვიდე უნდათ. სააკაშვილის მომხრეები მათ გასაქანს არ მისცემენ. აქ სიტუაცია აირევა და აქცია აქციაზე გაიმართება.

- ხელისუფლება აცხადებს, რომ ნაციონალებს არაფრის თავი აღარ აქვთ...

- თავი როგორ არა აქვთ. სააკაშვილის ექსტრადირების შემთხვევაში ბევრს გამოიყვანენ ქუჩაში. ყოფილ ხელისუფლებას ამისთვის რესურსები ჯერ კიდევ აქვს. ამიტომ არ უნდა „ოცნებას“ ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ, სააკაშვილის გარდა, საქართველოში გამოადეპორტებენ რამდენიმე ათეულ ადამიანს. როგორც ჩემმა უკრაინელმა კოლეგებმა მაცნობეს, უკვე მზად არის 50-კაციანი სია.

- ესენი ყველანი ქართველები არიან?

- ყველა მათგანი აქედან არის წასული. ეს ხალხი თავიდან მაიდნის პროცესებში მონაწილეობდა. ამის შემდგომ ისინი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვნენ. უკრაინელები სააკაშვილს, ფაქტობრივად, უახლოესი გარემოცვის გარეშე ტოვებენ. ჯერ ამათ გამოყრიან კიევიდან და მერე დაიჭერენ სააკაშვილს.

- უკრაინელებიც ხომ არიან მის გარემოცვაში, მათ რაღას უზამენ?

- უკრაინელები სააკაშვილს ბოლომდე გვერდით არ დაუდგებიან. წინა ინტერვიუში გითხარით, რომ მას იულია ტიმოშენკოსთან და ოპოზიციის სხვა ლიდერებთან დაეძაბა ურთიერთობა. ისინი ოდესის ყოფილი გუბერნატორის დასაცავად თავს დიდად აღარ შეიწუხებენ. მინდა, იმ 50 კაცს დავუბრუნდე, რომელთა დეპორტაცია იგეგმება. მინდა, ხელისუფლებას მივმართო, რომ მათ დაბრუნებას მშვიდად ნუ შეხვდებიან. ეს არ არის ის პროცესი, რომელსაც ადამიანმა შეიძლება მშვიდი თვალით შეხედო. ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ხალხი, რომლის დეპორტაციაც იგეგმება, უკრაინაში მაიდანზე და საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდა.

- ამით რის თქმა გინდათ, რომ ეს ხალხი აქ ახალ მაიდანს მოაწყობს?

- რატომაც არა. ეს ხალხი ყველაფერზეა წამსვლელი, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება მზად არ არის. ცალკე პრობლემაა თავად ხელისუფლების შემადგენლობა. აქამდეც არაერთხელ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ხელისუფლება ნაციონალებით არის სავსე. არავინ იცის, რას იზამენ ისინი, როცა აქ სააკაშვილი ჩამოვა.

- თქვენი აზრით, რას უნდა ელოდოს მათგან ხელისუფლება?

- ყველაფერს. ნაციონალები იმდენი არიან და ისეთი თანამდებობები უკავიათ, რომ ყველა მიმართულებით შეუძლიათ საბოტაჟის შექმნა.

- ისევ უკრაინის ხელისუფლებას დავუბრუნდები. გენერალური პროკურორი სააკაშვილის ექსტრადირებას ითხოვს. რა პოზიციას დაიკავებს შს მინისტრი ავაკოვი? ყველა აღიარებს, რომ თავის დროზე მან მისცა საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინის საზღვრის გადალახვის უფლება. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის გამო შს მინისტრს პრეზიდენტ პოროშენკოსთან ურთიერთობა დაეძაბა. არ დაიცავს სააკაშვილს ავაკოვი?

- ავაკოვსა და პოროშენკოს შორის დაძაბულობა ისევ არის. მან სააკაშვილი სწორედ იმიტომ შეუშვა უკრაინაში, რომ პრეზიდენტისთვის თავისი საჭიროება დაენახვებინა. ავაკოვი ძალიან კარგად იცნობს სააკაშვილს და კარგად იცის, რომ მისგან კარგი არაფერია მოსალოდნელი. ვფიქრობ, ის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის ექსტრადირებას ხელს არ შეუშლის. ამით მთელი უკრაინა დიდ ჭირს მოიშორებს, საქართველოს ხელისუფლება კი არეულობისთვის უნდა მოემზადოს.

„ახალი თაობა“, 30 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ჯემალ გამახარიასთან: „რუსეთი სოხუმში სპეციალიზებულ საბაჟო საგუშაგოს ქმნის“ // „მოსკოვის ქმედება საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა შეაჩეროს“

2017 წლის 1 ნოემბერს ძალაში შედის რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის უფროს ვლადიმერ ბულავინის №1446 ბრძანება აფხაზეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი საოკუპაციო სტრუქტურის, სპეციალიზებული საბაჟო საგუშაგოს შექმნის შესახებ. რუსეთის ამ გადაწყვეტილებას „ახალ თაობასთან“ აფასებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია.

- ბატონო ჯემალ, როგორ აფასებთ რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებას აფხაზეთში ახალი საბაჟო საგუშაგოს შექმნის შესახებ?

_ რუსეთის ფედერაციის აღნიშნული გადაწყვეტილება არის აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. დამტკიცებულია აღნიშნული საბაჟოს საშტატო განრიგი. ახალ საოკუპაციო უწყებაში ძირითადად რუსი მებაჟეები დასაქმდებიან. აფხაზ მებაჟეთა დათხოვნის მტკივნეული პროცესი კი უკვე დაწყებულია. აფხაზეთის საბაჟო საგუშაგო ქალაქ სოხუმში კიროვის ქუჩაზე (ამჟამად არძინბას ქუჩა) №4 სახლში განთავსდება. საგუშაგოს თავისი კოდი აქვს მინიჭებული – 10000010.

- რეალურად და ფაქტობრივად, რუსეთის აღნიშნული გადაწყვეტილება ხომ არ გამოიწვევს ე.წ. საბაჟო საგუშაგოების მთლიანად რუსეთის ამ სტრუქტურისთვის დაქვემდებარებას?

- რასაკვირველია, ამაზეა საუბარი. ფაქტობრივად, აფხაზეთში საბაჟო სამსახური გადადის რუსეთის ხელში. ე.წ. დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არსად ჩანს. ეს არის ანექსიისკენ გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯი. აფხაზეთის ბიუჯეტი იგივე რუსეთის ბიუჯეტია. თუმცა, აფხაზეთსაც აქვს თავისი შემოსავალი, მაგრამ აღნიშნული საბაჟო მთლიანად რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

- ე.ი. რუსეთი აფხაზეთს თანხას გრანტის სახით კი არ აძლევს ამ საგუშაგოს დასაფინანსებლად, არამედ ამ სტრუქტურას პირდაპირ იქვემდებარებს და პირდაპირ თვითონ აფინანსებს...

- დიახ. მთელი საფინანსო შემოსავლები გადადის რუსეთის ხელში.

- აფხაზი მებაჟეების გათავისუფლების მტკივნეული პროცესი დაწყებულიაო. აფხაზების მხრიდან რა რეაქცია მოჰყვა აღნიშნულ გადაწყვეტილებას?

- პირველ ეტაპზე ძალიან მწვავე რეაქცია ჰქონდათ. ამას მოჰყვა აფხაზეთის საბაჟო სამსახურის უფროსის გადაყენება და ახალი პირის დანიშვნა, რამაც ცოტა შეაჩერა აფხაზი მებაჟეების გათავისუფლების პროცესი. თუმცა, ეს იყო დროებითი ღონისძიება, აფხაზები იქ არავის სჭირდება. რამდენიმე აფხაზს თუ დატოვებენ, ეს არაფერს ნიშნავს. მთავარია, აღნიშნული სამსახური რუსეთის ფედერაციის საბაჟოს დაქვემდებარებაში გადადის.

- რუსეთი აფხაზეთში საბაჟოს იქვემდებარებს, კარასინმა კი განაცხადა, ერთობლივი საბაჟო კონტროლისთვის ქართული მხარე მზად არ აღმოჩნდაო...

- გრიგორი კარასინი საუბრობდა ჟენევაში 2011 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე. ზემოთ აღნიშნული ბრძანებით, რუსეთი მთლიანად უგულებელყოფს 2012 წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის, შვეიცარიის შუამავლობით 2011 წლის 9 ნოემბერს ჟენევაში საქართველოსა და რუსეთს შორის „საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ გაფორმებულ ხელშეკრულებას. აღნიშნული ხელშეკრულება საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთზე ტვირთების მოძრაობის კონტროლს ითვალისწინებს. როდესაც რუსეთის დაქვემდებარებაში გადადის მთელი საბაჟო სამსახური, ეს ხელშეკრულებაც ირღვევა და ის ვალდებულებაც, რომელიც რუსეთმა აიღო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას. ეს ხელშეკრულება გახდა მიზეზი, რომ საქართველომ ხმა მისცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას.

მოგეხსენებათ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში სრული კონსენსუსით მიიღება გადაწყვეტილებები. საქართველო ამ ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების წინააღმდეგი იყო, რადგან რუსეთს დარღვეული ჰქონდა როგორც რუსეთ-საქართველოს, შესაბამისად, ეკონომიკური საზღვარიც. ამ ხელშეკრულებით მოხდა საქართველოს ეკონომიკური საზღვრის დაფიქსირებაც, რომელიც საერთაშორისოდ ცნობილ სახელმწიფო საზღვარს ემთხვეოდა, მაგრამ აღებულ ვალდებულებას რუსეთი დღემდე ასრულებს.

- საქართველო-რუსეთს შორის საზღვარზე არსებულ მთავარ საბაჟოს ფსოუზე, რომელსაც ჩვენც ვცნობთ, ფაქტობრივად, რუსეთი აკონტროლებს. ამჯერად საუბარია ჩვენს ადმინისტრაციულ საზღვარზე, ენგურზე არსებული საბაჟოს პირდაპირის წესით გაკონტროლებაზე?

- დიახ. საბაჟო სამსახურს ენგურიდან ფსოუმდე იქვემდებარებს რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახური. უფრო მეტიც, ეს არა მარტო აფხაზეთის მთელ ტერიტორიას მოიცავს, არამედ – რუსულ საბაჟოსაც ადლერში. დოკუმენტში ახლადშექმნილი საბაჟო საგუშაგოს სამოქმედო რეგიონად აფხაზეთის მთელი ტერიტორია და რუსეთის საბაჟო საგუშაგო – მრავალმხრივი საავტომობილო გამშვები პუნქტი ადლერი – განისაზღვრა. ამ უკანასკნელის აფხაზეთისთვის მიბმა თუ, პირიქით, აფხაზეთის მიბმა ამ რუსული საბაჟო საგუშაგოსთვის აფხაზური „სახელმწიფოს“ მიმართ რუსეთის ნამდვილი დამოკიდებულების მკაფიო მაჩვენებელია. ე.წ. აფხაზეთის სპეციალიზებული საბაჟო საგუშაგოს დებულება რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა ა.წ. 29 სექტემბრამდე დაამტკიცა, ამა წლის 1 ნოემბერს კი ზემოხსენებული ბრძანება ძალაში შედის. ამ დღიდან აფხაზეთში ოფიციალურად რუსული საბაჟო საგუშაგო ამოქმედდება. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსის მოადგილე სტრუკოვს აქვს დაკისრებული.

- ენგურთან არსებულ საბაჟოზეც...

- დიახ. ბოლო წლების განმავლობაში რუსეთი აფხაზებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. ვგულისხმობთ 2014 წლის 24 ნოემბერს აფხაზეთისთვის თავსმოხვეულ ე.წ. ხელშეკრულებას „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, 2015 წლის 21 ნოემბრის „ხელშეკრულებას~ გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის შესახებ, რუსეთის მიერ ამ უკანასკნელის რატიფიკაციას 2016 წლის ნოემბერში, 2017 წლის 18 მაისს სოჭში გაფორმებულ „შეთანხმებას“ შს ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ. ყოველივე ამის შემდეგ აფხაზეთის დეკლარირებული სუვერენიტეტი უკვე ქაღალდზეც აღარ დარჩა.

- რუსები უკვე ღიად მოქმედებენ...

- ასეა. ადრე მოსკოვი და სოხუმი საკუთარი თავის მოსატყუებლად „სახელმწიფოთაშორის“ ან „უწყებათაშორის“ ე.წ. ხელშეკრულებებს მაინც აფორმებდნენ. ახლა უკვე რუსეთის ერთ-ერთი ფედერალური უწყება საკუთარი ბრძანებით აფხაზეთის მთელ ტერიტორიას იქვემდებარებს. რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის 2017 წლის 12 სექტემბრის ბრძანება აფხაზეთის სპეციალიზებული საბაჟო საგუშაგოს შექმნის თაობაზე წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ერთ-ერთ ყველაზე თავხედურ გამოვლინებას. ამ ბრძანებით რუსეთის სახელმწიფო არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, აგრეთვე იმ საყოველთაოდ აღიარებულ სამართლებრივ ნორმებს, რომლებიც საბაჟო სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას არეგულირებს.

- რუსეთის გადაწყვეტილებაზე საქართველოს სახელმწიფოს რეაქციას როგორ აფასებთ?

- საქართველოს სახელმწიფოს რეაქცია ჰქონდა, გააკეთა განცხადებები, მაგრამ რუსეთი საქართველოს რეაქციის იგნორირებას ახდენს. ამიტომ ამ საკითხს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას, რომელიც აფხაზეთის ანექსიისკენ არის მიმართული. საქართველოს მთავრობამ ეს საკითხი მსჯელობის საგნად უნდა აქციოს მსოფლიო სავაჭრო და საბაჟო ორგანიზაციებში, აგრეთვე მეგობარი სახელმწიფოების ჩართულობით, ყველა შესაძლო პოლიტიკური და სამართლებრივი ბერკეტი უნდა აამოქმედოს, რომ წინ აღუდგეს მოსკოვის მორიგ მტრულ გამოხდომას საქართველოს წინააღმდეგ.

„ახალი თაობა“, 30 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „სეპარატიზმი ისეთი აქლემია, რომელიც კრემლთანაც დაიჩოქებს“ // „კატალონიის შემთხვევას სოხუმსა და ცხინვალს ვერ შევადარებთ“

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჭრილში ესპანეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

- ბატონო სოსო, კატალონიაში განვითარებულ მოვლენებს როგორ შეაფასებდით?

- კატალონიელი სეპარატისტებისთვის არასასიამოვნო სიურპრიზად იქცა, პირველ რიგში, მათი ლიდერისთვის, ევროკავშირის, დონალდ ტუსკის შეუვალი პოზიცია. მათ მაცდუნებელი პრაქტიკა ჰქონდათ, რომელმაც ისინი შეცდომაში შეიყვანა, რომ ევროკავშირი, ტრადიციულად, თვალს ხუჭავს და თითქოს ეგუება სეპარატისტულ გამოხდომებს აგერ უკვე 20 წელია, დაწყებული საქართველოთი, მთიანი ყარაბაღითა და დნესტრისპირეთით გაგრძელებული.

- თუმცა შუაგული ევროპა სხვაა, როდესაც შენ გეხება...

- შუაგული ევროპა იყო კოსოვო. კოსოვოს პრეცედენტს, თუ შეიძლება ასე ითქვას, დღეს იმკის ევროკავშირი. თუ კოსოვო შეიძლება დამოუკიდებელი იყოს, რატომ არ შეიძლება, კატალონია იყოს? ეს აქვთ მაგალითად. განსხვავებით სხვა რეგიონებისგან, სადაც მართლაც სამოქალაქო დაპირისპირება, ომები იყო და რაც ჩვენც გამოვიარეთ, კატალონია მაინც ევროპაა და, როგორც ევროპას შეეფერება, ისე იქცევა, მშვიდობიანად, რეფერენდუმით ითხოვს ამ უფლების დაკანონებას.

კოსოვოს, გნებავთ, საქართველოს მოვლენების დროს, ევროპა, ევროკავშირი სრულიად სხვა მდგომარეობაში იყო. ბრექსითმა ევროკავშირის სკამის ოთხი ფეხიდან ერთ-ერთი ძალიან ძლიერად შეარყია. როგორც ჩანს, ბრექსითის შემდეგ ბრიუსელში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს არის საბოლოო წერტილი.

კატალონიელ სეპარატისტებს ბრიუსელმა პირდაპირ უთხრა, გახვალთ ესპანეთის შემადგენლობიდან, გელით ესა და ეს, რომ ევროკავშირის შემადგენლობაში ცალკე ერთეულად ვერ იქნებით წარმოდგენილი, რომ მათ ყველა დანარჩენ ევროკავშირის სახელმწიფოსთან მოუწევთ თავისუფალი ვაჭრობის წარმოება, კატალონიას კი არა, აგერ ინგლისს გაუჭირდა თავისუფალი ვაჭრობის დამყარება ევროკავშირის სხვა წევრებთან, რადგან ყველა თავის ბაზარს იცავს. ტერეზა მეი, ინგლისის პრემიერი, არ არის გამორიცხული, რომ ამ ყველაფერს გადაჰყვეს კიდეც, რადგან ბრექსითი ვერ სრულდება დაანონსებულ ვადებში. ევროკავშირი ასე მარტივად არ ამთავრებს გაყრის პროცედურებს.

ზოგადად, სეპარატიზმის სათავე, სხვა ყველაფერთან ერთად, არის ფული. კატალონია მდიდარია. ისინი ფიქრობენ, რომ უფრო მეტს აძლევენ მადრიდს, ვიდრე უკან იღებენ. იგივე ხდება ვენეციაშიც. დოჟების შთამომავლებმა უცებ დაითვალეს, რომ 70 მილიარდ ევროს უხდიან ცენტრალურ ხელისუფლებას და უკან მხოლოდ 30 მილიარდს იღებენ.

სეპარატიზმს ასევე კვებავს ეიფორია, დამოუკიდებლობის ჟინი, რომელიც ორლესული მახვილია.

- ამ პრეცედენტებს შეიძლება, დომინოს ეფექტი ჰქონდეს?

- თუ კატალონიას გაუვიდოდა, მაშინ არა მხოლოდ ვენეციაში მოჰყვებოდა ამას დომინოს ეფექტი, არამედ ჩრდილოეთ იტალიაშიც, სადაც რეფერენდუმი უკვე დანიშნულია და სხვა ბევრ ქვეყანაშიც.

- კატალონიის ფაქტი აფხაზებს, ოსებს უფრო შემატებს ძალას, უფრო თავდაჯერებულები გახდებიან?

- თუ კატალონიელმა სეპარატისტებმა მიზანს მიაღწიეს, მაშინ ძალასაც შემატებს და კიდევ უფრო მეტიც იქნება ეს მოვლენა, თუმცა ჯერჯერობით ჩვენ ამ საშიშროების წინაშე არ ვდგავართ. რაც შეეხება ისეთ ფაქტებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა სულ ცოტა ხნის წინ, ისინი ყოვლად დაუშვებელია. ვგულისხმობ იმას, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მედოევი იტალიაში რეგიონის ლიდერებს ხვდება, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმომადგენელი. იტალიაში ჩვენმა ელჩმა ამის გამო პროტესტი გამოთქვა?! ან ჩვენ თუ დავიბარეთ იტალიის ელჩი საქართველოში და განმარტება მოვთხოვეთ?!

დღეს 70/30-ზეა მადრიდის სასარგებლოდ. პირები, რომლებიც დგანან ასეთ დროს სეპარატისტულ იდეებთან, ძალიან ბევრს განსაზღვრავენ ხოლმე. კატალონიის სეპარატისტი ლიდერები არ არიან სეპარატისტი ბოევიკები. კარლეს პუჩდემონს არძინბასა და ხაჯიმბას ვერ შევადარებთ. ის მაინც ცდილობს, როგორმე დამოუკიდებლობა მშვიდობიანი გზით მოიპოვოს. ის ამბობს, რომ დემოკრატიული პროტესტის უფლება აქვთ და ამ გზით მოიპოვებენ დამოუკიდებლობას. ეს კი შეიარაღებულ აჯანყებას გამორიცხავს.

კატალონიელი, ბასკი სეპარატისტების გვერდით რუსეთი არ დგას. დნესტრისპირეთში, ყარაბაღში, ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის დახმარებით სეპარატისტებს თვალი იარაღისკენ ეჭირათ. მართალია, სეპარატიზმი ყველგან სეპარატიზმია, მაგრამ ეს ორი მოვლენა განსხვავებულია. ჩვენს შემთხვევაში, როგორც დანარჩენ ორ შემთხვევაში, წამყვანი იყო რუსეთის ფაქტორი. აფხაზური და ოსური სეპარატიზმის შემთხვევაში რუსეთის ფაქტორმა განსაზღვრა ყველაფერი. რომ არა რუსეთის ფაქტორი, სულ სხვანაირად წარიმართებოდა ყველაფერი და ეს შედეგიც არ გვექნებოდა, არც ომი იქნებოდა და არც ასეთი სასტიკი შედეგები.

დღეს რუსეთი კატალონიას მხარს უჭერს, მაგრამ ოფიციალურ დონეზე ლავროვის უწყების განცხადება ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. რუსეთსაც ეშინია, რადგან მშვენივრად იცის, რომ სეპარატიზმი ისეთი აქლემია, რომელმაც შეიძლება კრემლის კართანაც დაიჩოქოს.

„კვირის პალიტრა“, 30 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ დიდი ბრიტანეთის ელჩთან ჯასტინ სმითთან: „ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ არ ვტოვებთ ევროპას!“

ვაჟა თავბერიძე

ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო და საქართველო წელს დიპლომატიური­ ურთიერთობის აღდგენის 25-ე წლისთავს­ აღნიშნავენ. “კვირის პალიტრა” ბრიტანეთის ელჩ­ ჯასტინ­ მაკენზი სმითთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ:

- წელს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 25-ე წლისთავს ვზეიმობთ, თუმცა, ჩვენი ურთიერთობა ბევრად დიდი ხნისაა. მინდა, სიამოვნებით გავიხსენო, რომ ბრიტანეთი შედიოდა იმ ქვეყნების რიცხვში, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარეს ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობისას. თუმცა, ურთიერთობა მე-19 საუკუნეზე ადრეც დავიწყეთ. დღეს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა სამ ქვაკუთხედზე დგას: პირველი – სტაბი­ლურობაა. ჩვენ მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ვეხმარებით მის აღდგენაში; მეორე­ – მდგრადი დემოკრატია. ვცდილობთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას საქართველოში; და მესამე – ბრიტანელ და ქართველ ხალხთა ურთიერთობა. ამის ნათელი მაგალითები გვაქვს განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში.

- რადგან ისტორიის განხილვით დავიწყეთ,­ გამოვიყენებ შანსს და გკითხავთ ერთი უხერხული ეპიზოდის შესახებ ქართულ-ბრიტანულ ურთიერთობაში. ვგულისხმობ სწორედ პირველი­ რესპუბლიკის პერიოდს, როდესაც ბრიტანეთის უშუალო ჩარევით საქართველოს, ფაქტობრივად, მოუწია ლორე-ტაშირის რეგიონის სომხეთისთვის დათმობამ. თითქმის­ ერთი საუკუნის მერე, როგორ შეაფასებთ ამ ინციდენტს?

- ეს შეკითხვა უფრო პრაქტიკოს ისტორიკოსებს უნდა დაუსვათ. სამაგიეროდ, სიამოვნებით გავიხსენებ იმ წლებში ტრანსკავკასიაში ბრიტანეთის კომისარ სერ ოლივერ უორდროპის მოღვაწეობას. ის ძალისხმევას არ იშურებდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მსოფლიოს ეღიარებინა.

- კიდევ ერთი უხერხული შეკითხვა – კაიმანის კუნძულები, როგორც ვიცი, ბრიტანული ავტონომიაა? ახლახან საქართველოში ბევრი დააფიქრა იმ ფაქტმა, რომ კაიმანის კუნძულების სახელმწიფო ვებგვერდებზე აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთი ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწი­ფო­ებადაა მოხსენიებული. რატომ?

- ბრიტანეთის მთავრობა, და ეს შემიძლია ასპროცენტიანი გარანტიით გითხ­რათ, არ ცნობს ამ რეგიონებს როგორც ქვეყნებს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხა­რს საქართველოს ტერი­ტ­ორიულ მთლიანობას და ეს არაერთხელ განვაცხად­ეთ ამ 25 წლის განმავლობაში.

- ბრიტანული პოლიტიკაც განვიხილოთ. ბრე­ქსიტმა საქართველოშიც ყველა გააოცა – ბევრს ვერ წარმოედგინა, რომ ვინმეს შეიძლებოდა არ ნდომოდა ევროკავშირში ყოფნა. ეს ჩვენთვის, ფაქტობრივად, აუხდენელ ოცნებად­ იქცა… რა გაკვეთილის მიღება შეუძლია ქართველ საზოგადოებას ამ ყველაფრისგან?

- ბრექსიტი ნიშნავს, რომ ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვტოვებთ ევროპას. ეს შეუძლებელია – ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ, გეოგრაფიით, ისტორიულ­ად, ფსიქოლოგიურად. ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ არ ვტოვებთ ნატოს. ვრჩებით ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად ალიანსში, რომელიც დღეს ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარი გარანტორია. ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს მაგრამ არ ვტოვებთ გაეროს, რაღა თქმა უნდა, ვრჩებით გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრადაც.

ასე რომ, ბრექსიტი არის გადაწყვეტ­ილება, რომელიც მხოლოდ ბრიტანეთსა­ და ევროკავშირს შორის ურთიერთობას ეხება. რაღა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს­ რომ ბრიტანეთი მხარს აღარ დაუჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ეს არის საქართველოს ამბიცია, მისი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი. ეს ღირებულებები ბრიტანული ღირებულებებიცაა. მიუხედავად იმისა, რომ ბრ­იტანელებმა გადავწყვიტ­ეთ­ ევროკავშირის დატოვება, ეს არ ნიშნავს, რომ მხარს არ დავუჭერთ საქარ­თველოს მისწრაფებას, გახდეს ნატოს ან ევროკავშირ­ის­ წევრი.

- და, ალბათ, უნდა განვიხილოთ დამოუკიდებლობის რეფერენდუმების ახალი ტალღაც ევროპაში. კატალონიამ შეძლო ის, რაც ვერ მოახერხა შოტლანდიამ. ხომ არ ფიქრობთ, რომ­ კატალონიის მაგალითი შოტლანდიელებს კიდევ ერთი ცდისკენ უბიძგებს?

- მე შოტლანდიელი ვარ და შოტლანდიელებზე ერთს ვიტყოდი – არ გვიყვარს, როდესაც ჩვენ მაგივრად გადაწყვეტილებებს­ სხვა იღებს. კარგია თუ ცუდი, ჩვენვე გვირჩევნია, მივიღოთ გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაც ვიტვირთოთ. მოახდენს თუ არა კატალონიის ამბები გავლენას შოტლანდიაზე? ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ ბრიტანეთი მყარად უჭერს მხარს ესპანეთის კონსტიტუციის ხელშეუხებლობას. რაც შეეხება შოტლანდ­იას, 2015 წელს ჩატარებულ რეფერენ­დუმში უმრავლესობამ გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენა ამჯობინა. ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და პატივს ვცემთ უმრავლესობის გადაწყვეტილებას.

- როგორ ფიქრობთ, სად გადის ბალანსი ტერიტორიულ მთლიანობასა და თვითგამორკვევის უფლებას შორის?

- ჩვენი აზრით, არსებული სტატუს-კვო საქართველოს ინტერესებში არ შედის. ეს სტატუს-კვოც არ არის – ეს უკუსვლაა. ეს ყველაფერი თავისით არ მოგვარდება – აი, ასეთია ჩვენი შეფასება. ჩვენი ჩართულობა ორმხრივია – ერთი მხრივ, ვცდილობთ საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღების მიპყრობას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა დაუშვებელია. ამას ვაკეთებთ გაეროში, ეუთოში და სხვა საერთაშორისო ფორუმებზე. ასევე ვმონაწილეობთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი გზა გრძელვადიანი გამოსავლისკენ მხოლოდ დიალოგია.

- თქვენს ერთ-ერთ წინა პოსტზე ბრიტ­ანეთ-რუსეთის ურთიერთობას კურირებდით. რას ურჩევდით საქართველოს მთავრობას, რომელიც ცდილობს რუსეთთან დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებას?

- არა მგონია, საქართველოს ხელისუფლებას ჩემი რჩევა სჭირდებოდეს რუსეთთან ურთიერთობაში…

- რატომ, ხომ თქვით, რომ დიალოგი აუცილებელია, სოხუმსა და ცხინვალთან დიალოგი კი ავტომატურად მოსკოვთან დიალოგსაც ნიშნავს…

- ჩვენ ვემხრობით აბაშიძე-კარასინის ფორმატს, მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რამდენად ძნელია თქვენთვის რუსეთთან დიალოგი, მაშინ როცა თქვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა სწორედ რუსეთის ქმედებების გამოა უგულებელყოფილი.

- საქართველოში ელჩობამდეც რამდენჯ­ერმე იყავით, მეტიც, ლაპარაკობთ ქართულად…­ თქვენი შთაბეჭდილებები საქართველოზე?

- გულწრფელად მიყვარს თქვენი ქვეყანა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მის უდიდებულესობას საქართველოში ელჩის რანგში ვემსახურები. მე ყოველდღე ვხედავ, რამხელა პოტენციალია აქ. რამხელა პოტენციალი აქვთ ქართველ ახალგაზრდებს. თუ ჩვენ, ბრიტანეთის საელჩო და პირადად მე, როგორც ელჩი, ამ ახალგაზრდებს პოტენციალის გამოვლენაში დავეხმარებით, ძალიან ბედნიერი ვიქნები.

„კვირის პალიტრა“, 30 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტთან: „დროა, ამ პროცესებით პროკურატურა დაინტერესდეს“ // „ეროვნული ბანკის გამოქვეყნებულ მაჩვენებლებში ჩანს, რომ ყოველწლიურად იზრდება კომერციული ბანკების მოგება“ // „ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ პასუხი შეკითხვაზე, იდება თუ არა ამ ელექტრონულ პლატფორმაზე არაკეთილსინდისიერი, ფიქციური გარიგებები და ხდება თუ არა ხელოვნურად კურსზე თამაში“

ემა ტუხიაშვილი

მხოლოდ გასული ერთი კვირის განმავლობაში ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 7 თეთრით გაუფასურდა, ევროს მიმართ კი ლარმა გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი აჩვენა – 1 ევროს ღირებულება 3 ლარს გადასცდა. ლარის გაუფასურებაში ოპოზიცია კვლავ ხელისუფლებას ადანაშაულებს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, მმართველი გუნდი პასუხს ეროვნულ ბანკს სთხოვს, რაზეც ამ უკანასკნელის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ექსპერტების ნაწილი ბანკების მხრიდან ლარის კურსზე ზემოქმედების მიზნით შესაძლო სპეკულაციებზე ლაპარაკობს და ამ საკითხით დაინტერესებას პროკურატურისგან ითხოვს.

ვაჟა კაპანაძე, ეკონომიკის ანალიტიკოსი:

- ლარმა, ფაქტობრივად, გაუფასურება დაიწყო მოქმედი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის, ანუ 2012 წლის შემდეგ და ამას ეროვნული ბანკის მონაცემებიც ცხადყოფს. ადრე მოქმედებდა ბანკთაშორისი ბირჟა, სადაც მიმდინარეობდა სავალუტო ოპერაციები, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვა. 2009 წლიდან ეტაპობრივად მოხდა “ბლუმბერგის” პლატფორმაზე გადასვლა, თუმცა, იმ დროს საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო – როგორც კომერციული ორგანიზაციებისგან, ასევე სახელმწიფოც მოიზიდავდა დიდ ფინანსურ ნაკადებს უცხოურ ვალუტაში. ამიტომ, ლარის კურსი დოლარის მიმართ იმ დროს დაახლოებით 1,40 ლარის ფარგლებში იყო და გამყარების ტენდენციით ხასიათდებოდა. თუმცა, ეს ისეთი არაბუნებრივი იყო, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უშლიდა ხელს და სავარაუდოდ, საფინანსო ორგანიზაციების რჩევით, ერთ დღეში კურსმა 1,40-დან 1,69-მდე აიწია. ეს იყო წმინდა წყლის ადმინისტრაციული ზემოქმედება ლარზე მისი გაუფასურების მიზნით, რასაც შემდეგ “შავი პარასკევი” შეარქვეს. კურსის შენარჩუნება დაახლოებით ამ დიაპაზონის ფარგლებში დიდხანს მოხერხდა.

მოქმედი ხელისუფლების მოს­ვლის შემდეგ, დოლარის მიმართ ლარის კურსმა გაუფასურება დაიწყო, რაც თითქოსდა ბრალდებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესა და მის არასწორ მონეტარულ პოლიტიკას, როცა ის დიდი მოცულობის რეფინანსირების სესხებს აწვდიდა კომერციულ ბანკებს. გიორგი ქადაგიძის შეცვლის შემდეგ ლარმა სწრაფი გამყარება დაიწყო და 2,50-იანი ნიშნულიდან 2,20-მდე ჩამოვიდა, რამაც საზოგადოებაში ოპტიმიზმიც გააჩინა, რომ ლარი ძველ ნიშნულს დაუბრუნდებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა და რამდენიმე თვეში ლარმა კვლავ დაიწყო გაუფასურება და მოძრაობა 2,50-იანი ნიშნულისკენ.

- რით ხსნით ამას? რა ფაქტორები ახდენდა გავლენას ამ პროცესზე?

- ერთ საინტერესო გარემოებას მინდა მიაქციოთ ყურადღება – რატომღაც ოქტომბრის ბოლოდან და ნოემბრის დასაწყისიდან კურსი გაუფასურებისკენ იცვლება. ამის მიზეზები ქვემოთ ავხსნათ, მანამდე კი რამდენიმე ფაქტი გავიხსენოთ: ახლაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ლარის გაუფასურების მიზეზად საგარეო ფაქტორები მოჰყავს. მან თქვა, რომ ჯერ კიდევ არ არის ამოწურული ეგზოგენური ფაქტორების ზეგავლენა ეკონომიკაზე და ამიტომ დაიწყო ლარმა გაუფასურება. ეგზოგენურ ფაქტორებში ის საგარეო შოკებს გულისხმობს. ამ თეზას თუ დავუჯერებთ, მაშინ გამოდის, რომ გარე შოკები სულ მოქმედებდა მთელი წლის განმავლობაში და მათ უფრო მეტი გავლენა უნდა მოეხდინა წლის დასაწყისში, ვიდრე მიწურულს, რადგან ახლა სახეზე გვაქვს ბევრი მაკროეკონომიკური პარამეტრის გაუმჯობესება. მაშინ რა გამოდის? – გარე ფაქტორებმა ეკონომიკაზე პოზიტიურად იმოქმედა, ხოლო ლარის კურსზე ნეგატიურად? გამომდინარე აქედან, ლარის გაუფასურების მიზეზად გარე ფაქტორების დასახელება თითიდან გამოწოვილი ფაქტორია.

- ექსპერტების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ლარის გაუფასურებაში დამნაშავეა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, ტურისტული სეზონის დასასრული, საარჩევნოდ დახარჯული ფული, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯვითი ნაწილის გააქტიურება წლის ბოლოს და სხვა…

- ექსპერტების ნაწილი, რომელიც ლარის გაუფასურებას არჩევნებს აბრალებს, ვფიქრობ, განსაზღვრული პოლიტიკური ინტერესებით ხელმძღვანელობს. ეს ადგილობრივი არჩევნები იყო და მასში იმხელა ფინანსური რესურსი არ მონაწილეობდა, რომ ლარის კურსზე მოეხდინა გავლენა. ასეც რომ ყოფილიყო და ასეულობით მილიონიც რომ დაეხარჯათ პარტიებს წინასაარჩევნოდ, ეს ლარის კურსზე არჩევნების მეორე დღეს კი არ აისახებოდა, არამედ მანამდეც ექნებოდა გავლენა, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში. იგივე შეიძლება ითქვას ტურისტულ სექტორზეც. ერთ დღეს ხომ არ შეწყვეტილა ტურისტების შემოდინება საქართველოში, რომ ამას მყისიერი გავლენა ჰქონოდა კურსზე? ეს ფაქტორები, შესაძლოა, თავისთავად, გარკვეულ­წილად მოქმედებდნენ კიდეც, მაგრამ არა 4 დღეში 7-8-თეთრიანი გაუფასურების ეფექტით. ასეთ მყისიერ გავლენას ლარი-დოლარის გაცვლით კურსზე ვერც ტურისტული და ვერც პოლიტიკური ფაქტორი ვერ მოახდენდა და ვერც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი.

როცა ფუნდამენტურ ფაქტორებზეა ლაპარაკი, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ექსპორტ-იმპორტის ბალანსი ქვეყანაში გაუმჯობესებულია, ასევე გაუმჯობესებულია ინვესტიციების შემოდინება, ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის პერიოდთან შედარებით გაზრდილია. სწორედ ამ ფონზე იბადება შეკითხვა – მაშინ რა ხდება?

ჩემი შეფასებით, აქ ადამიანური ფაქტორებია საძებარი და არა ეკონომიკური. ლაპარაკია ადამიანების მიერ მოფიქრებულ სქემებზე, რაშიც ვგულისხმობ იმას, რომ “ბლუმბერგის” პლატფორმაზე უფრო დომინირებს კორპორაციული ინტერესი, ვიდრე სახელმწიფო. მხედველობაში მაქვს ის, რომ იქ პოლიტიკას წარმართავენ კორპორაციები, ანუ ბანკები, რომლებიც ამ პლატფორმის მონაწილეები არიან და არა სახელმწიფო, ანუ ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკის გავლენა “ბლუმბერგის” პლატფორმაზე, ფაქტობრივად, ნიველირებულია. სულ ერთი წამით დაფიქრდით, სურს თუ არა ნებისმიერი სავალუტო ჯიხურის მეპატრონეს იცოდეს, როგორი გაცვლითი კურსი იქნება მეორე დღეს? რა თქმა უნდა, მისთვის ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის, რათა სწორად დაგეგმოს გაცვლითი ოპერაციები და მეტი მოგება ნახოს. შესაბამისად, თუ ვინმეს ხელეწიფება ლარის ხვალინდელი კურსის განსაზღვრა, რატომ არ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას?

არ ვამბობ, რომ ეს საქმიანობა კრიმინალია, მაგრამ ადმინისტრაციული წესით მაინც უნდა იყოს დასჯადი. გახსოვთ, ალბათ, შარშან მსოფლიოს 5 უმსხვილესი ბანკი 5,7 მილიარდი დოლარით დაჯარიმდა სავალუტო გაცვლითი კურსით მანიპულირებისთვის. რატომ არ გააკეთებენ საქართველოში ბანკები იმავეს, როცა ამის სრული ბერკეტი აქვთ, მით უფრო, რომ 16 კომერციული ბანკისგან მხოლოდ სამშია თავმოყრილი აქტივების თითქმის 90%. მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს სასურველი კურსის ჩამოყალიბება “ბლუმბერგის” პლატფორმაზე. იმის თქმა კი არ მინდა, რომ ეს პლატფორმა ცუდია, პირიქით, ეს არის უფრო ოპერატიული, დემოკრატიული, მოქნილი სისტემა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მისი ოპერატორები კეთილსინდისიერი მოთამაშეები არიან და ამავე დროს ეროვნული ბანკი სათანადოდ აკონტროლებს მათ ქცევას ამ სისტემაში. გამომდინარე აქედან, თუ ამ სისტემაში ტრანზაქციები სათანადოდ არ კონტროლდება, ყოველთვის მოსალოდნელია პლატფორმის სათავისოდ გამოყენება. ამ გარიგებებისა და სპეკულაციების შესაძლებლობას რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას, შესასწავლია ფულის მოძრაობა “ბლუმბერგის” პლატფორმაზე.

- ვინ უნდა შეისწავლოს ეს ტრანზაქციები?

- რა თქმა უნდა, ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისთვის მთავარი ინფლაციაა. არადა, ეს ფუნქციაც ვერ შეასრულეს, რადგან ინფლაციის მაჩვენებელი უკვე 6,2%-ია, ხოლო მიზნობრივი მაჩვენებელი – 4%. იმავდროულად, ლარის კურსი გარბის და ინფლაციაც, და მეტი რა ფუნქცია დარჩა ეროვნულ ბანკს? დარჩა მხოლოდ საბანკო ზედამხედველობა და ამასაც არ ახორციელებს. ვფიქრობ, პროცესი, რომელსაც ლარის კურსთან დაკავშირებით ადგილი აქვს თითქმის ყოველი წლის მიწურულს, კვალიფიციურ შესწავლას საჭიროებს. დროა, ამ პროცესებით “ბლუმბერგის” სისტემაში ბანკების ფულადი ტრანზაქციებით პროკურატურა დაინტერესდეს. ამისთვის შესაბამისი სპეციალისტების ჩართვა დასჭირდებათ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ პასუხი შეკითხვაზე, იდება თუ არა ამ ელექტრონულ პლატფორმაზე არაკეთილსინდისიერი, ფიქციური გარიგებები და ხდება თუ არა ხელოვნურად კურსზე თამაში.

- კონკრეტულად, რა სარგებელს ნახულობენ ამ პლატფორმის ოპერატორები კურსზე თამაშით?

- ახლა დავუბრუნდეთ იმას, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი. როცა ეროვნული ბანკის ახლანდელი ხელმძღვანელობა მოვიდა და კომერციულმა ბანკებმა არ იცოდნენ, რა პოლიტიკას გაატარებდა, ლარის კურსმა გამყარება დაიწყო. შემდეგ, როცა ეს ურთიერთობები ჩამოყალიბდა და მისი მიდგომები გაარკვიეს, კურსმა კვლავ დაიწყო გაუფასურება. როცა გამოძიებაზე ვლაპარაკობ, სწორედ ის არის გასარკვევი, თუ რომელი კურსი ურჩევნიათ მოცემულ მომენტში კომერციულ ბანკებს იმ ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელიც მათ მიმართ აქვთ კლიენტებს და მათ აქვთ სხვების მიმართ. მოკლევადიანი სესხების გასტუმრება დაახლოებით ამ პერიოდში ხდება. შესაძლოა, დოლარის კურსი სწორედ იმიტომ იზრდებოდეს, რომ მეტი ლარი იყოს მოზიდული ამ სესხების გასასტუმრებლად. ეს რომ ის პერიოდი იყოს, როცა ბანკებს თავად აქვთ გასასტუმრებელი საერთაშორისო კრედიტორების ვალდებულებები, მაშინ პირიქით, დაინტერესებული იქნებოდნენ დაბალი კურსით, რათა მეტი დოლარი შეიძინონ ნაკლები ლარით.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკის გამოქვეყნებულ მაჩვენებლებში ჩანს, რომ ყოველწლიურად იზრდება კომერციული ბანკების მოგება. იცით, კიდევ რა არის საინტერესო – არსებობს განსაზღვრული კორელაცია ეკონომიკურ ზრდასა და კომერციული ბანკების მოგებას შორის. მაგალითად, როცა ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, კომერციული ბანკებიც მოგებას უნდა ნახულობდნენ და ეს ბუნებრივია, მაგრამ როცა კომერციული ბანკების მოგება ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით განისაზღვრება და ეკონომიკა მხოლოდ 4%-ის ფარგლებში იზრდება, ეს კითხვის ნიშნებს ბადებს. კომერციული ბანკები, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სისხლძარღვებია და მათ გარეშე ეკონომიკის ფუნქციონირება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, მაგრამ ამ სისხლძარღვებს აქვს როგორც სტრატეგიული მნიშვნელობა, ასევე მასში წარმოქმნილ ერთ პატარა თრომბსაც კი მომაკვდინებელი მნიშვნელობა აქვს მთელი ეკონომიკისთვის. ამიტომ აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო.

არ ვამბობ, რომ კომერციულ ბანკებზე კომერციული ლაშქრობები უნდა დავიწყოთ, მაგრამ ყველამ პატიოსნად უნდა ითამაშოს ბაზარზე. კორპორაციულ ინტერესებს არ უნდა შევწიროთ სახელმწიფო ინტერესები და მოსახლეობა არ უნდა ჩავაგდოთ გაუსაძლის მდგომარეობაში. წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში არიან ისინი, ვისაც სესხი აქვთ დოლარში?! ალბათ, შიშით უყურებენ ყოველი კურსის გამოცხადებას.

ქართული პრესის მასალები 28 ოქტომბერი 2017 წელი
„ვერსია“: ნაციონალები არჩევნების წაგებას ბოკერია-უგულავას აბრალებენ? // დიდი ოპოზიციური დეპრესია – რატომ აქცია ზურგი მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ პარტიას და რას ჰყვებიან კულუარებში ანტისახელისუფლებო ლიდერები ერთმანეთზე

„ვერსია“: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „თბილისის მერიაში კალაძე-ვაშაძის ტანდემი, კარგი გაგებით, რევოლუციური იქნება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „კახა კალაძეს ყველაზე მეტად მაამებლებმა შეიძლება ავნონ“ // „თუ კახა კალაძის შეთავაზება ყოფილი ოპონენტების მიმართ გულწრფელია, ურთიერთობის ფორმა მოიძებნება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „პატრიოტები კახა კალაძის დაკვეთით გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას მოითხოვენ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სამხედრო ექსპერტ დავით ნემსაძესთან: რატომ გაასხვისა თავდაცვის სამინისტრომ საჰაერო რაკეტა

„ვერსია“, 27-29 ოქტომბერი, 2017 წელი

ნაციონალები არჩევნების წაგებას ბოკერია-უგულავას აბრალებენ?

დიდი ოპოზიციური დეპრესია – რატომ აქცია ზურგი მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ პარტიას და რას ჰყვებიან კულუარებში ანტისახელისუფლებო ლიდერები ერთმანეთზე

ნინო დოლიძე

21-მა ოქტომბერმა კიდევ ერთხელ ნათელყო, რომ ქართულ ოპოზიციას ხელოვნური სუნთქვა თუ არა, სხვა სამედიცინო მანიპულაციები აუცილებლად სჭირდება. ახლა, ეს შესაძლოა, უტრირებული ნათქვამია, მაგრამ იმ ინფორმაციის თანახმად, რომელსაც ,,ვერსიას” კულუარებში აწვდიან, ზოგიერთი ანტისახელისუფლებო პარტიის ლიდერს ხელი, თურმე, დეპრესიამ დარია და შინაურულ წრეში ისიც კი უთქვამს, ალბათ, დროა, პოლიტიკიდან წავიდეო.

საერთოდ, ოპოზიციურ ფლანგზე იმედგაცრუება თავს ყველა არჩევნების შემდეგ იჩენს ხოლმე და ეს იმედგაცრუება ზოგჯერ, ასე ვთქვათ, ფატალურადაც მთავრდება. ყოველ შემთხვევაში, ისეთი პოლიტბელადებიც ვიცით, რომლებიც ამა თუ იმ არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური ავანსცენიდან ,,გავიდნენ”. შორს რომ არ წავიდეთ, ამის მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო კენჭისყრაც გამოდგება, რომლის დასრულებისთანავე ირაკლი ალასანია პოლიტიკას განერიდა. არადა, ის დროც გვახსოვს, როცა იგივე ალასანია ქართული პოლიტიკის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა…

ალასანიას მსგავსად, პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება, მაგალითად, შალვა ნათელაშვილს ჯერ არ მიუღია, მაგრამ მინიმუმ, 15 წელია, პოლიტიკური ღმერთები არ სწყალობენ. ჰოდა, იმის ნაცვლად, წაგების მიზეზები საკუთარ თავში ეძებოს, ყველა მმართველობის დროს, ერთთავად იმას ამტკიცებს, აი, მმართველმა გუნდმა არჩევნები გამიყალბა, თორემ ,,ბეზ პიტი მინუტ” ხელისუფლებაში ვიყავიო.

ქვეყნის მთავარმა ლეიბორისტმა წლევანდელი დამარცხებაც, რასაკვირველია, გაყალბებით ახსნა. გაყალბებაზე მახვილი ნინო ბურჯანაძემაც დასვა. მეტიც, ,,დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი 21 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგებს არათუ არ სცნობს, არამედ, არალეგიტიმურადაც აცხადებს.

ხელაღებით იმის თქმა, რომ არჩევნების დღეს დარღვევები არ ყოფილა, ცხადია, არ შეიძლება – არჩევნების დროს ,,იაღლიშები” მხოლოდ ჩვენნაირ, ესე იგი, დემოკრატიის გზაზე დამდგარ განვითარებად ქვეყნებში კი არა, თვით ისეთ სახელმწიფოებშიც ხდება, რომლებიც დემოკრატიის მექად და მედინად ითვლებიან, მაგრამ იმასაც ხომ გააჩნია, არჩევნების გაყალბებაზე განგაშს ვინ ატეხს?

მართალია, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 200-მდე პარტიაა რეგისტრირებული, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა, უტრირებულად რომ ვთქვათ, ერთ, მაქსიმუმ, სამკაციანია. ნათელაშვილის ან, სულაც, ბურჯანაძის პარტიას სამი კი არა, შეიძლება, სამასჯერ სამი წევრიც ჰყავს, მაგრამ ეს რაოდენობა არჩევნების მოსაგებად საკმარისი არ გახლავთ ანუ საუბარი იქით მიმყავს, რომ ცოცხებისა თუ სხვა უკეთურობის მიუხედავად, ოპოზიციური ფლანგის ბურჯად ისევ ნაცმოძრაობა და მისი, როგორც იტყვიან, განაყარები გვევლინებიან.

ისე, თუ იმ მოვლენებს კარგად გავაანალიზებთ, რაც 2012 წლის შემდეგ ყოფილ მმართველ გუნდში, მაშასადამე, ნაცმოძრაობაში მოხდა, შეიძლება, გაჩნდეს გონივრული ეჭვი, რომ ის დიდი ,,განქორწინებები”, რისი მომსწრენიც გავხდით, შესაძლოა, ყოფილების ერთგვარი სტრატეგიაა. სხვათა შორის, ამ ვერსიისკენ ზოგიერთი პოლიტანატილიტიკოსიც იხრება და მსჯელობაში ერთ ძველ ამბავსაც იშველიებს, კერძოდ: 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, როცა მიხეილ სააკაშვილი ერთგვარ ვა ბანკზე წავიდა _ ვადამდელი საპარლამენტოს პარალელურად, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც დანიშნა, იმჟამინდელი მმართველი გუნდის ერთ-ერთ რუხ კარდინალს, რომელიც აგრესიით გამოირჩეოდა, გარკვეულ წრეში ორაზროვნად უთქვამს, ხელისუფლებიდან წასვლა არ გვაშინებს, რადგან ორი ვადის შემდეგ, ისევ დავბრუნდებით და ამ ქვეყანას 2050 წლამდე ვმართავთო.

იმის ილუზია, რომ ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, ალბათ, თავად მართლმორწმუნე ნაციონალებსაც არ აქვთ, მაგრამ იგივე პოლიტიკურ კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ სამი წლის შემდეგ ანუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ნაციონალებმა, ბოკერიას გუნდმა, გიორგი ვაშაძის ფლანგმა და ყოფილ ხელისუფლებასთან აფილირებულმა მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევმა სხვა ძალებმა ერთობა შეკრან და ,,ქართული ოცნების” წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით გაილაშქრონ.

,,მართალია, საარჩევნო ბლოკების ანულირების თემა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები სწორედ ე.წ. გაერთიანების სცენარით განვითარდა, ვერ ვიტყვი, რომ ყოფილი და მოქმედი ნაცების გაერთიანება ,,ოცნებას” სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის, მაგრამ ამ შეკოწიწებით ისინი იმას აუცილებლად მოახერხებენ, რომ საარჩევნო ბარიერი გადალახონ და პარლამენტში შევიდნენ”, – ვარაუდობს ,,ვერსიის” ინფორმატორი, რომელიც პოლიტიკურ ტექნოლოგიებში ზომაზე მეტად ერკვევა.

2020 წლამდე სამი წელია. სამი წელი ადვილი სათქმელადაა, თორემ იგივე პოლიტიკისთვის დიდი დროა. ჰოდა, არავინ იცის, ამ ხნის განმავლობაში რა მოხდება ანუ ერთი ხალხური გამონათქვამისა არ იყოს, ან ვირი იქნება, ან _ ვირის პატრონი. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ პროგნოზი უმადური საქმეა, ამიტომაც, მოდით, მომავალზე ფიქრს თავი ვანებოთ და აწმყოს მივხედოთ.

აწმყო ანუ დღევანდელი მოცემულობა კი ასეთია: ოპოზიციურ ორბიტაზე პულსი სამ პარტიას – ნაცმოძრაობას, ევროპულ საქართველოსა და პატრიოტთა ალიანსს ესინჯება. როგორ მოახერხა ამ სამმა პარტიამ პულსის შენარჩუნება? _ ამ თემაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ასე, მაგალითად, ზოგი მიიჩნევს, რომ ნაცებისა და ბოკერიას გუნდს საარჩევნო ბარიერის გადალახვაში დაეხმარნენ, თუმცა თავად ყოფილები იმაში, რომ პირველ ადგილზე ვერ გავიდნენ (საკითხავია, ამის მოლოდინი რატომ ჰქონდათ?!) – არც მეტი, არც – ნაკლები, ბოკერია-უგულავას ფაქტორით ხსნიან. ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთმა ნაცმა, რომელიც ექსსახელისუფლებო გუნდის ერთგვარ მოტორად ითვლება, ,,ვერსიასთან” ტეტ-ა-ტეტ საუბრისას განაცხადა:

,,ხელაღებით ვერ ვიტყვი, რომ 21 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. ახლა, იმას კი არ ვამბობ, რომ დარღვევები არ ყოფილა, მაგრამ კონკრეტული ფაქტი, მაგალითად, ბიულეტენები ბათილად იმიტომ გამოაცხადეს, რომ ნაციონალები ვიმარჯვებდით, არ არსებობს. სიმართლე გითხრათ, ჩვენი წარუმატებლობა უფრო ბოკერია-უგულავას კისერზეა ანუ იმის თქმა მინდა, რომ ამ გუნდის წევრები მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში კარდაკარ დადიოდნენ და მოსახლეობას ეუბნებოდნენ, ჩვენ და ნაციონალები ისევ ერთნი ვართ და მნიშვნელობა არ აქვს, ხმას ჩვენ მოგვცემთ თუ მათ. მთავარია, ჩვენგან რომელიმემ გაიმარჯვოსო. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ჩვენ, ნამდვილ ნაციონალებს მოღალატეებთან ბმა არ გვაქვს. დიახ, მათ იდეას უღალატეს და ახლა ცდილობენ, ხალხის გული ჩვენს ხარჯზე მოიგონ. აი, სწორედ ამის გამო მოხდა, რომ იგივე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 10 პროცენტით ნაკლები ხმა ავიღეთ”.

გარდა ამისა, ნაციონალები პირად საუბრებში წყენას ,,მამა-მარჩენალის” ანუ მიხეილ სააკაშვილის მიმართაც გამოხატავენ და ამბობენ, მიშა საარჩევნო კამპანიაში უფრო აქტიურად რომ ჩარეულიყო, სხვა შედეგს ,,დავდებდითო”.

,,მესმის, რომ მიშას საკუთარი ომი აქვს მოსაგები _ უკრაინას ვგულისხმობ, მაგრამ შეეძლო, საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენს მხარდასაჭერად ერთი-ორი განცხადება გაეკეთებინა და ამით ხალხისთვის დაენახებინა, რომ ჩვენ ისევ ერთი გუნდი ვართ. როცა პარტიაში ეს საკითხი დავაყენე, ვიღაცებმა ირონიულად გაიღიმეს და მითხრეს, რომელ განცხადებაზე ლაპარაკობ, ვერ ხედავ, მიშას ჩვენი არსებობაც აღარ ახსოვსო”, – აღნიშნავს ,,ვერსიასთან” კონფიდენციალური საუბრისას ერთ-ერთი ,,ნაცი”.

რატომ აღარ ახსოვს ექსპრეზიდენტს საკუთარი პარტია? ამ კითხვაზე არგუმენტირებული პასუხის გაცემა თავად სააკაშვილს შეუძლია. ამ ეტაპზე ასევე, პასუხგაუცემელია კითხვა, რატომ არ გაიზიარა ოპოზიციამ გიორგი ვაშაძის ინიციატივა, რაც პრაიმერიზის საფუძველზე ერთიანი ოპოზიციური სიის შედგენას ეხებოდა. ამ იდეას ხორცი რომ შეესხა, არავინ იცის, ოპოზიცია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, მინიმუმ, დამაკმაყოფილებელ შედეგს აჩვენებდა თუ არა, მაგრამ იგივე ვაშაძის თანაგუნდელები პირად საუბარში ხელს კოლეგებისკენ იშვერენ და ამბობენ, რომ 21 ოქტომბრის ,,ცოდვა” ,,ოცნების” კი არა, თავად ოპოზიციის ლიდერთა კისერზეა.

საერთოდ, წეღანდელი თქმისა არ იყოს, ქართული ოპოზიციის მთავარი პრობლემა სწორედ გაუერთიანებლობაა. სხვადასხვა დროს გაერთიანების ჩანასახები არსებობდა – გვახსოვს ე.წ. რვიანის ფორმატი. 2007 წლის სისხლიანი 7 ნოემბრის შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციაც შეიქმნა, მაგრამ საბოლოოდ, ანტისახელისუფლებო ძალები არათუ დაიქსაქსნენ, არამედ, დახურული შეხვედრებიდან გამოსული ლიდერები ერთმანეთზეწ ანეკდოტებს ყვებოდნენ. ერთადერთი შემთხვევა, როცა ოპოზიციის გაერთიანება, ასე ვთქვათ, შედეგით დასრულდა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო _ იმ წელს საქართველოს უახლეს ისტორიაში, პრაქტიკულად, პირველად მოხდა, რომ ოპოზიციამ ხელისუფლება არჩევნებით შეცვალა, თუმცა, როცა 2012 წლის მოვლენებზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მაშინ სხვა მოცემულობა გვქონდა ანუ განსხვავებული პოლიტიკური ღირებულებების მქონე პერსონების შედუღაბება ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა, რასაც თავად ისინიც არ უარყოფენ, რომლებიც თავის დროზე ,,კოალიციელები” იყვნენ, დღეს კი პირწავარდნილ ,,ანტიოცნებელებად” გვევლინებიან. ძნელი სათქმელია, ჩვენებური ოპოზიცია გაერთიანებას ოდესმე კიდევ შეძლებს თუ ვერა. კი ბატონო, 21 ოქტომბრამდე ,,ლიდერთა საბჭო” ჩამოყალიბდა, მაგრამ ეს მაინც მყიფე და მცირე დროზე გათვლილი ერთობაა. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოპოზიცია კარგა ხანს დეპრესიაში იქნება.

ისე, სიტყვამ მოიტანა და, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლემ სოციალურ ქსელში დეპრესიას მომცრო სტატუსი მიუძღვნა. ნათია ფანჯიკიძეს მხედველობაში, შეიძლება, პოლიტიკური დეპრესია სულაც არ ჰქონია, მაგრამ ნათქვამია, მედალს ორი მხარე აქვსო. ჰოდა, ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის სტატუსიც შეიძლება, მეორე ანუ პოლიტიკური მხრიდან განვიხილოთ: ,,რა არის დეპრესია? – ზოგს, უბრალოდ, უხასიათობა ჰგონია და ახლობელს, რომელიც სიცოცხლეში მონაწილეობის ძალას კარგავს, ადექი, ნუ ზარმაცობ, თავი ხელში აიყვანეო, ეუბნება. როგორ აგიხსნათ, რამდენად სერიოზული პრობლემაა დეპრესია, რამდენად მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა, ისე, რომ არ გამოგტენოთ ტერმინებით და გემოთი გაგრძნობინოთ მისი არსი? არ ვიცი, მოვნახე თუ არა სწორი ფორმა, მაგრამ იქნებ, შეძლოთ წარმოდგენა _ დეპრესია სულის მკვდარი ნაფლეთების შენს შიგნით ტარება, საკუთარ გვამზე ორსულობაა. ფსიქოთერაპიის მიზანი კი გვამის გამოდევნაა, ,,მშობიარობა”.

მოკლედ, ვინმე აღიარებს თუ არა, ისე ჩანს, რომ ოპოზიცია თავის შიგნით ,,სულის მკვდარ ნაფლეთებს” ატარებს.…

„ვერსია“, 27-29 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „თბილისის მერიაში კალაძე-ვაშაძის ტანდემი, კარგი გაგებით, რევოლუციური იქნება“

თათია გოჩაძე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა. თბილისის ახალი მერიც ,,ოცნების” კანდიდატი კახა კალაძეა, რომლის მიმართაც არაერთგვაროვანი პროგნოზები კეთდება. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კი, ,,ოცნების” წარმომადგენლებთან ერთად, ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოსა და პატრიოტთა ალიანსის წევრებიც შევიდნენ. მოკლედ, თბილისსა და საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში გარკვეული ცვლილებებია და პარტიებმა სტარტი მომავალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის აიღეს. ,,ვერსია” ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს დაუკავშირდა, რომელმაც 2017 წლის არჩევნები შეაფასა და ტრადიციულად, საინტერესო პროგნოზები გააკეთა.

_ ქალბატონო ხათუნა, უცხოელი დამკვირვებლები ამ არჩევნებს დემოკრატიულად აფასებენ, ოპოზიციური პარტიები კი ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობენ… თქვენ როგორ აფასებთ ამ არჩევნებს?

- ,,ოცნების” ჩატარებულ არჩევნებს არასდროს ვადარებ ნაციონალების პერიოდში ჩატარებულს, რადგან მაშინ კენჭისყრა ფიზიკური შანტაჟით ხდებოდა. ამას სხვისი მონაყოლით კი არა, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ. ამიტომაც შედარებას ვახდენ ,,ოცნების” პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის: ეს არჩევნები ნაკლებად თანასწორ გარემოში ტარდებოდა, ვიდრე წინა საპრეზიდენტო არჩევნები და გაცილებით უკეთესი იყო გარემო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით. საპრეზიდენტო არჩევნებისას ,,ოცნებას” გამარჯვებისთვის არანაირი ძალისხმევა არ სჭირდებოდა, რადგან 2012 წლიდან ერთ წელიწადში გაიმართა და, ასე ვთქვათ, ,,თეთრ რაშზე ამხედრებულმა” დაიკავა პრეზიდენტის პოსტი. 2016 წლის არჩევნებზე კი, ვნახეთ, ზეამორალური შეტევა ოპონენტებზე სოციალური ქსელის მეშვეობით, მაშინ ,,შავი პიარის” ზეობის ხანა იყო, რაც ამ არჩევნებზე არ მომხდარა. ახლა, ფაქტობრივად, ყველა კანდიდატს ჰქონდა წვდომა მედიაზე და იყო თავისუფალი პოლიტიკური გარემო. თუმცა მთავარი კრიტერიუმი, რომელიც გადაწონიდა ბევრ რამეს, იყო ფინანსები, რომელიც ჰქონდა ,,ოცნებას” და არ ჰქონდა ოპოზიციას, თუ არ ჩავთვლით ევროპულ საქართველოს. ამ არჩევნების ერთი ფრაზით შეფასება რომ მთხოვოთ, ვიტყოდი, ეს იყო კოორდინატორების, როგორც ,,გლადიატორების შერკინება” და რეალურად მათი შრომითაა მოგებული. მხოლოდ ,,ოცნების” კი არა, ყველა პარტიის კოორდინატორზე ვსაუბრობ, რომლებმაც, მეტ-ნაკლებად, შედეგი დადეს.

- წინა არჩევნებთან შედარებით, ახლა რამ გაზარდა კოორდინატორთა მოტივაცია?

- კოორდინატორები ჩამოყალიბდნენ პროფესიულ ჯგუფად, რომელმაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ძალიან აიმაღლა კვალიფიკაცია, ბრძოლის უნარი. ისინი ჩამოყალიბდნენ მოთხოვნად და გამოსადეგ ჯგუფად, რომლის გარეშეც არჩევნები წარმოუდგენელია. მათი მოტივაცია ნაციონალების შემთხვევაში არის იდეოლოგია, ხოლო ყველა დანარჩენი პარტიის შემთხვევაში – ფული. ამიტომაც ძნელად შეიძლება ვისაუბროთ ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვაზე, ეს, დიდწილად, სწორედ კოორდინატორების შრომით ჩატარებული არჩევნები იყო. უშუალოდ არჩევნების დღესაც შემსწრე გავხდით კოორდინატორების, როგორც გლადიატორების შერკინებისა და ეს იყო ამ არჩევნებისთვის ყველაზე სახასიათო შტრიხი.

- თბილისის ახალი მერის, კახა კალაძის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით როგორი პროგნოზები გაქვთ?

- ზოგადად, ნაკლებად დინამიკური, მაგრამ უფრო აკადემიური იყო კალაძის საარჩევნო კამპანია. მას ეტყობოდა პროფესიონალი ,,პიარშჩიკების” ხელი, მაგრამ ის, რაც იმ ადამიანებს მიიზიდავდა, ვისაც რეალურად აინტერესებდა კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამები და ხედვები, მოვისმინე არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა მან დააანონსა ძალიან საინტერესო პროგრამა. ეს არის თბილისელების მიერ თბილისის ელექტრონული მართვის პროგრამა, რაც დაახლოებით იმას ითვალისწინებს, რომ ნებისმიერ თბილისელს შეეძლება, ამ პროგრამის მეშვეობით ელექტრონულად ატვირთოს პრობლემები მერიის ამ საიტზე და ყველას შეეძლება, დაასახელოს პრობლემა, რომელიც მისი უბნისთვის უფრო აქტუალურია. ეს პროგრამა თბილისელებს საშუალებას მისცემს, მიიღონ მონაწილეობა დისტანციურად ქალაქის მართვაში. ამასთან ერთად თუ განხორციელდა ის, რაც კალაძემ არჩევნებამდეც და შემდეგაც განაცხადა, რომ აქვს მზაობა, კონკურენტებთან ერთად იმუშაოს და მათი კრეატიული, რაციონალური იდეების რეალიზების საშუალება მისცეს, რა თქმა უნდა, სრულიად განსხვავებული რამ იქნება. აქამდე არ გვახსოვს, ხელისუფლებას მოეწოდებინა და ოპოზიციას გადაედგა შემხვედრი ნაბიჯი ერთობლივი პროექტებისთვის. დღეს ელისაშვილიცა და ვაშაძეც ამბობენ, რომ მზად არიან, ხელისუფლებამ მათი იდეები განახორციელოს. ძალიან კარგად გრძნობს კალაძე პიარს, საზოგადოებასთან ურთიერთობის აუცილებლობას და განაცხადა კიდეც, რომ წინა მერის ერთ-ერთი ნაკლოვანი მხარე არასრული საკომუნიკაციო სტრატეგია იყო. თუმცა, არის ფაქტორები, რაც მას ტვირთად გაყვება და ბარიერად შეიძლება ექცეს.

- კონკრეტულად, რა შეიძლება იქცეს კალაძისთვის ბარიერად?

- ესაა მისივე თანაგუნდელების, ,,ოცნების” იმ წევრების ,,მადა”, რომელმაც ნარმანიას მერობა, ფაქტობრივად, წარუმატებლობისთვის გაწირა. ვგულისხმობ, ტენდერებში ჩარევას, ,,სასათბურე” პირობების შექმნას, სამშენებლო ტერიტორიების გამოყოფის სურვილს, სსიპ-ების დაპატრონების სურვილს. თუ კალაძემ ამ ზეწოლას ვერ გაუძლო, იმავე წრეზე წავა, რაზეც ნარმანია, თუმცა, ახალი მერის გუნდის ერთ-ერთმა წევრმა უკვე განაცხადა, რომ მშენებლობის განკარგულების ნებართვის შესახებ რეგულაციების გამკაცრება მოგვიწევს, რადგან სხვანაირად ვერ ვუპასუხებთ საზოგადოების მოთხოვნებსო. თუ კალაძე ასეთი რადიკალური ცვლილებების გზით წავიდა, წარმატებული მერი იქნება, ხოლო თუ საკუთარი პარტიის ,,მადა” მისთვის გადაულახავ ბარიერად იქცა, მაშინ ,,განტევების ვაცად” იქცევა 2020 წლის არჩევნების წინ. მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ ბევრი რამ სწორედ კალაძეზეა დამოკიდებული. იგი ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული სახელისუფლებო ფიგურაა და მას უდიდესი პასუხისმგებლობის ტვირთი აქვს. ბიძინა ივანიშვილის განზე გადგომა ამითაც იყო განპირობებული, რომ დაიღალა საკუთარი გუნდის შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღებით და ეს იყო პირველი არჩევნები, როცა ივანიშვილს ხელჩაკიდებული არ უტარებია უბან-უბან საკუთარი კანდიდატები.

- მნიშვნელოვანი შედეგი დადო დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა. როგორ ფიქრობთ, ის აქტიურ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდება?

- ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით მაქვს კითხვები. მაგალითად, რატომ არ შექმნა პარტია არჩევნების წინ? ასეთი პარტია რომ არსებულიყო, შეძლებდა თუ არა ის მეორე ადგილის აღებას? თუ შეძლებდა, მაშინ სრულიად სხვა სურათს მივიღებდით თბილისის საკრებულოში და იქნებოდა ,,მოთუხთუხე”, რეალურად მოდებატე, კვალიფიციური და სუფთა წარსულის მქონე საკრებულოს 5-6 ახალი წევრი. რატომ თქვა ელისაშვილმა ამაზე უარი? არავინ ურჩია, თვითონ ვერ გათვალა ეს პერსპექტივა თუ რამე სხვა მიზეზით არ გააკეთა, ეს ყველაზე საინტერესოა. მისი პარტია მეორე თუ არა, მესამე ადგილზე მაინც გავიდოდა და პირველად, პოსტნაციონალურ პერიოდში, ნაციონალები აღარ შეასრულებდნენ მთავარი ოპოზიციური პარტიის როლს. ან სტრატეგიული ხედვა ვერ გამოიჩინა, ან რაღაცით უნდა აიხსნას ეს თავშეკავება… მით უფრო, რომ მას წინასაარჩევნოდ უკვე ჰყავდა შემართული და მოტივირებული გუნდი, რომლებმაც ამხელა პროცენტი აიღეს. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში აქტიურად ჩანდა ახალი თაობის, სოციალარ თემებზე ორიენტირებული სტუდენტების, მემარცხენე იდეებით გაჯერებული პოპულარული ახალგაზრდების მხარდაჭერა ალეკო ელისაშვილის მიმართ. თუ ამ ადამიანებს შეკრებს, სრულიად ახალი ტალღა იქნება და დიდი ალბათობით, ელისაშვილს მემარცხენე ფლანგზე ვიხილავთ.

რჩება მემარჯვენე ფლანგის რესურსიც საპარლამენტო არჩევნების წინ, თუნდაც უსუფაშვილის ახლანდელი პარტიის სახით, რომელმაც მხოლოდ 17 მუნიციპალიტეტში წარადგინა პროპორციული სია და აქედან 8-ში ბარიერი გადალახა, შესაბამისად, ჰყავს წარმომადგენლები საკრებულოებში, ეს ხელწამოსაკრავი შედეგი არაა თავად უსუფაშვილის ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც ყველაზე კონსტრუქციულია ქართულ პოლიტიკის ძველ თაობაში.

ვნახოთ, რა პერსპექტივა ექნება გიორგი ვაშაძეს, რომელმაც ორ თვეში მოახერხა და მთელი მედია აალაპარაკა. ის იყო ერთადერთი, რომელიც გამოვიდა თბილისის მერის, როგორც მენეჯერისა და მეურნის ჩარჩოებიდან და არ გვესაუბრებოდა მარტო კანალიზაციების მილების დიამეტრზე. ზოგადად, კარგად იყვნენ კანდიდატები მომზადებულნი პრობლემების ხედვის თვალსაზრისით, ჰქონდათ საინტერესო და რეალისტური იდეები, პოპულიზმი ამ არჩევნებში ყველაზე ნაკლები იყო, მაგრამ ყველა საუბრობდა ხარჯვით ნაწილზე, პრობლემების დაძლევის გზებზე, თუმცა არ ამბობდნენ, საიდან მოიტანდნენ საამისოდ თანხებს. სწორედ ეს ხედვა წარმოადგინა ვაშაძემ – თუ არ გაქვს სტრატეგია და ამბიციური ხედვა თბილისის განვითარებისა, ეს ქალაქი ისევ დამყაყებული დარჩება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ნაციონალების წიაღში დაბადებული პოლიტიკოსისთვის ქოქოლა არ დაუყრიათ წარსულის გამო. ესაა კარგი ნიმუში იმისა, რომ არსებობს პოტენციალი, სხვა რაკურსში გადავიდეს 2020 წლის საპარლამენტო დებატები და კონკურენცია.

- კახა კალაძემ რომ შესთავაზოს ვიცე-მერობა გიორგი ვაშაძეს და ისიც დათანხმდეს, როგორ წარმოგიდგენიათ მათი ტანდემი თბილისის მართვაში?

- ეს იქნება რევოლუციური ტანდემი, ოღონდ კარგი გაგებით. ვაშაძის იდეები და კალაძის სახელისუფლებო ბერკეტები და მხარდაჭერა ძალიან სწრაფი ნაბიჯებით სვლის საშუალებას მისცემდა თბილისს.

_ რა დინამიკას გვისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, 2018- 2020 წლების არჩევნებისთვის?

- გაჩნდა ნიშნები, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ უკონკურენტო გარემო არ იქნება. თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნებში, დიდი ალბათობით, სახელისუფლებო კანდიდატს კონკურენტი არ ეყოლება, მაგრამ ეს ოპოზიციის დამარცხება იქნება და არა, ხელისუფლების გამარჯვება, რადგან ოპოზიცია ვერ გაერთიანდება ერთი კანდიდატის გარშემო. ოპოზიციის კანდიდატი ძლიერი ლიდერი უნდა იყოს, სახელისუფლებო კანდიდატს რომ შეეჯიბროს, უნდა იყოს ქარიზმატული, კვალიფიციური, რომელიც ამ ქვეყანას უმოკლეს ვადაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მექად ქცევას დაჰპირდება. ასეთი კანდიდატის პოვნა კი დარჩენილ ერთ წელში ძნელად წარმოსადგენია.

„ახალი თაობა“, 28 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „კახა კალაძეს ყველაზე მეტად მაამებლებმა შეიძლება ავნონ“ // „თუ კახა კალაძის შეთავაზება ყოფილი ოპონენტების მიმართ გულწრფელია, ურთიერთობის ფორმა მოიძებნება“

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორი მერი შეიძლება იყოს კახა კალაძე.

- ბატონო ვახტანგ, კალაძემ განაცხადა, რომ ის არ ებრძვის არც ნარმანიას, არც მის გუნდს, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია, ირგვლივ პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანები ჰყავდეს. რით არის ეს განცხადება ნაკარნახევი, მართლაც საქმე უნდა გააკეთოს თუ ერთი გუნდი მეორით ჩაანაცვლოს?

- მერიის სტრუქტურა რეორგანიზაციას საჭიროებს. მეტიც, სახელმწიფო სტრუქტურა საჭიროებს რეორგანიზაციას. ბიუროკრატია სასტიკად გაბერილია. ეს არის არამიზნობრივი ხარჯები და ყველაფერი ბიუჯეტს აწვება. როდესაც ხელმძღვანელობა იცვლება, ახალი გუნდიც უნდა მოვიდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა უნდა წავიდეს, დაწყებული კარისკაცით და ვიცემერებით დასრულებული. საშუალო რგოლი არ უნდა იცვლებოდეს, ადამიანებს სტაბილურობის განცდა უნდა ჰქონდეთ. ვერ გეტყვით, მერიაში როგორი პროფესიონალებით არის ეს საშუალო რგოლი დაკომპლექტებული, მაგრამ არ უნდა დარჩეს იმის განცდა, რომ ეს ცვლილება მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთი კადრები დაასაქმონ.

- მაღალი დონის პროფესიონალი არ უნდა იცვლებოდეს იმის მიხედვით, ვისი გუნდის წევრია?

- რასაკვირველია. ჩვენს ქვეყანაში მაღალი კვალიფიკაციის სტაბილური სახელმწიფო ჩინოვნიკის ინსტიტუტი ვერ შეიქმნა. ყოველი არჩევნების შემდეგ ვიღებთ ერთსა და იმავე სურათს. ვერ გეტყვით, დღეს რა დონის პროფესიონალები არიან მერიის ქვედა რგოლებში, მაგრამ, შემიძლია გითხრათ, რომ ახალი გუნდი ნიშნავს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ახალ ვიცემერებსა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელ პირებს და არა, მაგალითად, კარის მცველებს. სახელმწიფო სტრუქტურები არ უნდა აღმოჩნდნენ ისეთ ვითარებაში, როდესაც არავინ იცის, ესა თუ ის დოკუმენტი სად დევს. ეს არ უნდა მოხდეს, თორემ განახლების, უკეთესობისკენ ცვლილების წინააღმდეგ არავინ არის. რასაკვირველია, პოლიტიკის შეცვლა უნდა მოხდეს. ამიტომაც მოხდა გადარჩევა.

- კიდევ ერთი განცხადება გააკეთა კალაძემ, რომ ის ღიაა თანამშრომლობისთვის ალეკოსთან, ელენესთან, ზალიკოსთან და გიორგი ვაშაძესთან. ეს არის უფრო პიარსვლა თუ რეალურად გაწვდილი ხელი? მეორე ადგილზე გასულმა ელისაშვილმა გამარჯვებულს მიულოცა და თქვა, ამით ახალ სტანდარტს ვამკვიდრებო. მართლაც ახალი სტანდარტების დამკვიდრებასთან გვაქვს საქმე თუ…?

- ალეკო ელისაშვილმა კალაძეს რომ მიულოცა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით. ამ მხრივ ელისაშვილი სწორად მოიქცა და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

- თუმცა, აქამდე რომ მივსულიყავით, დიდი დრო დაგვჭირდა, პრობლემები გვქონდა…

- დიახ. იყო პრობლემები და ეს უნდა დავამთავროთ. ეს ელემენტარული წესია, თუ არჩევნების შედეგებს აღიარებ.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ვერ გეტყვით, პიარის ნაწილია თუ გულწრფელი მოწოდება, მაგრამ, პიარიც რომ იყოს, ამაშიც ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუ თანამშრომლობის სურვილი იქნება, ეს ცუდი არ არის, პირიქით, მაგრამ ამისთვის რაღაც ფორმა უნდა მოიძებნოს. მხოლოდ განცხადებები არ კმარა. თუ მეორე მხრიდანაც იქნება თანხმობა, მაშინ გარკვეული ფორმა უნდა მოიძებნოს. თუ რეალურად ეს მოხდება, ესეც ახალი ნაბიჯი იქნება ქართულ პოლიტიკაში.

- რა ფორმა?

- ვერ გეტყვით, შეიძლება არაფორმალურ დონეზე ან ფორმალურ დონეზე.

- გიორგი ვაშაძემ თქვა, ჩემს პროგრამას ვჩუქნიო...

- კი ბატონო, აჩუქოს, თუ კალაძე თვლის, რომ ეს პროგრამა განხორციელებადია, მაშინ თანამშრომლობაც შედგება. მერე უკვე ვაშაძე კონსულტანტი იქნება თუ სხვა პოზიციაზე, ეს შეიძლება გაირკვეს. ფურცელზე დაწერილი რაღაც სხვაა და მისი განხორციელება _ სხვა. შეიძლება არაჩვეულებრივი პროგრამა იყოს დაწერილი, მაგრამ ისე მოხდეს მისი რეალიზაცია, რომ ქვეყანა დაღუპო. ამიტომ ავტორსა და განმხორციელებელს შორის თანამშრომლობა აუცილებელია. თუ კალაძის ეს შეთავაზება მართლაც გულწრფელია, მაშინ ფორმა მოიძებნება, ეს არ გაჭირდება. ვნახოთ, როგორი გამოხმაურებები იქნება, ვინ მიიღებს ამ შეთავაზებას და ვინ – არა. ისე, უდავოდ ახალი და თან ძალიან კარგი პრეცედენტი იქნება ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, რასაც მხოლოდ მივესალმები.

- იქნება თუ არა კალაძე წარმატებული მერი? რამდენად შეძლებს ის, იყოს დამოუკიდებელი მერი და იყოს მხოლოდ თბილისის ინტერესებზე დამოკიდებული?

- პირველი – თუ თავისუფალი ვერ იქნება, მაშინ საქმესაც ვერ გააკეთებს. მეორე _ სურვილი, რომ იყოს წარმატებული, ყველას აქვს, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ამას. შეძლებს თუ არა, ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, პირველ რიგში კი იმაზე, რამდენად ექნება მას დამოუკიდებლობის ხარისხი.

კალაძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერია. ამდენად, მისი წარმატება თუ წარუმატებლობა პირდაპირ აისახება პარტიის წარმატების ხარისხზე. თუ კალაძეს ასევე აქვს ამბიცია და ალბათ აქვს, რომ თბილისის მერობა არ იყოს მისი პოლიტიკური კარიერის მწვერვალი, მაშინ მას სხვა შანსი არ აქვს, რომ არ იყოს წარმატებული მერი. ერთი რამ, რაც უკვე ჩანს, არის ის, რომ კახი კალაძე იქნება ბევრად უფრო აქტიური საზოგადოებრივ სივრცეში და ზოგადად, ვიდრე დავით ნარმანია იყო.

თბილისი ძალიან რთული ქალაქია, უამრავი პრობლემაა, კანდიდატებმა წინასაარჩევნოდ რაც ილაპარაკეს, ერთი იმდენი კიდევ არის, რაზეც საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი. ბიუჯეტი, მართალია, ცოტა არ არის, მაგრამ, ამ პრობლემების გათვალისწინებით, მაინც მწირია. თუმცა, თუ ბიუჯეტი სწორად იქნება გადანაწილებული, ეს მაინც შეეტყობა ქალაქს. კალაძეს თუ არ ეყოლება გუნდი, რომელიც პროცესებს გვერდიდან დააკვირდება და სიმართლეს დაუდებს მაგიდაზე, მაშინ არაფერი გამოვა, ძალიან გაუჭირდება.

როგორც წესი, ასეთი ფიგურების გვერდით თავს იყრიან ის ადამიანები, მეორე შრე, რომლებიც სიმართლეს არ ეუბნებიან ლიდერს, მხოლოდ იმას ეუბნებიან, რაც ესიამოვნება. ამ დროს ყველაძე ცუდი საქმე მაამებლების გუნდმა შეიძლება გაუკეთოს. რამდენად გაართმევს თავს, რთული სათქმელია, რადგან აქ უამრავი ინტერესი იქნება წინა პლანზე წამოწეული.

„ახალი თაობა“, 28 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „პატრიოტები კახა კალაძის დაკვეთით გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას მოითხოვენ“ // „რუხაძემ პრემიერობაზე უარი თქვა, ახლა გიორგი ბაჩიაშვილთან მიდის მოლაპარაკება“

ვინ გაიყვანა „ნაციონალები“ მეორე ადგილზე, ვისთან ერთად იბრძოლებენ ისინი გიგა ბოკერიას ფრთის წინააღმდეგ, რატომ ვერ პოულობენ გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელს, რატომ აღარ ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს? ამის შესახებ „ახალ თაობას“ ქართული მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.

- ლადო, თქვენ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში არაერთხელ თქვით, რომ აპირებთ სასიკვდილო შიმშილობას მთავრობის გადადგომის და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით. ბოლო დღეების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქართული მარში აღარც ვადამდელ არჩევნებს ითხოვს და არც შიმშილობას აპირებს. თქვენი მთავარი სამიზნე ახლა გურამ კაშიას სამკლაური გახდა...

- რას ჰქვია, გურამ კაშიას სამკლაურს დავდევთ? ქართული ფეხბურთი სავალალო დღეშია და ეს არ უნდა გავაპროტესტოთ? რაც ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია, საქართველოს ნაკრებს არც ერთი ოფიციალური მატჩი არ მოუგია.

- მოგებებით ჩვენი ნაკრები არც ლევან კობიაშვილის გაპრეზიდენტებამდე გამოირჩეოდა...

- გასაგებია, მაგრამ ახლა ცნობილი გახდა, თუ რატომ ვერ არის ჩვენი ნაკრები თავის მოტორზე. ამ საიდუმლოს ფარდა გურამ კაშიას ქმედებამ ახადა – იმის მაგივრად, რომ ფეხბურთი ითამაშონ, „ლგბტ“ თემს იცავენ.

- ეს ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის...

- შუაში კი არა, თავშია. რა ხასიათზე დადგები, მოედანზე კალგოტკიანმა ფეხბურთელებმა რომ ითამაშონ.

- კალგოტკიან ფეხბურთელს მოედანზე მსაჯი არ გამოუშვებს. ასე რომ, ამის საფრთხე არ არსებობს...

- საფრთხე როგორ არ არსებობს. მხედველობაში აზრებით კალგოტკიანები მყავს. ესენი ვერასდროს ითამაშებენ ნამდვილ ფეხბურთს და ვერც მაგათ დამცველები.

- ძალიანაც კარგად ითამაშებენ, ის სამკლაური, რომლის გამოც ლამისაა გურამ კაშია ჩაქოლოთ, ბევრმა ცნობილმა ფეხბურთელმა გაიკეთა...

- ბევრმა არ გაიკეთა, მათ შორის გერმანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ფილიპ ლამმა. არ მითხრა ახლა, რომ კაშია მაგაზე დიდი ფეხბურთელია, ან მაგის სოფლის გუნდი გერმანიის ნაკრებზე მაგარია. ამ ამბავს მარტო ქართული მარში რომ აპროტესტებდეს, კიდევ ჰო, მაგრამ ნახეთ, რამდენი ვინმე აპროტესტებს. მათ შორის ჟურნალისტებიც.

- სპორტულმა ჟურნალისტებმა გურამ კაშიას დაუჭირეს მხარი და ამაზე განცხადებაც გააკეთეს თავისი ხელმოწერებით...

- სამაგიეროდ, სხვა აზრზეა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიშა აბაიშვილი. ის დგას საღ აზრზე. ამ ჩვენს ფეხბურთს კიდევ რაც შეეხება, ფიზიკურად ისედაც განადგურებულია და ახლა მისი მორალური განადგურება მიდის. ეს საბოლოოდ დაასამარებს ფეხბურთს საქართველოში. მინდა საქართველოს მოსახლეობას მივმართო და ვთხოვო, რომ ყველამ ერთად მოვითხოვოთ ამ ნაკრების დათხოვნა. ამათ ნაცვლად პატარა ბიჭები შეიყვანონ ნაკრებში, მეტი ჯიგარით ითამაშებენ და გამოცდილებასაც მიიღებენ. სანამ ასე არ მოხდება, მანამდე მოვუწოდებ ყველას, ნაკრების თამაშებს ბოიკოტი გამოვუცხადოთ.

ასევე უნდა მოვითხოვოთ ლევან კობიაშვილის გადადგომა. ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს. აშკარაა, რომ კობიაშვილი თავის საქმეს ვერ აკეთებს.

- არადა აპირებდით, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დაგეწყოთ შიმშილობა...

- მთავრობის გადადგომასაც მოვითხოვთ. ყველაფერს თავისი დრო აქვს.

- თქვენთვის ეს დრო როდის დადგება, პატრიოტთა ალიანსი 29 ოქტომბრიდან იწყებს აქციებს პრემიერის გადადგომის მოთხოვნით.

- ალიანსს თავისი გეგმები აქვს, ჩვენ – ჩვენი. არ არის გამორიცხული, ჩვენთან ერთად აქციებში 15 ოპოზიციური პარტიაც ჩაერთოს. მხედველობაში ის პარტიები მყავს, რომლებმაც არჩევნების წინ ლიდერთა საბჭო შექმნეს. მაგათ თავის დროზე ჩვენთვის რომ დაეჯერებინათ, ახლა ასეთ სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდნენ. მოვუწოდებდით, რომ არჩევნებისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ, მაგრამ ამაზე უარი თქვეს. ეგონათ, რომ ხელისუფლება არჩევნებზე რაღაცას გადაუგდებდა. დარწმუნებული იყვნენ, პროცენტს აიღებდნენ, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებდნენ. აი, აქ შეცდნენ ჯიგრები და ახლა ბოლო ხმაზე ყვირიან. უმჯობესი იქნებოდა, არჩევნების წინ აყვირებულიყვნენ და არჩევნებამდე გავსულიყავით ქუჩაში. ამ ხელისუფლებას ადამიანური ლაპარაკი არ ესმის. მათთან მხოლოდ ქუჩის ენით თუ ილაპარაკებ.

როცა ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არჩევნების წინ უარი თქვა ქუჩაში გასვლაზე, სადავეები ხელში პატრიოტთა ალიანსმა აიღო და პარლამენტის კიბეებზე ჩამოსხდნენ. ეს მათ ხელისუფლებასთან შეთანხმებით გააკეთეს. `ოცნება~ შიშობდა, რომ ოპოზიცია აქციებს დაიწყებდა. ოპოზიციამ სწორედ პატრიოტთა ალიანსის გამო ვერ დაიწყო აქციები. მთავარი მიზეზი ეს არ იყო, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო.

- პატრიოტთა ალიანსმა ხელი რანაირად შეუშალა, აქციის გამართვა პარლამენტის გარდა მთავრობის ადმინისტრაციასთანაც შეიძლებოდა. თუ კარგად მახსოვს, ქართული მარშიც იქ აპირებდა სასიკვდილო შიმშილობის დაწყებას...

- ვაპირებდით, მაგრამ ამათ შიმშილობასაც დაუკარგეს აზრი და პეწი. ხალხი ლამის 20 დღე იჯდა საშიმშილოდ და ცუდადაც კი არავინ გამხდარა.

- ცუდად ვერ გახდებოდნენ, ადამიანები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ...

- საქმეც ეგაა, რომ ენაცვლებოდნენ. ერთი და ორი დღე რომ ამბობ საჭმელზე უარს, ეს დიეტაა და არა შიმშილობა.

- თქვენ დიეტაც რომ ვერ გარისკეთ?

- ჩვენ სასიკვდილო შიმშილობას ვაპირებდით, მაგრამ ამათ „გააპუსტიაკეს“ პროტესტის ეს ფორმა. ახლა რომ დავიწყოთ შიმშილობა, აგდებით შემოგვხედავენ. შიმშილობის აქციებმა საქართველოს დამოუკიდებლობა დაუბრუნა, ამათ კი პროტესტის ეს ფორმა მოკლეს.

- თქვენ რომ მაინც გეცადათ, იქნება ხალხმა ისევ დაუჯეროს შიმშილობას?

- ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს მაინც გავაკეთებთ. ამასთან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ისედაც შეიცვლება. გიორგი მღებრიშვილს უეჭველი გაუშვებენ. კვირიკაშვილს კი, რომლის გადადგომას პატრიოტთა ალიანსი ითხოვს, მარტამდე მისცეს ვადა.

- ვინ მისცა პრემიერს მარტამდე ეს ვადა?

- „ოცნების“ ხაზეინებმა.

- მარტამდე რატომ მისცეს ვადა?

- იმედი აქვთ, რომ რაღაცის გამოსწორებას შეძლებს. რა უნდა გამოასწოროს, არ ვიცი, ლარი თავზე დაგვემხო და მასთან ერთად მთელი ეკონომიკა. რატომღაც მგონია, რომ კვირიკაშვილის გადადგომა სხვა მიზეზებით გადავადდა. `ქართულ ოცნებას~ კადრები არ ჰყავს, პრემიერის მოძებნა კი ასეთი ადვილი არ არის.

- წინა ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ ამ თანამდებობისთვის ირაკლი რუხაძეს ამზადებენ...

- ასეც იყო. მის დაყოლიებას დიდი ხანია, რაც ცდილობენ, მაგრამ ამჯერადაც უარი თქვა. ახლა გიორგი ბაჩიაშვილის „დაკერვას“ ცდილობენ.

- გიორგი ბაჩიაშვილი ვინაა?

- ეს ტიპი ივანიშვილის კადრია. ბაჩიაშვილი ივანიშვილის მიერ დაარსებულ თანაინვესტირების ფონდში მუშაობს. წესით, არ უნდა დათანხმდეს, ახლა პრემიერობა მაგარი შარია. დამოუკიდებლად მაგას გადაწყვეტილებებს არავინ მიაღებინებს და კიდევ შიდა ინტრიგებს უნდა ებრძოლოს. კვირიკაშვილის გადადგომას ალიანსი ახლა სწორედ ხელისუფლების დაკვეთით ითხოვს. რატომღაც მგონია, რომ ეს შეიძლება კალაძის დაკვეთაა. ამას ახლა ვერ დავამტკიცებ, მაგრამ დიდი ალბათობით ის ნაციონალებს გაურიგდა.

- რაში გაურიგდა ნაციონალებს?

- კახა კალაძის დახმარებით ეს პარტია კვლავ მთავარ ოპოზიციურ ძალად დარჩა. სანაცვლოდ ნაციონალებმა არჩევნების შედეგები „გააპრავეს“. ნაციონალების წყალობით არ დაინიშნა თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური – „რუსთავი 2“-მა ეგზიტპოლებით კალაძე პირველივე ტურში გამარჯვებულად გამოაცხადა. უკვე ცნობილია, რომ ტვ იმედსაც ჩატარებული ჰქონდა ეგზიტპოლი, მაგრამ მათ შედეგები არ გამოაცხადეს. იმ შედეგების თანახმად, თბილისში მეორე ტური იყო.

არჩევნების შემდეგ კალაძეს და ნაციონალებს შორის ფარული ალიანსი იქნება. კვირიკაშვილი კი, როგორც ადრეც გითხარით, ბოკერიას ფრთას მფარველობს. როცა პრემიერი გახდა, მან მოიფიქრა ის გეგმა, რომლის მიხედვითაც, ბოკერიას ფრთა ყოფილ ხელისუფლებას უნდა გამოყოფოდა. ეგონათ, რომ ამით ნაციონალებს დაშლიდნენ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ნაციონალები ისევ მაგრად არიან.

ამასობაში ბოკერიას ფრთაც მომძლავრდა. ევროქოცებმა შეიძლება კალაძეს, პატრიოტთა ალიანსს და ნაციონალებს პრობლემები შეუქმნან. ევროქოცებს ახლა კვირიკაშვილი მფარველობს. ისინი მაშინ დასუსტდებიან, როცა კვირიკაშვილს გადააყენებენ. აქედან გამომდინარე ითხოვს პატრიოტთა ალიანსი კვირიკაშვილის გადადგომას. მათ ევროქოცებმა მესამე ძალის სტატუსი წაართვეს, ნაციონალებმა კი შესაძლოა მთავარი ოპოზიციური ძალის ნიშა დაკარგონ. კვირიკაშვილის „დაკრიშული“ „ევროპული საქართველო“ კალაძისთვისაც სახიფათოა. ასე რომ, მათ ალიანსის შესაქმნელად საბაბი აქვთ.

„ახალი თაობა“, 28 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ სამხედრო ექსპერტ დავით ნემსაძესთან: რატომ გაასხვისა თავდაცვის სამინისტრომ საჰაერო რაკეტა

რატომ გადასცა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ჰოლანდიას „ბუკ-მ1“-ის მაღალი კლასის საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური თვითდამიზნებადი რაკეტა? სამხედრო ექსპერტი დავით ნემსაძე „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ შესაძლოა ეს მომხდარიყო საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციით. თუმცა, რადგან საქართველოს საჰაერო სივრცე მოკლებულია ტოტალური და ლოკალური თავდაცვითი ფარის არსებობას, ასეთი ტიპის შეიარაღების სხვა ქვეყნისთვის გადაცემა გამართლებული არ არის.

„ისეთი სახის შეიარაღება, როგორიცაა საჰაერო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო იარაღი, სახელმწიფოებს შორის მხოლოდ კეთილი ნების საფუძველზე არ იცვლება. ფაქტს უნდა ჰქონდეს მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური ხასიათი. აღნიშნული რაკეტის გადაცემა მიმაჩნია გაუმართლებლად, რადგან ჩვენი ქვეყანა მოკლებულია შესაძლებლობას, მოახდინოს აღნიშნული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების რაკეტების შეძენა“, – აცხადებს დავით ნემსაძე.

„ბუკ-მ1“ ტიპის კომპლექსის რაკეტა იწონის 685 კილოგრამს. მასში მოთავსებულია 75 კილოგრამი ტროტილი და 6.500 ცალი მსხვრევად-დამაზიანებელი ჭურვი. რაკეტის სისწრაფე 850 მეტრ/წამია. ის საშუალო სიმაღლეზე მოქმედი რაკეტაა. ფრენის მანძილი 32 კილომეტრია და მისი ღირებულება 100.000 დოლარს აღემატება.

- ბატონო დავით, ამ ტიპის რაკეტის ჰოლანდიისთვის გადაცემაში მთავარი პრობლემა რა არის?

- ამგვარი ტიპის შეიარაღების უცხო ქვეყნისთვის გადაცემაზე საპარლამენტო ნებართვა უნდა იყოს. ის მაღალი კლასის თვითდამიზნებადი რადიოლოკაციური რაკეტაა, რომელიც არ შეიძლება, პასპორტის გარეშე გადაეცეს. საერთოდ, საკითხავია, რა ვითარებაში გადასცა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ეს რაკეტა ჰოლანდიას. პარლამენტში ნდობის ჯგუფი არსებობს. მათ უკითხავად, ყველას გვერდის ავლით ასეთი სტრატეგიული შეიარაღების გადაცემა გამართლებული არ არის.

- ამგვარი შეიარაღების უცხო ქვეყნისთვის გადაცემის მოტივი რა შეიძლებოდა ყოფილიყო, ისე უმოტივოდ ხომ არ გადასცემდნენ?

- რაკეტის გადაცემა საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციით მოხდა. გადაცემას რაკეტის კვლევის მოტივაციით ხსნიან, ვინაიდან მიმდინარეობს უკრაინაში სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების ძიება. თვითმფრინავი `ბუკ-მ1 ტიპის რაკეტით იქნა ჩამოგდებული და ასეულობით მგზავრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ეს არის სამხედრო შეიარაღება, რომელიც საქართველოს დეფიციტში აქვს. ამიტომ ასე უმოტივაციოდ, რაღაც მიზეზების მოგონებით საქართველოს საჰაერო სივრცის შესუსტება გაუმართლებელია. ვერ გავიგე, რატომ უნდა გადასცეს საქართველომ ჰოლანდიას ასეთი ტიპის შეიარაღება, როცა რუსეთისა და უკრაინის ინტერესია? ამგვარი ქმედება ჩვენს საჰაერო თავდაცვისუნარიანობას ასუსტებს, რაც არის ანტიეროვნული და საკუთარი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

- შეიარაღების გადაცემა როგორ მოხდა, ფულის გადახდით?

- არ ვიცი. მე პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს ორგანიზაციის სახელით მივმართე და პასუხს ველოდები. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს ინფორმაცია განათავსა თავის სოციალურ ვებგვერდზე, მაგრამ რამდენიმე წუთში მოხსნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ტელევიზია კონტროლირებადია და საზოგადოებრივ ინტერესებს არ ითვალისწინებს.

- შესაძლებელია, რომ ეს ყოფილიყო საიდუმლო ინფორმაცია?

- ასეთი რაკეტების საიდუმლო წესით გაყიდვა არ ხდება. საიდუმლო შეიძლება იყოს რაკეტების რაოდენობა, მისი ფასეული ღირებულებები. როდესაც ასეთ შეიარაღებას ყიდულობს ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნისაგან. ის სრული მონიტორინგის სისტემაში აუცილებლად შედის და აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს, რადგან ქვეყანას აქვს კვოტირება, რამდენი უნდა ჰქონდეს შეიარაღება – ტანკი, თვითმფრინავი და ა.შ. საიდუმლო შეიძლება იყოს ხელშეკრულების პირობები, შეიარაღებისა და ჭურვების რაოდენობა, მაგრამ ასეთი ფორმით გაყიდული შეიარაღების გასაიდუმლოება არ ხდება. შეიძლება რაკეტის გადაცემა საქართველოში საიდუმლოდ შეინახეს, მაგრამ ეს ამბავი ჰოლანდიიდან გასკდა.

- ჰოლანდიიდან როგორ გასკდა?

- ინფორმაცია ჰოლანდიურ პრესაში გამოქვეყნდა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ჰოლანდიურ პრესას ეყრდნობოდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან ამაზე კომენტარი არავინ გააკეთა. რაკეტა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე იყო და ისინი ვალდებული იყვნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატიაზე განმარტება გაეკეთებინათ, მაგრამ ვებ-გვერდიდან სტატია ააღებინეს.

- 2008 წლის ომმა გამოაჩინა, რომ საქართველო საჰაერო თავდაცვის საშუალებებში მოიკოჭლებდა. ჩვენ არ გვჭირდებოდა საჰაერო თავდაცვის ეს საშუალება?

- ეს არის მაღალი კლასის თვითდამიზნებადი, საშუალო სიშორის რაკეტა. დღეს ჩვენ ამ შეიარაღებას არავინ მოგვყიდის.

- ეს რაკეტა თავის დროზე საქართველომ ვისგან შეისყიდა?

- საქართველომ აღნიშნული იარაღი ომამდე უკრაინიდან შეისყიდა. უკრაინიდან შესყიდული ტექნიკის ნაწილი ჩამოიწერა, ზოგი კი მიზანმიმართულად ჩაბარდა რუსეთს.

- რუსეთს 2008 წელს რომ დაუტოვეს, ეგ ვიცი...

- სენაკის სამხედრო ბაზიდან უმოტივაციოდ ჩაბარდა მოწინააღმდეგეს აღნიშნული საჰაერო თავდაცვის კომპლექსის ცალკეული ერთეულები, ასევე გაურკვეველ ვითარებაში გაქრა ამავე კომპლექსის რაკეტებით დატვირთული სპეცრაკეტმზიდი მანქანა. ვინც ეს გააკეთა, თავდაცვის სამინისტროში დაწინაურებულია.

- ჰოლანდიას ასეთი ტიპის საჰაერო კომპლექსები სხვა არ აქვს?

- არ აქვს. ის რაკეტა აქედან წაიღეს გამოძიების მოტივით. ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ გამყიდველმა და მყიდველმა მხარეებმა. მე ხომ არ ვიცი, კონტრაქტში რა ეწერა.

- თუ იცით, ჰოლანდიასა და საქართველოს სამხედრო თვალსაზრისით როგორი ურთიერთობა აქვთ?

- არანაირი.

ქართული პრესის მასალები 27 ოქტომბერი 2017 წელი
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ დემურ გიორხელიძესთან: „ლარის კურსი ისეთია, როგორიც ბანკებს უნდათ“ // „კარგი და ახალი არაფერი ხდება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ ოთარ ანგურიძესთან: „შავი ფულის შესახებ ინფორმაცია ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონდეს“ // „მე ვფიქრობ, ლარის გაუფასურება მსხვილმა ტრანზაქციამ გამოიწვია“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ კახა კუკავასთან: „ბიძინა ივანიშვილი ვერც სოლოლაკში და ვერც სოლოლაკის გარეთ ფეხს ვერ დაადგამს“ // „ამხელა გაყალბებას არ ველოდით“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნანა დევდარიანთან: „მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნისთვის ყველაფერზე წავა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზვიად კუპრავასთან: „ან გიორგი მღებრიშვილს გაუშვებენ სახლში, ან მთელ ხელისუფლებას მოუწევს წასვლა“ // „ქუჩაში ადამიანების დახოცვის ფაქტები სულ უფრო მატულობს“

„ახალი თაობა“, 27 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ დემურ გიორხელიძესთან: „ლარის კურსი ისეთია, როგორიც ბანკებს უნდათ“ // „კარგი და ახალი არაფერი ხდება“

ლარის კურსის რყევებსა და ეკონომიკურ საკითხებზე „ახალი თაობის“ კითხვებს ექსპერტი დემურ გიორხელიძე პასუხობს.

- ბატონო დემურ, არჩევნების დასრულებისთანავე ლარმა გაუფასურება დაიწყო. მოვისმინეთ შეფასებები, რომ ეს ყველაფერი სწორედ არჩევნებს უკავშირდება და აქამდე დაბმულმა ლარმა აიწყვიტა. რას იტყვით თქვენ, რა ხდება?

- არაფერი ახალი არ ხდება. ამიტომ აქ არჩევნები ნამდვილად არაფერ შუაში არ არის. ყველა პრობლემა, ობიექტური პრობლემა, რომლებიც ლარის კურსის არამდგრადობას განაპირობებდა, კვლავაც შენარჩუნებულია, არცერთი საკითხი მოგვარებული არ არის. ამას ემატება ის სუბიექტური ნაწილი, როცა მონეტარული პოლიტიკა არ შეესაბამება ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ამოცანებს. მათთვის ეს პრიორიტეტები არც არსებობს.

- გაგრძელდება ეს ტენდენცია?

- ეს ძალიან კარგად კონტროლირებადი პროცესია, ლარის მუდმივი რყევა ზევით-ქვევით ყოველთვის ძალიან მძიმეა მოსახლეობისა და ბიზნესისთვის. ჩვენ ყველანი ვიხდით ამის საფასურს. ლარის ასეთი მკვეთრი მოძრაობები ყოველთვის დანახარჯებთან არის დაკავშირებული და მოსახლეობა იხდის ამის საფასურს. თუმცა ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის.

- მიზანმიმართული პროცესია?

- იმ ულტრალიბერალური განცხადებების ავტორები, რომ ეროვნული ბანკი არ ერევა ბაზრის საქმიანობაში, პროფესიულად არშემდგარი ადამიანები არიან. არ შეიძლება ასეთი სისულელე ილაპარაკოს ადამიანმა! პრობლემები პრობლემებად რჩება, კურსი ისევ ყალიბდება ბლუმბერგის ბირჟაზე ვაჭრობით და ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეროვნული ბანკი, ნაცვლად იმისა, რომ მონეტარული პოლიტიკის ზრდასა და დასაქმებაზე იყოს ორიენტირებული, რამდენიმე კომერციული ბანკის ზედამხედველად და ხელშემწყობად რჩება. სულ ეს არის მისი ფუნქცია!

- ანუ არჩევნები ლარის ასეთ მკვეთრ გაუფასურებასთან არანაირ კავშირშია?

- აქ არჩევნები არაფერ შუაშია. ეს განცხადებები არასერიოზულია. არაფერი ისეთი არ მომხდარა არჩევნებზე, რომ ლარის კურსი შეათამაშოს. აქ ხდება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რამ, როცა ლარის კურსის ფორმირება დღის განმავლობაში ორი-სამი ბანკის ვაჭრობის შედეგების მიხედვით ხდება. ეს ძალიან კარგად იციან ბანკებმა და შესანიშნავად სარგებლობენ ამით.

- გამოდის, რომ ამ ბანკებს როგორც აწყობთ, ისეთი ლარის კურსი იქნება მეორე დღეს?

- ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა. საქართველოში 25 წელია, ერთადერთი პრობლემა ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ჯგუფების პოლიტიკური პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი და ამბიციებია, რომ შენი ქვეყანა ძალიან მძლავრი განვითარების ტრაექტორიაზე გაიყვანო. არ არის ეს, ამიტომ ნებისმიერმა ხელისუფლებამ, რომელიც ამ 25 წლის განმავლობაში ფორმულირებული იყო ლიდერი ბელადის სიყვარულის საფუძველზე, ადამიანებმა, რომლებიც შემთხვევით მოდიან პოლიტიკაში, ვიღაცის მატარებელში შემხტარნი, შესანიშნავად იციან, რომ დროებით არიან ამ თანამდებობებზე და ამიტომ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ – იწყობენ საკუთარ კეთილდღეობას!

- როგორია თქვენი პროგნოზი? ზამთარი მოდის, მოსახლეობა შეშინებულია, რადგან ლარის გაუფასურება ყოველთვის მოსახლეობის ჯიბეს ურტყამს. რას ელოდებით?

- არ ვფიქრობ, რომ რაიმე კატასტროფული გველის. ჩვეულებრივი ქართული ზამთარი იქნება. უდიდეს უმრავლესობას უჭირს, სიღარიბე ძალიან მაღალია, დასაქმება ძალიან დაბალია. საქართველოს მოსახლეობა მიგრაციის ძალიან მაღალი ტემპის გამო გასულ წლებთან შედარებით შემცირდა დაახლოებით 20.000 ადამიანით. ასე რომ, პროცესი მიდის ჩვეულებრივ, კარგი და ახალი არაფერი ხდება.

„ახალი თაობა“, 27 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ ოთარ ანგურიძესთან: „შავი ფულის შესახებ ინფორმაცია ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონდეს“ // „მე ვფიქრობ, ლარის გაუფასურება მსხვილმა ტრანზაქციამ გამოიწვია“

ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში არჩევნებიდან მეორე დღეს ლარის კურსის რამდენიმე პუნქტით გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს.

- ბატონო ოთარ, არჩევნებიდან მეორე დღეს ლარის კურსის რამდენიმე პუნქტით გაუფასურებას რას უკავშირებთ?

- ერთადერთი სრულყოფილი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს აქვს. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მოკლევადიან რყევებზე მისი კომენტარი არასერიოზული იქნება. მე კი ვიტყვი, რომ მსგავსი განცხადება არის პირველ რიგში არასერიოზული. როდესაც 2 დღეში 10-12 თეთრით ლარი უფასურდება, მაშინ, პირველ რიგში, მეტი სერიოზულობა მართებს ეროვნულ ბანკს, რომ კომენტარი გააკეთოს და მიზეზებზე ისაუბროს. თუმცა, საზოგადოებამ სრულიად საწინააღმდეგო მიიღო ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან. მან ამ საკითხზე საუბარს თავი აარიდა.

- რატომ, როგორ ფიქრობთ?

- სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ისეთ რამესთან, რაც უფრო მეტ კითხვას გააჩენდა. დამატებითი კითხვები რომ არ გაჩენილიყო, სწორედ ამას აარიდა თავი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

- თქვენ მაინც რას უკავშირებთ, რას შეიძლება გამოეწვია ასეთ მოკლე პერიოდში ასეთი გაუფასურება?

- მიმდინარე ფაქტორები, რასაც შეიძლებოდა ლარის კურსის გაუფასურება გამოეწვია, პრაქტიკულად, არ არსებობს. მხედველობაში მაქვს ის მაკრო-ეკონომიკური ფაქტორები, რომლებზეც ხშირად პოლიტიკური ჯგუფები თუ ექსპერტები აპელირებენ. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ტურისტების ნაკადი, საგარეო ვაჭრობის ბრუნვაც და ა.შ. ამიტომ ვამბობ, რომ ყველა ეს პარამეტრი იძლევა იმის საფუძველს, რომ ლარის კურსი სტაბილური ყოფილიყო და არ მომხდარიყო მისი ასეთი მყისიერი გაუფასურება ამ მოკლევადიან პერიოდში. ამიტომ, ჩვენ გვაქვს ისეთ რამესთან საქმე, როდესაც ინფორმაცია არ აქვს არავის, ეროვნული ბანკის და, შესაძლოა, ფინანსთა სამინისტროს გარდა.

- ანალიზის შედეგად მაინც თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა მოხდა?

- ძალიან ბევრ რამეს შეიძლება გამოეწვია. თუნდაც შეიძლება ეს გამოეწვია მსხვილ ტრანზაქციას.

- ტრანზაქციას?

- დიახ, თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ ტრანზაქციას გამოეწვია. მიმდინარე წელი არის საკმაოდ დატვირთული მომსახურების ნაწილში და არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე კომერციულ ბანკს მოეხდინა ეს ტრანზაქცია. თუმცა, ამ ტრანზაქციის შესახებ წინასწარ ეცოდინებოდა ეროვნულ ბანკს. თუ მართლაც მოხდა ასეთი ტრანზაქცია და ამან გამოიწვია ლარის მყისიერი გაუფასურება, მაშინ ეროვნული ბანკი ამისთვის მზად უნდა ყოფილიყო სწორედ იმიტომ, რომ ამას არ გამოეწვია ისეთი გაურკვევლობა, რაც გამოიწვია მოსახლეობაში და თავად ეკონომიკურ სუბიექტებში. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით სავალუტო გარიგებებში. შესაძლოა ამანაც გამოიწვია გარკვეული სახის გაუფასურება, რაც ასევე ეროვნული ბანკის პრეროგატივაა.

- ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ აკეთებს ასეთ მცირე რყევებზე კომენტარს...

- თუ 2 დღეში 12 პუნქტით გაუფასურება მცირედია, თუ მოიყვანს პრეზიდენტი რომელიმე ქვეყნის მაგალითს, სადაც 2 დღეში 12 პუნქტით უფასურდება ეროვნული ვალუტა და ამაზე არ აკეთებს განმარტებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

- ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ 2-3 პუნქტით გაუფასურება საგანგაშო არ არის და ის ბუნებრივად დარეგულირდება, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე. იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- გეთანხმებით, რომ 2-3 თეთრით გაუფასურება მართლაც არ არის საგანგაშო, მაგრამ, როდესაც 12 თეთრით და ხშირ შემთხვევაში უფრო მეტითაც უფასურდება და ამაზე დუმს ყველა, აქ რეაგირებაა საჭირო.

- რამდენად რეალური შეიძლება იყოს ის მოსაზრება, რომ ხელისუფლება არჩევნების წინ ხელოვნურად ინარჩუნებდა ამ კურსს და მას შემდეგ, რაც არჩევნები ჩაატარა, შედეგები დაიდო, პროცესები განვითარდა ისე, როგორც ვიხილეთ?

- პირიქით, იმ ტენდენციებს, რომლებსაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეროვნული ბანკი ახორციელებდა, ლარის გამყარება უნდა მოეხდინა. თუმცა, პროცესები იქითკენ მიდიოდა, რომ შეუძლებელი იყო, ყველაფერი მომხდარიყო ისე, როგორც ეს ხშირ შემთხვევაში წარმოგვიდგენია. ძალიან ბევრი რამ შეიძლება ამ პროცესებთან დაკავშირებით ვივარაუდოთ. მთავარი კითხვის ადრესატი მაინც ეროვნული ბანკია.

- პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ადგილობრივ არჩევნებზე შავი ფული ტრიალებდა, რასაც სერიოზული გამოწვევა უწოდა. რა შეგიძლიათ თქვათ ამ საკითხზე?

- თუ ქვეყანაში შავი ფული არსებობს, ეს არის ეროვნული ბანკის პრობლემა და მის სისუსტეზე მეტყველებს. ქვეყანაში ფინანსური მონიტორინგის სამსახური არსებობს და, თუ მართლაც ტრიალებდა ქვეყანაში შავი ფული, მაშინ ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის საკითხი რატომ არ იყო ამ ნაწილში დასმული?! მით უფრო, როდესაც ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.  კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებით პარლამენტი მოსთხოვს შესაბამის ანგარიშს ეროვნული ბანკს. ეს სერიოზული საკითხია, ასე ერთი შეხედვით რთულია იმის თქმა, არის თუ არა ქვეყანაში შავი ფული. ერთადერთი კომპეტენტური და სამართლებრივი ორგანო ეროვნული ბანკია, რომელმაც უნდა დაადგინოს და ამ კითხვას პასუხი გასცეს.

„ახალი თაობა“, 27 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ კახა კუკავასთან: „ბიძინა ივანიშვილი ვერც სოლოლაკში და ვერც სოლოლაკის გარეთ ფეხს ვერ დაადგამს“ // „ამხელა გაყალბებას არ ველოდით“

„ახალი თაობის“ კითხვებს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი კახა კუკავა პასუხობს.

- ბატონო კახა, თქვენი ბლოკი ბრალად დებს ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებას. მთაწმინდისა და ისნის რაიონის ოლქებში დიდი ხმაური იყო, ხმების გადათვლას ითხოვდით, თუმცა - ამაოდ. რა ხდება? გააყალბა ხელისუფლებამ არჩევნები?

- დიახ, ეს იყო ყველაზე გაყალბებული არჩევნები! საქართველოში 1995 წლის შემდეგ, როდესაც ყუთების მოპარვა ხდებოდა, არჩევნები ასე არავის გაუყალბებია.

- ასეთი რა მოხდა?

- ამჯერად მოხდა ხმების მოპარვა ყოველი მეორე-მესამე უბნიდან და, რაც იყო სიახლე ამ არჩევნებზე, არჩევნები გაყალბდა არა მარტო პერიფერიებში, როგორც ეს ადრე ხდებოდა, დავუშვათ, ეთნიკურად დასახლებულ ან მაღალმთიან რაიონებში, არამედ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა თბილისში, ქუთაისსა და ყველა დიდ ქალაქში. მთაწმინდაზე, სადაც გვქონდა პროპორციული სისტემით ნული ხმა, მივიყვანეთ ცოცხალი ადამიანები, რომლებმაც თქვეს, რომ მათ ხმა მისცეს ჩვენს პარტიას. ამის შემდეგ მოვითხოვეთ ამ მე-13 უბნის გადათვლა, რაზეც 5-6 საათი გრძელდებოდა კამათი საოლქო კომისიაში.

- მოხდა ხმების ხელმეორედ გადათვლა?

- არა, ჩვენ მივიღეთ კატეგორიული უარი. ანალოგიური უბნები გვაქვს იქ, სადაც ჩემი ოჯახი ვაძლევთ ხმას, ანალოგიური უბნებია თბილისის ძალიან ბევრ უბანზე, სადაც ნული, ერთი ან ორი ხმა გვაქვს აღებული. მოდის უამრავი ადამიანი და გვეუბნება, რომ ჩვენ მოგვცეს ხმა. ქუთაისში, სადაც 8% აიღო გოგი წულაიამ, როგორც ქალაქის მერმა, მას დაუწერეს 2% პროპორციული სისტემით, რომ ის საკრებულოში არ შესულიყო. პრაქტიკულად, მთელ საქართველოში ანალოგიური ვითარებაა. ჩვენი დათვლებით, მინიმუმ 10-12% გვაქვს აღებული ამ არჩევნებზე და ხმების ქურდ ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიცა განკარგულება, რომ ჩვენ უნდა აგვეღო 2%!

- როგორ დაამტკიცებთ ამას? აქვს ბრძოლას აზრი?

- ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას. დღეს და ხვალ ბიძინა ივანიშვილს ვერ მოვერევით, მაგრამ მას აქვს გასაკეთებელი არჩევანი, რომელიც 2008 წლის 5 იანვარს გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. თუ ის არ გასცემს ხმების გადათვლის განკარგულებას და თუ არჩევნების ეს შედეგები დარჩება ძალაში., მაშინ ჩვენ მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით მივაკრავთ ხმების ქურდის იარლიყს. ეს ყველაფერი იქნება ძალიან კარგად ილუსტრირებული და ძალიან კარგი მტკიცებულებებით ყველაფერი გამყარებული, რაც ადრე თუ გვიან გამოიღებს შესაბამის შედეგებს. ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დაჯდება ბრალდებულის სკამზე.

- ყველა ოლქში უარს გეუბნებიან ხმების გადათვლაზე?

- დიახ, მთელ საქართველოში გვეუბნებიან უარს გადათვლაზე!

- რა სქემით მოხდა არჩევნების გაყალბება? ამბობენ, ასეთი მშვიდი და სამართლიანი არჩევნები ჯერ არ ჩატარებულაო...

- მშვიდი არჩევნები ტარდებოდა საბჭოთა კავშირშიც! ეს არ არის არჩევნების დემოკრატიულობის შეფასების კრიტერიუმი. სქემა იყო ის, რომ არჩევნების ხმების შეჯამების დროს იმ უბნებზე, სადაც ჩვენი წარმომადგენლები ან არ აქტიურობდნენ, ან ზოგან საერთოდ არ იყვნენ, დაგვიწერეს ნული, რამაც გამოიწვია საშუალო შედეგის დაგდება.

- ანუ სპეციალურად დაგიგდეს პროცენტები, რომ საკრებულოში ვერ შესულიყავით?

- ასეა! შეგიძლიათ, ნახოთ შედეგები. ჩვენ საშუალოდ 2,5% არცერთ უბანზე არა გვაქვს. ჩვენ გვაქვს 10-12% ან ნული. რატომ? იმიტომ, რომ იქ, სადაც ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ და დაესწრნენ ხმების დათვლას, რეალური შედეგი დაფიქსირდა, ხოლო იქ, სადაც ჩვენი წარმომადგენლები არ იყვნენ, უბრალოდ, დაგვიწერეს ნული! გარდა ამისა, კახა კალაძეს აღებული ჰქონდა მაქსიმუმ 44% და იმისთვის, რომ კალაძე პირველივე ტურში გაეყვანათ, ჩემი, გიორგი ვაშაძისა და გიორგი გუგავას ხმები გადაულაგეს პირდაპირ კახი კალაძეს, ასევე გაზარდეს მათი ბიულეტენების რაოდენობა, იმიტომ, რომ 50%-იან ნიშნულის გამოყვანის პროცესში, კანონის მიხედვით, ბათილი ბიულეტენები არ იანგარიშება. ამიტომაც არის ბათილი ბიულეტენების უშუალოდ მაღალი რაოდენობა თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე.

- არც მოსახლეობის აქტიურობა იყო მაღალი. ამან არ იქონია გავლენა? ოპოზიციამაც ხომ არ დაუშვა შეცდომები?

- ეს ყველაფერი სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობაა. მე არც იმაზე გავურბივარ საუბარს, რომ ოპოზიციის მხრიდანაც იყო დაშვებული ბევრი სტრატეგიული და ტაქტიკური შეცდომა, მაგრამ ამ წუთას ყველაზე მნიშვნელოვანი, სასწრაფო და საშური არის ის, რომ ვისაუბროთ ამ ტოტალურ გაყალბებაზე. ხელისუფლებამ მოიპარა ხმების ყველაზე უფრო დიდი რაოდენობა, რომელიც 90-იანი წლების შემდეგ მოუპარავს რომელიმე ხელისუფლებას.

- ამ შემთხვევაში თუა ოპოზიცია ერთიანი და თქვენს ბრძოლას თუ აქვს აზრი?

- არა, ოპოზიცია ერთიანი არ არის. დღეს არჩევნების დელეგიტიმაციასთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატული პოზიცია აქვს მხოლოდ რამდენიმე პარტიას, ჩვენ, ნინო ბურჯანაძესა და ლეიბორისტულ პარტიას. სხვა პარტიებმა ან მიულოცეს უკვე გამარჯვება „ქართულ ოცნებას“, ან ამაზე საუბარს გაურბიან. ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ხელისუფლებასთან ფარულ ალიანსში იმყოფებიან.

- ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და არათანაბარ პირობებზე პარტიები არჩევნებამდეც საუბრობდნენ...

- კი, ეს მოსალოდნელი იყო და ამ კუთხით განსაკუთრებული მოლოდინი არ გვქონია. ჩვენ ვფიქრობდით, რომ 30%-ის გაყალბება მოხდებოდა, რომელიც საქართველოში სამწუხარო ტრადიციად იქცა. ჩვენთვის იყო მოულოდნელი და შოკისმომგვრელი ის, რაც მოხდა ხმების დათვლის დროს, როდესაც ათიათასობით ხმა მოიპარეს თბილისში და ასიათასობით ხმა მოიპარეს რეგიონებში.

- აქციებს თუ უნდა ველოდოთ ოპოზიციური პარტიების მხრიდან?

- აქციები და საკნების ქალაქი აუცილებლად იქნება, ოღონდ არა წელს. ეს იქნება გაისად. დღეს ოპოზიცია ამისთვის მზად არ არის. ჩვენთვის დღეს მთავარი ამოცანაა, მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს, რომ საქართველოს მართავს კანონიერი ქურდი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ხმების ქურდი! საქართველოში არის კრიმინალური, მაფიოზური რეჟიმი. ჩვენ ამ ყველაფრის ილუსტრირებას მოვახდენთ საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

- აქციების პარალელურად?

- აქციების დრო მოვა. გარწმუნებთ, როგორც მიხეილ სააკაშვილი ვერ შედიოდა პრეზიდენტისა და პარლამენტის შენობაში თვეების განმავლობაში, ეს იქნება ისეთი მძლავრი აქცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერც სოლოლაკში და ვერც სოლოლაკის გარეთ ფეხს ვერ დაადგამს. დღეს მთელი საქართველოს ხელისუფლება ზაქარია ქუცნაშვილია! ზაქარია ქუცნაშვილი არის დღეს საქართველოს ხელისუფლების სახე, რომელიც ღიად ამბობს, რომ რა განათლება და გამოცდილებაც არ უნდა გქონდეს, არცერთ სამსახურში არ მიგიღებენ, იყავი ლოთი, ნარკომანი, ბანდიტი, კორუმპირებული, მაგრამ, თუ ხარ `ქართული ოცნების~ ნათესავი, აუცილებლად დაგასაქმებენ და თანაც უმაღლეს სახელმწიფო პოზიციებზე! აი, ეს არის ბიძინოკრატია.

- დღეს ოპოზიცია აქციებისთვის მზად არ არისო, აცხადებთ და რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ერთ წელიწადში იქნება ამისთვის მზად?

- ჩვენ ეს გავლილი გვაქვს. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ადამიანებს სჭირდებათ პირადი მაგალითი. როდესაც სააკაშვილის რეჟიმზე ვსაუბრობდით, სანამ მათ ნიღაბი არ ჩამოვხსენით, მანამდე ხალხი ქუჩაში არ გამოდიოდა. გირგვლიანის აქციებზე 500 კაცით გამოვდიოდით. მერე დადგა რაღაცა მომენტი და ხალხი გამოვიდა ქუჩაში. დღეს გვაქვს ეს ინფორმაციები, თუ რა შეიძლება იყოს ეს ნაპერწკალი 2018 წელს. ასიათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში. ეს დღე ივანიშვილს აუცილებლად დაუდგება. ვარწმუნებ ბიძინა ივანიშვილს, რომ ის თავისი ცხოვრების დარჩენილ წლებს აუცილებლად დაამთავრებს გლდანის საპყრობილეში. მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, მას ევროპარლამენტარები თავდებში არ დაუდგებიან და თავშესაფარს არ მისცემენ.

„ახალი თაობა“, 27 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ნანა დევდარიანთან: „მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნისთვის ყველაფერზე წავა“

გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ნამდვილად დესტაბილიზაციის მცდელობას აქვს ადგილი.

- ქალბატონო ნანა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის დედაქალაქ კიევში კარავში დაიდო ბინა. ეს თქვენთვის რას ნიშნავს?

- მახსოვს, მიხეილ სააკაშვილმა ოდესაშიც კარავში დაიდო ბინა, გზა უნდა გავიყვანოო და ის გზა დღესაც ისეა დარჩენილი, ბოლომდე არავის მიუყვანია. რა გითხრათ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში კარავში ათევს ღამეს. რა უნდა, რას მოითხოვს.

- მიხეილ სააკაშვილი სხვა ქვეყნის ოპოზიციის აქტივობებსა და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესშია ჩაბმული. ყოფილი პრეზიდენტის ასეთი ქმედებები რაში წაადგება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს? იმავე ამერიკაში, მაგალითად, ყოფილი პრეზიდენტები ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ და ზოგჯერ პოლიტიკაშიც დიდ როლს ასრულებენ...

- მიხეილ სააკაშვილი ხომ ის ადამიანია, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისთვის ყველაფერზე წავა. იმდენიც არ ესმის, რომ მისი ქმედება საკუთარი ქვეყნის, პრეზიდენტის ინსტიტუტის, თანამდებობის პატივისცემიდან უნდა გამომდინარეობდეს. პრეზიდენტი იყო, ვინმე დაქირავებული საჯარო მოხელე ხომ არა. მაგრამ ამდენი არ ესმის. ოღონდ კი ტალღას მოექცეს თავში და რას არ იზამს. 2003 წელს რევოლუციურ ტალღას რომ მოაჯდა და შემდეგ, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალებით მოვიდა ხელისუფლებაში და თითქმის 10 წელი იყო. ჰგონია, რომ ისევ ისე იქნება. ისევ ისე ისტორიაში არ მეორდება. კირკეგორის ნათქვამია, ისტორიამ იცის გამეორება, ოღონდ ერთხელ, როგორც _ ტრაგედიად, მეორეჯერ, როგორც – ფარსად. სააკაშვილი ფარსში მონაწილეობს, მაგრამ ვერ ხვდება,

- შეიძლება, ის მონაწილეობდეს სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ „ფარსში“?

- ძალიან ხშირად სააკაშვილი რამეს რომ ჩაიდენს, იწყებენ ხოლმე ძებნას, ამერიკის დაგეგმილ პროცესებში მონაწილეობსო. სააკაშვილს, ბევრი ნაკლის მიუხედავად, ჰქონდა ერთი თვისება. მას თავისი ამერიკელი მეგობრები ფაქტის წინაშე ხშირად დაუყენებია. ჯერ ჩაიდენს და მერე ამერიკელი მეგობრები მისი ნამოქმედარის გამოსწორებას ცდილობენ. მთავარია, იმით, რაც ახლა ხდება კიევში, ვინ ისარგებლებს, რუსეთი თუ ამერიკა. რუსეთს უფრო მეტი ინტერესი აქვს ამ წუთში, ვიდრე – შტატებს.

- ამერიკა არც მიგულისხმია, მე უფრო მგონია, რომ რუსეთის, პოლონეთისა და უნგრეთის ინტერესებს ემსახურება ახლა მიხეილ სააკაშვილი...

- უნგრეთთან ახლო კავშირი აქვს ადეიშვილს, სააკაშვილი იქ ჩასულიც იყო. სააკაშვილს პოლონეთთანაც ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს. რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებიან სააკაშვილის გამოყენებას. მათაც აქვთ გარკვეული ინტერესები უკრაინაში. საქმე იქით მიდის, უკრაინა არსებულ საზღვრებში, რომელიც სტალინმა შეკრა, ვეღარ იარსებებს. უნგრეთი თავისას წაიღებს, პოლონეთი თავისას წაიღებს, რუსეთი თავისას წაიღებს.

- ამის ხელშემწყობად გამოდის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. ოდესის ყოფილ გუბერნატორად კი მოიხსენიებენ, მაგრამ მაინც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია. ეს ცუდ გავლენას არ ახდენს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობაზე?

- რა თქმა უნდა. სააკაშვილის ქმედებები ისევე ცუდ გავლენას ახდენს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, როგორც ცუდ გავლენას ახდენდა ის, როცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ ოდესის გუბერნატორად დანიშნა. როგორც სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნა იყო ცუდი, ასევე ცუდია ის, რაც ახლა ხდება. ამ კაცს არ აქვს უნარი, თავის ინტერესებზე მაღლა სამშობლოს ინტერესები დააყენოს. საერთოდ არ ცნობს „სამშობლოს“ ცნებას. სააკაშვილმა ძალიან იოლად მიატოვა საქართველოს მოქალაქეობა, ძალიან მარტივად წავიდა პრეზიდენტისთვის შეუფერებლად ძალიან დაბალ თანამდებობაზე. მას ზომიერების გრძნობა დაქვეითებული აქვს.

- მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის ამბობდა, რომ მას უნდა გარდაექმნა საქართველო და ქართველი ადამიანი. გახსოვთ ალბათ, ახალი ქართველის აღზრდა რომ უნდოდათ. ის საქართველო, რომელიც მას დახვდა, არ მოსწონდა, ვერც გარდაქმნა და ამიტომ სააკაშვილს სამშობლოს სიყვარულიც არ გააჩნია...

_ სხვათა შორის, სააკაშვილი ახალი მოსული იყო, როცა თქვა, ვინც შემოახტება მატარებელს, კარგი, ვინც არა, სამუდამოდ წარსულში ჩარჩებაო. თქვენ გგონიათ, ეს სააკაშვილის მოგონილი ფრაზაა? ეს არის მთელი მსოფლიოს გლობალიზატორების ფორმულა, რომლებიც ამბობენ, რომ გლობალიზაცია არის, როგორც ჩქარი მატარებელი. ვინც შეახტება, შეახტება, ვინც არა, ჩარჩება წარსულში. ამ კაცს ყურადღებით რომ მოუსმენ, მიხვდები, რომ ძალიან ბევრი აკენკილი სიბრძნე აქვს. გლობალიზაცია, რომელსაც საქართველოსნაირი ქვეყნები უნდა გადაეყლაპა, ფაქტობრივად, თვითონ არის მილევად რეჟიმში. ისტორიას აქვს თავისი კანონზომიერებები და არ არის დამოკიდებული ვიღაც ახირებული ადამიანების მოგონილ თეორიებზე.

- სააკაშვილმა განაცხადა, პოროშენკო ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამაძევებს ქვეყნიდან, აგერ კარავში ვიცხოვრებ, პოროშენკოს უნდა, ივანიშვილს გადამცესო. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ სააკაშვილს დაპატიმრებისა და საქართველოსთვის გადმოცემის ეშინია?

- რა თქმა უნდა. მთელი მისი მოქმედება ბოლო წლების განმავლობაში სწორედ ამაზე მეტყველებს, თორემ, თავისი თავის პატივისმცემელი და ღირსებით სავსე ადამიანი თუ არის, ჩამოვიდეს და თქვას, გამასამართლეთ, აბა, რა დავაშავეო, მაგრამ სააკაშვილს ამისიც კი ეშინია.

- მოგეხსენებათ, სააკაშვილის უკრაინაში ყოფნას თან სდევს მისი მომხრეების მიმოსვლა ამ ქვეყანაში. ჩე გევარასავით არიან, უნდათ, 2003 წლის რევოლუცია გადაიტანონ უკრაინაში. უკრაინის მთავარი პროკურორის განკარგულებით, რამდენიმე ქართველი, მათ შორის, პარლამენტის წევრი კობა ნაყოფიაც არ შეუშვეს ქვეყანაში, როგორც არასანდო პირები. კობა ნაყოფიას მოვუსმინე, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ, გინდა თუ არა, უნდა შევიდეო. პარლამენტის წევრს რა უნდა უკრაინაში, რატომ არის იქ თვეობით?

- ეტყობა, მიშამ გამოიძახა, ხომ უნდა ჩავიდეს. ძალიან სწორი გააკეთეს, რომ არ შეუშვეს. პარლამენტის წევრი იქნება თუ არა, ამ გადაწყვეტილებას კონკრეტული ქვეყანა იღებს. უკრაინაში ნამდვილად დესტაბილიზაციის მცდელობას აქვს ადგილი. ამიტომ ზომები მიიღეს და სწორადაც მოიქცნენ. თუმცა, აქ მეორე საკითხია, მათგან ჩე გევარა 100 წელი ვერ გამოვა. ჩე გევარა მაღალი იდეალებისთვის იბრძოდა. ის იბრძოდა ადამიანების თანასწორობისთვის, რასაც ძალიან დიდი ჰუმანური აზრი ჰქონდა. სააკაშვილსა და მის მეგობრებს ჰუმანიზმის მისხალი არ აქვთ. ეს არის ხალხი, რომელიც რეალურად არაფრის გამკეთებელია. მთელი ცხოვრება პიარით არიან დაკავებული, ძალადობაზე, შეჭრაზე, შევარდნასა და დამხობაზე არიან ორიენტირებული.

- წარმომიდგენია, სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში რომ მოვიდეს, ციხეებს როგორ გაავსებს, პიარით კი თითქოს წესრიგს დაამყარებს. შეიძლება დავუშვათ, რომ სააკაშვილი შეიძლება უკრაინის ხელისუფლებაში მოვიდეს?

- გამორიცხულია. უკრაინა ჩვენზე გაცილებით დიდი ქვეყანაა. მეორეც _ უკრაინაში ძალიან ძლიერი ნაციონალური განწყობებია. შეიძლება, ერთი სააკაშვილი რამენაირად აიტანონ, მაგრამ აქედან ჩასულ ქართველების ხელისუფლებას უკრაინელები არ აიტანენ, გამორიცხულია. სააკაშვილს ეყოლება თავისი ვიწრო ჯგუფი და ეგ იქნება. ახლა სააკაშვილს იყენებენ, როგორც ტარანს პოროშენკოს წინააღმდეგ. უკრაინის ხელისუფლებაში მოსასვლელად გამზადებული არიან ტიმოშენკო და სხვა პერსონები, რომლებსაც აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია საკმაოდ საფუძვლიანად. სააკაშვილი კი მხოლოდ ტარანის მოვალეობას ასრულებს.

„ახალი თაობა“, 27 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ზვიად კუპრავასთან: „ან გიორგი მღებრიშვილს გაუშვებენ სახლში, ან მთელ ხელისუფლებას მოუწევს წასვლა“ // „ქუჩაში ადამიანების დახოცვის ფაქტები სულ უფრო მატულობს“

„ქართული ოცნების“ მომხრეები ხელისუფლების უნიათობას შემდეგნაირად ამართლებდნენ – მართალია, არაფერს აკეთებენ, მაგრამ ხალხს ქუჩაში მაინც არ ხოცავენო. რაღაც პერიოდი მართლაც კარგად იყო საქმე, მაგრამ შემდეგ პოლიციის მხრიდან ისევ მოიმატა ძალის გადამეტებამ, რასაც ადამიანების დაღუპვა მოჰყვა. ბოლო ასეთი შემთხვევა 25 ოქტომბერს თბილისში მოხდა. ნუცუბიძეზე ჩატარებული ოპერაციის დროს, დაკავების მომენტში პაატა პავლიაშვილი დაიღუპა. სამართალდამცავები მის დაღუპვას იმ ფაქტს უკავშირებენ, რომ ის დაკავების მომენტში არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ცუდად ამიტომ გახდა. რატომ იჩქარა შსს-მ განცხადების გავრცელება, რა არჩევანის წინაშე დადგა ხელისუფლება, აქვს თუ არა ადგილი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას, რატომ უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი? ამ თემებზე „ახალ თაობას“ სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ესაუბრება.

„21 წლის ბექა ხახუბიას დაღუპვას სათანადო რეაგირება რომ მოჰყოლოდა, შესაძლოა 2 დღის წინ ნუცუბიძის პლატოზე ის ტრაგედია არ დატრიალებულიყო. ხახუბიას დაღუპვიდან რამდენიმე თვე გავიდა, მაგრამ დღემდე არ ვიცით, ვინ გასცა მისთვის ტრაილერით გზის გადაკეტვის ბრძანება. ის ადამიანები, რომელთა გამოც 21 წლის ბიჭი დაიღუპა, ქუჩაში თავისუფლად დადიან. არადა, 25 ოქტომბერს ადმინისტრაციული გადაცდომისთვის აკავებდნენ პაატა პავლიაშვილს. მას ბორკილებს ადებდნენ და სწორედ ამ დროს გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი. ადმინისტრაციული გადაცდომა მხოლოდ დაკავებას არ ითვალისწინებს. აქ თავისუფლად შეიძლება სხვა მსუბუქი ღონისძიებების გატარება – მაგალითად, ხელწერილი. პოლიციას შეუძლია, ამით შემოიფარგლებს“, – ამბობს ზვიად კუპრავა.

- ადმინისტრაციული გადაცდომისას დაკავება აკრძალულია?

- აკრძალული არ არის, მაგრამ, რადგან პაატა პავლიაშვილის დაკავება გადაწყვიტეს, აქ უკვე იმ ფორმებს აქვს მნიშვნელობა, რომლებითაც მოხდა დაკავება. გასარკვევია, ჰქონდა თუ არა ძალის გადამეტებას ადგილი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადამიანი დაკავების მომენტში გახდა ცუდად. ასეთ დროს სამართალდამცავები ვალდებულები არიან, ამ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე იზრუნონ. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში პოლიციამ პაატა პავლიაშვილისთვის თავისუფლების შეზღუდვაზე იზრუნა, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა. აუცილებლად უნდა გაირკვეს, ჰქონდა თუ არა პოლიციას პავლიაშვილის დაკავების საფუძველი. დასადგენია ისიც, ჰქონდა თუ არა დაკავების მომენტში ძალის გადამეტებას ადგილი, რამაც გამოიწვია გარდაცვალება.

აუცილებლად უნდა გვითხრან ისიც, როცა ადამიანი ცუდად გახდა, გამოიძახა თუ არა პატრულმა სამედიცინო დახმარება. სასწრაფოს დაგვიანების შემთხვევაში აღმოუჩინა თუ არა საპატრულო ეკიპაჟმა პაატას დახმარება. ყველა ეკიპაჟს მანქანაში უდევს ის წამლები, რომლებიც პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელია.

ყველა პატრულ-ინსპექტორს ექიმებთან სპეციალური კურსები აქვს გავლილი. ყველამ იცის გულის მასაჟის გაკეთება და ხელოვნური სუნთქვა. პატრულის შექმნის იდეა სწორედ ის იყო, რომ ის მოქალაქეებისთვის გარკვეული სერვისი ყოფილიყო. არაერთხელ ყოფილა, რომ შემთხვევის ადგილზე სასწრაფოზე ადრე მისულა პატრული და მას აღმოუჩენია მოქალაქეებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარება.

იმედი მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ კითხვებს გასცემს პასუხს. თუმცა არის ერთი მაგრამ…. პავლიაშვილის დაღუპვიდან სადღაც 10 წუთში შსს-მ გააკეთა განცხადება, რომელიც პირადად ჩემთვის იყო შეურაცხმყოფელი.

- თქვენთვის რატომ იყო შეურაცხმყოფელი?

- შეურაცხმყოფელი იყო იმიტომ, რომ მათ განცხადება პატრულის თანამშრომლებზე დაყრდნობით გააკეთეს, რომლებიც შესაძლოა პოტენციური დამნაშავეები იყვნენ. რატომ შეიძლება, ისინი დამნაშავეები იყვნენ, ამის შესახებ ზემოთ გესაუბრეთ. პოტენციურ დამნაშავეებზე დაყრდნობით, ისე, რომ ექსპერტიზის დასკვნა არა აქვთ, შსს ამბობს, რომ პაატა პავლიაშვილი ნარკოტიკული და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, აქვს ფსიქიკური პრობლემები და ა.შ. ისინი გარდაცვლილ ადამიანს ახოცავენ ხელს, რომელიც თავს ვერ გაიმართლებს. მისთვის თავის გამართლების ერთადერთი საშუალება არის ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც შსს არ ელოდება და პოტენციურ დამნაშავეებზე დაყრდნობით ავრცელებს განცხადებას. საზოგადოებაში ქმნიან ისეთ ფონს, თითქოს პაატა კრიმინალი და ნარკომანი იყო. ეს განცხადება არის მესიჯი იმ პოლიციელების მიმართ, რომლებსაც დაკავების დროს ძალის გადამეტებისკენ აქვთ მიდრეკილება. ეს შსს-ს ზოგიერთი თანამშრომლის ქრონიკული ავადმყოფობაა – მათ არ შეუძლიათ, ესა თუ ის პირი კანონის დაცვით დააკავონ.

ასეთი უღირსი პოლიციელები ყოველთვის იყვნენ და მომავალშიც იქნებიან, მაგრამ შსს-ს განცხადება მათთვის იყო მესიჯი – აკეთეთ, რასაც აქამდე აკეთებდით და დაკავებისას თუ ვინმე მოკვდა, მას დავაბრალებთ, თუ გადარჩა, მაინც მას დავაბრალებთ. ასეთი დამოკიდებულება ძალიან სახიფათოა. იმედია, კამერები გაიხსნება და ჩვენ თავად დავრწმუნდებით, რამდენად კანონიერად მოქმედებდა პოლიცია.

- სამხრე კამერები პატრულის ყველა თანამშრომელს უკეთია?

- პატრული ვალდებულია, მოქალაქეებთან კომუნიკაცია კამერების თანხლებით აწარმოოს. თუ არ ჰქონდათ ეს კამერები, მაშინ იმის ახსნა მოუწევთ, რატომ არ ჰქონდათ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ჩანაწერები არ გამოაჩინონ და განმეორდეს ის, რაც ბექას შემთხვევაში მოხდა – იმ ტრაგედიიდან რამდენიმე თვე გავიდა და დღემდე არ ვიცით, ვისი ბრძანებით გადაიკეტა გზა ტრაილერით. პაატა პავლიაშვილისა და ბექა ხახუბიას გარდა, სხვა შემთხვევებიც იყო. ქუთაისში მირზა გოჩუაძეს კეფაში ესროლა პატრულმა. ის ბიჭი მოკვდა. ეს ამბავი ბექა ხახუბიას შემთხვევის ანალოგია. მირზა გოჩუაძეს მართვის მოწმობა არ ჰქონდა და ამიტომ ესროლეს კეფაში.

ამ დროს პოლიციის შესახებ კანონში გვიწერია, სულ კრიმინალთან და ყაჩაღთან რომ გქონდეს საქმე, თუ ის კონკრეტულ საფრთხეს არ უქმნის საზოგადოებასა და პოლიციას, მისთვის ცეცხლის გახსნა არ შეიძლება. კეფაში მოხვედრილი ტყვია იმას ნიშნავს, რომ მირზა გოჩუაძე გარბოდა, სხვანაირად მას ტყვია ამ ადგილას არ მოხვდებოდა. თუ ადამიანი გარბის, საფრთხეს არ გიქმნის, თან ისიც არ იცი, დამნაშავეა თუ არა, ამ დროს სროლა როგორ შეიძლება. შემიძლია გავიხსენო დემურ სტურუას გარდაცვალების ფაქტიც. ასეთი ფაქტები, სამწუხაროდ, ძალიან მომრავლდა.

- არადა, ეს ხელისუფლება თავს იმით იწონებდა და მისი მომხრეები ხშირად ამბობენ, რომ ქუჩაში ხალხს აღარავინ ხოცავს...

- „ოცნება“ ძალიან ხშირად ამბობს, რომ ნაციონალების დროს ხალხს ქუჩებში ხოცავდნენ. კი ბატონო, ხდებოდა ასეთი ამბები და ეს ძალიან ცუდი იყო. და თავად რატომ იმეორებენ ამას?! განა რამდენი ადამიანი უნდა მოკლან, რომ ვიღაცამ ხმა ამოიღოს. ძალიან მეცოდება და მენანება ბუტა რობაქიძე, მაგრამ ახლა არანაკლებ ტრაგიკული შემთხვევები გვაქვს. ბუტას შემთხვევაში პოლიციელმა იარაღს ვერ უპატრონა, გაუვარდა, ტყვია მწოლიარე რობაქიძეს მოხვდა და ის გარდაიცვალა. მაგრამ ამ პოლიციელმა ამისთვის პასუხი აგო. 21 წლის მირზა გოჩუაძეს, რომელიც გარბოდა, პოლიციელმა იარაღი დაუმიზნა და თავში მოარტყა. ამის მერე საერთოდ როგორ ამბობენ, ქუჩაში ხალხს არ ხოცავენო.

ხშირად უყვართ საუბარი იმ სისხლიან 9 წელზე. უკაცრავად, მაგრამ მათი მმართველობის 5 წელი ბევრად უფრო სისხლიანია, ვიდრე იმათი მმართველობის 5 წელი.

- ვითომ ეს 5 წელი უფრო სისხლიანია? არის იმის ფაქტები, რომ ადამიანები ქუჩაში დახოცეს?

- რამდენიმე მაგალითი უკვე მოგიყვანეთ. ძალიან ბევრი ფაქტი არ გახმაურებულა. ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს, რადგან შსს მათ არ ასაჯაროებს. ასეთი ფაქტების შესახებ ჩვენს ორგანიზაციას აქვს ინფორმაციები და, როგორც შეგვიძლია, ვაპროტესტებთ. ამ ფაქტების შესახებ მე პირადი კომუნიკაციებით ვიცი. ამასთან დაკავშირებით შსს-ში არაერთი წერილი გავაგზავნე და ეს ფაქტები დადასტურდა. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან. ავჭალაში მოტოციკლეტისტს გამოეკიდა პატრული და მოტოციკლი ხეს შეასკდა. მოტოციკლი 200 კმ.სთ სიჩქარით რომ გარბის, როგორ შეიძლება, მას 220-ით რომ მისდევ. ასეთ დროს რისკის დონე მაღალია და პატრულმა რაღაც სხვა ზომებს უნდა მიმართოს.

- თქვენ ამბობთ, რომ ამ ფაქტების გასაჯაროება არ ხდება, მაგრამ იმ ფაქტებზე რატომ არა აქვს ხალხს რეაქცია, რაც გასაჯაროვდა და რომელთა შესახებაც ყველამ ვიცით?

- არ ვიცი, რატომ დუმს საზოგადოება. ადამიანებს ახლაც ხოცავენ ქუჩაში, როგორც ეს 9 წლის განმავლობაში ხდებოდა. მაშინ ამ ფაქტებს აქტიურად აპროტესტებდა საზოგადოება. ეს პროტესტი მისასალმებელი იყო. დღეს პროტესტის ასეთი მუხტი საზოგადოებაში აღარ არის. მახსენდება, თინა ხიდაშელი და ანა დოლიძე როგორ დადიოდნენ ბუტა რობაქიძის საფლავზე. იქ აუცილებლად უნდა მისულიყვნენ, მაგრამ იგივე ეს ადამიანები რატომ არ მივიდნენ ბექა ხახუბიას საფლავზე?! თუ უკანონობას აპროტესტებენ, მაშინ სხვების საფლავებზეც მივიდნენ. საზოგადოებას ნებისმიერ ასეთ ფაქტზე მკვეთრი რეაქცია უნდა ჰქონდეს, რომ შემდეგში ასეთი რამ აღარ განმეორდეს. ჩვენ ახლა პაატა პავლიაშვილის ამბავს თუ ჩავყლაპავთ, ხვალ შეიძლება იგივე მოხდეს. სასწრაფოდ უნდა დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი.

- მინისტრის გადადგომა აუცილებელია?

- მინისტრი აუცილებლად უნდა გადადგეს. როგორც ჩანს, ეს კაცი ვერ მართავს სიტუაციას და პოლიციელებს არ ეუბნება, რომ ადამიანების დაკავებისას ძალის გადამეტება არ შეიძლება. დამნაშავე აუცილებლად უნდა დააკავო, მაგრამ ამასაც აქვს თავისი წესები და ის ყველამ უნდა დაიცვას. წინა ხელისუფლების მიმართ მთავარი პრეტენზია სწორედ ეს იყო. ასე რომ, საზოგადოება ერთმანეთის სადარაჯოზე უნდა დადგეს. ასე თუ არ გავაკეთებთ, ხვალ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს ძალის გადამეტების მორიგი მსხვერპლი.

პირადად მე პატრულის ყველა კანონიერ მოთხოვნას ვემორჩილები, მაგრამ მქონდა შემთხვევა, რომ საპატრულოს მოთხოვნაზე მანქანა არ გავაჩერე _ მართვის მოწმობა არ მქონდა თან. მანქანის გაჩერება არ მოვისურვე, მაგრამ, დარწმუნებული არ ვიყავი, რომ არ მესროდნენ. არ შეიძლება, ადამიანები ასეთი შიშის ქვეშ იყვნენ. კანონი დაცული უნდა იყოს, მაგრამ ყველაფერზე სროლა არ შეიძლება.

- თქვით, მანქანას მართვის მოწმობის გარეშე ვმართავდიო. ახლა ყველა იტყვის, რა უფლებით მოუწოდებთ ვინმეს კანონის დაცვისკენ, როცა თავად ჩადიხართ უკანონობას...

- მართვის მოწმობის გარეშე მანქანის მართვა არის გადაცდომა, რაზედაც პასუხი უკვე ვაგე და ჯარიმა გადავიხადე. მართვის მოწმობის გარეშე საჭესთან დაჯდომა დანაშაული არ არის.

- ზემოთ ამბობდით, რომ  გიორგი მღებრიშვილი უნდა წავიდეს. მინისტრის შეცვლით სიტუაცია შეიცვლება? ჭიკაიძეც შეიცვალა, მაგრამ რა, ისევ პრობლემებია ამ სისტემაში.

- მინისტრის შეცვლით რომ სიტუაცია გაუმჯობესდება, ამის მტკიცება წინასწარ გამიჭირდება. სამაგიეროდ, ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მღებრიშვილი სიტუაციას ვერ მართავს. თუ ის არ მართავს შსს-ს და ამ უწყებას ვიღაც არაფორმალი მართავს, ეს მთლად უარესია. მინისტრის პასუხისმგებლობა თუ არ დადგება, „ქართული ოცნებას“ იგივე მოუვა, რაც ნაციონალურ მოძრაობას მოუვიდა. თავის დროზე არც მათ დააყენეს კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი და ამის გამო ხალხმა მთელი ხელისუფლება სახლში გაუშვა. ყველამ ვნახეთ, როგორ წავიდნენ ისინი 2012 წლის არჩევნების შემდეგ სახლში. ამათ, შესაძლოა, არჩევნებამდე ვერც კი მიაღწიონ. ახლა „ოცნებაზეა“ არჩევანი – ან გიორგი მღებრიშვილს გაუშვებენ სახლში, ან მთელ ხელისუფლებას მოუწევს წასვლა.

ქართული პრესის მასალები 26 ოქტომბერი 2017 წელი
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან: „თამაზ მეჭიაურს უნდა, რომ გამარჯვება მოსტაცოს ლელა ქიტესაშვილს ცილისწამების ხარჯზე“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით ლორთქიფანიძესთან: „თამაზმა და ზაქრომ ერთმანეთს ტალახი არ უნდა ესროლონ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან: „კახა კალაძე სისტემის წინააღმდეგ უნდა წავიდეს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნანა კაკაბაძესთან: „მოაყრიდნენ ამ საწამლავს საჭმელს, რომელიც შორენას შეჰქონდა პატრიარქთან და მერე დაბრალდებოდა შორენას“ // „ციანიდის საქმეში“ მამა გიორგი მამალაძე დამნაშავე მგონია“

„ვერსია“: ინტერვიუ გოჩა თევდორაძესთან: „პატრიოტთა ალიანსი“, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, მასშტაბურ აქციას გეგმავს!

„ახალი თაობა“, 26 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან: „თამაზ მეჭიაურს უნდა, რომ გამარჯვება მოსტაცოს ლელა ქიტესაშვილს ცილისწამების ხარჯზე“

თამაზ მეჭიაურის და ზაქარია ქუცნაშვილის დაპირისპირებამ კულმინაციას გადაცემა არჩევანის ეთერში მიაღწია, სადაც ოპონენტებს ერთმანეთის გასალანძღად სიტყვები არ დაუშურებიათ. ვინ ვინ ამოათრია ჭაობიდან, ვინ ვის დაეხმარა, ვინ ვისი ნათესავი იყო და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ქართველი ამომრჩეველი პირდაპირ ეთერში ისმენდა. ამ დაძაბულობის ფონზე, მცხეთის სასამართლომ თიანეთის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური ცნო. თუ რა პოზიცია აქვს პარლამენტის დეპუტატს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, „ახალი თაობა“ ამის გასარკვევად ზაქარია ქუცნაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაქარია, ოპონენტები ღიად გადანაშაულებენ ნეპოტიზმში, ზაქარია ქუცნაშვილმა ეს პირდაპირ ეთერში თავად აღიარაო. რით უპასუხებთ მათ?

- მე ვუპასუხებ მხოლოდ სიმართლით. მე ხალხს არასდროს არ ვატყუებ. როცა ხალხს აინტერესებს, ვინ სად როგორ მოხვდა, მე ვლაპარაკობ სიმართლეს. სამწუხაროდ, ეს ჩემი შეცდომა იყო და ამ შეცდომას ვაღიარებ ჩემი მხრიდან.

- რას თვლით საკუთარ შეცდომად, რომ თამაზ მეჭიაურს დაეხმარეთ და „ოცნებაში“ მიიყვანეთ?

- დიახ, ეს ჩემი მხრიდან შეცდომა იყო.

- თუმცა თქვენი ოპონენტები ამას ნეპოტიზმს უწოდებენ. ზაქარია ქუცნაშვილმა თავადვე აღიარა, თამაზ მეჭიაური ჩემი ნათესავია და ამიტომ დავეხმარეო. არ არის ეს ნეპოტიზმი?

- თქვენ შეიძლება ნეპოტიზმი უწოდოთ, მე შეცდომას ვეძახი. რაც გინდათ, ის დაარქვით, ეს თქვენი შესაფასებელია.

- უმრავლესობა დუმს, თქვენს განცხადებებზე შეფასებები არ მოგვისმენია. მიიღეთ საყვედური ამ ყველაფრის გამო?

- საყვედურს ვერ მივიღებ, რადგან ეს არის ჩემი შეცდომა და მე ამას ვაღიარებ. ვერ ვხვდები, რატომ უნდა მივიღო საყვედური?!

- თუნდაც იმის გამო, რაც გადაცემაში მოხდა. თქვენ პარლამენტის დეპუტატი ბრძანდებით...

- თქვენი აზრით, კიდევ მე მეკუთვნის საყვედური?! ჩემთვის არავის არ უსაყვედურია და ვერც მისაყვედურებს!

- რეალურად რა მოხდა თიანეთში? თამაზ მეჭიაური უკვე თამამად აცხადებს, რომ მან გაიმარჯვა და თქვენ დამარცხდით...

- სამართლებრივი ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა! თამაზ მეჭიაურს უნდა, რომ გამარჯვება მოსტაცოს ქალბატონ კანდიდატს, შეურაცხყოფის და ცილისწამების ხარჯზე, რითაც ის ცნობილია მთელს რაიონში. ეს არის და ეს. მე გუშინ შტაბში ვიყავი მიმაგრებული, ვერ მივაქციე სათანადო ყურადღება და ამდენი ცილისწამებებით და შეურაცხყოფებით, ამ ქალბატონი კანდიდატის მიმართ მეჭიაურმა ყველაფერი იკადრა.

- სამართლებრივი დავა ჯერ არ დასრულებულაო, ქალბატონს გამარჯვება უნდა რომ მოსტაცოს მეჭიაურმაო. ანუ არ იზიარებთ მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას?

- რატომ უნდა ვიზიარებდე სასამართლოს გადაწყვეტილებას, როცა არც მოსარჩელე ვარ და არც მოპასუხე.

- მაშინ რამდენად სამართლებრივად მიგაჩნიათ აღნიშნული გადაწყვეტილება?

- ეს მხარეებმა უნდა შეაფასონ! მე მხარეს არ წარმოვადგენ. ამ შემთხვევაში ვარ „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვების მომხრე და არა ცხრა პარტია გამონაცვალი ხალხის, არაკომპეტენტური და უზრდელი ხალხის გამარჯვების მომხრე.

- მოვისმინეთ შეფასებები, რომ „ახალგაზრდა კაცი ხართ, საქართველოს პარლამენტის წევრი და ასე არაკორექტულად არ უნდა ესაუბრაო, „მეჭიაური ლოთი იყო“ და მსგავსი განცხადებები არ უნდა გაეკეთებინა ქუცნაშვილსო“. ნანობთ ამ გამონათქვამებს, თუ იგივეს გაიმეორებდით თუ საჭიროდ ჩათვლიდით?

- ეს არაკორექტული შეკითხვაა, არ გიპასუხებთ.

- რა ხდება დღეს თიანეთში? საუბარია, რომ იქ მთლიანად თქვენ მართავთ სიტუაციას, ასეა?

- ეს შეკითხვაც არაკორექტულია. მთლიანად თქვენ მართავთ, ეს ნიშნავს, რომ მე არ ვიცი, სახელმწიფო რა კანონებით იმართება და ვინ რაზეა პასუხისმგებელი!

- მოსახლეობის განწყობაზე რას იტყვით? ყველგან მოიგო „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, თიანეთში კი დამარცხდა. ეს რაზე მიუთითებს? ხალხი თქვენით უკმაყოფილოა?

- ბოდიშს ვიხდი, მაგრამ 49% მიიღო მაგ უზრდელმა ვაჟბატონმა! ასევე 49% მიიღო გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისშიც, ამის გამო თბილისზე უარი ვთქვათ?! ეს არის გაზვიადებული შეფასებები. ეს ერთი კანდიდატი იყო და მთელი ოპოზიცია მის გარშემო იყო გაერთიანებული, რა ვქნათ ახლა, ამის გამო თიანეთს გავუბრაზდეთ?! თიანეთში კარგი და წესიერი ხალხი ცხოვრობს. იციან მათ, ვინ საქმის გამკეთებელია და ვინ არაკომპეტენტური და კორუმპირებული.

- როდის დაიძაბა თქვენსა და თამაზ მეჭიაურს შორის ურთიერთობა? რაც „ქართული ოცნება“ დატოვა? თუ რა გახდა ამის მიზეზი? როგორც თავად აღნიშნავთ, ახლო ნათესავები ხართ.

- ამ კითხვაზე არ გიპასუხებთ! ნახვამდის.

„ახალი თაობა“, 26 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ დავით ლორთქიფანიძესთან: „თამაზმა და ზაქრომ ერთმანეთს ტალახი არ უნდა ესროლონ“

მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ წევრი დავით ლორთქიფანიძე საუბრობს იმ უხერხულობებზე, რომლებიც ადგილობრივი არჩევნებზე წარმოიშვა.

- ბატონო დავით, საკმაოდ რთული პროცესი იყო. ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. შედეგებით კმაყოფილი ხართ?

- საქართველოში არჩევნები ნამდვილად შედგა. ამას ამომრჩეველიც ხედავს. საერთაშორისო ორგანიზაციებმაც შეაფასეს. თუმცა, არის გარკვეული უხერხულობები. დამარცხებული პოლიტიკური ძალები ცდილობენ, დისონანსი შემოიტანონ. მათ უფლება აქვთ გააპროტესტონ, მაგრამ მათი პროტესტი არ მესმის მაშინ, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-მდე საჩივარია შესული. ეს მიუთითებს, რომ არჩევნები ჩატარდა ნორმალურ სამართლებრივ გარემოში. ამიტომ ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექცეს. პროტესტის, გამოსვლის არავის ეშინია. ამ დღეებში დანარცხებული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები არაერთ ტელევიზიით გამოდიონენ და ცდილობდნენ საზოგადოებაში დაემკვიდრებინათ აზრი, რომ არჩევნები გაყალბდა, რაც სიცრუეა.

- ყველაზე მეტად არასაპარლამენტო ოპოზიციაა განაწყენებული, არჩევნების წინა პერიოდში ლიდერთა საბჭო რომ შექმნეს. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. გამორიცხავთ, რაიმე საფუძველი არ შეიძლება ჰქონდეს მათ განცხადებებს?

- 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის პირობებში მე ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. შედეგები გამიყალბეს, ოქმები გადაწერეს, მაგრამ არ დამიწყია ტელევიზიებში სიარული, არც არავინ შემიშვებდა ტელევიზიებში. სამართლებრივად დავიწყე ბრძოლა, სასამართლომ არ გამამართლა, გავასაჩივრე სააპელაციოში, მათაც ნაციონალების გამარჯვება დატოვეს ძალაში, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გავასაჩივრე. დღეს თუკი ვინმეს რაიმე საფუძველი აქვს, საშუალება აქვთ სამართლებრივი გზით იბრძოლონ. საუბარი იმაზე, ჩივილს აზრი არ აქვს, სასამართლო მაინც არ გამოიტანს დადებით გადაწყვეტილებასო, სიმართლე არ არის. თუმცა, ჩემი ნათქვამი ბევრ ოპონენტს არ მოეწონება. მაშინ საპროტესტო აქციები მოაწყონ და თავიანთი ამომრჩეველი გამოიყვანონ ქუჩაში, რაც მათ არ შეუძლიათ. არც სამართლებრივად უნდათ ბრძოლა და არც მხარდამჭერები ჰყავთ.

- ნინო ბურჯანაძემ ბიძინა ივანიშვილს მიმართა, პოლიტიკიდან ჩემ გაყვანას ვერ ეღირსებიო. ნეტა, ბიძინა ივანიშვილს მართლა სურს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკიდან წასვლა?

- ნინო ბურჯანაძე იქნება თუ სხვა ვინმე, მათ პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნას ქართველი ამომრჩეველი განსაზღვრავს. ჩვენს ამომრჩეველთან უფრო მეტად უნდა ვიმუშაოთ. მეტი რესურსი უნდა ჩადონ ამომრჩეველთან ურთიერთობაში. ადგილებზე, მუნიციპალიტეტებში და საარჩევნო უბნებზე უნდა ჰყავდეთ ის ადამიანები, რომლებიც მათი პარტიის მხარდამჭერები არიან. მათ კი ისეთი წარმომადგენლები ჰყავთ საარჩევნო უბნებზე, რომლებსაც ფეხებზე ჰკიდიათ, არჩევნების დღეს მათი წარმდგენი პოლიტიკური ძალა რა შედეგს დადებს. არჩევნებს მაინც ვერ მოვიგებთ, აზრი არ აქვსო.

- ამის თქმის რა საფუძველი გაქვთ?

- ვიცი, რაიონებში რა ხდება. არ მინდა მათთან პოლემიკაში შესვლა, მაგრამ თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ მათი სიები ნახოთ – ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მათ მიერ წარდგენილ სიებში შეყვანილი ადამიანები ხშირ შემთხვევაში იქ, ადგილზე, არ ცხოვრობენ. ისინი მოტივირებული არ არიან.

- პოლიტიკური პარტიები აცხადებდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ ფულადი რესურსი. აქედან გამომდინარე არც ადამიანური რესურსი ჰყავდათ, რომ უბნებზე მათი ინტერესების ერთგული დამცველი ჰყოლოდათ...

- როცა ადამიანური რესურსი არ გაქვს, მაშინ არ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ განსაკუთრებულ შედეგს დადებ. ოპოზიციის წარმომადგენლებიც გავიდნენ საკრებულოებში. მაგალითად, ნინო ბურჯანაძის პარტიიდან ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატია, მეორე ტური დაინიშნა. არიან ავტორიტეტული კანდიდატები, რომლებიც იბრძვიან გამარჯვებისთვის. ბორჯომში „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი გავიდა მეორე ტურში. თუ არ ვცდები, „პატრიოტთა ალიანსმა“ საკრებულოში 7 თუ 8 მაჟორიტარი გაიყვანა. ბორჯომში, საერთოდ, ოპოზიციური საკრებულოა, უმრავლესობა ოპოზიციას აქვს.

- ოპოზიციური საკრებულოაო, მათში „ნაცმოძრაობასაც“ გულისხმობთ?

- რამდენადაც ვიცი, ბორჯომის საკრებულოში „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც არიან. თუმცა, მე ნაცმოძრაობასა და ევროპულ საქართველოს პოლიტიკურ ძალად ვერ აღვიქვამ, რაც უნდა დაირქვან.

- თურმე იყო შემთხვევა, როცა ერთი პარტიის წარმომადგენელი მეორე პარტიას უჭერდა მხარს და ურეკავდა. თქვენ ვის მიეცით ხმა?

- მე ხმა მივეცი საქართველოს უკეთეს მომავალს და ხელისუფლების კანდიდატს.

- მხარდაჭერას რა განაპირობებდა? რატომ დაუჭირეს ხელისუფლებას მხარი და რატომ არ დაუჭირეს მხარი, ვთქვათ, ნინო ბურჯანაძის პარტიას?

- ადგილობრივ არჩევნებში მოსახლეობა მხარს უჭერს ადგილზე წარმოდგენილ კანდიდატურებს. თუ სოფლებში და თემებში კარგი კანდიდატები გყავს წარდგენილი, დაუჭერს მხარს. ხელისუფლების კანდიდატებს, რომლებსაც სოფლებში რაღაც უკეთებიათ, ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა. ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ ჩვენ ამ ხნის განმავლობაში. უბრალოდ, ძალიან გული მწყდება, რომ პიარში მოვიკოჭლებთ და საზოგადოებამდე ყველაფერი ვერ მივიტანეთ, რაც ჩვენ გავაკეთეთ.

- არჩევნების წინა პერიოდში მუდმივად საუბრობდნენ სახელისუფლებო რესურსის გამოყენებაზე. როცა თქვით, გარკვეული უხერხულობები იყოო, ამას ან საარჩევნო უბნებთან კოორდინატორების ყოფნას ხომ არ გულისხმობდით?

- უხერხულობა არ მიხმარია უარყოფით კონტექტში. კოორდინატორების ყოფნა საარჩევნო უბნებთან კანონით აკრძალული არ არის.

- მაშინ უხერხულობებში რას გულისხმობდით?

- ვგულისხმობდი იმას, რომ, ვთქვათ, თიანეთის არჩევნებში ერთი მხარე ამტკიცებდა, რომ თვითონ იყო გამარჯვებული, ბიულეტენების გადათვლა მოხდა და გამარჯვებული მეორე კანდიდატი გამოვიდა. არის უხერხულობები, როცა ერთი მხარე ამტკიცებს, რომ გამარჯვებულია, მეორე მხარეც ამტკიცებს, რომ თვითონ არის გამარჯვებული.

- სასამართლომ თამაზ მეჭიაური აღიარა გამარჯვებულად...

- ეს თქვენგან გავიგე. თქვენ იცით ჩემი მდგომარეობა, 10 დღეა, მამა რეანიმაციაში მყავს და ყოველწუთიერად არ ვარ ჩართული ამ პროცესში. ანუ თამაზ მეჭიაური ჩაითვალა გამარჯვებულად?

- დიახ, ერთი ხმით...

- ზუსტად ეს ვიგულისხმე, როცა უხერხულობაზე ვსაუბრობდი. რადგან უხერხულობა შეიქმნა, ეს უხერხულობა ვიღაცამ შექმნა. ამიტომ უპრიანი იქნება, ამ უხერხულობის შემქმნელ ადამიანებს დავუსვათ კითხვა, რატომ გააკეთა მან ეს. ისე, მეორე მხარეს აქვს უფლება, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს და, როგორც ჩანს, პროცესი გაგრძელდება. გამარჯვებული აბსოლუტურად სამართლიანად უნდა იყოს გამოცხადებული. ჩემთვის უცხო არც ერთი მხარე არ არის. ამიტომ მე აბსოლუტურად კეთილგანწყობილი და ნეიტრალური ვარ. ამიტომ მინდა გაიმარჯვოს თიანეთელი ხალხის ნებამ. მივესალმები მოსახლეობის გადაწყვეტილებას.

- თამაზ მეჭიაური ზაქარია ქუცნაშვილს აბრალებდა საარჩევნო პროცესში ჩარევას და თავდაპირველი შედეგის შეცვლას. ასეთ დამოკიდებულებას ემიჯნებით?

- მე ვგმობ ასეთ დამოკიდებულებას და არ მომწონს. თამაზი, ზაქრო და ჩვენ 2012 წლიდან ერთად ვიდექით ბატონ ბიძინა ივანიშვილის გვერდით. ერთმანეთს დაუმსახურებლად ტალახი არ უნდა ვესროლოთ. არ მომწონს, რომ ტელეეკრანებიდან ირჩეოდა ეს საკითხი. სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დალოდებოდნენ. იმედია, სასამართლო გადაწყვეტილებას ორივე მხარე შეხვდება ისე, როგორც კაცებს ეკადრებათ. საბოლოოდ სამართალმა უნდა გაიმარჯვოს.

„ახალი თაობა“, 26 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან: „კახა კალაძე სისტემის წინააღმდეგ უნდა წავიდეს“

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ახალი მერის პერსპექტივებზე საუბრობს.

- ბატონო დავით, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერიაში აუცილებლად იქნება ცვლილებები, განხორციელდება რეფორმები, მთავარი ყურადღება გადატანილი იქნება პროფესიონალიზმსა და პატიოსნებაზე. როგორი მერი იქნება კალაძე, რა მოლოდინი გაქვთ?

- თავიდან ყველა კარგი დაპირებით მოდის, ვნახოთ, რას გააკეთებს.

- გუნდს რამდენად აქვს მნიშვნელობა? ამბობენ, რომ ნარმანია პატიოსანი კაცი იყო, მაგრამ არ ჰყავდა კვალიფიციური გუნდი...

- რა თქმა უნდა, გუნდს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გუნდს თავად ლიდერი ირჩევს. ნარმანიას პრობლემა თუ ის იყო, რომ გუნდი ვერ შექმნა, ეს მისი პრობლემაა. მერის საქმიანობაში ჩარევები იყო და ამას მუდმივი ხასიათი ჰქონდა. ვერ მოახერხა, რომ ეს პროცესი საკუთარი თავისთვის დაექვემდებარებინა. ვერც აღუდგა და არც ილაპარაკა ამ პრობლემაზე ღიად, არც პროტესტი გამოთქვა, დინებას დაჰყვა. ბოლოს უკვე პრაქტიკულად არც არაფერი ეკითხებოდა, სრულიად სხვა ადამიანები, რომელთა სახელი და გვარი შეიძლება არც კი ვიცოდეთ, ზოგადად კლანური, ახლობლურ-ნათესაური, ნომენკლატურული ინტერესები განაგებდა იქ ყველაფერს.

- კახა კალაძე რამდენად შეძლებს, რომ ასეთი გავლენებისგან თავისუფალი იყოს?

- არ ვიცი, სულ ცოტა ხანში გამოჩნდება. ახლა მოქმედი სისტემა არის ის, რაც მოგახსენეთ. ამ შემთხვევაში კახა კალაძეს ამ სისტემის წინააღმდეგ მოუწევს წასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქმედ სისტემას შეეგუება. ვნახოთ, ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

- მთავარი სიმპტომი, სიგნალი რა იქნება, მაგალითად, გუნდის წევრები, ვინ იქნებიან საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და ა.შ.?

- უფრო დამოკიდებული იქნება თუ რა პროექტები განხორციელდება, როგორ განხორციელდება. რამდენად იქნება ქალაქზე ორიენტირებული ეს პროექტები, რა ინტერესები იქნება გატარებული. მშენებლობების საკითხი, ეკოლოგიის პრობლემები, თუნდაც „სითი-პარკის“ საკითხი. რამდენად გაუმკლავდება ამ პრობლემებს, ამ ყველაფერს მალე დავინახავთ. ნარმანიაც იძლეოდა დაპირებებს, რომ ამ პრობლემებს მოევლებოდა, მაგრამ არათუ არ მოევლო, პირიქით. ჩვენ, რესპუბლიკელები, 2016 წლამდე უმრავლესობის წევრები ვიყავით საკრებულოში, მაგრამ პრაქტიკულად ოპონირების რეჟიმში ვიყავით, ოპოზიცია ვიყავით, ასე გვიწევდა, რადგან ეს პროცესი ნარმანიამ ვერ თუ არ შეაჩერა.

- ექსპერტები ამბობენ, რომ კალაძეს აქვს შანსი, იყოს წარმატებული მერი, რომ მას აქვს ამბიცია...

- შანსი აქვს, თუ გამოიყენებს ამ შანსს. შანსი ნარმანიასაც ჰქონდა, ყველას აქვს შანსი, მთავარია, როგორ გამოიყენებ. შეძლებს კი დაუპირისპირდეს ამ ყველაფერს, მე მთლად დარწმუნებული არ ვარ, სიმართლე გითხრათ, ვნახოთ.

- საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე იქნება. მას როგორ შეაფასებთ?

- პიროვნულად არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს. საკმაოდ კვალიფიციური და კორექტული ადამიანია, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს თავმჯდომარე, ის გაატარებს იმ პოლიტიკას, რაც ზოგადად ხელისუფლებას ექნება. აქ მე ცვლილებას არ ველი. საკრებულო ვერ წარმომიდგენია მერიისგან და ხელისუფლებისგან, თუნდაც უმრავლესობის შიგნით, რაღაცნაირად ავტონომიური იყოს. ამ მხრივ არსებითი ცვლილება არ მოხდება, იქნება ის, რასაც „ზევიდან“ ეტყვიან.

- რას იტყვით არჩევნების შედეგებზე, რამდენად ელოდით, რომ თუნდაც თქვენი პარტიისთვის ასეთი შედეგით დასრულდებოდა არჩევნები?

- რესპუბლიკურმა პარტიამ უფრო სამომავლო განაცხადი გააკეთა. ჩვენ უფრო ღირებულებით არჩევანზე შევჩერდით. ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი იმ თემებზე, რასაც ქართული პოლიტიკური სპექტრი თავს არიდებს. არა იმიტომ, რომ ეს მნიშვნელოვანი არ არის, პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არაპოპულარულ თემებად თვლიან. ჩვენმა ახალგაზრდა ლიდერებმა, რომლებიც გამოჩნდნენ ამ არჩევნებზე, პრეზენტაცია მოახდინეს ამ თემების.

- მაგრამ ამ თამამმა განცხადებებმა ეკლესიის მიმართულებით, პიროვნების თავისუფლების მიმართულებით მოგიტანათ ის შედეგი, რასაც ელოდით?

- ჩვენ ვთვლით, რომ იმ განაცხადით, რაც გავაკეთეთ, ელექტორალური შედეგი ანუ ხმებში ასახული შედეგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გვექნება. ახლა ჩვენ დიდი ოპტიმისტური მოლოდინი არ გვქონდა. ის პრობლემები, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ეკლესიის ჩარევა პოლიტიკაში თუ დაფინანსების საკითხი, უმცირესობების უფლებები, მათ შორის სექსუალური უმცირესობების უფლებები, კონკრეტულად მხოლოდ უმცირესობებს არ აღელვებს, აღელვებს უმრავლესობას. ადამიანები თვლიან, რომ თუ ნორმალურ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება, ეს უფლებები უნდა იყოს დაცული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი ელექტორატი არსებობს საქართველოში და არც ისე ცოტა, მაგრამ კონკრეტულად ეს ელექტორატი შენი ამომრჩეველი რომ გახდეს, ამას მუშაობა და დრო სჭირდება. ეს ის გზაა, რაც ჩვენ იმ შედეგამდე მიგვიყვანს, რაც გვინდა.

„ახალი თაობა“, 26 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ნანა კაკაბაძესთან: „მოაყრიდნენ ამ საწამლავს საჭმელს, რომელიც შორენას შეჰქონდა პატრიარქთან და მერე დაბრალდებოდა შორენას“ // „ციანიდის საქმეში“ მამა გიორგი მამალაძე დამნაშავე მგონია“

„ახალი თაობა“ უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს ესაუბრება:

- ადგილობრივი არჩევნები ავად თუ კარგად ჩატარდა, თქვენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რას იტყოდით ამ არჩევნების შესახებ?

- საზოგადოებაში აღარაა მოლოდინი, რომ არჩევნებით რაიმეს შეცვლის. ეს ძალიან ცუდია, რადგან ადამიანები ნელ-ნელა რწმუნდებიან, რომ მათი არჩევანის გაკეთება არაფერს ნიშნავს, რა შედეგიც უნდა ხელისუფლებას, იმას დაიწერს. ეს საშიში ტენდენციაა, რაც კარგამდე არ მიგვიყვანს. ამავე დროს, უკვე იმდენად დახვეწილია გაყალბების და ზეწოლის მექანიზმები, რომ კონკრეტული პიროვნების დაჭერა და დადანაშაულება ძალიან ძნელია. ეს უკვე მეორე მხარეა, რატომაც საზოგადოებას არჩევნებისადმი ნიჰილიზმი აქვს ჩაბუდებული.

- თქვენ ხელისუფლებას ადანაშაულებთ?

- არა, მე ვადანაშაულებ ყველას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს, ვინც ტყუის და ყველა ხერხით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას და ხალხის თავზე წამოჯდომას. აქ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, ვისაც როგორ შეუძლია, ისე სცოდავს.

- მაშინ ალბათ კანონმდებლობის შეცვლაა საჭირო?

- დიახ, საჭიროა კანონის და მისი რეგულაციების შეცვლა. მე ამ საქმის სპეციალისტი არ ვარ და როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ვლაპარაკობ, მაგრამ აშკარაა, რომ კანონმდებლებმა, თუ მათ არ სურთ ქვეყანა თავზე დაგვექცეს, საჭირო ცვლილებები უნდა გააკეთონ. საერთოდ, ჩვენთან მხოლოდ არჩევნები კი არა, სხვა ბევრი რამეც დასახვეწი და გასასწორებელია, თუნდაც სამართალდამცავი სტრუქტურები და სასამართლო, რაშიც ციანიდის საქმემაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა.

- განაჩენის უკმაყოფილო ხართ?

- ვფიქრობ, ეს საქმე ბოლომდე გაუხსნელი დატოვა ხელისუფლებამ. რაც სახალხოდ გამოიტანეს, ეს იყო ნაწილობრივი სიმართლე. ის, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა მზადდებოდა, ნაკლებად დამაჯერებელია საზოგადოებისათვის.

- დიახ, ნაკლებად დამაჯერებელი ჩანს...

- ის ძალები, ნაციონალური მოძრაობა თუ სააკაშვილი სარგებლობს იმით, რომ არადამაჯერებელი შედეგი დაიდო. ამიტომ ისიც კი, რაც მართალია და რეალური, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

- რა შუაშია აქ ნაცმოძრაობა და სააკაშვილი?

- ეს აშკარაა თუნდაც რუსთავი 2-ის ქმედებით, რომელიც მედია საშუალებად კი არა, მხარედ წარმოჩინდა. მათი დაინტერესება ამ საქმით უფრო მეტი იყო, ვიდრე თვითონ გიორგი მამალაძის საქმის გამოძიება. სასაცილოა, როდესაც ნაციონალური მოძრაობა მართლმადიდებელი მოძღვრის უფლებებს იცავს და მისი გამართლებისთვის იბრძვის, ეს არის აბსურდი. გახსოვთ ალბათ, ნეოლიბერალური პოზიციებიდან როგორ დასცინოდნენ ჩვენს რწმენას და როგორ სვრიდნენ ტალახში მართლმადიდებლობას. ათეულობით სასულიერო პირი იხდის დღეს სასჯელს და შეიძლება ითქვას, ზოგი მათგანი ციხეში დაუსაბუთებლად ზის, მაგრამ რუსთავი-2-ს და ნაცმოძრაობას ხმაც არ ამოუღიათ მათ დასაცავად. თუნდაც მამა პეტრეს თავგამოდება რად ღირს, ვითომ სიმართლის ძიების ბრძოლა, ის ხომ პირდაპირ არის გაიგივებული ნაციონალებთან.

- ირაკლი მამალაძეზე რას იტყვით, რომელმაც ეს ამბავი სამართალდამცველებამდე მიიტანა და საიდანაც დაიწყო ეს პროცესი?

- ზუსტად უფლის ნება იყო, რომ ვიღაცამ მასალები გარეთ გამოიტანა, რათა ეს ბოროტი და საშინელი საქმე არ მომხდარიყო. უფლის ნება მგონია ეს, ვინ გააკეთებდა და გამოიტანდა ამას, მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება ირაკლი მამალაძეს, მისი როლიც დამაფიქრებელია, რადგან იგი არ გამოიყურება, როგორც მიუკერძოებელი ადამიანი. აშკარა არის, რომ მის უკან ვიღაცები დგანან, მაგრამ რაც მან გამოიტანა და გაასაჯაროა, სიმართლეა. ეს დაადასტურა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულმა მამა გიორგის ნათქვამმა.

- რამდენად დამნაშავეა ამ საქმეში მამა გიორგი?

- დამნაშავე ჩანს. პროკურატურის გამოქვეყნებულ მასალებშიც იკვეთება, რომ მამა გიორგი ამ პროცესში იყო ჩართული და ცუდი როლი ჰქონდა ამ საშინელ საქმეში. მან ძალიან კარგად იცოდა, რისთვის და რატომ სჭირდებოდა ეს ციანიდი. მის ბრალეულობას ადასტურებს მისი ძმის ჩანაწერიც, რომელიც პატრიარქთან შეხვედრის დროს ჩაიწერა. პატრიარქი ამბობს: `რატომ იტყუებით, უფლის არ გეშინიათ?~ იქვე პატრიარქი ეკითხება ფულის გადარიცხვებთან დაკავშირებით, რაზედაც მამა გიორგის ძმა პასუხობს, 50 მილიონი კი არა, მხოლოდ 4 მილიონი ევრო უნდა გადმორიცხულიყო პირველ ეტაპზეო. ამით დასტურდება, რომ ძმამაც კარგად იცოდა თანხის შესახებ. გინახავთ სადმე, ამდენ ფულს მღვდელს ურიცხავდნენ? აშკარაა, რომ ამ უკეთურ საქმეში გავლენის დიდი ჯგუფი მონაწილეობდა, უზარმაზარი თანხითა და შორსმიმავალი ინტერესებით. მამა გიორგი არ იყო დამოუკიდებელი ფიგურა, უბრალოდ, ხელისუფლებამ არ ჩათვალა საჭიროდ ბოლომდე გამოეაშკარავებინა შიშველი სიმართლე.

- შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სასამართლოს შეეშინდა ამდენი სიბინძურის გამოაშკარავების?

- შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ალბათ იმიტომაც იყო დახურული განხილვა, რომ მასალების საჯაროდ ჩვენება და განხილვა ზიანს მიაყენებდა სახელმწიფოს ინტერესებს და ხალხის რწმენას. მაგრამ რწმენა მაინც შეირყა და სააკაშვილი და ნაციონალები ამით ზეიმობენ. თქვენ გგონიათ, მამა გიორგის გარდა, ოხანაშვილი და ტარას შავშიშვილი არ არიან დამნაშავეები? ეს ის ტარასია, რომელმაც თბილისის სკოლის დირექტორობის პერიოდში, თავისი მოსწავლე ციხეში გაუშვა. ის იყო სააკაშვილის და ახალაიების ძირითადი საყრდენი, მას უნდა მოეხდინა რეპრესიები განათლების სისტემაში და პირდაპირ იყო გაიგივებული ნაცმოძრაობასთან. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ამ საქმის სიღრმეები, ამ საქმის არსი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გამოჩნდა.

- ვინ უნდა მოეკლათ, შორენა თუ პატრიარქი?

- ეს უწმინდესის წინააღმდეგ იყო მიმართული, ოღონდ შორენას ხელით უნდა მომხდარიყო. ამით ორ კურდღელს იჭერდნენ, პატრიარქის განეიტრალება და შორენას ჩამოშორება ხდებოდა. მოაყრიდნენ ამ საწამლავს საჭმელს, რომელიც შორენას შეჰქონდა პატრიარქთან და მერე დაბრალდებოდა შორენას. საწამლავის რაღაც ნაწილი შორენას ბარგში აღმოჩნდებოდა და ასე … მადლობა ღმერთს, უფალმა ეს საქმე არ დაუშვა.

„ვერსია“, 24-26 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ გოჩა თევდორაძესთან: „პატრიოტთა ალიანსი“, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, მასშტაბურ აქციას გეგმავს!

თათია გოჩაძე

29 ოქტომბერს ,,პატრიოტთა ალიანსი” თბილისში მასშტაბურ აქციას გეგმავს. პარტიის წევრები და მხარდამჭერები 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიღებული შედეგებით უკმაყოფილონი არიან, საქართველოს პარლამენტთან შიმშილობას განაგრძობენ და გრანდიოზული აქციითაც იმუქრებიან. ,,ვერსია” ,,პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთ ლიდერს, გოჩა თევდორაძეს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით, „პატრიოტთა ალიანსი“ ბრძოლას განაგრძობს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასაც აუცილებლად მიიღებს და სახელისუფლებო კანდიდატსაც დაამარცხებს.

- ბატონო გოჩა, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, არჩევნებში ბევრად უკეთესი შედეგები გაქვთ. რატომ არ წყვეტთ საპროტესტო აქციებს, რისი მიღწევა გსურთ?

- ეს აქციები პირდაპირ საარჩევნო კამპანიაზე მიბმული არ ყოფილა. აქციებს 9 მოთხოვნით ვმართავთ – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, კონსტიტუციასთან, მიწის საკითხთან, საარჩევნო თემატიკასთან, სოციალურ პრობლემატიკასთან, ბანკებისგან შევიწროებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით. აქედან არც ერთი პრობლემა არ გადაჭრილა და არაფერს აკეთებს ხელისუფლება, მთავრობა, რომლის ხელმძღვანელიც არის გიორგი კვირიკაშვილი, ამიტომ მოთხოვნებს დაემატა მთავრობის გადადგომა.

- ისეთ ფუნდამენტურ პრობლემებს ასახელებთ, გგონიათ, მათი მოგვარება ხელის ერთი მოსმით შეიძლება?

- შეიძლება, ხელის ერთი მოსმით ამ პრობლემების მოგვარება რთული იყოს, მაგრამ ხელისუფლებამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყოს. ამ მხრივ არც ერთი ნაბიჯი, პოზიტივი არ გვაქვს – ყოველდღე ვხედავთ „მცოცავ ანექსიას“, ამაზე მეტი უბედურება რა უნდა გვჭირდეს?!

- რას სთავაზობთ ხელისუფლებას?

- როცა გაჩნდა ინიციატივა სამმხრივი ფორმატისა – ნატო-საქართველო-რუსეთი, მას პირდაპირი წინააღმდეგობა არც ერთი მხარისგან არ შეხვედრია. არადა, თუ ხელისუფლებამ პოლიტიკური ნება არ გამოხატა, ამ ფორმატის მხარდასაჭერად მოქმედება არ დაიწყო, ოპოზიციური ძალები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ. წინასაარჩევნო პერიოდში, სოციალური დახმარება დაუნიშნეს მოქალაქეებს, მათი ხმები რომ მიეღოთ, რაც, ფაქტობრივად, ერთჯერადი დახმარებებით მათი მოსყიდვის ტოლფასია. ხელისუფლებას ამ კრიტერიუმების შეცვლაზე უნდა ეფიქრა, კანონპროექტი წარედგინა და კანონად ექციათ, ამ შეჭირვებულებს შვება რომ ჰქონოდათ. გაუსაძლის მდგომარეობაშია და ბანკების ,,მძევალია”, მოსახლების 70-80%, რაც ბანკების მაღალი საპროცენტო განაკვეთის შედეგია.

- ბანკების საქმიანობაში სახელმწიფოს ჩარევა ნორმალურად მიგაჩნიათ?

- მოქალაქეს თუნდაც სხვა ფირმა რომ ატყუებს, ხომ შეიძლება ამ კუთხით ჩაერიოს და უთხრას, არ მოატყუოს თუნდაც, სესხის პროცენტებთან დაკავშირებით მაინც?!

ასევე, ვაპროტესტებთ იმას, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსი საკუთარ თავზე მოირგო. რომ არ ყოფილიყო მუხლი, რომლითაც მეორე დღესვე ,,ოცნების” კომისიის წევრებს აქვთ უფლება, დამოუკიდებლად შეცვალონ დამდგარი შედეგები საარჩევნო უბანზე და ახალი ოქმი დაწერონ, ხომ არ გაგრძელდებოდა სამი დღე არჩევნები? ,,ოცნების” კომისიის წევრები ისხდნენ და სადაც არ მოეწონათ საკუთარი ხმები, ახალი ოქმები წერეს.

- ბატონო გოჩა, ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ თქვენ და სხვა საპარლამენტო პარტიები ხიბლში ხართ და მიღებული შედეგით კმაყოფილდებით…

- ვინ არის ხიბლში?! ჩვენი შედეგები გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ციფრები აჩვენებს. ცხადია, ეს არჩევნები ტოტალური გაყალბების, ზეწოლის, ძალადობის ფონზე ჩატარდა და გამოიგონეს ამომრჩევლის ნების კონტროლით გაყალბების ახალი სქემა. ვგულისხმობ სარეგისტრაციო მაგიდის უკან მდგომ კოორდინატორებს, რომლებიც ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ. თუ არა საჯარო მოხელეებზე, პედაგოგებსა და ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებზე ზეწოლა, გაუგებარია, რაში სჭირდებოდათ ამგვარი კონტროლი. როცა ამომრჩეველზე ამ სახის ზეწოლა ხორციელდება, ვერ ვიტყვით, არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ბიძგი მისცაო. უამრავი საჩივარი გვაქვს დარღვევებთან დაკავშირებით; მაგალითად, ,,პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარი კანდიდატი 1 ხმით აგებს თურმე ხელისუფლების კანდიდატთან, ასპინძაში კი 2 ხმით. არადა, წინა დღეს გვიცხადებდნენ, გაიმარჯვეთო. როცა ასეთი შემთხვევა ბევრია, ცხადია, ვასაჩივრებთ.

- როცა გაყალბებაზე საუბრობთ, არ ფიქრობთ, რომ თქვენი ხმები საარჩევნო კომისიებში პარტიის წარმომადგენლებს უნდა დაეცვათ?

- ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი, როცა საარჩევნო კოდექსის მორგება ვახსენე. როგორ დაიცავდა, როცა კომისიაში საკუთარი წევრების რაოდენობა 9-მდე აიყვანა ხელისუფლებამ. ოქმებზე შენიშვნებში მიწერილია კომისიების ჩვენი წევრებისგან, რომ არ ეთანხმებიან შედეგებს, მეტი რა უნდა ექნათ?!

- აქციაზე რამდენი ადამიანის გამოყვანას აპირებთ?

- რამდენი ათასი იქნება, ვერ გეტყვით, მაგრამ პირველი ოქტომბრის აქციაზე არა ნაკლებ 15 000 ადამიანი მოვიდა. არჩევნები ახალი ჩავლილია, მოსახლეობა დაღლილია წინასაარჩევნო კამპანიით, თუმცა ვიცი, რომ რამდენიმე ათასი კაცი ნამდვილად შემოგვიერთდება.

- წინა მიტინგზე განაცხადეთ, რომ 22 ოქტომბერს ირმა ინაშვილი და პარტიის სხვა საპარლამენტო დეპუტატები შიმშილობას დაიწყებდნენ. რატომ გადაიფიქრეს?

- 22-ში არ ჩავატარეთ აქცია, რადგან 21-ში არჩევნები იყო. დილამდე გაგრძელდა შედეგების დათვლა, ჩვენი კომისიის წევრები, წარმომადგენლები, საარჩევნო შტაბები მთლიანად ჩართული იყო საარჩევნო პროცესში და მეორე დღეს აქციას ვერ გავმართავდით.

- ანუ, 29-ში დაიწყებენ შიმშილობას ინაშვილი და სხვა დეპუტატები?

- არაფერს გამოვრიცხავთ, 29-ში დაიწყებს თუ არა შიმშილობას, ეს ირმას გადასაწყვეტია. ფაქტია, აქცია დაანონსებულია და მოთხოვნებიც გაფართოებულია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.

- თქვენი პროტესტი მხოლოდ კვირიკაშვილის წინააღმდეგაა მიმართული, ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ეს აქციები პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ დაგეგმილი სცენარის ნაწილია…

- ჩვენ ქვეყნის მთავრობის გადადგომაზე ვსაუბრობთ და მისი ხელმძღვანელი კვირიკაშვილია. მისი გადადგომა ყველა მინისტრის გადადგომას გამოიწვევს. როცა ხელისუფლება გადადგება, არ გამოვრიცხავთ, მოვუწოდოთ პარლამენტს, თვითლიკვიდაცია გამოაცხადოს ან პრეზიდენტს მოვუწოდოთ არაქმედუნარიანი პარლამენტის დაშლისკენ… არც რიგგარეშე არჩევნებს გამოვრიცხავთ.

ქართული პრესის მასალები 25 ოქტომბერი 2017 წელი
„ახალი თაობა“: ინტერვიუ რომან გოცირიძესთან: „მეორე ტურში მონაწილეობას აზრი არა აქვს“ // უღალატა თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის ამომრჩეველს?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „ქართული ოცნება“ მოქალაქეთა კავშირივით დაამთავრებს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ანა ნაცვლიშვილთან: „არჩევნებზე კოორდინატორები ამომრჩევლებს აკონტროლებდნენ“

„საქართველო და მსოფლიო“: სოსო ოხანაშვილს რამდენიმე მეუფესთან ყოველდღიური კავშირი აქვს და ალტერნატიული საპატრიარქოს შექმნაზე მუშაობს

„ახალი თაობა“, 25 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ რომან გოცირიძესთან: „მეორე ტურში მონაწილეობას აზრი არა აქვს“ // უღალატა თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის ამომრჩეველს?

„ახალი თაობის“ კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.

- ბატონო რომან, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც ჩანს, თქვენს პარტიაშიც არ არის ერთსულოვნება. რა გახდა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი და თქვენ რამდენად იზიარებთ ამ პოზიციას?

- პარტიაში ერთიანი პოზიცია არის ჩრდილოეთ კორეაში და `ქართულ ოცნებაში~. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩვენ ოთხსაათნახევარი ვმსჯელობდით პოლიტსაბჭოზე, სადაც ჩამოსული იყვნენ ქუთაისიდან და მარტვილიდან ჩვენი აქტივისტები, ასევე მეორე ტურში გადასული კანდიდატები. ჩვენ მოვისმინეთ ყველა აზრი. რა თქმა უნდა, კენჭისყრა არის ბუნებრივი შედეგი, ის არის საბოლოო გადაწყვეტილების დამაფიქსირებელი. ხმები გაიყო და უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეორე ტურში არ მივიღოთ მონაწილეობა. ეს იყო უმრავლესობის გადაწყვეტილება და სწორედ ეს არის დემოკრატიის მაჩვენებელი და არა ის, რომ ვიღაცებმა ვიწრო წრეში გადაწყვიტონ და მერე თავს მოახვიონ საზოგადოებას.

- თქვენ მომხრე იყავით თუ მოწინააღმდეგე?

- თუ პარტია გადაწყვეტს, რომ გასაჯაროვდეს, ვინ იყო მომხრე და ვინ მოწინააღმდეგე, მაშინ ჩვენ გამოვაქვეყნებთ პოლიტსაბჭოს სიაში კენჭისყრის შედეგებს. ჩვენთვის არც ეს არის პრობლემა. ზოგი წინააღმდეგი იყო, ზოგი მომხრე. უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, რომ პარტია გასულიყო მეორე ტურში, აი ეს არის და ეს.

- კეთდება შეფასებები, რომ ნაციონალური მოძრაობა უსამართლოდ მოექცა საკუთარ ამომრჩეველს ქუთაისში და მარტვილში. შესაძლოა შემდეგ არჩევნებში მათი ხმები დაკარგონო. ეს რამდენად გაიაზრეთ და გაითვალისწინეთ?

- ჩვენ დავეყრდენით სწორედ ქუთაისის პარტიული აქტივის პოზიციას. მათი პოზიცია იყო, რომ მეორე ტური არ ყოფილიყო, ხოლო მარტვილის აქტივი მოითხოვდა, რომ პირიქით, მეორე ტური გამართულიყო. პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეორე ტური არ გამართულიყო. ეს, შესაძლოა, ჩვენი ამომრჩევლის ერთ ნაწილს მოეწონოს, მეორე ნაწილს არა. ეს რომ არ იყო მარტივი, ამიტომაც იყო, რომ ოთხ საათზე მეტი ვიმსჯელეთ ამაზე.

- რატომ ჩათვალეთ, რომ მეორე ტურში ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა?

- პარტიამ ასე ჩათვალა. თუნდაც შარშანდელი გამოცდილებიდან. 45 კაცი გავიყვანეთ და იქაც კი, სადაც თითქმის ჩვენ ვიგებდით მეორე ტურს, ჩამოუარეს ოჯახებს, დააშინეს და არჩევნებზე არ მიიყვანეს ხალხი. როდესაც გვაქვს ცუდი გამოცდილება, ასევე ის, რაც ახლა მოხდა, ამ არჩევნებზე…

- ამ არჩევნებზე რა მოხდა? საუბარია, რომ ყველაფერი მშვიდ ვითარებაში ჩატარდა...

- ტოტალური მოსყიდვა მოხდა, ასევე თითოეული ადამიანის შანტაჟი, ფულით თუ ავტორიტეტებით. საჯარო სექტორში დასაქმებულების დაშინება, სამსახურებიდან გაგდების მუქარა და ასე შემდეგ. ჩავთვალეთ, რომ ამ შემთხვევაში გავრიდებოდით ამ პროცესებს და ზედმეტი წნეხის ქვეშ არ დაგვეყენებინა ჩვენი ამომრჩეველი. ამ უსამართლოდ ჩატარებული არჩევნების ფონზე, ჩვენ არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ამ ორ ოლქში ყოფილიყო ზედმეტი დაძაბულობა. ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვებთ მაშინ, როდესაც მთლიანად ვამხელთ ამ ხელისუფლების უსამართლობას. უსამართლობას ხალხი არ პატიობს. ასე ხდება ყოველთვის და ასე იცვლებიან ხელისუფლებები.

- თქვენც ასე შეიცვალეთ?

- სწორედ ასე წააგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ სურვილიც რომ ჰქონოდა, ვერ გააყალბებდა არჩევნებს. ვინაიდან მაშინ უზარმაზარი ხალხის მასა იყო მობილიზებული, რომ არჩევნები ყოფილიყო სამართლიანი.

- გამოდის, რომ ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული და არა ხელისუფლების სურვილზე, მაშინ რატომ სდებთ ბრალს გაყალბებაში?

- თუ ხალხს უნდა, არჩევნები ჩატარდება სამართლიანად. ხალხმა რომ გაიგოს ქვეყანაში უსამართლობაა, რომ არჩევნები არასამართლიანია, ამისთვის საჭიროა მუშაობა და ახსნა-განმარტებები. ის, რომ არჩევნების დღეს სიმშვიდე იყო და გაღიმებული ხალხი იჯდა საარჩევნო უბნებზე და ყუთებში პირდაპირ არ ყრიდნენ ბიულეტენებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არჩევნები იყო სამართლიანი.

- თუ არ გაუყალბებიათ, ბიულეტენები არ ჩაუყრიათ, სიმშვიდე იყო, მაშინ უსამართლობა სადღა ნახეთ?

- ძალიან ბევრი რამ წყდებოდა არა ყუთთან, არამედ მანამდე. როდესაც ამას ხალხი გაიგებს, მაშინ ისინი დაიცავენ საკუთარ ინტერესებს. ისე, როგორც დაიცვა ნაციონალურმა მოძრაობამ, როცა შევარდნაძის რეჟიმი დაამარცხა და ისე, როგორც დაიცვა `ოცნებამ~, როცა ნაციონალური მოძრაობა დაამარცხა. 2012 წელს ნაცმოძრაობა მცირედით დამარცხდა, მას დიდი რესურსი ჰქონდა იმისა, რომ არჩევნებში მანიპულაცია გაეკეთებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა.

- თუ შეეძლო რატომ არ გააკეთა?

- ნაციონალები მიხვდნენ, რომ ხელისუფლების ცვლილების დრო იყო, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ეს ცვლილება რუსეთის მიერ ამ ჰიბრიდული ბრძოლის მეთოდებით იყო დაგეგმილი. ამ მეთოდებით მათ ყირიმიც კი ჩაიგდეს ხელში. რუსეთის აგენტურის მიერ დადგმულმა ქმედებებმა განაპირობა ის, რომ ჩვენ დავმარცხდით. გაიმარჯვა რუსეთის მიერ დაგეგმილმა ჰიბრიდული ომის ქართულმა ნაირსახეობამ და ხალხი იქნა მწარედ მოტყუებული! ხალხს დღესაც მწარედ ატყუებენ ამ შენიღბული სიმშვიდით, თითქოსდა უბნებზე რომ სიწყნარეა, ეს ნიშნავდეს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას.

- ამ დრომდე ნაციონალური მოძრაობა მთავარი ოპოზიციის სტატუსს ინარჩუნებდა, თუმცა თბილისში დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა დაგამარცხათ...

- ეს არაფერს ნიშნავს. ნაციონალური მოძრაობა ყველგან, უკლებლივ ყველა საკრებულოში შევიდა და აქედან 99%-ში ნაციონალური მოძრაობა გავიდა მეორე ადგილზე. რაც შეეხება მერის არჩევნებს, ეს იყო სპეციფიკური შემთხვევა და უბრალოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების იმ ნაწილმა, რომელიც იყო განხიბლული და იმედგაცრუებული მმართველი პარტიის მიმართ, მხარი დაუჭირა ელისაშვილს და ეს სპეციფიკური შემთხვევა, რაც ყველა არჩევნებში ხდება. ეს ბევრს არაფერს არ ნიშნავს.

„ახალი თაობა“, 25 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „ქართული ოცნება“ მოქალაქეთა კავშირივით დაამთავრებს“

ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებით, პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში. ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ამ პარტიის პარტნიორი ორგანიზაციის, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერ შოთა მალაშხიას. „მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა. ეს ზნეობრივადაც მართებულია, პოლიტიკურადაც და ემოციურადაც“, – ამბობს იგი.

- თუმცა, არჩევნების შედეგების მიმართ პროტესტის მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობა შედის საკრებულოებში. თქვენ თავის დროზე მათი პარლამენტში შესვლის წინააღმდეგი იყავით..

- პარლამენტში შესვლას სულ სხვა დატვირთვა აქვს. თუ არჩევნების შედეგს არ ეთანხმები, საკანონმდებლო და პოლიტიკურ ორგანოში ყოფნას არ უნდა დათანხმდე. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ ყოფნით ამართლებ ყველაფერს, რასაც ხელისუფლება აკეთებს – კონსტიტუციის მიღებით დაწყებული, ყველა სფეროში პოლიტიკის განსაზღვრით დამთავრებული.

- საკრებულოებში ყოფნა აუცილებელია?

- საკრებულოებში ყოფნა არ გულისხმობს ყველაფრის პოლიტიკურად „გაპრავებას“. ოპოზიციონერები საკრებულოებში შეასრულებენ მაკონტროლებლების ფუნქციას და ხალხს გამოუტანენ ინფორმაციას. ამიტომ, სწორად მიმაჩნია, რომ ნაციონალები, რომლებთან ერთადაც ამ არჩევნებში ერთ ბლოკში ვიყავი, თანხმდებიან საკრებულოებში შესვლას და არ თანხმდებიან მეორე ტურს.

- თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, მიიჩნევთ, რომ არჩევნები გაყალბდა. აისახა თუ არა ეს შედეგზე?

- ეს შედეგი არ გამოხატავს ხალხის ნებას. ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებზე მოვიდა ამომრჩეველთა 45%. აქედან `ქართულ ოცნებას~ ხმა მისცა 55%-მა. ეს მოსახლეობის 25%-ია. ამ 25-დან 15%-ის მონაცემები ყალბია. ხელისუფლებამ კარგად ისარგებლა დიდი ფულით, ადმინისტრაციული რესურსით, ასევე კრიმინალური სამყაროს დახმარებით.

- კრიმინალური სამყაროს დახმარებაში რას გულისხმობთ?

- თბილისის არჩეული მერი ამაყობს თავისი კავშირებით შავი სამყაროს წარმომადგენლებთან და მას იყენებს კიდეც. ზოგადად, ხელისუფლებაში არიან ქუჩის მენტალიტეტის ადამიანები. ასეთები სახელმწიფოს როგორ გააძლიერებენ? „ქართული ოცნებისათვის“ ეროვნული გმირია ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც ისევ სახელმწიფო დაცვით დადის. ამ ხელისუფლების სახეა მანანა ბერიკაშვილი, რომელიც ცილისმწამებელია. ის 2012 წელს ბავშვის მკვლელობას აბრალებდა ნაციონალურ მოძრაობას. მანანა ბერიკაშვილი კვლავინდებურად კულტურის მინისტრის მოადგილეა. „ოცნებამ“ ხალხს გააკეთებინა არჩევანი არა თავისუფლების, არამედ, მონობის სასარგებლოდ. მონობაში აღმოჩნდნენ არა მარტო ისინი, ვინც არჩევნების წინ დააშინეს, მოისყიდეს, ან უბანზე მკაცრად გააკონტროლეს, არამედ ისინიც, ვინც გაბრიყვდა. ზუსტი ინფორმაცია მაქვს იმაზე, რომ იმ სოფლებში, რომლებიც თბილისს შემოუერთეს, დარიგდა შეშა და ფული. ყველამ ვნახეთ კადრები, როგორ არიგებდა ერთ რეგიონში საარჩევნო უბანში მმართველი პარტიის წარმომადგენელი ფულს პირდაპირ საარჩევნო უბანზე და თან ირწმუნებოდა, წყლის ფულიაო. შეუძლებელია, ამ ყველაფერს ადამიანმა მუდმივად უყუროს და ეს ითმინოს. ხალხის უკმაყოფილება უფრო და უფრო მატულობს. ერთხელაც, ეს იფეთქებს.

- ხალხის განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს ის, რომ საყოველთაო სიღარიბის ზრდის ფონზე, უცებ მდიდრდებიან თანამდებობის პირები და პარლამენტის წევრები, რომლთა ბოლო დროს შეძენილი უძრავი ქონება იმხელაა, რომ აღრიცხვა ჭირს...

- ქუჩის მენტალიტეტი, რომელიც ამ ხელისუფლებას ახასიათებს, შორსაა სახელმწიფოებრივი მიდგომებისგან. ამიტომ ინგრევა სახელმწიფო ინსტიტუტები – საბაჟო, პოლიცია და სხვა. ეკონომიკა უარესდება. „ოცნება“ ნაცმოძრაობას აკრიტიკებდა, შვილებს ამხელა ვალი დაუტოვაო. არადა, თვითონ ვალი გაზარდა. თუ ადრე მშპ-ის 34% იყო, ახლა 47%-ს შეადგენს. წინა ხელისუფლების დროს ვალით გზები იგებოდა, ინფრასტრუქტურა ეწყობოდა, ახლა, ფაროსანასაც ვერ მოუარეს.

- ფაროსანა უკვე თბილისსაც მოედო...

- მოედებოდა, აბა რა, როცა სახელმწიფოზე არ ზრუნავ, არაფერს გააკეთებ! თუ ადრე ფული გზების დაგებაზე მიდიოდა, ახლა ძირითადად ჯიბეებში ჩადის. ლამის ყველგან კორუფცია ყვავის. აქედან ჩნდებიან ძალიან მდიდრები, რომლების ერთ-ორ წელიწადში ნაშოვნი ქონება ასე აღიზიანებს მოსახლეობას. „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა იმის საპირისპირო, რასაც ხალხს ჰპირდებოდა – თავისუფლების ნაცვლად, მონობაში ჩააგდო, ეროვნული ღირსების დამკვიდრების მაგივრად, სახელმწიფო მოუსპო, დემოკრატიული დასავლეთისკენ სვლის მაგივრად, რუსული ყაიდის არადემოკრატიული წყობა შეუქმნა.

- ამ არჩევნების შემდეგ ისევ აქტუალური გახდა პოლიტიკური ველის მოსუფთავების თემა. არაერთი ექსპერტი მოუწოდებს სუსტ პარტიებს, რომლებმაც არჩევნებში კარგი შედეგი ვერ აჩვენეს, დატოვონ პოლიტიკა. გამოითქმის აზრი, რომ ეს მოწოდებები პირადად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა...

- ტერმინი „სუსტი პარტია“ არ არის სწორი. „ქართულ ოცნებას“ სხვა პარტიებთან შედარებით უზარმაზარი, ასჯერ მეტი დაფინანსება აქვს. შედარება ასეთია – 1:100. თუ ადმინისტრაციულ, საბიუჯეტო, კრიმინალურ და სხვა ფაქტორებს დავუმატებთ, მმართველი პარტიის უპირატესობა ათასჯერ მეტი გამოვა. მმართველ პარტიას სხვა ორგანიზაციებთან შედარებით ათასჯერადი უპირატესობა აქვს და მათ მოუწოდებს, პოლიტიკიდან წავიდნენ. საინტერესოა, „ქართული ოცნება“ რომ ამყოფო ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ე.წ. სუსტი პარტიები არიან, რა მოუვიდოდა? ეს პარტია ხუხულასავით დაიშლებოდა. ეს პარტიები კი არა, „ოცნება“ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან. „ქართული ოცნება“ მოქალაქეთა კავშირივით დაამთავრებს.

- ამ პარტიისაგან არაფერი დარჩება?

- მოქალაქეთა კავშირიც ფულის კეთებაზე იყო გადასული და ხალხთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა. განსხვავება ისაა, რომ მოქკავშირი დანგრეულ ქვეყანაში მოვიდა, „ქართული ოცნება“ კი აწყობილში და მეტს იპარავს.

- არჩევნების გამო გამოსვლები მოსალოდნელი არაა?

- ზოგადად, ხალხის პროტესტი მოსალოდნელია. უკმაყოფილება იზრდება. გამოსვლები შეიძლება დაუკავშირდეს არჩევნებს, ან არ დაუკავშირდეს. ხალხის მოთმინების ფიალა ივსება და არავინ იცის, როდის გადმოიღვრება.

„ახალი თაობა“, 25 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ანა ნაცვლიშვილთან: „არჩევნებზე კოორდინატორები ამომრჩევლებს აკონტროლებდნენ“

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში 21 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს.

- ქალბატონო ანა, როგორ შეაფასებთ საარჩევნო პროცესს, რამდენად იყო თავისუფალი, დემოკრატიული, არის თუ არა 21 ოქტომბრის არჩევნები, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, წინ გადადგმული ნაბიჯი თუ პირიქით?

- პირველ რიგში, ამ არჩევნებზე დაფიქსირდა სახეცვლილი მანკიერი ტრადიციის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში საარჩევნო უბნებს გარეთ ვაფიქსირებდით, როდესაც პარტიული კოორდინატები, არა მხოლოდ სახელისუფლო, არამედ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც, კალმებითა და ფურცლებით შეიარაღებულები იდგნენ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიებზე და აღრიცხავდნენ, ვინ მოდიოდა არჩევნებზე. შემდეგ ხდებოდა რეკვები სახლებში, შეხმიანება იმ ადამიანებთან, ვისაც ჯერ თავისი არჩევანი არ ჰქონდა გაკეთებული. ამ პრაქტიკაზე, მანკიერ პრაქტიკაზე წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, მაგრამ განსხვავება, რაც წლევანდელმა არჩევნებმა გვაჩვენა, იყო ის, რომ ამ კონტროლის პროცესმა უბნის შიგნით გადმოინაცვლა. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის თანამონაწილე საარჩევნო ადმინისტრაციაც აღმოჩნდა.

გასულ წლებში, კომისიის თავმჯდომარეებსა და ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციას არგუმენტი ჰქონდა, რითიც ასაბუთებდა, თუ რატომ ვერ ერეოდა ამ პროცესში. წელს ვიხილეთ, რომ ეს პროცესი უბნის შიგნით შემოვიდა და მისი თანამონაწილე გახდა თავისი უმოქმედობით და ამ პროცესის გამართლებით საარჩევნო ადმინისტრაცია. ეს პროცესი განსაკუთრებით მასშტაბურად თბილისში დავაფიქსირეთ, სადაც „ოცნების“ კოორდინატორები ადამიანების მონაცემებს აქტიურად აღრიცხავდნენ და გარეთ მყოფი კოორდინატორები შემდეგ ჯერ არ მისული ამომრჩევლის მობილიზებას ახდენდნენ. რეგიონებში ჯერ კიდევ ძველი პრაქტიკა რჩება, როდესაც კოორდინატორები გარეთ დგანან.

- ძალიან ბევრი ინტერპრეტირება მოჰყვა, იყო თუ არა კანონდარღვევა, უშვებს თუ არა ასეთ ლავირებას კანონი?

- ეს არის ამომრჩევლის ნების კონტროლი, რაც არის დაუშვებელი. ადამიანს აქვს სრული თავისუფლება როგორც ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებული, ასევე საერთაშორისო სტანდარტით. ადამიანი არის თავისუფალი, საერთოდ წავა თუ არა არჩევნებზე და ვის მისცემს ხმას. სწორედ ამ ფუნდამენტურ პრინციპს აზიანებს ეს ყველაფერი. საარჩევნო კოდექსი, მათ შორის ცესკოს დადგენილება ცალსახად ამბობს, რომ სამაგიდო სია, სადაც სისტემურად ხდებოდა ჩახედვა და ადამიანების მონაცემების ამოღება, ეს იყო დაუშვებელი, რადგან სამაგიდო სია არ არის საჯარო დოკუმენტაცია. შესაბამისად, ასეთი ტიპის წვდომა ანუ მუდმივი წვდომა ამ სიაზე და იქიდან მონაცემების შეგროვება წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას. ასევე საინტერესოა, რა მიზნით ხდებოდა ამ მონაცემების შეგროვება?!

- მიზანი რა შეიძლება ყოფილიყო?

- ჩვენ ვნახეთ არაერთი შემთხვევა რეგიონში, როდესაც ეს ადამიანები ამ კითხვაზე პასუხებს ვერ სცემდნენ და იძაბებოდნენ კიდეც. ხომ ძალიან არა ლოგიკურია, რომ ამდენი ადამიანი მობილიზებული იყო დილიდან საღამომდე და უმიზნოდ აგროვებდა ამ ინფორმაციას. ეს ხომ არავის არ სჯერა, ყოველ შემთხვევაში, ძალიან რთულად დასაჯერებელია. ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს უბნის გარეთ მიმდინარე საუბრები, როდესაც აქცენტი იყო: ვინ მოვიდა და ვინ არა, შემდეგ მათ მოყვანაზე იყო საუბარი. ჩვენს დამკვირვებელს თბილისში, ერთ-ერთმა გაბრაზებულმა კოორდინატორმა პირდაპირ უთხრა, რომ ინფორმაციას აგროვებს იმიტომ, რომ ამომრჩევლის კონტროლი მოახდინოს. ზუსტად ეს სიტყვა „კონტროლი“ იყო გამოყენებული.

ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ამ არჩევნებზე გამოჩნდა. ამ გარემოების დატოვება რეაგირების გარეშე, ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების იდეაზე.

- ხომ არ აპირებთ პარლამენტისთვის მიმართვას, კანონპროექტის ინიცირებას, რომ საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ამომრჩევლის დაცვა, რომ საარჩევნო პროცესში თუ უშუალოდ არჩევანის გაკეთებისას, არ მოხდეს პირის იდენტიფიცირება?

- ჩვენ, რასაკვირველია, ვიფიქრეთ ამაზე, რა დამატებითი მექანიზმების შემოღება არის შესაძლებელი. თუმცა, უკვე მოქმედი კანონმდებლობით რაც მოხდა, არის უკანონო. ხელისუფლების წარმომადგენლები საკითხს აყენებენ, მცდელობა აქვთ, რომ თითქოს, საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობდა, ეს მოქმედება შეეზღუდათ და ახლა არის საჭირო რაღაცის დამატება, ეს მთლად ასე არ არის. შეიძლება უფრო გაძლიერდეს ამომრჩევლის დაცვის გარანტიები, მაგრამ უკვე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზეც სრულიად შესაძლებელი და აუცილებელი იყო, რომ ცესკოს აღეკვეთა ის მოქმედება, რასაც ადგილი ჰქონდა.

- ცესკოს თუ მიმართეთ რეკომენდაციით?

- დიახ, საჯაროთაც და წერილობითაც, მაგრამ მათი მხრიდან გამოხმაურება მივიღეთ ჩვენც და საზოგადოებამაც, რომ თურმე ეს არანაირ კანონდარღვევას არ წარმოადგენდა.

- ქალბატონო ანა, თიანეთში განვითარებულ მოვლენებზეც მინდა გკითხოთ, როგორც ვიცი, თამაზ მეჭიაურს თქვენი ორგანიზაცია უწევს ადვოკატირებას. რამდენად იყო მართლაც ხელოვნური ჩარევა და მოახდინა თუ არა ამან რეალურ შედეგებზე გავლენა?

- ყველა ნიუანსის გააზრებით და იმ თანმიმდევრობით, რომელსაც ადგილი ჰქონდა, მართლაც ძალიან სერიოზული ეჭვი ჩნდება, რომ მოხდა ხელოვნური ჩარევა არჩევნების შედეგების შესაცვლელად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ საარჩევნო კანონმდებლობის ძალიან სერიოზულ დარღვევებს აქვს ადგილი და იკვეთება ქმედებები, რომელიც შესაძლოა ასევე წარმოადგენდეს სისხლის სამართლის დანაშაულს. ამიტომ, ჩვენ შეგვაქვს სარჩელი სასამართლოში და ვითხოვთ თიანეთის ოლქის მიერ მიღებული ორი განკარგულების ბათილად ცნობას. ასევე, ჩვენ მივმართავთ პროკურატურას, რათა დაინტერესდეს ამ ფაქტებით.

უბნის დონეზე, როდესაც დათვლა მოხდა, კომისიის წევრებს არავის პრეტენზია არ დაუფიქსირებია. რაც დაითვალა თითოეულ უბანზე შედეგები, უპირატესობა დაფიქსირდა ბატონი თამაზის სასარგებლოდ, მაგრამ ერთ-ერთ უბანზე, როდესაც შეჯამდა პროცესი, მიჩნეულ იქნა 24 ბიულეტენი ბათილად. ამასთან დაკავშირებით არც ერთ კომისიის წევრს, არც ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელს, არც ერთი სუბიექტის წარმომადგენელს არ დაუფიქსირებია არც წერილობითი და არც ზეპირი პრეტენზია, რომ იქ რაიმე არასწორად მოხდა. ერთხმად იქნა მიჩნეული, რომ ეს 24 ბიულეტენი ნამდვილად იყო ბათილი. მას შემდეგ, რაც ეს შედეგები უბნიდან გადავიდა ოლქში, აღმოჩნდა, რომ ამ 24 ბიულეტენიდან 5 ნამდვილად იქნა მიჩნეული და სწორედ ამან გადაწყვიტა შედეგების ბედი. ძალიან საეჭვო ვითარებაში მოხდა 5 ბათილად მიჩნეული ბიულეტენის ნამდვილად ცნობა.

საჩივარი, რომლის საფუძველზეც მოხდა ბიულეტენების გახსნა, გადათვლა და ნამდვილად მიჩნევა, დაიწერა წესის დარღვევით და იყო დაუსაბუთებელი, თუმცა დაკმაყოფილდა. ოლქში განხილვა წარიმართა დარღვევებით. სრულიად მიუღებელია, რომ ოლქში სხდომა გაიმართა პოლიციით გარშემორტყმულ შენობაში, სადაც არ უშვებდნენ კომისიის წევრებს, სუბიექტის წარმომადგენელს, არ მომხდარა უბნის კომისიის წევრების დაბარება, ანუ პროცესი ჩატარდა ყველა წესის დარღვევით, გაუმჭვირვალედ და ამ პროცესზე მოხდა ბიულეტენების აღდგენა მკვდრეთით.

- ხელახალ კენჭისყრას ითხოვთ?

- არა, ჩვენ ვითხოვთ უკანონო გადაწყვეტილების გაბათილებას. ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველზე ავტომატურად დგება ის შედეგი, რომელიც დგებოდა ხელოვნურ ჩარევამდე, რომლის მიხედვითაც თამაზ მეჭიაურს აქვს უფრო მეტი ხმა მიღებული, ვიდრე მის კონკურენტს.

„საქართველო და მსოფლიო“, 25-31 ოქტომბერი, 2017 წელი

სოსო ოხანაშვილს რამდენიმე მეუფესთან ყოველდღიური კავშირი აქვს და ალტერნატიული საპატრიარქოს შექმნაზე მუშაობს

ბესო ბარბაქაძე

ილია მეორის მოცილებით საქართველოს საპატრიარქოში მოვიდოდა ძალა, რომელიც გაცილებით შემწყნარებლური იქნებოდა ჰომოსექსუალების მიმართ და, დასავლეთის დაჟინებული მოთხოვნით, ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინების დაკანონება თვეების საკითხი გახდებოდა.

საპატრიარქოს გარშემო ატეხილი სკანდალი, ერთი შეხედვით, მინელდა. უფრო ზუსტად, ე.წ. ციანიდის საქმე ჩაცხრა და ახლა ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, მაგრამ ძნელი სავარაუდოა, სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალოს და მამა გიორგი მამალაძე გაამართლოს. სამაგიეროდ, საპატრიარქოში დაწყებულმა დაპირისპირებამ პიკს მიაღწია და, შეიძლება ითქვას, წმინდა სინოდის წევრები წესების გარეშე ბრძოლაზე გადავიდნენ. ეს, რა თქმა უნდა, სინოდის ყველა წევრს არ ეხება, მაგრამ მათი ძირითადი ნაწილი არათუ ბინძურ საქმეებში გარეული აღმოჩნდა, არამედ ერთმანეთის საწინააღმდეგო კომპრომატებიც აქვთ ეპარქიებში “დასაწყობებული” და სწორედ ამ კომპრომატების გამოა, რომ ეპისკოპოსები ბევრ რამეზე ხუჭავენ თვალს…

11 ოქტომბერს სინოდის სხდომა მოიწვიეს. თბილისამდე ჩამოსვლა მხოლოდ ორი ეპარქიის ხელმძღვანელმა ვერ მოახერხა, დანარჩენები კი დათქმულ დროს გამოცხადდნენ და სახეზე ყველას გაოცება ეხატა – არავინ იცოდა, ასე მოულოდნელად რატომ მოიწვიეს წმინდა სინოდის სხდომა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომის მოწვევა პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გადაწყდა. როგორც გვითხრეს, მეუფე იაკობი ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს (ცაავა) პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებდა; გადაწყვეტილი იყო, სინოდიდან გაერიცხათ და მღვდელთმსახურებაც აეკრძალათ. ამბობენ, მეუფე იაკობს ამის გარანტია სინოდის თითქმის მთელმა შემადგენლობამ მისცაო, მაგრამ, როგორი მოულოდნელიც იყო სინოდის სხდომის დანიშვნა, ისეთივე მოულოდნელი აღმოჩნდა გადაწყვეტილება, რომელიც სინოდმა მიიღო:

1) მთავარეპისკოპოს ექვთიმეს აღუდგეს ღვთისმსახურების უფლება.

2) მიტროპოლიტი სერაფიმე გამწესდეს მამათა მონასტერში და აღუდგეს მღვდელმოქმედების უფლება;

ბ) მიტროპოლიტ სერაფიმეს საქართველოს საპატრიარქოდან დაენიშნოს ყოველთვიური ფინანსური დახმარება;

3) ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) მიეთითოს, რომ იგი უნდა დაემორჩილოს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც იგი გამწესებული იყო მონასტერში სინანულისათვის; წინააღმდეგ შემთხვევაში წმიდა სინოდი განსახილველად აღარ დაუბრუნდება მის პერსონალურ საკითხს…”

აი, ეს იყო მთავარი საკითხები. სინოდმა იმსჯელა გიორგი მამალაძის საქმეზეც, მაგრამ გადაწყდა, რომ, სანამ სააპელაციო სასამართლო არ დასრულდება, ეკლესია არაფერს მოიმოქმედებს.

რა გამოვიდა? – ეპარქიებიდან მღვდელმთავრები სასწრაფოდ იმისთვის ჩამოიყვანეს, რომ ქრისტეფორე წამალაიძისთვის, რომელსაც ეკლესია გადაცდომას ედავებოდა, 18 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ეთქვათ, მოინანიეო? მით უმეტეს, რომ 1999 წელს, სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, მეუფე ქრისტეფორე ყველაფერში გამართლდა, ამის ოქმიც არსებობს, მაგრამ ის ოქმი ადრესატამდე, ანუ მეუფე ქრისტეფორემდე არ თუ ვერ მივიდა.

როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, სხდომაზე საკმაოდ მწვავედ ისაუბრა მეუფე იაკობმა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტის წინააღმდეგ სინოდი კრინტს არ დაძრავდა. მეუფე პეტრე თურმე ირონიული ღიმილით უყურებდა არა მხოლოდ მეუფე იაკობს, არამედ რამდენიმე მღვდელმთავარსაც, რომლებზეც უამრავი კომპრომატი აქვს და ეს, პირველ რიგში, პატრიარქის ძმისშვილს, ბათუმის მიტროპოლიტს, მეუფე დიმიტრის ეხება.

საეჭვოა, მეუფე პეტრეს მეუფე დიმიტრი გაეწირა, რადგან ისინი, დიდი ხანია, ერთ ნავში სხედან და ნიჩბებსაც ერთად უსვამენ, მაგრამ, თუ დასჭირდებოდა, აუცილებლად იტყოდა, რომ მეუფე დიმიტრი უკანონო მიტროპოლიტია. დიდი სჯულის კანონის მიხედვით, “ეპისკოპოსმა არ უნდა დაასხას ხელნი და მიმადლოს ეპისკოპოსობის პატივი ძმას, შვილს, თავის ნათესავს ან სხვას, ვისაც უნდა, რადგან არ არის სამართლიანი, ეპისკოპოსობა მემკვიდრეობით გადასაცემ პატივად აქციოს და ღვთის საკუთრება ადამიანური ვნებების მისამადლებელი საჩუქარი გახადოს. თუ ვინმემ ჩაიდინოს ეს, მისი ხელდასმა იყოს დაუმტკიცებელი, ხოლო ის უზიარებლობით დაისაჯოს…”

მიტროპოლიტ დიმიტრის, დიდი ხანია, პატრიარქობა ესიზმრება და, ყველაზე კარგად თვითონ იცის, რომ ამის უფლება, უბრალოდ, არ აქვს, თუმცა მას არც ეპისკოპოსობის უფლება ჰქონდა, მაგრამ მიიღო. შესაბამისად, ვერავინ აუხსნა, რატომ არ უნდა მიეღო პატრიარქობა. აუხსნა კი არა, გასაგებად უთხრეს, რომ ყველაზე რეალური კანდიდატია და პატრიარქის ტახტისთვის უნდა ებრძოლა. ასე მოხვდნენ ერთ ნავში მეუფე პეტრე, მეუფე დიმიტრი, მეუფე სპირიდონი (სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი), მეუფე გრიგოლი (ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი)… მეუფე დიმიტრის მეცადინეობით, მისი სიძე, სოსო ოხანაშვილი, პატრიარქის დაცვის უფროსად დაინიშნა, ხოლო საპატრიარქოს ქონება ჩაიბარა მეორე სიძის ძმამ, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.

ბევრს გაუკვირდა, უცერემონიოდ რატომ დაითხოვა ციანიდის სკანდალის შემდეგ პატრიარქმა თავისი პირადი დაცვის უფროსი სამსახურიდან და რატომ არავინ შეეწინააღმდეგა მის გადაწყვეტილებას. საქმე ის არის, რომ, როცა ოხანაშვილი პატრიარქის დაცვის უფროსად დაინიშნა, ქვეყანაში ძალიან აქტიურად განიხილებოდა პატრიარქის ჩანაცვლების საკითხი. ნაციონალების ზეობის პერიოდში სააკაშვილის გუნდი აკონტროლებდა ყველას და ყველაფერს, გარდა საპატრიარქოსი, ამიტომ გადაწყდა, საპატრიარქო ოხანაშვილის ხელით გაეკონტროლებინათ. ოხანაშვილის სანდოობაში “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას ეჭვი არ ეპარებოდა, რადგან ოხანაშვილს პრაქტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰქონდა გავლილი და ელიტური ამერიკული სპეცდანაყოფის – “მწვანე ბერეტების” წევრიც იყო. ჰოდა, ამერიკის საელჩოს მონდომებით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მეუფე დიმიტრის ხელშეწყობით, სოსო ოხანაშვილი პატრიარქის დაცვის უფროსი გახდა. ციანიდის სკანდალის შემდეგ კი, როცა პატრიარქს თავისმა უახლოესმა გარემოცვამ ოხანაშვილზე ჩამოუგდო სიტყვა, ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელი გაბრაზდა, მაგრამ მას ერთი უცნაური ფაქტი გაახსენეს: პატრიარქს, როცა მის გვერდით ოხანაშვილი იმყოფებოდა, ხელზე არ ეკეთა სპეციალური სამაჯური, რომელიც ვითომ მის ჯანმრთელობას აკონტროლებდა, ხოლო, როგორც კი ოხანაშვილი პატრიარქს მარტო ტოვებდა, ხელზე სამაჯურს უკეთებდა და ეუბნებოდა, რომ ეს იყო სწორედ ის, რაც მას მშვიდად ძილის შესაძლებლობას მისცემდა, რადგან სამაჯური პატრიარქის ჯანმრთელობას აკონტროლებდა. რეალურად კი ამერიკის საელჩოსა და ხელისუფლებას ყური პატრიარქის სასთუმალზე ედო და ისმენდა ყველაფერს, რასაც პატრიარქი ოხანაშვილის არყოფნისას საუბრობდა.

თუ გახსოვთ, „ციანიდის სკანდალიდან რამდენიმე საათში, ოპოზიციურმა ფლანგმა, ანუ ყოფილმა ნაციონალებმა, გიგა ბოკერიას მეთაურობით, განაცხადეს, ამ დანაშაულში რუსული კვალი იკვეთებაო. თუ დავუშვებთ, რომ პატრიარქის მოცილება რუსეთს სურდა და დეკანოზი მამალაძე რუსული სპეცსამსახურების კაცი იყო, ჩნდება კითხვა: რატომ დარბოდა ციანიდის საშოვნელად მამალაძე თბილისში, რა, რუსეთის სპეცსამსახურები ვერ მოახერხებდნენ ციანიდის საჭირო დოზის შოვნას თუ გადაცემა გაუჭირდებოდათ? აი ამ უბრალო არგუმენტით რუსული კვალი ქრება და წინა პლანზე იწევს ე.წ. ლიბერალური დაჯგუფებების სახეები.

საბერძნეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 2016 წელს წინააღმდეგობა ვერ გაუწია ქვეყნის ხელისუფლებას და საბერძნეთის პარლამენტმა ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინება ოფიციალურად დააკანონა. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გარდა, ერთადერთი ეკლესია, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგია, რუსეთის მართლამდიდებელი ეკლესიაა. რა გამოდის – ილია მეორის მოცილებით საქართველოს საპატრიარქოში მოვიდოდა ძალა, რომელიც გაცილებით შემწყნარებლური იქნებოდა ჰომოსექსუალების მიმართ და, დასავლეთის დაჟინებული მოთხოვნით, ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინების დაკანონება თვეების საკითხი გახდებოდა.

„წმინდა სინოდში არიან მეუფეები, რომელთა იქ ყოფნა კანონით არ შეიძლება. სინოდში არის არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის ნასამართლევი პირი, არის მამათმავალი, არის ქურდი, ყაჩაღი… ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის მეუფე პეტრემ, რომელიც ახალაიების თვალი და ყური იყო სამეგრელოში. მეუფე პეტრე გახლდათ აწ გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის პირადი მოძღვარი და სწორედ მეუფე პეტრე სთხოვდა მოლაშვილს კატეგორიულად (ეს არ იყო რჩევა, ეს იყო მოთხოვნა), რომ მას სტრასბურგიდან სარჩელი გამოეტანა და “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ არ წასულიყო. მეუფე პეტრეს სინოდის ბევრ წევრზე იმდენი კომპრომატი აქვს, რამდენიც შეიძლება სამეგრელოს ტყეებში აღმოჩენილ კასრებშიც არ იყო და ამიტომ 11 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტზე აუგი არავის დასცდენია”, – გვითხრა ჩვენმა წყარომ.

როცა უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული მეუფეებით დავინტერესდით, გავარკვიეთ, რომ სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი, ერისკაცობაში გოჩა აბულაძე ახალგაზრდობაში არასრულწოვნის გაუპატიურების გამო იყო ნასამართლევი. მას ბრალი მეგობრის შვილის გაუპატიურებაში ედებოდა. უფრო საინტერესო კი ის არის, რომ საპატრიარქოში მეუფე დიმიტრიმ მიიყვანა, პატრიარქსაც მან გააცნო და…

საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მეუფე სპირიდონის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ის ბერად 2006 წლის 23 დეკემბერს აღიკვეცა, ერთი დღის შემდეგ კი, ანუ 2006 წლის 24 დეკემბერს ეპისკოპოსად აკურთხეს. ნამდვილად ვერ გეტყვით, აქვს თუ არა სხვა მეუფეს ერთ დღეში ასეთი კარიერული ნახტომი, მაგრამ, მეუფე დიმიტრის მეცადინეობით, ყოვლადუსამღვდელოესი სპირიდონისთვის გამონაკლისი დაიშვა.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, ერისკაცობაში გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილი მანქანის ქურდობაზეა ნასამართლევი, უფრო ზუსტად, მანქანების ქურდობაზე. მეუფე გრიგოლი თავის დროზე ე.წ. პერეგონშიკი იყო და ამის გამო სასჯელიც მოიხადა, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი, მეუფე დიმიტრის მეშვეობით, პატრიარქთან დაახლოებულიყო. მეუფე სპირიდონისგან განსხვავებით, ბერად აღკვეცის შემდეგ მეუფე გრიგოლს ეპისკოპოსობა სამი დღით დაუგვიანდა. სავარაუდოდ, პატრიარქი მისმა გვარმა ჩააფიქრა, ალბათ, იმანაც, რომ ილია ჭავჭავაძეს ტყვია გიგლა ბერბიჭაშვილმა ესროლა და ახლა ბევრს ეხამუშებოდა, ისევ ილიასთან ახლოს ისევ ბერბიჭაშვილის ყოფნა, თუმცა მეუფე დიმიტრი შეუვალი იყო და საპატრიარქოში ილია ჭავჭავაძის მკვლელის მოგვარის მიყვანით პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. მეუფე დიმიტრი ხშირად ისე იქცეოდა, როგორც პატრიარქი, და ამას არც მალავდა. მეუფეებს არ სურდათ ილია მეორისთვის გულის ტკენინება და ამიტომ მეუფე დიმიტრის ბევრ რამეს მიუტევებდნენ, როგორც ჩანს, მიუტევებდა პატრიარქიც. სხვანაირად არ აიხსნება ის გარემოება, რატომ არ მოსთხოვა პასუხი პატრიარქმა ძმისშვილს, როცა მას წინ დაუდეს დოკუმენტები, რომელთა მიხედვით, მეუფე დიმიტრის მიერ აჭარაში გახსნილი საპატრიარქოს გიმნაზიის სახელით, უცხოეთიდან საქართველოში თამბაქო და ალკოჰოლური სასმელი შემოვიდა. მეუფეს გიმნაზია ეპარქიაზე აქვს მიბმული, ამის გამო საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს და, როგორც ჩანს, ბიზნესი დაატრიალა. ბიზნესსაქმიანობით არის დაკავებული მეუფე პეტრეც, რომლის სიმდიდრეზეც სამეგრელოში ლეგენდები დადის, თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, მღვდელმთავრები მასზე საუბარს კომპრომატების შიშით ერიდებიან.

“ყველა მღვდელმთავარმა იცის, რომ ციანიდი არა შორენა თეთრუაშვილის, არამედ პატრიარქის მოსაკლავად სჭირდებოდათ. იმასაც ამბობენ, რომ გერმანიაში, პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი გაკვეთის კატეგორიული წინააღმდეგი წავიდოდა, პირველ რიგში, მეუფე დიმიტრი და შემდეგ ის შემადგენლობა, რომელიც მას უჭერს მხარს. მოითხოვდნენ, რომ პატრიარქისთვის მხოლოდ რაიმე სინჯი აეღოთ, შემდეგ დაინიშნებოდა ექსპერტიზა და რამდენ ხანს გაჭიანურდებოდა, არავინ იცის. შემდეგ ეს სინჯები საქართველოში ჩამოვიდოდა, მანამდე ახალ პატრიარქსაც აირჩევდნენ და ამით დასრულდებოდა ის, რაც დაიწყეს და, საბედნიეროდ, არ გამოუვიდათ. ჰკითხეთ სხვა მეუფეებსაც, მათ, ვინც პატრიარქს უდგას გვერდით, ვისი მოკვლა სურდა გიორგი მამალაძეს და გეტყვიან. პრაქტიკულად ყველა მღვდელმთავარმა ნახა პროკურატურის მიერ ჩაწერილი კადრები, ის კადრები, რომლებიც ფართო საზოგადოებას არ უნახავს და ეჭვის შეტანა გამორიცხულია – ციანიდი პატრიარქისთვის იყო განკუთვნილი”, – გვითხრა ჩვენმა წყარომ.

მანვე ერთი საინტერესო ფაქტი გაგვახსენა: თუ გახსოვთ, სოსო ოხანაშვილმა, როცა საქართველოდან წავიდა, განაცხადა, რომ ეს არ იყო გაქცევა, გერმანიაში სამუშაოდ წავიდა, რათა მრავალსულიანი ოჯახი ერჩინა და, როცა უმუშევარი დარჩა, ფინანსური პრობლემები შეექმნა. ოხანაშვილმა იცრუა: ის გერმანიაში კი არ მუშაობს, არამედ საკუთარ ფეშენებელურ ვილაში ცხოვრობს და იქიდან ცდილობს საქართველოში ალტერნატიული საპატრიარქოს შექმნას. ანუ, ოხანაშვილს პეტრე ცაავასთან, თავის სიმამრ მეუფე დიმიტრისთან და კიდევ რამდენიმე მეუფესთან ყოველდღიური კავშირი აქვს და ალტერნატიული საპატრიარქოს შექმნაზე მუშაობს. ალტერნატიული საპატრიარქოს შექმნა და მეორე პატრიარქის არჩევა მართლმადიდებლური ეკლესიისთვის უცხო ხილი არ არის და ასეთი რამ სხვა ქვეყნებშიც მომხდარა, რასაც ეკლესიის დისკრედიტაცია და ავტორიტეტის განადგურება მოჰყოლია. ათეული წლების განმავლობაში პატრიარქის ურყევი ავტორიტეტი ბევრს უკარგავს მოსვენებას და, როგორც ჩანს, მისი მოკვდინება რომ ვერ მოახერხეს, ახლა სულიერ განადგურებას აპირებენ.

გადახედეთ სოსო ოხანაშვილის მიერ საპატრიარქოში მიყვანილ კადრებს და დარწმუნდებით, რომ ის ნაციონალების ხელის ბიჭი და ამერიკის საელჩოს მონა იყო. ავიღოთ თუნდაც ტარას შავიშვილი, რომელიც დიმიტრი შაშკინის კადრია, თვით შაშკინი კი ხელისუფლებაში ამერიკის საელჩოს რეკომენდაციით მივიდა. შავიშვილი, რომელიც ახლა თურმე სინანულით ამბობს, რომ საპატრიარქოში ილია მეორის მტრები მომრავლდნენ, ერთ–ერთი იყო, ვინც საპატრიარქოს ხარჯზე ბიზნესს აკეთებდა, ხოლო ახალგაზრდობაში კრიმინალსა და არასრულწლოვნებთან კავშირზეც არ ამბობდა უარს. ეს კაცი ნაცებმა 53-ე სკოლის დირექტორადაც კი დანიშნეს, მაგრამ მოსწავლეებისა და მშობლების პროტესტის შემდეგ იძულებული შეიქნენ, დირექტორობიდან გაეშვათ და… საპატრიარქოში განემწესებინათ. ჩვენმა წყარომ გვითხრა, ოხანაშვილ-შავიშვილის მიერ საპატრიარქოში დამონტაჟებულ მისაყურადებელ აპარატურას დღემდე პოულობენ და პატრიარქს უმალავენო.

ამ ყველაფერში თითქოს არ იკვეთება პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილის დანაშაული, პირიქით, იგი ხელისუფლებას მსხვერპლად გამოჰყავს, მაგრამ პატრიარქის გარშემო შეკრებილ მეუფეთა მცირე ჯგუფი სულ უფრო ხშირად აპელირებს იმაზე, რომ თეთრუაშვილს ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს. საქმე ის არის, რომ ამ ქალბატონს ხელთ უპყრია საპატრიარქოს ბეჭედი და პატრიარქის ფაქსიმილე, ანუ ნებისმიერ მომენტში შეუძლია, საპატრიარქოს ბლანკზე პატრიარქის ხელმოწერით ნებისმიერი წერილი დაბეჭდოს, საპატრიარქოს ბეჭედი დაარტყას და გაგზავნოს… ვიღაც იტყვის, ამას როგორ იკადრებსო, მაგრამ უკვე იკადრა, ბატონებო! საქართველოს მაოხრებელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ახალი წელი პატრიარქის სახელით მიულოცა და, როგორც გაირკვა, ტელეფონითაც ესაუბრა. რატომ მისტირის თეთრუაშვილი პრეზიდენტყოფილს, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ პატრიარქს რამდენიმე მეუფემ სთხოვა, ეგებ ქადაგებაში თქვა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოში უნდა დაბრუნდეს და არ იდევნებოდეს ზვიად გამსახურდიასავითო. საქართველოს პირველ პრეზიდენტზე აქცენტი შეგნებულად გაკეთდა, რადგან სურთ, სააკაშვლი გამსახურდიას შეადარონ და მერე მიშას “ბრალი” ეროვნულობაში დასდონ, თორემ აღმაშენებელს უკვე შეადარა მიტროპოლიტმა კალისტრატემ. იმ კალისტრატემ, რომელიც, შესაძლოა, ცოტა ხნით, მაგრამ პატრიარქად მაინც მოგვევლინოს. პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს!), პატრიარქის ანდერძს ხსნის სინოდის ქიროტონიით (ხელდახმით) უპირატესი ეპისკოპოსი, ამ შემთხვევაში მეუფე კალისტრატე. თუ პატრიარქის ანდერძში მემკვიდრეზე მინიშნება არ არის, წმიდა სინოდის მოწვევისა და ახალი პატრიარქის არჩევის მომენტამდე პატრიარქის მოვალეობას სწორედ ეს ეპისკოპოსი, ამ შემთხვევაში კალისტრატე, ასრულებს. სხვათა შორის, მეუფე კალისტრატეს ნაციონალები მომავალ პატრიარქად განიხილავდნენ, ამაზე დაუფარავად საუბრობდნენ და, როგორ გგონიათ, ყველაზე მეტად ვის ეწყინებოდა ხელისუფლების ცვლილება “გადამწყვეტ მომენტამდე” ცოტა ხნით ადრე?!

მთავარი, რაც არ გვითქვამს: ანდერძზე ხელი მიუწვდება სწორედ ქალბატონ შორენას, ანუ მას თავისუფლად შეუძლია, საცავიდან პატრიარქის ანდერძი გამოიღოს, გადაწეროს, ბეჭედი დაარტყას, ფაქსიმილეთი ხელიც მოაწეროს და არკვიე მერე ტყუილ–მართალი… მე თქვენ გეტყვით და, “პერეგონშიკ” გრიგოლს შეაწუხებს სინდისი, არასრულწლოვნებზე მოძალადე სპირიდონი გაწითლდება თუ მეუფე პეტრე იტყვის რამეს?! ან მეუფე დიმიტრი, რომლისკენაც მიდის ყველა ის გზა, რომელიც პატრიარქის მოკვდინებას უკავშირდება, ხმალს ამოიღებს და “მარჯვნივ და მარცხნივ აკაფავს მტერს?!” არა, ბატონებო, ყველა თავის გადარჩენისთვის დაიწყებს ბრძოლას, ყველას მოუნდება ტახტზე დაჯდომა და, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხელისუფლების მხარდაჭერას მიიღებს ის, ვინც ყველაზე ლიბერალად წარმოაჩენს თავს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: დღეს მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები ეწინააღმდეგებიან ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინების დაკანონებას, დანარჩენები დანებდნენ თავიანთ ხელისუფლებას. აქვე ისიც ვთქვათ, რომ რამდენიმე დღის წინათ სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებამ იეჰოვას მოწმეები სექტად გამოაცხადა და მათი მოღვაწეობა აკრძალა. ამ ამბავში ჩვენთვის სასიხარულო არის ის, რომ საქართველოს ტერიტორიის მცირე ნაწილზე, თუნდაც ოკუპირებულზე, სექტა აიკრძალა. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ კი უკვე მართლა აღარ იცის, რომელი პოზა მიიღოს, ამერიკელ და ევროპელ პატრონებს რომ ასიამოვნოს…

როცა “დონ კიხოტს” იღებდნენ, მთავარი როლის შესასრულებლად, გენიალურმა ქართველმა მსახიობმა კახი კავსაძემ 45 კილოგრამი დაიკლო. ერთ-ერთ ეპიზოდში კახიზე მიუშვეს დამშეული ღორები, რომლებთანაც უნდა ეომა, მაგრამ ისე იყო დასუსტებული, მიხვდა, რომ ღორები შეჭამდნენ და გაქცევა დააპირა. რეჟისორი უყვიროდა, – ჩაუწექი კახი, ჩაუწექიო, – აქაოდა, კადრი არ გამიფუჭოო. და ბოლო ხმაზე იღრიალა თურმე მსახიობმა, – რომ ჩავუწვე, შემჭამენო. ჰოდა, ახლა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ლოგიკურიც არის ხმამაღლა ვიყვიროთ: არ ჩაუწვე, შეგჭამენ! ისედაც ხომ ხედავთ, ბატონებო, რომ ეპარქიების ნაწილი მკვლელებს, მოძალადეებს, ქურდებსა და ავანტიურისტებს აბარიათ…

ქართული პრესის მასალები 24 ოქტომბერი 2017 წელი
„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ალეკო ელისაშვილმა აჩვენა, რომ პარტიების დრო წავიდა” // „ამ შედეგებით ნაციონალურ მოძრაობას უფრო მოუწევს დაფიქრება, ვიდრე „ევროპულ საქართველოს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „აბა, სად არის მეორე ტური? აღარ უნდა გავიზარდოთ?!“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ბეჟან ნათელაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ პოლიტიკაში მარტო „ოცნება“ და „ნაციონალები“ დარჩნენ“ // „მოღალატეები პოლიტიკურად უნდა ჩავაქვესკნელოთ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ჩაჩუასთან: „2020 წელს ნაციონალები პარლამენტში უმრავლესობით მოვლენ“ // „ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყანაში ნაცქოცური დაჯგუფებით დაკომპლექტდა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „მინდა, რომ ნაციონალები გაქრნენ პოლიტიკური რადარებიდან“

„ახალი თაობა“, 24 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ალეკო ელისაშვილმა აჩვენა, რომ პარტიების დრო წავიდა” // „ამ შედეგებით ნაციონალურ მოძრაობას უფრო მოუწევს დაფიქრება, ვიდრე „ევროპულ საქართველოს“

პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ადგილობრივ არჩევნებში პოლიტიკური პარტიების მიერ დადებულ შედეგებზე საუბრობს.

- ბატონო რამაზ, თქვენ ამბობთ, რომ პარტია, რომელსაც არასდროს არ გაუმარჯვია, დროა სახლში წავიდეს. თბილისში უპარტიო კანდიდატის ალეკო ელისაშვილის მიერ დადებულმა შედეგმა მართლაც ხომ არ დააყენა ასე საკითხი, რომ დრომოჭმული პარტიების დრო დასრულდა?

- არის ეს განწყობა ანალიტიკოსებში და არის მოსახლეობაში, ეს აჩვენა თუნდაც ამ არჩევნებმა. თუმცა, წასვლაში ალბათ უფრო იგულისხმება ის, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, უნდა დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ რაღაც ისე არ არის. ან შეიძლება გარკვეული ვაკუუმი გვქონდეს, რომ ახალი ძალები ბუნებრივად გაჩნდნენ, დაიბადონ, დაბადება მტკივნეული პროცესია, მაგრამ მას ალტერნატივა არ აქვს.

- ალეკო ლისაშვილის შედეგმა ეს სურათი კიდევ უფრო წარმოაჩინა, უფრო გაამძაფრა?

- დიახ, კიდევ უფრო გაამძაფრა. ელისაშვილის შედეგმა აჩვენა, რომ პარტიების დრო წავიდა. ელისაშვილს პარტიებმა გაუკეთეს შეთავაზება თავის დროზე, მაგრამ ელისაშვილმა კარგად გათვალა, რომ საქართველოში პარტიები პოპულარულები არ არიან და მან ეს ნაბიჯი არ გადადგა. თუ ელისაშვილი პარტიული კანდიდატი იქნებოდა, ამის ნახევარსაც ვერ აიღებდა. უფრო ინდივიდუალური პოლიტიკა მოდის წინა პლანზე. ადამიანებს მობეზრდათ პარტიები, რომლებიც პარტიების გადარჩენაზე უფრო არიან ორიენტირებულები, ვიდრე ქვეყნის განვითარებაზე, მის წინსვლაზე.

ინდივიდუალური პოლიტიკა წინა პლანზე მოდის ევროპულ ქვეყნებშიც. აღარაფერს ვამბობ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, სადაც მთლიანად სისტემა ინდივიდზე, მაჟორიტარზეა აწყობილი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციისთვის ცივი შხაპი იყო. მე ვიტყოდი, არანაკლები ცივი შხაპი არის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, მაგრამ აქ მოულოდნელი არაფერი არ იყო. ეს ყველაფერი წინასწარვე იყო ცნობილი, რომ ასე მოხდებოდა. მოხდა ის, რაც სრულიად კანონზომიერი იყო. მაგალითად, თბილისის საკრებულოში შედის დეპუტატთა უდიდესი ნაწილი მმართველი პარტიიდან და თითო-ოროლა ოპოზიციონერი დეპუტატის შესვლაზეა საუბარი.

ამ შედეგებმა პარტიებს მისცა შესაძლებლობა, რომ დაფიქრდნენ და შემდეგ ისე გადადგან ნაბიჯები. უნდა მიხვდნენ, რომ რაღაც შესაცვლელია.

- ამას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ვერ მიხვდნენ, თუ პრობლემა უფრო ღრმაა და უფრო მეტია გასაკეთებელი?

- სავსებით გეთანხმებით, რომ პრობლემა უფრო ღრმა არის, მაგრამ ისინი არიან ოპოზიცია, ისინი არიან პარტიები და ეს მათი გასაკეთებელი საქმეა, სხვა ვერავინ გააკეთებს მათ მაგივრად.

- ნაციონალური მოძრაობის შედეგებზე რას იტყვით? მათ თბილისში მეორე ადგილი დათმეს მერის პოზიციაზე…

- ნაციონალურ მოძრაობას უფრო მეტად მოუწევს დაფიქრება, ვიდრე მათგან გამოყოფილ “ევროპულ საქართველოს”, რადგან აქ ზრდის ტენდენცია შეინიშნება, ნაციონალურ მოძრაობასთან კი პირიქით, კლების.

- შეიძლება ვთქვათ, რომ ალეკო ელისაშვილმა სერიოზული დარტყმა მიაყენა არა იმდენად ზაალ უდუმაშვილს, რამდენადაც ნაციონალურ მოძრაობას?

- სრულიად გეთანხმებით, სწორი ანალიზია. ნაციონალურმა მოძრაობამ ამომრჩევლის მიზიდულობა დაკარგა. ეს მიზიდულობა ზაალ უდუმაშვილს კი არ დაუკარგავს, პარტიამ დაკარგა.

- ამას რითი ხსნით?

- ამის ბევრი მიზეზი არის. პირველ რიგში, ინტერესი თავად მიხეილ სააკაშვილს გაუნელდა. სააკაშვილი გადაერთო უკრაინაზე, ნაციონალებისადმი თუნდაც მისი ერთგული ამომრჩევლის ინტერესი გაცივდა. ის მხარდაჭერაც, რაც დღეს ნაციონალებმა დადეს, მიხეილ სააკაშვილის რეიტინგია. თუ სააკაშვილმა კიდევ უფრო მკაფიო მოძრაობა გააკეთა, რითაც აჩვენებს, რომ კიდევ უფრო არ აინტერესებს მას ნაციონალური მოძრობა, მაშინ ნაციონალები ამ პროცენტულ მაჩვენებელსაც დაკარგავენ. პარტია ნაციონალურმა მოძრაობამ თავის ამომრჩეველს სიახლე ვერ შესთავაზა, სახეებს არ ვგულისხმობ, სახეები სწორედაც ახლები იყვნენ, მაგრამ ძველებური ინტონაციით, ნაცნობი ინტონაციით. მათ აგრესიულ სტილში არაფერი შეცვალეს, დატოვეს იგივე და პრობლემაც ამაშია.

- “ევროპული საქართველო” თავისი შედეგით უკმაყოფილო არ არის, ისინი ამბობენ, რომ ახალი პარტიაა და ეს მისაღები შედეგია. რატომ არის დღეს გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას პარტია ამომრჩევლისთვის მისაღები? აქ მთავარი ხომ არ არის, რომ მათ არ უჭირთ შეცდომების აღიარება?

- მერწმუნეთ, უფრო სრულფასოვანი აღიარება რომ ყოფილიყო მათი მხრიდან, უფრო შედეგიანი იქნებოდა მათი პარტია თუნდაც ამ არჩევნებზე. შეცდომებს აღიარებენ და არა დანაშაულს, სწორედ ამიტომ გაუჭირდა ამომრჩეველს ნდობის მანდატის მიცემა თუნდაც ელენე ხოშტარიასთვის, რომელიც მართლაც არ ასოცირდება არანაირ დანაშაულთან და არანაირ შეცდომასთან. ადამიანებს არ აქვთ გარანტია, რომ ეს ძალა თუ ხელისუფლებაში მოვა, არ გაიმეორებს იგივე დანაშაულს. სანამ თავად არ შეაფასებენ კარდინალურად თავიანთ დანაშაულს და ამას ხმამაღლა არ იტყვიან, არ მოიბოდიშებენ, გულწრფელი სინანული არ ექნებათ, მანამდე იქნება ეს უნდობლობა. მიუხედავად ამისა, ისინი კიდევ უფრო გააქტიურდებიან და „ევროპული საქართველო“ ალბათ კიდევ უფრო წამოიწევს წინ.

- „პატრიოტთა ალიანსიც“ არის ერთ-ერთი ის პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა...

- სიმართლე გითხრათ, „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან უფრო მეტ შედეგს ველოდი. თუმცა, მათ მიერ ნაჩვენები შედეგებით ვნახეთ, რომ ისინიც უფრო დაბლა არიან, ვიდრე გაიზარდნენ.

- რატომ, რა არის ამის მიზეზი?

- დიდი მქუხარე განცხადებები, რომლებიც იყო თუნდაც საპარლამენტო არჩევნების წინ, შემდეგ შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ რა ნახა ხალხმა, რა შედეგი მიიღო ამით?! არ გამოვრიცხავ, რომ მათ თავიანთ სტრატეგიას გადახედონ, თუმცა, აქტიურობა, საპროტესტო აქციები, სკანდალური განცხადებები, როგორიც არის ნატო და რუსეთი ერთდროულად, მათი ნიშაა, მაგრამ რა დიდ დივიდენდებს მოუტანს, როგორც პარტიას, ეს არის აქ მთავარი.

ეს ოთხი პარტია პოლიტიკაში დარჩენის შანსს ინარჩუნებს. დანარჩენებს კი განაჩენი თავად ამომრჩეველმა გამოუტანა. თუ ოპოზიცია არ შეცვლის რადიკალურად თავის მიდგომებს, სტილს, რიტორიკას, სანამ რადიკალურად არ გადაჯგუფდება, მანამდე შედეგები ოპოზიციისთვის კიდევ უფრო დამანგრეველი იქნება.

მოგეხსენებათ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარი სამზადისია დიდი არჩევნებისთვის, საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს იყო ტესტი, რომელიც ვნახეთ. საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს არის, იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ოპოზიციამ რადიკალური ცვლილებები უნდა მოასწროს.

„ახალი თაობა“, 24 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „აბა, სად არის მეორე ტური? აღარ უნდა გავიზარდოთ?!“

„ახალი თაობის“ კითხვებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პასუხობს.

- ბატონო გიორგი, „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ოპოზიციას კი ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვსო. თუ გამოიკვეთა ძირითადი პრობლემები?

- პირველ რიგში ეუთოს დასკვნა არის საინტერესო, რომელიც უფრო გაუარესებულია, ვიდრე წინა არჩევნების შეფასება. იმიტომ, რომ სიტყვა კონკურენტული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების შეფასების დროს, უკვე ამოღებულია ამ დასკვნაში. ფაქტია, რომ არაკონკურენტული გარემო იყო შექმნილი.

- შედეგებზე რას იტყვით?

- რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, ჩვენთვის, როგორც სტარტაპ პარტიისთვის, საკმაოდ საინტერესო შედეგებია. თბილისში 3,5%, რომელიც ავიღეთ, არის მთლიანად იდეის გარშემო შემოკრებილები, იდეის მხარდამჭერები, ვინც ხმა მოგვცა. ჩვენ ნამდვილად არ გვქონდა იმის რესურსი, რომ კარდაკარ გვევლო და თითოეული ამომრჩეველი გამოგვეყვანა. ბევრი ახალი რამ შევთავაზეთ ამომრჩეველს, მათ შორის ძალიან განსხვავებული პროგრამა, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრს დააფიქრებს შემდეგ არჩევნებზე, რომ უარი თქვან პოპულიზმზე, ისევე, როგორც ჩვენ ვთქვით უარი.

- რა გახდა ოპოზიციის მარცხის მიზეზი?

- თუ გახსოვთ, ჩვენ გაერთიანებას ვთავაზობდით პროდასავლურ ძალებს პრაიმერის მექანიზმთან დაკავშირებით, ისინი გვეუბნებოდნენ, რომ მეორე ტურში გავერთიანდეთ და ასე შემდეგ. აი, ესეც მათი მეორე ტური! ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ აბსოლუტურად სწორი პოზიცია გვქონდა ჩვენ.

- რატომ არ წამოვიდა ოპოზიცია გაერთიანებაზე?

- სამწუხაროდ ვიწრო პარტიულ და ვიწრო პერსონალურ ინტერესებს ვერ გასცდნენ სხვა პოლიტიკური ძალები და ამიტომაც მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. ჯამურად რომ დავთვალოთ ოპოზიციური ხმები, თითქმის იგივეა, თუნდაც ამ არათანაბარ პირობებში, რაც მიიღო მმართველმა ხელისუფლებამ. ოპოზიციური პარტიები რომ გავერთიანებულიყავით, შესაძლოა, გამარჯვებაზეც გვეფიქრა პირდაპირ პირველივე ტურში.

- იყო ამის შანსი?

- ამის რეალური შესაძლებლობა ნამდვილად იყო. დაქსაქსული ოპოზიციის პირობებში, როცა ყველა თავისკენ ექაჩებოდა და არა მხოლოდ ხელისუფლებასთან იყო კონკურენტი, არამედ ერთმანეთის კონკურენტი იყო, ხმების მობილიზება იყო რთული და ნაკლებად დამაჯერებელი იყო მოსახლეობისთვის, რომ ოპოზიციის რომელიმე ნაწილი შეძლებდა გამარჯვებას ამ არჩევნებში.

- უკვე მერამდენე არჩევნებში იგემა მარცხი ოპოზიციამ. ეს არის ლიდერომანიით შეპყრობილი ოპოზიცია თუ ისინი ხელისუფლების თამაშს თამაშობენ?

- ხელისუფლების გარკვეული ნაწილი ხელისუფლების თამაშს თამაშობს, ოპოზიციის მეორე ნაწილი უბრალოდ ჩაკეტილია საკუთარ ჩარჩოში და ვერ იხედება იმის გარეთ. იმისი ინტერესია, რომ თავისი ხუთი კაცი გაიყვანოს სადღაც. ზოგიერთის ინტერესია, რომ კვალიფიციური სუბიექტის დაფინანსება ჰქონდეს და მეტი არაფერი. აი, ეს არის სამწუხარო.

მე წუწუნი არ მახასიათებს და ამიტომ ვამბობ, „ქართული ოცნება“ რომ ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებდა, დიდ ფინანსურ რესურსს გამოიყენებდა, საარჩევნო დღეს რომ ყველაზე მეტად ორგანიზებული იქნებოდა, ეს ხომ ორჯერ ორი ოთხია?! ვინმე არ ელოდა ამას?! ამას, შესაძლოა, დაპირისპირებოდა ერთიანი ძალით მომუშავე ოპოზიციური პარტიები. თუ დამარცხებისთვის იბრძვიან და მეორე-მესამე ადგილისთვის, ითვალონ ახლა თავისი პროცენტები და იყვნენ. 7%-ს მიიღებ, 4%-ს თუ 14%-ს, მარცხი მარცხია! ამიტომ იყო ჩვენი მოწოდება, რომ გავერთიანებულიყავით. ჩვენ კარგი გამოცდილება მივიღეთ, შევიძინეთ იდეური მხარდამჭერები და ეს არის ჩვენთვის ძალიან ღირებული.

- ყველა ელოდა რატომღაც მეორე ტურს და ბევრს საუბრობდნენ ამაზე. რატომ შეცდა ოპოზიცია?

- ჯერ ერთი, მეორე ტური რომც ყოფილიყო, ხომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ მეორე ტურში არანაირი რესურსი ბრძოლისა არ არსებობს. მეორე დღეა და შეხედეთ, რა ხდება, ჩვენ გარდა, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ღრმა ძილით დაიძინა. ახლა ალბათ ერთთვიან შვებულებებს გამოაცხადებს ყველა. მეორე ტურისთვის ბრძოლა თავიდანვე არის აზრს მოკლებული.

- რატომ არის აზრს მოკლებული?

- იმიტომ, რომ საქართველოში არჩევნები არის ერთი დღე. ეს არის ადამიანების ფსიქოლოგია. შემდეგ უკვე პირველ ტურში ვინც დიდი უპირატესობით იმარჯვებს, ის იმარჯვებს მეორე ტურშიც. ეს არის რეალობა. კალაძეს რომ 48% აეღო და ელისაშვილს 19%, მეორე ტურში ხომ მაინც კალაძე გაიმარჯვებდა?! აი, ეს არის რეალობა. ამიტომ ვამბობდით, რომ მოდით, ყველა ერთად მოვემზადოთ ამ ერთი დღისთვის. ერთადერთი შანსი ამ არჩევნებში გამარჯვების იყო ერთობლივი ბრძოლა.

- ექსპერტებიც აკეთებდნენ პროგნოზებს, რომ მეორე ტური შედგებოდა…

- იმ ექსპერტებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ ოპოზიცია არ უნდა გაერთიანებულიყო, არც პრაიმერი იყო საჭირო და მეორე ტური იქნებოდა მთავარი, ვეტყვი, რომ მოძველდნენ და სად არის მეორე ტური, რომელსაც თქვენ ამბობდით?!

- სერიოზულად გაიწმინდება პოლიტიკური ველი და ბევრი პარტია ჩაიძირება?

- ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ დიახაც, ძალიან დიდი ტექტონიკური ძვრები იქნება პოლიტიკურ სპექტრში. ის, რომ უსისტემო კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა მიიღო ამხელა მხარდაჭერა, კარგი და ნათელი მაგალითია იმის, რომ ხალხს უნდა სიახლე. ახალი ადამიანები სჭირდებათ პოლიტიკაში. ამიტომ შემდეგ არჩევნებზე გამარჯვების ერთადერთი შანსია, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი ადამიანი პოლიტიკაში და მეტი ახლებური მიდგომა და სწორი სტრატეგიები. არ შეიძლება, რომ 5 წლის მანძილზე მუდმივად პოლიტიკური ძალები მარცხდებოდნენ არჩევნებში და ერთი და იგივე სცენარით მიდიოდნენ შემდეგ არჩევნებზე. ხომ უნდა გავიზარდოთ?! რა, ვინმეს სჯერა იმის, რომ მომდევნო წელს, საპრეზიდენტო არჩევნებზე, „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურსს და ფინანსურ რესურსს აღარ გამოიყენებს?! ზუსტად იგივე მექანიზმებს გამოიყენებს და ამისთვის უნდა მოვემზადოთ.

„ახალი თაობა“, 24 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ბეჟან ნათელაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ პოლიტიკაში მარტო „ოცნება“ და „ნაციონალები“ დარჩნენ“ // „მოღალატეები პოლიტიკურად უნდა ჩავაქვესკნელოთ“

რა დავალება მისცა ივანიშვილმა თავის ემისრებს, რა გეგმა აქვთ „ნაციონალებს“ და „ოცნებას“, ამ თემებზე „ახალ თაობას“ ლეიბორისტული პარტიის წევრი ბეჟან ნათელაშვილი ესაუბრება. „2012 წლიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოში 5 არჩევნები ჩატარდა და აქედან მხოლოდ ერთი არ გაუყალბებიათ. არჩევნები 2012 წელს არ გაყალბებულა. ის არჩევნები ნაციონალებმა და მათმა ცესკომ ჩაატარეს“, – ამბობს ბეჟან ნათელაშვილი.

- ნაციონალების ჩატარებული არჩევნები ახსენეთ და იყო დრო, როცა ლეიბორისტები მათ არჩევნების გაყალბებაში სდებდით ბრალს...

- ამ ბრალდებებს ახლაც გავიმეორებ – 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ნაციონალები ყოველთვის აყალბებდნენ არჩევნებს. მხოლოდ ერთხელ არ გააყალბეს და ქვეყნის სათავეში საუკუნის ყველაზე დიდი გამყალბებელი მოვიდა. ივანიშვილის მოსვლის შემდეგ, საქართველოში არჩევნები ყალბდება და ყალბდება. დროთა განმავლობაში გაყალბების მექანიზმი შეიცვალა. ადრე პრიორიტეტი სომხურ კარუსელს და ბიულეტენების გატაცებას, ასევე უბნებზე დენის გათიშვას ენიჭებოდა. დღეს არჩევნებზე უბრალოდ ყიდულობენ ამომრჩეველს. რეგიონებში ამის არაერთი ფაქტი გამოვლინდა. თბილისში ეს უფრო დახვეწილი მეთოდით გააკეთეს.

- დახვეწილ მეთოდში რას გულისხმობთ?

- არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მათ მისცეს ფულადი დახმარება. სამაგიეროდ, არჩევნების დღეს სიები ეკავათ ხელში და ვინც არ მოდიოდა, შავ დღეს აყრიდნენ. შალვა ნათელაშვილის თქმის არ იყოს, 41-ის შემოსახაზავად ხალხს ნახირივით მოერეკებოდნენ. მერე ვიღაცას შეიძლება ეწყინოს, ნახირი გვიწოდაო.

- მოდი და ნუ გეწყინება...

- საწყენი ისაა, რომ ხალხი ასეთ დამოკიდებულებას ითმენს. ადამიანისგან განსხვავებით, ძროხას ტვინი არა აქვს, ვერ ხვდება, რომ ერთი მუჭა ბალახის გამო მისი ხბოს წილი რძე პატრონს არ უნდა მისცეს. ადამიანი უნდა ხვდებოდეს, რომ ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღებით, ყაჩაღები მას 4 და 5 წელი მოწველიან. ამომრჩევლის მოსყიდვა კანონითაც აკრძალულია, მაგრამ ჩვენთან კანონებს ვინ იცავს. მაქსიმალურად გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული რესურსი, რაც ასევე კანონით აკრძალულია. ამ და სხვა მეთოდებით, ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა და მთელი საქართველოს უზურპაცია მოახდინა. ამის მწარე შედეგებს ხალხი რამდენიმე კვირაში მოიმკის. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, რამდენიმე კვირაში დენის, წყლის, დასუფთავების და ბუნებრივი აირის საფასური გაიზრდება. ლარის გაუფასურება ახალ მასშტაბებს შეიძენს. საბოლოოდ იქამდე მივა საქმე, რომ 41-ის შემოხაზვის ცოდვით დამძიმებული ადამიანები თვითონვე გამოვარდებიან კეტებით თავისი არჩეულების დასამხობად.

- თქვენ მართლა გჯერათ, რომ ხალხი სოციალური მოთხოვნებით ქუჩაში გამოვა?

- რა თქმა უნდა, გამოვა. მათ ხელისუფლებამ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. ამ ქვეყანაში არჩევნები, ჩათვალეთ, რომ გაუქმებულია.

- რას ნიშნავს გაუქმებულია?

- ისეთი კანონები მიიღეს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა წარმოუდგენელია. ასეთ დროს პროცესები ქუჩაში გადადის.

- ქუჩაში გამომსვლელი ჯერ არავინ ჩანს...

- აუცილებლად გამოვლენ. გაორმაგებული ქვითრები როცა მიუვათ, გამოვლენ. ყველაფერს თავისი დრო აქვს და ქუჩაში გამოსვლის დროც დადგება. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ რევოლუცია მოდის.

- არჩევნების დასრულების შემდეგ გამუდმებით მიდის მოწოდებები იმის შესახებ, რომ არჩევნებში დამარცხებული პარტიები პოლიტიკიდან უნდა წახვიდეთ. ამას თქვენ სოციალურ ქსელში საკმაოდ მწვავედ გამოეხმაურეთ...

- რა თქმა უნდა, მწარედ გამოვეხმაურე. ეს მოწოდებები უკვე მიზანმიმართული კამპანიის სახეს ატარებს. ეს მესიჯი პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისგან არის გაშვებული.

- ივანიშვილს რაში სჭირდება ამ პარტიების გაქრობა?

- მას პოლიტიკაში არ აწყობს ისეთი ხალხი, რომელიც მის წინააღმდეგ წავა. ძალიან მალე ყველაფერზე მოიმატებს ტარიფი და რაში აწყობს, რომ ამის წინააღმდეგ რომელიმე პარტიამ გაილაშქროს. ამის გარდა, დიდი შანსია, რომ ეს იყოს ნაციონალებთან გარიგება. ქოცებსაც და ნაცებსაც უნდათ, რომ ბურთი და მოედანი მათ დარჩეთ. ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ როდის ითხოვდა, შუა უნდა გაიკრიფოსო.

- არადა იყო დრო, როცა ლეიბორისტებს გაბრალებდნენ ნაციონალებთან თანამშრომლობას...

- ეს საერთოდ ასეა, ადამიანს და პარტიას ის უნდა დააბრალო, რასაც მთელი ცხოვრება ებრძვის. ივანიშვილს მალე მოუწევს პოლიტიკურ პენსიაზე წასვლა და მერე მაგასთანაც დაგვაბრალებენ თანამშრომლობას. როცა ის პოლიტიკიდან წავა, მერე ნახავთ, როგორ გალანძღავს მას ის ხალხი, ვინც დღეს მის დაკვეთებს ასრულებს. ხალხი, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს სახლში წასვლისკენ მოგვიწოდებს, ოლიგარქის დამკვეთის შემსრულებელია. ისეთ საზოგადოებრივ აზრს ქმნიან, თითქოს პოლიტიკაში მხოლოდ ახალი სახეები უნდა დარჩნენ.

- „ოცნებაში“ და ნაციონალებში, გნებავთ „პატრიოტთა ალიანსში“ რომელია ახალი სახე?

- საქმეც ისაა, რომ სულ ძველები და გაცვეთილებია. ეგენი ძველ სახეებზე მეტად აქტიურ პოლიტიკოსებს ერჩიან. ივანიშვილი პოლიტიკას ისეთი ხალხისგან წმენდს, ვინც უსამართლობას ებრძვის.

- თქვენი აზრით, წავა რომელიმე პარტია პოლიტიკურ შვებულებაში?

- ვერ გეტყვით, საკმარისია, ოპოზიცია ოლიგარქის ნებას დაემორჩილოს, რომ ის მთელ საქართველოს საყდრისის საბადოსავით ააფეთქებს. ამიტომაც არ უნდა დარჩეს მას ბურთი და მოედანი. ივანიშვილმა რაც არ უნდა ახალი სქემა მოიფიქროს, აღარაფერი გამოუვა. არ გამოუვა იმიტომ, რომ თავად არის ძველი. ჩემი ვარაუდით, ოპოზიცია ფარ-ხმალს არ დაყრის და ბრძოლას გააგრძელებს. ჩვენ გაჩერების უფლება არა გვაქვს, რადგანაც ამის იქეთ არის ქვესკნელი. ჩვენ კი არ გვინდა ქვეყანა უფსკრულში გადაიჩეხოს. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მოღალატეები პოლიტიკურად ჩაქვესკნელდნენ.

„ახალი თაობა“, 24 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ლევან ჩაჩუასთან: „2020 წელს ნაციონალები პარლამენტში უმრავლესობით მოვლენ“ // „ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყანაში ნაცქოცური დაჯგუფებით დაკომპლექტდა“

ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგებზე „ახალ თაობას“ მოძრაობა „ქართული იდეის“ ლიდერი ლევან ჩაჩუა ესაუბრა. „გამართლდა ის, რასაც ვამბობდი – ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით ნაცქოცური დაჯგუფებით დაკომპლექტდა“, – ამბობს იგი.

- პირველ ადგილზე ყველგან მმართველი პარტიაა, ნაცმოძრაობის მეორე ადგილი კი უჩვეულო მოვლენა არ არის. სად ჩანს ნაცქოცური შეთქმულება?

- ამ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა და მისი განშტოება, რომელსაც „ევროპული საქართველო“ დაარქვეს, ცალ-ცალკე გამოვიდა. ამ გზით ჯამში მათ დიდ წარმატებას მიაღწიეს და ერთად ბევრი მანდატი აიღეს. თუ ამას მივუმატებთ „ქართულ ოცნებას“, სადაც პორტირებული ნაციონალი უფრო მეტია, ვიდრე ნაცმოძრაობის მოწინააღმდეგე, აშკარად დავინახავთ, რაც მოხდა. ესაა გენერალური რეპეტიცია იმისა, რაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უნდა მოხდეს.

- იმ დროისთვის რა იგეგმება?

- თუ არ გამოვფხიზლდით, 2020 წელს ნაციონალები პარლამენტში უმრავლესობით მოვლენ და ნაციონალური მოძრაობა ცალკე, ან თავის განშტოებებთან ერთად, იქნება ხელისუფლებაში, „ქართული ოცნება“ კი მთავარი ოპოზიციის როლს შეასრულებს. ასეთია გეგმა. როგორც ჩანს, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის შედგა გარიგება. ამ შეთქმულების თანახმად, ორი საპარლამენტო ვადის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ისევ ნაციონალურ მოძრაობას დაუთმობდა. ამ არჩევნებზეც ამ გარიგებული ხალხის ვირეშმაკობა ვნახეთ. ვერ გავიგე, რას ზეიმობენ სხვები. ყველგან ნაცქოცური შემადგენლობაა, მათგან მენტალურად განსხვავებული ოპოზიცია საკრებულოებს არ გააკარეს.

- დედაქალაქის საკრებულოში პატრიოტთა ალიანსიც ხომ მოხვდა?

- იმისთვის, რომ პატრიოტთა ალიანსს ორი კაცი შეეყვანა საკრებულოში, შიმშილობა და მიტინგები დასჭირდა.

- ეს პარტია საპროტესტო აქციებს ისევ აანონსებს...

- ეს ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას ჰგავს. პარტიები, რომლებიც ერთმანეთის ოპოზიციად ითვლებიან, როგორი შეხმატკბილებული არიან `ქართულ ოცნებასთან~! ნაციონალურმა მოძრაობამ ბიძინა ივანიშვილს ძეგლი უნდა დაუდგას, რომ ეს ძალა არა თუ გადაარჩინა, არამედ მთავარ ოპოზიციად დაგვიტოვა. როგორც ვვარაუდობდი, ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი არჩევნებზე არ მივიდა. ამ ადამიანებმა ვერ ნახეს ალტერნატივა, მესამე პოლუსი, რომელსაც ხმას მისცემდნენ. მმართველმა პარტიამ და ნაციონალურმა მოძრაობამ მოახდინეს თავიანთი მხარდამჭერების მობილიზება. ქვეყნის საუბედუროდ, ნაცმოძრაობას ისევ დარჩა მომხრეები. ამოქმედდა ადმინისტრაციული რესურსი, მოქალაქეების მოსყიდვა როგორც მმართველი პარტიის, ისე ნაცმოძრაობის მხრიდან და მივიღეთ სურათი, რომლის შესახებ ყველას ვაფრთხილებდი.

- ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი და სხვები, ამ არჩევნების შემდეგ ალაპარაკდნენ იმაზე, რომ საქართველოში აღარ დარჩა ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შესაძლებლობა...

- კარგი იქნებოდა, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს ამგვარი განცხადება ჭეშმარიტი ოპოზიციის გარემოცვაში და არა ოდიოზური პოლიტიკოსების გვერდით გაეკეთებინა.

- ოდიოზური პოლიტიკოსები ვინ არიან?

- ისინი, ვინც ნაცმოძრაობასთან კავშირში იმყოფებოდნენ და ახლაც იმყოფებიან. ბაჩუკი ქარდავა იქნება ეს, პაატა დავითაია, ზურაბ ხარატიშვილი თუ შალვა ნათელაშვილი. მათთან არის მამუკა კაციტაძე, რომლის მოწონებული საარჩევნო სიებით ისევ ყალბდება არჩევნები. აუცილებელია ნამდვილი ოპოზიციის გაერთიანება, მძლავრი მესამე პოლუსის შექმნა, რომელიც ხალხს ნდობას აღუძრავს და არჩევნებზე მიიყვანს. სამწუხაროდ, ეს მოწოდება აქამდე არ იქნა შესმენილი.

- იმედოვნებთ, რომ თუ მძლავრი ოპოზიციური ერთობა ჩამოყალიბდა, ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვლება?

- ეს მოხდება გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ძლიერი გაერთიანების შექმნის შემდეგ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის. თუ საჭირო გახდა, ამ მოთხოვნით უნდა მოვაწყოთ საპროტესტო აქციები და ზემოქმედება მოვახდინოთ ხელისუფლებაზე.  საარჩევნო სიების გასწორებასთან ერთად, შესაქმნელია თანაბარი პირობები. ცესკო დასაკომპლექტებელია საზოგადოების სანდო წარმომადგენლებით. თუ საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერებიც დაიდგმება, მაშინ არჩევნებს ვერ გააყალბებენ. უმნიშვნელოვანესია ამომრჩევლის დაინტერესება. თუ არამარიონეტი, არამართული ძალები გავერთიანდებით, ნდობას გავუჩენთ ადამიანებს. მაშინ არჩევნებზე შეიძლება ამომრჩევლის 80% მოვიდეს. თუ ამას საარჩევნო ცვლილებებიც დაერთო, შევძლებთ ხელისუფლების შეცვლას, დანაშაულებრივი კოაბიტაციის დასრულებას. ამით წერტილს დავუსვამთ ნაცქოცურ შეთქმულებას ქართველი ერის წინააღმდეგ.

„ახალი თაობა“, 24 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „მინდა, რომ ნაციონალები გაქრნენ პოლიტიკური რადარებიდან“

21 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს „ახალ თაობასთან“ ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აფასებს.

- ბატონო ვახტანგ, როგორ ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები?

- ამ არჩევნებმაც ის აჩვენა, რაც წინა არჩევნების დროს იყო.

- რას გულისხმობთ?

- საზოგადოება დაპირისპირებულია. არის ნაცმოძრაობის ელექტორატი და ანტინაცმოძრაობის ელექტორატი. ოთხი პოლიტიკური ძალა შევიდა საკრებულოებში. „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ანტინაციონალური ძალებია, ხოლო ნაცმოძრაობა, ე.წ. ევროპული საქართველო კი მათი მოწინააღმდეგე. შედეგები კვლავ ამ ოთხ ძალას შორის გადანაწილდა. საქართველო ვერ გასცდა მიშიზმის ფენომენს.

- იქნებ გარკვეულმა სუბიექტებმა სწორი საარჩევნო კამპანია ვერ აწარმოეს და იმის ბრალია არჩევნების შედეგებიც...

- არა. პოლიტიკურმა სუბიექტებმა საარჩევნო კამპანია სწორად აწარმოეს, მაგრამ მიშიზმი არის ქართული საზოგადოების მოუშუშებელი ჭრილობა. ამ არჩევნებმა კარგად გამოავლინა დუალიზმი, ანუ დაპირისპირება, საზოგადოების გახლეჩილობა.

- თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რამდენი ამომრჩეველი მივიდა უბნებზე, დაახლოებით 43 თუ 45%...

- აქტივობა საკმაოდ დაბალი იყო, ამომრჩევლის 55% ყველა პოლიტიკურ ძალას პროტესტს უცხადებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ პოლარიზებულ საზოგადოებაში. ქვეყანა არის სამოქალაქო დაპირისპირების ქვეშ. საზოგადოება დაყოფილია მიშისტებად და ანტიმიშისტებად, ეს აშკარად გამოიხატა. ამას ყურადღებას არავინ აქცევს.

- მე მგონი, ზოგს შესაბამისი რეკლამაც არ ჰქონდა. მაგალითად, როდესაც რეკლამას იწყებ ფრაზით: „სოხუმს და ცხინვალს ვერ დავიბრუნებთ, თუ არ გვექნება დიალოგი…“-ო და ზაფრავ ადამიანებს, რა მოგებაზეა საუბარი?

- დიახ, პოლიტიკურ ტექნოლოგიებს სჭირდება განვითარება. პოლიტიკური მარკეტინგი ძალიან დაბალ დონეზეა, განუვითარებელია. ამომრჩევლისათვის გზავნილების მიწოდების ფორმა და შინაარსი საკმაოდ დაუხვეწავია, რაც პოლიტიკური სუბიექტების წინააღმდეგ მოქმედებს. არ შეიძლება ადგილობრივ არჩევნებში იყო ჩართული და ამომრჩევლებს ისეთ რაღაცას ჰპირდებოდე, რაც არ არის ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტი. ეს არის ანომალია.

- რამდენადაც ვიცი, ამერიკაში კონკრეტულ კანდიდატთან შესახვედრად მიდის მხოლოდ მისი მხარდამჭერი. აქ კი ამომრჩეველი ყველა კანდიდატთან მიდის შეხვედრაზე.

- გეთანხმებით, მაგრამ გააჩნია, ამომრჩეველი ვინ არის. თუმცა, პოლარიზაცია არსებობს. ისეთი კურიოზებიც იყო ამ არჩევნების დროს, რომ ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი საწინააღმდეგო პარტიის წარმომადგენელს ურეკავდა, მიუხედავად ამისა, პოლარიზაცია არსებობს.

- ხმის მიცემის პროცესი როგორი იყო?

- ხმის მიცემის პროცესი მშვიდი იყო. მე რაიონში ვიყავი დამკვირვებელი და არჩევნების პროცესს ვესწრებოდი. გადაცდომები იყო, მაგრამ ისეთი მასშტაბის არა, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენა ჰქონოდა, როგორც მიშა სააკაშვილის პერიოდში, ადამიანებს ხმის მიცემის დროსაც რომ ატერორებდნენ.

- კურიოზული ის იყო, რომ „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს არ დაეთანხმა თბილისის მერობის ნაცების კანდიდატი უდუმაშვილი, რომელიც შედეგით გაბრაზებული გახლდათ...

- ახალი ტექნოლოგია გამოიყენეს. უნდოდათ საზოგადოებისთვის დაენახვებინათ, რომ „რუსთავი 2“ სწორ ინფორმაციას გადმოსცემს, თორემ ამომრჩეველზე მიდიოდა ზეწოლა და ამიტომ მიიღეს დაბალი შედეგი.

- უდუმაშვილი რატომ იყო გაბრაზებული და რატომ ეგონა, რომ მოსახლეობა მასობრივად მხარს დაუჭერდა მაშინ, როცა თავის თავზე აიღო სააკაშვილის ცხრაწლიანი ჯალათური მმართველობის პასუხისმგებლობის ტვირთი?

- ახალი პოლიტტექნოლოგია იყო ამოქმედებული. ბუნებრივია, მას უნდა გამოეხატა პროტესტი. უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ არჩევნების პროცესზე იყო ზეწოლა, უბნებზე ამომრჩეველზე პირდაპირი დამუქრება ხდებოდა და მივიღეთ დაბალი პროცენტიო. ადრე სხვა ტექნოლოგია ჰქონდათ, ახლა სხვა ტექნოლოგია შემოიტანეს. არჩევნების ლეგიტიმურობაზე მუშაობდნენ როგორც ნაცები, ისე ევროპული საქართველო. ეს იყო ახალი მიდგომა.

- ამომრჩევლის 55%-ს დღეს არსებული პოლიტიკური სპექტრი არ მოსწონს. „ოცნებას“ საყვედურობენ, თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმი რომ არ გაასამართლა. ნაცრეჟიმი რომ გაესამართლებინათ და მისი წარმომადგენლებისთვის პოლიტიკური საქმიანობა გარკვეული ვადით აეკრძალათ, პოლიტიკურ ბაზარზე ახალი პოლიტიკური ძალები გაჩნდებოდა?

- ცხადია. გერმანელი ნაცისტები რომ არ გასამართლებულიყვნენ და ისე შექმნილიყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, იქნებოდნენ ნაცისტები და ანტინაცისტები. იქაც ასეთი სურათი იქნებოდა. ნაციონალები რომ გასამართლებულიყვნენ და პოსტნაციონალების შემდგომი პერიოდი მათ გარეშე გაევლო საზოგადოებას, ბუნებრივია, გაჩნდებოდა არაერთი პოლიტიკური ძალა. ასეთ რეჟიმში ყოფნა კიდევ 3-4 არჩევნებზე მოგვიწევს.

- სანამ ნაციონალები იქნებიან, ნორმალური არჩევნები არ გვეღირსება?

- ნაციონალები რადარებიდან რომ გაქრებიან, მაშინაც იქნება მიშიზმის სინდრომი საზოგადოებაში. სამწუხაროდ, ასეა. საზოგადოება მიშიზმის სინდრომისგან უნდა გათავისუფლდეს.

- ნაციონალებისა და მათი განაყოფების მიერ მიღებული ხმები იმასაც ხომ არ აჩვენებს, რომ ნაცმოძრაობამ თავის დანაშაულებრივ საქმიანობაში საზოგადოების სერიოზული ნაწილი ჩაითრია?

- დიახ, გეთანხმებით, ეს ადამიანები არიან ჩემი პოლიტიკური მტრები. ვეთანხმები გია ხუხაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ადამიანები არიან ჩემი პოლიტიკური მტრები და მათ ვერანაირად ვერ მივიღებ, რადგან ისინი მებრძოდნენო. აბსოლუტურად ვიზიარებ მის მოსაზრებას. მათთან არავითარი ურთიერთობა არ მაქვს. მინდა ისინი გაქრნენ პოლიტიკური რადარებიდან. მათთან ბრძოლა არ დასრულებულა. სანამ ბოლო ნაცისტი არ დაეცემა, ბრძოლა გრძელდება. მე მათ ქართველი საზოგადოების ნაწილად ვერ აღვიქვამ.

ქართული პრესის მასალები 23 ოქტომბერი 2017 წელი
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: როგორ „იჭრება“ „შავი“ ფული ქართულ პოლიტიკაში

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ალეკო ელისაშვილთან: „დამარცხებას ღირსეულად ვაღიარებ“ // „ერთ მხარეს იყო დიდძალი როგორც ლეგალური, ისე არალეგალური ფული, მეორე მხარეს კი – უფულო დამოუკიდებელი კანდიდატი“

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ზაალ უდუმაშვილთან: „ხელისუფლებასთან ენის მოჩლექით საუბარს არ ვაპირებ“ //  „მიუხედავად ყველაფრისა, ახლა გაათმაგებული ენერგიით დავუპირისპირდები ქვეყანაში არსებულ უსამართლობას”

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „თვითმმართველობაში მივიღეთ „ქართული ოცნება“ „ნაციონალური ფრთებით“… // „ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა იმდენად ხელისუფლების გამარჯვებაზე, რამდენადაც ოპოზიციის მარცხზე” // რატომ ვერ მიიყვანეს დანარჩენმა ძალებმა უბნებში უფრო მეტი ამომრჩეველი?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „კახა კალაძე იქნება ან წარმატებული მერი, ან პოლიტიკურ კარიერას დაასრულებს“ // „2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე  „ოცნების“ ბედი კალაძეზე იქნება დამოკიდებული“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ალეკო ელისაშვილი ისევ მოჩხუბარი უნდა დარჩენილიყო. დასერიოზულებამ მას რეიტინგი დაუგდო“ // „ელექტრონულ ხმის მიცემაზე უნდა გადავიდეთ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „რუსთავი-2“-მა „ქართულ ოცნებაზე“ იმუშავა“ // „თუ ახალი ფაქტორები არ გამოიკვეთა, მომავალშიც ამავე შედეგებს მივიღებთ“

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ლიტვის ელჩთან: „ევროკავშირი არ არის კეთილი ძიებისა და დეიდების კლუბი, იქ ძალიან მაღალია კონკურენციაა“ // „აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც გეტყვით, დაივიწყეთ ნატო და ევროკავშირიო, მაინც არავინ მიგიღებთო, მაგრამ ბოლომდე ერთგული უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის ამბიციების“

„კვირის პალიტრა, 23 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: როგორ „იჭრება“ „შავი“ ფული ქართულ პოლიტიკაში

რუსუდან შელია

“პოლიტიკაში “შავი” ფულით ოპერ­ირება უკვე გამოცდილი სისტემით ხდება­ – ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული, თუმცა, არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც არალეგალურად, კრიმინალური გზებით ფინანსური უზრუნველყოფის გამო რომელიმე­ პარტია ან პოლიტიკოსი დასჯილიყოს. არადა, ყველა სპეცსამსახური როგორც “თეთრი”, ისე “შავი” ფულის დიდ ნაწილს აკონტროლებს და ოპერატიული ინფორმაცია აქვთ ფინანსური ოპერაციების შესახებ. ქართულ პოლიტიკაში ეს საერთო თამაშის ნაწილად იქცა. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არავინ მიიჩნევს, რომ კრიმინალთან აქვს საქმე”.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკურ პარტიებში ე.წ. შავი ფულის შესაძლო არსებობაზე მიანიშნებს – პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, უკვე დაწყებულია მუშაობა არალეგალური ფულის აღმოსაჩენად, რომლის ფარგლებშიც 14 ფიზიკური პირი უკვე გამოჰკითხეს, ჯამში კი უწყებაში 31 საეჭვო შემოსავლების მქონე პირის დაბარება იგეგმება.

აუდიტის სახელმწიფო სამსახურის განცხადებასა და პოლიტიკაში არსებულ­ არალეგალურ ფინანსებზე “კვირის პალიტრასთან” ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს:

- ყველამ კარგად ვიცით, რომ ქართულ პოლიტიკაში “შავი” ფული დიდი ხანია ტრიალებს. ვერავინ დამაჯერებს, რომ პარტიული აქტივი, მათ შორის, აგიტატორები თუ საარჩევნო უბნებზე ორგანიზაციული ჯგუფები ენთუზიაზმით მუშაობენ. პარტიისთვის ეს ქვედა რგოლი ერთ-ერთ მნიშვნელოვან

ფუნქციას ასრულებს, შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის მათი ფინანსურად უზრუნველყოფა პრიორიტეტია. როგორ უნდა დააფინანსოს ისინი პარტიამ, რომელსაც არა აქვს შესაბამისი ლეგალური ფინანსები? სწორედ ამ დროს ჩნდება “შავი” ფულის საჭიროება და არალეგალური გზებით თანხების მოძიება.

ფაქტობრივად, პარტიასა და საარჩევნო ჯგუფებს შორის ე.წ. ჩუმი შეთანხმება ფორმდება, რომ ანაზ­ღაურება არა საბანკო ანგარიშებით, არამედ ნაღდი ანგარიშსწორე­ბით გაიცემა და ამის შესახებ ინფორმაცია დახურული უნდა იყოს. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ფინანსური ქვედა დინებები ყოველთვის არჩევნების წინ აქტიურდება.

არ იფიქროთ, რომ ამ არალეგალურ მეთოდებს მხოლოდ ოპოზიციური პარტ­იები­ იყენებენ, რომლის დამფინან­სებ­ლებისთვისაც­ ოფიციალურად თანხის შეწირვა საფრთხის შემცველია,­ რადგან, შესაძლოა, ხელისუფლების ზეწოლის ობიექტები აღმოჩნდნენ, მმართველი გუნდიც აქტიურად იღებს ფინანსებს.­ თუნდაც თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართულმა ოცნებამ” ოფიციალურად­ 7 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა­ მიიღო, რაც ერთი პარტიისთვის სოლიდური თანხაა.

- რა სქემით ტრიალებს სახელისუფლებო პარტიასა თუ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებში “შავი” ფული? რამდენად შესაძლებელია უცხო ქვეყნიდან, მათ შორის, რუსეთიდან შემოდიოდეს არალეგალურად?

- პოლიტიკაში “შავი” ფულით ოპერ­ირება უკვე გამოცდილი სისტემით ხდება­ – ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული, თუმცა, არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც არალეგალურად, კრიმინალური გზებით ფინანსური უზრუნველყოფის გამო რომელიმე­ პარტია ან პოლიტიკოსი დასჯილიყოს. არადა, ყველა სპეცსამსახური როგორც “თეთრი”, ისე “შავი” ფულის დიდ ნაწილს აკონტროლებს და ოპერატიული ინფორმაცია აქვთ ფინანსური ოპერაციების შესახებ. ქართულ პოლიტიკაში ეს საერთო თამაშის ნაწილად იქცა. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არავინ მიიჩნევს, რომ კრიმინალთან აქვს საქმე.

- არალეგალურ ფინანსებზე მიანიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა­ არჩილ თალაკვაძემ. მან “ნაცმოძრაობისთვის” თვის განმავლობაში შეწირული­ 5 ათასი­ ლარი საეჭვოდ მიიჩნია. ეს მხო­ლოდ განცხადება იყო განცხადებისთვის, თუ აუდი­ტის სამსახურის მუშაობის შემდეგ პოლიტიკური ჯგუფების პასუხისმგებლობაში­ მიცემას უნდა ველოდოთ?

- თალაკვაძისა და სხვა სახელისუფლებო ლიდერების განცხადებები რიტორიკას არ გასცდენია და მსგავსი დამოკიდებულება არც მომავალში შეიცვლება – როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიციაც “შავ” ფულზე” შეთანხმებული არიან და ამ საკითხს მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებენ. დარწმუნებული ვარ, აუდიტის სამსახურმა დარღვევები რომც გამოავლინოს, სამართლებრივი პროცესი არ დაიწყება – ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ­ და ვეჭვობ, ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მსგავსი უკანონო ქმედებებით ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალა არც ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ მოიქცევა პატიოსნად, პირიქით, რაც მეტი შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა მიზნისთვის “შავ” ფულს ბევრად მასობრივად გამოიყენებს. კი ბატონო, მეც არ მჯერა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” სულ რაღაც ასი ათასი ლარით ჩაატარა წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა, ხელისუფლებამ სხვისკენ თითი მაინც არ უნდა გაიშვიროს, რადგან თავადაც იმავეს აკეთებს.

- “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ მწირი შემოწირულობის გამო რეგიონებში ოფისები და მოძრავი ქონება გაყიდეს­ და ამ თანხით დააფინანსეს წინასაარჩევნო კამპანია. ამასთან, რა სქემაზე მიუთითებთ “ქართულ ოცნებაზე” საუბრისას?

- “შავი” ფულის”ანალოგია შემოწირულობები, რომლებსაც ბიზნესი სახელისუფლებო პარტიებს გულუხვად აძლევს, რასაც მმართველი უტიფრად ამართლებს­ – ბიზნესი გავაბედნიერეთ და სოლიდური შემოწირულობები არ უნდა გაგიკვირ­დეთო. სააკაშვილიც იმავეს ამბობდა, მაგრამ მისი განცხადებები რეალობასთან ახლოს იყო? ბიზნესის ბუნებას კარგად ვიცნობ და ვიცი, რატომ შეიძლება მან ფული გასცეს,­ მით უმეტეს, პოლიტიკური პარტიის დასაფინანსებლად. ვგულისხმობ კორუფციულ გარიგებებს, ე.წ. ატკატებს, კეთილგანწყობის ყიდვას და ა.შ.

რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, შესაძლოა, მანქანებიც და ოფისებიც გაყიდონ, თუმცა, ეს მაინც არ არის საკმარისი თანხა პოლიტიკისთვის, მით უმეტეს, ისეთი აქტიური კამპანიისთვის, როგორიც ამ პარტიას ჰქონდა. ფაქტია, ყველა პარტია ლაფშია ამოსვრილი და არც ერთს არა აქვს მორალური უფლება, თითი ერთმანეთისკენ გაიშვიროს. ეს არის დანაშაული, რომელიც, ფაქტობრივად, ჩრდილოვანი კანონის დონეზე მოქმედებს. თუ “შავი” ფული ოფიციალურად, შესაბამისი მექანიზმებით არ გაკონტროლდა, სახელმწიფოს მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის.

დღეს ეს საკითხი მწვავედ არ დგას, თუმცა, მომავალში აუცილებლად გაჩნდება რისკი, რომ ქვეყანაში დიდძალი არალეგალური რუსული ფული შემოვიდეს და ეს შესაბამის პოლიტიკურ დღის წესრიგსაც შექმნის – ქართველი ამომრჩევლის ფინანსურად მართვა ხომ პოლიტიკოსებისთვის ყველაზე იოლი ამოცანაა?! თანაც მხოლოდ რუსეთის პოლიტიკური ელიტა არ ქმნის ამ მხრივ საფრთხეს, იგივე შეიძლება ითქვას თურქეთსა და ირანზეც.

“კვირის პალიტრა” აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსს ზურაბ აზნაურაშვილს დაუკავშირდა.

- ბატონო ზურაბ, როგორც აღნიშნეთ, პოლიტიკურ პარტიებში ე.წ. შავი ფულის არსებობის გამოსაკვლევად 14 პირია დაკითხული და კიდევ 31 პირის მიმართ არსებ­ობს შეკითხვები. კონკრეტულად, რა კითხვები გაუჩნდა აუდიტის სამსახურს და რომელი პოლიტიკური ძალების მიმართ?

- აუდიტის სამსახურის ანგარიშში საუბარია წინასაარჩევნო პროცესებში ყველა შესაძლო დარღვევის შესწავლაზე. ასევე შევისწავლით როგორც შემოწირულობებს, ისე ღონისძიებებზე დახარჯული თანხების დეკლარირების პროცესს. ამ პროცესში არის ალბათობა, გამოყენებული იყოს არადეკლარირებული ხარჯები, რადგან კამპანია საკმაოდ დიდ მასშტაბებზეა გასული და ყველა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.

შემომწირველებთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები. ამიტომაც ვთხოვთ შემომწირველებს აუდიტის სამსახურში­ გამოცხადებას. შუალედურ ანგარიშში აღნიშნული 31 ფიზიკური პირი “ქართული ოცნებისა” და “ევროპული საქართველოს” შემომწირველია. მოკვლევა გრძელდება სხვა სუბიექტების შემომწირველებთან დაკავშირებითაც და მომდევნო დღეებში გაანალიზებული იქნება სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის თვეში განხორციელებული გადარიცხვებიც.

კითხვები არადეკლარირებული თანხების შესახებ არსებობს როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე მონიტორინგის პროცესში სხვადასხვა­ დამკვირვებლის მიერ გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე. ასევე საუბარია სარეკლამო ხარჯებზე, პლაკატებისა თუ ვიდეორგოლების დამზადებისა და განთავსების ხარჯებზე, რომლებიც არ ასახულა დეკლარაციის გრაფაში.

- როდის აპირებთ დასკვნის გასაჯაროებას და უკვე არსებული მასალებით თუ იკვეთება დანაშაულის ნიშნები?

- აუდიტის სამსახური სისტემატურად აქვეყნებს მონაცემებს. პერ­იოდულად გასაჯაროვდება ინფორმაცია თითოეული განცხადების შესწავლისა და პირების დაჯარიმების შესახებაც. დარღვევის არსებობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომა ადმინისტრაციულ­ ჯარიმას გულისხმობს, რომელიც შესაძ­ლებელია დახარჯული თანხის ორმაგი ოდენობა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების ფორმით ვერ მოხდება­ საკითხის შესწავლა, საქმის მასალები მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება, მაგრამ ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის.

„კვირის პალიტრა“, 23 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ალეკო ელისაშვილთან: „დამარცხებას ღირსეულად ვაღიარებ“ // „ერთ მხარეს იყო დიდძალი როგორც ლეგალური, ისე არალეგალური ფული, მეორე მხარეს კი – უფულო დამოუკიდებელი კანდიდატი“

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კონკურენტს, უკვე თბილისის მერ კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა:

- პოლიტიკაში მოსვლის დღიდანვე ვთქვი, რომ ჩემი მთავარი ამოცანა არა ზიზღისა თუ სიძულვილის ენაზე კონკურენტებთან საუბარი, არამედ ახალი, ცივილიზებული პოლიტიკური კლასის დამკვიდრება იქნებოდა. ცივილიზებული კონკურენციის მეთოდები ჩემმა კონკურენტებმა ვერ აითვისეს, თუმცა პრინციპებს არასოდეს ვღალატობ – პოლიტიკური კულტურა დამარცხების აღიარებასაც გულისხმობს და მე ამ დამარცხებას ღირსეულად ვაღიარებ. ვულოცავ კახა კალაძეს გამარჯვებას და გულწრფელად მინდა, ის დედაქალაქის წარმატებული მერი იყოს, თუმცა აქვე გულდაწყვეტილი გეტყვით, რომ თბილისი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში “ქართული ოცნების” ხელში ნამდვილად მენანება.

- არჩევნების დღეს აცხადებდით, საარჩევნო უბნებზე დარღვევებია, ხელისუფლებას მეორე ტურის ეშინია, თუმცა ის მაინც ჩატარდებაო. მეორე ტურშიც ვერ მოხვდით. ეს რა გზავნილია თქვენთვის?

- ხელისუფლება არჩევნების დღეს სამარცხვინოდ მოიქცა, ამომრჩევლებს ძალით მიერეკებოდა საარჩევნო ყუთებთან, რაც დადასტურებულია ფაქტებით. არათანაბარ პირობებში ვიყავით წინასაარჩევნო პერიოდშიც, როდესაც ერთ მხარეს იყო დიდძალი როგორც ლეგალური, ისე არალეგალური ფული, მეორე მხარეს კი – უფულო დამოუკიდებელი კანდიდატი. უთანასწორო ბრძოლაში “ქართული ოცნება”"დაუსხლტა მეორე ტურს. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, ბრძოლას ვაგრძელებ დედაქალაქის განვითარებისთვის – თბილისი უკეთესს იმსახურებს.

„კვირის პალიტრა“, 23 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ზაალ უდუმაშვილთან: „ხელისუფლებასთან ენის მოჩლექით საუბარს არ ვაპირებ“ //  „მიუხედავად ყველაფრისა, ახლა გაათმაგებული ენერგიით დავუპირისპირდები ქვეყანაში არსებულ უსამართლობას“

ალექსანდრე ელისაშვილისგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობა“ სახელისუფლებო კანდიდატს გამარჯვებას არ ულოცავს, მეტიც – ზაალ უდუმაშვილი პოლიტიკურ ვაჭრობაზე მიანიშნებს:

- არჩევნები სამართლიან გარემოში რომ ჩატარებულიყო, შედეგი სულ სხვანაირი იქნებოდა. “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები კი არა, მთელი საქართველოს მასშტაბით სპეცოპერაცია ჩაატარა. მობილიზებული იყო ადმინისტრაციული რესურსი, დაფიქსირდა უამრავი დარღვევა, ადამიანებს აშინებდნენ, იყო”კარუსელის” შემთხვევები. ყველამ დაინახა ე.წ. მაყურებლების სრული მობილიზება. ადამიანები, რომლებიც აკონტროლებდნენ უბნებზე მოსულ პირებს, მათ მითითებებს აძლევდნენ და ვინც არ იყო საარჩევნო უბანთან მოსული, პირად ნომრებზე ურეკავდნენ და ხმის მისაცემად მისვლას აიძულებდნენ. საკუთარი ამომრჩეველი ძალით მიჰყავდათ არჩევნებზე. ყველაფერი გააკეთა “ოცნებამ”, რომ მეორე ტური არ დანიშნულიყო. კომისიის წევრები დაბარებული იყვნენ და შეჯამებული შედეგების გადასწორება მიდიოდა, რომ ცესკო-ს გამოცხადებული შედეგებისთვის მიეახლოებინათ.

მიუხედავად ყველაფრისა, ახლა გაათმაგებული ენერგიით დავუპირისპირდები ქვეყანაში არსებულ უსამართლობას, ხელისუფლებასთან ენით მოჩლექით საუბარს არც არასდროს ვაპირებდი და არც მომავალში ვაპირებ.

- რაზე მიანიშნებთ?

- ადგილებთან დაკავშირებით მიდის უღირსი პოლიტიკური ვაჭრობა და არ ვაპირებ ამის განხილვას.

„კვირის პალიტრა“, 23 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „თვითმმართველობაში მივიღეთ „ქართული ოცნება“ „ნაციონალური ფრთებით“… // „ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა იმდენად ხელისუფლების გამარჯვებაზე, რამდენადაც ოპოზიციის მარცხზე“ // რატომ ვერ მიიყვანეს დანარჩენმა ძალებმა უბნებში უფრო მეტი ამომრჩეველი?

მათია დოლიძე

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსაკუთრებული ექსცესების გარეშე ჩატარდა. როგორც მოსალოდნელი იყო, “ქართულმა ოცნებამ” მთელი ქვეყნის მასშტაბით შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, პროპორციული წესით არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველთა ხმების 55,66% მიიღო, მეორე ადგილზეა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 17, 05%-ით, მესამე ადგილი და ამომრჩეველთა ხმების 10, 51% “ევროპულმა საქართველომ” დაიმსახურა. როგორც საარჩევნო გარემოს, ასევე ხმის მიცემის პროცესს “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აფასებს:

- ყველაფერი შედარებითია, მაგრამ ჩემი აზრით, ამ არჩევნების “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას ჩატარებულ არჩევნებთან შედარება სრულიად არაადეკვატური იქნება – დღევანდელი პროცესები არსებითად განსხვავდება იმისგან, რაც იმჟამად ხდებოდა. ის იყო პირდაპირ შანტაჟითა და ტერორით ჩატარებული არჩევნები, დღეს, რა თქმა უნდა, იყო დარღვევები, ხარვეზებიც, მაგრამ ეს იყო ცალკეული შემთხვევა და არა – სისტემური პრობლემა. ამიტომ, მოდი, თვითმმართველობის არჩევნები შევადაროთ “ქართული

ოცნების” პირობებში ჩატარებულ სხვა არჩევნებს. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მათგან ყველაზე თავისუფალი იყო საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც გამარჯვება “ქართული ოცნების” კანდიდატს გარანტირებული ჰქონდა და ხელისუფლებას ჩარევა არ დასჭირვებია, ყველაზე უარესი კი იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები – ვგულისხმობ უკიდურესად დამთრგუნველ ფსიქოლოგიურ გარემოს, ოპონენტების წინააღმდეგ სოციალური ქსელებით გაჩაღებულ აღვირახსნილ კამპანიას.

ჩემი შეფასებით, 21 ოქტომბრის არჩევნები არის სადღაც ამ ორს შორის, როგორც თავისუფლების ხარისხით, ისე – მედიასივრცის ხელმისაწვდომობით… არ ყოფილა კორცხელის მსგავსი ინციდენტები. პროცესმა, ძირითადად, ძალადობრივი ფაქტების გარეშე ჩაიარა, იშვიათ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ შავი პიარისთვის არ მიუმართავს არც ერთ მხარეს, თუ რამდენიმე ღიმილის მომგვრელ შემთხვევას არ გავიხსენებთ, რაც წინასაარჩევნო კამპანიის მიწურულს სოციალური ქსელებით ვიხილეთ. შეიძლება ითქვას, რომ ამ არჩევნებისას იყო უფრო ეთიკური გარემო. გარდა ფინანსური რესურსისა, ყველა პოლიტიკურ ძალასა და სუბიექტს ჰქონდა თანაბარი პირობები წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას. მედიასივრცე იყო ღია ყველასთვის.

რა თქმა უნდა, დიდი როლი ენიჭება ფინანსებს და “ქართული ოცნების” გამარჯვებაში ამან უდიდესი წვლილი შეიტანა, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ მხოლოდ ეს იყო გადამწყვეტი.

ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა იმდენად ხელისუფლების გამარჯვებაზე, რამდენადაც ოპოზიციის მარცხზე. საზოგადოებამ უნდა გააანალიზოს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი – როგორ განლაგდა და განაწილდა ამ არჩევნების შემდეგ და რა პერსპექტივები აქვს ამა თუ იმ ოპოზიციურ პარტიასა თუ კანდიდატს მომავალ საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნებზე.

- ფინანსები ახსენეთ და, გასულ კვირას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ მომზადებული შუალედური კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით 1-ლი ივნისიდან 1-ლ ოქტომბრამდე კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტებმა და თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა 10 319 998 ლარი შემოწირულობა მიიღეს, რომლის 93% წავიდა “ქართული ოცნების” ყულაბაში. დადასტურებულია ისიც, რომ დამფინანსებელი კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად გვევლინება სახელმწიფო შესყიდვებისას გამარჯვებულად… ისე ჩანს, რომ რაღაც ჯადოსნურ წრეზე დავდივართ…

- ქართული ბიზნესი, ისევე როგორც მთლიანად ქართული სახელმწიფო – საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი – ჩამოყალიბების პროცესშია; ასე ვთქვათ, საყმაწვილო სახადის პერიოდი გვიდგას. ბიზნესს მაინცდამაინც არ სჯერა საკუთარი თავის, როგორც პოლიტიკური სივრცის ერთ-ერთი მაორგანიზებელი ძალის, ბიზნესი ვერ ხედავს პოლიტიკურ ელიტას და სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც საკუთარი ინტერესების დაცვის მთავარ ბერკეტს. ბიზნესი მიდის ისევ მისთვის ცნობილი ერთადერთი გზით – ეს არის ხელისუფლების კეთილგანწყობის ყიდვის გზა.

ამას ბევრი მიზეზი აქვს, უპირველესად, ალბათ, ის, რომ გამოუცდელობით ბიზნესი ვერ ხვდება, რომ მისი დაცვის მთავარი ბერკეტი არის სწორედ მაქსიმალურად პლურალისტურ პოლიტიკურ და მედიაგარემოში… ხელისუფლებაზე ორიენტირებულობის მიზეზი ისიც უნდა იყოს, რაც გამოიარა ბიზნესმა “ნაციონალების” მმართველობისას, ანუ ის მიაჩვიეს ხელისუფლების მორჩილებას, რაც მას ძალიან მძიმე ტვირთად მოჰყვება.

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც განსაზღვრავს იმას, რომ ბიზნესი, ძირითადად, ხელისუფლების კეთილ ნებას არის მიკედლებული, არის ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში არჩევანის სიმწირე.

გადავხედოთ დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეს – რომელ პოლიტიკურ ძალას აქვს შნო და მარიფათი, რომ, თუნდაც დაფინანსების შემთხვევაში, შეძლოს ბიზნესის ინტერესების დაცვა? კერძო ბიზნესი არ არის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომ ერთკაციანი “ფსევდოპარტიების” დაფინანსებაში ჩაყაროს ფული.

- დავუბრუნდეთ ხმის მიცემის პროცესს და იქ აღნუსხულ დარღვევებს. ყველაზე დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საარჩევნო უბნებში “ქართული ოცნების” და არა მხოლოდ მისი კოორდინატორების აქტიურობამ, რომლებიც ცდილობდნენ, აღერიცხათ საარჩევნო უბანზე მისული თავიანთი მხარდამჭერები, რაც, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის აზრით, ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობა იყო… ალეკო ელისაშვილმა ეს პროცესი შეაფასა, როგორც “შეხვედრა წარსულთან“, რადგან ამგვარი კოორდინატორები გაჩნდნენ სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” დროს, ოღონდ ისინი საარჩევნო უბნების გარეთ გვხვდებოდნენ, ძირითადად…

- გამიჭირდება გადაჭრით რამის თქმა. ჯობს, ამ პროცესის შეფასება სპეციალისტებს მივანდოთ. ჩვენ ვნახეთ, რომ “ქართულმა ოცნებამ”, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა განაყოფმა “ევროპულმა საქართველომ” მოახერხეს საკუთარი ამომრჩევლის რესურსის სრულად მობილიზება. სწორედ ამას ემსახურებოდა კოორდინატორთა აქტიურობაც და ეს, როგორც ჩანს, მართლაც სჭირდებოდათ. ცესკო-მ არჩევნების მიმდინარეობისასვე, ასე, ნაშუადღევს, განაცხადა, ეს კანონდარღვევა არ არისო… შესაბამისად, ალეკო ელისაშვილსაც რომ ჰქონოდა ასეთი რესურსი, ალბათ, გამოიყენებდა, რადგან თუ არ ეკრძალებოდა ეს “ქართული ოცნების” დამკვირვებელს, ვერც სხვას აუკრძალავდნენ…

- ფაქტია, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე არ იკლებს იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, ვინც საარჩევნო ურნასთან არ ცხადდება. ამჯერადაც დაბალი იყო აქტივობა. რატომ ვერ ახერხებენ პოლიტიკური ძალები ამომრჩევლის გააქტიურებას?

- მიმაჩნია, რომ “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა ფრთებმა” (მე ასე მოვიხსენიებ “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის განაყოფ “ევროპულ საქართველოს”) არჩევნებზე მიიყვანეს საკუთარი მხარდამჭერების მაქსიმალური რაოდენობა. ეს, ჩემი აზრით, მათთვის არის ოპტიმალური შედეგი… რატომ ვერ მიიყვანეს დანარჩენმა ძალებმა უბნებში უფრო მეტი ამომრჩეველი? პასუხი მარტივია: მათ ეს ამომრჩეველი არ ჰყავთ… შესაბამისად, უკვე მერამდენედ, ქართველი ამომრჩეველი ადასტურებს, რომ ამ ერთკაციან პოლიტიკურ პარტიებს პერსპექტივა არა აქვთ.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, მან მოახერხა გარღვევა, როცა მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტის დაპირისპირების პირობებში – ვგულისხმობ “ქართულ­ ოცნებასა”­ და “ნაციონალურ ფრთებს”, რომელთაც კატეგორიულად არ აძლევდა ხელს ელისაშვილის მეორე ადგილი – შეძლო დიდი მხარდაჭერის მოპოვება. დღევანდელი მდგომარეობით ის მეორე ადგილზეა. რომც შეიცვალოს ეს მონაცემები და უდუმაშვილმა რაღაც მეათედებით აჯობოს, ეს ვერაფერს დააკლებს ელისაშვილის წარმატებას…

თუმცა, დარწმუნებული ვარ, მისი პოტენციური ამომრჩევლის ბაზა უფრო დიდი იყო. სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო, ეს მხარდაჭერა საარჩევნო ხმებად ექცია. მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში ვამბობდი, რომ ეს იყო ელისაშვილის მთავარი გამოწვევა… ვერ მოახერხა იმიტომ, რომ მას არ ჰყავდა პარტია და არ ჰქონდა არჩევნებისთვის საჭირო საორგანიზაციო რესურსი, საარჩევნო გამოცდილება და ფინანსები.

არადა, არჩევნებისას ორგანიზაციული რესურსი უმნიშვნელოვანესია, რაც აქვს “ქართულ ოცნებას” და გადაჭარბებულად – “ნაციონალურ მოძრაობას”.

მიუხედავად ამ შედეგისა, ალეკო ელისაშვილს აქვს პერსპექტივა. მან თბილისში შეძლო უდიდეს ისტებლიშმენტურ, პარტიულ ინტერესებთან გამკლავება, მეტწილად – შიშველი ხელებით და ძალიან საინტერესო, პროფესიონალი ადამიანები ამოიყენა გვერდში. დიახ, კალაძემ გაიმარჯვა და გახდა მერი, მაგრამ ალეკო ელისაშვილი დამარცხებული ნამდვილად არ არის.

ასევე გამარჯვება იყო ეს არჩევნები “ევროპული საქართველოსთვის”, რაც მათ სწორად შეაფასეს. ამ ორგანიზაციამ “ნაციონალური მოძრაობიდან” დისტანცირების შემდეგ რამდენიმე თვეში მოახერხა საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება და ორგანიზაციული სტრუქტურების სწრაფად გამართვა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, ხელს უწყობდა ფინანსური თვალსაზრისით შექმნილი სასათბურე პირობები. ჩვენ კი შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავაც ცოცხალია “ნაციონალური მოძრაობა” თავისი განაყოფებით. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ როგორც “ქართული ოცნების”, ისე – “ნაციონალური ფრთებისთვის” ეს მხარდაჭერა არის მაქსიმუმი. არადა, ამისთვის “ქართულმა ოცნებამ” განსაკუთრებულად დიდი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი გაიღო.

უხეშად რომ დავთვალოთ, ამჟამინდელი მონაცემებით, არჩევნებზე მივიდა ელექტორატის 45%, აქედან ხმების დაახლოებით 55% მიიღო “ქართულმა ოცნებამ”. ეს მთელი ელექტორატის დაახლოებით 25% თუ გამოდის. ამაში შედის ადმინისტრაციული რესურსიც – სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები, მათი ოჯახის წევრები, ახლობლები… და განა რამდენი პროცენტი რჩება თავისუფალი, დამოუკიდებელი ამომრჩევლისთვის? ბევრი არაფერი.

მოდი, შევხედოთ “ნაციონალურ მოძრაობას”. მან, თავის განაყოფთან ერთად, ქუდზე კაცის გამოყვანით მიიღო დაახლოებით 25%-მდე, რაც შეიძლება ელექტორატის საერთო რაოდენობის 15%-იც არ იყოს… მათემატიკურ სიზუსტეზე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ უხეში დათვლითაც კი გამოდის, რომ ელექტორატის დაახლოებით 40% თუ უჭერს მხარს ამ სამ პოლიტიკურ ძალას. დანარჩენი 60% ახალ პოლიტიკურ ძალას ელოდება და მას არ მოსწონს არსებული სტატუს-კვო, ანუ, ფაქტობრივად, ისევ ორპარტიული პოლიტიკური ელიტა.

“პატრიოტთა ალიანსი”, რომელსაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჰქონდა რეიტინგის გაზრდის სერიოზული შანსი, ძველ შედეგს დასჯერდა. მათ შანსის გამოყენება საკუთარი უმოქმედობის გამო ვერ მოახერხეს.

შედეგად თვითმმართველობაში მივიღეთ “ქართული ოცნება” “ნაციონალური ფრთებით”… ისინი ეცდებიან, უახ­ლოესი 5-10 წლის განმავლობაში შეინარჩუნონ ეს სტატუს-კვო და მხოლოდ თვითონ დარჩნენ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე წონიან მოთამაშეებად. ეს არის მათი სასიცოცხლო ინტერესი. ამიტომაც იყო, რომ ასეთი მშვიდი და გაღიმებული სახით შეხვდა ოპოზიცია არჩევნების შედეგებს, თუ არ ჩავთვლით “ნაციონალური მოძრაობის” ცოტა გაბრაზებულ რამდენიმე განცხადებას, რადგან მთლად უამისობაც არ იქნებოდა.

დანარჩენ პარტიებს რა პერსპექტივა აქვთ? მათ უმეტესობას პულსი არც კი ესინჯება. ერთადერთი გამოსავალია ანტიისტებლიშმენტური მოძრაობა, რომელიც ძალიან მოდური გახდა მთელ მსოფლოში და რომლის ტალღაზეც მოვიდა აშშ-ში ტრამპი, საფრანგეთში კი – მაკრონი. ვიმეორებ, “ქართული ოცნება” და “ნაციონალური ფრთები” ყველაფერს გააკეთებენ, რომ ახალი პოლიტიკური აქტორები სცენაზე არ შემოუშვან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახალ აქტორებს რესურსი არა აქვთ. ეს რესურსი ის მომლოდინე ამომრჩეველია, რომელიც არჩევნებზე არ მივიდა. ასევე, თუნდაც ბიზნესი, რომელიც თუ დაინახავს, რომ პოლიტიკური რესურსის მქონე ძალა გამოჩნდა, აუცილებლად ეცდება მის დახმარებას. მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, დასავლეთსაც უნდა აძლევდეს ხელს ის სტატუს-კვო, რაც ამ არჩევნების შედეგად შეიქმნა, იმიტომ, რომ საკრებულოებში, ოპოზიციის სახით, წარმოდგენილია ორი მსხვილი პროდასავლური ძალა. შედეგად, დასავლური ინტერესები საფრთხის ქვეშ არ დამდგარა, მაგრამ რამდენად ხელსაყრელია ან რას მოუტანს საქართველოს მოსახლეობას ეს შედეგი, საკითხავია…

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ არჩევნებმა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ აჩვენა ოპოზიციის სრული უპერსპექტივობა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ამ შედეგმა განსაზღვრა საპრეზიდენტო არჩევნების ბედიც. ვგულისხმობ ოპოზიციის დაქსაქსულობასა და ურესურსობას. ოპოზიციის წიაღში ძნელად მეგულება ალტერნატიული საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც მთელი ოპოზიციის გაერთიანებას შეძლებს.

- ყველაზე დიდ ინტრიგას ინარჩუნებდა თბილისის მერის არჩევნები. ბევრს ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ იქნებოდა მეორე ტური…

- მეორე ტური რომ ყოფილიყო, ეს ქართული დემოკრატიისთვის იდეალური იქნებოდა. რატომ არ შედგა მეორე ტური, ამასაც აქვს ლოგიკური ახსნა: მეორე ტურის პირობა იყო არჩევნებზე კალაძის მოწინააღმდეგე რაც შეიძლება მეტი ამომრჩევლის მოყვანა. ელისაშვილის გარდა, უბნებზე თავისი ამომრჩევლის მაქსიმუმი ყველამ მიიყვანა. მხოლოდ ელისაშვილს ჰქონდა მეტი ამომრჩევლის მობილიზებისა და პროცესის მეორე ტურამდე მიყვანისთვის საჭირო მხარდამჭერთა რესურსი, მაგრამ მან, მიზეზთა გამო, ეს ვერ შეძლო, რაზეც ზემოთ უკვე ვილაპარაკე…თუმცა, ამისთვის ძალიან ცოტა დააკლდა…

- ბიძინა ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ საარჩევნო უბანზეც კი არ გააკეთა განცხადება. რატომ დადგა ის ამ არჩევნებისგან ასე შორს?

- ივანიშვილი დაიღალა საკუთარი პოლიტიკური გუნდის შეცდომებითა და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებით. ამიტომაც გუნდი თავისუფალი ცურვისთვის მიუშვა. თან იცოდა ძალიან კარგად, რომ ამ არჩევნებზე მისი გუნდის წარმატებას საფრთხე არ ემუქრებოდა და არც აუტკივარი თავის ატკივება სჭირდებოდა. ამასთან, პასუხისმგებლობა მთლიანად გადააბარა “ქართული ოცნების” კანდიდატებს, განსაკუთრებულად – კალაძეს. ამიერიდან თბილისში ძალიან რთული იქნება ხელისუფლებისკენ მიმართული ისრების ივანიშვილისკენ გადამისამართება. წარმატების თუ წარუმატებლობის შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა კალაძეს დაეკისრება.

„ახალი თაობა“, 23 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „კახა კალაძე იქნება ან წარმატებული მერი, ან პოლიტიკურ კარიერას დაასრულებს“ // „2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე `ოცნების~ ბედი კალაძეზე იქნება დამოკიდებული“

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თბილისის არჩევნების შედეგებზე საუბრობს.

- ქალბატონო ხათუნა, რამდენად ელოდით, რომ დედაქალაქში არჩევნების პირველივე ტურში გამოვლინდებოდა გამარჯვებული?

- სრულიად ლოგიკური შედეგი დაიდო. რაც შეეხება მეორე ტურს, მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე, მეორე ტურის მოლოდინი იყო და მეც მქონდა, რაც კონკრეტულ მოცემულობაზე იყო დამოკიდებული: ორგანიზაციული სტრუქტურის ხარჯზე `ქართულმა ოცნებამ~ თავისი მხარდამჭერები გამოიყვანა უბნებზე, ისევე, როგორც ნაციონალური მოძრაობის ყველა ფრთამ. წვრილმა პარტიებმაც შეძლეს თავიანთი ამომრჩევლის მობილიზება, თუმცა მისული ამომრჩევლის ხარჯზე კალაძის ამომრჩევლის საერთო რაოდენობის შემცირების შესაძლებლობისა და მეორე ტურის შანსი მხოლოდ ალეკო ელისაშვილს ჰქონდა. თუმცა, ალეკო ელისაშვილის მთავარი გამოწვევა იყო ორგანიზაციული სტრუქტურების, ფინანსების არარსებობა და საარჩევნო პროცესის არასრული გამოცდილება. ეს არჩევნები კოორდინატორების არჩევნები იყო. ვისაც ჰყავდა კარგად მობილიზებული კოორდინატორი არჩევნებში, შედეგიც მან დადო. ასეთი საორგანიზაციო ქსელი ელისაშვილს არ ჰყავდა, შესაბამისად, მან ვერ მოახერხა სრულად იმ ამომრჩევლის მობილიზება და საარჩევნო ხმებად ქცევა, რომელიც მისი პოტენციური მხარდამჭერი იყო.

- ალეკო ელისაშვილი რომ ყოფილიყო მთელი ოპოზიციური სპექტრის კანდიდატი, კალაძე უფრო მეტი გამოწვევის წინაშე იდგებოდა?

- რთული სათქმელია. ასე მარტივად არ იკრიბება ეს ციფრები. მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლისთვის ისეთივე მოტივაცია იქნებოდა, როგორც უდუმაშვილის შემთხვევაში?! ან ნაციონალების პარტიული საორგანიზაციო სტრუქტურები ასე დაიხარჯებოდნენ?!

- კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორისგან რამდენად დამოუკიდებლად მოიგო ეს არჩევნები?

- რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი მუშაობდა. კახა კალაძემ არჩევნები მოიგო, როგორც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის ლიდერმა. რასაკვირველია, ივანიშვილის დახმარების წილი არ იყო ისეთი, როგორიც ნარმანიას, თუნდაც გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაში, როდესაც ივანიშვილს ვირჩევდით სხვა სახელითა და გვარით. ამ შემთხვევაში ჩვენ ავირჩიეთ კონკრეტული სახელისა და გვარის მქონე პიროვნება, რომელიც არის ივანიშვილის გუნდის ლიდერი. ამიტომ არის არსებითი განსხვავება. ერთადერთი, ვინც დამოუკიდებელი პოლიტიკური შტრიხები შესძინა საკუთარ თავს, ეს იყო კახი კალაძე. „ოცნების“ წიაღში ის იყო ერთადერთი, ვისაც შეეძლო ამ შედეგის დადება. ამიტომ მას შემდეგ, რაც კალაძემ თავისი კანდიდატურა დააყენა, მისი გამარჯვება იყო მოსალოდნელი ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით. მათ შორის ოპოზიციის დაქსაქსულობიდან, მისი სისუსტიდან გამომდინარე, თანაც საზოგადოებაში ძალიან მაღალი ნიჰილისტური განწყობებია სწორედ ოპოზიციის მიმართ, რაც კალაძის წისქვილზე ასხამდა წყალს. მიუხედავად ამისა, კალაძეს მარტივი ბრძოლა არ ჰქონია. ეს იყო პირველი არჩევნები, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ და უშუალოდ არ ჩაერთო პროცესში.

- როგორი მერი იქნება კალაძე? საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ქვეყანაში სწორედ თბილისის მერი ხდება ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე არჩეული პირი. ეს იქონიებს თუ არა გავლენას მის პოლიტიკურ ამბიციებზე?

- დღეს კახა კალაძე „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული ლიდერია, რაშიც ლომის წილი თავად მას უდევს. კახა კალაძესა და მის შემდგომ ნაბიჯებზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება ის იქცეს ან განტევების ვაცად, ან „ქართული ოცნების“ წარმატების მთავარ მამოძრავებელ ღერძად.

- ამ გზაზე რა გამოწვევების წინაშე დგას კახა კალაძე?

- პირველი არის საკრებულო, რომელიც მივიღეთ „ოცნებითა“ და ნაციონალებით დაკომპლექტებული. სამწუხაროდ, რეალური ოპოზიციური ძალა, რომელსაც მერი ანგარიშს გაუწევს, საკრებულოში ვერ მოხვდა. შეიძლება კვლავ აქტუალური იყოს ცხრაწლიანი მმართველობის პერიპეტიები და მისი შეხსენება. საკრებულოში ძლიერი, მრავალფეროვანი ოპოზიციის არარსებობა კალაძეს კი მისცემს მერის პოზიციაზე მშვიდად არსებობის გარანტიას, მაგრამ ეს სიმშვიდე შეცდომებისთვის ყოველთვის არის კარგი საფანელი. უფრო მრავალფეროვანი, კონკურენტუნარიანი საკრებულოს შემადგენლობა მას აიძულებდა, უფრო ეფექტური ყოფილიყო. მეორე გამოწვევა არის ვალდებულებები საკუთარი პოლიტიკური გუნდის მიმართ. ეს იმაზეც იქნება დამოკიდებული, როგორი მადა ექნება „ქართულ ოცნებას“. ტენდერებს, სასათბურე პირობებს ვგულისხმობ, ასევე სამშენებლო ნებართვების გაცემას და ა.შ.

- გაუძლებს ამ გამოწვევებს?

- უნდა გაუძლოს. ის იძულებულია, იყოს წარმატებული მერი. სხვა შემთხვევაში, მას მერობის გზაზე ბარიერები და გამოწვევები საკმარისზე მეტი დახვდება. რამდენად იქნება წარმატებული მერი, მისი მოტივაციის მთავარი გამოწვევაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაასრულებს პოლიტიკურ კარიერას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მასზე გადატყდება ჯოხი. სწორედ კალაძის წარმატება-წარუმატებლობაზე იქნება დამოკიდებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ბედი.

- კახა კალაძე გუნდისგან, „ქართული ოცნებისგან“ რამდენად დამოუკიდებელ თამაშს წამოიწყებს?

- გააჩნია, დასჭირდება თუ არა ეს მას. თუ კალაძემ დაინახა, რომ „ქართული ოცნება“ მის პოლიტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის, მაშინ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დადგება – შეეწიროს და ჩაჰყვეს „ქართულ ოცნებას“ თუ საკუთარი პოლიტიკური კარიერის გადარჩენაზე იფიქროს.

„ახალი თაობა“, 23 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ალეკო ელისაშვილი ისევ მოჩხუბარი უნდა დარჩენილიყო. დასერიოზულებამ მას რეიტინგი დაუგდო“ // „ელექტრონულ ხმის მიცემაზე უნდა გადავიდეთ“

არჩევნების შედეგებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე აფასებს.

- ბატონო თორნიკე, წინასწარი პროგნოზები და ვარაუდები გამართლდა. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოიგო...

- არ იყო მაღალი აქტივობა და ამიტომაც მოიგო.

- შესაძლოა მეორე ტური რამდენიმე თვითმმართველ ქალაქში გახდეს საჭირო. კალაძეს მეორე ტური არ დასჭირდა. მეორე ადგილზე ალეკო ელისაშვილი გავიდა. რას იტყვით თქვენ?

- ნახევარი პროცენტით ელისაშვილი იქნება წინ თუ უდუმაშვილი, ეს არაფერს ცვლის. ელისაშვილი ამტკიცებდა, რომ საერთოდ მოიგებდა. აქ მთავარი ის არის, რომ მოგებასთან ახლოსაც ვერ მივიდა. არც უნდა მისულიყო, გამომდინარე იმ კამპანიიდან, რომელიც მან წარმართა.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ მან თავის დროზე პოპულარობა მოიპოვა, როგორც მოჩხუბარმა პოპულისტმა, დარბოდა ყველგან და ჩხუბობდა, ბოლოს კი, არჩევნები რომ მოახლოვდა, ერთბაშად დასერიოზულდა. დასერიოზულდა და მისი რეიტინგიც დავარდა.

- რატომ, ამომრჩეველს დასერიოზულებული აღარ მოეწონა?

- არა. ხალხს სერიოზული ელისაშვილი არ სჭირდება. ხალხს სჭირდება მოჩხუბარი ელისაშვილი. ეს იყო მისი სერიოზული შეცდომა. მე არ ვიცი, რატომ გაიპრანჭა ბოლოს. ეს ჩემთვის გაუგებარია. სწორედ ამის გამო დაკარგა რეიტინგი. თუმცა მისი მოგების შანსი ისედაც დაბალი იყო. ერთი ვარიანტი იყო, რომ მეორე ტურში გასულიყო ალეკო ელისაშვილი კალაძესთან ერთად. სხვა ვარიანტი არ არსებობდა და ეს ვარიანტიც ბოლომდე მოკვდა.

- ვინ ურჩია ელისაშვილს, რომ ტაქტიკა შეეცვალა და აღარ ეჩხუბა?

- როგორც ჩანს, ვიღაცამ ურჩია, აღარ იჩხუბოო და ისიც სერიოზული პოლიტიკოსის როლში შევიდა. სერიოზული ელისაშვილი კი ვის რაში სჭირდება?!

- პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და უმრავლესობით შევა საკრებულოში. გაყალბებასა და უხეშ დარღვევებს რამდენად ჰქონდა ადგილი?

- გაყალბება თვითონ ხმების დათვლის დროს ნაკლებად ხდება. მანამდე ხდება ამომრჩევლების დაშინება, ძველი ბიჭების ჩართვა საარჩევნო კამპანიაში, რომ მათ რაღაც ხმები მოიტანონ. ეს ძალიან სამარცხვინოა. აბა შენ უბნიდან რამდენ ხმას მოიტან და შენ _ რამდენს. თვითონ პროცესში გაყალბება ძნელია. მადლობა ღმერთს, აღარ ვართ იმ სიტუაციაში, რომ დათვლის დროს ყალბდებოდეს. ეს ვაიუშველებელი ისტერიკები რომ არ იყოს ყოველი არჩევნების დროს, კითხვები რომ არ გაჩნდეს, უნდა გადავიდეთ ელექტრონულ ხმის მიცემაზე! ხალხს აიდი ბარათის აღარ ეშინია, დაიჯერა, რომ იქ ეშმაკი არ ბუდობს და ასე შემდეგ. უნდა გადავიდეთ ელექტრონულ ხმის მიცემაზე. ყველაფერი დაწყნარდება და დამშვიდდება. გაყალბების შანსი, უბრალოდ, აღარ იარსებებს.

- ძველი ბიჭები ახსენეთ და მათი აქტიურობა თვალშისაცემი იყო ამ არჩევნებზე?

- რომ მიდიოდა ე.წ. დაკაჩავება, ეს ჩვეულებრივი თვალით კარგად ჩანდა. ხმა უნდა მისცე „ჩვენებს“, თუ არ მისცემ, ხომ იცი, რაც გელის. ბევრს ეშინია ამის. ერთ ისტორიას მოგიყვებით. სომხეთში ამერიკელებმა საარჩევნო უბნებზე დაამონტაჟეს კამერები, რათა გაეკონტროლებინათ პროცესი, რომ დარღვევები და გაყალბება არ ყოფილიყო. მმართველმა პარტიამ კი გენიალურად გამოიყენა ეს ამბავი. მათ გამოუცხადეს მოსახლეობას, ეს კამერები რომ დაყენდა, ამით ჩვენ გაგაკონტროლებთ, ვის მისცემთ ხმასო. ეს არის სამარცხვინო რეალობა. ხალხს განათლება და ინფორმირებულობა აკლია და ადვილად ხდება მისი დაშინება – მოტყუება.

- ძირითადად დაძაბულობა მაინც მარნეულსა და ისეთ ქალაქებში იყო, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. სპეცრაზმიც იყო მარნეულში მობილიზებული, თუმცა სერიოზულ გართულებას არ ჰქონია ადგილი. აქ ვერ აკონტროლებს ხელისუფლება სიტუაციას?

- მარნეულში მანამდე იყო დაძაბულობა. აქ ორი ფაქტორი თამაშობს როლს, პირველი, რომ მარნეულში დღემდე ინარჩუნებს გავლენას ნაცმოძრაობა თუ ყოფილი ნაცმოძრაობა და მეორე, მარნეულში არეულობა ძალიან საშიშია ეთნიკური განზომილების გამო. ეს ძალიან პრობლემატური იქნება.

- საბოლოო სურათი როგორი იყო? დიდი როლი ითამაშა ადმინისტრაციულმა რესურსმა და ქუჩის ბიჭების ფაქტორმა?

- ეს ორი ფაქტორი ისევ და ისევ მშვენივრად მუშაობს. ეს „ოცნების“ ინოვაცია არ არის, 90-იანი წლებიდან მუშაობს. ჩვენ რომ გვეგონა, ეს ძველი ბიჭები წავიდნენ და აქ ქურდულ სამყაროს გავლენა აღარ ჰქონდა, ასე არ ყოფილა. ძველი ბიჭების ფაქტორი ისევ ამუშავდა. აქ, როგორც ჩანს, კალაძის ფიგურაც თამაშობს როლს.

- რა თვალსაზრისით?

- კახა კალაძე, როგორც ვიცით, ძველ ბიჭებთან მშვენიერ ურთიერთობაშია…

- დახმარება აღმოუჩინეს პატივისცემის ნიშნად თუ ეს დავალება კახა კალაძისგან ჰქონდათ მიღებული?

- არა მგონია, უბრალოდ პატივსაცემად კეთდებოდეს. რა თქმა უნდა, რაღაც სამაგიეროს ელიან, სხვა თუ არაფერი.

- გაკეთდა შეფასებები, რომ რადგან ეს არჩევნები დიდი წარმატებით მოიგო „ოცნებამ“, არც 2020 წელს გაუჭირდებათ არჩევნების მოგება. თქვენ რას იტყვით?

- ბუნებრივია, 2020-შიც იგივე სქემა იმუშავებს. რამაც გაამართლა ერთხელ, ის მეორედაც გაამართლებს, მით უმეტეს, ოპოზიცია სუსტია და მარტივ მამრავლებად არის დაშლილი. ოპოზიციას არ ჰყავს ძლიერი ქარიზმატული ლიდერები, რომლებიც ხალხს ქუჩაში გამოიყვანენ და ფულიც ნაკლები აქვთ, ვიდრე `ქართულ ოცნებას~. როგორც ვნახეთ, ბიზნესმა ფული ძირითადად `ქართულ ოცნებას~ შესწირა.

- რამდენი ვადით უნდა ვუყუროთ „ქართულ ოცნებას“?

- რამდენი ვადითაც ქართველი ამომრჩეველი აიტანს. ჯერჯერობით იტანს. შაბათს ამომრჩეველი რომ დარაზმულიყო, მისულიყო და მიეცა ხმა კალაძის წინააღმდეგ, კალაძე ვერ გავიდოდა. კალაძე გავიდა იმიტომ, რომ ხალხი დარჩა სახლში, რადგან მან წესიერი ალტერნატივა ვერ დაინახა და ეს ფაქტი ოპოზიციამ უნდა აღიაროს.

- ზაალ უდუმაშვილი ვერ იჯერებს, რომ ყოველმა მეორე თბილისელმა კახა კალაძეს მისცა ხმა...

- ყოველმა მეორემ – არა, მაგრამ ყოველმა მეოთხემ ნამდვილად მისცა. ამომრჩევლის ნახევარი მივიდა არჩევნებზე და იქიდან ნახევარმა ხმა კალაძეს მისცა. თბილისს აღარ უნდოდა არათბილისელი მერი, მაგრამ, რა არჩევანიც იყო, მათაც იქიდან აირჩიეს. ნაცმოძრაობა თბილისში არ უყვართ, ელენე ხოშტარია ჯერჯერობით ისეთი პოპულარული და ძლიერი ფიგურა არ არის, თუმცა თავი ნორმალურად წარმოაჩინა და ვინღა დარჩა? ელისაშვილზეც ვისაუბრეთ უკვე. ამიტომ, კალაძეზე რომ მიდგებოდა საქმე, ფაქტია. მართალია, არათბილისელია, მაგრამ ცოტა მოძველბიჭოა და მან თვითონ მიაღწია ყველაფერს. ეს ფაქტორი ხალხზე კარგად მოქმედებს. მოხდა ის, რისი მოლოდინიც იყო და ამას ყველა შეგუებული იყო.

- საინტერესოა, ამის მერე რა მოხდება?

- არც არაფერი მოხდება. ჯერჯერობით გავაგრძელებთ ცხოვრებას ჩვეულებრივად. ერთადერთი, რამაც შეიძლება დაამარცხოს „ქართული ოცნება“, ეს არის სააკაშვილის გაძლიერება უკრაინაში. თუ ის ხელისუფლებას ჩაიგდებს ხელში, აქ ნაცმოძრაობა ავტომატურად ძალიან გაძლიერდება. მეორე ვარიანტი, რამაც შესაძლოა „ოცნება“ დაასუსტოს, მათ წიაღში მწვავე კონფლიქტი იქნება.

„ახალი თაობა“, 23 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „რუსთავი-2“-მა „ქართულ ოცნებაზე“ იმუშავა“ // „თუ ახალი ფაქტორები არ გამოიკვეთა, მომავალშიც ამავე შედეგებს მივიღებთ“

ადგილობრივ არჩევნებს „ახალ თაობასთან“ აფასებს ყოფილი დისიდენტი და დეპუტატი თამარ ჩხეიძე.

- ბევრი მოელოდა, რომ თბილისის მერი მეორე ტურში გამოვლინდებოდა. ამის მიუხედავად, მაშინვე გამოცხადდა, რომ კალაძემ არჩევნები პირველივე ტურში დამაჯერებლად მოიგო...

_ აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ სახელისუფლებო კანდიდატი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მერის არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვებდა. ხელისუფლებას არჩევნებისათვის უამრავი უპირატესობა და მძლავრი ბერკეტი აქვს, რასაც ის თავის სასარგებლოდ იყენებს. ეს ჩანდა რეიტინგებიდანაც. ძალიან სამწუხაროა, რომ კრიტიკულ მომენტში „რუსთავი 2“-მა მმართველ პარტიაზე იმუშავა.

- ეგზიტპოლს გულისხმობთ?

- ძირითადად, ეგზიტპოლს, თუმცა მანამდე გამოცხადებული რეიტინგებითაც „რუსთავი 2“-მა ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი. ყველაზე მოულოდნელი მაინც ის მაჟორული განწყობა იყო, რომელსაც ეს ტელეკომპანია ქმნიდა არჩევნების დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე. კრიტიკულ მომენტში ყველაზე კრიტიკულმა ტელევიზიამ იმოქმედა ისე, როგორც უნდოდა „ქართულ ოცნებას“. მან ღიად იმუშავა „ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის სასარგებლოდ.

- ასეთი რამ ადრე არ მომხდარა?

- ამის ნიშნები ადრეც შემიმჩნევია. მაგალითად, ბოლო საპარლამენტო არჩევნების დღეს „რუსთავი 2“-ის ეთერით გავიდა კლიპი, რომელიც, ერთი შეხედვით, ზოგადად არჩევნების მხარდამჭერი იყო, თუმცა იქ კადრში ჩანდა ივანიშვილი, რაც, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ შეფარული რეკლამა იყო. უხეში გათვლით, მმართველ პარტიას მხარს უჭერს 20%. ესაა ბირთვი, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა მაქინაციით ემატება პროცენტები. ესაა როგორც გაყალბება, ისე მოსყიდვა და დიდი სახელმწიფო რესურსი. ამგვარად ეს 20% იმატებს და საბოლოოდ აღმოჩნდება ხოლმე, რომ მმართველ პარტიას ხმა მისცა 50-ზე მეტმა პროცენტმა. „ქართულ ოცნებას“ თავიდანვე ამაზე ჰქონდა გათვლა და მნიშვნელობა არა აქვს, რას ეუბნებოდა ამომრჩეველს კახა კალაძე ან ვარაუდობდა თუ არა ვინმე მეორე ტურს. სამწუხარო ისაა, რომ გადამწყვეტ მომენტში ამაში მონაწილეობს ის ტელევიზია, საიდანაც საზოგადოება იგებს სიმართლეს და ისმენს კრიტიკულ აზრს.

- რა იქნება ამ კუთხით მომავალში?

- მომავალში „რუსთავი-2“ გააგრძელებს თავის ჩვეულ საქმიანობას და ხელისუფლების კრიტიკას. ხელისუფლებას ოპოზიციური არხი სჭირდება კიდეც, მით უმეტეს, თუ ეს არხი კრიტიკულ მომენტში მის სასარგებლოდ იმუშავებს.

- არჩევნებამდეც იყო ისეთი შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთის წახალისებას ახდენდნენ...

- ყოველ შემთხვევაში, „რუსთავი 2“ მაშინ მმართველ პარტიაზე არ მუშაობდა. სხვათა შორის, არაადეკვატურია ამ ტელეკომპანიის ეგზიტპოლზე „ევროპული საქართველოს’ რეაქცია, ანუ თანხმობა. ამ პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ გამოკითხვის დროს ხალხი შეშინებული იყო და სწორ პასუხებს არ იძლეოდა, არჩევნების შედეგი კი სხვა იქნებაო. ეს იყო ამ პარტიის თანხმობა. სხვებისაგან განსხვავებით, „ევროპულ საქართველოს“ არ ვთვლი იმ პარტიად, რომელიც ხელისუფლებას გაურიგდა. ამიტომ მათი შეფასებები არაადეკვატურად მეჩვენა.

- ამგვარი სურათი შეიძლება მომავალ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზეც მივიღოთ?

- თუ არაფერი შეიცვალა, იმავე სურათს მივიღებთ. შესაძლოა, გამოიკვეთოს ახალი ფაქტორი, რომელიც გარდამტეხი აღმოჩნდება და პოლიტიკურ ვითარებას შეცვლის. სხვა შემთხვევაში, სულ ამ წრეზე ვიტრიალებთ.

„კვირის პალიტრა“, 23 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ლიტვის ელჩთან: „ევროკავშირი არ არის კეთილი ძიებისა და დეიდების კლუბი, იქ ძალიან მაღალია კონკურენციაა“ // „აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც გეტყვით, დაივიწყეთ ნატო და ევროკავშირიო, მაინც არავინ მიგიღებთო, მაგრამ ბოლომდე ერთგული უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის ამბიციების“

ვაჟა თავბერიძე

ლიტვა-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობასა და პარტნიორობაზე “კვირის პალიტრა” ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, გედრიუს პუოჯუნასს ესაუბრა.

- საქართველო-ლიტვის ურთიერთობების ერთ-ერთი ქვაკუთხედი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებია. როგორ მოახერხა ლიტვამ ის, რასაც საქართველო, სამწუხაროდ, დღემდე ვერ ახერხებს?

- ამ კითხვაზე პასუხის წარსულში ძიებას, აჯობებს მომავლისკენ გაიხედოთ და წარმატებაც მოვა. ჩვენი, ლიტველების გზაც ევროკავშირისა და ნატოსკენ არ იყო ია-ვა­რდით მოფენილი. ლიტვური გამოცდილებიდან საქართველოს შეუძლია რამდენიმე გაკვეთილი გამოიყენოს. პირველ რიგში, აუცილებელია ერთსულოვნება. ყველას – პოლიტიკოსებს, საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, მედიას – ერთი გეოპოლიტიკური მიზანი უნდა ამოძრავებდეს. ჩვენ ვხუმრობთ ხოლმე, რომ ლიტვაში­ ორ კაცზე სამი პარტია მოდის, რომლებიც­ ვერასდროს რიგდებიან ერთმანეთში, მაგრამ, როცა საქმე გეოპოლიტიკურ მიზნებზე მიდგება, ყველანი ერთად ვდგავართ, ერთი ხმით ვსაუბრობთ. მეორე – უნდა იყოთ ამბიციური და არ უნდა მოსწყდეთ რეალობას. თუ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრები გახდებით, ესე იგი, ერთ დღეს ასეც მოხდება. უნდა იყოთ თანამიმდევრულები და აკეთოთ თქვენი საშინაო დავალება. წინ უნდა გაიხედოთ, ბევრი იშრომოთ, დასახული გზიდან არ გადაუხვიოთ და მიზანსაც მიაღწევთ. აუცილებლად გამოჩნდება, ასე ვთქვათ, შესაძლებლობათა ფანჯარა, რომელსაც საქართველო გამოიყენებს. ზოგჯერ გაურკვეველი მომავალი ძალიან დამთრგუნველია, მაგრამ მხნედ უნდა იყოთ – სწორ გზაზე დგახართ და მჯერა, რომ მიზანს მიაღწევთ.

- დასავლელი პარტნიორები გვაქებენ, ქვეყანაში ვითარდება დემოკრატია, ვატარებთ რეფორმებს… კიდევ რა უნდა გააკეთოს საქართველომ? თანაც იმის ფონზე, რომ ნატოსა­ და ევროკავშირის წევრები ხდებიან ქვეყნები, რომელთაც საქართველო თუ არ აღემატება,­ ნამდვილად არ ჩამორჩება დემოკრატიული სტანდარტებით. არაფერს ვერჩით ალბანეთს, მონტენეგროსა და სერბეთს, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ დავალების შესრულებაზე, როგორც გადამწყვეტ ფაქტორზე აპელირება დასავლეთის ერთგვარი ორმაგი სტანდარტია?

- ვერ დაგეთანხმებით. რეფორმებს იმიტომ კი არ უნდა ატარებდეთ, რომ ნატოში ან ევროკავშირში მოხვდეთ, არამედ იმიტომ, რომ ეს თქვენს ქვეყანას წინ წასწევს. პირველ რიგში, თქვენივე ინტერესებშია სამთავრობო რეფორმები, ჯანსაღი კონკურენცია და მდგრადი ეკონომიკა. მე ვიყავი საქართველოში 16 წლის წინ და ფაქტია, დღეს ეს სულ სხვა ქვეყანაა. არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეთ, და იმავდროულად, არსებობს პოლიტიკური კონსენსუსის საკითხი. ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ საქართველოს გაუხსნა გზა მსოფლიოს ყველაზე მომგებიანი ბაზრისკენ – შეგიძლიათ ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანოთ. ეს კარგი შანსია, მაგრამ როგორ გამოიყენებთ, თქვენზეა დამოკიდებული. ევროკავშირი არ არის კეთილი ძიებისა და დეიდების კლუბი, იქ ძალიან მაღალია კონკურენცია და ამისთვის მზად უნდა იყოთ. რაც შეეხება ნატოს, იქ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკურ კონსენსუსს – ყველა წევრი უნდა დაეთანხმოს იმას, რომ კლუბში ახალბედა მიიღონ.

- საქართველოს ნატოში გაწევრებაზე საუ­ბრისას ხშირად ხაზს უსვამენ, განსაკუთ­რებით ევროსკეპტიკოსი ექსპერტები, რომ საქართველოს აქვს ორი კონფლიქტური რეგიონი და სანამ არ მოგვარდება, ნატოშიც ვერ შევალთ…

- ვფიქრობ, მოთმინება უნდა გამოიჩინოთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უკვე ძალიან ბევრს აკეთებს და ალიანსი და დასავლელი პარტნიორები ამას ხედავენ. თქვენც გაქვთ კონფლიქტის მოგვარების ბევრი ინიციატივა, ცდილობთ, ჩატეხილი ხიდების აღდგენას და ხალხთა შერიგებას. სწორედ ეს არის ერთადერთი მართებული გზა. ავიღოთ საფრანგეთისა და გერმანიის, პოლონეთისა და ლიტვის მაგალითი – ასეთმა მიდგომამ მოგვიტანა მშვიდობა. კონფლიქტის მოგვარების გასაღები თანამშრომლობაშია და არა ბრძოლაში­. საქართველო ყველაფერს სწორად აკეთებს. ვნახოთ, რას მოგვიტანს მომავალი.

- მაგრამ შერიგება მხოლოდ ერთ მხარ­ეზე­­ არ არის დამოკიდებული, ფაქტია, რომ საქართველოს მცდელობა, სოხუმისა და ცხინვა­ლის ე.წ. ხელისუფლებასთან საერთო ენა გამონახოს, მარცხით სრულდება. რა პოზიტიური შედეგი შეიძლება მოჰყვეს ერთი მხარის მცდელობას, თუ მეორეს ამის გაგონებაც არ სურს?

- საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარება, თქვენი დაახლოება ევროპულ ოჯახთან საუკეთესო გზაა შერიგებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. ფაქტია, რომ ამ რეგიონებს არავინ აღიარებს დამოუკიდებელ ქვეყნებად – სოხუმი და ცხინვალი საქართველოს სუვერენული ტერიტორიებია და ასეც დარჩება.

- რუსეთზეც ვისაუბროთ. როგორ შეაფასებდით კრემლის ფაქტორს, მაგალითად, როდესაც საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს ეხება?

- ნატო და ევროკავშირი არ ცნობენ მესამე ძალის გავლენას, ან მათ მისწრაფებებს, შექმნან ბუფერული ზონები. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება,­ თავად გადაწყვიტოს, რომელ ალიანსსა თუ ბლოკში სურს გაწევრება. ეს საქართველოს­ გადასაწყვეტია და არა მოსკოვის. თუ გსურთ, ნატოსა და ევროკავშირის წევრები გახდეთ, არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმემ ამას ვეტო დაადოს. იმავდროულად, ფაქტია, რომ ძალიან რთულ სამეზობლოში ვართ. 2008 და 2014 წლების მოვლენებმა ძირეულად შეცვალა გეოპოლიტიკური რეალობა ლიტვისთვისაც. ვცდილობთ, ამ ახალ გამოწვევებს მოვერგოთ – ჩვენ გავზარდეთ თავდაცვის ბიუჯეტი, დავაბრუნეთ სავალდებულო გაწვევის სისტემა, ვყიდულობთ სამხედრო ტექნიკას.

- ანუ ომისთვის ემზადებით?

- ჩვენ ვემზადებით თანამედროვე გამოწვევებისთვის. როგორც ამბობენ, თუ მშვიდობა გსურს, ომისთვისაც უნდა იყო მზად. ნატო კოლექტიური თავდაცვის პრინციპზეა დაფუძნებული და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შეგიძლია დაელოდო, როდის მოვა ვინმე და დაგიცავს.

- თუ ნატოს წევრი ლიტვა ასე შეშფოთ­ებულია, პატარა საქართველომ რაღა თქვას?

- საქართველო ძალიან საჭირო რეფორმებს ატარებს, ეს თქვენი ქვეყნის სამხედრო თავდაცვისუნარიანობას გაზრდის. რაც შეგიძლიათ, ის უნდა გააკეთოთ…

- და იმედი გვქონდეს, რომ გადავრჩებით…

- ისევ ლიტვის მაგალითს მოვიყვან – 2003 წელსაც კი, ერთი წლით ადრე, სანამ ნატოსა და ევროკავშირში შევიდოდით, ბევრი ამბობდა, რომ ამას ვერ მოვახერხებდით, რომ შანსი არ გვქონდა, რომ ლიტვა ნაცრისფერ ზონად გადაიქცეოდა და ა.შ. მაგრამ ჩვენ არჩეულ გზას არ გადავუხვიეთ და მან საბოლოოდ მიგვიყვანა კიდეც მიზნამდე. ის პატარა გეოპოლიტიკური სასწაული დღეს რეალობად იქცა.

საქართველოსაც აქვს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ ერთ დღეს თქვენ ნატოს წევრები გახდებით. ასე რომ, პოლიტიკურ შანსს უნდა დაელოდოთ. აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც გეტყვით, დაივიწყეთ ნატო და ევროკავშირი, რა გინდათ იქ, მაინც არავინ მიგიღებთო, მაგრამ ბოლომდე ერთგული უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის ამბიციების.

- აქ ერთი დეტალია – პოსტსაბჭოთა სივრცის მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ დასავლეთმა ერთ დროს დაკარგული ბალტიისპირეთი, ასე ვთქვათ, ევროპულ ოჯახში დააბრუნა, მაგრამ საქართველოზე ევროპაში მსგავსი­ განცდა და სენტიმენტები არ არსებობს…

- დიახ, დასავლეთს არასდროს უღიარებია ლიტვა და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნები საბჭოეთის ნაწილად. ეს მართალია, მაგრამ დღეს თქვენ, ქართველებს, გაქვთ დასავლეთის დაპირება, მეტიც, გარანტია, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, თუ საჭირო რეფორმებს გაატარებს. ვფიქრობ, ასოცირების შეთანხმების რეალიზება ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და ამ შეთანხმებაში ჩაწერილი რეფორმების გატარება იოლი ნამდვილად არ იქნება. მეტიც, ეს იქნება მტკივნეული პროცესი, რომელსაც ხალხი ზოგ­ჯერ არ დაუჭერს მხარს. მაგალითისთვის ავიღოთ ერთ-ერთი მოთხოვნა: მანქანების ტექდათვალიერება, რომელიც 1-ლი იანვრიდან უნდა აღდგეს. თბილისში საშინლად არის ჰაერი დაბინძურებული. ამის გაკეთება იაფი არ დაჯდება, თან ეს იქნება არაპოპულარული ნაბიჯი, მაგრამ უნდა შეეგუოთ, რადგან თუ ევროკავშირში გინდათ შესვლა, მაშინ ევროპულ სტანდარტებთან ადაპტაციაც მოგიწევთ.