გლობალური კვლევების ცენტრი » კვირის ქრონიკა

ქართული პრესის მასალები 26 ოქტომბერი 2017 წელი
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან: „თამაზ მეჭიაურს უნდა, რომ გამარჯვება მოსტაცოს ლელა ქიტესაშვილს ცილისწამების ხარჯზე“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით ლორთქიფანიძესთან: „თამაზმა და ზაქრომ ერთმანეთს ტალახი არ უნდა ესროლონ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან: „კახა კალაძე სისტემის წინააღმდეგ უნდა წავიდეს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნანა კაკაბაძესთან: „მოაყრიდნენ ამ საწამლავს საჭმელს, რომელიც შორენას შეჰქონდა პატრიარქთან და მერე დაბრალდებოდა შორენას“ // „ციანიდის საქმეში“ მამა გიორგი მამალაძე დამნაშავე მგონია“

„ვერსია“: ინტერვიუ გოჩა თევდორაძესთან: „პატრიოტთა ალიანსი“, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, მასშტაბურ აქციას გეგმავს!

„ახალი თაობა“, 26 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან: „თამაზ მეჭიაურს უნდა, რომ გამარჯვება მოსტაცოს ლელა ქიტესაშვილს ცილისწამების ხარჯზე“

თამაზ მეჭიაურის და ზაქარია ქუცნაშვილის დაპირისპირებამ კულმინაციას გადაცემა არჩევანის ეთერში მიაღწია, სადაც ოპონენტებს ერთმანეთის გასალანძღად სიტყვები არ დაუშურებიათ. ვინ ვინ ამოათრია ჭაობიდან, ვინ ვის დაეხმარა, ვინ ვისი ნათესავი იყო და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ქართველი ამომრჩეველი პირდაპირ ეთერში ისმენდა. ამ დაძაბულობის ფონზე, მცხეთის სასამართლომ თიანეთის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური ცნო. თუ რა პოზიცია აქვს პარლამენტის დეპუტატს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, „ახალი თაობა“ ამის გასარკვევად ზაქარია ქუცნაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაქარია, ოპონენტები ღიად გადანაშაულებენ ნეპოტიზმში, ზაქარია ქუცნაშვილმა ეს პირდაპირ ეთერში თავად აღიარაო. რით უპასუხებთ მათ?

- მე ვუპასუხებ მხოლოდ სიმართლით. მე ხალხს არასდროს არ ვატყუებ. როცა ხალხს აინტერესებს, ვინ სად როგორ მოხვდა, მე ვლაპარაკობ სიმართლეს. სამწუხაროდ, ეს ჩემი შეცდომა იყო და ამ შეცდომას ვაღიარებ ჩემი მხრიდან.

- რას თვლით საკუთარ შეცდომად, რომ თამაზ მეჭიაურს დაეხმარეთ და „ოცნებაში“ მიიყვანეთ?

- დიახ, ეს ჩემი მხრიდან შეცდომა იყო.

- თუმცა თქვენი ოპონენტები ამას ნეპოტიზმს უწოდებენ. ზაქარია ქუცნაშვილმა თავადვე აღიარა, თამაზ მეჭიაური ჩემი ნათესავია და ამიტომ დავეხმარეო. არ არის ეს ნეპოტიზმი?

- თქვენ შეიძლება ნეპოტიზმი უწოდოთ, მე შეცდომას ვეძახი. რაც გინდათ, ის დაარქვით, ეს თქვენი შესაფასებელია.

- უმრავლესობა დუმს, თქვენს განცხადებებზე შეფასებები არ მოგვისმენია. მიიღეთ საყვედური ამ ყველაფრის გამო?

- საყვედურს ვერ მივიღებ, რადგან ეს არის ჩემი შეცდომა და მე ამას ვაღიარებ. ვერ ვხვდები, რატომ უნდა მივიღო საყვედური?!

- თუნდაც იმის გამო, რაც გადაცემაში მოხდა. თქვენ პარლამენტის დეპუტატი ბრძანდებით...

- თქვენი აზრით, კიდევ მე მეკუთვნის საყვედური?! ჩემთვის არავის არ უსაყვედურია და ვერც მისაყვედურებს!

- რეალურად რა მოხდა თიანეთში? თამაზ მეჭიაური უკვე თამამად აცხადებს, რომ მან გაიმარჯვა და თქვენ დამარცხდით...

- სამართლებრივი ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა! თამაზ მეჭიაურს უნდა, რომ გამარჯვება მოსტაცოს ქალბატონ კანდიდატს, შეურაცხყოფის და ცილისწამების ხარჯზე, რითაც ის ცნობილია მთელს რაიონში. ეს არის და ეს. მე გუშინ შტაბში ვიყავი მიმაგრებული, ვერ მივაქციე სათანადო ყურადღება და ამდენი ცილისწამებებით და შეურაცხყოფებით, ამ ქალბატონი კანდიდატის მიმართ მეჭიაურმა ყველაფერი იკადრა.

- სამართლებრივი დავა ჯერ არ დასრულებულაო, ქალბატონს გამარჯვება უნდა რომ მოსტაცოს მეჭიაურმაო. ანუ არ იზიარებთ მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას?

- რატომ უნდა ვიზიარებდე სასამართლოს გადაწყვეტილებას, როცა არც მოსარჩელე ვარ და არც მოპასუხე.

- მაშინ რამდენად სამართლებრივად მიგაჩნიათ აღნიშნული გადაწყვეტილება?

- ეს მხარეებმა უნდა შეაფასონ! მე მხარეს არ წარმოვადგენ. ამ შემთხვევაში ვარ „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვების მომხრე და არა ცხრა პარტია გამონაცვალი ხალხის, არაკომპეტენტური და უზრდელი ხალხის გამარჯვების მომხრე.

- მოვისმინეთ შეფასებები, რომ „ახალგაზრდა კაცი ხართ, საქართველოს პარლამენტის წევრი და ასე არაკორექტულად არ უნდა ესაუბრაო, „მეჭიაური ლოთი იყო“ და მსგავსი განცხადებები არ უნდა გაეკეთებინა ქუცნაშვილსო“. ნანობთ ამ გამონათქვამებს, თუ იგივეს გაიმეორებდით თუ საჭიროდ ჩათვლიდით?

- ეს არაკორექტული შეკითხვაა, არ გიპასუხებთ.

- რა ხდება დღეს თიანეთში? საუბარია, რომ იქ მთლიანად თქვენ მართავთ სიტუაციას, ასეა?

- ეს შეკითხვაც არაკორექტულია. მთლიანად თქვენ მართავთ, ეს ნიშნავს, რომ მე არ ვიცი, სახელმწიფო რა კანონებით იმართება და ვინ რაზეა პასუხისმგებელი!

- მოსახლეობის განწყობაზე რას იტყვით? ყველგან მოიგო „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, თიანეთში კი დამარცხდა. ეს რაზე მიუთითებს? ხალხი თქვენით უკმაყოფილოა?

- ბოდიშს ვიხდი, მაგრამ 49% მიიღო მაგ უზრდელმა ვაჟბატონმა! ასევე 49% მიიღო გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისშიც, ამის გამო თბილისზე უარი ვთქვათ?! ეს არის გაზვიადებული შეფასებები. ეს ერთი კანდიდატი იყო და მთელი ოპოზიცია მის გარშემო იყო გაერთიანებული, რა ვქნათ ახლა, ამის გამო თიანეთს გავუბრაზდეთ?! თიანეთში კარგი და წესიერი ხალხი ცხოვრობს. იციან მათ, ვინ საქმის გამკეთებელია და ვინ არაკომპეტენტური და კორუმპირებული.

- როდის დაიძაბა თქვენსა და თამაზ მეჭიაურს შორის ურთიერთობა? რაც „ქართული ოცნება“ დატოვა? თუ რა გახდა ამის მიზეზი? როგორც თავად აღნიშნავთ, ახლო ნათესავები ხართ.

- ამ კითხვაზე არ გიპასუხებთ! ნახვამდის.

„ახალი თაობა“, 26 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ დავით ლორთქიფანიძესთან: „თამაზმა და ზაქრომ ერთმანეთს ტალახი არ უნდა ესროლონ“

მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ წევრი დავით ლორთქიფანიძე საუბრობს იმ უხერხულობებზე, რომლებიც ადგილობრივი არჩევნებზე წარმოიშვა.

- ბატონო დავით, საკმაოდ რთული პროცესი იყო. ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. შედეგებით კმაყოფილი ხართ?

- საქართველოში არჩევნები ნამდვილად შედგა. ამას ამომრჩეველიც ხედავს. საერთაშორისო ორგანიზაციებმაც შეაფასეს. თუმცა, არის გარკვეული უხერხულობები. დამარცხებული პოლიტიკური ძალები ცდილობენ, დისონანსი შემოიტანონ. მათ უფლება აქვთ გააპროტესტონ, მაგრამ მათი პროტესტი არ მესმის მაშინ, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-მდე საჩივარია შესული. ეს მიუთითებს, რომ არჩევნები ჩატარდა ნორმალურ სამართლებრივ გარემოში. ამიტომ ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექცეს. პროტესტის, გამოსვლის არავის ეშინია. ამ დღეებში დანარცხებული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები არაერთ ტელევიზიით გამოდიონენ და ცდილობდნენ საზოგადოებაში დაემკვიდრებინათ აზრი, რომ არჩევნები გაყალბდა, რაც სიცრუეა.

- ყველაზე მეტად არასაპარლამენტო ოპოზიციაა განაწყენებული, არჩევნების წინა პერიოდში ლიდერთა საბჭო რომ შექმნეს. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. გამორიცხავთ, რაიმე საფუძველი არ შეიძლება ჰქონდეს მათ განცხადებებს?

- 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის პირობებში მე ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. შედეგები გამიყალბეს, ოქმები გადაწერეს, მაგრამ არ დამიწყია ტელევიზიებში სიარული, არც არავინ შემიშვებდა ტელევიზიებში. სამართლებრივად დავიწყე ბრძოლა, სასამართლომ არ გამამართლა, გავასაჩივრე სააპელაციოში, მათაც ნაციონალების გამარჯვება დატოვეს ძალაში, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გავასაჩივრე. დღეს თუკი ვინმეს რაიმე საფუძველი აქვს, საშუალება აქვთ სამართლებრივი გზით იბრძოლონ. საუბარი იმაზე, ჩივილს აზრი არ აქვს, სასამართლო მაინც არ გამოიტანს დადებით გადაწყვეტილებასო, სიმართლე არ არის. თუმცა, ჩემი ნათქვამი ბევრ ოპონენტს არ მოეწონება. მაშინ საპროტესტო აქციები მოაწყონ და თავიანთი ამომრჩეველი გამოიყვანონ ქუჩაში, რაც მათ არ შეუძლიათ. არც სამართლებრივად უნდათ ბრძოლა და არც მხარდამჭერები ჰყავთ.

- ნინო ბურჯანაძემ ბიძინა ივანიშვილს მიმართა, პოლიტიკიდან ჩემ გაყვანას ვერ ეღირსებიო. ნეტა, ბიძინა ივანიშვილს მართლა სურს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკიდან წასვლა?

- ნინო ბურჯანაძე იქნება თუ სხვა ვინმე, მათ პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნას ქართველი ამომრჩეველი განსაზღვრავს. ჩვენს ამომრჩეველთან უფრო მეტად უნდა ვიმუშაოთ. მეტი რესურსი უნდა ჩადონ ამომრჩეველთან ურთიერთობაში. ადგილებზე, მუნიციპალიტეტებში და საარჩევნო უბნებზე უნდა ჰყავდეთ ის ადამიანები, რომლებიც მათი პარტიის მხარდამჭერები არიან. მათ კი ისეთი წარმომადგენლები ჰყავთ საარჩევნო უბნებზე, რომლებსაც ფეხებზე ჰკიდიათ, არჩევნების დღეს მათი წარმდგენი პოლიტიკური ძალა რა შედეგს დადებს. არჩევნებს მაინც ვერ მოვიგებთ, აზრი არ აქვსო.

- ამის თქმის რა საფუძველი გაქვთ?

- ვიცი, რაიონებში რა ხდება. არ მინდა მათთან პოლემიკაში შესვლა, მაგრამ თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ მათი სიები ნახოთ – ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მათ მიერ წარდგენილ სიებში შეყვანილი ადამიანები ხშირ შემთხვევაში იქ, ადგილზე, არ ცხოვრობენ. ისინი მოტივირებული არ არიან.

- პოლიტიკური პარტიები აცხადებდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ ფულადი რესურსი. აქედან გამომდინარე არც ადამიანური რესურსი ჰყავდათ, რომ უბნებზე მათი ინტერესების ერთგული დამცველი ჰყოლოდათ...

- როცა ადამიანური რესურსი არ გაქვს, მაშინ არ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ განსაკუთრებულ შედეგს დადებ. ოპოზიციის წარმომადგენლებიც გავიდნენ საკრებულოებში. მაგალითად, ნინო ბურჯანაძის პარტიიდან ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატია, მეორე ტური დაინიშნა. არიან ავტორიტეტული კანდიდატები, რომლებიც იბრძვიან გამარჯვებისთვის. ბორჯომში „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი გავიდა მეორე ტურში. თუ არ ვცდები, „პატრიოტთა ალიანსმა“ საკრებულოში 7 თუ 8 მაჟორიტარი გაიყვანა. ბორჯომში, საერთოდ, ოპოზიციური საკრებულოა, უმრავლესობა ოპოზიციას აქვს.

- ოპოზიციური საკრებულოაო, მათში „ნაცმოძრაობასაც“ გულისხმობთ?

- რამდენადაც ვიცი, ბორჯომის საკრებულოში „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც არიან. თუმცა, მე ნაცმოძრაობასა და ევროპულ საქართველოს პოლიტიკურ ძალად ვერ აღვიქვამ, რაც უნდა დაირქვან.

- თურმე იყო შემთხვევა, როცა ერთი პარტიის წარმომადგენელი მეორე პარტიას უჭერდა მხარს და ურეკავდა. თქვენ ვის მიეცით ხმა?

- მე ხმა მივეცი საქართველოს უკეთეს მომავალს და ხელისუფლების კანდიდატს.

- მხარდაჭერას რა განაპირობებდა? რატომ დაუჭირეს ხელისუფლებას მხარი და რატომ არ დაუჭირეს მხარი, ვთქვათ, ნინო ბურჯანაძის პარტიას?

- ადგილობრივ არჩევნებში მოსახლეობა მხარს უჭერს ადგილზე წარმოდგენილ კანდიდატურებს. თუ სოფლებში და თემებში კარგი კანდიდატები გყავს წარდგენილი, დაუჭერს მხარს. ხელისუფლების კანდიდატებს, რომლებსაც სოფლებში რაღაც უკეთებიათ, ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა. ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ ჩვენ ამ ხნის განმავლობაში. უბრალოდ, ძალიან გული მწყდება, რომ პიარში მოვიკოჭლებთ და საზოგადოებამდე ყველაფერი ვერ მივიტანეთ, რაც ჩვენ გავაკეთეთ.

- არჩევნების წინა პერიოდში მუდმივად საუბრობდნენ სახელისუფლებო რესურსის გამოყენებაზე. როცა თქვით, გარკვეული უხერხულობები იყოო, ამას ან საარჩევნო უბნებთან კოორდინატორების ყოფნას ხომ არ გულისხმობდით?

- უხერხულობა არ მიხმარია უარყოფით კონტექტში. კოორდინატორების ყოფნა საარჩევნო უბნებთან კანონით აკრძალული არ არის.

- მაშინ უხერხულობებში რას გულისხმობდით?

- ვგულისხმობდი იმას, რომ, ვთქვათ, თიანეთის არჩევნებში ერთი მხარე ამტკიცებდა, რომ თვითონ იყო გამარჯვებული, ბიულეტენების გადათვლა მოხდა და გამარჯვებული მეორე კანდიდატი გამოვიდა. არის უხერხულობები, როცა ერთი მხარე ამტკიცებს, რომ გამარჯვებულია, მეორე მხარეც ამტკიცებს, რომ თვითონ არის გამარჯვებული.

- სასამართლომ თამაზ მეჭიაური აღიარა გამარჯვებულად...

- ეს თქვენგან გავიგე. თქვენ იცით ჩემი მდგომარეობა, 10 დღეა, მამა რეანიმაციაში მყავს და ყოველწუთიერად არ ვარ ჩართული ამ პროცესში. ანუ თამაზ მეჭიაური ჩაითვალა გამარჯვებულად?

- დიახ, ერთი ხმით...

- ზუსტად ეს ვიგულისხმე, როცა უხერხულობაზე ვსაუბრობდი. რადგან უხერხულობა შეიქმნა, ეს უხერხულობა ვიღაცამ შექმნა. ამიტომ უპრიანი იქნება, ამ უხერხულობის შემქმნელ ადამიანებს დავუსვათ კითხვა, რატომ გააკეთა მან ეს. ისე, მეორე მხარეს აქვს უფლება, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს და, როგორც ჩანს, პროცესი გაგრძელდება. გამარჯვებული აბსოლუტურად სამართლიანად უნდა იყოს გამოცხადებული. ჩემთვის უცხო არც ერთი მხარე არ არის. ამიტომ მე აბსოლუტურად კეთილგანწყობილი და ნეიტრალური ვარ. ამიტომ მინდა გაიმარჯვოს თიანეთელი ხალხის ნებამ. მივესალმები მოსახლეობის გადაწყვეტილებას.

- თამაზ მეჭიაური ზაქარია ქუცნაშვილს აბრალებდა საარჩევნო პროცესში ჩარევას და თავდაპირველი შედეგის შეცვლას. ასეთ დამოკიდებულებას ემიჯნებით?

- მე ვგმობ ასეთ დამოკიდებულებას და არ მომწონს. თამაზი, ზაქრო და ჩვენ 2012 წლიდან ერთად ვიდექით ბატონ ბიძინა ივანიშვილის გვერდით. ერთმანეთს დაუმსახურებლად ტალახი არ უნდა ვესროლოთ. არ მომწონს, რომ ტელეეკრანებიდან ირჩეოდა ეს საკითხი. სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დალოდებოდნენ. იმედია, სასამართლო გადაწყვეტილებას ორივე მხარე შეხვდება ისე, როგორც კაცებს ეკადრებათ. საბოლოოდ სამართალმა უნდა გაიმარჯვოს.

„ახალი თაობა“, 26 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან: „კახა კალაძე სისტემის წინააღმდეგ უნდა წავიდეს“

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ახალი მერის პერსპექტივებზე საუბრობს.

- ბატონო დავით, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერიაში აუცილებლად იქნება ცვლილებები, განხორციელდება რეფორმები, მთავარი ყურადღება გადატანილი იქნება პროფესიონალიზმსა და პატიოსნებაზე. როგორი მერი იქნება კალაძე, რა მოლოდინი გაქვთ?

- თავიდან ყველა კარგი დაპირებით მოდის, ვნახოთ, რას გააკეთებს.

- გუნდს რამდენად აქვს მნიშვნელობა? ამბობენ, რომ ნარმანია პატიოსანი კაცი იყო, მაგრამ არ ჰყავდა კვალიფიციური გუნდი...

- რა თქმა უნდა, გუნდს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გუნდს თავად ლიდერი ირჩევს. ნარმანიას პრობლემა თუ ის იყო, რომ გუნდი ვერ შექმნა, ეს მისი პრობლემაა. მერის საქმიანობაში ჩარევები იყო და ამას მუდმივი ხასიათი ჰქონდა. ვერ მოახერხა, რომ ეს პროცესი საკუთარი თავისთვის დაექვემდებარებინა. ვერც აღუდგა და არც ილაპარაკა ამ პრობლემაზე ღიად, არც პროტესტი გამოთქვა, დინებას დაჰყვა. ბოლოს უკვე პრაქტიკულად არც არაფერი ეკითხებოდა, სრულიად სხვა ადამიანები, რომელთა სახელი და გვარი შეიძლება არც კი ვიცოდეთ, ზოგადად კლანური, ახლობლურ-ნათესაური, ნომენკლატურული ინტერესები განაგებდა იქ ყველაფერს.

- კახა კალაძე რამდენად შეძლებს, რომ ასეთი გავლენებისგან თავისუფალი იყოს?

- არ ვიცი, სულ ცოტა ხანში გამოჩნდება. ახლა მოქმედი სისტემა არის ის, რაც მოგახსენეთ. ამ შემთხვევაში კახა კალაძეს ამ სისტემის წინააღმდეგ მოუწევს წასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქმედ სისტემას შეეგუება. ვნახოთ, ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

- მთავარი სიმპტომი, სიგნალი რა იქნება, მაგალითად, გუნდის წევრები, ვინ იქნებიან საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და ა.შ.?

- უფრო დამოკიდებული იქნება თუ რა პროექტები განხორციელდება, როგორ განხორციელდება. რამდენად იქნება ქალაქზე ორიენტირებული ეს პროექტები, რა ინტერესები იქნება გატარებული. მშენებლობების საკითხი, ეკოლოგიის პრობლემები, თუნდაც „სითი-პარკის“ საკითხი. რამდენად გაუმკლავდება ამ პრობლემებს, ამ ყველაფერს მალე დავინახავთ. ნარმანიაც იძლეოდა დაპირებებს, რომ ამ პრობლემებს მოევლებოდა, მაგრამ არათუ არ მოევლო, პირიქით. ჩვენ, რესპუბლიკელები, 2016 წლამდე უმრავლესობის წევრები ვიყავით საკრებულოში, მაგრამ პრაქტიკულად ოპონირების რეჟიმში ვიყავით, ოპოზიცია ვიყავით, ასე გვიწევდა, რადგან ეს პროცესი ნარმანიამ ვერ თუ არ შეაჩერა.

- ექსპერტები ამბობენ, რომ კალაძეს აქვს შანსი, იყოს წარმატებული მერი, რომ მას აქვს ამბიცია...

- შანსი აქვს, თუ გამოიყენებს ამ შანსს. შანსი ნარმანიასაც ჰქონდა, ყველას აქვს შანსი, მთავარია, როგორ გამოიყენებ. შეძლებს კი დაუპირისპირდეს ამ ყველაფერს, მე მთლად დარწმუნებული არ ვარ, სიმართლე გითხრათ, ვნახოთ.

- საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე იქნება. მას როგორ შეაფასებთ?

- პიროვნულად არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს. საკმაოდ კვალიფიციური და კორექტული ადამიანია, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს თავმჯდომარე, ის გაატარებს იმ პოლიტიკას, რაც ზოგადად ხელისუფლებას ექნება. აქ მე ცვლილებას არ ველი. საკრებულო ვერ წარმომიდგენია მერიისგან და ხელისუფლებისგან, თუნდაც უმრავლესობის შიგნით, რაღაცნაირად ავტონომიური იყოს. ამ მხრივ არსებითი ცვლილება არ მოხდება, იქნება ის, რასაც „ზევიდან“ ეტყვიან.

- რას იტყვით არჩევნების შედეგებზე, რამდენად ელოდით, რომ თუნდაც თქვენი პარტიისთვის ასეთი შედეგით დასრულდებოდა არჩევნები?

- რესპუბლიკურმა პარტიამ უფრო სამომავლო განაცხადი გააკეთა. ჩვენ უფრო ღირებულებით არჩევანზე შევჩერდით. ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი იმ თემებზე, რასაც ქართული პოლიტიკური სპექტრი თავს არიდებს. არა იმიტომ, რომ ეს მნიშვნელოვანი არ არის, პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არაპოპულარულ თემებად თვლიან. ჩვენმა ახალგაზრდა ლიდერებმა, რომლებიც გამოჩნდნენ ამ არჩევნებზე, პრეზენტაცია მოახდინეს ამ თემების.

- მაგრამ ამ თამამმა განცხადებებმა ეკლესიის მიმართულებით, პიროვნების თავისუფლების მიმართულებით მოგიტანათ ის შედეგი, რასაც ელოდით?

- ჩვენ ვთვლით, რომ იმ განაცხადით, რაც გავაკეთეთ, ელექტორალური შედეგი ანუ ხმებში ასახული შედეგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გვექნება. ახლა ჩვენ დიდი ოპტიმისტური მოლოდინი არ გვქონდა. ის პრობლემები, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ეკლესიის ჩარევა პოლიტიკაში თუ დაფინანსების საკითხი, უმცირესობების უფლებები, მათ შორის სექსუალური უმცირესობების უფლებები, კონკრეტულად მხოლოდ უმცირესობებს არ აღელვებს, აღელვებს უმრავლესობას. ადამიანები თვლიან, რომ თუ ნორმალურ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება, ეს უფლებები უნდა იყოს დაცული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი ელექტორატი არსებობს საქართველოში და არც ისე ცოტა, მაგრამ კონკრეტულად ეს ელექტორატი შენი ამომრჩეველი რომ გახდეს, ამას მუშაობა და დრო სჭირდება. ეს ის გზაა, რაც ჩვენ იმ შედეგამდე მიგვიყვანს, რაც გვინდა.

„ახალი თაობა“, 26 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ნანა კაკაბაძესთან: „მოაყრიდნენ ამ საწამლავს საჭმელს, რომელიც შორენას შეჰქონდა პატრიარქთან და მერე დაბრალდებოდა შორენას“ // „ციანიდის საქმეში“ მამა გიორგი მამალაძე დამნაშავე მგონია“

„ახალი თაობა“ უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს ესაუბრება:

- ადგილობრივი არჩევნები ავად თუ კარგად ჩატარდა, თქვენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რას იტყოდით ამ არჩევნების შესახებ?

- საზოგადოებაში აღარაა მოლოდინი, რომ არჩევნებით რაიმეს შეცვლის. ეს ძალიან ცუდია, რადგან ადამიანები ნელ-ნელა რწმუნდებიან, რომ მათი არჩევანის გაკეთება არაფერს ნიშნავს, რა შედეგიც უნდა ხელისუფლებას, იმას დაიწერს. ეს საშიში ტენდენციაა, რაც კარგამდე არ მიგვიყვანს. ამავე დროს, უკვე იმდენად დახვეწილია გაყალბების და ზეწოლის მექანიზმები, რომ კონკრეტული პიროვნების დაჭერა და დადანაშაულება ძალიან ძნელია. ეს უკვე მეორე მხარეა, რატომაც საზოგადოებას არჩევნებისადმი ნიჰილიზმი აქვს ჩაბუდებული.

- თქვენ ხელისუფლებას ადანაშაულებთ?

- არა, მე ვადანაშაულებ ყველას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს, ვინც ტყუის და ყველა ხერხით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას და ხალხის თავზე წამოჯდომას. აქ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, ვისაც როგორ შეუძლია, ისე სცოდავს.

- მაშინ ალბათ კანონმდებლობის შეცვლაა საჭირო?

- დიახ, საჭიროა კანონის და მისი რეგულაციების შეცვლა. მე ამ საქმის სპეციალისტი არ ვარ და როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ვლაპარაკობ, მაგრამ აშკარაა, რომ კანონმდებლებმა, თუ მათ არ სურთ ქვეყანა თავზე დაგვექცეს, საჭირო ცვლილებები უნდა გააკეთონ. საერთოდ, ჩვენთან მხოლოდ არჩევნები კი არა, სხვა ბევრი რამეც დასახვეწი და გასასწორებელია, თუნდაც სამართალდამცავი სტრუქტურები და სასამართლო, რაშიც ციანიდის საქმემაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა.

- განაჩენის უკმაყოფილო ხართ?

- ვფიქრობ, ეს საქმე ბოლომდე გაუხსნელი დატოვა ხელისუფლებამ. რაც სახალხოდ გამოიტანეს, ეს იყო ნაწილობრივი სიმართლე. ის, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა მზადდებოდა, ნაკლებად დამაჯერებელია საზოგადოებისათვის.

- დიახ, ნაკლებად დამაჯერებელი ჩანს...

- ის ძალები, ნაციონალური მოძრაობა თუ სააკაშვილი სარგებლობს იმით, რომ არადამაჯერებელი შედეგი დაიდო. ამიტომ ისიც კი, რაც მართალია და რეალური, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

- რა შუაშია აქ ნაცმოძრაობა და სააკაშვილი?

- ეს აშკარაა თუნდაც რუსთავი 2-ის ქმედებით, რომელიც მედია საშუალებად კი არა, მხარედ წარმოჩინდა. მათი დაინტერესება ამ საქმით უფრო მეტი იყო, ვიდრე თვითონ გიორგი მამალაძის საქმის გამოძიება. სასაცილოა, როდესაც ნაციონალური მოძრაობა მართლმადიდებელი მოძღვრის უფლებებს იცავს და მისი გამართლებისთვის იბრძვის, ეს არის აბსურდი. გახსოვთ ალბათ, ნეოლიბერალური პოზიციებიდან როგორ დასცინოდნენ ჩვენს რწმენას და როგორ სვრიდნენ ტალახში მართლმადიდებლობას. ათეულობით სასულიერო პირი იხდის დღეს სასჯელს და შეიძლება ითქვას, ზოგი მათგანი ციხეში დაუსაბუთებლად ზის, მაგრამ რუსთავი-2-ს და ნაცმოძრაობას ხმაც არ ამოუღიათ მათ დასაცავად. თუნდაც მამა პეტრეს თავგამოდება რად ღირს, ვითომ სიმართლის ძიების ბრძოლა, ის ხომ პირდაპირ არის გაიგივებული ნაციონალებთან.

- ირაკლი მამალაძეზე რას იტყვით, რომელმაც ეს ამბავი სამართალდამცველებამდე მიიტანა და საიდანაც დაიწყო ეს პროცესი?

- ზუსტად უფლის ნება იყო, რომ ვიღაცამ მასალები გარეთ გამოიტანა, რათა ეს ბოროტი და საშინელი საქმე არ მომხდარიყო. უფლის ნება მგონია ეს, ვინ გააკეთებდა და გამოიტანდა ამას, მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება ირაკლი მამალაძეს, მისი როლიც დამაფიქრებელია, რადგან იგი არ გამოიყურება, როგორც მიუკერძოებელი ადამიანი. აშკარა არის, რომ მის უკან ვიღაცები დგანან, მაგრამ რაც მან გამოიტანა და გაასაჯაროა, სიმართლეა. ეს დაადასტურა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულმა მამა გიორგის ნათქვამმა.

- რამდენად დამნაშავეა ამ საქმეში მამა გიორგი?

- დამნაშავე ჩანს. პროკურატურის გამოქვეყნებულ მასალებშიც იკვეთება, რომ მამა გიორგი ამ პროცესში იყო ჩართული და ცუდი როლი ჰქონდა ამ საშინელ საქმეში. მან ძალიან კარგად იცოდა, რისთვის და რატომ სჭირდებოდა ეს ციანიდი. მის ბრალეულობას ადასტურებს მისი ძმის ჩანაწერიც, რომელიც პატრიარქთან შეხვედრის დროს ჩაიწერა. პატრიარქი ამბობს: `რატომ იტყუებით, უფლის არ გეშინიათ?~ იქვე პატრიარქი ეკითხება ფულის გადარიცხვებთან დაკავშირებით, რაზედაც მამა გიორგის ძმა პასუხობს, 50 მილიონი კი არა, მხოლოდ 4 მილიონი ევრო უნდა გადმორიცხულიყო პირველ ეტაპზეო. ამით დასტურდება, რომ ძმამაც კარგად იცოდა თანხის შესახებ. გინახავთ სადმე, ამდენ ფულს მღვდელს ურიცხავდნენ? აშკარაა, რომ ამ უკეთურ საქმეში გავლენის დიდი ჯგუფი მონაწილეობდა, უზარმაზარი თანხითა და შორსმიმავალი ინტერესებით. მამა გიორგი არ იყო დამოუკიდებელი ფიგურა, უბრალოდ, ხელისუფლებამ არ ჩათვალა საჭიროდ ბოლომდე გამოეაშკარავებინა შიშველი სიმართლე.

- შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სასამართლოს შეეშინდა ამდენი სიბინძურის გამოაშკარავების?

- შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ალბათ იმიტომაც იყო დახურული განხილვა, რომ მასალების საჯაროდ ჩვენება და განხილვა ზიანს მიაყენებდა სახელმწიფოს ინტერესებს და ხალხის რწმენას. მაგრამ რწმენა მაინც შეირყა და სააკაშვილი და ნაციონალები ამით ზეიმობენ. თქვენ გგონიათ, მამა გიორგის გარდა, ოხანაშვილი და ტარას შავშიშვილი არ არიან დამნაშავეები? ეს ის ტარასია, რომელმაც თბილისის სკოლის დირექტორობის პერიოდში, თავისი მოსწავლე ციხეში გაუშვა. ის იყო სააკაშვილის და ახალაიების ძირითადი საყრდენი, მას უნდა მოეხდინა რეპრესიები განათლების სისტემაში და პირდაპირ იყო გაიგივებული ნაცმოძრაობასთან. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ამ საქმის სიღრმეები, ამ საქმის არსი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გამოჩნდა.

- ვინ უნდა მოეკლათ, შორენა თუ პატრიარქი?

- ეს უწმინდესის წინააღმდეგ იყო მიმართული, ოღონდ შორენას ხელით უნდა მომხდარიყო. ამით ორ კურდღელს იჭერდნენ, პატრიარქის განეიტრალება და შორენას ჩამოშორება ხდებოდა. მოაყრიდნენ ამ საწამლავს საჭმელს, რომელიც შორენას შეჰქონდა პატრიარქთან და მერე დაბრალდებოდა შორენას. საწამლავის რაღაც ნაწილი შორენას ბარგში აღმოჩნდებოდა და ასე … მადლობა ღმერთს, უფალმა ეს საქმე არ დაუშვა.

„ვერსია“, 24-26 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ გოჩა თევდორაძესთან: „პატრიოტთა ალიანსი“, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, მასშტაბურ აქციას გეგმავს!

თათია გოჩაძე

29 ოქტომბერს ,,პატრიოტთა ალიანსი” თბილისში მასშტაბურ აქციას გეგმავს. პარტიის წევრები და მხარდამჭერები 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიღებული შედეგებით უკმაყოფილონი არიან, საქართველოს პარლამენტთან შიმშილობას განაგრძობენ და გრანდიოზული აქციითაც იმუქრებიან. ,,ვერსია” ,,პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთ ლიდერს, გოჩა თევდორაძეს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით, „პატრიოტთა ალიანსი“ ბრძოლას განაგრძობს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასაც აუცილებლად მიიღებს და სახელისუფლებო კანდიდატსაც დაამარცხებს.

- ბატონო გოჩა, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, არჩევნებში ბევრად უკეთესი შედეგები გაქვთ. რატომ არ წყვეტთ საპროტესტო აქციებს, რისი მიღწევა გსურთ?

- ეს აქციები პირდაპირ საარჩევნო კამპანიაზე მიბმული არ ყოფილა. აქციებს 9 მოთხოვნით ვმართავთ – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, კონსტიტუციასთან, მიწის საკითხთან, საარჩევნო თემატიკასთან, სოციალურ პრობლემატიკასთან, ბანკებისგან შევიწროებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით. აქედან არც ერთი პრობლემა არ გადაჭრილა და არაფერს აკეთებს ხელისუფლება, მთავრობა, რომლის ხელმძღვანელიც არის გიორგი კვირიკაშვილი, ამიტომ მოთხოვნებს დაემატა მთავრობის გადადგომა.

- ისეთ ფუნდამენტურ პრობლემებს ასახელებთ, გგონიათ, მათი მოგვარება ხელის ერთი მოსმით შეიძლება?

- შეიძლება, ხელის ერთი მოსმით ამ პრობლემების მოგვარება რთული იყოს, მაგრამ ხელისუფლებამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყოს. ამ მხრივ არც ერთი ნაბიჯი, პოზიტივი არ გვაქვს – ყოველდღე ვხედავთ „მცოცავ ანექსიას“, ამაზე მეტი უბედურება რა უნდა გვჭირდეს?!

- რას სთავაზობთ ხელისუფლებას?

- როცა გაჩნდა ინიციატივა სამმხრივი ფორმატისა – ნატო-საქართველო-რუსეთი, მას პირდაპირი წინააღმდეგობა არც ერთი მხარისგან არ შეხვედრია. არადა, თუ ხელისუფლებამ პოლიტიკური ნება არ გამოხატა, ამ ფორმატის მხარდასაჭერად მოქმედება არ დაიწყო, ოპოზიციური ძალები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ. წინასაარჩევნო პერიოდში, სოციალური დახმარება დაუნიშნეს მოქალაქეებს, მათი ხმები რომ მიეღოთ, რაც, ფაქტობრივად, ერთჯერადი დახმარებებით მათი მოსყიდვის ტოლფასია. ხელისუფლებას ამ კრიტერიუმების შეცვლაზე უნდა ეფიქრა, კანონპროექტი წარედგინა და კანონად ექციათ, ამ შეჭირვებულებს შვება რომ ჰქონოდათ. გაუსაძლის მდგომარეობაშია და ბანკების ,,მძევალია”, მოსახლების 70-80%, რაც ბანკების მაღალი საპროცენტო განაკვეთის შედეგია.

- ბანკების საქმიანობაში სახელმწიფოს ჩარევა ნორმალურად მიგაჩნიათ?

- მოქალაქეს თუნდაც სხვა ფირმა რომ ატყუებს, ხომ შეიძლება ამ კუთხით ჩაერიოს და უთხრას, არ მოატყუოს თუნდაც, სესხის პროცენტებთან დაკავშირებით მაინც?!

ასევე, ვაპროტესტებთ იმას, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსი საკუთარ თავზე მოირგო. რომ არ ყოფილიყო მუხლი, რომლითაც მეორე დღესვე ,,ოცნების” კომისიის წევრებს აქვთ უფლება, დამოუკიდებლად შეცვალონ დამდგარი შედეგები საარჩევნო უბანზე და ახალი ოქმი დაწერონ, ხომ არ გაგრძელდებოდა სამი დღე არჩევნები? ,,ოცნების” კომისიის წევრები ისხდნენ და სადაც არ მოეწონათ საკუთარი ხმები, ახალი ოქმები წერეს.

- ბატონო გოჩა, ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ თქვენ და სხვა საპარლამენტო პარტიები ხიბლში ხართ და მიღებული შედეგით კმაყოფილდებით…

- ვინ არის ხიბლში?! ჩვენი შედეგები გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ციფრები აჩვენებს. ცხადია, ეს არჩევნები ტოტალური გაყალბების, ზეწოლის, ძალადობის ფონზე ჩატარდა და გამოიგონეს ამომრჩევლის ნების კონტროლით გაყალბების ახალი სქემა. ვგულისხმობ სარეგისტრაციო მაგიდის უკან მდგომ კოორდინატორებს, რომლებიც ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ. თუ არა საჯარო მოხელეებზე, პედაგოგებსა და ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებზე ზეწოლა, გაუგებარია, რაში სჭირდებოდათ ამგვარი კონტროლი. როცა ამომრჩეველზე ამ სახის ზეწოლა ხორციელდება, ვერ ვიტყვით, არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ბიძგი მისცაო. უამრავი საჩივარი გვაქვს დარღვევებთან დაკავშირებით; მაგალითად, ,,პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარი კანდიდატი 1 ხმით აგებს თურმე ხელისუფლების კანდიდატთან, ასპინძაში კი 2 ხმით. არადა, წინა დღეს გვიცხადებდნენ, გაიმარჯვეთო. როცა ასეთი შემთხვევა ბევრია, ცხადია, ვასაჩივრებთ.

- როცა გაყალბებაზე საუბრობთ, არ ფიქრობთ, რომ თქვენი ხმები საარჩევნო კომისიებში პარტიის წარმომადგენლებს უნდა დაეცვათ?

- ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი, როცა საარჩევნო კოდექსის მორგება ვახსენე. როგორ დაიცავდა, როცა კომისიაში საკუთარი წევრების რაოდენობა 9-მდე აიყვანა ხელისუფლებამ. ოქმებზე შენიშვნებში მიწერილია კომისიების ჩვენი წევრებისგან, რომ არ ეთანხმებიან შედეგებს, მეტი რა უნდა ექნათ?!

- აქციაზე რამდენი ადამიანის გამოყვანას აპირებთ?

- რამდენი ათასი იქნება, ვერ გეტყვით, მაგრამ პირველი ოქტომბრის აქციაზე არა ნაკლებ 15 000 ადამიანი მოვიდა. არჩევნები ახალი ჩავლილია, მოსახლეობა დაღლილია წინასაარჩევნო კამპანიით, თუმცა ვიცი, რომ რამდენიმე ათასი კაცი ნამდვილად შემოგვიერთდება.

- წინა მიტინგზე განაცხადეთ, რომ 22 ოქტომბერს ირმა ინაშვილი და პარტიის სხვა საპარლამენტო დეპუტატები შიმშილობას დაიწყებდნენ. რატომ გადაიფიქრეს?

- 22-ში არ ჩავატარეთ აქცია, რადგან 21-ში არჩევნები იყო. დილამდე გაგრძელდა შედეგების დათვლა, ჩვენი კომისიის წევრები, წარმომადგენლები, საარჩევნო შტაბები მთლიანად ჩართული იყო საარჩევნო პროცესში და მეორე დღეს აქციას ვერ გავმართავდით.

- ანუ, 29-ში დაიწყებენ შიმშილობას ინაშვილი და სხვა დეპუტატები?

- არაფერს გამოვრიცხავთ, 29-ში დაიწყებს თუ არა შიმშილობას, ეს ირმას გადასაწყვეტია. ფაქტია, აქცია დაანონსებულია და მოთხოვნებიც გაფართოებულია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.

- თქვენი პროტესტი მხოლოდ კვირიკაშვილის წინააღმდეგაა მიმართული, ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ეს აქციები პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ დაგეგმილი სცენარის ნაწილია…

- ჩვენ ქვეყნის მთავრობის გადადგომაზე ვსაუბრობთ და მისი ხელმძღვანელი კვირიკაშვილია. მისი გადადგომა ყველა მინისტრის გადადგომას გამოიწვევს. როცა ხელისუფლება გადადგება, არ გამოვრიცხავთ, მოვუწოდოთ პარლამენტს, თვითლიკვიდაცია გამოაცხადოს ან პრეზიდენტს მოვუწოდოთ არაქმედუნარიანი პარლამენტის დაშლისკენ… არც რიგგარეშე არჩევნებს გამოვრიცხავთ.

ქართული პრესის მასალები 25 ოქტომბერი 2017 წელი
„ახალი თაობა“: ინტერვიუ რომან გოცირიძესთან: „მეორე ტურში მონაწილეობას აზრი არა აქვს“ // უღალატა თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის ამომრჩეველს?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „ქართული ოცნება“ მოქალაქეთა კავშირივით დაამთავრებს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ანა ნაცვლიშვილთან: „არჩევნებზე კოორდინატორები ამომრჩევლებს აკონტროლებდნენ“

„საქართველო და მსოფლიო“: სოსო ოხანაშვილს რამდენიმე მეუფესთან ყოველდღიური კავშირი აქვს და ალტერნატიული საპატრიარქოს შექმნაზე მუშაობს

„ახალი თაობა“, 25 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ რომან გოცირიძესთან: „მეორე ტურში მონაწილეობას აზრი არა აქვს“ // უღალატა თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის ამომრჩეველს?

„ახალი თაობის“ კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.

- ბატონო რომან, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც ჩანს, თქვენს პარტიაშიც არ არის ერთსულოვნება. რა გახდა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი და თქვენ რამდენად იზიარებთ ამ პოზიციას?

- პარტიაში ერთიანი პოზიცია არის ჩრდილოეთ კორეაში და `ქართულ ოცნებაში~. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩვენ ოთხსაათნახევარი ვმსჯელობდით პოლიტსაბჭოზე, სადაც ჩამოსული იყვნენ ქუთაისიდან და მარტვილიდან ჩვენი აქტივისტები, ასევე მეორე ტურში გადასული კანდიდატები. ჩვენ მოვისმინეთ ყველა აზრი. რა თქმა უნდა, კენჭისყრა არის ბუნებრივი შედეგი, ის არის საბოლოო გადაწყვეტილების დამაფიქსირებელი. ხმები გაიყო და უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეორე ტურში არ მივიღოთ მონაწილეობა. ეს იყო უმრავლესობის გადაწყვეტილება და სწორედ ეს არის დემოკრატიის მაჩვენებელი და არა ის, რომ ვიღაცებმა ვიწრო წრეში გადაწყვიტონ და მერე თავს მოახვიონ საზოგადოებას.

- თქვენ მომხრე იყავით თუ მოწინააღმდეგე?

- თუ პარტია გადაწყვეტს, რომ გასაჯაროვდეს, ვინ იყო მომხრე და ვინ მოწინააღმდეგე, მაშინ ჩვენ გამოვაქვეყნებთ პოლიტსაბჭოს სიაში კენჭისყრის შედეგებს. ჩვენთვის არც ეს არის პრობლემა. ზოგი წინააღმდეგი იყო, ზოგი მომხრე. უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, რომ პარტია გასულიყო მეორე ტურში, აი ეს არის და ეს.

- კეთდება შეფასებები, რომ ნაციონალური მოძრაობა უსამართლოდ მოექცა საკუთარ ამომრჩეველს ქუთაისში და მარტვილში. შესაძლოა შემდეგ არჩევნებში მათი ხმები დაკარგონო. ეს რამდენად გაიაზრეთ და გაითვალისწინეთ?

- ჩვენ დავეყრდენით სწორედ ქუთაისის პარტიული აქტივის პოზიციას. მათი პოზიცია იყო, რომ მეორე ტური არ ყოფილიყო, ხოლო მარტვილის აქტივი მოითხოვდა, რომ პირიქით, მეორე ტური გამართულიყო. პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეორე ტური არ გამართულიყო. ეს, შესაძლოა, ჩვენი ამომრჩევლის ერთ ნაწილს მოეწონოს, მეორე ნაწილს არა. ეს რომ არ იყო მარტივი, ამიტომაც იყო, რომ ოთხ საათზე მეტი ვიმსჯელეთ ამაზე.

- რატომ ჩათვალეთ, რომ მეორე ტურში ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა?

- პარტიამ ასე ჩათვალა. თუნდაც შარშანდელი გამოცდილებიდან. 45 კაცი გავიყვანეთ და იქაც კი, სადაც თითქმის ჩვენ ვიგებდით მეორე ტურს, ჩამოუარეს ოჯახებს, დააშინეს და არჩევნებზე არ მიიყვანეს ხალხი. როდესაც გვაქვს ცუდი გამოცდილება, ასევე ის, რაც ახლა მოხდა, ამ არჩევნებზე…

- ამ არჩევნებზე რა მოხდა? საუბარია, რომ ყველაფერი მშვიდ ვითარებაში ჩატარდა...

- ტოტალური მოსყიდვა მოხდა, ასევე თითოეული ადამიანის შანტაჟი, ფულით თუ ავტორიტეტებით. საჯარო სექტორში დასაქმებულების დაშინება, სამსახურებიდან გაგდების მუქარა და ასე შემდეგ. ჩავთვალეთ, რომ ამ შემთხვევაში გავრიდებოდით ამ პროცესებს და ზედმეტი წნეხის ქვეშ არ დაგვეყენებინა ჩვენი ამომრჩეველი. ამ უსამართლოდ ჩატარებული არჩევნების ფონზე, ჩვენ არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ამ ორ ოლქში ყოფილიყო ზედმეტი დაძაბულობა. ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვებთ მაშინ, როდესაც მთლიანად ვამხელთ ამ ხელისუფლების უსამართლობას. უსამართლობას ხალხი არ პატიობს. ასე ხდება ყოველთვის და ასე იცვლებიან ხელისუფლებები.

- თქვენც ასე შეიცვალეთ?

- სწორედ ასე წააგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ სურვილიც რომ ჰქონოდა, ვერ გააყალბებდა არჩევნებს. ვინაიდან მაშინ უზარმაზარი ხალხის მასა იყო მობილიზებული, რომ არჩევნები ყოფილიყო სამართლიანი.

- გამოდის, რომ ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული და არა ხელისუფლების სურვილზე, მაშინ რატომ სდებთ ბრალს გაყალბებაში?

- თუ ხალხს უნდა, არჩევნები ჩატარდება სამართლიანად. ხალხმა რომ გაიგოს ქვეყანაში უსამართლობაა, რომ არჩევნები არასამართლიანია, ამისთვის საჭიროა მუშაობა და ახსნა-განმარტებები. ის, რომ არჩევნების დღეს სიმშვიდე იყო და გაღიმებული ხალხი იჯდა საარჩევნო უბნებზე და ყუთებში პირდაპირ არ ყრიდნენ ბიულეტენებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არჩევნები იყო სამართლიანი.

- თუ არ გაუყალბებიათ, ბიულეტენები არ ჩაუყრიათ, სიმშვიდე იყო, მაშინ უსამართლობა სადღა ნახეთ?

- ძალიან ბევრი რამ წყდებოდა არა ყუთთან, არამედ მანამდე. როდესაც ამას ხალხი გაიგებს, მაშინ ისინი დაიცავენ საკუთარ ინტერესებს. ისე, როგორც დაიცვა ნაციონალურმა მოძრაობამ, როცა შევარდნაძის რეჟიმი დაამარცხა და ისე, როგორც დაიცვა `ოცნებამ~, როცა ნაციონალური მოძრაობა დაამარცხა. 2012 წელს ნაცმოძრაობა მცირედით დამარცხდა, მას დიდი რესურსი ჰქონდა იმისა, რომ არჩევნებში მანიპულაცია გაეკეთებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა.

- თუ შეეძლო რატომ არ გააკეთა?

- ნაციონალები მიხვდნენ, რომ ხელისუფლების ცვლილების დრო იყო, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ეს ცვლილება რუსეთის მიერ ამ ჰიბრიდული ბრძოლის მეთოდებით იყო დაგეგმილი. ამ მეთოდებით მათ ყირიმიც კი ჩაიგდეს ხელში. რუსეთის აგენტურის მიერ დადგმულმა ქმედებებმა განაპირობა ის, რომ ჩვენ დავმარცხდით. გაიმარჯვა რუსეთის მიერ დაგეგმილმა ჰიბრიდული ომის ქართულმა ნაირსახეობამ და ხალხი იქნა მწარედ მოტყუებული! ხალხს დღესაც მწარედ ატყუებენ ამ შენიღბული სიმშვიდით, თითქოსდა უბნებზე რომ სიწყნარეა, ეს ნიშნავდეს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას.

- ამ დრომდე ნაციონალური მოძრაობა მთავარი ოპოზიციის სტატუსს ინარჩუნებდა, თუმცა თბილისში დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა დაგამარცხათ...

- ეს არაფერს ნიშნავს. ნაციონალური მოძრაობა ყველგან, უკლებლივ ყველა საკრებულოში შევიდა და აქედან 99%-ში ნაციონალური მოძრაობა გავიდა მეორე ადგილზე. რაც შეეხება მერის არჩევნებს, ეს იყო სპეციფიკური შემთხვევა და უბრალოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების იმ ნაწილმა, რომელიც იყო განხიბლული და იმედგაცრუებული მმართველი პარტიის მიმართ, მხარი დაუჭირა ელისაშვილს და ეს სპეციფიკური შემთხვევა, რაც ყველა არჩევნებში ხდება. ეს ბევრს არაფერს არ ნიშნავს.

„ახალი თაობა“, 25 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „ქართული ოცნება“ მოქალაქეთა კავშირივით დაამთავრებს“

ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებით, პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში. ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ამ პარტიის პარტნიორი ორგანიზაციის, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერ შოთა მალაშხიას. „მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა. ეს ზნეობრივადაც მართებულია, პოლიტიკურადაც და ემოციურადაც“, – ამბობს იგი.

- თუმცა, არჩევნების შედეგების მიმართ პროტესტის მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობა შედის საკრებულოებში. თქვენ თავის დროზე მათი პარლამენტში შესვლის წინააღმდეგი იყავით..

- პარლამენტში შესვლას სულ სხვა დატვირთვა აქვს. თუ არჩევნების შედეგს არ ეთანხმები, საკანონმდებლო და პოლიტიკურ ორგანოში ყოფნას არ უნდა დათანხმდე. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ ყოფნით ამართლებ ყველაფერს, რასაც ხელისუფლება აკეთებს – კონსტიტუციის მიღებით დაწყებული, ყველა სფეროში პოლიტიკის განსაზღვრით დამთავრებული.

- საკრებულოებში ყოფნა აუცილებელია?

- საკრებულოებში ყოფნა არ გულისხმობს ყველაფრის პოლიტიკურად „გაპრავებას“. ოპოზიციონერები საკრებულოებში შეასრულებენ მაკონტროლებლების ფუნქციას და ხალხს გამოუტანენ ინფორმაციას. ამიტომ, სწორად მიმაჩნია, რომ ნაციონალები, რომლებთან ერთადაც ამ არჩევნებში ერთ ბლოკში ვიყავი, თანხმდებიან საკრებულოებში შესვლას და არ თანხმდებიან მეორე ტურს.

- თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, მიიჩნევთ, რომ არჩევნები გაყალბდა. აისახა თუ არა ეს შედეგზე?

- ეს შედეგი არ გამოხატავს ხალხის ნებას. ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებზე მოვიდა ამომრჩეველთა 45%. აქედან `ქართულ ოცნებას~ ხმა მისცა 55%-მა. ეს მოსახლეობის 25%-ია. ამ 25-დან 15%-ის მონაცემები ყალბია. ხელისუფლებამ კარგად ისარგებლა დიდი ფულით, ადმინისტრაციული რესურსით, ასევე კრიმინალური სამყაროს დახმარებით.

- კრიმინალური სამყაროს დახმარებაში რას გულისხმობთ?

- თბილისის არჩეული მერი ამაყობს თავისი კავშირებით შავი სამყაროს წარმომადგენლებთან და მას იყენებს კიდეც. ზოგადად, ხელისუფლებაში არიან ქუჩის მენტალიტეტის ადამიანები. ასეთები სახელმწიფოს როგორ გააძლიერებენ? „ქართული ოცნებისათვის“ ეროვნული გმირია ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც ისევ სახელმწიფო დაცვით დადის. ამ ხელისუფლების სახეა მანანა ბერიკაშვილი, რომელიც ცილისმწამებელია. ის 2012 წელს ბავშვის მკვლელობას აბრალებდა ნაციონალურ მოძრაობას. მანანა ბერიკაშვილი კვლავინდებურად კულტურის მინისტრის მოადგილეა. „ოცნებამ“ ხალხს გააკეთებინა არჩევანი არა თავისუფლების, არამედ, მონობის სასარგებლოდ. მონობაში აღმოჩნდნენ არა მარტო ისინი, ვინც არჩევნების წინ დააშინეს, მოისყიდეს, ან უბანზე მკაცრად გააკონტროლეს, არამედ ისინიც, ვინც გაბრიყვდა. ზუსტი ინფორმაცია მაქვს იმაზე, რომ იმ სოფლებში, რომლებიც თბილისს შემოუერთეს, დარიგდა შეშა და ფული. ყველამ ვნახეთ კადრები, როგორ არიგებდა ერთ რეგიონში საარჩევნო უბანში მმართველი პარტიის წარმომადგენელი ფულს პირდაპირ საარჩევნო უბანზე და თან ირწმუნებოდა, წყლის ფულიაო. შეუძლებელია, ამ ყველაფერს ადამიანმა მუდმივად უყუროს და ეს ითმინოს. ხალხის უკმაყოფილება უფრო და უფრო მატულობს. ერთხელაც, ეს იფეთქებს.

- ხალხის განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს ის, რომ საყოველთაო სიღარიბის ზრდის ფონზე, უცებ მდიდრდებიან თანამდებობის პირები და პარლამენტის წევრები, რომლთა ბოლო დროს შეძენილი უძრავი ქონება იმხელაა, რომ აღრიცხვა ჭირს...

- ქუჩის მენტალიტეტი, რომელიც ამ ხელისუფლებას ახასიათებს, შორსაა სახელმწიფოებრივი მიდგომებისგან. ამიტომ ინგრევა სახელმწიფო ინსტიტუტები – საბაჟო, პოლიცია და სხვა. ეკონომიკა უარესდება. „ოცნება“ ნაცმოძრაობას აკრიტიკებდა, შვილებს ამხელა ვალი დაუტოვაო. არადა, თვითონ ვალი გაზარდა. თუ ადრე მშპ-ის 34% იყო, ახლა 47%-ს შეადგენს. წინა ხელისუფლების დროს ვალით გზები იგებოდა, ინფრასტრუქტურა ეწყობოდა, ახლა, ფაროსანასაც ვერ მოუარეს.

- ფაროსანა უკვე თბილისსაც მოედო...

- მოედებოდა, აბა რა, როცა სახელმწიფოზე არ ზრუნავ, არაფერს გააკეთებ! თუ ადრე ფული გზების დაგებაზე მიდიოდა, ახლა ძირითადად ჯიბეებში ჩადის. ლამის ყველგან კორუფცია ყვავის. აქედან ჩნდებიან ძალიან მდიდრები, რომლების ერთ-ორ წელიწადში ნაშოვნი ქონება ასე აღიზიანებს მოსახლეობას. „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა იმის საპირისპირო, რასაც ხალხს ჰპირდებოდა – თავისუფლების ნაცვლად, მონობაში ჩააგდო, ეროვნული ღირსების დამკვიდრების მაგივრად, სახელმწიფო მოუსპო, დემოკრატიული დასავლეთისკენ სვლის მაგივრად, რუსული ყაიდის არადემოკრატიული წყობა შეუქმნა.

- ამ არჩევნების შემდეგ ისევ აქტუალური გახდა პოლიტიკური ველის მოსუფთავების თემა. არაერთი ექსპერტი მოუწოდებს სუსტ პარტიებს, რომლებმაც არჩევნებში კარგი შედეგი ვერ აჩვენეს, დატოვონ პოლიტიკა. გამოითქმის აზრი, რომ ეს მოწოდებები პირადად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა...

- ტერმინი „სუსტი პარტია“ არ არის სწორი. „ქართულ ოცნებას“ სხვა პარტიებთან შედარებით უზარმაზარი, ასჯერ მეტი დაფინანსება აქვს. შედარება ასეთია – 1:100. თუ ადმინისტრაციულ, საბიუჯეტო, კრიმინალურ და სხვა ფაქტორებს დავუმატებთ, მმართველი პარტიის უპირატესობა ათასჯერ მეტი გამოვა. მმართველ პარტიას სხვა ორგანიზაციებთან შედარებით ათასჯერადი უპირატესობა აქვს და მათ მოუწოდებს, პოლიტიკიდან წავიდნენ. საინტერესოა, „ქართული ოცნება“ რომ ამყოფო ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ე.წ. სუსტი პარტიები არიან, რა მოუვიდოდა? ეს პარტია ხუხულასავით დაიშლებოდა. ეს პარტიები კი არა, „ოცნება“ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან. „ქართული ოცნება“ მოქალაქეთა კავშირივით დაამთავრებს.

- ამ პარტიისაგან არაფერი დარჩება?

- მოქალაქეთა კავშირიც ფულის კეთებაზე იყო გადასული და ხალხთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა. განსხვავება ისაა, რომ მოქკავშირი დანგრეულ ქვეყანაში მოვიდა, „ქართული ოცნება“ კი აწყობილში და მეტს იპარავს.

- არჩევნების გამო გამოსვლები მოსალოდნელი არაა?

- ზოგადად, ხალხის პროტესტი მოსალოდნელია. უკმაყოფილება იზრდება. გამოსვლები შეიძლება დაუკავშირდეს არჩევნებს, ან არ დაუკავშირდეს. ხალხის მოთმინების ფიალა ივსება და არავინ იცის, როდის გადმოიღვრება.

„ახალი თაობა“, 25 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ანა ნაცვლიშვილთან: „არჩევნებზე კოორდინატორები ამომრჩევლებს აკონტროლებდნენ“

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში 21 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს.

- ქალბატონო ანა, როგორ შეაფასებთ საარჩევნო პროცესს, რამდენად იყო თავისუფალი, დემოკრატიული, არის თუ არა 21 ოქტომბრის არჩევნები, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, წინ გადადგმული ნაბიჯი თუ პირიქით?

- პირველ რიგში, ამ არჩევნებზე დაფიქსირდა სახეცვლილი მანკიერი ტრადიციის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში საარჩევნო უბნებს გარეთ ვაფიქსირებდით, როდესაც პარტიული კოორდინატები, არა მხოლოდ სახელისუფლო, არამედ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც, კალმებითა და ფურცლებით შეიარაღებულები იდგნენ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიებზე და აღრიცხავდნენ, ვინ მოდიოდა არჩევნებზე. შემდეგ ხდებოდა რეკვები სახლებში, შეხმიანება იმ ადამიანებთან, ვისაც ჯერ თავისი არჩევანი არ ჰქონდა გაკეთებული. ამ პრაქტიკაზე, მანკიერ პრაქტიკაზე წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, მაგრამ განსხვავება, რაც წლევანდელმა არჩევნებმა გვაჩვენა, იყო ის, რომ ამ კონტროლის პროცესმა უბნის შიგნით გადმოინაცვლა. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის თანამონაწილე საარჩევნო ადმინისტრაციაც აღმოჩნდა.

გასულ წლებში, კომისიის თავმჯდომარეებსა და ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციას არგუმენტი ჰქონდა, რითიც ასაბუთებდა, თუ რატომ ვერ ერეოდა ამ პროცესში. წელს ვიხილეთ, რომ ეს პროცესი უბნის შიგნით შემოვიდა და მისი თანამონაწილე გახდა თავისი უმოქმედობით და ამ პროცესის გამართლებით საარჩევნო ადმინისტრაცია. ეს პროცესი განსაკუთრებით მასშტაბურად თბილისში დავაფიქსირეთ, სადაც „ოცნების“ კოორდინატორები ადამიანების მონაცემებს აქტიურად აღრიცხავდნენ და გარეთ მყოფი კოორდინატორები შემდეგ ჯერ არ მისული ამომრჩევლის მობილიზებას ახდენდნენ. რეგიონებში ჯერ კიდევ ძველი პრაქტიკა რჩება, როდესაც კოორდინატორები გარეთ დგანან.

- ძალიან ბევრი ინტერპრეტირება მოჰყვა, იყო თუ არა კანონდარღვევა, უშვებს თუ არა ასეთ ლავირებას კანონი?

- ეს არის ამომრჩევლის ნების კონტროლი, რაც არის დაუშვებელი. ადამიანს აქვს სრული თავისუფლება როგორც ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებული, ასევე საერთაშორისო სტანდარტით. ადამიანი არის თავისუფალი, საერთოდ წავა თუ არა არჩევნებზე და ვის მისცემს ხმას. სწორედ ამ ფუნდამენტურ პრინციპს აზიანებს ეს ყველაფერი. საარჩევნო კოდექსი, მათ შორის ცესკოს დადგენილება ცალსახად ამბობს, რომ სამაგიდო სია, სადაც სისტემურად ხდებოდა ჩახედვა და ადამიანების მონაცემების ამოღება, ეს იყო დაუშვებელი, რადგან სამაგიდო სია არ არის საჯარო დოკუმენტაცია. შესაბამისად, ასეთი ტიპის წვდომა ანუ მუდმივი წვდომა ამ სიაზე და იქიდან მონაცემების შეგროვება წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას. ასევე საინტერესოა, რა მიზნით ხდებოდა ამ მონაცემების შეგროვება?!

- მიზანი რა შეიძლება ყოფილიყო?

- ჩვენ ვნახეთ არაერთი შემთხვევა რეგიონში, როდესაც ეს ადამიანები ამ კითხვაზე პასუხებს ვერ სცემდნენ და იძაბებოდნენ კიდეც. ხომ ძალიან არა ლოგიკურია, რომ ამდენი ადამიანი მობილიზებული იყო დილიდან საღამომდე და უმიზნოდ აგროვებდა ამ ინფორმაციას. ეს ხომ არავის არ სჯერა, ყოველ შემთხვევაში, ძალიან რთულად დასაჯერებელია. ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს უბნის გარეთ მიმდინარე საუბრები, როდესაც აქცენტი იყო: ვინ მოვიდა და ვინ არა, შემდეგ მათ მოყვანაზე იყო საუბარი. ჩვენს დამკვირვებელს თბილისში, ერთ-ერთმა გაბრაზებულმა კოორდინატორმა პირდაპირ უთხრა, რომ ინფორმაციას აგროვებს იმიტომ, რომ ამომრჩევლის კონტროლი მოახდინოს. ზუსტად ეს სიტყვა „კონტროლი“ იყო გამოყენებული.

ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ამ არჩევნებზე გამოჩნდა. ამ გარემოების დატოვება რეაგირების გარეშე, ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების იდეაზე.

- ხომ არ აპირებთ პარლამენტისთვის მიმართვას, კანონპროექტის ინიცირებას, რომ საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ამომრჩევლის დაცვა, რომ საარჩევნო პროცესში თუ უშუალოდ არჩევანის გაკეთებისას, არ მოხდეს პირის იდენტიფიცირება?

- ჩვენ, რასაკვირველია, ვიფიქრეთ ამაზე, რა დამატებითი მექანიზმების შემოღება არის შესაძლებელი. თუმცა, უკვე მოქმედი კანონმდებლობით რაც მოხდა, არის უკანონო. ხელისუფლების წარმომადგენლები საკითხს აყენებენ, მცდელობა აქვთ, რომ თითქოს, საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობდა, ეს მოქმედება შეეზღუდათ და ახლა არის საჭირო რაღაცის დამატება, ეს მთლად ასე არ არის. შეიძლება უფრო გაძლიერდეს ამომრჩევლის დაცვის გარანტიები, მაგრამ უკვე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზეც სრულიად შესაძლებელი და აუცილებელი იყო, რომ ცესკოს აღეკვეთა ის მოქმედება, რასაც ადგილი ჰქონდა.

- ცესკოს თუ მიმართეთ რეკომენდაციით?

- დიახ, საჯაროთაც და წერილობითაც, მაგრამ მათი მხრიდან გამოხმაურება მივიღეთ ჩვენც და საზოგადოებამაც, რომ თურმე ეს არანაირ კანონდარღვევას არ წარმოადგენდა.

- ქალბატონო ანა, თიანეთში განვითარებულ მოვლენებზეც მინდა გკითხოთ, როგორც ვიცი, თამაზ მეჭიაურს თქვენი ორგანიზაცია უწევს ადვოკატირებას. რამდენად იყო მართლაც ხელოვნური ჩარევა და მოახდინა თუ არა ამან რეალურ შედეგებზე გავლენა?

- ყველა ნიუანსის გააზრებით და იმ თანმიმდევრობით, რომელსაც ადგილი ჰქონდა, მართლაც ძალიან სერიოზული ეჭვი ჩნდება, რომ მოხდა ხელოვნური ჩარევა არჩევნების შედეგების შესაცვლელად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ საარჩევნო კანონმდებლობის ძალიან სერიოზულ დარღვევებს აქვს ადგილი და იკვეთება ქმედებები, რომელიც შესაძლოა ასევე წარმოადგენდეს სისხლის სამართლის დანაშაულს. ამიტომ, ჩვენ შეგვაქვს სარჩელი სასამართლოში და ვითხოვთ თიანეთის ოლქის მიერ მიღებული ორი განკარგულების ბათილად ცნობას. ასევე, ჩვენ მივმართავთ პროკურატურას, რათა დაინტერესდეს ამ ფაქტებით.

უბნის დონეზე, როდესაც დათვლა მოხდა, კომისიის წევრებს არავის პრეტენზია არ დაუფიქსირებია. რაც დაითვალა თითოეულ უბანზე შედეგები, უპირატესობა დაფიქსირდა ბატონი თამაზის სასარგებლოდ, მაგრამ ერთ-ერთ უბანზე, როდესაც შეჯამდა პროცესი, მიჩნეულ იქნა 24 ბიულეტენი ბათილად. ამასთან დაკავშირებით არც ერთ კომისიის წევრს, არც ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელს, არც ერთი სუბიექტის წარმომადგენელს არ დაუფიქსირებია არც წერილობითი და არც ზეპირი პრეტენზია, რომ იქ რაიმე არასწორად მოხდა. ერთხმად იქნა მიჩნეული, რომ ეს 24 ბიულეტენი ნამდვილად იყო ბათილი. მას შემდეგ, რაც ეს შედეგები უბნიდან გადავიდა ოლქში, აღმოჩნდა, რომ ამ 24 ბიულეტენიდან 5 ნამდვილად იქნა მიჩნეული და სწორედ ამან გადაწყვიტა შედეგების ბედი. ძალიან საეჭვო ვითარებაში მოხდა 5 ბათილად მიჩნეული ბიულეტენის ნამდვილად ცნობა.

საჩივარი, რომლის საფუძველზეც მოხდა ბიულეტენების გახსნა, გადათვლა და ნამდვილად მიჩნევა, დაიწერა წესის დარღვევით და იყო დაუსაბუთებელი, თუმცა დაკმაყოფილდა. ოლქში განხილვა წარიმართა დარღვევებით. სრულიად მიუღებელია, რომ ოლქში სხდომა გაიმართა პოლიციით გარშემორტყმულ შენობაში, სადაც არ უშვებდნენ კომისიის წევრებს, სუბიექტის წარმომადგენელს, არ მომხდარა უბნის კომისიის წევრების დაბარება, ანუ პროცესი ჩატარდა ყველა წესის დარღვევით, გაუმჭვირვალედ და ამ პროცესზე მოხდა ბიულეტენების აღდგენა მკვდრეთით.

- ხელახალ კენჭისყრას ითხოვთ?

- არა, ჩვენ ვითხოვთ უკანონო გადაწყვეტილების გაბათილებას. ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველზე ავტომატურად დგება ის შედეგი, რომელიც დგებოდა ხელოვნურ ჩარევამდე, რომლის მიხედვითაც თამაზ მეჭიაურს აქვს უფრო მეტი ხმა მიღებული, ვიდრე მის კონკურენტს.

„საქართველო და მსოფლიო“, 25-31 ოქტომბერი, 2017 წელი

სოსო ოხანაშვილს რამდენიმე მეუფესთან ყოველდღიური კავშირი აქვს და ალტერნატიული საპატრიარქოს შექმნაზე მუშაობს

ბესო ბარბაქაძე

ილია მეორის მოცილებით საქართველოს საპატრიარქოში მოვიდოდა ძალა, რომელიც გაცილებით შემწყნარებლური იქნებოდა ჰომოსექსუალების მიმართ და, დასავლეთის დაჟინებული მოთხოვნით, ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინების დაკანონება თვეების საკითხი გახდებოდა.

საპატრიარქოს გარშემო ატეხილი სკანდალი, ერთი შეხედვით, მინელდა. უფრო ზუსტად, ე.წ. ციანიდის საქმე ჩაცხრა და ახლა ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, მაგრამ ძნელი სავარაუდოა, სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალოს და მამა გიორგი მამალაძე გაამართლოს. სამაგიეროდ, საპატრიარქოში დაწყებულმა დაპირისპირებამ პიკს მიაღწია და, შეიძლება ითქვას, წმინდა სინოდის წევრები წესების გარეშე ბრძოლაზე გადავიდნენ. ეს, რა თქმა უნდა, სინოდის ყველა წევრს არ ეხება, მაგრამ მათი ძირითადი ნაწილი არათუ ბინძურ საქმეებში გარეული აღმოჩნდა, არამედ ერთმანეთის საწინააღმდეგო კომპრომატებიც აქვთ ეპარქიებში “დასაწყობებული” და სწორედ ამ კომპრომატების გამოა, რომ ეპისკოპოსები ბევრ რამეზე ხუჭავენ თვალს…

11 ოქტომბერს სინოდის სხდომა მოიწვიეს. თბილისამდე ჩამოსვლა მხოლოდ ორი ეპარქიის ხელმძღვანელმა ვერ მოახერხა, დანარჩენები კი დათქმულ დროს გამოცხადდნენ და სახეზე ყველას გაოცება ეხატა – არავინ იცოდა, ასე მოულოდნელად რატომ მოიწვიეს წმინდა სინოდის სხდომა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომის მოწვევა პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გადაწყდა. როგორც გვითხრეს, მეუფე იაკობი ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს (ცაავა) პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებდა; გადაწყვეტილი იყო, სინოდიდან გაერიცხათ და მღვდელთმსახურებაც აეკრძალათ. ამბობენ, მეუფე იაკობს ამის გარანტია სინოდის თითქმის მთელმა შემადგენლობამ მისცაო, მაგრამ, როგორი მოულოდნელიც იყო სინოდის სხდომის დანიშვნა, ისეთივე მოულოდნელი აღმოჩნდა გადაწყვეტილება, რომელიც სინოდმა მიიღო:

1) მთავარეპისკოპოს ექვთიმეს აღუდგეს ღვთისმსახურების უფლება.

2) მიტროპოლიტი სერაფიმე გამწესდეს მამათა მონასტერში და აღუდგეს მღვდელმოქმედების უფლება;

ბ) მიტროპოლიტ სერაფიმეს საქართველოს საპატრიარქოდან დაენიშნოს ყოველთვიური ფინანსური დახმარება;

3) ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) მიეთითოს, რომ იგი უნდა დაემორჩილოს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც იგი გამწესებული იყო მონასტერში სინანულისათვის; წინააღმდეგ შემთხვევაში წმიდა სინოდი განსახილველად აღარ დაუბრუნდება მის პერსონალურ საკითხს…”

აი, ეს იყო მთავარი საკითხები. სინოდმა იმსჯელა გიორგი მამალაძის საქმეზეც, მაგრამ გადაწყდა, რომ, სანამ სააპელაციო სასამართლო არ დასრულდება, ეკლესია არაფერს მოიმოქმედებს.

რა გამოვიდა? – ეპარქიებიდან მღვდელმთავრები სასწრაფოდ იმისთვის ჩამოიყვანეს, რომ ქრისტეფორე წამალაიძისთვის, რომელსაც ეკლესია გადაცდომას ედავებოდა, 18 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ეთქვათ, მოინანიეო? მით უმეტეს, რომ 1999 წელს, სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, მეუფე ქრისტეფორე ყველაფერში გამართლდა, ამის ოქმიც არსებობს, მაგრამ ის ოქმი ადრესატამდე, ანუ მეუფე ქრისტეფორემდე არ თუ ვერ მივიდა.

როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, სხდომაზე საკმაოდ მწვავედ ისაუბრა მეუფე იაკობმა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტის წინააღმდეგ სინოდი კრინტს არ დაძრავდა. მეუფე პეტრე თურმე ირონიული ღიმილით უყურებდა არა მხოლოდ მეუფე იაკობს, არამედ რამდენიმე მღვდელმთავარსაც, რომლებზეც უამრავი კომპრომატი აქვს და ეს, პირველ რიგში, პატრიარქის ძმისშვილს, ბათუმის მიტროპოლიტს, მეუფე დიმიტრის ეხება.

საეჭვოა, მეუფე პეტრეს მეუფე დიმიტრი გაეწირა, რადგან ისინი, დიდი ხანია, ერთ ნავში სხედან და ნიჩბებსაც ერთად უსვამენ, მაგრამ, თუ დასჭირდებოდა, აუცილებლად იტყოდა, რომ მეუფე დიმიტრი უკანონო მიტროპოლიტია. დიდი სჯულის კანონის მიხედვით, “ეპისკოპოსმა არ უნდა დაასხას ხელნი და მიმადლოს ეპისკოპოსობის პატივი ძმას, შვილს, თავის ნათესავს ან სხვას, ვისაც უნდა, რადგან არ არის სამართლიანი, ეპისკოპოსობა მემკვიდრეობით გადასაცემ პატივად აქციოს და ღვთის საკუთრება ადამიანური ვნებების მისამადლებელი საჩუქარი გახადოს. თუ ვინმემ ჩაიდინოს ეს, მისი ხელდასმა იყოს დაუმტკიცებელი, ხოლო ის უზიარებლობით დაისაჯოს…”

მიტროპოლიტ დიმიტრის, დიდი ხანია, პატრიარქობა ესიზმრება და, ყველაზე კარგად თვითონ იცის, რომ ამის უფლება, უბრალოდ, არ აქვს, თუმცა მას არც ეპისკოპოსობის უფლება ჰქონდა, მაგრამ მიიღო. შესაბამისად, ვერავინ აუხსნა, რატომ არ უნდა მიეღო პატრიარქობა. აუხსნა კი არა, გასაგებად უთხრეს, რომ ყველაზე რეალური კანდიდატია და პატრიარქის ტახტისთვის უნდა ებრძოლა. ასე მოხვდნენ ერთ ნავში მეუფე პეტრე, მეუფე დიმიტრი, მეუფე სპირიდონი (სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი), მეუფე გრიგოლი (ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი)… მეუფე დიმიტრის მეცადინეობით, მისი სიძე, სოსო ოხანაშვილი, პატრიარქის დაცვის უფროსად დაინიშნა, ხოლო საპატრიარქოს ქონება ჩაიბარა მეორე სიძის ძმამ, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.

ბევრს გაუკვირდა, უცერემონიოდ რატომ დაითხოვა ციანიდის სკანდალის შემდეგ პატრიარქმა თავისი პირადი დაცვის უფროსი სამსახურიდან და რატომ არავინ შეეწინააღმდეგა მის გადაწყვეტილებას. საქმე ის არის, რომ, როცა ოხანაშვილი პატრიარქის დაცვის უფროსად დაინიშნა, ქვეყანაში ძალიან აქტიურად განიხილებოდა პატრიარქის ჩანაცვლების საკითხი. ნაციონალების ზეობის პერიოდში სააკაშვილის გუნდი აკონტროლებდა ყველას და ყველაფერს, გარდა საპატრიარქოსი, ამიტომ გადაწყდა, საპატრიარქო ოხანაშვილის ხელით გაეკონტროლებინათ. ოხანაშვილის სანდოობაში “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას ეჭვი არ ეპარებოდა, რადგან ოხანაშვილს პრაქტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰქონდა გავლილი და ელიტური ამერიკული სპეცდანაყოფის – “მწვანე ბერეტების” წევრიც იყო. ჰოდა, ამერიკის საელჩოს მონდომებით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მეუფე დიმიტრის ხელშეწყობით, სოსო ოხანაშვილი პატრიარქის დაცვის უფროსი გახდა. ციანიდის სკანდალის შემდეგ კი, როცა პატრიარქს თავისმა უახლოესმა გარემოცვამ ოხანაშვილზე ჩამოუგდო სიტყვა, ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელი გაბრაზდა, მაგრამ მას ერთი უცნაური ფაქტი გაახსენეს: პატრიარქს, როცა მის გვერდით ოხანაშვილი იმყოფებოდა, ხელზე არ ეკეთა სპეციალური სამაჯური, რომელიც ვითომ მის ჯანმრთელობას აკონტროლებდა, ხოლო, როგორც კი ოხანაშვილი პატრიარქს მარტო ტოვებდა, ხელზე სამაჯურს უკეთებდა და ეუბნებოდა, რომ ეს იყო სწორედ ის, რაც მას მშვიდად ძილის შესაძლებლობას მისცემდა, რადგან სამაჯური პატრიარქის ჯანმრთელობას აკონტროლებდა. რეალურად კი ამერიკის საელჩოსა და ხელისუფლებას ყური პატრიარქის სასთუმალზე ედო და ისმენდა ყველაფერს, რასაც პატრიარქი ოხანაშვილის არყოფნისას საუბრობდა.

თუ გახსოვთ, „ციანიდის სკანდალიდან რამდენიმე საათში, ოპოზიციურმა ფლანგმა, ანუ ყოფილმა ნაციონალებმა, გიგა ბოკერიას მეთაურობით, განაცხადეს, ამ დანაშაულში რუსული კვალი იკვეთებაო. თუ დავუშვებთ, რომ პატრიარქის მოცილება რუსეთს სურდა და დეკანოზი მამალაძე რუსული სპეცსამსახურების კაცი იყო, ჩნდება კითხვა: რატომ დარბოდა ციანიდის საშოვნელად მამალაძე თბილისში, რა, რუსეთის სპეცსამსახურები ვერ მოახერხებდნენ ციანიდის საჭირო დოზის შოვნას თუ გადაცემა გაუჭირდებოდათ? აი ამ უბრალო არგუმენტით რუსული კვალი ქრება და წინა პლანზე იწევს ე.წ. ლიბერალური დაჯგუფებების სახეები.

საბერძნეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 2016 წელს წინააღმდეგობა ვერ გაუწია ქვეყნის ხელისუფლებას და საბერძნეთის პარლამენტმა ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინება ოფიციალურად დააკანონა. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გარდა, ერთადერთი ეკლესია, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგია, რუსეთის მართლამდიდებელი ეკლესიაა. რა გამოდის – ილია მეორის მოცილებით საქართველოს საპატრიარქოში მოვიდოდა ძალა, რომელიც გაცილებით შემწყნარებლური იქნებოდა ჰომოსექსუალების მიმართ და, დასავლეთის დაჟინებული მოთხოვნით, ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინების დაკანონება თვეების საკითხი გახდებოდა.

„წმინდა სინოდში არიან მეუფეები, რომელთა იქ ყოფნა კანონით არ შეიძლება. სინოდში არის არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის ნასამართლევი პირი, არის მამათმავალი, არის ქურდი, ყაჩაღი… ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის მეუფე პეტრემ, რომელიც ახალაიების თვალი და ყური იყო სამეგრელოში. მეუფე პეტრე გახლდათ აწ გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის პირადი მოძღვარი და სწორედ მეუფე პეტრე სთხოვდა მოლაშვილს კატეგორიულად (ეს არ იყო რჩევა, ეს იყო მოთხოვნა), რომ მას სტრასბურგიდან სარჩელი გამოეტანა და “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ არ წასულიყო. მეუფე პეტრეს სინოდის ბევრ წევრზე იმდენი კომპრომატი აქვს, რამდენიც შეიძლება სამეგრელოს ტყეებში აღმოჩენილ კასრებშიც არ იყო და ამიტომ 11 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტზე აუგი არავის დასცდენია”, – გვითხრა ჩვენმა წყარომ.

როცა უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული მეუფეებით დავინტერესდით, გავარკვიეთ, რომ სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი, ერისკაცობაში გოჩა აბულაძე ახალგაზრდობაში არასრულწოვნის გაუპატიურების გამო იყო ნასამართლევი. მას ბრალი მეგობრის შვილის გაუპატიურებაში ედებოდა. უფრო საინტერესო კი ის არის, რომ საპატრიარქოში მეუფე დიმიტრიმ მიიყვანა, პატრიარქსაც მან გააცნო და…

საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მეუფე სპირიდონის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ის ბერად 2006 წლის 23 დეკემბერს აღიკვეცა, ერთი დღის შემდეგ კი, ანუ 2006 წლის 24 დეკემბერს ეპისკოპოსად აკურთხეს. ნამდვილად ვერ გეტყვით, აქვს თუ არა სხვა მეუფეს ერთ დღეში ასეთი კარიერული ნახტომი, მაგრამ, მეუფე დიმიტრის მეცადინეობით, ყოვლადუსამღვდელოესი სპირიდონისთვის გამონაკლისი დაიშვა.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, ერისკაცობაში გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილი მანქანის ქურდობაზეა ნასამართლევი, უფრო ზუსტად, მანქანების ქურდობაზე. მეუფე გრიგოლი თავის დროზე ე.წ. პერეგონშიკი იყო და ამის გამო სასჯელიც მოიხადა, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი, მეუფე დიმიტრის მეშვეობით, პატრიარქთან დაახლოებულიყო. მეუფე სპირიდონისგან განსხვავებით, ბერად აღკვეცის შემდეგ მეუფე გრიგოლს ეპისკოპოსობა სამი დღით დაუგვიანდა. სავარაუდოდ, პატრიარქი მისმა გვარმა ჩააფიქრა, ალბათ, იმანაც, რომ ილია ჭავჭავაძეს ტყვია გიგლა ბერბიჭაშვილმა ესროლა და ახლა ბევრს ეხამუშებოდა, ისევ ილიასთან ახლოს ისევ ბერბიჭაშვილის ყოფნა, თუმცა მეუფე დიმიტრი შეუვალი იყო და საპატრიარქოში ილია ჭავჭავაძის მკვლელის მოგვარის მიყვანით პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. მეუფე დიმიტრი ხშირად ისე იქცეოდა, როგორც პატრიარქი, და ამას არც მალავდა. მეუფეებს არ სურდათ ილია მეორისთვის გულის ტკენინება და ამიტომ მეუფე დიმიტრის ბევრ რამეს მიუტევებდნენ, როგორც ჩანს, მიუტევებდა პატრიარქიც. სხვანაირად არ აიხსნება ის გარემოება, რატომ არ მოსთხოვა პასუხი პატრიარქმა ძმისშვილს, როცა მას წინ დაუდეს დოკუმენტები, რომელთა მიხედვით, მეუფე დიმიტრის მიერ აჭარაში გახსნილი საპატრიარქოს გიმნაზიის სახელით, უცხოეთიდან საქართველოში თამბაქო და ალკოჰოლური სასმელი შემოვიდა. მეუფეს გიმნაზია ეპარქიაზე აქვს მიბმული, ამის გამო საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს და, როგორც ჩანს, ბიზნესი დაატრიალა. ბიზნესსაქმიანობით არის დაკავებული მეუფე პეტრეც, რომლის სიმდიდრეზეც სამეგრელოში ლეგენდები დადის, თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, მღვდელმთავრები მასზე საუბარს კომპრომატების შიშით ერიდებიან.

“ყველა მღვდელმთავარმა იცის, რომ ციანიდი არა შორენა თეთრუაშვილის, არამედ პატრიარქის მოსაკლავად სჭირდებოდათ. იმასაც ამბობენ, რომ გერმანიაში, პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი გაკვეთის კატეგორიული წინააღმდეგი წავიდოდა, პირველ რიგში, მეუფე დიმიტრი და შემდეგ ის შემადგენლობა, რომელიც მას უჭერს მხარს. მოითხოვდნენ, რომ პატრიარქისთვის მხოლოდ რაიმე სინჯი აეღოთ, შემდეგ დაინიშნებოდა ექსპერტიზა და რამდენ ხანს გაჭიანურდებოდა, არავინ იცის. შემდეგ ეს სინჯები საქართველოში ჩამოვიდოდა, მანამდე ახალ პატრიარქსაც აირჩევდნენ და ამით დასრულდებოდა ის, რაც დაიწყეს და, საბედნიეროდ, არ გამოუვიდათ. ჰკითხეთ სხვა მეუფეებსაც, მათ, ვინც პატრიარქს უდგას გვერდით, ვისი მოკვლა სურდა გიორგი მამალაძეს და გეტყვიან. პრაქტიკულად ყველა მღვდელმთავარმა ნახა პროკურატურის მიერ ჩაწერილი კადრები, ის კადრები, რომლებიც ფართო საზოგადოებას არ უნახავს და ეჭვის შეტანა გამორიცხულია – ციანიდი პატრიარქისთვის იყო განკუთვნილი”, – გვითხრა ჩვენმა წყარომ.

მანვე ერთი საინტერესო ფაქტი გაგვახსენა: თუ გახსოვთ, სოსო ოხანაშვილმა, როცა საქართველოდან წავიდა, განაცხადა, რომ ეს არ იყო გაქცევა, გერმანიაში სამუშაოდ წავიდა, რათა მრავალსულიანი ოჯახი ერჩინა და, როცა უმუშევარი დარჩა, ფინანსური პრობლემები შეექმნა. ოხანაშვილმა იცრუა: ის გერმანიაში კი არ მუშაობს, არამედ საკუთარ ფეშენებელურ ვილაში ცხოვრობს და იქიდან ცდილობს საქართველოში ალტერნატიული საპატრიარქოს შექმნას. ანუ, ოხანაშვილს პეტრე ცაავასთან, თავის სიმამრ მეუფე დიმიტრისთან და კიდევ რამდენიმე მეუფესთან ყოველდღიური კავშირი აქვს და ალტერნატიული საპატრიარქოს შექმნაზე მუშაობს. ალტერნატიული საპატრიარქოს შექმნა და მეორე პატრიარქის არჩევა მართლმადიდებლური ეკლესიისთვის უცხო ხილი არ არის და ასეთი რამ სხვა ქვეყნებშიც მომხდარა, რასაც ეკლესიის დისკრედიტაცია და ავტორიტეტის განადგურება მოჰყოლია. ათეული წლების განმავლობაში პატრიარქის ურყევი ავტორიტეტი ბევრს უკარგავს მოსვენებას და, როგორც ჩანს, მისი მოკვდინება რომ ვერ მოახერხეს, ახლა სულიერ განადგურებას აპირებენ.

გადახედეთ სოსო ოხანაშვილის მიერ საპატრიარქოში მიყვანილ კადრებს და დარწმუნდებით, რომ ის ნაციონალების ხელის ბიჭი და ამერიკის საელჩოს მონა იყო. ავიღოთ თუნდაც ტარას შავიშვილი, რომელიც დიმიტრი შაშკინის კადრია, თვით შაშკინი კი ხელისუფლებაში ამერიკის საელჩოს რეკომენდაციით მივიდა. შავიშვილი, რომელიც ახლა თურმე სინანულით ამბობს, რომ საპატრიარქოში ილია მეორის მტრები მომრავლდნენ, ერთ–ერთი იყო, ვინც საპატრიარქოს ხარჯზე ბიზნესს აკეთებდა, ხოლო ახალგაზრდობაში კრიმინალსა და არასრულწლოვნებთან კავშირზეც არ ამბობდა უარს. ეს კაცი ნაცებმა 53-ე სკოლის დირექტორადაც კი დანიშნეს, მაგრამ მოსწავლეებისა და მშობლების პროტესტის შემდეგ იძულებული შეიქნენ, დირექტორობიდან გაეშვათ და… საპატრიარქოში განემწესებინათ. ჩვენმა წყარომ გვითხრა, ოხანაშვილ-შავიშვილის მიერ საპატრიარქოში დამონტაჟებულ მისაყურადებელ აპარატურას დღემდე პოულობენ და პატრიარქს უმალავენო.

ამ ყველაფერში თითქოს არ იკვეთება პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილის დანაშაული, პირიქით, იგი ხელისუფლებას მსხვერპლად გამოჰყავს, მაგრამ პატრიარქის გარშემო შეკრებილ მეუფეთა მცირე ჯგუფი სულ უფრო ხშირად აპელირებს იმაზე, რომ თეთრუაშვილს ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს. საქმე ის არის, რომ ამ ქალბატონს ხელთ უპყრია საპატრიარქოს ბეჭედი და პატრიარქის ფაქსიმილე, ანუ ნებისმიერ მომენტში შეუძლია, საპატრიარქოს ბლანკზე პატრიარქის ხელმოწერით ნებისმიერი წერილი დაბეჭდოს, საპატრიარქოს ბეჭედი დაარტყას და გაგზავნოს… ვიღაც იტყვის, ამას როგორ იკადრებსო, მაგრამ უკვე იკადრა, ბატონებო! საქართველოს მაოხრებელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ახალი წელი პატრიარქის სახელით მიულოცა და, როგორც გაირკვა, ტელეფონითაც ესაუბრა. რატომ მისტირის თეთრუაშვილი პრეზიდენტყოფილს, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ პატრიარქს რამდენიმე მეუფემ სთხოვა, ეგებ ქადაგებაში თქვა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოში უნდა დაბრუნდეს და არ იდევნებოდეს ზვიად გამსახურდიასავითო. საქართველოს პირველ პრეზიდენტზე აქცენტი შეგნებულად გაკეთდა, რადგან სურთ, სააკაშვლი გამსახურდიას შეადარონ და მერე მიშას “ბრალი” ეროვნულობაში დასდონ, თორემ აღმაშენებელს უკვე შეადარა მიტროპოლიტმა კალისტრატემ. იმ კალისტრატემ, რომელიც, შესაძლოა, ცოტა ხნით, მაგრამ პატრიარქად მაინც მოგვევლინოს. პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს!), პატრიარქის ანდერძს ხსნის სინოდის ქიროტონიით (ხელდახმით) უპირატესი ეპისკოპოსი, ამ შემთხვევაში მეუფე კალისტრატე. თუ პატრიარქის ანდერძში მემკვიდრეზე მინიშნება არ არის, წმიდა სინოდის მოწვევისა და ახალი პატრიარქის არჩევის მომენტამდე პატრიარქის მოვალეობას სწორედ ეს ეპისკოპოსი, ამ შემთხვევაში კალისტრატე, ასრულებს. სხვათა შორის, მეუფე კალისტრატეს ნაციონალები მომავალ პატრიარქად განიხილავდნენ, ამაზე დაუფარავად საუბრობდნენ და, როგორ გგონიათ, ყველაზე მეტად ვის ეწყინებოდა ხელისუფლების ცვლილება “გადამწყვეტ მომენტამდე” ცოტა ხნით ადრე?!

მთავარი, რაც არ გვითქვამს: ანდერძზე ხელი მიუწვდება სწორედ ქალბატონ შორენას, ანუ მას თავისუფლად შეუძლია, საცავიდან პატრიარქის ანდერძი გამოიღოს, გადაწეროს, ბეჭედი დაარტყას, ფაქსიმილეთი ხელიც მოაწეროს და არკვიე მერე ტყუილ–მართალი… მე თქვენ გეტყვით და, “პერეგონშიკ” გრიგოლს შეაწუხებს სინდისი, არასრულწლოვნებზე მოძალადე სპირიდონი გაწითლდება თუ მეუფე პეტრე იტყვის რამეს?! ან მეუფე დიმიტრი, რომლისკენაც მიდის ყველა ის გზა, რომელიც პატრიარქის მოკვდინებას უკავშირდება, ხმალს ამოიღებს და “მარჯვნივ და მარცხნივ აკაფავს მტერს?!” არა, ბატონებო, ყველა თავის გადარჩენისთვის დაიწყებს ბრძოლას, ყველას მოუნდება ტახტზე დაჯდომა და, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხელისუფლების მხარდაჭერას მიიღებს ის, ვინც ყველაზე ლიბერალად წარმოაჩენს თავს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: დღეს მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები ეწინააღმდეგებიან ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინების დაკანონებას, დანარჩენები დანებდნენ თავიანთ ხელისუფლებას. აქვე ისიც ვთქვათ, რომ რამდენიმე დღის წინათ სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებამ იეჰოვას მოწმეები სექტად გამოაცხადა და მათი მოღვაწეობა აკრძალა. ამ ამბავში ჩვენთვის სასიხარულო არის ის, რომ საქართველოს ტერიტორიის მცირე ნაწილზე, თუნდაც ოკუპირებულზე, სექტა აიკრძალა. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ კი უკვე მართლა აღარ იცის, რომელი პოზა მიიღოს, ამერიკელ და ევროპელ პატრონებს რომ ასიამოვნოს…

როცა “დონ კიხოტს” იღებდნენ, მთავარი როლის შესასრულებლად, გენიალურმა ქართველმა მსახიობმა კახი კავსაძემ 45 კილოგრამი დაიკლო. ერთ-ერთ ეპიზოდში კახიზე მიუშვეს დამშეული ღორები, რომლებთანაც უნდა ეომა, მაგრამ ისე იყო დასუსტებული, მიხვდა, რომ ღორები შეჭამდნენ და გაქცევა დააპირა. რეჟისორი უყვიროდა, – ჩაუწექი კახი, ჩაუწექიო, – აქაოდა, კადრი არ გამიფუჭოო. და ბოლო ხმაზე იღრიალა თურმე მსახიობმა, – რომ ჩავუწვე, შემჭამენო. ჰოდა, ახლა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ლოგიკურიც არის ხმამაღლა ვიყვიროთ: არ ჩაუწვე, შეგჭამენ! ისედაც ხომ ხედავთ, ბატონებო, რომ ეპარქიების ნაწილი მკვლელებს, მოძალადეებს, ქურდებსა და ავანტიურისტებს აბარიათ…

ქართული პრესის მასალები 24 ოქტომბერი 2017 წელი
„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ალეკო ელისაშვილმა აჩვენა, რომ პარტიების დრო წავიდა” // „ამ შედეგებით ნაციონალურ მოძრაობას უფრო მოუწევს დაფიქრება, ვიდრე „ევროპულ საქართველოს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „აბა, სად არის მეორე ტური? აღარ უნდა გავიზარდოთ?!“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ბეჟან ნათელაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ პოლიტიკაში მარტო „ოცნება“ და „ნაციონალები“ დარჩნენ“ // „მოღალატეები პოლიტიკურად უნდა ჩავაქვესკნელოთ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ჩაჩუასთან: „2020 წელს ნაციონალები პარლამენტში უმრავლესობით მოვლენ“ // „ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყანაში ნაცქოცური დაჯგუფებით დაკომპლექტდა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „მინდა, რომ ნაციონალები გაქრნენ პოლიტიკური რადარებიდან“

„ახალი თაობა“, 24 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ალეკო ელისაშვილმა აჩვენა, რომ პარტიების დრო წავიდა” // „ამ შედეგებით ნაციონალურ მოძრაობას უფრო მოუწევს დაფიქრება, ვიდრე „ევროპულ საქართველოს“

პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ადგილობრივ არჩევნებში პოლიტიკური პარტიების მიერ დადებულ შედეგებზე საუბრობს.

- ბატონო რამაზ, თქვენ ამბობთ, რომ პარტია, რომელსაც არასდროს არ გაუმარჯვია, დროა სახლში წავიდეს. თბილისში უპარტიო კანდიდატის ალეკო ელისაშვილის მიერ დადებულმა შედეგმა მართლაც ხომ არ დააყენა ასე საკითხი, რომ დრომოჭმული პარტიების დრო დასრულდა?

- არის ეს განწყობა ანალიტიკოსებში და არის მოსახლეობაში, ეს აჩვენა თუნდაც ამ არჩევნებმა. თუმცა, წასვლაში ალბათ უფრო იგულისხმება ის, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, უნდა დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ რაღაც ისე არ არის. ან შეიძლება გარკვეული ვაკუუმი გვქონდეს, რომ ახალი ძალები ბუნებრივად გაჩნდნენ, დაიბადონ, დაბადება მტკივნეული პროცესია, მაგრამ მას ალტერნატივა არ აქვს.

- ალეკო ლისაშვილის შედეგმა ეს სურათი კიდევ უფრო წარმოაჩინა, უფრო გაამძაფრა?

- დიახ, კიდევ უფრო გაამძაფრა. ელისაშვილის შედეგმა აჩვენა, რომ პარტიების დრო წავიდა. ელისაშვილს პარტიებმა გაუკეთეს შეთავაზება თავის დროზე, მაგრამ ელისაშვილმა კარგად გათვალა, რომ საქართველოში პარტიები პოპულარულები არ არიან და მან ეს ნაბიჯი არ გადადგა. თუ ელისაშვილი პარტიული კანდიდატი იქნებოდა, ამის ნახევარსაც ვერ აიღებდა. უფრო ინდივიდუალური პოლიტიკა მოდის წინა პლანზე. ადამიანებს მობეზრდათ პარტიები, რომლებიც პარტიების გადარჩენაზე უფრო არიან ორიენტირებულები, ვიდრე ქვეყნის განვითარებაზე, მის წინსვლაზე.

ინდივიდუალური პოლიტიკა წინა პლანზე მოდის ევროპულ ქვეყნებშიც. აღარაფერს ვამბობ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, სადაც მთლიანად სისტემა ინდივიდზე, მაჟორიტარზეა აწყობილი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციისთვის ცივი შხაპი იყო. მე ვიტყოდი, არანაკლები ცივი შხაპი არის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, მაგრამ აქ მოულოდნელი არაფერი არ იყო. ეს ყველაფერი წინასწარვე იყო ცნობილი, რომ ასე მოხდებოდა. მოხდა ის, რაც სრულიად კანონზომიერი იყო. მაგალითად, თბილისის საკრებულოში შედის დეპუტატთა უდიდესი ნაწილი მმართველი პარტიიდან და თითო-ოროლა ოპოზიციონერი დეპუტატის შესვლაზეა საუბარი.

ამ შედეგებმა პარტიებს მისცა შესაძლებლობა, რომ დაფიქრდნენ და შემდეგ ისე გადადგან ნაბიჯები. უნდა მიხვდნენ, რომ რაღაც შესაცვლელია.

- ამას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ვერ მიხვდნენ, თუ პრობლემა უფრო ღრმაა და უფრო მეტია გასაკეთებელი?

- სავსებით გეთანხმებით, რომ პრობლემა უფრო ღრმა არის, მაგრამ ისინი არიან ოპოზიცია, ისინი არიან პარტიები და ეს მათი გასაკეთებელი საქმეა, სხვა ვერავინ გააკეთებს მათ მაგივრად.

- ნაციონალური მოძრაობის შედეგებზე რას იტყვით? მათ თბილისში მეორე ადგილი დათმეს მერის პოზიციაზე…

- ნაციონალურ მოძრაობას უფრო მეტად მოუწევს დაფიქრება, ვიდრე მათგან გამოყოფილ “ევროპულ საქართველოს”, რადგან აქ ზრდის ტენდენცია შეინიშნება, ნაციონალურ მოძრაობასთან კი პირიქით, კლების.

- შეიძლება ვთქვათ, რომ ალეკო ელისაშვილმა სერიოზული დარტყმა მიაყენა არა იმდენად ზაალ უდუმაშვილს, რამდენადაც ნაციონალურ მოძრაობას?

- სრულიად გეთანხმებით, სწორი ანალიზია. ნაციონალურმა მოძრაობამ ამომრჩევლის მიზიდულობა დაკარგა. ეს მიზიდულობა ზაალ უდუმაშვილს კი არ დაუკარგავს, პარტიამ დაკარგა.

- ამას რითი ხსნით?

- ამის ბევრი მიზეზი არის. პირველ რიგში, ინტერესი თავად მიხეილ სააკაშვილს გაუნელდა. სააკაშვილი გადაერთო უკრაინაზე, ნაციონალებისადმი თუნდაც მისი ერთგული ამომრჩევლის ინტერესი გაცივდა. ის მხარდაჭერაც, რაც დღეს ნაციონალებმა დადეს, მიხეილ სააკაშვილის რეიტინგია. თუ სააკაშვილმა კიდევ უფრო მკაფიო მოძრაობა გააკეთა, რითაც აჩვენებს, რომ კიდევ უფრო არ აინტერესებს მას ნაციონალური მოძრობა, მაშინ ნაციონალები ამ პროცენტულ მაჩვენებელსაც დაკარგავენ. პარტია ნაციონალურმა მოძრაობამ თავის ამომრჩეველს სიახლე ვერ შესთავაზა, სახეებს არ ვგულისხმობ, სახეები სწორედაც ახლები იყვნენ, მაგრამ ძველებური ინტონაციით, ნაცნობი ინტონაციით. მათ აგრესიულ სტილში არაფერი შეცვალეს, დატოვეს იგივე და პრობლემაც ამაშია.

- “ევროპული საქართველო” თავისი შედეგით უკმაყოფილო არ არის, ისინი ამბობენ, რომ ახალი პარტიაა და ეს მისაღები შედეგია. რატომ არის დღეს გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას პარტია ამომრჩევლისთვის მისაღები? აქ მთავარი ხომ არ არის, რომ მათ არ უჭირთ შეცდომების აღიარება?

- მერწმუნეთ, უფრო სრულფასოვანი აღიარება რომ ყოფილიყო მათი მხრიდან, უფრო შედეგიანი იქნებოდა მათი პარტია თუნდაც ამ არჩევნებზე. შეცდომებს აღიარებენ და არა დანაშაულს, სწორედ ამიტომ გაუჭირდა ამომრჩეველს ნდობის მანდატის მიცემა თუნდაც ელენე ხოშტარიასთვის, რომელიც მართლაც არ ასოცირდება არანაირ დანაშაულთან და არანაირ შეცდომასთან. ადამიანებს არ აქვთ გარანტია, რომ ეს ძალა თუ ხელისუფლებაში მოვა, არ გაიმეორებს იგივე დანაშაულს. სანამ თავად არ შეაფასებენ კარდინალურად თავიანთ დანაშაულს და ამას ხმამაღლა არ იტყვიან, არ მოიბოდიშებენ, გულწრფელი სინანული არ ექნებათ, მანამდე იქნება ეს უნდობლობა. მიუხედავად ამისა, ისინი კიდევ უფრო გააქტიურდებიან და „ევროპული საქართველო“ ალბათ კიდევ უფრო წამოიწევს წინ.

- „პატრიოტთა ალიანსიც“ არის ერთ-ერთი ის პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა...

- სიმართლე გითხრათ, „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან უფრო მეტ შედეგს ველოდი. თუმცა, მათ მიერ ნაჩვენები შედეგებით ვნახეთ, რომ ისინიც უფრო დაბლა არიან, ვიდრე გაიზარდნენ.

- რატომ, რა არის ამის მიზეზი?

- დიდი მქუხარე განცხადებები, რომლებიც იყო თუნდაც საპარლამენტო არჩევნების წინ, შემდეგ შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ რა ნახა ხალხმა, რა შედეგი მიიღო ამით?! არ გამოვრიცხავ, რომ მათ თავიანთ სტრატეგიას გადახედონ, თუმცა, აქტიურობა, საპროტესტო აქციები, სკანდალური განცხადებები, როგორიც არის ნატო და რუსეთი ერთდროულად, მათი ნიშაა, მაგრამ რა დიდ დივიდენდებს მოუტანს, როგორც პარტიას, ეს არის აქ მთავარი.

ეს ოთხი პარტია პოლიტიკაში დარჩენის შანსს ინარჩუნებს. დანარჩენებს კი განაჩენი თავად ამომრჩეველმა გამოუტანა. თუ ოპოზიცია არ შეცვლის რადიკალურად თავის მიდგომებს, სტილს, რიტორიკას, სანამ რადიკალურად არ გადაჯგუფდება, მანამდე შედეგები ოპოზიციისთვის კიდევ უფრო დამანგრეველი იქნება.

მოგეხსენებათ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარი სამზადისია დიდი არჩევნებისთვის, საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს იყო ტესტი, რომელიც ვნახეთ. საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს არის, იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ოპოზიციამ რადიკალური ცვლილებები უნდა მოასწროს.

„ახალი თაობა“, 24 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „აბა, სად არის მეორე ტური? აღარ უნდა გავიზარდოთ?!“

„ახალი თაობის“ კითხვებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პასუხობს.

- ბატონო გიორგი, „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ოპოზიციას კი ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვსო. თუ გამოიკვეთა ძირითადი პრობლემები?

- პირველ რიგში ეუთოს დასკვნა არის საინტერესო, რომელიც უფრო გაუარესებულია, ვიდრე წინა არჩევნების შეფასება. იმიტომ, რომ სიტყვა კონკურენტული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების შეფასების დროს, უკვე ამოღებულია ამ დასკვნაში. ფაქტია, რომ არაკონკურენტული გარემო იყო შექმნილი.

- შედეგებზე რას იტყვით?

- რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, ჩვენთვის, როგორც სტარტაპ პარტიისთვის, საკმაოდ საინტერესო შედეგებია. თბილისში 3,5%, რომელიც ავიღეთ, არის მთლიანად იდეის გარშემო შემოკრებილები, იდეის მხარდამჭერები, ვინც ხმა მოგვცა. ჩვენ ნამდვილად არ გვქონდა იმის რესურსი, რომ კარდაკარ გვევლო და თითოეული ამომრჩეველი გამოგვეყვანა. ბევრი ახალი რამ შევთავაზეთ ამომრჩეველს, მათ შორის ძალიან განსხვავებული პროგრამა, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრს დააფიქრებს შემდეგ არჩევნებზე, რომ უარი თქვან პოპულიზმზე, ისევე, როგორც ჩვენ ვთქვით უარი.

- რა გახდა ოპოზიციის მარცხის მიზეზი?

- თუ გახსოვთ, ჩვენ გაერთიანებას ვთავაზობდით პროდასავლურ ძალებს პრაიმერის მექანიზმთან დაკავშირებით, ისინი გვეუბნებოდნენ, რომ მეორე ტურში გავერთიანდეთ და ასე შემდეგ. აი, ესეც მათი მეორე ტური! ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ აბსოლუტურად სწორი პოზიცია გვქონდა ჩვენ.

- რატომ არ წამოვიდა ოპოზიცია გაერთიანებაზე?

- სამწუხაროდ ვიწრო პარტიულ და ვიწრო პერსონალურ ინტერესებს ვერ გასცდნენ სხვა პოლიტიკური ძალები და ამიტომაც მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. ჯამურად რომ დავთვალოთ ოპოზიციური ხმები, თითქმის იგივეა, თუნდაც ამ არათანაბარ პირობებში, რაც მიიღო მმართველმა ხელისუფლებამ. ოპოზიციური პარტიები რომ გავერთიანებულიყავით, შესაძლოა, გამარჯვებაზეც გვეფიქრა პირდაპირ პირველივე ტურში.

- იყო ამის შანსი?

- ამის რეალური შესაძლებლობა ნამდვილად იყო. დაქსაქსული ოპოზიციის პირობებში, როცა ყველა თავისკენ ექაჩებოდა და არა მხოლოდ ხელისუფლებასთან იყო კონკურენტი, არამედ ერთმანეთის კონკურენტი იყო, ხმების მობილიზება იყო რთული და ნაკლებად დამაჯერებელი იყო მოსახლეობისთვის, რომ ოპოზიციის რომელიმე ნაწილი შეძლებდა გამარჯვებას ამ არჩევნებში.

- უკვე მერამდენე არჩევნებში იგემა მარცხი ოპოზიციამ. ეს არის ლიდერომანიით შეპყრობილი ოპოზიცია თუ ისინი ხელისუფლების თამაშს თამაშობენ?

- ხელისუფლების გარკვეული ნაწილი ხელისუფლების თამაშს თამაშობს, ოპოზიციის მეორე ნაწილი უბრალოდ ჩაკეტილია საკუთარ ჩარჩოში და ვერ იხედება იმის გარეთ. იმისი ინტერესია, რომ თავისი ხუთი კაცი გაიყვანოს სადღაც. ზოგიერთის ინტერესია, რომ კვალიფიციური სუბიექტის დაფინანსება ჰქონდეს და მეტი არაფერი. აი, ეს არის სამწუხარო.

მე წუწუნი არ მახასიათებს და ამიტომ ვამბობ, „ქართული ოცნება“ რომ ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებდა, დიდ ფინანსურ რესურსს გამოიყენებდა, საარჩევნო დღეს რომ ყველაზე მეტად ორგანიზებული იქნებოდა, ეს ხომ ორჯერ ორი ოთხია?! ვინმე არ ელოდა ამას?! ამას, შესაძლოა, დაპირისპირებოდა ერთიანი ძალით მომუშავე ოპოზიციური პარტიები. თუ დამარცხებისთვის იბრძვიან და მეორე-მესამე ადგილისთვის, ითვალონ ახლა თავისი პროცენტები და იყვნენ. 7%-ს მიიღებ, 4%-ს თუ 14%-ს, მარცხი მარცხია! ამიტომ იყო ჩვენი მოწოდება, რომ გავერთიანებულიყავით. ჩვენ კარგი გამოცდილება მივიღეთ, შევიძინეთ იდეური მხარდამჭერები და ეს არის ჩვენთვის ძალიან ღირებული.

- ყველა ელოდა რატომღაც მეორე ტურს და ბევრს საუბრობდნენ ამაზე. რატომ შეცდა ოპოზიცია?

- ჯერ ერთი, მეორე ტური რომც ყოფილიყო, ხომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ მეორე ტურში არანაირი რესურსი ბრძოლისა არ არსებობს. მეორე დღეა და შეხედეთ, რა ხდება, ჩვენ გარდა, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ღრმა ძილით დაიძინა. ახლა ალბათ ერთთვიან შვებულებებს გამოაცხადებს ყველა. მეორე ტურისთვის ბრძოლა თავიდანვე არის აზრს მოკლებული.

- რატომ არის აზრს მოკლებული?

- იმიტომ, რომ საქართველოში არჩევნები არის ერთი დღე. ეს არის ადამიანების ფსიქოლოგია. შემდეგ უკვე პირველ ტურში ვინც დიდი უპირატესობით იმარჯვებს, ის იმარჯვებს მეორე ტურშიც. ეს არის რეალობა. კალაძეს რომ 48% აეღო და ელისაშვილს 19%, მეორე ტურში ხომ მაინც კალაძე გაიმარჯვებდა?! აი, ეს არის რეალობა. ამიტომ ვამბობდით, რომ მოდით, ყველა ერთად მოვემზადოთ ამ ერთი დღისთვის. ერთადერთი შანსი ამ არჩევნებში გამარჯვების იყო ერთობლივი ბრძოლა.

- ექსპერტებიც აკეთებდნენ პროგნოზებს, რომ მეორე ტური შედგებოდა…

- იმ ექსპერტებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ ოპოზიცია არ უნდა გაერთიანებულიყო, არც პრაიმერი იყო საჭირო და მეორე ტური იქნებოდა მთავარი, ვეტყვი, რომ მოძველდნენ და სად არის მეორე ტური, რომელსაც თქვენ ამბობდით?!

- სერიოზულად გაიწმინდება პოლიტიკური ველი და ბევრი პარტია ჩაიძირება?

- ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ დიახაც, ძალიან დიდი ტექტონიკური ძვრები იქნება პოლიტიკურ სპექტრში. ის, რომ უსისტემო კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა მიიღო ამხელა მხარდაჭერა, კარგი და ნათელი მაგალითია იმის, რომ ხალხს უნდა სიახლე. ახალი ადამიანები სჭირდებათ პოლიტიკაში. ამიტომ შემდეგ არჩევნებზე გამარჯვების ერთადერთი შანსია, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი ადამიანი პოლიტიკაში და მეტი ახლებური მიდგომა და სწორი სტრატეგიები. არ შეიძლება, რომ 5 წლის მანძილზე მუდმივად პოლიტიკური ძალები მარცხდებოდნენ არჩევნებში და ერთი და იგივე სცენარით მიდიოდნენ შემდეგ არჩევნებზე. ხომ უნდა გავიზარდოთ?! რა, ვინმეს სჯერა იმის, რომ მომდევნო წელს, საპრეზიდენტო არჩევნებზე, „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურსს და ფინანსურ რესურსს აღარ გამოიყენებს?! ზუსტად იგივე მექანიზმებს გამოიყენებს და ამისთვის უნდა მოვემზადოთ.

„ახალი თაობა“, 24 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ბეჟან ნათელაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ პოლიტიკაში მარტო „ოცნება“ და „ნაციონალები“ დარჩნენ“ // „მოღალატეები პოლიტიკურად უნდა ჩავაქვესკნელოთ“

რა დავალება მისცა ივანიშვილმა თავის ემისრებს, რა გეგმა აქვთ „ნაციონალებს“ და „ოცნებას“, ამ თემებზე „ახალ თაობას“ ლეიბორისტული პარტიის წევრი ბეჟან ნათელაშვილი ესაუბრება. „2012 წლიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოში 5 არჩევნები ჩატარდა და აქედან მხოლოდ ერთი არ გაუყალბებიათ. არჩევნები 2012 წელს არ გაყალბებულა. ის არჩევნები ნაციონალებმა და მათმა ცესკომ ჩაატარეს“, – ამბობს ბეჟან ნათელაშვილი.

- ნაციონალების ჩატარებული არჩევნები ახსენეთ და იყო დრო, როცა ლეიბორისტები მათ არჩევნების გაყალბებაში სდებდით ბრალს...

- ამ ბრალდებებს ახლაც გავიმეორებ – 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ნაციონალები ყოველთვის აყალბებდნენ არჩევნებს. მხოლოდ ერთხელ არ გააყალბეს და ქვეყნის სათავეში საუკუნის ყველაზე დიდი გამყალბებელი მოვიდა. ივანიშვილის მოსვლის შემდეგ, საქართველოში არჩევნები ყალბდება და ყალბდება. დროთა განმავლობაში გაყალბების მექანიზმი შეიცვალა. ადრე პრიორიტეტი სომხურ კარუსელს და ბიულეტენების გატაცებას, ასევე უბნებზე დენის გათიშვას ენიჭებოდა. დღეს არჩევნებზე უბრალოდ ყიდულობენ ამომრჩეველს. რეგიონებში ამის არაერთი ფაქტი გამოვლინდა. თბილისში ეს უფრო დახვეწილი მეთოდით გააკეთეს.

- დახვეწილ მეთოდში რას გულისხმობთ?

- არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მათ მისცეს ფულადი დახმარება. სამაგიეროდ, არჩევნების დღეს სიები ეკავათ ხელში და ვინც არ მოდიოდა, შავ დღეს აყრიდნენ. შალვა ნათელაშვილის თქმის არ იყოს, 41-ის შემოსახაზავად ხალხს ნახირივით მოერეკებოდნენ. მერე ვიღაცას შეიძლება ეწყინოს, ნახირი გვიწოდაო.

- მოდი და ნუ გეწყინება...

- საწყენი ისაა, რომ ხალხი ასეთ დამოკიდებულებას ითმენს. ადამიანისგან განსხვავებით, ძროხას ტვინი არა აქვს, ვერ ხვდება, რომ ერთი მუჭა ბალახის გამო მისი ხბოს წილი რძე პატრონს არ უნდა მისცეს. ადამიანი უნდა ხვდებოდეს, რომ ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღებით, ყაჩაღები მას 4 და 5 წელი მოწველიან. ამომრჩევლის მოსყიდვა კანონითაც აკრძალულია, მაგრამ ჩვენთან კანონებს ვინ იცავს. მაქსიმალურად გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული რესურსი, რაც ასევე კანონით აკრძალულია. ამ და სხვა მეთოდებით, ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა და მთელი საქართველოს უზურპაცია მოახდინა. ამის მწარე შედეგებს ხალხი რამდენიმე კვირაში მოიმკის. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, რამდენიმე კვირაში დენის, წყლის, დასუფთავების და ბუნებრივი აირის საფასური გაიზრდება. ლარის გაუფასურება ახალ მასშტაბებს შეიძენს. საბოლოოდ იქამდე მივა საქმე, რომ 41-ის შემოხაზვის ცოდვით დამძიმებული ადამიანები თვითონვე გამოვარდებიან კეტებით თავისი არჩეულების დასამხობად.

- თქვენ მართლა გჯერათ, რომ ხალხი სოციალური მოთხოვნებით ქუჩაში გამოვა?

- რა თქმა უნდა, გამოვა. მათ ხელისუფლებამ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. ამ ქვეყანაში არჩევნები, ჩათვალეთ, რომ გაუქმებულია.

- რას ნიშნავს გაუქმებულია?

- ისეთი კანონები მიიღეს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა წარმოუდგენელია. ასეთ დროს პროცესები ქუჩაში გადადის.

- ქუჩაში გამომსვლელი ჯერ არავინ ჩანს...

- აუცილებლად გამოვლენ. გაორმაგებული ქვითრები როცა მიუვათ, გამოვლენ. ყველაფერს თავისი დრო აქვს და ქუჩაში გამოსვლის დროც დადგება. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ რევოლუცია მოდის.

- არჩევნების დასრულების შემდეგ გამუდმებით მიდის მოწოდებები იმის შესახებ, რომ არჩევნებში დამარცხებული პარტიები პოლიტიკიდან უნდა წახვიდეთ. ამას თქვენ სოციალურ ქსელში საკმაოდ მწვავედ გამოეხმაურეთ...

- რა თქმა უნდა, მწარედ გამოვეხმაურე. ეს მოწოდებები უკვე მიზანმიმართული კამპანიის სახეს ატარებს. ეს მესიჯი პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისგან არის გაშვებული.

- ივანიშვილს რაში სჭირდება ამ პარტიების გაქრობა?

- მას პოლიტიკაში არ აწყობს ისეთი ხალხი, რომელიც მის წინააღმდეგ წავა. ძალიან მალე ყველაფერზე მოიმატებს ტარიფი და რაში აწყობს, რომ ამის წინააღმდეგ რომელიმე პარტიამ გაილაშქროს. ამის გარდა, დიდი შანსია, რომ ეს იყოს ნაციონალებთან გარიგება. ქოცებსაც და ნაცებსაც უნდათ, რომ ბურთი და მოედანი მათ დარჩეთ. ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ როდის ითხოვდა, შუა უნდა გაიკრიფოსო.

- არადა იყო დრო, როცა ლეიბორისტებს გაბრალებდნენ ნაციონალებთან თანამშრომლობას...

- ეს საერთოდ ასეა, ადამიანს და პარტიას ის უნდა დააბრალო, რასაც მთელი ცხოვრება ებრძვის. ივანიშვილს მალე მოუწევს პოლიტიკურ პენსიაზე წასვლა და მერე მაგასთანაც დაგვაბრალებენ თანამშრომლობას. როცა ის პოლიტიკიდან წავა, მერე ნახავთ, როგორ გალანძღავს მას ის ხალხი, ვინც დღეს მის დაკვეთებს ასრულებს. ხალხი, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს სახლში წასვლისკენ მოგვიწოდებს, ოლიგარქის დამკვეთის შემსრულებელია. ისეთ საზოგადოებრივ აზრს ქმნიან, თითქოს პოლიტიკაში მხოლოდ ახალი სახეები უნდა დარჩნენ.

- „ოცნებაში“ და ნაციონალებში, გნებავთ „პატრიოტთა ალიანსში“ რომელია ახალი სახე?

- საქმეც ისაა, რომ სულ ძველები და გაცვეთილებია. ეგენი ძველ სახეებზე მეტად აქტიურ პოლიტიკოსებს ერჩიან. ივანიშვილი პოლიტიკას ისეთი ხალხისგან წმენდს, ვინც უსამართლობას ებრძვის.

- თქვენი აზრით, წავა რომელიმე პარტია პოლიტიკურ შვებულებაში?

- ვერ გეტყვით, საკმარისია, ოპოზიცია ოლიგარქის ნებას დაემორჩილოს, რომ ის მთელ საქართველოს საყდრისის საბადოსავით ააფეთქებს. ამიტომაც არ უნდა დარჩეს მას ბურთი და მოედანი. ივანიშვილმა რაც არ უნდა ახალი სქემა მოიფიქროს, აღარაფერი გამოუვა. არ გამოუვა იმიტომ, რომ თავად არის ძველი. ჩემი ვარაუდით, ოპოზიცია ფარ-ხმალს არ დაყრის და ბრძოლას გააგრძელებს. ჩვენ გაჩერების უფლება არა გვაქვს, რადგანაც ამის იქეთ არის ქვესკნელი. ჩვენ კი არ გვინდა ქვეყანა უფსკრულში გადაიჩეხოს. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მოღალატეები პოლიტიკურად ჩაქვესკნელდნენ.

„ახალი თაობა“, 24 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ლევან ჩაჩუასთან: „2020 წელს ნაციონალები პარლამენტში უმრავლესობით მოვლენ“ // „ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყანაში ნაცქოცური დაჯგუფებით დაკომპლექტდა“

ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგებზე „ახალ თაობას“ მოძრაობა „ქართული იდეის“ ლიდერი ლევან ჩაჩუა ესაუბრა. „გამართლდა ის, რასაც ვამბობდი – ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით ნაცქოცური დაჯგუფებით დაკომპლექტდა“, – ამბობს იგი.

- პირველ ადგილზე ყველგან მმართველი პარტიაა, ნაცმოძრაობის მეორე ადგილი კი უჩვეულო მოვლენა არ არის. სად ჩანს ნაცქოცური შეთქმულება?

- ამ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა და მისი განშტოება, რომელსაც „ევროპული საქართველო“ დაარქვეს, ცალ-ცალკე გამოვიდა. ამ გზით ჯამში მათ დიდ წარმატებას მიაღწიეს და ერთად ბევრი მანდატი აიღეს. თუ ამას მივუმატებთ „ქართულ ოცნებას“, სადაც პორტირებული ნაციონალი უფრო მეტია, ვიდრე ნაცმოძრაობის მოწინააღმდეგე, აშკარად დავინახავთ, რაც მოხდა. ესაა გენერალური რეპეტიცია იმისა, რაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უნდა მოხდეს.

- იმ დროისთვის რა იგეგმება?

- თუ არ გამოვფხიზლდით, 2020 წელს ნაციონალები პარლამენტში უმრავლესობით მოვლენ და ნაციონალური მოძრაობა ცალკე, ან თავის განშტოებებთან ერთად, იქნება ხელისუფლებაში, „ქართული ოცნება“ კი მთავარი ოპოზიციის როლს შეასრულებს. ასეთია გეგმა. როგორც ჩანს, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის შედგა გარიგება. ამ შეთქმულების თანახმად, ორი საპარლამენტო ვადის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ისევ ნაციონალურ მოძრაობას დაუთმობდა. ამ არჩევნებზეც ამ გარიგებული ხალხის ვირეშმაკობა ვნახეთ. ვერ გავიგე, რას ზეიმობენ სხვები. ყველგან ნაცქოცური შემადგენლობაა, მათგან მენტალურად განსხვავებული ოპოზიცია საკრებულოებს არ გააკარეს.

- დედაქალაქის საკრებულოში პატრიოტთა ალიანსიც ხომ მოხვდა?

- იმისთვის, რომ პატრიოტთა ალიანსს ორი კაცი შეეყვანა საკრებულოში, შიმშილობა და მიტინგები დასჭირდა.

- ეს პარტია საპროტესტო აქციებს ისევ აანონსებს...

- ეს ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას ჰგავს. პარტიები, რომლებიც ერთმანეთის ოპოზიციად ითვლებიან, როგორი შეხმატკბილებული არიან `ქართულ ოცნებასთან~! ნაციონალურმა მოძრაობამ ბიძინა ივანიშვილს ძეგლი უნდა დაუდგას, რომ ეს ძალა არა თუ გადაარჩინა, არამედ მთავარ ოპოზიციად დაგვიტოვა. როგორც ვვარაუდობდი, ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი არჩევნებზე არ მივიდა. ამ ადამიანებმა ვერ ნახეს ალტერნატივა, მესამე პოლუსი, რომელსაც ხმას მისცემდნენ. მმართველმა პარტიამ და ნაციონალურმა მოძრაობამ მოახდინეს თავიანთი მხარდამჭერების მობილიზება. ქვეყნის საუბედუროდ, ნაცმოძრაობას ისევ დარჩა მომხრეები. ამოქმედდა ადმინისტრაციული რესურსი, მოქალაქეების მოსყიდვა როგორც მმართველი პარტიის, ისე ნაცმოძრაობის მხრიდან და მივიღეთ სურათი, რომლის შესახებ ყველას ვაფრთხილებდი.

- ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი და სხვები, ამ არჩევნების შემდეგ ალაპარაკდნენ იმაზე, რომ საქართველოში აღარ დარჩა ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შესაძლებლობა...

- კარგი იქნებოდა, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს ამგვარი განცხადება ჭეშმარიტი ოპოზიციის გარემოცვაში და არა ოდიოზური პოლიტიკოსების გვერდით გაეკეთებინა.

- ოდიოზური პოლიტიკოსები ვინ არიან?

- ისინი, ვინც ნაცმოძრაობასთან კავშირში იმყოფებოდნენ და ახლაც იმყოფებიან. ბაჩუკი ქარდავა იქნება ეს, პაატა დავითაია, ზურაბ ხარატიშვილი თუ შალვა ნათელაშვილი. მათთან არის მამუკა კაციტაძე, რომლის მოწონებული საარჩევნო სიებით ისევ ყალბდება არჩევნები. აუცილებელია ნამდვილი ოპოზიციის გაერთიანება, მძლავრი მესამე პოლუსის შექმნა, რომელიც ხალხს ნდობას აღუძრავს და არჩევნებზე მიიყვანს. სამწუხაროდ, ეს მოწოდება აქამდე არ იქნა შესმენილი.

- იმედოვნებთ, რომ თუ მძლავრი ოპოზიციური ერთობა ჩამოყალიბდა, ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვლება?

- ეს მოხდება გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ძლიერი გაერთიანების შექმნის შემდეგ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის. თუ საჭირო გახდა, ამ მოთხოვნით უნდა მოვაწყოთ საპროტესტო აქციები და ზემოქმედება მოვახდინოთ ხელისუფლებაზე.  საარჩევნო სიების გასწორებასთან ერთად, შესაქმნელია თანაბარი პირობები. ცესკო დასაკომპლექტებელია საზოგადოების სანდო წარმომადგენლებით. თუ საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერებიც დაიდგმება, მაშინ არჩევნებს ვერ გააყალბებენ. უმნიშვნელოვანესია ამომრჩევლის დაინტერესება. თუ არამარიონეტი, არამართული ძალები გავერთიანდებით, ნდობას გავუჩენთ ადამიანებს. მაშინ არჩევნებზე შეიძლება ამომრჩევლის 80% მოვიდეს. თუ ამას საარჩევნო ცვლილებებიც დაერთო, შევძლებთ ხელისუფლების შეცვლას, დანაშაულებრივი კოაბიტაციის დასრულებას. ამით წერტილს დავუსვამთ ნაცქოცურ შეთქმულებას ქართველი ერის წინააღმდეგ.

„ახალი თაობა“, 24 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „მინდა, რომ ნაციონალები გაქრნენ პოლიტიკური რადარებიდან“

21 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს „ახალ თაობასთან“ ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აფასებს.

- ბატონო ვახტანგ, როგორ ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები?

- ამ არჩევნებმაც ის აჩვენა, რაც წინა არჩევნების დროს იყო.

- რას გულისხმობთ?

- საზოგადოება დაპირისპირებულია. არის ნაცმოძრაობის ელექტორატი და ანტინაცმოძრაობის ელექტორატი. ოთხი პოლიტიკური ძალა შევიდა საკრებულოებში. „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ანტინაციონალური ძალებია, ხოლო ნაცმოძრაობა, ე.წ. ევროპული საქართველო კი მათი მოწინააღმდეგე. შედეგები კვლავ ამ ოთხ ძალას შორის გადანაწილდა. საქართველო ვერ გასცდა მიშიზმის ფენომენს.

- იქნებ გარკვეულმა სუბიექტებმა სწორი საარჩევნო კამპანია ვერ აწარმოეს და იმის ბრალია არჩევნების შედეგებიც...

- არა. პოლიტიკურმა სუბიექტებმა საარჩევნო კამპანია სწორად აწარმოეს, მაგრამ მიშიზმი არის ქართული საზოგადოების მოუშუშებელი ჭრილობა. ამ არჩევნებმა კარგად გამოავლინა დუალიზმი, ანუ დაპირისპირება, საზოგადოების გახლეჩილობა.

- თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რამდენი ამომრჩეველი მივიდა უბნებზე, დაახლოებით 43 თუ 45%...

- აქტივობა საკმაოდ დაბალი იყო, ამომრჩევლის 55% ყველა პოლიტიკურ ძალას პროტესტს უცხადებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ პოლარიზებულ საზოგადოებაში. ქვეყანა არის სამოქალაქო დაპირისპირების ქვეშ. საზოგადოება დაყოფილია მიშისტებად და ანტიმიშისტებად, ეს აშკარად გამოიხატა. ამას ყურადღებას არავინ აქცევს.

- მე მგონი, ზოგს შესაბამისი რეკლამაც არ ჰქონდა. მაგალითად, როდესაც რეკლამას იწყებ ფრაზით: „სოხუმს და ცხინვალს ვერ დავიბრუნებთ, თუ არ გვექნება დიალოგი…“-ო და ზაფრავ ადამიანებს, რა მოგებაზეა საუბარი?

- დიახ, პოლიტიკურ ტექნოლოგიებს სჭირდება განვითარება. პოლიტიკური მარკეტინგი ძალიან დაბალ დონეზეა, განუვითარებელია. ამომრჩევლისათვის გზავნილების მიწოდების ფორმა და შინაარსი საკმაოდ დაუხვეწავია, რაც პოლიტიკური სუბიექტების წინააღმდეგ მოქმედებს. არ შეიძლება ადგილობრივ არჩევნებში იყო ჩართული და ამომრჩევლებს ისეთ რაღაცას ჰპირდებოდე, რაც არ არის ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტი. ეს არის ანომალია.

- რამდენადაც ვიცი, ამერიკაში კონკრეტულ კანდიდატთან შესახვედრად მიდის მხოლოდ მისი მხარდამჭერი. აქ კი ამომრჩეველი ყველა კანდიდატთან მიდის შეხვედრაზე.

- გეთანხმებით, მაგრამ გააჩნია, ამომრჩეველი ვინ არის. თუმცა, პოლარიზაცია არსებობს. ისეთი კურიოზებიც იყო ამ არჩევნების დროს, რომ ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი საწინააღმდეგო პარტიის წარმომადგენელს ურეკავდა, მიუხედავად ამისა, პოლარიზაცია არსებობს.

- ხმის მიცემის პროცესი როგორი იყო?

- ხმის მიცემის პროცესი მშვიდი იყო. მე რაიონში ვიყავი დამკვირვებელი და არჩევნების პროცესს ვესწრებოდი. გადაცდომები იყო, მაგრამ ისეთი მასშტაბის არა, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენა ჰქონოდა, როგორც მიშა სააკაშვილის პერიოდში, ადამიანებს ხმის მიცემის დროსაც რომ ატერორებდნენ.

- კურიოზული ის იყო, რომ „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს არ დაეთანხმა თბილისის მერობის ნაცების კანდიდატი უდუმაშვილი, რომელიც შედეგით გაბრაზებული გახლდათ...

- ახალი ტექნოლოგია გამოიყენეს. უნდოდათ საზოგადოებისთვის დაენახვებინათ, რომ „რუსთავი 2“ სწორ ინფორმაციას გადმოსცემს, თორემ ამომრჩეველზე მიდიოდა ზეწოლა და ამიტომ მიიღეს დაბალი შედეგი.

- უდუმაშვილი რატომ იყო გაბრაზებული და რატომ ეგონა, რომ მოსახლეობა მასობრივად მხარს დაუჭერდა მაშინ, როცა თავის თავზე აიღო სააკაშვილის ცხრაწლიანი ჯალათური მმართველობის პასუხისმგებლობის ტვირთი?

- ახალი პოლიტტექნოლოგია იყო ამოქმედებული. ბუნებრივია, მას უნდა გამოეხატა პროტესტი. უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ არჩევნების პროცესზე იყო ზეწოლა, უბნებზე ამომრჩეველზე პირდაპირი დამუქრება ხდებოდა და მივიღეთ დაბალი პროცენტიო. ადრე სხვა ტექნოლოგია ჰქონდათ, ახლა სხვა ტექნოლოგია შემოიტანეს. არჩევნების ლეგიტიმურობაზე მუშაობდნენ როგორც ნაცები, ისე ევროპული საქართველო. ეს იყო ახალი მიდგომა.

- ამომრჩევლის 55%-ს დღეს არსებული პოლიტიკური სპექტრი არ მოსწონს. „ოცნებას“ საყვედურობენ, თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმი რომ არ გაასამართლა. ნაცრეჟიმი რომ გაესამართლებინათ და მისი წარმომადგენლებისთვის პოლიტიკური საქმიანობა გარკვეული ვადით აეკრძალათ, პოლიტიკურ ბაზარზე ახალი პოლიტიკური ძალები გაჩნდებოდა?

- ცხადია. გერმანელი ნაცისტები რომ არ გასამართლებულიყვნენ და ისე შექმნილიყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, იქნებოდნენ ნაცისტები და ანტინაცისტები. იქაც ასეთი სურათი იქნებოდა. ნაციონალები რომ გასამართლებულიყვნენ და პოსტნაციონალების შემდგომი პერიოდი მათ გარეშე გაევლო საზოგადოებას, ბუნებრივია, გაჩნდებოდა არაერთი პოლიტიკური ძალა. ასეთ რეჟიმში ყოფნა კიდევ 3-4 არჩევნებზე მოგვიწევს.

- სანამ ნაციონალები იქნებიან, ნორმალური არჩევნები არ გვეღირსება?

- ნაციონალები რადარებიდან რომ გაქრებიან, მაშინაც იქნება მიშიზმის სინდრომი საზოგადოებაში. სამწუხაროდ, ასეა. საზოგადოება მიშიზმის სინდრომისგან უნდა გათავისუფლდეს.

- ნაციონალებისა და მათი განაყოფების მიერ მიღებული ხმები იმასაც ხომ არ აჩვენებს, რომ ნაცმოძრაობამ თავის დანაშაულებრივ საქმიანობაში საზოგადოების სერიოზული ნაწილი ჩაითრია?

- დიახ, გეთანხმებით, ეს ადამიანები არიან ჩემი პოლიტიკური მტრები. ვეთანხმები გია ხუხაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ადამიანები არიან ჩემი პოლიტიკური მტრები და მათ ვერანაირად ვერ მივიღებ, რადგან ისინი მებრძოდნენო. აბსოლუტურად ვიზიარებ მის მოსაზრებას. მათთან არავითარი ურთიერთობა არ მაქვს. მინდა ისინი გაქრნენ პოლიტიკური რადარებიდან. მათთან ბრძოლა არ დასრულებულა. სანამ ბოლო ნაცისტი არ დაეცემა, ბრძოლა გრძელდება. მე მათ ქართველი საზოგადოების ნაწილად ვერ აღვიქვამ.

ქართული პრესის მასალები 23 ოქტომბერი 2017 წელი
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: როგორ „იჭრება“ „შავი“ ფული ქართულ პოლიტიკაში

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ალეკო ელისაშვილთან: „დამარცხებას ღირსეულად ვაღიარებ“ // „ერთ მხარეს იყო დიდძალი როგორც ლეგალური, ისე არალეგალური ფული, მეორე მხარეს კი – უფულო დამოუკიდებელი კანდიდატი“

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ზაალ უდუმაშვილთან: „ხელისუფლებასთან ენის მოჩლექით საუბარს არ ვაპირებ“ //  „მიუხედავად ყველაფრისა, ახლა გაათმაგებული ენერგიით დავუპირისპირდები ქვეყანაში არსებულ უსამართლობას”

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „თვითმმართველობაში მივიღეთ „ქართული ოცნება“ „ნაციონალური ფრთებით“… // „ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა იმდენად ხელისუფლების გამარჯვებაზე, რამდენადაც ოპოზიციის მარცხზე” // რატომ ვერ მიიყვანეს დანარჩენმა ძალებმა უბნებში უფრო მეტი ამომრჩეველი?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „კახა კალაძე იქნება ან წარმატებული მერი, ან პოლიტიკურ კარიერას დაასრულებს“ // „2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე  „ოცნების“ ბედი კალაძეზე იქნება დამოკიდებული“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ალეკო ელისაშვილი ისევ მოჩხუბარი უნდა დარჩენილიყო. დასერიოზულებამ მას რეიტინგი დაუგდო“ // „ელექტრონულ ხმის მიცემაზე უნდა გადავიდეთ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „რუსთავი-2“-მა „ქართულ ოცნებაზე“ იმუშავა“ // „თუ ახალი ფაქტორები არ გამოიკვეთა, მომავალშიც ამავე შედეგებს მივიღებთ“

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ლიტვის ელჩთან: „ევროკავშირი არ არის კეთილი ძიებისა და დეიდების კლუბი, იქ ძალიან მაღალია კონკურენციაა“ // „აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც გეტყვით, დაივიწყეთ ნატო და ევროკავშირიო, მაინც არავინ მიგიღებთო, მაგრამ ბოლომდე ერთგული უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის ამბიციების“

„კვირის პალიტრა, 23 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: როგორ „იჭრება“ „შავი“ ფული ქართულ პოლიტიკაში

რუსუდან შელია

“პოლიტიკაში “შავი” ფულით ოპერ­ირება უკვე გამოცდილი სისტემით ხდება­ – ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული, თუმცა, არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც არალეგალურად, კრიმინალური გზებით ფინანსური უზრუნველყოფის გამო რომელიმე­ პარტია ან პოლიტიკოსი დასჯილიყოს. არადა, ყველა სპეცსამსახური როგორც “თეთრი”, ისე “შავი” ფულის დიდ ნაწილს აკონტროლებს და ოპერატიული ინფორმაცია აქვთ ფინანსური ოპერაციების შესახებ. ქართულ პოლიტიკაში ეს საერთო თამაშის ნაწილად იქცა. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არავინ მიიჩნევს, რომ კრიმინალთან აქვს საქმე”.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკურ პარტიებში ე.წ. შავი ფულის შესაძლო არსებობაზე მიანიშნებს – პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, უკვე დაწყებულია მუშაობა არალეგალური ფულის აღმოსაჩენად, რომლის ფარგლებშიც 14 ფიზიკური პირი უკვე გამოჰკითხეს, ჯამში კი უწყებაში 31 საეჭვო შემოსავლების მქონე პირის დაბარება იგეგმება.

აუდიტის სახელმწიფო სამსახურის განცხადებასა და პოლიტიკაში არსებულ­ არალეგალურ ფინანსებზე “კვირის პალიტრასთან” ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს:

- ყველამ კარგად ვიცით, რომ ქართულ პოლიტიკაში “შავი” ფული დიდი ხანია ტრიალებს. ვერავინ დამაჯერებს, რომ პარტიული აქტივი, მათ შორის, აგიტატორები თუ საარჩევნო უბნებზე ორგანიზაციული ჯგუფები ენთუზიაზმით მუშაობენ. პარტიისთვის ეს ქვედა რგოლი ერთ-ერთ მნიშვნელოვან

ფუნქციას ასრულებს, შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის მათი ფინანსურად უზრუნველყოფა პრიორიტეტია. როგორ უნდა დააფინანსოს ისინი პარტიამ, რომელსაც არა აქვს შესაბამისი ლეგალური ფინანსები? სწორედ ამ დროს ჩნდება “შავი” ფულის საჭიროება და არალეგალური გზებით თანხების მოძიება.

ფაქტობრივად, პარტიასა და საარჩევნო ჯგუფებს შორის ე.წ. ჩუმი შეთანხმება ფორმდება, რომ ანაზ­ღაურება არა საბანკო ანგარიშებით, არამედ ნაღდი ანგარიშსწორე­ბით გაიცემა და ამის შესახებ ინფორმაცია დახურული უნდა იყოს. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ფინანსური ქვედა დინებები ყოველთვის არჩევნების წინ აქტიურდება.

არ იფიქროთ, რომ ამ არალეგალურ მეთოდებს მხოლოდ ოპოზიციური პარტ­იები­ იყენებენ, რომლის დამფინან­სებ­ლებისთვისაც­ ოფიციალურად თანხის შეწირვა საფრთხის შემცველია,­ რადგან, შესაძლოა, ხელისუფლების ზეწოლის ობიექტები აღმოჩნდნენ, მმართველი გუნდიც აქტიურად იღებს ფინანსებს.­ თუნდაც თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართულმა ოცნებამ” ოფიციალურად­ 7 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა­ მიიღო, რაც ერთი პარტიისთვის სოლიდური თანხაა.

- რა სქემით ტრიალებს სახელისუფლებო პარტიასა თუ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებში “შავი” ფული? რამდენად შესაძლებელია უცხო ქვეყნიდან, მათ შორის, რუსეთიდან შემოდიოდეს არალეგალურად?

- პოლიტიკაში “შავი” ფულით ოპერ­ირება უკვე გამოცდილი სისტემით ხდება­ – ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული, თუმცა, არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც არალეგალურად, კრიმინალური გზებით ფინანსური უზრუნველყოფის გამო რომელიმე­ პარტია ან პოლიტიკოსი დასჯილიყოს. არადა, ყველა სპეცსამსახური როგორც “თეთრი”, ისე “შავი” ფულის დიდ ნაწილს აკონტროლებს და ოპერატიული ინფორმაცია აქვთ ფინანსური ოპერაციების შესახებ. ქართულ პოლიტიკაში ეს საერთო თამაშის ნაწილად იქცა. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არავინ მიიჩნევს, რომ კრიმინალთან აქვს საქმე.

- არალეგალურ ფინანსებზე მიანიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა­ არჩილ თალაკვაძემ. მან “ნაცმოძრაობისთვის” თვის განმავლობაში შეწირული­ 5 ათასი­ ლარი საეჭვოდ მიიჩნია. ეს მხო­ლოდ განცხადება იყო განცხადებისთვის, თუ აუდი­ტის სამსახურის მუშაობის შემდეგ პოლიტიკური ჯგუფების პასუხისმგებლობაში­ მიცემას უნდა ველოდოთ?

- თალაკვაძისა და სხვა სახელისუფლებო ლიდერების განცხადებები რიტორიკას არ გასცდენია და მსგავსი დამოკიდებულება არც მომავალში შეიცვლება – როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიციაც “შავ” ფულზე” შეთანხმებული არიან და ამ საკითხს მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებენ. დარწმუნებული ვარ, აუდიტის სამსახურმა დარღვევები რომც გამოავლინოს, სამართლებრივი პროცესი არ დაიწყება – ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ­ და ვეჭვობ, ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მსგავსი უკანონო ქმედებებით ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალა არც ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ მოიქცევა პატიოსნად, პირიქით, რაც მეტი შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა მიზნისთვის “შავ” ფულს ბევრად მასობრივად გამოიყენებს. კი ბატონო, მეც არ მჯერა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” სულ რაღაც ასი ათასი ლარით ჩაატარა წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა, ხელისუფლებამ სხვისკენ თითი მაინც არ უნდა გაიშვიროს, რადგან თავადაც იმავეს აკეთებს.

- “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ მწირი შემოწირულობის გამო რეგიონებში ოფისები და მოძრავი ქონება გაყიდეს­ და ამ თანხით დააფინანსეს წინასაარჩევნო კამპანია. ამასთან, რა სქემაზე მიუთითებთ “ქართულ ოცნებაზე” საუბრისას?

- “შავი” ფულის”ანალოგია შემოწირულობები, რომლებსაც ბიზნესი სახელისუფლებო პარტიებს გულუხვად აძლევს, რასაც მმართველი უტიფრად ამართლებს­ – ბიზნესი გავაბედნიერეთ და სოლიდური შემოწირულობები არ უნდა გაგიკვირ­დეთო. სააკაშვილიც იმავეს ამბობდა, მაგრამ მისი განცხადებები რეალობასთან ახლოს იყო? ბიზნესის ბუნებას კარგად ვიცნობ და ვიცი, რატომ შეიძლება მან ფული გასცეს,­ მით უმეტეს, პოლიტიკური პარტიის დასაფინანსებლად. ვგულისხმობ კორუფციულ გარიგებებს, ე.წ. ატკატებს, კეთილგანწყობის ყიდვას და ა.შ.

რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, შესაძლოა, მანქანებიც და ოფისებიც გაყიდონ, თუმცა, ეს მაინც არ არის საკმარისი თანხა პოლიტიკისთვის, მით უმეტეს, ისეთი აქტიური კამპანიისთვის, როგორიც ამ პარტიას ჰქონდა. ფაქტია, ყველა პარტია ლაფშია ამოსვრილი და არც ერთს არა აქვს მორალური უფლება, თითი ერთმანეთისკენ გაიშვიროს. ეს არის დანაშაული, რომელიც, ფაქტობრივად, ჩრდილოვანი კანონის დონეზე მოქმედებს. თუ “შავი” ფული ოფიციალურად, შესაბამისი მექანიზმებით არ გაკონტროლდა, სახელმწიფოს მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის.

დღეს ეს საკითხი მწვავედ არ დგას, თუმცა, მომავალში აუცილებლად გაჩნდება რისკი, რომ ქვეყანაში დიდძალი არალეგალური რუსული ფული შემოვიდეს და ეს შესაბამის პოლიტიკურ დღის წესრიგსაც შექმნის – ქართველი ამომრჩევლის ფინანსურად მართვა ხომ პოლიტიკოსებისთვის ყველაზე იოლი ამოცანაა?! თანაც მხოლოდ რუსეთის პოლიტიკური ელიტა არ ქმნის ამ მხრივ საფრთხეს, იგივე შეიძლება ითქვას თურქეთსა და ირანზეც.

“კვირის პალიტრა” აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსს ზურაბ აზნაურაშვილს დაუკავშირდა.

- ბატონო ზურაბ, როგორც აღნიშნეთ, პოლიტიკურ პარტიებში ე.წ. შავი ფულის არსებობის გამოსაკვლევად 14 პირია დაკითხული და კიდევ 31 პირის მიმართ არსებ­ობს შეკითხვები. კონკრეტულად, რა კითხვები გაუჩნდა აუდიტის სამსახურს და რომელი პოლიტიკური ძალების მიმართ?

- აუდიტის სამსახურის ანგარიშში საუბარია წინასაარჩევნო პროცესებში ყველა შესაძლო დარღვევის შესწავლაზე. ასევე შევისწავლით როგორც შემოწირულობებს, ისე ღონისძიებებზე დახარჯული თანხების დეკლარირების პროცესს. ამ პროცესში არის ალბათობა, გამოყენებული იყოს არადეკლარირებული ხარჯები, რადგან კამპანია საკმაოდ დიდ მასშტაბებზეა გასული და ყველა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.

შემომწირველებთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები. ამიტომაც ვთხოვთ შემომწირველებს აუდიტის სამსახურში­ გამოცხადებას. შუალედურ ანგარიშში აღნიშნული 31 ფიზიკური პირი “ქართული ოცნებისა” და “ევროპული საქართველოს” შემომწირველია. მოკვლევა გრძელდება სხვა სუბიექტების შემომწირველებთან დაკავშირებითაც და მომდევნო დღეებში გაანალიზებული იქნება სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის თვეში განხორციელებული გადარიცხვებიც.

კითხვები არადეკლარირებული თანხების შესახებ არსებობს როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე მონიტორინგის პროცესში სხვადასხვა­ დამკვირვებლის მიერ გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე. ასევე საუბარია სარეკლამო ხარჯებზე, პლაკატებისა თუ ვიდეორგოლების დამზადებისა და განთავსების ხარჯებზე, რომლებიც არ ასახულა დეკლარაციის გრაფაში.

- როდის აპირებთ დასკვნის გასაჯაროებას და უკვე არსებული მასალებით თუ იკვეთება დანაშაულის ნიშნები?

- აუდიტის სამსახური სისტემატურად აქვეყნებს მონაცემებს. პერ­იოდულად გასაჯაროვდება ინფორმაცია თითოეული განცხადების შესწავლისა და პირების დაჯარიმების შესახებაც. დარღვევის არსებობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომა ადმინისტრაციულ­ ჯარიმას გულისხმობს, რომელიც შესაძ­ლებელია დახარჯული თანხის ორმაგი ოდენობა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების ფორმით ვერ მოხდება­ საკითხის შესწავლა, საქმის მასალები მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება, მაგრამ ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის.

„კვირის პალიტრა“, 23 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ალეკო ელისაშვილთან: „დამარცხებას ღირსეულად ვაღიარებ“ // „ერთ მხარეს იყო დიდძალი როგორც ლეგალური, ისე არალეგალური ფული, მეორე მხარეს კი – უფულო დამოუკიდებელი კანდიდატი“

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კონკურენტს, უკვე თბილისის მერ კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა:

- პოლიტიკაში მოსვლის დღიდანვე ვთქვი, რომ ჩემი მთავარი ამოცანა არა ზიზღისა თუ სიძულვილის ენაზე კონკურენტებთან საუბარი, არამედ ახალი, ცივილიზებული პოლიტიკური კლასის დამკვიდრება იქნებოდა. ცივილიზებული კონკურენციის მეთოდები ჩემმა კონკურენტებმა ვერ აითვისეს, თუმცა პრინციპებს არასოდეს ვღალატობ – პოლიტიკური კულტურა დამარცხების აღიარებასაც გულისხმობს და მე ამ დამარცხებას ღირსეულად ვაღიარებ. ვულოცავ კახა კალაძეს გამარჯვებას და გულწრფელად მინდა, ის დედაქალაქის წარმატებული მერი იყოს, თუმცა აქვე გულდაწყვეტილი გეტყვით, რომ თბილისი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში “ქართული ოცნების” ხელში ნამდვილად მენანება.

- არჩევნების დღეს აცხადებდით, საარჩევნო უბნებზე დარღვევებია, ხელისუფლებას მეორე ტურის ეშინია, თუმცა ის მაინც ჩატარდებაო. მეორე ტურშიც ვერ მოხვდით. ეს რა გზავნილია თქვენთვის?

- ხელისუფლება არჩევნების დღეს სამარცხვინოდ მოიქცა, ამომრჩევლებს ძალით მიერეკებოდა საარჩევნო ყუთებთან, რაც დადასტურებულია ფაქტებით. არათანაბარ პირობებში ვიყავით წინასაარჩევნო პერიოდშიც, როდესაც ერთ მხარეს იყო დიდძალი როგორც ლეგალური, ისე არალეგალური ფული, მეორე მხარეს კი – უფულო დამოუკიდებელი კანდიდატი. უთანასწორო ბრძოლაში “ქართული ოცნება”"დაუსხლტა მეორე ტურს. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, ბრძოლას ვაგრძელებ დედაქალაქის განვითარებისთვის – თბილისი უკეთესს იმსახურებს.

„კვირის პალიტრა“, 23 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ზაალ უდუმაშვილთან: „ხელისუფლებასთან ენის მოჩლექით საუბარს არ ვაპირებ“ //  „მიუხედავად ყველაფრისა, ახლა გაათმაგებული ენერგიით დავუპირისპირდები ქვეყანაში არსებულ უსამართლობას“

ალექსანდრე ელისაშვილისგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობა“ სახელისუფლებო კანდიდატს გამარჯვებას არ ულოცავს, მეტიც – ზაალ უდუმაშვილი პოლიტიკურ ვაჭრობაზე მიანიშნებს:

- არჩევნები სამართლიან გარემოში რომ ჩატარებულიყო, შედეგი სულ სხვანაირი იქნებოდა. “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები კი არა, მთელი საქართველოს მასშტაბით სპეცოპერაცია ჩაატარა. მობილიზებული იყო ადმინისტრაციული რესურსი, დაფიქსირდა უამრავი დარღვევა, ადამიანებს აშინებდნენ, იყო”კარუსელის” შემთხვევები. ყველამ დაინახა ე.წ. მაყურებლების სრული მობილიზება. ადამიანები, რომლებიც აკონტროლებდნენ უბნებზე მოსულ პირებს, მათ მითითებებს აძლევდნენ და ვინც არ იყო საარჩევნო უბანთან მოსული, პირად ნომრებზე ურეკავდნენ და ხმის მისაცემად მისვლას აიძულებდნენ. საკუთარი ამომრჩეველი ძალით მიჰყავდათ არჩევნებზე. ყველაფერი გააკეთა “ოცნებამ”, რომ მეორე ტური არ დანიშნულიყო. კომისიის წევრები დაბარებული იყვნენ და შეჯამებული შედეგების გადასწორება მიდიოდა, რომ ცესკო-ს გამოცხადებული შედეგებისთვის მიეახლოებინათ.

მიუხედავად ყველაფრისა, ახლა გაათმაგებული ენერგიით დავუპირისპირდები ქვეყანაში არსებულ უსამართლობას, ხელისუფლებასთან ენით მოჩლექით საუბარს არც არასდროს ვაპირებდი და არც მომავალში ვაპირებ.

- რაზე მიანიშნებთ?

- ადგილებთან დაკავშირებით მიდის უღირსი პოლიტიკური ვაჭრობა და არ ვაპირებ ამის განხილვას.

„კვირის პალიტრა“, 23 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „თვითმმართველობაში მივიღეთ „ქართული ოცნება“ „ნაციონალური ფრთებით“… // „ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა იმდენად ხელისუფლების გამარჯვებაზე, რამდენადაც ოპოზიციის მარცხზე“ // რატომ ვერ მიიყვანეს დანარჩენმა ძალებმა უბნებში უფრო მეტი ამომრჩეველი?

მათია დოლიძე

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსაკუთრებული ექსცესების გარეშე ჩატარდა. როგორც მოსალოდნელი იყო, “ქართულმა ოცნებამ” მთელი ქვეყნის მასშტაბით შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, პროპორციული წესით არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველთა ხმების 55,66% მიიღო, მეორე ადგილზეა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 17, 05%-ით, მესამე ადგილი და ამომრჩეველთა ხმების 10, 51% “ევროპულმა საქართველომ” დაიმსახურა. როგორც საარჩევნო გარემოს, ასევე ხმის მიცემის პროცესს “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აფასებს:

- ყველაფერი შედარებითია, მაგრამ ჩემი აზრით, ამ არჩევნების “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას ჩატარებულ არჩევნებთან შედარება სრულიად არაადეკვატური იქნება – დღევანდელი პროცესები არსებითად განსხვავდება იმისგან, რაც იმჟამად ხდებოდა. ის იყო პირდაპირ შანტაჟითა და ტერორით ჩატარებული არჩევნები, დღეს, რა თქმა უნდა, იყო დარღვევები, ხარვეზებიც, მაგრამ ეს იყო ცალკეული შემთხვევა და არა – სისტემური პრობლემა. ამიტომ, მოდი, თვითმმართველობის არჩევნები შევადაროთ “ქართული

ოცნების” პირობებში ჩატარებულ სხვა არჩევნებს. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მათგან ყველაზე თავისუფალი იყო საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც გამარჯვება “ქართული ოცნების” კანდიდატს გარანტირებული ჰქონდა და ხელისუფლებას ჩარევა არ დასჭირვებია, ყველაზე უარესი კი იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები – ვგულისხმობ უკიდურესად დამთრგუნველ ფსიქოლოგიურ გარემოს, ოპონენტების წინააღმდეგ სოციალური ქსელებით გაჩაღებულ აღვირახსნილ კამპანიას.

ჩემი შეფასებით, 21 ოქტომბრის არჩევნები არის სადღაც ამ ორს შორის, როგორც თავისუფლების ხარისხით, ისე – მედიასივრცის ხელმისაწვდომობით… არ ყოფილა კორცხელის მსგავსი ინციდენტები. პროცესმა, ძირითადად, ძალადობრივი ფაქტების გარეშე ჩაიარა, იშვიათ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ შავი პიარისთვის არ მიუმართავს არც ერთ მხარეს, თუ რამდენიმე ღიმილის მომგვრელ შემთხვევას არ გავიხსენებთ, რაც წინასაარჩევნო კამპანიის მიწურულს სოციალური ქსელებით ვიხილეთ. შეიძლება ითქვას, რომ ამ არჩევნებისას იყო უფრო ეთიკური გარემო. გარდა ფინანსური რესურსისა, ყველა პოლიტიკურ ძალასა და სუბიექტს ჰქონდა თანაბარი პირობები წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას. მედიასივრცე იყო ღია ყველასთვის.

რა თქმა უნდა, დიდი როლი ენიჭება ფინანსებს და “ქართული ოცნების” გამარჯვებაში ამან უდიდესი წვლილი შეიტანა, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ მხოლოდ ეს იყო გადამწყვეტი.

ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა იმდენად ხელისუფლების გამარჯვებაზე, რამდენადაც ოპოზიციის მარცხზე. საზოგადოებამ უნდა გააანალიზოს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი – როგორ განლაგდა და განაწილდა ამ არჩევნების შემდეგ და რა პერსპექტივები აქვს ამა თუ იმ ოპოზიციურ პარტიასა თუ კანდიდატს მომავალ საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნებზე.

- ფინანსები ახსენეთ და, გასულ კვირას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ მომზადებული შუალედური კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით 1-ლი ივნისიდან 1-ლ ოქტომბრამდე კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტებმა და თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა 10 319 998 ლარი შემოწირულობა მიიღეს, რომლის 93% წავიდა “ქართული ოცნების” ყულაბაში. დადასტურებულია ისიც, რომ დამფინანსებელი კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად გვევლინება სახელმწიფო შესყიდვებისას გამარჯვებულად… ისე ჩანს, რომ რაღაც ჯადოსნურ წრეზე დავდივართ…

- ქართული ბიზნესი, ისევე როგორც მთლიანად ქართული სახელმწიფო – საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი – ჩამოყალიბების პროცესშია; ასე ვთქვათ, საყმაწვილო სახადის პერიოდი გვიდგას. ბიზნესს მაინცდამაინც არ სჯერა საკუთარი თავის, როგორც პოლიტიკური სივრცის ერთ-ერთი მაორგანიზებელი ძალის, ბიზნესი ვერ ხედავს პოლიტიკურ ელიტას და სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც საკუთარი ინტერესების დაცვის მთავარ ბერკეტს. ბიზნესი მიდის ისევ მისთვის ცნობილი ერთადერთი გზით – ეს არის ხელისუფლების კეთილგანწყობის ყიდვის გზა.

ამას ბევრი მიზეზი აქვს, უპირველესად, ალბათ, ის, რომ გამოუცდელობით ბიზნესი ვერ ხვდება, რომ მისი დაცვის მთავარი ბერკეტი არის სწორედ მაქსიმალურად პლურალისტურ პოლიტიკურ და მედიაგარემოში… ხელისუფლებაზე ორიენტირებულობის მიზეზი ისიც უნდა იყოს, რაც გამოიარა ბიზნესმა “ნაციონალების” მმართველობისას, ანუ ის მიაჩვიეს ხელისუფლების მორჩილებას, რაც მას ძალიან მძიმე ტვირთად მოჰყვება.

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც განსაზღვრავს იმას, რომ ბიზნესი, ძირითადად, ხელისუფლების კეთილ ნებას არის მიკედლებული, არის ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში არჩევანის სიმწირე.

გადავხედოთ დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეს – რომელ პოლიტიკურ ძალას აქვს შნო და მარიფათი, რომ, თუნდაც დაფინანსების შემთხვევაში, შეძლოს ბიზნესის ინტერესების დაცვა? კერძო ბიზნესი არ არის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომ ერთკაციანი “ფსევდოპარტიების” დაფინანსებაში ჩაყაროს ფული.

- დავუბრუნდეთ ხმის მიცემის პროცესს და იქ აღნუსხულ დარღვევებს. ყველაზე დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საარჩევნო უბნებში “ქართული ოცნების” და არა მხოლოდ მისი კოორდინატორების აქტიურობამ, რომლებიც ცდილობდნენ, აღერიცხათ საარჩევნო უბანზე მისული თავიანთი მხარდამჭერები, რაც, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის აზრით, ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობა იყო… ალეკო ელისაშვილმა ეს პროცესი შეაფასა, როგორც “შეხვედრა წარსულთან“, რადგან ამგვარი კოორდინატორები გაჩნდნენ სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” დროს, ოღონდ ისინი საარჩევნო უბნების გარეთ გვხვდებოდნენ, ძირითადად…

- გამიჭირდება გადაჭრით რამის თქმა. ჯობს, ამ პროცესის შეფასება სპეციალისტებს მივანდოთ. ჩვენ ვნახეთ, რომ “ქართულმა ოცნებამ”, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა განაყოფმა “ევროპულმა საქართველომ” მოახერხეს საკუთარი ამომრჩევლის რესურსის სრულად მობილიზება. სწორედ ამას ემსახურებოდა კოორდინატორთა აქტიურობაც და ეს, როგორც ჩანს, მართლაც სჭირდებოდათ. ცესკო-მ არჩევნების მიმდინარეობისასვე, ასე, ნაშუადღევს, განაცხადა, ეს კანონდარღვევა არ არისო… შესაბამისად, ალეკო ელისაშვილსაც რომ ჰქონოდა ასეთი რესურსი, ალბათ, გამოიყენებდა, რადგან თუ არ ეკრძალებოდა ეს “ქართული ოცნების” დამკვირვებელს, ვერც სხვას აუკრძალავდნენ…

- ფაქტია, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე არ იკლებს იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, ვინც საარჩევნო ურნასთან არ ცხადდება. ამჯერადაც დაბალი იყო აქტივობა. რატომ ვერ ახერხებენ პოლიტიკური ძალები ამომრჩევლის გააქტიურებას?

- მიმაჩნია, რომ “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა ფრთებმა” (მე ასე მოვიხსენიებ “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის განაყოფ “ევროპულ საქართველოს”) არჩევნებზე მიიყვანეს საკუთარი მხარდამჭერების მაქსიმალური რაოდენობა. ეს, ჩემი აზრით, მათთვის არის ოპტიმალური შედეგი… რატომ ვერ მიიყვანეს დანარჩენმა ძალებმა უბნებში უფრო მეტი ამომრჩეველი? პასუხი მარტივია: მათ ეს ამომრჩეველი არ ჰყავთ… შესაბამისად, უკვე მერამდენედ, ქართველი ამომრჩეველი ადასტურებს, რომ ამ ერთკაციან პოლიტიკურ პარტიებს პერსპექტივა არა აქვთ.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, მან მოახერხა გარღვევა, როცა მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტის დაპირისპირების პირობებში – ვგულისხმობ “ქართულ­ ოცნებასა”­ და “ნაციონალურ ფრთებს”, რომელთაც კატეგორიულად არ აძლევდა ხელს ელისაშვილის მეორე ადგილი – შეძლო დიდი მხარდაჭერის მოპოვება. დღევანდელი მდგომარეობით ის მეორე ადგილზეა. რომც შეიცვალოს ეს მონაცემები და უდუმაშვილმა რაღაც მეათედებით აჯობოს, ეს ვერაფერს დააკლებს ელისაშვილის წარმატებას…

თუმცა, დარწმუნებული ვარ, მისი პოტენციური ამომრჩევლის ბაზა უფრო დიდი იყო. სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო, ეს მხარდაჭერა საარჩევნო ხმებად ექცია. მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში ვამბობდი, რომ ეს იყო ელისაშვილის მთავარი გამოწვევა… ვერ მოახერხა იმიტომ, რომ მას არ ჰყავდა პარტია და არ ჰქონდა არჩევნებისთვის საჭირო საორგანიზაციო რესურსი, საარჩევნო გამოცდილება და ფინანსები.

არადა, არჩევნებისას ორგანიზაციული რესურსი უმნიშვნელოვანესია, რაც აქვს “ქართულ ოცნებას” და გადაჭარბებულად – “ნაციონალურ მოძრაობას”.

მიუხედავად ამ შედეგისა, ალეკო ელისაშვილს აქვს პერსპექტივა. მან თბილისში შეძლო უდიდეს ისტებლიშმენტურ, პარტიულ ინტერესებთან გამკლავება, მეტწილად – შიშველი ხელებით და ძალიან საინტერესო, პროფესიონალი ადამიანები ამოიყენა გვერდში. დიახ, კალაძემ გაიმარჯვა და გახდა მერი, მაგრამ ალეკო ელისაშვილი დამარცხებული ნამდვილად არ არის.

ასევე გამარჯვება იყო ეს არჩევნები “ევროპული საქართველოსთვის”, რაც მათ სწორად შეაფასეს. ამ ორგანიზაციამ “ნაციონალური მოძრაობიდან” დისტანცირების შემდეგ რამდენიმე თვეში მოახერხა საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება და ორგანიზაციული სტრუქტურების სწრაფად გამართვა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, ხელს უწყობდა ფინანსური თვალსაზრისით შექმნილი სასათბურე პირობები. ჩვენ კი შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავაც ცოცხალია “ნაციონალური მოძრაობა” თავისი განაყოფებით. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ როგორც “ქართული ოცნების”, ისე – “ნაციონალური ფრთებისთვის” ეს მხარდაჭერა არის მაქსიმუმი. არადა, ამისთვის “ქართულმა ოცნებამ” განსაკუთრებულად დიდი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი გაიღო.

უხეშად რომ დავთვალოთ, ამჟამინდელი მონაცემებით, არჩევნებზე მივიდა ელექტორატის 45%, აქედან ხმების დაახლოებით 55% მიიღო “ქართულმა ოცნებამ”. ეს მთელი ელექტორატის დაახლოებით 25% თუ გამოდის. ამაში შედის ადმინისტრაციული რესურსიც – სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები, მათი ოჯახის წევრები, ახლობლები… და განა რამდენი პროცენტი რჩება თავისუფალი, დამოუკიდებელი ამომრჩევლისთვის? ბევრი არაფერი.

მოდი, შევხედოთ “ნაციონალურ მოძრაობას”. მან, თავის განაყოფთან ერთად, ქუდზე კაცის გამოყვანით მიიღო დაახლოებით 25%-მდე, რაც შეიძლება ელექტორატის საერთო რაოდენობის 15%-იც არ იყოს… მათემატიკურ სიზუსტეზე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ უხეში დათვლითაც კი გამოდის, რომ ელექტორატის დაახლოებით 40% თუ უჭერს მხარს ამ სამ პოლიტიკურ ძალას. დანარჩენი 60% ახალ პოლიტიკურ ძალას ელოდება და მას არ მოსწონს არსებული სტატუს-კვო, ანუ, ფაქტობრივად, ისევ ორპარტიული პოლიტიკური ელიტა.

“პატრიოტთა ალიანსი”, რომელსაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჰქონდა რეიტინგის გაზრდის სერიოზული შანსი, ძველ შედეგს დასჯერდა. მათ შანსის გამოყენება საკუთარი უმოქმედობის გამო ვერ მოახერხეს.

შედეგად თვითმმართველობაში მივიღეთ “ქართული ოცნება” “ნაციონალური ფრთებით”… ისინი ეცდებიან, უახ­ლოესი 5-10 წლის განმავლობაში შეინარჩუნონ ეს სტატუს-კვო და მხოლოდ თვითონ დარჩნენ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე წონიან მოთამაშეებად. ეს არის მათი სასიცოცხლო ინტერესი. ამიტომაც იყო, რომ ასეთი მშვიდი და გაღიმებული სახით შეხვდა ოპოზიცია არჩევნების შედეგებს, თუ არ ჩავთვლით “ნაციონალური მოძრაობის” ცოტა გაბრაზებულ რამდენიმე განცხადებას, რადგან მთლად უამისობაც არ იქნებოდა.

დანარჩენ პარტიებს რა პერსპექტივა აქვთ? მათ უმეტესობას პულსი არც კი ესინჯება. ერთადერთი გამოსავალია ანტიისტებლიშმენტური მოძრაობა, რომელიც ძალიან მოდური გახდა მთელ მსოფლოში და რომლის ტალღაზეც მოვიდა აშშ-ში ტრამპი, საფრანგეთში კი – მაკრონი. ვიმეორებ, “ქართული ოცნება” და “ნაციონალური ფრთები” ყველაფერს გააკეთებენ, რომ ახალი პოლიტიკური აქტორები სცენაზე არ შემოუშვან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახალ აქტორებს რესურსი არა აქვთ. ეს რესურსი ის მომლოდინე ამომრჩეველია, რომელიც არჩევნებზე არ მივიდა. ასევე, თუნდაც ბიზნესი, რომელიც თუ დაინახავს, რომ პოლიტიკური რესურსის მქონე ძალა გამოჩნდა, აუცილებლად ეცდება მის დახმარებას. მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, დასავლეთსაც უნდა აძლევდეს ხელს ის სტატუს-კვო, რაც ამ არჩევნების შედეგად შეიქმნა, იმიტომ, რომ საკრებულოებში, ოპოზიციის სახით, წარმოდგენილია ორი მსხვილი პროდასავლური ძალა. შედეგად, დასავლური ინტერესები საფრთხის ქვეშ არ დამდგარა, მაგრამ რამდენად ხელსაყრელია ან რას მოუტანს საქართველოს მოსახლეობას ეს შედეგი, საკითხავია…

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ არჩევნებმა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ აჩვენა ოპოზიციის სრული უპერსპექტივობა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ამ შედეგმა განსაზღვრა საპრეზიდენტო არჩევნების ბედიც. ვგულისხმობ ოპოზიციის დაქსაქსულობასა და ურესურსობას. ოპოზიციის წიაღში ძნელად მეგულება ალტერნატიული საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც მთელი ოპოზიციის გაერთიანებას შეძლებს.

- ყველაზე დიდ ინტრიგას ინარჩუნებდა თბილისის მერის არჩევნები. ბევრს ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ იქნებოდა მეორე ტური…

- მეორე ტური რომ ყოფილიყო, ეს ქართული დემოკრატიისთვის იდეალური იქნებოდა. რატომ არ შედგა მეორე ტური, ამასაც აქვს ლოგიკური ახსნა: მეორე ტურის პირობა იყო არჩევნებზე კალაძის მოწინააღმდეგე რაც შეიძლება მეტი ამომრჩევლის მოყვანა. ელისაშვილის გარდა, უბნებზე თავისი ამომრჩევლის მაქსიმუმი ყველამ მიიყვანა. მხოლოდ ელისაშვილს ჰქონდა მეტი ამომრჩევლის მობილიზებისა და პროცესის მეორე ტურამდე მიყვანისთვის საჭირო მხარდამჭერთა რესურსი, მაგრამ მან, მიზეზთა გამო, ეს ვერ შეძლო, რაზეც ზემოთ უკვე ვილაპარაკე…თუმცა, ამისთვის ძალიან ცოტა დააკლდა…

- ბიძინა ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ საარჩევნო უბანზეც კი არ გააკეთა განცხადება. რატომ დადგა ის ამ არჩევნებისგან ასე შორს?

- ივანიშვილი დაიღალა საკუთარი პოლიტიკური გუნდის შეცდომებითა და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებით. ამიტომაც გუნდი თავისუფალი ცურვისთვის მიუშვა. თან იცოდა ძალიან კარგად, რომ ამ არჩევნებზე მისი გუნდის წარმატებას საფრთხე არ ემუქრებოდა და არც აუტკივარი თავის ატკივება სჭირდებოდა. ამასთან, პასუხისმგებლობა მთლიანად გადააბარა “ქართული ოცნების” კანდიდატებს, განსაკუთრებულად – კალაძეს. ამიერიდან თბილისში ძალიან რთული იქნება ხელისუფლებისკენ მიმართული ისრების ივანიშვილისკენ გადამისამართება. წარმატების თუ წარუმატებლობის შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა კალაძეს დაეკისრება.

„ახალი თაობა“, 23 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „კახა კალაძე იქნება ან წარმატებული მერი, ან პოლიტიკურ კარიერას დაასრულებს“ // „2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე `ოცნების~ ბედი კალაძეზე იქნება დამოკიდებული“

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თბილისის არჩევნების შედეგებზე საუბრობს.

- ქალბატონო ხათუნა, რამდენად ელოდით, რომ დედაქალაქში არჩევნების პირველივე ტურში გამოვლინდებოდა გამარჯვებული?

- სრულიად ლოგიკური შედეგი დაიდო. რაც შეეხება მეორე ტურს, მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე, მეორე ტურის მოლოდინი იყო და მეც მქონდა, რაც კონკრეტულ მოცემულობაზე იყო დამოკიდებული: ორგანიზაციული სტრუქტურის ხარჯზე `ქართულმა ოცნებამ~ თავისი მხარდამჭერები გამოიყვანა უბნებზე, ისევე, როგორც ნაციონალური მოძრაობის ყველა ფრთამ. წვრილმა პარტიებმაც შეძლეს თავიანთი ამომრჩევლის მობილიზება, თუმცა მისული ამომრჩევლის ხარჯზე კალაძის ამომრჩევლის საერთო რაოდენობის შემცირების შესაძლებლობისა და მეორე ტურის შანსი მხოლოდ ალეკო ელისაშვილს ჰქონდა. თუმცა, ალეკო ელისაშვილის მთავარი გამოწვევა იყო ორგანიზაციული სტრუქტურების, ფინანსების არარსებობა და საარჩევნო პროცესის არასრული გამოცდილება. ეს არჩევნები კოორდინატორების არჩევნები იყო. ვისაც ჰყავდა კარგად მობილიზებული კოორდინატორი არჩევნებში, შედეგიც მან დადო. ასეთი საორგანიზაციო ქსელი ელისაშვილს არ ჰყავდა, შესაბამისად, მან ვერ მოახერხა სრულად იმ ამომრჩევლის მობილიზება და საარჩევნო ხმებად ქცევა, რომელიც მისი პოტენციური მხარდამჭერი იყო.

- ალეკო ელისაშვილი რომ ყოფილიყო მთელი ოპოზიციური სპექტრის კანდიდატი, კალაძე უფრო მეტი გამოწვევის წინაშე იდგებოდა?

- რთული სათქმელია. ასე მარტივად არ იკრიბება ეს ციფრები. მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლისთვის ისეთივე მოტივაცია იქნებოდა, როგორც უდუმაშვილის შემთხვევაში?! ან ნაციონალების პარტიული საორგანიზაციო სტრუქტურები ასე დაიხარჯებოდნენ?!

- კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორისგან რამდენად დამოუკიდებლად მოიგო ეს არჩევნები?

- რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი მუშაობდა. კახა კალაძემ არჩევნები მოიგო, როგორც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის ლიდერმა. რასაკვირველია, ივანიშვილის დახმარების წილი არ იყო ისეთი, როგორიც ნარმანიას, თუნდაც გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაში, როდესაც ივანიშვილს ვირჩევდით სხვა სახელითა და გვარით. ამ შემთხვევაში ჩვენ ავირჩიეთ კონკრეტული სახელისა და გვარის მქონე პიროვნება, რომელიც არის ივანიშვილის გუნდის ლიდერი. ამიტომ არის არსებითი განსხვავება. ერთადერთი, ვინც დამოუკიდებელი პოლიტიკური შტრიხები შესძინა საკუთარ თავს, ეს იყო კახი კალაძე. „ოცნების“ წიაღში ის იყო ერთადერთი, ვისაც შეეძლო ამ შედეგის დადება. ამიტომ მას შემდეგ, რაც კალაძემ თავისი კანდიდატურა დააყენა, მისი გამარჯვება იყო მოსალოდნელი ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით. მათ შორის ოპოზიციის დაქსაქსულობიდან, მისი სისუსტიდან გამომდინარე, თანაც საზოგადოებაში ძალიან მაღალი ნიჰილისტური განწყობებია სწორედ ოპოზიციის მიმართ, რაც კალაძის წისქვილზე ასხამდა წყალს. მიუხედავად ამისა, კალაძეს მარტივი ბრძოლა არ ჰქონია. ეს იყო პირველი არჩევნები, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ და უშუალოდ არ ჩაერთო პროცესში.

- როგორი მერი იქნება კალაძე? საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ქვეყანაში სწორედ თბილისის მერი ხდება ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე არჩეული პირი. ეს იქონიებს თუ არა გავლენას მის პოლიტიკურ ამბიციებზე?

- დღეს კახა კალაძე „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული ლიდერია, რაშიც ლომის წილი თავად მას უდევს. კახა კალაძესა და მის შემდგომ ნაბიჯებზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება ის იქცეს ან განტევების ვაცად, ან „ქართული ოცნების“ წარმატების მთავარ მამოძრავებელ ღერძად.

- ამ გზაზე რა გამოწვევების წინაშე დგას კახა კალაძე?

- პირველი არის საკრებულო, რომელიც მივიღეთ „ოცნებითა“ და ნაციონალებით დაკომპლექტებული. სამწუხაროდ, რეალური ოპოზიციური ძალა, რომელსაც მერი ანგარიშს გაუწევს, საკრებულოში ვერ მოხვდა. შეიძლება კვლავ აქტუალური იყოს ცხრაწლიანი მმართველობის პერიპეტიები და მისი შეხსენება. საკრებულოში ძლიერი, მრავალფეროვანი ოპოზიციის არარსებობა კალაძეს კი მისცემს მერის პოზიციაზე მშვიდად არსებობის გარანტიას, მაგრამ ეს სიმშვიდე შეცდომებისთვის ყოველთვის არის კარგი საფანელი. უფრო მრავალფეროვანი, კონკურენტუნარიანი საკრებულოს შემადგენლობა მას აიძულებდა, უფრო ეფექტური ყოფილიყო. მეორე გამოწვევა არის ვალდებულებები საკუთარი პოლიტიკური გუნდის მიმართ. ეს იმაზეც იქნება დამოკიდებული, როგორი მადა ექნება „ქართულ ოცნებას“. ტენდერებს, სასათბურე პირობებს ვგულისხმობ, ასევე სამშენებლო ნებართვების გაცემას და ა.შ.

- გაუძლებს ამ გამოწვევებს?

- უნდა გაუძლოს. ის იძულებულია, იყოს წარმატებული მერი. სხვა შემთხვევაში, მას მერობის გზაზე ბარიერები და გამოწვევები საკმარისზე მეტი დახვდება. რამდენად იქნება წარმატებული მერი, მისი მოტივაციის მთავარი გამოწვევაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაასრულებს პოლიტიკურ კარიერას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მასზე გადატყდება ჯოხი. სწორედ კალაძის წარმატება-წარუმატებლობაზე იქნება დამოკიდებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ბედი.

- კახა კალაძე გუნდისგან, „ქართული ოცნებისგან“ რამდენად დამოუკიდებელ თამაშს წამოიწყებს?

- გააჩნია, დასჭირდება თუ არა ეს მას. თუ კალაძემ დაინახა, რომ „ქართული ოცნება“ მის პოლიტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის, მაშინ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დადგება – შეეწიროს და ჩაჰყვეს „ქართულ ოცნებას“ თუ საკუთარი პოლიტიკური კარიერის გადარჩენაზე იფიქროს.

„ახალი თაობა“, 23 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ალეკო ელისაშვილი ისევ მოჩხუბარი უნდა დარჩენილიყო. დასერიოზულებამ მას რეიტინგი დაუგდო“ // „ელექტრონულ ხმის მიცემაზე უნდა გადავიდეთ“

არჩევნების შედეგებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე აფასებს.

- ბატონო თორნიკე, წინასწარი პროგნოზები და ვარაუდები გამართლდა. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოიგო...

- არ იყო მაღალი აქტივობა და ამიტომაც მოიგო.

- შესაძლოა მეორე ტური რამდენიმე თვითმმართველ ქალაქში გახდეს საჭირო. კალაძეს მეორე ტური არ დასჭირდა. მეორე ადგილზე ალეკო ელისაშვილი გავიდა. რას იტყვით თქვენ?

- ნახევარი პროცენტით ელისაშვილი იქნება წინ თუ უდუმაშვილი, ეს არაფერს ცვლის. ელისაშვილი ამტკიცებდა, რომ საერთოდ მოიგებდა. აქ მთავარი ის არის, რომ მოგებასთან ახლოსაც ვერ მივიდა. არც უნდა მისულიყო, გამომდინარე იმ კამპანიიდან, რომელიც მან წარმართა.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ მან თავის დროზე პოპულარობა მოიპოვა, როგორც მოჩხუბარმა პოპულისტმა, დარბოდა ყველგან და ჩხუბობდა, ბოლოს კი, არჩევნები რომ მოახლოვდა, ერთბაშად დასერიოზულდა. დასერიოზულდა და მისი რეიტინგიც დავარდა.

- რატომ, ამომრჩეველს დასერიოზულებული აღარ მოეწონა?

- არა. ხალხს სერიოზული ელისაშვილი არ სჭირდება. ხალხს სჭირდება მოჩხუბარი ელისაშვილი. ეს იყო მისი სერიოზული შეცდომა. მე არ ვიცი, რატომ გაიპრანჭა ბოლოს. ეს ჩემთვის გაუგებარია. სწორედ ამის გამო დაკარგა რეიტინგი. თუმცა მისი მოგების შანსი ისედაც დაბალი იყო. ერთი ვარიანტი იყო, რომ მეორე ტურში გასულიყო ალეკო ელისაშვილი კალაძესთან ერთად. სხვა ვარიანტი არ არსებობდა და ეს ვარიანტიც ბოლომდე მოკვდა.

- ვინ ურჩია ელისაშვილს, რომ ტაქტიკა შეეცვალა და აღარ ეჩხუბა?

- როგორც ჩანს, ვიღაცამ ურჩია, აღარ იჩხუბოო და ისიც სერიოზული პოლიტიკოსის როლში შევიდა. სერიოზული ელისაშვილი კი ვის რაში სჭირდება?!

- პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და უმრავლესობით შევა საკრებულოში. გაყალბებასა და უხეშ დარღვევებს რამდენად ჰქონდა ადგილი?

- გაყალბება თვითონ ხმების დათვლის დროს ნაკლებად ხდება. მანამდე ხდება ამომრჩევლების დაშინება, ძველი ბიჭების ჩართვა საარჩევნო კამპანიაში, რომ მათ რაღაც ხმები მოიტანონ. ეს ძალიან სამარცხვინოა. აბა შენ უბნიდან რამდენ ხმას მოიტან და შენ _ რამდენს. თვითონ პროცესში გაყალბება ძნელია. მადლობა ღმერთს, აღარ ვართ იმ სიტუაციაში, რომ დათვლის დროს ყალბდებოდეს. ეს ვაიუშველებელი ისტერიკები რომ არ იყოს ყოველი არჩევნების დროს, კითხვები რომ არ გაჩნდეს, უნდა გადავიდეთ ელექტრონულ ხმის მიცემაზე! ხალხს აიდი ბარათის აღარ ეშინია, დაიჯერა, რომ იქ ეშმაკი არ ბუდობს და ასე შემდეგ. უნდა გადავიდეთ ელექტრონულ ხმის მიცემაზე. ყველაფერი დაწყნარდება და დამშვიდდება. გაყალბების შანსი, უბრალოდ, აღარ იარსებებს.

- ძველი ბიჭები ახსენეთ და მათი აქტიურობა თვალშისაცემი იყო ამ არჩევნებზე?

- რომ მიდიოდა ე.წ. დაკაჩავება, ეს ჩვეულებრივი თვალით კარგად ჩანდა. ხმა უნდა მისცე „ჩვენებს“, თუ არ მისცემ, ხომ იცი, რაც გელის. ბევრს ეშინია ამის. ერთ ისტორიას მოგიყვებით. სომხეთში ამერიკელებმა საარჩევნო უბნებზე დაამონტაჟეს კამერები, რათა გაეკონტროლებინათ პროცესი, რომ დარღვევები და გაყალბება არ ყოფილიყო. მმართველმა პარტიამ კი გენიალურად გამოიყენა ეს ამბავი. მათ გამოუცხადეს მოსახლეობას, ეს კამერები რომ დაყენდა, ამით ჩვენ გაგაკონტროლებთ, ვის მისცემთ ხმასო. ეს არის სამარცხვინო რეალობა. ხალხს განათლება და ინფორმირებულობა აკლია და ადვილად ხდება მისი დაშინება – მოტყუება.

- ძირითადად დაძაბულობა მაინც მარნეულსა და ისეთ ქალაქებში იყო, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. სპეცრაზმიც იყო მარნეულში მობილიზებული, თუმცა სერიოზულ გართულებას არ ჰქონია ადგილი. აქ ვერ აკონტროლებს ხელისუფლება სიტუაციას?

- მარნეულში მანამდე იყო დაძაბულობა. აქ ორი ფაქტორი თამაშობს როლს, პირველი, რომ მარნეულში დღემდე ინარჩუნებს გავლენას ნაცმოძრაობა თუ ყოფილი ნაცმოძრაობა და მეორე, მარნეულში არეულობა ძალიან საშიშია ეთნიკური განზომილების გამო. ეს ძალიან პრობლემატური იქნება.

- საბოლოო სურათი როგორი იყო? დიდი როლი ითამაშა ადმინისტრაციულმა რესურსმა და ქუჩის ბიჭების ფაქტორმა?

- ეს ორი ფაქტორი ისევ და ისევ მშვენივრად მუშაობს. ეს „ოცნების“ ინოვაცია არ არის, 90-იანი წლებიდან მუშაობს. ჩვენ რომ გვეგონა, ეს ძველი ბიჭები წავიდნენ და აქ ქურდულ სამყაროს გავლენა აღარ ჰქონდა, ასე არ ყოფილა. ძველი ბიჭების ფაქტორი ისევ ამუშავდა. აქ, როგორც ჩანს, კალაძის ფიგურაც თამაშობს როლს.

- რა თვალსაზრისით?

- კახა კალაძე, როგორც ვიცით, ძველ ბიჭებთან მშვენიერ ურთიერთობაშია…

- დახმარება აღმოუჩინეს პატივისცემის ნიშნად თუ ეს დავალება კახა კალაძისგან ჰქონდათ მიღებული?

- არა მგონია, უბრალოდ პატივსაცემად კეთდებოდეს. რა თქმა უნდა, რაღაც სამაგიეროს ელიან, სხვა თუ არაფერი.

- გაკეთდა შეფასებები, რომ რადგან ეს არჩევნები დიდი წარმატებით მოიგო „ოცნებამ“, არც 2020 წელს გაუჭირდებათ არჩევნების მოგება. თქვენ რას იტყვით?

- ბუნებრივია, 2020-შიც იგივე სქემა იმუშავებს. რამაც გაამართლა ერთხელ, ის მეორედაც გაამართლებს, მით უმეტეს, ოპოზიცია სუსტია და მარტივ მამრავლებად არის დაშლილი. ოპოზიციას არ ჰყავს ძლიერი ქარიზმატული ლიდერები, რომლებიც ხალხს ქუჩაში გამოიყვანენ და ფულიც ნაკლები აქვთ, ვიდრე `ქართულ ოცნებას~. როგორც ვნახეთ, ბიზნესმა ფული ძირითადად `ქართულ ოცნებას~ შესწირა.

- რამდენი ვადით უნდა ვუყუროთ „ქართულ ოცნებას“?

- რამდენი ვადითაც ქართველი ამომრჩეველი აიტანს. ჯერჯერობით იტანს. შაბათს ამომრჩეველი რომ დარაზმულიყო, მისულიყო და მიეცა ხმა კალაძის წინააღმდეგ, კალაძე ვერ გავიდოდა. კალაძე გავიდა იმიტომ, რომ ხალხი დარჩა სახლში, რადგან მან წესიერი ალტერნატივა ვერ დაინახა და ეს ფაქტი ოპოზიციამ უნდა აღიაროს.

- ზაალ უდუმაშვილი ვერ იჯერებს, რომ ყოველმა მეორე თბილისელმა კახა კალაძეს მისცა ხმა...

- ყოველმა მეორემ – არა, მაგრამ ყოველმა მეოთხემ ნამდვილად მისცა. ამომრჩევლის ნახევარი მივიდა არჩევნებზე და იქიდან ნახევარმა ხმა კალაძეს მისცა. თბილისს აღარ უნდოდა არათბილისელი მერი, მაგრამ, რა არჩევანიც იყო, მათაც იქიდან აირჩიეს. ნაცმოძრაობა თბილისში არ უყვართ, ელენე ხოშტარია ჯერჯერობით ისეთი პოპულარული და ძლიერი ფიგურა არ არის, თუმცა თავი ნორმალურად წარმოაჩინა და ვინღა დარჩა? ელისაშვილზეც ვისაუბრეთ უკვე. ამიტომ, კალაძეზე რომ მიდგებოდა საქმე, ფაქტია. მართალია, არათბილისელია, მაგრამ ცოტა მოძველბიჭოა და მან თვითონ მიაღწია ყველაფერს. ეს ფაქტორი ხალხზე კარგად მოქმედებს. მოხდა ის, რისი მოლოდინიც იყო და ამას ყველა შეგუებული იყო.

- საინტერესოა, ამის მერე რა მოხდება?

- არც არაფერი მოხდება. ჯერჯერობით გავაგრძელებთ ცხოვრებას ჩვეულებრივად. ერთადერთი, რამაც შეიძლება დაამარცხოს „ქართული ოცნება“, ეს არის სააკაშვილის გაძლიერება უკრაინაში. თუ ის ხელისუფლებას ჩაიგდებს ხელში, აქ ნაცმოძრაობა ავტომატურად ძალიან გაძლიერდება. მეორე ვარიანტი, რამაც შესაძლოა „ოცნება“ დაასუსტოს, მათ წიაღში მწვავე კონფლიქტი იქნება.

„ახალი თაობა“, 23 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „რუსთავი-2“-მა „ქართულ ოცნებაზე“ იმუშავა“ // „თუ ახალი ფაქტორები არ გამოიკვეთა, მომავალშიც ამავე შედეგებს მივიღებთ“

ადგილობრივ არჩევნებს „ახალ თაობასთან“ აფასებს ყოფილი დისიდენტი და დეპუტატი თამარ ჩხეიძე.

- ბევრი მოელოდა, რომ თბილისის მერი მეორე ტურში გამოვლინდებოდა. ამის მიუხედავად, მაშინვე გამოცხადდა, რომ კალაძემ არჩევნები პირველივე ტურში დამაჯერებლად მოიგო...

_ აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ სახელისუფლებო კანდიდატი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მერის არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვებდა. ხელისუფლებას არჩევნებისათვის უამრავი უპირატესობა და მძლავრი ბერკეტი აქვს, რასაც ის თავის სასარგებლოდ იყენებს. ეს ჩანდა რეიტინგებიდანაც. ძალიან სამწუხაროა, რომ კრიტიკულ მომენტში „რუსთავი 2“-მა მმართველ პარტიაზე იმუშავა.

- ეგზიტპოლს გულისხმობთ?

- ძირითადად, ეგზიტპოლს, თუმცა მანამდე გამოცხადებული რეიტინგებითაც „რუსთავი 2“-მა ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი. ყველაზე მოულოდნელი მაინც ის მაჟორული განწყობა იყო, რომელსაც ეს ტელეკომპანია ქმნიდა არჩევნების დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე. კრიტიკულ მომენტში ყველაზე კრიტიკულმა ტელევიზიამ იმოქმედა ისე, როგორც უნდოდა „ქართულ ოცნებას“. მან ღიად იმუშავა „ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის სასარგებლოდ.

- ასეთი რამ ადრე არ მომხდარა?

- ამის ნიშნები ადრეც შემიმჩნევია. მაგალითად, ბოლო საპარლამენტო არჩევნების დღეს „რუსთავი 2“-ის ეთერით გავიდა კლიპი, რომელიც, ერთი შეხედვით, ზოგადად არჩევნების მხარდამჭერი იყო, თუმცა იქ კადრში ჩანდა ივანიშვილი, რაც, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ შეფარული რეკლამა იყო. უხეში გათვლით, მმართველ პარტიას მხარს უჭერს 20%. ესაა ბირთვი, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა მაქინაციით ემატება პროცენტები. ესაა როგორც გაყალბება, ისე მოსყიდვა და დიდი სახელმწიფო რესურსი. ამგვარად ეს 20% იმატებს და საბოლოოდ აღმოჩნდება ხოლმე, რომ მმართველ პარტიას ხმა მისცა 50-ზე მეტმა პროცენტმა. „ქართულ ოცნებას“ თავიდანვე ამაზე ჰქონდა გათვლა და მნიშვნელობა არა აქვს, რას ეუბნებოდა ამომრჩეველს კახა კალაძე ან ვარაუდობდა თუ არა ვინმე მეორე ტურს. სამწუხარო ისაა, რომ გადამწყვეტ მომენტში ამაში მონაწილეობს ის ტელევიზია, საიდანაც საზოგადოება იგებს სიმართლეს და ისმენს კრიტიკულ აზრს.

- რა იქნება ამ კუთხით მომავალში?

- მომავალში „რუსთავი-2“ გააგრძელებს თავის ჩვეულ საქმიანობას და ხელისუფლების კრიტიკას. ხელისუფლებას ოპოზიციური არხი სჭირდება კიდეც, მით უმეტეს, თუ ეს არხი კრიტიკულ მომენტში მის სასარგებლოდ იმუშავებს.

- არჩევნებამდეც იყო ისეთი შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთის წახალისებას ახდენდნენ...

- ყოველ შემთხვევაში, „რუსთავი 2“ მაშინ მმართველ პარტიაზე არ მუშაობდა. სხვათა შორის, არაადეკვატურია ამ ტელეკომპანიის ეგზიტპოლზე „ევროპული საქართველოს’ რეაქცია, ანუ თანხმობა. ამ პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ გამოკითხვის დროს ხალხი შეშინებული იყო და სწორ პასუხებს არ იძლეოდა, არჩევნების შედეგი კი სხვა იქნებაო. ეს იყო ამ პარტიის თანხმობა. სხვებისაგან განსხვავებით, „ევროპულ საქართველოს“ არ ვთვლი იმ პარტიად, რომელიც ხელისუფლებას გაურიგდა. ამიტომ მათი შეფასებები არაადეკვატურად მეჩვენა.

- ამგვარი სურათი შეიძლება მომავალ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზეც მივიღოთ?

- თუ არაფერი შეიცვალა, იმავე სურათს მივიღებთ. შესაძლოა, გამოიკვეთოს ახალი ფაქტორი, რომელიც გარდამტეხი აღმოჩნდება და პოლიტიკურ ვითარებას შეცვლის. სხვა შემთხვევაში, სულ ამ წრეზე ვიტრიალებთ.

„კვირის პალიტრა“, 23 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ლიტვის ელჩთან: „ევროკავშირი არ არის კეთილი ძიებისა და დეიდების კლუბი, იქ ძალიან მაღალია კონკურენციაა“ // „აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც გეტყვით, დაივიწყეთ ნატო და ევროკავშირიო, მაინც არავინ მიგიღებთო, მაგრამ ბოლომდე ერთგული უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის ამბიციების“

ვაჟა თავბერიძე

ლიტვა-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობასა და პარტნიორობაზე “კვირის პალიტრა” ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, გედრიუს პუოჯუნასს ესაუბრა.

- საქართველო-ლიტვის ურთიერთობების ერთ-ერთი ქვაკუთხედი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებია. როგორ მოახერხა ლიტვამ ის, რასაც საქართველო, სამწუხაროდ, დღემდე ვერ ახერხებს?

- ამ კითხვაზე პასუხის წარსულში ძიებას, აჯობებს მომავლისკენ გაიხედოთ და წარმატებაც მოვა. ჩვენი, ლიტველების გზაც ევროკავშირისა და ნატოსკენ არ იყო ია-ვა­რდით მოფენილი. ლიტვური გამოცდილებიდან საქართველოს შეუძლია რამდენიმე გაკვეთილი გამოიყენოს. პირველ რიგში, აუცილებელია ერთსულოვნება. ყველას – პოლიტიკოსებს, საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, მედიას – ერთი გეოპოლიტიკური მიზანი უნდა ამოძრავებდეს. ჩვენ ვხუმრობთ ხოლმე, რომ ლიტვაში­ ორ კაცზე სამი პარტია მოდის, რომლებიც­ ვერასდროს რიგდებიან ერთმანეთში, მაგრამ, როცა საქმე გეოპოლიტიკურ მიზნებზე მიდგება, ყველანი ერთად ვდგავართ, ერთი ხმით ვსაუბრობთ. მეორე – უნდა იყოთ ამბიციური და არ უნდა მოსწყდეთ რეალობას. თუ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრები გახდებით, ესე იგი, ერთ დღეს ასეც მოხდება. უნდა იყოთ თანამიმდევრულები და აკეთოთ თქვენი საშინაო დავალება. წინ უნდა გაიხედოთ, ბევრი იშრომოთ, დასახული გზიდან არ გადაუხვიოთ და მიზანსაც მიაღწევთ. აუცილებლად გამოჩნდება, ასე ვთქვათ, შესაძლებლობათა ფანჯარა, რომელსაც საქართველო გამოიყენებს. ზოგჯერ გაურკვეველი მომავალი ძალიან დამთრგუნველია, მაგრამ მხნედ უნდა იყოთ – სწორ გზაზე დგახართ და მჯერა, რომ მიზანს მიაღწევთ.

- დასავლელი პარტნიორები გვაქებენ, ქვეყანაში ვითარდება დემოკრატია, ვატარებთ რეფორმებს… კიდევ რა უნდა გააკეთოს საქართველომ? თანაც იმის ფონზე, რომ ნატოსა­ და ევროკავშირის წევრები ხდებიან ქვეყნები, რომელთაც საქართველო თუ არ აღემატება,­ ნამდვილად არ ჩამორჩება დემოკრატიული სტანდარტებით. არაფერს ვერჩით ალბანეთს, მონტენეგროსა და სერბეთს, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ დავალების შესრულებაზე, როგორც გადამწყვეტ ფაქტორზე აპელირება დასავლეთის ერთგვარი ორმაგი სტანდარტია?

- ვერ დაგეთანხმებით. რეფორმებს იმიტომ კი არ უნდა ატარებდეთ, რომ ნატოში ან ევროკავშირში მოხვდეთ, არამედ იმიტომ, რომ ეს თქვენს ქვეყანას წინ წასწევს. პირველ რიგში, თქვენივე ინტერესებშია სამთავრობო რეფორმები, ჯანსაღი კონკურენცია და მდგრადი ეკონომიკა. მე ვიყავი საქართველოში 16 წლის წინ და ფაქტია, დღეს ეს სულ სხვა ქვეყანაა. არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეთ, და იმავდროულად, არსებობს პოლიტიკური კონსენსუსის საკითხი. ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ საქართველოს გაუხსნა გზა მსოფლიოს ყველაზე მომგებიანი ბაზრისკენ – შეგიძლიათ ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანოთ. ეს კარგი შანსია, მაგრამ როგორ გამოიყენებთ, თქვენზეა დამოკიდებული. ევროკავშირი არ არის კეთილი ძიებისა და დეიდების კლუბი, იქ ძალიან მაღალია კონკურენცია და ამისთვის მზად უნდა იყოთ. რაც შეეხება ნატოს, იქ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკურ კონსენსუსს – ყველა წევრი უნდა დაეთანხმოს იმას, რომ კლუბში ახალბედა მიიღონ.

- საქართველოს ნატოში გაწევრებაზე საუ­ბრისას ხშირად ხაზს უსვამენ, განსაკუთ­რებით ევროსკეპტიკოსი ექსპერტები, რომ საქართველოს აქვს ორი კონფლიქტური რეგიონი და სანამ არ მოგვარდება, ნატოშიც ვერ შევალთ…

- ვფიქრობ, მოთმინება უნდა გამოიჩინოთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უკვე ძალიან ბევრს აკეთებს და ალიანსი და დასავლელი პარტნიორები ამას ხედავენ. თქვენც გაქვთ კონფლიქტის მოგვარების ბევრი ინიციატივა, ცდილობთ, ჩატეხილი ხიდების აღდგენას და ხალხთა შერიგებას. სწორედ ეს არის ერთადერთი მართებული გზა. ავიღოთ საფრანგეთისა და გერმანიის, პოლონეთისა და ლიტვის მაგალითი – ასეთმა მიდგომამ მოგვიტანა მშვიდობა. კონფლიქტის მოგვარების გასაღები თანამშრომლობაშია და არა ბრძოლაში­. საქართველო ყველაფერს სწორად აკეთებს. ვნახოთ, რას მოგვიტანს მომავალი.

- მაგრამ შერიგება მხოლოდ ერთ მხარ­ეზე­­ არ არის დამოკიდებული, ფაქტია, რომ საქართველოს მცდელობა, სოხუმისა და ცხინვა­ლის ე.წ. ხელისუფლებასთან საერთო ენა გამონახოს, მარცხით სრულდება. რა პოზიტიური შედეგი შეიძლება მოჰყვეს ერთი მხარის მცდელობას, თუ მეორეს ამის გაგონებაც არ სურს?

- საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარება, თქვენი დაახლოება ევროპულ ოჯახთან საუკეთესო გზაა შერიგებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. ფაქტია, რომ ამ რეგიონებს არავინ აღიარებს დამოუკიდებელ ქვეყნებად – სოხუმი და ცხინვალი საქართველოს სუვერენული ტერიტორიებია და ასეც დარჩება.

- რუსეთზეც ვისაუბროთ. როგორ შეაფასებდით კრემლის ფაქტორს, მაგალითად, როდესაც საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს ეხება?

- ნატო და ევროკავშირი არ ცნობენ მესამე ძალის გავლენას, ან მათ მისწრაფებებს, შექმნან ბუფერული ზონები. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება,­ თავად გადაწყვიტოს, რომელ ალიანსსა თუ ბლოკში სურს გაწევრება. ეს საქართველოს­ გადასაწყვეტია და არა მოსკოვის. თუ გსურთ, ნატოსა და ევროკავშირის წევრები გახდეთ, არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმემ ამას ვეტო დაადოს. იმავდროულად, ფაქტია, რომ ძალიან რთულ სამეზობლოში ვართ. 2008 და 2014 წლების მოვლენებმა ძირეულად შეცვალა გეოპოლიტიკური რეალობა ლიტვისთვისაც. ვცდილობთ, ამ ახალ გამოწვევებს მოვერგოთ – ჩვენ გავზარდეთ თავდაცვის ბიუჯეტი, დავაბრუნეთ სავალდებულო გაწვევის სისტემა, ვყიდულობთ სამხედრო ტექნიკას.

- ანუ ომისთვის ემზადებით?

- ჩვენ ვემზადებით თანამედროვე გამოწვევებისთვის. როგორც ამბობენ, თუ მშვიდობა გსურს, ომისთვისაც უნდა იყო მზად. ნატო კოლექტიური თავდაცვის პრინციპზეა დაფუძნებული და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შეგიძლია დაელოდო, როდის მოვა ვინმე და დაგიცავს.

- თუ ნატოს წევრი ლიტვა ასე შეშფოთ­ებულია, პატარა საქართველომ რაღა თქვას?

- საქართველო ძალიან საჭირო რეფორმებს ატარებს, ეს თქვენი ქვეყნის სამხედრო თავდაცვისუნარიანობას გაზრდის. რაც შეგიძლიათ, ის უნდა გააკეთოთ…

- და იმედი გვქონდეს, რომ გადავრჩებით…

- ისევ ლიტვის მაგალითს მოვიყვან – 2003 წელსაც კი, ერთი წლით ადრე, სანამ ნატოსა და ევროკავშირში შევიდოდით, ბევრი ამბობდა, რომ ამას ვერ მოვახერხებდით, რომ შანსი არ გვქონდა, რომ ლიტვა ნაცრისფერ ზონად გადაიქცეოდა და ა.შ. მაგრამ ჩვენ არჩეულ გზას არ გადავუხვიეთ და მან საბოლოოდ მიგვიყვანა კიდეც მიზნამდე. ის პატარა გეოპოლიტიკური სასწაული დღეს რეალობად იქცა.

საქართველოსაც აქვს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ ერთ დღეს თქვენ ნატოს წევრები გახდებით. ასე რომ, პოლიტიკურ შანსს უნდა დაელოდოთ. აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც გეტყვით, დაივიწყეთ ნატო და ევროკავშირი, რა გინდათ იქ, მაინც არავინ მიგიღებთო, მაგრამ ბოლომდე ერთგული უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის ამბიციების.

- აქ ერთი დეტალია – პოსტსაბჭოთა სივრცის მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ დასავლეთმა ერთ დროს დაკარგული ბალტიისპირეთი, ასე ვთქვათ, ევროპულ ოჯახში დააბრუნა, მაგრამ საქართველოზე ევროპაში მსგავსი­ განცდა და სენტიმენტები არ არსებობს…

- დიახ, დასავლეთს არასდროს უღიარებია ლიტვა და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნები საბჭოეთის ნაწილად. ეს მართალია, მაგრამ დღეს თქვენ, ქართველებს, გაქვთ დასავლეთის დაპირება, მეტიც, გარანტია, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, თუ საჭირო რეფორმებს გაატარებს. ვფიქრობ, ასოცირების შეთანხმების რეალიზება ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და ამ შეთანხმებაში ჩაწერილი რეფორმების გატარება იოლი ნამდვილად არ იქნება. მეტიც, ეს იქნება მტკივნეული პროცესი, რომელსაც ხალხი ზოგ­ჯერ არ დაუჭერს მხარს. მაგალითისთვის ავიღოთ ერთ-ერთი მოთხოვნა: მანქანების ტექდათვალიერება, რომელიც 1-ლი იანვრიდან უნდა აღდგეს. თბილისში საშინლად არის ჰაერი დაბინძურებული. ამის გაკეთება იაფი არ დაჯდება, თან ეს იქნება არაპოპულარული ნაბიჯი, მაგრამ უნდა შეეგუოთ, რადგან თუ ევროკავშირში გინდათ შესვლა, მაშინ ევროპულ სტანდარტებთან ადაპტაციაც მოგიწევთ.

ქართული პრესის მასალები 21 ოქტომბერი 2017 წელი
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ავთანდილ დემეტრაშვილთან: „კონსტიტუციაში ცვლილებები კიდევ არის შესატანი“ // „შემდეგი საკონსტიტუციო ცვლილებები ორპალატიან პარლამენტს უნდა შეეხებოდეს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ჯემალ გამახარიასთან: „აფხაზეთში დახვრეტილი 25 ქართველი ტყვე სოფელ იაშტუხაში ერთად იყო ჩასვენებული“ // „ჩვენ აფხაზეთში დავბრუნდებით და საფლავებსაც მოვუვლით“

„ახალი თაობა“, 21 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ავთანდილ დემეტრაშვილთან: „კონსტიტუციაში ცვლილებები კიდევ არის შესატანი“ // „შემდეგი საკონსტიტუციო ცვლილებები ორპალატიან პარლამენტს უნდა შეეხებოდეს“

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ეტაპზე საუბრობს.

- ბატონო ავთანდილ, რამდენად მოელოდით, რომ პრეზიდენტი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელს მოაწერდა იმის გათვალისწინებით, თუ რა პროცესი უძღოდა წინ?

- მე ვთვლი, რომ პრეზიდენტი სწორად მოიქცა. პირველ რიგში, ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციური ვალდებულება. რასაკვირველია, უფლებამოსილია, ხელი არ მოაწეროს, მაგრამ ამით რა იქნებოდა შედეგი?! კიდევ ერთი დაპირისპირება, კიდევ ერთი კინკლაობა სახელისუფლებო შტოებს შორის. ამიტომ, მე ვფიქრობ, პრეზიდენტი აბსოლუტურად სწორად მოიქცა. რა თქმა უნდა, უკეთესი იყო, წერილობითი განცხადება გაეკეთებინა, რომ მას არ უნდა, სახელმწიფო საქმიანობაში დისონანსი შეიტანოს და ამიტომ აწერს ხელს.

- საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი დასრულდა ამ ხელმოწერით თუ ფიქრობთ, რომ გაგრძელდება?

- თავად ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კონსტიტუციური პროცესი გრძელდება. ახლა საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას მოახდენს, რომელიც 2018 წლის მარტ-აპრილში იქნება მიღებული და ძალაში შევა 2018 წლის ნოემბერში.

რასაკვირველია, კონსტიტუციაში ცვლილებები კიდევ არის შესატანი. უნდა ამოივსოს ის ხარვეზი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მოწყობას ეხება. მასში განდგომილი რეგიონების შესახებ მის სტატუსზე მინიშნება მაინც უნდა იყოს, თუ ბოლომდე ვერ განვსაზღვრავთ. მეორე საკითხი ეხება ორპალატიან პარლამენტს, რასაც ვენეციის კომისია რამდენი წელია, კატეგორიულად მიგვითითებს.

- ბატონო ავთანდილ, ორპალატიან პარლამენტთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია ცნობილია. რას დაარეგულირებს, რა აუცილებლობაა ორპალატიანი პარლამენტის, რომ აუხსნათ მკითხველს?

- მოგახსენებთ: ჩვენ გადავდივართ კლასიკურ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე. ზოგადად, ყველასთვის ცნობილია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ეფექტურია და ყოველგვარი სირთულეების გარეშე მოქმედებს, თუ მასში შიდა და გარე შეკავებები არსებობს. გაწონასწორება-შეკავების მექანიზმის ქმედითობაზე ვსაუბრობ. ასეთი ფუნქცია შეუძლია შეასრულოს როგორც პრეზიდენტს გარედან, რომელსაც აქვს მაღალი ლეგიტიმაცია და შიდა გაწონასწორება შეუძლია განახორციელოს მეორე პალატას. მოგეხსენებათ, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით ჩვენ უარს ვამბობთ პირდაპირი გზით არჩეულ პრეზიდენტზე. შესაბამისად, რჩება მეორე პალატა, სენატი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება არა პარტიული, არამედ ადგილობრივი, ტერიტორიული წარმომადგენლებით, რომელიც პარტიულ მისწრაფებებს შეანელებს და მოსახლეობის ინტერესებს დაიცავს. სენატი იქნება ტერიტორიების მიხედვით არჩეული. იგი მოწოდებული იქნება ადგილობრივი და საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების გამოსახატად და არა რომელიმე პარტიის ინტერესი. ამიტომ ასრულებს საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სხვა ქვეყნებში დამბალანსებლის ფუნქციას სენატი.

კიდევ ერთი საკითხი – საერთაშორისო პრაქტიკაში გვაქვს ასეთი მოცემულობა: საპარლამენტო რესპუბლიკების ერთ მესამედში ორპალატიანი პარლამენტი მოქმედებს, საპარლამენტო რესპუბლიკათა ორ მესამედში კი პრეზიდენტი პირდაპირი წესით არის არჩეული.

- მთავარი დაპირისპირება ამ საკონსტიტუციო ცვლილების პროცესში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მაინც საარჩევნო სისტემა იყო…

- გეთანხმებით, 2020 წელს იყოს შერეული სისტემა და ჩატარდეს როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული არჩევნები, მაგრამ მაჟორიტარული სისტემით აირჩეს პარლამენტის მეორე პალატა, ანუ სენატი. ეს არასდროს მითქვამს, ახლა პირველად ვამბობ, რადგან დაკვირვების შემდეგ დავასკვენი, რომ ამ დაპირისპირებიდან ეს შეიძლება იყოს ერთადერთი რაციონალური გამოსავალი. შეიძლება არა 73-ადგილიანი, არამედ 50-კაციანი შემადგენლობით. ამას ითხოვს კონსტიტუციაც და, აგერ უკვე 15 წელია, ვენეციის კომისიაც.

- თუმცა, რამდენად იზიარებთ მოსაზრებას, რომ ბიუჯეტს ორპალატიანი პარლამენტის შენახვა უფრო ძვირი დაუჯდება?

- არა, არ დაუჯდება. ერთი რეზიდენცია უკვე გვაქვს, ქუთაისის პარლამენტის შენობაში შეიძლება მეორე პალატა – სენატი განთავსდეს. სწორედ ასეც უნდა იყოს, რადგან ტერიტორიული წარმომადგენლობის ორგანო იქნება, ქვედა პალატა კი თბილისში იქნება. ამით ქუთაისის პარლამენტის შენობის საკითხიც გადაწყდება. ასევე, სულაც არ არის აუცილებელი, რომ 73 ავირჩიოთ, ავირჩიოთ, მაგალითად, 50, მაგრამ ამას უხეშად ვამბობ ახლა, რადგან ტერიტორიებია დასათვლელი. ფინანსისტი არ ვარ, მაგრამ ხარჯები, მერწმუნეთ, მინიმალური იქნება. მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, ცნობილია, რომ ეს ხარჯები არ აღემატება იმ თანხებს, რომლებსაც ახლა ვხარჯავთ ერთპალატიანი პარლამენტის შენახვაზე.

კიდევ ერთი – გარკვეულ ნაწილში სენატის შექმნამ შეიძლება ხელი შეუწყოს განდგომილ რეგიონებთან დიალოგს. განდგომილ რეგიონებს სენატში გამოყოფილი განსაკუთრებული ადგილი ექნებათ.

ორპალატიან პარლამენტზე კონსტიტუციაშია მითითებული. ოდესღაც ხომ უნდა დავიწყოთ ამაზე საუბარი?! მით უფრო ახლა ამის მშვენიერი შესაძლებლობაა. ოპოზიცია ითხოვს, მაჟორიტარული სისტემა გავაუქმოთ, ხელისუფლება კი უარზეა. ამიტომ იყოს მაჟორიტარული არჩევნები, მაგრამ მაჟორიტარული არჩევნებით აირჩეს ზედა პალატა, სენატი. ამით ორივე მხარის მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნება. ძალიან ბევრი პლუსია ამ იდეაში.

- ამ საკითხზე ესაუბრეთ უკვე თუნდაც ირაკლი კობახიძეს?

- არა, ჯერ არ მისაუბრია.

„ახალი თაობა“, 21 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ჯემალ გამახარიასთან: „აფხაზეთში დახვრეტილი 25 ქართველი ტყვე სოფელ იაშტუხაში ერთად იყო ჩასვენებული“ // „ჩვენ აფხაზეთში დავბრუნდებით და საფლავებსაც მოვუვლით“

რამდენიმე დღის წინ, 1993 წელს სოხუმის დაცემის შემდეგ, რუსებისა და აფხაზი სეპარატისტების მიერ დახვრეტილი 25 ტყვე ქართველის გადმოსვენება აფხაზეთში განხორციელებული გენოციდისა და ეთნოწმენდის კიდევ ერთი დასტურია. ამის შესახებ „ახალ თაობას“ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია ესაუბრა.

- ბატონო ჯემალ, აფხაზეთის ომიდან 25-ე წელს თბილისში გადმოასვენეს აფხაზეთის ომის ბოლოს, სოხუმის დაცემის მომენტში, აფხაზი სეპარატისტებისა და რუსების მიერ დახვრეტილი 25 ტყვე. 24 წლის შემდეგ როგორ აფასებთ ამ ფაქტს?

- ადამიანურად ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარიც კი. ამ ადამიანების დახვრეტა მოხდა სოხუმის დაცემის დღეს. აქ საქმე გვაქვს ტყვედ აყვანილი ადამიანების დახვრეტასთან. ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია, მინისტრთა საბჭოს მაღალი თანამდებობის პირები, მათი თანმხლები პირები, მათი დაცვის წევრები დახვრიტეს. არის კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ქალბატონი. რა შეფასება შეიძლება მისცე ამ ფაქტს? ეს არის გენოციდის ერთ-ერთი აშკარა დამადასტურებელი ფაქტი, რომ აფხაზეთში მიზანმიმართულად განხორციელდა ქართველი მოსახლეობის გენოციდი, რომელიც სხვადასხვა ფორმით დღემდე გრძელდება.

- მსგავსი რამ - ტყვეების დახვრეტის ფაქტი, მგონი, სხვაგან არ ყოფილა...

- მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტები ამას ყოველთვის არ აკეთებდნენ. აქ სუფთა გენოციდის ფაქტთან გვაქვს საქმე.

- თან სახელმწიფო ორგანოების მაღალი თანამდებობის პირების დახვრეტა მოხდა...

- დიახ, მინისტრთა საბჭოს პასუხისმგებელი მუშაკები და მათი თანმხლები პირები დახვრიტეს, რაც სხვა არაფერია, თუ არა ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული გენოციდი.

- რას აძლევდა თუნდაც აფხაზ სეპარატისტებსა და რუსებს ტყვედ აყვანილი მინისტრთა საბჭოს პასუხისმგებელი პირების, ქალაქის მერის დახვრეტა? რატომ უნდა გაეკეთებინათ ეს?

- ძალიან ძნელია ამგვარ ქმედებას რაიმე ახსნა მოუძებნო. ფაქტობრივად, ომი დამთავრებული იყო.

- დიახ, ომის ბედი გადაწყვეტილი იყო...

- მათ ამ ტყვეების დახვრეტა არაფერს აძლევდა, გარდა იმისა, რომ 25 ადამიანი, ქართველი მოკლეს. სხვაგვარი შეფასების მიცემა შეუძლებელია, გარდა გენოციდისა.

- ირაკლი ალასანიას განცხადება მოვისმინე, რომლის მამაც ამ 25 დახვრეტილთა შორისაა, 25-წლიანი ჭრილობა დაიხურაო. ანუ 25 წელი ამ ადამიანებს თავისი ახლობლების საფლავებიც დაკარგული ჰქონდათ. ზოგადად, ამ ომით გახსნილი ჭრილობა დაიხურა?

- ბატონ ირაკლის განცხადება არ მომისმენია, მაგრამ მისი ჭრილობა, ალბათ, დაკავშირებული იყო იმასთან, რომ არ იცოდა, სად იყო მამის საფლავი. ამ გადმოცემის პროცესში ისეთი ადამიანები გადმოასვენეს, რომლებიც მათი ოჯახის წევრებს, ახლობლებს უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიაჩნდათ. ახლა კი მიცვალებულები ჩამოასვენეს. აქამდე იმედის ნაპერწკალი მაინც არსებობდა, რომ შეიძლება სადღაც ცოცხლები იყვნენ. მიცვალებულები რომ ჩამოასვენეს, ამან, პირიქით, კიდევ უფრო მწვავედ გვაგრძნობინა, რაოდენ დიდი ტრაგედია მოხდა. აქამდე იმედის ნაპერწკალი თუ იყო, ახლა ეს ნაპერწკალიც ჩაქრა. აქ მიდგომა ინდივიდუალურია.

- სეპარატისტებმა აქამდეც ხომ იცოდნენ, რომ ეს 25 ადამიანი დახვრეტილი იყო და სადღაც იყვნენ ჩასვენებულები, მაგრამ ისინი აქამდე არ გადმოგვცეს. ახლა აფხაზების მიდგომა შეიცვალა? წლებმა ქართველებისადმი, გარდაცვლილის პატივის მიგებისადმი მათი დამოკიდებულება შეცვალა?

- გარდაცვლილის პატივის მიგებაზე რა მოგახსენოთ. 24 წლის წინ 25 დახვრეტილი ქართველის ცხედრების გადმოსვენება წითელი ჯვრისა და საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტროს დამსახურებაა, მათი ძალისხმევის შედეგია. სამინისტრო ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობს. 24 წლის შემდეგ, სეპარატისტებისთვის ალბათ, ცხედრების არგადმოცემას აზრი არ აქვს. მით უმეტეს, რომ ქართველების ცხედრებისგან აფხაზეთის გათავისუფლება შეიძლება აწყობდეთ კიდევაც, რათა იქ არ იყოს ძმათა სასაფლაოები.

- რამდენადაც ვიცი, ომის დროსაც არსებობს დაუწერელი კანონები, როგორ არ შეიძლება მოიქცეს ნამდვილი მებრძოლი. ასეთი ჯგუფური დახვრეტის ფაქტი, დამთავრებული ომის პირობებში ტყვეების დახვრეტა, არა მგონია, ვინმესთვის სანაქებო იყოს.

- ეს არის დანაშაული და ამ დანაშაულისთვის ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს დღეს იქნება თუ ხვალ. ვინც ეს ჩაიდინა, ის დამნაშავეა.

- მითხრეს, გურამ გაბესკირია აფხაზიაო, მართალია?

- არა, გურამი ქართველი იყო და ქართველად დარჩა.

- გენოციდის მასალებში, რომელთაც, როგორც ვიცი, ამზადებთ საერთაშორისო ორგანიზაციებში წარსადგენად, თუ შევა 25 თანამდებობის პირის დახვრეტის ფაქტი?

- აღნიშნული ფაქტი თავისთავად შევა გენოციდის მასალებში. საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობდა, ახლა უკვე დამთავრდებოდა.

- ალბათ, თანდათან სხვადასხვა ეპიზოდებიც ემატება...

- დიახ, გამოძიების პროცესში სხვადასხვა ეპიზოდები ჩნდება, რომელთა გამოძიება ხდება.

- აფხაზეთის ომში 30 ათასი ადამიანი დაიღუპაო...

- ამდენი არ იქნება. სამხედრო და სამოქალაქო პირები ერთად აღებული 10 ათასი კაცი იქნება დაღუპული. მეორე მხარესაც, რომელიც ასევე ჩვენია, 5 ათასი იქნება დაღუპული. ყოველი დაღუპული აფხაზი ჩვენთვისაც ტრაგედიაა.

- თქვენ თქვით, სეპარატისტებს შეიძლება კიდეც უხარიათ, რაც შეიძლება მეტი საფლავი მოიშორონ იქიდანო. იქიდან გამოდევნილი ადამიანების წინაპრების საფლავებიც იქ არის, როგორ მოახერხებენ ქართველების საფლავებისგან აფხაზეთის გასუფთავებას?

- რა თქმა უნდა, ვერ შეძლებენ. მე ვგულისხმობდი ძმათა სასაფლაოებს, სადაც ყველა დაღუპულს ერთად ასაფლავებდნენ. ამგვარი ძმათა სასაფლაოების მოშორება, სეპარატისტებს, რა თქმა უნდა, აწყობთ. ოფიციალური სასაფლაოების მოშლა შეუძლებელია. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ აფხაზეთში დავბრუნდებით და საფლავებსაც მოვუვლით.

- თუ იცით, ეს 25 დახვრეტილი პირი ერთ სამარხში იყო?

- დიახ, ერთ სამარხში იყვნენ ჩასვენებულები სოფელ იაშტუხაში, რომელიც ძალიან ცნობილი სოფელია. ჩვენ მოვლენებს თავისი სახელი უნდა დავარქვათ და გენოციდის მასალები მთელს მსოფლიოს უნდა მივაწოდოთ. ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

ქართული პრესის მასალები 6 ოქტომბერი 2017 წელი
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ავთანდილ დემეტრაშვილთან: „ამ კონსტიტუციით საპარლამენტო კრიზისები გვექნება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილითან: „საქართველოს კონსტიტუციური მონარქია და მაჟორიტარული არჩევნები სჭირდება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი ჟორჟოლიანთან: „კმაყოფილი არც ჩვენ ვართ და დისკუსიას კიდევ გავაგრძელებთ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ჩაჩუასთან: „წინასაარჩევნოდ ტემპერატურის აწევა ხელოვნურად ხდება“ // „ადგილობრივ თვითმმართველობებში ადგილებს „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ინაწილებენ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან: „ოცნება“ მთლიანად „ნაციონალების“ გზას დაადგა“ // „პატიმარი რომ შეჰყავთ პოლიციაში, სულ ჰაერში ატრიალებენ, ისე გამეტებით ურტყამენ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „მოსკოვი საქართველოში რელიგიურ დაპირისპირებას ამზადებს“ // „მალე ახალი შულავერის კომიტეტი შეიქმნება“

„ვერსია“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: კუმურდოელებს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის აქტივისტები აქეზებდნენ!“ // ვინაა რუსეთში მოღვაწე გავლენიანი სომეხი ავტორიტეტი, რომლის დახმარებითაც ვანო მერაბიშვილი ჯავახეთს მართავდა

„ახალი თაობა“, 06 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ავთანდილ დემეტრაშვილთან: „ამ კონსტიტუციით საპარლამენტო კრიზისები გვექნება“

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საკონსტიტუციო ცვლილებებს აფასებს.

- ბატონო ავთანდილ, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ მოლოდინის რეჟიმში არიან. პრეზიდენტი მხოლოდ ორი საკითხით შემოიფარგლება თუ ვეტოს მთელ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაადებს?

- რა შედეგი მოჰყვება პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის გამართულ შეხვედრას, ამაზე ვარაუდი რთულია. მგონია, რომ პრეზიდენტი არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ორი საკითხით და მისი მოტივირებული შენიშვნები სხვა საკითხებსაც შეეხება, მაგალითად, პრეზიდენტის არჩევის წესს, საარჩევნო სისტემას. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ნათლად დავინახეთ მთელი პოლიტიკური სპექტრის პოზიციები ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ოპოზიცია აკრიტიკებს პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემას. პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს არბიტრის ფუნქცია, რასაც არ უზრუნველყოფს არსებული ცვლილებები და მეორე, რაზეც არ არის კონსენსუსი, ეს არის საარჩევნო სისტემა. მე მაინც მგონია, რომ ვინაიდან ერთიანად უყრის კენჭს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს, როდესაც ხდება მისი ან გაზიარება ან გადალახვა, ამ შეხვედრას პოზიტიური შედეგი არ ექნება.

- ეს ორი საკითხი დარჩება კონსტიტუციაში?

- თვითონ პარლამენტს შეუძლია, ცვლილებები შეიტანოს, თუმცა გარკვეული დრო იქნება ამისთვის საჭირო. პროცედურებია დასაცავი, ეს ყველაფერი კონსტიტუციაშია გაწერილი. ჯერ ხდება ცვლილებების შეტანა, ერთი თვის განხილვის შემდეგ უნდა გამოაქვეყნოს, შემდეგ კვლავ უნდა გავიდეს და ა.შ. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ 2018 წლის საშემოდგომო სესიამდე მოხდეს, თუ, რასაკვირველია, პრეზიდენტმა ვეტო არ გამოიყენა და მისი ვეტო არ გაიზიარა პარლამენტმა.

- ეს ორი საკითხი თავის დროზე, რაზეც ახლა უკან დახევა უწევთ, რატომ შეიტანეს, ეს პოლიტიკური ვაჭრობისთვის იყო გაკეთებული?

- არა, ნამდვილად არ იყო სავაჭრო თემა. ეს იყო ირაკლი კობახიძისა და მისი გუნდის მყარი პოზიცია. ირაკლიმ არაერთხელ დააფიქსირა, რომ საპარლამენტო სტაბილუ-რობისთვის, კრიზისების თავიდან ასაცილებლად ასეთი ბონუსების სისტემა უნდა იყოს შემოღებული. თუმცა, ვენეციის კომისიამ, ჯანი ბუკიკიომ კატეგორიულად მოითხოვეს ბონუსის სისტემის დახვეწა ან სრულად გაუქმება. ამავდროულად, ნათელი გახდა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებამ 2024 წლისთვის გადაიწია, რჩება არსებული სისტემა და სულაც აღარ არის საჭირო ბონუსსისტემის შემოღება. პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე, უმრავლესობამ გამოთქვა მზადყოფნა, რაც დაუდასტურა კიდეც ვენეციის კომისიას, რომ სრულად გააუქმოს ბონუსსისტემა და ერთჯერადად დაუშვას საარჩევნო ბლოკების არსებობა.

- პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ განვითარებული მოვლენების შემდეგ არცერთი ხელისუფლება არ გააუქმებს არსებულ მახინჯ საარჩევნო სისტემას და არ გადავა პროპორციულ სისტემაზე. თქვენ რას იტყვით?

- საპარლამენტო რესპუბლიკა მაშინ არის ქმედითი და მაშინ არ იწვევს საპარლამენტო კრიზისებს, როდესაც არსებობს ბალანსი – შეკავება, გაწონასწორების პრინციპი. ამას მხოლოდ ორი ინსტიტუტი უზრუნველყოფს: პირველი – ეს არის ორპალატიანი პარლამენტი. ვენეციის კომისიამ ცალკე პუნქტად გამოყო ეს საკითხი, გვითხრა, რატომ არიდებთ თავს სენატსო. პირდაპირ ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ დამბალანსებელი ძალა არის სენატი. მეორე არის მაღალი ლეგიტიმაციის მქონე სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც შეუძლია, დააბალანსოს არსებული სისტემა და იყოს ნეიტრალური არბიტრი.

- პირდაპირი გზით არჩეული პრეზიდენტი?

- დიახ, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი. ამ ორივე საკითხზე უარს ამბობს მმართველი გუნდი. მე თავის დროზე შევთავაზე ირაკლი კობახიძეს, რომ პარლამენტი ორპალატიანი იყოს, მაგრამ მისგან კატეგორიული უარი მივიღე. ამიტომ, მე სულაც არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში საპარლამენტო კრიზისები შეიქმნას, თანაც კონსტიტუციაში უკვე ჩაწერილია, რომ 3%-იანი საარჩევნო ბარიერი იქნება.

- ვერცერთი ძალა ვერ მიიღებს უმრავლესობას და მთავრობას ვერ დააკომპლექტებს?

- რა თქმა უნდა. მაგალითად, პარლამენტში შვიდი პარტია შევიდა, ამ დროს მოსალოდნელია საპარლამენტო კრიზისები. ამიტომ დატოვა 2020 წელს მაჟორიტარული სისტემა. მაჟორიტარების ხარჯზე უნდათ, უმრავლესობა მოიპოვონ.

- იქნებ კოალიციას ქმნის რომელიმესთან?

- შეიძლება, რომ კოალიცია შექმნას, მაგრამ, თუ ძირითად პარტნიორს არ აქვს მაღალი პროცენტული მაჩვენებელი არჩევნებზე, მაშინ ასეთი კოალიცია დაიშლება, მყარი ვერ იქნება. გერმანიის მაგალითის მოყვანა შეიძლება, ამ ბოლო არჩევნებზე ანგელა მერკელის პარტიამ 35% მიიღო და ვერ ქმნის უმრავლესობას, ამიტომ ეძებს მეორე პარტიას, რომელსაც არანაკლებ 16% ექნება აღებული, რომ მყარი კოალიცია შექმნას.

თუ ჩვენთან „ქართული ოცნება“ მიიღებს 40-45%-ს, პარლამენტში უმრავლესობას ვერ შექმნის, ამიტომ მას დასჭირდება მეორე ძალასთან დიალოგი, რომც მოინდომოს ნაციონალური მოძრაობასთან მას შემდეგ, რაც შუაზე გაიყვნენ, არ მგონია, 16% მიიღოს. სწორედ ეს ვიგულისხმე, როდესაც საპარლამენტო კრიზისებზე ვსაუბრობდი.

- გამოსავალი რა შეიძლება ამ დროს იყოს?

- საპარლამენტო კრიზისები ჩვეულებრივი ამბავია, მაგალითად, იტალიისთვის. იტალიის კონსტიტუცია 1947 წელს არის მიღებული, მის შემდეგ დაახლოებით 60-მდე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა იტალიაში, ამიტომ იყო იქ ბონუსსისტემა შემოღებული. იქ ახლაც დაშლის პირას არის პარლამენტი. იგივე სისტემაა საბერძნეთში, მაგრამ იტალიაშიც და საბერძნეთშიც ორპალატიანი პარლამენტია და დეცენტრალიზებული სახელმწიფო სისტემაა. მხოლოდ ეს აძლევთ საშუალებას, მარტივად გადალახონ საპარლამენტო კრიზისები. ამიტომ სულაც არ გამოვრიცხავ მომავალში კიდევ რამდენიმე საკონსტიტუციო ცვლილებას. მე 30 წელია, ვიბრძვი იმისთვის, რომ საქართველოში ორპალატიანი პარლამენტი დაწესდეს. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ალბათ 2024 წლიდან არაპირდაპირი იქნება და მას ხმოსნები აირჩევენ.

- მით უფრო, როდესაც ვენეციის კომისიას ამ საკითხზე შენიშვნა არ ჰქონია...

- ეს ძალიან მარტივი პოზიციიდან გამომდინარეობს, უმრავლესობამ განაცხადა, რომ წმინდა საპარლამენტო მოდელზე გადადის ქვეყანა. ვენეციის კომისიის ექსპერტთა დიდი ნაწილიც საპარლამენტო რესპუბლიკებიდან არიან, თუმცა, მე როდესაც შევხვდი ბუკიკიოს, პირდაპირ ვუთხარი: ჯანი, არ დაგავიწყდეს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკების ორ მესამედში პრეზიდენტი პირდაპირი წესით არის არჩეული.

- რა გიპასუხათ?

- კომისიაში ის ექსპერტები, რომლებიც საქართველოდან გამოგზავნილ კონსტიტუციის პროექტს კითხულობენ, ამის მომხრეები არიან, რადგან წმინდა საპარლამენტო რესპუბლიკაზეა საუბარი. კონსტიტუციის გადასინჯვის აუცილებლობა კიდევ ერთხელ დადგება დღის წესრიგში. სხვა საკითხებთან ერთად გადასაწყვეტია ტერიტორიული მოწყობის საკითხი. დღემდე ჩვენ არ ვიცით, როგორი სახელმწიფო ვართ: რეგიონული, ფედერალური თუ წმინდა უნიტარული. ეს ყველაფერი გასარკვევია. არ გამოვრიცხავ, ამას მოჰყვეს პრეზიდენტის სხვაგვარად არჩევის საკითხიც.

„ახალი თაობა“, 06 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილითან: „საქართველოს კონსტიტუციური მონარქია და მაჟორიტარული არჩევნები სჭირდება“

„ახალი თაობა“ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხების კომიტეტის პირველ მოადგილე სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა.

- რა საფრთხეები არსებობს ქვეყნის მოწყობის საპარლამენტო მოდელში? შეიძლება, რომ ჩვენი ქვეყანა ამ მოდელს არ მოერგოს?

- ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება, გარდა იმ სამი წლისა, როდესაც 1918 წელს მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და გვქონდა საპარლამენტო რესპუბლიკა, მაგრამ მაშინ რეალურად დრო არ მიეცა სისტემას, სრულად ამოქმედებულიყო. არის ქვეყნები, სადაც საპარლამენტო სისტემას მოაქვს დიდი არასტაბილურობა, იქ გაძნელებულია, შეიქმნას სახელისუფლებო უმრავლესობა, რადგან პარლამენტი დაქსაქსულია უამრავ პარტიად. ჩვენ დღემდე ვართ იმ სისტემაში, სადაც არსებობს მოქალაქეთა გაერთიანებები, როგორიც იყო შევარდნაძის პერიოდში „მოქალაქეთა კავშირი“, შემდეგ იგივე იყო ნაციონალური მოძრაობაც და ასევე „ქართული ოცნება“, რომელიც არ დაიბადა, როგორც პარტია და დღემდე არ არის ჩამოყალიბებული, როგორც პარტია. ამ პირობებში სრულ საპარლამენტოზე გადასვლა შეიძლება იყოს არასტაბილური ელემენტების მომცველი. არსებობს ბევრი სხვა სისტემა, სხვაგვარი შერეული სისტემები, როგორიც საფრანგეთის ან ამერიკის შეერთებული შტატების მოდელებია. საქართველოს, ქართულ ხასიათს, პოლიტიკურ კულტურას რომელი უფრო მოერგება, ალბათ დროთა განმავლობაში გავიგებთ.

- ჩვენ გავიარეთ საპრეზიდენტო მმართველობა და შემდეგ იყო ცოტა ხნით საპარლამენტო მმართველობა...

- დიახ, მაგრამ ჩვენ შეფასებას ვაკეთებთ ადამიანებზე და იმაზე, თუ როგორ გამოიყენეს ადამიანებმა ეს სისტემები. ჩვენ არ გვქონია საპრეზიდენტო სისტემა, გვქონდა ტოტალიტალური სისტემა სააკაშვილის ფორმით. როდესაც არსებობს ერთპარტიული სისტემა და რეალურად ერთი ჯგუფის მმართველობა, დანარჩენი არის ფიქცია. ასეთივე ფიქცია იყო საბჭოთა კავშირი, რომელიც კონსტიტუციითა და სისტემით იყო დემოკრატიული, რეალურად ამის უკან იდგა კომუნისტური მმართველი პარტია და ყველაფერს ის მმართველი პარტია კარნახობდა დანარჩენს.

- რომელი სისტემა იქნება საქართველოსთვის ოპტიმალური?

- ის სისტემა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო გამართლებული და ეს არის მონარქია, დღევანდელ დღეს კი _ კონსტიტუციური მონარქია. კონსტიტუციურ მონარქიაზე საქართველო აუცილებლად გადავიდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გადავიდა. ეს ფორმა მის ტრადიციაში, ისტორიაში, ხასიათში ჯდება. არის ამის მოთხოვნა, ნებისმიერი ქართველი ელოდება მხსნელსა და მმართველს, სხვათა შორის, ფრანგებიც ასე არიან, აქ შეიძლება ძალიან საინტერესო ისტორიული პარალელები მოიძებნოს. მონარქიული სისტემის დროს საქართველო იყო წარმატებული სახელმწიფო. წარმატებები ქმნიდა სტაბილურობას და არა _ ძლიერი ხელი, როგორსაც დღევანდელი დიქტატორები მიმართავენ.

- თქვენ ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში თქვით, რომ გირჩევნიათ მთლიანად მაჟორიტარული სისტემა. რატომ?

- დღევანდელ მსოფლიოში პირდაპირი არჩევნები, ანუ შენ როდესაც ამომრჩეველი ხარ და იცი, რომელ ადამიანს აძლევ ხმას, ოპტიმალურია. ჩვენ ვირჩევთ პიროვნებას თავისი წარსულით, წარმატებებითა თუ წარუმატებლობით, ნდობის კოეფიციენტით და ასე შემდეგ. მე მგონია, რომ 21-ე საუკუნეში სხვა ფორმის არჩევნები უკვე არ არის გამართლებული.

- პრეზიდენტიც?

- დიახ. ამიტომ ვარ მომხრე პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების, არა იმიტომ, რომ ეს არის მიბმული საპრეზიდენტო სისტემაზე. პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო. არ მესმის, რატომ არ არის საქართველოს ინტერესში, რომ ჰყავდეს მაღალი ლეგიტიმაციის არა ერთი პირი, არამედ სამი _ პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, გვჭირდება ძალიან დიდი აქტიურობა საერთაშორისო ასპარეზზე და სამი რომ გვყავდეს ისე, რომ ჩვენს პარტნიორებს უღირდეთ მათთან შეხვედრა და მოლაპარაკება, რატომ უნდა შევფერხდეთ? რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ პრემიერზე, რომელსაც აქვს ძალიან დიდი დატვირთვა შიდა პოლიტიკაში.

- მაჟორიტარული სისტემის დროს პარტიები როგორ უნდა განვითარდეს?

- არის ასე ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში.

- იქ ეს უკვე ტრადიციაა...

- შეიძლება არის ტრადიცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გავიზიაროთ. პიროვნება გამოდის პარტიის მანდატით და ის წყვეტს, პარტიის სიაში იქნება თუ არა. შეიძლება დამოუკიდებელიც იყოს, მაგრამ გამარჯვების ბევრად უფრო მეტი შანსია, თუ ის რომელიმე ძლიერ პარტიასთან არის დაკავშირებული.

- არ იქნება ძნელი ასეთი სისტემის მიღება?

- არაფერი ძნელი არ არის, ძალიან მარტივია. ისევე, როგორც ახლა პარტიები სიებს წარადგენენ, ამ შემთხვევაშიც ადამიანები ჩაწერილი იქნებიან პარტიის სიაში. მაგრამ ამომრჩეველს ეცოდინება, რომ იმ სიაში ვიღაც უცნობები არ შეიცვლებიან და არ ჩაეწერებიან მეათე ნომრად. შედგება პარტიული სია, რომელსაც ვერ ამოვშლი, ვერ შევცვლი. ვთქვათ მე, როგორც ამომრჩეველს, რომელიმე პარტია ძალიან მომწონდეს და მხარს ვუჭერდე, მაგრამ ამ პარტიაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ მინდა ხმა მივცე და არ მივცემ იმ პიროვნებას ხმას. ასეც მოხდა ახლა საფრანგეთში, როდესაც ახალი პრეზიდენტი გამოვიდა თავისი ახლად შექმნილი პარტიით, მან რამდენიმე ადამიანს მისცა ნდობის მანდატი, მაგრამ ისინი ვერ გავიდნენ, რადგან ერთ-ორს ჰქონდა ძალიან ცუდი რეპუტაცია ადგილებზე, სადაც კენჭს იყრიდნენ. პირდაპირი არჩევანი არის დამცავი მექანიზმი, რომ მოქალაქემ უკეთესად აირჩიოს, რის შემდეგაც არჩეულს უჩნდება პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე. დღეს ჩვენთან ასეთი პასუხისმგებლობა ნულია.

- მაგრამ ჩვენთან მაჟორიტარული სისტემა მახინჯია, ვიღაცას შეუძლია მეტი ფული დაარიგოს, ვიდრე პატიოსან პოლიტიკოსს...

- ფულის ფაქტორი, სამწუხაროდ, არის. ჩემი ცნობადობის გამო პარლამენტის არჩევნებში გავიმარჯვე, მაგრამ ახლა ადგილობრივ არჩევნებზე ვერ შევძელი, ჩემი პარტია წარმედგინა, რადგან ამის თანხები არ გაგვაჩნია.

- აი, ხომ ხედავთ...

- დიახ, დაფინანსების სისტემაში ალბათ არის რაღაც შესაცვლელი, რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ ფულის წნეხიდან. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში ფულს აქვს დიდი მნიშვნელობა. ჩვენთან პრობლემა სხვაა, ჩვენთან ბიზნესი არის მწირი და ჯერ კიდევ არ არის გამოსული იმ დამოკიდებულებებიდან, რაც შევარდნაძის პერიოდიდან მოდის და რაც მძიმე ფორმით გაგრძელდა სააკაშვილის პერიოდში. თან ბიზნესს თავისი თავისუფალი არჩევანის განცდა ნაკლებად აქვს, რომ ის არის მოვალე, ჩართული იყოს პოლიტიკაში და შეუქმნას საშუალება არჩევნებს, მაგრამ ესეც ნელ-ნელა შეიცვლება და დალაგდება.

- ჩვენთან ხომ ბიზნესი ყოველთვის მთავრობის მომხრეებს აფინანსებს?

- ბევრ ქვეყანაში პირიქით არის, ისინი ოპოზიციას აფინანსებენ და მერე იწყება პროტესტი, რომ ბიზნესი ზედმეტად არის ჩართული პოლიტიკაში თავისი ლობისტების საშუალებით.

- ჩვენთან დაფინანსებას არ სჯერდებიან, პირდაპირ მოდიან პარლამენტში...

- ჩვენთან ასეა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, საით გადავდგათ ნაბიჯები და არ ვუცადოთ, როდის მოვა იდეალური სისტემა.

- ჩვენს კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ მიწა უცხოელზე არ გაიყიდება, მაგრამ ბევრი მაინც ხედავს საფრთხეს. როგორ აგვარებენ ევროპელები ამ პრობლემას?

- რასაც ძველი ევროპა ჰქვია, იქ მიწები უკვე ათვისებულია უმეტესად ამ ქვეყნების მოქალაქეების მიერ. თუ ევროპის მოქალაქე ხარ, მიწა შეგიძლია შეიძინო. იქ არის უკვე აწყობილი კანონმდებლობა, რომელიც კი არ კრძალავს, არამედ აკონტროლებს ამ საკითხს. მიუხედავად ამისა, ერთ დროს იყო ჩოჩქოლი, რომ საფრანგეთის ერთ რეგიონში შემოდიოდნენ მოქალაქეები ინგლისიდან და ჰოლანდიიდან და მიწებს ყიდულობდნენ, შემდეგ იაპონელებზე იყო პროტესტი, ანუ არის ხოლმე მომენტი, როდესაც ეს პრობლემა ჩნდება და არის სათანადო კანონმდებლობა. აღმოსავლეთ ევროპაში, რომლის სიტუაცია ჩვენსას ჰგავს, ევროკავშირთან შეთანხმებით, ბევრ ადგილას მიიღეს უცხოელებზე მიწის გაყიდვის მორატორიუმები. შემდეგ, როდესაც ჩაითვლება, რომ დადგნენ ფეხზე და უფრო მოწესრიგებულია მიწების საკითხი, გადადიან შეზღუდვებზე და არა – აკრძალვაზე.

ჩვენთან ორი პრობლემაა. ერთი, რომ კომუნისტების დროს მიწა სახელმწიფოს ეკუთვნოდა და ეს ბევრგან დარჩა და მეორე, მემკვიდრეობა, რომელიც შევარდნაძის დროიდან და შემდეგ, დღემდე გრძელდება _ ჩინოვნიკებს, რომლებიც მიწებს ასხვისებდნენ, ჰქონდათ კუპონები ან რაღაც ვაუჩერების საშუალება და მათ აქვთ შესყიდული ძალიან დაბალ ფასად ან უფასოდ მიწის დიდი ნაწილი. ეს მიწები არის გაჩერებული მათ მიერ. აი, მხოლოდ თბილისში კუს ტბის გარშემო, ლისის ტბის გარშემო და სხვაც, ძალიან ბევრია გაყიდული. ეს მიწები არის გაჩერებული და ისინი ელოდებიან, როდის აიწევს მიწის ფასი გასაყიდად. ამას უფრო დიდი ზიანი მოაქვს ჩვენი ეკონომიკისთვის, ვიდრე იმ უცხოელებს, რომლებიც შემოსული არიან და მიწას ამუშავებენ. ამაზე არავინ ლაპარაკობს, არ აწყობთ და ურჩევნიათ, უცხოელებზე ჰქონდეს ხალხს აგრესია.

- კონსტიტუციაში მიწის გაყიდვის აკრძალვის ჩაწერის შემდეგ დამატებით რა რეგულაციებია ჩვენთვის საჭირო?

- ჩვენ ერთი პრობლემა გადავწყვიტეთ, რომ უცხოელებს არ მივყიდით, მაგრამ უცხოელი, ვისაც ეს უნდა, მაინც შეძლებს ამას _ ან აქ კომპანიას შექმნის და ქართველებთან ერთად განკარგავს, ან ვინმე ქართველს ფულს გადაუხდის და ფიქტიურ მფლობელად დანიშნავს. მესმის, რატომ მივიღეთ ეს კანონი, შეზღუდვები აუცილებელია, მაგრამ არ მგონია, რომ ეს პოპულისტური ფორმულა იქნება ჩვენი მიწის დამცველი. ამ საკითხს სჭირდება სერიოზული შესწავლა. ისეთ უზარმაზარ ტერიტორიაზეც კი, როგორიც ავსტრალიაა, არსებობს მიწის გაყიდვის რეგულაციის სერიოზული კომისია, რომელიც დაწვრილებით სწავლობს და აკონტროლებს ყველა განაცხადს. ამგვარი კომისიის შექმნის მომხრე ნამდვილად ვიქნები. მე ირანთან დაკავშირებით ვმუშაობდი ამ საკითხზე და ვიცი, რომ ძალიან რთულია გაგება ვინ დგას ამა თუ იმ საერთაშორისო კომპანიის უკან, ამას უნდა სპეციალური სამსახური.

ჩვენ უნდა დავიცვათ თავი, რომ 4-5-მა კომპანიამ თუ ქვეყანამ არ შეისყიდოს ჩვენი მიწები, ეს ერთი საკითხია და აქ უკვე გვაქვს ფორმულა, ახლა მიწის კანონია დასაწერი. მეორე საკითხია ეკონომიკის განვითარება, ამიტომ ჩვენს ინტერესში ნამდვილად არ არის, ჩვენი მიწების ნახევარი დარჩეს აუთვისებელი და მფლობელის გარეშე, რომელსაც შეუძლია ინვესტიციის შემოტანა, სოფლის მეურნეობის განვითარება და ბიუჯეტში თანხის შეტანა. ამის გაჩერება არ შეიძლება, რადგან მიწის ფასი დავარდება და მთლიანად ქვეყანა გაღარიბდება. კონსტიტუციაში შეტანილი განაცხადი დეკლარაციაა მხოლოდ, ახლა საჭიროა შეიქმნას ორგანული კანონი, სადაც დაწვრილებით იქნება ჩამოყალიბებული, რა პირობები უნდა შესრულდეს მიწის შესყიდვის ან მფლობელობის დროს, რა ტიპის კონტრაქტები უნდა დაიდოს, რა გამონაკლისი შეიძლება დავუშვათ. აქვე უნდა იყოს იჯარის პირობებიც, ყველაფრის უფლება მოიჯარეს არ უნდა ჰქონდეს. ცხადია, კონტრაქტებში უნდა ჩაიდოს ზედამხედველობის მექანიზმი, კონტრაქტის დადების და გაუქმების მუხლები, კომპენსაციის პირობები.

- საკონსტიტუციო კომისიაში თქვენ მოქალაქეობის საკითხზე მუშაობდით. ეს საკითხიც ძალიან მწვავედ დგას საქართველოში. რატომ ემხრობით ორმაგი მოქალაქეობის შემოღებას?

- საქართველოს დამოუკიდებელი პირველ კონსტიტუციიდან მოყოლებული დღევანდლამდე იყო ჩანაწერი, რომ თუ საქართველოს მოქალაქე მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, მაშინ კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. ახლა, როდესაც საქართველო გახდა ემიგრაციის ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეების დიდი რაოდენობა ცხოვრობს უცხოეთში, სადაც ისინი იძენენ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, ეს აკრძალვა დღევანდელ დღეს ჩვენთვის წამგებიანია. მიმაჩნია, რომ ეს დიდი დანაკლისია, ამით ჩვენ ვკარგავთ ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდ რაოდენობას, რადგან ისედაც მძიმე დემოგრაფიული სიტუაცია გვაქვს და არა მხოლოდ მათ ვკარგავთ, არამედ მათ შვილებსაც. მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში ორმაგი მოქალაქეობის დაშვება მიღებულია, არავინ გართმევს შენი სამშობლოს მოქალაქეობას. ჩვენი ინიციატივაც იყო, რომ საქართველოც გადავიდეს ამ მიღებულ წესზე და იმ ადამიანებს, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვს, აქტიურად ნუ ვართმევთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობას. ახალ კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ საქართველო უშვებს ორმაგ მოქალაქეობას, მაგრამ დეტალები დასამტკიცებელია ორგანულ კანონში.

- როდის?

- კონსტიტუცია ძალაში შედის ერთი წლის შემდეგ, პრეზიდენტის არჩევნების მეორე დღეს. ველაპარაკე პარლამენტის თავმჯდომარესა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ მოვნახოთ ფორმა, რადგან კონსტიტუციაში მიღებული იქნება ეს წესი, რომ აღარავინ დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა, ეს ნაწილი ახლავე შევიდეს ძალაში და ასევე გადაწყდეს მათი შვილების პრობლემაც. ეს შეიძლება მორატორიუმის სახითაც გაკეთდეს ან გარდამავალ დებულებებში ჩაიწეროს. ვნახოთ, იურიდიული საკითხია და ამ დღეებში უნდა გადაწყდეს. რჩება მეორე პრობლემა, რა ვუყოთ მათ, ვინც ამ წლების განმავლობაში უკვე დაკარგა მოქალაქეობა. ეს უკვე ორგანულ კანონში ცვლილებებით უნდა გამოვასწოროთ. ამაზე ახლავე უნდა დავიწყოთ მუშაობა, რომ მივიღოთ ან კონსტიტუციის მიღებისთანავე ან მის შემდგომ. ამ ადამიანებისთვის უნდა იყოს მიღებული მარტივი ფორმა და არა ის, რაც დღესაა, რომელიც რთულია და ძვირია, არ არის ავტომატური. ბევრ ადამიანს უარს ეუბნებიან გაურკვეველი მიზეზით, საქართველოს წინაშე არ გაქვთ დამსახურებაო.

- ახლა მოქალაქეობას მხოლოდ პრეზიდენტი ანიჭებს და ამ ერთ წელიწადში ისევ ის მიანიჭებს?

- გააჩნია, რა სისწრაფით მივიღებთ კანონს. ალბათ პრეზიდენტს დარჩება ფუნქცია, უცხოელებს მიანიჭოს მოქალაქეობა. მოქალაქეობის მინიჭების ეს ფორმა კონსტიტუციაში ჩაწერილი იყო, როგორც ჯილდო საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის. ვთქვათ, მომღერლებისთვის ან სპორტსმენებისთვის რომლებიც სურდათ აქ ნაკრებში ჩამოეყვანათ, მაგრამ ეს არ იყო ქართველებისთვის. როდესაც მწვავედ გაჩნდა ეს პრობლემა, მე მაშინ ხელისუფლებაში ვიყავი და ვეუბნებოდი სააკაშვილს, რომ როგორც მე მომენიჭა მოქალაქეობა, ისე მარტივად და უმტკივნეულოდ განევრცო ეს ფორმა ქართველ ემიგრანტებზე. ცოტა ხნით დამიჯერა და მერე ისევ გაართულა.

- უცხოელებსაც ხომ ურიგებდა მოქალაქეობას?

- დიახ, ის ბოლოს არიგებდა მოქალაქეობას და ეს მისი მავნებლური პოლიტიკა იყო. უცხოელებზე ნამდვილად არ უნდა იყოს, გარდა აუცილებელი გამონაკლისისა. დანარჩენი არის ნატურალიზაციის კანონი, რომელიც მიღებულია და არსებობს ყველა ქვეყანაში. ამ კანონზეც ბევრი სამუშაო გვაქვს, რადგან აუცილებლად უნდა გავამკაცროთ ნატურალიზაციის პირობები. ეს უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვიდრე მიწის კანონი, რადგან ხვალ გეყოლება რამდენიმე ათასი უცხოელი საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიწას უპრობლემოდ იყიდის. ამიტომ მოქალაქეობის კანონში ნატურალიზაციის პირობები გასამკაცრებელია.

- საქართველოს მოქალაქემ ენა, ისტორია და კონსტიტუცია ხომ უნდა იცოდეს?

- ენა და ისტორია არ არის დამცველი მექანიზმი, ეს პოპულისტურია. რაღაც დონეზე აქ ჩამოსულ უცხოელს ენისა და ისტორიის შესწავლა არ გაუჭირდება.

- აბა დამცველ მექანიზმად რას თვლით?

- დამცველი მექანიზმი არის, რომ ბერკეტები შენს ხელში იყოს. მომხრე ვარ, გაიზარდოს ბინადრობის ვადა, ახლა 5 წელია და გავზარდოთ 10 წლამდე. ჩამოვიდეს, იცხოვროს, იყოს რეგისტრირებული. საფრანგეთში 10 წელი არის მინიმუმი. როდესაც წერ, რომ უნდა იცოდეს ენა, კონსტიტუცია და ისტორია, ამით ამბობ, რომ მეტი არაფერია საჭირო. ადამიანი მოგიბრუნდება და პრეტენზიას დაგიყენებს, 10 წელი ვიცხოვრე, ენა, ისტორია და კონსტიტუცია ვიცი და რატომ არ მაძლევ მოქალაქეობას. სახელმწიფომ უნდა დაიტოვოს ბერკეტი, რომ ბინადრობა მინიმუმ 10 წელია და მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო უწყებების გადასაწყვეტია. არ ხარ ვალდებული, პირობები ჩამოწერო და თქვა, რომ ეს პირობები თუ შესრულებულია, გაძლევ მოქალაქეობას. პირობა ასეთია, 10 წელი უნდა იცხოვრო ამ ქვეყანაში და მერე ვნახავ, მოგცემ თუ არ მოგცემ. შეუძლია სახელმწიფო უწყებამ თქვას, რომ წელიწადში 100-ზე მეტ ნატურალიზაციას არ გავცემ. სახელმწიფო არ არის ვალდებული, მათ მისცეს მოქალაქეობა. სახელმწიფო ვალდებულია, თუ ადამიანი კანონმორჩილია და ნორმალურად ცხოვრობს, მას ბინადრობის მოწმობა მისცეს, ხოლო ნატურალიზაციის დროს კიდევ სხვა მოთხოვნებია. ამიტომ აქ ყურადღება გვმართებს და პოპულიზმი დაუშვებელია.

- პირველი რესპუბლიკის დროს წასული ემიგრაციის შთამომავლებს, მეორე მსოფლიო ომის და შემდეგ, კომუნისტების დროს გაქცეულებს, რომელი კანონი უნდა შეეხოს მოქალაქეობის მისაღებად?

- პირველი ტალღიდან უკვე აღარავინ არის, ხოლო მათ შვილებს და შთამომავლებს, სურვილის შემთხვევაში, უფრო ნატურალიზაციის კანონი უნდა შეეხოთ და ამ დროს, როგორც დადებითი ფაქტი და შეღავათი იქნება, რომ ისინი ემიგრანტების შთამომავლები არიან. ასევე ეს ეხება მეორე მსოფლიო ომის დროის ემიგრანტებსა და მათ შთამომავლებს. ძალიან კარგად შეგვიძლია, რომ კანონში ცალკე მუხლად ჩაიწეროს, რომ მათ ბინადრობის ვადა არ მოეთხოვებათ და სხვა დათქმები, რაც მოსაფიქრებელია. შეიძლება მოქალაქეობის ზოგიერთი სხვა მოთხოვნა გადავიდეს პრეზიდენტის კომპეტენციაში, რაც ახლაც აქვს მას მინიჭებული.

„ახალი თაობა“, 06 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ გიორგი ჟორჟოლიანთან: „კმაყოფილი არც ჩვენ ვართ და დისკუსიას კიდევ გავაგრძელებთ“

„ახალმა თაობამ“ ინტერვიუ ჩამოართვა პარლამენტის წევრ, უმრავლესობის წარმოიმადგენელს გიორგი ჟორჟოლიანს:

- ბატონო გიორგი, პრეზიდენტთან შეხვედრაზე როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და უმრავლესობის წარმომადგენელი, იმყოფებოდით?

- „ოცნებაში“ არიან სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. მე, როგორც ერთ-ერთი პარტიის თავმჯდომარე, ვიმყოფებოდი შეხვედრაზე

- როგორი განწყობა იყო პრეზიდენტთან შეხვედრის დროს?

- შინაარსობრივი საუბარი იყო, მშვიდი.

- შინაარსობრივი საუბარი იყო?

- დიახ, შინაარსობრივი საუბარი იყო, მშვიდი და არა – კონფრონტაციული.

- მხარეებმა რა პოზიციები დააფიქსირეს?

- მხარეები რას ნიშნავს, პრეზიდენტმა და საპარლამენტო უმრავლესობამ?

- დიახ, ერთი მხრივ, პრეზიდენტი, მეორე მხრივ კი - უმრავლესობა ხომ ისხედით კონსტიტუციასთან დაკავშირებით სასაუბროდ?

- პრეზიდენტს თავისი დამოკიდებულება აქვს. კონკრეტულად, რა საკითხებთან დაკავშირებით გამოიყენებს ვეტოს, ამაზე მსჯელობა არ ყოფილა. უმრავლესობის პოზიციები პრინციპულია. ხომ არ შეიძლება, საკითხზე მსჯელობა თავიდან დავიწყოთ.

- შეიძლება პრეზიდენტი და უმრავლესობა კიდევ ერთხელ შეხვდნენ, თქვენი მხრიდან პოზიცია შეიცვალოს და რაღაც ცვლილებებზე შეთანხმდეთ?

- ჩვენი პოზიციები ასახულია კონსტიტუციაში. კონსტიტუცია მიღებულია. ამის გარდა, ბევრ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობაში შეთანხმება მიღწეულია და ორი ცვლილება განხორციელდება. ეს ეხება ბლოკების საკითხსა და ბონუსს. შეთანხმებულია ბლოკების დაშვება ერთჯერადად 2020 წლისთვის. ჩვენ ბლოკების წინააღმდეგი ვართ, მათ შორის, 2020 წლისთვისაც. პარტიების განვითარებისთვის მიზანშეწონილია, თავიანთი იდეებით, პლატფორმით გამოვიდნენ და ეკლექტური ბლოკები არ იყოს, სადაც სხვადასხვა პოზიციაზე მდგომი პარტიები არიან გაერთიანებული. ჩვენ ასეთი ბლოკების წინააღმდეგი ვართ, მაგრამ იმისთვის, რომ შეთანხმება მიღწეული იყოს, ჩვენც მხარი დავუჭირეთ ბლოკების შექმნას. თუ პრეზიდენტი ვეტოს ფორმით ამ ორ საკითხს წარმოადგენს, მაშინ, ცხადია, უმრავლესობა მხარს დაუჭერს და ახლავე იქნება მიღებული. თუ პრეზიდენტი ამ ორ საკითხს ვეტოს სახით არ წარმოადგენს, მაშინ ჩვენ ამ ორი საკითხის ინიცირებას მოვახდენთ და ცვლილებას მივიღებთ.

- ბონუსი საერთოდ აღარ იარსებებს თუ გადანაწილების წესი შეიცვლება?

- ბონუსი საერთოდ აღარ იარსებებს. ვინც გადალახავს ბარიერს, მიღებული ხმების მიხედვით, მანდატები პროცენტულად გადანაწილდება.

- პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი წავიდა ვენეციის კომისიასთან შესახვედრად.

- ძალიან კარგი.

- რადგან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვენეციის კომისიის სხდომაზე წავიდა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ პრეზიდენტთან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა შეხვედრა უშედეგო იყო...

- რას ნიშნავს, უშედეგო იყო?

- ე.ი. რაიმეზე ვერ შეთანხმდით? კომპრომისი…

- გითხარით, რომ რაიმეზე უნდა შევთანხმებულიყავით? ეს იყო ორი ინსტიტუტის, პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა. იყო მსჯელობა და ანალიზი. იქ მსჯელობა, შენ რას გააკეთებ, მე რას გავაკეთებ, არ ყოფილა.

- პარტიები აფიქსირებენ, რომ…

- ვინ არიან პარტიები, კონკრეტულად მითხარით. 200-ზე მეტი პარტიაა რეგისტრირებული.

- პარტიები, რომელთა წარმომადგენლები პრეზიდენტთან იკრიბებიან...

- პრეზიდენტმა ცალსახად თქვა, რომ თავის გარშემო არავითარი პარტიების შემოკრებას არ ცდილობს. ის პრეზიდენტია და ყველას ელაპარაკება. მითხარით, რას ამბობენ.

- კონკრეტულად, მაგალითად, ალასანიას ყოფილი პარტიის წარმომადგენელი შავგულიძე აცხადებს, რომ ისინი არანაირ კომპრომისზე არ წავლენ, გინდა თუ არა, მოვითხოვთ, 2020 წლისთვის არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდესო...

- რა კომპრომისზე უნდა წავიდეს, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ 2020 წლისთვის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. ჩვენ ამ საკითხზე პრინციპული პოზიცია გვაქვს. უმრავლესობაში ეს საკითხი არ განიხილება.

ვფიქრობ, მთავარი პოზიტიური შედეგი ამ შეხვედრას ჰქონდა _ ჩვენი მხრიდანაც და პრეზიდენტის მხრიდანაც დაფიქსირდა, რომ ეს არ არის ტრაგედია. წინააღმდეგობები შეიძლება არსებობდეს. თქვენ პარტიები ახსენეთ. 200-ზე მეტი პარტიაა საქართველოში. კონსტიტუციის მიღების წესი არ გულისხმობს იმას, რომ ყველა პარტია გამოიკითხოს და, პარტიები რასაც იტყვიან, ის მიიღო. კანონში გაწერილი და კონსტიტუციურად განსაზღვრულია საკონსტიტუციო კანონების მიღების წესი. ჩვენ იმ წესის შესაბამისად ვმოქმედებთ და არა იმის, რომელიმე პარტია თუ დადგება და რაღაცას იტყვის.

ამიტომ, თქვენ რომ მეუბნებით, კონკრეტულმა პარტიამ გააკეთა განცხადებაო, შეიძლება კიდევ ვიღაცამ რაღაც თქვას, ამიტომ კონსტიტუცია არ მივიღოთ? კონსტიტუცია მიიღება გარკვეული წესებით. იმ წესებით ვმოქმედებთ ჩვენ. თუ სხვა რამ ეწერებოდა იმ წესებში, სხვანაირად ვიმოქმედებდით. 200 პარტიაა, გამოკითხვა დავიწყოთ? ხალხმა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა უმრავლესობა. ახლა მიღებული კონსტიტუცია არის კომპრომისების შედეგი უმრავლესობაში შემავალ პარტიებს შორის. კონკრეტულად, ჩვენს პარტიასაც ჰქონდა წინადადებები. ნაწილი მთლიანად გაითვალისწინეს, ნაწილი – ნაწილობრივ. ჩვენ კიდევ არ ვართ კმაყოფილი და კიდევ გავაგრძელებთ დისკუსიას.

- რა ჩანაწერთან დაკავშირებით არ ხართ კმაყოფილი?

- კერძოდ, ეს ეხება 94-ე მუხლს. ყველა პარტია რომ გამოვკითხოთ, ვერასოდეს ვერაფერს მივიღებთ. რაც შეეხება პროცესს, პროცესი ღია უნდა იყოს, რაც უზრუნველყოფილი იყო. 94-ე მუხლის თაობაზე გარდამავალ დებულებებშია გადატანილი. ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიებს. დისკუსიები დახურული კი არ არის, ამით საქართველოს ისტორია კი არ დასრულებულა. იმოქმედონ იმ წესით, როგორც კანონითაა განსაზღვრული და არა ულტიმატუმებით, თუ თქვენ არ მოგვისმენთ, მაშინ კონსტიტუცია არ არის ლეგიტიმურიო. სასაცილოა.

- საარჩევნო კანონით, 2024 წლიდან მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადავალთ. გამოდის, რომ პიროვნება, რომელსაც არ უნდა არცერთ პარტიაში გაწევრიანება, არც პარტიის შექმნის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ პოლიტიკაში უნდა მონაწილეობა, ვერანაირ მონაწილეობას ვერ მიიღებს, ვერ გახდება დეპუტატი. ეს, ფაქტობრივად, პიროვნების დისკრიმინაცია არ გამოდის?

- თქვენი მოსაზრება ბევრი დეპუტატისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ისინი სწორედ ამ მიზეზით ეწინააღმდეგებოდნენ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ამ პოზიციის დეპუტატები დღესაც არიან და თქვენც ხართ. ამ ადამიანებს შეუძლიათ, გააგრძელონ მსჯელობა, კიდევ დააყენონ ეს საკითხი. კონსტიტუცია ისე არ მიიღება, გინდა თუ არა, ეს ნორმა ჩავწეროთო.

შეიძლება სხვა პარლამენტში სხვა უმრავლესობა იქნება არჩეული და შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიიღონ. ეს გადაწყვეტილებაც კანონიერია. თქვენ რომ ამბობთ, დისკრიმინაციააო, სრული დისკრიმინაცია არ არის. თუმცა, ვიღაცები მიიჩნევენ, რომ დისკრიმინაციაა. თუ თქვენც ასე მიგაჩნიათ, შეგიძლიათ იმსჯელოთ. თუ არ მიიღებენ, გინდა თუ არა, კონსტიტუცია უნდა შეჩერდეს, ასე არ არის.

„ახალი თაობა“, 06 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ლევან ჩაჩუასთან: „წინასაარჩევნოდ ტემპერატურის აწევა ხელოვნურად ხდება“ // „ადგილობრივ თვითმმართველობებში ადგილებს „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ინაწილებენ“ // „პროცესიდან გარიყულები ერთმანეთს ასწრებენ ქუჩის დაკავებას“

მიმდინარე მოვლენებზე „ახალი თაობა“ მოძრაობა „ქართული იდეის“ ლიდერ ლევან ჩაჩუას ესაუბრა.

- დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადეთ, რომ მმართველ პარტიასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის არსებობს გარიგება. ამ სქემის მიხედვით, ადგილობრივ არჩევნებში იმარჯვებს ნაციონალური მოძრაობა თავის განაყოფებთან და მმართველ პარტიაში ჩანერგილ ნაციონალებთან ერთად. ბოლო დროს ქვეყანაში, განსაკუთრებით - დედაქალაქში, ბევრი ხმაურიანი მოვლენა და შეხლა-შემოხლა მოხდა. ეს არ ნიშნავს, რომ წამყვან პოლიტიკურ ძალებს შორის გარიგება არ არის?

- არა, არა. ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გარიგება და დაუსრულებელი კოაბიტაციაა. ამ შეხლა-შემოხლასა და პოლიტიკურ შოუებს თავისი მიზანი აქვს. ხალხში დიდი ნიჰილიზმი და უნდობლობაა პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიების მიმართ. ერთადერთი, ვინც რამდენიმე წლის წინ იმედი გააჩინა, ბიძინა ივანიშვილი იყო. დღეს ნდობა ბიძინა ივანიშვილმაც დაკარგა. შეუსრულებელი დაპირებები ადამიანებს არ დავიწყებიათ. ამ 5 წლის განმავლობაში უდიდესი იმედგაცრუება დაგროვდა. ზოგიერთებისაგან განსხვავებით, ცხოვრებას ავტომობილიდან, ვერტმფრენიდან და მინებიდან არ ვუყურებ. ყოველდღიურად ბევრ ადამიანს ვხვდები და ვიცი საზოგადოების განწყობა. ამ ადამიანებს “ქართული ოცნებისკენ“ გახედვაც არ უნდათ. აღარაფერს ვამბობ ნაცმოძრაობაზე. ხალხს იმედი არა აქვს, რომ არჩევნებზე მისვლით რაიმე შეიცვლება. ნიჰილიზმის დასაძლევად და პოლიტიკური დუღილის გამოსაწვევად მოიფიქრეს სცენარი. ხელოვნურად ხდება ტემპერატურის აწევა.

- ბოლოდროინდელი ხმაურიანი მოვლენები წინასწარ შემუშავდა?

- რასაკვირველია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამნაშავეებს მაინც დასჯიდნენ!

- დამნაშავეები ვინ არიან?

- ნაციონალების მიერ გამართულ აქციაზე პარტიის ლიდერი პოლიციელს ქოლგას ურტყამდა. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს რომ სხვას ჩაედინა, დასჯიდნენ. ამგვარი რამ სააკაშვილის რეჟიმის დროს მომხდარიყო, დამრღვევს წამება არ ასცდებოდა. ეს ყველაფერი „ოცნებისა“ და ნაცმოძრაობის შოუებია. ასეთი სპექტაკლები ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გარშემოც იდგმებოდა.

- ამ ტელეკომპანიის გარშემო მართლა ხდებოდა მოვლენები...

- იყო ჩვეულებრივი დავა, მაგრამ ისტერიკა იმის თაობაზე, „რუსთავი-2“-ს ხურავენო, სპექტაკლის ნაწილი იყო. ადრევე ვთქვი, რომ ამ ტელევიზიას არავინ შეზღუდავდა და მით უმეტეს, არ დახურავდა.

- ახლა მოხერხდა ტემპერატურის აწევა?

- ეს ჩანაფიქრი ვერ გამოუვიდათ. სასოწარკვეთილი ხალხი შოუების გამო არჩევნებით არ დაინტერესდება. არჩევნებზე ისევ მივლენ იმ პარტიების წევრები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ. ჩვენდა საუბედუროდ, ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს სტაბილური ამომრჩეველი. საარჩევნო უბნებს არ დააკლდებიან „ოცნების“ ჩინოსნები, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული პირები. მანდატებს გადაინაწილებენ ნაციონალური მოძრაობა და „ქართულ ოცნებაში“ ჩანერგილი ნაციონალები. ასეთი ნაციონალი მმართველ პარტიაში მრავლადაა. იმისთვის, რომ დემოკრატიულობის მოჩვენებითი სურათი შექმნან, აქა-იქ თითო-ოროლა ადგილს არგუნებენ ნაციონალური მოძრაობიდან გამოყოფილ პარტიებს. ნაციონალური მოძრაობა სპეციალურად დაშალეს ოთხ ნაწილად. გაშლილი ნაციონალები საბოლოოდ შეერთებას აპირებენ.

- ადრე ქუჩის გამოსვლებს არ გამორიცხავდით. გადაიფიქრეთ?

- „ქართული იდეა“ ძალებს იკრებს. აქციები არ გადაგვიფიქრებია. მომავალში არაფერს გამოვრიცხავ.

- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის წამოყენებასაც აპირებდით...

- ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ სხვებზე ადრე, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვსაუბრობდით. პარტიებს, რომლებიც ნაცმოძრაობასთან არ არიან გასვრილი და ივანიშვილის მიერ ნაყიდი, გაერთიანების ინიციატივით მივმართეთ. კარგი იქნებოდა, ერთიანი ძალებით გამოვსულიყავით და მოგვეთხოვა რიგგარეშე არჩევნები. ადგილობრივი არჩევნების შესახებ გარიგებაზეც განვაცხადეთ და ამ არჩევნების ბოიკოტისკენ მოვუწოდეთ სხვებს. ზოგ ძალას ეგონა, რომ ივანიშვილთან დაალაგებდა ურთიერთობას, ამიტომ ჩვენ არ გვისმენდა. ეს ოპოზიციონერები პირადად ბიძინა ივანიშვილს არ ეხებოდნენ, როცა მის მიერ მოყვანილ მთავრობას აკრიტიკებდნენ. ახლა ეს პოლიტიკოსები ბორტს მიღმა აღმოჩნდნენ და პროცესიდან გარიყულები ერთმანეთს ასწრებენ ქუჩის დაკავებას – ზოგი დაჯდა საშიმშილოდ, ზოგი მასობრივი შიმშილობით იმუქრება.

- ვადამდელი არჩევნები არ მომწიფებულა?

- ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე უკვე სხვებიც ალაპარაკდნენ. ეს მოთხოვნა თანდათან უფრო მომწიფდება. ადგილობრივი თვითმმართველობები და მუნიციპალიტეტები რომ ნაციონალებით გაივსება, ხალხი მიხვდება, რომ მოტყუვდა და შეთქმულების მსხვერპლი გახდა. ამ დიდი გარიგებით ივანიშვილის `ქართული ოცნების~ შემდეგ ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც სპეციალურად დაშალეს ჯგუფებად. ამას ყველა დაინახავს. მესამე ძალის მოლოდინი ისედაც არსებობს. ხალხში კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნა ისეთ ძალაზე, რომელიც არ არის გარედან მართული. თუ დამოუკიდებელი ძალები გავერთიანდებით, შეიძლება ვადამდელი არჩევნები ერთად მოვითხოვოთ, მაგალითად, გაზაფხულიდან. ხალხი ქუჩაში ალბათ სპონტანურად გამოვა. ამის საფუძველი ბევრი იქნება _ ფასების მატებით დაწყებული, ვალების გამო ბინების დაკარგვითა და გადასახადების ზრდით დამთავრებული.

„ახალი თაობა“, 06 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან: „ოცნება“ მთლიანად „ნაციონალების“ გზას დაადგა“ // „პატიმარი რომ შეჰყავთ პოლიციაში, სულ ჰაერში ატრიალებენ, ისე გამეტებით ურტყამენ“

„ახალი თაობის“ კითხვებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პასუხობს.

- ბატონო ზაზა, ბოლო პერიოდია, აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორებში, პოლიციის განყოფილებებში ადამიანების წამებისა და შეურაცხყოფის ფაქტებს აქვს ადგილი. თქვენ, როგორც უფლებადამცველი, რა ინფორმაციებს ფლობთ აღნიშნულთან დაკავშირებით?

- „ოცნება“ მთლიანად ნაციონალების გზას დაადგა. ჩემი ინფორმაციით, პატიმარი რომ შეჰყავთ პოლიციის დაწესებულებებში, სულ ჰაერში ატრიალებენ, ისე გამეტებით ურტყამენ. ძალიან მძიმე მდგომარეობაა ამ კუთხით და ასეთ საქმეებზე ეფექტიანი გამოძიება არ ტარდება. პროკურატურა ყველანაირად ცდილობს, გაამართლოს სავარაუდოდ დამნაშავე პოლიციელი.

- ამ ყველაფერს მასობრივი ხასიათი აქვს?

- ასეა. მე ყოველივე ამას ჯერ კიდევ ორი-სამი წლის წინ ვწინასწარმეტყველებდი, რადგან იმ დამნაშავე პროკურორებმა და პოლიციელებმა, რომლებიც საზოგადოებას ამ უბედურებაში ამყოფებდნენ, „ქართულ ოცნებასთან“ პორტირება განიცადეს. ამ ადამიანებმა სხვანაირად მოქცევა არ იციან.

- აქამდე თუ არ ყოფილა მსგავსი ფაქტები?

- დღეს არის პოლიტიკური ნება, რომ შიშის სინდრომი დათესონ. დღევანდელმა ხელისუფლებამ დაკარგა სამოქალაქო ნდობა საზოგადოების თვალში და ის გადაიქცა სააკაშვილის რეჟიმ ორად! თანაც უფრო ბინძური ფორმებით. რა კუთხით, იცით?!

- რა კუთხით?

- ესენი, ყველა უბედურებასთან ერთად, უტვინოებიც არიან. ფინანსურად, პოლიტიკურად, ყველა კუთხით კატასტროფისკენ მიჰყავთ ქვეყანა! სააკაშვილის რეჟიმის დროს 2005 წელს პატიმარ რევაზ დვალიშვილს ვიცავდი, რომელსაც წაავლეს ფეხებში ხელი და ნაწამებ პატიმარს იატაკიდან დაღვრილი „კოკა-კოლა“ აალოკვინეს. წავედი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და 2012 წლის სექტემბერში, სანამ „ქართული ოცნება“ მოვიდოდა, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მოვიგე ეს საქმე. ეს იყო 18 სექტემბერი. პირდაპირ დადგა კონვენციის მესამე მუხლი, ამაზე მძიმე მუხლი არ არსებობს კონვენციაში და სახელმწიფოს დაევალა საქმის ეფექტიანი გამოძიება.

- მერე რა მოხდა, არ გამოიძია „ოცნებამ“?

- გეტყვით. როდესაც ჩემი მეგობარი კბილაშვილი დანიშნეს მთავარ პროკურორად, მივედი და ვაჩვენე ეს საქმე და ვუთხარი, რომ ეს პოლიციელები სასწრაფოდ უნდა დაისაჯონ და დაუსჯელობის სინდრომი პოლიციაში მოკვდება. მე ხელში მეჭირა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება.

- რა გითხრათ არჩილ კბილაშვილმა?

- კბილაშვილმა მითხრა, ამას სამ დღეში მივხედავ, არანაირი პრობლემა არ არისო. გავიდა სამი დღე, სამი კვირა, სამი თვე… ძალიან მიკვირდა და იცით, რა მოხდა?!

- რა მოხდა?

- ირაკლი ღარიბაშვილმა ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ევროპის სასამართლომ გამოიტანა, 2013 წლის ივლისში ეს პოლიციელი დანიშნა პოლიციის სამმართველოს უფროსად წყალტუბოში! დღესაც, ეს ადამიანი, რევაზ ქობულია, მუშაობს იქ! ჩვენი საჩივარი კი დევს პროკურატურაში თაროზე. როდესაც პოლიციელი უყურებს, რომ ადამიანის წამებაში სავარაუდო მონაწილე პოლიციელი, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დადგენილების გადაწყვეტილების შემდეგ დააწინაურეს, თქვენ რა გგონიათ, ეს არ იყო წახალისება წამებაზე?! სწორედ ივანიშვილის პრემიერობის და ღარიბაშვილის შს მინისტრობის დროს მოხდა პოლიციელების წახალისება წამებაზე! მე ამაზე რამდენიმე წლის წინ ვაფრთხილებდი საზოგადოებას.

- და დღეს ეს პროცესი დაიწყო, რაზეც ადრე საუბრობდით?

- დღეს არ დაწყებულა, დაახლოებით ორი წელია, მიდის ეს პროცესი. უბრალოდ, წინასაარჩევნოდ ეს ფაქტები კიდევ უფრო მძაფრდება. პოლიცია შევარდნაძის დროს შევარდნაძეს იცავდა და ნაციონალებს დევნიდა, მერე სააკაშვილის დროს ოპოზიციას დევნიდნენ და ახლა ესენი დევნიან ოპონენტებს.

ივანიშვილს უნდა, რომ სწორედ იმ მეთოდებზე იდგეს სახელმწიფო, როგორზეც იდგა სააკაშვილის დროს. სახალხო დამცველი მიმართავს შს მინისტრს, რომ პოლიციელის მხრიდან ადგილი ჰქონდა წამების ფაქტს და გამოიძიეთ ეს საქმეო, რაზეც შს მინისტრი პასუხობს, უჩა ნანუაშვილი კრიმინალების დამცველად იქცაო. რომელიმე ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი განცხადების შემდეგ მინისტრი დარჩებოდა თანამდებობაზე?!

- ბოლო პერიოდში, თქვენი მწვავე განცხადებების გამო, ნაციონალებისგან მოგზავნილი და სააკაშვილთან შეკრული გიწოდეს. ასევე თქვენსა და კახი კალაძეს შორისაც იყო დაპირისპირება. ამაზე რას იტყოდით?

- მიწოდონ, რა ვქნა, ეს შემაშინებს?! ეს არის „ქართული ოცნების“ სტილი. კალაძესაც დავუპირისპირდები და სხვებსაც. ხალხო, მე ვიცავ ადამიანის უფლებებს, რა მნიშვნელობა აქვს, დანაშაულს კახა კალაძე ჩაიდენს თუ ვანო მერაბიშვილი! მე მაშინ აღარ ვიქნები ზაზა ხატიაშვილი, თუ ნაციონალების დროს ჩადენილ დანაშაულზე ვიტყოდი, რომ ეს არის დანაშაული და „ქართულმა ოცნებამ“ რომ იგივე გააკეთოს, ამას ტაში დავუკრა! მე იმ უფლებადამცველების მაგივრად მრცხვენია, რომლებიც ჩემთან ერთად იბრძოდნენ და ამბობდნენ, შავზე შავიაო და დღეს შავზე ამბობენ, მწვანეაო.

- დღეს რატომ აღარ არიან სიმართლის მხარეს?

- ეშინიათ, ნაციონალების მომხრეობა არ დასწამონ. როდესაც მე ნაციონალები გასანადგურებლად დამდევდნენ, მაშინ მათ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა, ხოლო კახა კალაძე 7 ნოემბერს სააკაშვილის უჭერდა მხარს. ხორცის ნაჭერს სადაც დაინახავდნენ, იქით რომ გარბოდნენ, ზაზა ხატიაშვილი არცერთი ხელისუფლების დროს არსად წასულა და არც წავა! მე ვიცავ ადამიანის უფლებებს.

- კალაძეს რატომ დაუპირისპირდით?

- ბავშვთა სამყარო რომ დაიწვა, მე თავიდანვე ვამბობდი, ბავშვთა სამყარო გადაწვეს-მეთქი. ამის გამო დამაბრალეს, ზაზა ხატიაშვილს მერობა უნდაო. მე რომ ნაციონალი ვარ, ამას ხომ არავინ დაიჯერებს საქართველოში?! ან რომელიმე პარტიის წევრი. ამიტომ თავიდან ამის თქმას ვერავინ ბედავდა და მერობა უნდა და იმიტომ ყვირისო. როდესაც მოხდა ეს რეგისტრაცია და აღმოჩნდა, რომ არ მინდა მერობა და არა ვარ კანდიდატი, ახლა ხომ უნდა თქვან რაღაც.

- ახლა ნაციონალობას გაბრალებენ?

- ახლა ამბობენ, ნაციონალებთან არის შეკრულიო. ამ ხალხს რომ გადაუწვეს ბავშვთა სამყარო და ამაში ნამდვილად ურევია ხელისუფლების ხელი, ეს ხალხი მთელი ზამთარი რომ ქუჩაში იდგა და პრემიერთან და ვიცეპრემიერთან შეხვედრას ითხოვდა, რატომ არ შეხვდა მათ კალაძე?! ამ ხალხმა სწორედ ეს უთხრა კალაძეს, რომ დადიხარ და ამ ხალხს ატყუებ, სიცოცხლით სავსე ქალაქს ჰპირდები, ჩვენ რატომ არ შეგვხვდიო? მობრუნდა კალაძე და იცით, რა უთხრა?!

- რა?

- თქვენ ნაციონალმა ხატიაშვილმა გამოგაგზავნათ ჩემთანო. რაც გინდა, ის მეძახონ, არ მაინტერესებს! მე და კახი კალაძეს შორის განსხვავებას თუ ვერ ხედავენ ადამიანები, ეს მათი პრობლემაა. მე სააკაშვილთან ერთად არასოდეს მივლია და მისთვის ტაში არ დამიკრავს! კახი კალაძე კი სათადარიგო საბურავივით ეჯდა სააკაშვილს, კონცერტებზე ერთად დადიოდნენ და ერთად ხტოდნენ. ჩემზე ამას ვერავინ იტყვის. ეგეთი რამე არ არსებობს! ერთი კანფეტიც კი არ შემიჭამია გინდ შევარდნაძის, გინდ სააკაშვილის და გინდ ამ ფეოდალურ ხელისუფლებასთან ერთად! კალაძე ასეთ იაფფასიან რამეს თუ დამაბრალებდა, არ მეგონა, მე ის უფრო ჭკვიანი კაცი მეგონა.

- „ოცნება“ ემსგავსება ნაციონალებსო, ანუ ისინიც ისე დაასრულებენ, როგორც სააკაშვილმა დაასრულა?

- ვაიმე, რა ემსგავსება! „ოცნება“ არის ნაციონალები კვადრატში! ბავშვთა სამყაროს შენობა მიზანმიმართულად გადაწვეს! ეს გირგვლიანის საქმეზეც უარესია და ვაზაგაშვილის საქმეზეც.

- როგორ დაამტკიცებთ, რომ ხელისუფლებამ გადაწვა?

- თავიდან ექსპერტიზის დასკვნას არ ასაჯაროებდნენ და იცით, რა თქვა ექსპერტიზამ? ზუსტად ის, რასაც მე ვამბობდი, რომ 8 კერა ერთდროულად გაჩნდა, ეს ინდურ ფილმებშიც კი არ ხდება. თუ რამდენიმე ადგილზე ერთდროულად გაჩნდა ცეცხლი და ექსპერტიზამ ეს დაწერა, თუ ხელისუფლება არ ურევია ამ უბედურებაში, ვინც ეს შენობა დაწვა, ის ხალხი რატომ არ ზის საბრალდებო სკამზე?!

- არ ჰყავთ ალბათ ეჭვმიტანილი.

- დაახლოებით 50 კამერა იყო. რა, ვერ შეძლეს მასალების ამოღება?! ამას პირდაპირ რომ ვეუბნები, კალაძეს ეს არ მოსწონს და მეძახიან, ნაციონალი ხარო! იცით, რომ სამი ადამიანი მოკვდა უკვე ამ ხანძრის გამო? რა მნიშვნელობა აქვს, გაწამებენ თუ ისეთ რამეს დაგმართებენ, რომ მერე მოკვდე? ხალხს სახლები ჰქონდა ჩადებული, ვერ გაუძლო გულმა და დაიღუპნენ! აი, რატომ ვადარებ იმ საქმეებს!

„ახალი თაობა“, 06 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „მოსკოვი საქართველოში რელიგიურ დაპირისპირებას ამზადებს“ // „მალე ახალი შულავერის კომიტეტი შეიქმნება“

რატომ არის სახიფათო საქართველოსთვის თურქეთისა და რუსეთის დაახლოება, ვისგან იქმნება ახალი შულავერის კომიტეტი, რატომ ჭიანურდება საზღვრების დადგენა, ვინ ამზადებს ნიადაგს რელიგიური დაპირისპირებისთვის? ამ თემებზე „ახალ თაობას“ ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

„მე ადრეც არაერთხელ გითხარით, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირებას. ამის არაერთი მცდელობა იყო. ის, რაც ამ დღეებში კუმურდოში მოხდა, ამ გეგმის შემადგენელი ნაწილია. კრემლში კარგად იციან, რომ ეთნიკური კონფლიქტები საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში სენსორული აღარ არის. მისმა სპეცსამსახურებმა ლიმიტი ამოწურეს და პოსტსაბჭოთა სივრცეში სადაც კი შეიძლებოდა კონფლიქტის გაჩაღება, ყველგან გააჩაღეს. დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთს 2-3 წელიწადში სერიოზულად დაასუსტებს და მას ამ პროვოკაციებისთვის აღარ ეცლება“, – ამბობს ზაალ კასრელიშვილი.

- ეს 2-3 წლის შემდეგ იქნება, როგორც თქვენ ამბობთ, მაგრამ მანამდე შეძლებს საქართველო რუსული პროვოკაციებისგან თავის დაცვას?

- ჩვენს ხელისუფლებასა და საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს. მართალია, რუსეთი მძიმე სანქციების ქვეშაა, მაგრამ რიგი გარემოებები მშვიდად ყოფნის უფლებას არ იძლევა. ძალიან დამაფიქრებელია მოსკოვისა და ანკარის ინტერესების დაახლოება. ამ დაახლოების შედეგი იქნება ის, რომ ერთიც და მეორეც საქართველოში თავიანთ სპეცსამსახურებს გაააქტიურებენ. ისინი, თავის მხრივ, შეეცდებიან, თავიანთი ქვეყნების გავლენები გააძლიერონ. რუსეთს ხელში უჭირავს ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხები. მისი გავლენები ვრცელდება ქვემო ქართლზეც, მაგრამ საქართველოს პოზიცია აქ ბევრად უფრო მყარია. მოსკოვის კონტროლს ქვეშ არის სამეგრელოში მოქმედი სეპარატისტული დაჯგუფება და მეხუთე კოლონა.

- რა სეპარატისტული დაჯგუფება მოქმედებს სამეგრელოში? იმ ხალხზე საუბრობთ, რეგიონის დამოუკიდებლობას რომ ითხოვენ და სახალისო განცხადებებს აკეთებენ?

- მაგ ხალხზე მოგახსენებთ, მართალია, სისულელეებს ბოდავენ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მოსკოვიდან ფინანსდებიან. და რადგანაც ამ ამბავში რუსები არიან გარეული, პროვოკაციებს უნდა ველოდოთ. თავიდან აფხაზი და ოსი სეპარატისტების განცხადებებზეც გვეცინებოდა, მაგრამ, როგორც რუსეთის დიდი ბელადი ამბობდა, ნაპერწკლიდან აინთება ალი. რუსეთის პირველი პირები იცვლებიან, მაგრამ არ ცვლიან ტაქტიკას. უკანასკნელი 300 წლის განმავლობაში კავკასიაში ერთი და იმავე მეთოდით მოქმედებენ.

- და შედეგსაც აღწევენ...

- საუბედუროდ, ყოველთვის გადიან შედეგზე. ეგ ტაქტიკა მაგათ მონღოლებისგან მოსდგამთ. საქართველო მორალურად ყველაზე მეტად მონღოლების ბატონობის დროს დაზიანდა. ერთუჯრედიან ბარბაროსებს ისე მოეწონათ საქართველოში საფინანსო და საგადასახადო სისტემა, რომ ხელი არ ახლეს, ოღონდ ცენტრალური მმართველობა მოშალეს და ცალკეული კუთხეების ფეოდალები მიიბეს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ. რუსებიც ასე იქცევიან – გათიშე და იბატონე. ვერაფერს ვიზამთ, სისხლი და გენი თავისას შვრება. ახლა თურქეთის გავლენებზე ვისაუბროთ. მათი გავლენა ვრცელდება საქართველოში მცხოვრებ თითქმის ყველა მუსლიმზე. ვის, სად და რამდენი მომხრე ჰყავს, ეგ მერე გამოჩნდება.

ჩვენი ვარაუდით, უახლოეს მომავალში მოსკოვისა და ანკარის ინტერესები კიდევ უფრო დაემთხვევა ერთმანეთს.

- მათი კიდევ უფრო დაახლოების მიზეზი რა შეიძლება გახდეს?

- მოგეხსენებათ, რომ ერაყში ქურთისტანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს არცერთს არ აწყობს. მაგათ გარდა, ეს არც ერაყს, ირანსა და სირიას აწყობთ. რუსეთს ორმაგად არ აწყობს ეს ამბავი. ყველა ეს ქვეყანა მისი პოტენციური თანამოაზრეა ანტიამერიკულ განწყობაში. ასე რომ, ისინი კიდევ უფრო დაუახლოვდებიან ერთმანეთს. ახლო აღმოსავლეთიდან პროცესები ნელ-ნელა გადაინაცვლებს იმ რეგიონებში, სადაც რუსისა და თურქის ინტერესები იკვეთებოდა ან ახლა იკვეთება.

- და ეს ადგილი ჩვენი საქართველოა...

- რა თქმა უნდა, საქართველოა. რუსმაც, თურქმაც და ყიზილბაშმაც კარგად იციან, რა მნიშვნელობა აქვს კავკასიის რეგიონს. დააკვირდით, რა ხდება, ჩრდილოეთსა და სამხრეთს უნდათ ამ ტერიტორიის გაკონტროლება. ჩრდილოეთსა და სამხრეთს ხომ თავად გააკონტროლებენ და როგორც ცუდ მებაჟეებს, აღმოსავლეთიც და დასავლეთიც თავიანთი კონტროლის ქვეშ ეყოლებათ. გეოგრაფიული საზღვრების ხელახლა გადანაწილებას დიდი ამბები მოჰყვება. ამიტომ ესენი ყარსის შეთანხმების ჩარჩოში დარჩებიან, რუსეთი სირიაში თავს დაანებებს თურქეთის ქურთისტანს, სანაცვლოდ მიიღებს საქართველოს. ტაო-კლარჯეთი და შავშეთი ისევ ანკარას დარჩება. არ გამოვრიცხავ, რომ ბათუმზეც იყოს გართულებები. ახლა ამას ნუ გამოიტანთ სათაურში და ისე არ გამოვიდეს, რომ თითქოს ჩვენ ამას ვპროგნოზირებთ. ჩვენ მხოლოდ ვერსიებს გამოვთქვამთ.

ახლა ისევ კუმურდოს დავუბრუნდეთ. თუ აქ ვიღაცა ხელოვნურად არ ურევს სიტუაციას, როგორ შეიძლება, მეათე საუკუნეში აშენებულ ტაძარზე ჯავახეთში ჩამოსახლებულმა სომხებმა პრეტენზიები გამოთქვან? ეთნიკური სომხები აქ სომხების დიდი დარბევის შემდეგ თურქეთიდან გადმოვიდნენ. შევიფარეთ, გავათბეთ, გავასუქეთ და ახლა იმ ეკლესიას გვედავებიან, რომელიც, აქ რომ მოვიდნენ, დახვდათ. ასე რომ, კონფლიქტის აგორება თუ ვინმემ გადაწყვიტა, მიზეზი არ სჭირდებათ. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ერთი და იგივე პირები აქტიურობენ ჯავახეთში, ქვემო ქართლში, აჭარაში. ისინი მოწოდებული არიან იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ ქართულ სახელმწიფოებრიობას.

- ამ პიროვნებების ალაგმვა არ შეიძლება? მართლა ერთი და იგივე სახეებია და ყველამ ყველაფერი იცის...

- ამ კითხვაზე კითხვითვე გიპასუხებთ – განსაზღვრულია თუ არა საქართველოში მოღალატის სტატუსი? ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.

- გააჩნია, ვის თვლით თქვენ მოღალატედ. შეიძლება, ვინც ხალხს მოღალატედ მიაჩნდეს, ვიღაცისთვის გმირი იყოს...

- ეგ ეგრეა, მაგრამ მე მაინტერესებს, კანონში თუ არის გაწერილი. სამწუხაროდ, არ არის განსაზღვრული, რა ითვლება სამშობლოს ღალატად. საქართველოს არცერთმა ხელისუფლებამ არ მიიღო კანონი ლუსტრაციის შესახებ.

- ამ კანონის მიღებას არც მოქმედი ხელისუფლება აპირებს...

- ძალიან ცუდი, თუ არ აპირებს. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არც იმაზე მიდის, რომ კანონი ლუსტრაციის შესახებ მიიღონ და პიროვნებები არ გაცხადდნენ, ოღონდ მათ პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალოთ. ეს მიზეზები სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოში მოღალატეებმა იპარპაშონ, 1992 წლიდან მოყოლებული დღემდე საქართველოში არ არსებობს ინსტიტუტი, რომელიც ეთნორეგიონულ საკითხებზე იმუშავებს. ამას თანამედროვე ენაზე სამეზობლო პოლიტიკა ჰქვია.

- სხვათა შორის, ჩვენი ხელისუფლება არც საზღვრების დადგენას ჩქარობს. ამაზე რას ფიქრობთ, არ არის 25 წელი იმისთვის საკმარისი, რომ საზღვრების დემილიტაცია-დემარკაციის პროცესი დასრულდეს?

- საზღვრების დადგენა ძალიან დელიკატური თემაა. დემარკაცია აუცილებელია, მაგრამ ეს შეიძლება არეულობის მიზეზი გახდეს. ჩვენი თანამოაზრეები დასავლეთში გვირჩევენ, რომ ეს საკითხები ახლა არ გავააქტიუროთ, თორემ თანამედროვე ნავიგაციის საშუალებებით საზღვრების დადგენა იოლია. გარე საფრთხეების გარდა. სერიოზული პრობლემა შეიძლება შეგვიქმნას მეხუთე კოლონამაც.

- რომელიც ძველებურად ვეღარ აქტიურობს...

- ძალიანაც აქტიურობენ, მაგრამ არაფერი გამოსდით. რუსეთის ხელისუფლებაში სულელები არ სხედან, რომ ურეიტინგო და გაკოტრებულ პიროვნებებზე ფსონი დადონ. ესენიც ფსევდოაქტიურობას იჩენენ, იმიტომ რომ რუსეთში მცხოვრებ ვიღაც გოიმ ქართველ ბიზნესმენებს ფული დააწერონ. ფულის ახევა ნამდვილად გამოუვათ. რუსეთის სახელმწიფო ამ გაკოტრებულებში ფულს არ ჩადებს და მაგათზე ლაპარაკიც კი არ ღირს.

ჩვენი აზრით, რუსეთის სპეცსამსახურები შეეცდებიან, სხვადასხვა სფეროში გაბნეული თავიანთი კადრები გააერთიანონ. ახალი ტიპის შულავერის კომიტეტის შექმნა წელს დაიწყება. შულავერის კომიტეტში ისეთ პირებს ვიხილავთ, რომლებიც გამოირჩეოდნენ მჭევრმეტყველებით, განათლებითა და ქართველობით.

- გამოდის, რომ კარგი ხალხი იყრის შულავერის კომიტეტში თავს.

- ეს ხალხი იმით არის ცნობილი, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა პარტიიდან ხალხს, როგორც მთვრალი თამადები, ისე აბოლებდნენ. ეს შულავერის კომიტეტი რომელიმე ერთი პარტიის ბაზაზე არ შეიქმნება. ამათ გააერთიანებენ და საჭიროების შემთხვევაში დიდ რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართავს.

- იმედია, არც ამათ ექნებათ საქართველოში რეიტინგი...

- რეიტინგი არ ექნებათ. იმ პიროვნებებს, რომლებისგანაც შულავერის კომიტეტი უნდა შეიქმნას, არანაირი ავტორიტეტი არ აქვთ. პოლიტიკაში რაოდენობა ხარისხის პროპორციულია. ბევრი ურეიტინგო საერთოდ ანულებს რეიტინგს. აბა ერთი იკითხეთ, საქართველოში თუ ვინმემ იცის, ვინ შედიოდა შულავერის კომიტეტში. მათი ვინაობა არავინ იცის, მაგრამ, რად გინდა, ამ კომიტეტმა თავისი საქმე მშვენივრად გააკეთა.

- ახალი შულავერის კომიტეტიც ასევე გააკეთებს თავის საქმეს?

- საჭიროების შემთხვევაში. როგორც უკვე გითხარით, ისინი დიდ რუსეთს საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართავენ.

„ვერსია“, 04-06 ოქტომბერი, 2017 წელი

კუმურდოელებს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის აქტივისტები აქეზებდნენ!“

ვინაა რუსეთში მოღვაწე გავლენიანი სომეხი ავტორიტეტი, რომლის დახმარებითაც ვანო მერაბიშვილი ჯავახეთს მართავდა - მამუკა არეშიძე სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს

თათია გოჩაძე

რამდენიმე დღის წინ, ახალქალაქის სოფელ კუმურდოში, მოსახლეობისა და სამართალდამცავების დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად ჩავიდა. სხვათა შორის, ზოგმა ეს ფაქტი სამართალდამცავი სტრუქტურების უსუსურობად შერაცხა, თუმცა წინამდებარე ინტერვიუდან მიხვდებით, რომ ეს შეფასება უსაფუძვლოა. საქმე ისაა, რომ სოფელ კუმურდოში ქართული ისტორიული ძეგლი, მე-10 საუკუნის ეკლესიაა, რომლის რესტავრაციაც, როგორც ირკვევა, 2014 წლიდან დაიწყო, თუმცა ადგილობრივმა სომხურმა მოსახლეობამ ტაძარში სომხური ხაჩკარის (ქვაჯვარი) აღმართვა მაინცდამაინც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მოინდომა. საერთოდ, სომხები იმთავითვე აცხადებდნენ, ამ ტაძარში სომხური წარწერებია და ეზოში ჩვენი წინაპრები არიან დამარხულიო. მეცნიერები ამ მოსაზრებას არ ადასტურებენ და მცდარს უწოდებენ. რატომ გააქტიურდა ახალციხის ეთნიკური უმცირესობა არჩევნების წინ, სახეზეა თუ არა პროვოკაცია და ვინ შეიძლება მართავდეს ,,ამბოხებულებს”? _ ამ კითხვებით ,,ვერსიამ” კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძეს მიმართა, რომელმაც ექსკლუზიურად განგვიცხადა, რომ ამ პროცესების უკან, დიდი ალბათობით, ერთ-ერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია დგას:

- სომეხ ჟურნალისტებს ვესაუბრე, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ და ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი დამისახელეს. როგორც მითხრეს, კუმურდოში ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის აქტივისტები აქეზებდნენ ადგილობრივებს. სომეხმა ჟურნალისტებმა თქვეს, ხალხს მოვკითხეთ, ვეძებეთ ხაჩკარი, რომლის დადგმასაც ადგილობრივები ითხოვენ და ვერ ვიპოვეთ, ხაჩკარი, უბრალოდ, არ არსებობსო; ასევე, მითხრეს, რომ კუმურდოელებს აქეზებდნენ თავად სომხები, ოღონდ არა – კუმურდოელები და ადგილობრივებმა გვითხრეს, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არიანო. არაფერს ვამტკიცებ, რადგან იქ არ ვყოფილვარ, თუმცა სომეხი ჟურნალისტების ნათქვამს ვიმეორებ, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან.

- ბატონო მამუკა, გამოდის, ეს წინასაარჩევნო დესტაბილიზაციის მცდელობაა?

- თვალი ქრონოლოგიას უნდა მივადევნოთ: კუმურდოში პირველად 1986 წელს ჩავედი და მაშინაც ზუსტად იგივე ვითარება იყო, როგორიც დღესაა. ადგილობრივ სომხებს თავში ჰქონდათ ჩაბეჭდილი, რომ ეს სომხური ისტორიული, კულუტულ-მატერიალური ძეგლია და იქ მათი წინაპრები მარხია, თან ეკლესიის ეზოში კი არა, იატაკის ქვეშ. ასევე აცხადებენ, რომ ეკლესიის წარწერები ძველ სომხურ ენაზეა შესრულებული.

- ეს სიმართლეა?

- არა, მტკნარი სიცრუეა. სომხური მოსახლეობა მაშინაც აგრესიულად იყო განწყობილი და მახსოვს, ჩვენი ჩასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მხოლოდ კუმურდოს ტაძრის დათვალიერება კი არა, ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა, კერძოდ ის გახდა, რომ რესტავრაციის ფაკულტეტის სტუდენტები სცემეს და გამოყარეს.

მე-10 საუკუნის ამ უნიკალური ძეგლის რესტავრაცია 2014 წელს დაიწყო. ეკლესიის კედლებზე ბაგრატ მე-3-ის დედის, გურანდუხტის ფრესკაა გამოსახული. მონასტრის კედლები ქართული წარწერებითაა აჭრელებული.

- ისე, ხაჩკარის ტაძარში შეტანას წლების წინაც ითხოვდნენ?

- არა და სწორედ ამაშია საქმე. სომეხ ჟურნალისტებს ვკითხე, თუ ხაჩკარი 40, 30 წლის წინ ვერ შეიტანეს, მაინცდამაინც მაშინ რატომ მოინდომეს, როცა რესტავრაცია განახლდა? ხომ ასდის ამას პროვოკაციის სუნი-მეთქი? სომეხი ჟურნალისტი დამეთანხმა.

საერთოდ, კუმურდოს მოსახლეობა ყოველთვის განსხვავდებოდა ახალქალაქის მოსახლეობისგან. კუმურდოელები სომხეთის მთიანეთიდან 1832 წელს არიან ჩამოსახლებულნი. ბარსა და მთიდან ჩამოსახლებულებს შორის კი განსხვავება დიდია, კუმურდოელები ისეთი ხალხია, რომლის მართვაც მცოდნე ხელით იოლია და თუ თავში რამე ჩაუდე, ძნელად დასამორჩილებელნი ხდებიან. სხვათა შორის, 90-იანი წლების დაძაბულობის დროს, კუმურდოელები ძალიან კარგად იყვნენ შეიარაღებულნი და გამოდის, ვიღაც იარაღს, შეიძლება, სპეციალურადაც აძლევდა.

- და ეს „ვიღაც“ რუსეთი იყო, არა?

- დიახ, მაშინ იქ რუსული ბაზა იყო, სადაც აბსოლუტურად უნიკალური თანამდებობა არსებობდა, რომელსაც ერქვა – ,,ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობის დარგში ბაზის უფროსის მოადგილე”. მაშინ იგრძნობოდა, რომ რუსები კუმურდოელებს აგულიანებდნენ. ხაზგასასმელია, რომ ოფიციალური ერევანი ჯავახეთში ყოველთვის ექსცესების წინააღმდეგია. განსაკუთრებით ყარაბაღის მოვლენების შემდეგ და ეს პრაგმატული მოსაზრებების გამო ხდება, რადგან იქაც რომ არეულობა დაწყებულიყო, სომხეთი აბსოლუტურ ბლოკადაში აღმოჩნდებოდა, მაგრამ კუმურდოელები ყოველთვის თავნება ხალხი გახლდათ. მაგალითად, კუმურდოელების კრიმინალური ბანდა რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე დაუმორჩილებელია.

- გამოდის, ხელისუფლების კრიტიკა, სპეცრაზმთან ერთად მინისტრის ჩასვლა უსუსურობის გამომხატველი იყოო, უსაფუძვლოა?

- რა სისულელეა?! რა თქმა უნდა, უსაფუძვლოა. გეტყვით, როგორ მართავდა ვანო მერაბიშვილი ამ რეგიონს.

- როგორ?

- მოსკოვში ძალიან სერიოზულ ყოფილ კრიმინალურ ჯგუფს, რომელსაც ახლა ბიზნესჯგუფს ეძახიან, წარმოშობით ახალქალაქელი ლიდერი ჰყავს, რომელიც უმდიდრესი კაცია და ჯავახეთის მოსახლეობაზე უზარმაზარი გავლენა აქვს. რა თქმა უნდა, მისი სახელი და გვარი ვიცი, მაგრამ არ გეტყვით. ეს ადამიანი ჩამოიყვანა ვანო მერაბიშვილმა, პირადად უმასპინძლა, გადასცა წილი ნინოწმინდის გაზმომარაგების ფირმაში ანუ მას დღემდე წილი აქვს ჯავახეთის გაზმომარაგებაში; ამის სანაცვლოდ კი ის მიიღო, რომ ჯავახეთში სიმშვიდე ყოფილიყო და ვანო მერაბიშვილის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონოდა. დღეს კი ვიღაცას იქ სიტუაციის არევა აწყობს… არ ვიცი, დღევანდელ ხელისუფლებას აქვს თუ არა იმ პიროვნებასთან კონტაქტი, მაგრამ ახალქალაქში პრობლემები არაა და უცებ კუმურდოში ასეთი ამბავი ატყდა, ე. ი. ვიღაცამ მოინდომა ამ ხალხის აჯანყება.

საერთოდ, პრორუსული ძალები, ჯავახეთის გარდა, სხვა რეგიონებში პროცესს ვერ მართავენ. ქვემო ქართლსა თუ კახეთის ზოგიერთი ადგილას პრორუსული ძალებისთვის ,,სამუშაო” აღარ დარჩა, რადგან იქ ისლამისტური ძალები არიან, რაც ბევრად სახიფათოა. პირდაპირ ვამბობ, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ქართულ მედიაში ვიღაც განუწყვეტლივ პედალირებს პრორუსულობაზე, რათა ყურადღება გადაიტანოს იმ საკითხიდან, რომელზეც ვსაუბრობ. რა მნიშვნელობა აქვს, ძალა პრორუსული იქნება თუ პროისლამისტური, თუ ის ქვეყნის დაშლაზეა ორიენტირებული?! ამიტომ ყველაფერი ეს ერთ ქვაბში უნდა მოვაქციოთ და ვიცოდეთ, რომ ასეთი ძალების მიმართ კონსოლიდირებული ბრძოლაა საჭირო.

- მოკლედ, წინასაარჩევნოდ პროვოკაციების ალბათობა დიდია, არა?

- ეს არჩევნებზე არაა მიბმული – ყველაფერი იმიტომ კი არ ხდება, რომ მაინცდამაინც არჩევნები ჩაიშალოს. არამედ, საქმე ისაა, რომ არჩევნების დროს გარკვეული ემოციური ფონი იქმნება რეგიონებშიც და დედაქალაქშიც. ამ ფონზე კი ბევრად მარტივია საზოგადოების ნაწილის კონსოლიდაცია ლოზუნგით – „გვჩაგრავენ!“. სხვათა შორის, ქართველ ამომრჩეველშიც იგრძნობა ემოციური ფონის ვიღაცის მიერ გამოყენება და ამის უკან ყოველთვის რუსეთი არ დგას. მხოლოდ რუსეთზე ვართ ჩაციებულები და ბევრი რამ ყურადღების მიღმა გვრჩება.

- ბატონო მამუკა, კუმურდოში ახლა სტაბილური მდგომარეობაა, თუმცა ადგილობრივები ისევ ითხოვენ ხაჩკარის აღმართვას. ქართულმა მხარემ პოზიცია უნდა დათმოს?

- არავითარ შემთხვევაში! ხაჩკარი შეიძლება აღიმართოს, მაგალითად, სოფლის ცენტრში ან აშენდეს სომხური ეკლესია და იქ აღიმართოს, მაგრამ რადგან სახელმწიფომ იცის, რომ ამას სპეციალურად აკეთებენ, რათა დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, პოზიცია არ უნდა დათმოს. ვითარების დასტაბილურებისთვის უნდა გამოიყენოს ახლაქალაქელი და თბილისელი სომეხი ავტორიტეტები… სომხების წინააღმდეგ არ ვარ, მაგრამ სახელმწიფომ ასეთი რამეები არ უნდა დათმოს. ვხედავთ, არ დათმეს ესპანელებმა კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, სისხლის ტბა დააყენეს და უამრავი ხალხი დაშავდა. ეს ევროპის ცენტრში ხდება და მაინტერესებს, რა უფრო მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და თუნდაც საქართველოსთვის – კატალონიის დამოუკიდებლობა თუ ესპანეთის ერთიანობა? ახლა მოფერების დრო არაა!

ქართული პრესის მასალები 2 სექტემბერი 2017 წელი
„ვერსია“: ორად გაყოფილი ოპოზიციის ულტიმატუმი ხელისუფლებას // რაზე ვერ შეთანხმდნენ და რას აპირებენ პოლიტიკური პარტიები

„ახალი თაობა“: ისევ კომბალი, ისევ რევოლუცია? ოპოზიცია საკონსტიტუციო პროცესის ჩაშლას ხელისუფლებას აბრალებს // ინტერვიუები ნიკა რურუასთან და გიორგი ახვლედიანთან

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „რუსეთუმეობას ხელისუფლებას ის ხალხი აბრალებს, რომელიც 2008 წელს რუს დამპყრობლებს მასპინძლობას უწევდა“ // „მოვითხოვ „ნაცმოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის რუსეთთან დანაშაულებრივი გარიგების გამოძიებას“

„ახალი თაობა“: შალვა ოგბაიძე „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

„ინტერპრესნიუსი“: ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: „საკონსტიტუციო პროცესის ფარგლებში არც თავში, არც შუაში და არც ბოლოში ხელისუფლებას არავისი მოსმენა არ უნდოდა, ეს კი პოლიტიკურ პროცესზე და მათზეც აისახება“

„ვერსია“, 01-03 სექტემბერი, 2017 წელი

ორად გაყოფილი ოპოზიციის ულტიმატუმი ხელისუფლებას

რაზე ვერ შეთანხმდნენ და რას აპირებენ პოლიტიკური პარტიები

თათია გოჩაძე

ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალი ოპოზიციური პარტიები 6 სექტემბერს სტრასბურგში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დაგეგმილ შეხვედრაზე გაემგზავრებიან. ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 31 აგვისტოს მიიღო. საქმე ის გახლავთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან დიალოგის შესახებ ოპოზიციის აზრი ორად გაიყო. ერთი მხრივ საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებასთან დიალოგი სტრასბურგში ვენეციის კომისიის მოდერატორობით ულტიმატუმების გარეშე აუცილებელია, ხოლო ე.წ. დაიცავი კონსტიტუციის ფორმატში შემავალი პოლიტიკური მოძრაობები მიიჩნევენ, რომ თუ ხელისუფლება უპირობოდ არ დათანხმდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას, დიალოგსა და სტრასბურგში გამგზავრებას აზრი არ აქვს. ამ მოსაზრებებით ერთმანეთს ახალი მემარჯვენეების ლიდერი მამუკა კაციტაძე და თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე შალვა შავგულიძე დაუპირისპირდნენ. ,,ვერსია” ორივე პოლიტიკოსს დაუკავშირდა და მათი არგუმენტების გაგებას შეეცადა.

მამუკა კაციტაძის განმარტებით, 15 კვალიფიციური ოპოზიციური პარტიის საკოორდინაციო საბჭო შეჯერდა და პოზიცია დოკუმენტად აქცია, რომელშიც 4 მოთხოვნაა: მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპორციული სისტემის დამკვიდრება. გაუნაწილებელი მანდატების დონტის წესით განაწილება; 5%-იანი საარჩევნო ბარიერის 3%-მდე შემცირება; ბლოკების, გაერთიანებების არ აკრძალვა; პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის ძალაში დატოვება.

,,როცა ნაცმოძრაობამ წამოწია საკითხი, თავი დავანებოთ სხვა მოთხოვნებს და მხოლოდ ერთი საკითხი – პროპორციული სისტემა დავტოვოთ სამსჯელოდო, ზოგი პარტია გადაერთო მათ დღის წესრიგზე”, – განმარტა მამუკა კაციტაძემ და ,,დაიცავი კონსტიტუციის” ფორმატში არსებული პარტიებიც დაასახელა: თავისუფალი დემოკრატები, სახელმწიფო ხალხისათვის, ევროპული საქართველო და ა.შ

,,ახლების” ლიდერის განმარტებით, ნაცმოძრაობას არ აწყობს ბლოკების შენარჩუნება, რადგან გაერთიანების გარეშე ფინანსურად სუსტი პარტიები კონკურენციას ვერ უწევენ და უფრო იმკვიდრებს ე.წ. მთავარი ოპოზიციური ძალის იმიჯს. რაც შეეხება მანდატების განაწილების საკითხსა და ბარიერს, კაციტაძის განმარტებით, 2016 წელს 5%-იანი ბარიერის პირობებში ხმების დაახლოებით 20%, ანუ 16 მანდატი დარჩა გაუნაწილებელი. საიდანაც 2 მანდატი პატრიოტთა ალიანსმა, 7 ,,ქართულმა ოცნებამ”, 7 კი ნაცმოძრაობამ გაინაწილეს: ,,ამის შედეგად პარლამენტში ნაციონალებს 20-ის მაგივრად 27 მანდატი აღმოაჩნდა, ხოლო ,,ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. გამოდის, ბარიერის არდაწევა და ბლოკების აკრძალვა ხელისუფლებასა და ნაციონალებს აწყობთ”.

მამუკა კაციტაძე აღნიშნავს, რომ ახალი მემარჯვენეები საბჭოს 4-პუნქტიანი პაკეტის ერთგულნი რჩებიან: ,,ტყუილია, რასაც შალვა შავგულიძე ქადაგებს, თითქოს, ვიღაც ,,საკენკს” დათანხმდება. როგორ უნდა გაცვალო პროპორციული სისტემა ბარიერის შემცირება-არშემცირებაზე?! ან როგორ უნდა გაცვალო პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა ბლოკების აკრძალვაზე?! ეს წარმოუდგენელია! შავგულიძემ რამდენიმე პუნქტზე უარის თქმა რომ გაამართლოს, დაიწყო საუბარი, თითქოს ვიღაცებს სურთ წვრილმან საკითხებზე დათანხმება და წვრილ-წვრილ პარტიებად მოგვიხსენიებს. ჯერ ერთი, კონსენსუსი ყველა პარტიასთან უნდა შედგეს; მეორეც, დამენახოს, მსხვილი პარტია რომელია?! თავისუფალმა დემოკრატებმა წინა არჩევნებში ხმების 4.5% აიღო, მაგრამ მას შემდეგ პარტიიდან 2/3 წავიდა, ახლა ალექსანდრე ელისაშვილის ბლოკში არშესვლის გამო საერთოდ უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე და ჩვენ გვეუბნებიან, სუსტი პარტიები ხართო. მათ რა ალაპარაკებს, ვინც ნაცმოძრაობის ორბიტაზე ტრიალებს?!”

მამუკა კაციტაძე აღნიშნავს, რომ სწორედ საკოორდინატო საბჭოს წერილის საფუძველზე გადაწყვიტა ვენეციის კომისიამ 6 სექტემბერს სტრასბურგში ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგის გამართვა: ,,ამის შემდეგ უცებ, ნაცმოძრაობა და ის პარტიები, რომლებიც ვითომ პრინციპულ იმიჯს იქმნიან, ამბობენ, თუ ხელისუფლება წინასწარ არ იტყვის, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავდივართ, მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავსხდებითო. როგორც კი მიიღო ხელისუფლებამ მათი ეს წერილი, განაცხადა, ულტიმატუმია და აზრი აღარ აქვს შეხვედრასო. რეალურად, ამგვარი პოზიციით შანსი მისცეს ხელისუფლებას, სტრასბურგს დაუსხლტეს”.

მამუკა კაციტაძის განმარტებით, ვენეციის კომისიის მოდერატორობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება ჯერ არასდროს გამართულა და ახლა ოპოზიციის ერთი ნაწილის ულტიმატუმებით საუბრის გამო მოლაპარაკება უნდა ჩაიშალოს: ,,ეს გათვლა იყო _ ერთი მხრივ, ,,ოცნება” იხსნეს მოლაპარაკებებისა და ვენეციის კომისიის თვალწინ ლუსტრაციისგან. მეორე მხრივ, ნაცმოძრაობამ ,,ოცნებას” დღის წესრიგიდან ამოაგდებინა ისეთი საკითხები, რომლებიც არც მას აწყობდა და არც ხელისუფლებას. რატომ არ უნდა მოხდეს სტრასბურგის შეხვედრა? მხოლოდ ნაცმოძრაობაა ოპოზიცია?!”

,,ვერსიის” კითხვაზე, როგორ მოიქცევა ოპოზიცია, თუ ვენეციის კომისია კონსენსუსისთვის ოთხიდან რომელიმე პუნქტის დათმობას მოსთხოვს? კაციტაძე პასუხობს, რომ უკომპრომისო შეთანხმება არ არსებობს, თუმცა ოპოზიციამ უკვე ისედაც ბევრი დათმო: ,,საკომპრომისო და დასათმობი ოპოზიციას არაფერი აქვს, თუმცა ამაზე საბოლოო ვერდიქტის გამოტანა რთულია. გვაინტერესებს, რას გიპასუხებს სტრასბურგში ხელისუფლება. მან ხომ ვენეციის კომისიაცა და ქართული საზოგადოებაც დაარწმუნა, საქართველოში პროპორციული სისტემა უნდა დამკვიდრებულიყო, ბოლოს რატომ შეიცვალა პოზიცია? ან ბლოკების გაუქმებაზე რას გვეტყვის _ არ მინდა, ვინმემ შემცვალოსო? ეს ხომ არასერიოზულია. თუ ყველაფერი ასე მოხდა, შეთანხმება არ შედგება და ხელისუფლებას ვენეციის კომისიის თვალწინ სრული ლუსტრაცია მოუწევს, ამისთვის კი ნამდვილად მოუწევს პოლიტუკური ფასის გადახდა”.

ოპოზიციის მეორე ფლანგის პოზიციის გასაგებად, თავისუფალი დემოკრატების ლიდერს შალვა შავგულიძეს დავუკავშირდით, რომელმაც განმარტა, რომ მამუკა კაციტაძესა და კახა კუკავასთან გასაყოფი არაფერი აქვს, უბრალოდ სურს, საზოგადოებამ საკონსტიტუციო კანონის შესახებ კონსენსუსის არსი სწორად გაიგოს: ,,ხელისუფლებამ საკონსტიტუციო რეფორმის მიზეზად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა დაასახელა. ეს მოცემულობა მსჯელობის საგანი არ გამხდარა. შემდეგ ხელისუფლებამ მოულოდნელად საპარლამენტო განხილვების წინ შეცვალა პოზიცია და დაიწყო ისეთი კანონის მიღება, რომლითაც ქვეყანაში შერეული (მაჟორიტარულ-პროპორციული) სისტემა შენარჩუნდება. შექმნილ ვითარებაში ვენეციის კომისიამ მეტად ნეგატიური შეფასება გააკეთა და ხელისუფლებას მოუწოდა, კონსტიტუცია იყოს ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეთანხმების პროექტი. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მმართველმა ძალამ, რადაც უნდა დაუჯდეს, შეინარჩუნოს მაჟორიტარული სისტემა”.

შალვა შავგულიძის განმარტებით, ამის მისაღწევად ხელისუფლებას ორი გზა აქვს _ შექმნას კონსენსუსის იმიტაცია, მიაღწიოს შეთანხმებას რამდენიმე პარტიასთან მაჟორიტარული სისტემის პირობებში საარჩევნო ბარიერზე, ბლოკებზე და ა.შ, ან შექმნას ყალბი სურათი, თითქოს ოპოზიცია მზად არაა კონსენსუსისთვის. ასეთ დროს შავგულიძე ოპოზიციის მდგომარეობაზე აკეთებს აქცენტს. მისი განმარტებით, ოპოზიციური სპექტრის უმრავლესობა, პოლიტიკური წონიდან გამომდინარე და საქართველოს არასამთავრობო სექტორი მზადაა, გააგრძელოს დიალოგი, ოღონდ ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს თავდაპირველ მოცემულობას, რომ ქვეყანა გადადის პროპორციულ სისტემაზე: ,,თუ ხელისუფლება არაა ამისთვის მზად და გვიყენებს ულტიმატუმს, დავთანხმდეთ მის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, ერთპიროვნულად კანონის მიღებაში ხელს ნამდვილად ვერ შევუწყობთ. აბსოლუტური უმრავლესობა ვართ ამ პოზიციაზე, ხოლო რამდენიმე ოპოზიციური პარტია, მაგალითად, ახალი მემარჯვენეები, თავისუფალი საქართველო, ევროპელი დემოკრატები, მზად არიან, ხელისუფლებასთან დიალოგი დაიწყონ ამ წინაპირობის გარეშე, ანუ ერთი და იგივე დონეზე დადგეს საარჩევნო სისტემის, ბარიერის, ბლოკები და მანდატების საკითხები”.

შალვა შავგულიძის განმარტებით, ხელისუფლება ქმნის დიალოგის სურათს, არ თმობს პოზიციას და ამას ასაღებს კონსესუსად: ,,ეს პარტიები მზად არიან, ბლოკებსა და ბარიერზე მოხდეს შეთანხმება, თუნდაც ეს იყოს მაჟორიტარული სისტემის კომპონენტები და ასეთ შეთანხმებას დაარქვან ხელისუფლებასთან მიღწეული კონსენსუსი. ეს საზოგადოების მოტყუებაა. შეურაცხყოფას არ ვაყენებ არც ერთ პარტიას. ჩემი პარტიაც არაა დღეს ძლიერად წარმოდგენილი. ზუსტად ამაზე აქვს ხელისუფლებას ბოროტი გათვლა, რომ ის პარტიები დათანხმდებიან, რომლებსაც არ ეიმედებათ დამოუკიდებლად მოხვედრა პარლამენტში. ისე, როცა საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა, არ იყვნენ მოწვეულნი კვალიფიციური პარტიები. მე დავაყენე მათი ჩართვის საკითხი. პარლამენტის თავმჯდომარემ მიპასუხა, ეს არის ჩვენი კანონმდებლობის ხარვეზი, რომ კვალიფიციური სტატუსი აძლევს შესაძლელობას, დაფინანსება მოიპოვონ და სინამდვილეში ეს პარტიები პოლიტიკური წონით იმდენად უმნიშვნელოა, მათი აზრის მოსმენა ხელისუფლებას მიზანშეწონილად არ მიაჩნიაო. დღეს კი, როცა დასჭირდა კონსენსუსის იმიტაციის შექმნა, სწორედ ამ პარტიების მოხიბვლას ცდილობს”.

შალვა შავგულიძე კატეგორიულად აცხადებს, თუ ხელისუფლება არ დაუბრუნდა იმ მოცემულობას, რაზეც ნახევარი წელი ამსჯელა, საზოგადოება და ვენეციის კომისია, არც სტრასბურგში და არც სხვაგან დიალოგზე არ დასხდებიან.

„ახალი თაობა“, 02 სექტემბერი, 2017 წელი

ისევ კომბალი, ისევ რევოლუცია? ოპოზიცია საკონსტიტუციო პროცესის ჩაშლას ხელისუფლებას აბრალებს // ინტერვიუები ნიკა რურუასთან და გიორგი ახვლედიანთან

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებას საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ამ პროცესთან დაკავშირებით კონსენსუსის არარსებობა ოპოზიციის თვითმიზანი იყო. ამიტომ უმრავლესობა არც ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ შეხვედრაში აპირებს მონაწილეობის მიღებას და 6 სექტემბერს, საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “ახალი თაობის” კითხვებს ნიკა რურუა („ნაციონალური მოძრაობა“) და გიორგი ახვლედიანი („დემოკრატიული მოძრაობა“) პასუხობენ.

- ბატონო ნიკა, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სტრასბურში წასვლას არ გეგმავენ და აპირებენ, ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით უყარონ კენჭი. საბოლოოდ უარი თქვა ხელისუფლებამ დათმობაზე?

- ის, რაც ჩვენ ისედაც ვიცოდით, ახლა უკვე საქვეყნოდ გაირკვა, რომ ხელისუფლება კონსენსუსზე არ მუშაობდა, ის მიათრევდა თავის უვარგის, ოლიგარქიულ პროექტს, რომელმაც არ გაიარა არც ვენეციის კომისია, არც საერთო სახალხო მოსმენა, არც არანაირი კონსენსუსი მას არ აქვს პოლიტიკური სცენის სხვა წევრებისგან, ის არალეგიტიმურია პოლიტიკურად და იღებენ ასეთ პარტიულ დოკუმენტს, რომელიც ნამდვილად ვერ იქნება ღირსი, რომ მას ვუწოდოთ კონსტიტუცია! ეს ჩვენ ვიცოდით, ახლა ეს იცის ყველამ.

- კონსენსუსის მზაობა უმრავლესობის მხრიდან ფარსი იყო?

- დიახ, ეს იყო სრული ფარსი. თავიდანვე ვამბობდით ამას და ახლა უკვე ეს თვითონაც დაგვიდასტურეს. “ოცნებამ” ეს ფარსი დასრულებულად გამოაცხადა, რახან ვერანაირი განხეთქილება ვერ შეიტანა პრინციპულ, ნამდვილ ოპოზიციაში, პროდასავლურ ოპოზიციაში და გამოავლინა, რომ მას კონსენსუსი არ უნდოდა.

- რა გამოდის, რომ ვენეციის კომისიაც მოტყუებული დარჩა?

- კი, ასე გამოდის ზუსტად! ეს არის ყოვლად უვარგისი დოკუმენტი, რომელიც არ გამოადგება ქვეყანას და დააზიანებს ასევე “ქართულ ოცნებასაც”, ვინაიდან ის იქნება პოლიტიკური ლეგიტიმაციის არმქონე.

- ხელისუფლება ოპოზიციას გადანაშაულებთ კონსენსუსის ვერმიღწევაში.

- ეს არის ტყუილი და თვალებში ნაცრის შეყრა. ახლა ჩვენზე გადმობრალება უნდათ და უნდათ გადღაბნა სინათლის, მკაფიოობის, რათა ამომრჩეველმა, ქართველმა ხალხმა ვერ დაინახოს, რა არის რეალობა. ეს ფარსი არ გამოუვათ! ხალხი მშვენივრად ხედავს, რომ მას ართმევენ უფლებას, პირდაპირ აირჩიოს თავის პრეზიდენტი, მანკიერი მაჟორიტარული სისტემა ნარჩუნდება და დანარჩენი ყველაფერიც ისე იქნება მოწყობილი, რომ ანგარიშვალდებულება საერთოდ არ იქნება ახალ სისტემაში. ვერ გაიგებ, ვინ რაზეა პასუხისმგებელი. იქნება ერთი დიდი გადღაბნილობა! ეს აწყობს ოლიგარქს, რომ შეინარჩუნოს ფორმალური მმართველობა.

- 6 სექტემბერს სტრასბურში ოპოზიციის წასვლასაც ეკარგება აზრი?

- რა თქმა უნდა!

- რას აპირებს ოპოზიცია, თუ გაქვთ სამოქმედო გეგმა?

- ამაზე უკვე მოგვიანებით!

- ბატონო გიორგი, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კონსტიტუციის ირგვლივ კონსენსუსი ვერ მოხერხდა და ამაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება. როგორია თქვენი შეფასებები?

- ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ცდუნებას! არაფერი მოულოდნელი და განსაკუთრებული არ მომხდარა, ჩვენი ხელისუფლების ხასიათს თუ გავითვალისწინებთ. რაც შეეხება ოპოზიციის ბრალეულობას, მადლობა ღმერთს, რომ ყველამ დაინახა, რამდენი ინიციატივა იყო ჩვენი მხრიდან, როგორი ამომწურავი ინიციატივა შესთავაზა ოპოზიციამ ხელისუფლებას. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და ყველა საკითხზე სამსჯელოდ მზაობა გამოთქვა ოპოზიციამ.

- ხელისუფლება კი აცხადებს, რომ კონსენსუსის არარსებობა ოპოზიციის თვითმიზანი იყო...

- რაც უნდა თქვას “ქართულმა ოცნებამ”, სპილო აქლემიაო, ამით სპილო აქლემი ხომ არ გახდება?! ყველამ კარგად დაინახა, ჩვენ ამ ინიციატივებს როგორ წარმოვაჩენდით. ერთადერთი ვერ გაიგო ხელისუფლებამ, რომელსაც არ უნდა კონსენსუსი. თუ მაჟორიტარული სისტემა ვერ შეინარჩუნეს, მაშინ მათთვის ყველაფერი აზრს კარგავს, რადგან მაჟორიტარების გარეშე უმრავლესობას ვერ მოიპოვებენ.

- ანუ მათი ბრალია მოლაპარაკებების ჩაშლა?

- რა თქმა უნდა! “ქართულმა ოცნებამ” დაამტკიცა სამი რამე.

- კერძოდ?

- პირველი, რომ ხელისუფლებას ეშინია მოლაპარაკებების, კონსენსუსის და გარბის მოლაპარაკების მაგიდიდან, მეორე ის, ისინი აპირებენ, რომ მიიღონ ერთპარტიული კონსტიტუცია და ეს უკვე გადაწყვეტილი აქვთ და მესამე, ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება უზარმაზარ ნაბიჯს დგამს ავტოკრატიისკენ. ქვეყანაში სიტუაცია ძალიან უარესდება და ფერები ძალიან მუქდება.

- ამით რისი თქმა გსურთ, ცუდ პროცესებს ელით?

- შესაბამისად ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში ისევ დაიწყება რევოლუციური პროცესები, ისევ დაიწყება რადიკალიზაცია. საზოგადოება დაინახავს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლება არ იცვლება, ხელში აიღებს კომბალს და ვისზე გადატყდება ეს კომბალი, ეს ამ ქვეყანაში ბევრჯერ გვინახავს.

სააკაშვილი ყველაფერზე იყო წამსვლელი, მზად იყო, სისხლი დაეღვარა, მაგრამ მან ვერ შეინარჩუნა ხელისუფლება და ესენი, მით უმეტეს, ვერ შეინარჩუნებენ. ძალიან დიდი იქნება საერთაშორისო ზეწოლა. თვითონ რომ ვერაფრის თქმა მოახერხეს, ოქრიაშვილი შემოგვაჩეჩეს და რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ?!

- ანუ ამ ვადით დაასრულებს “ოცნება” მოღვაწეობას?

- 2020 წელს “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში აღარ იქნება. ძალიან სამწუხაროა, რომ ისევ რევოლუციური განვითარების გზით უნდა წავიდეთ. ამ ქვეყანას არ ეღირსა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ისეთ საარჩევნო სისტემას შექმნის, რომელიც საზოგადოებას საშუალებას მისცემს, არჩევნებით შეცვალოს ხელისუფლება. ამიტომ ქმედებაში გამოყენებული იქნება ისევ კომბალი!

„ახალი თაობა“, 02 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „რუსეთუმეობას ხელისუფლებას ის ხალხი აბრალებს, რომელიც 2008 წელს რუს დამპყრობლებს მასპინძლობას უწევდა“ // „მოვითხოვ „ნაცმოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის რუსეთთან დანაშაულებრივი გარიგების გამოძიებას“

ბორჯომის, აბასთუმნის ტყეებსა და საქართველოს სხვა კუთხეებში ხანძრები ლიკვიდირებულია, თუმცა ამ გამოწვევებზე მსჯელობა გრძელდება. “ახალი თაობა” ამ საკითხებზე ესაუბრა ყოფილ დეპუტატ ანზორ აბრალავას.

“მომავალში სახელმწიფო ხანძრებსა და სტიქიურ უბედურებას უფრო მომზადებული შეხვდება. იყო პრობლემები, მაგრამ ამ კრიზისულ სიტუაციაში სწორად მოიქცა პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილის მოქმედებები სახელმწიფოებრივი და გაწონასწორებული იყო“, – ამბობს ანზორ აბრალავა.

- გამკრიტიკებლები მასაც ჰყავს. ოპონენტები ხელისუფლებას ვერ პატიობენ იმას, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციოდ ხელისუფლებამ დასახმარებლად რუსეთსაც მიმართა...

- ეს გამკრიტიკებლები ძირითადად ნაცმოძრაობას წარმოადგენენ.. ეს ის პირები არიან, რომლებმაც არა მარტო დაკარგეს და რუსეთს დაუთმეს ჩვენი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ, რუს სამხედროებს ომის დროს, 2008 წელს, მძღოლობას და გიდობას უწევდნენ. ასე იქცეოდა გუბერნატორი გოროზია და მისი კოლეგები შიდა ქართლში. ნაცმოძრაობის სახეები – გივი თარგამაძე და სხვები ოკუპანტებს მოუწოდებდნენ, გორში დაებომბათ სტალინის ძეგლი. რუსეთუმეობას ამ ხელისუფლებას ის ხალხი აბრალებს, რომელიც რუს დამპყრობლებს მასპინძლობას უწევდა. სააკაშვილსა და მის დამქაშებს ჩადენილი აქვთ არაერთი მძიმე დანაშაული სამშობლოს წინაშე. ისინი წაგებული ომის შემდეგ ზეიმს აწყობდნენ თბილისის ცენტრში. 21-ე საუკუნეში დოკუმენტების, მტკიცებულებების მოპოვება სირთულეს არ წარმოადგენს. აუცილებელია დამნაშავეების დასჯა.

- 2008 წლის ამბები აქამდე უნდა გამოეძიათ...

- ხელისუფლებაში რომ ვყოფილიყავი, სხვანაირად მოვიქცეოდი და სამართლიანობას აღვასრულებდი. გამოძიება ახლაც შესაძლებელია. ამიტომ მოვითხოვ, მაშინდელი დანაშაულების, სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის რუსეთთან დანაშაულებრივი გარიგების გამოძიებას. დღეს ამ დამნაშავეებს მძევლად ჰყავთ აყვანილი ხელისუფლება და რაც ენაზე მოადგებათ, ყველაფერს აბრალებენ! პირველი ხანძარი ჯერ გაჩაღებულიც არ იყო, რომ ეს ხალხი უკვე მის სიახლოვეს იმყოფებოდა.

- ამით რისი თქმა გსურთ? ეჭვი გაქვთ, რომ ნაცმოძრაობა დივერსიაშია გარეული?

- ეს გამოძიებამ უნდა დაამტკიცოს. პირადად მე ამაში დარწმუნებული ვარ. მათ ეგონათ, რომ ხანძრების გამო ხალხი საპროტესტოდ გამოვიდოდა, ნაცმოძრაობა კი მას სათავეში ჩაუდგებოდა. ტყეებში საეჭვოდ ჩნდებოდა ცეცხლის სხვადასხვა კერა. ეს ორგანიზების გარეშე ვერ მოხდებოდა. მანამდე დაიწვა არაერთი ბაზრობა და სავაჭრო ცენტრი.

- ბაზრობებსა და ტყეებს ბევრი ერთმანეთს არ უკავშირებს...

- მე ამას ერთი სქემის ნაწილებად მივიჩნევ. ნაცმოძრაობის წარმომადგენლები უმოწყალოდ ხოცავდნენ და აწამებდნენ საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყნის ბუნებაზე ან ეკონომიკაზე რატომ შესტკივდებათ გული? აშშ-ის მაშინდელ ადმინისტრაციას რომ არ დაეშალა, ნაცმოძრაობის ხელისუფლება, სააკაშვილის მეთაურობით, მაგისტრალურ გაზსადენსაც რუსეთს მიყიდიდა. არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ასეთი გეგმა არსებობდა.

- საერთაშორისო ორგანიზაციები როგორ შეხვდებიან ნაცმოძრაობის დამნაშავე წარმომადგენლების დასჯას?

- მათ წინააღმდეგ დოკუმენტები არსებობს. გაზსადენის რუსეთისთვის მიყიდვის მცდელობის ამბავი ბუშის ადმინისტრაციაში კარგად იციან. სამართლიანი გამოძიების წინააღმდეგ ვინ რა უნდა თქვას!

- სახელმწიფო რომ კრიზისებისთვის უკეთესად უნდა მოემზადოს, ამას პრემიერიც აღიარებს. დაგეგმილია შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და თანხების გამოყოფა კრიზისების დაძლევისათვის. ოპონენტები ამას არასაკმარისად მიიჩნევენ. მათთვის მიუღებელია კრიზისების მართვის საბჭოს შემადგენლობა...

- ბევრი უწყება უნაკლო არ არის, მაგრამ პიროვნებების გაკრიტიკება – უადგილოა. ჩვენ საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია. საზოგადოებაში ფსიქოლოგიური კრიზისიც არსებობს. სტიქიისას ადგილობრივმა მოსახლეობამ შეგნება და სიმამაცე გამოიჩინა. ზოგს ვედრო ეჭირა ხელში, ზოგს – ნიჩაბი. კარგია, რომ ხალხი მოღალატე პოლიტიკოსებს არც ახლა აჰყვა.

- პოლიტიკურ წრეებში ახალ კრიზისსაც ელიან იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია კონსტიტუციას სხვებთან შეუთანხმებლად მესამე მოსმენითაც დაამტკიცებს...

- დღეს ღრმა კრიზისი, მათ შორის, მორალური, ოპოზიციურ პარტიებს უდგათ. ბევრი მათგანი წლების განმავლობაში საკუთარ ჯიბეს ისქელებდა და დაფინანსებას მტრისგანაც იღებდა. ეს გრძელდება. ინფორმაცია მაქვს იმაზე, თუ რა დიდი შიდა დაპირისპირებებია ზოგიერთ პარტიაში. დასახელებისაგან თავს ვიკავებ. ეს პოლიტიკოსები გარედან მიღებულ ფულს ვერ იყოფენ. სახელმწიფომ ამ უზნეო პარტიების ჭკუაზე არ უნდა იაროს. მან თავისი სიმტკიცე უნდა გამოავლინოს. კონსტიტუციის მიღებით არანაირი კრიზისი არ შეიქმნება. სახელმწიფომ თავისი მტკიცე ხელი იმ დანაშაულების გამოძიების საქმეშიც უნდა გამოიჩინოს, რომელზეც თავიდან ვისაუბრე.

„ახალი თაობა“, 02 სექტემბერი, 2017 წელი

შალვა ოგბაიძე „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

„ქართულმა ოცნებამ“, როგორც იქნა, მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებისთვის მოიცალა. ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისელებს გაუმართლათ, თუმცა მმართველი გუნდი მალე რეგიონებშიც გავა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ოცნებას” თბილისის საკრებულოსთვის მაჟორიტარების შერჩევა ძალიან გაუჭირდა. პარტიის ლიდერები კერძო საუბრებში აცხადებდნენ, რომ მაჟორიტარების შერჩევაზე საკმაოდ სერიოზული დაპირისპირება იყო გუნდში.

თავიდან უკვე არსებულ მაჟორიტარებს თითქოს გარანტირებული ჰქონდათ ადგილები. ყველაფერი კახა კალაძის ამბავმა შეცვალა. როგორც მოგეხსენებათ, ის თბილისის მერობის კანდიდატია და მან ოფიციალურად მოითხოვა, რომ პარტიული სია და მაჟორიტარები მისი ხალხით ყოფილიყო დაკომპლექტებული.

კახა კალაძის ამ მოთხოვნას გუნდში დიდი სიხარულით არ შეხვედრიან და, როგორც ამბობენ, მას ბოლომდე თავისი არ გაატანინეს

მაჟორიტარების სია პრემიერთან შეხვედრის დროს დაამტკიცეს. პოლიტსაბჭო დამტკიცებული მაჟორიტარების ვინაობის გამხელას 1-ელი სექტემბრის 20 საათამდე არ აპირებდა. თუმცა რაღაც ინფორმაციებმა მაინც გამოჟონა. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება შალვა ოგბაიძე. ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ მოქმედ საკრებულოში „დემოკრატიული მოძრაობის“ კვოტით შევიდა. მასთან ერთად „დემოკრატიულ მოძრაობიდან“ საკრებულოში თამარ ცინცაბაძე და ზაზა ვეკუა მოხვდნენ. სამივე მათგანმა „დემოკრატიული მოძრაობა“ გასულ წელს დატოვა.

მაჟორიტარებში ფეხბურთელები არ არიან და ვნახოთ, რა იქნება პარტიულ სიაში.

“ოცნებას” მაჟორიტარების წარდგენა ნახანძრალს მოუწია. კანდიდატების წარდგენამდე რამდენიმე საათით ადრე მთაწმინდის ფერდობს ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ წვიმაც მოვიდა.

მაჟორიტარების წარდგენისას ხანძარგამოვლილმა პრემიერმა აღიარა, წვიმა შემიყვარდა ნამეტანიო.

წვიმაზე შეყვარებულმა მთავრობის მეთაურმა კანდიდატები ბედნიერი სახით წარადგინა.

მისი თქმით, 21 ოქტომბერს არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები.

- თვითმმართველობის არჩევნებში ხალხი გადაწყვეტს, ვის ჩააბაროს მართვა ადგილობრივ დონეზე. ვინ იფიქრებს და იზრუნებს მეტად ხალხის საჭიროებებზე, ცხოვრების უკეთესი პირობის შექმნაზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი ამჯერადაც სწორ არჩევანს გააკეთებს, – განაცხადა წვიმის მოყვარულმა კვირიკაშვილმა.

მაჟორიტარების სია კი ასე გამოიყურება:

1. ჯაბა ჯიშკარიანი – (მთაწმინდა)

2. გიორგი მუსხელიშვილი – (ვაკე /ძირეული ვაკე, ბაგები, წყნეთი)

3. გიორგი ბირბიჩაძე – (ვაკე/ვაჟა-ფშაველა, ნუცუბიძე)

4. ავთანდილ ცინცაძე – (საბურთალო/ვაშლიჯვარი, დიდი დიღომი, სოფელი დიღომი)

5. დავით ურთმელიძე – (საბურთალო/საბურთალოს ქუჩა, გაგარინი, გოთუა, მარცხენა ნაწილი)

6. ვახტანგ შაქარაშვილი – (საბურთალო/ დოლიძე-ბახტრიონი, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, მარჯვენა ნაწილი)

7. თემურ გორგაძე – (კრწანისი)

8. ილია ჯიშკარიანი – (ისანი/ქეთევან წამებულის გამზირი, ავლაბარი, მეტრომშენი)

9. ნინო ლაცაბიძე – (ისანი/ნავთლუღი)

10. ლევან დავითაშვილი (ისანი)

11. გიორგი დოხტურიშვილი – (სამგორი/ვარკეთილი მასივი /მეტრომდე)

12. გიორგი ტყემალაძე – (სამგორი/ორხევი, ლილოს დასახლება, აეროპორტი )

13. რევაზ სოხაძე – (სამგორის მაჟორიტარი /ვარკეთილი მეტროს ზევით)

14. თამარ ტალიაშვილი – (ნაძალადევი/თემქა)

15. რიმა ბერაძე – (ჩუღურეთი)

16. ვლადიმერ ძნელაძე – (დიდუბე/აღმაშენებლის გამზირის მხარე)

17. თარაშ შურღაია – (დიდუბე/დიღმის მასივის მხარე)

18. დავით ჭელიძე – (ნაძალადევი/ძველი ნაძალადევი, ლოტკინი)

19. მიხეილ ამაშუკელი – (ნაძალადევი)

20. ალექსანდრე ხუჯაძე (ნაძალადევი/სანზონა)

21. ქეთი მამულაშვილი – (სამგორი/მოსკოვის გამზირი, აფრიკა)

22. შალვა ოგბაიძე – (გლდანი/ზაჰესი, ავჭალა, გლდანულა, სოფელი დიღომი)

23. ოთარ გრიგოლია – (გლდანი/ლუწი მიკრორაიონები)

24. გულია გოცირიძე – (გლდანი/კენტი მიკრორაიონები)

25. ქეთევან ჯოხაძე – (გლდანი/მუხიანი).

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის აზრით, მაჟორიტარების შემადგენლობა ზომიერად არის განახლებული.

საინტერესოა, რა დოზით იქნება მათი პარტიული სია გადახალისებული.

„ინტერპრესნიუსი“, 01 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: „საკონსტიტუციო პროცესის ფარგლებში არც თავში, არც შუაში და არც ბოლოში ხელისუფლებას არავისი მოსმენა არ უნდოდა, ეს კი პოლიტიკურ პროცესზე და მათზეც აისახება“

კობა ბენდელიანი

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” უფლებადამცველს, არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” აღმასრულებელ დირექტორს, ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

- ქალბატონო ლია, ”ქართულმა ოცნებამ” საშემოდგომო სესიაზე სარედაქციო შესწორებებით საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება დაანონსა. თქვენ როგორ შეაფასებდით უმრავლესობის ამ განცხადებას და თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ აისახება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უმრავლესობის განცხადება შიდაპოლიტიკურ პროცესზე?

- საერთოდ, ჩემთვის ძალადობა ნებისმიერი ფორმით და ცხოვრების ნებისმიერ სფეროში მიუღებელია. როდესაც ხედავ მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან ხელების გადაგრეხას და ფიზიკურ ძალადობას ოპოზიციის, ოპონენტებისა და სხვა პოლიტიკური ძალების მიმართ, ეს ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამ ადამიანებს არავის აზრის გათვალისწინება არ უნდათ. მათ, იმით რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ორი მოსმენით მიიღეს, ისედაც ჩაიყენეს თავი უხერხულ მდგომარეობაში, რადგან ამის შემდეგ საზოგადოებასთან თითის ქნევით და მუქარის ტონით დაიწყეს საუბარი. ახლა მე ძალიან მაოცებს ის ფაქტი, რომ მათ არც კი მოისურვეს დაეცადათ 6 სექტემბრისთვის, როდესაც ოპოზიციური ძალები თავის პოზიციას გააცნობდნენ ვენეციის კომისიას.

ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური და ფიზიკური ძალადობისა და ხელის გადაგრეხის ძალიან მკაფიო მაგალითი. ეს კი ადასტურებს იმას, რომ დღეს ხელისუფლების სათავეში მყოფი პოლიტიკური ძალა არის აბსოლუტურად შეუთავსებელი იმ მოთხოვნებთან, რომელიც პოლიტიკოსებს წაეყენებათ. პოლიტიკოსი უნდა იყოს კომპრომისის ხელოვნების უზადოდ მფლობელი და პოლიტიკური გუნდი უნდა ახერხებდეს იმას, რომ ყველასთან შეთანხმებით, ყველასთან აზრის შეჯერებით და გაზიარებით მიაღწიოს საბოლოო შედეგს.

საკონსტიტუციო პროცესის ფარგლებში ჩვენ დავინახეთ, რომ არც თავში, არც შუაში და არც ბოლოში ხელისუფლებას არავის მოსმენა არ უნდოდა. ეს კი კატასტროფის მომასწავებელია პირველ რიგში მმართველი გუნდისთვის. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკურ პროცესზე და მათზე ძალიან სწრაფად აისახება. ან უნდა ვივარაუდო, მათ ყველა მონაცემის საფუძველზე აქვთ სურათი, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მათი კატასტროფა გარდაუვალია და ახლა კატასტროფის რეჟიმში რეალობის სრულიად შეუსაბამოდ და სრულიად არაადეკვატურად მოქმედებენ.

ჩემი ვარაუდით, უფრო მეორეა, ანუ არჩევნებში წარუმატებლობა და ახლა უნდათ მოასწრონ და გააკეთონ ის, რასაც თავად საკონსტიტუციო ცვლილებებს ეძახიან. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისას ყველა ქვეყანაში აპრობირებული პრინციპია – თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ყველა ძალის შეთანხმებით არ მოხდა, ისე ის ვერ იმუშავებს. ეს კი არც ქვეყანას წაადგება და არც იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ასეთი ფორმით და ასეთი პროცედურით სცადა მისი მიღება.

- სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეებთან დაკავშირებით არ ცხრება ხმაური. არასამთავრობოების ნაწილმა დატოვა კომისია. მოგეხსენებათ, სტრასბურგმა წარდგენილი მოსამართლეები ორჯერ დაგვიწუნა. თქვენ როგორ შეაფასებდით ახლა რაც ხდება?

- ჩემი აზრით, ახლა კარგი კანდიდატურებია შერჩეული. სამი კანდიდატიდან ერთი ბატონი ლადო ჭანტურიაა, რომელიც უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე იყო, ორნი არიან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები. რამდენადაც ვიცი, ორივე კანდიდატს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის ვადა უმთავრდება და სწორედ ამიტომ იღებენ ისინი კონკურსში მონაწილეობას.

ვფიქრობ, ძალიან ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ, რომ ამჯერადაც არ მოხდეს მესამედ შერჩეული კანდიდატების ჩავარდნა, თორემ ეს ჩვენი ქვეყნისთვის და კონკრეტულად იუსტიციის სამინისტროსთვის ძალიან დიდი სირცხვილი იქნებოდა, რომელმაც ვერ მოახერხა ღირსეული სამი კანდიდატის შერჩევა, რათა წარედგინა ევროპული საბჭოსთვის და სპეციალური კომისიისთვის, რომელიც ამ კანდიდატებს არჩევს.

სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი ჩვენი კანდიდატები მესამეჯერაც რომ ჩავარდნენ, არ ვიცი რა შეიძლება დაერქვას იმას, რომ სამჯერ ჩატარებული კონკურსის შედეგად ვერც ერთი ვერ იქნას მოწონებული.

- ხანძრების თემამ ჩვენში არსებული არაერთი პრობლემა გააშიშვლა. ცოტა ვინმე თუ უარყოფს, რომ სტიქიურ უბედურებას მოუმზადებელი შევხდით და ეს თემა უნდა იყოს მსჯელობის საგანი. ამავე თემაზე ჩვენ მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარები კრიზისების საბჭოზე. აშკარაა, რომ ხელისუფლება სტიქიასთან ბრძოლასთან მოუმზადებლობის თემაზე მსჯელობის განწყობას არ ავლენს….

- ხანძრები ჩვენი ცხოვრების ძალიან მკაფიო ნიმუშია, რომ ჩვენ საერთოდ ვართ სახანძრო ვითარებაში და ამ სახანძრო ვითარებაში არც ხელისუფლება გვყავს მზაობაში, რომ უპატრონოს ხანძარს ანუ მისი ჩაქრობა დროულად შეძლოს. უარესი ის არის, სავარაუდოდ, ეს ხანძრები არ არის სტიქიური მოვლენების შედეგი, უფრო მეტად მგონია, რომ არის შედეგის დანაშაულებრივი მოქმედებების შედეგი და სამწუხაროდ, ხელისუფლებას არ ჰყოფნის რესურსი, ასეთი ხანძრების საფრთხის პრევენცია მოახდინოს და ხანძრების პირისპირ დარჩენილმა გააკეთოს ისე, რომ სწრაფად მოხდეს მათი ლიკვიდაცია.

მგონი, მთელი საქართველო თვალცრემლიანი შეჰყურებდა ბორჯომის თავზე წითლად მოელვარე ცას და იმას, თუ რა პოლიტიკური შეცდომების და მიქარვების ფონზე ხდებოდა ეს ყველაფერი. ვგულისხმობ, რომ ვერ გაერკვიათ ვისთვის ეთხოვათ და ვისგან მიეღოთ დახმარება. ახლა არავის არ გვაქვს იმის განცდა, რომ ხანძრის შემთხვევაში მეხანძრე მოვა და ექნება საკმარისი ტექნიკა ცეცხლის ჩასაქრობად.

ამ ხანძრის დღეებში მთელი სოციალური ქსელი იმით იყო აღშფოთებული, რომ ხელისუფლებას მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკებისთვის ძვირადღირებული მანქანები აქვს შეძენილი და არავის გაახსენდა გვქონოდა ვეტფრენი, რომელიც ხანძრისა და ბუნებრივი კატასტროფების დროს ბუნებისა და ადამიანების გადარჩენისთვის იქნებოდა მობილიზებული და გამოყენებული. ეს ნამდვილად თვალსაჩინო იყო.

არადა, ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, რომ კატასტროფებისგან არ ვართ დაზღვეული. ისეთი ლანშაფტი გვაქვს, რომ ყველგან მანქანით ვერ მიხვალ. გულსატკენია, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც კარგ ხელფასსა და პრემია-დანამატებს ვუხდით და ვინახავთ, კარგ მანქანებში და ოფისებში გვყვანან, მაგრამ ისინი თავიანთ საქმე ისე ვერ აკეთებენ, რომ კრიზისები არ შეიქმნას და კრიზისულ სიტუაციაში ვერ არიან ქმედუნარიანები. ძალიან საშიში მოვლენაა, როცა საზოგადოებას მის მიერ დაქირავებული საჯარო მოხელეების მიმართ ასეთი განწყობა უჩნდება.

- საარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის. თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებასა და არჩევნებთან დაკავშირებით პარტიების აქტიურობას?

- მე ახლა რეგიონში, კერძოდ, გურიაში ვცხოვრობ. მიუხედავად იმისა, გურულები პოლიტიკურად აქტიურები არიან, ახლა აქ ნაკლებად იგრძნობა, რომ ძალიან მალე ადგილობრივი არჩევნებია მოსალოდნელი. ამას წინათ ახლობელმა გამიმხილა, რომ უნახავს”ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატთა სია ოზურგეთში და იყო აღშფოთებული იმის გამო, რომ ამ სიაში აღმოაჩინა ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე ატერორებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, მოქმედებდნენ ”ნაცმოძრაობის” სახელით და დღეს ისინი მმართველი გუნდის სიებში არიან. როგორც ჩანს, კოჰაბიტაციის პროცესი ”ქართული ოცნებისა” და ”ნაცმოძრაობის” შერწყმაში გადაიზარდა. ამით საზოგადოება საკმაოზე მეტად აღშფოთებულია. ეტყობა ხელისუფლებამ არ იცის, რომ ჩვენს საზოგადოებას არც ისეთი მოკლე მეხსიერება აქვს, რომ ვერ გაიხსენოს თუ რა ხდებოდა ქვეყანაში 5-7 წლის წინ.

მე ყველას, მათ შორის ხელისუფლების გასაგონად ვამბობ – ნუ მოიჭრიან ასე თავს და ნუ გადაიკიდებენ საზოგადოებას. ნუ ექნებათ იმედი, რომ გაყალბებით, მოსყიდვით და ადამიანების დაბეჩავებით არჩევნებზე ხმებს მიიღებენ. ეს ხალხი თუ გამწარდა, მერე უკონტროლო სიტუაცია შეიძლება შეიქმნას, რაც ძალიან ცუდი იქნება არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ საერთოდ ქვეყნისთვის.

- ბატონი რამაზ საყვარელიძე შიდა პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად იმას მიიჩნევს, რომ ”ქართულ ოცნება” კონკურენტის გარეშეა დარჩენილი. პრაქტიკულად იგივე აზრი გამოთქვა ბატონმა გია ნოდიამ – ”ხელისუფლებას კონკურენტი არ ჰყავს”.

ამგვარი ტენდენცია რეგიონებშიც შესამჩნევი რომ არის, თქვენ უკვე ბრძანეთ. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ მოახლოებულ არჩევნებზე ხელისუფლება ალტერნატივის, რეალური ოპოზიციის გარეშეა დარჩენილი?

- სამწუხაროდ, ჩვენ ნაკლები პოლიტიკური კულტურის მქონე ქვეყანა ვართ. ჩვენში ხომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს ოპოზიციის ან განადგურებას, ან მოსყიდვას. ან ახდენს მის იმდენად კომპრომენტირებას, რომ ის იყოს განეიტრალებული. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენთან ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალა არ არსებობდეს და ყველა ხელისუფლება ყველანაირი მანკიერი ხერხის გამოყენებით ცდილობს ხელისუფლების სათავეში ყოფნას.

ჩვენ ხომ არ გვაქვს ურთიერთმოსმენის და აზრის გაზიარების ან თუნდაც ურთიერთპატივისცემის კულტურა და ეს ყველაფერში იგრძნობა. როდესაც ხელისუფლება კონსტიტუციას იღებს ისეთი ძალადობრივი მეთოდებით, როგორსაც ის ამას აკეთებს, რა გასაკვირია რომ მან ოპოზიციას კისერი კარგა ხანია გადაუმტვრია და რეალურად პოლიტიკურ ველზე არანაირი ოპოზიციური ძალა არ ჩანს.

ეს კეთდება სრულიად შეგნებულად, სრულიად განზრახ, რომ საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა – პოლიტიკურ მოედანზე ხელისუფლების გარდა სხვა არავინ არ არის და არჩევნებზე ხმაც მან უნდა მიიღოს.

- საყოველთაოდ ცნობილია, რომ გურულები პოლიტიკურად მართლაც აქტიურები არიან. ძნელი დასაჯერებელია, რომ გურიაში ”ქართულ ოცნებას” ნერვების მომშლელად ერთი ელისაშვიალი მაინც არ ჰყავს?

- სამწუხაროდ, არ არის. თბილისის მერობაზე ისეთი ბრძოლაა გაჩაღებული, რომ ამ თემამ სხვა ყველა საკითხი დაჩრდილა. შესაძლოა, ესეც სპეციალურად კეთდებოდეს, რომ ყურადღების კონცენტრაცია თბილისზე იყოს გაკეთებული და ყველას დაავიწყდეს, რომ რაიონებში გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები უნდა გამოიცვალოს და საკრებულოს წევრებიც ასარჩევია.

- სამწუხაროდ, გურიასა და სამეგრელოში მწერებმა თხილისა და სიმინდის მოსავალი მნიშვნელოვნად გაანადგურეს. თქვენი აზრით, შესაძლებელი იყო თუ არა პრევენციული ზომების მიღება?

- თხილის წარმოების სფეროში მეც ჩართული ვარ და ვიცი, მართლაც კატასტროფული მდგომარეობაა. მთის სოფლებში კიდევ არა უშავს, მაგრამ ბარის ზონის სოფლებში აბსოლუტურად სავალალო მდგომარეობაა. არავის მოსავალი არ აქვს. სხვათა შორის, ხალხი იმდენად დაბეჩავებულია, არავინ არ ფიქრობს ხელისუფლებისგან მოითხოვონ გარკვეული კომპენსაცია, როგორც სტიქიური უბედურებულებისგან დაზარალებულებმა. თხილის მოსავალი გურიაში შემოსავლის უმთავრესი წყაროა. თუ ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩა, თან წელს კლიმატური პირობების გამო ძალიან მოუსავლიანი წელია, რასაც დაავადებებისა და პარაზიტების პრობლემა დაემატა, მე რასაც ვაკვირდები, ალბათ, ამ ზამთარს გურიაში შიმშილობა იქნება. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლებამ უფასო ხვნა-თესვა გააუქმა, ამიტომ ეს ხარჯები ძალიან ბევრმა ვერ გაიღო, ძალიან დიდი ფართობები სრულიად აუთვისებელი და გამოუყენებელია. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, წლევანდელი ზამთარი გურიის მოსახლეობისთვის ძალიან მძიმე იქნება.

2-3 წლის წინ სპეციალისტები მიუთითებდნენ, რომ პარაზიტები და მავნებლები ძალიან მომრავლდა და მათი ზრდა-გამრავლება გამოიწვევდა იმ შედეგს, რომელიც დღეს დაგვიდგა. უფრო მეტიც, მაშინ მათ რეკომედაციებს ყური არავინ დაუგდო. მაგრამ ახლაც, რა ღონისძიებებიც ჩატარდა, ის არ არის საკმარისი და არ არის შედეგიანი, სამწუხაროდ, ამას არ აქვს სისტემური ხასიათი, რომ მთლიანად მოიცვას ყველაფერი. შესაძლოა, მომავალ წელს კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა იყოს, თუკი წელსაც არ მოხდა თხილის პლანტაციების დროულად მოვლა.

- ”ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით – ”ჩვენ დავიწყებთ აქციას აღმაშენებლის გამზირიდან, გადავალთ რუსთაველზე და მასობრივ შიმშილობას დავიწყებთ სახელმწიფო კანცელარიასთან”. თქვენ როგორ შეაფასებდით ”ქართული მარშის” გააქტიურებას? და კიდევ, იგივე გურიის საზოგადოებაში თუ შეიმჩნევა ”სამარშო” განწყობა?

- სამწუხაროდ და ჩემდა გულგასახეთქად, ხალხი იმდენადაა დაბეჩავებული, იმას ვერ ითხოვს, რაც ეკუთნის. ვგულისხმობ, კატასტროფის გამო კომპენსაციას. ჩემი აზრით, აქ ადამიანებს არ აქვთ ის განწყობა, რაც ”ქართული მარშის” მესვეურებს აქვთ და რაც ჩვენ აღმაშენებელზე ვნახეთ.

მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ხელოვნურად, დაგეგმილად, ფინანსური უზრუნველყოფით მოწყობილი ღონისძიებები. რაც კეთდება, ჩვენი ქვეყნისთვის აშკარად საზიანო საქმეა. ”ქართული მარშის” ყველა ეს ღონისძიება მიმართულია ქვეყნისათვის რამდენიმე ზიანის მომტანი შედეგისაკენ. მე არ ვფიქრობ, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს ასე არ ესმის ეს ამბავი. ვფიქრობ, ყველა დარწმუნებულია ქვეყნისათვის ამ აქციების მავნებლობაში. ძალიან საწყენია, რომ ასეთი თავხედობით და საჯაროდ ხდება ქვეყნისთვის საზიანო ქმედებების დაგეგმვა და განხორციელება. სად არიან უსართხოებისა და საგამოძიებო სამსახურები? ამის გამოძიებასა და დადგენას რა უნდა. ტელევიზორში ვნახე და მივხვდი – აღმაშენებელზე მარშის ორგანიზატორები ერთნაირი მაისურებით რომ იყვნენ გამოწყობილები ჩანდა, რომ მათი აქცია იყო დაფინანსებული ღონისძიება.

ჩემი აზრით, ”ქართული მარშის” აქტიურობა მიმართულია იქეთკენ, თითქოს ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს ევროპული მისწრაფება და ორიენტაცია, რომ პირიქით, ჩვენ ყველანი განწყობილი ვართ ევროკავშირისა და ევროპული ფასეულობების წინააღმდეგ, არც ნატო გვინდა და საერთოდაც, გვინდა რუსეთი. არადა, საზოგადოებაში ასეთი განწყობა არ არის, ჩვენ არც ტოლერანტობა გვაკლია, მაგრამ როდესაც ტელევიზიებში ასეთი კადრები გავა, ძნელია უცხოელმა დაიჯეროს, რომ რომ ეს აქციები ყალბია და არ ასახავს რეალობას. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ”ქართული მარშის” აქტივობა სწორედ ამისკენაა მიმართული.

ქართული პრესის მასალები 31 აგვისტო 2017 წელი
„ვერსია“: 21 ოქტომბრის არჩევნები სახელმწიფო ბიუჯეტს თითქმის 82 მილიონი ლარი დაუჯდება // როდის გამოყოფს ფინანსთა სამინისტრო კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს

„ვერსია“: ზალიკო-ზორო, ალეკო, კახაბერი და ხანუმები ანუ დიდი პოლიტიკური აჯაფსანდალი // „სხვის ნაცობაზე რა გალაპარაკებთ… თქვენი ნაცები ფუმფულები და კოხტები არიან?“ // მართლა ეხმარებიან თუ არა ნაციონალები ალეკო ელისაშვილს?

„ინტერპრესნიუსი“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „სტიქიურ უბედურებას მოუმზადებელი შევხვდით და, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს მსჯელობის საგანი»

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „რუსეთისთვის დახმარების თხოვნა ამორალური იყო“ // „ეს ხანძრები დივერსიის შედეგია“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „გიორგი კვირიკაშვილზე ზეწოლა ხორციელდება“ // „ნაცები სადაც ორსული ქალის მოკვლას გეგმავდნენ, იქ ხანძარს რატომ ვერ გააჩენდნენ“

„ახალი თაობა“: ცხინვალში რუს სამხედროებს ეკლესიას უშენებენ

„ვერსია“, 30 აგვისტო – 01 სექტემბერი, 2017 წელი

21 ოქტომბრის არჩევნები სახელმწიფო ბიუჯეტს თითქმის 82 მილიონი ლარი დაუჯდება

როდის გამოყოფს ფინანსთა სამინისტრო კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს

მაია მიშელაძე

2017 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზუსტად 81 682 500 ლარია გამოყოფილი. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სახელმწიფოს დაახლოებით, 82 მილიონი ლარი დაუჯდება. თუმცა აქ არ შედის ის თანხა, რომელსაც პოლიტიკური პარტიები შემოწირულობების სახით იღებენ. ამ ტიპის ინფორმაციას პარტიები სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მოგვიანებით წარადგენენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია – ცესკო, 2017 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 60 500 000 ლარს მიიღებს. აქედან საარჩევნო გარემოს განვითარებისთვის – 11 197 400 ლარი, ხოლო არჩევნების ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის – 35 321 700 ლარია გათვალისწინებული. სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საარჩევნო ღონისძიებებში იგულისხმება: არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადება – ამისთვის ბიუჯეტიდან 1 030 000 ლარია გამოყოფილი; საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი – ბიუჯეტიდან 1 981 100 ლარია გამოყოფილი და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსება – 4 190 500 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო ინსტიტუციის განვითარებისა და სამოქალაქო განათლების ხელშემწყობი ღონისძიებებიც დაფინანსდება. ამისთვის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 1 195 900 ლარი უნდა დაიხარჯოს. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათი დაფინანსება 12 785 000 ლარითაა განსაზღვრული. აქედან უშუალოდ პარტიებისთვის – 8 523 000 ლარი, ხოლო პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განვითარებისთვის – 4 262 000 ლარია გამოყოფილი.

2017 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ცესკო-ში რეგისტრაცია უკვე 26-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა გაიარა:

საქართველოს ევროპელი დემოკრატები – თავმჯდომარე პაატა დავითაია;

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – ბაჩუკი ქარდავა;

საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია – შოთა მალაშხია;

ხალხის პარტია – ალექსანდრე კობაიძე;

„მამულიშვილთა ორდენი ,,სამშობლო” – გრიგოლ სოხაძე;

„ახალი მემარჯვენეები“ – მამუკა კაციტაძე;

საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია – ჯონდო ჯავახიშვილი;

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – გ.კვირიკაშვილი, კახა კალაძე;

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი „ხმა ერისა“ – ,,უფალია ჩვენი სიმართლე” – მიხეილ (გელა) სალუაშვილი;

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – ნიკა მაჭუტაძე;

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი;

საქართველოს ლეიბორისტული პარტია – შალვა ნათელაშვილი;

ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი – აკაკი ასათიანი;

ახალი ქრისტიან-დემოკრატები – ნიკოლოზ გოგლიძე;

პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა – ლაშა სტურუა;

ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის – დავით ბაქრაძე, გიორგი უგულავა, გიორგი ბოკერია;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’ – ნიკანორ მელია;

„სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო“ – გიორგი ვაშაძე;

პარტია საქართველო – გიორგი ლილუაშვილი;

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა – ნინო ბურჯანაძე;

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – დავით ასპანიძე;

სახალხო პარტია – მამუკა გიორგაძე;

„მემარცხენე ალიანსი“ – კახა ძაგანია, იოსებ შატბერაშვილი;

მშრომელთა სოციალისტური პარტია – თამაზ ჯაფოშვილი;

საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია – თემურ ფიფია;

„თავისუფალი საქართველო“ – კახა კუკავა.

რაც შეეხება კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების საბიუჯეტო სახსრებსა და სატელევიზიო სივრცეში უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის განსაზღვრული საეთერო დროის დაფინანსებას, ცესკო-ს ეს ყველაფერი საარჩევნო ღონისძიებების გრაფიკში აქვს გაწერილი. ამ გრაფიკის მიხედვით, 2017 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ცესკო-ს მიერ, მისთვის წარდგენილი გეგმის შესაბამისად, უზრუნველყოფს არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცესკო-ს შესაბამის საბიუჯეტო კოდზე.

ამავე გრაფიკის თანახმად, 2017 წლის 13 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსების მიზნით, საარჩევნო სუბიექტმა ცესკო-ს წერილობით უნდა მიმართოს. ეს ნიშნავს, რომ კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტები მხოლოდ 13 სექტემბრის შემდეგ მიიღებენ კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს.

იმისთვის, რომ კვალიფიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა სხვადასხვა მაუწყებელში უფასო პოლიტიკური რეკლამა განათავსონ, გარკვეული პროცედურები მაუწყებლებმაც უნდა გაიარონ. ეს ყველაფერი ცესკო-ს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკში დეტალურადაა გაწერილი:

2017 წლის 13 სექტემბერს, მაუწყებელმა, რომელშიც საარჩევნო სუბიექტმა სარეკლამო დრო შეიძინა, ცესკო-სა და საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას უნდა გადასცეს ინფორმაცია რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად გამოყოფილი დროის შესახებ; აგრეთვე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის გამოყოფილ სარეკლამო დროში, თითოეული სუბიექტის საარჩევნო რეკლამის განთავსების გრაფიკის შესახებ. ამ ინფორმაციას ცესკო ერთი დღის ვადაში, არაუგვიანეს 14 სექტემბრისა, თავის ოფიციალურ გვერდზე განათავსებს. შესაბამისად, ზუსტი ინფორმაცია უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების შესახებ ამა თუ იმ მაუწყებელში, მხოლოდ 14 სექტემბრიდან გვეცოდინება.

„ვერსია“, 30 აგვისტო – 01 სექტემბერი, 2017 წელი

ზალიკო-ზორო, ალეკო, კახაბერი და ხანუმები ანუ დიდი პოლიტიკური აჯაფსანდალი // „სხვის ნაცობაზე რა გალაპარაკებთ… თქვენი ნაცები ფუმფულები და კოხტები არიან?“ // მართლა ეხმარებიან თუ არა ნაციონალები ალეკო ელისაშვილს?

ნინო დოლიძე

მართალია, ქართული პოლიტიკა მსახიობების, მომღერლების, მოცეკვავეებისა თუ მუსიკოსების ნაკლებობას არასოდეს უჩიოდა, მაგრამ ამჯერად საქმე უფრო დრამატულადაა. დიახ, დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, თუ ტაშ-ფანდურისა და ცეკვა-თამაშისკენ გაქვთ მიდრეკილება, შესაძლოა, ბედმა გაგიღიმოთ და ამიერიდან, ბათუმში ჩასულებს სახელმწიფო უწყებები, კერძოდ, ქალაქის ადმინისტრაცია უფასო დაფა-ზურნით მოგემსახუროთ!

გგონიათ, ვხუმრობ? სულაც არა! ისე, ბედმა თქვენ კი არა, კახაბერს უნდა გაუღიმოს, რომ 21 ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვოს.

ერთი სიტყვით, იმ შემთხვევაში, თუ ხანუმები ლოცვებს გააძლიერებენ, ქართული შოუბიზნესის ერთ დროს კაშკაშა „ვარსკვლავი“ კახაბერ ცისკარიძე, შესაძლოა, ქათქათა ბათუმის პირველი პირი გახდეს!

„პოპულარული ბათუმმა გამხადა და არჩევნებში მონაწილეობა სწორედ ბათუმის უკეთესი მომავლისთვის გადავწყვიტე“, – განაცხადა კახაბერმა და დასძინა, ფართო საზოგადოებას საარჩევნო პროგრამას მას შემდეგ გავაცნობ, რაც არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო ხელმოწერებს შევაგროვებო. ცესკო-ს ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფის მიერ, წესითა და კანონით, კახაბერის კანდიდატურის წარდგენა დაგვიანდა, ახლა მან რომელიმე პარტიასთან ან ბლოკთან უნდა აწარმოოს მოლაპარაკება, რათა კანდიდატურა დააყენოს. ჩანს, მას ხანუმების გაძლიერებული ლოცვა დასჭირდება, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ან გაერთიანებამ, კანდიდატად დაასახელოს. სხვაგვარად, ბათუმელებისთვის ვალის დაბრუნებას ვერ შეძლებს.

,,ვალი” შემთხვევით არ მიხსენებია, რამეთუ კახაბერი ამბობს: „კახაბერი „კახა მერი“ უნდა გახდეს. სამი დღის განმავლობაში 2000-მდე ხელმოწერა გვჭირდება. აქედან გამომდინარე, მე, როგორც ბათუმის მერობის კანდიდატი დავფიქსირდები. რაც შეეხება იმას, რატომ გადავწყვიტე მერობა, მე ვარ ბათუმელი და 6 მაისის პარკში იმიტომ შევიკრიბეთ, რომ აქ დავიბადე და გავიზარდე. ვთვლი, რომ ბათუმმა და ბათუმელებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით პოპულარული გამხადა. ასე ვთქვათ, ბათუმელებისთვის ვალი მაქვს; ამიტომ მინდა, რომ ჩემი ენერგიით, ჩემი იდეებითა და ჩემი გამოცდილებით ქალაქი უკეთესობისკენ შევცვალო“.

ისე, ხანუმების გაძლიერებული ლოცვა არც ალეკო ელისაშვილს აწყენდა. ყოველ შემთხვევაში, ეს ახალგაზრდა კაცი, რომლის თბილისისადმი სიყვარულში ეჭვი არავის ან თითქმის არავის ეპარება, ბოლო დროს თვალშისაცემად ბევრ ე.წ. ნაციონალურ სკანდალში გაეხვია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, „ზორომ“ ანუ ნაცმოძრაობის მერობის კანდიდატმა „ელისას“ დახმარება შესთავაზა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა, რომ ცესკო-მ მერობის კანდიდატად დარეგისტრირებისთვის 10 000 ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვება მომთხოვაო.

„ელისას“ ამ განცხადებას ნაცმოძრაობა არათუ უმალ გამოეხმაურა, არამედ დახმარების ხელიც გაუწოდა.

„გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი ოპოზიციური კანდიდატისგან, ალეკო ელისაშვილისგან, საიდანაც ირკვევა, რომ ხელისუფლება საარჩევნო მანიპულაციებით ცდილობს, არჩევნებში მის მონაწილეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. საუბარია ანონსში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, ალეკო ელისაშვილი ვალდებულია, ერთი კვირის განმავლობაში 10 000 ხელმოწერა წარადგინოს. ვაცხადებ, რომ ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამოცანაა, ოქტომბერში დავასრულოთ თბილისში „ქართული ოცნება“. ამისთვის კი აუცილებელია ქვეყანაში ჩავატაროთ სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები. შესაბამისად, მე ვთავაზობ ალეკო ელისაშვილს მთელი რესურსით სრულ დახმარებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მზად ვართ, უმოკლეს ვადაში შევაგროვოთ 10 000 ხელმოწერა და მისი თანხმობის შემთხვევაში ჩვენი შტაბი ხვალ დილიდან დაიწყებს მხარდამჭერების მობილიზებას. იგივეს მოვუწოდებ ყველა პროდასავლურ კანდიდატს. შეგახსენებთ, ამ არჩევნებში ჩვენი მთავარი მიზანია ერთად გავისტუმროთ თბილისიდან „ქართული ოცნება“, – განაცხადა საგანგებო პრესკონფერენციაზე ზაალ უდუმაშვილმა.

„უდუმას“ პრესკონფერენცია „ანდეგრაუნდში“ არ ჩაუტარებია, შესაბამისი „ელისასთვის“ გაწვდილი „დახმარების ხელი“ ყველამ დაინახა, თუმცა მიუხედავად ამისა, თბილისის საკრებულოს ჯერ კიდევ მოქმედმა დამოუკიდებელმა წევრმა, ესე იგი, ალექსანდრე ელისაშვილმა, როგორც იტყვიან, არც აცია, არც აცხელა და ზალიკო -„ზოროს“ ზემოხსენებული ინიციატივა „ოცნების“ პროვოკაციად მონათლა.

„უკვე ყველანაირ ზღვარს გადაცდნენ. გავრცელდა სოციალურ ქსელში ვიდეო, სადაც ვითომ ნაციონალური მოძრაობის მაისურებში ჩაცმული ახალგაზრდები ვითომ ჩემ მხარდასაჭერად აგროვებენ ხელმოწერებს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, გულდასაწყვეტად უნიჭოდ დადგმული ტყუილი. ხელმოწერებს მეტროსადგურებთან აგროვებენ მხოლოდ ჩემი მაისურიანი მოხალისეები, შტაბის წევრები და სხვა არავინ“, _ აღნიშნა ელისაშვილმა და იქვე, არც იმის თქმა დავიწყებია, Fაცებოოკ-ში ყალბი გვერდები შეიქმნა, რომლებიც ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ხელმოწერების შეგროვებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეხმარებაო.

ისე, საინტერესოა, ელისაშვილს ნაცები „ფეიკებად“ მას მერე ხომ არ ეჩვენება, რაც ინტერნეტსივრცე უდუმაშვილის ანიმაციურმა კლიპმა ააფეთქა, რომელშიც ექსჟურნალისტი ზოროს როლს ასრულებს?!

კლიპის ანოტაცია ასეთია: თბილისში მხოლოდ ადამიანები კი არა, ფრინველებიც აირწინაღებით დადიან, რადგან სუნთქვა არ შეიძლება. ჰოდა, ამ დროს, საიდანღაც „ზორო“- ზალიკო „გაიჩითება“, ჯადოსნურ ჯოხს აიქნევს და მთელ თბილისს გაამწვანებს.

მართალია, ეს კლიპი ნაცებს სიგიჟემდე მოსწონთ, მაგრამ ექსნაცები უდუმაშვილს ბევრს „აღადავებენ“ და ამ მხრივ განსაკუთრებული აქტიურობით გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი გამოირჩევა.

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც იგივე სოციალურ ქსელში განსჯა-განხილვის საგანია: არავინ იცის, სად და როდისაა გადაღებული, მაგრამ ხელისუფლების ლამის ყველა მხარდამჭერის Facebook-კედელი მოიარა ფოტომ, რომელზეც „ტკბილადმოუბარი“ ალექსანდე ელისაშვილი და ნიკა მელია არიან ასახულნი.

ფოტოსურათის დედანში, როგორც ირკვევა, კიდევ ერთი ადამიანი ჩანს, თუმცა ეს ადამიანი „მოჭრილია“ და, შესაბამისად, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ელისაშვილი და მელია საიდუმლოდ მსჯელობენ.

ყველაფერი ეს კომპრომატად არ გამოდგება, მაგრამ ამის გარეშეც ნათელია, რომ ელისაშვილი, ნაციონალებისა არ იყოს, „ოცნებას“ ებრძვის. რასაკვირველია, ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ ამ ორ საარჩევნო სუბიექტს შორის რაიმე სახის კავშირი არსებობს, მაგრამ ნათქვამია, კვამლი უცეცხლო არ ჩნდებაო.

სხვათა შორის, ევროპაში მოღვაწე ქართველმა ჟურნალისტმა, გიორგი ფოფხაძემ ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი „დადო“: „ამ ალეკო ელისაშვილს რომ დასდევთ და არიქა, ნაცებთან არის შეკრული და ნაცების აგენტიაო, გაჰკივიხართ, გარშემო რომ მიმოიხედოთ, ვერაა? ყველა, ვინც კი ბინძური და საზიზღარი ნაცი იყო, თქვენს გარშემო და თქვენს გვერდით დგას და სხვის ნაცობაზე რა გალაპარაკებთ, ვერ გავიგე? თუ თქვენი ნაცები ფუმფულები და კოხტები არიან?..“

ძნელი სათქმელია, რით განსხვავდებიან ფუმფულა ნაცები მჭლე ნაცებისგან, მაგრამ ახლა ამის გარკვევას აზრიც არ აქვს. მთავარი ისაა, რომ მას შემდეგ, რაც საარჩევნო კამპანია „გახურდება“, ვითარება უფრო დაიძაბება და, როგორც იტყვიან, სეირ-სანახობა არ მოგვაკლდება. ისე, ჩვენ, რიგით მოკვდავებს ყველაზე მეტად ხომ სწორედ პური და სანახაობა გვინდა!..

„ინტერპრესნიუსი“, 30 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „სტიქიურ უბედურებას მოუმზადებელი შევხვდით და რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს მსჯელობის საგანი»

კობა ბენდელიანი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, სამწუხაროდ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება იმაზე მეტადაა კმაყოფილი კრიზისულ ვითარებაში თავისი მოქმედებით, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. და ეს მაშინ, როცა კრიზისის გაჩენამდე ხელისუფლებას მეტი დრო რომ დაეთმო, მეტი ფინანსები გაეღო მთა-გორიან და ტყის მასივების მქონე ქვეყანაში ცეცხლის გაჩენის შემთხვევაში თუ რას გააკეთებდა და პრევენციული ზომებიც მიეღო, ხანძრით გამოწვეული ზარალი ასეთი დიდი არ იქნებოდა.

შესაძლოა, არ დამეთანხმოთ, მაგრამ შემდეგ რაც ვიხილეთ, უფრო ჩვეულებრივ ქართულ დოყლაპიობა-უთავბოლობას ჰგავდა. თქვენ როგორ შეაფასებდით კრიზისულ ვითარებაში ხელისუფლების მოქმედებას?

და კიდევ, ახლა როცა მთელ მსოფლიოში გაზრდილია ხანძრების, წყალდიდობებისა და სხვა კატაკლიზმების ალბათობა, თქვენი დაკვირვებით, აქვს თუ არა ხელისუფლებას იმის რესურსი, რომ მომხდარის შემდეგ, 2015 წლის წყალდიდობისაგან განსახავებით, რეალურად აითვისოს ”ხანძრის გაკვეთილები?

- თქვენ პარალელი გაავლეთ დღევანდელ ხანძარსა და 2015 წლის წყალდიდობას შორის. ამ ორ დრამატულ მოვლენაში, მართლაც, ბევრი რამ არის საერთო. ორივე შემთხვევაში იყო ადამიანების თავგანწირვა, ყველას თავგანწირვა – სტუდენტებიდან დაწყებული და მინისტრებით დამთავრებული. მუხლებამდე ტალახში ჩამდგარი კალაძე მახსენდება, მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრი. ახლა ხანძართან თავგანწირვით იბრძოდნენ მოხალისეები და პროფესიონალი მეხანძრეები. თავგანწირულები იყვნენ ჩვენ დასახმარებლად ჩამოსული აზერბაიჯანელი, თურქი და ბელორუსელი პილოტები და აზერბაიჯანელი და სომეხი მეხანძრეები. მგონია, რომ არც მინისტრები იყვნენ ნებიერად. ყველას მადლობა ეკუთვნის. საერთოა ისიც, რომ ორივე სტიქიურ უბედურებას მოუმზადებელი შევხვდით და, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს მსჯელობის საგანი, მაგრამ, მოდით, ჯერ მადლობა ვუთხრათ მათ, ვინც მადლობას იმსახურებს.

ხშირად კრიზისულ მოვლენაზე ისე ვლაპარაკობთ, თითქოს იგი მხოლოდ ხელისუფლების ტესტი იყოს, თავად მოვლენა გვავიწყდება ხოლმე. ამ ტენდენციით თავმობეზრებულმა ელენე ხოშტარიამ თქვა კიდეც – ჯერ მთავარია ხანძარი ჩავაქროთო. თუ ხანძარი ჩაქრა, დავაფიქსიროთ, რომ გავიმარჯვეთ. გამარჯვება სულ გვაკლია და როცა გვეღირსება ხოლმე, იქაც იმას ვეძებთ, თუ რაში დავმარცხდით. მარცხის მძებნელს ყოველთვის მარცხის განცდა ექნება და მივიღებთ უარყოფითი ემოციებით დატვირთულ საზოგადოებას. ეს არაა საშური ქვეყნისთვის. ამიტომ ისიც სათქმელია, რომ იმ დროს, როცა ბევრ ქვეყანაში უშედეგოდ ებრძვიან ხანძარს, ჩვენ დაძლიეთ ხანძარი ბორჯომის ტყეში.

რაც შეეხება ხელისუფლების შეცდომებს, სასურველია მოვისმინოთ საგანგებო სიტუაციების მართვის მცოდნე ადამიანების აზრი განვლილ მოვლენებზე. ამ პირობებში გაკეთდა თუ არა ყველაფერი, უნდა თქვან სპეციალისტებმა. სპეციალისტების შეფასების შემდეგ ვიმსჯელოთ იმაზე, უნდა იყოს მთავრობა თავისი მოქმედებებით კმაყოფილი თუ არა.

მოუმზადებლობა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს იმით, რომ მარტო ერთი ვერტმფრენი გვყავს. მოუმზადებლობა, სამწუხაროდ, არ მაკვირვებს. „ბედნიერი ერი“ ვართ, მომავალზე ფიქრი არ გვჩვევია, დღევანდელი კვერცხი გვირჩევნია ხვალინდელ ქათამს.

მოუმზადებლობა ყველა ხელისუფლებას ახასიათებდა. მოუმზადებელი აღმოვჩნდით დამოუკიდებლობისთვის, რუსეთის აგრესიისთვის, დემოკრატიული არჩევნებისთვის. ახალი ისტორიის არც ერთ ეტაპს არ შევხვდით მომზადებული და სტიქიისთვის რომ არ ვყოფილიყავით მზად, რა გასაკვირია. გასაკვირი არაა, მაგრამ დასანანი კი არის, ძალიან დასანანი. იმედი ვიქონიოთ, რომ მოუმზადებლობის ამ სინდრომს დროთა განმავლობაში დავძლევთ ყველანი.

- ხანძრების თემამ ჩვენში არსებული არაერთი პრობლემა გააშიშვლა. საგარეო უწყება იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ თბილისმა მოსკოვს დახმარებისთვის დიპლომატიური არხებით მიმართა. უნდა მიემართა თუ არა თბილისს მოსკოვისათვის დახმარებისთვის, ახლა აქტიურად განიხილვადი თემაა. თქვენ როგორ აღიქვით ხელისუფლების მიერ მოსკოვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, შემდეგ ამის მიჩუმათების მცდელობა და ბოლოს დაგვიანებული ”აღიარება”?

- მგონია, რომ მოვლენა გაზვიადებულია. პოლიტიკაში შესაფასებელია პოლიტიკა. პოლიტიკა გამოჩნდა იმაში, რომ არ მიიღეს რუსეთის დახმარება. დასაწყისში რომც მიემართათ რუსეთისთვის, ეს პანიკისგან გაჩენილი ემოციაა, რომელიც დაწყნარების შემდეგ გასწორდა პოლიტიკის მიხედვით. პოლიტიკოსების ემოციები გვინახავს. “ნაცმოძრაობის” ლიდერი მანქანის ქვეშ ძვრებოდა შიშისგან. ამჟამინდელი “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი პანიკაში ხალხს მოუწოდებდა ჩანგლებით ებრძოლათ. ამ ფრაგმენტების პოლიტიზირება არ მომხდარა, რადგან მათში ემოციები იყო და არა პოლიტიკა.

ანალოგიურად, თუ იყო თქვენს მიერ ნახსენები მიმართვა დასაწყისში, ეს ნაბიჯი ემოციათა სფეროს უფრო განეკუთვნება, ვიდრე პოლიტიკისას, რადგან შემდგომი ნაბიჯებით მიმართვა გაბათილდა. რაც შეეხება ხელისუფლების განცხადებებს, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ოცნებას“ არ გამოუდის საზოგადოებასთან სწორი ურთიერთობა, ანუ პიარი.

- საზოგადოებისა და დამკვირვებელთა ნაწილმა გამოთქვა წუხილი იმაზე, რომ ქართული საზოგადოება ”ვერ ახერხებს რუსეთთან დამოკიდებულების რაციონალიზაციას”.

ვითარებაში, როცა კრემლი გვეუბნება, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში კორექტივების შეტანას არ აპირებს, რუსეთთან ურთიერთობების რა რაციონალზიაციაზეა საუბარი და რის ხარჯზე, გაუგებარია. ხელისუფლებიდან კი არც არავინ თვლის თავს ვალდებულად დააზუსტოს. არსებულ ვითარებაში რუსული პოლიტიკის თავისებურებების გათვალისწინებით ,თქვენი აზრით, რამდენად ლოგიკურად და პრაგმატულად გამოიყურება რუსეთთან ურთიერთობების რაციონალიზაციის იდეა?

- რაციონალიზმი კარგია, როცა ორივე მხარე თანხმდება რაციონალური გამოსავლის პოვნაზე. როცა ერთი მხარე მოძალადეა და აგრძელებს ძალადობის პოლიტიკას, რას ნიშნავს მასთან რაციონალურობა, გაუგებარია. კიდევ უფრო გაუგებარია, რომ მსხვერპლს უსაყვედურო, სახლში შემოჭრილ მოძალადესთან რაციონალურობას რატომ ვერ ახერხებო.

ამ ხნის განმავლობაში რუსეთის წარმომადგენლებს არც კი დასცდენიათ სიტყვა იმაზე, რომ რაიმეს დათმობას აპირებენ. ამ ჯიუტი აგრესიულობის რაციონალობით გადატეხვა, როგორც ჩანს, შეუძლებელია.

აგერ, ცდილობს მთელი მსოფლიო დამოკიდებულების რაციონალიზაციას რუსეთთან, ისლამურ სახელმწიფოსთან, ჩრდილოეთ კორეასთან. სანქციებს და სამხედრო ოპერაციებს ამატებენ ზედ, რომ უფრო რაციონალური გახდეს ეს ქვეყნები, მაგრამ უშედეგოდ. ამ ფონზე გაუგებარია, როგორ უნდა მიაღწიოს წარმატებას რაციონალობით საქართველომ, რომელსაც არც სანქციები შეუძლია და არც ომი.

- საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობები კარგა ხანია აღარ ჰგავს დიალოგს, რომელმაც პოლიტიკური ძალები კონსენსუსამდე უნდა მიიყვანოს. მმართველ გუნდს არ უნდა დათმოს 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემის გარეშე ჩატარება, რაც მისთვის ხელისუფლებაში დარჩენის შანსია. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას კონსენსუსის ილუზიის შექმნაზეც აქვს უარი ნათქვამი და ის აიმედებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გამო ხალხი ქუჩაში არ გამოვა. თქვენი აზრით, რა საფრთხეების შემცველია მხოლოდ ერთი პარტიის მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა? თუ საფრთხეები ბევრად იმაზე მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, თქვენი დაკვირვებით, რა შეიძლება იყოს მიზეზი , რომ ამ საფრთხეებს ხელისუფლება არ თუ ვერ აცნობიერებს?

- შევეკამათები იმ პოზიციას, რომ მაჟორიტარული სისტემა ხელისუფლებაში დარჩენის შანსია „ოცნებისთვის“. რომელი პარტია ემუქრება ხელისუფლებაში მის ყოფნას? გამოკვლევები აჩვენებს, რომ „ოცნებას“ ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, მასზე საგრძნობლად ნაკლები აქვს „ნაციონალებს“, სხვების რეიტინგი ბარიერთანაა. პრობლემა სწორედ ისაა, რომ კონკურეტნუნარიანი ოპოზიცია არაა დღეს ქვეყანაში. ამ ფონზე მმართველი გუნდის მოქმედების ახსნა „ხელისუფლებაში დარჩენის“ მოტივით დამაჯერებელი არაა.

ჩემთვის უფრო დამაჯერებელია, რომ „ოცნებას“ არ სურდეს მაჟორიტარების გადამტერება. სავარაუდოა, რომ ამავე წერტილს უმიზნებს ოპოზიციაც, რომელსაც ხელს აძლევს განხეთქილება „ოცნებასა“ და მის მაჟორიტარებს შორის, რადგან ვარაუდობენ, რომ ეს განხეთქილება ხმებს დააკლებს „ოცნებას“.

ალბათ ამიტომაა, რომ ოპოზიცია პროპორციულ სისტემაზე გადასვლას უახლოეს არჩევნებში მოითხოვს, რომ დღევანდელი მაჟორიტარები გამოაცალოს დღევანდელ ხელისუფლებას. სხვა მხრივ გაუგებარია რატომ ითხოვს პროპორციულ სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლას ყველა პარტია, ამ სისტემით ხომ ოპოზიციიდან მხოლოდ “ნაციონალები” მიიღებენ ხმებს. ამდენად, ჩვეულებრივ პოლიტიკურ ბრძოლასთან გვაქვს საქმე, რომლის მიზანია კონკურენტის დასუსტება. ეს ბრძოლა დემოკრატიის ერთგულების სახელით ხდება. დემოკრატიულ ქვეყნებში კი არის როგორც პროპორციული სისტემა, ასევე მაჟორიტარული სისტემა და ასევე შერეულიც – ბუკიკიოს იტალიაში შერეული სისტემაა. ამიტომ, არა მგონია საკონსტიტუციო პროცესი ქვეყანის დემოკრატიულ განვითარებას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდეს.

- საარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის. ცნობილი ფაქტია, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველი აქტიურობით არ გამოირჩევა. პოლიტიკურ პარტიებს კარგა ხანია დაწყებული აქვთ საარჩევნო კამპანია. თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებასა და არჩევნებთან დაკავშირებით პარტიების აქტიურობას?

- სამწუხაროა, რომ ადგილობრივი არჩევნების სიმძიმის წერტილი თბილისზეა გადატანილი, როცა რეგიონებშიც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ პარტიები ხშირად ვერ ხედავენ რეგიონების მნიშვნელობას. შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციამ რეგიონები დაუთმო მმართველ პარტიას. რაც შეეხება თბილისს, აქაც კახი კალაძე უფრო აქტიურია, ვიდრე მისი ბევრი კონკურენტი.

- ”დემოკრატიული მოძრაობისა” და პარტია ”თავისუფლების” მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ ”დემოკრატიული მოძრაობა” და პარტია ”თავისუფლება” იბრძოლებენ იმისათვის, რომ ხელისუფლების მთავარი ოპონენტის სტატუსი მოიპოვოს.

ამ განცხადების გაკეთებისას თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ გარკვევით მიანიშნა, რომ საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს ”ლიბერალებსა” და ”პატრიოტებს” შორის. თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პოლიტიკური ძალებს შორის აქამდე არსებული ბალანსი მნიშვნელოვნად შეიცვლება?

- მე ხშირად მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენთან პოლიტიკური პარტიის იარლიყი შინაარსს არ შეესაბამება ხოლმე. მაგალითად, ლიბერალი „ნაციონალები“ კერძო საკუთრებას ხელყოფდნენ. პატრიოტები კი იმის მომხრეები არიან, რომ ქვეყანამ უარი თქვას ეროვნულ თავმოყვარეობაზე. ამიტომ იდეოლოგიებზე ლაპარაკი ნაადრევი მეჩვენება.

პარტიები იდეოლოგიად გეოპოლიტიკურ არჩევანს სთავაზობენ ხოლმე მოსახლეობას – დასავლეთთან ან დასავლეთის გარეშე, ანუ რუსეთთან. ამ პოლუსებს შორის არის ცენტრისტული პოზიცია – დასავლეთთან ერთად რუსეთთან აქტიური კონფრონტაციის გარეშე. ცენტრისტული პოზიცია აქვს მმართველ პარტიას. ცენტრისტულ პოზიციას ყოველთვის უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე რადიკალურ პოლუსებს. ამიტომ არა მგონია, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის არსებული ბალანსი მნიშვნელოვნად შეიცვალოს.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ”ქართული ოცნება” თბილისშიც და რეგიონებში არჩევნებს პირწმინდად მოიგებს. თუ სოციოლოგიას დავუჯერებთ, ჯერჯერობით ამომრჩეველი არც ”ქართულ ოცნებას” ემატება და არც ”ნაციონალებსა” და ”ევროპელ დემოკრატებს”. შეიძლება ითქვას, პირიქითაც კი იყოს. ელისაშვილის შანსებს არჩევნები დაადგენს, მაგრამ დამაჯერებლად გამოიყურება მტკიცება, რომ თუ თბილისში მეორე ტური გაიმართა, ”ქართული ოცნების” ინტერესებში არ უნდა იყოს მეორე ტურში ელისაშვილის გასვლა. მაშინ როცა ჩვენში პარტიები მრავლადაა, რას შეიძლება ნიშნავდეს თბილისელთა საკმაო ნაწილში ყველას კონკურენტად ელისაშვილის მოაზრება? და კიდევ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მეორე ტურში კალაძე და ელისაშვილი აღმოჩდნენ?

- მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მოსახლეობის ერთ მესამედს არც ერთი პარტია არ მოსწონს. ამ ფონზე უპარტიო კანადიდატს, ელისაშვილს ამ ხმების მიზიდვის შანსი აქვს, ოღონდ აქ პოლიტიკის ერთი მარტივი წესი იწყებს მოქმედებას მის წინააღმდეგ.

პოლიტიკაში „ყველას კონკურენტობა“, მარტო კაცად ყოფნა არის უტოპია. პოლიტიკის მაღალ სართულებზე „ერთი მერცხალი“ არათუ გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ვერც კი იფრენს. თუ თავისი გუნდი, ანუ პარტია არა ჰყავს ადამიანს, იგი ვერ შეძლებს პოლიტიკურ ბრძოლას ვერც არჩევნებში და, მით უმეტეს, ვერც შემდეგ. არჩევნებში და შემდეგ მუშაობაში მას დასჭირდება პარტიების მხარდაჭერა და იძულებული იქნება დაკარგოს დამოუკიდებლობა.

„ნაციონალებმა“ უკვე გამოავლინეს ელისაშვილისთვის მხარდაჭერის მზაობა. ელისაშვილმა მათ შეთავაზებაზე უარი თქვა, მაგრამ უკვე ცხადი გახდა, რომ ელისაშვილი აწყობთ “ნაციონალებს,” რომ იგი “ნაციონალების” წისქვილზე ასხამს წყალს. ისინი, ვისთვისაც მიუღებელია “ნაციონალების” გაძლიერება, ელისაშვილს ხმას აღარ მისცემენ. ჯერ საარჩევნო კამპანიის მხოლოდ დასაწყისია და მოსახლეობის აღქმაში ელისაშვილმა უკვე დაკარგა დამოუკიდებლობის რაღაც ხარისხი. წინ კიდევ ბევრი რაუნდი იქნება, სადაც ელისაშვილი რომელიღაც არაპოპულარულ ჯგუფში აღმოჩნდება, უნებურადაც კი. ამიტომ ვვარაუდობ, რომ ელისაშვილის რეიტინგი ბრძოლის გამძაფრებასთან ერთად დაღმა სვლას დაიწყებს.

ელისაშვილს პიროვნული რეიტინგი აქვს, მაგრამ ასევე მაღალი პიროვნული რეიტინგი აქვს კალაძესაც. ამასთანავე, კალაძე იმ გუნდის წევრია, რომელიც წამყვანია საკრებულოში, პარლამენტში და მთავრობაში. კალაძე საქმიან და ენერგიულ ადამიანად ითვლება, ამიტომ მერობის კანდიდატად მისი დასახელება „მძიმე არტილერიის“ გამოჩენად შეაფასა ყველამ.

ენერგიის დეფიციტს უჩივიან „ოცნებას“ და კალაძის ენერგიულობა ამ დეფიციტის კომპენსაციად შეიძლება ჩათვალოს. ამ თვისებების გამოა, ალბათ, რომ კონკურენტებთან შედარებით მას მაღალი რეიტინგი აქვს. ამავე თვისებების გამო მისთვის რთული არ უნდა იყოს, რომ დაძლიოს ის 20%, რომლითაც დაშორებულია ორმოცდაათპროცენტიანი ბარიერისგან. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში მეორე ტური არ იქნება.

- ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის აზრით, ”რაც უფრო ახლოსაა მომენტი, როდესაც ჩვენ საბოლოოდ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი გავხდებით, მით უფრო აქტიურდებიან პრორუსული ძალები”. მეტიც, მისივე განმარტებით, ”ყველაფრიდან ჩანს, რომ პუტინისტური ძალები სექტემბერში ნავის დარწევის სტრატეგიის განხორციელებას აპირებენ”. თქვენი აზრით, რა რესურსი აქვთ ”პუტინისტურ ძალებს” იმისათვის, რომ შემოდგომაზე შეძლონ ნავის დარწევის სტრატეგიის განხორციელება?

- ვეთანხმები ზაზას, რომ პრორუსულ ძალებს შეიძლება ნავის რწევას სურდეთ, მაგრამ რწევას ბევრი ადამიანი სჭირდება. საბედნიეროდ, ამდენი მხარდამჭერი რწევას არ ეყოლება რადგან, ჯერ ერთი, მათ პოლიტიკას არა ჰყავს ბევრი მხარდამჭერი და მეორეც – ხალხს მოწყინდა რწევა, მიტინგებზეც აღარ გამოდიან.

შეიძლება მოეწყოს მცირე პრორუსული აქციები, გადაუღონ სურათები ხელსაყრელი რაკურსით და გააგზავნონ რუსეთში, რათა რუსეთმა თქვას, ჩვენგან ოკუპირებულ ქართველებს მაინც ვუყვარვართო. ეს იქნება ხსენებული დარწევის მაქსიმალური შედეგი.

„ახალი თაობა“, 31 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „რუსეთისთვის დახმარების თხოვნა ამორალური იყო“ // „ეს ხანძრები დივერსიის შედეგია“

“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე პასუხობს.

- ბატონო მამუკა, ხანძრების თემა საქართველოს ტყეებში კვლავ აქტუალურია. ამჟამად აბასთუმანი იწვის. აქტიურად საუბრობენ დივერსიაზე. ზოგი რუსულ კვალზე საუბრობს, ზოგიც ნაციონალებს აბრალებს ყოველივეს. თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით?

- ასე ღიად ხელს ვერავის დავადებ, თუ ვინ შეიძლება ეს ყოფილიყო. თუ აქამდე ცოტა ეჭვი მეპარებოდა და გარკვეულ გაუფრთხილებლობას და ბუნებრივ მოვლენებსაც ვაბრალებდი და ვფიქრობდი, რომ შეიძლება ყოფილიყო კომპლექსური ამბავი, დღეს ერთმნიშვნელოვნად ვფიქრობ, რომ ეს დივერსიაა! ვფიქრობ, რომ ხელოვნურად გაკეთებულია მთელი ეს ამბავი, რაც ხდება საქართველოში.

- ამას რა გაფიქრებინებთ?

- ამას მიუთითებს ხანძრის კერების სხვადასხვა ადგილას წარმოქმნა და ზოგ შემთხვევაში ერთი და იგივე სივრცეში, მაგალითად, ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში რამდენიმე ადგილას ხანძრის გაჩენა. თუნდაც იგივე აბასთუმანში.

- ხანძრები ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებშიც ჩნდება და იქ ეს ეჭვის საფუძველი არ გამხდარა...

- კი, ჩნდება და ჩვენ ერთი ეკოსისტემა გვაქვს, მაგრამ ასეთი ინტენსივობით არ გაჩენილა არც აზერბაიჯანში, არც სომხეთში, არც რუსეთში და არც თურქეთში, თან რამდენიმე ადგილას ერთად. მე ვფიქრობ, რომ ეს არის გარკვეული ჯგუფის მიერ მოწყობილი დივერსია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ!

- კონკრეტულად რომელი ჯგუფის? ვინ შეიძლება იყვნენ ისინი?

- ამის თქმა რთულია. უკვე იმხელაა მასშტაბი, რომ შთაბეჭდილება მრჩება, ერთი ჯგუფი კი არა, რამდენიმე ჯგუფია. ეს ყველაფერი კარგად არის მოფიქრებული და გააზრებული, რომ ეს ამბავი ასეთი ინტესივობით მოხდეს. ვიღაცამ იცოდა, რომ საქართველოს სახელმწიფო ასეთი მასშტაბურ ხანძრებთან საბრძოლველად მზად არ იყო და ეს მეთოდი გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ.

- ხანძრების ბუმი თბილისიდან დაიწყო, ბაზრობების თუ სავაჭრო ცენტრების გადაწვა… ეს ყველაფერი ერთმანეთთან ბმაში რამდენად შეიძლება იყოს?

- მე მაინც ვთვლი, რომ სავაჭრო ცენტრების თუ ბაზრობების გადაწვა, რომელიც სპეციალურად მოხდა თუ შემთხვევით, ეს მაინც ცალკე თემა უნდა იყოს. ეს არის შიდა გარჩევების შედეგი.

- ეს როგორ გავიგოთ?

- არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცას დასჭირდა ის ადგილი, სადაც ბაზრობა იყო განლაგებული, იმისათვის, რომ დეველოპერული პროექტი განეხორციელებინა და ამიტომ მოხდა. თანაც ბაზრობის ზოგიერთი თანამშრომელი ამბობს კიდევაც, რომ ემუქრებოდნენ ამით. ეს ალბათ სხვა ფორმატიდან არის. ხოლო ის, რაც ტყეებს შეეხება, არის პირდაპირი დივერსია სახელმწიფოს წინააღმდეგ! ისეთი მიუვალი ადგილებია, რომ იქ ადამიანი იშვიათად თუ მოხვდება. სპეციალურად არის ასეთი ადგილები შერჩეული.

- რისთვის?

- იმისთვის, რომ რთული ყოფილიყო ჩასაქრობად და რაც შეიძლება მასშტაბური ხასიათი მიეღო და მიიღო კიდეც. წინ რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა აჩვენა ერთი ეპიზოდი, რომელმაც ჩემი ეჭვი უფრო გაამძაფრა. ის ძლივძლივობით ავიდა რაღაცა მთაზე, ამბობდა კიდეც, რომ აქ ამოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელიაო და იქ აღმოაჩინა ხანძრის პატარა კერა. თანაც ისეთი ბუნებრივი მოცემულობა იყო, რომ იქ ის ხანძარი ვერაფრით ვერ გაჩნდებოდა თავისით. ვიღაცამ გააჩინა შეგნებულად, მერე წავიდა და… თან ისეთი პატარა კერა იყო, ან როგორ შენიშნეს ქვევიდან. თუმცა ეს სხვა თემაა. ასეთი ფაქტები რამდენიმე იყო და ეს მაფიქრებინებს, რომ დივერსიაა.

- ვის ან რაში აძლევდა ხელს ამის გაკეთება?

- ძალიან ბევრი კურდღელი მოიკლა ამ შემთხვევაში. ერთი ის, რომ უმძიმესი დარტყმა მიადგა ეკონომიკას, ეკოსისტემას – ძალიან სერიოზული, აქედან გამომდინარე, ტურისტულ პოტენციალს და ბევრ სხვა რამეს და სერიოზული დარტყმა მიადგა ქვეყნის პრესტიჟს.

- რატომ პრესტიჟს?

- ხანძრის მომენტალური ლიკვიდირებისთვის ჩვენი სახელმწიფო მზად არ აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორი სახიფათო იყო საჰაერო ფლოტზე ხელის ჩაქნევა. მოგეხსენებათ, გაუქმებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავიაციის ნაწილი. როგორი არასწორი იყო, რომ არ გარემონტდა თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებული რუსული ვერტმფრენები, რომელთაც ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეეძლო.

ეს ერთი საკითხი, მეორე საკითხია, რომ არ შეიძლება სხვადასხვა სისტემაში იყოს ბუნებრივი კატაკლიზმების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები. სამ სისტემაშია გადანაწილებული – შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში და კიდევ ცალკე სტრუქტურაა პრემიერის აპარატში, კრიზისების მართვის საბჭო. კრიზისების მართვის საბჭო არის უაღრესად კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებული, ისინი ასეთი ტიპის გამოწვევებისთვის მზად არიან.

- თუმცა ყველაზე დიდი კრიტიკა სწორედ კრიზისების საბჭომ დაიმსახურა...

- ისინი არიან შემსრულებლები, რასაც დაავალებ, ის უნდა გააკეთონ. მათი დადებული დასკვნები მე მინახავს. სამწუხაროდ, მიუხედავად ასეთი დასკვნების არსებობისა, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ამ გამოწვევების პრევენციას.

- გამოცდილება აკლიათ თუ ამის საშუალებები არ აქვთ?

- ერთი ის, რომ ტექნიკური საშუალებები ნაკლები გვაქვს და მეორე ის, რომ აქ გულარხეინობის ელემენტებიც არის. ყველა ეს უწყება ერთ სისტემაში უნდა გაერთიანდეს და ახალი უწყება შეიქმნას. ხანძარს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ ხშირად გვაქვს მეწყრები, წყალდიდობები და ათასი უბედურება. კლიმატი შეიცვალა, აქედან გამომდინარე ახალი გამოწვევები გაჩნდა. აუცილებელია ახლებური მიდგომა. ახალ გამოწვევებს ახალი მიდგომებით უნდა ვუპასუხოთ. ტექნიკაც უნდა შეიძინო, სისტემაც უნდა შექმნა ახალი და ძალიან ყურადღებითაც უნდა იყო ამ მიმართულებით. თუმცა ეს ხანძრები სრულიად განსხვავებული თემაა. სხვა არის, როდესაც ბუნებრივ კატაკლიზმებს ელოდები და სულ სხვაა, ამას ხელოვნურად რომ მოგიწყობენ.

- გაჩნდა კითხვები, რატომ მაინცდამაინც ის ადგილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში გადაწვეს?

- ეს ზედაპირზე დევს. იმიტომ, რომ 2008 წლის ომის დროს რუსების მიერ სამცხის ტყეებში გაჩენილი ხანძარი მძიმე ფსიქოლოგიურ ფონს ქმნის. ეს საზოგადოების ცნობიერებაში დარჩა, როგორც მძიმე მოვლენა. ამ მოვლენის რეანიმაციის მცდელობაც არის ყველაფერთან ერთად. ხალხს გაახსენეს 2008 წელი, თან აგვისტოს თვე და თან იგივე ადგილი.

- ეს შესაძლოა რუსული კვალი იყოს? თუ მავანს უნდოდა, რომ ეს მათ დაბრალებოდა?

- შეიძლება რუსული კვალიც იყოს და ნებისმიერი სხვაც. ასე თქმა გამიჭირდება. ვის აძლევს ხელსო და უამრავი ძალაა, უამრავი სახელმწიფოა ისეთი, ვისაც საქართველოს სისუსტე აწყობს. ეს ხომ აქსიომაა?! ეს აწყობს თითქმის ყველა მეზობელს. ვის უნდა ძლიერი სახელმწიფო რეგიონში?! შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებს. სხვას არც ერთს არ უნდა, დარწმუნებული ვარ!

- დახმარება მივიღეთ ყველასგან, გარდა რუსეთისა, ესეც სერიოზული განხილვის თემად იქცა, უნდა მიგვეღო თუ არა მათგან დახმარება?

- მე ვთვლი, რომ არ იყო საჭირო რუსეთისთვის მიმართვა ამ საკითხზე, არანაირი ფორმით. მით უმეტეს, ხანძარი იმ ადგილას გაჩნდა, სადაც რუსებმა თავის დროზე ხელოვნურად გააჩინეს. ამიტომ ამორალურია რუსეთის დახმარებაც და რუსეთისთვის მიმართვაც! არ არის აუცილებელი, მათ ვთხოვოთ დახმარება. ჩვენს სამეზობლოში არის ისეთი ქვეყნები, ვისაც ასეთი ტექნიკა აქვს. მაგალითად, უკრაინა, რომელთანაც ახლა დაიწყეს თანამშრომლობა და რომელსაც აქვს ასეთი ტიპის ავიაცია.

- ბორჯომის ხანძრის პროცესში არ ჩართულა უკრაინა, მხოლოდ ახლა დაიწყო აბასთუმანში ხანძრის ჩაქრობა. რატომ?

- ესეც არის კიდევ ერთი ნიშანი მოუმზადებლობისა, კარგი, შენ არა გაქვს ტექნიკა, მაგრამ ხომ უნდა იცოდე, ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში პირველ რიგში ვის სთხოვო დახმარება?!

- ასეთი რთული რელიეფის მქონე ადგილებიც სპეციალურად არის შერჩეული, რომ რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო ზარალი?

- რასაკვირველია! არსებობს ობიექტური მიზეზები, რომელსაც ვერც გაითვალისწინებ და ვერც ლიკვიდაციას მოახდენ დროულად. მაგალითად, კანადის შემთხვევა, უზარმაზარი მასივები დაიწვა ტყის. კანადას ჯერ თვითონ აქვს უახლესი ტექნიკა და ამერიკაც აქტიურად ეხმარებოდა. იგივე მოხდა ავსტრალიაში, პორტუგალიაში. თუმცა იქ გამოიკვეთა, რომ ერთ ადგილას, ტყის ერთ მასივში მოხდა ხანძარი და ჩვენთან მოხდა მთელი საქართველოს მასშტაბით.

- სწორედ ეს ამძაფრებს ეჭვებს?

- დიახ. აშკარაა, რომ რაღაცა ჯგუფები მუშაობს ადამიანებისა, ვიღაცისგან აღებული აქვთ ფული და წვავენ ამ ქვეყანას. ეროვნებით ქართველები არიან ეს ადამიანები! მათ გეგმაში ხელისუფლების დისკრედიტაციაც შედიოდა და ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც ამას.

- წინასაარჩევნო პერიოდია, ამასთანაც აკავშირებთ?

- რასაკვირველია! ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული. სწორედ ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ ეს რომელიღაც პოლიტიკური ძალის დაკვეთა ყოფილიყო. იგივე ნაცმოძრაობისკენ გაიშვირეს ხელი. მე ასე თქმა გამიჭირდება. არ მინდა დავიჯერო, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა თავისი ინტერესებისთვის ასეთი რამ ჩაიდინა. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს რომელიმე სახელმწიფოს დაკვეთა, თუნდაც შურისძიების მიზნით, სახელმწიფოს წინააღმდეგ, ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული!

„ახალი თაობა“, 31 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „გიორგი კვირიკაშვილზე ზეწოლა ხორციელდება“ // „ნაცები სადაც ორსული ქალის მოკვლას გეგმავდნენ, იქ ხანძარს რატომ ვერ გააჩენდნენ“

უნდა მიგვეღო თუ არა რუსეთის დახმარება, ვისი ან რისი შეეშინდა ხელისუფლებას, რა წერილი გაიგზავნა ამერიკაში, ცეკვავს თუ არა ხელისუფლება ნაცების დაკრულზე? – ამ თემებზე “ახალ თაობას” უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.

- საქართველოში ხანძრების ლოკალიზება ვერ ხერხდება. ერთ-ერთი ვერსიით, საქმე გვაქვს რუსულ დივერსიასთან. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

- ვინ ავითარებს ამ ვერსიას, ნაციონალები? ყოფილმა ხელისუფლებამ შემოიტანა ეს კლიშე და ყველაფერზე გაიძახის, რუსეთი, რუსეთიო. მათი ლოგიკით ოჯახური ღირებულებების დაცვა, პატრიოტიზმი, ერთსქესიანთა ქორწინების გაპროტესტება ყველაფერი რუსული პროექტია. რუსეთიდან მართულ პროცესად ითვლება ასევე ეკლესიის დაცვა. ეს ხალხი იმდენად გონებაშეზღუდულია, რომ დახმარებაზე ამბობენ უარს. დახმარებაზე შეიძლება თქვა უარი, მაგრამ დროს ხომ გააჩნია. ქვეყანა ცეცხლის ალში იყო გახვეული და რუსულ დახმარებას არ მივიღებთო, გაიძახოდნენ. ზოგჯერ მგონია, რომ ქვეყანა კი არა, ფსიქიატრიული საავადმყოფო ვართ.

ხანძრების გაჩენის ვერსიას დავუბრუნდები და ხელისუფლებას არსად არ უთქვამს, რომ ეს დივერსიაა. პირადად მე მიმაჩნია, რომ მართლაც დივერსიასთან გვაქვს საქმე. ასე ერთდროულად ყველაფერს ცეცხლი თავისით არ გაუჩნდებოდა. თავის დროზე ჩვენ ყველამ მოვისმინეთ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების სატელეფონო საუბრების ჩანაწერები. იქ სააკაშვილი გვარამიას ორსული ქალის მოკვლის დავალებას აძლევს. სადაც ორსული ქალის მოკვლაზე მიდიოდნენ, იქ რომ ტყეები გადაწვან, რა გასაკვირია?! ეს უფრო შიდა მტრების გაკეთებული მგონია, თუმცა არაფერი გამორიცხული არ არის.

- გამოდის, რომ რუსულ დივერსიას არც თქვენ გამორიცხავთ?

- მე ვამბობ, რომ არაფერი არ არის გამორიცხული. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ამ საქმის გამოძიება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ქვეყნისთვის ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება ნაციონალების ტყვეობისაგან გათავისუფლდეს. ყოფილი ხელისუფლება ახლა ბოლო ხმაზე რომ გაჰკივის, რუსული დახმარება არ უნდა მივიღოთო, თავად რატომ სთხოვეს რუსებს დახმარება.

- როდის სთხოვეს თავად რუსებს დახმარება?

- 2006 წელს აბასთუმანში ათობით ჰექტარი ტყე დაიწვა. ნაციონალების ხელისუფლებამ ხანძარი რუსების დახმარებით ჩააქრო.

- ეს 2006 წელი იყო, მაშინ მოსკოვს აფხაზეთი და სამაჩაბლო ჯერ არ ჰქონდა აღიარებული.

- აღიარებული არ ჰქონდა, მაგრამ ეს ტერიტორიები ხომ უკვე რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული – საქართველო ამ ტერიტორიებს ვეღარ აკონტროლებდა. 2008 წლის ომის შემდეგ ნაციონალები და პირადად სააკაშვილი ცდილობდა, რომ მოსკოვში გაეგზავნა ქართველი მომღერლები და მოცეკვავეები. მაშინ არ იყო რუსეთი ოკუპანტი? არ უარვყოფ, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ამ ჩიხიდან გამოსავალი ხომ უნდა მოიძებნოს. ეს რუსეთთან მოლაპარაკებების გარეშე არ მოხდება. ამით პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული. ხდება პირიქით და ჩიხიდან გამოსვლას რუსეთი ცდილობს. ამ ქვეყნის პირველმა პირებმა არაერთხელ მოგვიწოდეს დიალოგისკენ. მათ აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით პოზიციაც შეცვალეს. აქამდე გვეუბნებოდნენ, ამ რეალობას შეეგუეთო, ახლა ამბობენ, ყველაფერი შეიძლება მოლაპარაკებების გზით გადაწყდესო. პოზიცია აშკარად შერბილებულია. ამის გარდა, პუტინი გამოვიდა და თქვა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება მინდაო.

- თუ უნდა, რატომ არ აუქმებს? საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი 2012 წლის დასაწყისში გააუქმა...

- სავიზო რეჟიმის გაუქმება ასეთი მარტივი არ არის. მას რაღაც პროცედურები სჭირდება. ამის გარდა, საჭიროა მოლაპარაკებები.

- სააკაშვილმა ყოველგვარი პროცედურების და მოლაპარაკებების გარეშე გააუქმა ეს რეჟიმი. პუტინს რა პროცედურების დაცვა აუტყდა...

- როცა სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, მოსკოვს არანაირი რეაქცია არ ჰქონია ამაზე. სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ქვეყნის სათავეში “ქართული ოცნება” მოვიდა. ამის საპასუხოდ გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ქალბატონი ჩუგოშვილი და თქვა, მსგავს პროვოკაციას არ დავუშვებთო. თქვენ როგორ გგონიათ, მის განცხადებას რუსეთში არ მოისმენდნენ? ჰოდა, მათაც აღარ გააუქმეს სავიზო რეჟიმი.

- ჩუგოშვილის განცხადების გამო გადაიფიქრეს გაუქმება?

- ჩუგოშვილი ამ შემთხვევაში არის ხელისუფლება. საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ამ რეჟიმის გაუქმება და ამიტომაც აღარავინ დაგვაძალა. რუსეთმა ისედაც რამდენჯერმე შემოგვთავაზა დახმარება. ამ დახმარებაზე ჯერ 2015 წლის სტიქიის დროს ვთქვით უარი, ახლაც ასე მოვიქეცით. რუსეთს სიტუაციის დალაგება უნდა. აქედან კი ძველი რიტორიკა მიდის. ნაციონალებისგან იმ განსხვავებით, რომ პუტინს ლილიპუტინს არ ეძახიან.

თავიდან გვიმტკიცებდნენ, რომ დახმარება არ უთხოვიათ რუსეთისთვის. ახლა აღიარებენ, რომ დახმარება ითხოვეს. მითხარით, აქ სად არის ლოგიკა. დახმარება ითხოვეს და მერე პრემიერმა თქვა უარი ამ დახმარებაზე. გამოდის, რომ ის ვიღაცამ აიძულა, ასე მოქცეულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში უარს არ იტყოდა, იმ მომენტისთვის ცეცხლი კიდევ უფრო გაძლიერებული იყო. აშკარაა, რომ კვირიკაშვილზე ზეწოლა ხორციელდება და მანაც ამიტომ თქვა უარი.

- იქნება იმიტომ თქვა დახმარებაზე უარი, რომ იმ დროისთვის უკვე შემოგვთავაზეს დახმარება სომხეთმა, აზერბაიჯანმა და თურქეთმა. რუსეთს კი იმ დროს როსტოვი გადაეწვა და ძლივს ჩააქრო თავის ტერიტორიაზე ხანძარი...

- სად გადაეწვა კაცო როსტოვი? ძალიან სწრაფად ჩააქრეს ხანძარი. რუსული ილ-76-ის ორი გადაფრენა იქნებოდა საკმარისი ამ ხანძრის ჩასაქრობად. ამ უარის გამო 100 ჰექტარზე მეტი ტყე დაგვეწვა და ჩვენი პრემიერიც ისე გამოჩნდა, როგორც არანორმალური – ჯერ დახმარება ითხოვა და მერე უარი თქვა. მას უარი თავისი ინიციატივით არ უთქვამს და მაინტერესებს, სადამდე უნდა გაგრძელდეს ასე? ხვალ რომ რაღაც ეპიდემია გაჩნდეს, არ უნდა მივიღოთ რუსული დახმარება? ეს არის სისულელე.

დანამდვილებით ვიცი იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წერილობით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და მათგან ითხოვა დახმარება. ამერიკისგან ამაზე არავითარი პასუხი არ ყოფილა. საქართველოს ხელისუფლება ამ წერილს ასაიდუმლოებს.

თქვენი აზრით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთამდე ამერიკას არ მიმართავდა თხოვნით? ასე მოიქცნენ და როცა მათგან პასუხი ვერ მიიღეს, ამის შემდეგღა მიმართეს მოსკოვს. ამერიკა მხოლოდ იმით დაგვეხმარა, რომ იან კელიმ ლოცვა აღავლინა ჩვენთვის. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ რაღაც ფეხსაცმელი გადმოგვცეს. თავმოყვარე ქვეყანა რომ ვიყოთ, ამ ფეხსაცმელს უკან გააგზავნიდნენ. ვის რაში სჭირდება მაგათი ბათინკები.

ახლა მე ვსვამ კითხვას, რატომ არ დაგვეხმარა ხანძრის ჩაქრობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ან სად იყო ნატო. მათაც ძალიან კარგად შეეძლოთ დახმარების გაწევა.

- ნატოს მიმართ სამდურავი არ გვეთქმის, თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და ის დღემდე გვეხმარება ხანძრების ჩაქრობაში...

- რას გვეხმარება. მათი ავიაცია არ არის საკმარისი. როცა ხანძარი აქვთ, დახმარებას ისინიც რუსეთს სთხოვენ. ჩვენ კი ამას ვერ ვბედავთ იმიტომ, რომ გვეშინია. ვიღაც ტვინნაღრძობებმა კრემლის აგენტები არ დაგვიძახონ. ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ რუსეთის დახმარება არ უნდა მიგვეღო, არის უცხო ქვეყნის აგენტები. მათ ინტერესებში არ შედის, რომ საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობა დარეგულირდეს.

მე მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, გაასაჯაროოს ის წერილი, რომელიც წინა კვირას ამერიკის მთავრობას მისწერეს. კარგი, თუ უნდათ, დამალონ ის წერილი, მაგრამ იმაზე გააკეთონ განმარტება, მიმართეს თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ასევე მივმართავ იმ ხალხს, ვინც იძახის, რომ რუსეთის დახმარება არ უნდა მივიღოთ, მაგათ დახმარებაზე მაშინ თქვან უარი, საკუთარი სახლები და ჯიპები რომ დაეწვებათ, ქვეყანას კი თავი გაანებონ. ეს ქვეყანა მათ არც ნარდში მოუგიათ და არც ყომარში. ჩვენი მეფეები, ოღონდ ქვეყანა გადაერჩინათ და მტერთან მიდიოდნენ მოსალაპარაკებლად. ან რომელ ღირსებაზე მელაპარაკებიან, როცა ერთი უცხო ქვეყნის ელჩის გარეშე ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ ღებულობენ.

ქვეყანა რომ გადაწვეს და რუსული დახმარება არ მიიღეს, რუსულ პროდუქციას რატომღა იღებენ? მთელი დახლები რუსული საქონლით არის გადავსებული. გააუქმონ უვიზო მიმოსვლაც და ისიც განმარტონ, რატომ არ იცავენ ოკუპაციის შესახებ კანონს.

ქობულეთში ვარ და უამრავი რუსი ტურისტი გავიცანი. თითქმის ყველა მათგანმა მითხრა, რომ რამდენიმე წლის წინ აფხაზეთში დაისვენეს, იქ არსებული სიტუაცია არ მოეწონათ და ამიტომ გადაწყვიტეს აჭარის რეგიონში დასვენება. ოკუპაციის კანონის მიხედვით კი ის, ვინც აფხაზეთში იყო საქართველოს გვერდის ავლით, აქ ვეღარ შემოვა. ეს რუს ტურისტებზე არ ვრცელდება, იმიტომ, რომ მათ ფული შემოაქვთ.

სააკაშვილმაც სავიზო რეჟიმი იმიტომ გააუქმა, რომ ტურისტები და შემოსავალი მიეღო. ამით რა გამოდის, რუსული ფული გინდა და რუსული დახმარება არა? ახლა ეს ტყეები რომ გადაიწვა, ერთი ვნახავ, ვინ ჩამოვა ბორჯომში და აბასთუმანში დასასვენებლად.

- დარწმუნებული ხართ, რომ რუსეთი აქ სამაშველო ოპერაციას ჩაატარებდა? ყველას გვახსოვს მათი ჰუმანიტარული მისია ტყვარჩელში. რუსებმა შოიგუს მეთაურობით იქ ჰუმანიტარული დახმარების ნაცვლად შეიარაღება შეიტანეს...

- მესმის, მაგრამ მაშინ საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა აფხაზეთში. აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთი ყველანაირად ცდილობს საქართველოსთან ურთიერთობის დალაგებას.

- დალაგება რაში გამოიხატება, საოკუპაციო ხაზს ყოველდღე რომ სწევენ?

- ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ რუსეთი არის იმპერია. როგორც ყველა იმპერიას, მასაც აქვს თავისი ინტერესები. მოსკოვს არ უნდა, რომ ნატო, რომელიც მის საწინააღმდეგოდ არის შექმნილი, რუსეთის საზღვრებთან მოვიდეს. მის ადგილზე რომ ამერიკა ყოფილიყო, ისიც ყველაფერს გააკეთებდა, რომ საქართველო ნატოში არ შესულიყო.

ჩვენ იმის ნაცვლად, რომ ტერიტორიების დაბრუნებაზე ვიმუშაოთ, ნატო-ნატოს გავიძახით და აქ რაკეტების განთავსებას ვაპირებთ. ამას რუსეთი არ დაუშვებს. მე ამით კრემლს კი არ ვამართლებ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა იმპერიას აქვს თავისი ინტერესები.

როცა პატარა ქვეყანა ხარ და იმპერიას ომს ვერ მოუგებ, მოლაპარაკებები უნდა გამართო. ერეკლე მეფე ამათზე დიდი პატრიოტი იყო, მაგრამ გეორგიევსკის ტრაქტატი გააფორმა. ამ ტრაქტატის გაფორმებამდე საქართველოს მოსახლეობა იყო 400.000, ამის შემდეგ კი 5 მილიონამდე ავედით. ერეკლეს მაშინ ეს ნაბიჯი რომ არ გადაედგა, ახლა საქართველო აღარ იარსებებდა.

- ისტორიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო...

- ვინც ეგრე ფიქრობს, ყველა არის ლიბერასტი და ტვინნაღრძობი. ამათ ვეკითხები, რას აპირებენ, ყარსის ხელშეკრულების 100 წლიანი ვადა რომ გავა. ამ ხელშეკრულების გარანტორი არის რუსეთი. ამ ხელშეკრულებით დაუბრუნდა საქართველოს აჭარა და გურია.

- ამავე ხელშეკრულებით რუსეთმა თურქეთს საქართველოს ტერიტორიების საკმაოდ დიდი ნაწილი დაუტოვა...

- ეს ტერიტორიები ისედაც წართმეული გვქონდა. აჭარა და გურია ხომ მაინც დაგვიბრუნა? ახლა უარი რომ თქვას გარანტორობაზე და ეს ტერიტორიები თურქეთმა წაიღოს, მაინტერესებს, ამას ვინ გაუწევს წინააღმდეგობას. ამერიკა ცეცხლის ჩაქრობაში არ დაგვეხმარა და თურქეთთან ომში სულ არ ამოიღებს ხმას.

- რატომ უნდა დაგვხმარებოდა ამერიკა? მათ იმდენი ფული გამოუყვეს საქართველოს, რომ წესით კი უნდა გვეყიდა სათანადო ტექნიკა...

- ეგ სხვა თემაა. სამაშველო ვერტმფრენები უნდა გვყავდეს, მაგრამ ასეთი მასშტაბის ხანძარს ვერტმფრენი ვერ აქრობს. ამერიკას ჰყავს სპეციალური თვითმფრინავები და ისინი გამოეგზავნა. აქ ჩამოსაფრენად ერთი დღე დასჭირდებოდა მხოლოდ. წვრთნების ჩასატარებლად და რუსეთის გასაღიზიანებლად ხომ კარგად ჩამოჰყავს საქართველოში სამხედრო ტექნიკა.

„ახალი თაობა“, 31 აგვისტო, 2017 წელი

ცხინვალში რუს სამხედროებს ეკლესიას უშენებენ

რუსეთის მომხრეები გამუდმებით აპელირებენ ჩვენი ავი მეზობლის ერთმორწმუნეობაზე. მეტი ეფექტის მოსახდენად იმასაც გვეუბნებიან, რომ რუსეთის საპატრიარქო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და, საეროსგან განსხვავებით, არც ცხინვალის და არც სოხუმის დამოუკიდებლობას არ ცნობს.

ამ განცხადების პარალელურად რუსეთის პატრიარქი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში აქტიურად აგზავნის მისიონერებს. ახალი ათონის მონასტერში თავად პატრიარქმა კირილმა დანიშნა ტაძრის წინამძღოლი, რაც აფხაზური ეკლესიის გახლეჩით დასრულდა.

აფხაზეთის სრულად ათვისების შემდეგ, რუსეთის საპატრიარქო სამაჩაბლოთიც დაინტერესდა. რამდენიმე თვის წინ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის “დამცველმა” პატრიარქმა კირილმა ანატოლი ბიბილოვს გაპრეზიდენტება მიულოცა და ლოცვა-კურთხევაც მიაყოლა, ცოტა ხნის წინ კი ის კაცი თავის რეზიდენციაში მიიღო.

ამ შეხვედრის საუბრის მთავარი თემა ცხინვალში რუსული ეკლესიის მშენებლობა იყო. აღსანიშნავია, რომ ამ ეკლესიის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო.

ეტყობა, რუსეთის საპატრიარქოსთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ოსური მედიის ცნობით, ცხინვალში რუსული ეკლესიის მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ ჩავიდა ცხინვალში ვლადიკავკაზის და ალანიის ეპისკოპოსი ლეონიდე. ადგილობრივი მედიის ცნობით, მას ანატოლი ბიბილოვმა უმასპინძლა.

ეპისკოპოსმა მადლობა გამოთქვა იმის გამო, რომ ტაძრის მშენებლობა სწრაფ ტემპებში მიმდინარეობს.

ანატოლი ბიბილოვისა და ალანიის ეპისკოპოსის შეხვედრიდან გაირკვა, რომ ეს ტაძარი უფრო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედროებისთვის შენდება.

- ეს ტაძარი ძირითადად 58-ე არმიის მებრძოლებისთვის შენდება. იქ ივლიან რუსი მესაზღვრეები, სამხედრო მოსამსახურეები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტაძრის მოლოცვის საშუალება სხვებს არ მიეცემა. ტაძრის კარები სამხრეთ ოსეთის ნებისმიერი მოქალაქისთვის ღია იქნება, – მოწყალება გაიღო ალანიის ეპისკოპოსმა.

ეპისკოპოსის თავის მოსაწონებლად რწმენაზე ჩამოაგდო საუბარი ანატოლი ბიბილოვმაც. რუსეთის არმიის თადარიგის ოფიცერმა სიამაყით განაცხადა, რომ მათი კონსტიტუციით მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად არის გამოცხადებული.

ანატოლი ბიბილოვს იმაზეც აუჩუყდა გული, რომ რუსეთსა და ცხინვალს სწორედ მართლმადიდებლობა აერთიანებს.

- ჩვენ გვჯერა, რომ რწმენით და ღვთის წყალობით ვივლით წინ, – აღნიშნა ცხინვალის ლიდერმა.

რუსი სამხედროებისთვის აშენებულ ეკლესიაში ალბათ რუსი სასულიერო პირი აღავლენს წირვას. საინტერესოა, რაზე იქადაგებს “ერთმორწმუნე” სასულიერო პირი ან რა სინდისით აკურთხებს სხვისი მიწის ოკუპაციას. თუმცა, ეტყობა, ამათ რწმენაში ასეთი რაღაცები მოსულა.

ქართული პრესის მასალები 10 აგვისტო 2017 წელი
„ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან: „თბილისში მეორე ტურის ალბათობა მაღალია“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „დავით უსუფაშვილის პარტია „ოცნებას“ ჩაანაცვლებს“ // „თავისუფალი დემოკრატები“ პატრიარქის წინააღმდეგ გამოდიან“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გია გვაზავასთან: „აფხაზები უკვე ხვდებიან, რომ ოკუპირებულები არიან» // „ვლადიმერ პუტინმა აფხაზებს ძალა აჩვენა“ // როგორი განწყობით შეხვდა აფხაზური საზოგადოება პუტინის ჩასვლას?

„ახალი თაობა“, 10 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან: „თბილისში მეორე ტურის ალბათობა მაღალია“

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი დავით ზურაბიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრობს.

- ბატონო დავით, ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას ერთი კანდიდატი ჰყავდეს. თუმცა, როგორც ჩანს, ეს რთულად მისაღწევი ამოცანაა ოპოზიციისთვის. შეიძლება მართლაც უალტერნატივო კანდიდატი იყოს კახა კალაძე, როგორც ხელისუფლება აცხადებს?

- არავითარ შემთხვევაში. არანაირად არ არის კალაძე უალტერნატივო კანდიდატი ამ არჩევნებში. ჩვენ ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას.

- თქვენს პარტიას მერობის კანდიდატი ეყოლება?

- ამის თაობაზე ჯერ ვერ მოგახსენებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ძალიან ცალსახა და მკაფიო პოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ზოგადად რეგიონებშიც და, ცხადია, თბილისის მერის არჩევნებშიც. ამის შესახებ ღიად განვაცხადებთ მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიაში ოფიციალურად ჩავერთვებით. ახლა მეტის თქმა ნამდვილად გამიჭირდება.

- თქვენი პარტია მხარს ალეკო ელისაშვილს უჭერდა, ეს ასე არ იქნება?

- ჩვენ მართლაც გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება ალეკო ელისაშვილის მიმართ, მაგრამ უფრო კონკრეტულად როგორ იქნება, ამის შესახებ მოგვიანებით შემიძლია გითხრათ.

- არ არის გამორიცხული, რომ თქვენი კანდიდატი გყავდეთ?

- ასეთი არაფერი მითქვამს, ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით. ძალიან მალე გვექნება პოზიცია და როდესაც საარჩევნო კამპანიაში ჩავერთვებით, ყველაფერს მოგახსენებთ.

- თავისუფალ, კონკურენტუნარიან არჩევნებს ელოდებით?

- დაახლოებით იგივე იქნება, რაც იყო. სიმართლე გითხრათ, დიდ ცვლილებებს არ ველოდები. იდეალური არჩევნებისგან შორს იქნება. დარწმუნებული ვარ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება აუცილებლად იქნება. თუ რა ფორმებს შეიძენს ეს ყოველივე და რაოდენ შორს წავა, არ ვიცი, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ისე შორს არ იქნება წასული, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს არჩევნების შედეგები. ისე, ყველა ხელისუფლება და ეს ხელისუფლებაც ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდა არჩევნებზე.

- თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ არაფერში არ სჭირდებათ სახელისუფლო რესურსი და უკვე მერამდენე წელია, რაც თავისუფალი არჩევნები ტარდება. ასე არ არის?

- ყველა ხელისუფლება ამას ამბობს, რომ მას არაფერში არ სჭირდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მაგრამ მერწმუნეთ, ყველა ტყუის, როდესაც ამას ამბობს. როგორც გითხარით, ზომას გააჩნია. მთავარია, რეალურად აისახოს მოსახლეობის განწყობები არჩევნების შედეგებზე და არ მოხდეს მისი ხელოვნურად შეცვლა, ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი. მთლად იდეალური რომ ვერ იქნება, ეს უკვე ვიცით, მაგრამ გაყალბების მექანიზმების ჩართვასაც და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასაც თავისი ზღვარი აქვს. მაგალითად, პოსტსაბჭოთა პერიოდში დიქტატორულ რეჟიმებში, თუნდაც აჭარაში, ასლან აბაშიძის რეჟიმის დროს, საერთოდ არ ტარდებოდა არჩევნები, არჩევნები მხოლოდ ფორმალურად იყო, რაც უნდოდათ, იმას წერდნენ. არჩევნების სერიოზული გაყალბება იყო შევარდნაძის, სააკაშვილის მმართველობის დროს, როდესაც სასურველს რეალობად ასაღებდნენ. ამ ხელისუფლების დროს, მაგალითად, პრეზიდენტის არჩევნების დროს, ნამდვილად არაფერი არ ყოფილა, სუფთად ჩატარდა, ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ნელ-ნელა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ჩაერთო საარჩევნო პროცესში. კარგად გვახსოვს კორცხელის ინციდენტი, როდესაც ე.წ. ზონდერ-ბრიგადები ჩაერთნენ პროცესში, მოჭიდავეები გამოჩნდნენ. ეს არის ჩვენი ძველი გამოცდილება, ახლა როგორ იქნება, არ ვიცი, ვნახოთ. რასაკვირველია, რომ სასურველია თავისუფალი, ნორმალური არჩევნები ჩატარდეს. ისე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული საზოგადოების აქტიურობაზე.

- იქნება აქტიური? ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორც წესი, ამომრჩეველი ნაკლებ აქტიურია...

- ტრადიციულად მართლაც ნაკლებად აქტიურია, თუმცა, თბილისში მერის არჩევნებში გარკვეული ინტრიგა არის.

- კონკრეტულად?

- ალეკო ელისაშვილის მონაწილეობა ამ არჩევნებს გარკვეულ ინტრიგას მართლაც სძენს.

- ბატონო დავით, თუ კახა კალაძე გაიმარჯვებს, ექსპერტები ამბობენ, რომ ნარმანიასგან განსხვავებული მერი იქნება. ეთანხმებით ამ პოზიციას?

- ვერ დავეთანხმები ამ პოზიციას. არა მგონია ასე იყოს, მეეჭვება, რომ ასე იყოს. პირველ რიგში, ან გაიმარჯვებს, ან _ არა. მეორე, ამ ხელისუფლების კანდიდატი იქნება ისეთი, როგორიც იყო ნარმანია, ხელისუფლებასთან დაპირისპირებას თუ არ აპირებს. ხელისუფლების პოლიტიკა არის ის, რაც არის. მხოლოდ ნარმანიას პიროვნული ფაქტორით არ არის გამოწვეული ის რეალობა, რაც დღეს გვაქვს დედაქალაქში, ეს არის ხელისუფლების პოლიტიკა და მიდგომა დედაქალაქის მართვის მიმართ. თუ კალაძე გაიმარჯვებს, გაგრძელდება ის პოლიტიკა, რაც დღეს არის.

- არ ეთანხმებით პოზიციას, რომ კალაძე არის დამოუკიდებელი და მას მეტის მიღწევის სურვილი აქვს, თუნდაც პირად კარიერაში?

- თუ კალაძე ოპოზიციაში აპირებს წასვლას, მაშინ არ ვიცი, ისე არაფერი მსგავსი არ ეტყობა და ამიტომაც არ ვიზიარებ ამ შეხედულებას.

- რეალურ კონკურენციას ვისა და ვის შორის ხედავთ?

- ვფიქრობ, რომ ელისაშვილი არის სერიოზული კონკურენტი, უდუმაშვილსაც აქვს რაღაც შანსები, მაგრამ პირველ რიგში მაინც ალეკო ელისაშვილს დავაყენებდი.

- თბილისში მეორე ტური იქნება?

- მე ვფიქრობ, რომ თბილისში მეორე ტურის ალბათობა ძალიან მაღალია.

„ახალი თაობა“, 10 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „დავით უსუფაშვილის პარტია „ოცნებას“ ჩაანაცვლებს“ // „თავისუფალი დემოკრატები“ პატრიარქის წინააღმდეგ გამოდიან“

რას ემსახურება თავისუფალი დემოკრატების ინიციატივა, შეიცვალა თუ არა მოსკოვის რიტორიკა, რა გადაწყდა აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, რისთვის ამზადებენ უსუფაშვილს? ამ თემებზე „ახალ თაობას“ უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.

- „თავისუფალი დემოკრატები“ გამოვიდნენ ინიციატივით, რომ ხელისუფლების გარდა, რუსეთთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოლაპარაკებები დასჯადი გახდეს. ამ ინიციატივამ თქვენ ძალიან გაგაბრაზათ და რა არის ამაში აღსაშფოთებელი?

- სანამ აღშფოთების მიზეზებზე ვისაუბრებ, ამ პარტიის თავმჯდომარეზე მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა. შალვა შავგულიძეს მე ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი. ის ნაციონალების რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა. რამდენიმე კვირის წინ ეს ადამიანი იმ მარშზე ვიხილე, რომელიც გიგა ბოკერიამ მოაწყო. ამ მარშში ძირითადად მარგინალი ტიპები მონაწილეობდნენ.,..შალვა შავგულიძე იყო სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი და ის გირგვლიანის მკვლელების გვერდით არ უნდა დამდგარიყო.

ახლა რაც შეეხება მათ საკანონმდებლო ინიციატივას _ თავისუფალი დემოკრატების აზრით, რუსეთთან მოლაპარაკება მხოლოდ სახელმწიფოს უნდა შეეძლოს. სხვები ამას თუ გააკეთებენ, მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ამათი ინიციატივა თუ ძალაში შევიდა, საქართველოს პატრიარქს პატიმრობა ემუქრება.

- პატრიარქს რატომ ემუქრება პატიმრობა?

- ამ ინიციატივის თანახმად, პატიმრობა პატრიარქთან ერთად სხვა სასულიერო პირებსაც ემუქრება. ჩვენს საპატრიარქოს ძალიან ახლო ურთიერთობები აქვს რუსეთთან. აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ამ მოლაპარაკებებით უამრავი სასიკეთო რამე გაკეთდა.

- რა გაკეთდა?

- მოსკოვში ერთი ჩასვლით და პუტინთან ერთი შეხვედრით ჩვენმა პატრიარქმა საჩხერის რაიონის სოფელი პერევი გაათავისუფლა, რომელიც რუსებმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიკავეს. რუსეთთან მოლაპარაკებების შედეგი იყო ის, რომ პატრიარქმა ბრძოლის ველიდან დაჭრილი და დახოცილი ქართველი მეომრები გამოიყვანა. შედეგი იყო ის, რომ საპატრიარქოს თხოვნით, ომის მიმდინარეობისას, რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს არავინ შეხებია. საპატრიარქოს წარმოებული მოლაპარაკებების დამსახურებაა, რომ რუსეთის ეკლესიამ, საერო ხელისუფლებისგან განსხვავებით, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა არ აღიარა. ისინი ცხინვალს და სოხუმს დღემდე საქართველოს ნაწილად თვლიან.

- თუმცა ეს მათ ხელს არ უშლის იმაში, რომ ცხინვალის და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ...

- შეხვედრას ვერავის დავუშლი, თან ეს შეხვედრაა და არა მათი დამოუკიდებლობის აღიარება. ჩვენს პატრიარქს კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეეძლო, მაგრამ მას ფაქტიურად ამის უფლება არ მისცეს. ის თავს შებოჭილად გრძნობს იმ კამპანიის გამო, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებების გარშემოა ატეხილი. ეს საყოველთაო ისტერია რომ არა, ილია II კიდევ რამდენჯერმე ჩავიდოდა მოსკოვში, შეხვდებოდა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს და შედეგიც დაიდებოდა. ამ შეხვედრების შედეგად უნდა მომხდარიყო ჩვენი ეკლესიის წინამძღოლის აფხაზეთში ჩასვლა. კარგად იცით, რომ მან რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, სოხუმში უნდა ჩავიდეო. პატრიარქი ანგარიშს უწევს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და აღარ წავიდა მოსკოვში, შესაბამისად, ვერც აფხაზეთს ესტუმრა. არადა მისი აფხაზეთში ჩასვლა ყველასთვის დიდი იმედი იქნებოდა.

სამწუხაროდ, მთელი ქვეყანა, საერო და სასულიერო ხელისუფლებასთან ერთად, ნაციონალების და მათნაირი გიჟების პროპაგანდის ტყვეობაშია. კარგად გამიგეთ, თავის დროზე ისრაელი და ეგვიპტე სინას მთის გამო სასიკვდილოდ იყვნენ გადაკიდებული. ამის მიუხედავად, მოლაპარაკებები შეძლეს და მოლაპარაკებით გადაწყვიტეს ეს პრობლემა _ ისრაელმა სინას მთა დათმო. აგერ ამერიკამ ატომური ბომბი ესროლა იაპონიას და დღეს ისინი ერთმანეთის პარტნიორები არიან.

მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ამას ფსევდო-ლიბერალური ძალები ეწინააღმდეგებიან. ამ ისტერიული კამპანიის წარმოებისთვის ისინი სოლიდურ დაფინანსებასაც ღებულობენ.

- ვისგან ღებულობენ დაფინანსებას?

- რატომღაც ითვლება, რომ დაფინანსება ამერიკიდან მოდის. მხედველობაში აშშ-ის ხელისუფლება მყავს, თორემ შესაძლოა ეს ფსევდო-ლიბერალური სექტები ამერიკაში იყოს. ეს სექტები მთელს მსოფლიოს არიან მოდებული და ცდილობენ, ყველა თავიანთ ჭკუაზე ატარონ. ჩვენ რა გვიკვირს ხალხო, ამერიკის პრეზიდენტს შეაცვლევინეს ამ სექტანტებმა კურსი. კაცი მზად იყო მოსკოვთან ურთიერთობები დაერეგულირებინა. ყველაფერი პირიქით მოხდა – აშშ და რუსეთი კიდევ უფრო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ფსევდო-ლიბერალებმა მოახერხეს და აშშ-ის პრეზიდენტს გეგმები ჩაუშალეს. პატარა საქართველომ ამათთან რა უნდა გაახერხოს. ხელისუფლებაც ამიტომ ვერ აწარმოებს მოლაპარაკებებს.

- იქნება არც უნდა საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან მოლაპარაკებები?

- როგორ არ უნდა. ბიძინა ივანიშვილი პრემიერი რომ იყო, სულ იმას ამბობდა, რუსეთთან უნდა დავილაპარაკოთო. ამ ლიბერასტების ჭკუაზე რომ დავდივართ, მაგიტომაც მიდის ჩვენი საქმე უკან. მაინტერესებს, როგორ აპირებენ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას – ოკუპაციის ხაზთან 20-კაციანი მარშები უნდა ჩავატაროთ და რუსებს კაი მაგრად უნდა შევაგინოთ? ან იქნებ რაიმე კლიპის გადაღება უშველის საქმეს.

დაკარგულ ტერიტორიებზე საუბარი რომ დასაწყებია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რაც მეტად დავაგვიანებთ მოლაპარაკებას, მით მეტად დავშორდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. მეტსაც გეტყვით, გონივრულ ნაბიჯებს თუ არ გადავდგამთ, შესაძლოა, სხვა ტერიტორიებსაც დავშორდეთ. გვინდა თუ არ გვინდა, რუსეთი რეგიონში სიტუაციის წარმმართველია.

- ეგ იმიტომ, რომ რუსეთს ჩვენისთანა პატარა ქვეყნებთან აქვს საქმე...

- თურქეთია პატარა ქვეყანა? მაგათი პრეზიდენტი ერდოღანი შარშან ლამის ომს იწყებდა რუსეთთან, ახლა პუტინზე ლოცულობს და მისი ხათრით ლამისაა ქრისტიანობა მიიღოს. შალვა შავგულიძის საკანონმდებლო ინიციატივა ადრე რომ მიეღოთ, ერეკლე მეორე, დემეტრე თავდადებული, გიორგი ბრწყინვალე დასაჭერები იქნებოდნენ – ისინი მტერთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. დავით აღმაშენებელიც მოხვდებოდა ციხეში, ის 10 წელი თურქ-სელჩუკებს ხარკს უხდიდა. „თავისუფალ დემოკრატებს“ დიდი რეიტინგი ისედაც არა აქვთ, მაგრამ ისე ნუ იზამენ, რომ მთლად თეთრი ხმაურის და `გირჩის~ დონეზე დავიდნენ.

- იქნება მათი საკანონმდებლო ინიციატივა რუსი დეპუტატების მოხშირებულ ვიზიტებს უკავშირდება…

- არც ესაა გამართლება. მისვლა-მოსვლის გარეშე დიალოგი არ შედგება. დიალოგის გარეშე კი, დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. ხშირად მომისმენია, რაზე უნდა ვივაჭროთ რუსეთთანო. პოლიტიკა რომ ვაჭრობაა, ეს, დავიჯერო, არ იციან? ყოველთვის ასე იყო, რომ გამარჯვებული ის რჩებოდა, ვინც პოლიტიკით კარგად ვაჭრობდა. რაღაცა უნდა დათმო, რომ სანაცვლოდ რაღაცა მიიღო.

- რუსეთს ამაზე მეტი რაღა უნდა დავუთმოთ, აფხაზეთი და სამაჩაბლო წაგვართვა და მათ მიერთებას აპირებს...

- რუსეთს აფხაზეთის და სამაჩაბლოს მიერთება არ უნდა. ეს რომ სდომოდა, ამას აქამდე არაერთხელ გააკეთებდა. აფხაზეთში შექმნილი ვითარება ძალიან საინტერესო დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა.

აფხაზეთში საკმაოდ ცუდი ვითარებაა კრიმინალური თვალსაზრისით. რუსები იქ შეგნებულად არ ამყარებენ წესრიგს. აფხაზურ მედიას ხშირად ვკითხულობ, იქაურების განწყობა სერიოზულად არის შეცვლილი. ისინი უიმედოდ არიან განწყობილები. ცხინვალელი ოსებისგან განსხვავებით, აფხაზები ნამდვილად ფიქრობდნენ დამოუკიდებლობაზე. ეგონათ, რომ ჩვენგან თუ წავიდოდნენ, დამოუკიდებელ ქვეყანას ააშენებდნენ. ახლა აფხაზები ამბობენ, რომ რეალური დამოუკიდებლობა ვერ მიიღეს, კრიმინალი ვერ დაამარცხეს, ცხოვრების დონე ისევ დაბალია, რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნებში ვერ მიდიან. აფხაზები ამ ზომამდე რუსებმა მიიყვანეს.

- რატომ, რუსეთის შემადგენლობაში შესვლა რომ მოითხოვონ?

- რუსეთს ეს რომ სდომებოდა, ამას დიდი ხნის წინ მათი ნების გარეშეც გააკეთებდა.

- აბა რისთვის აკეთებენ, რომ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდნენ?

- ფაქტია, რომ აფხაზები უკვე სხვანაირად აფასებენ რეალობას. ახლა ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ. მართალია რუსეთთან მოლაპარაკებების მომხრე ვარ, მაგრამ იმ ხალხისაც მესმის, ვინც ამას ეწინააღმდეგება. თუმცა მაინტერესებს, ამ ხალხს რატომ არ გაუჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რა პრინციპით შეხვდა საქართველოში ჩამოსული აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებს. მაინტერესებს, მარტო 4 პარტიას რომ შეხვდა და მარტო ესენი აღიარა ოპოზიციად, ეს მოეწონათ? არ შეიძლებოდა პენსი სხვა პარტიებსაც, მაგალითად, პატრიოტთა ალიანსს და ბურჯანაძის პარტიას შეხვედროდა?!

- ალბათ შეიძლებოდა, მაგრამ ამ პარტიებს ხაზგასმულად რუსეთი მოსწონთ და პენსთან რა უნდოდათ?

- რუსეთი კი არ მოსწონთ, მასთან მოლაპარაკებებს ითხოვენ. მოსკოვთან მოლაპარაკებებისკენ აშშ-ც მოგვიწოდებს.

- არ უნდა ამ რუსეთს მოლაპარაკება და ძალით ხომ არ შევეტენებით?

- ვის არ უნდა მოლაპარაკება? პუტინმა რამდენჯერმე გამოთქვა მზადყოფნა. თან მოსკოვის რიტორიკაც შეცვლილია.

- რა ეტყობა, რომ შეცვლილია?

- აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ რეალობას ანუ აფხაზეთის და ცხინვალის აღიარებას უნდა შეეგუოთო, ახლა ამბობენ, ამაზე ქართველებმა, ოსებმა და აფხაზებმა უნდა დაილაპარაკოთო. დიალოგის დაწყებისკენ აშშ და ევროპაც მოგვიწოდებს და იქნებ მათ მაინც დაუჯერონ. ისევ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის და ოპოზიციური პარტიების შეხვედრას დავუბრუნდები. ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი სიგნალია ყველასთვის. ამ შეხვედრიდანაც ჩანს, რომ ამერიკა საქართველოში მხოლოდ `ოცნებას~ და ნაცებს ცნობს. პენსს ნაცები და „ოცნებიდან» წამოსულები შეხვდნენ.

- იმ შეხვედრას „ევროპული საქართველოც“ ესწრებოდა?

- ეგენი ნაცები არ არიან? მაგათ გინდა ევროპული საქართველო დაირქვან, გინდა აზიური, მაინც სისხლიანი რეჟიმის წევრებად დარჩებიან. ყველაზე მეტად ამ შეხვედრაზე დავით უსუფაშვილის გამოჩენა გამიკვირდა. ამ ადამიანს ჯერ პარტიის შექმნა დასრულებული არა აქვს, რომ პენსთან შეხვედრაზე მიიწვიეს. ეს შემთხვევით არ მომხდარა. უკვე მიდის საუბარი იმაზე, რომ `ოცნება~ უსუფაშვილის პარტიამ უნდა ჩაანაცვლოს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ამაზე სერიოზული მუშაობა მიდის.

- ვინ მუშაობს ამაზე?

- საკმაოდ სერიოზული ხალხია და საკმაოდ სერიოზული ფული იხარჯება. მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს, რომ ტყუილად ხარჯავენ ფულსა და ენერგიას. უსუფაშვილს ხალხი არ აირჩევს.

- რატომ არ აირჩევენ?

- უსუფაშვილი არ არის ეროვნულად მოაზროვნე ადამიანი. ის ყოველთვის არაპოპულარულ განცხადებებს აკეთებდა და, რაც მთავარია, დავით უსუფაშვილი არასდროს არ იქნება ლიდერი.

ხელისუფლების გადაბარების გაცილებით მეტი შანსი აქვს ნაცებს. აქ ხომ ყველაფერს ამერიკა წყვეტს და ამერიკა მხოლოდ ნაცებს და `ოცნებას~ აღიარებს. `ოცნება~ უკვე ორჯერ იყო ხელისუფლებაში და ახლა ნაცებს დააბრუნებენ.

გამოდის, რომ ნაცებს გვახვევენ ისევ თავზე, ესაა ამერიკული დემოკრატია და დახმარება? ან ის ტანკები რომ ჩამოატარეს მთელი ამბით და ხალხი გახარებული იყო გვეხმარებიანო. დახმარება ის იქნებოდა, ეს ტანკები ჩვენთვის ეჩუქებინათ. ზოგს იმისიც სჯერა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ, რუსეთი უკან დაიხევს. საქართველოში აშშ-ის პრეზიდენტი ბუში იყო ჩამოსული და ამ ვიზიტიდან 3 წელში აგვისტოს ომი იყო.

„ახალი თაობა“, 10 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ გია გვაზავასთან: „აფხაზები უკვე ხვდებიან, რომ ოკუპირებულები არიან» // „ვლადიმერ პუტინმა აფხაზებს ძალა აჩვენა“ // როგორი განწყობით შეხვდა აფხაზური საზოგადოება პუტინის ჩასვლას?

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ სოხუმში ჩასვლით პუტინმა ძალის დემონსტრირება მოახდინა.

„ჩვენ ომს არც ვაპირებთ და არც გვინდა. სამოქალაქო ომი იქნება. შიდა დაპირისპირებას ვერიდებით. რუსეთის მიმართ შეუვალი უნდა ვიყოთ. ვთხოვოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის მოთხოვნები შეასრულებინოს. აფხაზეთში საზოგადოება გაყოფილია. ბევრს პუტინის ვიზიტი არ უხარია, რადგან თვითონაც ოკუპრებულები არიან. ამას გრძნობენ კიდეც“, – განაცხადა „ახალ თაობასთან“ გია გვაზავამ.

- ბატონო გია, პუტინის სოხუმში ჩასვლას და იქ მის შეხვედრებს როგორ აფასებთ? პარტნიორული დამოკიდებულების თუ ნამდვილი ოკუპანტის ვიზიტი იყო?

- პუტინის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის დემონსტრირებას იმის საჩვენებლად, თუ შენ ამერიკასთან მეგობრობ, ჩვენ _ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან. პუტინის სოხუმში ჩასვლა იყო კიდევ ერთხელ იმის ჩვენება, რომ რუსეთი პოზიციას არ იცვლის. თუ კიდევ ვინმეს ჰგონია, რუსეთმა შეიძლება პოზიცია შეიცვალოს, ფუჭი მოლოდინია. ისინი თავისი გეგმით მოქმედებენ. ეს არის ოკუპაციის პირდაპირი გამომჟღავნება.

- ხაჯიმბას დიდი სიხარული ვერ შევამჩნიე, მიუხედავად იმისა, ცნობილია, რომ ის პრორუსული განწყობისაა და კგბ-ს თანამშრომელია...

- ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აქ მთავარია რუსული იმპერიული გეგმები. ეს იყო გაფრთხილება, კარგად მოიქეცით, თორემ უარესი მოგივათ. ამით პუტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ძალა.

- პუტინს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ პენსის საქართველოში ვიზიტის თანაფარდი ვიზიტი ჰქონდა?

- როგორ შეიძლება პუტინის აფხაზეთში ჩასვლა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ პენსის საქართველოში ვიზიტის თანაფარდი იყოს? მე რომ მკითხოთ, პუტინის სოხუმში ჩასვლა, რუსული იმპერიული ზრახვების კიდევ ერთი გამომჟღავნებაა – შეგაშინებთ იმით, რომ აფხაზეთს დავიმორჩილებ.

- 2008 წლის ომის დროს სად იმყოფებოდით?

- 2008 წლის ომის დროს გორში ვიმყოფებოდი და თავიდან ბოლომდე შევესწარი რუსულ ოკუპაციას, რუსების შემოსვლას და იმ პროცესებს, რომელიც იქ მიმდინარეობდა. გორში ვიყავი მეუფე ანდრიასთან, ჩემ ძმასთან ერთად.

- ზოგადად, მესმის, რა არის იმპერიული ზრახვები, ომის საშინელება. თქვენთვის მაინც რა იყო ყველაზე მიუღებელი ამ ომის დროს?

- ომი, საერთოდ, მიუღებელია, ყველანაირად. ვითომ ქრისტიანული ქვეყანაა და აგრესიას აწარმოებს პატარა ქვეყნის მიმართ, არ აძლევს თავისი უფლებების განხორციელების უფლებას. სანამ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყებოდა, პროვოკაციები იყო, ადამიანებს თავს ესხმოდნენ, კლავდნენ, მაგრამ თითქოს წესრიგი დაამყარა. ასე მანამდე ჩეჩნებში „დაამყარა წესრიგი“ და ჩეჩნების ნახევარი ამოხოცა. ეს თითქოს არაფერი.

- თუ შეიძლებოდა საქართველო ასეთ ფართომასშტაბიან ომში არ აღმოჩენილიყო?

- რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. ომისგან თავის არიდება აუცილებლობა იყო. ამის თაობაზე გვაფრთხილებდნენ. რუსული ჯარი საზღვართან იყო მომდგარი, რაც ხელისუფლებას უნდა სცოდნოდა. პროვოკაცია, რა თქმა უნდა, მოწყობილი იყო რუსეთის მიერ. მათ ჩვენები პროვოკაციაში რატომღაც ძალიან მარტივად ჩაითრიეს.

- პროცესი რას გიჩვენებთ? როგორ ფიქრობთ, მომავალში რა იქნება? ოკუპაცია ხომ მუდმივად არ გრძელდება?

- რა თქმა უნდა. ვნახოთ, ამას დრო გვიჩვენებს. ის ადამიანები, ვინც საქართველოს მიმართ აგრესია განახორციელა, ჯერ კიდევ რუსეთის ხელისუფლების სათავეში არიან. სანამ რუსეთი პუტინისა და შოიგუს იქნება, არა მგონია, რაიმე შეიცვალოს.

- მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ასეთ აზრს. ვიცით, რომ რუსეთი არასოდეს იხევდა უკან, თავისი იმპერიული ზრახვებისაგან უკან...

- რასაკვირველია.

- თუ ძალით არ დაახევინებდნენ. თუ პუტინი არ იქნება, სხვა იქნება...

- ყოველ შემთხვევაში, სანამ ეს ადამიანები იქნებიან რუსეთის სათავეში, არა მგონია ვითარება შეიცვალოს. ვნახოთ, შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები და საერთაშორისო საზოგადოება რა ზეწოლის მექანიზმებს მოიგონებს კიდევ რუსული იმპერიული ზრახვების შესაჩერებლად.

- პირველი ეტაპი სანქციებისა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ დაუწესა, რუსეთმა ძალიან რბილად გადაიტანა, პირიქით, ახლო აღმოსავლეთში გაჩერებულ ომში ქვეყანა ძალიან წარმატებით ჩაერთო. მეორე ეტაპის სანქციებზე ამბობენ, რომ ეს არის ეკონომიკური და საინფორმაციო ომის გამოცხადება. როგორ ფიქრობთ, ახალი სანქციები რუსეთს სერიოზულად დააზარალებს?

- რა თქმა უნდა, ამერიკისა და საერთოდ, საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული ახალი სანქციები რუსეთს სერიოზულად დააზარალებს. ამჯერად, რა სანქციებსაც დაჰპირდნენ, სრულად შეუსრულებენ, რადგან წინა სანქციები არ გახლდათ მკაცრი, ეკონომიკური ბერკეტები ძირითადად რუსეთის ხელში იყო. თუ ახლა უფრო მკაცრ სანქციებს დაუწესებენ რუსეთს და საერთაშორისო საზოგადოებაც მოითხოვს მის შესრულებას, შედეგიც შესაბამისი იქნება.

- ცოტა ხნის წინ, ფეისბუქზე გამოქვეყნდა რუკების კომბინაცია, რომელიც გვიჩვენებდა საუკუნეების, წლების მიხედვით, როგორ იცვლებოდა საქართველოს ტერიტორიის ფართობი. საქართველო ხან ტერიტორიებშეკვეცილი იყო, ხან - მთლიანად დაპყრობილი იმპერიების მიერ, ხან - დამოუკიდებელი და დიდი. ბოლო პერიოდის ცვლილებებიცაა ასახული...

- დიახ, ვნახე ეს რუკები, სადაც ჩანს, როგორ მცირდება და დიდდება საქართველო.

- თუ ამ რუკებს და ისტორიას გადავხედავთ, დეოკუპაციის იმედი შეიძლება გვქონდეს?

- საქართველო, საუბედუროდ, ბოლო საუკუნეებში შეეჩვია მიწების დაკარგვას. საზოგადოებაში დამკვიდრდა აზრი, რომ მიწების ჩამორთმევა შეიძლება, ვერც ერთი რეგიონი ვერ დაბრუნდება. მე ვლაპარაკობ თუნდაც 1921 წელზე, როდესაც ჩვენი მიწები წაიღო რუსეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა.

- და თურქეთმა...

- თურქეთს მანამდე ჰქონდა წართმეული და მოლაპარაკებები იყო. ამას რატომღაც ყურადღებას არ ვაქცევთ, ნარკომანიის პრობლემები უფრო წინ დგას, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა.

- თუმცა, ჯანმრთელი თაობა თუ არ იქნება, ვერც დეოკუპაციაზე იფიქრებს და ვერც ტერიტორიების დაბრუნებაზე...

- რა თქმა უნდა, ეს აქსიომაა. მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად პარტიული წარმომადგენლობისა, ერთიანობაზე ვიფიქროთ. მხოლოდ ერთიანობა გადაარჩენს საქართველოს. გეგმაზომიერად, მშვიდად, ემოციების გარეშე, მიზანმიმართულად და მკაცრადაც კი განვახორციელოთ ის, რაც სჭირდება საქართველოს, მის მთლიანობას. საერთაშორისო წარმომადგენლობებთან შეხვედრებზე და დოკუმენტებში საქართველო უნდა იყოს მოხსენიებული, როგორც დღეს უკრაინას ახსენებენ.

- ეს არის ერთ-ერთი მთავარი ზომა რუსული ოკუპაციისა და იმპერიული ზრახვების წინააღმდეგ საბრძოლველად?

- დიახ. აბა, ჩვენ ახლა ომს ვერ დავიწყებთ. ომს არც ვაპირებთ და არც გვინდა. ძალიან კარგად გვესმის, რომ სამოქალაქო ომი იქნება. ჩვენ ვერიდებით შიდა დაპირისპირებას. რუსეთთან დაკავშირებით კი შეუვალი უნდა ვიყოთ. ვთხოვოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ რუსეთს დეოკუპაციის მოთხოვნები შეასრულებინოს.

- ინფორმაცია გაქვთ, როგორი განწყობით შეხვდა აფხაზური საზოგადოება პუტინის ჩასვლას?

- აფხაზეთში საზოგადოება გაყოფილია. ბევრს პუტინის ვიზიტი არ უხარია, რადგან თვითონაც ოკუპირებულები არიან.