globalresearch.ge

საკონსტიტუციო კომისია: კონსენსუსი თუ ბოიკოტი?

Posted by Globalresearch on Mar 29th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია, ცენტრი პრესაში. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

`გლობალური კვლევების ცენტრმა~ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საექსპერტო შეხვედრა გამართა, რომელსაც საგანგებოდ მოწვეული საკონსტუტიციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის წევრები და ექსპერტები ესწრებოდნენ. `გლობალური კვლევების ცენტრი~ ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერ აქტუალურ მოვლენას ეხმიანება და მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად საკითხის დადებით და უარყოფით მხარეებს განიხილავს. ამჯერად მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე გიორგი ახვლედიანმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ, პეტრე მამრაძემ, იოსებ არჩვაძემ, გიორგი მდივანმა და ვასილ კაპანაძემ იმსჯელეს.

`გლობალური კვლევების ცენტრის~ ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი: დღევანდელი საექპერტო სემინარის თემა იყო საკონსტიტუციო ცვლილებები. მოგეხსენებათ, ამ საკითხზე საკონსტიტუციო კომისია მუშაობს და, შესაბამისად, მოვიწვიეთ სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლები, რათა მიგვეღო რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს აღნიშნულ საკონსტიტუციო შესწორებებზე მუშაობა.

სემინარზე გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, კერძოდ, საარჩევნო სისტემის ცვლილება, პრეზიდენტის უფლებამოსილება და არჩევის წესი, მიწის საკითხი, ორმაგი მოქალაქეობა და საგადასახადო სისტემის მოსალოდნელი ცვლილებები. `ქართული ოცნების~ სურვილი, საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღოს საყოველთ^კონსენსუსის სახით, გასაგებია, თუმცა პროცესის მიმდინარეობა ამ შესაძლებლობას კითხვის ქვეშ აყენებს. განსაკუთრებულ პროტესტს იწვევს მაჟორიტარულ სისტემაზე უარის თქმის დაპირების დარღვევა. წინა მოწვევის პარლამენტიდან `გადმოყოლილი~ პროექტის განხილვის გაჭიანურება და ახალი მოწვევის დეპუტატების განსხვავებული აზრი. ასევე მიუღებელია პრეზიდენტის ისედაც შეკვეცილი უფლებების კიდევ უფრო დამცრობის ტენდენცია და მის პირდაპირ არჩევაზე უარის თქმა. უხერხულ მდგომარეობას ქმნის პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხიც, რადგან თუ წინა მოწვევის პარლამენტში `ოცნებას~ ამაში `ნაციონალური მოძრაობა~ უშლიდა ხელს, ახლა სწორედ ქუთაისელებისადმი `ოცნების~ წინასაარჩევნო დაპირება აღარ აძლევს საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსულ ძალას ამ დაპირების შესრულების საშუალებას.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, `დემოკრატიული მოძრაობის~ ერთ-ერთი ლიდერი: `მიწა, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი, სტრატეგიული, შეუცვლელი, გაუმრავლებელი რესურსი და საკუთარი მომავლის გარანტირებული საკვები ბაზა, საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, გამონაკლისი შემთხვევები განისაზღვრება კანონით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღგდენის შემდეგ. ფაქტობრივად, იგივე ჩანაწერი არსებობს ისრაელის ძირითად კანონში. მიწა საკრალური მნიშვნელობის, განსაკუთრებული ღირებულების კატეგორია, არ შეიძლება იყიდებოდეს. დღეს მიწის 91% სახელმწიფოს საკუთრებაშია და განკარგავს მას იჯარებითა და სამოქალაქო რეგულაციებით გათვალისწინებული პირობით, ხოლო 8%-ს სახელმწიფო ასწლიანი იჯარით გასცემს. მაგალითად, თუ სხვა ქვეყნების მაგალითებს გადავხედავთ, შვეიცარული ფედერალური კანონი პირდაპირ ამბობს, რომ მიწა უნდა იყოს დაცული გაუცხოებისგან. უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, რომ მიწა არის განსაკუთრებული კატეგორია და მას კანონი იმგვარად უნდა იცავდეს, რომ არ მოხდეს მისი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებზე გადაცემა. ჩვენი მეზობელი სომხეთი, რომელიც ჩვენგან განსხვავებით, ყოველთვის გამოირჩეოდა პრაგმატულობით და ეროვნული ინტერესებით, პირდაპირ აცხადებს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არ შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის საკუთრებაში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა~.

`დემოკრატიული მოძრაობის~ ინიციატივას მიწის არამოქალაქეებზე მიყიდვის აკრძალვის შესახებ ასევე საინტერესო პრეამბულა აქვს; `ქართულმა ოცნებამ~, არჩევნების მოგების შემდეგ, 2013 წელს მორატორიუმიც კი გამოაცხადა მიწის გაყიდვაზე, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით სწორედ იმ პირებმა მიმართეს, რომლებიც დღეს `ოცნების~ საპარლამენტო ხელმძღვანელობაში არიან. საკონსტიტუციო სასამრთლომ სარჩელი დააკმაყოფილა. მიუხედავად უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენლის მხარდაჭერისა, ამ საკითხის მიღება ნაკლებ სავარაუდოა, რაც შეიძლება კიდევ ერთი პოლიტიკური დაძაბულობის წყარო აღმოჩნდეს.

მთლიანობაში საკონსტიტუციო კომისიაში 300-მდე ინიციატივა შევიდა. ჯერჯერობით არ არსებობს საკონსტიტუციო ნორმებისა და მათი ალტერნატივის მკაფიო ფორმულირებები. ამთავითვე ჩანს, რომ შეთანხმების მიღწევა ერთობ გართულდება. თუ პრინციპულ საკითხებზე `ქართული ოცნება~ კომპრომისზე არ წავა, არ არის გამორიცხული, ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადონ.

Comments are closed