globalresearch.ge

Archive for the Category ‘ელექტრონულ მედიაში’

ღია წერილი უკრაინელ ხალხს

ღია წერილი უკრაინელ ხალხს

უკრაინა დღეს იმავე შეცდომას იმეორებს, რომელიც წლების წინათ საქართველომ დაუშვა. მთავარი პრობლემა, რომელსაც “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას” უწოდებენ, გაცილებით ღრმაა, ვიდრე ამ სიტყვებში ასახული ვითარება. ყოველთვის, როცა საერთაშორისო არენაზე ამ სიტყვებს წარმოთქვამენ, ეს კიდევ ერთხელ არწმუნებს აფხაზებსა და ოსებს, რომ ქართული პოლიტიკური ელიტისა და მისი უცხოელი მეგობრებისთვის სწორედ ტერიტორიაა მთავარი და არა მისი მოსახლეობა. საერთაშორისო ასპარეზზე [...]

რის ხარჯზე შემოიჭერენ ქამრებს მინისტრები?

რის ხარჯზე შემოიჭერენ ქამრებს მინისტრები?

მთავრობაში ირწმუნებიან, რომ ბიუჯეტის შემცირების გამო არ შეიკვეცება არც ინფრასტრუქტურული და არც საინვესტიციო პროექტები რადგან ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას გაზაფხულამდე არ უნდა ველოდოთ, ვერც შემცირებული ექსპორტი გაიზრდება ასე ერთი ხელის მოსმით და არც უცხოეთიდან ფულადი გზავნილები, მთავრობამ გადაწყვიტა ლარის გადასარჩენად ქამრები შემოიჭიროს და ადმინისტრაციული ხარჯები 12%-ით შეამციროს. ხელისუფლება გეგმავს მთლიანად ბიუჯეტი 10-15%-ით შეამციროს, თუმცა მთავრობაში [...]

“მე-5 მუხლი თუ მარტო პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაზე გავრცელდება, ეს რას მოუტანს საქართველოს”

“მე-5 მუხლი თუ მარტო პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაზე გავრცელდება, ეს რას მოუტანს საქართველოს”

გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი “ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებას გამოეხმაურა. დევდარიანის თქმით, ბურჯანაძის მთელი წინასაარჩევნო კამპანია აგებული იყო იმაზე, რომ რუსეთთან ფართომასშტაბიანი, აფხაზებთან და ოსებთან კი პირდაპირი დიალოგია აუცილებელი. რაც შეეხება ნატო-ს, დევდარიანის აზრით, საქართველოს პოლიტიკური კლასი საკმარის ყურადღებას არ აქცევს იმას, თუ რატომაა რუსეთისთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საფრთხე. “რუსეთი ნატო-ს აღიქვამს, [...]

„მარგველაშვილს პოლიტიკური მომავალი არ ექნება, თუ „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდება

„მარგველაშვილს პოლიტიკური მომავალი არ ექნება, თუ „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდება

“გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი მიიჩნევს, რომ ის კინკლაობა, რაც პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის არსებობს, უხერხულია. რას მოუტანს მარგველაშვილს ახალი თამაშის წამოწყება და საკუთარ პოლიტიკურ გუნდთან დაპირისპირება? როგორც ნანა დევდარიანი აცხადებს, ეს მისთვის დამღუპველი იქნება. „ამაში კარგი არაფერი იქნება და მისი პოლიტიკური მომავალი ჩათვალეთ, რომ აღარ არსებობს. მაშინ ერთადერთი გზა რჩება, რომ შეუერთდეს „ნაციონალურ [...]

როცა ღარიბაშვილმა დამნაშავე „ნაცების“ დაჭერით ხალხის გული მოიგო, რანაირად გადაუსწრო ალასანიამ?

როცა ღარიბაშვილმა დამნაშავე „ნაცების“ დაჭერით ხალხის გული მოიგო, რანაირად გადაუსწრო ალასანიამ?

„ენდიამ“ კვლევის პოლიტიკურ ნაწილში უცნაური რეიტინგი გამოაქვეყნა: გიორგი მარგევლაშვილი – 48%, ბიძინა ივანიშვილი – 45%, დავით ნარმანია – 45%, თეა წულუკიანი – 44%. მარგველაშვილი – პრეზიდენტად, ხოლო ნარმანია თბილისის მერად მოსახლეობამ ივანიშვილის ხათრით აირჩია. მაშინ რანაირად ხდება, რომ ერთმა გადაუსწრო, ხოლო მოერეს იგივე პროცენტი აქვს, რაც ივანიშვილს? გლობალურუ კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი გაზეთ „ალიასთან“ [...]

ნანა დევდარიანი: „ნაციონალებს“ თანამდებობაზე მუშაობა უნდა აეკრძალოთ“

ნანა დევდარიანი: „ნაციონალებს“ თანამდებობაზე მუშაობა უნდა აეკრძალოთ“

გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მათ ვისაც მაღალი თანამდებობები ეკავათ, არ უნდა ჰქონდეთ აღმასრულებელ თანამდებობაზე მუშაობის უფლება. „როგორც გია თორთალაძემ შეიტანა თავის დროზე კანონპროექტი და მერე მიიღეს კიდეც, რომ კომპარტიის მაღალ თანამდებობაზე ნამსახურებ ადამიანებს არ ჰქონდათ პოლიტიკაში, არჩევით თანამდებობაზე და სხვა თანამდებობაზე ყოფნის უფლება, აი ზუსტად ასევე, ამ დანაშაულებების გამო, ანალოგიური [...]

ნანა დევდარიანი: ვეცადოთ, რომ პოლიტიკური მოტივები გამოვრიცხოთ

ნანა დევდარიანი: ვეცადოთ, რომ პოლიტიკური მოტივები გამოვრიცხოთ

გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობის ვერსიას არ ენდობა და აცხადებს, რომ გამოძიების დასრულებამდე საუბარი ძნელია. „საერთოდ ვერ ვხვდები რატომ არის საქმე აღძრული მაინც და მაინც თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის და არა სხვა მუხლით. ჯრ ექსპერტიზა არ ჩატარებულა. პიროვნულად ვინც კი ეროსის იცნობდა ძალიან გაუჭირდება დაჯერება, რომ მან თავი მოიკლა, ის ხასიათითაც არ იყო [...]

ვინ ხელმძღვანელობს არასამთავრობოთა კასტას?

ვინ ხელმძღვანელობს არასამთავრობოთა კასტას?

გაზეთი “ალია”, შორენა გოგოლაძე “გლობალური კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი, ნანა დევდარიანი აცხადებს: “დააკვირდით, სამეულია: გიგაური, ლომჯარია, კოჟორიძე, რომლებიც გაცილებით ხშირად არიან არა მხოლოდ “რუსთავი 2″-ის, არამედ სხვა ტელეკომპანიების ეთერებშიც, ვიდრე პოლიტიკური ლიდერები. ეს არაფერზე არ მეტყველებს? ერთხელ რაღაც უმნიშვნელო მოხდა და ვიღაცამ იხუმრა სოციალურ ქსელში, კოჟორიძეს ჯერ არ გაუკეთებია ამაზე კომენტარიო? – რაღაც კასტაა შექმნილი, რომელსაც [...]

ნანა დევდარიანი: რაღაც კასტაა შექმნილი, რომელსაც მინდობილი აქვს აბსოლუტური ჭეშმარიტების ნიშა

ნანა დევდარიანი: რაღაც კასტაა შექმნილი, რომელსაც მინდობილი აქვს აბსოლუტური ჭეშმარიტების ნიშა

„გლობალური კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი „Facebook”-ზე სტატუს აქვეყნებს. მისი განცხადებით, ეკა გიგაური, კახა კოჟორიძე და ნინო ლომჯარია გაცილებით ხშირად არიან ტელეკომპანიების ეთერში, ვიდრე პოლიტიკური ლიდერები. “დააკვირდით, სამეულია: გიგაური, ლომჯარია, კოჟორიძე, რომლებიც გაცილებით ხშირად არიან არა მხოლოდ “რუსთავი2″-ის, არამედ სხვა ტელეკომპანიების ეთერებშიც, ვიდრე პოლიტიკური ლიდერები. ეს არაფერზე არ მეტყველებს? ერთხელ რაღაც უმნიშვნელო მოხდა და ვიღაცამ [...]

ნანა დევდარიანი: ზურაბ აბაშიძის პირადი დამსახურებაა, რომ რუსეთი ბაზარს არ გვიკეტავს

ნანა დევდარიანი: ზურაბ აბაშიძის პირადი დამსახურებაა, რომ რუსეთი ბაზარს არ გვიკეტავს

„ერთადერთი ადამიანის, ზურაბ აბაშიძის პირადი დამსახურებაა, რომ რუსეთი კრიტიკულ ზომებზე არ მიდის და ბაზარს არ გვიკეტავს”, – განაცხადა „გლობალური კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელმა, ნანა დევდარიანმა for.ge-სთან ინტერვიუში. მისივე შეფასებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის, ფონზე საგარეო უწყების პირველი პირის განცხადებებში „რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების ნატამალი არ არის”. „ერთადერთმა ადამიანმა, ზურაბ აბაშიძემ შეძლო რუსეთის დაწმუნება, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის [...]