globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 5 აპრილი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Apr 5th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

საქართველო და მსოფლიო: „ქართული ოცნების“ ფუჭი ოცნება და უიმედობის რეიტინგი

რეზონანსი: ძველი და ახალი „ნაციონალები“, ირმა ინაშვილი და ნინო ბურჯანაძე „ოცნების“ წინააღმდეგ // „ვერაფერს ვერ მიაღწევენ“, – პასუხობენ „ოცნებაში“

რეზონანსი: თვითმმართველი ქალაქების სტატუსის ჩამორთმევას ოპოზიცია პერმანენტული აქციებით უპასუხებს

რეზონანსი: ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „გიორგი მარგველაშვილის რეიტინგის ზრდას „ოცნების“ მხრიდან ნეგატიურმა კამპანიამ შეუწყო ხელი“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „გიორგი მარგველაშვილმა მთავრობა თავის მართლების რეჟიმში გადაიყვანა“ // „ქართულმა ოცნებამ“ რეფერენდუმზე რომ გაიტანოს პრეზიდენტის არჩევის საკითხი, წააგებს“

„ახალი თაობა“: გიორგი კვირიკაშვილი რამდენიმე დღეში გადადგება? // რა ინფორმაცია მიაწოდეს მინისტრის ყოფილ მოადგილეს მთავრობიდან

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „თუ ქვეყანაში სიტუაცია არ შეიცვალა, თბილისის მერად დასვამენ იმას, ვინც ივანიშვილს უნდა“ // „ჩვენთან საზოგადოების მენტალობის კრიზისია“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზვიად კუპრავასთან: „მალე ჩრდილოეთ კორეას დავეწევით“ // „დანაშაულის გახსნის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ევროპაშიც კი არ არის“

„ახალი თაობა“: ედუარდ კოკოითი არჩევნების ჩაშლით იმუქრება // ცხინვალში 9 აპრილს არეულობას ელოდებიან

რეზონანსი: კვლავ გაურკვეველია, როდის დაიწყება მონიტორინგი ფსოუსა და როკზე

——————–

საქართველო და მსოფლიო“, 5-11 აპრილი, 2017 წელი

„ქართული ოცნების“ ფუჭი ოცნება და უიმედობის რეიტინგი

დიმიტრი მონიავა

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევების მიმართ საქართველოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. ამას ორი მიზეზი განაპირობებს: ერთი მხრივ, არჩევნები ყოველთვის აჩვენებს, რომ აი–რა–ის წინმსწრები რეიტინგები აშკარად ბოდვით ხასიათს ატარებდა, მაგრამ იმის გამო, რომ სანდო სოციოლოგიური ჯგუფები საზოგადოებას მსგავს მონაცემებს არ სთავაზობენ, ცალსახად გაყალბებული კვლევაც კი მისი ყურადღების ცენტრში ექცევა. საქართველო, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც არსებობს პოლიტიკური ანალიზის ისეთი ფორმა, რომელსაც “მკითხაობა რეიტინგებზე დაყრდნობით” შეიძლება ვუწოდოთ.

მიჩნეულია, რომ ადგილობრივი და წინასაარჩევნოდ მოწვეული უცხოური სოციოლოგიური ჯგუფები ორი სახის პროდუქციას ქმნიან: ე.წ. შიდა კვლევებს პარტიების ხელმძღვანელებისთვის და მასმედიაში პუბლიკაციისთვის განკუთვნილ აპრიორი ყალბ რეიტინგებს, რომელთა მიზანი ამომრჩევლების ემოციებით მანიპულირებაა. სინამდვილეში, საქმე უფრო რთულადაა, რადგან არსებობს “შიდა კვლევების” ქვესახეობა, რომელიც (შედარებით ზომიერად) გაყალბებულ ინფორმაციას შეიცავს _ მას პოლიტიკურ თამაშებში მსხვილი პარტიების ლიდერების ან მოწინააღმდეგის დეზინფორმირებისთვის იყენებენ და ამისთვის ხანდახან ინფორმაციის ფსევდოგაჟონვას აწყობენ. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს ის მონაცემები, რომლებსაც აი-რა-ი თუ ენ-დი-აი საზოგადოებას აწვდის.

2012 წლის გაზაფხულზე ამ ორგანიზაციამ ამაყად გვამცნო, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” 45%-იანი მხარდაჭერა აქვს, “ქართულ ოცნებას” _ 15%-იანი, ხოლო “ქრისტიანულ-დემოკრატიულ მოძრაობას” _ 9%-იანი. ალბათ, ეს ციფრებიც საკმარისია იმისთვის, რომ ასეთი კვლევითი ორგანიზაცია, ცნობილი ფრაზის არ იყოს, “ქიმწმენდაში ჩააბარო და ქვითარი დაკარგო”. მაგრამ ყველაზე სასაცილო ამ სიტუაციაში ისაა, რომ აი-რა-ი იმ არჩევნების მიმართ “ენ-დი-აი”-ზე უკეთ გამოიყურებოდა. ამ უკანასკნელმა “ნაცმოძრობას” 47% დაუწერა, “ოცნებას” _ 10%, “ქდმ”-ს კი _ 3%.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ აი–რა–ის რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: “ქართული ოცნება” _ 20%, “ნაციონალური მოძრაობა” _ 19%, “თავისუფალი დემოკრატები” _ 13%, ლეიბორისტები _ 8%, “პატრიოტთა ალიანსი” _ 4%, “გაერთიანებული დემოკრატები” _ 2%. ამასთანავე, დადებითი დამოკიდებულება პაატა ბურჭულაძის მიერ გამოკითხულთა 75%-მა გამოხატა. აქ კომენტარი, ალბათ, ზედმეტია.

ეს მცირე შესავალი აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ახლახან გამოქვეყნებულ მონაცემებზე საუბარს შევუდგეთ: “ქართული ოცნება” _ 26%, “ნაციონალური მოძრაობა” _ 15%, “ევროპული საქართველო” _ 7%, ლეიბორისტული პარტია _ 6%, “პატრიოტთა ალიანსი” _ 4%, არც ერთი _ 15%, არ მაქვს პასუხი _ 20%. პლუს ამას პოლიტიკოსების რეიტინგი: გიორგი მარგველაშვილი _ 67%, დავით სერგეენკო _ 65%, გიორგი კვირიკაშვილი _ 55%, დავით ბაქრაძე _ 50%. საინტერესოა, რომ 2016 წლის გამოკითხვაშიც სერგეენკო 64%-ით მეორე ადგილზე, ბურჭულაძის შემდეგ მოდიოდა. მესამე-მეოთხეს 60-60 პროცენტით ალასანია და მარგველაშვილი იყოფდნენ, თუმცა დეტალებში შემდგომ ჩაძიებას აზრი, ალბათ, არ აქვს. 2012 და 2016 წლების არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ აი–რა–ის გამოკითხვას ძალთა რეალურ ბალანსთან ძალიან ცოტა აქვს საერთო.

აქ აუცილებლად უნდა შევნიშნოთ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩატარებული გამოკითხვის შედეგი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ შეიძლება ზუსტად დაემთხვეს ხმების საბოლოო განაწილებას – არსებობს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი, როცა პარტიების რეიტინგები იცვლება (თუმცა არა ასე დრამატულად), მაგრამ რეალობის სრული უარყოფა, რომელსაც ბოლო წლებში განხილულ გამოკითხვებში ვხედავთ, ძალიან ჰგავს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების უხეშ მცდელობას, ლამის საინფორმაციო დივერსიას. მას მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს, ხელისუფლება კი ყოველივეს ძალიან მშვიდად უყურებს, ალბათ, იმიტომ, რომ ვერ ავლებს ზღვარს პარტიულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის.

ასეა თუ ისე, ენ-დი-აისა და აი-რა-ის წინასაარჩევნო გამოკითხვები შეიძლება შევადაროთ მრუდე, თანაც დამსხვრეულ სარკეს და მხოლოდ ამის გათვალისწინებით ვისაუბროთ სურათზე, რომელსაც ის ასახავს.

2016 წლის არჩევნებზე “ქართული ოცნების” გამარჯვება მნიშვნელოვანწილად განაპირობა საფრთხის შეგრძნებამ, რომელიც მის ამომრჩევლებს სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაციის შესაძლებლობის მიმართ გაუჩნდა. ადგილობრივი არჩევნების მთავარი ინტრიგა ისაა, შეძლებს თუ არა შედარებით ცუდ სასტარტო პირობებში მყოფი მმართველი პარტია ამ ტრიუკის გამეორებას. მეორე პრობლემა, რომელიც, ასე თუ ისე, აირეკლა აი-რა-ის ციფრებში, “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის ელექტორატის განაწილებაა. ამ კვლევის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათი ჯამური რეიტინგი თითქმის არ შეცვლილა და ეს მაშინ, როდესაც სააკაშვილის ყველაზე ერთგული ექსპერტებიც კი აღიარებენ, რომ განხეთქილებამ ამ ორ პარტიას დიდი ზიანი მიაყენა, თუმცა იმის გათვალწინებით, რა ეწერა აი-რა-ის ძველ რეიტინგებში, ამ ნიუანსს შეგვიძლია ყურადღება არ მივაქციოთ.

ძალიან მნიშვნელოვან როლს “ნაცმოძრაობის” ტრადიციული მხარდამჭერების ხმების განაწილებაში შეასრულებს “რუსთავი 2”-ის მიერ ორი “მემკვიდრე” პარტიის წინასაარჩევნო საქმიანობის გაშუქება; ის სააკაშვილის მიმდევრებისთვის ინფორმაციის უმთავრეს წყაროს წარმოდგენს. ზოგიერთი კომენტატორის აზრით, ძმები ყარამანაშვილების წინადადება ტელეკომპანიის აქციების ნაწილის კოლექტივისთვის გადაცემის თაობაზე, ნიღბავდა სააკაშვილის სურვილს, შეემცირებინა ნიკა გვარამიას, მისი ახლო გარემოცვის და “ევროპულ საქართველოში” მათთან დაკავშირებული პირების გავლენა “რუსთავი 2”-ზე (ან, საერთოდ, განედევნა გვარამია ტელეკომპანიიდან). ამ თეორიის ფარგლებში, გვარამიას მცდელობა, შეექმნა “შუალედური” შპს, რომელიც “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელი რგოლის წარმომადგენლებით დაკომპლექტდებოდა და ყარამანაშვილებისგან აქციებს მიიღებდა, სააკაშვილის ინტრიგის მოგერიებას წარმოადგენდა. ეს ვერსია მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მას საკმაოდ საინტერესო კითხვასთან მივყავართ: შეძლებენ თუ არა ძველი “ნაცმოძრაობის” ნანგრევებზე აღმოცენებული პარტიები კონდომინიუმის შენარჩუნებას გავლენის ძველ სფეროებზე და შეთანხმებულ მოქმედებას წინასაარჩევნო პერიოდში თუ “ძმათამკვლელი ომის” მორევში გადაეშვებიან?

ტელევიზიაზე საუბარმა მოიტანა და… მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ტელეკომპანია “ზიკ”-ის წამყვანი გახდა, ალბათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ არხის რეალური მფლობელების ვინაობის დადგენა საკმაოდ რთულია, მაგრამ უკრაინულმა “ესპრესო.ტვ”-მ საკმაოდ ვრცელი, დოკუმენტებით გამყარებული გამოძიების პროცესში დაამტკიცა (ნებისმიერ მსურველს შეუძლია იოლად იპოვოს ეს პუბლიკაცია ინტერნეტში), რომ რეალურად “ზიკ”-ი იანუკოვიჩის ოჯახთან მჭიდროდ დაკავშირებული “რეგიონების პარტიის” გავლენიან წარმომადგენლებს ეკუთვნით. გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილმა იანუკოვიჩის ხალხზე მუშაობა დაიწყო. პრინციპში, ალბათ, სჯობდა, პირდაპირ კიევის ცირკთან დამდგარიყო, თუმცა არსებითი მნიშვნელობა ამას უკვე, ალბათ, აღარ აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ “ევროპული საქართველო” სააკაშვილის პარტიაზე სუსტია, მას თბილისის მერობის უკეთესი კანდიდატი ჰყავს. “ევრონაცებს” შეუძლიათ, ნიკა მელიას (ან სხვა მსგავსი კალიბრის ფიგურას) გიგი უგულავა ან, რაც უფრო სავარაუდოა, ელენე ხოშტარია დაუპირისპირონ. ის არ ასოცირდება (ყოველ შემთხვევაში, პირდაპირ) სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებთან; სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ შეიყვანეს “ნაცმოძრაობის” სიაში 2016 წლის არჩევნების წინ. ვაკეში, ერთ-ერთ ყველაზე “ანტინაციონალურ” უბანში, მან ხმების თითქმის 25% მოაგროვა, რაც არც ისე ცუდი მაჩვენებელია, და უგულავასთან ტანდემში, რომელიც, ასე თუ ისე, იცნობს მუნიციპალურ პრობლემატიკას, შეიძლება იოლად დაჯაბნოს სააკაშვილის ფავორიტი (მელია იქნება თუ ვინმე სხვა სათადარიგოთა სკამიდან). რეგიონებში სააკაშვილის პარტია, დიდი ალბათობით, “ევროპულ საქართველოზე” უკეთეს შედეგს აჩვენებს, მაგრამ თბილისის მერის არჩევნებს მაინც ძალიან დიდი სიმბოლური და ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში, ალბათ ისაა, რომ ძველი და ახალი ნაცების გამოსვლამ ამ არჩევნებზე ორი კანდიდატით შეიძლება ხელი შეუწყოს იმას, რომ მეორე ადგილი დაიკავოს ფორმალურად დამოუკიდებელმა კანდიდატმა (სავარაუდოდ, ალეკო ელისაშვილი იქნება; ზოგიერთი სხვა ფიგურაც არ უნდა გამოვრიცხოთ), რომლის გარშემო, საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად, რიგი პარტიების ნამსხვრევებიც გაერთიანდებიან.

ამ ტრიოს, დიდი ალბათობით, კიდევ რამდენიმე “3-5-პროცენტიანი” პოლიტიკოსი დაემატება, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ხმების გარანტირებულ გახლეჩას და მმართველ პარტიას გამარჯვებისთვის კარგ პირობებს შეუქმნის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს “ქართული ოცნების” ხსენებისას ძალიან ბევრი ამომრჩეველი პირდაპირ გინებაზე გადადის, მოწინააღმდეგეთა სისუსტისა და (ნაციონალების შემთხვევაში) მათი ბნელი წარსულის გამო, ბიძინა ივანიშვილი ამ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში წააგებს, თუ კანდიდატურების შერჩევის ან წინასაარჩევნო კამპანიის ეტაპზე ძალიან უხეშ შეცდომებს დაუშვებს.

ბევრი მოქალაქე ამ ვარაუდმა შეიძლება დეპრესიაში ჩააგდოს, რადგან ისინი სულმოუთქმელად (და ამაოდ) ელოდებიან “მესამე ძალის” გამოჩენას, რომელიც “ნაცქოცურ” სისტემას ამოაყირავებს. ასეთი რამ ამ არჩევნებზე, დიდი ალბათობით, არ მოხდება, თუმცა პროტესტი სისტემის მიმართ შეიძლება გამოიხატოს საკმაოდ ფართომასშტაბიან ბოიკოტში, რომელიც გამარჯვებული კანდიდატის ლეგიტიმურობას (ფართო და არა ვიწრო იურიდიული გაგებით) ეჭვქვეშ დააყენებს, მაგრამ ამის მნიშვნელობა მხოლოდ მოგვიანებით, სავარაუდოდ, 2019-20 წლებში გამოჩნდება. ის გაღიზიანება, რომელიც მოსახლეობაში “ქართული ოცნების” მიმართ დაგროვდა, უკვალოდ არ გაქრება, მაგრამ იმის ლოდინი, რომ ის მოულოდნელად თავისით (მაშინ, როდესაც თავისით პოლიტიკაში არაფერი ხდება) სასწაულებრივ გავლენას მოახდენს ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე, სამწუხაროდ, მხოლოდ ფუჭი ილუზიაა, რომელსაც რეალობასთან იმდენივე აქვს საერთო, რაც ზემოთ ნახსენებ რეიტინგს.

რეზონანსი“, 05 აპრილი, 2017 წელი

ძველი და ახალი ნაციონალები“, ირმა ინაშვილი და ნინო ბურჯანაძე ოცნების“ წინააღმდეგ // ვერაფერს ვერ მიაღწევენ“, – პასუხობენ ოცნებაში“

ეკატერინე ბასილაია

ოპოზიციური პარტიები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ერთად გამოსვლას გეგმავენ და „ოცნებასთან“ ამ ბრძოლაში თანამოაზრეები ხდებიან თვით უკიდურესად დაპირისპირებული ძალებიც – „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსი“ და ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“.

დაპირისპირების საგანი საკონსტიტუციო კომისიაში მისაღები დებულებებია. ოპოზიციის განცხადებით, თუ ხელისუფლება საკონსტიტუციო კომისიაში ოპოზიციის წინადადებებს არ გაითვალისწინებს, რაც ძირითადად პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის დატოვებასა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაში გადაუნაწილებელი მანდატების არა პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის, არამედ ყველა ბარიერგადალახულისთვის თანაბრად გადანაწილებას გულისხმობს, ოპოზიცია კომისიას ბოიკოტს გამოუცხადებს. „ქართული ოცნება“ კი მათ პასუხობს, რომ „ოპონენტებს არაფერი გამოუვათ“.

„რეზონანსთან“ საუბრისას უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი ამბობს, რომ ოპოზიციის არგუმენტებს ‘მოისმენენ“, თუმცა მაინც საკუთარ წინადადებას გაიტანენ. იგი ოპონენტებს იმასაც ახსენებს, რომ „ოცნებამ“ უკვე დათმო მაჟორიტარული სისტემა და ახლა ყველა მათი მოთხოვნის გაზიარება აღარ მოხდება. „ვერაფერს ვერ მიაღწევენ. ჩვენ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიგვაჩნია, რომ სწორია“, – აცხადებს გიორგი კახიანი.

ცნობისათვის: საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა ფინიშს უახლოვდება, შეცვლილი კონსტიტუციის პროექტი აპრილის ბოლოს უნდა დაიდოს და ამიტომაც კომისიის შიგნით უთანხმოება პიკს აღწევს. ოპოზიცია ოცნების“ მიერ შეთავაზებულ რიგ ცვლილებებს მიუღებლად მიიჩნევს. ამიტომაც, 15 პარტიისგან შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ კი უკვე ჩამოწერა ის რეკომენდაციები, რის გათვალისწინებასაცოცნებისგანითხოვენ და რამდენიმე დღის წინ ის წერილობითოცნებასაცგადაუგზავნა, საელჩოებსაც, ვენეციის კომისიასაც და არასამთავრობოებსაც.

რა პრეტენზიები აქვს ოპოზიციას

პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა; მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება და არჩევნების ერთიანი პროპორციული სისტემით ჩატარება; გადაუნაწილებელი მანდატების არა პირველ ადგილზე გასული ძალისთვის, არამედ ყველა ბარიერგადალახული ძალისთვის თანაბრად გადანაწილება; საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე შემცირება; საარჩევნო ბლოკების შენარჩუნება, – 15 პარტიისგან შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ხელისუფლებას ამ წინადადებებზე პოზიციის დაფიქსირებისთვის ვადას 15 აპრილამდე აძლევს. რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობისა და ოპტიმალურ ვერსიაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო კომისიის წევრი კვალიფიციური სუბიექტები კომისიას პროტესტის ნიშნად დატოვებენ.

‘ხელისუფლებამ გამოაცხადა, იმიტომ ვქმნი საკონსტიტუციო კომისიას, რომ მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით გვინდა საკითხების გადაწყვეტაო. ამდენად, ჩვენც ვთავაზობთ ჩვენს წინადადებებს“, – აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენელი “დემოკრატიული მოძრაობიდან” გიორგი ახვლედიანი. მისი თქმით, თუ მათი ყველა მოთხოვნა იგნორირებული იქნება, მაშინ გამოაცხადებენ ბოიკოტს. „ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სასურველი ინიციატივების განხორციელების „გამპრავებლები“ ვერ ვიქნებით“, – აღნიშნავს გიორგიახვლედიანი.

გუშინ საკოორდინაციო საბჭომ ეს რეკომენდაციები გააცნო არასამთავრობოებსა და ექსპერტებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, რომელიც აღნიშნულ მოთხოვნებს სრულად ეთანხმება. შეხვედრაზე არ ყოფილან „ნაციონალები“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები, თუმცა ბოიკოტს ისინიც არ გამორიცხავენ.

„რეზონანსთან“ საუბარში “ევროპული საქართველოს” წევრი მამუკა ჩიქოვანი ამბობს, რომ ბოიკოტზე მათი პარტიაც ფიქრობს, რადგან მანდატებს გადანაწილების წესი და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა მიუღებელია ყველასთვის “ოცნების” გარდა, ამიტომაც უახლოეს დღეებში, “ხვალ ან ზეგ” პარტია შესაბამის პოზიციას საჯაროდ გაახმოვანებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინათინ ბოკუჩავას თქმით, ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა “თუ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობამ ბუტაფორიის ფორმა მიიღო”, არ გამორიცხავს, რომ “საბოლოო ჯამში ხელისუფლება თავის მარიონეტებთან ერთად დარჩეს მარტო“.

გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ 15 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ინიციატივას უერთდება საპარლამენტო ოპოზიცია “პატრიოტთა ალიანსი” და იმედი აქვს, რომ თუკი ხელისუფლება მათ წინადადებებს არ გაითვალისწინებს, ბოიკოტს შეუერთდება არასამთავრობო სექტორიც.

„ხელისუფლება გვთავაზობს ისეთ ვარიანტს, რომელიც მხოლოდ “ქართული ოცნების” ინტერესებზეა მორგებული და ეს უსამართლოა. “ოცნებამ” ხომ განაცხადა, კონსტიტუციური ცვლილებები ერთად შევიმუშაოთ და ამ მთავარ დოკუმენტს მაღალი ლეგიტიმაცია მივანიჭოთო?! ამიტომ ჩვენ ვეუბნებით, თუ მზად ხართ მოლაპარაკებისთვის, ჩვენც მზად ვართ, დავსხდეთ 15 აპრილის შემდეგ და დავილაპარაკოთ. ხოლო თუ ხელისუფლება დარჩა ისევ ძველ პოზიციაზე, რომ მხოლოდ მათი ხისტი მიდგომები უნდა გავიდეს, ჩვენ დავინახავთ, რომ ხელისუფლებას კონსენსუსის ინტერესი არ აქვს და გამოვაცხადებთ ბოიკოტს. იმედი მაქვს, რომ ამ ბოიკოტში ჩვენ მარტო არ ვიქნებით. დაახლოებით 2 კვირის წინ არასამთავრობოებმა, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობენ, განაცხადეს, ჩვენთვისაც მიუღებელი იქნება კომისიაში დარჩენა, თუ ხელისუფლებამ დიალოგისკენ ნაბიჯი არ გადმოდგაო. იმედი მაქვს, რომ ისინი ამ პოზიციის ერთგულნი დარჩებიან და ბოიკოტის რეჟიმში მიიღებენ მონაწილეობას და “ქართული ოცნება” სულ მარტო დარჩება კომისიაში“, – ამბობს გიორგი ახვლედიანი. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისგან ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია მინიჭებული აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს და ხისტ და ხშრად შეუსაბამო ინიციატივებსაც ის აჟღერებს.

„ირაკლი კობახიძე ამბობს, გადასანაწილებელი მანდატები მხოლოდ 3% რჩება და რატომაა ამდენი საუბარი ოპოზიციის მხრიდანო. ეს კი ტყუილია. მარტო ბოლო არჩევნებზე 21% დარჩა გადაუნაწილებელი და 150-კაციანი პარლამენტის პირობებში ეს 30 მანდატამდე ნიშნავს. ანუ, “ოცნება” 30 დეპუტატის ჩუქებას ითხოვს, საზოგადოებას კი ატყუებს, რომ მხოლოდ 3%-ზეა საუბარი. ამგვარი პოზიციიდან გამომდინარე, ხელისუფლება მოლაპარაკებისთვის არეალსაც არ ტოვებს“, – დასძენს გიორგი ახვლედიანი.

„ოცნება: მაინც არაფერი გამოუვათ“

„ქართული ოცნების“ წევრი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ოპოზიციის შენიშვნებსა და არგუმენტებს არ გაცნობია, თუმცა „ოცნება“ იმ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რაც სწორად მიაჩნია. „თუ ეს მოთხოვნები რადიკალურ წინააღმდეგობაშია იმ შეხედულებებთან, რაც ჩვენ ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში გაგვაჩნია, ბუნებრივია, მისი გათვალისწინება ვერ მოხდება“, – ამბობს გიორგი კახიანი. მისი თქმით, მაგალითად, პრეზიდენტის არჩევის წესზე მსჯელობენ რამდენი ხანია და ოპოზიციიდან არც ერთი არგუმენტი არ მოუსმენიათ, საპარლამენტო ტიპის რესპუბლიკაში, სადაც პრეზიდენტს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები გააჩნია და აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაში ფაქტობრივად არანაირ მონაწილეობას არ იღებს, რატომ უნდა იყოს ასეთი პრეზიდენტი პირდაპირი წესით არჩეული. შესაბამისად, როცა არგუმენტი არ არის, მოსაზრებას ვერ გაითვალისწინებენ. ასევე მისთვის მიუღებელია, მანდატების გადანაწილება მოხდეს ყველა ბარიერგადალახულ პარტიაზე, რადგან ეს, მისი განცხადებით, საპარლამენტო რესპუბლიკის ეფექტურ ფუნქციონირებასა და სტაბილურობას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. მაგალითად ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირების პრობლემა შეიქმნება. სწორედ ამ პრობლემების არშექმნის გამო წინააღმდეგია, ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწიოს.

„ბარიერის ზედმეტად დაწევამ შეიძლება გამოიწვიოს პარლამენტში ძალიან ჭრელი კონფიგურაციის მიღება. ეს არ არის სასურველი მოვლენა. ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ გარკვეული პრობლემა შეიქმნას საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებისა და ყოველივე ეს არ იქნება სასურველი სტაბილურობის თვალსაზრისით,” – აღნიშნავს გიორგი კახიანი, რომელიც არ ემხრობა ასევე არც საარჩევნო ბლოკების არსებობას და აცხადებს, რომ მათი მიზანი პარტიების გაძლიერებაა, ბლოკების არსებობა კი ძლიერი პარტიების ჩამოყალიბებას გარკვეულწილად უშლის ხელს. „რასაც ახლა ვსაუბრობ, ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილებები, საბოლოო გადაწყვეტილებებს კომისია მიიღებს თვის ბოლოს. მომავალ კვირას გაგრძელდება საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების შეხვედრები და ამ თემაზე საუბარი იქნება. ამ წინადადების წარმომდგენი ადამიანები კომისიის წევრები არიან და როდესაც შეხვედრები განახლდება, იქ დააყენებენ ამ საკითხს, მოვისმენთ და პოზიციებსაც გავაცნობთ“, – ამბობს გიორგი კახიანი. მისი განცხადებით, შეუძლებელია “ოცნებამ” კონსტიტუციის ისეთი პროექტი შეიმუშაოს, რომლის ყველა მუხლსა და დებულებას კომისიის ყველა, 73-ვე წევრი დაუჭერს მხარს. ამბობს, რომ კონსენსუსი გულისხმობს გარკვეულ კომპრომისსაც და “ოცნება” კომპრომისზე უკვე წავიდა.

„როდესაც საკონსტიტუციო კომისია მუშაობას იწყებდა, მაგალითად, საარჩევნო სისტემაზე, თავიდან საკითხი იდგა ასე: მაჟორიტარული სისტემა იქნებოდა თუ პროპორციული. დღეს ამ თემაზე კი აღარ ვმსჯელობთ, არამედ იმაზე, პროპორციულ სისტემაში მანდატების გადანაწილება როგორ მოხდეს და თუ ამ კომპრომისს ვერ ხედავენ ჩვენი ძვირფასი კოლეგები, სად ვიყავით და სად ვართ და კონსენსუსი წარმოუდგენიათ იმდაგვარად, რომ ყველაფერი, რასაც იტყვიან, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, თუ არა, კომისიის ბოიკოტირებას მოახდენენ, ასეთი მიდგომა, ბუნებრივია, არ გამოდგება და ვერაფერს ვერ მიაღწევენ. ჩვენ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიგვაჩნია, რომ სწორია“, – აცხადებს გიორგი კახიანი.

რეზონანსი“, 05 აპრილი, 2017 წელი

თვითმმართველი ქალაქების სტატუსის ჩამორთმევას ოპოზიცია პერმანენტული აქციებით უპასუხებს

ნინო ქეთელაური

შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევის იდეას “ნაციონალური მოძრა-ობა” ზუგდიდში აქციით გააპროტესტებს – ამის შესახებ “რეზონანსს” პარტიაში განუცხადეს, სადაც ვერ აკონკრეტებენ, მათ აქციას რომელიმე ოპოზიციური ძალა შეუერთდება თუ არა.

შეგახსენებთ, რომ შვიდი თვითმმართველი ქალაქის – ზუგდიდის, ოზურგეთის, გორის, თელავის, ახალციხის, მცხეთისა და ამბროლაურის უფლებამოსილების გადახედვის იდეა მმართველ გუნდს ეკუთვნის. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, 2014 წელს ამ ქალაქების ცალკე გამოყოფამ მოლოდინი ვერ გაამართლა და მათი ისევ გაერთიანების საკითხზე მსჯელობა დაიწყება.

როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, თუ ხელისუფლებამ თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნა არ გაითვალისწინა, ქვეყნის მასშტაბით პერმანენტული აქციები გაიმართება. დასაწყისისთვის კი, პირველი ასეთი ქალაქი ზუგდიდი იქნება, სადაც პარტია აღნიშნულ ინიციატივას გააპროტესტებს.

“ნაციონალური მოძრაობა” საკითხის ირგვლივ გაერთინებისკენ სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და არასამ-თავრობო ორგანიზაციებსაც მოუწოდებს, რომლებიც იდეას ასევე აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფ-ლების მხრიდან ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. „ეს არის დანაშაულებრივი ინიციატივა, რადგან თვითმმართველი ქალაქების არსებობა და სრული დეცენ-ტრალიზაცია არის ამ ქვეყნის დემოკრატიზაციის მთავარი საფუძველი,” – აცხადებს “თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე, რომელიც აღნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს არ სურთ პირდაპირი არჩევითი თანამდებობის პირის ყოლა და პრეზიდენტის ინსტიტუტის შემდეგ ისინი მერებსა და გამგებლებს “მიადგნენ”. იმის ნაცვლად, რომ ხდებოდეს უფრო მეტი მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანო-ებისთვის, უფრო მეტი შესაძლებლობის დატოვება ქალაქებისთვის, ჩვენ რეალურად შეიძლება მივიღოთ “ქარ-თული ოცნებისა” და, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის გეგმის შესრულება, გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ სურთ არც ერთი პირდაპირი არჩევითი თანამდებობის პირის ყოლა ამ ქვეყანაში, საპრეზიდენტო ინსტიტუტის შემდეგ ისინი უკვე მიადგნენ მერებისა და გამგებლების არჩევის წესს,” – განაცხადა თამარ კეკენაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია “რეგიონის განვითარების ცენტრის” წარმომადგენლის ლიზი სოფრომაძის განცხადებით კი, იმ ქალაქების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, რომლებსაც შესაძლოა, თვითმმართველი ქალაქების სტატუსი ჩამოერთვას, აღნიშნული რეფორმის გატარებას ეწინააღმდეგებიან.

„ორი დღის წინ გაიმართა შეხვედრა ქალაქ თელავში, სადაც დაიბარეს ქალაქის მერი, გამგებელი და არ-წმუნებდნენ, რომ ეს რეფორმა კარგია. ერთი მხრივ, საუბრობენ, რომ არ მიდის დისკუსია, თუმცა, მეორე მხრივ, ასეთი შეხვედრები ტარდება დახურულ კარს მიღმა. უფრო მეტიც, საკრებულოს სხდომაზე თელავში, საკრებულოს წევრმა დააფიქსირა მოსაზრება, რომ ძალიან ცუდი ნაბიჯია ხელისუფლების მხრიდან და საკრე-ბულოს თავმჯდომარემ მხარი დაუჭირა. საკრებულოს წევრები ჩართული არიან ხელმოწერების შეგროვების პროცესში და ხელისუფლება ნახავს მოსახლეობის მოსაზრებას – უნდა გაერთიანება თუ არა. ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია, რომელიც უნდა მუშაობდეს თვითმმართველობის რეფორმაზე, რომელიც ამ სამი წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყო თვითმმართველობის ლობისტი და შეეფასებინა, რო-გორ მიდის პროცესები, მიდის ქალაქებში და იწყებს მოლაპარაკებას, რომ შესაძლოა, ტერიტორიული ოპტიმი-ზაცია მოხდეს და ისევ გაერთიანდეს მუნიციპალიტეტები,” – განაცხადა ლიზი სოფრომაძემ.

თავის მხრივ, თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები თვითმმართველი ქალაქების შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონტრარგუმენტებით პასუხობს. მათი განცხადებით, სამინისტროს უმთავრესი არგუმენტი, რომ თვითმმართველი ქალაქების შემცირება გა-მოიწვევს 40-50 მილიონი ლარის საბიუჯეტო ეკონომიას, არასწორია, რადგან “ელემენტარული გათვლები აჩვენებს, რომ სამინისტროს განცხადებას რეალურ მდგომარეობასთან კავშირი არ აქვს“.

„2015 წლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად ადმინისტრაციული ხარჯი ჯამურად წე-ლიწადში 5 მილიონ 466 ათას ლარს შეადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 7 თვითმმართველი ქალაქის ადმინის-ტრაციის გაუქმებითა და კვლავ სათემო მუნიციპალიტეტში დაბრუნებით, რეალურად, დაიზოგება მხოლოდ და მხოლოდ 5 მილიონ 466 ათასი ლარი, ისიც, იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი გათავისუფლებული თანამშრომე-ლი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში აღარ დასაქმდება, გაუქმებულ ქალაქებში კი არ დაინიშნე-ბიან გამგებლის რწმუნებულები და აპარატი, რომელთა ფუნქციონირებისთვისაც, ცხადია, შესაბამისი ადმინის-ტრაციული ხარჯის გაწევა გახდება საჭირო”, – აცხადებენ ორგანიზაციები, რომლებიც ქალაქების სათემო მუ-ნიციპალიტეტებიდან გამოყოფის დადებით შეგედებზე ამახვილებენ ყურადღებას.

„დღემდე ე.წ. გაუყოფელი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის 80% ქალაქს, ხოლო 20% დანარჩენ სოფლებს ხმარდება. სათემო მუნიციპალიტეტებიდან ქალაქების გამოყოფამ კი სოფლებს საკუთარი ბიუჯეტი და ინ-ფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სრულფასოვანი საშუალება გაუჩინა. ანალოგიური ვითა-რებაა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის განაწილების მხრივაც – დღეისათვის მსხვილი ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ერთმანეთისგან გამიჯნული ქალაქები და სოფლები თანხებს შესაბამი-სად იღებენ, მაშინ, როცა ე.წ. გაუყოფელი მუნიციპალიტეტების დიდი ნაწილისთვის პრიორიტეტად კვლავ საქა-ლაქო დასახლების მოწესრიგება რჩება,” – აცხადებენ ორგანიზაციები.

რაც შეეხება სამინისტროს არგუმენტს, რომ “გაყოფილ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ნდობა თვით-მმართველობისადმი და მათი ჩართულობა არსებითად არ შეცვლილა” – არასამთავრობო ორგანიზაციები ამ-ბობენ, რომ “თვითმმართველობის კოდექსში” მოქალაქეთა მონაწილეობის თავი სულ რაღაც 2015 წლის მეორე ნახევარში ამოქმედდა და ეს საკმაოდ მცირე დროა.

„საინტერესოა, რა მოლოდინი ჰქონდა სამინისტროს – როგორი უნდა ყოფილიყო სულ რაღაც წელიწად-ნა-ხევრის შემდეგ მოქალაქეების ჩართულობის ხარისხი ან რითი განსხვავდება ამ ქალაქებსა და სხვა სათემო მუ-ნიციპალიტეტებს შორის მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხი. მაგალითად, ბოლო კვლევა მკაფიოდ აჩვენებს, რომ მოქალაქეთა ჩართულობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, ისევე, როგორც ადგილობრივი ხელისუფლე-ბისადმი ნდობა, თბილისსა და ქუთაისშია. თუ სამინისტროს ამ არგუმენტს გავითვალისწინებთ, პირველ რიგში, დედაქალაქისთვის და ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქისთვის თვითმმართველობის გაუქმება მოუწევს,” – აცხადებენ ორგანიზაციები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ სამინისტროს პოზიცია, რომლის მიხედვითაც მუნიცი-პალური ბიუჯეტების ზრდა არა საკუთარი შემოსავლების ზრდის, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატე-ბითი ტრანსფერის გამოყოფის ხარჯზე მოხდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამის დასტურად კი ორგანიზაციებს თითოეული ქალაქის საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის სტატისტიკა მოჰყავთ.

ორგანიზაციებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ გაუგებარია, „თბილისში თუ მენეჯმენტსა და მმართველობას მარტო ერთი ადამიანი ახორციელებს, ზუგდიდში იმავე მმართველობას ერთი ადამიანი რატომ ვერ გააკეთებს?!“. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და საუბარია ერთი და იმავე მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ამავე მუნიციპალიტეტის მერის ფუნქციების გაერთიანებაზე.

„დღეს ჩვენ გვყავს მუნიციპალიტეტის გამგებელი და მუნიციპალიტეტის მერი. მაგალითად, თბილისის მუნიცი-პალიტეტის მერი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ყველას რომ დავარქვათ მუნიციპალიტეტის გამგებელი, მათ ფუნქციებს შორის ერთი მარცვალიც არ არის განსხვავება. ამაზე ვსაუბრობთ. აქ მარტო მენეჯმენტის პრობლემაა. ანუ, ჩვენ ვამბობთ, რომ თბილისში თუ მენეჯმენტსა და მმართველობას მარტო ერთი ადამიანი ახორციელებს, ზუგდიდში იმავე მმართველობას ერთი ადამიანი რატომ ვერ გააკეთებს?! ერთსა და იმავე ფუნქციას ახორციელებს მერიაც და გამგეობაც. ამაზე გვაქვს საუბარი,” – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

რეზონანსი“, 05 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „გიორგი მარგველაშვილის რეიტინგის ზრდასოცნებისმხრიდან ნეგატიურმა კამპანიამ შეუწყო ხელი

სალომე სარიშვილი

„საერთოდ, თანამედროვე სოციოლოგია, როგორც წესი, პროპაგანდისტული მიზნებით უფრო კეთდება ხოლმე; ამ პროცესს პოლიტიკა მეტად ურევია, ვიდრე წმინდა სოციოლოგიური ინტერესი“, – ამბობს „რეზონანსთან“ საუბრისას საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (აირაის) კვლევის შედეგებს აფასებს. მისი თქმით, თანამედროვე პროპაგანდისტიკა ნებისმიერი ტიპის ინფორმაციას განიხილავს, როგორც პოლიტიკას და შესაბამისად, პროპაგანდის საგანს, მაგრამ ინფორმაციისგან პროპაგანდის შექმნა, გამზარდიას აზ-რით, მინიმუმ რეალურ ტენდენციებზე უნდა იყოს დაფუძნებული. იგი ამბობს, რომ ამის შესაბამისად, კვლევის გარკვეული წილი ყოველთვის შეიძლება საინტერესო იყოს, თუმცა როგორც მან “რეზონანსს” უთხრა, მნიშვნელოვანია შედეგის ანალიზი.

„აირაის“ კვლევის შედეგებსა და სხვა საკითხებზე არჩილ გამზარდიას გავესაუბრეთ:

არჩილ გამზარდია: წინა წლებში, იგივე არჩვენების დროს, როცა რეიტინგები იდებოდა, იყო ასეთი მაჩვენებელი – პასუხის გარეშე, ნეიტრალური პოზიცია, პოზიციის არქონა და ა.შ. ეს მაჩვენებელი ყოველთვის უფრო ბევრი იყო, მაგრამ მსჯელობა მიდიოდა არა ამ კატეგორიაზე, არამედ იმაზე, ვინც რეალური პასუხი გასცა და ორჭოფობა არ დასჭირდა. თუ გახსოვთ, საარჩევნოდ “ქართული ოცნება” კონკრეტულ, პოზიტიურ რეიტინგს 30%-მდე ითვლიდა ხოლმე, მას კი ოდნავ მცირედი მაჩვენებლით “ნაციონალური მოძრაობა” მოჰყვებოდა. მაშინაც ვამბობდი, რომ ერთი შეხედვით ირონოულად ჟღერს, მაგრამ აქტიური აუდიტორიის ქონა და არჩევნებზე ხმის მიმცემი პოზიციის ქონა სხვადასხვა რამაა.

„ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატის მაჩვენებლი პროპორციულად ერ-თმანეთთან ახლოს ნამდვილად იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქტიური აუდიტორია ამ პარტიების სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებდა. ამიტომაც “ქართულ ოცნებას” ხმა არჩევნებზე იმ ამომრჩეველმა მისცა, რომელიც არათუ აქტიური აუდი-ტორიის ნაწილი, არამედ მისი კრიტიკული მხარეც კი იყო, მაგრამ “ნაცმოძრაობასთან” მიმართებაში კიდევ უფრო კრიტიკული იყო. 26% – ესაა აქტიური მხარდამჭერი, რომელიც ყოველთვის აქტიური იყო და ახლაც რეალურად მოჩანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დღეს თუ არჩევნები იქნება, ხმას 26% გასცემდა. ამდენად, ეს მონაცემები რეალის-ტურად ჩანს, თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ ესაა აქტიური აუდიტორია, რომელთაც გამოხატული პოზიცია აქვთ.

მით უფრო, თუ სოციალურ მდგომარეობასა და არაპოპულარულ რეფორმებს გავითვალისწინებთ, ეს შედე-გი სავსებით მოსალოდნელი იყო. თანაც, არჩევების შემდეგ კრიტიკული და პრეტენზიული პოზიცია იზრდება ხოლმე, ამიტომ ამაზე ნაკლები შედეგიც კი გასაკვირი არ იქნებოდა.

- რაც შეეხება ოპოზიციურ ძალას, როგორც გასულ წლებში, ახლაც ქართული ოცნების შემდეგ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს კვლავ ნაციონალური მოძრაობა ინარჩუნებს, რომელსაც მისგან გამიჯნული ევროპული საქართველო მოჰყვება. ექსპერტულ წრეებში ამბო-ბენ, რომ საზოგადოებას ამ ორი ძალის გაყოფა ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული. თქვენ რას ფიქრობთ?

- გასაგებია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ მხარდაჭერა არსებობს, ანუ ეს ძირითადად მიშა სააკაშვილის ელექტორატია. შესაბამისად, ის, რომ ეს პარტია რეიტინგით მეორე ადგილზეა, გასაკვირი არაა. რაც შეეხება “ევროპულ საქართველოს”, არ ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ საზოგადოებამ ამ ორი პარტიის გახ-ლეჩა ვერ გააცნობიერა. „ევროპული საქართველოს” შემთხვევაში ეს შედეგი აბსოლიტურად დამსახურებული მაჩვენებელია, რად-გან ეს პარტია აქტიური პოლიტიკური გუნდია. ვგულისხმობ იმას, რომ დღეს ორიოდე პოლიტიკური ძალაა, რომელიც მედიასთან ურთიერთობს, საპარლამენტო ცხოვრება აქვს და საერთაშორისო საზოგადოებასთან თა-ნამშრომლობს – ესაა “ნაციონალური მოძრაობა” და მისი განაყარი “ევროპული საქართველო”. ამდენად, ეს ტენდენცია ჩემთვის სრულიად პროგნოზირებადი იყო.

- პოლიტიკურ სუბიექტებზეც მინდა გკითხოთ. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ის, რომაირაისკვლევის თანახმად, ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური სუბიექტი პრეზიდენტია?

- მართალი რომ გითხრათ, გიორგი მარგველაშვილის მაჩვენებელი ცოტა გამიკვირდა კიდეც, მაგრამ შესაძ-ლოა, ამაზე იმ ფაქტორმა იმოქმედა, რომ პრეზიდენტი, როგორც ლიდერი, საზოგადოებაში უფრო ფიქსირე-ბულია. რამდენადაც პრემიერის მიმართ მძლავრი ნეგატიური პროპაგანდა არსებობს, მას ლიდერად ვერ აღიქ-ვამენ. სხვათა შორის, პარადოქსია, მაგრამ ლიდერების აღიარებას ხშირად მძლავრი ნეგატიური კამპანია უწყობს ხელს. ასეთი მძლავრი კამპანია ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაშია, მაგრამ პრემიერ კვირიკაშვილის მიმართ – არა და ეს კარგი სულაც არაა, რადგან საზოგადოებაში მას ლიდერად აღიარების ხელშეწყობა არ აქვს. აი, მარგვე-ლაშვილთან დაკავშირებით ასეთი კამპანია “ქართული ოცნების” მხრიდან ხშირად არის ხოლმე. გარდა ამისა, ამას მისი ავტონომიურობაც ემატება, რომელიც საზოგადოებას ხშირად უქმნის განცდას, რომ ის ცალკე პარ-ტიის შექმნას გეგმავს, ამასობაში კი აღქმაში როგორც ლიდერი, ისე ყალიბდება.

- მიუხედავად უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენებისა, მაღალი ნდობის ინ-სტიტუტად საზოგადოებისთვის კვლავ ეკლესია რჩება. როგორ ფიქრობთ, საზოგადოებაზე ეკლესიის შიგნით მიმდინარე პროცესები გავლენას საერთოდ არ ახდენს? ეს შედეგი რეალურია?

- ეს შედეგიც სავსებით ლოგიკური იყო, რადგან ეკლესიისადმი კრიტიკული მასა აქამდეც არ იცვლიდა აზრს და არც მომავალში გამოხატავს ნდობას. რაც შეეხება პოზიტიურ დამოკიდებულებას, ამ კატეგორიაზე ეკლესიის შიდა მოვლენები გავლენას ვერ ახდენს. ესაა ხალხი, რომელიც პირველ რიგში პარტიარქს აღიარებს და ეკლესიაში არსებული სიტუაცია შემდეგ აინტერესებს. როდესაც ლიდერის მიმართ ასეთი მძლავრი პოზი-ტიური განწყობაა, ლოგიკურია, ის შედეგზეც აისახება. აქ კიდევ ერთი ფაქტორია: საუბარია ყველაზე ნდობით აღჭურვილ ინსტიტუტზე, ხოლო “ყველაზე” შედა-რებითი ცნებაა. თუკი ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორსა და ეკლესიას დავდებთ, რო-გორც არ უნდა იყოს კითხვა დასმული, მიუხედავად იმისა, რისი მოწმენიც ბოლო პერიოდში გავხდით, ეკლესია ნებისმიერ შემთხვევაში მაღალი რეიტინგის მაჩვენებელი იქნება.

- როგორც ადრე, ისე ახლაც მმართველ ძალაში კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხა-დებენ. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ეკა ბესელიას თქმით, მოსახლეობის მანდა-ტის კვლევებით გაზომვა არ უნდა დავიწყოთ. როგორ ფიქრობთ, ეს არაღიარების ტენდენციაა თუ უბრალოდ სხვა არგუმენტი არ არსებობს?

- მმართველ ძალას ამ პროცესთან მიმართებაში აქვს ერთი სისუსტე და ერთი უპირატესობა. უპირატე-სობაში იგულისხმება ის, რომ მმართველი ძალა ამ შედეგებზე არ საუბრობს და შედეგებს არჩევნებით აჩვე-ნებს. მაგალითად, რაც ვნახეთ 2012 წელს, როცა კვლევაში ნდობა 30%-მა გამოუცხადა, ხოლო ხმა 60%-მა მისცა. რაც შეეხება სისუსტეს, ეს უკვე სხვა მიზეზითაა განპირობებული. ამგვარი მაჩვენებლების ანალიზი პოლიტიკოსებში არ ხდება, ამიტომაც, როგორც წესი, პოლიტიკური აქ-ტორები მას ხელისუფლების წინააღმდეგ იყენებენ, როცა აქცენტს მმართველი ძალის დაბალ რეიტინგზე აკეთე-ბენ. ამ დროს კი მათ გარდა არჩევნების შედეგისა, სხვა დასაპირისპირებელი არგუმენტი არ აქვთ, ამიტომაც ამ შემთხვევაში ხელისუფლებას უფრო სისუსტის გამოვლენა უწევს, რადგან რიცხვებს ვერაფერს ვერ უშვრება.

- დაბოლოს, უახლოეს დღეებში პრეზიდენტი პარლამენტში ანგარიშით წარსდგება. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია, მისი გამოსვლა დებატების ფორმატში გაგრძელდეს?

- მნიშვნელოვანი შეიძლება ორი ასპექტით იყოს. პირველი – იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი პოლიტიკაში დარ-ჩენას აპირებს, მან ეს ტრიბუნა და დებატები უნდა გამოიყენოს. მეორე, მმართველი პარტია მას ვეტოებს თუ წამოაძახებს, თუმცა ამ შემთხვევაში პრეზიდენტს უფრო მეტი ხელსაწყო აქვს მმართველი ძალის გასაკრიტიკებლად, რადგან ის აღმას-რულებელ ხელისუფლებას არ წარმოადგენს.

„ახალი თაობა“, 05 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „გიორგი მარგველაშვილმა მთავრობა თავის მართლების რეჟიმში გადაიყვანა“ // „ქართულმა ოცნებამ რეფერენდუმზე რომ გაიტანოს პრეზიდენტის არჩევის საკითხი, წააგებს

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტიკური დებატების მნიშვნელობაზე საუბრობს.

- ბატონო სოსო, პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით მიმართავს პარლამენტს. მიმართვის შემდეგ ის პოლიტიკურ დებატებს ითხოვს, რასაც საპარლამენტო უმრავლესობა კონსულტაციების შემდეგ დათანხმდა. ასეთი მნიშვნელობა აქვს დებატებს?

- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პოლიტიკა დებატების გარეშე, უბრალოდ, არ არსებობს. მე სულ ვამბობ, რომ ადამიანებს ჰქვიათ პოლიტიკოსები, მაგრამ მათ პოლიტიკის არაფერი გაეგებათ. პარლამენტი არის სწორედ ის ადგილი, სადაც უნდა იმართებოდეს პოლიტიკური დებატები. დებატების გარეშე კი პოლიტიკა, უბრალოდ, არ არსებობს.

- კახა კალაძემ თქვა, არაფერი გვაქვს პრეზიდენტთან სადებატოო?

- როგორ არა აქვთ, ყველა წინადადებაში ეწინააღმდეგებიან, არაფერში არ ეთანხმებიან და სადისკუსიო როგორ არა აქვთ?! რა თქმა უნდა, აქვთ. პრეზიდენტმა რომ თქვას, დღეს კარგი ამინდია, მთავრობა ორ წუთში განცხადებით უპასუხებს, არა, წვიმს და ჭექა-ქუხილია. გიორგი მარგველაშვილმა მთავრობა თავის მართლების რეჟიმში გადაიყვანა. ეს უკვე პრეზიდენტისთვის სერიოზული პლუსია. მინისტრთა კაბინეტი, უმრავლესობა იძულებულია საპასუხო აქტები შეიმუშაოს, თავის მართლების პოზიციაში ჩადგეს. მაგალითად, პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს, პარლამენტი უმალ ხსნის, ისე, რომ არც კი დაფიქრდება ხოლმე. აქედან გამომდინარე, ამ ფონზე, რა თქმა უნდა, პარლამენტში დებატები წინ გადადგმული ნაბიჯია ნამდვილად. თუმცა, ნახეთ, რა ფორმატს სთავაზობს უმრავლესობა: ბოლო სიტყვა ჩვენ გვეკუთვნის! ეს ხომ სასაცილოა. პოლიტიკურად სტიგმების დონეზე მყოფი ადამიანებისთვის არის ეს განკუთვნილი და სხვა არავისთვის. პოლიტიკურ დებატებს იგებ ან აგებ. რა მნიშვნელობა აქვს, ბოლო სიტყვა ვისი იქნება. თუმცა, პოლიტიკურად გაუნათლებელი ადამიანისთვის, რასაკვირველია, დამაჯერებელია ბოლო სიტყვა. თუმცა, გეტყვით, როდის არ იყო დებატები და, საერთოდ, რომელ ქვეყნებში არის პოლიტიკური დებატები და რომელში – არა. მაგალითად, საბჭოთა კავშირში არასდროს არ იყო დებატები. მახსოვს, ერთხელ, თავის თავს უფლება მისცა ხრუშჩოვის ფავორიტმა შოლოხოვმა, რომ თევზის მრეწველობის მინისტრი გაეკრიტიკებინა. ამ კრიტიკას კი წინ გრძელი მობოდიშება უძღოდა. დებატები იმართება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, ნახეთ რა ხდება დიდი ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

- როგორ ფიქრობთ, საპარლამენტო უმრავლესობა ახლა რატომ არის თანახმა პოლიტიკურ დებატებზე?

- გასული წლებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ ლიდერები მიხვდნენ, რომ მათ ძალიან წამგებიან პოზიციაში აყენებთ პრეზიდენტი, როდესაც დისკუსიას სთავაზობს და ამაზე ისინი უარს ამბობენ. შარშან უფრო დამაჯერებლად გრძნობდა თავს უმრავლესობა, როგორც ჩანს. წელს ნაკლებად აქვს თვითდაჯერებულობა.

- აირაის სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, პრეზიდენტი მარგველაშვილი პოლიტიკოსთა ოთხეულში პირველ პოზიციაზეა. როგორი შეიძლება იყოს მარგველაშვილის პოლიტიკური პერსპექტივები?

- პრეზიდენტს პოლიტიკური გეგმები რომ აქვს და პენსიაზე არ აპირებს გასვლას, ეს ცხადზე უცხადესია. გიორგი მარგველაშვილს დიდ პოლიტიკაში დარჩენისთვის ყველაფერი ხელს უწყობს. დაწყებული ასაკით, განათლებით, პოლიტიკური მომზადების დონით და პოლიტიკური ალღოთი დასრულებული. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია დიდ პოლიტიკაში, მე ორღობის პოლიტიკაზე არ ვსაუბრობ. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკაში _ რეიტინგი აქვს. რაღაც უჩვეულო და რთულად დასაჯერებელი იქნებოდა, რომ ამ რეიტინგის პოლიტიკოსი, მე ვიტყოდი პოლიტიკისთვის ასე მზადმყოფი, მშვენიერ ფორმაში მყოფი, დიდი პოლიტიკიდან ასე უცებ წასულიყო. ეს უფრო გასაკვირი იქნებოდა. ამიტომ გამორიცხულია, ერთი ვადის ამოწურვის შემდეგ პრეზიდენტი მემუარების საწერად სახლში წავიდეს.

- ვინ შეიძლება მისი კონკურენტები იყვნენ თუ მეორე ვადით იყარა კენჭი? საუბარია კახა კალაძეზეც, ირაკლი ღარიბაშვილზეც.

- კახა კალაძემ უკვე გარკვევით თქვა, რომ მე პენსიაზე გასვლას არ ვაპირებო. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პენსია იგულისხმა, რომ პრეზიდენტს არაფერი უფლებები არა აქვს და ეს თანამდებობა პენსიონერისთვის არის განკუთვნილიო, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს კანდიდატი, ამ განცხადებით კალაძემ მას დასცინა. დასცინა „ქართული ოცნების“ კანდიდატსაც და ოპოზიციის კანდიდატსაც. მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ახალგაზრდაა, კახა კალაძემ უთხრა, თუ იყრი კენჭს, პენსიაზე მიდიხარო. როგორც ვხედავთ, პოლიტკორექტულობის მხრივ კახა კალაძემ ამ განცხადებით თავისი თანაგუნდელიც კი არ დაინდო. რაც შეეხება პირდაპირი არჩევნებიდან ირიბ არჩევნებზე გადასვლას, ამ საკითხზე მინდა ვთქვა, რომ ამ გზით მიდის სომხეთიც, მაგრამ სომხებმა გვაჯობეს. მათ რეფერენდუმი ჩაატარეს ამ საკითხზე და ისე მიიღეს გადაწყვეტილება პირდაპირი არჩევნებიდან ირიბზე რომ გადასულიყვნენ.

- თქვენ ამბობთ, რეფერენდუმი ჩატარდეს?

- რა თქმა უნდა, რეფერენდუმი ყველაზე დიდი დემოკრატიაა. ხელისუფლება ამ დროს ხალხს ეკითხება, რა და როგორ? მაგრამ ხელისუფლებამ რეფერენდუმი რომ ჩაატაროს, წააგებს და ამიტომ არ გამოაქვს რეფერენდუმზე. სომხეთში სწორედ რეფერენდუმით განსაზღვრეს ეს საკითხი ორი წლის წინ, რაც აბსოლუტურად დემოკრატიული ნაბიჯია. `ქართულ ოცნებას~ შეეძლო 2013 წელს, 2014 წელს გაეტანა ეს საკითხი და ამ რეფერენდუმს აუცილებლად მოიგებდა, მაგრამ მაშინ, როგორც ჩანს, საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა და, კონკრეტულად, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები არ იდგა დღის წესრიგში.

„ახალი თაობა“, 05 აპრილი, 2017 წელი

გიორგი კვირიკაშვილი რამდენიმე დღეში გადადგება?

რა ინფორმაცია მიაწოდეს მინისტრის ყოფილ მოადგილეს მთავრობიდან

მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, პრემიერის გარდა, თანამდებობას კიდევ რამდენიმე მინისტრი დატოვებს. „მე მთავრობიდან მომაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კვირიკაშვილის წასვლა გადაწყვეტილია და ის თანამდებობას რამდენიმე დღეში დატოვებს“, – ამბობს „ახალ თაობასთან“ საუბარში ბრეგაძე. მისი თქმით, სამთავრობო კარუსელი ქვეყანაში არსებული კრიზისის გადასაფარად დატრიალდება: „თითქმის ყველა სფეროში არის კრიზისი. საიდანაც მხოლოდ ერთი გამოსავალია _ მთავრობა უნდა შეიცვალოს. გიორგი კვირიკაშვილთან ერთად თანამდებობას მინისტრთა კაბინეტის კიდევ რამდენიმე წევრი დატოვებს. ამით ხალხის ყურადღებას ცოტა ხნით სხვა საკითხზე გადაიტანენ“.

სანდრო ბრეგაძე არ აკონკრეტებს იმ მინისტრების ვინაობას, რომლებიც, შესაძლოა, კვირიკაშვილს გაჰყვნენ. „რაღაც ინფორმაციები, ბუნებრივია, მაქვს, მაგრამ გვარების დასახელებისაგან მაინც თავს შევიკავებ. მთავრობაში ვინც არ უნდა შეიცვალოს, სიტუაცია იგივე დარჩება. მთელი მინისტრთა კაბინეტიც რომ გადახალისდეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება. ამიტომაც არ ვასახელებ გვარებს“, – ამბობს მინისტრის ყოფილი მოადგილე. როგორც თავად განმარტავს, მისთვის იმ ადამიანის შესახებაც არის ცნობილი, რომელმაც შეიძლება გიორგი კვირიკაშვილი შეცვალოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს შეიძლება დიმიტრი ქუმსიშვილი ან გიორგი გახარია იყოს. არის სხვა ვერსიაც: ამბობენ, რომ პრემიერის პოსტზე შესაძლოა პატარკაციშვილებთან დაახლოებული ირაკლი რუხაძე ვიხილოთ.

ირაკლი რუხაძის კანდიდატურას სანდრო ბრეგაძე გამორიცხავს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ მომავალი პრემიერი მთავრობის წევრია: „ეს ადამიანი მინისტრთა კაბინეტის წევრია. გეტყვით იმასაც, რომ გიორგი კვირიკაშვილისგან განსხვავებით, ის ამბიციური ადამიანია“, – აღნიშნავს სანდრო ბრეგაძე. მისი თქმით, მომავალ პრემიერს თავისი ამბიციები დიდად ვერ წაადგება და ქვეყნის მმართველი ვერ გახდება. ამის მიზეზად კი შემდეგ გარემოებას ასახელებს: „გიორგი კვირიკაშვილს ქვეყნის მართვის არც ამბიცია და არც სურვილი არ ჰქონია. მისი სავარაუდო შემცვლელი ამბიციური ადამიანია, მაგრამ ისიც ვერაფერს შეცვლის. აქ გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს. პრემიერსა და მინისტრებს ბაღის გამგის დანიშვნასაც არავინ ეკითხება“.

მინისტრის ყოფილი მოადგილე არც იმას გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილისა და მისი გუნდის გაშვება გადაიფიქროს. ამას თქმის საფუძველს კი მთავრობის წევრად ყოფნისას მიღებული გამოცდილება აძლევს: „რამდენიმე წელი ვიყავი მთავრობის წევრი და კარგად ვიცი აქაური შიდა სამზარეულო. ხშირად ყოფილა, რომ თითქმის გადაწყვეტილი საკითხი ბოლო მომენტში შეუცვლიათ. არ გამოვრიცხავ, კვირიკაშვილის შემთხვევაშიც იგივე მოხდეს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ შეეცვლება ხასიათი ივანიშვილს“.

————-

თვით ხელისუფლებაში კი მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე არ საუბრობენ, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ეს აბსურდია და გიორგი კვირიკაშვილი არსად წავა, ოპოზიციის ნაწილი კი სამთავრობო კარუსელს აღდგომის შემდეგ ელოდება.

„ახალი თაობა“, 05 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „თუ ქვეყანაში სიტუაცია არ შეიცვალა, თბილისის მერად დასვამენ იმას, ვინც ბიძინა ივანიშვილს უნდა“ // „ჩვენთან საზოგადოების მენტალობის კრიზისია

თვითმმართველობის მომავალ არჩევნებსა და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს თამარ ჩხეიძეს

- პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ დედაქალაქის მერობის შანსი უფრო დამოუკიდებელ კანდიდატებს აქვთ, ვიდრე პარტიულ კანდიდატურებს...

- დამოუკიდებელ ანგარიშგასაწევ ფიგურებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ არჩევნებში შანსი, თუ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება რადიკალურად შეიცვალა. თუ ქვეყანაში სიტუაცია არ შეიცვალა, თბილისის მერად დასვამენ იმას, ვისაც „ქართული ოცნება“ წამოაყენებს. უფრო ზუსტად იმას, ვინც ბიძინა ივანიშვილს უნდა. ამ ხელისუფლებაში გადაწყვეტილებებს ეს ერთი კაცი იღებს.

- რადიკალურად ვითარების შეცვლაში რა იგულისხმება?

- ბიძინა ივანიშვილისათვის მართვის საშუალების ჩამორთმევა. თუ ის ამ ბერკეტს დაკარგავს, მერის არჩევნებში გამარჯვების შანსი ექნებათ დამოუკიდებელ ავტორიტეტულ და ცნობილ ადამიანებს.

- ბოლო დროს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში პარტიული ლიდერების კრიზისია..

- პარტიულ ლიდერებს ცალკე არ გამოვყოფდი. ჩვენთან დიდი ხანია, არსებობს საზოგადოების მენტალობის კრიზისი. ესაა საღი აზრის, ადეკვატურობის, პრინციპულობის, მოქალაქეობრივი პოზიციის დეფიციტი. ეს პრობლემა უკვე ათწლეულებია არის.

- სიდუხჭირემ ამ მხრივ შეცვალა რაიმე?

- ქვეყანაში არსებულმა სიდუხჭირემ ეს პრობლემა უფრო გააძლიერა. ყველა სფეროში მძიმე ფონია შექმნილი. რაც ყველაზე უფრო ცუდია, დამკვიდრებულია თვითნებობა. ამაზე საზოგადოებას რეაქცია არ აქვს. ყველა ადამიანს ვერ მოსთხოვ, ერკვეოდეს პოლიტიკაში, იცოდეს საგარეო პოლიტიკის ნიუანსები, მაგრამ ხომ უნდა გაარჩიოს თავნებობა, რომელიც აშკარაა ჩვეულებრივ ყოფაში!

- კონკრეტულად?

- დღევანდელი საზოგადოების არაადეკვატური პასიურობა იკვეთება იმ მოვლენების მიმართ, რომელიც აჭარასა და გურიაში ხდება. ერთი კაცის ახირების გამო გადათხრილია უშველებელი ტერიტორიები, ხდება გიგანტური ხეების ტრანსპორტირება, რაც აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს ბუნებას. ხალხი ამაზე ადეკვატურად უნდა რეაგირებდეს. ამაზე მასშტაბური განუკითხაობა იყო კულტურის ძეგლის – საყდრისის აფეთქების შემთხვევაში.

- საზოგადოებამ ეს გააპროტესტა...

- საზოგადოების ნაწილი ამას ახლაც აპროტესტებს, მაგრამ ეს არასაკმარისია. ამ რელიეფური საოცრებების გამო ანომალიაში ვართ ჩავარდნილი.

- ადგილობრივი არჩევნებისთვის შეიძლება რამდენიმე ქალაქს ჩამოართვან თვითმმართველი ქალაქის სტატუსი...

- დიახ. ამ ქალაქების მერებს ხალხი აღარ აირჩევს. ეს არ იქნება წინგადადგმული ნაბიჯი. ხელისუფლება ამით ცდილობს უფრო კომფორტული პირობები შეიქმნას.

- ამ იდეის მომხრეები აცხადებენ, რომ ამით შემცირდება ბიუროკრატია, რომელმაც თვითმმართველობას ვერაფერი შემატა...

- ხელისუფლება რომ ხარჯების შემცირებაზე მართლაც ზრუნავდეს, შტატებს ყველგან ასე უთავბოლოდ არ გაზრდიდა და არც ამდენ პრემია-დანამატებს დაარიგებდა. თვითმმართველი ქალაქების შემთხვევაში ხელისუფლებას უნდა, უფრო მეტი კომფორტი შეიქმნას და მეტად გააკონტროლოს სიტუაცია. სხვა ბერკეტებს ამასაც უმატებს.

- ხელისუფლებას ადანაშაულებენ იმაშიც, რომ არ ცვლის საარჩევნო სისტემას...

- ამის ნიშნები ჩანს. პრეზიდენტის არჩევის წესს, სავარაუდოდ, არა 2018 წლისთვის, არამედ, მომავალი არჩევნებისათვის შეცვლიან. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არაფერი შეიცვალა. „ქართულ ოცნებას“ არც მაჟორიტარული სისტემა ეთმობა. კიდევ ერთი ძალიან ცუდი იდეაა გადაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასული პარტიისათვის მიცემა. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ხელისუფლება პოზიციების დათმობას არ აპირებს. მას უნდა, მინიმალური მხარდაჭერით ჰქონდეს უმრავლესობა პარლამენტში და კონტროლი ყველაფერზე. მათ შორის, პრეზიდენტზე. პრეზიდენტი უნდა იყოს ივანიშვილის მიერ მართული. ასეთი გეგმები აქვთ, თუმცა, არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები.

- იგეგმება საპარლამენტო მმართველობის შემოღება. ასეთი სისტემის დროს ძლიერი პარტიები არ უნდა არსებობდნენ?

- თქვენ, ალბათ, კლასიკურ პარტიებს გულისხმობთ. კლასიკურ პარტიებს საქართველოში ხელი არ ეწყობა. ზოგი პარტია ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, ზოგი – გარე ძალებზე. მრავალპარტიულობას ფასადური ფორმა აქვს. ბუნებრივია, საპარლამენტო მმართველობის დროს უნდა არსებობდნენ კლასიკური ტიპის პარტიები.

- მათი არარსებობისას მომავალ პარლამენტში შეიძლება 1 ან 2 პარტია მოხვდეს...

- თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა და არანაირი ცვლილება არ მოხდა, ასეც იქნება. საერთოდ მეეჭვება, რომ ნამდვილი დემოკრატია ასე ადვილად და მალე დამყარდეს.

„ახალი თაობა“, 05 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ ზვიად კუპრავასთან: „მალე ჩრდილოეთ კორეას დავეწევით“ // „დანაშაულის გახსნის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ევროპაშიც კი არ არის

რატომ არ ენდობიან დანაშაულის გახსნის სტატისტიკას, გაიზარდა თუ არა კრიმინალი, მალავდა თუ არა წინა ხელისუფლება დანაშაულს, რით შეიძლება ვაჯობოთ ჩრდილოეთ კორეას? ამ თემებზე „ახალ თაობას“ სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ესაუბრება.

- ინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანაშაულის გახსნის სტატისტიკას უნდობლობა გამოუცხადეთ. რატომ არ ენდობით ამ მაჩვენებელს?

- ეს სტატისტიკა სრული სისულელეა. ვინც ამაში ვერ ერკვევა, შეიძლება ეს დაიჯეროს, მაგრამ, ვისაც ამ საქმესთან რაიმე შეხება ჰქონია, მისთვის ეს მაჩვენებელი სასაცილოა. დანაშაულის გახსნის ასეთი მაჩვენებელი ევროპაშიც კი არ არის. გასულ წელს 67%-იანი მაჩვენებელი დაწერეს. მერე ვიღაც მიხვდა ხელისუფლებაში, რომ ეს მაგარი სისულელე იყო და წელს ეს მაჩვენებელი 10%-ით შეამცირეს. ასეთი მაღალი მაჩვენებელი დედამიწაზე შეიძლება მხოლოდ ჩრდილოეთ კორეას ჰქონდეს. ჩრდილოეთ კორეაში ისიც სჯერათ, რომ მათი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ფეხბურთში და მზეზე ადამიანი დასვეს.

- ჩრდილოეთ კორეა ახსენეთ და იქ დანაშაულის გახსნის რა მაჩვენებელია?

- 75-80%. დანაშაულის გახსნის ასეთი მაჩვენებელი, უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს. მათი მაჩვენებლის მსგავსად, ჩვენიც დაუჯერებელია.

- თქვენი აზრით, საქართველოში დანაშაულის გახსნის რეალური მაჩვენებელი როგორია?

- ასე 17-20% იქნება. ეს, შეიძლება, ვიღაცას დაბალ ციფრად მოეჩვენოს, მაგრამ ნორმალურია. დანაშაულის გახსნის ასეთივე მაჩვენებელია ევროპის ბევრ ქვეყანაში.

- წინა ხელისუფლების დროს როგორი იყო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი?

- გახსნის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ვანო მერაბიშვილს ჰქონდა 47%. მაშინდელი კრიმინოგენური ვითარება დღევანდელისგან მკვეთრად განსხვავდება. წინა ხელისუფლება, შეიძლება, ბევრი რამის გამო ვაკრიტიკოთ, მაგრამ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მაშინ კრიმინალები ასე თავისუფლად ვერ თარეშობდნენ. თავიდან წინა ხელისუფლებასაც გაუჭირდა კრიმინალის ალაგმვა, მაგრამ შეძლეს. კრიმინალმა კლება 2006 წელს დაიწყო. 2010-2012 წლებში კრიმინალი, პრაქტიკულად, მინიმუმამდე იყო დაყვანილი.

მერე შეიცვალა ხელისუფლება, გაიზარდა კრიმინალი და გაიზარდა მისი გახსნის მაჩვენებელი. ჭიკაიძის მინისტრობის დროს კრიმინალის გახსნის მაჩვენებელი სულაც 110% იყო. აქ მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს: თუ ასეთი გენიოსი იყო ეს ადამიანი და დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი ასე გაზარდა, რატომ გაუშვეს თანამდებობიდან? ყოფილიყო შს მინისტრი და ებრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ. მას ძალიან კარგად ვიცნობ და პიროვნულად კარგი ადამიანია, მაგრამ, როგორც მინისტრი, უვარგისი იყო. ამ სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 2012 წელთან შედარებით, ყველა სახის დანაშაული მკვეთრად არის შემცირებული.

- ზემოთ თქვით, რომ დანაშაულის გახსნის ასეთი მაჩვენებელი ევროპაშიც კი არ არის. იქ როგორია საშუალო მაჩვენებელი?

- ევროპაში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი არის დაახლოებით 40%. ჩვენ რა ტექნოლოგიები დავნერგეთ ამ ქვეყანაში, რომ ევროპასაც გავასწარით, ამერიკასაც და გეზი ჩრდილოეთ კორეისკენ გვაქვს აღებული? ასე თუ გაგრძელდა, 2018 წელს უკვე ფხენიანსაც ვაჯობებთ.

- გასაგებია, რომ სხვა ქვეყნებში ასეთი დანაშაულის გახსნის მაღალი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ, ხომ შეიძლება, ჩვენთან მართლაც წარმატებით იხსნებოდეს დანაშაული?

- ასეთი მაღალი მაჩვენებელი რომ გვქონდეს, მაშინ გამომძიებლებად სულ კონან დოილები უნდა გვყავდეს. ამასთან, მე არ გამოვრიცხავ, რომ შსს-მ მართლაც ამდენი დანაშაული გახსნა. კითხვები გახსნის მაღალ მაჩვენებელთან მაქვს და ისიც ვიცი, რატომაც დაჯდა ასეთი მაღალი პროცენტი. ეს იმის ბრალია, რომ დანაშაული არ რეგისტრირდება, თუ მას გახსნის პერსპექტივა არ აქვს. მაგალითისთვის, ვთქვათ 112-ზე შემოდის მოქალაქის შეტყობინება, რომელსაც მოჰპარეს ტელეფონი. ამ დანაშაულის გახსნის შესაძლებლობა მინიმალურია. ეს ძალიან კარგად იციან განყოფილებებში. საქმეებს, რომელთა გახსნის პერსპექტივაც დაბალია, უბრალოდ, არ არეგისტრირებენ. რეგისტრაციაში ძირითადად ისეთ საქმეებს ატარებენ, რომელთა გახსნაც უფრო ადვილია. აი, ამით იწევა გახსნის მაჩვენებელი და ასე დაჯდა ასეთი მაღალი პროცენტი.

კიდევ რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ ამასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში ოჯახს მოჰპარეს 7 სული ცხენი. მათ ამის შესახებ პოლიციაში განაცხადეს, იქ კი უთხრეს, ეს ცხენები მგლებმა შეგიჭამესო და დანაშაულად არ დაარეგისტრირეს. მგლების წინააღმდეგ საქმე როგორ უნდა აღძრულიყო?

დაახლოებით ორი თვის წინ ინციდენტი მოხდა ჩემს კორპუსთან. კორპუსის შესასვლელ ეზოში გვაქვს დიდი შლაგბაუმი – საკმაოდ მყარი რკინის კონსტრუქცია. ვიღაც უცხო ადამიანი, ეტყობა, ღამე ვერ შემოვიდა, გაბრაზდა და ეს კონსტრუქცია დაამტვრია. დილით, როცა ეს ყველაფერი დავინახეთ, გამოვიძახეთ პატრული. პატრულს მოჰყვა განყოფილება. გამომძიებლები ოქმს შემდეგნაირად ავსებდნენ: წუხელ ქარი იყო და ქარი გატეხდა ამასო. მე ეს გავაპროტესტე და, საბოლოო ჯამში, ისე შევადგენინე ოქმი, როგორც საჭირო იყო. ყველგან კომპეტენტური ადამიანები ხომ არ იქნებიან. კომპეტენცია ერთია და მეორეა რიდი. ყველას არ შეუძლია, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიოს.

პოლიციელებსაც მოქალაქესთან გამოკითხვის ოქმი ისე მიჰყავთ, რომ დანაშაულის ნიშნებს არ კვეთენ და შემდეგ ჩამოწერისკენ მიჰყავთ. როდესაც ყველა დანაშაული დარეგისტრირდება, მაშინ გახსნის მაჩვენებელი ასეთი მაღალი, ბუნებრივია, აღარ იქნება.

- წინა ხელისუფლების დროს ყველა დანაშაული ტარდებოდა რეგისტრაციაში? ქართული ოცნებაამბობს, რომ მაშინ დანაშაული იმალებოდა...

- ჩვენ გვქონდა ასეთი დავალება, რომ ყველა დანაშაული გაგვეტარებინა რეგისტრაციაში და ოქმში ჩაგვეწერა ის, რასაც მოქალაქე გვეუბნებოდა. დანაშაულის გახსნის ზუსტი სტატისტიკა მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჯდება. მივმართავ შსს-ს ხელმძღვანელობას, ცოტა სერიოზულად მიუდგნენ ამ სტატისტიკას. ამის გამო, შესაძლოა, ჩვენი ევროპელი მეგობრების დასაცინები გავხდეთ. პოლიცია მათთანაც არის და მათაც იციან, დანაშაულის გახსნის რა მაჩვენებელია. დანაშაულის სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს აღმოვაჩენთ. 2000-2003 წლებში დანაშაულის მაჩვენებელი ძალიან დაბალია.

- რანაირად? მაშინ ხომ ადამიანების გატაცებაც კი ჩვეულებრივი მოვლენა იყო...

- მაშინ ქვეყანა მართლა კრიმინალს მიჰქონდა, იმაზე უარესი ვითარება იყო, ვიდრე ახლაა. საქმე ის არის, რომ მაშინ ძარცვა ღირდა 500 დოლარი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანს ძარცვაზე დააკავებდნენ, მას 500 დოლარს გადაახდევინებდნენ და გაუშვებდნენ. შესაბამისად, დანაშაულის დარეგისტრირება არ ხდებოდა. ამიტომაც იყო დანაშაულის მაჩვენებელი ასეთი დაბალი. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ შსს-მ დაიწყო დანაშაულის აღრიცხვა, რასაც დანაშაულის რიცხოვნობის მკვეთრი ზრდა მოჰყვა. დანაშაულმა კლება, როგორც უკვე გითხარით, 2006 წლიდან დაიწყო. დანაშაული მაშინაც ხდებოდა, მაგრამ ეს საზოგადოებისთვის შემაწუხებელი და ქვეყნისთვის სახიფათო არ ყოფილა.

დანაშაულის ზრდაზე არანაკლებ პრობლემატურად მიმაჩნია მოქალაქეებისთვის ნარკოტიკების ჩადება. ამ სენზე, სამწუხაროდ, ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ თქვა უარი. ჩვენ დაწყებული გვაქვს კამპანია „არა ჩადებას“. ამ კამპანიის წევრებმა მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც ჩადებას მთლიანად გააუქმებს.

ჩვენს კანონპროექტთან დაკავშირებით ახლო მომავალში ყველა საპარლამენტო ფრაქციას შევხვდებით და ყველას აზრს მოვისმენთ. ეს კანონპროექტი დეპუტატებისთვის ერთგვარი ტესტიც იქნება.

„ახალი თაობა“, 05 აპრილი, 2017 წელი

ედუარდ კოკოითი არჩევნების ჩაშლით იმუქრება

ცხინვალში 9 აპრილს არეულობას ელოდებიან

საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ცხინვალის ხელისუფლებამ საგანგებო განცხადება გაავრცელა და მოსალოდნელ არეულობაზე ალაპარაკდა. ერს შემაშფოთებელი ინფორმაცია გენპროკურორმა, შს და უშიშროების მინისტრებმა მიაწოდეს. მათი მტკიცებით, ცხინვალის წინააღმდეგ ძალიან ცუდი და სახიფათო გეგმაა შემუშავებული. ოსი ძალოვნები ამბობენ, რომ ეს გეგმა რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ დაიწერა. გეგმის ავტორი კი მათი ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ყოფილა. ცხინვალის ხელისუფლების თქმით, ეს კაცი ამ კვირის ბოლოს ცხინვალში დიდი არეულობის მოწყობას აპირებს, რომლის მიზანიც საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლაა.

ადგილობრივი უშიშროების სამსახურის შეფის ვიტალი შარგაევის ინფორმაციით, რესპუბლიკა ძალიან სახიფათო კამპანიის ზღვარზე იმყოფება.

„არავინ არ ელოდა, რომ რაღაც კატაკლიზმებს ექნებოდა ადგილი, მაგრამ ეს მოხდა. წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, სანამ მასში კონკრეტული ძალები არ ჩაერთნენ. არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი და რესპუბლიკაში ძალიან შემაშფოთებელი ვითარებაა როგორც პოლიტიკური, ასევე საზოგადოებრივი თვალსაზრისით. ამის თქმის საფუძველს ოპერატიული ინფორმაციაც იძლევა“, – აღნიშნა უშიშროების შეფმა. იგი კატეგორიულად გამორიცხავს თავის თანამშრომლებზე ზეწოლას. მას თუ დავუჯერებთ, ოსი კაგებეშნიკები თავის არჩევანში თავისუფლები არიან.

„მათ არანაირი მითითება არა აქვთ მიცემული თუ ვის უნდა მისცენ ხმა. 9 აპრილს ყველა მივა საარჩევნო უბანზე და იმ კანდიდატს მისცემს ხმას, რომელიც მას მოსწონს“, – აღნიშნავს ვიტალი შარგაევი. მისგან განსხვავებით, ნაკლებად შეშინებული ჩანს შს მინისტრი ახსარ ლავოევი. მისი თქმით, ოპერატიული თვალსაზრისით ვითარება ნორმალურია და რესპუბლიკაში მძიმე დანაშაული არ მომხდარა.

ახსარ ლავოევი პირობას დებს, რომ მისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს. „ექსპრეზიდენტ ედუარდ კოკოითის და მისი მომხრეების მხრიდან ადგილი ჰქონდა არეულობის მოწყობის მცდელობას. მათ რამდენიმე არასანქცირებული აქცია და მსვლელობა მოაწყვეს. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს აქციები მასობრივ არეულობაში არ გადაზრდილიყო“, – ამაყად განუცხადა მედიას სამხრეთელ ოსთა მთავარმა პოლიციელმა.

ახსარ ლავოევი შეწუხებულია იმით, რომ ედუარდ კოკოითი და მისი მომხრეები ხელისუფლების წარმომადგენლებს გამყიდველებს ეძახდნენ და სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ეპითეტებით ამკობდნენ. ლანძღვა-გინებას ისინი ძველ რეჟიმში აგრძელებენ და, როგორც ოსი ძალოვნები ამბობენ, რესპუბლიკის იმიჯს ჩირქს სცხებენ. შს მინისტრის თქმითვე, ეს ადამიანები სრულიად უსაფუძვლოდ ითხოვდნენ მთელი რიგი თანამდებობის პირების, მათ შორის რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის გადადგომას. აღსანიშნავია, რომ კოკოითიმ მაშინ აურია, როცა თიბილოვი მოსკოვში წავიდა პუტინთან შესახვედრად. მისი დაბრუნების შემდეგ ვითარება ოდნავ დალაგდა. ლავოევის თქმით კი, ეს სიმშვიდე მოჩვენებითია. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ედუარდ კოკოითის ძალიან ბნელი ზრახვები აქვს გულში ჩადებული. „ამ ადამიანს იმდენად უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, რომ მზადაა ყველა პროვოკაციაზე წავიდეს. მას ცესკომ სამართლიანად უთხრა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის თავის მომხრეებთან ერთად 9 აპრილს არეულობის მოწყობას და არჩევნების ჩაშლას აპირებს“, – ამბობს შს მინისტრი.

ახსარ ლავოევის ინფორმაციით, ამ მიმართულებით კოკოითი და მისი საძმო-სადაქალო აქტიურად მუშაობენ. „ის თავისი გეგმის სისრულეში მოსაყვანად, ცხინვალსა და რესპუბლიკის სხვა რაიონებში მომხრეებს აქტიურად ეძებს“, – აღნიშნა ახსარ ლავოევმა.

მოსალოდნელ საფრთხეებზე გენპროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმაც ისაუბრა. მას არც ის დავიწყნია, რომ ზოგიერთმა არჩევნების წინ ჩადენილი საქციელით რესპუბლიკას იმიჯი შეულახა. „ყველა ასეთი ქმედება დოკუმენტურად არის დაფიქსირებული. ჩვენ გვაქვს ვიდეო, აუდიო-ჩანაწერები, სადაც ეს ყველაფერ აღწერილია. ამის გამო ყველას მოეთხოვება პასუხი, – განაცხადა ურუზმაგ ჯაგაევმა.

გენპროკურორმა განაცხადა, რომ ის ლმობიერი ადამიანია და არ სურს, ვინმეს მიმართ მკაცრი იყოს, მაგრამ როცა საქმე სამშობლოს ეხება, მაშინ თურმე დაუნდობელი ხდება. მისი თქმით, ხელისუფლება ყველას დასჯის, ვინც არეულობის მოწყობას და არჩევნების ჩაშლას შეეცდება. ძალოვნებმა კი თქვეს, რომ ეს გეგმა რესპუბლიკის გარეთ დაიწერა, მაგრამ არ დაუკონკრეტებიათ, სად მოხდა მისი შედგენა. კოკოითი რუსეთში ცხოვრობს და წესით იქ უნდა შეექმნა ეს შედევრი. და თუ ყველაფერი მართლაც რუსეთში შეიქმნა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას იქაც აწყობს ცხინვალში არეულობა.

ამ დროისთვის ცხინვალსა და მთელ სამაჩაბლოში, რომლისთვისაც 9 აპრილს დაგეგმილ რეფერენდუმზე სახელის შეცვლას გეგმავენ, სიმშვიდეა. ძალოვნები სიტუაციის დაძაბვას 7 აპრილიდან ელოდებიან. ცხინვალში კოკოითის დაკავებასაც არ გამორიცხავენ. ეს ალბათ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ააფრენს ის კაცი ოფოფებს.

რეზონანსი“, 05 აპრილი, 2017 წელი

კვლავ გაურკვეველია, როდის დაიწყება მონიტორინგი ფსოუსა და როკზე

თიკო ოსმანოვა

ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ როდის დაიწყება ტვირთების ბრუნვის მონიტორინგი ფსოუსა და როკის გვირაბთან. რუსეთმა 2011 წლის ხელშეკრულების იმპლემენტაციას მწვანე შუქი აუნთო, მაგრამ ამ დრომდე გაურკვეველია, როდის მოხდება ტექნიკური დეტალების მოგვარება და შვეცარიულ მხარესთან შეთანხმების დოკუმენტურად გაფორმება. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძის თქმით, ინფორმაციას შვეიცარიელი კოლეგებისგან ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ ქართული მხარე შვეიცარიელებისგან ინფორმაციას ჯერ კიდევ მარტის ბოლოს ელოდებოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ამ დრომდე არ მომხდარა. არადა, როგორც ცნობილია, ამ პროცესში შვეიცარიელები უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად ჩაერთვნენ და ცოტა ხნის წინ რუსეთშიც იმყოფებოდნენ.

“ჯერ ახალი არაფერია. ჩვენც ველით შვეიცარიელი კოლეგებისგან ინფორმაციას. ეტყობა, რაღაც პროცესი მიდის. ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ არის,” – განუცხადა “რეზონანსს” ზურაბ აბაშიძემ.

ცნობისთვის: რუსეთსა და საქართველოს შორის 6 წლის წინ მიღწეული შეთანხმება ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რომლითაც კერძო კომპანიის მიერ ვაჭრობაზე საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდება. აღნიშნული ხელშეკრულება რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ გააფორმა. აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად ეს ოფიციალური მოსკოვის მიერ ხელმოწერილი ერთადერთი შეთანხმებაა, რომლითაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. შესაბამისად, ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, მის ამოქმედებას საქართველოსათვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

როგორც ცნობილია, ქართული მხარე ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში აცხადებდა, რომ მათ ყველა დეტალი მზად ჰქონდათ და საბოლოო პასუხს რუსეთისგან ელოდებოდნენ. ამ საკითხზე საუბარი თებერვლის დასაწყისში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორ კარასინს შორისაც შედგა. როგორც მაშინ აბაშიძემ განაცხადა, მოლაპარაკებები დასასრულს მიუახლოვდა და მხოლოდ მცირე ტექნიკური საკითხებიღა დარჩა მოსაგვარებელი.

„ხელშეკრულებაში დეტალურადაა გაწერილი ყველა პარამეტრი, სად, როგორ დადგებიან შვეიცარიელები. ახლა საუბარია იმაზე, რომ უნდა დასრულდეს მოსამზადებელი სამუშაოები და უნდა მოხდეს კონტრაქტზე ხელმოწერა. მესაზღვრები იდგებიან საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ფსოუზე, როკის იქით, ყაზბეგის მიმართულებით საზღვრის ორივე მხარეს, ასევე ჩვენთან – ზუგდიდის რაიონში. ეს ყველაფერი გაწერილია ხელშკერულებაში. თუმცა ძალიან ბევრი ნიუანსია და გამიჭირდება ამაზე საუბარი“, – გვითხრა ზურაბ აბაშიძემ.

მისგან განსხავებით კი თებერვალში სავაჭრო დერეფნის ამოქმედების დეტალებზე რუსმა დიპლომატმა ვრცლად ისაუბრა.

გრიგორი კარასინი ამბობს, რომ ლაპარაკია სამი დერეფნის ამოქმედებაზე; უფრო კონკრეტულად კი, კარასინის თქმით, სოჭთან ახლოს გაკეთდება ერთი დერეფანი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს გაივლის და ზუგდიდთან გაჩერდება; მეორე დერეფანი სტარტს ჩრდილოეთ ოსეთში სოფელ ნართან აიღებს, გაივლის ოკუპირებულ ცხინვალს და გორში დასრულდება; მესამე “საბაჟო პუნქტის” ამოქმედებას კი რუსული მხარე ყაზბეგში, ზემო ლარსთან გეგმავს. თუმცა კარასინი აქვე განმარტავს, რომ მხარეები ზუსტ კოორდინატებზე უნდა შეთანხმდნენ. „ჩვენ მზად ვართ, ეს გავაკეთოთ, მიღწეულია სერიოზული პროგრესი პრაქტიკული განხრით. ახლა გავაგრძელებთ მოქმედებას იმ მიმართულებით, რომ ყველაფერი ამუშავდეს“ – განაცხადა მაშინ გრიგორი კარასინმა. მისივე თქმით, აღნიშნული ხელშეკრულების ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო ურთიერთობების გამარტივებას.

კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე კი ამ ხელშეკრულებაში მხოლოდ პოლიტიკურ შედეგს ხედავს. „მონიტორები დადგებიან აფხაზეთის ზონაში, რუსეთის და ასევე “სამხრეთ ოსეთის” მიმდებარე ტერიტორიაზე. ხელშეკრულების მიხედვით, ყველა ტვირთი, რომელიც უნდა შევიდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ექვემდებარება შემოწმებას. მაგრამ ჩვენ ამით მხოლოდ პოლიტიკური ქულები დავიწერეთ, თორემ ობიექტურად რომ გითხრათ, ამას რაიმე განსაკუთრებული შედეგი არ ექნება. უბრალოდ პოლიტიკურად ხაზი გაესმება, რომ ტერიტორიები არის უკანონო და აქედან გამომდინარე ახორციელებენ ტვირთების შემოწმებას. მაგრამ ეს ეხება მხოლოდ საავტომობილო ტვირთს. მართალია, ცხინვალში სხვა გზით ტვირთი ვერ მოხვდება, მაგრამ აფხაზეთის შემთხვევაში ეს არ ეხება საკრინიზგო ტვირთს.

„რუსულ პრესაში წერენ, რომ რუსეთს-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც ტყუილია. ამას მთვარი, პოლიტიკური დატვირთვა აქვს. რუსეთს არ უნდა უბრალოდ ამის გამოაშკარევება და ამაზე ხაზგასმა. ქართულ მხარეს კი ზუსტად ეს სჭირდება,” – გვითხრა მამუკა არეშიძემ.

Comments are closed