«Deutsche Welle» (გერმანია): როგორ ახდენს გავლენას რუსეთი მეზობელი ქვეყნების საზოგადოებრივ აზრზე // „კრემლი აქტიურად იყენებს თავის სასარგებლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“
«RFE//RL//Радио Свобода//Кавказ.Реалии» (აშშ): „ჩრდილოეთ კავკასია მეფის მეზობლად?“
«RFE//RL//Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ): მეფე ქართველთა, აფხაზთა, ოსთა…
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): აფხაზები სისხლის აღების ტრადიციას უბრუნდებიან
—————–
«Deutsche Welle» (გერმანია), 21 ივნისი, 2017 წელი
http://www.dw.com/ru/a-39356417?maca=rus-yandex_new_politics_mm-9641-xml
http://www.dw.com/de/russland-drückt-die-richtigen-knöpfe/a-39340415
როგორ ახდენს გავლენას რუსეთი მეზობელი ქვეყნების საზოგადოებრივ აზრზე // „კრემლი აქტიურად იყენებს თავის სასარგებლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“
„ბონში გამართულ Global Media Forum-ზე გერმანელი, პოლონელი და ქართველი ჟურნალისტები მეზობელ ქვეყნებზე რუსული პროპაგანდის გავლენის შესახებ საუბრობდნენ. საქართველოში, სადაც მოსახლეობა მთლიანობაში მხარს არ უჭერს პროკრემლურ რიტორიკას, მოსკოვის გავლენის გამავრცელებელ ერთ-ერთ საშუალებად ქართული მართლმადიდებელი ეკლესია გამოდის“, – ნათქვამია „დოიჩე ველეს“ მიერ გადაცემულ რეპორტაჟში (ავტორები – რომან კუჩერენკო და ოლღა კაპუსტინა).
იმ თემატური დისკუსიის ძირითადი არსი, რომელსაც „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტი ჟანა ნემცოვა მოდელირებდა, ქართული მედიის წარმომადგენელმა, «Coda Story»-ს რედაქტორმა ნატალია ანთელავამ ჩამოაყალიბა. გთავაზობთ Global Media Forum-ზე ქართული მასმედიის წარმომადგენლის გამოსვლის შინაარსს:
როგორც ნატალია ანთელავა ამბობს, კრემლს ძალიან კარგი უნარი აქვს მოძებნოს და სათავისოდ გამოიყენოს საჭირო ადამიანები. კრემლი „საჭირო ღილაკებით“ მანიპულირებს და ისეთ ინფორმაციებს ავრცელებს, რომელიც დიდ რეზონანს იწვევს საზოგადოების სხვადასხვა წრეებში.
საქართველო არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, რადგანაც თბილისი მათ საკუთარ ტერიტორიად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებად მიიჩნევს. ამ მიზეზით, როგორც ქართველი ჟურნალისტი ამბობს, მოსახლეობა მთლიანობაში მხარს არ უჭერს პრორუსულ რიტორიკას, კავკასიის ამ რესპუბლიკაში სულ უფრო ცოტა ადამიანი საუბრობს რუსულ ენაზე, ბევრი კრემლის წინააღმდეგია, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შემდეგ, მაგრამ ასეთ პირობებშიც კი მოსკოვს აქვს შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს საზოგადოების განწყობაზე. კრემლი ძალიან წარმატებულად ახერხებს მოვლენების ინტერპრეტირებას სხვადასხვა არხების მეშვეობით, როგორებიცაა, მაგალითად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე ტრადიციონალისტური ორგანიზაციები, მაგალითად, საქართველოს მართლმადიდებელი მშობლების კავშირი, რომლებიც თითქმის იგივე ინფორმაციებს იმეორებენ, რომლებიც რუსული მასმედიით გადაიცემა. ამასთან, მათი დამოწმება (მითითება) თითქმის არასოდეს არ ხდება. ასეთი ინფორმაციის ერთ-ერთ ნიმუშად ნატალია ანთელავამ დაასახელა საქართველოში ტრადიციონალისტების მიერ გავრცელებული მითი იმის თაობაზე, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნების ხელისუფლებაში ჰომოსექსუალები და პედოფილები არიანო. შესაბამისად, ყალიბდება ასეთი აზრი – რა გვინდა ისეთ ევროპაში, სადაც მოსახლეობას გეები და პედოფილები მართავენო.
როგორც ნატალია ანთელავამ აღნიშნა, საქართველოში ვრცელდება აგრეთვე რუსული პროპაგანდისტული საშუალებების მიერ შეთხზული მითები უკრაინაში, კერძოდ, დომბასში მომხდარი მოვლენების შესახებ.
«RFE//RL//Радио Свобода//Кавказ. Реалии» (აშშ), 21 ივნისი, 2017 წელი
https://www.kavkazr.com/a/severny-kavrak-po-sosedstu-s-tsarem/28570699.html
„წარმოვიდგინოთ: ჩრდილოეთ კავკასია მეფის მეზობლად“
აშშ-ის რადიო „თავისუფლება-თავისუფალი ევროპის“ რუსულენოვანი სამსახურის – „რადიო სვობოდას“ პროექტ «Кавказ. Реалии»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის შემოღების საკითხზე, გადმოცემულია როგორც რუსი პოლიტოლოგების, ასევე ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მოსახლეობის წარმომადგენელთა თვალსაზრისები (ავტორი – ეკატერინე ფილიპოვიჩი).
მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტ/უნივერსიტეტის („მგიმო“) კავკასიის პრობლემების ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ვადიმ მუხანოვი ამბობს, რომ მონარქიის აღდგენაზე ლაპარაკი საქართველოში ადრეც ყოფილა. „თემა ჟღერდა როგორც ედუარდ შევარდნაძის, ასევე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდშიც და ბევრადაა განპირობებული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად კათოლიკოს-პატრიარქის მემარცხენე რიტორიკით. ვფიქრობ, მას გადაჭარბებულ ყურადღებას უთმობენ… საქართველოში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გამო ხელისუფლება დროდადრო, პერიოდულად უბრუნდება მონარქიის აღდგენის საკითხს, როგორც მეხმარიდს, თუმცა მოსახლეობის ფართო ფენებს ეს საკითხი ნაკლებად აღელვებს. ამით უფრო მეტად დაინტერესებულნი არის მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც ტრადიციული ფასეულობებზე არიან ორიენტირებულნი“, – ამბობს ვადიმ მუხანოვი.
რუსეთის სახალხო მეურნეობის აკადემიის მეცნიერ-თანამშრომელი კონსტანტინ კაზენინი დარწმუნებულია, რომ ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობას საქართველოში მიმდინარე ამბები საერთოდ არ აინტერესებს: „ეს ქვეყანა ჩრდილოკავკასიელი საშუალო სტატისტიკური მოქალაქისათვის უკვე საზღვარგარეთი გახდა. ბიზნესმენებისათვის თურქეთი უფრო მიმზიდველია, ვიდრე საქართველო. თბილისში უფრო ჩრდილოკავკასიელი ინტელიგენციის წარმომადგენლები დადიან – მეცნიერი-ჰუმანიტარები, ჟურნალისტები. მათთვის საქართველო მიმზიდველია პოსტინდუსტრიული ცხოვრების ფორმატით, თუმცა ქვეყნის საშინაო პოლიტიკა არც მათ არ აინტერესებთ“, – ამბობს კონსტანტინ კაზენინი.
რაც შეეხება არაექსპერტულ თავალსაზრისებს:
„მე მონარქიის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ“, – აცხადებს «Кавказ. Реалии»-ის კორესპონდენტთან საუბარში დაღესტნელი სტუდენტი ფატიმათი; „არ ვიცი, რაში გამოიხატება მონარქიის პლუსები საქართველოსთვის, რომელიც ევროპისაკენ მიისწრაფვის, თუმცა ისიც ვერ გამიგია, რითაა საშიში მონარქია“, – ამბობს ანასტასია სედოვა ვლადიკავკაზიდან; „თუ საქართველოში მონარქია აღდგება, მაშინ ეს ფაქტი მთელი კავკასიისთვის საკვირველი იქნება“, – ამბობს მხაჩყალის მცხოვრები, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა.
მაგრამ, მოწინააღმდეგეებთან ერთად, არიან მონარქიის მომხრეებიც:
„მე მონარქიული წყობის მხარდამჭერი ვარ. ამ შემთხვევაში ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მეფე კონსტიტუციით უნდა იყოს შეზღუდული. მხოლოდ ასეთ მონარქიას მივესალმები“, – აღნიშნავს საიდი, დაღესტნის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის სტუდენტი; „მონარქია – რომანტიკაა. ოლიგარქებს მეფე მირჩევნია“, – ასე ფიქრობს დაღესტნის სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი ასიათი.
მახაჩყალელ მხატვარ ზაქარია ზაქარიევს ჩაფიქრებული აქვს დახატოს ბაგრატიონების სამეფო დინასტიის წარმომადგენლების პორტრეტები: „თუ საქართველოშიც ისეთი მონარქია იქნება, როგორც სკანდინავიაში, ეს ძალიან მაგარი იქნება. მთავარია, რომ ქართველებისთვის სასარგებლო იყოს“, – ამბობს ზაქარია.
„რატომაც არა, თუ მონარქია კონსტიტუციური, საპარლამენტო იქნება? მთავარია, რომ მისი ხელისუფლება შეზღუდული იყოს და რომ იგი პარლამენტარების აზრს ეყრდნობოდეს. განუსაზღვრელი ხელისუფლება კარგი არავისთვის არაა“, – უთხრა «Кавказ. Реалии»-ის კორესპონდენტს ამინამ, დაღესტნის უნივერსიტეტის ფილფაკის სტუდენტმა.
სტავროპოლელი მწერალი დიმიტრი პიკალოვი ვარაუდობს, რომ მონარქიის აღდგენაში გარკვეული პოზიტივია ტურისტთა მიზიდვის კუთხით: „ეს ისეთივეა, როგორც, მაგალითად, მარიხუანას ლეგალიზება. დღეს საქართველო მწევლებს იზიდავს და ეს სრულიად გასაგებია. თუ მონარქიაც ტურისტულ ღირსშესანიშნაობად გადაიქცევა, მაშინ, ალბათ, იდეა ცუდი არაა“.
«RFE//RL//Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ), 21 ივნისი, 2017 წელი
https://www.ekhokavkaza.com/a/28571718.html
მეფე ქართველთა, აფხაზთა, ოსთა…
„საქართველოში კონსტიტუციურ მონარქიაზე დაფიქრდნენ“, „საქართველოში მონარქიის რესტავრირებას ცდილობენ“, „ქართული სამეფო კარის ტამაშები“… ასეთი სათაურები აქვს გაზეტებში გამოქვეყნებულ მასალებს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიატრქმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ქვეყანას მეფე მეფე ჭირდებაო. იგი მსგავსი ინიციატივით წინა წლებშიც არაერთხელ გამოსულა, მაგრამ თუ დღემდე ქართული ეკლესიის მეთაურის ეს წინადადება ძირითადად მხოლოდ ღიმილს იწვევდა, ახლა მას მხარი დაუჭირეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა. ვის და რატომ ჭირდება მეფობის აღდგენა, აშშ-ის რადიო „თავისუფლება-თავისუფალი ევროპის“ რუსულენოვანი სამსახურის – „რადიო სვობოდა//ეხო კავკაზას“ ჟურნალისტი ნანა პლიევა ქართველ თეოლოგს ლევან აბაშიძეს და პოლიტოლოგ გიორგი ხუხაშვილს ესაუბრება.
გთავაზობთ ამონარიდებს:
ბატონო გიორგი, რატომ აიტაცა მმართველმა გუნდმა პატრიარქის წინადადება და რას გააკეტებე ისინი [მისი რელიზებისათვის]?
ჩემი აზრით, ეს თვალთმაქცობის კლასიკური შემთხვევაა. ასეთი რამ არარეალიზებულ პოლიტიკოსებს ემართებათ. არსებული პრობლემების ფონზე, რომელთა შესახებ მათ საუბარი არ სურთ, ცდილობენ პატრიარქის ავტორიტეტს მიეტმასნონ. მონარქიის თემა ქართულ საზოგადოებაში ახალი არ არის – პატრიარქს ტავის ქადაგებაში ამაზე ბევრჯერ უთქვამს, მაგრამ ასეთი ტრაგიკომედიური რეზონანსი ადრე არ შეიმჩნეოდა. ვფიქრობ, ეს იმითიცაა გამოწვეული, რომ დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ბევრი მიმართულებით უკვე ჩიხშია შესული, თანაც მიდის კონსტიტუციის ცვლილების პროცესი, რომელიც მათ ჩააფლავეს… ამ დროს კი სრულიად სხვა თემის განხილვა დაიწყეს. გარდაც ამისა, ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა სოციალურ სფეროში… მონარქიის საკითხის განვითარებას არანაირი პერსპექტივა არ აქვს, რადგანაც ჩვენთან კონსტიტუციური მონარქია არასოდეს ყოფილა. ჩვენთან ყოველთვის არსებობდა აბსოლუტური მონარქია, მაგრამ მას შემდეგ საუკუნეები გავიდა, დროში ხანგრძლივი წყვეტა მოხდა. ასე რომ, ამგვარი საუბრები არასერიოზულია. ილაპარაკებენ რამდენიმე დღე და მერე დაავიწყდებათ.
ბატონო ლევან, თქვენი აზრით, რატომ ფიქრობს ქართული ეკლესია ზეციურ საკითხებზე მეტად მიწიერ საკითხებზე? ილია მეორეს მონარქიის აღდგენაზე მართლაც ბევრჯერ უსაუბრია… როგორი მნიშვნელობა აქვს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მეფეს?
აქ მთლიანობაში ეკლესია, ალბათ, არ უნდა ვიგულისხმოთ. ეკლესია მრევლსაც მოიცავს. უბრალოდ, ჩვენი პატრიარქი და რამდენიმე უმაღლესი იერარქი სიმპათიით ეკიდება მონარქიის აღდგენის იდეას. ალბათ, ამაში ნოსტალგიაც ჩანს – ნოსტალგია იმ საქართველოზე, როცა ქვეყანა ძლიერი, განვითარებული, მართლმადიდებელი იყო. კათოლიკოს-პატრიარქი ლაპარაკობს კონსტიტუციურ მონარქიაზე – მისი ვერსიით, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. გარდა ამისა, მონარქია საქართველოს გამთლიანობაშიც შეიძლება დაეხმაროს. ჩვენთან მეფეები ხომ მთლიანი საქართველოს მეფეები იყვნენ, ოსებისაც და აფხაზებისაც.
- ბატონო გიორგი, თქვენ მიიჩნევთ, რომ ასეთი აქტიურობა საეჭვოა? განა ბიძინა ივანიშვილის სანქციის გარეშე დაიწყო ეს საუბრები მონარქიაზე? განა მმართველი პარტიის წევრები მას არ შეუთანხმდნენ?
- არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი ასეთ სპონტანურ, აბსოლუტურად არასერიოზულ აქტიურობას დაეთანხმებოდა. აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკოსების აღტყინება შეაჩერა, რადგან ისინი დილით ერთს გაიძახოდნენ, საღამოთი კი უფრო სერიოზულ თემებზე ალაპარაკდნენ. მოკლედ, რიტორიკა შეცვალეს. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ასეთი სპონტანური მოძრაობები ბიძინა ივანიშვილის სტილი არ არის. მას საერთოდ არ მოსწონს, როცა ეკლესიისა და სამოქალაქო ხელისუფლების ასეთი ინტეგრაცია ხდება.
ვფიქრობ, რომ მათთვის ასეთ თემებზე საუბარი უფრო ადვილია, ვიდრე სერიოზულ, რთულ საკითხებზე. კონსტიტუციაზე ვერაფერს იტყვიან, რადგან პროცესი ჩავარდა… ასევე დისკონფორტულია მათთვის ჟურნალისტ აფგან მუხთარლის შესახებ საუბარი… და ასეთ დროს პატრიარქის, ასეთი ავტორიტეტული ადამიანის ინიციატივაზე ლაპარაკი უფრო კარგია, რადგან მათ კრიტიკოსები არ ეყოლებათ.
- ანუ, ბატონო გიორგი, შეიძლება ითქვას, რომ თემა დახურულია, რადგან რესპუბლიკური წყობის საგუშაგოზე ბიძინა ივანიშვილი დგას? თუ ყველაფერი მაინც შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზეა დამოკიდებული?
- საქმე ბიძინა ივანიშვილში არაა. მე არ ვამბობ, რომ საკითხი დახურულია, რადგან გარკვეული წრეები ამ საკითხზე მსჯელობას მომავალშიც გააგრძელებენ. ამასთან, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ 21-ე საუკუნე რაციონალიზმის ერაა, ანუ სახელმწიფოს წარმატება რაციონალიზმზე გადის, ხოლო უფლის მირონცხებული მეფე რაღაც სასწაულს მოახდენს და ქვეყანას გააერთიანებსა, ეს რეალური პოლიტიკის ჩარჩოებში არ თავსდება. დავუტოვოთ ამ საკითხზე ლაპარაკი იდეის მხარდამჭერებს, მის ლობისტებს. დაე, მათ იმედი ჰქონდეთ. ეს მათი საქმეა და არა სახელმწიფოსი. ჩვენ ახლა აბსოლუტურად კონკრეტული პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი: ჩვენთან მეფობას კი არა, პრეზიდენტობასაც გააუქმებენ და ხელისუფლების მონოპოლიზებას მოახდენენ…
- ჰოდა, ისინიც მეფის სახით მუდმივ პრეზიდენტს გთავაზობენ…
- სინამდვილეში მათთვის არათუ მეფე, არამედ პატრიარქიც ფსევდოავტორიტეტულია. ზემოთ უკვე ვთქვი, რომ მათი მოქმედება წმინდა წყლის თვალთმაქცობაა, როცა საეჭვო სულიერი ღირებულებების მქონე პოლიტიკოსები კათოლიკოს-პატრიარქთან მიდიან და ბრძნული გამომეტყველებით და სრულიად სერიოზულად საუბრობენ მონარქიაზე… პოლიტიკოსებს ასეთი რამ არ ეპატიებათю
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 21 ივნისი, 2017 წელი
https://www.amerikiskhma.com/a/georgia-loud-murders-and-rape-in-occupied-abkhazia/3909906.html
აფხაზები სისხლის აღების ტრადიციას უბრუნდებიან
ზაზა წულაძე
ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაღმაზიების გვარი ჭლოუელი ჯოპუების სისხლის აღებით იმუქრება, თუ უსწრაფესად არ იქნა გამოძიებული: 12 ივნისს, 13 წლის ლ.ჯ-ს შემზარავი გაუპატიურებისა და 17 ივნისს, ლ.ჯ-ს დის, 23 წლის ანჟელა ჯაღმაზიას სასტიკი მკვლელობის ფაქტები. ამ სისხლიანმა ისტორიამ ანკლავში უკვე პოლიტიკური ქვეტექსტიც შეიძინა. გაირკვა, რომ გოგონას გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი, აფხაზთა „პრეზიდენტის“ რაულ ჰაჯიმბას მცველი და მძღოლი 36 წლის ასტამურ ჯოპუაა. გუშინ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.
პედოფილი, რომელმაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე არასრულწლოვან გოგონაზე იძალადა, ამავე დროს, აფხაზთა „სახალხო კრების“ წევრის, პარტია „აინარის“ ლიდერის ალმასხან ჯოპუას ძმაა. ეჭვმიტანილის მამიდა ტალი ჯოპუა აფხაზური „სახელმწიფო ტელევიზიის“ დირექტორია (დაუდასტურებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა), ბიძა „აფხაზთა გმირი“ ასლან კობახია კი „შინაგან საქმეთა მინისტრი“.
ჯაღმაზიების გვარის 100-მდე წარმომადგენელი გუშინ, სოხუმში, ლენინის მოედანზე, გადამწვარი მინისტრთა საბჭოს შენობასთან შეიკრიბა და ჰაჯიმბას „ხელისუფლება“ სასტიკი დანაშაულის ჩაფარცხვის მცდელობაში დაადანაშაულა. ოჯახის ნათესავმა ოთარ ჯაღმაზიამ კერძოდ ბრძანა: „მიხვიდე ავადმყოფ ბავშვთან და ასეთი საშინელება გაუკეთო, ეს დაუჯერებელია, ეს შემზარავია. ამის შემდეგ კიდევ ერთი საშინელი დანაშაული მოხდა, პირდაპირი ზეწოლით, უბედური, ასევე ავადმყოფი მამა ახალ დანაშაულამდე, საკუთარი შვილის მკვლელობამდე მიიყვანეს. საშინელებაა, როცა ამის შემდეგ ამბობ უდანაშაულო ვარო. მთელმა ხალხმა იცის რა მოხდა და ის თურმე უდანაშაულოა. კიდე უფრო საინტერესოა, როცა ძალაუფლების მქონე ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენ დავამტკიცებთ მის უდანაშაულობასო!“
აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „პრეზიდენტ“ რაულ ხაჯიმბას მცველი და მძღოლი, „სახელმწიფო დაცვის სამსახურის“ თანამშრომელი ასტამურ ჯოპუა, 11 ივნისს, გვიან ღამით, სოხუმში, ჯაღმაზიების ოჯახში მთვრალი მივიდა.
ის, თუ რა მოხდა ოჯახში, აღწერილია ანჟელა ჯაღმაზიას ჩვენებაში, რომელიც უკვე ცოცხალი აღარ არის. ცნობილია, რომ ამის შემდეგ, ასტამურ ჯოპუამ ძალის გამოყენებით ჩაისვა საკუთარ ავტომანქანა „იაგუარში“ 13 წლის ლ.ჯ, გაიყვანა სოფელ ქვემო ეშერაში და ყოფილი „ცენტრალური ოლიმპიური ბაზის“ მიტოვებულ ტერიტორიაზე გააუპატიურა. 13 წლის გოგონას ჩვენების მიხედვით, მოძალადემ ის პლასტმასის „ხამუთებით“ მიაბა ხეზე, შემდეგ ყურთან ორჯერ ესროლა, სასტიკად სცემა და გონების დაკარგვის შემდეგ მასზე იძალადა. ღამის ორ საათზე კი უკან სახლში შოკურ მდგომარეობაში დააბრუნა. ლ.ჯ-ს დედამ და დამ გათენებისთანავე, 12 ივნისს, ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს და სოხუმის მილიციაში დანაშაულის შესახებ მაშინვე განაცხადეს, თუმცა ეჭვმიტანილის დაკავება, რომელიც „შსს მინისტრის“ ახლო ნათესავი აღმოჩნდა, 17 ივნისამდე „ვერ მოხერხდა“.
ჯაღმაზიების თქმით, ხუთი დღის (12-17 ივნისი) მანძილზე, სანამ ასტამურ ჯოპუა სოხუმის მილიაციას „ჩაბარდებოდა“, მისი ძმა, „დეპუტატი“ ალმასხან ჯოპუა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაზარალებული ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ.
ამავე პერიოდში, „გაირკვა“, რომ ეჭვმიტანილს თითქოს „სახელმწიფო დაცვის სამსახური“ ჯერ კიდევ ამ ტრაგიკულ შემთხვევამდე, 8 ივნისს, “საკუთარი სურვილით” დაუტოვებია და მას “პრეზიდენტ” რაულ ხაჯიმბასთან “აღარაფერი აკავშირებს”.
17 ივნისის საღამოს, მას შემდეგ, რაც ასტამურ ჯოპუა მილიციას ჩაბარდა და განაცხადა, რომ სრულიად უდანაშაულოა, სოხუმთან ახლოს, სოფელ ბესლეთში, ლ.ჯ-ს და, 23 წლის ანჟელა ჯაღმაზია მოკლეს. მას მამამისმა რობერტ ჯაღმაზიამ ესროლა და მიიმალა.
მოკლულის ნათესავები ამბობენ, რომ „დეპუტატი“ ალმასხან ჯოპუა მანამდე რობერტ ჯაღმაზიას ხუთჯერ შეხვდა და დაარწმუნა, რომ მისი უმცროსი ქალიშვილის ლ.ჯ-ს გაუპატიურების “ორგანიზებაში” ბრალი, თითქოს უფროსს ქალიშვილს, „მსუბუქი ყოფაქცევის“ ანჟელა ჯაღმაზიას მიუძღოდა.
მოკლულის ახლო ნათესავის რადა ჯაღმაზიას თქმით, ჯოპუები რობერტ ჯაღმაზიას გამუდმებით უმეორებდნენ, რომ აუცილებელი იყო სირცხვილი გვარისთვის, აფხაზური წესით, “სისხლით ჩამოერეცხა”, ანჟელა ჯაღმაზიას მკვლელობით კი მნიშვნელოვანი მოწმე მოიშორეს: „დეპუტატმა ალმასხან ჯოპუამ უბედური მამის პროვოცირება მოახდინა. იგი ცოლს გაშორებული იყო და ოჯახთან ერთად არც ცხოვრობდა. იქამდე მიიყვანა, რომ საკუთარი ქალიშვილი მოაკვლევინა. მას უნდა დანაშაული სხვას აჰკიდოს და დაამტკიცოს რომ თითქოს მისი ძმა, სუფთა და უდანაშაულოა. გვიშველეთ ხალხო, სამართალი გვაპოვნინეთ.“
ოკუპირებულ აფხაზეთში ეს არასრულწლოვანის გაუპატიურების პირველი შემთხვევა არ არის. 2013 წლის დეკემბერში, სოხუმთან ახლოს, სოფელ გუმისთაში 9 წლის ვერჟინე სურმენელიანის გვამი იქნა აღმოჩენილი. გოგონა სკოლიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დაიკარგა. აფხაზურმა „პროკურატურამ“ ეს გახსნილად საქმე 2015 წელს გამოაცხადა. ჯერ სოხუმელი, ეთნიკური რუსი მიხეილ ბურიაკი დაიჭირეს, შემდეგ კი მოკლულის მამინაცვალი ამბარცუმ კეშიშიანი. ამ რეზონანსული საქმის განხილა „სოხუმის სასამართლოში“ დღემდე გრძელდება. 16 ივნისის სხდომაზე მოკლული გოგონას დედამ ჟანა სურმენელიანმა, რომელიც გამოძიებას არ ენდობა, „პროკურორს“ ხელი დაარტყა და სამი დღის მანძილზე დაპატიმრებული იყო.
ანკლავში ასეთი აბსოლუტური ვაქჰანალიის ფონზე, აფხაზმა ბერდიაკონმა დავით სარსანიამ გუშინ უხეცესთა საბჭოს, „ხელისუფლებას“ და სასულიერო პირებს მოუწოდა, სოხუმში შეიკრიბონ და „სისხლისღვრა“ როგორმე შეაჩერონ. ნიშანდობლივია, რომ აფხაზურ საზოგადოებაში არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია აფხაზური „პროკურატურის“ მიერ რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ „სამართლებრივი დევნის“ შეწყვეტის ფაქტს. აფხაზმა „მებაჟემ“ კანჯი-ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს, უამრავი თვითმხილველის თვალწინ, საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია რამდენიმე გასროლით მოკლა. მკვლელი არც დაუკავებიათ.