globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 18 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 18th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ უილიამ კორტნთან: „რეფორმების გატარებით, საქართველოს მხარდაჭერის კონსოლიდირება შეუძლია“

«Курсивъ» (ყაზახეთი): ინტერვიუ საქართველოში ყახაზეთის ელჩთან: „ჯერ კიდევ 2013 წელს ვამბობდი, რომ  ბათუმში არსებული ჩვენი აქტივები უნდა გავყიდოთ-მეთქი“ // „2008 წლის ომის გამო საქართველოში რუსული მილით ყახაზური გაზი ვეღარ შევიდა, მისი ადგილი აზერბაიჯანულმა გაზმა დაიკავა, რაც ჩვენ არ გვინდოდა“

«Новое время» (სომხეთი): სომხეთი კავშირი გარესამყაროსთან კვლავ ბეწვზე ჰკიდია // იქნებ ავარეთ-კახეთის გზამ გვიშველოს?

«Российская газета» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილი გარღვევაზე მიდის // რატომ გამოაცხადა 10 სექტემბერი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინაში დაბრუნების თარიღად

—————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 18 აგვისტო, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/billl-courtney-russia-georgia-war/3990161.html

ინტერვიუ უილიამ კორტნთან: „რეფორმების გატარებით, საქართველოს მხარდაჭერის კონსოლიდირება შეუძლია

ანა კალანდაძე

რუსეთ-საქართველოს ომის მეცხრე წლისთავზე, დასავლეთის რეაქციებზე, საქართველოს ევროპულ კურსზე და ურთიერთობებზე რუსეთთნ „ამერიკის ხმა“ აშშ-ის ყოფილ ელჩს საქართველოში უილიამ კორტნის ესაუბრა:

- რა გავლენა მოახდინა რუსეთ-საქართველოს ომმა ევროპული უსფრთხოების არქიტექტურაზე, ქონდა თუ არა ამ მოვლენას რაიმე გავლენა ევროპაში მომდევნო მოვლენებზე ან რუსეთის აგრესიის შეკავებაზე უკრაინაში?

- დასავლეთის სუსტმა რეაქციამ საქართველოში რუსეთის შეჭრაზე, კრემლს აფიქრებინა, რომ 2014 წელს უკრაინაში აგრესია ადვილად გაუვიდოდა. ეს ასეც მოხდა ყირიმის შემთხვევაში, რასაც სისხლისღვრა არ მოჰყოლია, მაგრამ განსხვავებული იყო აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომზე გამოხმაურება, რასაც სამხედრო დაუმორჩილებლობა მოჰყვა, და დიდი მსხვერპლი მოიტანა შედეგად. რუსეთის აგრესიამ საქართველოსა და უკრაინაში დაასამარა იმის პერსპექტივა, რომ რუსეთი ოდესმე შეძლებს დასავლეთის დარწმუნებას ფართო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის განახლებაში. დასავლეთს მიაჩნია, რომ გაეროს ქარტია, 1990 წლის პარიზის ქარტია და ეუთო უზრუნველყოფს ზუსტ პრინციპებს ევროპის უსაფრთხოებისთვის. ეს პრინციპები არ გულისხმობს მეზობლებზე ძალის გამოყენების უფლებას საკუთარი „პრივილეგირებული ინტერესების“ დასაკმაყოფილებლად.

- როგორ გააძლიერა ამ კონფლიქტმა საქართველოს პოზიციები, რათა მას უკეთ დაეცვა საკუთარი თავი საერთაშორისო ასპარეზზე?

- 2008 წლის შემდეგ, საქართველომ, რუსული აგრესიის მსხვერპლის რანგში გაზრდილი საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვა. რადგან საქართველომ ცხინვალი დაბომბა ომის დასაწყისში, ამან ეს მონაპოვარი ცოტა არ იყოს უფრო დაჩრდილა. უკანასკნელ წლებში, საერთაშორისო თანამეგობრობამ დადებითად აღიქვა საჯარო განცხადებები რუსეთთან მიმართებით და განსაკუთრებით საქართველოს მიერ რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის ძიების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლება რუსეთს ხშირად პროვოცირებას უხდენდა დაუბალანსებელი საჯარო განცხადებებით.

- რა მომავალი აქვს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, თქვენი აზრით?

- ამის პროგნოზირება რთულია. ბევრია დამოკიდებული რუსეთში პოლიტიკური მდგომარეობის განვითარებაზე და იმაზე, თუ რამდენად შეეცდებიან რუსეთის ლიდერები ადგილობრივი პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზებას ნაციონალისტური სენტიმენტებით, ან მეზობლების დაშინებითა თუ კრიტიკით.

- როგორ შეაფასებდით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტს აფხაზეთში 8 აგვისტოს?

- პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტი ხაზს უსვამს მოსკოვის გადაწყვეტილებას აფხაზეთზე კონტროლი შეინარჩუნოს, მიუხედავად რუსეთის დაღმავალი დაერთაშორისო რეიტინგისა. კრემლი შეიძლება იმედგაცრუებული იყოს იმის გამო, რომ დამოუკიდებლად მოაზროვნე აფხაზები თავიანთი ქვეყნისთვის დამოუკიდებელი იდენტობის შენარჩუნებას ესწრაფვიან. ამ შემთხვევაში, რუსეთი შესაძლოა შეეცადოს აფხაზეთის ანექსიას, ისე როგორც ეს ყირიმში მოხდა.

- როგორია თქვენი ხედვა საქართველოს წევრობაზე ნატოსა და ევროკავშირში, ანუ სხვა სიტყვებით, როგორ შეაფასებთ საქართველოს ინტეგრაციის ძალისხმევას ამ ინსტიტუტებში?

- საქართველოს სჭირდება ეკონომიკური და მმართველობის რეფორმების გატარება იქამდე, ვიდრე ის ნატოს და ევროკავშირის წევრობის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. მნიშვნელოვანი იქნება კანონის უზენაესობის გაუმჯობესება. 2016 წლის მონაცემებით, მსოფლიო სამართლებრივ ანგარიშში (World Justice Project) საქართველო 34-ე ადგილზე იყო 113 ქვეყნიდან. ასეთი მაჩვენებელი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მონაცემზე უკეთესია ( ხორვატია, იტალია, უნგრეთი), თუმცა უკეთესი შედეგი ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა ქვეყნისთვის. ასევე, უკეთესი იქნებოდა კორუფციის შემცირებაც. 2016 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აქვეყნებს-საქართველო 44-ე ადგილზეა 176 ქვეყანას შორის.

- და ბოლოს, როგორ დაახასიათებდით აშშ-საქართველოს ამჟამინდელ ურთიერთობებს და რა დახმარება შეუძლია ვაშინგტონს იმისთვის, რომ საქართველოში რუსული აგრესია აღიკვეთოს?

- აშშ-საქართველოს ურთიერთობები ძალიან კარგია. ასევე, შესანიშნავად მუშაობს აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი. შინ, რეფორმების გააქტიურებით და პრაგმატული თანამშრომლობის გაგრძელებით რუსეთთან-მაგალითად ეკონომიკისა და ტურიზმის დარგებში, საქართველოს შეუძლია საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდირება. დასავლეთისთვის კი, საუკეთესო გზა საქართველოში რუსეთის შემდგომი აგრესიის აღსაკვეთად მდგომარეობს ერთიანი, ძლიერი ოპოზიციური ფრონტის შენარჩუნებაში რუსეთის მოქმედებების წინააღმდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში.

«Курсивъ» (ყაზახეთი), 18 აგვისტო, 2017 წელი

https://www.kursiv.kz/news/vlast/ermuhamet-ertysbaev-a-ese-v-2013-godu-vystupal-s-predlozeniem-prodat-nasi-aktivy-v-batumi/

ინტერვიუ საქართველოში ყახაზეთის ელჩთან: „ჯერ კიდევ 2013 წელს ვამბობდი, რომ  ბათუმში არსებული ჩვენი აქტივები უნდა გავყიდოთ-მეთქი“ // „2008 წლის ომის გამო საქართველოში რუსული მილით ყახაზური გაზი ვეღარ შევიდა, მისი ადგილი აზერბაიჯანულმა გაზმა დაიკავა, რაც ჩვენ არ გვინდოდა“

„საქართველოში ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ერმუჰამეთ ერთისბაევს რაიმე განსაკუთრებული წარდგენა არ ჭირდება: იგი ყახაზი პოლიტიკოსების იმ იშვიათ წარმომადგენლებს მიეკუთთვნება, რომლებსაც ოპონენეტებთან არგუმენტირებული დისკუსიის უნარი აქვთ, შეუძლიათ ჟურნალისტებთან საუბარი და თავიანთი აზრების ნათლად გადმოცემა.  თბილისიდან ასტანაში დროებით ჩამოსული ერმუჰამეთ ერთისბაევი ძალიან იყო დაკავებული, მაგრამ ჩვენმა გაზეთმა მაინც მოახერხა მასთან გასაუბრება“, – ასე იწყება ვრცელი ინტერვიუ ყაზახ დიპლომატთან, რომელიც საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობებზე საუბრობს (ავტორი – ანატოლი ივანოვ-ვაისკოფი).

ჟურნალისტის ერთ-ერთი შეკითხვა ეხება ასტანაში გამართულ მსოფლიო გამოფენას – „ექსპო-2017“-ს, რომელშიც საქართველოს მონაწილეობდა. ელჩის აზრით, საქართველოს დიდი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, რაც მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს და შეაფასოს. თუმცა წინა წლებში ამ მხრივ თბილისი შედარებით ნაკლებად ზრუნავდა. მაგალითად, საქართველო არ მონაწილეობდა მილანში გამართულ საერთაშორისო გამოფენა „ექსპო-2015“-ში. თუმცა ბოლო დროს სიტუაცია გამოსწორების გზაზეა – ამჟამად მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობები, ქართული ღვინო და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უკვე 49 ქვეყანაში გადის (შედარება: 2008 წელს – ძირითადად მხოლოდ 5 ქვეყანაში). „თუმცა საწყენია, რომ საქართველო თავის ტრადიციულ ექსპორტს თანდათან ივიწყებს: სად არის ქართული მანდარინი და ქართული ჩაი? მათ ხსენებაზე ნოსტალგიურად გვაგომდება საბჭოთა პერიოდი, როცა საქართველო ცისტრუსებისა და ჩაის ექსპორტში მონოპოლიას ფლობდა, თუმცა ეს პროდუქცია საბჭოთა გასტრონომებში მაინც დეფიციტად ითვლებოდა. ამასთან, ქართული ეკონომიკის 65% „ჩრდილოვან“ ნაწილად ითვლებოდა! რა დასამალია და საქართველოში მოსახლეობის კეთილდღეობის დონეც მაღალი იყო – ქართველი, ყაზახთან და რუსთან შედარებით, სამჯერ-ოთხჯერ უფრო შეძლებულად ცხოვრობდა. ქართველებისგან განსხვავებით ჩვენი მოსახლეობა „კილკას“ ჭამდა და ზედ „ბორმოტუხას“ აყოლებდა. რასაკვირველია, დღეს საქართველო შეცვლილია. მართალია, ჩვენსავით ნავთობი და გაზი არ აქვთ, მაგრამ სამაგიეროდ, ევროპული ინტეგრაცია სურთ. საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან და ჩინეთთანაც უკვე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს. სწრაფი ტემპებით ვითარდება ტურიზმის დარგი: წელიწადში ექვსი მილიონი ტურისტის მომსახურება – ეს ძალზე შთამბეჭდავია“, – ამბობს ყაზახი დიპლომატი და ხაზს უსვამს, რომ საქართველო ყახაზებისათვის ძალიან მიმზიდველ ქვეყანას წარმოადგენს: სუბტროპიკული ბუნება, თბილი ზღვა, პალმები, ტყიანი მთები, თოვლიანი მწვერვალები, უძველესი ცივილიზაცია… თანაც საბერძნეთზე და თურქეთზე ბევრად იაფი“.

ჟურნალისტისა და ელჩის საუბარი ეხება ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობასაც: „საქართველოში საკმაოდ ფართოდაა წარმოადგენილი ყახაზური პროდუქცია, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით ფოთის პორტიდან ყახაზეთის ენერგორესურსები ევროპაში გადის… საქართველო ყახაზეთისგან ყიდულობს ხორბალს, ქიმიურ სასუქებს, ლითონს, ბულდოზერებს, გრეიდერებს“, – ამბობს ერმუჰამეთ ერთისბაევი.

- ძალიან კარგი, თქვენი აზრი გასაგებია, მაგრამ იცით, რა ქმნის ჩემთვის უხერხულობას? საქართველოს თითქმის მთელი მსოფლიო ეხმარება, მათ შორის ჩვენი ქვეყანაც, მაგრამ 2016 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე თითქმის 17%-ს შეადგენს. ცოტა უცნაურია, ხომ? გარდა ამისა, თუ გავიხსენებთ ბათუმის პორტთან და თბილისის გაზგამანაწილებელ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს…

- საქართველოს არავინ არ ეხმარება, თბილისი თვითონ იღებს კრედიტებს და სესხებს. მაგალითად, საქართველოს ყახაზეთის ვალი აქვს და სექტემბრიდან მის დაბრუნებას იწყებს. ჩვენ ქართველებს 1990-იანი წლების შუახანებში 27,5 მილიონი დოლარი ვასესხეთ. იმ დროს ჩვენ თვითონაც გვიჭირდა, მაგრამ საქართველოს ფული უფრო მეტად ჭირდებოდა: ედუარდ სევარდნაძე ხელისდუფლებას ძლივ-ძლივობით ინარჩუნებდა და რადგანაც ჩვენს პრეზიდენტს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ედუარდ ამბროსიევიჩთან, ქართველებს ფული ვასესხეთ.

- ეგ გასაგებია, მაგრამ ის მითხარით, საქართველოში უმუშევრობის დონე რატომაა ასე მაღალი?

- მართალია, რომ დღეს საქართველოში უმუშევარი ძალიან ბევრია: ყოველდღიურად რუსეთის საკონსულოსთან (შვეიცარიის საელჩოში არსებულ რუსეთის ინტერესების სექციაში)  უამრავი ადამიანი ელოდება ვიზას, იქ სამუშაოდ წასვლის მიზნით. ინვესტიციების ჩადებაც საქართველოში ხშირად სარისკოა. გახსოვთ, ირანში 1979 წლამდე (ისლამურ რევოლუციამდე)  აშშ-მა მილიარდობით დოლარის კაპიტალი დააბანდა, რევოლუციის შემდეგ კი ყველაფერი ქარმა წაიღო… ჩვენს შემთხვევაშიც თითქმის ისე გამოვიდა: როცა თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიას ვიღებდით, გავიანგარიშეთ ყახაზეთის გაზი, რუსული მილები და მეგაპოლისი თბილისი, სადაც ყახაზეთის გაზს გავყიდდით. მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომმა და რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამ პროექტის განხორციელება ჩაშალა.

- ოჰო… აი, თურმე რა მომხდარა…

- დიახ, [რუსული მილებით] საქართველოში ყახაზური გაზი ვეღარ შევიდა, მმისი ადგილი კი აზერბაიჯანულმა გაზმა დაიკავა, რაც ჩვენ არ გვინდოდა. უსიამოვნო ფორს-მაჟორის წინაშე დავდექით. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩადებული ფულის უკან დაბრუნება გვსურს, რაც საკმაოდ დიდი მოცულობისაა. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ამ სადაო საკითხს ლონდონის არბიტრაჟი წყვეტს. 2007-2008 წლებში ჩვენ ბევრი ფული გვქონდა, ნავთობის ფასი 100 დოლარზე მეტი იყო და ინვესტიციის ჩადება ამიტომ გადავწყვიტეთ, თუმცა 2008 წლის ომმა ყველაფერი ხუთ დღეში დაანგრია: ყახაზური გაზი დავიწყებას მიეცა, ჩვენი მენეჯმენტი კი რთულ სიტუაციაში მოექცა. გაზი უნდა მიგვეწოდებინა თბილისელებისათვის, მაგრამ საიდან? მოგვიწია აზერბაიჯანელებისაგან ყიდვა. ჰოდა, 40 მილიონიანი ვალიც ავიკიდეთ“.

- რას იტყვით ბათუმის პორტსა და ნავთობტერმინალზე?

- ბათუმის პორტი 49-წლიანი იჯარით გვქონდა აღებული. მასში მნიშვნელოვანი პირობა იყო ჩადებული: წელიწადში არანაკლებ ექვსი მილიონი ნავთობი უნდა გადატვირთულიყო. 2015 წლამდე ეს ტემპები მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული იყო, მაგრამ შემდეგ თანდათან შემცირდა. მასზე საქართველოს პრობლემაც გავლენას ახდენს: იცით, მას შემდეგ, რაც საქართველომ აფხაზეთი დაკარგა, ბათუმის, როგორც საზღვაო ტურიზმის ცენტრის მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდა. ქალაქის საშუალო-გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა სამრეწველო მიმართულებით განვითარებას გამორიცხავს. ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულების შემდეგ ბათუმის სატვირთო ნავსადგური დაიხურება, მას პერსპექტივა აღარ აქვს, იმოქმედებს მხოლოდ სამგზავრო პორტი, ტურისტული გემების მომსახურების მიზნით.

საქართველოში სხვა ნავსადგურებიც მუშაობენ (ფოთში, ყულევში, სუფსაში), სადაც ტურიზმის კომპონენტი არ არის. ტვირთების გამო ისინი ერთმანეთთან კონკურირებენ. ამ ბრძოლაში ყახაზახური კომპანიები მარცხდებიან. გარდა ამისა, მეგობრობა-თანამშრომლობის ფიცი-მტკიცის მიუხედავად, ქართულმა რკინიგზამ ჩვენი ტვირთების შავი ზღვის პორტებში რკინიგზით გადასატანად არათანაბარი პირობები შეგვიქმნა – ბათუმის მიმართულებით ტარიფი გაადიდა. ექსპერტების შეფასებით, ეს ყველაფერი ერთიან ჯაჭვს წარმოადგენს, რომელიც ბათუმიდან ყახაზური კომპანიის განდევნას ითვალისწინებს. ეს პრობლემა ნამდვილად დგას. ამიტომაც მე 2013 წლიდან ვამბობ, რომ ჩვენი აქტივები ბათუმში უნდა გავყიდოთ.

- რამდენად რთულია ქართველებთან მოლაპარაკება? ადრე არაერთხელ შევხვედრივარ საქართველოს მოქალაქეებს. დიახ, ისინი კეთილმეგობრულნი არიან, მომღიმარე სახით, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საქმე მათი სცენარით მიდის. როგორც სხვანაირი სიტუაცია იქმნება, ისინი ლამის ჩხუბს იწყებენ…

- იცით, ყაზახებიც ასეთები ვართ, როცა საქმე ჩვენი სცენარით მიდის. ასეთები არიან რუსებიც, ჩინელებიც, ევროპელებიც… თუმცა ევროპელემი ემოციებისაგან თავს მაინც იკავებენ. ქართველებთან მართლაც ძნელია ბიზნესის საკითხებზე მოლაპარაკება. მათ არ აქვთ ეროვნული ფონდი [თანხების დაგროვების მიზნით], არ აქვთ ნავთობი და გაზი, ამიტომ ისინი ყოველ კაპიკს ითვლიან. ყახაზური ფულით თბილისში და ბათუმში სასტუმრო „რედისონია“ აგებული, სანატორიუმი ბორჯომში, „რომპეტროლის“ ავტოგასამართი სადგურები. მოდით, გულღიად ვთქვათ: საქართველო ამას არასოდეს არ გააკეთებდა, ზედმეტი ფულიც რომ ჰქონოდა. ჩვენ ამას 2007-2008 წლებში ვაკეთებდით, როცა ნავთობისაგან შემოსავალი მდინარესავით მოგვდიოდა…

- და ბოლო კითხვა: საქართველოში ცხოვრება ისევ იაფია ყახაზეთთან შედარებით თუ ბოლო წლების ინფლაციამ ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან გაათანასწორა?

- მე საქართველოში 2013 წელს ჩავედი და მართალი გითხრათ, გაოცებული ვიაყავი იაფი ფასებით ყველა სფეროში – მომსახურებაში, კვების პროდუქტებში, ბინების გაქირავებაში… მაგრამ ლარის დევალვაციის პირობებში ცხოვრება თვალდათვალ ძვირდება. ორიოდე წლის წინათ მცხეთაში, მტკვრის ნაპირზე საქონლის ტვინი ხახვით შევუკვეთე. წარმოიდგინეთ, რომ ტაფაზე სასიამოვნო ოხშივარიანი კერძი მოგართვეს და ეს მხოლოდ 7 ლარად (ანუ დაახლოებით 5 დოლარად), მაგრამ ეს ადრე იყო… მაშინ ერთი ბოთლი წყალი 10 ცენტი ღირდა. საერთოდ, საქართველო ძალიან მდიდარია ჩვეულებრივი და სასმელი მინერალური წყლებით და ის იაფი ღირს, მაგრამ ინფლაცია მაინც მოქმედებს, ცხოვრება ძვირდება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი იწვევს როგორც თვით ქართველების, ასევე უცხოელი ტურისტების უკმაყოფილებას.

«Новое время» (სომხეთი), 17 აგვისტო, 2017 წელი

http://nv.am/kurer/59404?task=view

სომხეთი კავშირი გარესამყაროსთან კვლავ ბეწვზე ჰკიდია

იქნებ ავარეთ-კახეთის გზამ გვიშველოს?

სტატია ეხება სომხეთის მნიშვნელოვან საკომუნიკაციო პრობლემას – გარესამყაროსთან და განსაკუთრებით რუსეთთან სახმელეთო კავშირს, რომელიც საქართველოს ტერიტორიის მეშვეობით ხორციელდება (ავტორი – არტემ ერკანიანი).

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, წინა წლების მსგავსად, მიმდინარე წელსაც ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, კლიმატური მიზეზების გამო, რამდენჯერმე დაიხურა და არ მოქმედებდა, რის შედეგადაც სომხეთის ეკონომიკა ზარალდება. ზაფხულობით კლიმატურ მიზეზებს ემატება ტურისტების სიმრავლეც, რაც გზის გადატვირთვას იწვევს: „ზემო ლარსში ყოველწლიურად მატულობს ავტომანქანებისა და მგზავრების ნაკადი. თუ 2015 წელს საზღვარზე საშუალოდ დღეში 9 ათასმდე პირი გადადიოდა, 2015 წელს მათი რაოდენობა 11 ათასამდე გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის 7 აგვისტოს საზღვარი უკვე 14 400-მა ადამიანმა გადაკვეთა. და ეს იმ დროს, როცა საკონტროლო-გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა მხოლოდ 4 ათას კაცზეა გათვლილი. ანუ საბაჟო ატარებს ადამიანებისა და ტვირთების ისეთ რაოდენობას, რომელიც დაგეგმილზე 4-ჯერ მეტია. ასეთი სწრაფი ზრდა გამოწვეულია საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობის ნორმალიზაციით, ტურისტების სიმრავლით (სულ უფრო მეტ რუს ტურისტს აქვს სურვილი სოჭში და ყირიმში კი არა, არამედ საქართველოში იმოგზაუროს, აჭარაში დაისვენოს). ამასთან შესამჩნევია აგრეთვე ტვირთების გადაზიდვის მატება სომხეთსა და რუსეთს შორის (სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების გამო). ანუ საზღვარზე შექმნილი სიძნელეები უფრო მეტად ობიექტურია, ვიდრე სუბიექტური. შესაბამისად, კვლავ და კვლავ დგება დღის წესრიგში ალტერნატიული გზების ძიება.

ავტორი იხსენებს მიმდინარე წლის ივლისში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრას, რომლის დროს ე.წ.სავაჭრო დერეფნების ამოქმედების საკითხი განიხილეს. სომხეთს იმედი ჩაესახა, იქნებ როგორმე ეკონომიკური ბლოკადა გაირღვესო და მზერა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სატრანსპორტო კომუნიკაციებს  (ტრანსკაკვასიურ ავტომაგისტრალს და აფხაზეთის რკინიგზას) მიაპყრო, თუმცა პოლიტიკური მიზეზების გამო აღნიშნული შეთანხმება ვერ ხორციელდება. რაც შეეხება საზღვაო გზას და ფოთის პორტით სარგებლობას, ამ მარშრუტსაც თან თავისი პრობლემები ახლავს.

რა უნდა ქნას სომხეთმა? სად უნდა ეძებოს  ალტერნატივა?

ამასთან დაკავშირებით პუბლიკაციაში საუბარია ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობაზე, როგორც პერსპექტიურ სავაჭრო დერეფანზე. გადმოცემულია გზის მოკლე ისტორია, მისი მნიშვნელობა მე-19 საუკუნეში… იმ მიზეზებზე, თუ რატომ დაკარგა ამ გზამ თავისი ფუნქცია მე-20 საუკუნეში (როკის გვირაბის ექსპლოატაციაში შესვლის გამო). ავარეთ-კახეთის გზა, თავისი თავდაპირველი სახით (როგორც კავკასიის ქედის გადამკვეთი კომუნიკაცია), ფაქტიურად აღარ არსებობს, ავტომობილით საქართველოდან დაღესტანში გადასვლა უკვე შეუძლებელია…

მაგრამ იმის გამო, რომ 21-ე საუკუნეში დაღესტანისთვის მომგებიანია საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის არსებობა (პლუს დარიალის ხეობაში შექმნილი სიძნელეები), კრემლის ჩინოვნიკებმა ამ გზის მნიშვნელობა გაიხსენეს: 2013 წლის ბოლოს რუსეთის მთავრობამ მოიწონა დაღესტანში გზების მშენებლობის გეგმა, რომელშიც საქართველოს საზღვრამდე საავტომობილო გზის მშენებლობასაც ითვალისწინებს (ანუ, ფაქტიურად, ავარეთ-კახეთის გზის მარშრუტს). სამწუხაროდ, გზის მშენებლობას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ: 2014 წლის ზაფხულში შეიარაღებული „ბოევიკები“ თავს დაესხნენ კომპანია „დაღესტანავტოდორის“ თანამშრომლებს, მშენებელთა ბაზა გაანადგურეს და მძევლები აიყვანეს. მოგვიანებით მძევლების გათავისუფლება მოხერხდა, მაგრამ ვინ იდგა ამ დივერსიის უკან, ვერ დადგინდა. თუმცა, კაცმა რომ თქვას, ძნელი არ უნდა იყოს იმის მიხვედრა, თუ ვის არ უნდა გზის აშენება: დანაშაულის კვალმა სრულიად შესაძლებელია ბაქომდე მიგვიყვანოს. აზერბაიჯანში აცნობიერებენ, რომ ტრანსკავკასიური დერეფნის ამოქმედება სომხეთს ბლოკადიდან გამოიყვანს.

სხვათა შორის, ავრეთ-კახეთის გზისთვის რაიმე ხელშემშლელი პოლიტიკური ფაქტორი არ არსებობს. სხვა მიმართულებებისაგან განსხვავებით, ეს გზა გადის საქართველო-რუსეთის საზღვრის საერთაშორისოდ აღიარებულ მონაკვეთზე. ქართული წყაროები მოწმობენ, რომ თბილისისთვის უფრო სასიამოვნო იქნებოდა ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობის საკითხის განხილვა, ვიდრე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე გამავალი კომუნიკაციების ამოქმედება. ასე რომ, შეიძლება ითქვას – დაღესტნის მიმართულება დღის წესრიგში რჩება და ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება. პრობლემა მხოლოდ იმაშია, სად მოიძებნოს ნახევარი მილიარდი დოლარი მშენებლობისათვის. თუმცა, როგორც ამბობენ ხოლმე, საბოლოო ჯამში „შეუძლებელია არაფერია“.

«Российская газета» (რუსეთი), 18 აგვისტო, 2017 წელი

https://rg.ru/2017/08/17/mihail-saakashvili-vnov-poobeshchal-vernutsia-na-ukrainu.html

მიხეილ სააკაშვილი გარღვევაზე მიდის

რატომ გამოაცხადა 10 სექტემბერი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინაში დაბრუნების თარიღად

სტატიაში გადმოცემულია საქართველოს ექს-პრეზიდენტ და უკრაინის ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული აჟიოტაჟი: იგი პოლონეთიდან უკრაინაში შესვლას 10 სექტემბერს შესვლას გეგმავს, მაგრამ უკრაინას მისი მიღება არ სურს. არც საქართველო იკლავს თავს მაინცდამაინც მისი ექტრადირების მოთხოვნით – არიქა, როგორც კი შემოვა, მე გამომიგზავნეთო: გიორგი მღებრიშვილმა რუს პრანკერთან („არსენ ავაქოვთან“) საუბრისას განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისს არც მკვდარი და არც ცოცხალი სახით არ ჭირდება. იგივე განწყობაა უკრაინის მმართველ პოლიტიკურ ელიტაშიც: ქართველი ვარიაგი საშინლად სძულთ პრეზიდენტს მინისტრებს, რადას წევრებს, ნაციონალისტებს და ისეთ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთის მოწინააღმდეგენი არიან, მაგრამ მიხოს მაინც ვერ იტანენ.

„ნარკომანი“, „სადისტი“, „აფერისტი“ – აი, ასეთი ეპითეტებით ამკობენ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს. მისი მხარდამჭერები ვერხოვნა რადაში ძალიან ცოტანი არიან, თანაც უკრაინელი დეპუტატ-სააკაშვილისტების ნახევარს კანონთან პრობლემები აქვს.

რატომ დათქვა მიხეილ სააკაშვილმა საზღვარზე გადასვლის დღე 10 სექტემბერი? იმიტომ რომ ამ დღეს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აშშ-ში მიემგზავრება, გაეროს გენასამბლეის სესიაზე და ხამაურიანი სკანდალი, რომელიც მის უკირაინაში არ ყოფნის დროს ატყდება, პრეზიდენტს ვიზიტს ჩაუშხამებს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

Comments are closed