„რეზონანსი“: ნატო საქართველოში მრჩეველთა ჯგუფს აგზავნის – ძირითადი ჯგუფი უკვე დაკომპლექტებულია
„რეზონანსი“: საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის ვიზიტთან დაკავშირებით
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ჩიჩუასთან: „თუ ამერიკამ საქართველოზე ხელი აიღო, ქვეყანა მთლიანად ჩამოიშლება“
„საქართველო და მსოფლიო“: ნორლანდი ნულანდთან ახლოს ვარდება
„რეზონანსი“: გაზაფხულზე ცხინვალის ხელისუფლება თრუსოს ხეობაში შეჭრას გეგმავს?
———————–
„რეზონანსი“, 06 თებერვალი, 2015 წელი
ნატო საქართველოში მრჩეველთა ჯგუფს აგზავნის – ძირითადი ჯგუფი უკვე დაკომპლექტებულია
ზვიად მახარაძე
(შემოკლებით)
გუშინ ბრიუსელში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ყურადღების ცენტრში შარშან, სექტემბერში, უელსის სამიტზე დაამტკიცებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია იყო. ნატოს შეფასებით, საქართველში რეფორმების გავხორციელებისას განუხრელი პროგრესი შეინიშნება. უკრაინა რუსეთის კრიზისისა და ნატო-რუსეთის ურთიერთობის გამწვავების ფონზე, ნატოსა და ასპირანტი ქვეყნის კომისიის სხდომა მხარეებმა ოპტიმისტური განწყობით დაასრულეს. გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო დაინტერესებულია, რომ საქართველოს თავდაცვა გახდეს თანამედროვე და ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოს წევრობას. სწორედ ამას ემსახურება არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ექსპერტთა ჯგუფის ჩამოყალიბება“.
ისინი მოვლენილი იქნებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. მუდმივმოქმედი მისიის მიზანი იქნება დაეხმაროს საქართველოს თავდაცვის სფეროს რეფორმების გატარებაში. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა საწვრთნელი ცენტრის გახსნის მნიშვნელობას, სადაც ნატოსა და საქართველოს ჯარები, ასევე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ერთად გაივლიან წვრთნას. მისი აზრით, საწვრთნელი ცენტრი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, სადაც ის საკუთარ შეიარაღებულ ძალას გაწვრთნის, ასევე მნიშვნელოვანია ნატოსთვის, რადგანაც იქ მის მის ჯარს გაწვრთნის და მნიშვნელოვანია რამდენიმე პარტნიორი ქვეყნისთვისაც, რომლებსაც ასევე ექნებათ შესაძლებლობა მოამზადონ საკუთარი შეიარაღებული ძალები. ამასთან, სტოლტენბერგის აზრით, ცენტრი არ წარმოადგენს სამხედრო ბაზას და შესაბამისად არ შეიძლება გახდეს რუსეთის აგრესიული ქმედების სამიზნე”, – აღნიშნავს გამოცემა.
“მანვე აღნიშნა, რომ არსებით პაკეტს ფინანსურად ან ტექნიკითა და პერსონალით უზრუნველყოფს როგორც აშშ, ასევე ალიანსის წევრთა უმეტესობა. გენერალური მდივანი ამჯერად ნაკლებად კრიტიკული იყო საქართველოს შიდაპოლიტიკური სიტუაციის შეფასებისას. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ უაღრესად დადებიტად შეაფასა კომისიის სხდომა. მისი თქმით, მრჩეველთა ძირითადი ჯგუფი უკვე დაკომპლექტებულია და სამართლებრივი პროცედურების მოგვარების შემდეგ მის ჩამოსვლას უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ“.
„რეზონანსი“, 06 თებერვალი, 2015 წელი
საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის ვიზიტთან დაკავშირებით
მაია აბაიაძე
(შემოკლებით)
საქართველოს უახლოეს მომავალში აშშ-ის სახელმწიფო მინისტრი ჯონ ქერი ეწვევა. როგორც ქართველი ანალიტიკოსები აცხადებენ, აშს-ის სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი უკრაინაში და პოსსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება და ეს საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატვაა.
როგორც პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, მისი ვიზიტის მიზანია ჩამოვიდეს ქვეყანაში, რომელიც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია და ეს ამის დადასტურებასაც ნიშნავს. ღია ან დახურულ ფორმატში აუცილებლად იქნება საუბრები ჩვენი ქვეყნის საინტერესო პრობლემებზე. ყველა შემთხვევაში ეს პოზიტიური მოვლენაა და არა მგონია საქართველოდან ვინმემ დაურეკოს ჯონ ქერის, არარ ჩამოხვიდეო, ანუ არ მოხდეს მისი ვიზიტის გფაუქმება, რაც სამწუხაროდ ხდება ხოლმე. ამ ეჭვის საფუძველს მაძლევს ის ზარი, რომელიც თბილისიდან პარიზში განხორციელდა, როცა თავდაცვის ექს-მინისტრს მნიშვნელოვან დოკუმენტიზე ხელმოწერა აუკრძალეს.. მარტალია, აქ სხვადასხვა პოლიტიკური დატვირთვაა, მაგრამ ნათქვამია, სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობიაო. ამ ვითარებაში დასავლური ვექტორის დამაჯარებლობისათვის საკმარისი არაა მხოლოდ ამ თემაზე საუბარი ნატოს, აშშ-ის თუ ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან“, – აცხადებს ცისკარიშვილი და დასძენს, რომ ჯონ ქერი ვიზიტის დროს ქართულ მხარესთან ნატოს საწრთვნელ ბაზის შესახებაც ისაუბრებს. „ვისურვებდი, რომ ჩვენი ხელისუფლების წევრმა ამერიკელ სტუმარს ასეთი კითხვა დაუსვას: იზიარებს თუ არა ვაშინგტონი ჯენრი კისინჯერის ფორმულას, რომლის თანახმად, ამერიკამ რუსეთს დარტყმა კავაკასიიდან უნდა მიაყენოს? თუ ეს მართლაც ასე იგეგემება, ჩვენ ფეხი-ფეხზე გადადების დრო ნაკლებად გვექნება“, – ამბობს სოსო ცისკარიშვილი.
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ ჯონ ქერის ცამოსვლა საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერაა და იქვე დასცენს, რომ ამერიკელი სტუმარი საუბრის დროს საქართველოს საშინაოპოლიტიკურ საკითხებზეც იმსჯელებს.
ვიზიტის პოლიტიკური ნაწილი ძირითადად მდგომარეობს იმაში, რომ აშშ-მა მხარი დაუჭიროს რუსეთის მეზობელ ქვეყნებს – საქართველოს და უკრაინას, რომლებიც რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის სამიზნეები არიან“.
აშშ-ის ხელისუფლება ცდილობს შეინარჩუნოს ის ურთიერთობები, რომლებიც ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა. ამერიკას, ცხადია, საქართველოს შიდა პრობლემებიც აინტერესებს, მაგრამ ახლა უპირატესობას უფრო საგარეო უსაფრთხოების საკითხებს მიანიჭებს. თუმცა, რადგან საქართველო ნატოში გაწევრიანებისაკენ ისწრაფვის და ამის წინაპირობა ქვეყნის დემოკრატიზაციაა, შესაძლებელია შიდა პოლიტიკაც ყურადღების ქვეშ აღმოჩნდეს. ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული“, – აღნიშნავს კორნელი კაკაჩია.
„ახალი თაობა“, 6 თებერვალი, 2015 წელი
ინტერვიუ ლევან ჩიჩუასთან: „თუ ამერიკამ საქართველოზე ხელი აიღო, ქვეყანა მთლიანად ჩამოიშლება“
პარტია „ქართული იდეის“ ლიდერი ლევან ჩიჩუა აცხადებს, რომ საქართველოს ყოფნა-არყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საფრთხეს ქმნის რუსეთსა და ნატოს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა, ქვეყნის წინაშე მდგარი რისებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ „ახალი თაობის“ კორესპონდენტი მარიკა მჭედლიშვილი ლევან ჩიჩუას ესაუბრება.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„უფსკრულის პირას ვდგავართ. არის საფრთხე, რომ საქართველო იქცეს პლაცდარმად – რუსეთმა საქართველო შეიძლება ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციის ასარევად გამოიყენოს. ამ მიზნით რუსეთისათვის საბაბი იქნება ნატოს საწრთვნელი ცენტრის გახსნა. „ისლამური ხალიფატი“ იმუქრება, რომ ჩეჩენი ძმების გასათავისუფლებლად იბრძოლებს. არის მასალები, რომ ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი მეგობრულ ურთიერთობაშია „ისლამური დაჯგუფების ლიდერებთან, ანუ აქედანაც აქეზებენ რუსეთს, რომ კავკასიურ ომში ჩაებას. საქართველო თუ პლაცდარმად იქცა, ის უკრაინის ხვედრს გაიზიარებს და სახელმწიფო ვეღარასოდეს ვერ იქნება. არის ინფორმაცია, რომ კრემლში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე გეეგმაა შემუშავებული: ერთი გულისმობს სამეგრელო-აფხაზეთის სახელმწიფოს შექმნას, მეორე უკონროლო სიტუაციის შექმნას სამცხე-ჯავახეთში, მესამე – სიტუაციის დესტრაბილიზებას აზერბაიჯანის საზღვართან… თუ ეს გეგემები აღსრულდება, საქართველოსგან მხოლოდ თბილისი-ქუთაისის ავტომაგისტრალი შეგვრჩება შუაში რუსეთის ბაზით. ამას ზურგს უმაგრებს სომხური ლობი კრემლში და სომხურ-ებრაული ლობი სხვაგან.
ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ ნეიტრალიტეტი. როცა პლაცდარმად გადაქცევა გემუქრება, ამ შემთხვევაში ნეიტრალიტეტია გამოსავალი. ამ დროს ჩნდება შანსი, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაგვიბრუნდეს. რუსეთს ამ მდგომარეობაში (ანუ საქართველოს ნეიტრალიტეტის დროს) ერთიანი ქართული სახელმწიფო უფრო აწყობს. თუ რუსეთი და ნატო ერთ მანეთს დაუპირისპირდებიან კავკასიაში, მაშინ საქართველოს სახელმწიფოს გაქრობა ემუქრება.. თუ სიტუაცია აირევა, ჩვენი ხელისუფლება თავს უშ ველის, მთელი რისხვა კი ჩვენზე, ხალხზე გადმოვა…
უკრაინას და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას გვპირდებიან, მაგრამ ეს ტყუილოი დაპირებებია. თუ საქართველო და უკრაინა ალიანსში გაწევრიანდებიან, მაშინ ნატოს რუსეთთან ომი მოუწევს, ეს კი ბრიუსელში არ სურთ. მათ ურჩ ევნიათ, რომ აქ პოლიგონები იყოს. უკრაინაში რაც ხდება, იმას ნიშ ნავს, რომ უკრაინა სახელმწიფო აღარ არის. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოში იგივე მოხდეს“.
„საქართველო და მსოფლიო“, 4 თებერვალი, 2015 წელი
ნორლანდი ნულანდთან ახლოს ვარდება
არმაზ სანებლიძე
პუბლიკაცია ეხმაურება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკულ თვალსაზრისს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, “საერთაშორისო გამჭვირვალობისა” და “სამართლიანი არჩევნების“ შესახებ, რომელმაც აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის ნეგატიური რეაქცია გამოიწვია: ამერიკელმა დიპლომატამა ქართველ ჟურნალისტებს სასტუმრო “რადისონში” პირდაპირ განუცხადა: “მნიშვნელოვანია დიალოგი, რომელიც გახლავთ აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს კი მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მნიშვნელოვანი პროცესისათვის. ამ შემთხვევაში მედია და არასამთავრობო სექტორი კრიტიკულ როლს თამაშობენ ამავე პროცესში. ივანიშვილის მოსაზრება მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციები – მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსი”.
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, არასამთავრობო სექტორის მნიშვნელობისთვის ხაზგასმა ბატონი ელჩის მიერ დიპლომატიის ჩარჩოებში ჩასმულ გაღმა შედავებას ჰგავს.
აშშ-ის მიერ გამოხატულ პოზიციას კომენტარს უკეთებს სახელმწიფო უშიშროების გენერალ-მაიორი ანზორ მაისურაძე, რომელსაც ჟურნალისტი არმაზ სანებლიძე ესაუბრება.
„ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მშიერ 1990-იან წლებში მივეკედლეთ, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. არ დამავიწყდება, 200 ათასი ტონა ხორბალი რომ გამოგვიგზავნეს და ათასი სხვა დახმარება რომ გაგვიწიეს. ამისთვის მადლიერების გრძნობა ყველას უნდა გვქონდეს. ზოგს ავიწყდება, მე – არა. საქართველოში უმადურობა სამარცხვინო მოვლენად ითვლება! მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკის აზრი ყოველთვის უკრიტიკოდ უნდა მივიღოთ, ყოველთვის და ყველაფერში დავეთანხმოთ. მთავარი ის არის, რომ “ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდეს”, როგორც ილიამ ბრძანა.
შე მამაცხონებულო, შენი უსიტყვოდ მორჩილი სააკაშვილი რომ შეაგულიანე და ომი დააწყებინე ცხინვალში რუსეთთან და ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი დააკარგვინე, ხომ ფაქტია! ასე მოხდა იმიტომ, რომ ყველაფრით და ყველაფერში, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში დამოკიდებული ვართ შტატებზე.
რატომ დავიტეხეთ თავზე ასეთი უბედურება? იმიტომ, რომ აშშ-ს სურდა რუსეთის კომპრომეტაცია საქართველოს მეშვეობით. იგივე ხდება დღეს უკრაინაში: მსოფლიოს თვალში რუსეთი ჩანს ისეთ აგრესორად, რომელიც თავის მოძმე ქვეყანას, მართლმადიდებელ მორწმუნე ხალხს დაუნდობლად ხოცავს.
იგივე ხდებოდა საქართველოში და მეც დამიგროვდა შინაგანი პროტესტი რუსეთის მიმართ. ვის ეომები, შე დალოცვილო, პატარა საქართველოს?! რისთვის, რის გამო?! ხომ ყველამ იცის, რომ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა საუკუნეების გამმავლობაში განსაკუთრებული იყო. მხოლოდ ის რად ღირს, რომ ნაპოლეონის წინააღმდეგ 1812 წლის სამამულო ომში 40 ქართველი გენერალი იბრძოდა რუსეთის არმიაში, 1941-1945 წლების ომზე აღარაფერს ვამბობ.
ახლა ამერიკის შესახებ. ერთი ანდაზის არ იყოს, შტატებზე ისე ვართ დამოკიდებული, თბილისში რომ დააცემინო, ვაშინგტონში, იცოცხლეო, გეტყვიან; ან ეშმაკსაც წაუღიხარო! ყველა ინფორმაცია ყველა ფაქტზე, რომელიც კი საქართველოში მოხდება, ელვის უსწრაფესად მიდის ვაშინგტონში. ყველაფერი ჩვენზე უკეთესად იციან და უკეთ აქვთ გაანალიზებული.
ბატონი ბიძინას ინტერვიუც ყოველმხრივ აქვთ შესწავლილი (მეც ვუსმინე გულდასმით და ცუდი და მიუღებელი ვერაფერი ვნახე). შე მამაცხონებულო, არასამთავრობო ორგანიზაცია რომ ხარ, ფინანსდები საზღვარგარეთიდან და აკეთებ იმას, რასაც გიკარნახებენ იქიდან, ეს არაფერს ნიშნავს?! აშშ-ის ელჩი რომ აცხადებს, _ ისინი ჩვენი “მნიშვნელოვანი პარტნიორები” არიანო, ჩემი აზრით, სხვა არაფერია, თუ არა, აღიარება, რომ, პირველი, ისინი აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ ფინანსდებიან; მეორე _ ამ სპეცსამსახურების აგენტები არიან და მათ დავალებებს ასრულებენ. ბატონი ნორლანდის განცხადება შეიძლება ასე გაიშიფროს.
საქართველოს საშინაო საქმეებში არავინ არ უნდა ჩაერიოს, თანაც ასე თავხედურად!
სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან სულაც არ ნიშნავს, რომ თავზე გადაგვიარონ. ერის ასეთი შეურაცხყოფა წარმოუდგენელია.
თუ არ ვმალავთ აღშფოთებას საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის საომარი გამოლაშქრების გამო, რატომ უნდა გავუჩუმდეთ ჩვენს საშინაო პოლიტიკაში აშშ-ის ჩარევის მცდელობას?
„რეზონანსი“, 06 თებერვალი, 2015 წელი
გაზაფხულზე ცხინვალის ხელისუფლება თრუსოს ხეობაში შეჭრას გეგმავს?
ეკატერინე ბასილაია
(შემოკლებით)
ჭიკაიძის მსგავსად შს ახალი მინისტრი გომელაურიც აცხადებს, რომ გარკვეულ ძალებს საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა სურთ. ოღონდ ამჯერად გომელაური მთავარ საფრთხედ სირიასა და უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს და საქართველოში მათ გამოძახილს ასახელებს. ექსპერტების ნაწილი თანხმდება იმაში, რომ მინისტრმა გარე ფაქტორებზე საუბრით სწორი აქცენტები დასვა, რადგან საქართველოს მიმართ დიდია როგორც ისლამური ხალიფატიდან მომდინარე საფრთხე, ასევე რუსეთის მხრიდან უკრაინული მოდელის განმეორების საშიშროება, – ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციაში მინისტრის განვცხადებას კომენტარს უკეთებენ ექსპერტები მამუკა არეშიძე და ვახტანგ მაისაია. ისინი ასახელებენ იმ საფრთხეებს და გამოწვევებს, რომლის წინაშეც შეიძლება საქართველო დადგეს, მაგალითად, რუსულ ანალიტიკოსთა წრეებში ხშირად მუსირებს თემა ოსების მიერ თრუსოს ხეობის მიტაცებაზე, აჭარის საკითხი და ა.შ. მამუკა არეშიძე ყურადღებას ამახვილებს საქართველოში არსებულ მეხუთე კოლონაზე, რომელიც ჯავახეთში მოქმედებს. მისი ტქმითარის ინფორმაცია, რომ როცა თოვლი დადნება, გაზაფხულზე, თრუსოს ხეობაში ადრე მცხოვრები ოსების ჯგუფი მზადდება, რომ ახლაგორის მხრიდან გადალახონ საოკუპოაციო ზოლი და თავიანთ ადრინდელ საცხოვრებელ ადგილზე მივიდნენ. ‘იდეალში მათ იქ მისვლის უფლება აქვთ, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და უწინ იქ ცხოვრეობდნენ და სახლების ნახვა უნდათ, მაგრამ მათ რასდგან ასეთი ამოცანა სპეციალურად დაუსახეს, ეს პოლიტიკური აქციაა.
ვახტანგ მაისაია ეჭვის ქვეშ აყენებს იმ განცხადებებს, რომელიც მეხუთე კოლონაში ქართული პოლიტიკური პარტიები, კერძოდ ნინო ბურჯანაძის პარტია იგულისხმება. „არა მგონია, რომ ბურჯანაძის პარტია რუსეთის დასაყრდენი იყოს. საქართველოში უფრო მეტად პრორუსული ძალები არსებობენ, პროევრაზიული ძალების სახით, – ამბობს ვახტანგ მაისაია.