globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 14 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 14th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): ქართველი დეპუტატი უკრაინული კორუფციის წინააღმდეგ: იქნება თუ არა დავით საყვარელიძე ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორი

«Каспiй» (აზერბაიჯანი): ტრამპლინი ექს-პრეზიდენტისათვის: საქართველო შესაძლებელია უკრაინის მოვლენების  ანარეკლი გახდეს

«Новое время – Yeni Zaman» (აზერბაიჯანი): აზერბაიჯანულ «SOKAR»-ს საქართველოში თავის ტკივილი დაეწყო

—————

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 14 თებერვალი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2668093?isSearch=True

ქართველი დეპუტატი უკრაინული კორუფციის წინააღმდეგ: იქნება თუ არა დავით საყვარელიძე ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორი

გიორგი დვალი (თბილისი), პავლე ტარასენკო (კიევი)

უკრაინის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა იმ კანდიდატების სია, რომლებთაგან ერთ-ერთი შეიძლება ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორად დაინიშნოს. მასში არ არის საქართველოს ექს-პრეზიდენტის გვარი, რადგან მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ბრძანებულებით, უკვე საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეა. ამასთან, არაა გამორიცხული, რომ ბიუროს ხელმძღვანელის ვაკანტური ადგილი შესაძლებელია მისმა თანამებრძოპლმა, საქართველოს გენპროკურორის ყოფილმა მოადგილემ და ამჟამინდელმა დეპუტატმა დავით საყვარელიძემ დაიკავოს.

საინტერესოა, რომ ქართველი პარლამენტარი თავის სამომავლო დანიშვნასთან დაკავშირებით ისე ლაპარაკობს, რომ თითქოს უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია: დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ უკრაინას საერთო მტრის – რუსეთის მიერ დანერგილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.

33 წლის დავით საყვარელიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თავისი სურვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გააჟღერა: „დიდი ხნის ფიქრისა და განსჯის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავთანხმდე კოლეგების თხოვნას ჩავერთო უკრაინის სახელმწიფოს იმ ინსტიტუტების მშენებლობაში, რომლებიც კორუფციის  წინააღმდეგ იბრძოლებენ“. დეპუტატი, რომელიც თანახმაა გახდეს უკრაინის მოქალაქე და, შესაბამისად, უარი თქვას საქართველოს მოქალაქეობაზე, აღნიშნავს, რომ მზადაა თავისი გამოცდილება და ცოდნა უკრაინის გაძლიერებას მოახმაროს.

დავით საყვარელიძის კოლეგამ ხათუნა გოგორიშვილმა „კომერსანტთან“ საუბარში დააზუსტა, რომ ჯერ-ჯერობით საუბარია მხოლოდ კონკურსში მონაწილეობაზე ბიუროს ხელმძღვანელის ადგილის დასაკავებლად. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კანდიდატთა სიაში ბიუროს დირექტორობის 161 მსურველია შეტანილი.

უკრაინის ვერხოვნა რადას ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ლიდერის იური ლუცენკოს თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის დანიშვნა მარტში მოხდება, თუმცა დავით საყვარელიძის განცხადებებს თუ დავუჯერებთ, როგორც ჩანს, საკითხი უკვე გადაწყვეტილია: „ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევას და ღირსებას წარმოადგენს მონაწილეობა მივიღო ისეთი დიდი პოტენციალის მქონე ქვეყნის მშენებლობაში, როგორიც უკრაინაა“, – განაცხადა ქართველმა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან ძნელი იყო გადაწყვეტილების მიღება სამართლადმაცველ სისტემაში სამუშაოდ დაბრუნების თაობაზე. ამასთან, მან იქვე ოპტიმიზმი გამოხატა და თქვა, რომ გამოცდილ-გამოწრთობილი გუნდის დახმარების იმედი აქვს (დავით საყვარელიძეს, ალბათ, მხედველობაში ჰქონდა ის ფაქტი, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გუნდის ბევრი წარმომადგენელი მუშაობს).

როგორც თბილისში ამბობენ, დავით საყვარელიძის მოადგილედ შეიძლება ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ექს-მინისტრი ზურაბ ადეიშვილი დაინიშნოს, რომელსაც სამშობლოში სისხლის სამართლის მრავალი ბრალდება აქვს წაყენებული. მან საქართველო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა, ჯერ უნგრეთში ცხოვრობდა, შემდეგ კი კიევში გადავიდა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სამომავლო საქმიანობას:

საქართველოს მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „კომერსანტთან“ საუბარში ადრეც აცხადებდნენ, რომ თუ ექს-პრეზიდენტი უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორად დაინიშნებოდა, მაშინ ეს ფაქტი საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენდა. ამასთან, როგორც უკრაინელი პოლიტოლოგი დიმიტრი ჯანგიროვი ამბობს, კანდიდატთა სიაში მიხეილ სააკაშვილის გვარი რომ არ იყო შეტანილი, ამაზე გავლენა ქართველ დეპუტატთა თვალსაზრისს არ მოუხდენია. „მთავარი როლი შეასრულა არა დეპუტატთა თვალსაზრისმა, არამედ იმან, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის ბრალდებები აქვს წაყენებული. ასეთ სიტუაციაში მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს შედარებით უფრო ნაკლებად ოფიციალური სტატუსი აქვს, ვიდრე ეროვნულ ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორს“, – აღნიშნა „კომერსანტთან“ საუბრისას უკრაინელმა პოლიტოლოგმა.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 14 თებერვალი, 2015 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=23003

ტრამპლინი ექს-პრეზიდენტისათვის: საქართველო შესაძლებელია უკრაინის მოვლენების  ანარეკლი გახდეს

პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებზე უკრაინის კრიზისის გავლენის შესახებ გაზეთ „კასპიის“ კორესპონდენტს ვიტალი რომანოვს ესაუბრება ნადანა ფრიდრიხსონი, რუსეთის „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ კვლევითი ინსტიტუტის პოლიტიკური ანალიტიკოსი:

„ახლა, როცა უკვე უკრაინის კრიზისი რუსეთისა და დასავლეთის მწვავე დაპირისპირების თეატრი გახდა, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები და კერძოდ, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებენ თვალს იქ მიმდინარე მოვლენებს. პირველ რიგში ეს ეხება ოფიციალურ თბილისს, რადგან საქართველო დღეს ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომელიც შეიძლება უკრაინის მოვლენების სარკისებური ანარეკლი გახდეს. საერთოდ, უკრაინას და საქართველოს რევოლუციების საკითხში საკმაოდ უცნაური ისტორიული კავშირები აქვთ. და დღეს, როცა კიევში მყოფი საქართველოს ექს-პრეზიდენტი  თავის პოტენციალის დემონტრირებას ახდენს, ხოლო თვით საქართველოში პოლიტიკური კრიზისისს აშკარა ნიშნები ჩანს (და „ნაციონალების“ პოზიციის გაძლიერების რისკები არსებობს), თბილისი სერიოზულად ფიქრობს, რომ მომდევნო ქვეყნა, სადაც უკრაინული მოვლენები განმეორდება, საქართველო იქნება.

სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად ვერ აჩვენა, რომ მმართველი კოალიცია ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს: პარლამენტის არჩევნების დროს მოსახლეობისადმი მიცემული დაპირებების უმრავლესობა ვერ სრულდება, ძველი რეფორმები გაჩერდა, ახლები არ დაწყებულა. „მეოცნებეების“ [ხელისუფლებიდან] წასვლაზე უკვე არა მხოლოდ საქართველოში ლაპარაკობენ, არამედ დიდი პოლიტიკის კულისებშიც.

ასე რომ, სრულიად შესაძლებელია, რომ უკრაინა მიხეილ სააკაშვილისათვის ტრამპლინია, მისი მიზნები კი არ შეცვლილა – საქართველოს მართვის საჭესთან დაბრუნება. ცხადია, არა პრეზიდენტად (ეს როლი მას უკვე შესრულებული აქვს), არამედ იმ ფიგურად, რომელიც გავლენას მოახდენს ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე“, – ამბობს ინტერვიუში ნადანა ფრიდრიხსონი.

«Новое время – Yeni Zaman» (აზერბაიჯანი), 13 თებერვალი, 2015 წელი

http://www.novoye-vremya.com/v5/w42638/…/#.VN7iVsP9nGg

აზერბაიჯანულ «SOKAR»- საქართველოში თავის ტკივილი დაეწყო

„საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია «SOKAR»-ის ქართული შვილობილის – «SOCAR-Georgia»-ს შემოწმებას იწყებს: ანტიმონოპოლიურ სამსახურს ეჭვი აქვს, რომ «SOCAR-Georgia» საავტომობილო გაზის ბაზარზე მონოპოლისტის როლში გამოდის და ის ქართულ კანონმდებლობას არღვევს, ხელს უშლის სხვა კომპანიების ბაზარზე გამოსვლას. ამასთან, როგორც «SOCAR-Georgia»-ს გენდირექტორმა მახირ მამედოვმა განაცხადა, „რასაკვირველია, ანტიმონოპოლიურ სამსახურს მათი შემოწმების უფლება აქვს, ამაში არაფერი უკანონო არ არის და კომპანიას საწინააღმდეგო არაფერი აქვს”, – ნათქვამია აზერბაიჯანული გამოცემა „ნოვოე ვრემიას” („ენი ზამანის”) მიერ 11 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი რ. ველიევი).

საქართველო სატრანზიტო სახელმწიფოა, რომლის ტერიტორიაზე აზერბაიჯანიდან ევვროპისაკენ მიმართული ძირითადი კომუნიკაციები გადის: ნავთობ-გაზსადენები, რკინიგზები, საავტომობილო გზები, მუშაობენ შავი ზღვის ნავსადგურები და ა.შ.

ქართული მხარის განცხადებებში განსაკუთრებით რელიეფური და მნიშვნელოვანია ორი პროექტი – აზერბაიჯანული ენერგორესურსების გაყიდვა საქართველოში და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა.

საქართველოს მთავრობაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა მიანიშნა, რომ იგი  წინა ხელისუფლების მიერ შემუშავებული სქემებისა და წესების მიხედვით აღარ იმოქმედებს. სწორედ ამგვარი სქემების შედეგად აზერბაიჯანის ბიუჯეტი შესამჩნევად ზარალდებოდა, საქართველოს მოსახლეობას კი აზერბაიჯანულ ბენზინზე და გაზზე ზედმეტი ფასის გადახდა უწევდა. გაზისა და ბენზინის გაყიდვით მიღებული შემოსავლების ნაწილი მაღალი რანგის აზერბაიჯანელი და ქართველი ჩინოვნიკების ჯიბეში მიდიოდა.

უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ბენზინს და გაზს მართლაც დაბალი ფასებით აწვდის, მაგრამ შემდეგ საწვავი [მომხმარებელზე] «Sokar»-ის შვილობილი კომპანიის სტრუქტურების გამანაწილებელი ქსელების მეშვეობით იყიდება. მექანიზმი ძალიან მარტივია: საზღვარზე იაფად ვყიდით, მაგრამ ადგილზე გადაყიდვა უფრო ძვირად ხდება. ბუნებრივია, ფასების სხვაობა ჯიბეში მიდის. მაგალითად, გაზი საქართველოს SOCAR EnergyGeorgia-ს მეშვეობით მიეწოდებოდა 143 დოლარად, კომერციული ორგანიზაციებისა და მოსახლეობისათვის – 167 დოლარად, მაგრამ შემდეგ მისი გადაყიდვა ადგილზე მოსახლეობისათვის თითქმის 300 დოლარად ხდებოდა და ცოტა უფრო იაფად -  კომერციული და სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის. ასეთივე სქემა მუშაობდა ბენზინის გაყიდვაშიც.

საინტერესოა, რომ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტიის დამარცხების შემდეგ, SOCAR EnergyGeorgia-ს ინიციატივით, ბენზინზე ფასებმა დაიკლო. ანუ, შეიძლება ითქვას, კომპანია აღარ დაელოდა ახალი ხელისუფლების მიერ „გაროზგვას” და თვითონ დაიწყო მოქმედება.

გავიხსენოთ, რომ მიხეილ სააკაშვილის კორუფციული სქემები მხოლოდ SOCAR-ით არ შემოიფარგლებოდა: 2011 წელს აშშ-ში, პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა დახმარებისათვის ამერიკელ სენატორებს, კონგრესმენებს და რესპუბლიკური პარტიის სხვა წარმომადგენლებს მიმართა, მათ შორის მილიარდერ დონალდ ტრამპსაც, რომელსაც „უფასოდ” გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 60 ათასი კვ.მეტრის (!) ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი საკურორტო ქალაქ ბათუმში. არადა, ამ მიწის ფასი რეალურად რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი იყო.

მართალია, საქართველოში მექრთამე „გაიშნიკები” აღარ არიან, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე, პირადი ინტერესით, ყველა სფეროში კერძო მონოპოლია შექმნა და მოსახლეობას ხარკის გადახდა დააკისრა, მონოპოლიურ და რეალურ ფასებს შორის  სხვაობის მიხედვით.

რაც შეეხება ბენზინს, უფრო ზუსტი წარმოდგენა რომ შეგვექმნეს: ერთი გალონი (4,5 ლ) ბენზინი ქვეყნის ავტოგასამართ სადგურებში 6,5 დოლარი ღირს, რაც ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. ზოგიერთი უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წილი ერთი გალონი ბენზინის ფასიდან 1,2 დოლარს შეადგენდა. ექს-პრეზიდენტის მმართველობის დროს ფინანსთა სამინისტროსა და საბაჟო სამსახურის რეალური ფუნქცია იმაში მდგომარეობდა, რომ არ დაეშვა რიგითი ბიზნესმენების მიერ პროდუქციის იმპორტი და ამით ბენზინის ფასები არ „გაეფუჭებინა”. აი, რატომ იყო აზერბაიჯანის ხელისუფლებისათვის მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობა კომფორტული…

რაში გამოიხატებოდა განსხვავება ჩვეულებრივ კორუფციასა და ელიტარულ კორუფციას შორის საქართველოში?

ნინო ბურჯანაძემ განმარტა, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მხოლოდ იმ წვრილ ჩინოვნიკებს იჭერდნენ, რომლებიც „ელიტარული კორუფციონერების” წრეში დაშვებულები არ იყვნენ. კლასიკური ფრაზა “Quod licet Jovi, non licet bovi” („რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს”) საქართველოში ასე „ითარგმნებოდა”: „რისი უფლებაც სააკაშვილს აქვს, იმის უფლება სხვას არ აქვს”.

ამ სიტუაციაში  შემთხვევითი არ იყო, რომ «SOKAR» საქართველოში პრაქტიკულად მონოპოლისტი გახდა. თუმცა არა მარტო საქართველოში…

გამოკვლევებში, რომლებიც კომპანიათა გამჭვირვალობას ეხება, «SOKAR»-ს კორუმპირებულობის ინდექსით ბოლო ადგილი უკავია მსოფლიოს 44 ნავთობ-გაზის კომპანიებს შორის, ხოლო თვით აზერბაიჯანს – 143-ე ადგილი მსოფლიოს 182 ქვეყანას შორის. რამდენიმე წლის წინათ «SOKAR» შვეიცარიაში კორუფციაში ამხილეს: 2011 წლის ნოემბერში კომპანიამ იქ ავტოგასამართი სადგურები იყიდა, შემდეგ კი Migros-ის ფირმის მაღაზიები, რომლებიც ამ სადგურებში ვაჭრობდა. შვეიცარიელები აზერბაიჯანული კომპანიის თავიანთ ქვეყანაში გამოჩენას მტრულად შეხვდნენ. ბენზინის გაყიდვის მექანიზმი ასეთი იყო: ყოველწლიურად «SOKAR» დაბალი ფასებით მილიონობით ტონა ნავთობპროდუქტს ყიდდა საკუთარ შვილობილ კომპანიებზე შვეიცარიაში, შემდეგ კი ეს პროდუქცია რეალიზდებოდა შვილობილთა კონტროლქვეშ მოქმედ ოფშორული კომპანიების მიერ. ეს უკანასკნელნი კი ნავთობპროდუქტს მსოფლიო ბაზარზე საერთაშორისო ფასებით ყიდდნენ. შესაბამისად, ფასების განსხვავებით მიღებულ შემოსავლებს «SOKAR»-ის ხელმძღვანელები იჯიბავდნენ. ამიტომაც გამორიცხული არაა, რომ «SOCAR-Georgia»-ს შემოწმებით კორუფციის ახალი ფაქტები გამოვლინდება.

Comments are closed