globalresearch.ge

ნანა დევდარიანი: “გორიდან წაღებული ვაშლი არ შეიძლება ესპანურ ვაშლზე იაფი იყოს იმიტომ, რომ ევროკავშირი თავის შიდა ბაზარზე ზრუნავს”

Posted by Globalresearch on Jun 26th, 2014 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

როგორც “გლობალური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა ასოცირების შეთანხმების შესახებ განაცხადა, ჩვეულებრივ ადამიანებს გაუჩნდათ იმის ილუზია, რომ ხვალ-ზეგ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გვექნება და ცოტა ხანში ევროკავშირში მიგვიღებენ.

“ეს ილუზიები კი შესაძლოა, ძალიან ცუდად დაუბრუნდეს ხელისუფლებას იმიტომ, რომ ამას იმედგაცრუება მოჰყვება. არავითარი უვიზო რეჟიმი არ იქნება. კარგია, თუ იქნება ცალკეული კატეგორიისთვის, რეჟიმი მაგალითად, ახალგაზრდებისთვის განათლების მისაღებად – გამარტივებული სავიზო, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი, მთავრობა მზად უნდა იყოს, რომ წინმსწრები ზომები გაატაროს – მოტივაცია შეუქმნას ახალგაზრდებს რომ უკან დაბრუნდნენ და აუცილებლად დასაქმდნენ საქართველოში. გადაჭარბებული მოლოდინები, რომელიც ხალხში ხელისუფლებამ დათესა, გარკვეულწილად ინერციაა “ნაციონალური მოძრაობის” – რასაც კი გააკეთებდნენ ყოველთვის პირველი და “პირველად საქართველოს ისტორიაში” იყო. რაც შეეხება ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანის თემას, რუსეთის ბაზრისგან განსხვავებით, ჩვენთვის ევროპის ქვეყნები ტრადიციული არ არის. მე მგონი გორში, ვაშლის ბაღები ვისაც აქვს, ყველას ჰგონია, რომ ევროპელები ჩამოვლენ, ვაშლს დაკრეფენ და შეფუთავენ, ევროებს ჩაუთვლიან და ევროპაში წაიღებენ. რუსეთის ბაზრისგან განსხვავებით, ჩვენთვის ევროპის ქვეყნები ტრადიციული ბაზარი არ არის. ანუ ჩვენს პროდუქციას თავის დამკვიდრება ძალიან დიდხანს მოუწევს. ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ საბაჟო გადასახადიდან გავთავისუფლდით, ეს მთლად ასე არ არის. ევროკავშირს ჩვენთან საბაჟო გადასახადის გარეშე შემოაქვს თავისი პროდუქცია, ჩვენც გვიწერია, რომ საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებულნი ვართ, მაგრამ არსებობს დანართი, სადაც პირდაპირ წერია, რომ სამაგიეროდ, ჩვენ ვიხდით ევროკავშირის ბაზარზე შესვლის ფასს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ გორიდან წაღებული ვაშლი არ შეიძლება ესპანურ ვაშლზე იაფი იყოს იმიტომ, რომ ევროკავშირი თავის შიდაბაზარზე ზრუნავს, შიდამწარმოებელზე და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ მისი მწარმოებელი დაზარალდეს”, – განაცხადა დევდარიანმა “პირველი პრესკლუბში” სტუმრობისას.

წყარო: http://opinion.ge/?p=7194

Comments are closed