„ახალი თაობა“: არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური კვლევების ცენტრმა“ საშინაო პოლიტიკის საკითხებზე მოხსენების პრეზენტაცია გამართა
„ახალი თაობა“: ნინო ბურჯანაძე: „ვაშინგტონი მებრძვის“ // „აი-რა-ი“-ს კვლევამ პოლიტიკოსები დაამწუხრა
„ალია“: ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: „ამერიკელებმა ახალი პოლიტიკური სცენარი დაგვიწერეს?“ // „ბევრჯერ გავაფრთხილე ამერიკელები. რადგან არ ესმით და მაინც აგრძელებენ უტიფრობას, მაშინ ამ უტიფრობაზე მიიღებენ საკადრის პასუხს“
„ალია“: გიგა ბოკერია ამერიკის საელჩოში იყო და კონკრეტული დავალება წამოიღო // იგი ამერიკელებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს ერთგულებას
„ალია“: ინტერვიუ შალვა ხაჭაპურიძესთან: „ევროპარლამენტარებმა დაკავებებს დაასწრეს, რომ მერე მეტი სალაპარაკო ჰქონდეთ?“
———————-
„ახალი თაობა“, 26 მარტი, 2015 წელი
არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური კვლევების ცენტრმა“ საშინაო პოლიტიკის საკითხებზე მოხსენების პრეზენტაცია გამართა
(შემოკლებით)
მოწვეულმა პოლიტოლოგებმა და სხვადასხვა სფერო ექსპერტ-სპეციალისტებმა ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელეს, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
„გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელის ნანა დევდარიანის განცხადებით, დღეს როგორც არასდროს, ქვეყნის შედა პოლიტიკა დამოკიდებულია საგარეო პოლიტიკაზე და ქვეყნის საგარეო ფაქტორებზე. „ჩვენს პოლიტიკურ ელიტას რატომღაც ჰქონია, რომ რომელიმე ხელშეკრულების გაფორმებით საკითხი საბოლოოდ გადაწყვიტა, სინამდვილეში ნკი მთავარი სამუსაო სწორედ ამ შეთანხმების გაფორმებით უნდა იწყებოდეს. არასდსროს არ არის გვიან შეთანხმების პუნქტებს გადახედო, როდესაც ხედავ, რომ რეალობა იცვლება, შენც ახალ რეალობას უნდა აუწყო ფეხი, თუმცა სამწუხაროდ არც შიდა პოლიტიკურ და არც საგარეო საკითხებზე მსჯელობისას ჩვენი ხელისუფლებისაგან ეს მობილურობა არ იგრძნობა.
კიდევ ერთი ძირითადი მომენტი, რომლითაც საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტტიკა გამოირჩევა, ისაა, რომ უკვე პირდაპირ გვითხრეს – ნატოში ვერ მიგიღებთო, თუმცა გახსოვთ, ალბათ, რომ პრემიერ-მინისტრის წარმომადგფენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე სწორედ იგივე სიტყვების გამო მწვავედ გააკრიტიკეს, მიუხედავად იმისა, რომ მას ახალი არაფერი უთქვამს. „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სრულიად მართებულად განაცხადა; „რა ენაზე არარ გვითხრეს ბარაკ ობამამ, ფრანსუა ოლანდმა, ანგელა მერკელმა, რომ ნატოში არ მიგიღებთო და მაინც ვერ გავიგეთ. საინტერესოა, კიდევ ვინ უნდა გვითხრას, რომ დავიჯეროთ და გავაცნობიეროთ, რომ ეს საკითხსი დღის წესრიგში არ დგას? ჩვენ შეიძლება ძალიან გვინდოდეს ნატოში გაწევრიანება, მაგრამ ამ გაწევრიანების არავითარი რეალური კონტურები არ არსებობს. ამასთან, ეს გარემოება ხელს არ უნდა გვიშლიდეს ჩვენი ქვეყნის შენებაში, ყველა მეზობელთან საერთო ენის გამოძებნასა და იმის მცდელობაში, რათა რეგიონში ჩვენი ტრადიციული როლი აღვიდგინოთ, რომელიც, პირადაპირ ვთქვათ, საქართველოს მიხეილ სააკაშვილმა დააკარგვინა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
———–
მასალაში მოცემულია აგრეთვე ეკონომიკის ექსპერტის, პროფესორ იოსებ არჩვაძის თვალსაზრისი ქართული ეროვნული ვალუტის – ლარის გაუფასურებისა და საერთოდ, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე.
გარდა ამისა, პუბლიკაციაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ცნობილი პოლიტოლოგის, პროფესორ სოსო ცინცაძის თვალსაზრისს, აგრეთვე ასევე ცნობილი ექსპერტების – რამაზ საყვარელიძისა და მამუკა არეშიძის მოსაზრებებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ასპექტების თაობაზე.
„ახალი თაობა“, 26 მარტი, 2015 წელი
ნინო ბურჯანაძე: „ვაშინგტონი მებრძვის“
აი-რა-ის კვლევამ პოლიტიკოსები დაამწუხრა
შორენა მარსაგიშვილი
(შემოკლებით)
ამერიკული „აი-რა-ი“-ს მიერ ჩატარებულმა ბოლო კვლევამ ერს ახალი სანერვიულო გაუჩინა. განსაკუთრებულად პოლიტიკოსები აღელდნენ. მათმა უმეტესობამ კვლევის შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა.
პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი კვლევის შედეგებს არ აღიარებს. მას იმის გარკვევაც აინტერესებს, რომელ პლანეტაზე ჩატარდა ეს კვლევა. მისი თქმით, რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.
(…)
ირმა ინაშვილი: „რა ტიპის საზოგადოებაა გამოკითხული? პასუხი მარტივია: კვლევა ჩაატარა გოჩა ცქიტიშვილის კომპანიამ, ხოლო შედეგები შეაჯამა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა – აი-რა-ი. ცქიტიშვილის რესპონდენტთა ბაზა ან საერთოდ არ არსებობს, ან არსებობს და მხოლოდ პოლიტიკურად და ფინანსურად ანგაჟირებულია, ისევე, როგორც თავად ბატონი ცქიტიშვილი, ამიტომ… ვსვამ მორიგ კითხვას: საქართველოში ოდესმე უნდა დამთავრდეს თუ არა გოჩა ცქიტიშვილობა, როგორც მანკიერი ფენომენი?“
(…)
გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის ნინო ბურჯანაძის თქმით, ვაშინგტონი ამ გზით ცდილობს პროქართულ ძალასთან ბრძოლას.
ნინო ბურჯანაძე: „უკვე ტრადიციად იქცა, რომ საქართველოში აღარავის უკვირს ვაშინგტონში დაწერილი რიცხვები. ძალიან კარგად ვიცით, რომ როგორც კი ჩვენი პარტიისა და პირადად ჩემი რეიტინგი იწყებს მატებას, ამერიკელწები მაშინვე იწყებენ ძალიან აქტიურ მოქმედებას იმისათვის, რომ მოსახლეობა შეაგუონ აზრს, თითქოს საქართველოში პროამერიკულ ძალებს აქვთ მხარდაჭერა. ჩვენ კი, რომელსაც გვთვლიან პროქართულ ძალად, თითქოსდა მოსახლეობის მხარდაჭერა არ გვაქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ვაშინგტონი ამ გზით ცდილობს პროქართულ ძალასთან ბრძოლას. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ მოსახლეობა ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და სწორ დასკვნებს გამოიტანს, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მისივე თქმით, გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას გაცილებით დიდი მხარდაჭერა აქვს.
– ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩატარებული კვლევის შედეგად, ჩვენს პარტიას 1%-ზე ოდნავ მეტი რეიტინგი ჰქონდა. შედეგი ყველასათვის ცნობილია, რომ ათჯერ მეტი ავიღეთ. ახლა,როგორც მოგეხსენებათ, 5%-იანი რეიტინგი გამოცხადდა, ასე რომ ჩვენს მხარდამჭერებს შეგვიძლია, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება წინასწარ მივულოცოთ, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: „ამერიკელებმა ახალი პოლიტიკური სცენარი დაგვიწერეს?“
„ბევრჯერ გავაფრთხილე ამერიკელები. რადგან არ ესმით და მაინც აგრძელებენ უტიფრობას, მაშინ ამ უტიფრობაზე მიიღებენ საკადრის პასუხს“
ნინო სამხარაძე
(შემოკლებით)
ამერიკელებმა ახალი პოლიტიკური სცენარი დაგვიწერეს. „აირაი“ – ს კითხვაზე – დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდი ხმას? 36%-ით „ქართული ოცნება“ ლიდერობს, „ნაციონალური მოძრაობა“ – 14%, „თავისუფალი დემოკრატები“ – 10%, „ლეიბორისტული პარტია“ – 6%, „დემოკრატიული მოძრაობა“ – 5%, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 5%.
ცხადია, ასეთი კვლევები ყოველთვის კონკრეტულ მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, დასავლეთი დაინტერესებულია ვადამდელი არჩევნებით და ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალის მოყვანით. ირაკლი ალასანია თვლის, რომ ის ალტერნატიული ძალაა და კვლევებით კმაყოფილია. ხელისუფლება ამ კვლევას უნდობლობას უცხადებს. რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „ალიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს კვლევები ადამიანების აზროვნების მანიპულირების, დაშინების, მოტყუებისა და დაპროგრამების ხერხია…
„ალია“ ნინო ბურჯანაძეს ესაუბრა:
- ქალბატონო ნინო, თქვენი აზრით, რას უკავშირდება თებერვალში ჩატარებული კვლევა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვადამდელი არჩევნებისთვის სამზადისი დაწყებულია?
- კარგად ვიცით, ამ ტიპის კვლევები და ეგზიტპოლები ადამიანებს შოკში როგორ აგდებს, ამის მიზანი არის ის, რომ წინასწარ დადონ ის შედეგი, რაც ამერიკელებს აწყობთ და მოსახლეობა შეაგუონ იმ შედეგებს, რაც ამერიკელებს უნდათ, რომ საქართველოში მიიღონ. ის, რომ ამ კვლევებს სიმართლესთან შეხება არ აქვს, არაერთგზის დავინახეთ.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გაგახსენებთ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორ უწერდნენ „ენდიაი“ და სხვები 60-70%-ს, „ქართულ ოცნებას“ – 10%-ს, ხოლო რა შედეგი მივიღეთ, ეს ყველას კარგად გვახსოვს.
- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ხომ არ დაიწყო მზადება?
- ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამორიცხული არ არის, ამიტომაც წინასწარ თადარიგი დაიჭირეს. სხვა შემთხვევაში მართლა გაუგებარია, ამდენი ხნით ადრე, რატომ უნდა ჩატარებულიყო ეს კვლევა?! ახლა `ენდიაი~ ჩაატარებს კვლევას, მერე რომელიმე სხვა ამერიკული კომპანია და მერე „ნაციონალები“ დადებენ მათთვის სასურველ შედეგებს, ამით ცდილობენ მოსახლეობა წვეთ-წვეთად მოწამლონ!
თავიდან ბოლომდე გაყალბებულია ეს კვლევები, რომლის დიდ ნაწილს აკეთებს „თავისუფალი ინსტიტუტის“ ხალხი საქართველოში, მერე ვაშინგტონში ციფრებს ახლიდან გადაწერენ ხოლმე. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ბოლოს და ბოლოს, მიხვდებიან, რომ ძალიან თეთრი ძაფით ნაკერი გამოსდით ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოში აწარმოებენ, კერძოდ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, საქართველოში მოიყვანონ ის ძალები, რომლებიც საქართველოს ინტერესებს კი არ მოემსახურებიან, არამედ აშშ-ს მონები იქნებიან, და პირდაპირ იქნებიან მართულები აშშ-ს ადგილობრივი საელჩოდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდანაც კი არა.
მე ბევრჯერ გავაფრთხილე ამერიკელები და ახლაც ვაფრთხილებ, რომ ეს საქართველოში აღარ გამოუვათ, რადგან უკურეაქციას იწვევს, ეს აღიზიანებს მოსახლეობას, ქმნის ანტიდასავლურ განწყობებს და იმედგაცრუებას დასავლური ფასეულობების მიმართ. რადგან არ ესმით და ვერ გაიგეს დელიკატურად, ადამიანურად ნათქვამი და მაინც აგრძელებენ უტიფრობას, მაშინ ამ უტიფრობაზე მიიღებენ საკადრის პასუხს სრულიად ქართველი საზოგადოების მხრიდან და ეს ძალიან კარგად გამოჩნდება არჩევნებში, როგორი შოკიც ჰქონდათ 2012 წელს იმ ადამიანებს, ვისაც გულწრფელად სჯეროდათ ამ კვლევების, ისეთივე შოკი ექნებათ ახლაც ვაშინგტონში. თვითონაც ძალიან კარგად იციან, რა პროექტი ხორციელდებოდა საქართველოში, როცა სააკაშვილის რეჟიმი იყო, რა პროექტის განხორციელებას ცდილობენ ახლა, უკრაინაში. ოღონდ ამას, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე შედეგები მოსდევს ქვეყნებისთვის.
- თქვენ არ აპირებთ აშშ-ში ვიზიტს და რეალური ამბის ჩატანას?
- ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვაპირებ, რადგან აშშ-ი ვიზიტის აზრს ვერ ვხედავ. სენატში, სადაც სააკაშვილს ზარ-ზეიმით იღებენ და მთავარი მომხსენებელია, ნამდვილად არ ვაპირებ ლაპარაკს! პირდაპირ ვამბობ, რომ ეს იყო ჩვენი სახელმწიფოს ღირსების შელახვა, უპატივცემლობა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გაწყვეტას და გაბუტვას ვაპირებ. არ ვარ ის პოლიტიკოსი, ვინც რაღაცაზე გაბრაზდება და გაიბუტება, ეს არ არის პოლიტიკოსის ქცევა. მე ვაპირებ, შეძლებისდაგვარად ნორმალური ურთიერთობების გაგრძელებას ამერიკელებთან. ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოში აუცილებლად მოვა ის ძალა, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემსახურება და ასევე, კარგად უნდა ესმოდეთ ის, რომ საქართველოს ინტერესებში ნამდვილად არ შედის არც რუსეთთან და არც ამერიკასთან ბრძოლა.
- კიდევ ერთხელ გაიჟღერა მარგველაშვილისა და პუტინი შეხვედრის საკითხმა. როგორ ფიქრობთ, ეს შეხვედრა გაიმართება?
- მე ამ საკითხზე სერიოზულად კომენტარის გაკეთებას ნამდვილად აღარ ვაპირებ, იმიტომ რომ სამჯერ გამოაცხადა პუტინმა, მზად ვარ, შევხვდეთო. ხან ერთმანეთს ეჩხუბნენ, არა მე უნდა წავიდე და არა მეო, ხან პირობებიდაუწყენს, რაც ძალიან სასაცილოა, წინასწარ შედეგები მოსთხოვეს ჩაუსვლელად. ახლა გამოაცხადეს, რომ 9 მაისს მოსკოვში აღარ ჩავდივართო. თუ ვინმეს ჰგონია, რომ პუტინს მეტი საქმე არ აქვს ქართველებს ეხვეწოს, არიქა თქვენი ჭირიმე დაგველაპარაკეთო, გეგონება, ჩვენს ტერიტორიაზე კი არ იდგეს რუსეთის ჯარი, ჩვენი ჯარი იდგეს კრასნოდარის მხარეზე და ჩვენს ჯარს ჰქონდეს რუსეთის ტერიტორიები დაკავებული. ეს უკვე აღარ არის სერიოზული, ამიტომ ამ თემაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ნამდვილად არ ღირს!
გიგა ბოკერია ამერიკის საელჩოში იყო და კონკრეტული დავალება წამოიღო
იგი ამერიკელებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს ერთგულებას
ლევან ჯავახიშვილი
(შემოკლებით)
21 მარტის აქციის შემდეგ “ნაცმოძრაობაში” დაწყებული დაპირისპირება გრძელდება. გიგა ბოკერია ისევ პარტიის დატოვებით იმუქრება და სააკაშვილთან საქმის გასარჩევად ამ დღეებში კიევში აპირებს წასვლას.
“ალიას” “ნაციონალებთან” დაახლოებულმა წყაროებმა აცნობეს, რომ გუშინ ბოკერია ამერიკის საელჩოში იყო და იქ საელჩოს გავლენიან პირებს შეხვდა. სავარაუდოდ, ელჩს, რიჩარდ ნორლანდსაც შეხვდა და მისგან კონკრეტული დავალება წამოიღო.
წყარო აცხადებს, რომ ბოკერიამ ამერიკელებისგან მხარდაჭერის გარანტიები მიიღო, თუ ის სააკაშვილს გაემიჯნება და ახალ პარტიას დააფუძნებს, მზრუნველობას არ მოაკლებენ. თუმცა, ეს როდის მოხდება, ჯერ არავინ იცის. ბოკერია “ნაცმოძრაობიდან” არათუ ხელცარიელი წასვლას არ აპირებს, სააკაშვილს “ნაცმოძრაობის” “ობშიაკიდან” სოლიდურ ფულსაც სთხოვს მომავალი პარტიის დასაფინანსებლად. ამის შესახებ “ალია” უკვე წერდა და დეტალებზე აღარ შევჩერდები, მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ბოკერია კიევში მიშასთან სწორედ ამ ფულთან დაკავშირებით სასაუბროდ ჩადის.
მიხეილ სააკაშვილი 21 მარტის შემდეგ ჭკუაზე რომ არ არის, ამის შესახებ არა მხოლოდ ქართულიი, უკრაინული მედიაც წერს. სააკაშვილი რწმუნდება, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსები არ გააჩნია და ეს სრულიადაც არ არის მისი თანაგუნდელების ბრალი, რომელთაც აბრალებს, რომ უუნარობა გამოიჩინეს და აქციაზე ხალხი ვერ გამოიყვანეს. არადა, ეს კრახი „ნაცმოძრაობის“ 9-წლიანი სისხლიანი მმართველობის, სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების აღვირახსნილი, არაადამიანური ქმედებების ბრალია და მადლობა ღმერთს, ქართველი ხალხი ამ მარაზმატიკის მიერ ჩადენილ ავკაცობებს არ ივიწყებს და მას და მის პარტიას კატეგორიულად ემიჯნება. იცის, რომ მიშა ფულითაც კი ვეღარ მოისყიდის ხალხს აქციაზე წასასვლელად, მაგრამ თავისი მიქარული ახლა სხვას უნდა გადააბრალოს. მეტიც, ამ დღეებში მეტად სერიოზული ამბები მოხდა პარტიაში და სააკაშვილი ამაზე მთლად გაცოფებულია. 21 მარტის სასაცილოდ მცირერიცხოვანი აქციის შემდეგ, „ნაცმოძრაობის“ რიგები უამრავმა ადამიანმა დატოვა. განსაკუთრებით თბილისის, შიდა და ქვემო ქართლის, კახეთისა და იმერეთის რეგიონები აქტიურობენ. წყაროს ინფორმაციით, პარტია 1000 კაცზე მეტმა დატოვა და ეს კიდევ არაფერია. „ნაციონალების“ დაახლოებით ორასზე მეტმა კოორდინატორმა უარი განაცხადა მათთან ყოველგვარ თანამშრომლობაზე.
„ნაციონალთა“ მთავარ ოფისში ვრცელდება ინფორმაციები, რომ დაახლოებით, ათიდან თხუთმეტი რეგიონის პარტიული ოფისის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები მიდიან პარტიიდან. „ნაციონალები“ ამ ინფორმაციებს ბლოკავენ და ჯერჯერობით, არ ახმაურებენ.
მოკლედ, „ნაცპარტია“ იშლება და გიგა ბოკერია ნამდვილად არ არის ბრიყვი, რომ სამარეში ჩაჰყვეს სააკაშვილსა და მის პარტიას.
(…)
გიგა ბოკერიას თავისი და სააკაშვილის გუნდის წევრებისთვის ასევე განუცხადებია, რომ მათ უნდა მოძებნონ ისეთი ადამიანები, ვინც მზად იქნებიან, ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ ყველანაირ სიბინძურეს მოაწერონ ხელი. ამ ხალხს ბოკერია სოლიდურ და მესამე ფინანსებას დაპირებია, გრანტების სახით. 30 ვერცხლის მოყვარული ბევრი გამოჩნდება ჩვენში, ეს უეჭველია და ფსევდოლიბერალთა ამქარს ბევრი ახალი არასამთავრობო შეემატება. „ნაცმოძრაობის“ ოფისიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ გიგა ბოკერიას ამ გრანტებს, ქართულ ეკლესიასთან საბრძოლველ დაფინანსებას, ამერიკელები დაჰპირდნენ და სავარაუდოდ, ეს საკითხი ბოკერიას ამერიკის საელჩოში სტუმრობისას გადაწყდა.
გიგა ბოკერიას ამ გეგმის დეტალები, ცხადია, მიხეილ სააკაშვილსაც სცოდნია და თანახმა ყოფილა, ეს საშინელება განახორციელონ. მეტიც, „ნაცმოძრაობასთან“ დაახლოებული ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რომ სააკაშვილი არათუ თანახმაა, რომ ეს გეგმა შესრულდეს, ცხადია, ბოკერიაზე მეტად მოწადინებულია. მისი აზრით, ეს რევოლუციისა და შესაბამისად, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსს გააჩენს. მეორეც, „ნაციონალთა“ ოფისში არ მალავენ, რომ სააკაშვილი სიხარულითაც კი შეხვდა ამ გეგმას, რადგან მას ეკლესიასთან და პატრიარქთან თავისი ძველი ანგარიშების გასწორება უნდა. არ დამვიწყებია, 2012 წლის არჩევნების წინ მთელი ეკლესია ბიძინა ივანიშვილს რომ დაუდგა გვერდით, არჩევნებში ჩვენს დამარცხებაში ეკლესიას დიდი წვლილი მიუძღვის და თუ ისე გამოვა, რომ რელიგიურ ნიადაგზე დაიწყება სამოქალაქო დაპირისპირება და ეს ეკლესიას, მის ექსტრემისტულ ჯგუფებს დაჰბრალდებათ, ძალიან კარგი იქნება, ვნახოთ, მორწმუნე დაღუპულების მშობლებს რა პასუხს გასცეს პატრიარქიო.
მოკლედ, `ნაცები~ ისევ სისხლისღვრისა და არეულობის გზებს ეძებენ, მზად არიან, თავიანთი უერთგულესი თანამებრძოლებიც კი გასწირონ, ოღონდაც ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. როცა ეს ბრძოლა გახურდება, ავანგარდში მიხეილ სააკაშვილი იქნება, მაგრამ ყველაფრის თავი და თავი გიგა ბოკერიაა, ეს არ დაგავიწყდეთ. გიგა ბოკერია ამ ნაბიჯით არაფერს ჰკარგავს. თუ საწადელს მიაღწია, რელიგიური დაპირისპირების ნიადაგზე რევოლუცია ააგორა და „ნაციონალები“ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, მაშინ ის და სააკაშვილი ისევ შერიგდებიან და ხელისუფლებაშიც ერთად იქნებიან. თუ ამ გეგმამ კრახი განიცადა და წესით, ასეც მოხდება, ბოკერია მაინც ხეირში დარჩება. ამერიკელებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს ერთგულებას. ასევე, ეკლესიასა და პატრიარქს თუ ოდნავ მაინც გაუტეხს სახელს, ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი მიზანია და გამოდის, რომ წინ ერთ ნაბიჯსაც გადადგამს. მერე კი შექმნის პარტიას და ამერიკელებთან უფრო თამამად მივა მხარდაჭერის სათხოვნელად. გიგა ბოკერია წაუგებელ თამაშს თამაშობს, მაგრამ იმ უბედურ სააკაშვილს რა ეშველება, ეს არ ვიცი, ბოკერიაზე ჩამოსაკიდებლად რომ გაიხადა საქმე თავის დროზე, ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტმა.
ინტერვიუ შალვა ხაჭაპურიძესთან: „ევროპარლამენტარებმა დაკავებებს დაასწრეს, რომ მერე მეტი სალაპარაკო ჰქონდეთ?“
გელა ზედელაშვილი
(შემოკლებით)
25 მარტს 17-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს მთავრობას აღვირახსნილი პროტესტი გამოუცხადა. აღვირახსნილი იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის საქმეებში ცხვირის ჩაყოფა და ხელების ფათური.
თავხედობის მწვერვალზე ასულები არიან: რიჩარდ ჟარნეცკი – ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ჰეიდი ჰაიტალა – „მწვანეთა“ პოლიტიკური ჯგუფის წევრი, სანდრა კალნიეტე – „ევროპის სახალხო პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა გომეში _ სოციალისტ-დემოკრატთა პოლიტიკური ჯგუფის წევრი. და სხვები. ისინი მიიჩნევენ, რომ შერჩევითი სამართლის მრავალ შემთხვევას საქართველოში, რაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წუხილი გახდა, ემატება გიგი უგულავასთვის ახალი ბრალის წარდგენის ფაქტი. ამის მიზეზი 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის შემდგომი გახანგრძლივება და, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებისა და ევროპული სამართლის სტანდარტების იგნორირებაა. წერილის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, ყურად იღოს ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ოფისის ანგარიშში ასახული კრიტიკა სამართლიანი სასამართლოს პირობების დარღვევების გამო და ხაზს უსვამენ, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ ახალი ბრალის წარდგენა პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად განიხილება.
ხედავთ? თურმე საქართველოში ადგილი აქვს სამართლიანი სასამართლოს პირობების დარღვევას და გაჩაღებულია პოლიტიკური ოპონენტების დევნა. როგორც ჩანს, „ნაციონალურ“ ტალღაზე აჟიტირებულ ევროპარლამენტარებს ან არ წაუკითხავთ, ან საერთოდ არ სმენიათ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი გიორგი ბადაშვილს რეკომენდაციას აძლევს, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება განაგრძოს. ეტყობა, ევროპარლამენტარებმა არც ის იციან, რომ პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფში გაწევრიანებული არიან:
სერ ჯოფრი ნაისი (გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ადვოკატი), მოშე ლადორი – ისრაელის სახელმწიფოს ყოფილი მთავარი პროკურორი და პოლ კოფი _ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი. რასთან გვაქვს საქმე? რატომ მოდიან წინააღმდეგობაში პატივცემული საერთაშორისო პოლიტიკოსები საერთაშორისო პროკურორებთან?
„ალიას“ იურისტი შალვა ხაჭაპურიძე ესაუბრა:
- ამ პოლიტიკოსებს მაშინ დაუჯერებდა ქართველი ხალხი, თუ ისინი „ნაციონალების“ ზეობის ხანასაც გააკრიტიკებდნენ, თუნდაც ერთ ფაქტზე ამოიღებდნენ ხმას, თუნდაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, სულხან მოლაშვილისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე. სად იყვნენ, ძმაო, ეს ადამიანები, როცა საქართველო სისხლისგან იცლებოდა? ამიტომ მათი პროტესტი ძალიან ნაკლებად აღელვებს ქართველ ხალხს. ეგენი დასავლურ პოლიტიკას უკარგავენ ავტორიტეტს. ეს არის „ნაცმოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების შემოქმედება, სადაც აღნიშნული პოლიტიკოსები არიან გარეულები. მოდით, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი – ეს არის კანონიერი ქრთამი. მსოფლიო მასშტაბის სამი პროკურორი დებს დასკვნას, მეტი რაღა გინდა? მე მაქვს ინფორმაცია, რომ მალე სხვა ყოფილ თანამდებობის პირებზეც აღიძვრება სისხლის სამართლის საქმეები სხვადასხვა მიმართულებებით. მე არ ვიცი, საბოლოო შედეგი როგორი იქნება, მაგრამ კიდევ ბევრს დაადებენბორკილებს.
- შეიძლება ინფორმაციამ გამოჟონა და დაასწრეს ამ დაკავებებს, რომ მერე უფრო მეტი სალაპარაკო მიეცეთ?
- შეიძლება, გასაკვირი რა იქნება. აქ ერთი საინტერესო დეტალია, რომელსაც არავინ არ აქცევს ყურადღებას: ჩვენ რომ ავიღოთ ბოლო ერთი წლის პერიოდი, თბილისის საქალაქო სასამართლოში მუდმივად მიდის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა. თუ ამ მაჩვენებელს შევადარებთ რიგით ადამიანებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, ერთ პროცენტსაც კი ვერ მივიღებთ. ხალხს უკვე ეჭვი უჩნდება, ხომ არ გვაქვს საქმე მოსყიდვასთან და გარიგებასთან? რატომ გამოაქვთ ამდენი გამამართლებელი განაჩენი „ნაციონალების“ საქმეებზე? მაშინ ან პროკურატურამ უნდა აგოს პასუხი, ან კიდევ მოსამართლეების გადაწყვეტილებები შეისწავლონ. ესე იგი, „ნაციონალების“ საქმეებზე პროკურორები და მოსამართლეები ვერ ქაჩავენ, კომპეტენცია არ ჰყოფნით და სხვა საკითხებს კარგად იხილავენ? თუ ვიღაცამ ჟანგიანი ტაშტი მოიპარა, ამას კარგად იძიებენ? პირიქით, „ნაცების“ გადარჩენა ხდება პოლიტიკური ნიშნით. სანამ ნინო გვენეტაძის პოლიტიკა პირველი ინსტანციის მოსამართლეებამდე დავა, მაგათი არც ერთი საქმე აღარ დარჩება გადაწყვეტილების გარეშე და უახლოეს ხანში ყველა იქნება გარეთ.
- მიხეილ სააკაშვილს უთქვამს თავისი ხელქვეითებისთვის, გიგი უგულავა გამოათრიეთ ციხიდან, თორემ ყველაფერს დაფქვავსო. შეუძლიათ, რომ მართლა გამოათრიონ?
- საპატიმრო ვადა ეწურებოდა, ახალი ბრალი რომ არ წარედგინათ და არ შეეფარდებინათ ხელახალი პატიმრობა, ფაქტობრივად, გარეთ იყო. ბიჭო, წინ 9 თვე გქონდა, ამდენი ხანი რა ვერ გამოიძიე? აქ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აკეთებს არაფერს, იქ არის იურიდიული სამსახური, სპეციალური დეპარტამენტი და ამ ევროპელებს უნდა დაეგზავნოთ დასაბუთებული ფაქტები. მიმართვებიასაჭირო იმ სახელმწიფოების ხელმძღვანელების მისამართით, რომ მათი დეპუტატები ასეთ ტენდენციურ განცხადებებს აკეთებენ. სწორედ მათ განცხადებებში შეინიშნება ზეწოლა ქართულ სასამართლოსა და მართლმსაჯულებაზე. იქით უნდა ამხილო ეს ადამიანები, ამის საფუძველი გაქვს და არ იყენებ. მოიშველიე ჩემ მიერ ჰააგაში გაგზავნილი სარჩელი, დოკუმენტური მასალა არსებობს, ფილმები არსებობს და ასე შემდეგ. ბოლოს და ბოლოს, ან პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება, ან კიდევ უშიშროების სამსახურმა, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე? უკვე გაგიჟდა ხალხი, დღე არ ფაქტი… ამბავი… მოვლენა… ფაქტი… ამბავი… გავა, სასამართლოში „ნაციონალების“ გამამართლებელი განაჩენი არ გამოიტანონ.