„ერთადერთი ადამიანის, ზურაბ აბაშიძის პირადი დამსახურებაა, რომ რუსეთი კრიტიკულ ზომებზე არ მიდის და ბაზარს არ გვიკეტავს”, – განაცხადა „გლობალური კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელმა, ნანა დევდარიანმა for.ge-სთან ინტერვიუში.
მისივე შეფასებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის, ფონზე საგარეო უწყების პირველი პირის განცხადებებში „რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების ნატამალი არ არის”.
„ერთადერთმა ადამიანმა, ზურაბ აბაშიძემ შეძლო რუსეთის დაწმუნება, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ რუსეთს არაფერი არ დაემუქრება. თუ ქართულმა მხარემ რაიმე ზღვარგადასული არ ჩაიდინა, არ მგონია, რუსეთმა ბაზარი გადაკეტოს. პირიქით, განცხადებებიც გაკეთდა, რომ ისინი საფრთხეს არ ხედავენ და ხელმოწერის დღეებში კიდევ რამდენიმე დამატებითი დასახელების პროდუქციაზე გახსნეს ბაზარი”, – აღნიშნა დევდარიანმა.