globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 7 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 7th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ინტერვიუ ელისო ჩაფიძესთან: “რუსული პროპაგანდა ათენის პროცესებს საქართველოში ანტიევროპული კამპანიისთვის იყენებს”

რეზონანსი: რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საბერძნეთის კრიზისმა საქართველოზე და ევროპაზე?

რეზონანსი: რუსეთმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულების გადმოცემაზე უარი გვითხრა

რეზონანსი: აფხაზი სეპარატისტები და ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტრონერგია

———————-

რეზონანსი“, 07 ივლისი, 2015 წელი

ინტერვიუ ელისო ჩაფიძესთან: “რუსული პროპაგანდა ათენის პროცესებს საქართველოში ანტიევროპული კამპანიისთვის იყენებს”

გაზეთის ჟურნალისტი იაგო ნაცვლიშვილი საქართველოს პარლამენტის წევრს (კოალიცია „ქართული ოცნება“) ელისო ჩაფიძე ესაუბრება.

ა) საბერძნეთის ეკონომიკა და საქართველო

ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამოკიდებულება საბერძნეთში ჩატარებული რეფერენდუმის მიმართ ისაა, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ბერძენი ხალხის მიერ გამოვლენილ ნებას, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დასრულდება ეს პროცესი -გამოვლენ ბერძნები ევროკავშირიდან თუ დარჩებიან. მე მაინც მგონია, რომ საბერძენთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკება ვალების თაობაზე კვლავ გაგრძელდება. ვფიქრობ, რომ რეფერენდუმის შედეგი – არა გადაიხადოს ევროკავშირის ვალები – არ ნიშნავს იმას, რომ საბერძნეთი ევროკავშირიდან გამოვა.

რაც შეეხება საბერძნეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების ჰიპოთეზებს, ეს რეალობისაგან ძალიან შორს დგას. თუ ამას ქვეყნის ხელისუფლება გადაწყვეტს, ეს მისი სუვერენული უფლებაა, თუმცა საბერძნეთის კურსის ასეთი რადიკალური ცვლილება და ევრაზიულ კავშირში მისი გაწევრიანება მე წარმოუდგენლად მეჩვენება.

რასაკვირველია, საბერძნეთში შექმნილი სიტუაცია საქართველოზეც მოახდენს ნეგატიურ გავლენას, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ათენი დასძლევს ამ კრიზისს და, შესაბამისად, საქართველოც.  ჩვენ საბერძნეთ ევროკავშირის დავაში ვერ ჩავერევით, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალიან მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობა. არა მგონია, რომ საქართველო საბერძნეთისა ვალების პრობლემის მოგვარებაში რაიმე მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. ჩვენს წინაშე ასეთი ამოცანა არ დგას და ამიტომ შეგვიძლია მეგობრული დამოკიდებულება ჰბქომდეს ათენთანაც და ბრიუსელთანაც.

ბ) საქართველო და ევროკავშირი

ჩვენთვის ევროპაში დანრუნება ძალიან მნიშვნელოვანი ნნაბიჯია, თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ ევროსტრუქტურებში გაწევრიანებას ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაობის ჩატარება უნდა. რუსული პროპაგანდა ევროპის უარყოფით ფერებში წარმოჩენას ნერგავს და ამისთვის საბერძნეთში შექმნილი ვითარებითაც სარგებლობენ. მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ასეთი მოსაზრებისა და პოზიციების მქონე პოლიტიკოსებს ავყვებით, მაშინ ეს ჩვენთვის რთული შედეგების მომტანი იქნება.

რეზონანსი“, 07 ივლისი, 2015 წელი

საბერძნეთის კრიზისმა რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოზე და ევროპაზე?

ლიკა ამირაშვილი

ბერძენ ამომრჩეველს 5 ივლისის რეფერენდუმზე უნდა გადაეწყვიტა, დაუჭერდა თუ არა მხარს ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რასაც საერთაშორისო კრედიტორები ფინანსური დახმარების ნაცვლად ითხოვდნენ. ევროზონის ლიდერების პოზიციაა, ათენმა გადასახადები გაზარდოს და სოციალურ პროგრამებზე სახელმწიფო ხარჯები შეამციროს, რასაც ქვეყნის მთავრობა ეწინააღმდეგება. საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილეთა 61,3 პროცენტი წინააღმდეგია, საბერძნეთმა კრედიტორების მოთხოვნა შეასრულოს, 38,7 პროცენტი კი ამ მოთხოვნების შესრულების მომხრეა.

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საბერძნეთში შექმნილ ვითარებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, გარიცხავენ თუ არა ევროზონიდან საბერძნეთს, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ამის პროგნოზირება უჭირს, თუმცა მიიჩნევს, რომ საბერძნეთში განვითარებულ მოვლენებს საქართველოზე გავლენა აუცილებლად ექნება.

“წინა წლის 5 თვის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საბერძნეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები, დაახლოებით, 15-16 მილიონი დოლარის ფარგლებში დაგვაკლდა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუ საბერძნეთის ეკონომიკაში უკვე საშუალოვადიანი უარყოფითი ტენდენცია გაჩნდა, იქ დასაქმებულ ადამიანებს სხვა სამსახურის შოვნა მოუწევთ, “რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება”.

თქვენი აზრით, საბერძნეთის კრიზისმა რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოზე და ევროპაზე? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ნებისმიერ სახელმწიფოში, სადაც ჩვენი თანამემამულეები ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო არიან წასულები და იქ კრიზისი შეიქმნა, რა თქმა უნდა, საქართველოზე დიდ გავლენას მოახდენს. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი ამ შემთხვევაში სტაბილურობის შენარჩუნებას შეძლებს და როგორმე თავს გაიტანენ.

ლაშა ჩხარტიშვილი (უფლებადამცველი): საბერძნეთის კრიზისის გავლენა საქართველოზე, რა თქმა უნდა, ნეგატიური იქნება. იმიტომ, რომ საქართველოში არსებული უმძიმესი ეკონომიკური პირობების გამო რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი ქართველი სწორედ საბერძნეთშია წასული. ქართველები საბერძნეთს აფარებენ თავს და იქ ელემენტარულ სამუშაოს შოულობდნენ. აქედან გამომდინარე, გავლენა ცუდი იქნება. რაც შეეხება ევროპას – ევროკავშირის წინაშე სერიოზული ამოცანა დადგა, მათ საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვა მოუწევთ.

ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): საბერძნეთის კრიზისმა მსოფლიოში გაბატონებულ ე.წ ბნელ ძალებს უჩვენა, რომ ამ ერს წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია. საბერძნეთი პირველი მერცხალია მთელ ევროპაში, რომელმაც მსოფლიო საბანკო კაპიტალს ფაქტობრივად ომი გამოუცხადა და უთხრა, რომ ჩვენი თავი მხოლოდ ჩვენ უნდა გვეკუთვნოდესო. საერთაშორისო კრედიტორები ამ შემთხვევაში საბერძნეთის სახელმწიფოს ინტერესებზე შემომჯდარი წურბელები აღმოჩნდნენ. საბერძნეთის კრიზისი, რა თქმა უნდა, ჩვენს ეკონომიკაზე და მის განვითარებაზე დიდ გავლენას მოახდენს იქედან გამომდინარე, რომ უამრავი ქართველი უბედობის გამო ამ ქვეყანაშია გადახვეწილი. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ევროპაზეც დიდ გავლენას მოახდენს. საბერძნეთმა ევროპას დაანახა, რომ მათ პოლიტიკა უნდა შეცვალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ე.წ ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს. დღეს საბერძნეთია, ხვალ ესპანეთი იქნება, შემდეგ პორტუგალია და ა.შ

იგორ კვესელავა პოლიტოლოგი): როგორც ცნობილია, საბერძნეთში ათიათასობით ქართველი საშოვარზეა წასული, რომლებიც საქართველოში გარკვეულ თანხებს აგზავნიან. ეს დაახლოებით რომ დავიანგარიშოთ, წელიწადში 40-50 მილიონ დოლარს მივიღებთ. ამიტომ ეს თანხა საქართველოს ერთბაშად თუ მოაკლდა, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს.

სამწუხაროდ, ასეთი ვითარება სხვა ქვეყნებშიც შეიძლება შეიქმნას, სადაც ქართველები ბევრნი არიან, ღმერთმა ნუ ქნას, რომ ასეთი ქვეყანა რუსეთიც აღმოჩნდეს. საბერძნეთში და რუსეთში ეკონომიკური კრიზისის შემთხვევაში ჩვენ უმძიმეს სოციალურ მორევში აღმოვჩნდებით. საბერძნეთს ვალი 60 მილიარდზე მეტი აქვს, რაც კატასტროფულად დიდი რაოდენობაა, ამდენი ვალი ჯერ არცერთ ქვეყანას არ ჰქონია. საქართველოს დაახლოებით 13-14 მილიარდამდე ვალი აქვს, წარმოიდგინეთ, რამხელა თანხაზე გვაქვს ლაპარაკი, როდესაც საბერძნეთის კრიზისზე ვსაუბრობთ.

რეზონანსი“, 07 ივლისი, 2015 წელი

რუსეთმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულების გადმოცემაზე უარი გვითხრა

ვლადიმირ პუტინმა გასამართლებული პირების გადმოცემასთან დაკავშირებით საქართველოსთან შეთანხმების გაწყვეტა დაამტკიცა

თიკო ოსმანოვა

რუსეთში საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პირების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა – რუსეთი 1996 წლის მარტში დადებულ ხელშეკრულებას აუქმებს, რამაც შესაძლოა თავდაყირა დაყენოს ამ დრომდე არსებული დღის წესრიგი. საუბარია იმ შეთანხმების გაუქმებაზე, რომელიც საქართველოსთვის თავისუფლებააღკვეთილი მოქალქეების გადმოცემას ითვალისწინებს.

როგორც რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძე განაცხადა, აღნიშნული შეთანხმება, რომლის გაუქმება მოსკოვმა გადაწყვიტა, ძალაში შესული ფაქტობრივად არც ყოფილა. „ქართველი საერთაშორისო სამართლამცოდნეების მიერ მოწოდებული დასკვნით ირკვევა, რომ ამ შეთანხმების მე-18 მუხლისთანახმად, აუცილებელი იოყო მხარეების მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულება (რატიფიცირება საკანონმდებლო ორგანოების მიერ) და სარატიფიკაციო სიგელების გაცვლა. ქართულმა მხარემ ყველა პროცედურა დაასრულა და რუსულ მხარეს სარატიფიკაციო სიგელი გადასცა. ამასტან, რუსეთს მსგავსი პროცედურა არ ჩაუტარებია, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულება ძალაში არ შესულა. როგორც ჩვენი სპეციალისტები ამბობენ, მსჯავრდებულთა გადმოცემის საკითხის მოგვარებაში ორ ქვეყანას შორის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მრავალმხრივი საერთაშორისო კონვენციები, მაგალითად, 1998 წლის კონვენცია სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულ პირთა გადმოცემის შესახებ და ევროპის საბჭოს მიერ 1983 წელს მიღებული ანალოგიური კონვენცია“.

ზურაბ აბაშიძის თქმით, ქართული მხარე გააგრძელებს ძალისხმევას საქართველოს იმ  მოქალაქეების გადმოცემის მიზნით, რომლებიც რუსეთში არიან მსჯავრდებულნი.

სხვა პოზიცია აქვს ექსპერტ ბესიკ ალადაშვილს და ამბობს, რომ საერთაშიროსო მექანიზმები „ჯაშუშობის“ ბრალდებით დაკავებული პირების გათავისუფლება დროში გაჭიანურდება და არაპროგნოზირებადი იქნება. „აბაშიძე-კარასინის ფორმატით მოლაპარაკების ერთ-ერთი წარმატება სწორედ ის იყო, რომ მოხერხდა ჯაშუშობის“ ბრალდებით დაკავებული რამდენიმე საქართველოს მოქალაქის გადმოცემა, ზემოთ აღნიშნული შეთანხმების გაუქმება კი სამართლებრივი გზის გაუქმებას ნიშნავს. საერთაშორისო კონვენციებით სარგებლობა კი შეიძლება მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის ხელისუფლება სხვა ქვეყნის ინტერესებს არად აგდებს. ასე რომ, ვფიქრობ, ქართველ პატიმართა რუსეთიდან ექსტრადირება დროში გაჭიანურდება.

დღეს უცნობია, თუ რამდენი ქართველი იხდის სასჯელს რუსეთის ციხეებში „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის“ ბრალდებით.

როგორც თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია ამბობს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესების მოლოდინი არ გამართლდა და დაწყებული მოლაპარაკებები შესაძლოა უკვე ჩიხში შევიდა. „ვფიქრობ, ქართულმა მხარემ თავისი საქმიანობა მშვიდად უნდა გააგრძელოს. ფაქტია, რომ მოლოდინი არ გამართლდა. ამას ქართული მხარეც ხვდება და ის ოპტიმიზმი, რომელიც მათ ხედვაში ჭარბობდა, თანდათანობით შეიცვალა. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას [რუსეთთან მიმართებით] ახალი ხედვის ჩამოყალიბება მოუწევს“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

რეზონანსი“, 07 ივლისი, 2015 წელი

აფხაზი სეპარატისტები და ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტრონერგია

მაკა ხარაზიშვილი

(შემოკლებით)

საქართველოს ენერგოსისტემა “ენგურჰესის” ელექტროენერგიას თანდათანობით კარგავს. 2015 წლის იანვარ-მაისში აფხაზეთის რეგიონში, “ჩერნომენერგომ” “ენგურისა” და “ვარდნილის” მიერ გამომუშავებული 1-თეთრიანი ელექტროენერგიის 60%-ზე მეტი წაიღო. და საერთოდ ასე ხდება ყოველ ზამთარს. მაშინ, როდესაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის დეფეციტია და ქვეყანა დენის იმპორტს ეწევა, სეპარატისტებს ყველაზე პრობლემურ თვეებში ენგურის გამომუშავებული ენერგია თითქმის მთლიანად მიაქვთ. 1997 წელს დადებული სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, ენგურჰესისა და ვარდნილჰესის (გალის ტერიტორიაზე) კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს უნდა წაეღო, 60% კი – საქართველოს ელექტროსისტემას.

აფხაზეთში ელექტრომოხმარება ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, რეგიონის ელოექტრომომარაგებისთვის დადგენილი კვოტები საკმარისი არ არის. 2015 წლის იანვარ-მაისში აფხაზეთის რეგიონმა ქვეყნის მთავარი ელექტროსადგურის – “ენგურჰესისა” და “ვარდნილჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 63%-ზე მეტი წაიღო. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოს ელექტროსისტემა დეფიციტს იმპორტირებული ელექტროენერგიით ავსებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აფხაზეთს ყველაზე მეტი ელექტროენერგია პიკურ პერიოდებში ზამთარსა და შემოდგომაზე მიაქვს, როდესაც საქართველოს ელექტროსისტემას დეფიციტის შესავსებად რუსეთიდან ენერგიის იმპორტი სჭირდება. კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე, რატომ არ ნაწილდება ელექტროენერგია პიკურ პერიოდებშიც თანაბრად, დაიდო თუ არა ახალი შეთანხმება “ბიზნეს-რეზონანსი” ამ საკითხის გარკვევას შეეცადა.

“ენგურჰესის” დირექტორმა ლევან მებონიამ ჩვენ ზარს არ უპასუხა, კითხვებს თავი აარიდეს ენერგეტიკის სამინისტროშიც და სახელმწიფო ელექტროსისტემაში გადაგვამისამართეს. ბუნებრივია, ეს ორგანო ენერგოპოლიტიკას არ განსაზღვრავს და იქ შესაბამისი პასუხიც მივიღეთ.

“დადგენილი ელექტრობალანსის მიხედვით, ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% მოიხმარს აფხაზეთი, 60%-ს დანარჩენი საქართველო. შესაძლებელია თვეების მიხედვით იყოს გარკვეული ცდომილება, თუმცა წლის ჭრილში ბალანსის განხილვისას ენერგობალანსის მაჩვენებელი არ იცვლება”, – განაცხადა “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო ჯერანაშვილმა.

“გარკვეული ცდომილება” კი მაგალითად ასეთია – 2014 წლის დეკემბერში “ენგურჰესმა” და “ვარდნილჰესმა” 223 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, აქედან 200 მლნ კვტ/სთ აფხაზეთმა წაიღო (90%). იმავე პერიოდში, საქართველოში 157 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი გახდა საჭირო. გარდა ამისა, 2014 წელს კვოტებთან დაკავშირებული შეთანხმება უკვე დაირღვა და სეპარატისტულმა რეგიონმა “ენგურისა” და “ვარდნილიის” მიერ გენერირებული ელექტროენერგიის 42%-მდე მიიღო.

აღსანიშნავია ისიც, რომ აფხაზეთის ენერგეტიკა მთლიანად ელექტროენერგიაზე დგას. რეგიონში არ არის გაზი და მოსახლეობა, “მუქთა” ენერგიის გამო, შეშის გამოყენების აუცილებლობასაც ვერ ხედავს. დაძველებული და მოუწესრიგებელი ქსელის გამოისობით, დენის დანაკარგი 50%-ის ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად, მდინარე ენგურის წყალი და ელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის დახარჯული მილიონობით ლარი (ძირითადად კრედიტი) ჰაერში იფანტება. ამ დროს კი, ქვეყნის კონტროლირებადი ტერიტორიების ელექტრომომარაგებისთვის უფრო და უფრო მეტი იმპორტია საჭირო, რომელიც დენის ტარიფის გაზრდას გარდაუვალს ხდის.

ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის რეზო არველაძის განცხადებით, საქართველოსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობებს შორის კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით ოფიციალური ხელმოწერილი დოკუმენტი არ არსებობს. მოხდა მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება, რომ “ენგურჰესისა” და “ვარდნილჰესების” კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ით აფხაზეთის რეგიონი მომარაგდებოდა, ხოლო დარჩენილი 60%-ით დანარჩენი საქართველო.

იმ პერიოდში ენერგეტიკის მინისტრი დავით ზუბიტაშვილი იყო. რეზო არველაძე იხსენებს, რომ მას ზუბიტაშვილმა დაუძახა და ჰკითხა – რამდენად სამართლიანი იყო აფხაზების მოთხოვნა. რეზო არველაძის განცხადებით, როდესაც აფხაზებმა ეს საკითხი დააყენეს, მათი არგუმენტი იყო ის, რომ “ენგურჰესის” ძირითადი ფონდის 40% აფხაზეთის ტერიტორიაზეა განლაგებული, შესაბამისად, მათ ელექტროენერგიის 40% უნდა მიეღოთ. “მე მაშინ ზუბიტაშვილს ავუხსენი, რომ ელექტროენერგიის გამომუშავებაში მონაწილეობას იღებენ არა მარტო ძირითადი ფონდები არამედ ის ნედლეული, რომლიდანაც გამოიმუშავება ელექტროენერგია – წყალი. თუ ვიანგარიშებთ იმას, რომ მდინარე ენგური საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ენერგიის შემცველი ტურბინა მთლიანად საქართველოდან მიდის, მაშინ აფხაზეთის რეგიონის წილი გამოდიოდა არაუმეტეს 10%. ამას დიდად ყურადღება არ მიაქციეს და სიტყვიერად შეთანხმდნენ. (…) აფხაზები ყოველწლიურად ზრდიან ელექტროენერგიის მოხმარებას. უფრო სწრაფადაც კი, ვიდრე საქართველოს სხვა ტერიტორიები. რამდენიმე წლის შემდეგ ისინი 60%-საც წაიღებენ, თუკი ქართულმა მხარემ რამე არ იღონა. გამოსავალი პოლიტიკურად რთული გადასაწყვეტია, შეიძლება ამან სერიოზული შეხლა-შემოხლა გამოიწვიოს, მაგრამ შეიძლება შედეგს მივაღწიოთ”, – ამბობს რეზო არველაძე და დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს.

საყურადღებოა ისიც, რომ “ვარდნიჰესების” კასკადებიდან, რომლებიც გალის რაიონში მდებარეობს, მხოლოდ ერთი ჰესი 220 მგვტ-იანი სადგური მუშაობს, დანარჩენი სამი 40-40 მგვტ-იანი სადგურები ამორტიზირებული და შლამით დაფარულია. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის განაწილებისა (კვოტების განსაზღვრისას ვარდნილჰესებიც იგულისხმებოდა) მთელი ტვირთი ენგურზე მოდის.

კიდევ ერთი ენერგეტიკოსი ანჭორ ჭითანავა, რომელიც აფხაზეთის რეგიონისთვის კვოტების განაწილების დომუმენტზე მუშაობდა ამბობს, რომ გადაწყვეტილებას მხარეები ინდივიდუალურად იღებენ. იგი აფხაზეთის რეგიონის უპირატეს მდგომარეობაში ყოფნას დაუშვებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ წლის ნებისმიერ პერიოდში კვოტები დადგენილი წესით უნდა გადანაწილდეს.

“მე არ მესმის, თუ რატომ უნდა წაიღოს ზამთარში უფრო მეტი ელექტროენერგია აფხაზეთმა, უფრო მეტი ეკონომიკა აქვს თუ მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე საქართველოს სხვა ტერიტორიებზე. ეს არ შეიძლება. ალბათ რაღაც შეთანხმებაა, რომელიც იმ ინსტრუქციაში არ გვქონდა გათვალისწინებული. მისი კვოტა 40%-ია – დღიურად, თვიურად თუ სათობრივ რეჟიმში ეს ჩვენ არ გაგვითვალისწინებია, ამას დისპეტჩერები აკეთებენ. ახლა რა გამოდის? პიკურ და ნახევრად პიკურ (ზამთარსა და გაზაფხულზე) პერიოდში უფრო მეტი იმპორტი შემოგვაქვს და წაგებული ვრჩებით. ეს ნორმალური არ არის. ელექტროენერგია უნდა ნაწილდებოდეს თანაბრად და არავითარი უპირატესობა რომელიმე მხარეს არ უნდა მიეცეს”, – ამბობს ანზორ ჭითანავა.

“ენგურჰესის” 16-კილომეტრიანი გვირაბის ნახევარი აფხაზეთის ტერიტორიაზეა, თავისი აგრეგატებით, გამანაწილებელი მოწყობილობით, ქვესადგურით. გვირაბის მეორე ნახევარი და კაშხალი სამეგრელოს ტერიტორიაზეა. ელექტროსადგურის ოპერირება აფხაზეთის ტერიტორიიდან ხდება, თუმცა ასევე მკაცრი ოპერირების ქვეშაა მდინარე ენგურს აქეთ მყოფი კაშხალი – მისი დამუშავება, შევსება, დაცლა.

ანზორ ჭითანავა ასევე აღნიშნავს, რომ 90-იან წლებში, როდესაც ქართულ მხარეს აფხაზეთთან ურთიერთობა დაეძაბა, შეიქმნა სპეციალური ფორმულა – დოკუმენტი, სადაც გაიწერა აფხაზეთსა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებს შორის ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილების საკითხი. ფორმულა შემდეგ თეზისებს დაეფუძნა: პირველი – ელექტროენერგია უნდა განაწილებულიყო ელექტროსადგურის ძირითადი ფონდების მიხედვით; მეორე – მოსახლეობის რაოდენობისა და ელექტროენერგიის მოხმარების მიხედვით (მოხმარებაში იგულისხმებოდა მრეწველობა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა და ა.შ.);

რესურსის ძირითადი მფლობელი არის ქართული მხარე. წყალი არის ჩვენს ტერიტორიზე, აფხაზეთში წყლის ძალიან მცირე ოდენობა მონაწილეობს ჰესის გამომუშავებაში. ამ მიდგომით საქართველოს უნდა დარჩენოდა მთლიანი გამომუშავებული ელექტროენერგია, რასაც აფხაზები, ბუნებრივია, არ დაუშვებდნენ.

საბოლოოდ, ელექტროენერგიის განაწილება მოხდა ძირითადი ფონდების მიხედვით. ამ ფონდების, 60% არის სამეგრელოს ტერიტორიაზე, 40% – აფხაზეთის. შესაბამისად, დღემდე “ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს აფხაზეთი უნდა იყენებდეს თანაბრად, 60%-ს დანარჩენი საქართველო”, – განაცხადა ანზორ ჭითანავამ და დასძინა, რომ აფხაზებისთვის “ენგურჰესის” 40% თავზესაყრელი ელექტროენერგიაა.

“ენგური 100%-ით უზრუნველყოფს ამ ტერიტორიის ენერგომომარაგებას. შეიძლება ითქვას, რომ აფხაზებმა დაივიწყეს რა არის გაზი, შეშა, ნახშირი. ისინი მთლიანად დენზე არიან გადასულნი. მიუხედავად უხვი რესურსისა, მოძველებული გადამცემი ხაზების გამო, აფხაზეთის ელექტრომომარაგება ხშირად საფრთხის ქვეშაა. ამ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის დანაკარგი 50%-ს აჭარბებს”, – ამბობს ჭითანავა.

ენერგეტიკოსების განცხადებით, ენგურჰესი ელექტროენერგიის გამომუშავებას თანდათანობით შეამცირებს და ეს ბუნებრივი პროცესია. თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე წლის შემდეგ მის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის დიდ ნაწილს სეპარატისტები წაიღებენ, საქართველო კი ამ უდიდესი ელექტროსადგურის გარეშე დარჩება.

(…)

Comments are closed