globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 16 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 16th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Foreign Policy» (აშშ): მიშას შეუსრულებელი მისია // საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის ყველაზე კორუმპირებულ რეგიონს ხელმძღვანელობს. ეს სამუშაო მისთვის ზედგამოჭრილია

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: „ჩვენ რუსეთთან ომი არ წაგვიგია“

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): საქართველომ სასაზღვრო ნიშნებში მოსკოვის პროვოკაცია დაინახა

«КоммерсантЪ» (რუსეთი): დონალდ რუსკმა საქართველომდე ვერ ჩამოაღწია

«L’Opinione» (იტალია): დისკუსია სამხრეთ ოსეთის ირგვლივ: ინტერვიუ მაურო მურჯასთან

————————

«Foreign Policy» (აშშ), 16 ივლისი, 2015 წელი

https://foreignpolicy.com/2015/07/15/mishas-mission-impossible-odessa-saakashvili/

მიშას შეუსრულებელი მისია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის ყველაზე კორუმპირებულ რეგიონს ხელმძღვანელობს. ეს სამუშაო მისთვის ზედგამოჭრილია

ამერიკულ ჟურნალში «Foreign policy» გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმიანობის შესახებ, უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორის რანგში. ჟურნალისტი ანა ნემცოვა, რომელიც ოდესაში იმყოფებოდა, საკმაოდ დეტალურად აღწერს მიშას ყოველდღიურ ცხოვრებას.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„მიხეილ სააკაშვილი, საქათველოს დევნილი ექს-პრეზიდენტი და უკრაინის ახლადგამომცხვარი მოქალაქე, ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნული. აი, იგი ჩვეულებრივი სარეისო საზოგადოებრივი ავტობუსიდან ჩამოხტა, ფართო ღიმილით, ჯინსებით და ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება. იგი ეს-ესაა მოვიდა ოდესის ოლქის შორეულ სოფელში, ტეტარბუნერში, რუმინეთთან ახლოს… მოსახლეობა გარს ეხვევა. იგი მათ პირდება გზის შეკეთებას, ადგილობრივი კორუმპირებული ხელმძღვანელის დაჭერას… მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც პოლიტიკური პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლა მოსწონს, აშკარად თავის ადგილზე აღმოჩნდა“, – აღნიშნულია სტატიაში. იქვე გადმოცემულია საქართველოს ექს-პრეზიდენტის უკრაინულაში ყოფნის ეპოპეა, პირველი ნაბიჯები ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე: განცხადებები, დაპირებები, სამსახურიდან ჩინოვნიკთა გათავისუფლებები…

„მაგრამ ვინც მიხეილ სააკაშვილს ადრე იცნობდა, იგი მიხვდება, რომ ექს-პრეზიდენტი ის აღარ არის, რაც, ვთქვათ, ხუთი წლის წინ იყო. იგი დღეს ტრაგიკულ პიროვნებას უფრო მოგვაგონებს, ვიდრე საქმიან ოდესის გუბერნატორს. იგი ახლა იმ განწირულ, საბრალო პარიას ჰგავს, რომლის წინააღმდეგ სამშობლოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული (რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, პოლიტიკურადაა მოტივირებული). მისი ბედი დღეს ოდესის ოლქის რუსულენოვან მოსახლეობაზეა დამოკიდებული, რომელთაგან ბევრი აღტაცებული არ არის მისი დანიშვნით“.

ოდესაში მიხეილ სააკაშვილი დიდ სიძნელეებს წააწყდება, უკვე ამის ნიშნები არის. ოდესაში ჯერ კიდევ ძლიერია უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მომხრეები და ისინი ბევრ სფეროს აკონტროლებენ. ამას წინათ მე დავესწარი მიხეილ სააკაშვილის სეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებტან ოდესის ლიტერატურულ მუზეუმში გაიმარტა. „ყველას მოვხსნი… ყველას გავათავისუფლებ… ყველას დავიჭერ…“. მის ამ სიტყვებს დარბაზში მყოფნი ტაშით ხვდებოდნენ.

არავინ არ ამბობს იმას, რომ ოდესას რეფორმები არ ჭირდება. პირიქით, ქალაქისა და ოლქისათვის რეფორმები ჰაერივით აუცილებელია. მაგრამ დაძლევს კი იგი ადგილობრივ ოლიგარქებს და კორუმპირებულ ბოსებს, რომლებთაც მფარველები ჰყავთ? „მე მეცოდება მიხეილ სააკაშვილი“, – ამბობს ოდესელი ბიზნესმენი ვლადიმირ რონდინი და მას სხვებიც ეთანხმებიან, მათ შორის გუბერნატორის გარემოცვიდან, მაგალითად, ალექსანდრ ბოროვიკი, მისი მრჩეველი, [რომელიც ადრე უკრაინის მთავრობაში მიწვეულ უცხოელ სპეციალისტად - ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა]. „ოდესაში მიხეილ სააკაშვილს საკმარისი უფლებამოსილება არ აქვს, აქ ყველაფერს ბანდიტები მართავენ“, – ამბობს ბოროვიკი.

მიხეილ სააკაშვილი ოპტიმისტია და გეგმებს აწყობს. მან უკვე გაათავისუფლა თანამდებობიდან ათეულობით ჩინოვნიკი კორუმპირებულობის გამო, დაიწყო სოფელ ტატარბუნარის მოსახლეობისათვის მიცემული დაპირების შესრულება – გზის მშენებლობა… თუმცა იგივე ტატარბუნარში მე მოვისმინე ორი ხანშიშესული მცხოვრების ლაპარაკი: „იგი ხმამაღალ განცხადებებს გააკეთებს, მტრებს გაიჩენს და არაფერიც არ შეიცვლება“.

ოდესელები მას უკვე დასცინიან. ამას წინათ ფესიბუქში დიდი განხილვა იყო იმის შესახებ, მიხეილ სააკაშვილი მთვრალი იყო თუ დაბოლილი ერთ-ერთ საზოგადოებრივ შეხვედრაზე. ორი დღის წინ ოდესელებმა ჰაერში აუშვეს უზარმაზარი ბუშტი, რომელზეც ჰალსტუხისღეჭია მიშა იყო გამოსახურელი. უკრაინის მთავრობამ უკვე სამსახურიდან გაატავისუფლა ის ზოგიერთი ჩინოვნიკი, რომლებმაც გაბედეს და მიხეილ სააკაშვილზე კრიტიკული შენიშვნები გამოთქვეს.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი საქმიანობის და რეფორმების შედეგები ერთი წლის განმავლობაში გამოჩნდება, მაგრამ იგი საკმაოდ რისკავს, რადგან ოდესის მოსახლეობის მენტალიტეტს ჯერ კიდევ კარგად არ იცნობს. ოდესა სხვადასხვა მულტიკულტურების კონგლომერატია. ოდესა ყოველთვის საკადრისად პასუხობდა იმ პოლიტიკოსს, რომელიც ამტკიცებდა – მე ოდესას ვმართავო. გუბერნატორები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, მთავრობები იცვლებოდნენ, ომები იწყებოდა და მთავრდებოდა, ოდესა კი მუდმივად ჩვეული სტილით ცხოვრობდა და თან ყოფილ „მმართველებზე“ პოლიტიკურ ანეკდოტებს თხზავდა.

რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნამ უცხოეთში ინტერესი გააძლიერა, მაგრამ თუ ოდესას ყოფილი ქართველი პრეზიდენტი აღარ  მოეწონება, მასზე უარს იტყვის და ქალაქი თავის ჩვეულ ცხოვრებას გააგრძელებს. ცხადია, მიხეილ სააკაშვილი თანამდებობაზე უნდა დარჩეს, იგი ენერგიით აღსავსე ადამიანია და იქნებ მართლაც მოახდინოს სასწაული, რომელიც ოდესას და, საერთოდ, უკრაინას ასე ჭირდება. იგი ზოგჯერ სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობაზე საუბრობს და ალბათ მართლაც სურს ბათუმში თავისი ყოფილი რეზიდენციის მონახულება… „მაგრამ თუ იგი დაწყებულ საქმეს მიატოვებს, ეს ოდესისა და უკრაინისათვის ძალიან ცუდი იქნება, რადგან დაპირებული რეფორმები არ განხორციელდება“, – ამბობს ოდესელი ბიზნესმენი ბორის ხოდორკოვსკი, – იმედი მაქვს, ასე არ მოხდება“.

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 15 ივლისი, 2015 წელი

http://www.bbc.com/russian/international/2015/07/150715_hardtalk_saakashvili

ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: „ჩვენ რუსეთთან ომი არ წაგვიგია“

დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო ტელერადიოკორპორაცია „ბი-ბი-სი“-ს პროგრამა „ჰარდთოქ“-ის წამყვანმა სტივენ საკურმა სტუდიაში მიიწვია საქართველოს ექს-პრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ამჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი.

სტივენ საკური: უკრაინა დღეს ისეთი რთული ეკონომიკური და სამხედრო პრობლემების წინაშე დგას, რომლებსაც შეუძლია ქვეყანა მუხლზე დააჩოქოს. უკრაინას დრეს ენერგიული და დამოუკიდებელი პოლიტიკოსთა ახალი თაობა სჭირდება. რით შეიძლება აიხსნას უკრაინის პოლიტიკურ ჰორიზონტზე მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა? იგი კარგად იცნობს ვლადიმირ პუტინის მოქმედებასა და ქცევას საქართველოს მაგალითზე, მაგრამ რატომ დანიშნა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ოლქის ხელმძღვანელად?

მაშ ასე, სტუდიაში ჩემი სტუმარია – მიხეილ სააკაშვილი. ერთი შეხედვით, თქვენი დანიშვნა, ჩემს მახსოვრობაში, ერთ-ერთი უცნაური დანიშვნაა. თქვენ იყავით ერთი ქვეყნის პრეზიდენტი, ახლა კი სრულიად სხვა ქვეყნის ოლქის გუბერნატორი ბრძანდებით. რით სეიძლება ეს აიხსნას?

მიხეილ სააკაშვილი: აქ საკითხი ეხება არა უბრალოდ სხვა ქვეყანას და სხვა ოლქს, არამედ იმას, რომ მე რაზედაც ვოცნებობდი, რისთვისაც ვიბრძოდი, ეს ყველაფერი დღეს უკრაინაში წყდება. თავის მხრივ, უკრაინის ბედიც სწორედ ოდესაში წყდება. აქ, ისევე როგორც ქვეყნის აღმოსავლეტში, მნიშვნელოვანი მოვლენენი ხდება. . ბოლოსდაბოლოს, ოდესისი ოლქი უკრაინის ერთ-ერთი მსხვილი რეგიონია. ჩვენი არაჩვეულებრივი დრო არაჩვეულებრივ გადაწყვეტილებებს ითხოვს. ჰოდა, მე და პეტრო პოროშენკომაც გადავწყვიტეთ…

სტივენ საკური: განა თქვენ უკრაინელები გადამთიელად არ გთვლიან? იმ უცხომიწელად, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდა მათ ქალაქში?

მიხეილ სააკაშვილი: არა, პირიქით, ოდესელები მთლიანობაში მხარს მიჭერენ. მართალია, პირველ დღეებში ჩემს წინააღმდეგ ვიღაც-ვიღაცეებმა რაღაც-რაღაცეები თქვეს, მაგრამ მათ შორის ოდესელები არ ყოფილან.  მე ბევრი მესალმებოდა, ყველა ეროვნების ადამიანები – ოდესა ხომ უზარმაზარი ეთნიკური ქვაბია მთელი უკრაინისათვის. საქმე მხოლოდ მე არ მეხება, არამედ მთელ ჩემს გუნდს: უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გენპროკურორის მოადგილეს… ქართველები მუშაობენ იუსტიციის სამინისტროში და სხვა სტრუქტურებშიც… ისინი ძალიან აქტიური ხალხია და თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში.

სტივენ საკური: რატომ გადაწყვიტეთ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის ტქმა, როცა ოლქის გუბერნატორად ინიშნებოდით?

მიხეილ სააკაშვილი: ვთვლი, რომ დღეს უკრაინაში წყდება მტელი რეგიონის ბედი უკრაინაში წყდება. ღმეთმა ნუ ქნას და თუ უკრაინა დაეცემა (თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ მოხდება), მაშინ მთელ რეგიონსაც იგივე მოუვა.

სტივენ საკური: მე მესმის თქვენი პოზიცია, რომ უკრაინის ბედზეა დამოკიდებული თანამედროვე ევროპის ისტორიაც… მაგრამ აი, ქართველი პოლიტიკოსი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, თქვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, ამბობს: „მე მეცოდება ჩვენი უკრაინელი მეგობრები. მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა შეიძლება მათთვის კატასტროფა აღმოჩნდეს“.

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი საქმე არ არის და სულაც არ მადარდებს, თუ რას ამბობს ეგ კაცი. მის ნათქვამს უკრაინელებიც არავითარ ყურადღებას არ აქცევენ. მაგრამ ნება მომეცით აგიხსნათ, რატომ მიმიწვიეს უკრაინაში: აქ ძალიან კარგად იციან, თუ რა შეიცვალა საქართველოში ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში. უკრაინელები მიიჩნევენ, რომ მათ სწორედ ასეთი ცვლილება-გარდაქმნები ჭირდებათ.

სტივენ საკური: აი, მაგალითად, თქვენ რუსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყეთ და წააგეთ…

მიხეილ სააკაშვილი: არა, ჩვენ ომი არ წაგვიგია. საქართველოს სახელმწიფო და ქართული დემოკრატია არსებობას აგრძელებს, ისევე როგორც უკრაინის სახელმწიფო, თუმცა ორივე ქვეყნის ზოგიერთი რეგიონი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. სანამ უკრაინაში და საქართველოში ის ადამიანები არიან, რომლებიც რუსეთისაგან დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან, ისინი შეუდრეკელნი იქნებიან ყოველივე იმის წინაშე, რასაც ვლადიმერ პუტინი განასახიერებს.

სტივენ საკური: თქვენ გუბერნატორად დანიშვნის დროს აცხადებდით, რომ უიკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ იბრძოლებდით, ახალი აუკრაინისათვის, ეკონომიკის აღორძინებისათვის… მაგრამ იმავდროულად თქვენს საკუთარ სამშობლოში, რომლის მოქალაქეობაზე უარი თქვით, სერიოზულ დანაშაულში გდებენ ბრალს, რისთვისაც, გამორიცხული არაა, რომ  საპყრობილეში აღმოჩნდეთ…

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბრალს „სერიოზული დანაშაულში“ მდებენ, საქართველოში კი ასეთი ბრალდებებეისა არავის სჯერა. გასული წლის დეკემბერში მე ევროპარლამენტში საპატიო სტუმრის სტატუსით ვიყავი მიწვეული, სადაც ჩემს წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები დაგმეს და პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებად მიიჩნიეს.

სტივენ საკური: თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ რატომ არ დაბრუნდებით თბილისში და რატომ არ გამოხვალთ ქართული თემიდის წინაშე, რათა თქვენი პერსონა დაიცვათ და „გაათეთროთ“?

მიხეილ სააკაშვილი: მე სრულიად არ მსურს ამის გაკეტება უპირველესად იმიტომ, რომ ეუთოს მონაცემებით, საქართველოში ეჭვმიტანილების უფლებები ირღვევა. იქაურ საპყრობილეებში საკმაოდ ბევრი ჩემი ადმინისტრაციის წევრი ზის უკვე წელიწადნახევარია, თუმცა წინასწარი პატიმრობის ვადა მხოლოდ 9 თვეა. ამიტომაც მე არ მინდა ვიყო რუსული „გაზპრომის“ უდიდესი კერძო აქციონერის ბიძინა ივანიშვილის კაპრიზების მსხვერპლი. იგი რუსი ოლიგარქია, რომელიც საქართველოში იმ მიზნით გამოგზავნეს, რომ ჩემი და ჩემი გუნდის წევრების სისხლის სამრთლებრივი დევნა განეხორციელებინა.

სტივენ საკური: თქვენ მას ლანძღავთ და აგინებთ ისევე, როგორც ის გლანძღავთ და გაგინებთ, მაგრამ განსხვავება და საქმის არსი ისაა, რომ საქართველოს პროკურატურა კონსულტაციებს აწარმოებდა მსოფლიოში ცნობილ იურისტებთან, სერ ჯეფრი ნაითის ჩათვლით, რომელიც მსხვილი სამართალმცოდნეა, თქვენს მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით

მიხეილ სააკაშვილი: მაგრამ მეც იურისტი ვარ და ვიცი, რომ ფულის მეშვეობით ყველა შეიძლება დაიქირავო და მისგან ყველანაირი განცხადება მოისმინო…

სტივენ საკური: და მაინც, საკმაოდ არასასიამოვნო სურათი იკვეთება: თქვენ აცხადებთ, რომ კრისტალურად სუფთა პოლიტიკოსი ხართ, რომელიც ოდესის კორუფციონერებისა და კრიმინალებისაგან გასაწმენდად ემზადება: იბრძოლებთ კონტრაბანდის, ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ, რომელიც ქალაქში წლების განმავლობაში ყვავის. და ამ დროს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თქვენ გადანაშაულებთ იმაში, რომ მისგან მკვლელობის ჩადენას ითხოვდით…

მიხეილ სააკაშვილი: მათ ყველაფრის თქმა შეუძლიათ, მაგრამ ფაქტები ჯიუტია. ფაქტები კი ისაა, რომ როცა მე პრეზიდენტი გავხდი, საქართველოს 137-ე ადგილი ეკავა ბიზნესის ადვილად დაწყების ქვეყანათა სიაში, ჩემი მმართველობის პერიოდში კი მე-8 ადგილი დაიკავა… საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული და ერთ-ერთ უველაზე უსაფრთხო სახელმწიფოდ გადაიქცა… სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა 11-ჯერ გაიზარდა, გადასახადების რაოდენობა კი 6-ჯერ შემცირდა. საქართველო სამაგალითო ქვეყანა გახდა რეფორმების გატარების თვალსაზრისით… საქართველო ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, ბალტიისპირეთი გამოკლებით, სადაც უზრუნველყოფილი იქნა ძველი ხელისუფლების უფლებამოსილების ვადის სრული დასრულება და მშვიდობიანი გზით გადაცემა ახლად არჩეული ხელისუფლებისათვის.

სტივენ საკური: მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ქართველი ამომრჩეველი თქვენ აღარ გენდოთ და უარი გამოგიცხადათ მხარდაჭერაში, თქვენ და [თქვენი პარტია] არცევნებში დამარცხდით…

მიხეილ სააკაშვილი: ასეთი ამბები ხდება – არჩევნებში ზოგჯერ ყველაზე წარმატებული ხელისუფლებაც მარცხდება ხოლმე. სინგაპურის პრეზიდენტი ლი კუანიუც ამას ამბობს, რომ ყოველ ათ წელიწადში აუცილებელია ხელისუფლების სეცვლა, რადგან ადამიანები მთავრობისაგან იღლებიან და ცვლილებებს მოითხოვენ. მე ამას ველოდებოდი… თუმცა მაინც ვიტყვი, რომ მთავრობები არიან რევანშისტული, რეფორმატორული და უბრალოდ, უაზრო და ახირებული, როგორიც ახლა საქართველოს მთავრობაა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში დღეს ორი ქვეყანაა, სადაც ჩასვლა არ შემიძლია – საქართველო და რუსეთი… მე ძალიან ბევრი სახელმწიფოს მეტაური უმაღლეს დონეზე მრებულობდა, წარმატებით ვმუშაობდი აშშ-ში, ძალიან ბევრ პოლიტიკოსთან მშვენიერი ურთიერთობები მაქვს, ისინი მიწვევდნენ რეფორმების გატარების კონსულტანტებად. მე ახლა უკრაინაში ვმუშაობ და საქართველოზე ვეღარც ვფიქრობ – უბრალოდ დრო არ მრჩება მისთვის. დღევანდელ უკრაინაში არსებული სიტუაცია ძალიან ჰგავს საქართვლოში ათი წლის შექმნილ ვითარებას და ვერავინ ვერ უარყოფს იმას, რომ მე და ჩემმა მეგობრებმა საქართველოში თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოვაყალიბეთ, ვებრძოდით კრიმინალს და ქვეყანა ერთ-ერთ უველაზე უსაფრთხო სახელმწიფოდ გადავაქციეთ… ამიტომაც მიგვიწვიეს უკრაინაში რეფორმების განსახორციელებლად.

სტივენ საკური: მაშინ მოდით ახლა იმაზე ვისაუბროთ, თუ რატომ მიგიწვიეს უკრაინაში. თქვენ ამბობთ, რომ მაგარი რეფორმატორი ხართ და ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ, თუმცა ბევრი დასავლელი დამკვირვებელი თვლის, რომ თქვენ პეტრო პოროშენკომ ვლადიმერ პუტინთან კონფრონტაციის გამოცდილების გამო მიგიწვიათ. მართლაცდა, თქვენ რუსეთი პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე ბრძანდებით. მან ერთხელ ისიც კი თქვა, რომ დავიჭერ და ყვერ…ით ჩამოვკიდებო.

მიხეილ სააკაშვილი: დიახ, ვლადიმირ პუტინი ზოგჯერ ჩემი სხეულის სხვადასხვა ორგანოებით ინტერესდება ხოლმე, მაგრამ საქმე ამაში არაა. მოდით, შევხედოთ, რაზეა დამოკიდებული დღეს უკრაინის არსებობა. მე მხედველობაში არ მაქვს რუსეთისათვის დამარცხების მიყენება, თუმცა თავდაცვა აუცილებელია…

სტივენ საკური: მოიცა, აქ შევჩერდეთ: მოსკოვის მტკიცებით, თქვენ და თქვენი აპარატის წევრები აშშ-ის მიერ ფინასდებით. ვინ გიხდით რეალურად ხელფასს?

მიხეილ სააკაშვილი: ამ საკითხში არანაირი საიდუმლო არ არის. აშშ-ის მტავრობა ჩვენს ანტიკორუფციულ პროგრამებს მართლაც აფინანსებს. ამერიკელები ასევე გვიწევენ ტექნიკურ დახმარებასაც… ისინი, ალბათ, დააფინანსებენ საბაჟო სამსახურსაც, აქ სპეციალისტებს გამოგზავნიან გამოცდილების გასაზიარებლად. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ ამერიკის პოლიციასთან უკრაინის მილიციის რეფორმირებასთან დაკავშირებით.

სტივენ საკური: მოსკოვი სწორედ ამაში გდებთ ბრალს, რომ თქვენ უკრაინის საშინაო საქმეებში აშშ-ის ჩარევის სიმბოლო ხართ.

მიხეილ სააკაშვილი: თუ უკრაინის ხელისუფლებაში უცხოელების საქმიანობაა გაქვთ მხედველობაში, კი, ქართველები ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდია, თუმცა ქვეყნის მტავრობაში წამყვან როლს მაინც ეროვნებით უკრაინელი სპეციალისტები ასრულებენ. ნამდვილი რეფორმატორია პეტრო პოროშენკო, სწორედ მან მოიწვია უცხოელები… ვლადიმირ პუტინი კი, დაე, ნუ დარდობს იმაზე, რომ მე აქ ომის გასაჩაღებლად ჩამოვედი. პირიქით, მე ომის ტავიდან აცილება მსურს. თუ უკრაინა ღარიბ და გაუბედურებულ ქვეყნად დარჩება, მაშინ აქ ეთნიკური დაპირისპირების გაჩაღება ძალიან იოლად მოხდება. და თუ ჩვენ დავძლევთ კორუფციას და მექრთამეებისაგან მართლმსაჯულების სისტემას გავწმენდთ, მაშინ ამით დაძაბულობაც შემცირდება. აი, ეს აღიზიანებს პუტინს ყველაზე მეტად.

სტივენ საკური: მაგრამ თქვენ, როგორც ერთი დასავლელი ჟურნალისტი წერს, სწორედ ის წითელი ნაჭერი ბრძანდებით, რომელიც რუსული ხარის წინ ფრიალებს. თქვენ რუსეთის პირდაპირი გამოწვევა ხართ.

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მთელი საქართველო იყო რუსეთის გაღიზიანების გამომწვევი. რატომ? იმიტოიმ, რომ რუსეთის მოქალაქეებს კითხვა უჩნდებოდათ: როგორ მოხდა, რომ პატარა საქართველომ, უიმედო ქვეყანამ, ასეთი კარგი გზები დააგო, ვიდრე რუსეთშია? როგორ მოხდა, რომ ასეთი კარგი პოლიცია შექმნა, ვიდრე რუსეთშია? როგორ მოსპო კორუფცია? ახლა იგივე ხდება ოდესაშიც, რომელიც რუსული კულტურისა და ტრადიციების კერაა.

სტივენ საკური: მაგრამ ბევრი ოდესელი, რომლისთვისაც რუსული ენა მშობლიურია, თქვენს რეფორმებს უფრთხის. ფეთქდება ბომბები, არსებობს [უკრაინული] ნაციონალისტური დაჯგუფებები, რომლებიც საშიშნი არიან რუსებისათვის… ოდესელი რუსები თვლიან, რომ თქვენი აქ დანიშვნა მათთვის საშიში და საფრთხის მომტანია, პროვოკაციის წყაროა.

მიხეილ სააკაშვილი: პირველი რაც მე გავაკეთე, ის იყო, რომ ქალაქის ქუჩებს შეიარაღებული ადამიანები მოვაცილე, გავაუქმე ბლოკ-პოსტები, გავზარდე ტურისტების რაოდენობა, ვემზადებით ფესტივალების ჩასატარებლად, გვინდა, რომ რუსეთიდან რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს….

სტივენ საკური: მეორე მხრივ კი თქვენ აცხადებთ, რომ ოდესა რუსეთთან დაპირისპირების ფრონტის წინა ხაზზეა…

მიხეილ სააკაშვილი: დღეს ოდესა მშვიდი ქალაქია. მართალია, ჩვენგან 400 კილომეტრში ომის მიდის, მაგრამ აბა გავაანალიზოთ, რა ომია ეს? უკრაინა თავის დაღუპულ-დაჭრილთა რაოდენობას აცხადებს, რუსეთი კი მალავს; უკრაინა სამხედრო მოქმედებების მსვლელობას საჯაროდ ხდის, რუსეთი კი უარყოფს, რომ მისი სამხედრო ნაწილები დონბასში იბრძვიან; უკრაინის პარლამენტი ანტიტერორისტული ოპერაციის ხარჯებს ასაჯაროებს, რუსეთი კი საიდუმლო ფონდებს იყენებს. აი, მაშია განსხვავება: უკრაინა დემოკრატიული ქვეყანაა და ვცდილობთ პრობლემები დემოკრატიული მეთოდებით მოვაგვაროთ.

სტივენ საკური: ბევრ უკრაინელს თქვენ პატივმოყვარე პოლიტიკოსად მიაჩნიხართ და ფიქრობენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს პრემიერ-მინისტრობას მოისურვებთ. გაქვთ ასეთი ამბიციები?

მიხეილ სააკაშვილი: არა, მე განზზრახული მაქვს ჩემი ამჟამინდელი თანამდებობით შემოვიფარგლო, რომელიც უკრაინის მასშტაბით საკმაოდ მნიშვნელოვანია. პეტრო პოროშენკო მე ვიცე-პრემიერობას მთავაზობდა, მაგრამ მე უარი ვთქვი. არ მინდოდა კიევში, კაბინეტში ჯდომა, მინდოდა უფრო ცოცხალი საქმით ვყოფილიყავი დაკავებული.

სტივენ საკური: როცა თქვენ საქართველო დატოვეთ, მისი ერთი მეხუთედი ნაწილი რუსეთის ფაქტიური ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. აბა ახლა შევხედოთ, რა ხდება უკრაინაში: განა მას ისეთივე გაყინული კონფლიქტების მქონე ქვეყნის ბედი არ ემუქრება, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა? განა პუტინს ასე არ სურს? როგორც ჩანს, იგი ამას მიაღწევს?

მიხეილ სააკაშვილი: არა, მე უკრაინის მიმართ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, კიევი რუსეთს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს. მე პირადად ბევრჯერ ვყოფილვარ ფრონტის ხაზზე, მისაუბრია აქ, უკრაინაში საქართველოდან ჩამოსულ მებრძოლებთან და ვიცი, რომ ისინი ბრძოლის დროს სასწაულებს ახდენენ.

სტივენ საკური: მაგრამ სეპარატისტები ხომ იმდენ ტერიტორიას ფლობენ, რომელიც ნიდერლანდების ფართობზე მეტია?

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ მათ სეპარატისტებს ნუ უწოდებთ, რადგან აქ საქმე რუსეთის არმიის შეტევას, რუსული სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობას ეხება. დონბასში რუს სამხედროებს ზოგიერთი ადგილობრივი მცხოვრები ეხმარება. თუმცა მხოლოდ ომზე ნუ ვისაუბრებთ. საქმე იმაშია, რომ ჩვენ აქ. ოსესაში წარმატებას მივაღწევთ, რეფორმებს გავატარებთ, ამით რუსებს მაგალითს მივცემთ: აი, მოგვბაძეთ, ჩვენ ამას რუსეთთან ომის პირობებში მივაღწიეთ. დაფიქრდით და თავიდან მოიშორეთ თქვენი რეპრესიული მთავრობა.

სტივენ საკური: იმედგაცრუებული ხართ თუ არა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას პოლიტიკით, რომელიც უარს აცხადებს საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღებაზე, უარს აცხადებს უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებაზე? მიგაჩნიათ თუ არა, რომ თქვენმა ამერიკელმა მეგობრებმა ბედის ანაბარა მიგატოვეს?

მიხეილ სააკაშვილი: როცა ამერიკაში პეტრო პოროშენკო გაემგზავრა, ვიზიტს ვაკვირდებოდი. იგი აშშ-ის კონგრესში უმაღლეს დონეზე მიიღეს. მერე მე თვითონ წავედი ვაშინგტონში იმ მიზნით, რომ უკრაინისათვის იარაღის მიწოდების ლობირება მომეხდინა. მარტალია, ჯერ ვერ მივაღწიეთ ამას, მაგრამ ყველაფერი ჯერ წინაა. პრეზიდენტ ბარაკ ობამას პოზიციით იმედგაცრუებული ნამდვილად არ ვარ. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს, ჩვენ კი ამერიკა რეალურად გვეხმარება, თუმცა სამხედრო თვალსაზრისით უფრო მეტის გაკეთება შეიძლება. ვფიქრობ, რომ უკრაინა ამ კონფლიქტს გაუძლებს, ვლადიმირ პუტინს დარტყმას მივაყენებთ და ყველა სირთულეს გადავლახავთ.

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 15 ივლისი, 2015 წელი

http://www.bbc.com/russian/international/2015/07/150715_georgia_russia_border_signs

საქართველომ სასაზღვრო ნიშნებში მოსკოვის პროვოკაცია დაინახა

დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო ტელერადიოკორპორაცია „ბი-ბი-სი“-ს რუსლმა სამსახურმა ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა საქართველოში, შიდა ქართლში, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტული რეგიონის „საზღვართან“ მომხდარ ინციდენტს (მასალის ავტორია ნინა ახმეტელი, თბილისელი კორესპონდენტი).

პუბლიკაციაში ვრცლადაა აღწერილი სიტუაცია, რომელიც სოფელ ორჭოსანთან რუსი და ოსი მესაზღვრეების მიერ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევასა და ნიშნულების დადგმას ეხება: გადმოცემულია მომხდარი ფაქტი, რომელიც საფრთხეს უქმნის ბაქო-სუფასა ნავთობსადენისა და ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალის ნორმალურ ფუნქციონირებას, ციტირებულია პოლიტიკოსების განცხადებები და შეფასებები, საქართველოს ხელისუფლების რეაგირება, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება და ასე შემდეგ. მასალაში ასახულია აგრეთვე ოსური და რუსული მხარეების პოზიციაც: „ცხინვალი აცხადებს, რომ არცერთი სასაზღვრო ნიშანი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მიღმა არ დგას, რესპუბლიკის საზღვარი ზუსტადაა დაფიქსირებულიб რუსეთის წარმომადგენელი გრიგორი კარასინი კი ამბობს, რომ ქარღთულ მხარეს პროტესტის ადრესატი ეშლება – მოსკოვს კი არ უნდა წაუყენოს პრეტენზია, არამედ ოსურ მხარეს უნდა შეუთანხმდეს და მასთან უნდა აწარმოოს მოლაპარაკება“.

როგორც საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენელი შალვა ენუქიძე აცხადებს „ბი-ბი-სი“-სთან საუბარში, ოსური მხარე ადრეც ცდილობდა საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დადგმას, მაგრამ მაშინ ნავთობსადენის მონაკვეთისაგან დაშორებული იყო, ახლა კი 300 მეტრით წინ არის გადმოწეული და იქაა დადგმული, სადაც ნავთობსადენის მილი გადის“. „ოსებმა და რუსებმა ე.წ.საზღვრების უკანონოდ მონიშვნა 2010 წლიდან დაიწყეს. ზოგან მავთულხრათით, ზოგან კი ბანერებით“.

პუბლიკაციაში ციტირებულია აგრეთვე შერიგებისა და სამოქალაქო ტანასწორობის სახეოლმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის პოზიციაც, რომლის თანახმად, ბანერების დადგმა საქართველოში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებას უკავშირდება და ამით ცხინვალელ და მოსკოველ არაკეთილმსურველებს ქვეყნის რეპუტაციის შელახვა სურთ. „რუსეთს სურს შექმნას იმის შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ენერგეტიკული უზრუნველყოფა და იმ ენერგოპროექტების უსაფრთხოება, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით ხორციელდება, საეჭვოა და მუდამ დარტყმის მუქარის ქვეშ არის. ესაა ძალიან მზაკვრული გეგმა, რომლის მიზანია საქართველოს სახწელმწიფოს იმიჯისა და რეპუტაციის შელახვა. მაგრამ მე მინდა დავარწმუნო მოსკოვი, რომ მას არაფერი გამოუვა“, – ამბობს სახელმწიფო მინისტრი „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბრის დროს.

რაც შეეხება უშუალოდ ბაქო-სუფსას საერთაშორისო მნიშვნელობის მილსადენის  უსაფრთხოებას: როგორც ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხების ანალიტიკოსი ლიანა ჯერვალიძე ამბობს, „მე არ ვფიქრობ, რომ ამ მილსადენს რაიმე ემუქრება. ერთადერთი ისაა, რომ მათ [ოსებს და რუსებს] ამ მონაკვეთის დაზიანება შეუძლიათ, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება ჩაიდოს პარალელური მილი და პრობლემაც ამოწურულია“.

თუმცაღა ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ „სამხრეთ ოსეთის“ საზღვარზე მომხდარი ზემოაღნიშნული ინციდენტის მიზანია საქართველოსა და დასავლეთის რეაქციის გამოვლენა – რას მოიმოქმედებს თბილისი და ბრიუსელ-ვაშინგტონი. „მილსადენს ტექნიკური პრობლემებიც რომ არ შეექმნას, თვით ის ფაქტი, რომ ეს ობიექტი კრიტიკულ ზონაში მდებარეობს და მისი დაცვა საქართველოს მთავრობას არ შეუძლია, ეს, ცხადია, ქართული სახელმწიფოს რეპუტაციას და სატრანზიტო პოტენციალს ზიანს აყენებს, თუ დროულ რეაგირებას არ მოვახდენთ“. ელენე ხოშტარიას აზრით, ხელისუფლება აქტიურად არ ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიპყრობას ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასტან დაკავშირებული საკითხების მიმართ.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 16 ივლისი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2768931

დონალდ რუსკმა საქართველომდე ვერ ჩამოაღწია

გიორგი დვალი

ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა ბოლო მომენტში საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. ოფიციალური ვერსიით, ვიზიტის გადადების მიზეზი საბერძნეთში შექმნილი სიტუაცია გახდა, რომელიც ათენის მიერ საგარეო ვალების გადახდის პრობლემას უკავშირდება. დონალდ ტუსკი შეეცადა დიპლომატიური ეტიკეტი დაეცვა – მან დაურეკა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და უთხრა, რომ საქართველოს მალე ეწვეოდა.

თუმცა „კომერსანტის“ მიერ გამოკითხულ ქართველ ექსპერტებს სხვა თვალსაზრისი აქვთ და ამბობენ, რომ ვიზიტი იმ დროს გადადიდო, როცა საბერძნეთის ვალების პრობლემა,  პრინციპში, უკვე მოგვარებული იყო. ექსპერტთა ვერსიით, სინამდვილეში ევროსაბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა გადაწყვიტა თბილისში ვიზიტისაგან თავი შეეკავებინა ქართულ-ოსური კონფლიქტის გამწვავების გამო.

როგორც „კომერსანტს“ ექსპერტებმა განუმარტეს, ასეთ სიტუაციაში დონალდ ტუსკის საქართველოში ჩამოსვლა აღქმული იქნებოდა საქართველოს მხარდაჭერად და რუსეთის საწინააღმდეგოს მიმართულ ნაბიჯად, მით უმეტეს, რომ ქართულმა მხარემ ვიზიტის პროგრამაში ჩართო კონფლიქტის ზონაში, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლების მონახულებაც.

ქართველი ექსპერტები დარწმუნებულნი არიან: ვიზიტი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ ქართულ-ოსური „საზღვარზე“ შექმნილი დაძაბულობა დაიკლებს. „დონალდ ტუსკს აშკარად არ სურს რუსეთთან მორიგი დაძაბული ვითარების შექმნა“, – უთხრა „კომერსანტს“ პოლიტოლოგმა დავით ავალიშვილმა, – ევროკავშირს საქართველოს გარეშეც უამრავი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი“.

«L’Opinione» (იტალია), 16 ივლისი, 2015 წელი

http://www.opinione.it/esteri/2015/07/16/letizia_esteri-16-07.aspx

დისკუსია სამხრეთ ოსეთის ირგვლივ: ინტერვიუ მაურო მურჯასთან

იტალიურ გაზეთ «L’Opinione»-ში გამოქვეყნებულია ინტერვიუ „სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთან“ იტალიაში მაურო მურჯასთან, რომელიც მას ჟურნალისტმა დომენიკო ლეტიციამ ჩამოართვა.

„კავკასიის რეგიონს საბჭოთა ეპოქისაგან მძიმე ტერიტორიული მემკვიდრეობა ერგო. ერთ-ერთ ასეთ პრობლემურ ტერიტორიას სამხრეთ ოსეთი წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ჩამოშორდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით მხოლოდ დე-ფაქტოდაა დამოუკიდებელი. უფრო უკეთ რომ გავიგოთ ამ ტერტორიის პრობლემები საერთაშორისო სამართლებრივ კონტექსტში, ვესაუბრებით სოციოლოგ მაურო მურჯას, რომელიც 2013 წლიდან სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელია იტალიაში“, – ნათქვამია ინტერვიუს დასაწყისში.

ჟურნალისტის შეკითხვები ეხება სამხრეთ ოსეთის ისტორიას და მის თანამედროვე მდგომარეობას. მაურო მურჯა რესპუბლიკის დამოუკიდებლობაზე საუბრისას, ქვეყნის სტატუსის უკეთ არგუმენტირების მიზნით, იშველიებს მოტევიდეოში 1933 წელს დადებულ საერთაშორისო კონვენციას, რომელშიც სახელმწიფოს დამოუკიდებლობის პარამეტრებია დაფიქსირებული: მუდმივი მოსახლეობა, განსაზღვრული ტერიტორია, საკუთარი მთავრობა, სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობის უნარი.

მაურო მურჯა ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთმა უკვე მიაღწია სხვა სახელმწიფოებისაგან თავისი დამოუკიდებლობის აღიარებას, თუმცა ამ პროცესში საქართველო დაბრკოლებებს ქმნის. იგი იმასაც ამბობს, თუ რა პრობლემებს აწყდება თავისი მოვალეობის შესრულების პროცესში: „იტალიაში ძლიერია ბიუროკრატია. ჩემს განცხადებებს ჯეროვან ყურადღებას არ აქცევენ“, – ჩივის მაურო მურჯა, თუმცა იქვე აცხადებს, რომ მან სამხრეთ ოსეთის აღიარების  თხოვნით მიმართა როგორც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს პაოლო ჯენტილონის, ასევე ვატიკანსაც, რომის პაპ ფრანცისკეს, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ, რაიმე პასუხი არ მიუღია.

მაურო მურჯა ასევე საუბრობს სამხრეთ ოსეთ-იტალიის კონტაქტებზე კულტურისა და განათლების სფეროებში: დელეგაციების გაცვლა-გამოცვლაზე, ფესტივალებში მონაწილეობაზე, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობაზე, გამოფენების შესახებ და ასე შემდეგ.

Comments are closed