globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 18 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 18th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: კიდევ სად უნდა ველოდოთ მავთულხლართებსა და “სასაზღვრო” ბანერებს

რეზონანსი: კომენტარები: მოელით თუ არა საზღვრის კიდევ გადმოწევას?

რეზონანსი“: გაძლიერდა თუ არა საქართველოში რუსული პროპაგანდა

ახალი თაობა“: ინტერვიუ გიუნტერ ბეხლერთან: „ქართველებს შეუძლიათ იამაყონ ბოლო წლების მიღწევებით“

———————-

რეზონანსი“, 18 ივლისი, 2015 წელი

კიდევ სად უნდა ველოდოთ მავთულხლართებსა და “სასაზღვრო” ბანერებს

ეკატერინე ბასილაია

(შემოკლებით)

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ე.წ. ბორდერიზაცია გრძელდება და რუსების მიერ სოფელ წითელუბანთან აღმართული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის შემდეგ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებული სხვა ქართული სოფლების მიწებსაც ემუქრება ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩენა.

როგორც „რესპუბლიკელი“ დავით ზურაბიშვილი ამბობს, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქი გაუქმდა, ხოლო მისი ტერიტორია შეუერთდა ქარელის, ხაშურის გორის რაიონებს შეუერთეს.  „2008 წლამდე დიდი ლიახვუის ხეობას საქართვეკლოს ხელისუფლება აკონტროლებდა. 2008 წლის შემდეგ კი რუსებმა დიდი ლიახვის ხეობა წაიღეს, ახლაგორის რაიონის ჩათვლით და პრეტენზია აქვთ რომ მთელი ყოფილი ავტ.ოლქი მათ კონტროლს ქვეშ უნდა იყოს. ამიტომაც ის სახნავ-სათესი მიწები ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა.. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ რუსების მიერ არცერთი ის ტერიტორიას არ არის წაღებული, რომლებიც საბჭოთა რუკებით მათ არ ეკუთვნოდათ. საერთოდ, საბჭოთა პერიოდში ადმინისტრაციულ საზღვარს დემარკირებას არ უკეთებდნენ. საოკუპაციო ზოლის სოფლების 90%-ის და არც მავთულხლართები და არც ბანერები არ არის. არადა, რუსებს რომ მოუნდეთ, ერთ დღეში გააბამდნენ მავთულხლართებს, მაგრამ ამას ჩვენი პროვოცირებისთვის იყენებს: რუსეთი გვეუბნება, თუკი თვლით, რომ ტერიტორიაზე არასწორი დემარკაციაა, მაში აგერ არიან ოსები და დაელაპარაკეთო. ჩვენ კი ოსებთან ამ მოლაპარაკებაში ვერ შევალთ, რადგან მოლაპარაკება რომ დავიწყოთ, მათი ირიბად აღიარება გამოგვივა. ამიტომაც ვართ ასეთ მდგომარეობაში. მათ სამხედრო რუკები აქვთ, მაგრამ ჩვენ ამ რკებზე მათთან ვერ ვიკამათებთ“, – ამბობს დავით ზურაბიშვილი.

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ინსიტიტის დირექტორის ალექსანდრე რუსეცკის თქმით, „ჩვენი მხრიდან როცა რუკებზე და „საზღვრებზე“ ლაპარაკს ვიწყებთ, ეს შეცდომაა, ისე კი რუსეთმა თუ მოისურვე საზღვარს სადაც უნდა იქ გაიყვანს და სამომავლოდ მსგავსი ფაქტები შეიძლება კიდევ განმეორდეს“. როგორც მან აღნიშნა, ცხინვალს და რუსეთს შემუშავებული აქვს კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც თრიალეთის ოსეთი ჰქვია (მათი აზრით, იქ ოსეთის უძველესი მიწა-წყალია)“. ალექსანდრე რუსეცკი საუბრობს აგრეთვე იმ საფრთხეებზე, რომელიც თბილისი-ხაშურის ავტობანს შეიძლება შეექმნას.

კავკასიის საკითხები ექსპერტის ალეკო კვასხვაძის თქმით, თუ ე.წ. სამხრეტ ოსეთის რუკას დავაკვირდებით, არის სამი წერტილი, რომელიც სტრატეგიულ ავტომაგისტრას ებჯინება. პირველი – ხურვალეთთან და წითელუბანთან, მეორე – ახალგორის რაიონიდან საქარტველოს სამხედრო გზასთან, კობის მონაკვეთზე და მესამე – საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულთან, გომი-საჩხერის გზატკეცილთან. ამ გზიდან დაახლოებით 500 მეტრში საოკუპაციო ზოლი გადის. ასე რომ, არსებოპბს იმის საფრთხე, რომ ამ მონაკვეთებზე გზა სეპარატისტებმა დაიკავონ და მოძრაობა გადაკეტონ.

რეზონანსი“, 18 ივლისი, 2015 წელი

კომენტარები: მოელით თუ არა საზღვრის კიდევ გადმოწევას?

ლიკა ამირაშვილი

რამდენიმე დღის წინ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არსებული დე ფაქტო საზღვრის ხაზი რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწიეს და საზღვრის აღმნიშვნელი ბანერიც დაამაგრეს.

მოელით თუ არა საზღვრის კიდევ გადმოწევას ქართული სოფლების ან სტრატეგიული ობიექტების მიმართულებით? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცოდნე): არვიცი, საზღვარს კიდევ გადმოწევენ თუ არა, მაგრამ რუსები რომ არ მოისვენებენ, ეგ ვიცი. რუსებს რაღაცის გამო ჩვენი დასჯა რომ უნდათ, ეგ ვიცი. საზღვარს ან კიდევ გადმოწევენ, ან კიდევ რაღაც პროვოკაციას მოაწყობენ, მოკლედ არ მოისვენებენ. ჩვენ ეშმაკობა თუ არ ვიხმარეთ, არაფერი არ გამოვა. ჭკუა მაგაზე მეტი გვაქვს, მაგრამ ეშმაკობა უნდა ვიხმაროთ.

გივი სიხარულიძე  (მწერალი, მსახიობი): ასეთი გამონათქვამი არსებობს “უპატრონო ეკლესიას ეშმაკები შეესიაო”. გამოდის, რომ უპატრონო ქვეყანა ვართ. პატრონი იმას კი არ ნიშნავს, სახელმწიფოს პატრონი არ ჰყავდეს, არა – მსოფლიომ გვაქცია ზურგი და სრულიად მარტოდმარტო დავრჩით. ჩვენ ბედნიერები ვიყავით იმით, რომ დამოუკიდებლები გავხდით, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ყველასგან დაკიდებულები ვართ, რადგან არავინ ჩვენი პატრონი არ არის. ამიტომ, მომავალში შეიძლება საზღვარიც გადმოწიონ და რუსეთის ჯარი თბილისშიც კი შემოვიდეს.

ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ “ერისიონის” ხელმძღვანელი): პოლიტიკაში ჩახედული არ ვარ და არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ რომ გადმოწიონ, ხელს რა შეუშლის? ძალიან ადვილი შესაძლებელია, რომ საზღვარი გადმოწიონ. ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე ყველაფერს აკეთებს, როგორმე რაღაც უბედურება მალე მოხდეს. 300-კილოიანი დათვი ბრძოლაში რომ გამოიწვიო, მომერიოს და გამიკვირდეს, ასე ხომ არ შეიძლება. მე შედეგი მაინტერესებს, ეს ყველაფერი რას მოიტანს. მეგობარ ქვეყნებს რომ ვეძახით და გვმტრობენ, ეგ მიკვირს.

დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ როგორმე გამოგვიწვიონ და გაგვასროლინონ. ჩვენს ხელისუფლებას თუ იმდენი ჭკუა არ ეყოფა, რომ ამ ნერვების ომში ჩაებას, რა თქმა უნდა, წავაგებთ. ამ შემთხვევაში მგონია, რომ ძალიან სწორადაც იქცევიან. მე მოვისმინე ევროსაბჭოს ერთ-ერთი წევრის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ძალიან კარგად იქცევიან ქართველები, პროვოკაციას რომ არ აჰყვნენო. პროვოკაციაზე აყოლა ნამდვილად არ შეიძლება. თუ იმაზეა საუბარი, რომ საქართველოს მთავრობას ამაზე რეაგირება არ აქვს, სიცრუეა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რეაქციის გაკეთება ის არის, გავისროლოთ და რაღაც უბედურება მოხდეს… ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი ქმედება დიპლომატიური პასუხებია.

რეზონანსი“, 18 ივლისი, 2015 წელი

გაძლიერდა თუ არა საქართველოში რუსული პროპაგანდა

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

“ხელისუფლებაში არ უნდა იყოს არცერთი ადამიანი, რომელიც სიმპათიით არის გამსჭვალული რუსეთისადმი,” – აცხადებს “რესპუბლიკელი” დავით ზურაბიშვილი. ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე კი ამბობს, რომ რუსეთის განსაკუთრებული გააქტიურება ევროკავშირთან ასოცირების გაფორმების შემდეგ შეიმჩნევა. “ეროვნული პლატფორმის” თავმჯდომარე ლაშა ტუღუში კი რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო არხების ტრანსლირების შეზღუდვას ითხოვს.

ვანო ჩხიკვაძის თქმით, პრორუსული ძალები საქართველოში ყოველთვის არსებობდნენ, თუმცა ისინი ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების დადების შემდეგ მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ. „რუსული პროპაგანდა საქართველოში სხვადასხვა საშუალებებით ხდება – ინტერნეტსაშუალებებით [სააგენტოებით, ტელევიზიით, რადიომაუწყებლობით, პრესით], არასამთავრობო ორგანიზაციებით და სხვა. ძნელია მათთან ბრძოლა, მაგრამ თუ დავიწყებთ, მაშინ კონკრეტული ფაქტებით უნდა ვებრძოლოთ“.

„რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი, ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ლაშა ტუღუში კი თვლის, რომ საჭიროა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო ტელეარხების აკრძალვა. „რუსული პროპაგანდა გააქტიურებულია. რუსეთი „რბილ ძალას“ იყენებს – ფულით და სხვადასხვა ინტერესებით მოქმედებს. ამისთვის იყენებს არასამთავრობო რრგანიზაციებსაც. საერთოდ, რუსული ტელეარხები პრობლემაა არამარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპის ძლიერი ქვეყნებისთვისაც: „ეს ბრძოლა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. რსუსული ტელეარხები სამართლებრივი მეთოდებით უნდა შეიზღუდონ, რადგან ისინი ეწევიან ომის პროგანდას, სიძულვილს თესავენ. სამწუხაროდ, რუსული ტელევიზიის წინააღმდეგ ჩვენ არავითარი ბერკეტი არ გვაქვს. საჭიროა ჩვენ თვითონ ვთქვათ უარი მათზე. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ასე დემოკრატიულ ქვეყნებში არ იაქცევიანო, მაგრმა რუსული სახელმწიფო ტელევიზიები მასმედია არ არის, ისინი საწამლავის შემომტაბი წყაროების არიან. ამიტომაც ასეთ დროს დემოკრატიაზე რიტორიკა საჭირო არ არის“.

ახალი თაობა“, 18 ივლისი, 2015 წელი

ინტერვიუ გიუნტერ ბეხლერთან: „ქართველებს შეუძლიათ იამაყონ ბოლო წლების მიღწევებით

აგვისტოს შუა რიცხვებში შვეიცარიის ელჩის, გიუნტერ ბეხლერის მისია საქართველოში იწურება. შვეიცარიის ელჩმა ჩვენს ქვეყანაში ხუთი წელი გაატარა, რომლის განმავლობაშიც საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა. გიუნტერ ბეხლერი ჟურნალისტ მარი ჯავახიშვილთან ინტერვიუში საქართველოში გატარებულ წლებს აფასებს.

გთავაზობთ ამონარიდებს:

- რამდენიმე დღის წინ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ განათავსეს ბანერები .. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე. რას იტყოდით, რუსეთის ამ მორიგი უკანონო ნაბიჯის შესახებ?

- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორი დღის წინ დიპლომატიური კორპუსს აცნობა შექმნილი ვითარების თაობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევძელით თქვენს მიერ ნახსენებ ადგილების ადგილზე მონახულება, რათა ვითარება სწორად შეგვეფასებინა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის გაუმჯობესებული ურთიერთობებისა და საკმაოდ წარმატებული ჟენევის მოლაპარაკებების 32-ე რაუნდის შემდეგ, არავინ მოელოდა ასეთ ნაბიჯს. ამ ნაბიჯის შემდეგ კი ჩვეულებრივი ადამიანები, განსაკუთრებით კი გლეხები საკმაოდ რთულ ვითარებაში მოექცნენ. მსგავსი საკითხების მოგვარებისთვის უამრავი მექანიზმი არსებობს: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები და შვეიცარიის სერვისები, რომელიც წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს საქართველოში და პირიქით.

- თქვენი შეფასებით, რა მექანიზმებით უნდა გაუმკლავდეს საქართველო კონფლიქტებს?

- ვფიქრობ, საქართველოს არ სჭირდება გარე მხარის რჩევები. როგორც დიპლომატი, მჭიდრო კავშირში ვარ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს მთავრობის სხვა უწყებებთან. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან დაინტერესებულია ვითარების გაუმჯობესებით, რათა საქართველოშიც და საქართველოს გარშემოც უფრო მეტ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მიაღწიოს. ქართული დიპლომატია ბევრს მუშაობს, რათა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები უფრო წარმატებული გახდეს და კონსტრუქციულად ჩაერთოდ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან. ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები მხარს უჭერენ ნებისმიერი ინიციატივას, რომელიც პრობლემის ერთობლივ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანს. მაგალითად, კულტურული მემკვიდრეობის, საზოგადოების, ჯანდაცვისა და სხვა საკითხების შესახებ ექსპერტთა მიერ სემინარების ორგანიზება და ასე შემდეგ.

- როგორ შეაფასებთ თქვენს ხუთწლიან საქმიანობას საქართველოში როგორც შვეიცარიის ელჩი?

- თუ 360 გრადუსით შევაფასებთ, გეტყვით, რომ ჩემი მისია უკიდურესად საინტერესო, ღირებული , წარმატებული და სასიამოვნო იყო. ეს ხუთი წელი ძალიან მალე გავიდა, რადგან უამრავ აქტივობაში ვიყავი ჩართული როგორც დიპლომატიური, პროფესიულ დონეზე, ასევე კერძო ხასიათის. რამდენიმე მათგანს გამოვყოფ – საელჩომ თავისი წვლილი შეიტანა ჩვენს ქვეყნებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარებაში, შუამავლობა რუსეთსა და საქართველოს შორის შეთანხმებაზე რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიღებასთან დაკავშირებით, აქტიურად ვუჭერთ მხარს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებასა და დემოკრატიული პროცესების გაღრმავებას საქართველოში. ჩემი აკადემიური ბექგრაუნდის გათვალისწინებით, მე ასევე ჩართული ვიყავი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასა და თბილისის სხვა უამრავ უნივერსიტეტებში. ბევრი კუთხით, საქართველო არა არის “ნორმალური” ადგილი ელჩისთვის. ხალხთან ურთიერთობა, როგორც პროფესიულ, ისე კერძო დონეზე იყო და არის განსაკუთრებული. ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო იყო ჩემს აქაურ კოლეგებთან , პარტნიორებთან და მეგობრებთან ურთიერთობა. მე ბევრი ვისწავლე აქ, თუ რა არის მნიშვნელოვანი და რა – არა. გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ადამიანური ურთიერთობები ყველაფრის ხერხემალია და ეს ძალიან მომწონს.

(…)

- საქართველოში გატარებული ხუთ წელს რომ გადაავლოთ თვალი, რომელ სამ მნიშვნელოვან საკითხს გამოყოფდით?

- პირველ რიგში, ეს იყო 2012 წლის ოქტომბრის არჩევნები. მე ვიტყოდი, ეს იყო ისტორიული არჩევნები, რადგან პირველად მოხდა მთავრობის დემოკრატიული გზით შეცვლა. წინასაარჩევნო და საარჩევნო კამპანიას სრულიად დიპლომატიური კორპუსი ადევნებდა თვალს და პირდაპირ გადავცემდით ჩვენს მთავარ უწყებებს. არჩევნების დროს დამკვირვებელიც კი ვიყავი და სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე ვიყავი. ასევე ვესწრებოდი ბიულეტენების დათვლის პროცესს ვაკეში, ერთ-ერთ სკოლაში. ვფიქრობ, ეს იყო გამჭვირვალე პროცესი ყველა დონეზე პროფესიონალი თანამშრომლებით დაკომპლექტებული. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი იყო რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავლობა 2011 წელს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. იმ დროს ძალიან ცოტას სჯეროდა, რომ ჩვენ მივაღწევდით შეთანხმებას. და მესამე, ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ძალიან ღირებულია ჩემს რეზიდენციაში გამართული რეგულარული თემატური მიღებები. კერძოდ, ჟენევის თანათავმჯდომარეთა სადილები იყო ძალიან საინტერესო და ბევრის მიმცემი მონაწილესათვის.

Comments are closed