globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 8 აგვისტო 2015 წელი

Posted by Globalresearch on Aug 8th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა: ინტერვიუ ირაკლი ბათიაშვილთან: „საქართველოს სპეცსამსახურები არ ჰყავს“ // რას უნდა ველოდოთ „ისლამური სახელმწიფოსაგან“?

რეზონანსი: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: “სანქციების საკითხში მთავრობა მოქმედებს ჯანსაღი სახელმწიფო ეგოიზმის პრინციპით”

რეზონანსი: ინტერვიუ ივან სიდოროვთან: “რუსულ ჯარს ბევრი სუსტი წერტილი ჰქონდა, რაც ქართველებმა ვერ გამოიყენეს” // რუსი ჯარისკაცის თვალით დანახული აგვისტოს ომი

———————

ახალი თაობა“, 8 აგვისტო, 2015 წელი

ინტერვიუ ირაკლი ბათიაშვილთან: „საქართველოს სპეცსამსახურები არ ჰყავს“

რას უნდა ველოდოთ „ისლამური სახელმწიფოსაგან“?

„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საქართველოს უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ბათიაშვილი ვრცლად ლაპარაკობს „ისლამურის სახელმწიფოს“ წარმოქმანის გარემოებებზე, მის მამოძრავებელ ძალებზე, გეოგრაფიულ ფაქტორებზე, ფინანსურ უზრუნველყოფაზე… იგი ეხება აგრეთვე ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსაც…

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ამბობენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხე არარეალური ან უკეთეს შემთხვევაში გაზვიადებულია. თქვენ როგორ მიგაჩნიათ?

- „ისლამური სახელმწიფო“ კავკასიის რეგიონისათვის ძალიან რეალური საფრთხეა. ეს ის ახალი გამოწვევებია, რომლის წინაშე საქართველი სულ მალე შეიძლება დადგეს. ის პოლიტიკოსები და ექსპერტები, რომლებთაც ამ საფრთხეების ხსენებისას მხოლოდ ეღიმებათ, საერთაშორისო პროცესების სრულ უვიცობას ამჟღავნებენ.

(…)

- რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს საქართველოს?

- დღესდღეობით ისლამური სახელმწიფოს მიზანს არ შეადგენს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა, მათი სამიზნე ამერიკის შეერთებული შტატებია, სირიის ხელისუფლება (ბაშარ ასადის რეჟიმი), ერაყი, თურქეთი, ირანი, ისრაელი, რუსეთი და ამას ისინი პირდაპირ აცხადებენ, თუმცა ჩვენთვის შეიძლება საფრთხე ჩვენი ადგილმდებარეობის გამო წარმოიქმნას: როცა „ისლამური სახელმწიფო“ აცხადებს, რომ მისი სამიზნეა ჩრდილოეთ კავკასია და იქ სეღწევა (ეს პროცესები უკვე დაწყებულია), ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ და ყურადღება უნდა მივაქციოთ. ამ ვითარებაში საქართველო ვერ ასცდება „ბოევიკების“ სატრანზიტო დერეფნად გადაქცევას.. მათი გადადინება-გადმოდინების პროპცესები, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ჩვენთვის ძალიან სახიფათოა. „ისლამური სახელმწიფო“ ჩრდილოეთ კავკასიაში სერიოზული ცეცხლის დანთებას აპირებს და ამ ცეცხლში ჩვენც მოვყვებით. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ საქართველოში არსებული რიგი ქვეყნების საელჩოები „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტთა სამიზნეებს წარმოადგენდნენ.

შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა სპეცსამსახურებმა ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ, რათა ჩვენ მაქსიმალურად შევამციროთ რისკები. ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ თავიდან ავიცილებთ ყველანაირ საფრთხეს, არარეალურია. ამას აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების სპეცსამსახურებიც კი ვერ ახერხებენ, ჩვენ კი ძალიან სავალალო მდგომარეობაში ვართ.

რეალურად სპეცსამსახურები რასაც ჰქვია, მისი ფორმირება მხოლოდ ახლა დაიწყო. ნურავინ ილუზიაში ნუ ჩავარდება. უშიშროების სამსახური ფორმირება მხოლოდ ახლა ხდება. მე არ ვიცი, როგორ წავა ეს პროცესი, მაგრამ დღეს ნამდვილად ყველაფერი ნულიდან იწყება. საერთოდ, ასეთი უწყების ცამოყალიბება ძალინ რთული პროცესია. თავის დროზე მეც მომიწია ახალი სამსახურის ფორმირება, რომელსაც საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახური ერქვა, ინ პერიოდში ეს იყო ურთულესი ამოცანა, სამოაქლაქო ომის პირობებში, კონფლიქტების დროს… იმ პერიოდში ჩვენ ძალიან დაგვეხმარა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, რომელმაც ჩვენთვის სპეცდანიშნულების რაზმი „ომეგა“ ჩამოაყალიბა.

დღეს უფრო მშვიდი ვითარებაა, შეიძლება წყნარად იმუშაო ახალი სპეცსამსახური ფორმირების მიზნით, თუმცა დრო ზალიან ცოტაა – არავინ იის, როგორ შეიცვლება ვითარება კავკასიაში, ან თვითონ საქართველოს შიგნით. მე მათ წარმატებას ვუსურვებ. მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციისათვის მხოლოდ სპეცსამსახურებმა კი არა, მთელმა სახელმწიფომ უნდა იმუშაოს.

რეზონანსი“, 8 აგვისტო, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: “სანქციების საკითხში მთავრობა მოქმედებს ჯანსაღი სახელმწიფო ეგოიზმის პრინციპით”

“საქართველოს მთავრობა მოქმედებს მთელ მსოფლიოში გავრცელებული ჯანსაღი სახელმწიფო ეგოიზმის პრინციპით, რაც თავისთავად გულისხმობს ქვეყნის ინტერესების უპირატესობას სხვა დანარჩენ ფაქტორებზე,” – აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელსაც “რეზონანსი” რუსეთის მიერ შესაძლო ემბარგოს დაწყების შესახებ ესაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ აპირებს შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რუსეთის ხელისუფლება პოზიციას არ ცვლის და ემბარგოს გაფართოების გზებს ეძებს. თუ ქართულ ოპოზიციას დავესესხებით, მაშინ რა საჭირო იყო ხელისუფლების მხრიდან გამოჩენილი ასეთი თავშეკავება?

- რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს: საქართველოსთვის აბსოლუტურად დაუშვებელია და არაფექტურია სანქციებისადმი მიერთება, რადგანაც მისი ეკონომიკა ისედაც მძიმე სიტუაციაშია ჩავარდნილი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია აისიც, რომ რუსეთისათვის ჩვენს მიერ დაწესებული სანქციები არანაირი ზარალის მომტანი არ იქნებოდა, ჩვენს ქვეყნებს შორის კი ურთიერთობას კი უფრო გაართულებდა. ვინც ამას ამბობს, რომ სანქციები დავუწესოთო, ურაპატრიოტულ აჟიოტაჟს ეწევა. ეს 1990-იანი წლების დასაწყისის ე.წ. ემბარგოს მაგონებს, საქართველომ რომ რუსეთს „დაუწესა“. ეს გაკვეთილი არ უნდა დავივიწყოთ.

მთავარი ისაა, რომ თვითონ ამ ღონისძიების რეალიზებაში ქართველების ჩართვა არც უკრაინისთვის და არც რუსეთისათვის არაფერს ცვლის და თუ ვინმეს დაეტყობოდა ამ სანქციების უკუეფექტი, ეს მხოლოდ საქართველო იქნებოდა.. ასეთ ვითარებაში, ქვწეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სასურველი იქნებოდა, რომ ჩვენს ხელისუფლებას საერთოდ არ მიექცია ყურადღება ჩვენებური რუსოფობიური წრეების გაწიწმატებული ჟივილ-ხივილისათვის და უფრო გაბედული ნაბიჯები გადაედგა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით.

პირველ რიგში, რასაკვირველია, ამაში აბაშიძე-კარასინის ფორმატის შემდგომ გააქტიურებას და ზურაბ აბაშიძისათვის პრეროგატივებისა და ფუნქციების გაზრდას.. რაკი ისე გამოდის, რომ ერთმა ადამიანმა უნდა შეითავსოს მთელი საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება, მაშინ, რასაკვირველია, საჭიროა გაბედული, კრეატიული ინიციატივები.

სამწუხაროა, რომ დრეს საქართველოში კვლავ არსებობს ინფანტილური განწყობა, რომ საქართველოს რუსეთი საერთოდ არ სჭირდებაო და რომ საქართველო მშვენივრად იარსებებს რუსეთთან კონფრონტაციის რეჟიმში, რუსეთ-ევროპის დაპირისპირების ფონზე. რეალობაში კი, თუ დავუკვირდებით, მხოლოდ მშრალი „ნარჩენები“ გვრჩება: ერთი მხრივ უაზროდ გაჭიანურებული დასავლური დაპირებები, მეორე მხრივ კი „მცოცავი ანექსია“, ნულოვანი დაცვის გარანტიით.

- ვთქვათ და კრემლა ქართული პროდიქციისათვის რუსული ბაზარი ისევ ჩაკეტა. რა სეუძლია საქართველოს რუსეთის საპასუხოდ?

- რასაკვირველია, საქართველოს ხელში აქვს ისეთი მექანიზმი, როგორიცაა იგივე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია თავისი საარბიტრაჟო სასამართლოთი. შეგვიძლია მივმართოთ ამ ორგანიზაციას, რომელსაც ნატოსა და ევროკავშირისაგან განსხვავებით, სერიოზული ქმედითი მექანიზმები აქვს, თავისი ნებისმიერი წევრის მიმართ, რომელიც პოლიტიკური საბაბით კეტავს თავის ბაზარს.

რეზონანსი“, 8 აგვისტო, 2015 წელი

ინტერვიუ ივან სიდოროვთან: “რუსულ ჯარს ბევრი სუსტი წერტილი ჰქონდა, რაც ქართველებმა ვერ გამოიყენეს” // რუსი ჯარისკაცის თვალით დანახული აგვისტოს ომი

ვახტანგ შამუგია

(შემოკლებით)

ე.წ. “ხუთდღიანი ომიდან” უკვე შვიდი წელი გავიდა. მას შემდეგ საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა. მიუხედავად ამისა, დღემდე ბევრი შეკითხვაა, რომელიც პასუხს ელოდება. ვინ დაიწყო ომი? რატომ დამარცხდა საქართველო? შეიძლებოდა თუ არა ამ კონფლიქტის თავიდან აცილება? – ამ და სხვა კითხვაზე პასუხი საზოგადოებას დღემდე არ აქვს და ალბათ კიდევ დიდხანს არ ექნება, რადგანაც, როგორც ნათქვამია, “ყველა მხარეს თავისი სიმართლე აქვს.” (…)

ინტერნეტსივრცეში ამ ომის მონაწილე რუსი სამხედროების მოგონებებს სულ უფრო ხშირად ვხვდებით. ერთ-ერთი მათგანი ივან სიდოროვია. 2008 წელს 20 წლის ივანი რუსული არმიის რიგითი იყო. ის გაზეთ “რეზონანსს” ესაუბრა იმაზე, თუ რა გადახდა მას თავს აგვისტოს იმ ტრაგიკულ დღეებში.

- როდის მიიღეთ ბრძანება დისლოკაციის ადგილის დატოვების შესახებ?

- უშუალოდ ჩვენმა სამხედრო ნაწილმა ბრძანება 7 აგვისტოს, დღის საათებში მიიღო. თუმცა, როგორც ვიცი, სხვა ქვედანაყოფებმა ეს ბრძანება უფრო ადრე მიიღეს. დაახლოებით 19:00-ზე გზას დავადექით. (შეგახსენებთ, რომ ქართულმა არტილერიამ ცხინვალის მიმართულებით ცეცხლი 7 აგვისტოს, დაახლ. 23:30 გახსნა. რუსული პროპაგანდის ცნობით, ოფიციალურმა მოსკოვმა კონფლიქტის ზონაში ჯარების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო – ავტ.) ნაბრძანები იყო, რაც შეიძლება სწრაფი ტემპით გვემოძრავა სამხრეთის მიმართულებით, თუმცა კონკრეტულად სად მივდიოდით, არ ვიცოდით. გული მიგრძნობდა, რომ სამხრეთ ოსეთში მოგვიწევდა შესვლა, რადგანაც იმ დღეებში ტელევიზიაში გამუდმებით იქ არსებულ მძიმე ვითარებასა და ომის საშიშროებაზე საუბრობდნენ. მე ქვეითთა საბრძოლო მანქანა ბმპ-1-ის მძღოლ-მექანიკოსი ვიყავი, რიგითი.

- როკის გვირაბის მეორე მხარეს როდის მოხვდით?

- სამხრეთ ოსეთში 8 აგვისტოს, დილის 5 საათისათვის ვიყავით. აქ რუსი სამხედროები უკვე იყვნენ. დგებოდა კოლონები, რომლებიც გათენებისას ცხინვალისაკენ უნდა დაძრულიყვნენ. სანამ ჩვენ გზაში ვიყავით, აღმოჩნდა, რომ ომი უკვე დაწყებულიყო.

- რა მდგომარეობა იყო როკის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე?

- სრული ქაოსი. ათასი ჭორ-მართალი ვრცელდებოდა, რომ თითქოს ქართველებმა ჩვენი სამშვიდობოები გაჟლიტეს, ცხინვალი აიღეს და როკის გვირაბისაკენ მოემართებიან. არეულობას ცხინვალიდან გამოქცეული, შეშინებული მშვიდობიანი მოქალაქეები და დაფეთებული მეამბოხეები ართულებდნენ. ოსები დახმარებას გვთხოვდნენ. იქვე იყვნენ ჩრდილოეთ ოსეთიდან დასახმარებლად მოსული შეიარაღებული მოხალისეები, რომლებსაც ბრძოლა სწყუროდათ. ჩვენ მათ არ ვუშვებდით, რადგანაც რამდენიმე ასეთი ჯგუფი ქართული არტილერიისა თუ დივერსიული ჯგუფების მსხვერპლი გახდა. აქაც მრავლად იყო მწყობრიდან გამოსული ტექნიკა, რაც გზაზე დიდ საცობებს ქმნიდა. იმავე დილით ქართულმა ავიაციამ ჯავა დაბომბა, არადა, ქართველებს რომ როკის გვირაბის სამხრეთ პორტალის მიმდებარე ტერიტორიები დაებომბათ, ძალიან დიდ ზარალს ვნახავდით…

- ცხინვალში როდის მოხვდით?

- ცხინვალში, წესით, იმავე დღეს უნდა ვყოფილიყავით, თუმცა ჩემი ბმპ-1 მწყობრიდან გამოვიდა და მთელი ორი დღე ვაკეთებდი, რადგან საწვავ-საპოხი და სათადარიგო მასალებით, ისევე როგორც წყლითა და საკვები პროდუქტებით მომარაგება, კატასტროფულად ცუდი იყო. საბოლოოდ, სხვა სამხედრო ნაწილის შემადგენლობაში ცხინვალისაკენ 10 აგვისტოს, დილით დავიძარი. ამ დროისათვის ქალაქი ქართველი ჯარისკაცებისაგან თითქმის სრულად იყო გაწმენდილი. თუმცა მის შემოგარენში კვლავ რჩებოდნენ ქართველები, არც მოწინააღმდეგის არტილერია დუმდა. თუმცა ყველაზე დიდ საფრთხეს ისევ ჩვენივე ავიაცია გვიქმნიდა.

მინდა გითხრათ, რომ რუსულ მხარეს ბევრი სუსტი წერტილი ჰქონდა, რაც ქართველებმა, მათდა სამწუხაროდ, ვერ გამოიყენეს. მაგალითად, რუს პილოტებს არ ჰქონდათ კავშირი სახმელეთო ჯარებთან და ავტონომიურ რეჟიმში მოქმედებდნენ. ხშირად ისინი შეცდომით ჩვენსავე სამხედრო კოლონებსა და ოსი მოხალისეების პოზიციებს ბომბავდნენ, რადგანაც მოწინააღმდეგესაც საბჭოური წარმოების ჯავშანტექნიკა ჰქონდა.

გუფთის ხიდს რომ გამოვცდით, ორმა მოიერიშემ დაბალ სიმაღლეზე გადაგვიფრინა, მივხვდით, რომ რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავები იყო, რადგან ფრთებზე წითელი ვარსკვლავები ეხატათ. თუმცა მათ რატომღაც ქართველებად მიგვიჩნიეს. ერთმა ფრენა გააგრძელა, მეორემ კი სიმაღლე აიღო, წრე დაარტყა, ჩვენს თავზე პიკირებით დაეშვა და უმართავი საავიაციო რაკეტების ჯერი გვესროლა. საბედნიეროდ, არაზუსტად. მეორე შემოვლაზე რომ წავიდა, მივხვდით, რაშიც იყო საქმე. კოლონამ ცეცხლი გახსნა ყველა იარაღიდან, ვისაც კი რა ჰქონდა. მფრინავი მიხვდა, რომ კიდევ ერთი იერიში შეიძლება სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა და გაგვეცალა. გზად დამწვარი სატვრთო მანქანები და ჯავშანტექნიკა ეყარა, რომლებიც ქართული არტილერიის მიერ იყო განადგურებული. საბოლოოდ ქალაქში საღამოს 9 საათისათვის ჩავაღწიეთ და მის მარცხენა მხარეს, ტყიან ადგილას, ე.წ. “დუბოვაია როშჩასთან” დავიკავეთ პოზიციები.

- უშუალოდ ქართველ სამხედროებთან თუ მოგიწიათ საცეცხლე დაპირისპირება?

- საბედნიეროდ, არა. თუმცა “დუბოვაია როშჩაში” რუსული ავიაიერიშის შედეგად დაღუპული ოცამდე ქართველის გვამი ესვენა. იქაურობა საშინელი სანახავი იყო, ჰაერში გულისამრევი სუნი იდგა.

- ქართულ არმიას, როგორც მოწინააღმდეგეს, როგორ შეაფასებთ?

- როგორც გითხარით, მე პირადად მათტან კონტაქტი არ მქონია, თუმცა იმ ბიჭების თქმით, ვისაც მათთან მოუხდა ბრძოლა, ეს იყო ჩვენს რეგულარულ ძალებზე უკეთ შეიარაღებული და აღჭურვილი არმია, ძალიან ძლიერი არტილერიით. რომ არა ავიაციის აქტიური მოქმედება, ეს ომი უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა და რუსულ არმიას გამარჯვება გაცილებით უფრო ძვირად დაუჯდებოდა.

- ადგილობრივი მოსახლეობა როგორ შეგხვდათ?

- ჩვენი სამხედრო ნაწილი ცხინვალს არ გასცდენია, შესაბამისად, ურთიერთობა მხოლოდ ოსებთან გვქონდა. ისინი კი სულ ჩვენს ლოცვაში იყვნენ და მადლობას გვეუბნებოდნენ, რადგანაც ჩვენ გარეშე ქართულ არმიას ვერ გაუმკლავდებოდნენ. ქალაქი ძალიან იყო დანგრეული, მსხვერპლიც დიდი იყო. ქართველებს არ შევხვედრივარ, თუმცა ვხედავდით, როგორ ძარცვავდნენ და წვავდნენ მათ მიტოვებულ სახლ-კარს ოსი მოხალისეები. მე პირადად ქართველების მიმართ არც მაშინ და არც ახლა არანაირი აგრესია არ მაქვს. კარგია, რომ ომი მალევე დამთავრდა და მხარეებმა გაბოროტება ვერ მოასწრეს ისე, როგორც, მაგალითად, ეს ჩეჩნეთში მოხდა. (…)

Comments are closed