globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 11 აგვისტო 2015 წელი

Posted by Globalresearch on Aug 11th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Wall Street Journal» (აშშ): თინათინ ხიდაშელი: საქართველო დასავლეთისაკენ ისწრაფვის

«Tehran Times» (ირანი): ირანისაა და საქართველოს წარმომადგენლებმა ტურისტული კავშირების განვითარებაზე იმსჯელეს

«Tehran Times» (ირანი): მურთაზა სარმადი: „ირანმა და საქართველომ ურთიერთკავშირების გასაფართოებლად სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგან“

«Press TV» (ირანი): ირანი ურმიის ტბის აღდგენას სომხეთიდან და  საქართველოდან გადატუმბული წყალით გეგმავს

——————-

«The Wall Street Journal» (აშშ), 11 აგვისტო, 2015 წელი

http://www.wsj.com/articles/georgia-reaches-toward-the-west-1439241269

საქართველო დასავლეთისაკენ ისწრაფვის

„ჩვენ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას ვატარებთ – ისეთი პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას და სტაბილურობას, ქვეყნის წინსვლას მთავარი მიზნის მისაღწევად – ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების დემოკრატიული სახელმწიფოების ოჯახში შესასვლელად“

გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ გამოქვეყნებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის მცირე წერილი-რეპლიკა, რომელიც პასუხია ამავე გაზეთის პირველი აგვისტოს ნომერში დაბეჭდილი ვრცელი სტატიისა სათაურით „საქართველო რუსეთთან კონფლიქტს შეეგუა“.

„[ჩვენი კურსი] მკაფიო და ერთმნიშვნელოვანია – საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ესწრაფვის. საქართველოს მთავრობა ენერგიულ დიპლომატიურ ძალისხმევას ახმარს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ევროკავშირთან ინტეგრაციის გარღმავებას, ეძებს ნატოსში გაწევრიანების უმოკლეს გზას. ამ პროცესს ვერანირი პროვოკაცია ვერ შეაჩერებს და ვერ შეანელებს.

ჩვენთვის სრულიად ნათელია, რომ ჩვენი მოკავშირეები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარანტები არიან. საქართველოსთვის ამერიკის შეერთებული შტატები მთავარ სტრატეგიულ მოკავშირედ რჩება. მე ვამაყობ, რომ ამას წინათ დასრულდა საქართველო-აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი და მსხვილმასშტაბიანი ერთობლივი სამხედრო სწავლებები და იმით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ზეიმის დროს ამერიკელი ჯარისკაცები მათი ქართველი კოლეგების მხარდამხარ მიაბიჯებდნენ. საქართველომ ბევრი რამ ისწავლა ადრე დაშვებული შეცდომებით, ამიტომაც ჩვენ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას ვატარებთ – ისეთი პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას და სტაბილურობას, ქვეყნის წინსვლას მთავარი მიზნის მისაღწევად – ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების დემოკრატიული სახელმწიფოების ოჯახში შესასვლელად.

თინათინ ხიდაშელი, თავდაცვის მინისტრი

თბილისი, საქართველო“.

«Tehran Times» (ირანი), 11 აგვისტო, 2015 წელი

http://www.tehrantimes.com/Index_view.asp?code=248582

ირანისაა და საქართველოს წარმომადგენლებმა ტურისტული კავშირების განვითარებაზე იმსჯელეს

საქართველოსა და ირანის წარმომადგენლებმა შეხვედრის დროს ტურიზმის გაფართოების საკითხები განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის ირანთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გუბაზ სანიკიძე შაბათს, თეირანში, ირანის კულტურული მემკვიდრეობის, ტურიზმისა და ხალხური ნაწარმის  ფონდის დირექტორს მასუდ სოლტენიფერს შეხვდა.

მასუდ სოლტენიფერმა საუბრისას ხაზი გაუსვა ირანისათვის საქართველოსთან ურთიერთობის მნიშვნელობას და მაღალი შეფასება მისცა ორ სახელმწიფოში ტურისტული ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივებს. მისი თქმით, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სანქციების მოხსნის შემდეგ ირანს განზრახული აქვს კიდევ უფრო გააფართოვოს თავისი კავშირები მთელ მსოფლიოსთან, მათ შორის ისეთ ქვეყანასთან, როგორიც საქართველოა – ირან-საქართველოს ურთიერთობას ხომ ღრმა ისტორიულ-კულტურული ფესვები აქვს. ირანი დიდი ქვეყანაა თავისი ეკონომიკური და კულტურული პოტენციალით, რომელსაც შეუძლია ხელის შეუწყოს სხვა ქვეყნების განვითარებასაც.

თავის მხრივ, გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, რომ ქართველები სპარსულ კულტურას უძველესი დროიდანვე იცნოვენ. საქართველოს გადაწყვეტილი აქვს, რომ ირანთან კავშირები გაფართოვდეს“.

2013 წელს, როცა საქართველომ ირანელი მოქალაქეებისადმი უვიზო რეჟიმი გააუქმა, ირანმა საქართველოს მოქალაქეებისათვის 45-დღიანი უვიზო რეჟიმი შეინარჩუნა. საქართველოსა და ირანის მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უვიზო რეჟიმით ესარგებლათ 2011 წლიდან 2013 წლის იანვარამდე, შემდეგ კი საქართველომ ცალმხრივად გააუქმა უვიზო რეჟიმი ირანელებისათვის.

როგორც „თეჰრან თაიმსს“ საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა განუცხადა. თბილისმა ირანთან სავიზო რეჟიმი ამას წინათ შეარბილა – ირანის მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ელექტრონული ვიზა საქართველოში წასვლის მიზნით. როგორც ქართველმა დიპლომატმა აღნიშნა, თბილისს უახლოეს მომავალში უვიზო რეჟიმის შემოღება დაგეგმილი არ აქვს, თუმცა, მისი თქმით, მათთვის, ვისაც საქართველოში წავლა სურს, ელექტრონული ვიზა საქართველოს ვიზის გამარტივებულად მიღებაში დაეხმარება.

საქართველოს ისტორია 4 ათას წელზე მეტს ითვლის. საქართველოს ძალიან მდიდარი ლიტერატურული ტრადიციები აქვს – ქართული ანბანი, რომელიც ერთ-ერთია მსოფლიოში არსებულ 14 ანბანს შორის, ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეშია შექმნილი.

«Tehran Times» (ირანი), 11 აგვისტო, 2015 წელი

http://www.tehrantimes.com/Index_view.asp?code=248593

მურთაზა სარმადი: „ირანმა და საქართველომ ურთიერთკავშირების გასაფართოებლად სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგან“

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მურთაზა სარმადის თქმით, ირანმა და საქართველომ უფრო სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგან ურთიერთკავშირების გაფართოების მიზნით. „ირანის ისლამურ რესპუბლიკას და საქართველოს მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ტრადიციები აქვთ და ეს ორივე მხარეს თანამშრომლობის განვიტარების მიზნით უფრო სერიოზული, ფუნდამენტური ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება“, – განაცხადა მურთაზა სარმადიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან გუბაზ სანიკიძესთან შეხვედრისას შაბათს, თეირანში.

ირანელმა დიპლომატმა მაღალი შეფასება მისცა პარლამენტების როლს ორი ქვეყნის ურთიერთოებების განვითარების საკითხში. თავის მხრივ, ქართველმა დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ირანთან მეგობრული ურთიერთობების განვითარებას და განაცხადა, რომ თბილისი მზადაა თეირანთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად ყველა სფეროში.

———-

იმავე დღესვე თეირანში გაიმართა შეხვედრა ირანის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ალაედინ ბორუჟერდისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან გუბაზ სანიკიძესთან. ალაედინ ბორიჟერდის განცხადებით, აშშ-ის მიერ გატატრებულმა არასწორმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ტერორიზმის გავრცელებას: „აშშ-ის ძალისხმევით ჩვენი რეგიონი ტერორიზმის გავრცელების თეატრად გადაიქცა, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობის დაცვასა და შენარჩუნებას. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო სერიოზული და პერმანენტული უნდა იყოს, რეგიონის ყველა ქვეყნის მონაწილეობითა და ერთობლივი ძალისხმევით“, – ხაზი გაუსვა ალაედინ ბორუჟერდიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებულმა მკაცრმა სანქციებმა ხელი ვერ შეუშალა ირანის ურთიერთობის გაფართოებას მეგობარ ქვეყნებთან.

საქართველოს წარმომადგენელმა მაღალი შეფასება მისცა დასავლეთის ქვეყნების მიერ (ჯგუფი „5+1“ – გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ხუთი ქვეყანა პლუს გერმანია) ირანთან ხელმოწერილ ბირთვულ შეთანხმებებს და აღნიშნა, რომ ეს შეთანხმებები ბოლო წლებში მომხდარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა. გუბაზ სანიკიძემ ასევე განაცხადა, რომ ირანს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია რეგიონში სიტუაციის სტაბილიზების მიზნით.

«Press TV» (ირანი), 10 აგვისტო, 2015 წელი

http://www.presstv.ir/Detail/2015/08/10/424044/Iran-lake-Urmia-Armenia-Georgia-

ირანი ურმიის ტბის აღდგენას სომხეთიდან და  საქართველოდან გადატუმბული წყალით გეგმავს

ირანს ურმიის ტბის აღდგენა, რომელიც დაშრობის პროცესშია, სომხეთიდან და საქართველოდან მიღებული წყლების საშუალებით აქვ დაგეგმილი: „წყალი გადაიტუმბება სევანის ტბიდან და მდინარე მტკვრიდან სამი მძლავრი სატუმბის სადგურის მეშვეობით“, – განაცხადა ირანის პარლამენტის წევრმა ალი ალილუმ ქალაქ თავრიზში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ურმიის ტბა ირანის პროვინციების – აღმოსავლეთ აზერბაიჯანსა და დასავლეთ აზერბაიჯანს შორის მდებარეობს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდ და მლაშე წყალსაცავს წარმოადგენს. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ურმიის ტბა სწრაფად შრება, რაც რეგიონს ეკოლოგიურ კატასტროფას უქადის: 1972 წლიდან 2014 წლამდე ურმიის ტბაში წყლის მოცულობა 36 მილირდი კუბ.მეტრიდან 2 მილიარდამდე შემცირდა.

ალი ალილუს თქმით, ურმიის ტბის გადასარცენად მდინარე ზებასა და არაქსის წყალკი საკმარისი არ არის, ვერც კასპიის ზღვის გამოწყენება მოხერხდება, რადგან მათ შორის დიდი მანძილია და ზღვის წყალი ეკოლოგიურად სუფთა არ არის. საჭიროა უფრო ფართო პროექტის განხორციელება – სომხეთში და საქართველოში წყლის შესყიდვა.

Comments are closed