globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 13 აგვისტო 2015 წელი

Posted by Globalresearch on Aug 13th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): „ყველა შემთხვევაში, ჩვენი ბაზარი ცარიელი არ იქნება“ // ელოდება თუ არა საქართველოს რუსული ემბარგო?

«Московский комсомоллец» (რუსეთი): ქართულ-ოსური კონფლიქტის გაკვეთილები // კავკასიის ხუთდღიანმა ომმა სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით მაინც გადაჰკიდა ერთმანეთს საქართველოსა და აწ უკვე დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის ხალხები

«Новые известия» (რუსეთი): თბილისი მესას გულშემატკივრობდა // ცნობილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა თბილისელი მაყურებელი მოხიბლა

——————-

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 13 აგვისტო, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2787062

„ყველა შემთხვევაში, ჩვენი ბაზარი ცარიელი არ იქნება“

ელოდება თუ არა საქართველოს რუსული ემბარგო?

რამდენადაა შესაძლებელი, რომ საქართველო კვლავ იმ ქვეყნების „შავ სიაში“ აღმოჩნდეს, რომლებტაც რუსულ ბაზარზე თავიანთი პროდუქციის შეტანა აეკრძალებათ? საქმე ეხება რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერის არკადი დვორკოვიჩის განცხადებას, რომლის თანახმად, სულ მალე გაფართოვდება იმ ქვეყნების სია, რომლებთაც რუსული კონტრსანქციები შეეხება. მისი თქმით, მთავრობაში ეს საკითხი აქტიურად განიხილება.

„შავი სიის“ კანდიდატებად მოიაზრებიან უკრაინა, საქართველო, ჩენოგორია, ალბანეთი, ისლანდია და ლიხტენშტეინი – ეს ის ქვეყნებია, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ ეკონომიკურ სანქციებს ჯერ კიდევ გასულ 2014 წელს, ერთწლიანი ვადით, რამდენიმე დღის წინ კი ამ საქციებს მოქმედების ვადა კიდევ ერთი წლით გაუგრძელდათ.

როგორც არკადი დვორკოვიჩმა აღნიშნა, სანქციების ქვეშ მოხვედრილი ქვეყნების სიის გაფართოება პრინციპის საკითხია, რადგანაც ბუნებრივია – ის, ვინც რუსეთს სანქციას უცხადებს, საპასუხო სანქციას მიიღებს.

„როსპოტრებნადზორის“ წარმომადგენლის დიმიტრი ვოსტრიკოვის განცხადებით, ჩამოთვლილი ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციის აკრძალვას რუსი მომხმარებელი ვერ იგრძნობს, რადგან ისინი „იმპორტის ჩამნაცვლებელ“ პროგრამაში მოხვდებიან. ეს ნიშნავს, რომ მსგავსი პროდუქტების წარმოება შეიძლება თვით რუსეთში, ან მათი ჩანაცვლება სხვა ქვეყნებიდან შეტანილით მოხდება.

„აღნიშნული ქვეყნები რუსული ბაზრისათვის მსხვილ მიმწოდებლად არ ითვლებიან პრაქტიკულად არცერთი კატეგორიით. ერთადერთი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი სეგმენტი მხოლოდ უკრაინის პროდუქციას უკავია – შაქარს და ხილს, რომლებსაც ტკბილეულის მწარმოებელი კომბინატები მოიხმარდნენ, თუმცა ჩვენი სოფლის მეურნეობის მწარმოებლები მათი შეცვლა წარმატებით შეუძლიათ“, – ამბობს დიმიტრი ვოსტრიკოვი.

რაც შეეხება იმას, თუ რა ბედი ელოდება „შავ სიაში“ მოხვედრილ ზოგიერთ ქვეყანას: როგორც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის პროფესორი ანდრეი კოლგანოვი თვლის, თუ რუსეთი ემბარგოს დააწესებს, აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკისათვის ძალიან მტკივნეული იქნება: „განსაკუთრებით საქართველოსთვის, რომლის მიერ წარმოებული ღვინისა და მინერალური წყლის გასასაღებლად რუსეთის ბაზარი სერიოზულ ბაზრად ითვლება, ისლანდიისათვის, რომლისგანაც რუსეთი თევზსა და ზღვის პროდუქტებს ყიდულობდა. ეს ეხება ნორვეგიასაც და უკრაინასაც. ალბანეთს, ჩენოგორიას და ლიხტენშტეინს რუსეთში მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არაფერი შემოჰქონდათ“.

«Московский комсомоллец» (რუსეთი), 13 აგვისტო, 2015 წელი

http://mk-kz.kz/articles/2015/08/12/uroki-gruzinoosetinskogo-konflikta.html

ქართულ-ოსური კონფლიქტის გაკვეთილები

კავკასიის ხუთდღიანმა ომმა სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით მაინც გადაჰკიდა ერთმანეთს საქართველოსა და აწ უკვე დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის ხალხები

სტატიაში განხილულია კავკასიის რეგიონში ბოლო 25 წლის მანძილზე მომხდარი კონფლიქტები, განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზებს და „მოქმედი გმირების“ როლს (ავტორი – აიდარ ერმეკოვი).

„კავკასიის რეგიონი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი კონფლიქტოგენურობით და ტურბულენტობით, რომლებიც ერთაშორის, პოლიტიკურ და რელიგიურ ურთიერთობაში გამოიხატებოდა ხოლმე. უძველესი დროიდან მოყოლებული ამ რეგიონში მცხოვრებ ხალხებს შორის პერიოდულად ომები წარმოებდა. ამჟამადაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირების მიზეზი მთიანი ყარაბაღია, საქართველო კი, ალბათ, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას არანაირად არ შეურიგდება.

დღეს უკვე სრულიად ნათელია, რომ კავკასიაში მომხდარი ამბები გარეშე ძალების მიერაა გამოწვეული, ანუ იმ ძალიბისაგან, რომლებთაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის გაკონტროლება სურთ, სადაც მათ უნდათ თავიანთი სატელიტები და მოკავშირეები ჰყავდეთ, რომლებიც სხვადასხვა დოზითა და მნიშვნელობით „ტროას ცხენის“ როლს შეასრულებენ რუსეთის წინააღმდეგ.

დღეს უკვე საიდუმლო არაა, რომ სამხრეთ ოსეთში საქართველოს შეჭრის ოპერაცია ჯერ კიდევ 2005 წლიდან მზადდებოდა აშშ-ის, ისრაელის, უკრაინის და პოლონეთის მონაწილეობით. ეს მზადება გამოიხატებოდა საბრძოლო იარაღის დიდი რაოდენობით მიწოდებით საქართველოსთვის, რომელშიც აქტიურობდნენ ამერიკა, ისრაელი და უკრაინა.

ისრაელს ამ ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს: საქართველოს იმდროინდელი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ისრაელის მოქალაქე იყო, წარმოშობით ქალაქ ჰაიფადან და თუ ზოგიერთ წყაროს დავუჯერებთ, ისრაელის გენერალიტეტთან ძალიან ფართო და მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა. რაც შეეხება უკრაინას, გავიხსენოთ, რომ სწორედ იმ პერიოდში უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო იყო, რომელიც თავის ქართველ კოლეგა  მიხეილ სააკაშვილთან ერთად შეერთებული შტატების საკადრო კრეატურას წარმოადგენდა. ესეც უკვე დიდი ხანია საიდუმლო არ არის. [ისინი დანათესავდნენ კიდეც]. არის ცნობები, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი მონაწილეობას იღებდა ცხინვალზე შეტევის დისპოზიციის მომზადებაში, რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემების „გრადის“, „ურაგანის“ და „სმერჩის“ განთავსების ადგილთა შერჩევაში, რადგან არც ამერიკელები და არც ისრაელის სამხედროები ამ სისტემებს კარგად არ იცნობდნენ.

თბილისში ყოფნისას რუსეთ-საქართველოს ომის სხვადასხვა ვერსიები მოვისმინე. ერთნი ამბობდნენ, რუსები და ქართველები მოძმე და მეგობარი, ერთმორწმუნე ხალხები არიან და მათ შორის ომი პოლიტიკოსების სინდისზეა. ომს ისინი იწყებენ, ყველა უბედურება კი რიგით ადამიანებზე გადადის. „როგორ შეეძლო პატარა საქართველოს დიდი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა და გამარჯვება? იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც ძლიერი არმია ჰყავს?“, – ამბობენ თბილისელები, რომელტა ასაკი 40 წელზე მეტია. მათი აზრით, ვაშინგტონმა სპეციალურად დააპირისპირა საქართველო რუსეთთან და ამ მიზნით ამერიკაში განათლებამიღებული მიხეილ სააკაშვილი გამოიყენა.

რასაკვირველია, განსხვავებული პოზიციებიც არსებობს, განსაკუთრებით ქართველ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც რუსულად ვერ ლაპარაკობენ, სამაგიეროდ კარგად იციან ინგლისური ენა. ისინი, „დასავლური დემოკრატიით“ შთაგონებულნი, რუსეთის წინააღმდეგ არიან განწყობილი: „რატომ ჰყოფს რუსეთი თავის ცხვირს ჩვენს სუვერენულ საქმეებში? ამერიკასთან მეგობრობა გვინდა და ასეც ვიზამთ“.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი დასავლურ (ამერიკულ) პოლიტტექნოლოგიური პროდუქტს წარმოადგენს. მისი პოლიტიკურ ოლიმპზე აღმასვლა ნელ-ნელა, მკვეთრი მოძრაობის გარეშე ხდებოდა, შეიძლება ითქვას, სტუდენტური მერხიდან, შესაბამისი სტანდარტებისა და ინსტრუქციების თანახმად. ის ფაქტი, რომ იგი დასავლეთის კარნახით მოქმედებდა, დასტურდება საქართველოში დასავლეთის ქვეყნების მრავალრიცხოვანი დელეგაციების ჩასვლით, მათ შორის აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ-უმცროსის ვიზიტით. ამას მოჰყვა აშშ-ის დახმარების გაფართოება.

მიხეილ სააკაშვილი თავის მილიტარისტულ განცხადებებს 2008 წლის ომის შემდეგაც აგრძელებდა. გავიხსენოთ მისი გადაჭარბებული ემოციებით ნათქვამი ეროვნული გვარდიის სამმართველოს ახალი შენობის გახსნის დროს 2009 წლის ბოლოს: „საქართველოს წინააღმდეგ ომი მიმდინარეობს, მაგრამ მტერი ჩვენგან საკადრის პასუხს მიიღებს. ყოველი ქალაქი, ყოველი ქუჩა და სახლი ციხე-სიმაგრედ უნდა გადავაქციოთ. თუ საჭირო გახდება, სამასი ათასი და ნახევარი მილიონი ქართველიც თოფის ხელში გამოვა“.

დღეს ეს ადამიანი უკრაინის მაღალჩინოსანია, ოდესის ოლქის გუბერნატორია, მაგრამ „პერსონა ნონ-გრატა“ საკუთარ სამშობლოში. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მას ბრალდება აქვს წაყენებული მრავალი დანაშაულის ჩადენაში…

გამოუსწორებელი და საშიში დემოკრატი მიხეილ სააკაშვილი, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, სამშობლოდან სწრაფად გაიქცა და უკან აღარ დაბრუნებულა. დღეს იგი დასავლურ დემოკრატიას უკრაინაში „ამყარებს“…

«Новые известия» (რუსეთი), 13 აგვისტო, 2015 წელი

http://www.newizv.ru/sport/2015-08-13/225437-tbilisi-bolel-za-messi.html

თბილისი მესას გულშემატკივრობდა

ცნობილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა თბილისელი მაყურებელი მოხიბლა

სტატიაში გადმოცემულია ამ ორიოდე დღის წინათ თბილისში გამართული საფეხბურთო მატჩის პერიპეტიები – ესპანური „სევილიისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა უეფას სუპერთასზე, დადებითადაა შეფასებული საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული საორგანიზაციო საკითხები (ავტორი – დიმიტრი ოკუნევი).

„ამგვარი საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სპორტული შეხვედრა თბილისში პირველად გაიმართა. ეს იყო სახელმწიფო მასშტაბის ღონისძიება. მატჩთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხების გადაჭრას უშუალოდ ტვითონ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობნდა. საფეხბურთო გუნდების შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე ირაკლი ღარიბაშვილი უეფას პრეზიდენტს მიშელ პლატინსაც შეხვდა, რომელიც, ურიგებდა რა მრავალრიცხოვან კომპლიმენტებს მასპინძლებს, საქართველოს მხარდაჭერაც დაიჯავშნა – გააფართოვა თავისი მხარდამჭერთა სია იმ მომენტისათვის, როცა ფიფას პრეზიდენტის არჩევნების დრო დადგება. სხვათა შორის, ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟი ერთ-ერთი აღმოჩნდა იმ მცირერიცხოვან ქართველთა შორის, რომელმაც „ბარსელონას“ საფეხბურთო ვარსკვლავებისგან ავტოგრაფები მიიღო.

საქართველოს ხელისუფლებამ სუპერთასის მატჩისათვის ჯერ კიდევ 1936 წელს აგებული სტადიონის რეკონსტრუქცია მოახდინა, რომელიც ბორის პაიჭაძის სახელობისაა. თავის დროზე საბჭოთა კავშირში ეს სპორტული ობიექტი ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ და ორიგინალურ ნაგებობას წარმოადგენდა. სტადიონის რეკონსტრუქცია პატარა კავკასიურ ქვეყანას სოლიდური თანხა – 8 მილიონი ევრო დაუჯდა. მატჩის წინ თბილისს დაახლოებით 10 ათასი ესპანელი გულშემატკივარი ეწვია. ადგილობრივ გულშემატკივრებთან ერთად მათ სუპერთასის მატჩებზე დაწრების რეკორდი დაამყარეს – 51 ათას 940 მაყურებელი. მათი უმრავლესობა მარს „ბარსელონას“ უჭერდა. საბოლოო ჯამში თბილისელებმა და მათმა სტუმრებმა ევროპის სუპერთასის გათამაშების ისტორიაში, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მატჩი ნახეს“.

სტატიაში აღწერილია მატჩის მსვლელობა, შედეგი, გუნდების პრეზიდენტთა განცხადებები… „საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული იქნა „ბარსელონას“ მოთამაშე ლიონელ მესა, რომელმაც მაყურებელი ფანტასტიკური თამაშით მოხიბლა“.

Comments are closed