globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 18 აგვისტო 2015 წელი

Posted by Globalresearch on Aug 18th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: ფსოუსა და როკის გვირაბის საბაჟო კონტროლზე შვეიცარიაში დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო

რეზონანსი: ირანი ურმიის ტბის ამოვსებას საქართველოდან მიღებული წყლით აპირებს // “ყველაზე კარგი მოდელი იქნებოდა ბარტერი, ანუ გაგვეცვალა წყალი გაზში და ნავთობში”

———————

რეზონანსი“, 18 აგვისტო, 2015 წელი

ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: ფსოუსა და როკის გვირაბის საბაჟო კონტროლზე შვეიცარიაში დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო

ლიკა ამირაშვილი

(შემოკლებით)

საქართველო-რუსეთის საზღვარი ფსოუსა და როკის გვირაბის მონაკვეთების საბაჟო კონტროლისათვის სამმხრივი ქართულ-რუსულ-შვეიცარიული შეხვედრა სექტემბრისთვის გადაიდო. პუსეთთან ურთიერთობაში პრემიერის სპეცწარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ცნობით, სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა შეთანხმდეს საზღვრის უკონტროლო მონაკვეთზე შვეიცარიელი მებაჟეების განთავსების პირობები, დრო და დეტალები.

„რეზონანსთანმ საუბარში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ შეხვედრის გადადება სამივე მხარის ურთიერთშეთაბნხმებით მოხდა და ზუსტი თარიღის დათქმა აგვისტოს ბოლოს გახდება შესაძლებელი…

- როდის გაიმართება სეხვედრა საქართველო-რუსეთის საზღრებზე ტვირთების ბრუნვის მონიტორინგთან დაკავშირებით?

- მინდინარე წლის სექტემბრის ბოლოს შვეიცარიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ჩვენი სპეციალისტები და რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლები მიიღებენ. იქ ბევრი რამ გაირკვევა. შეჯერდება სესაბამისი დოკუმენტები, შემდეგ კი შეიქმნება ერთობლივი ქართულ-რუსულ-შვეიცარიული კომიტეტი და ეს ორგანო მონიტორინგს გაუწევს ტვირთების მოძრაობას.

- თავდაპირველად შეხვედრა აგვისტოში იყო დაგეგმილი, რატომ გადაიწია თარიღმა და რომელი მხარე იყო ამის ინიციატორი?

- ამ პროცესში სამივე მხარეა ჩართული. შეხვედრის დრო სამივე მხარეს უნდა აწყობდეს. აქ საუბარი წინააღმდეგობების არსებობაზე არ არის. აგვისტო პასიური თვეა, შვებულებებია, პოლიტიკოსები მეტ-ნაკლებად ისვენებენ და ა.შ. შეხვედრის თარიღებს შვეიცარია ათანახმებს და სამივე მხარისთვის მისაღები უნდა იყოს. ჩემი აზრით, ყველას აჯობებს შეხვედრის სექტემბერში გამართვა, უფრო ზუსტად კი სეტქმებრის ბოლოს.

- შეხვედრის შემდეგ საქართველოს საბაჟო ადმინისტრირების ინფორმაციაზე წვდომა დაახლოებით როდის ექნება?

- ამ სამუშაო შეხვედრაზე ჯერ კონტრაქტები უნდა გაფორმდეს – ჩვენი მხრიდან შვეიცარიულ კომპანიასთან, შემდეგ უნდა გაირკვეს ფინანსური საკითხები. ამავე დროს შექიმნება ერთობლივი სამმხრივი კომიეტეტი, რომელიც შვეიცარიაში დროდადრო შეიკრიბება დაახლოებით სამ თვეში ერთხელ, ან წელიწადში სამჯერ. ასე რომ, ეს კონტრატქები რომ გაფორმდება, უკვე გამოიკვეთება ვადები და სხვა დანარჩენი. ამიტომაც ჯერ მიჭირს ყველაფერზე საუბარი. საერთოდ კი, ეს პირველი შეხვედრაა, შესაბამისად, წინგადადგმული ნაბიჯია.

- ვინ იქნება სამმხრივ კომიტეტში საქართველოს წარმომადგენელი?

- ჯერ ვერ გეტყვით, აგვისტოს ბოლო რიცხვებში დეტალები გვეცოდინება. ცხადია, ამას დრო ჭირდება. იმდენად არაორდინალური მოვლენაა, რომ ახლა ბევრს ვერაფერს ვიტყვი.

- როგორია საქართველოს გეგმები და შეთავაზებები სეხვედრისათვის?

- 2011 წლის შეთანხმებაში ყველაფერი გაწერილია. ძალიან ბევრი ნიუანსი და დეტალია გასათვალისწინებელი. ამიტომ ხალხი რომ არ დავაბნიოთ, ამჯერად ზოგიერთ დეტალს გვერდი ავუაროთ.

რეზონანსი“, 18 აგვისტო, 2015 წელი

ირანი ურმიის ტბის ამოვსებას საქართველოდან მიღებული წყლით აპირებს

ყველაზე კარგი მოდელი იქნებოდა ბარტერი, ანუ გაგვეცვალა წყალი გაზში და ნავთობში”

ელზა წიკლაური

(შემოკლებით)

ირანი დამშრალი ურმიის ტბის აღდგენას საქართველოდან და სომხეთიდან მიღებული წყლით გეგმავს. თეირანში ამბობენ, რომ მხარეებთან შეთანხმება ფაქტობრივად, მიღწეულია. სომხურ მედიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ ეს მხოლოდ ირანელების იდეაა და ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

(…)

როდის დაიწყებენ საქართველოდან წყლის გადაქაჩვას ურმიის ტბის შევსების მიზნით, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია. როგორც „რეზონანსს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, ეს მხოლოდ იდეის დონეზეა და კონკრეტული პროექტი არ არსებობს. ამასთან, ქართველი სპეციალისტები თვლიან, რომ საქართველოდან გადატუმბული წყლით ურმიის ტბის შევსება სავსებით შესაძლებელია. ეს შანსი ქვეყანამ ხელიდან არ უნდა გაუშვას და თუ პროექტი ამუშავდება, აუცილებელია, რომ ჩვენმა ქვეყანამ ქაული წყალი ირანულ ნავთობსა და გაზში გადაცვალოს.

ეკოლოგიუირი კატასტროფის თვიდან ასაცილებლად ურმიის ტბას წელიწადში დაახლოებით 500 მილიონი ტონა წყალი დაჭირდება. გეოლოგ სანდრო თვალჭრელიძის აზრით, დასავლეთ საქართველოს მდინარეებში ჭარბი წყალი, რომელიც ჭაობებს ქმნის, დაახლოებით 20 მილიარდ ტონას აღწევს. ასე რომ, ერთი ირანული ტბის ქართული წყლით ავსება ჩვენთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. როგორც სანდრო თვალჭრელიძე ამბობს, პრობლემა ისაა, თუ როგორ მოხდება წლის გადაქაჩვა ირანში, ვინ ააგებს მილსადენსდა ვინ დაფარავს იმ უზარმაზარ ხარჯს, რომელიც მილსადენისთვის იქნება საჭირო. ამასტან, უნდა მოხდეს დაკვირვება ქართულ მდინარეებზე, შეისწავლონ მრავალწლიანი მონაცემები წყლის ხარჯვის დონეზე, მოცულობაზე და სხვა პარამეტრები, შეადარონ ახლანდელი მონაცემები ძველს და თუ დღესაც იგივეა, ეს ძალიან კარგი იქნება.. ყველაზე კარგი იქნებოდა ბარტერული გაცვლა, რადგან ერთი ბოთლი წყლისა და ერთი ბოთლი ნავთობის ფასი თითმის ერთნაირია. საინტერესოა გაზის ბარტერიც – 500 მილიონი კუბური მეტრი წყალი ირანს გაზში რომ გავუცვალოთ, ეს გამოვა დაახლოებით 10 მილიარდი კუბერი მეტრი გაზი, ჩვენ კი მხოლოდ 2 მილიარდამდე გვჭირდება… ასე რომ, ჩვენი ქვეყნისათვის ეს ძალიან მომგებიანი პროექტი იქნება, – განუცხადა „რეზონანსს“ ალექსანდრე თვალჭრელიძემ.

ინჟინერ-გეოლოგი ზურაბ ვარაზაშვილი იხსენებს, რომ ირანს საქართველოდან წყლის მილებით გატანა ჯერ კიდევ ედუარდ სევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში სურდა, თუმცა პოლიტიკური მიზეზების გამო ეს პროექტი ვერ განხორციელდა. მისი თქმით, თუ ირანი და საქართველო ურმიის ტბის გადასარჩენი პროექტის რეალიზებას შეუდგებიან, მაშინ აუცილებელი გახდება დიდი წყალსაცავის აშენება, საიდანაც ირანისაკენ წყლის გადაქაჩვა მოხდება მილსადენებით. „ეს საკითხი პოლიტიკურია და პოლიტიკური ხელმზღვანელების დონეზე უნდა გადაწყდეს. ტექნიკურად კი მისი განხორციელება სესაზლებელია“, – დასძინა ზურაბ ვარაზაშვილმა.

Comments are closed