globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 10 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 10th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Московский комсомолец в США» (რუსეთი//აშშ): ნატო სწორედ იმიტომაა ნატო… // განმტკიცდება თუ არა საქართველოს მიღებით ალიანსის უსაფრთხოება?

«Радио Голос Америки» (აშშ): რა უშლის ხელს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას? // ქართული ოპოზიცია ქვეყნის ექს-პრემიერის წინააღმდეგ გამოდის

—————————

«Московский комсомолец в США» (რუსეთი//აშშ), 10 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.vnovomsvete.com/articles/2015/09/09/na-to-ono-i-nato.html

ნატო სწორედ იმიტომაა ნატო…

განმტკიცდება თუ არა საქართველოს მიღებით ალიანსის უსაფრთხოება?

სტატიაში განხილულია რუსეთის ბოლო წლების საგარეო პოლიტიკა, რომელიც აგრესიულობით გამოირჩევა და ამასთან დაკავშირებით – ნატოს წევრი სახელმწიფოების ძალისხმევვა საკუთარი უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, რუსეთის აგრესიულობის ფონზე (ავტორი – ევგენი არონოვი).

„ევროპის რიგი ქვეყნებმა სწარაფად დაიწყეს რუსეთისადმი თავიანთი სიმპათია-ანტიპათიების გადასინჯვა, რადგან მიხვდნენ – უპირველესად საჭიროა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასე მოიქცა, მაგალითად, ჩერნოგორია, რომკელმაც ანტირუსული პოზიცია დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკაში  რუასული ბიზნესის წილი საკმაოდ დიდია. ჩერნოგორიის გადაწყვეტილებამ დიდი ხნით ხაზი გადაუსვა რუსების იმედებს ადრიატიკის ნაპირებზე სამხედრო-საზღვაო ბაზის დაარსების თაობაზე.

სერიოზული დილემის წინაშე დგას საქართველოც: განამტკიცებს თუ არა მის უსაფრთხოებას ნატოში გაწევრიანება? ანდა განახორციელებს თუ არა რუსეთი მასზე განმეორებით თავდასხმას თუ არა, ახალ „ჰიბრიდულ ომს“ უკრაინული სქემით? საერთოდ, როგორი უნდა იყოს სიტუაცია კონფლიქტის დროს, სადაა ის წერტილი, რომლის შემდეგაც ნატოს წესდების (ხელშეკრულების) მე-5 მუხლი უნდა ამოქმედდეს, შეიარაღებული აგრესიის კოლექტიური მოგერიების თანახმად? „სხვათა შორის, ეს საკითხი ყველა იმ სახელმწიფოს აღელვებთ, რომლებთაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაერთიანება სურთ|, – ამბობს სტივენ კაილი, ჯორჯ მარშალის ფონდის ექსპერტი, – მათ რიგს მიეკუთვნება საქართველოც, რომლის კანდიდატურა ნატოში მისაღებად უკვე რამდენიმე წელია განიხილება. ფაქტია, რომ თბილისმა ძალიან ბევრი გააკეთთა შეიარაღებული ძალების რეფორმირების მიზნით, რათა მისი არმია ნატოს სტანდარტებს ამაყოფილებდეს. გარდა ამისა, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ძალიან აქტიურად მონაწილეობდნენ ნატოს მთელ რიგ მისიებში, მათ შორის ერაყსა და ავღანეთში… მაგრამ, პრინციპში, ალიანსის სარდლობას თავის რიგებში საქართველოს სრულფასოვან წევრად ხილვა არ სწყურია. ასეთივეა მაკედონია, რომლებთაც დიდი ხანია „მაპ“-ი აქვთ მიღებული, მაგრამ ფინალში ვერ გადის თავისიი მეზობლის – ნატოს წევრ საბერძნეთის ნეგატიური პოზიციის გამო“.

როგორც ცნობილია, ზემოთ ხსენებულ ჩერნოგორიას ნატოში გაწევრიანებაზე უარი ალიანსის უელსის სამიტის დროს განუცხადეს – რეფორმების გატარებას აჭიანურებო, თუმცა სტივენ კაილი ვარაუდობს, რომ ვარშავის სამიტზე, რომელიც 2016 წელს უნდა გაიმართოს, ბალკანეთის ამ ქვეყანას ბლოკში უკვე მიიღებენ. „ჩერნოგორიას მიიღებენ ფიარის მიზნით მაინც, რათა ნატომ თავისი „ღია კარის“ პოლიტიკა დაადასტუროს, ანუ მზადყოფნა ყოველი იმ ქვეყნის მისაღებად, რომელიც იკისრებს ფინანსური ვალდებულების შესრულებას ბლოკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის და რომლის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა დასავლურ ნორმებს აკმაყოფილებს. რუსეთი საკმაოდ მკვეთრ ნეგატიურ პოზიციას აფისქსირებს ჩერნოგორიის მიღების საკითხში და ამიტომ ნატო იძულებული ხდება კვლავ მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ რუსეთი ალიანსის გაფართოებაზე ვეტო ვერ დაადებს. რაც შეეხება საქართველოს ნატოში წევრობის პერსპექტივას, ეს ძალიან რთული საკითხია და კრეატიულ მიდგმას მოითხოვს. მართალი გითხრათ, მე არ ვიცი, როგორ გადაწყდება“, – ამბობს ამერიკელი ექსპერტი.

იმ შეთხვევაშიც კი, თუ ყურადღებას არ მივაქცევთ საქართველოს ტერიტორიულ დავას თავის ჩრდილოელ მეზობელთან, ღიად რჩება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: განმტკიცდება თუ არა საქართველოს მიღებით მისი უსაფრთხოება ან ნატოს როგორც ორგანიზაციის უსაფრთხოება? „ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემას ვერ შევძლებ, – ხაზს უსვამს სტივენ კაილი, – ამაზე მკაფიო პასუხი თვით ნატოს ხელმძღვანელობასაც არ აქვს, წევრი-ქვეყნები მერყეობენ. მით უმეტეს, რომ ახლა ისეთი დროა, რომ გაფართოებასთან დაკავშირებული რთული საკითხების განსახილველად ამჟამად არავის სცალია: ევროპაში  მიგრაციული კრიზისია, რასაც უდიდესი თანხები ჭირდება. ასევე ფინანსებია საჭირო ნატოს ახალი წევრების მიღების საკითხშიც, რაც ევროპელებს არ სიამოვნებთ. მხედველობაში უნდა გვქონდეს ისიც, რომ ევროკავშირის სამხრეთის ფლანგის სახელმწიფოებში უმძიმესი ფინანსური კრიზისი გრძელდება. არის კიდევ ერთი მომენტი: ნატომ რამდენიმე ახალი საკომანდო პუნქტი გახსნა ბულგარეთში, რუმინეთში, პოლონეთში და ბალტიისპირა სამ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში. იქ ხდება შეიარაღებული ძალების თავმოყრა, მძიმე სამხედრო ტექნიკის კონცენტრირება, გაიზარდა სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობა. ამ ნაბიჯით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სურს თავის აღმოსავლეთევროპელ პარტნიორებს რუსეთისადმი შიშის სინდრომი მოუხსნას, თავიდან ააცილოს მათ სტანდარტული ომის საფრთხე, მაგრამ არა ჰიბრიდული ომისა, რომლის მსხვერპლი, მაგალითად, საქართველო შეიძლება გახდეს. ჩემი აზრით, ნატო საერთოდ არაა დაინტერესებული იმით, რომ პრაქტიკაში შეამოწმოს ჰიბრიდული ომის თავიდან აცილების შესაძლებლობა“, – ამბობს სტივენ კაილი.

აშშ-ის პრესის მასალების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საფრანგეთი და გერმანია შეშფოთებულნი არიან იმით, რომ თუ საქართველოს ნატოში მიიღებენ, თბილისი იმავწუთს შეეცდება ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლის ამოქმედებას. რამდენად არიან დღეს დაინტერესებულნი ნატოს მთავარი ევროპელი წევრები ორგანიზაციის გაფართოებით? ამ შეკითხვაზე პასუხობს ამერიკული ფონდ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენ“-ის (Heritage Foundation – „მემკვიდრეობის ფონდის“) წამყვან თანამშრომელი ჯეიმს კარაფანო: „დღეს ნატოს წამყვანი ქვეყნები მზად არიან იგივე გააკეთონ, რასაც ლიდერი – შეერთებული შტატები გააკეთებს, მაგრამ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში მე ამის ეთუზიაზმს ვერ ვხედავ. ვაშინგტოი, ვფიქრობ, რაღაც სიმბოლურ ნაბიჯებს გადადგამს, მაგალითად, ბალკანეთის რიგი ქვეყნების მიღებას დააჩქარებს და ამით შემოიფარგლება. ასეთი მიდგომა განპირობებულია ობამას ადმინისტრაციისადმი დამახასიათებელი ყოყმანით, რუსეთის ფაქტორით და ეკონომიკური სიტუაციით“.

————

ევგენი არონოვი – რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტი ნიუ-იორკში. მოსკოვშია დაბადებული, 1974 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს, დაამთავრა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. თანამშრომლობს რადიო „ამერიკის ხმასთანაც“.

«Радио Голос Америки» (აშშ), 10 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.golos-ameriki.ru/content/nc-on-georgia-euro-atlantic-integration-fuhle/2953777.html

რა უშლის ხელს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას?

ქართული ოპოზიცია ქვეყნის ექს-პრემიერის წინააღმდეგ გამოდის

ნესტან ჩარკვიანი

(შემოკლებით)

ქართული ოპოზიციის მტკიცებით, ქვეყანაში დამკვიდრებული „არაფორმალური მართვის სტილი“ საქართველოს ხელს შეუშლის ევროატლანტიკურ სტრუქტურების გაწევრიანებაში. „ნაციონალების“ ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი კვლავ განაგრძობს ქვეყნის „კულისებიდან“ მართვას“, განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც თბილისში 7-8 სექტემბერს გამართულ კონფერენციაზე ყოფილი ევროკომისარი შტეფან ფულე გამოვიდა და სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოების შეშფოთება კულუარული მართვის გამო მართლაც „პრობლემას“ წარმოადგენს და საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ისედაც დამატებით მიზეზებს ეძებენ საქართველოს ინტეგრირების პროცესის გასაჭიანურებლადო. შტეფან ფულენ იქვე აღნიშნა, რომ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში მისი ევროკომისრობის პერიოდში  (2010-2014 წლებში) სურდა ექს-პრემიერს შეხვედროდა და მასთან ერთად განსაზღვრული საკითხებზე ესაუბრა, მაგრამ შეხვედრა ვერ მოხერხდა. „არადა, საქართველოსთვის ეს ძალიან კარგი იქნებოდა“, – განაცხადა შტეფან ფულემ კონფერენციის მსვლელობისას.

დავით უსუფაშვილის პასუხი ასეთი იყო: „რომელი უფრო უკეთესია – გყავდეს ქვეყანაში ფორმალური დიქტატორი თუ ისეთი ადამიანი, რომელსაც არაოფიციალური გავლენა აქვს პროცესებზე. არაოფიციალური ლიდერობა ცუდია (და მე ამის წინააღმდეგი ვარ), მაგრამ რას ვიზამთ, თუ არიან ისეთი ადამიანები, რომლებთაც პატივს სცემენ და რომლებთაც გავლენა აქვთ საზოგადოებაზე?“.

ოპოზიციამ პარლამენტის სპიკერის კომენტარები იმის დამადასტურებლად აღიქვა, რომ საქართველოში მართლაც კულუარული მმართველობაა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის გიგა ბოკერიას თქმით, „ქვეყნის მთავარი პრობლემა ისაა, რომ  მას მარტავს ადამიანი, რომელიც არავის წინაშე ანგარიშვალდებული არ არის. იგი ისე მართავს, თითქოსდა ქვეყანა მისი საწარმო იყოს, თანაც ცუდად და არაკომპეტენურად“.

თსუ-ს პოლიტოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი ზვიად აბაშიძე ამბობს, რომ თუ „არაფორმალური მართვის“ ფაქტორის მიმართ კონსენსუსი მიღწეული არ იქნება, მაშინ  შეიძლება დასავლეთევროპულმა სახელმწიფოებმა ეს ბარიერად გამოიყენონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრირების საკითხში: იმის დამტკიცება, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას ვერ მართავს, შეუძლებელია. ჩემი აზრით, ინტეგრირების პროცესის მნიშვნელობა იმაშიცაა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისადმი თავიანთი ინტერესები განსაზღვრონ. თუ ისისინი კონსენსუსს მიაღწევენ, მაშინ დაბრკოლებები არ იქნება. გავიხსენოთ თურქეთი, რომელიც ნატოში მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ იქ დიქტატურა იყო“.

„ჩემი აზრით, დასავლეთის სახელმწიფოები შესაფერის მომენტს ელოდებიან, როცა საქართველოს ინტეგრაცია რაც შეიძლება ნაკლებრისკიანი იქნება, რუსეთის რეაქციის გათვალისწინებით. დასავლეთი უარს არ ამბობს საქართველოს ინტეგრირებაზე, რაც, თავის მხრივ, პოზიტიური ფაქტია“, – განაცხადა ზვიად აბაშიძემ „ამერიკის ხმის“ კორესპოდენტთან საუბარში.

ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმებს ასოციაციის“ დამფუძნებელი და საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი სერგი კაპანაძე თვლის, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრებს შორის მართლაც არიან საქართველოს ევროანტლანტიკური ინტეგრირების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი სახელმწიფოები, ამიტომაც თბილისმა ქართული დემოკრატიის სიმტკიცეში ეჭვის შესატანად მათ დამატებითი საბაბი არ უნდა მისცეს.

„იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანების საკითხები განიხილონ, დასავლელი ლიდერები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე უფრო მეტად ე.წ. „არაფორმალური მართვისა“ და პოლიტიკური დევნის ფაქტებზე საუბრობენ. ევროსტრუქტურებში გასაწევრიანებლად საქართველოსთვის უაცილებელია დემოკრატიული მმართველობა. ამასტან დაკავშირებით ჩვენ უკვე გამოცდა 2012 წლის არცევნების დროს ჩავაბარეთ, მაგრამ, სამზუხაროდ, ამის სემდეგ დემოკრატიის გაზაზე პრობლემები წარმოიქმნა, რაც ოპოზიციის პოლიტიკურ დევნასა და არაფორმალურ მმართველობის სტილში გამოიხატა. ამან, უდავოა, შეიძლება რეალური პრობლემები შეგვიქმნას, ჩვენი მიღების მოწინააღმდეგე ქვეყნებს ეჭვებს გაუძლიერებს“, – აღნიშნა სერი კაპანაძემ „რადიო ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურისადმი მიცემულ ინტერვიუში.

Comments are closed