«Вестник Кавказа» (რუსეთი): საქართველო რუსეთთან დიალოგს „სავალდებულოდ“ მიიჩნევს, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავს
«News 1» (ისრაელი): ვლადიმირ პუტინი ბიზატიის ახალ იმპერიის ქმნის
————–
«Вестник Кавказа» (რუსეთი), 6 ოქტომბერი, 2015 წელი
საქართველო რუსეთთან დიალოგს „სავალდებულოდ“ მიიჩნევს, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავს
სტატია ეხება საქართველო-რუსეთს შორის პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას და მის სავარაუდო რეალიზებას პრაქტიკაში (ავტორი – გიორგი კალატოზიშვილი).
ნიუ-იორკში საქართველოს ორი „პარალელური“ დელეგაციის ყოფნის დროს ექსპერტები იმედოვნებდნენ, რომ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის და პრეზიდენტ მარგველაშვილის გზა ერთმანეთთან თუ არა, იქნებ აშშ-ის პრეზიდენტთან ან რუსეთის პრეზიდენტთან „გადაკვეთილიყო“, იქნებ როგორმე ვლადიმირ პუტინს მაინც შეხვედროდნენ, თუმცა ეს არ ან ვერ მოხერხდა.
საერთოდ კი, ბოლო დროს საქართველოს ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთთან დიალოგი საჭიროა და, როგორც ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრებზე გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, სავალდებულოც კი არის, თუმცა იქვე დაამატა, რომ ამისათვის დროა არის საჭიროოო. ამას წინათ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით აქციაც გაიმართა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის მოთხვნით, ხოლო აქციის შემდეგ პარლამენტის სპიკერმა, „რესპუბლიკელმა“ დავით უსუფაშვილმა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პროდასავლურ პოლიტიკოსად ითვლება, განაცხადა, რომ „საქართველომ უნდა შეაჩეროს რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების პრაქტიკა, ის რაც უკვე გაფუჭდა, საკმარისიაო“.
ამრიგად, ყველა ამბობს, რომ რუსეთთან დიალოგი საჭიროა, ანუ შეხვედრის წინამძღვრები არსებობს, რომელთაგან მთავარია რუსეთის თანხმობა ურთიერთობის სრულ აღდგენაზე [აქვე გავიხსენოთ: რუსეთს ადრეც განუცხადებია, რომ თანახმაა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე, თუმცა ინიციატივა და თხოვნა საქართველოსგან უნდა წამოვიდეს, რადგან სწორედ საქართველოს ინიციატივით მოხდა ურთიერთობის გაწყვეტა]. ამასთან, ვლადიმირ პუტინმა ჯერ კიდევ 2014 წლის დასაწყისში, სოჭის ოლიმპიური თამაშების დროს აღნიშნა, რომ მზადაა შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს. ალბათ, იგი უარს არ იტყოდა პრემიერთან საუბარზეც, რადგან რეალურ ხელისუფლებას საქართველოში, კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრი ფლობს. ასეთი შეხვედრა შეიძლებოდა გამართულიყო ნიუ-იორკში თუ არა, ევროპის რომელიმე სახელმწიფოში ან სხვა საერთაშორისო ფორუმზე.
მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ საქართველო ამ შეხვედრისათვის მზად არ არის. თბილისში თვლიან, დღეისათვის საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ისეთი პოზიტიური დღის წესრიგი არ არის, რომელიც შეიძლებოდა უმაღლესი დონის შეხვედრაზე განხილულიყო. ამჟამად მოქმედებს გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრების „პრაღის ფორმატი“ და უკვე შედეგებიც არის – ამ ორი პირველი კლასის დიპლომატთა მოლაპარაკებაზე ბევრი საკითხი და პრობლემა გადაწყდა, უმთავრესი კი ისაა, რომ ქართულმა მხარემ შეამცირა მწვავე ანტირუსული რიტორიკა, თბილისმა უარი განაცხადა საერაშორისო ანტირუსული სანქციებისადმი მიერთებაზე, რუსეთმა კი ქართული პროდუქციისათვის თავისი ბაზრის კარი გახსნა“, აღდგა ავიამიმოსვლა, მოსკოვმა კეთილი ნებით პატიმრობიდან გაათავისუფლა 2008 წელს დაკავებული ქართველები, მოგვიანებით იგივე გააკეთა საქართველომაც და ციხიდან გამოუშვა „მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს“ დაკავებული რუსი ეროვნების მოქალაქეები.
მაგრამ ის, რაც აბაშიძე-კარასინის შეხვედრების „პრაღის ფორმატის“ დონეს აღემატება და რაღაც უფრო დიდ და მნიშვნელოვანს ეხება, ვიდრე ეს სავაჭრო-ეკონომიკური ან ჰუმანიტარული საკითხებია, ჯერ-ჯერობით ვერ გვარდება. მხედველობაში გვაქვს პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, რომელიც მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებისათვის“ სერიოზულ რისკს შეიცავს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონფრონტაციის გათვალისწინებით. ოდესის ოლქის გუბერნატორი უკვე ღიად აცხადებს, რომ მომავალი წლის სექტემბერში, ანუ საპარლამენტო არჩევნების წინ, იგი წინაპართა სამშობლოში დაბრუნდება. „თითსაც კი ვერავინ დამაკარებსო“, – ასეა დარწმუნებული მიხეილ სააკაშვილი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ექს-პრეზიდენტს ახალი რევოლუციის მოწყობის იმედი აქვს.
აი, ასეთ ისტუაციაში ვერც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ვერც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვერ ბედავენ რუსეთის მიმართ პირველი ნაბიჯის გადადგმას, რადგანაც მათი მხრიდან პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის მცდელობასაც კი „ნაცმოძრაობა“ „ხელისუფლების სრულ კაპიტულაციად“ შერაცხავს.
საბოლოო ჯამში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული უკრაინის მოვლენების განვითარებაზე. თუ ამჟამინდელი სტაბილიზების პროცესი კვლავ განმტკიცდება და გარღმავდება, მაშინ ეს ფაქტი საქართველოსათვის ერთგვვარი განმსაზღვრელი იქნება – თბილისს მეტი მოტივაცია ექნება რუსეთთან სრულფასოვანი დიალოგის აღდგენის მიზნით. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი მართალია, როცა ამბობს, რომ „საქართველოს ბედს დონბასი და ყირიმი გადაწყვეტსო“.
«News 1» (ისრაელი), 6 ოქტომბერი, 2015 წელი
http://inosmi.ru/russia/20151006/230645384.html
http://www.news1.co.il/Archive/0024-D-106343-00.html
ვლადიმირ პუტინი ბიზატიის ახალ იმპერიის ქმნის
სტატიაში გაანალიზებულია რუსეთის პრეზიდენტის საგარეოპოლიტიკური კურსი ახლო აღმოსავლეთში. მასში აღნიშნულია, რომ ვლადიმირ პუტინი ახალი ზესახელმწიფოს „იმპერიული მართლმადიდებლურ-ბიზანტიური რუსეთის“ შექმნას ცდილობს, რომელმაც ორ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ დაშლილი საბჭოთა კავშირის როლი უნდა შეასრულოს – ის იქნება უზარმაზარი რეგიონული ბლოკის ცენტრი, რომელიც რუსეთის მეზობელ ქვეყნებსაც მოიცავს. საბოლოო ჯამში ეს ეხება ახლო აღმოსავლეთსაც, რომელსაც „ახალი რუსეთი“ საკუთარი ინტერესების სფეროდ თვლის, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით (ავტორი დავიდ სანდოვსკი).
როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მცდელობა სხვადასხვა მიმართულებით გამოიხატება. დღეისათვის შეიძლება აღინიშნოს რამდენიმე ძირითადი ფაქტი:
1. 2008 წლის ომი საქართველოსთან, რომელიც მისგან პრორუსული მოსახლეობის მქონე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წართმევით დასრულდა;
2. 2014 წლის ომი უკრაინასთან, რომელიც პრორუსული (რუსი) მოსახლეობის მქონე დონბასში (ე.წ.„ნოვოროიაში“) სეპარატიზმის გაღვივებით მიმდინარეობს;
3. უკრაინისაგან შავ ზღვაზე ყირიმის ნახევარკუნძულის წართმევა და მისი ანექსია;
4. რუსეთის ფორპოსტის შექმნა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე, სირიის ლატაკიასა და ტარსტუსში (ბაშარ ასადის, ლიბანური „ჰეზბოლას“ და ირანის მონაწილეობით. სავარაუდოდ, ამ ადგილებში ზღვის შელფი ნავთობისა და გაზის მდიდარ საბადოებს მოიცავს;
5. რუსეთი თავის ყოფნას განამტკიცებს ისრაელშიც, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის გაძლიერების გზით იერუსალიმში; აგრეთვე ერაყში და ეგვიპტეში.
სირიის მიმართ მოსკოვის პოლიტიკა ტრადიციული რუსული სტრატეგიის ჩარჩოებში თავსდება, რომლის მიხედვით, რუსეთს უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ გასასვლელი სამხრეთის „თბილი ოკეანისკენ“ (შავი ზღვიდან ბოსფორ-დარდანელის სრუტეებით და სუეცის არხით, სპარსეთის ყურის გავლით), არამედ თვითონაც უნდა იყოს ინდოეთის ოკეანის რეგიონში. ამ მიზნით აუცილებელი ხდება მართლმადიდებლობისადმი მტრული ისლამურ-ტერორისტული არეალის განადგურება თუ არა, დასუსტება-დაწყნარება მაინც. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთში ბევრი მუსულმანური ცხოვრობს, არის საფრთხე იმისა, რომ ახლოაღმოსავლური ისლამური უკიდურესი რადიკალიზმი რუსეთშიც გავრცელდეს. გარდა ამისა, მხედველობაშია მისარები ისიც, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ მხარეზე ბევრი რუსეთის ჩრდილოკავკასიელი მოქალაქე იბრძვის.
აშკარაა, რომ ახლო აღმოსავლეთში დასავლეთის სახელმწიფოების მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ვაკუუმი შექმნა, რომელიც საბოლოოდ ანარქიაში გადაიზარდა. ამ პროცესის ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა „ისლამური სახელმწიფო“, რომელსაც ნორმალურად არავინ ებრძვის (სხვათა შორის, იგივე სიტუაცია იყო რეგიონში ათასი წლის წინათ, როცა ანარქიის შედეგად „ისლამისტ-ასასინებმა“ იმძლავრეს). ამ ყველაფერმა მდგომარეობა პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანა და გამოიხატა ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ოსმალეთის იმპერიის დაშლის შედეგად წარმოქმნილი სახელმწიფოების „მეორადი დაშლის“ სახით (ლიბია, ლიბანი, სირია, ერაყი). საფრთხე ემუქრება იორდანიის ხაშიმიტურ სახელმწიფოსაც. რასაკვირველია, ამგვარი პროცესების შემყურე ისრაელი სერიოზულადაა შეშფოთებული.
პოსტკომუნისტურ რუსეთს, ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით, განზრახული აქვს გააცოხცლოს და ცხოვრებაში გაატაროს იდენტურობა და არსი „აღმოსავლეთ ბიზანტიის იმპერიისა“, რომელიც ქრისტიანული სამყაროს დასავლურ-კათოლიკურ და აღმოსავლურ-მართლმადიდებლურ ეკლესიებად დაყოფის შედეგად წარმოიქმნა.
ბიზანტიის იმპერია ახლო აღმოსავლეთში ერთგვარ მასტაბილიზებელ როლს ასრულებდა, შემდეგ იგივე როლი ეკისრებოდა ოსმალეთის იმპერიას (მიუხედავად იმისა, რომ ოსმალეთი მუსულმანური სახელმწიფო იყო), მოგვიანებით საბჭოთა კავშირს (დასავლეთთან წინააღმდეგობის პირობებში: გავიხსენოთ არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა და გამალ აბდელ ნასერის პანარაბული პოლიტიკა) და აი, ახლა რუსეთიც იგივეს ცდილობს.
როგორც არ უნდა გასაკვირი იყოს, ახლო აღმოსავლეთში სსრკ-ის მემკვიდრე პუტინისტური რუსეთის გამოჩენამ მართლაც შეიძლება რეგიონის სტაბილიზება მოახდინოს, სწორედ მოსკოვის ბიზანტიური მემკვიდრეობის წყალობით. ამ ფაქტორს თანდათან აცნობიერებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, თუ მათ ბოლო განცხადებებს დაკვირვებით გავაანალიზებთ.
მართლაც, რუსეთის განმტკიცება ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვნად დაასუსტებს იმ ისლამისტურ-მესიანისტურ ფანატიზმს, რომლსაც „ისლამური სახელმწიფოს“ მოაქვს ევროპისათვის და არამუსულმანური ქვეყნებისათვის. რუსეთის ახლო აღმოსავლეტში განმტკიცების პროცესი დასავლეთთან თანამშრომლობით უნდა განვითარდეს. მთავარი როლის შემსრულებლები იქნებიან რუსეთი, დასავლეთი და ისლამურ-სუნიტური არაბული ქვეყნები, რომლებშიც ანარქიული პროცესები არ შეიმჩნევა. ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ხელახალი სტაბილიზების სურვილში გამოიხატება. უნდა თუ არ უნდა დასავლეთს, ფაქტია, რომ ამ ინტერესების რეალიზებისათვის ჩვენს რეგიონში დასავლეთისაგან განსხვავებული სახელმწიფო ხელისუფლების სისტემა უნდა შეიქმნას და განმტკიცდეს (ზომიერი ისლამის საფუძველზე). ამ ინტერესებში შედის მიგრანტთა და ლტოლვილთა უზარმაზარი ისტორიული პროცესის შეჩერება, რომელიც ევროპის დემოგრაფიულ და კულტურულ სტაბილურობას ემუქრება.
(სტატიაში ვრცლადაა განხილული ახლო აღმოსავლეთში სახელმწიფოთა მშენებლობის პროცესის თავისებურებანი, ისრაელის ინტერესების გათვალისწინებით).
აწყობს თუ არ აწყობს დასავლეთს, ამ პროცესში პუტინისტური რუსეთი საკვანძო პოზიტიურ როლს ასრულებს. სხვა გზა არ არსებობს. ვლადიმირ პუტინს შეუძლია ამ პროცესში ჩართოს ჩინეთი, ირანი და მისი მომხრე დაჯგუფებები (მაგალითად, „ჰეზბოლა“). სხვატა სორის, პეკინსაც ტავისი ინტერესები აქვს „ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან მასში საკმაოდ ბევრი ჩინელი მუსულმანი უიღურებიც მონაწილეობენ (სეპარატისტული სინძიან-უიღურის ავტონომიიდან). რუსული გეგმის რეალიზების სასარგებლოდ თავისი ინტერესები აქვთ გერმანიას და საფრანგეთს, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ახლო აღმოსავლეთზე მანდატი ჰქონდა აღებული.
მოკლედ, ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, ვლადიმირ პუტინი სწორად იქცევა, როცა მსოფლიოს სირიაში თავისი ფორპოსტის შექმნის წინაშე აყენებს. არაა გამორიცხული, რომ რუსეთი მომავალში იგივეს გააკეთებს აწ უკვე დაშლილ-დანგრეულ ერაყშიც და ლიბიაშიც. მოსკოვი ამ მიზნით თანამშრომლობაში ჩააბამს ეგვიპტეს, საბერძნეთს და ბერძნულ კვიპროსს, აგრეთვე ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკებს, ბულგარეთს და რუმინეთს. რუსეთი წამყვან როლს ასრულებს „ბრიკს“-ის ჯგუფში (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), რომელიც მძლავრი ბლოკია, ევროპის, აშშ-ის და იაპონიის საპირწონედ.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი, აცნობიერებდა ამ პროცესების პოზტიურ მნიშვნელობას, მიისწრაფოდა, რომ ისრაელი ამ სისტემაში ყოფილიყო ჩართული, ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რეგიონული ინტერესების დაცვის მიზნით. დღეს ბენიამინ ნეთანიაჰუ სტრატეგიულ საკიტხებს გვერდს უვლის და უმეტესად ტაქტიკურ ნაბიჯებს დგამს კონფლიქტის სტატიკურ და არა დინამიკური მმართველობის მიზნით. იგი გოლდა მეიერის სტილით მოქმედებს, რომელმაც ქვეყანა „განკითხვის დღის“ ომის არასასურველ მსხვერპლამდე მიიყვანა (1973 წელს, როგორც შიმონ აგრანატის კომისიამ დაადგინა) და რასაც საბოლოო ჯამში მოსახლეობის პროტესტის გამო პრემიერ-მინისტრ გოლდა მეირის გადადგომა მოჰყვა.