«Вестник Кавказа» (რუსეთი): საქართველო „მესამე ძალას“ ელოდება
«Politico» (აშშ): დავიწყებული მოკავშირე // საქართველო თავისი ჯარისკაცების სიცოცხლეს ნატოს წინა ხაზზე აყენებს, სანაცვლოდ კი არაფერს იღებს
«וואלה! NEWS» (ისრაელი): ჩეჩნეთიდან სირიამდე – მეფე პუტინი ახალ მსოფლიო წესრიგს ამყარებს // რუსეთის ლიდერი ყველა ავანტიურიდან გამარჯვებული გამოდის
————–
«Вестник Кавказа» (რუსეთი), 8 ოქტომბერი, 2015 წელი
http://www.vestikavkaza.ru/news/Gruziya-zhdet-tretyu-silu.html
საქართველო „მესამე ძალას“ ელოდება
საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა დღეისათვის ჯერ-ჯერობით ვერ გარკვეულა, თუ ვის მისცემენ თავიანთ ხმას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, – ამას მოწმობს საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა ჩაატარა. მასში ქვეყნის რეგიონებიდან ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. რესპოდენტებმა აღნიშნეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია განათლებისა და ჯანდაცვის დარგებში, აგრეთვე ევროკავშირთან ურთიერთობებში… მთლიანობაში კი, საქართველოს მოსახლეობა დღევანდელი ხელისუფლებით იმედგაცრუებულია. მოქალაქეები უკმაყოფილონი არიან დაბალი პენსიებით და უმუშევრობის მაღალი დონით, აგრეთვე იმითაც, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაში მნიშვნელოვანი პროგრესი არ შეინიშნება. ამასთან ერთად, გამოკითხვის შედეგების თანახმად, მოსახლეობაში პოპულარობით არც „ნაციონალური მოძრაობა არ სარგებლობს, რომელიც ქვეყანას „ქართულ ოცნებამდე“ მართავდა. გამოკითხულების აზრით, საქართველოში ჯერ კიდევ არაა ცამოყალიბებული ე.წ. „მესამე ძალა“, რომელსაც არსებული ვითარების გაუმჯობესებას შეძლებს, თუმცა არის იმის იმედი, რომ შესაძლოა ეს „მესამე ძალა“ იქნებ არჩევნების წინ შეიქმნას.
პოლიტოლოგთა კომენტარები
გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა „ვესტნიკ კავკაზას“ კორესპონდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ უკვე არის „მესამე ძალის“ ორი კანდიდატი: „ესენია ნინო ბურჯანაძის კოალიცია და „პატრიოტთა ალიანსი“, რომლებმაც ადგილობრივი ორგანოების არჩევნების დროს არა მარტო ბარიერი გადალახეს, არამედ საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს. როგორც ჩანს, „ქართული ოცნებით“ იმედგაცრუებული ქართველი ამომრჩევლის ხმებს სწორედ ეს ორგანიზაციები მიიღებენ. თითოეულ მათგანს თავისი მხარდამჭერი ჰყავს, ამიტომაც ამომრჩევლისათვის სასურველი იქნებოდა მათი გაერთიანება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი წლის წინათ ბურჯანაძის კოალიციამ ხმების 11% მიიღო, ხოლო „პატრიოტთა კავშირმა“ 8%, მათ ერთად 20% ხმების მიღება შეუძლიათ, რაც სერიოზული მაჩვენებელია.
პოლიტოლოგი გია ნოდია, თავის მხრივ, არ თვლის, რომ საქართველოში უკვე არსებობენ „მესამე ძალის“ კანდიდატები. „რა თქმა უნდა, ასეთი სურათი უნიკალური არ არის. ხშირად ყოფილა, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ამომრჩეველთა ნაწილს განსაზღვრული არ ჰქონდა, თუ ვისთვის უნდა მიეცა ხმა – მას არც ხელისუფლება მოსწონებია და არც ოპოზიცია. საუბრები იმაზე, რომ „მესამე ძალაა“ საჭირო, ცხადია, არის, მაგრამ მე ამჟამად ვერანაირ კონკრეტულ კონტურებს ვერ ვხედავ, არ ვიცია, საიდან და როგორ, რის საფუძველზე შეიძლება გამოჩნდეს. რასაკვირველია, სასწაულები ხდება ხოლმე, რომლის მომსწრენი 2012 წლის არჩევნების დროს გავხდით, როცა 2011 წელს „ციდან ჩამოეშვა“ ბიძინა ივანიშვილი და ყველაფერი შეიცვალა. ალბათ, პრინციპში, კიდევ შესაძლებელია რაღაც მსგავსი მოხდეს და ვიღაც კვლავ „ჩამოეშვას“, მაგრამ ძალიან რთულია ამის წინასწარმეტყველება“, – ამბობს პოლიტოლოგი და დასძენს, რომ ალტერნატივის არარსებობის პირობებში მოქალაქეები მაინც იძულებულნი იქნებიან „ორი ბოროტებიდან“ ერთ-ერთი აირჩიონ: „თუ ე.წ. „მესამე ძალა“ არ გამოჩნდება, ძირითად მოთამაშეებად კვლავ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალები“ რჩებიან. ჯერ ნაადრევია იმის თქმა, ვინ უფრო ძლიერი იქნება და რომელი მოიპივებს ერთმნიშვნელოვან გამარჯვებას. კონკურენცია სერიოზული იქნება. თუ მხედველობაში მივიღებთ ჩვენი საარჩევნო სისტემის თავისებურებას – პროპორციულ სიებს და ერთმანდატიან ოლქებს, შეიძლება ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ შეეცდება პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვოს სწორედ ერთმანდატიანი ოლქების საფუძველზე“.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის პროგნოზით, ამომრჩეველი საპარლამენტო არჩევნებზე, „მესამე ძალის“ არარსებობის შემთხვევაში, ალბათ, გარკვეულ აპათიას გამოავლენს: „არის იმის საფრთხე, რომ თუ ახალი პოლიტიკური ძალა არ გამოჩნდება, ამომრჩეველი შეიძლება საარჩევნო ყუთებთან საერთოდ არ მივიდეს. და თუ მივა, ის ხმას „ბრმად“ მისცემს – [არ წაიკითხავს ბიულეტებნში ჩაწერილი პოლიტიკური ძალის დასახელებას]. გარდა ამისა, პრობლემა კიდევ იმაშია, რომ „ახალ ძალას“ ძალიან ცოტა დრო რჩება იმისათვის, რომ ელექტორატს საკუტარი თავი წარუდგინოს და თავისი პოლიტიკური პლატფორმა აჩვენოს. არაა გამორიცხული, რომ ამომრჩეველი მათ ხმას მხოლოდ ხელისუფლებაზე და ოპოზიციაზე პროტესტის გამო მისცემს. ალბათ, მათი უმეტესობა საარჩევნო ოლქებში არ მივა და თუ მაინც მივა და საარჩევნო „ზღურბლი“ გადაილახება, ყველაზე მეტ ხმებს „ქართული ოცნება“ მიიღებს. სიახლე ის იქნება, რომ ამომრჩეველი ხმას მისცემს აგრეთვე სხვადასხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ დაჯგუფებებსაც და აქედან გამომდინარე, პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი ოპოზიციური პარტია აღმოჩნდეს, ვიდრე დღესაა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბევრ ხმას ვერ მიიღებს – სადღაც 10-15%-ის ფარგლებში. იგივე შედეგების მიღება შეუძლიათ სხვა პარტიებსაც“, – ასკვნის რამაზ საყვარელიძე.
«Politico» (აშშ), 7 ოქტომბერი, 2015 წელი
დავიწყებული მოკავშირე
საქართველო თავისი ჯარისკაცების სიცოცხლეს ნატოს წინა ხაზზე აყენებს, სანაცვლოდ კი არაფერს იღებს
ამერიკულ გაზეთ „პოლიტიკო“-ში გამოქვეყნებულია პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას სტატია, რომელშიც ავტორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საშინაო და საგარეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, წარმატებებზე და ნაკლოვანებებზე, სამომავლო პერსპექტივაზე.
პუბლიკაცია იწყება ქართველი ჯარისკაცის, 22 წლის რიგითი ვასილი ყულჯანიშვილის დაღუპვის ფაქტით, რომელმაც ამას წინათ სიცოცხლე ავღანეთში საერთაშორისო მშვიდობის განმტკიცებას შესწირა. „ვასილ ყულჯანიშვილი გასულ კვირას ავღანეთში, საკუთარ მოვალეობას – საპატრულო მისიას ასრულებდა, როცა მოკლეს. სახლიდან შორს, ფართო საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევასა და მიზნებს იგი საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა.
რიგითი ყულჯანიშვილი 31-ე ქართველი ჯარისკაცია, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა იმ ათი წლის მანძილზე, რაც საქართველო ნებაყოფლობით გახდა ავღანეთში, ნატოს ხელმძღვანელობით ჩატარებული მოქმედებების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე გათვლით (ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ). საქართველო დღემდე არც ნატო-ს წევრია და არც ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო ზუსტი სამოქმედო გეგმა მიუღია. ალბათ გვეპატიება, თუ თავს დავიწყებულ მოკავშირედ ჩავთვლით.
უკრაინელებსა და რუსეთის მიერ ზურგგამაგრებულ სეპარატისტებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთახმების დროდადრო დარღვევასთან ერთად, ჩვენი მეგობრები და მეზობლები უკრაინაში, დასავლეთის იმედზე ყოფნის მწარე გაკვეთილს იმკიან. უკრაინის ევრომოედანმა კორუმპირებული ლიდერი დაამარცხა და გააძევა, მაგრამ შემდეგ ჩვენი საერთო, მძლავრად მილიტარიზებული ჩრდილოელი მეზობლის რისხვა გამოიწვია. ეს ის გაკვეთილია, რომელიც ჩვენ ჩვენი მწარე გამოცდილებიდან კარგად ვიცით. სწორედ ამიტომ, ჩვენ და უკრაინელებს, არსებით საკითხებში კარგად გვესმის ერთმანეთის. უკრაინელებსაც აქვთ მიზეზი, რომ თავი დავიწყებულად და მიტოვებულად იგრძნონ.
თუმცა, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლებიც ჩვენი მძიმე სამეზობლო გარემოთია განპირობებული, საქართველო კვლავაც აგრძელებს იმის დემონსტრირებას, რომ ჩვენი პირობა ურყევია. რეგიონში საქართველო ყველაზე თავისუფალი და ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ორჯერ მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა იმ პოლიტიკური პარტიისთვის, ვისაც ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა. ყოველწლიურად ჩვენ მილიონობით ადამიანს ვმასპინძლობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვენი სტუმართმოყვარეობის, ბუნებისა და კულტურის გასაზიარებლად.
2008 წლის თავდასხმის შემდეგ ფეხზე დავდექით და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიების თითქმის ერთი მესამედი ჯერ კიდევ ოკუპირებულია, ქართველებმა არ დავუშვით, რომ ამ ეგზისტენციალურ საფრთხეს შეეცვალა ჩვენი სული. ჩვენ ამაყი, შრომისმოყვარე და რიგითი ყულჯანიშვილის მსგავსად, მამაცი ხალხი ვართ. მართალია, ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლება აღარ ყიდულობს ჟურნალ „ეკონომისტის” მთელ სარეკლამო გვერდს, რომ იამაყოს საქართველოს მიღწევებით. ეს აღარ არის საჭირო – ვინც გვიცნობს მათ ეს ისედაც იციან. თუმცა, ჩვენ მეტი შეგვიძლია და მეტი უნდა გავაკეთოთ.
ჩვენი თავისუფლება, რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათია, დაცული არ არის. უკვე მერამდენედ, ახალი ენერგიითა და იდეებით მოსულმა ხელისუფლებამ გადაუხვია გეზიდან და ავტორიტარულ გზას დაადგა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. სწორედ ამიტომ, კოალიციამ ,,ქართული ოცნება”, რომლის ნაწილი მაშინ ჩემი პარტიაც იყო, დაამარცხა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დესპოტური მთავრობა. სწორედ ამიტომ მოახერხა მანამდე სააკაშვილმა თავის გუნდთან ერთად, შევარდნაძის სწორი განზრახვების მქონე, მაგრამ კორუმპირებული მთავრობის ჩანაცვლება.
დღეს ჩვენ შიგნიდან ვიღწვით დემოკრატიის გაძლიერებისა და შენარჩუნებისათვის. ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისგან, იყოს ანგარიშვალდებული მის მიერ გაცემულ ისეთ დაპირებებზე, როგორიცაა სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო სისტემის მეტი წარმომადგენლობითობა და მედიის დაცვა ისეთი ცენზურისგან, როგორიც ახასიათებს ევრაზიის რეგიონს. ახლანდელ ხელისუფლებაში თავი იჩინა იგივე ნეგატიურმა ტენდენციებმა, რამაც სააკაშვილის ადრეული პერიოდის მიღწევების ნიველირება მოახდინა. იხურება სატელევიზიო თოქ-შოუები, სისხლის სამართლის საქმეები – პოლიტიზირებული, ხოლო სამართალი შერჩევითია. გარდა ამისა, მმართველმა კოალიციამ არაფერი გაკეთა საარჩევნო რეფორმის მიმართულებით, რომლის განხორციელების პირობა მან ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს დადო.
ყველაზე დიდი პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ვართ, იმასთან შედარებით რბილი ვარიანტია, რასაც ოთხი წლის წინ ვუპირისპირდებოდით. 2012 წელს ოპოზიცია გამოდიოდა იმ პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც იმდენად ბოროტად იყენებდა საკუთარ ძალაუფლებას, რომ ჩვენს საზოგადოებაში შიშმა დაისადგურა. დღეს შიში ნაკლებია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ – მხოლოდ ერთი ადამიანი წყვეტს და აკონტროლებს ყველაფერს. ერთ დროს ,,ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი და დამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილი, ხშირად და იმპულსურად საუბრობს – ის დონალდ ტრამპის ქართულ ვარიანტს წააგავს. თუმცა, საქართველოში ივანიშვილი უფრო მძლავრი ფიგურაა, ვიდრე ტრამპი ამერიკაში. მათ, ვინც მორჩილია – აწინაურებენ, ხოლო ვინც არა – ათავისუფლებენ თანამდებობებიდან. მოვხვდი რა მეორე კატეგორიაში, გამოცდილება მალაპარაკებს.
ჩემი და ივანიშვილის მოსაზრებები სამხედრო სფეროში შესყიდვების პროექტთან დაკავშირებით გასულ შემოდგომაზე გაიყო და მე გამათავისუფლეს თანამდებობიდან. ჩვენი გუნდის ოთხი წევრი, ჩემი რწმენით, ყალბი ბრალდებებით დააპატიმრეს. ჩვენ ვიბრძოლებთ სასამართლოში მათი გამართლებისთვის და იმედი მაქვს, რომ გონიერება და სამართალი გაიმარჯვებს. ასევე ვიბრძოლებთ იმ სფეროების გამოსასწორებლად, სადაც პროგრესი ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ჩაკლა თავისი მმართველობის სამ წელიწადში.
ქართველებმა არაერთგზის დავუმტკიცეთ მსოფლიოს, რომ შეგვიძლია საკუთარი პრობლემები თავად მოვაგვაროთ. დავამტკიცეთ, რომ მზად ვართ და შეგვიძლია საკუთარი წვლილი შევიტანოთ რეგიონის უსაფრთხოებისა და მშვიდობის საქმეში. ჩვენ, ასევე, ვაგრძელებთ ინვესტორების ინტერესების დაცვას და რეფორმების განხორციელებას ისეთ დონეზე, რომელსაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ მარკ მობიუსმა უპრეცედენტო უწოდა. ყველაფერი ეს კი მეტ აღიარებას იმსახურებს ამერიკასა და ევროპაში.
ახლახანს გადაიდო სავიზო შეთანხმება ევროკავშირთან. მცირე ან საერთოდ არანაირი წინსვლა არ შეიმჩნევა აშშ-სთან ვაჭრობის გაფართოების სფეროში. ვერც ნატოს მიმართულებით ვიღებთ სათანადო დაფასებას – თითქოს ჩვენს შესაძლებლობებს ვერავინ ხედავს მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული და გიგანტური სახელმწიფოები ერთმანეთს ეჭიდებიან შეუმდგარ ან დაშლის პირას მისულ სახელმწიფოებზე გავლენის მოსაპოვებლად. ქართველები სწორი მიმართულებით მივდივართ, რადგან ეს ჩვენი ბუნებაა. ეს დაუფასებელი არ უნდა დარჩეს, ისევე, როგორც ვასილ ყულჯანიშვილის შეწირული სიცოცხლე“.
———
სტატიის ბოლო აღნიშნულია, რომ ირაკლი ალასანია იყო აფხაზეთის დევნილი მთავრობის ხელმძღვანელი, საქართველოს წარმომადგენელი გაეროში, თავდაცვის მინისტრი. იგი ამჟამად ხელისუფლების ოპოზიციაში მყოფი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერია.
«וואלה! NEWS» (ისრაელი), 7 ოქტომბერი, 2015 წელი
http://inosmi.ru/russia/20151008/230695073.html
http://news.walla.co.il/item/2894565
ჩეჩნეთიდან სირიამდე – მეფე პუტინი ახალ მსოფლიო წესრიგს ამყარებს
რუსეთის ლიდერი ყველა ავანტიურიდან გამარჯვებული გამოდის
სტატიაში, რუსეთის მიერ სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით, გაანხილულ-გაანალიზებულია ის სიტუაცია, რომელიც დღეს ახლო აღმოსავლეთშია შექმნილი. რუსეთის მოქმედება შედარებულია საბჭოთა კავშირის მოქმედებასთან ავღანეთში, 1979 წელს, როცა მოსკოვი, დღევანდელისაგან განსხვავებით, უფრო ძლიერი იყო, თუმცა ისლამისტ ამბოხებულთა განადგურება მაინც ვერ მოახერხა და ბოლოს, ათწლიან ბრძოლაში განცდილი დიდი მსხვერპლის შემდეგ, იძულებული გახდა საბჭოთა ჯარები ავღანეთიდან გაეყვანა (ავტორი – გაი ალსტერი).
„დღეს ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ სირიაში რუსეთის სახმელეთო არმიის ქვედანაყოფებს არ შეიყვანს, მაგრამ ეს პოზიცია შეიძლება შეიცვალოს. თუ სამხედრო ავიაციის დარტყმები სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს. რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მისი სამხედრო ავანტიურა, წინორბედების – მიხეილ გორბაჩოვისა და ბორის ელცინისაგან განსხვავებით, რომლებმაც დამარცხება განიცადეს ავღანეთსა და ჩეჩნეთში, წარმატებით დასრულდება – იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი სირიის გამო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა.
ვლადიმირ პუტინმა „საბრძოლო ნათლობა“ 1998 წელს მიიღო, როცა იი პირველად გახდა რუსეთის პრემიერ-მინისტრი. იმ წელს ჩეჩენი სეპარატისტები მეზობელ დაღესტანში შეიჭრნენ, ადგილობრივ მეამბოხეების დასახმარებლად, კრემლის კონტროლიდან თავის დაღწევის მიზნით. იმ პერიოდში ჩეჩნეთი დე-ფაქტო დამოუკიდებელი იყო, რაც პრეზიდენტ ბორის ელცინის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დამარცხების შემდეგ პირველ ჩეჩნურ სამხედრო კამპანიაში – 1994-1996 წლებში.
დაღესტანში შეჭრილი ჩეჩნები პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა გაანადგურა, ოთხი თვის შემდეგ კი პრეზიდენტი ბორის ელცინი გადადგა და ტავისი პოსტი ვლადიმირ პუტინს დაუთმო. ახალი ლიდერის მიზანს რუსეთის პრესტიჟის აღდგენა წარმოადგენდა, რომელიც სახელშერცხვენილი იყო ჩეჩნებთან ბრძოლაში დამარცების გამო. ბორის ელცინისაგან განსხვავებით, ვლადიმირ პუტინმა ჩეჩნეთის სეპარატიზმი გაანადგურა და რესპუბლიკა სულ რაღაც ოთხ-ხუთ თვეში მოსკოვის კონტროლქვეშ დააბრუნა. უკვე 2000 წლისათვის ვლადიმირ პუტინმა შეძლო მთელი ჩრდილოეთი კავკასიის გაკონტროლება, მისი სახელი მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდა, რომელმაც სახელმწიფოს პრესტიჟის აღდგენა დაიწყო. რასაკვირველია, ეს ყველაფერი ძალიან დიდ მსხვერპლთან იყო დაკავშირებული – ათი ათასობით დაღუპული, დაჭრილი, ეკონომიკურად განადგურებული, მიწისაგან პირისა აღგვილი ქალაქები… ომის შემდეგ გაერომ გროზნო „მსოფლიოს ყველაზე დანგრეულ ქალაქად“ შერაცხა.
მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა რუსეთში წესრიგი მეტ-ნაკლებად დაამყარა, იგი მოწმე გახდა ყოფილ საბჭოტა რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების დამხობისა – ყოფილი საბჭოთა ლიდერები ერთიმეორის მიყოლებით თმობდნენ ხელისუფლებას. გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის საგარეოპოლიტიკური ინტერესების იგნორირება დაიწყო – ვაშინგტონი ისეთ რეგიონებში შეეცადა თავისი გავლენის გავრცელებას, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირის (რუსეთის) ინტერესების ზონაში იყო, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში. აშშ-ის პირველი მონაპოვარი გახდა საქართველო, სადაც 2003 წლის ბოლოს მომხდარი „ვარდების რევოლუციით“ სსრკ-ის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის რეჟიმი დაემხო: საპარლამენტო არჩევნების გაყალბებული შედეგებით უკმაყოფილო ხალხი ქუცაში გამოვიდა და საკანონმდებლო ორგანოში შეიჭრა… ვეტერანი პოლიტიკოსის ნაცვლად, ქვეყნის ახალი პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილი იქნა არჩეული, რომელიც მოგვიანებით ვლადიმირ პუტინის ეკლიან ხელს იგრძნობს…
მომდევნო წელს უკრაინა „აჯანყდა“, სადაც 2004 წელს, საქართველოს მსგავსად, აფეთქება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებამ გამოიწვია. „ნარინჯისფერი რევოლუცია“ ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტად არჩევით დასრულდა.
ვლადიმირ პუტინი ამ მოვლენებს ჯერ შორიდან უყურებდა და პირდაპირი ცარევისაგან თავს იკავებდა. ამასობაში რუსეთმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა – 2005 წელს მღელვარებამ მოიცვა ყირგიზეთი, რომლის მოსახლეობამ პრეზიდენტ ასკარ აკაევის რეჟიმი დაამხო… მართალია, ბელორუსიაში დიქტატორმა ალექსანდრე ლუკაშენკომ შეძლო და ანტისამთავრობო გამოსვლების ჩაქრობა მოახერხა, მაგრამ სიტუაცია ისე ვითარდებოდა, რომ შეიძლებოდა მსგავსი პროცესები დაწყებულიყო თვით რუსეთშიც. აშკარა გახდა, რომ რუსეთის გავლენის არეალი სულ უფრო და უფრო ვიწროვდებოდა. „ფერადი რევოლუციების“ სერიამ ვლადიმირ პუტინი უკვე სერიოზულად შეაშფოთა. მღელვარების პიკი 2008 წლის ზაფხულში დადგა, როცა რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოზე შურისძიება გადაწყვიტა.
შურისძიება საქართველოზე
2008 წლის აგვისტოს დასაწყისში მთელი მსოფლიოს ყურადღება პეკინის ოლიმპირ თამაშებზე იყო მიჯაჭვული, როცა რუსეთი მეზობელ საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა. საქმე იმაშია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოსაზღვრე ტავისი რეგიონის – სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის (და გარკვეულწილად – აფხაზეთის) ტერიტორიაზე კონტროლის დაბრუნების მიზნით, სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ამ დროისათვის ვლადიმირ პუტინი დროებით (პრეზიდენტობის ორი ვადის ამოწურვის შემდეგ) პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იყო, მაგრამ აშკარად ცანდა, რომ მართვის ბერკეტები ხელთ ვლადიმირ პუტინს ეპყრა. მოსკოვი ამტკიცებდა, რომ ის სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების უფლებებს იცავდა, მაგრამ აშკარა გახდა, რომ რუსეთს უფრო ფართო მიზნები ჰქონდა, რადგან სამხედრო მოქმედება სამხრეთ ოსეთის ფარგლებს გარეთაც გაავრცელა.
ხუთდღიანი სამხედრო ოპერაციის შედეგებით ვლადიმირ პუტინი კმაყოფილი დარჩა: პრემიერ-მინისტრის ბრძანებების შემსრულებელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საბრძოლო მოქმედებების შეჩერება გამოაცხადა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარა. დღემდე ამ ომის გამო საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაძაბული რჩება. ქართველების მტკიცებით, აღნიშნული რეგიონები რუსეთმა ფაქტიურადმიიერთა.
როცა ვლადიმირ პუტინმა პრეზიდენტის სავარძელი დაიბრუნა, მზერა უკრაინას მიაპყრო, სადაც მისი მოკავშირე ვიქტორ იანუკოვიჩი დაამხეს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის უარის გამო. 2014 წლის დასაწყისი კიევი გააფთრებული პოლიტიკური ბრძოლების ცენტრი გახდა. იანუკოვიჩის გაქცევის შემდეგ მოსკოვმა ყირიმის ნახევარკუნძულიდ ანექსიის გეგმა განახორციელა, უკრაინის არმიამ ტავისი რეგიონი უბრძოლველად დათმო. მაგრამ ვლადიმირ პუტინისათვის ეს მცირე აღმოჩნდა – მან დიდი სამხედრო დახმარება გაუწია რუსულენოვანი ოლქების – დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტებს, რომლებმაც „დონბასის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. უკრაინის ახალი ხელისუფლება, ყირიმული გაკვეთილის შემდეგ, სიტუაციას აღარ შეურიგდა და რუსეთს წინაარმდეგობა გაუწია, თუმცა ძალები უთანასწორო იყო – მოსკოვი კიევის დალაშქვრითაც კი იმუქრებოდა. ევროპა სიტუაციაში ცაერია და მინსკის მოლაპარაკებებით საომარი მოქმედებები მეტ-ნაკლებად სეჩერდა.
ბოლო ხანებში უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში დაძაბულმა სიჩუმემ დაისადგურა. მართალია, უკრაინამ შეძლო რუსული ორბიტიდან ჩამოშორება, მაგრამ მან ამისათვის გიგანტური „ფასი გადაიხადა“. ეს მკაფიო გაფრთხილებაა სხვა ქვეყნებისათვის, რომლებთაც რუსული დათვისან გათავისუფლება სურთ.