globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 10 ოქტომბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Oct 10th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Wall Street Journal» (აშშ), 9 ოქტომბერი, 2015 წელი

http://blogs.wsj.com/brussels/2015/10/09/georgia-postpones-bid-to-advance-nato-membership/

საქართველო ნატოში გაწევრიანებაზე უარის თავიდან აცილების გზებს ეძებს

ჯულიან ბარნსი

(თავისუფალი თარგმანი)

საქართველო თხოვს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რომ თუ ნატოში გაწევრიანებაზე დადებითი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მაშინ უმჯობესია გადაიდოს საკითხის განხილვა, მიიწვიონ თუ არა ქვეყანა ორგანიზაციის წევრად.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, ეს თხოვნა არ ნიშნავს იმას, რომ ქართველებმა ნატოში გაწევრიანების ინტერესი დაკარგეს. საქმე იმაშია, რომ ქართველმა ჩინოვნიკები იციან: თუ ახლა საქართველოს „მაპ“-ის მიცემას დაჟინებით მოითხოვს, უეჭველია, ნატო უარს იტყვის. შესაბამისად, ალიანსის ეს უკვე მეორე უარი ქართულ „პრო“-ნატოურ საზოგადოებაში ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევს.

როგორც ვარაუდობენ, ნატო დეკემბერში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, გაისად ვარშავის უმაღლესი დონის სამიტისათვის, ალიანსის წევრობისათვის ფორმალურ რეკომენდაციას მისცემს ოთხ ქვეყანას – ჩერნოგორიას, საქართველოს, მაკედონიას და ბოსნია-ჰერცეგოვინას, თუმცა ამჯერად მხოლოდ ჩერნოგორიას მიიღებენ. ამ ქვეყანას მხარდაჭერა აქვს შეერთებული შტატების მხრიდან და სწორედ მას მიიწვევენ გასაწევრიანებლად, დანარჩენების მიმართ კი ნატოს წევრებს სხვადასხვა შენიშვნები აქვთ.

ბატონ გიორგი კვირიკაშვილს სურს, რომ დეკემბერში იყოს დარწმუნებული იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვარშავის სამიტი ივლისში საქართველოს შესახებ.

საქართველო უჩვეულო შემთხვევაა ალიანსისათვის. რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპირების ფაქტს, ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპის გათვალისწინებით, მოსკოვთან პირდაპირი [სამხედრო] კონფლიქტის გამოწვევა შეუძლია. მაგრამ გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ როცა ალიანსმა უარი განაცხადა 2008 წელს საქართველოს მიღებაზე, აგრესია მაინც მოხდა და თუ ბლოკი ამჯერადაც უარს იტყვის, ქართველები შიშობენ, რომ ამით რუსული ესკალაცია გაფართოვდება, რაც [მოსკოვის მიმართ] ქართული მოსახლეობის თვალსაზრისის შეცვლას გამოიწვევს. „ქართველ ხალხს ნატოსადმი დიდი მოლოდინი აქვს. ეს ნიშნავს, რომ საკითხის კიდევ დიდი ხნით გადადების შემთხვევაში, მოსახლეობას იმედი გაუცრუვდება, – თქვა გიორგი კვირიკაშვილმა,  - ეს შეიძლება ჩრდილოელმა მეზობელმა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, მოსახლეობაში პრორუსული განწყობის გაძლიერების მიზნით“.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, არასწორია, როცა ნატოს  წევრები ფიქრობენ, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე უარი ქვეყანას რუსულ აგრესიას თავიდან ააცილებს. „საქართველოსთვის „მაპ“-ის მიუცემლობა ჩვენ ჩრდილოელ მეზობელს კიდევ უფრო გაათამამებს. პრობლემის გაჭიანურება კიდევ უფრო მეტ პრობლემას ბადებს და საბოლოო ჯამში საკითხი არ გადაწყდება“, – თქვა მინისტრმა.

სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატოს სამშვიდობო ოპერაციების განხორციელებაში. ავღანეთში ამჟამად საქართველოს 900-მდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, რაც ყველაზე მეტია აშშ-ის შემდეგ. როგორც ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, „ნატოს საქართველოს იმედი აქვს“.

გიორგი კვირკაშვილმა აღიშნა, რომ მართალია, ჯერ-ჯერობით მთავრობას გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ თუ ნატო ავღანეთში სამშვიდობო მისიას გააგრძელებს, საქართველო მზადაა მის შემადგენლობაში დარჩეს. გარდა ამისა, ავღანეთიდან იტალიის სამხედრო კონტინგენტის გასვლის შემთხვევაში, კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მისი კონტინგენტის ჩანაცვლება შეუძლია. „ჩვენ მზად ვართ [ამ საკითხზე] შეერთებულ შტატებთან უფრო ფართო თანამშრომლობისათვის, – თქვა მინისტრმა, – საქართველოსთვის უარის თქმის საფუძველი არ არსებობს“.

პარასკევს ნატო ოფიციალურმა წარმომადგენელს გიორგი კვირიკაშვილის განცხადების გამო არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, ოთხშაბათს კი, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე,  ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველო შეაქო კორუფციასთან ბრძოლასა და მართვის სფეროში მიღწეული წარმატებებისათვის და ნატოსთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, „ჩვენი ურთიერთობა სწორი გზით ვითარდება და, შესაბამისად, საქართველოც სწორი გზით მიდის“. „ამასთან, – დაამატა გენმდივანმა, – გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ჩვენ გვინდა მეტი პროგრესი დავინახოთ რეფორმის საკვანძო საკითხებში“.

Comments are closed