«Эхо» (აზერბაიჯანი): ვიზიტი გაზის ქვეტექსტით // საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში
«Deutsche Welle» (გერმანია): აფხაზეთი და რუსეთი: ეტაპობრივი ანშლიუსი
«Irna» (ირანი): „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ალ-ბაღდადი ერაყის ავიაციის დაბომბვის დროს დაიჭრა, აბუ-უმარ ალ-შიშანი კი დაიღუპა: მითია თუ სინამდვილე?
————-
«Эхо» (აზერბაიჯანი), 13 ოქტომბერი, 2015 წელი
http://www.echo.az/article.php?aid=90528
ვიზიტი გაზის ქვეტექსტით
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში
სტატიაში გადმოცემულია საქართთველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტის ამსახველი ფაქტები. „ქართველი ლიდერის ვიზიტი ბაქოში გასულ შაბათს გაიმართა. აეროპორტში მას აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ნატიგ ალიევი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. ქართული და აზერბაიჯანული მასმედიამ ეს ვიზიტი გაზის საკითხებს დაუკავშირებს. ოფიციალური ცნობების თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა და ესაუბრა, განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში, აღინიშნა ერთობლივი პროექტების დადებითი მნიშვნელობა. ირაკლი ღარიბაშვილს ბაქოში სხვა შეხვედრები არ გაუმართვას, იგი იმავე დღეს თბილისში დაბრუნდა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში (ავტორი ბ.საფაროვი).
„მაგრამ თუ საქართველოს პრემიერი ბაქოში სწორედ „გაზთან დაკავშირებული საკითხების“ გამო ჩამოფრინდა, მაშინ მას თანხმლები პირებიც ისეთი უნდა ჰყოლოდა, რომლებიც გაზის მარკეტინგში პასუხისმგებლები არიან“, – აღნიშნავს ავტორი და მიუთითებს, რომ ვიზიტამდე რეგიონულ პრესაში, მათ შორის რუსულშიც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო პირდაპირ „იწვის“ სურვილისაგან რუსული გაზის შესაძენად, სახელმწიფო მონოპოლისტ „გაზპრომ“-ისაგან. გარდა ამისა, პრესა იტყობინებოდა, რომ თუ „გაზპრომი“ თბილისს მისაღები ფასს შესთავაზებს, ამ შემთხვევაში საქართველო თავის ბაზარზე კონკურენტუნარიან გარემოს შექმნისო. იმადროულად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისიც განაცხადა, რომ ამას წინათ რუსულ მხარესთან გზის მოწოდებაზე მოლაპარაკება მართლაც გამართულა.
მართალია თუ არა საქართველოს მიერ რუსული გაზის სავარაუდო შესყიდვასთან დაკავშირებული ეს აურზაური? ბაქოს საინფორმაციო სააგენტო „თურანმა“ კომენტარისთვის აზერბაიჯანის მთავრობაში ერთ-ერთ წყაროს მიმართა, რომლის თქმით, „ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი სახელი შეიძლება ვუწოდოთ: რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე საინფორმაციო ომი“. წყარომ აღნიშნა, რომ საქმე ეხება რუსეთიდან სომხეთისათვის სატრანზიტო გაზსადენით ბუნებრივი გაზის მიწოდების მოცულობის გაზრდას, რომლის შედეგად, ბუნებრივია, საქართველოც, ადრინდელთან შედარებით, უფრო მეტ გაზს მიიღებს. რაც შეეხება „გაზპრომის“ თითქოსდა იაფ გაზს, ეს არასწორია, რადგან თბილისს ჩვენსავით იაფ გაზს „გაზპრომი“ არ მიაწვდის“.
„ეხომ“ დამატებითი კომენტარი სთხოვა ბაქოს „დასავლური უნივერსიტეტის“ პროფესორს, პოლიტოლოგ ფიკრეტ სადიხოვს. „უკანასკნელ დროს დაწყებული გეოპოლიტიკური დაპირისპირება თავის გავლენას სამხრეთ კავკასიის რეგიონზეც ახდენს. პრინციპში, მთავარი საკითხი ენერგეტიკულ პროექტებთანაა დაკავშირებული. საიდუმლო არაა, რომ საქართველო აზერბაიჯანული გაზის მთავარი ტრანზიტორია ევროპისათვის, თურქეთის ტერიტორიის გავლით. მზადდება ახალი პროექტების რეალიზება. ამ ყველაფრისგან განსაზღვრულ მოგებას მიიღებს საქართველოც“, – ამბობს ფიკრეტ სადიხოვი. „ამასთან ერთად, არის იმის შესაძლებლობა, რომ რეგიონში ენერგიის ახალი წყაროები გაჩნდეს, მაგალითად, ირანული გაზის, რომლის ევროპაში ექსპორტი თეირანს, სანქციების საბოლოოდ მოხსნის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიის გავლით შეუძლია. ცნობილია, რომ ახალი პროექტების შედეგიანობას და ფასს ბაზრები და კომერციული ინტერესები განსაზღვრავს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველო აზერბაიჯანულ გაზს შეღავათიან ფასებში ყიდულობს. საეჭვოა, რომ ირანმა თბილისს საწვავი ასეთ ფასში მიჰყიდოს. რაც შეეხება რუსულ გაზს, უახლოეს პერსპექტივაში საქართველო ჩრდილოურ გაზს ნამდვილად ვერ მიიღებს, რადგან რუსეთთან მისი ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულია. ამიტომაც, მე ვფიქრობ, რომ მოლაპარაკების დროს საკითხები ძირითადად ენერგოპროექტების რეალიზებასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას ეხებოდა. შემთხვევითი არაა, რომ ექვს ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თბილისს უნდა ეწვიოს. ალბათ, ბაქოში დაწყებული დიალოგი გაგრძელდება და განხილული იქნება ის პროექტებიც, რომლებიც უკვე რეალიზდება და ისინიც, რომლებშიც საქართველოს მონაწილეობაა ნავარაუდევი. ყველა ეს პროექტი აზერბაიჯანის მიერაა ინიცირებული“, – აცხადებს ფიკრეტ სადიხოვი.
პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია აგრეთვე აზერბაიჯანული კომპანია „სოკარის“ საქმიანობაზე, რომლის ინიციატივით საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერს, რელიგიური კუთვნილების განურჩევლად, ბუნებრივი გაზი უფასოდ მიეწოდებათ. ეს შეთანხმება ჯერ კიდევ გასულ წელს დაიდო და მისი მოქმედების ვადა პირველ ნოემბერს იწურებოდა, „სოკარმა“ კი, საკუთარი გადაწყვეტილკებით, ახალი ოფიციალური შეთანხმების დადებამდე, დოკუმენტის მოქმედების ვადა 2015 წლის 31 დეკემბრამდე გააგრძელა. საქართველოს საპატრიარქომ „სოკარის“ ეს ნაბიჯი „კეთილი ნების გამოვლენად“ მიიჩნია და მადლობა მიუძღვნა კომპანიის პრეზიდენტს როვნაგ აბდულაევს და გენერალურ დირექტორს მახირ მამედოვს.
«Deutsche Welle» (გერმანია), 12 ოქტომბერი, 2015 წელი
http://www.dw.com/ru/абхазия-и-россия-поэтапный-аншлюс/a-18772504
აფხაზეთი და რუსეთი: ეტაპობრივი ანშლიუსი
გერმანული სამაუწყებლო ტელერადიოკომპანია „დოიჩე ველეს“ მიერ ეთერში გადაცემული სიუჟეტის თემა აფხაზეთია. გადამღები ჯგუფი – ქრისტიან ტრიპე და მიხეილ ბუშუევი – სექტემბრის შუა რიცხვებში სოხუმში იმყოფებოდა. ტელერადიოკომპანიის ვებ-გვერდზე ჟურნალისტთა აფხაზური შთაბეჭდილებები გამოქვეყნებული.
“აფხაზეთი თავს “დამოუკიდებელ სახელმწიფოდ” და საქართველოსა და რუსეთს შორის ბუფერად მიიჩნევს. რეალურად კი, ყველაფერი გაცილებით უფრო რთულია, რაშიც DW- ს გადამღები ჯგუფი დარწმუნდა კიდეც“, – აღნიშნულია რეპორტაჟის დასაწყისში.
ჟურნალისტები აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვდნენ: „მისი კაბინეტი სხვებისაგან არაფრით განსხვავდება – არც კარგია და არც ცუდი. როცა უწყების ხელმძღვანელი ოთახებში შედის, თანამშრომლები ფეხზე დგებიან – შეფის მისასალმებლად. 56 წლის ვიაჩესლავ ჩირიკბა ლინგვისტია, კავკასიის ენების მცოდნე. მან დისერტაცია ჰოლანდიაში, ლეიდენის უნივერსიტეტში დაიცვა, იქვე დაიწყო სამეცნიერო მუშაობა, ჰოლანდიაში რამდენიმე წელი ცხოვრობდა. მისთვის დასავლეთი უცხო ხილი არ არის, აფხაზეთსაც ევროპულ ქვეყანად მიიჩნევსს უწოდებს” და მიიჩნევს, რომ ცივი ომის პერიოდი კვლავ დაბრუნდა.
ვიაჩესლავ ჩირიკბა თავისი კაბინეტიდან მსოფლიოს „თავისიანად“ და „უცხოდ“ ჰყოფს: აქ, სოხუმში – „პრო“-რუსული ბანაკია, იქით (მინისტრს მხედველობაში საქართველო ჰყავს) – „პრო“-დასავლური. სამწუხაროდ, ცივი ომი დაბრუნდა- ამბობს იგი. აფხაზეთს, რომელსაც საქართველო კვლავ თავის შემადგენლობაში თვლის, რუსეთი დამოუკიდებლად არსებობის გარანტიას აძლევს. მოსკოვი ფულს აწვდის ეკონომიკური განვითარებისათვის და ადგილობრივ ბიუჯეტს აფინანსებს… „და რა არის ამაში ცუდი?“, – გაღიზიანებული პასუხობს ჟურნალისტთა შეკითხვაზე ვიაჩესლავ ჩირიკბა.
ცუდია თუ კარგი – ეს საკითხი აფხაზებისთვის სადაოდაა გადაქცეული. ბევრი აფხაზი შიშობს, რომ მოსკოვი ეტაპობრივი ანშლუსისკენ მიისწრაფვის და აფხაზეთის რუსეთთან მიერთება სურს. ადგილობრივი პარლამენტის დეპუტატი თენგიზ ჯოპუა მოსკოვის გავლენას კრიტიკულად აფასებს. იგი ახლად შექმნილი პარტია “აინარის” თავმჯდომარეა და აი, როგორ აფასებს ამჟამინდელ დილემას: აფხზეთი რუსეთის პირდაპირი სამხედრო დახმარების გარეშე ვერ იარსებებს, მაგრამ იმავდროულად რუსეთზე ასე მტკიცე დამოკიდებულება მანევრებისთვის სივრცეს ამცირებს. ასე რომ, მისი სიტყვები – „სოხუმი თავისი ნავით ცურვას სწავლობსო“, უფრო ოცნებაა, ვიდრე რეალობა.
რუსული რუბლი აფხაზეთის ოფიციალურ ვალუტას წარმოადგენს. აფხაზთა უმეტესობას ჯიბეში რუსეთის მოქალაქის პასპორტი უდევს, რაც მათთვის საზღვარგარეთ (რუსეთის გარეშე) წასვლის ერთადერთ საშუალებად ითვლება. ადგილობრივი ტურისტული ინფრასტრუქტურა მხოლოდ რუსი ტურისტებით ცხოვრობს: წლის ბოლოსათვის მათმა რაოდენობამ ოთხ მილიონს უნდა მიაღწიოს.
2014 წლის ნოემბერში აფხაზეთსა და რუსეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მოსკოვმა სოხუმზე გავლენის გაძლიერებისათვის ფართო უფლებამოსილება მიიღო. ამ ფაქტის შემდეგ აფხაზეთს დასავლელი დამკვირვებლები რუსეთის სამხედრო პროტექტორტატად მოიხსენიებენ“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
აღსანიშნავია, რომ „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტებს რუს ოფიციალურ პირებთან ინტერვიუს ჩაწერისა და რუსული სამხედრო ბაზის გადაღების უფლება არ მისცეს.
“გალის რაიონის ხელმძღვანელის მოადგილემ ჯონ გულარიამ “დოიჩე ველეს” კორესპონდენტები რუსულ ბაზამდე მიაცილა. აფხაზმა ჩინოვნიკმა რუსეთის არმიის მაიორს მიმართა თხოვნით, გადაგვეღო ყაზარმები გზის მხრიდან. მაიორმა უარით უპასუხა. გულარია დაჟინებით ითხოვდა ამას და ამბობდა, რომ გზა – აფხაზეთის ტერიტორიაა, სადაც ნებისმიერ მსურველს ფოტო და ვიდეოგადაღება შეუძლია. მათ შორის კამათი დაიწყო. ბოლოს რუსმა მაიორმა უთხრა: “რა ვიცი, ვინ ხართ? იქნებ სააკაშვილის მეგობრები ხართ”? გულარია აღშფოთდა იმის გამო, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან თანამშრომბლობაში დაადანაშაულეს, რომელიც როგორც რუსეთში, ისე აფხაზეთში არ უყვართ -”ჩვენ აქ არც სააკაშვილი არ გვჭირდება და არც ჰიტლერი! ასეთი ტონით რატომ მელაპარაკებით, თქვენ ხომ განთქმული რუსული არმიის წარმომადგენელი ხართ”? თუმცა, ვიდეოგადაღების უფლება მაინც არ მოგვცეს. მაიორი აფხაზ ჩინოვნიკს დაემუქრა, რომ აკრძალვის დარღვევას უმკაცრესი შედეგები მოჰყვება”, – წერს “დოიჩე ველე”.
ანალოგიურ პრობლემებს გადამღები ჯგუფი მაშინაც გადააწყდა, როცა ძველ ბილიკს ეძებდა, რომლითაც აფხაზები “საქართველოში გადადიოდნენ” და ამ მიზნით, ერთ-ერთი სოფლის ხუცესთან ერთად მდინარე ენგურთან გაემგზავრნენ.
“ბუჩქებიდან რუსი მესაზღვრე გამოხტა. ჩვენი აფხაზი თანამგზავრის დოკუმენტები წაიღო, რამდენიმე წუთში კი უკან დაბრუნება გვიბრძანა. აფხაზი ჩინოვნიკი ამას აპროტესტებდა და ამბობდა, რომ ეს “მისი სოფელია”, მაგრამ მესაზღვრე მაინც ვერ დაარწმუნა”, – წერს “დოიჩე ველე”.
გერმანელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ინციდენტების მიუხედავად, აფხაზების უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთისგან სამხედრო დახმარების მიღებას საქართველოსგან დაცვის მიზნით.
“რუსეთის გარდა, აფხაზეთი სუვერენულ სახელმწიფოდ მხოლოდ ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ აღიარეს. ვიაჩელავ ჩირიკბამ განუცხადა “დოიჩე ველეს”, რომ დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ მოლაპარაკებებს აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ბევრ ქვეყანასთან აწარმოებს. იგი ირწმუნება, რომ ეს ჩვეულებრივი ნაბიჯია სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკური ცხოვრების ნორმალიზების გზაზე. მინისტრმა შეგვახსენა რომ, როგორც ფუძემდებელ დოკუმენტებშია ჩაწერილი, აფხაზეთი “დე-ფაქტო დამოუკიდებელია”, თუმცა, როგორც ჩანს, რეალობა ამ ფორმულირებისგან მკვეთრად განსხვავდება”, – აღნიშნულია გერმანული „დოიჩე ველეს“ რეპორტაჟში.
————-
აფხაზეთის შესახებ უცხოურ მასმედიაში გუშინ კიდევ ერთი მასალა გამოქვეყნდა, ამჯერად რუსულ ჟურნალში „კომერსანტ-დენგი“ სათაურით „პოპულარული არაღიარებული კურორტები“.
„პოლიტიკას ტურისტული დარგის ცხოვრების სერიოზული გართულება შეუძლია, თუმცა ზოგიერთი ტერიტორიის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ტურისტები მზად არიან გარისკონ ნაკლები დანახარჯებით კარგად დასვენების მიზნით“, – აღნიშნულია სტატიაში და ამ თვალსაზრისით მიმოხილულია თურქეთის მიერ 1974 წლიდან ოკუპირებული ჩრდილოეთ კვიპროსის ტურისტული ინფრასტრუქტურა: „თავის დროზე, როცა კვიპროსი ერთიან სახელმწიფოს წარმოადგენდა, ტურიზმი კარგად იყო განვითარებული, თუმცა ქვეყნის ორად გაყოფის შემდეგ ჩრდილოეთ თქურქულს სამხრეთის ბერძნულმა აჯობა. თუმცა, გარკვეული შეზღუდვების მიუხედავად, კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილშიც („ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში“) საკმაოდ ბევრი ტურისტი ჩადის, უმეტესად თურქეთიდან. 2014 წელს ჩრდ. კვიპროსს მილიონნახევარი ტურისტი ეწვია. მათი მიზიდვა ძირითადად კაზინოებით ხდება, რაც თვით თურქეთში აკრძალულია. პარალელურად, დასვენების ფასებიც დაბალია“.
აფხაზეთსაც იგივე ბედი აქვს: ყოფილი საკავშირო მნიშვნელობის ჯანმრთელობის კერა ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ სადაო ტერიტორიად რჩება. საქართველოს დამოკიდებულება „ოკუპირებული ტერიტორიის“ მიმართ უფრო მკვეთრია, ვიდრე კვიპროსისა „ჩრდ.კვიპროსის რესპუბლიკის“ მიმართ: თბილისი უცხოელებს, აფხაზეთში უნებართვოდ ჩასვლის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი სასჯელით ემუქრება. ამის მიუხედავად, რესპუბლიკაში ყოველწლიურად მილიონამდე ტურისტი ჩადის, უმეტესად რუსები და ბელორუსები, რომელტა პასპორტებში აფხაზები აღნიშვნებს არ აკეთებენ. გაგრსა და ბიჭვინთაში დასვენება უფრო იაფია, ვიდრე მეზობელ სოჭში: ტურისტი აფხაზეთში ყოველდღიურად საშუალოდ ათას რუსულ რუბლს ხარჯავს.
ყირიმი აფხაზეთთან წარმატებულად კონკურირებდა, სანამ ნახევარკუნძული უკრაინის შემადგენლობაში იყო, ფასები ერთი მესამედით იაფი იყო, მაგრამ როგორც კი რუსეთს შეუერთდა, რუბლის ზონაში შესვლის გამო ფასებმა 25%-ით მოიმატა. მართალია, ტურისტული ინფრასტრუქტურის პერსონალის ხელფასებმა მოიმატა, მაგრამ გაჩნდა ლოჯისტიკური პრობლემები: მატერიკთან სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდა, ქერჩის სრუტეზე საბორნო გადასასვლელთან კი მრავალკილომეტრიანი რიგები იქმნება. სანქციების გამო ყირიმს დასავლელი ტურისტები ვეღარ სტუმრობენ. 2014 წელს, 2013-თან შედარებით ტურისთა რაოდენობამ 5,9 მილიონიდან 4,1 მილიონამდე მოიკლო.
წყარო: http://www.kommersant.ru/doc/2827562
«Irna» (ირანი), 12 ოქტომბერი, 2015 წელი
http://www.irna.ir/en/News/81795559/
„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ალ-ბაღდადი ერაყის ავიაციის დაბომბვის დროს დაიჭრა, აბუ-უმარ ალ-შიშანი კი დაიღუპა
ბაღდადი. 12 ოქტომბერი, „ირნა“. ერაყის სამხედრო საჰაერო ძალებმა დაბომბეს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ-ბექრ ალ-ბაღდადის ავტოკოლონა, რომლითაც იგი კარბალაში, სირრის საზღვართან, ანბარის პროვინციაში, ტერორისტული დაჯგუფების ქვედანაყოფების მეთაურებთან შეხვედრაზე მიდიოდა, – იუწყება „ირნას“ კორესპონდენტი, ერაყულ წყაროებზე დაყრდნობით.
ავიადარტყმის შედეგად ალ-ბაღდადი დაიჭრა, ხოლო მისი თანმხლები სამი მოადგილე საველე მეთაური ადგილზე დაიღუპნენ.
წყაროს თანახმად, დაღუპულთა შორისაა აბუ-საიდ ალ-კარბული, ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი მეთაური და „ისლამური სახელმწიფოს“ კიდევ ერთთი თვალსაჩინო ფიგურა, საქართველოში დაბადებული ჩეჩნური ეროვნების მქონე პირი, რომელიც აბუ-ომარ ალ-შიშანის სახელითა ცნობილი. იგი „ისლამურ სახელმწიფოში“ პასუხისმგებელი იყო პროპაგანდის მდგომარეობაზე. ჯერ-ჯერობით, მისი სიკვდილი დადასტურებული არ არის.
სხვათა შორის, ბაღდადის საინფორმაციო ცენტრმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ალ-ბაღდადი და მისი სამი მოადგილე კვირა საღამოს დაიჭრნენ, მაგრამ უარყო უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაცია ერთ-ერთი მეთაურის ალ-კარბულის დაღუპვის თაობაზე. ბაღდადის საინფორმაციო ცენტრი რუსეთის, ირანის, ერაყისა და სირიის მიერჩ მოყალიბებულ ერთობლივ სტრუქტურას წარმოადგენს.
თარხან ბათირაშვილის სიკვდილი:
მორიგი მითი თუ სინამდვილე?
პანკისელი აბუ-უმარ ალ-შიშანის (თარხან ბათირაშვილის) სიკვდილის თაობაზე ინფორმაცია ადრეც რამდენჯერმე გავრცელდა, მაგრამ არ დასტურდებოდა ხოლმე“, – აღნიშნავს რუსულენოვანი „რადიო სვობოდის“ პროგრამა „ეხო კავკაზა“, რომელიც, ქართულ და რუსულ წყაროებზე დაყრდნობით, ავრცელებს მასალას სათაურით „მოკლულია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი თარხან ბათითაშვილი“.
წყარო: http://www.ekhokavkaza.com/archive/news/latest/2759/2759.html?id=27301322
ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის მიერ 12 ოქტომბერს გავრცელებული ცნობის თანახმად, ერაყის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა უარყვეს ინფორმაცია, თითქოსდა ავიადაბომბვის დროს ალ-ბაღდადი ავტოკოლონის შემადგენლობაში იყო. იქვე ნათქვამია, რომ „აბუ-ბექრ ალ-ბაღდადი ეყრდნობა თავისი თანაშემწეების ძალიან ვიწრო წრეს, მაგალითად, აბუ-მუჰამედ ალ-ადნანს, აბუ-მუსლიმ ალ-ტუკმანს (სადამ ჰუსეინის არმიის ყოფილ გენერალს) და აბუ-ომარ ალ-შიშანს, რომელიც სირიაში იბრძვის. აბუ-ომარ ალ-შიშანი დაბადებულია საქართველოში, 1986 წელს, როცა ეს ქვეყანა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ნაწლი იყო. აბუ-ომარს დიდი სამხედრო მოაზროვნის რეპუტაციით სარგებლობს და დიდი ხანია აბუ-ბექრ ალ-ბაღდადის მხარდამჭერია“.
წყარო: http://uk.reuters.com/article/2015/10/12/uk-mideast-crisis-baghdadi-dukkcn0s61j620151012
ერაყის საინფორმაციო სააგენტო Iraqi News-ის მიერ გავრცელებული დაზუსტებული ინფორმაციის თანახმად, ავიადაბომბვის დროს „ისლამური სახელმწიფოს“ ცხრა ლიდერი დაიღუპა. ჩამოთვლილია მათი გვარები, თუმცა მათში აბუ-უმარ ალ-შიშანი (თარხან ბათირაშვიოლი) არ ფიგურირებს.