globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 11 დეკემბერი, 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 11th, 2014 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა“, 11 დეკემბერი, 2014 წელი

გიორგი კობახიძე: საქართველოს მთავრობამ ისტორიული შანსი უნდა გამოიყენოს“

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ ქვეყნის ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის გზებს სთავაზობს. სამწუხაროდ, ის ინიციატივა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ნინო ბუუჯანაძემ გააჟღერა და რომელიც რუსეთ-თურქეთის გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გატარების შესაძლებლობას ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობისაგან უპასუხოდ დარჩა. არადა, ამ პროექტის შესაძლო რეალიზებით საქართველო დიდი პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს ნახავს. ამჯერად ამ თემაზე საუბარს გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრი გიორგი კობახიძე აგრძელებს, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – შორენა გონგლაძე).
პოლიტიკოსის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთში ვიზიტით ყოფნის დროს, ევროკავშირის წევრების მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერების გამო, პროექტ „სამხრეთის ნაკადის“ განხორციელებაზე უარი განაცხადა და თურქეთთან მემორანდუმ,ი გააფორმა, რომელიც რუსული გაზის თურქეთისადმი მიწოდებას ითვალისწინებს, შავი ზღვის ფსკერზე ჩადებული მილსადენის მეშვეობით [გაზსადენ „ცისფერი ნაკადის“ პარალელურად], შემდეგ კი თურქეთიდან რუსული გაზი შეიძლება სამხრერთ ევროპის ქვეყნებს მიეწოდოს. „გაერთიანებულმა დემოკრატებმა“ საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზეს, რომ მიემართნა თურქეთ-რუსეთისათვის ამ პროექტში საქართვლოც ჩართულიყო და ახალი გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გატარების ინიცირება მოეხდინა.
გიორგი კობახიძე აცხადებს, რომ თუ ხსენებულ პროექტში საქართველო მართლაც იქნება ჩართული, ქვეყანა პოლიტიკურ და ეკონომიკურ დივიდენდებს მიიღებს. „რასაკვირველია, იმის გარანტია არ არის რუსეთის დაანხმდება ამ წინადადებას და წინა წლებში მიღებულ ანტიქართულ გადაწყვეტილებებს გააუქმებს, თუმცა ძალისხმევა არ უნდა შეჩერდეს. მხოლოდ მსვიდობიანი გზით უნდა მო0გვარდეს პრობლემები, დასავლელი პ-არტნიორებიც ამას გვიღცევენ“, – აღნიშნა პოლიტიკოსმა.
გიორგი კობახიძის განცხადებით, თურქეთი ნატოს წევრია და საქართველოზე ბევრად ადრე მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ამ მხრივ, ანკარაც მოტივირებულია, რომ ევროკავშირს თავი მოაწონოს, მაგრამ პარალელურად რუსეთთან ურთიერთობასაც ავითარებს, რადგან საგარეო პოლიტიკის მოსკოვური ვექტორის განმტკიცება თურქეთის ინტერესებში შედის. „ბუნებრივია, გაზსადენის მშენებლობის შესახებ მოსკოვ-ანკარას შორის წინასწარი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ჩვენს დასტურს ან უარს ეს პროექტი არ ელოდება, ანუ უჩვენოდაც განხორციელდება. მთავარია ოფიციალურად გადაწყდეს – არის თუ არა ეს პროექტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი. გაუგებარია ჩვენი მასმედიიის პოზიცია – რატუმ არ ეკითხებიან რაიმეს ირაკლი ღარიბაშვილს, რატომ არ ისმება კითხევები… ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი ამ საკითხზე საკუთარ პოზციას არ აფიქსირებს. იქნებ საწინააღმდეგო მოსაზრებაში დაგვარწმუნონ… მათ ეშინიათ იმისა, რომ რაიმე არ შეეშალოთ, არ იციან როგორი არგუმენტებით შეგვეწინააღმდეგონ… გადაწყვეტილების მიღების უნარი, სამწუხაროდ, არცერთს არ აქვს. ჩვენ მხოლოდ გამოსავალს ვეძებთ [ჩვენი ქვეყნის ირგვლივ შექმნილი] მძიმე სიტუაციიდან. ეჭვები ჩნდება, თუ რატომ არ ხდება ეს ტემა მასმედიის განხილვის საგანი. შესაძლოა, ისინი ხელისუფლებასთან შეთანხმებით ამ თემის მიჩუმათებას ცდილობენ“.

“ახალი თაობა“, 11 დეკემბერი, 2014 წელი

ინტერვიუ მურმან კვარაცხელიასთან: „თუ ჩვენ აფხაზეთსა და ცხინვალს დავთმობთ, საქართველოს დამოუკიდებლობა ქარალდზე დარჩება“

ვრცელ ინტერვიუში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მურმან კვარაცხელია ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პრობლემებსა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების შესაძლოა მოგვარებასთან დაკავშირებულ საკითხებს (ესაუბრება ჟურნალისტი გულიკო ბალაძე).

გთავაზობთ ინტერვიუს ძირითად მომენტებს:

„საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მოწესრიგების გარეშე აფხაზეთის პრობლემა ვერ მოგვარდება. ისტორიულად ცნობილია, რომ რუსეთის საქართველოს ყოველთვის უფროსი ძმის პოზიციიდან უყურებდა. არადა, საქართველოს დიდი შესაძლებლობების აქვს, დიდი გონის მქონე ქვეყანაა და მან ეს შანსი უნდა გამოიყენოს.
რუსეთს, თავის მხრივ, საქართველო აინტერესებს, რადგან საქართველო კავკასიის რეგიონის ცენტრალური ქვეყანაა. ფაქტობრივად, კავკასიის ბედი საქართველოში წყდება. საქართველო კავკასიის რეგიონში ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე ხიდია… გარდა ამისა, საქართველომ რუსეთს ბევრი დიდი ადამიანი მისცა პოლიტიკოსებისა და მეცნიერთა სახით.
ამასთან, რუსეთი საქართველოს შენარჩუნება-გაკონტროლება-გავლენის გაძლიერებას აფხაზეთის ჩამოშორებით ცდილობს. საქართველოში რუსეთს ყველაზე მეტად აფხაზეთი აინტერესებს, რადგან მსოფლიოში აფხაზეთის მსგავსი რეგიონი თითზე ჩამოსათვლელია. სამწუხაროდ, რუსეთი ამის დამთმობი უახლოეს მომავალში არ არის…
არ ვამბობ, რომ აფხაზეთზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავთმოთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს დამოუკიდებლობა ქაღალდზე დარჩება, თუმცა ობიექტური რეალობა უნდა გავითვალისწინოთ…
მართალია, ახლა რუსეთს ძალიან უჭირს, ეკონომიკას ჩამოშლა ემუქრება, მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგ მუშაობს, მაგრამ მოსკოვი მაინც თითს იქნევს და დარწმუნებულია, რომ გაუძლებს, მას ვერავინ შეაშინებს. ისტორიაში ეს არ ყოფილა და არც მოხდება. (…) რუსეთი საქართველოს უტევს, მაგრამ დასავლეთი მაინც გვეუბნება, რომ მასთან ურთიერთობა უნდა მოაგვაროთო. რის ხარჯზე შეიძლება მოგვარდეს ურთიერთობა? ალბათ, დასავლეთზე, ნატოში [გაწევრიანებაზე] უარის თქმით, თუმცა ამას ჩვენი ერი არასდროს დათანხმდება – იმიტომ, რომ ჩვენი უასაფრთხოების გარანტიები ძირითადად დასავლეთიდან მოდის… მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ჩვენ დასავლეთთანაც და რუსეთთანაც თავსებადი, ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს. რუსეთი არაფერს არ დათმობს იოლად. რუსეთმა თვითონ ათქმევინა უარი დასავლეთს ბევრ რამეზე. მაგალითად, მოსკოვმა დასავლეთს ათქმევინა, რომ უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღება შორეული პერსპექტივის საკითხია; მოსკოვმა დასავლეთს უარი ათქმევინა უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე. ასეთ სიტუაციაში ვინ დაგვიდგება გვერდში მტკიცედ? მარტო შეშფოთება-აღშფოთების იმედით უნდა ვიყოთ? ამიტომაა რუსეთთან საერთო ენის გამონახვა აუცილებელი. მე პირადად ძალიან მიჭირს საერთო ენის გამონახვა, მაგრამ ისტორია გვასწავლის, რომ ეს აუცილებელია, ამის პრეცედენტები ბევრია. (…)
საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან აქტიური მოლაპარაკებისაგან თავს იკავებს. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, რა უნდა შევთავაზოთ რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხში. რუსეთი აქ წითელ ხაზს გვივლებს, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვცადოთ გამოსავალის ძიება: რუსებს [და აფხაზებს] ფედერალიზმი შევთავაზოთ, ეკონომიკური კუთხითაც ვცადოთ, ვისარგებლოთ კვიპროსის მაგალითით (რომლის თურქული ნაწილი ჩამორჩენილია, ბერძნული კი – აყვავებული), ვცცადოთ ერგნეთის ბაზრობის აღდგენა, ვცადოთ რკინიგზის გახსნა… რუსეთს უნდა ვკითხოთ, თუ ჩვენ აფხაზეთის რკინიგზას გავხსნით, თვითონ ის რას გააკეთებს. თუ მოსკოვი აფხაზეთს დაგვიბრუნებს რკინიგზაზე მიმოსვლის აღდგენის სანაცვლოდ, ამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ მე მაინც ეჭვი მეპარება“.

Comments are closed