„ალია“: რას მისცემს პრეზიდენტს ბატონ ბიძინასთან ჰიპოთეტური შერიგება?
„ალია“: რატომ დატოვა დავით ზალკალიანმა ირაკლი ალასანიას პარტია?
„რეზონანსი“: ინტერვიუ კობა თურმანიძესთან: „როცა შედეგი არ მოსწონთ, ყველაზე ადვილი კვლევის ეჭვქვეშ დაყენებაა“
„რეზონანსი“: ინტერვიუ მკვლევარ ნონა მიხელიძესთან: „სამწუხაროდ, თავდაცვის მინისტრის ოპტიმიზმს არ ვიზიარებ“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „პრემიერმა გაზპრომთან დაკავშირებით სწორი პოზიცია დააფიქსირა… ინციდენტი ამოწურულია“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ომარ ნიშნიანიძესთან: „არ გვეგონა, ალასანია სააკაშვილს კალთაში ასე ადრე თუ ჩაუხტებოდა… „ნაციონალებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ ნინო ბურჯანაძეც აჯობებს და ირმა ინაშვილიც“
„რეზონანსი“: ცხინვალი გორის რაიონთან “სასაზღვრო” პუნქტს ხსნის
—————————-
„ალია“,14 ოქტომბერი, 2015 წელი
რას მისცემს პრეზიდენტს ბატონ ბიძინასთან ჰიპოთეტური შერიგება?
სოსო ცინცაძე
ქართულ პოლიტიკურ დისლოკაციაში მორიგი ინტრიგა იჩეკება – პრეზიდენტი შეიძლება მასზე განრისხებულ „ნათლიმამას“ შეურიგდესო! ქვეყანაში, სადაც ბავშვსაც ვეღარ გააკვირვებ სუპერსიურპრიზებით, დიდი ხანია, რაც აღარაფერია გამორიცხული. „უარესიც მომხდარაო“, – მხრებს აიჩეჩს ობივატელი. ერთი სიტყვით, არც მიწისძვრა და არც წარღვნა არ გვემუქრება „ისტორიული შერიგების“ შემთხვევაში. და მაინც, ვცდი „რქაში ვტაცო ხარს ხელი“ – დავიწყებ პოლიტიკის მზიდი კონსტრუქციით – პრაგმატიზმით: რას მისცემს პრეზიდენტს ბ-ნ ბიძინასთან ჰიპოთეტური შერიგება?
გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე შეურიგებლადაც ბუზს ვერავინ აუფრენს.
გაუტკბა კარგი ცხოვრება და მეორე ვადაზე ზრუნავსო, მეტყვიან ინტრიგის მომხრეები. კი, ბატონო, კარგი ცხოვრება ჯერ არც ერთ ქართველს არ მობეზრებია და არც პრეზიდენტის სასახლე გაუცვლია ვინმეს მონასტრის კედლებზე, მაგრამ გამოუსწორებელ ნეტარმორწმუნედ უნდა იქცეს გიორგი მარგველაშვილი, რომ იგივე, მეორე ვადისკენ მიმავალი ასეთი ფანტასტიკური მარშრუტი აირჩიოს. ჯერ ერთი, ნოსტრადამუსითა და ვანგათი დაწყებული და „ნაჩვენარ“ ჯუნათი დამთავრებული, ყველანი ერთ დღეში რომ დაბრუნდნენ საიქიოდან სააქაოში, მათაც კი არ ეყოფოდათ ორი-სამი წლის შემდგომი ქართული რეალობის პროგნოზისთვის საჭირო გამბედაობა. მერეც კიდევ, გინდაც ერთი წუთით დაუშვათ, რომ პრეზიდენტი თვალდახუჭული გადაეშვა უკვე ავად სახსენებელი კოჰაბიტაციის მღვრიე მორევში, მეორე მხარეს აღარაფერს ეკითხებით? ფორმალური კომპრომისიცა და ალალი შერიგებაც ხომ ორმხრივი პროცესია? „ქართული კოჰაბიტაციის“ სრული კრახი და საბოლოო დისკრედიტაცია იმან განაპირობა, რომ არ არსებობს შერიგება მონანიების გარეშე. რა უნდა მოინანიოს გიორგი მარგველაშვილმა? რაც შეეხება მეორე მხარეს, ბ-ნი ბიძინა, მგონი, ჯერ არ ყოფილა შემჩნეული ქრისტიანულ მიმტევებლობასა და წყენის იოლად დავიწყებაში. „უკუნეთია სხვისი სულიო“, ამბობენ და სანამ მემუარების წერის დრო არ დაუდგებათ ინტრიგის ფიგურანტებს, ფუჭი შრომაა განხეთქილების რეალური სიღრმის ზომვა. პირადად ჩემთვის არასერიოზულია პრეზიდენტის სასახლის ვერსია. გემოვნებიანი ადამიანისთვის (პრეზიდენტს კი საწინააღმდეგო ბრალდების მიზეზი ჯერ არ მოუცია), არანაკლებ მიმზიდველი უნდა ყოფილიყო მშვენივრად გარემონტებული ისტორიული „ასობნიაკი“ ათონელზე. დიდი თავლის მსგავსი, საცხოვრებლად და სამუშაოდაც არცთუ მოხერხებული (თავის დროზე მქონია მისი დათვალიერების საშუალება) შენობა რაღაც გაცილებით სერიოზული ღირებულებრივი შეუთავსებლობის დემონსტრაციის მხოლოდ საბაბად შეიძლება ქცეულიყო. ბ-ნ გიორგის საკმაო დრო ჰქონდა, რათა კარგად გაეცნო ბიძინა ივანიშვილის ხასიათის საფირმო თვისებები და აკი უშეცდომოდ გათვალა კიდეც ქვეყნის მორიგი მესიის რეაქცია. ჩანს, იმ პერიოდში, როდესაც ზენიტში იყო ბ-ნ ბიძინასადმი სახალხო ნდობა და პიროვნული ავტორიტეტი, ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო სიმწიფეში შესული წინააღმდეგობის წარმოდგენა ტრივიალურ კაპრიზად თუ პომპეზურობით ადამიანურ გატაცებად. აი, ბ-ნ ბიძინასაც რომ ასევე აღექვა (თუნდაც მოჩვენებით) თავისი რჩეულის ნაბიჯი და ფილოსოფიური სიმშვიდითა და მეგობრული ირონიით შეენიღბა არასოლიდური კინკლაობა და დაეთმო? მაშინ უკვე ის იგებდა `გეიმს~ (პარტიის დასრულებამდე დიდი დროა), პრეზიდენტი კი იძულებული ხდებოდა, ან საყვარელ სათამაშომიღებული ბავშვის როლს შეჰგუებოდა, ან კიდევ ნაადრევად აეხადა ფარდა სერიოზული უთანხმოების ანატომიისთვის. ორივე მხარემ საკუთარი უნარ-ჩვევებით იმოქმედა და კიდევ ერთი „ნოუ-ჰაუს“ მომსწრედ იქცა „ღვთისმშობლის წილხვედრი“ ეს უბედური ქვეყანა; ის, რაც მხოლოდ კლასიკური დემოკრატიის ქვეყნებშია ჩვეულებრივი მოვლენა – სახელისუფლებო ინსტიტუტების ჯანსაღი კონკურენცია, ჩვენში ეროვნული კოლორიტით გამდიდრებული ვიხილეთ: პრეზიდენტს სწრაფი რეაგირების რეჟიმში, ავტომატურად დაუპირისპირდა მმართველი პარტია მთელი თავისი საკანონმდებლო და სააღმასრულებლო რესურსით. ვინაიდან საქართველოში ერთპარტიული (ბრიყვების საკენკად „კოალიციად“ წოდებული) მმართველობაა, უპარტიო მძღოლსა და დამლაგებელსაც რომ არ აჭაჭანებს. პრაქტიკულად, ბარიერის ერთ მხარეს აღმოჩნდა პრეზიდენტი თავისი 20-30-კაციანი აპარატით, ხოლო მეორე მხარეს – რამდენიმე ათეულათასიანი სახელმწიფო ბიუროკრატია. ირონიული ექსკლუზივია, რომ მთელი ეს პოლიტიკური არმადა გენერალური მინდობილობით უდგას კრიჭაში პრეზიდენტს. აბა, რა პირადული მოტივი შეიძლება ჰქონდეს ბ-ნ მეჭიაურს, ან დარგის კოშმარად ქცეულ რომელიმე მინისტრს? ისე კი, ღმერთო შეგცოდე, მაგრამ, ეტყობა, ცოდნა-განათლება არ მყოფნის ჩვენი მმართველი პარტიის მარგი ქმედების კოეფიციენტის შესაფასებლად; მაინცდამაინც „გელაპის“ ინსტიტუტის დასკვნაა საჭირო იმაში დასარწმუნებლად, რომ არასაპარლამენტო უტაქტობებითა და რუსული ყაზარმის იუმორით, პრეზიდენტის წისქვილზე ასხამთ წყალს, თქვე დალოცვილებო? მეც არაერთხელ გამიკრიტიკებია ჩემი პრეზიდენტი და ხურდად პროფესიონალური იგნორირება მიმიღია, მაგრამ არა მგონია, ამით ან მას მომატებოდეს რამე, ან მე დამკლებოდეს.
ცივილიზებულ საზოგადოებაში ნებისმიერი ხასიათის დაპირისპირება და პოლემიკაც არ უნდა სცდებოდეს ცივილიზებულ ჩარჩოებს. შეიძლება სწორედ აქედან და არა ასოცირების დოკუმენტებით იწყება ევროპული ფასეულობების ერთგულება. ერთი რამ მიკვირს კიდევ გულუბრყვილურად – ნუთუ ბ-ნ ბიძინას, ან პრემიერის ახლო წრეში ერთი კვალიფიციური პოლიტტექნოლოგიც არ მოიძებნა, „შინაური მოხმარებისთვის“ მაინც, რომ გააანალიზებდა ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური სიტუაციის როლს მთავრობისადმი რიგით მოქალაქეთა ნდობის სეკვესტრში? ასეთ რეალობაში ხომ უნივერსალური ფსიქოლოგიური რეალობაა ხელისუფლებისთვის მიუღებელი პიროვნებებისადმი მასების რეფლექტორული სიმპათია? მით უმეტეს, თუ ეს მაღალი რანგის ისეთ პოლიტიკოსს ეხება, რომელსაც ბ-ნი მეჭიაურიც კი ვერ დაადანაშაულებს ვერც ლარის გაუფასურებაში, ვერც ტოტალურ უმუშევრობაში და ვერც სურსათსა თუ დენზე ფასების ზრდაში.
წინამორბედისგან განსხვავებით, დიდი არაფერი უფლებრივი მემკვიდრეობა დახვდა პრეზიდენტ მარგველაშვილის სავარძელს, რაზეც ქილიკით არ იღლებიან ცალკეული მინისტრები და პარლამენტარები, მაგრამ ღმერთს რომ მათთვის მიუკერძოებელი დამკვირვებლის ჩვევაც არ დანანებოდა, აუცილებლად შეამჩნევდნენ, როგორი ეფექტური საზოგადოებრივი რეზონანსით იყენებს პრეზიდენტი მის ხელთ შემორჩენილ ყველა კუდმოკვეთილ უფლებას.
თითქოს უაზრობაა ვეტოს გამოყენება, როცა თავადაც იცი, რომ საბოლოო შედეგით ეს არაფერს ცვლის. საზოგადოების აქტიური ნაწილის მიერ დაწუნებულ კანონს მაინც ტაშ-ფანდურით მიიღებს რამდენიმე „მოლაპარაკე“ და დანარჩენი მდუმარე უმრავლესობა. მოსაწყენი საპარლამენტო რიტუალის მთელი ეშხი კი ისაა, რომ „ქუჩასა“ და „სამზარეულოს“ არც სადავო კანონპროექტი აინტერესებს და არც მისი შემდგომი ბედი. ვის მიერ ცალობით და „ოპტომ“ დაკოპლექტებულ პარლამენტს აღუდგა საჯაროდ (ოი, საშინელება!) წინ პრეზიდენტი? მკრეხელობა, უმადურობა, თავხედობა, სიბრიყვე – სიტყვები არ ჰყოფნის ქართული ენის ლექსიკონს ერთი შენობის ბინადართა (თორემ ქვეყანაში რომ, ყველა კვლევით, სტაბილურ უმცირესობაშია ქუთათური უმრავლესობა, მათაც კარგად იციან) უმრავლესობას.
კახელმა მევენახემაც და თბილისელმა დიასახლისმაც კი ზუსტად იცის, ვის ესროლა ხელთათმანი ფრთებშეჭრილმა პრეზიდენტმა. თბილისს არ გასცდენია სიმბოლური ხელთათმანის მარშრუტი. ქუთაისში მხოლოდ რიკოშეტმა შეაღწია და მხოლოდ მისი განეიტრალების „დამსახურება“ შერჩა ხელში საპარლამენტო უმრავლესობას. მთავარი იყო, გოლიათთან მებრძოლ მარტოხელა დავითად აღექვა ბიუროკრატიის სახელფასო-საპრემიო ბულემიით გამწარებულ ხალხს პრეზიდენტი. იშვიათად წამიკითხავს ასეთ ფართოდიაპაზონიან წერტილოვან დარტყმებზე.
პრეზიდენტის ვარსკვლავის საათად იქცა მისი ამერიკული ვოიაჟი გაეროს გენერალური ასამბლეის დღეებში. ეტყობა, კვალიფიციურ მრჩეველთა მართლაც საგანგაშო კრიზისია ქვეყნის ფორმალურ თუ არაფორმალურ მმართველობაში, თორემ როგორ მოახერხებდა ის, ასე უპრობლემოდ ჩაეყენებინა თავის სამსახურში ოპონენტების ყველა ინიციატივა?
ჯერ კიდევ როდესაც ამერიკაში ელჩის კანდიდატურა განიხილებოდა, დაუფარავად ვწერდი, რომ წარმოდგენა არ უნდა გქონდეს ელჩისთვის აუცილებელ პიროვნულ თვისებებზე, არჩილ გეგეშიძეს რომ ანდო ასეთი ჯოჯოხეთური მისია მსოფლიოს ნომერ პირველ დიპლომატიურ პოდიუმზე. ჭკვიანს, დინჯს, მაგრამ უზომოდ თავშეკავებულსა და კარგად აღზრდილ პროვინციელ ქალწულივით მორცხვსა და მუდამ „ყველა ღილებზე შეკრულს“, მას ტრაგიკულად აკლია ელჩისთვის აუცილებელი კომუნიკაბელობა, ზომიერი სითამამე, სხარტი და ენამოსწრებული ზეპირი მეტყველება. მას გაუჭირდება პარტნიორებთან გულღია ნდობის ატმოსფეროს შექმნა, როდესაც არაფორმალურ ვითარებაშიც კი შეიძლება შენი ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება „გამოსტყუო“ პარტნიორს. მოკლედ, ყველაფერი ის, რითაც ასე მომგებიანად გამოირჩეოდა არაპროფესიონალი ედუარდ შევარდნაძე თავისი დიპლომატიური ზეობის საუკეთესო წლებში.
რა კავშირშია ელჩი არჩილ გეგეშიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვიზიტთან? ცოტა თუ ელოდა თბილისში, რომ ამერიკაში პრეზიდენტის ვოიაჟის ძირითადი პუნქტი ვაშინგტონი იქნებოდა. მთავარი სანახაობა ხომ ნიუ-იორკში იყო, სადაც მხოლოდ გზად შეიარა ბ-მა გიორგიმ და სადაც სასწრაფოდ იქნა დედაქალაქიდან მივლინებული ელჩი გეგეშიძე. კიდევ ერთი იაღლიში მოუვიდათ მივლინების ინიციატორებს; გარდა იმისა, რომ მთელ მსოფლიოში „გააბაზრეს“ რიშელიედან მოყოლებული დიპლომატიურ ბიბლიად ქცეული ეტიკეტისადმი საკუთარი უპატივცემულობა, ვაშინგტონში მისთვის არცთუ სასიამოვნო კამპანიის გარეშე დატოვეს პრეზიდენტი. იოლი იქნებოდა პრეზიდენტისა და მის თანმხლებთათვის ეჭვის თვალით შემყურე, ორ ცეცხლს შუა ჩავარდნილი ელჩის ატანა დილიდან საღამომდე? ასე რომ, რეალურად მოგებული ისევ „ავლაბრელი“ დარჩა.
რასაკვირველია, გაეროს ტრიბუნაზე დგომა და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე წარმომადგენლობით ფორუმზე სიტყვით გამოსვლა საერთაშორისო ჟღერადობის ტრიუმფია. ეს ერთი ფაქტიც საკმარისია საკუთარი ქვეყნისა და გაეროს ისტორიაში შესასვლელად. მყისიერი რეზონანსული ეფექტის თვალსაზრისით მან აშკარად გადაწონა პრეზიდენტის ოცდაათივე შეხვედრა, მაგრამ უკანასკნელს აზრადაც არ ჰქონია მოკლევადიან საერთაშორისო პოპულარობაში შეჯიბრებოდა პრემიერს. როგორც გაირკვა, გაცილებით გრძელვადიან გათვლებზე იყო აგებული პრეზიდენტის ვიზიტი. მან დამატებით გააცნო თავი ამერიკის იმ წრეებს, საზოგადოებრივ აზრს რომ ქმნიან და უმაღლეს დონეზე გადაწყვეტილებებისთვის საჭირო ფონს ამზადებენ. არ ვიცი, იყო თუ არა მზად რადარებზე სასაუბროდ გიორგი მარგველაშვილი, მაგრამ მომენტის ადეკვატური გახლდათ მისი რეაგირება – ამერიკის რადარებზე საქართველოს დაბრუნება დააფიქსირა ქვეყნისა და, ცხადია, საკუთარი პრეზიდენტობის მიზნად ბ-მა გიორგიმ და სხვა რომ არაფერი, მხოლოდ ამ სტრატეგიის გასაჟღერებლად ღირდა ამერიკაში ჩასვლა. მან არა მხოლოდ აღიარა სერიოზული დიპლომატიური ჩავარდნა, არამედ ქვეყნის უმაღლესი პირის რანგში ახალი სტრატეგიაც დასახა. კიდევ ერთი მომენტი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას – თუ პრემიერის აუდიტორია პრაქტიკულად მთელი მსოფლიო იყო, რომლის უდიდეს ნაწილს არც საქართველოს დაკარგული ტერიტორიები და არც მისი მომავალი არ ანაღვლებს, პრეზიდენტს მოტივირებული და დაინტერესებული აუდიტორია ხვდებოდა ყოველ შეხვედრაზე. მხოლოდ მოვალეობის გრძნობითა და სალონური თავაზიანობით არ დადიან ამერიკელი სპეციალისტები ასეთ შეხვედრებზე. ჩვენგან განსხვავებით, ძვირად აფასებენ ისინი თავიანთ დროს. ერთი რამ კი ნამდვილად დარჩა დასაკონკრეტებელი პრეზიდენტის შეხვედრებისას: ვინ, როდის და როგორ უნდა დააბრუნოს საქართველო ამერიკის რადარებზე? მით უმეტეს, რომ არც ევროპის რადარებზე კაშკაშებს ჩვენი ქვეყანა. ქართულ დიპლომატიას ხომ არც გაქრობა შეუმჩნევია (ამაზე ამერიკელებმა მიგვანიშნეს) და ცხადია, არც დაბრუნების სტრატეგიაზე ზრუნავს. როგორც ჩანს, ამას უკვე სხვა პოლიტიკური ძალა და ლიდერი შეეცდება. მეტი კონკრეტიკა თუ გნებავთ, გვარდაუსახელებელი კოლმეურნეობის თავმჯდომარე.
მსუყე საანალიზო ინფორმაციას შეიცავდა ამერიკიდან დაბრუნებული პრეზიდენტის უჩვეულოდ ვრცელი ინტერვიუ „რუსთავი-2“-თან. საიდან არ უტრიალა გიორგი გაბუნიამ „მსხვერპლს“, მაგრამ ვერა და ვერ შეიტყუა საგულდაგულოდ დაგებულ ხაფანგში, სიტყვა ვერ დააცდენინა ტელეკომპანიის „ჯალათ“ მოსამართლესა და „ქართულ ოცნებაზე“, ბიძინა ივანიშვილსა და „არაფორმალურ მმართველობაზე“. ევერესტივით იდგა მეორე გიორგი სახელისუფლებო და ზოგადად, დემოკრატიის გარანტი ინსტიტუტების საგუშაგოზე. ამ სახელმწიფოებრივი პოზიციიდან ფეხი ვერ მოაცვლევინა ჟანრის გამოცდილმა ტელეჟურნალისტმა. თავი არ აარიდა რა, ზოგადად, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას, როგორც ეს სახელმწიფოსა და დემოკრატიაზე მზრუნავ პოლიტიკოსს შეშვენის, პრეზიდენტმა სულ მესხისა და გარინჩას ელეგანტურ ფინტებში აბორიალა და იქით აწმენდინა ოფლი ნირწამხდარ მასპინძელს. გვიან მიუხვდა ჟურნალისტი პრეზიდენტს და ისღა დარჩენოდა, „ლაითში“ ესაყვედურა, – „დიპლომატობთო“.
რას იზამ, გიორგი მარგველაშვილი დღეს „ენჯოეშნიკი“ აღარ არის, ის ქვეყნის პრეზიდენტია, საკუთარი პოლიტიკური გათვლებითა და ტაქტიკით.
თუ ყველაფერი ასე ცხადი და ნათელია, მაშ, რას ფილოსოფოსობს და დიპლომატობს ეს ჩვენი პრეზიდენტი, გამოვიდეს და პირდაპირ გვითხრას, რა გეგმები აქვს და რას აპირებს პოლიტიკაში დარჩენითო, – შემეკითხება საბოლოოდ დაბნეული ობივატელი, რომელსაც ქვეყნის უახლესმა ისტორიამ ასწავლა ყველაფერს ეჭვით შეხვდეს და აღარავისი სჯეროდეს.
საქმე კი ის გახლავთ, რომ არსად არ ეჩქარება დღეს პრეზიდენტს. დაინტერესებული რიგითი ამომრჩევლის რანგში ხვდება საგაისო არჩევნებს. როგორ ფიქრობთ, ვის მისცემს ხმას? მომდევნო არჩევნებს კი რთული და მრავალსვლიანი კომბინაციით შეხვდება. აბა, იმიტომ ხომ არ რჩება დიდ პოლიტიკაში, რომ პრეზიდენტობის დარჩენილი წლები „ოპტიმიზაციის“ პროცესგამოვლილ „ქართულ ოცნებასთან“ „ცივ ომში“ გაატაროს? ნურც იმას დაივიწყებთ, რომ ხუთი წლის შემდეგ ათიათასობით ახალგაზრდა გადააბიჯებს ასაკობრივ ცენზს და ამომრჩევლად იქცევა. ვისკენ გადაიხრება მათი სიმპათიები თქვენი აზრით?
ჰოდა, თავად განსაჯეთ, მოჩანს შერიგება პრეზიდენტის რადარზე?
„ალია“, 14 ოქტომბერი, 2015 წელი
რატომ დატოვა დავით ზალკალიანმა ალასანიას პარტია
რას პასუხობს პარტიის ყოფილი საერთაშორისო მდივანი „ალიას“
ნინო სამხარაძე
ირაკლი ალასანიას პარტიის რღვევა დაწყებულია. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ პოლიტიკურალ წონადი ფიგურა გუშინ დაკარგეს. „ალიას“ ექსკლუზიური ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა და ეს ინფორმაცია მან ჩვენთან ინტერვიუში დაადასტურა.
კულუარული ინფორმაციით, ზალკალიანის პარტიიდან წასვლის მიზეზი ირაკლი ალასანიას „ნაციონალურ-მოძრაობასთან“ თანამშრომლობაა. პარტიიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადებით დავით ზალკალიანმა ალასანიას ოფისს უკვე მიმართა. ზალკალიანს „თავისუფალი დემოკრატების“ საერთაშოისო მდივნის პოზიცია ეკავა. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ის პარტიის გამგეობის წევრი იყო. როგორც ინფორმირებული წყარო გვარწმუნებს, ზალკალიანი ბოლო არ იქნება, ვინც ირაკლი ალასანიას გუნდს პარტიის თავმჯდომარის „ნაციონალებთან“ თანამშრომლობის გამო დატოვებს. „ალიას“ ინფორმაციით, ალასანიას პარტიაში ტექტონიკური ძვრები დაწყებულია, ვიქტორ დოლიძესა და ირაკლი ალასანიას შორის სერიოზული უკმაყოფილება ყოფილა, რადგან მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადგა. დოლიძეს არ უნდა, დაკარგოს პოლიტიკური და ადამიანური სახე, ამიტომაც ის კატეგორიულად ემიჯნება ალასანიას „ნაციონალებთან“ თანამშრომლობას, თუმცა ვიქტორ დოლიძე შიდაპარტიულ ბრძოლაში მარტო არ არის, პარტიის შიგნით არის დაჯგუფება ზურაბ აბაშიძის, ვიქტორ დოლიძის, სულხან ღლონტის შემადგენლობით, რომლებიც, ამავე წყაროს თქმით, პარტიიდან წამსვლელთა სათადარიგო სკამზე სხედან. ეს ჯგუფი მოვლენებს რეალურად აღიქვამს, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია რამიე ფორმით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაწყვილება, რასაც ალასანია არ გამორიცხავს. მათთვის „ნაციონალური მოძრაობა“ დამნაშავე ძალასთან ასოცირდება, ისინი არ ივიწყებენ წარსულს, თუმცა ფიქრობენ მომავალზე და თვლიან, რომ მათი „ნაციონალებთან“ გაერთიანება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში დაუშვებელია.
როცა ირაკლი ალასანია სიტყვის თავისუფლების გადარჩენაზე საუბრობს და „რუსთავი-2“-ის დასაცავად თავს წირავს, ამ ჯგუფს ისიც ახსოვს, როგორ დაარბია მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა ტელეკომპანია „იმედი; ახსოვთ, რა ბინძური მეთოდებით ებრძოდათ მათ „რუსთავი-2“; ახსოვთ, როგორ შექმნა ვანო მერაბიშვილმა „რეალ ტვ“ და რას სჩადიოდა სააკაშვილის რეჟიმი – როგორ კლავდა სიტყვის თავისუფლებას. არ შეიძლება, ნამუსზე ხელი აიღო და ასე ურცხვად, არაკაცურად ამტკიცო, რომ შავი თეთრია… ალასანიას მიმართ პარტიაში პრეტენზიები ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა, როცა მან საკუთარი პარტიის წევრების „გადაგდება“ და აკრძალული თამაშები დაიწყო, ბიძინა ივანიშვილის ზურგსუკან „ნაციონალებთან“ გარიგებებს თავი რომ დავანებოთ, ალასანია თავისი საპრეზიდენტო ამბიციებით, პარტიზანული მოქმედებებითა და ვირეშმაკობით, პარტიის ზოგიერთი წევრისთვის ძალიან ამორალური იყო. 2012 წელს ალასანიამ მაჟორიტარულ არჩევნებში ზუგდიდში ვერ და არ დაამარცხა ისეთი ბოროტება, როგორიც არის როლანდ ახალაია. მას ჩაბარებული ჰქონდა სამეგრელოს რეგიონი, სადაც სამარცხვინოდ წააგო და ამ წაგების უკან მისი გუნდის წევრებმა „ნაციონალებთან“ გარიგება დაინახეს. ალასანიას საარჩევნო ოფისს ყველაზე დიდი ფული ჰქონდა გადარიცხული, საუბარია რამდენიმე მილიონზე, მაგრამ დღემდე არავინ იცის, სად წაიღო ალასანიამ ეს ფული. კაცმა, რომელსაც საპრეზიდენტო ამბიცია ჰქონდა, ციხისსკანდალური კადრების რეჟისორების მამასთან,როლანდ ახალაიასთან წააგო არჩევნები.ამით ყველაფერი ნათქვამია. ამიტომაც მისი ამბიციებიყველას ყელში აქვს ამოსული!
პარტიაში ხედავენ, რომ ირაკლი ალასანიასაკუთარი ფეხით ადის გილიოტინაზე და სხვებსაცძირავს. ირაკლი ალასანიას ლიდერი დღემდეგიგა ბოკერიაა, რაც პარტიის ჯანსაღადმოაზროვნე წევრებისთვის ამაზრზენია. მათთვისმიუღებელია მუდმივად პოლიტიკური ინსტრუქციებისმიღება გიგა ბოკერიასგან. „ნაციონალებთან“ გარიგებებზე წასული ალასანია პერმანენტულადკარგავს წევრებს. შეგახსენებთ, რომსწორედ ამ მიზეზით დატოვეს თბილისისა დარამდენიმე რეგიონის საკრებულოში „თავისუფალმადემოკრატებმა“ ალასანიას პარტია. ფრაქცია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ თბილისის საკრებულოშისაქმიანობა შეწყვიტა, რადგან ჯახველაძე,მუსხელიშვილი, ახვლედიანი და ჯიშკარიანი ალასანიას „ნაციონალებთან“ გარიგებას გაემიჯნნენდა ეს მას მოღალატეობრივ ნაბიჯად ჩაუთვალეს. თუმცა ალასანია თავისას არ იშლის – ის აქტიურადაა ჩართული „ნაციონალებისა“ დასაკუთარი თავის გადარჩენის სპეცოპერაციაში.
ამ დღეებში კიდევ ერთი შეხვედრა ჰქონიაგიგა ბოკერიასთან და „რუსთავი 2“-ის გენერალურდირექტორთან ნიკა გვარამიასთან, რევოლუციურიგეგმების ერთად განხორციელებისმიზნით. შეგახსენებთ, რომ აქტიურად განიხილებახალხის ქუჩაში გამოყვანის და ფართომასშტაბიანიაქციების მოწყობის სცენარი. „ნაცებმა“ იციან, რომ საკუთარი აქტივისტების გარდა,ხალხი მათ მიტინგზე არ მივა, მით უფრო ვადამდელიარჩევნების მოსათხოვნად, ამიტომაც ვითარების დამძიმების მიზნით ჩანაფიქრია, რომ „რუსთავი 2“-ის მაუწყებლობა გათიშონ დახალხს ქუჩაში საშველად მოუხმონ, ლოზუნგით –„თავისუფალ სიტყვას კლავენ, ყველანი ქუჩაში“! ვისაც მოკლე მეხსიერება აქვს, შესაძლოა,ის ხალხი მივიდეს ამ აქციაზე, მაგრამ ძნელადწარმოსადგენია, რომ „ნაცებმა“ და ალასანიამრევოლუცია მოახდინონ თბილისის ქუჩებში…ირაკლი ალასანიას პარტია, ფაქტობრივად,ორადაა გაყოფილი.
ერთ მხარეს დგას ჯანსაღად მოაზროვნეჯგუფი, „ნაცებთან“ ლაქიობას კი მხარს უჭერენალექსი-ბუკა პეტრიაშვილი და ნინო გოგუაძე.ალექსი-ბუკა პეტრიაშვილის რა მოგახსენოთ,სულ თრობასა და ნირვანაში მგონია ეგ კაცი დამის არასერიოზულ განცხადებებს ჩიტის ბუმბულისწონა აქვს, მაგრამ რაც შეეხება ნინო გოგუაძეს,ის „ნაცქალების“ დაქალია და ამის დამადასტურებელიფოტომასალა არაერთხელ გამოქვეყნებულა მედიაში. ეს ხალხი ნამდვილად არასოდესგაფრინდება ალასანიას ორბიტიდან, მათთან ერთად თუ დაამხობს ხელისუფლებას ირაკლი ალასანია,მაშინ ირაკლი კი არა, ბრუსლი ყოფილა…
ირაკლიმ კვირა ბრახუნია განცხადებით დაიწყო.გავრცელებულ ინფორმაციას, ვიქტორდოლიძის პარტიიდან წასვლის შესახებ, 10 ოქტომბერსასე უპასუხა: „ვიქტორ დოლიძე ჩვენთან ერთად შევა პარლამენტში და დაამხობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ჯერ კიდევკოალიციაში რომ ვიყავით, ბიძინა ივანიშვილსოცნება ჰქონდა, „თავისუფალი დემოკრატები“ კოალიციაშიყოფილიყვნენ ალასანიას გარეშე. „რესპუბლიკელების“ შემთხვევაში პირიქით იყო“.ალასანიამ, ფაქტობრივად, ღიად დააანონსა, რომხელისუფლების დამხობას ნებისმიერ ფასადაპირებს. ეს ტერმინოლოგია კი მის ფრაზეოლოგიაშიმას შემდეგ გამოჩნდა, რაც ის „ნაციონალებს“ სარეველასავით გადაეფსკვნა. წყალწაღებულიხავსს ეჭიდებოდაო, ამ კაცზეა ნათქვამი.
საინტერესოა, დავით ზალკალიანის შემდეგ,ვინ იქნება, ვინც ირაკლი ალასანიას პარტიას დატოვებს?თუკი ვიქტორ დოლიძის მორალური მახასიათებლებიდანგამოვალთ, ის ვერ შეეგუებაირაკლი ალასანიას პოლიტიკურად გათავხედებასდა არ დაუშვებს „ნაციონალებთან“ რაიმე ფორმითალიანსის გაფორმებას.
„ალიასთან“ საუბარში კი აი, რას აცხადებს დავით ზალკალიანი:
– ბატონო დავით, ადასტურებთ, რომ პარტია „ თავისუფალი დემოკრატები“ დატოვეთ?
– დიახ, ვადასტურებ.
– რა იყო პარტიიდან თქვენი წამოსვლის უმთავრესი მიზეზი?
– ჯერ არ მინდა ამ თემაზე საუბარი… დიდი ხანია ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ვარ, არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურად მიუკერძოებელია, შეუთავსებელია პარტიულსაქმიანობასთან.
– ბატონო დავით,თუ აქამდე არიყო შეუთავსებელი,ახლა რა მოხდა? ალასანიას „ნაციონალებთან“ თანამშრომლობასემიჯნებით?
– ამაზე კომენტარსარ გავაკეთებ,ძალიანგთხოვთ…
– რამდენად სავარაუდოა, რომ ვიქტორ დოლიძემ და ზურაბ აბაშიძემაც დატოვონ პარტია?
– მათი საქმიანობის შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ. არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს, არც ირაკლი ალასანიაზე და არც პარტიის წევრებზე.
– ბატონო დავით, როცა ირაკლი ალასანიამ საქართველოს ხელისუფლების ევროატლანტიკური კურსი ეჭვქვეშ დააყენა, თქვენ განაცხადეთ, რომ ამ საკითხზე კითხვები გაგიჩნდათ, დიდი დროგავიდა მას შემდეგ, რაც მაია ფანჯიკიძესთან ერთად დატოვეთ საგარეო საქმეთა სამინისტრო დაამ კითხვებს პასუხი გაეცა?
– ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ მინდა,რადგან ძალიან გულდასმით ვაკვირდები იმ პროცესებს,რაც ქვეყანაში მიდის და ცოტა მოგვიანებითგავცემ ამ კითხვებზე პასუხს.
„რეზონანსი“, 14 ოქტომბერი, 2015 წელი
ინტერვიუ კობა თურმანიძესთან: „როცა შედეგი არ მოსწონთ, ყველაზე ადვილი კვლევის ეჭვქვეშ დაყენებაა“
თაკო მათეშვილი
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ხელმძღვანელი კობა თურმანიძე ენდიაისთან ერთად ჩატარებულ კვლევაზე საუბრობს და ამბობს, რომ თუკი ვინმეს მისი შედეგები არ მოეწონა, ე.ი. მას რეალობა არ მოსწონს, რადგან ეს კვლევა ქვეყანაში არსებულ რეალობას ასახავს. იგი ამბობს, რომ კვლევა გამჭვირვალეა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია შეისწავლოს იმ მეთოდოლოგიის სანდოობა, რომლითაც იგი ტარდება. სწორედ ამიტომ, თურმანიძეს არ ესმის, თუ რატომ ჩნდება მათი კვლევების გარშემო ეჭვები ასე ხშირად.
მოგეხსენებათ, „ენდიაი“-მ და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გუშინწინ წარადგინეს. იგი ძირითადად ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებსა და თვითმმართველობის ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებას მიეძღვნა. კვლევის მეორე, უფრო “საინტერესო” ნაწილი კი, რომელიც პოლიტიკურ რეიტინგებს და საგარეო ურთიერთობების საკითხებს მოიცავს, ხუთშაბათს გამოქვეყნდება.
კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. ენდიაის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ატარებს.
როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ადგილობრივი მთავრობა მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახორციელებს. ენდიაის კვლევის თანახმად, კითხვაზე – რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით, რომ ადგილობრივი მთავრობა ახორციელებს თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს? – პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ვეთანხმები – 13%, ნეიტრალური – 34%, არ ვეთანხმები – 46%, არ ვიცი – 7%.
გამოკითხულთა უმრავლესობამ თვითმმართველობების საქმიანობის შესახებ არაფერი იცის. 94% აცხადებს, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოს წევრი ან მისი თანამშრომელი არ დაკავშირებია. 96%-ია ეს მაჩვენებელი მერის ან მისი თანამშრომლის შემთხვევაში და 98% – გუბერნატორის ოფისის შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა უმრავლესობამ, 71%-მა, არ იცის, ვინ არის საკრებულოში მისი მაჟორიტარი. გამოკითხულთა 44% დავით ნარმანიას საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 36% – ცუდად, კარგად კი მხოლოდ – 12%. შესაბამისად, ენდიაის კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმრავლესობა – 47% ამბობს, რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ ქალაქსა თუ სოფელში მისი საცხოვრებელი პირობები იგივე დარჩა, 43% კი მიიჩნევს, რომ გაუარესდა.
ხელისუფლების წარმომადგენლები კვლევის შედეგს არ შეუშფოთებია. მათი აზრით, ამ კვლევას დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და “აჟიოტაჟად არ ღირს”.
“გავიხსენოთ, თუ გნებავთ, წინასაარჩევნო კვლევები. “ნაცმოძრაობას” მხარდაჭერა 100%-მდე ჰქონდა,” – ეს სიტყვები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ეკუთვნის.
თუმცა კვლევის სანდოობაში ეჭვი არ ეპარებათ ოპოზიციის წარმომადგენლებს.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ენდიაიმ დაადასტურა ის განწყობა, რაც საზოგადოებაში არსებობს. მისი თქმით, საზოგადოებაში არის განცდა, რომ უპატრონოდ არიან მიტოვებულნი.
“რეზონანსთან” ინტერვიუში კობა თურმანიძე ბრალდებებს პასუხობს და ოპონენტების არგუმენტებს მცდარს უწოდებს.
- ეს ჩვეულებრივი მასობრივი გამოკითხვა იყო. მთელი საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევით დაახლოებით 4 500 ადამიანი გამოვკითხეთ. მათ შორის თვითმმართველი ქალაქების წარმომადგენლობითი შერჩევაც გვაქვს და ამით ამ ქალაქებში არსებული მადგომარეობა შეგვიძლია შევადაროთ ერთმანეთს.
- ისევე როგორც სხვა დროს, კვლევაში ახლაც ბევრმა შეიტანა ეჭვი. განსაკუთრებით კი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. რატომაა მის მიმართ უნდობლობა ასე ხშირად?
- ჩემი აზრით, თუკი შედეგები არასახარბიელოა, ყველაზე ადვილი გამოსავალი ამ დროს მისი რეალობის ეჭვქვეშ დაყენებაა. სხვა საფუძველი ამას არა აქვს, რადგან ჩვენ მიერ ნაჩვენები შედეგი სხვა კვლევებითაცაა დადასტურებული და შეუძლებელია, ყველა ცდებოდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას ეს არ მოსწონს.
- ამ ადამიანებს არგუმენტიც აქვთ – რომ 2012 წლის არჩევნებამდე თქვენი კვლევები ერთ სურათს აჩვენებდა, არჩევნებმა კი სულ სხვა რამ აჩვენა.
- ეს არგუმენტი მცდარია, რადგან ის კვლევა, რომელზეც აქცენტს აკეთებდნენ, 2012 წლის არჩევნებამდე ორთვენახევრით ადრე ჩატარდა, როცა საარჩევნო კამპანია პიკზეც არ იყო მისული და ორთვენახევარში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ იცვლება. მაშინ ჩვენი კვლევების მიხედვით ადამიანთა დიდი რაოდენობა თავის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული არ იყო. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვეუბნებოდა და იმ ორთვენახევრის მერე რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, არ შეიძლება ამის გამო კვლევას მეთოდოლოგია დაუწუნო. ეს საბაბია და არა მიზეზი.
- ხშირად ასევე სადავო ხდება კითხვის დასმის ფორმა და სპეციალისტები მიუთითებენ იმაზე, რომ ზოგჯერ კითხვა პასუხს დიდწილად განსაზღვრავს. ასეთი შემთხვევა იყო თქვენ მიერ გამოქვეყნებული წინა კვლევის დროს, როცა ევრაზიულ კავშირში შესვლის მომხრეთა რაოდენობამ 31% პროცენტი შედგინა. მოგვიანებით კი ენდიაის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ამ ადამიანთა დიდმა უმრავლესობამ უბრალოდ ვერ გაიგო, თუ რას ეკითხებოდნენ და “ევრაზიული კავშირი” “ევროკავშირისგან” ვერ გაარჩია… თქვენი აზრით, რამდენად სწორად, ადეკვატურად ესმით რესპონდენტებს თქვენ მიერ დასმული კითხვები?
- ეს ყველაფერი, თავისი კითხვებით გამჭვირვალე და საჯაროა. პრეზენტაციის დროს ყველა ხედავს და ამაში დამალული არაფერია. “ევრაზიულ კავშირთან” დაკავშირებულ კითხვაზე პასუხი ჩვენს მომავალ პრეზენტაციაში იქნება, რომელიც ხუთშაბათს გაიმართება. მაშინ გამოჩნდება, შეგვეშალა თუ არა ჩვენ.
- რას მოიცავს ხუთშაბათს გამოსაქვეყნებელი კვლევა?
- ეს ერთი კვლევაა, უბრალოდ ორ ნაწილად გავყავით, რადგან პრეზენტაცია ძალიან დიდი გამოვიდოდა. გამოკითხვა ერთია. მომავალი პრეზენტაციები საგარეო ურთიერთობასა და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას მოიცავს.
„რეზონანსი“, 14 ოქტომბერი, 2015 წელი
ინტერვიუ მკვლევარ ნონა მიხელიძესთან: „სამწუხაროდ, თავდაცვის მინისტრის ოპტიმიზმს არ ვიზიარებ“
რომის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ნონა მიხელიძე ინტერვიუში სირიის კონფლიქტზე და, საერთოდ, ახლო აღმოსავლეთის პრობლემებზე საუბრობს. იგი ეხება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის პერსპექტივებსაც და რუსეთიდან საქართველოს გაზით უზრუნველყოფის საკითხს.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს ბრიუსელში შეხვედრები ჰქონდათ ნატო-ს გენერალურ მდივანთან. ალიანსის გენმდივანი იენს სტოლტერბერგის განცხადებით, “საქართველო ასრულებს თავის დაპირებებს, განაგრძობს რეფორმებს და სწორ გზაზე დგას“. თვადცვის მინისტრი თინა ხიდაშელის მტკიცებით, ნატო-ს ვარშავის მინისტერიალი “ალბათ გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება“. მართალია, ამჯერად გაფართოება საქართველოს არ შეეხება, მაგრამ იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი და აცხადებს, რომ საქართველოსთვის ვარშავაში მიღებული გზავნილები “იქნება ძალიან მარტივი, ადვილად აღქმადი და არ დატოვებს მანიპულირების და ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას“. მსოფლიოში დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, რაშიც უპირველესად სირიაში დაწყებული ოპერაცია იგულისხმება, რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ნატო-ს დეკემბრის მინისტერიალისგან?
- სამწუხაროდ, თავდაცვის მინისტრის ოპტიმიზმს არ ვიზიარებ. თავდაცვის მინისტრი ზრდის მოლოდინებს. შეიძლება, ეს მისი აზრით, დასავლეთზე ერთგვარი ზეწოლის ფორმაა, რომელსაც, სამწუხაროდ, იმედგაცრუება მოჰყვება. ეს კი მხოლოდ პრო-რუსული ძალების წისქვილზე ასხამს წყალს. იმედგაცრუებულმა მოსახლეობამ შეიძლება ერთ დღეს იფიქროს, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროექტს მომავალი არ აქვს და აქედან გამომდინარე, ხომ არ სჯობს გადავხედოთ ჩვენს საგარეო ვექტორს და მივმართოთ ის ჩრდილოეთით. დღეისათვის, უკრაინისა და სირიის კრიზისიდან გამომდინარე, ნატო დიდი ალბათობით მოერიდება კრემლის გაღიზიანებას და არ ისაუბრებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე. ყოველი შემთხვევისთვის, არ იტყვის იმაზე მეტს, რაც უკვე დააფიქსირა ბუქარესტის სამიტზე. ამიტომაც გაუგებარია, რატომ მოხდა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხის მიბმა მხოლოდ უსაფრთხოების თემებზე და რატომ არ ვცლით ნარატივს. რატომ არ ვუსვამთ ხაზს იმ ფაქტს, რომ ნატო და ევროკავშირთან გაწევრიანების სურვილი არა მხოლოდ ჩვენ უსაფრთხოებას, არამედ ევროპულ ფასეულობებთან სიახლოვის საკითხს უკავშირდება.
თავდაცვის მინისტრის ოპტიმიზმს არ იზიარებს არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, “დიდი ალბათობით, ინტეგრაციის გზაზე ვარშავაში, ნატო-ს სამიტზე მნიშვნელოვან ნაბიჯს ვერ მივიღებთ”. აქ გაუგებარია ის ფაქტიც, თუ რატომ აქვს სხვადასხვა მოლოდინი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფოსთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე. ხანდახან რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ შორის არ არსებობს მინიმალური დონის კოორდინაცია.
- გასაგებია, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოსთვის მნიშვნელოვნად გაზრდილია საფრთხეები, ანუ ამა თუ იმ ტურბულენციაში მოხვედრის ალბათობა და ქვეყანა უსაფრთხოების გარანტიებს საჭიროებს. მინისტრი ხიდაშელი აცხადებს – “ჩვენ ვითხოვთ მაპ-ზე გადახტომას“. თქვენი დაკვირვებით, რას შეიძლება ნიშნავდეს “მაპ-ზე გადახტომა“? და, რამდენად დიდია ალბათობა, რომ საქართველომ ამ ეტაპზე შეძლოს მაპ-ზე გადხტომა და უსაფრთხოების მყარი გარანტიების მიღება?
- პოლიტიკოსების მხრიდან ამგვარი სახის დისკუსიები გაუგებრად მიმაჩნია. როგორც აღვნიშნე, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭიროა, არსებობდეს პოლიტიკური ნება დასავლეთის მხრიდან. ასეთი ნება დღეისათვის არ არსებობს. ასე რომ საუბრები პროცედურულ საკითხებზე – “მაპ-ს მივიღებთ” თუ “მაპ-ს გადავახტებით” – არასერიოზულია.
- მიუხედავად იმისა, რომ ევროპას ახლა ჩვენთვის მაინცადამაინც არ სცალია, საქართველოსთვის აქტუალური თემაა, ექნება თუ არა ქვეყანას მნიშვნელოვანი წინსვლა ვიზალიბერალიზაციის საკითხში. ევროპელ მაღალჩინოსანთა შეფასებებით, ამ საკითხში საქართველოს გადადგმული აქვს წარმატებული ნაბიჯები. თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია ალბათობა, რომ ამ საკითხზე ნოემბრის შუა რიცხვებისათვის დაგეგმილი ევროკავშირის დასკვნის საფუძველზე საქართველო ევროპულ ვიზალიბერალიზაციას მიიღებს? ან, თუ მიიღებს, სავარაუდოდ როგორი იქნება იგი?
- ჩემი ინფორმაციით, ევროკომისია აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ნოემბერში პოზიტიური რეკომენდაცია მომზადდეს, როგორც საქართველოს, ისე უკრაინასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მხრიდან იყო გარკვეული შიშები, რომ ევროკავშირი ამ საკითხს სიირიდან ლტოლვილთა ნაკადის გაზრდას დაუკავშირებდა. ეს ასე არ მომხდარა და იმედია, არც მოხდება.
- ჩვენთან ახლა ერთ-ერთი განხილვადი თემა გახლავთ ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადება – “თუ მოვახერხებთ რუსეთიდან გაზის დამატებითი მოცულობის წამოღებას, ძალიან კარგი იქნება“. მართალია, მას არ დაუზუსტებია, ამის რა აუცილებლობა აქვს ქვეყანას, მაგრამ ამ საკითხში გაუგებარი სულ სხვა რამაა. ვითარებაში, როცა უკრაინასა და საქართველოში რუსეთის ქმედებების გამო ევროპა მაქსიმალურად ცდილობს, შეამციროს რუსული გაზის მოხმარება, თავად საქართველო რატომ უხსნის გზას რუსულ გაზს. შესაძლოა, ამ საკითხში მინისტრ კალაძეს სტრატეგიული ხედვა არ ქონდეს, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ მთელ მთავრობას არ აქვს ამ საკითხში სტრატეგიული ხედვა. ამ საკითხზე მინისტრმა კალაძემ არაერთი განმარტება გააკეთა, მაგრამ მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პროცესში ეკონომიკურ შემადგენელზე მეტად პოლიტიკური რეალურად არსებობს. რომიდანაც ასე ჩანს?
- “გაზპრომი” არის რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია, რომელსაც არასდროს უმოქმედია ეკონომიკური თამაშის წესების დაცვით. ის ყოველთვის ცდილობდა პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას იმ ქვეყნებისგან, რომელთაც ბუნებრივი აირით ამარაგებდა. ამის კარგი მაგალითია “გაზპრომის” ურთიერთობები ევროკავშირის რიგ წევრ-სახელმწიფოებთან და ამ ურთიერთობებში შექმნილი დაძაბულობა, რამაც კულმინაციას მიაღწია მაშინ, როცა საქმე აღიძრა “გაზპრომის” წინააღმდეგ მის მიერ ანტიმონოპოლიური წესების დარღვევის გამო.
ევროკავშირის მტკიცებით, “გაზპრომი” ბოროტად იყენებებს თავის დომინანტურ პოზიციას გაზმომარაგების ბაზარზე და ხელოვნურ ბარიერებს უქმნის ერთი ევროპული სახელმწიფოდან მეორეში გაზგადინებას. კერძოდ, “გაზპრომი” უკრძალავს იმპორტირებული რუსული გაზის ექსპორტზე გატანას ბულგარეთს, ჩეხეთს, ესტონეთს, უნგრეთს, ლატვიას, ლიტვას, პოლონეთსა და სლოვაკეთს. ეს თავის მხრივ საშუალებას აძლევს მას, მოახდინოს გაზის ფასის მანიპულაცია. გარდა ამისა, ევროკავშირს ეჭვი აქვს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც “გაზპრომმა” გაზის მიწოდებისა და ღირებულების საკითხი დაუკავშირა ამ ქვეყნებში განსახორციელებელ სხვადასხვა სახის ინვესტიციებს. პოლონეთსა და ბულგარეთში შეღავათიანი ფასის საფასურად მოითხოვა გამხდარიყო ადგილობრივი მილსადენის თანამესაკუთრე.
2003 წელს “გაზპრომმა” გაზის მიწოდება შეუჩერა ლატვიას, მიიღო რა უარი, განეხორციელებინა გარკვეული სახის ინვესტიცია. 2006 წელს “გაზპრომმა” გაზის მიწოდება შეუწყვიტა ლიტვას, მას შემდეგ, რაც ვერ მოახერხა იქ ენერგო ინფრასტრუქტურის შეძენა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს ევროპაში სიტყვა “დივერსიფიკაციის” ერთ-ერთი სინონიმი გახლავთ რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შემცირება.
თვით საქართველოს მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, 2007 წელს რუსეთი თურქმენეთისგან 1 კუბ/მეტრ გაზს ყიდულობდა 100 აშშ დოლარად და იმავე გაზს საქართველოს აწვდიდდა 230 აშშ დოლარად. ეს არ გახლდათ საბაზრო ღირებულება, ეს იყო ფასი, რომელსაც პროდასავლური კურსის მქონე ქვეყანა იხდიდა. სამაგიეროდ, ბელორუსი, 2012 წლის შეთანხმებით, 1 კუბ/მეტრ გაზში 164 აშშ დოლარს იხდის, ოღონდ სანაცვლოდ ლუკაშენკო იძულებული გახდა, “გაზპრომის” სრული კონტროლისთვის დაექვემდებარებინა ქვეყნის გაზგაყვანილობა. “გაზპრომის” მსხვერპლი იყვნენ და დღემდე რჩებბიან სომხეთი და უკრაინა.
ევროპაში, როგორც ჩანს, საქართველოსგან განსხვავებით, ყველას ძალიან კარგად ახსოვთ 2006, 2009 და 2014 წლების რუსეთ-უკრაინის გაზის კრიზისი და 2013 წელს მათ შორის დადებული ხარკოვის ხელშეკრულება. უკრაინასთან მიმართებაში დავის საგანი იყო არა მხოლოდ გაზის ფასი, არამედ მოცულობაც. რუსეთი ავალდებულებდა ოფიციალურ კიევს, შეესყიდა იმაზე მეტი მოცულობის ბუნებრივი აირი, ვიდრე ეს უკრაინას სჭირდებოდა შიდა მოხმარებისთვის. სხვათა შორის, მსგავსი ტიპის კონტრაქტები აქვს “გაზპრომს” დადებული ევროკავშირის რიგ სახელმწიფოებთან. უკრაინასთან მიმართებაში “გაზპრომი” მანიპულირებდა სატრანზიტო ფასებითაც.
როგორც ვიცით, ევროპას რუსეთისგან გაზი უკრაინის გავლით მიეწოდება. “გაზპრომს” ჰქონდა არაერთი მცდელობა, თავად დაედგინა სატრანზიტო ტარიფი. 2010 წელს უკრაინა 1 კუბ/მეტრ გაზში “გაზპრომს” უხდიდა 400 აშშ დოლარს. ამასთან ერთად, ის სატრანზიტო ფასი, რასაც რუსეთი უკრაინას უხდიდა იყო გაცილებით დაბალი, იმ ფასთან შედარებით, რასაც “გაზპრომი” სხვა სატრანზიტო ქვეყნებს უხდის. იმისთვის რომ კიევს მიეღო 30% ფასდაკლება გაზზე, ყოფილი პრეზიდენტი იანუკოვიჩი იძულებული გახდა, რუსეთთან ხელი მოეწერა ე.წ. ხარკოვის ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინამ რუსეთის სამხედრო ბაზებს სევასტოპოლში ყოფნა 25 წლის ვადით გაუხანგრძლივა. თუმცა, მაშინ რუსეთმა არ იკმარა ეს წარმატება და შეეცადა ხელში ჩაეგდო უკრაინის ნავთობკორპორაცია “ნავთოგაზი” და დაექვემდებრებინა ის “გაზპრომისთვის.” ევრომაიდანის მოვლენების და უკრაინაში ხელისუფლების ცვლილებს შემდეგ რუსეთმა უკრაინას 40% გაუზარდა გაზის საფასური.
როგორც ვხედავთ, არსებობს კონკრეტული გამოცდილება და უამრავი მაგალითი იმისა, თუ რატომ არის “გაზპრომთან” ურთიერთობა სახიფათო. თუმცა, მივიჩნევ, რომ რაზეც ვისაუბრე, ისედაც ცხადი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებისთვის. თუ ეს ასეა და მაინც არის მცდელობა იმისა, რომ ქვეყნის გაზის სექტორი კვლავ დავუკავშიროთ რუსეთს, მაშინ სერიოუზული კითხვები უნდა დაისვას ქვეყნის პროდასავლურ კურსთან დაკავშირებით, რადგან ასეთ გადაწყვეტილებებს, მხოლოდ ეკონომიკური მნიშვნელობა არ აქვს. თუნდაც იმიტომ, რომ თავად რუსეთი ენერგეტიკის საკითხს სუფთა პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს.
- დარწმუნებული ვარ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეძლებისდაგვარად რომიდან ადევნებთ თვალს. როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს ევროპიდან დანახული საქართველო?
- ევროპიდან დანახული საქართველო? სახელმწიფო, რომელსაც ან საერთოდ არ გააჩნია რიგ საჭირბოროტო საკითხებზე პასუხი, ან აქვს განვითარების მცდარი ხედვა.
„ახალი თაობა“, 14 ოქტომბერი, 2015 წელი
ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „პრემიერმა გაზპრომთან დაკავშირებით სწორი პოზიცია დააფიქსირა… ინციდენტი ამოწურულია“
ნათია ხურცილავა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანის პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრას ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზპრომის საკითხს არ უკავშირებს. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ უფრო მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოხდა ირაკლი ღარიბაშვილსა და ილხამ ალიევს შორის.
გია ხუხაშვილი:
- არა მგონია, პრემიერი ღარიბაშვილი საქმის მოსაგვარებლად ჩავიდა აზერბაიჯანში და ამიტომ შეხვდა პრეზიდენტ ილხამ ალიევს. საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები არიან. ამ გლობალურ წესრიგში ჩვენი ინტერესები გადაჯაჭვულია ერთმანეთზე. ორივე ქვეყანას აქვს თავისი ნაციონალური ინტერესები. აქედან გამომდინარე, არა მგონია, გაზპრომის საკითხი ყოფილიყო მიზეზი და მოტივი პრემიერ ღარიბაშვილის შეხვედრისა პრეზიდენტ ალიევთან.
- ამ საკითხზე საუბარს გამორიცხავთ?
- ცხადია, არ გამოვრიცხავ. ამ თემაზეც იქნებოდა ლაპარაკი, მაგრამ წამყვანი თემა სულ სხვა იქნებოდა.
- რა შეიძლებოდა, ყოფილიყო?
- საკითხების სპექტრი ამ ურთიერთობაში საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კონკრეტულად ამ საკითხს, რასაკვირველია, ეს უხერხული თემაა, მაგრამ ასეთი თემები არ განსაზღვრავს სტრატეგიულ პარტნიორთან გრძელვადიან ურთიერთობებს. დროდადრო ასეთი გაუგებრობები ხდება, მაგრამ მთავარია, სწორ გადაწყვეტილებამდე მიხვიდე და გამოსავალი იპოვო.
- ნაუცბათევი ვიზიტის შთაბეჭდილება დარჩა, თანაც ვიზიტი, როგორც ჩანს, არ იყო მომზადებული საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
- არა მგონია, რომ ნაუცბათევი იყო. საზოგადოებამ არ იცოდა, თორემ ადრე იყო დაგეგმილი და ეს არ იყო მაინცდამაინც რეაგირება გაზპრომის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. პოლიტიკაში ასე ნამდვილად არ ხდება.
- როგორ არ ხდება?
- რომ ერთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მეორე ქვეყნის პრეზიდენტმა გამოიძახოს და ის ეახლოს. ეს საკითხი ასეთ უმაღლეს დონეზე განხილვის აუცილებლობას არ საჭიროებდა. მსგავსი საკითხები სამინისტროების დონეზე უნდა წყდებოდეს. ზოგჯერ ხდება, როდესაც შეუთანხმებლობაა, უმაღლესი თანამდებობის პირები ერევიან. მე არ გამოვრიცხავ, რომ ახლაც შესაძლებელია, ამაზეც ყოფილიყო საუბარი, მაგრამ მთავარი თემა ეს არ იქნებოდა.
- უბრალო დამთხვევა იყო?
- დიახ. რაც მთავარია, პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლისა და განცხადებების გაკეთების შემდეგ ეს აჟიოტაჟი ჩაცხრა. ეს კარგია. ის კი არ არის მთავარი, რომ პრობლემა არ შეგვექმნას. ურთიერთობებში პრობლემა ყოველთვის იქნება, რადგან ეს ცოცხალი ურთიერთობებია, განყენებულად, თავისთავად არ ხდება, ამიტომ მთავარია, ამ პრობლემის მოგვარება შევძლოთ.
- ამ საკითხზე პრემიერ ღარიბაშვილს ჰქონდა ერთი პოზიცია, ვიცეპრემიერ კალაძეს _ მეორე. ეს რას ნიშნავს?
- პრემიერი ოპერატიულ საკითხებში არ ერევა. ეს არის სამინისტროს კომპეტენცია. ამ ფარგლებში მინისტრს გარკვეული შეხედულებები ჰქონდა და ამ შეხედულებების მიხედვით მუშაობდა, მაგრამ, როდესაც პოლიტიკურ დონეზე ავიდა ეს საკითხი, თავისი პოზიცია პრემიერმა დააფიქსირა და ეს პოზიცია განსხვავებული აღმოჩნდა.
გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ეს ძალიან ნორმალურია.
- პოზიციების ასე ღიად დაფიქსირება ძალიან კარგია. როდესაც აღმოჩნდება, რომ საკითხი მინისტრის კომპეტენციას სცდება, ამის შემდეგ პრემიერი ერევა. პროცესების დინამიკამ სწორედ ეს აჩვენა. იშვიათი გამონაკლისი იყო, როდესაც სისტემამ სწორად იმუშავა.
- პრემიერმა პრობლემა მოაგვარა?
- ამ ეტაპისთვის პრემიერმა სწორი პოზიცია დააფიქსირა. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ინციდენტი ამოწურულია, თუმცა მოვლენების განვითარებასაც უნდა დავაკვირდეთ.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ ოპერატიული საკითხი იყო. ეს ოპერატიული საკითხია თუ ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის?
- რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არის, მაგრამ ენერგეტიკის სამინისტრომ ჩათვალა, რომ ეს იყო ოპერატიული საკითხი, ვიწრო კომერციული თემა და ამ კუთხით უყურებდა. ასეთ მიდგომას არც მე ვიზიარებ.
გია ხუხაშვილის აზრით, გაზპრომთან ურთიერთობაში არ არსებობს დიდი და პატარა საკითხები. გაზპრომი არის პოლიტიკა, რადგან პოლიტიკური ინტერესის გარეშე გაზპრომი ერთ მცირე ნაბიჯსაც კი არ დგამს.
- ჩემი აზრით, მათ ამ ყველაფერში ინტრიგა ჰქონდათ ჩადებული. ძალიან მცირე მოცულობაზე იყო საუბარი. ასეთი მოცულობის დროს საკითხი უბრალოდ კლიენტის დონეზე წყდება და ამ დროს ჩვენ ვნახეთ, რომ მოლაპარაკებებში ჩართული იყო გაზპრომის ხელმძღვანელი. ეს თავისთავად მეტყველებდა იმაზე, რომ დიდი პოლიტიკური ინტერესი იყო. ჩვენ ვიცით, რომ ალექსეი მილერი მინისტრებსაც არ ხვდება. მისი მხრიდან ასეთი მაღალი დონის შეხვედრების გამართვა ასეთ მცირე მოცულობის ექსპორტზე, ცხადია, საეჭვოა.
- ბატონო გია, ამ ფონზე რამდენად რეალურია, ირანული გაზი ქართულ წყალში გაიცვალოს?
- სერიოზული გეოპოლიტიკური ძვრები ხდება. ჩვენი პარტნიორები დასავლეთში ცდილობენ, ირანთან ურთიერთობის დაახლოება მოხდეს. ეს უკვე მისცემს ირანს შესაძლებლობას, სანქციების ეტაპიდან გამოვიდეს და დაიწყოს აქტიური ეკონომიკური ბრუნვა. ეს ჩვენც ხელ-ფეხს გაგვიხსნის. სომხეთსა და ირანს შორის გაზის მიწოდების პროექტი უკვე არსებობს, თუმცა ეს არ არის სატრანზიტო მილი. ეს არის გაზი ელექტროენერგიის სანაცვლოდ.
გია ხუხაშვილი ამბობს, რომ დღეს ჩვენ საკმაოდ კომფორტულად ვართ. ჩვენ და აზერბაიჯანს საერთო ინტერესი გვაქვს. აზერბაიჯანს არ აქვს პოლიტიკური ინტერესი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ აზერბაიჯანიდან გაზით სტაბილურად ვმარაგდებით, თანაც ისეთ ფასად, რაც მსოფლიოში არსად არ არის.
- აზერბაიჯანელებისთვის მადლობის მეტი რა გვეთქმის. ამ ყველაფერს გათვალისწინება უნდა. რა თქმა უნდა, ეს ფაქიზი თემაა, – დასძენს გია ხუხაშვილი.
„ახალი თაობა“, 14 ოქტომბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ომარ ნიშნიანიძესთან: „არ გვეგონა, ალასანია სააკაშვილს კალთაში ასე ადრე თუ ჩაუხტებოდა… `ნაციონალებსა და თავისუფალ დემოკრატებს ნინო ბურჯანაძეც აჯობებს და ირმა ინაშვილიც“
შორენა მარსაგიშვილი
რაზე თათბირობენ პარლამენტში ნაციონალები და ალასანიას თანაპარტიელები, რატომ არის ასეთი გამწარებული თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ელიან თუ არა მისგან საფრთხეს მეოცნებეები? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ომარ ნიშნიანიძე ესაუბრება.
_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპუტატი ვიქტორ დოლიძე თავისუფალ დემოკრატებს ტოვებს. ამაზე პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, დოლიძე ჩვენთან რჩება და ერთად დავამხობთ `ქართულ ოცნებასო~. რას გიპირებენ ასეთს თავისუფალი დემოკრატები?
- ვერაფერსაც ვერ გვიზამენ და ტყუილად ნერვებს დაიგლეჯენ. თავისუფალი დემოკრატები საკუთარ ამბიციებს ვერ ერევიან და ამიტომ აკეთებენ ასეთ მწარე განცხადებებს. თავისი ვერ გაიტანეს და სააკაშვილს დაუწყეს კეკლუცობა. პოლიტიკაში ყველაფერი დასაშვებად ითვლება, მაგრამ ნაციონალებთან შეძრომას გამართლება არ აქვს.
- იმის თქმა გინდათ, რომ თავისუფალი დემოკრატები ნაციონალებს უძვრებიან?
- აბა, სხვა რა დავარქვა მათ საქციელს. ნამდვილად არ მინდა, ასეთი შეფასებები გავაკეთო ყოფილი თანამებრძოლების მიმართ, მაგრამ მაიძულებენ. იმის გამო, რომ სასურველი თანამდებობა ვერ მიიღეს, კოალიციაც ფეხებზე დაგვიკიდეს და ქვეყანაც.
- სასურველი თანამდებობა ვერ მიიღოო, ამბობთ. პრეზიდენტის პოსტს გულისხმობთ?
- ყველამ იცის, რომ ირაკლი ალასანიას პრეზიდენტობა უნდოდა. თავისი რომ ვერ გაიტანა, ჩვენი ლანძღვა დაიწყო. თავისნაირებიც აიყოლია და არიან ერთ ამბავში. მოტირალი დეპუტატები მას უფსკრულში მიჰყვებიან.
- რატომ გგონიათ, რომ ალასანია უფსკრულში მიექანება?
- კი არ მგონია, დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირ უფსკრულისკენ აქვს გეზი აღებული, სადაც ნაციონალებთან ერთად მოხვდება.
- ნაციონალებთან ერთად რატომ?
- ნაციონალებიც ძალაუფლების ფლობის წყურვილით არიან შეპყრობილნი და გაიძახიან, `ქართულ ოცნებას~ დავამხობთო. ახლა მითხარით, რა განსხვავებაა მათ შორის? ვიღაც ექსპერტმა, შესაძლოა, იპოვოს განსხვავება, მაგრამ მე ამ 2 პარტიას ტოლობის ნიშანს დავუწერდი. ბოლო ხანებში ქარაგმებითაც დაიწყეს საუბარი და შესაძლო თანამშრომლობაზე აკეთებენ განცხადებებს. ჩემი აზრით, შორს აღარ არის ის დრო, როცა ერთმანეთს ოფიციალურად ჩაეხუტებიან.
_ მათი ოფიციალური ჩახუტების შემთხვევაში რას მოიმოქმედებს `ქართული ოცნება~?
_ არაფერსაც არ მოვიმოქმედებთ, ახლაც ერთად არ არიან, უბრალოდ, თანაცხოვრება ოფიციალურად არ გაუფორმებიათ. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ერთმანეთის თავი.
_ ალასანიას პრეზიდენტობა უნდოდაო, ამბობთ. თქვენი აზრით, ის რომ დაესვა ივანიშვილს ამ თანამდებობაზე, მარგველაშვილივით კრიჭაში ჩაუდგებოდა `ოცნებას~ თუ კოალიციის მადიდებელი იქნებოდა?
_ წინასწარ ვერავინ იტყვის, ადამიანს გულში რა უზის ან რა ჭია შეუჩნდება. მე არ ვიცი, როგორი პრეზიდენტი იქნებოდა ის. ისიც კარგად მესმის, რომ პრეზიდენტობა უნდოდა და გაგულისებას ქვეყნის ინტერესები არ უნდა გადააყოლოს. ისე, ირაკლი ალასანიას იმხელა ამბიციები ჰქონდა, მარგველაშვილი მონაგონი იქნებოდა მაგასთან.
_ რას იზამდა ამისთანას?
_ წარმოდგენაც კი მიჭირს, რისი გაკეთება შეუძლია ამ ადამიანს.
_ თუ ასეთი ამბიციური იყო, რატომ მოიაზრებოდა კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატად?
_ ოფიციალურად მისი კანდიდატურა არავის დაუსახელებია. ეს მას უნდოდა, რომ ასე ყოფილიყო. თანაც თავისი უკიდეგანო ამბიციები მაშინვე არ გამოუმჟღავნებია. ალასანიას იმის გამო არ ვსაყვედურობ, რომ კოალიციიდან წავიდა, ამ კაცს ჩვენზე ჯვარი არ ჰქონია დაწერილი. გული იმაზე მწყდება, რომ ნაციონალებს დაუახლოვდა. ნამდვილად არ მეგონა, ასე ადრე თუ ჩაუხტებოდა სააკაშვილს პოლიტიკურ კალთაში. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ არჩეული გზაცა და კვალიც.
_ ვერაფერს დაგვაკლებენო, ამბობთ, მაგრამ გასულ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე თავად განაცხადეთ, `ქართულ ოცნებას~ გუნდურობა გვაკლიაო. ამის გამო ხომ არ წააგებთ ოპონენტებთან ბრძოლას?
_ გუნდურობის არქონა ჩვენი დიდი მინუსია. იმედი მაქვს, ამ დაბრკოლებას დავძლევთ. საამისოდ უმრავლესობის ისეთი ლიდერი გვჭირდება, რომელიც ერთ გუნდად შეგვკრავს. ჩვენს გუნდურობას ჩვენი კოალიციურობაც უშლის ხელს. შეიძლება, ვიღაცები ერთმანეთს ვერ ვიტანთ, მაგრამ უნდა გავძლოთ. არჩევნების წინა წელს დაპირისპირება არ უნდა დავუშვათ. იმ ჯოჯოხეთის მოციქულებისგან ეს აუცილებლად უნდა გადმოვიღოთ.
_ ვისზე ამბობთ, ჯოჯოხეთის მოციქულებიო?
_ ვისზე ვიტყვი, ნაციონალებზე ვსაუბრობ. ამ ხალხს დიდი ერთიანობის უნარი აღმოაჩნდა, საოცარი წებოთი არიან შეკრულები. ჩვენც უნდა ვიპოვოთ ასეთი წებო და ასე ერთიანად გავიტანოთ ლელო. ერთად როცა ვიქნებით, ვერც ნაციონალები დაგვაკლებენ რამეს და ვერც _ ალასანიას დემოკრატები.
_ როდესაც თავისუფალი დემოკრატები კოალიციიდან წავიდნენ, კოალიციაში დარჩენილმა რესპუბლიკელებმა განაცხადეს, მათთან ვითანამშრომლებთო. ალასანიას დაანონსებულ დამხობის ამბავშიც ხომ არ ექნებათ თანამშრომლობა?
_ ხვალ რა მოხდება, არ ვიცი, მაგრამ გეტყვით, რა სურათია ახლა. რესპუბლიკური პარტია კოალიციაში ერთ-ერთი წამყვანი ძალაა. არც კი მინდა იმის დაშვება, რომ მათ შეიძლება, ალასანიასთან და ნაციონალებთან ითანამშრომლონ.
_ თუ მაინც შედგა ასეთი თანამშრომლობა, რა მოხდება მაშინ?
_ რა მოხდება და საკუთარ თავს თავად გაუთხრიან სამარეს. თუ თავისუფალ დემოკრატებს ხელისუფლების დამხობაში დაეხმარებიან, გამოდის, რომ საკუთარ თავს ამხობენ.
_ საკუთარ თავს რატომ დაამხობენ?
_ იმიტომ, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება რესპუბლიკელებით არის დაკომპლექტებული. თუნდაც ამის გამო არ წავლენ ასეთ თანამშრომლობაზე. რესპუბლიკელების იმედი ტყუილად აქვთ თავისუფალ დემოკრატებს.
_ პარლამენტში მყოფ თავისუფალ დემოკრატებთან მეოცნებეებს ახლა რა ურთიერთობა გაქვთ?
_ ერთმანეთს ქვებით არ დავდევთ და არც გამარჯობის თქმა გვეზარება ერთმანეთისთვის, მაგრამ, სიმართლე თუ გინდათ, ისინი ბოლო ხანებში ნაციონალებთან ცუდად კურკურებენ.
_ ცუდად კურკური რით გამოიხატება?
_ სხდომათა დარბაზში მე სულ ზევით ვზივარ, საიდანაც კარგად ჩანს ყველაფერი. ვუყურებ, როგორ ტკბილად საუბრობენ ისინი ერთმანეთში. ალასანიას პარტია ასე ტკბილად ჩვენთან არ საუბრობს.
_ თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზნით პარლამენტში ხელმოწერების შეგროვება არ გამორიცხა. თქვენი აზრით, დაუჭერენ ნაციონალები მხარს?
_ დიდი სიხარულით დაუჭერენ, მაგრამ უნდობლობის გამოსაცხადებლად საჭირო ხმებს ვერ მოაგროვებენ. ხალხის გადაბირების მცდელობა ნამდვილად ექნებათ. ისეთ იშტაზე არიან მოსული, რომ ჩვენს ლანძღვაში ჯოჯოხეთის მოციქულ ნაციონალებსაც კი გადაასწრეს. რევანშისა და შურისძიების წყურვილმა ისე გაამწარა, რომ საკუთარ ნაკეთებ საქმეებსაც კი აგინებენ.
_ რა ნაკეთებ საქმეებს აგინებენ?
_ იმ საქმეებს, რომლებიც კოალიციაში ყოფნისას აკეთეს. ისე, არა მგონია, მათი სწრაფვა ძალაუფლებისკენ მხოლოდ რევანშის წყურვილით იყო გამოწვეული. აქ სხვა მიზეზიც უნდა იყოს. მათ ვიღაც აგულიანებს.
_ ვინ არის ეს ვიღაცა?
_ ის, ვინც მათი პატრონია. ვინც ნაციონალებს პატრონობს. ერთიც და მეორეც პროისეთი ძალაა და, ბუნებრივია, პატრონიც და კონსულტანტიც ერთი ეყოლებათ.
_ ზემოთ თქვით, თავისუფალი დემოკრატები ნაციონალებს უფრო ეკონტაქტებიანო. კოალიციის წევრებს მათთან დალაპარაკება არ გიცდიათ? მაინც ყოფილი თანამებრძოლები ხართ.
_ ამას კოალიციის რიგითი წევრი ვერ გააკეთებს. ეს მოლაპარაკება უმრავლესობის ლიდერმა უნდა აწარმოოს.
_ რიგითი წევრები რომ დაელაპარაკოთ, დაშავდება რამე?
_ დაშავებით არაფერი დაშავდება, მაგრამ ჩვენ ბევრს არაფერს ვწყვეტთ. იმის გამო, რომ ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებდით, უმრავლესობის ყოფილმა ლიდერმა შავ სიაში შეგვიყვანა. ჩვენს სიტყვას ძალა არ აქვს, თორემ ახლავე დაველაპარაკებოდი. იმას მაინც გავარკვევდი, რამ გაამწარა ეს ხალხი. ისე არიან გამწარებულები, მზად არიან, ნაციონალებთან იპოვონ პოლიტიკური ნუგეში. მალე ოფიციალურადაც ერთად იქნებიან.
_ თავისუფალი დემოკრატები ამბობენ, ნაციონალებთან ერთად კოალიციაში არავითარ შემთხვევაში არ შევალთო.
_ ძირითად საკითხებში ერთმანეთთან თუ ითანამშრომლებენ, რაში სჭირდებათ კოალიცია, ან რა მნიშვნელობა აქვს, სად იქნებიან, თუკი ქვეყნის დამაქცევარ საქმეს ნაციონალებთან ერთად გააკეთებენ. ძალიანაც უნდათ მათთან ერთად კოალიციაში შესვლა, მაგრამ უარს ფოკუსად ამბობენ. ალასანია ჭკვიანი ბიჭია და იცის, რა დონეზე აქვთ ნაციონალებს სახელი გაფუჭებული. ოფიციალურად არ გაფორმდებიან, სხვა მხრივ ერთად იქნებიან. ხალხის პასუხს კი არჩევნებზე მიიღებენ.
_ არჩევნებზე ალასანიას განდგომა ამომრჩეველს არ დაგაკარგვინებთ?
_ ჩვენც დავკარგავთ ამის გამო ხმებს და ალასანიაც. მომავალი პარლამენტის შემადგენლობა სულ სხვანაირი იქნება.
_ სხვანაირი როგორი, შესაძლოა, `ქართული ოცნება~ უმცირესობაში ვიხილოთ?
_ ეს გამორიცხულია. ნაციონალები და თავისუფალი დემოკრატები ტყუილად ნუ აგებენ ოცნების კოშკებს. უმრავლესობაში ისევ ჩვენ მოვალთ. ბარიერის გადალახვას ეს 2 პარტია შეძლებს, მაგრამ მათზე უკეთეს შედეგს სხვა პარტიები აჩვენებენ.
_ რომელი პარტიები იქნებიან ნაციონალებსა და თავისუფალ დემოკრატებზე უფრო შედეგიანები?
_ თუნდაც ნინო ბურჯანაძისა და ირმა ინაშვილის პარტიები, რასაც მე პირადად მივესალმები. მომავალი პარლამენტი ბევრად უფრო ჭრელი იქნება, ვიდრე ესაა.
„რეზონანსი“, 14 ოქტომბერი, 2015 წელი
ცხინვალი გორის რაიონთან “სასაზღვრო” პუნქტს ხსნის
გვანცა ღვედაშვილი
(შემოკლებით)
“ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სოფელ ხელჩუაში შეიძლება საქართველოსთან დამაკავშირებელი “სასაზღვრო” პუნქტი გაიხსნას. როგორც სააგენტო “სპუტნიკი” იუწყება, აღნიშნული გადაწყვეტილება ცხინვალის ე.წ. მთავრობის სხდომაზე, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინიციატივით მიიღეს. ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გაშვების შემთხვევაში საქართველოსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის გორია რაიონის მხრიდან ეს პირველი გადასასვლელი იქნება – აქამსდე მსგავსი გადასასვლელი მხოლოდ ახალგორის რაიონში და რაჭის მხრიდან ფუნქციონირებდა. გორის რაიონის სოფელ ერგნეთიდან ცხინვალში გადასასვლელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არ ფუნქციონირებს.
სოფელი ხელჩუა ესაზღვრება ქართულ სოფელ ზარდიაანთკარს, სადაც რამდენიმე ოსური ოჯახი ცხოვრობს. აღნიშნული პუნქტით “საზღვრის” გადაკვეთა კი გამარტივებული წესით მოხდება და “რესპუბლიკის მოქალაქეებს” გადაადგილებისას ნაკლები დაბრკოლებები შეხვდებათ. სიფელ ხელჩუაში სზთვრის გახსნას ცხინვალის ე.წ. მთავრობის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს სასაზღVრო ზონის რეორგანიზაციის საკითხი. ცხინვალის ე.წ. უშიშრიების სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელ ვალერი ზოზულიას თქმით, “სასაზღვრო ზონის რეორგანიზაცია ამ ზონიდან დასახლებული პუნქტების გამოყვანას და ზოგიერთ მონაკვეთზე სასაზღვრო ზონებს შორის მანძილის შემცირებას გულისხმობს”. როგორც ცხინვალის დე ფაქტო პრეზდენტი ლეონიდ თიბილოვი ამბობს, სასაზღვრო ზონის უსაფრთხოების დაცვისას გათვალისწინებული უნდა იყოს საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ნათესაური ურთიერთობები. აღნიშნულ ტერიტორიაზე საზღვრის გახსნა კი გაამარტივებს ამ ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობას – “ჩვენი მოვალეობაა, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე”, განაცხადა თიბილოვმა, რომლის თქმით, “მნიშვნელოვანია, რომ განიხილებოდეს იმ ადამინების ოჯახური კავშირები, რომლებიც ცხოვრობენ საზღვრის მოპირაპირე მხარეს.