7 ივნისს კაფე Discovery-ში საქართველოს საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის თემაზე „გლობალური კვლევების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული სემინარი გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი დავით იაკობიძე და ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი.
პროფესორებმა და ეკონომიკის ექსპერტებმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, ეკონომიკურ გარემოზე, საპენსიო სისტემაზე, საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ვრცლად ისაუბრეს.
სემინარმა რამდენიმე საათს გასტანა და სალექციო კურსის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციათა წევრები და ჟურნალისტები.