„რეზონანსი“, 12 დეკემბერი, 2014 წელი
თბილისი დარტყმის არეალში
ვრცელი სტატია ეხება იმ საფრთხეებს, რომელიც საქართველოს რუსეთის ბაზების მხრიდან ემუქრება – იმ ბაზებიდან, რომელიც თბილისიდან 40-მდე კილომეტრში, ოკუპირებულ ტერიტორიებზეა განლაგებული (ავტორი – მაია აბაიაძე).
პუბლიკაციაში მიმოხილულია ე.წ.სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ინიციატივა, რომლის თანახმად, იმ ხელშეკრულებაში, რომელიც რუსეთ-სამხრეთ ოსეთს შორის უახლოეს ხანში დაიდება, ჩაიწეროს „სამხრეთ ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი“. იქვე სტატიის ავტორი ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის გამონათქვამის ციტირებასაც ახდენს იმ ინტერვიუდან, რომელიც მას რადიო „ამერიკის ხმის“ ქართულ სამსახურმა ჩამოართვა: თუ სამხრეთ ოსეთთანაც აფხაზეთის მსგავსი შეთანხმება გაფორმდება, მაში ეს საქართველოს ორი რეგიონის ანექსიას ნიშნავს. ამას ამერიკის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება უნდა მოჰყვეს. რაც შეეხება კონკრეტულ სამხედრო საფრთხეს, ამერიკელი პოლიტიკოსის თქმით, თბილისი რუსული არტილერიის მოქმედების არეალშია მოქცეული და შესაბამისად, საფრთხის რისკი ძალიან მაღალია.
ამ საკითხზე ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაიაც, რომლისა თქმით, თბილისი რუსეთის არტილერიის ცეცხლის დაფარვის ზონაშია – 20-45 კილომეტრის არეალში, სადაც ზალპური ცეცხლის დანადგარებს – „სმერჩსა“ და ურაგანს“ თავისუფლად შეუძლიათ დედაქალაქის დაბომბვა“. მისი თქმით, მოსალოდნელია „სამხრეთ ოსეთში“ დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზის გაძლიერება, განსაკუტრებით საავიაციო ერთეულებით – სამხედრო დამრტყმელი ვერტმფრენებით, რომლების აღჭურვილნი არიან ძლიერი ავიარაკეტებით“. ამ მიზნით სოფელ თამარაშენთან შესაბამისი აეროდრომი შენდება.
თავის დროზე რუსეთი გამოვიდა ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებიდან, რაც მას საშუალებას აძლევს ჩრდილოეთ კავკასიაში და ამ რეგიონის ახლოს „თვალსაწიერში“ განუსაზღვრელი რაოდენობის შეიარაღება განალაგოს, – ამბობს ვახტანგ მაისაია.
„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის პაატა დავითაიას თქმით, სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კრემლის შეტევის ობიექტი თბილისი გახდება. მისი თქმით, ცხინვალი შეიძლება რეფერენდუმის საფუძველზე პირდაპირ ჩრდილოეთ ოსეთს შეუერთდეს და რუსეთის ფედერაციაში ცალკე სუბიექტის სტატუსით კი არ შევიდეს, [არამედ გაერთიანებული ოსეთის რესპუბლიკის სახით].
„რუსეთის შეტევა მარტო სამხედრო და საბრძოლო მოქმედებებში არ გამოიხატება, არსებობს მისი [პოლიტიკური] ვარიაციები, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ კრემლს საქართველოზე ტოტალური კონტროლის განხორციელება სურს“. „ლეონიდ თიბილოვი, ცხადია, მოსკოვის აზრებს ახმოვანებს. ადრეც მითქვამს, რომ ეს ხელშეკრულებები გარდამავალი ეტაპია, რომლის შემდეგ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის სუბიექტები გახდებიან. აფხაზეთთან რუსებს გართულება აქვთ, თორემ ცხინვალში ეს შედარებით მარტივი წესით შეიძლება განხორციელდეს: სამხრეთი ჩრდილოეთს შეურთდეს და მერე ორივენი რუსეთში მოექცევიან. ფაქტია, რომ ცხინვალტან ამ კუთხით არავითარი პრობლემა არ არსებობს, – აცხადებს დავითაია და დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რადიკალურად უნდა იმოქმედოს. „რადიკალურში იგულისხმება სამართლებრივი გზები – ოკუპაციაზე ხშირი განცხადებები, სანქციების დაწესება, სამართლებრივი დევნა მათ წინააღმდეგ, ვინც საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას… ეს საერტაშორისო დონეზე უნდა მოხდეს და არა იმის თქმით, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის…. ცდილობენ, რომ რუსეთი არ გააღიზიანონ, მაგრამ აგრესია უფრო მატულობს“, – ამბობს პაატა დავითაია.
„რეზონანსი“, 12 დეკემბერი, 2014 წელი
თქვენი აზრით, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ოსეთის ანექსიაზე საქართველომ როგორ შეიძლება გავლენა მოახდინოს?
ლიკა ამირაშვილი
(შემოკლებით)
„თქვენი აზრით, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ოსეთის ანექსიაზე საქართველომ როგორ შეიძლება გავლენა მოახდინოს?“ – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიკოსი): სამწუხაროდ, დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველო ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს იმ პოლიტიკაზე, რომელსაც კრემლი საქართველოს ძირძველ ტერიტორიებზე ახორციელებს.
ზურაბ ვადაჭკორია (ილუზიონისტი): მთელმა მსოფლიომ რუსეთის წინააღმდეგ ვერაფერი ვერ გააკეთა და საქართველო რას იზამს. მხოლოდ შეშფოთდნენ, აღშფოთდნენ და ამით დამთავრდა. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვიქცეთ კარგად, რომ ოსეთსა და აფხაზეთს ჩვენთან შემოსვლა თვითონ მოუნდეთ.
გია მურღულია (ფილოლოგი): ერთადერთი რეალური ნაბიჯის გადადგმა, რომელიც შედეგს მოიტანს, საერთაშორისო ინტერესთა ბალანსში საკუთარი ფუნქციის და საკუთარი ადგილის მოძებნით გახდება შესაძლებელი.
საერთაშორისო არენაზე შენი პოზიცია რომ გაიტანო, ჯერ საკუთარი პოზიცია უნდა გქონდეს. ბუნებრივია, ამ პოზიციის ჩამოყალიბებას მარტო სურვილები არ ჰყოფნის, შესაბამისი ძალა და გავლენაც სჭირდება. ჩვენ ქვეყნის წინააღმდეგ კი ისეთი ქვეყანა თამაშობს, რომ არც ერთი აკლია და არც მეორე. დაუხმარებლად ძნელი იქნება ამ პრობლემის გადაჭრა კი არა, ადგილიდან დაძვრა.
ავთო ვარსემაშვილი (რეჟისორი): საქართველო ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. შეიძლება რეაქცია გვქონდეს მწვავე და კრიტიკული, მაგრამ გავლენას ვერ მოახდენს.
„რეზონანსი“, 12 დეკემბერი, 2014 წელი
ინტერვიუ მაია ფანჯიკიძესტან: „აბაშიძე-კარასინის შეხვედრა ჟენევის ფორმატის კარიკატურად გამოჩნდება“
ვრცელ ინტერვიუში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს „რეზონანსის“ ჟურნალისტმა იაგო ნაცვლიშვილმა ჩამოართვა, მაია ფანჯიკიძე საუბრობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრი ფორმატზე, ჟენევის დისკუსიებზე, უკრაინა-საქართველოს ურთიერთდამოკიდებულებაზე, ახალი მინისტრის საქმიანობაზე და ასე შემდეგ.
ა) საქრთველო რუსეთის ურთიერთობა
„საერთაშორისო არენა სრულად და ეფექტურად არ არის გამოყენებული იმისთვის, რომ რუსეთ-აფხაზეთის და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ხელშეკრულებების თემები იყოს აწეული“. მართალია, ჩემი მინისტრობისას ხელშეკრულება ჯერ არ იყო გაფორმებული, მაგრამ მე მაინც ვიყენებდა ყველა საერთშორისო ტრიბუნას რუსეთის კრიტიკისათვის.
იმ ფონზე, როდესაც აფხაზეთთან რუსეთმა ხელშეკრულება გააფორმა და მსგავსი დოკუმენტი მზადდება სამხრეთ ოსეთთანაც, აბაშიძე-კარასინის შეხვედრები ჟენევის ფორმატის უკვე კარიკატურად გამოჩნდება. რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა აღდგენილია, ამიტომ ამ ფორმატმა თავისი თავი ამოწურა. ის არ უნდა შეეხოს პოლიტიკურ საკითხებს, რადგან ეს გამოიწვევს ჟენევის ფორმატის დუბლირებას და ამ ფორმატს საფრთხის ქვერშ დააყენებს. ახლა რომ ისევ მინისტრი ვიყო, აბსოლუტურად იგივეს ვიტყოდი, რადგან მე პოზიციებს ასე იოლად არ ვიცვლი.
რუსეთ-საქართველოს ლიდერების შეხვედრა მნიშვნელოვანია, ოღონდ ეს სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული. ამ შეხვედრამ კონკრეტული შედეგი უნდა მოიტანოს, მაგალითად, რუსეთის მიერ ჟენევის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების საკითხში, რომელიც 2008 წელს გაფორმდა. საჭიროა უფრო ეფექტურად იქნეს გამოყენებული საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგალითად, გაეროს ტრიბუნა. „როდესაც ასეთი რთული ვითარებაა, როცა რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, როცა ექვსი წელია გაწყვეტილი დიპურთიერთობა, როცა ამ დროის განმავლობაში არცერთი მარალი დონის შეხვედრა არ გამართულა, ქვეყნების პირველ პირებს შორის შეხვედრა კონკრეტული საკითხებისა და პრობლემების მოგვარებას უნდა ემსახურებოდეს“.
ბ) საქართველო-უკრაინის ურთიერთობა
„თუ რას წარმოადგენდა ნაცმოძრაობა, ამის გაგების ერთადერთი წყარო საგარეო საქმეთა სამინისტრო არ უნდა იყოს. ასეთივე წყაროა პარლამენტიც. ამიტომ თედო ჯაფარიძე ხელს რომ იშვერს სამინისტროსკენ, მაინტერესებს თვითონ რამდენჯერ ჰქონდა კომუნიკაცია თავის უკრაინელ კოლეგასთან? თვითონ შეასრულა თუ არა ეს ამოცანა? ის, რაც ხდებოდა საქართველოში, არავისთვის დამალული არ არის. გარდა ამისა, არსებობენ საერთაშორისო მეგობრები, რომლებმაც ზალიან კარგად იციან „ნაცმოძრაობის“ შესახებ. და თუ ამის მიუხედავად უკრაინა მაინც თვლის, რომ სჭირდებათ ქართველი სპეციალისტები, ეს მათი უფლებაა, რომლის გაკრიტიკებასაც მე არ ვაპირებ. მიმაჩნია, რომ ამაში ტრაგიკული ჩვენთვის არაფერია და არ უნდა იმოქმედოს ჩვენს ურთიერთობებზე. ის, რომ საქართველოდან იგზავნებიან პრესკონფერენციების ჩამტარებლები ვგულისხმობ გოგა ხაინდრავას და ქეთი დოლიძეს), რომლებიც [რუსული] |ინტერფეისის ოფისში მართავენ პრესკონფერენციებს და ჩვენს იმ თანამემამულეებს ლანძღავენ, რომლებიც უკრაინის მთავრობაში დაიწყეს მუშაობა, ეს არასწორ ქმედებად და სირცხვილად მიმაჩნია“.
გ) ახალი მინისტრის საქმიანობის შეფასება
„ახალი მინისტრის საქმიანობის შეფასებაზე ლაპარაკი ჯერ-ჯერობით ნაადრევია. მე, ირაკლი ალასანიამ, ალექსი პეტრიაშვილმა და დავით ზალკალიანმა ახალ მინისტრს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება და ნატოსთან გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი დავუტოვეთ. გარდა ამისა, დასრულებულია სავიზო ლიბერალიზების პირველი ეტაპი, გაეროში დევნილთა სასარგებლოდ მიღებული რეზოლუცია, შევამცირეთ იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ…
ახლა უკვე მათ უნდა გააგრძელონ ეს გზა და საზოგადოებას აჩვენონ, რომ ისინი უფრო ეფექტურები არიან, გააკეთებენ უფრო მეტს, ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ (როგორც ეს პრემიერმა თქვა). ჩვენ მათ საქმიანობას მკაცრად გავაკონტროლებთ…
რაც შეეხება თამარ ბერუჩაშვილის უარს და მერე მის დაბრუნებას, ადრე ვთქვი და იმას გავიმეორებ: მივესალმები „პრინციპული ადამიანების დაწინაურებას…“.