«Комсомольская правда» (რუსეთი): როგორ ცხოვრობენ ამჟამად ქართველები აფხაზეთში? // „კომსომოლსკაია პრავდას“ კორესპონდენტი კოდორის ხეობაში სვანურ სოფელ აჟარას ეწვია
«Зеркало недели» (უკრაინა): სომხეთმა ქართული გზა აირჩია
«Новое время» (სომხეთი): მოსკოვი თურქებისაგან 26 ათასი კვ.კმ ტერიტორიას ითხოვდა, აქედან 20,5 ათასი კვ.კმ. სომხეთს მიუერთდებოდა, დანარჩენი კი – საქართველოს
———————
«Комсомольская правда» (რუსეთი), 12 დეკემბერი, 2015 წელი
http://www.kp.ru/daily/26469/3339626/
როგორ ცხოვრობენ ამჟამად ქართველები აფხაზეთში?
„კომსომოლსკაია პრავდას“ სპეცკორესპონდენტი კოდორის ხეობაში სვანურ სოფელ აჟარას ეწვია
სვანები ერთ-ერთ ქართულ ეთნოსს წარმოადგენენ.. ქრისტაინები არიან. ცხოვრობენ დასავლეთ საქართველოში, ნაწილობრივ – კოდორის ხეობაში. უძველესი დროიდანვე ერთ-ერთ ყველაზე მეომარ ხალხად ითვლებიან, – ასე იწყება რუსეთის გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდაში“ გამოქვეყნებული ვრცელი რეპორტაჟი კოდორის ხეობაში არსებული ვითარების შესახებ (ავტორი – ნიკოლაი ვარსეგოვი).
ჟურნალისტი სოხუმიდან კოდორის ხეობის სოფელ აჟარაში აფხაზეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ სერგეი ჯონუასთან ერთად ჩავიდა. იგი აღწერს ადგილობრივ ვითარებას და აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოში მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ხეობიდან წასული სვანებიდან აჟარაში დაახლოებით 50-60 ოჯახი დაბრუნდა: „დაბრუნდნენ ისინი, რომლებიც ჩვენ არ გვებრძოდნენ“, – ამბობს ს.ჯონუა, თუმცა ამჟამად მთელ კოდორის ხეობაში ათასამდე სახლი ცარიელია.
ნიკოლაი ვარსეგოვი, სერგეი ჯონუასთან ერთად, ერთ-ერთი სვანის – ვალერის ოჯახს ეწვივნენ. მისმა მეუღლემ მანანამ სუფრა გააწყო და გულთბილი საუბარი გაიმართა. „როგორც ვალერი გვიყვება, აფხაზები სვანებს არ ავიწროვებენ. „ამას წინათ სოხუმის საავადმყოფოში ვმკურნალობდი და აფხაზი ექიმები ისე მივლიდნენ, რომ ლამის თან გადამყვნენო“, – ამბობს. ვალერისა და მანანას ქალიშვილი საქართველოში სწავლობს, სოფელში კი დღესასწაულებზე ჩამოდის ხოლმე, უფრო მეტად მობილური ტელეფონით საუბრობენ. ვალერის საკუთარი მეურნეობა აქვს, ჰყავს ძროხები,ეწევა მეფუტკრეობას, აქ შეგროვებულ თაფლი საოცარი არომატი აქვს. სახლთან მდინარე კოდორის ხმა ისმის. დავაგემოვნეთ კოდორის კალმახი, წყალი ისეთი სუფთაა, რომ რამდენიც გინდა, შესვი.
კორესპონდენტმა მოინახულა აგრეთვე რუსეთის მესაზღვრეთა საგუშაგოს, შემდეგ კი კიდევ ერთი სვანის ოჯახს ეწვივნენ: იქაც სუფრა, სტუმართმოყვარეობა და კეთილი სურვილები. გზადაგზა ნიკოლაი ვარსეგოვი სერგეი ჯონუასთან აფხაზური მადარინის რუსეთში გატანის პრობლემებზე საუბრობს (როგორ იხდის რიგითი აფხაზი გლეხი ზედმეტ ფულს ადგილობრივი საბაჟოზე მოქმედი მაფიის სასარგებლოდ).
„დიახ, აჟარა ლამაზი სოფელია, კარგი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ მაინც მოწყენილად გამოიყურება: თავის დროზე მკვიდრად ნაგები სახლები უპატრონობის გამო თანდათან ინგრევა… შენობების ირგვლივ არსებული ნაყოფიერი მიწები მიტოვებულია: იქ, სადაც ადრე ბაღ-ბოსტანი და ხეხილი ბაღები იყო, ახლა ბალახი და ეკალ-ბარდია მოდებული. დაბრუნდება თუ არ აქ ხალისით სავსე ცხოვრება? ძალიან ძნელი სათქმელია, ეს არავინ იცის…
აფხაზეთი საოცარი ქვეყანაა… და თუ ადრე მე მაინცდამაინც არ მჯეროდა მწერალ ფაზილ ისკანდერის მიერ მოყოლილი ამბებისა, ახლა ვხვდები, რომ მართალი არ ვიყავი“, – ასე ამთვარებს თავის რეპორტაჟს ავტორი.
«Зеркало недели» (უკრაინა), 12 დეკემბერი, 2015 წელი
http://gazeta.zn.ua/international/armeniya-izbrala-gruzinskiy-put-_.html
სომხეთმა ქართული გზა აირჩია
სტატიაში განხილულია სომხეთში ექვს დეკემბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები (კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით) და სიტუაცია შედარებულია საქართველოსთან, რომლის ძირითად კანონში მსგავსი ცვლილებები ჯერ კიდევ 2010 წლის ოქტომბერში განხორციელდა (ავტორი – ვლადიმირ კიმი).
გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:
„სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ქვეყნის კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას აპირებს, რათა მმართველობა გაიხანგრძლივოს. ცვლილებები საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარალამენტო რესპუბლიკაზე გადასვლას გულისხმობს. ამ საკითხზე ექვს დეკემბერს ჩატარებულმა რეფერენდუმის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსახლეობამ ცვლილებებს მხარი დაუჭირა, ანუ პრეზიდენტი და მისი პარტია გამარჯვებას ზეიმობს, თუმცა, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებმა განაცხადეს, „რეფერენდუმის ჩატარება განაპირობა არა სომეხი ხალხის, არამედ ხელისუფლების პოლიტიკურმა ინტერესებმა“.
საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, ფართოვდება პრემიერ-მინისტრის უფლებები – იგი უკე სახელმწიფოს პირველი პირი ხდება. თუ პარლამენტში მთავრობის ხელმძღვანელის კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდებიან, მაშინ საკანონმდებლო ორგანო დათხოვნილი იქნება. რაც შეეხება პრეზიდენტს, რომელიც უკვე პირდაპირი საყოველთაო არჩევნების შედეგად კი აირჩევა, არამედ პარლამენტის დეპუტატების ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ, მხოლოდ საცერემონიო ფიგურა ხდება. ამასთან, პრეზიდენტის მანდატი ხუთი წლიდან შვიდ წლამდე იზრდება.
რეფორმის მხარდამჭერთა თქმით, ცვლილებები ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილიზაციას ემსახურება, მაგრამ ოპოზიცია ასე არ ფიქრობს: მათი აზრით, ცვლილებები ამჟამინდელი რეჟიმის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას ემსახურება – პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს მმართველობის ვადა 2018 წელს ეწურება და რადგანაც მას უკვე უფლება აღარ აქვს მესამედ იქნეს არჩეული, ახლა თითქმის იგივე უფლებამოსილებით პრემიერ-მინისტრის სავარძელში სურს გადაჯდეს. საპარლამენტო რესპუბლიკებში კი ერთიდაიგივე პიროვნებას მთავრობის ხელმძღვანელობა უკვე მრავალგზის შეუძლია.
ზოგადად, ეს ჩვეულებრივი ისტორიაა ისეთი პოლიტიკოსებისათვის, რომლებიც საკონსტიტუციო შეზღუდვების გვერდის ავლას ცდილობენ. ყაზახეტში, სადაც პრეზიდენტობა ორი ვადის შემეგ აღარ შეიძლება, ადგილობრივმა პარლამენტმა ნურსულთან ნაზარბაევისათვის გამონაკლისი დაუშვა – ახლა მას ქვეყნის ხელმძღვანელობა განუსაზღვრელი ვადით შეუძლია. რაც შეეხება ბელარუსის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს, მათ თავიანთი ქვეყნების კონსტიტუციაში საერთოდ გააუქმეს ის ნორმა, რომელიც მმართველობის ვადებს ზღუდავდა.
თუმცა, თავისი ასტანელი, მინსკელი და ბაქოელი კოლეგებისაგან განსხვავებით, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ქართული გზა აირჩია. თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტობის ჟამს, კონსტიტუციის ცვლილებების ინიცირება მოახდინა, რათა ქვეყანაში საპრეზიდენტოს ნაცვლად, საპარლამენტო მმართველობა შემოღებულიყო. ქართველი ანალიტიკოსებიც იმ პერიოდში ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომელის პრეზიდენტად უკვე ორი ვადით იყო არჩეული და მესამედ აღარ შეეძლო, 2013 წლისათვის პრემიერ-მინისტრობისთვის ემზადებოდა, მაგრამ ქართველი ლიდერის გეგმებს განხორციელება არ ეწერა: საპარლამენტო არცევნების შედეგებმა ცხადყო, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა. ხელისუფლებაში მოვიდა ოპოზიცია – პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა, ფართო უფლებებით“.
«Новое время» (სომხეთი), 10 დეკემბერი, 2015 წელი
http://nv.am/mir-i-mi/47492–26-
მოსკოვი თურქებისაგან 26 ათასი კვ.კმ ტერიტორიას ითხოვდა, აქედან 20,5 ათასი კვ.კმ. სომხეთს მიუერთდებოდა, დანარჩენი კი – საქართველოს
სტატიაში, რუსეთ-თურქეთის ამჟამინდელი ურთიერთობის გამწვავების ფონზე, გახსენებულია თითქმის 50 წლის წინ მომხდარი მოვლენები, რომელიც საბჭოთა კავშირ-თურქეთის მაშინდელ ურთიერთობებია ასახული: თუ როგორ და რატომ წაუყენა მოსკოვმა ტერიტორიული პრეტენზიები ანკარას და რა შედეგი მოჰყვა ამ მოქმედებას.
1945 წელს საბჭოთა კავშირმა იმ მოტივით, რომ თითქოსდა ნეიტრალური თურქეთი მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტურ გერმანიას ეხმარებოდაო, 1925 წელს ხელმოწერილი მეგობრობისა და ნეიტრალიტეტის ხელშეკრულება ცალმხრივად გააუქმა (ანუ მისი დენონსაცია მოახდინა). საბჭოთა კავშირის მაშინდელმა საგარეო საქმეთა სახკომმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა ახალი ხელშეკრულების ტექსტი (პროექტი) განსახილველად თურქეთის ელჩს მოსკოვში სელიმ სარფერს 1945 წლის 7 ივნისს გადასცა და თან განუცხადა, რომ „კრემლი ეჭვქვეშ აყენებს მოსკოვში 1921 წლის 16 მარტს ხელმოწერილ რუსეთთ-თურქეთს და ყარსში 1921 წლის 13 ოქტომბერს ხელმოწერილ თურქეთ-ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებს, რომელთა თანახმად, საქართველოს სსრ-სა და სომხეთის სსრ-ს ისტორიული მიწა-წყალი თურქეთს უსამართლოდ გადაეცა“.
ეს საკითხი 1945 წლის ზაფხულში საბჭოთა დელეგაციამ მოკავშირეთა ლიდერების ბერლინის (პოტსდამის) კონფრენციაზეც დააყენა: „ამიერკავკასიის ხალხები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ფაშისტური გერმანიის განადგურებასა და ცივილიზებული ევროპის ბარბაროსებისაგან გათავისუფლებაში, დღეს თავიანთი კანონიერი უფლების რეალიზებას ითხოვენ“, – განაცხადა ვიაჩესლავ მოლოტოვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის სურვილია ბოსფორ-დარდანელის სრუტეების რაიონში საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ბაზა დაფუძნდესო.
მოსკოვი გეგმავდა, რომ თურქებისაგან 26 ათას კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას მიიღებდა, რომლიდანაც 20,5 ათასი კვ.კმ. სომხეთს მიუერთდებოდა, დანარჩენი კი – საქართველოს. ამასთან, რადგანაც საკითხი შეიძლებოდა საბჭოთა კავშირ-თურქეთის ორმხრივი მოლაპარაკებით შეიძლება მოგვარებულიყო, ის პოტსდამის კონფერენციის დადგენილებაში არ ასახულა.
ამასობაში საბჭოთა კავშირში დაიწყო პროპგანდისტული კამპანია „ქვემოდან“ და რამდენადაც მთავარ მამოძრავებელ ძალას საქართველო და სომხეთი წარმოადგენდა, კონკრეტული პრეტენზიების შემუშავებაც ამ რესპუბლიკების ხელმძღვანელებს დაავალეს. შესაბამისად, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრებმა საჭირო ისტორიულ-სამართლებრივი დოკუმენტები მოამზადეს, დაიწერა სტატიები საკავშირო და რესპუბლიკურ პრესაში. ამ პრეტენზიებისათვის უფრო მეტი მნიშვნელობის მისაცემად საბჭოთა კავშირმა დაიწყო უცხოეთის ქვეყნებში მცხოვრები სომხების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების (რეპატრიაციის) პროპაგანდაც. გათვლები საკმაოდ მარტივი იყო: „აი, ხედავთ, სომხებს საკუთარ სამშობლოში დაბრუნება სურთ, ტერიტორია კი იმდენად მცირეა, რომ ისინი ვერ ეტევიან, ამიტომაც თურქეთმა სომხეთს ისტორიული მიწები უნდა დაუბრუნოსო“.
თავდაპირველად რეპატრიაცია დასავლეთის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მაღალი ტემპებით ხორციელდებოდა, მაგრამ შემდეგ შენელდა. საქმე იმაში იყო, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა თავისი საელჩოების მეშვეობით სომხურ დიასპორებს შესაბამისი რეკომენდაციები მისცა, რომ საბჭოთა პროპაგანდას არ აჰყოლოდნენ… პროცესში ჩაერთო „სამოქალაქო საზოგადოებაც“ – სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გევორქ მეექვსემ წერილები გაუგზავნა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს დახმარებოდნენ სომხური მიწების დაბრუნებასა და ამ მიწებზე რეპატრიანტ სომეხთა ჩასახლებაში.
თუმცა, საბოლოო ჯამში, სომეხთა იმედებს განხორციელება არ ეწერა – დაიწყო „ცივი ომი“: ყოფილი მოკავშირეები ერთმანეთის მტრები გახდნენ, ხოლო თურქეთის ინტერესების დაცვა დასავლეთმა იკისრა…