«Научное Общество Кавказоведов» (რუსეთი): საით მივყავართ „ვარდისფერ ოცნებებს“
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): მინისტრმა გუბერნატორს სახეში წყალი შეასხა: არსენ ავაქოვისა და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირების ირგვლივ
«Radio Deutsche Welle – რადიო გერმანული ტალღა» (გერმანია): კომენტარი: რატომ გაუხსნა მიხეილ სააკაშვილმა ანტიკორუფციული ფრონტი არსენ იაცენიუკს?
——————
«Научное Общество Кавказоведов» (რუსეთი), 16 დეკემბერი, 2015 წელი
http://www.kavkazoved.info/news/2015/12/15/kuda-privodyat-rozovye-mechty.html
საით მივყავართ „ვარდისფერ ოცნებებს“
როგორც ანალიტიკური გამოცემა „ნაუჩნოე ობშესტვო კავკაზოვედოვ“ („კავკასოლოგების სამეცნიერო საზოგადოება“) იუწყება, რუსეთში გამოიცა წიგნი სათაურით „საით მივყავართ „ვარდისფერ ოცნებებს“, რომელშიც საქართველოში ბოლო ათი-თორმეტი წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენებია გაანალიზებული. წიგნი გამოცემულია პუბლიკაციების კრებულის სახით, რომელთა ავტორია რუსი პოლიტოლოგი, კავკასოლოგი იანა ამელინა (იგი სხვადასხვა წლებში მუშაობდა სააგენტო „როსბალტის“ კორესპონდენტად კავკასიის რეგიონში, ყაზანის ფედერალური უნივერსიტეტის კავკასიური კვლევების ცენტრის სექტორის გამგედ, რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელად და ა.შ.).
წიგნში ვრცლადაა განხილული საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლის მექანიზმი, „ნაციონალების“ მიერ აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელობის განადგურება და სხვა მოვლენები. მასში განხილულია აგრეთვე საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების პრობლემები, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხები, რომლებიც ქრონოლოგიურ რეჟიმშია გადმოცემული და ნათელს ჰფენს ორი ქვეყნის დაპირისპირების მიზეზებს: თუ როგორ ძლიერდებოდა თბილისის რეჯიმის აგრესიულობა, როგორ ცდილობდა მიხეილ სააკაშვილი არსებული პრობლემების ძალისმიერი მეთოდით გადაჭრას… აღსანიშნავია, რომ ავტორი ვერ ხედავს პრინციპულ განსხვავებას საქართველოს წინა და ახლანდელ ხელისუფლებას შორის რუსეთის საკითხში: მისი აზრით, საქართველოს დღევანდელი ევროატლანტიკური კურსი საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობას გამორიცხავს და ამ მიმართებით ილუზია არავის არ უნდა ჰქონდეს.
წიგნში დიდი ადგილი აქვს დათმობილი სტატიებს აჭარის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შესახებ, გასაკუთრებით ვრცლადაა განხილული 2008 წლის აგვისტოში მომხდარი საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მიზეზები.
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი), 16 დეკემბერი, 2015 წელი
მინისტრმა გუბერნატორს სახეში წყალი შეასხა:
არსენ ავაქოვისა და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირების ირგვლივ
სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში გამართული თათბირის დროს მომხდარი ინციდენტი („ქაოსური მოვლენა“) – თუ როგორ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაქოვი, როგორ შეასხა წყალი მინისტრმა გუბერნატორს და ა.შ. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ გუბერნატორიისა და მინისტრს შორის მომხდარ მწვავე კამათში პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმაც მიიღო მონაწილეობა, რაც მიხეილ სააკაშვილისადმი სიტყვიერი ეპითეტებით გამოიხატა (ავტორი – შონ უელკერი).
სტატიაში ნათქვამია, რომ ორივე მხარემ – არსენ იაცენიუკმაც და მიხეილ სააკაშვილმაც სოციალურ ქსელებსა და მასმედიაში გაავრცელეს საკუთარი პირადი შეხედულებები მომხდარი ინციდენტის შესახებ.
„პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად მაისის თვეში დანიშნა. ამ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინელი ექსპერტების თვალსაზრისები გაიყო: ერთნი აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის მიერ გადადაგმული გენიალური ნაბიჯი, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეფორმების გატარების მიზნით იყო განხორციელებული; მეორენი მიუთითებნდნენ, რომ პეტრო პოროშენკოს მიერ საეჭვო ქართველი პოლიტიკოსის გუბერნატორის პოსტზე დანიშვნა თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული.
მიხეილ სააკასვილმა, საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში, საკმაოდ ბევრი რეფორმა განახორციელა, მაგრამ ბოლო წლებში ავტორიტარული მმართველობის ტენდენციები გამოავლინა და რუსეთთან სამხრეთ ოსეთის გამო დაწყებულ ომში დამარცხდა. მოგვიანებით, [საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში განცდილი მარცხისა და პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ], იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა, რისთვისაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. შესაბამისად, მიმდინარე თვეში მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. გარდა ამისა, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მას ჩადენილ მრავალ დანაშაულში ბრალი წაუყენა. თვითონ მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ წაყენებული ბრალდებები მისი პოლიტიკური მტრების მიერ განხორციელებულ შურისძიებას წარმოადგენს.
ოდესის ოლქში საქმიანობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი დაუპირისპირდა უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკს, რომელიც საჯაროდ დაადანაშაულა კორუფციონერთა მფარველობაში. ამის შემდეგ გავრცელდა ხმები, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას უმიზნებს, მისი ხელში ჩაგდება სურსო. გარდა ამისა, იმასაც ამბობდნენ, რომ პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილს „გაწრთვნილი ძაღლის“ როლში იყენებს მისთვის არასასურველი პრემიერ-მინისტრის მოსაცილებლადო, – აღნიშნულია სტატიაში და ნახსენებია უკრაინის პარლამენტში (ვერხოვნა რადაში) ამ ერთი კვირის წინ მომხდარი სკანდალური ინციდენტიც, როცა პრეზიდენტის მომხრე დეპუტატი ოლეგ ბარნა პრემიერ-მინისტრს ეცა და ტრიბუნიდან იმ დროს გაათრია, როცა იგი მოხსენებით გამოდიოდა. ამ ფაქტს უიკრაინის სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი და დამამცირებელი ხუმრობა-შეფასებები მოჰყვა.
რასაკვირველია, ასეთი საჯარო „ხუმრობები“ მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს უკრაინის საზოგადოებაზე, რომელიც შარშანდელი „მაიდნის რევოლუციის“ შემდეგ ახალი პოლიტიკის განხორციელებას ელოდებოდა – განსაკუთრებით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ამასწინანდელი ვიზიტის შუქზე, როცა ამერიკელმა ლიდერმა უკრაინის მთავრობას მოუწოდა კორუფციასთან და ნეგატიურ მოვლენებთან ბრძოლის ისტორიული შანსი გამოეყენებინა და ქვეყნის მოდენრიზება დაეწყო. „ქუჩური ტიპის საქმის გარჩევები უკრაინაისთვის სამარცხვინო მოვლენაა“, – ეს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის უფროსის სვიატოსლავ ცეგოლკოს სიტყვებია, რომელიც მან ფეისბუქში ჩაწერა მიხეილ სააკაშვილსა და არსენ ავაქოვს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რთული სიტუაციის წინაშე აღმოჩნდა: პარლამენტის წევრებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა სამთავრობო კოალიციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოსო, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, მხოლოდ ამჟამინდელი კოალიციაა რეფორმების გატარების ერთადერთი შანსი და თუ ის დაიშლება, ქვეყანა დაძაბულ სიტუაციაში აღმოჩნდება. ამასთან, დეპუტატები უკმაყოფილონი არიან პრეზიდენტის უმოქმედობის გამო: აი, რა დაწერა ვერხოვნა რადას წევრმა მუსტაფა ნეიმენმა ფეისბუქში: „ეს ჯოჯოხეთი მანამ გაგრძელდება, სანამ პეტრო პოროშენკო თავის პოზიციას არ გამოაცხადებს: შეუძლებელია, რომ გუბერნატორმა პრემიერ-მინისტრს კორუფციაში დაადანაშაულოს და იგი იმავდროულად მაინც თანამდებობაზე დარჩეს!“, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით დეპუტატმა ივარაუდა, რომ პეტრო პოროშენკო საქართველოს ექს-პრეზიდენტს არსენ იაცენიუკის თავიდან მოშორებისთვის იყენებს.
«Radio Deutsche Welle – რადიო გერმანული ტალღა» (გერმანია), 16 დეკემბერი, 2015 წელი
http://www.dw.com/ru/комментарий-зачем-саакашвили-антикоррупционный-фронт-против-яценюка/a-18918935
კომენტარი: რატომ გაუხსნა მიხეილ სააკაშვილმა ანტიკორუფციული ფრონტი არსენ იაცენიუკს?
„პრეზიდენტის გუნდის წევრებს – მიხეილ სააკაშვილსა და არსენ ავაქოვს შორის მომხდარი საჯარო დაპირისპირება პეტრო პოროშენკოს „დამსახურებაა – ეს კონფლიქტი დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა, პრეზიდენტი კი დუმდა და არაფერს ამბობდა“, – აღნიშნავს გერმანული რადიოსადგურის „დოიჩე ველეს“ („გერმანული ტალღის“) ეთერში უკრაინელი ჟურნალისტი, პოლიტიკური მიმომხილველი სერგეი რუდენკო, რომლის თქმით, „პეტრო პოროშენკოს ახლა სხვა გაზა არარ აქვს – იგი იძულებულია თავისი პოზიცია დააფიქსიროს და არბიტრის როლი შეასრულოს“.
„მიხეილ სააკაშვილსა და პრემიერ-მინისტრის გუნდს შორის დაპირისპირების გრადუსი იმდენად მაღალი იყო, რომ ეს კონფლიქტი ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა. ამის ნიშანი გამოიკვეთა პარლამენტში, როცა პრეზიდენტის მომხრე დეპუტატმა არსენ იაცენიუკს შეუარცხყოფა მიაყენა. თავის მხრივ, არსენ იაცენიუკის მხარდამჭერებმა მომხდარი ინციდენტი პეტრო პოროშენკოს მცდელობად შეაფასეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს არსენ იაცენიუკის დასამხობად იყენებს.
როდემდე გარძელდება პეტრო პოროშენკოს დუმილი?
შექმნილ სიტუაციაში, პრეზიდენტმა ოდესის გუბერნატორს ან იმის მტკიცებულებები უნდა მოსთხოვოს, თუ რატომ უწოდებს იგი პრემიერ-მინისტრს კორუფციონერს, ანდა, თუ მიხეილ სააკაშვილი მტკიცებულებებს ვერ წარადგენს, მაშინ იგი თანამდებობიდან უნდა იქნეს დათხოვნილი. შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტის დუმილი თანხმობას ნიშნავს – ანუ იგი მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის მიერ პრემიერისადმი წაყენებულ ბრალდებებს, რომელიც, ფაქტიურად, უკრაინის ხელისუფლებისადმი წაყენებული ბრალდებებია. კანონის თანახმად, ასეთი ბრალდებები საკმარისია იმისათვის, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ და ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოძიება დაიწყოს… იბადება კითხვა: რატომ არიან უმოქმედოდ სამართალდამცველები? ალბათ, ისინიც პრეზიდენტის მითითებას ელოდებიან.
არსენ იაცენიუკისა და მიხეილ სააკაშვილის გუნდებს შორის დაპირისპირება უკრაინის ხელისუფლებისათვის დამღუპველია. ამ დაპირისპირებას შეუძლია ძალიან ცუდი შედეგი გამოიღოს: აღმასრულებელი ორგანოებისადმი, მათ შორის ოლქების ხელმძღვანელებისადმი მოსახლეობის ნდობის ფაქტორი მცირდება. შესაბამისად, ეს ტენდენცია ირიბად ურტყამს პრეზიდენტს, რომელიც გუბერნატორებს ნიშნავს.
მიხეილ სააკაშვილისა და არსენ იაცენიუკის ომში გამარჯვებული არავინ არ იქნება: კონფლიქტი ისე ძალიან ღრმადაა შესული, რომ ორივე მხარე ერთმანეთს გაანადგურებს (თუ მარბიტრი – პრეზიდენტი არ ჩაერევა). უკრაინა ახალ პოლიტიკურ კრიზისში შედის და სამწუხაროდ, ისე ჩანს, რომ კრიზისი არც სააკაშვილის და არც იაცენიუკის გადადგომით არ დასრულდება.
რა უნდა მიხეილ სააკაშვილს?
პრემიერ-მინისტრის გუნდი დარწმუნებულია, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორი პირდაპირ „იწვის“ იმის სურვილით, თუ როდის დაისაკუთრებს მთავრობის თავმჯდომარის სავარძელს. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორობას დროებით თანამდებობად მიიჩნევს – მისი ოცნებაა უკრაინის ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი გახდეს. დღეს მისი გავლენა და არეალი მხოლოდ იგორ კოლომოისკის, არსენ იაცენიუკის და არსენ ავაქოვის კრიტიკით შემოიფარგლება, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი მარცხს განიცდის: იგორ კოლომოისკისადმი წაყენებული ბრალდებები სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა, ახლა კი მას ორივე არსენი უჩივის და [გამორიცხული არაა, რომ სასამართლომ მათი სარჩელიც ისე დაასრულოს, როგორც ეს იგორ კომოლისკის შემთხვევაში მოხდა].
იმ პოზიციური ომის პირობებში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აწარმოებს, მას უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობას არ მისცემენ. ამისათვის თვით პეტრო პ[ოროშენკოს სურვილიც საკმნარისი არ არის. მთავრობის მეთაურს ვერხოვნა რადა ამტკიცებს, ვერხოვნა რადის დეპუტატებს კი ვინ აკონტროლებს? იგივე იგორ კოლომოისკი, დიმიტრი ფირტაში და სხვა ოლიგარქები… მათთვის მიხეილ სააკაშვილი, რბილად რომ ვთქვათ, არაპროგნოზირებად პოლიტიკოსად რჩება.