«Iran Daily» (ირანი): ჰასან რუჰანი: ირანმა და საქართველომ ურთიერთობა ყველა სფეროში უნდა გააფართოვონ
«Tehran Times» (ირანი): საქართველო ირანთან სავიზო რეჟიმს გააუქმებს
«Азербайджанские известия» (აზერბაიჯანი): საქართველო გეოპოლიტიკასა და ეკონომიკას შორის
———————-
«Iran Daily» (ირანი), 10 თებერვალი, 2016 წელი
http://www.iran-daily.com/News/136467.html
ჰასან რუჰანი: ირანმა და საქართველომ ურთიერთობა ყველა სფეროში უნდა გააფართოვონ
ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი ამბობს, რომ თეირანმა და თბილისმა ურთიერთობა ყველა სფეროში უნდა გააუმჯობესონ, რაც ორივე ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.
„საქართველოსა და ირანის ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა უნდა გაფართოვდეს და გააქტიურდეს. ეს ყველაფერი ქართველი და ირანელი ხალხების ინტერესებს შეესაბამება“, – განაცხადა ჰასან რუჰანიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ორშაბათს გამართული სატელეფონო საუბრის დროს.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანს და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი აქვთ და ხაზი გაუსვა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება ორივე მხარის კავშირებს უფრო გააიოლებს.
ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, შეიძლება დიდი როლი შეასრულოს ირანსა და შავიზღვისპირა ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობებში, შეიძლება სატრანსპორტო დერეფანი გახდეს და სურვილი გამოხატა მომზადდეს ნიადაგი მრავალმხრივი თანამშრმლობის გსაფაროებლად.
ირანის პრეზიდენტმა ისაუბრა აგრეთვე თეირანის დიპლომატიის წარმატებაზე, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ სახელმწიფოებთან (პლუს გერმანია) ბირთვული შეთანხმების დადებასა და ერთობლივ კომპლექსური სამოქმედო გეგმის შემუშავებაში გამოიხატა.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმებისა და კომპლექსური სამოქმედო გეგმის რეალიზება მსოფლიოსა და რეგიონისთვის ძალიან დიდი სარგებლობის მომტანი იქნება, მათ შორის საქართველოსთვის.
გიორგი კვირიკაშვილმა მზადყოფნა გამოხატა საქართველო-ირანის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისათვის, რაც ორმხრივ ურთიერთობებში ახალ პერსპექტივებს მოსაწავებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ იგი უახლოეს ხანში ვიზიტით ეწვევა თეირანს. მან ასევე მიიპატიჟა თბილისში ირანის პრეზიდენტიც.
———-
ირანის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სატელეფონო საუბრის თაობაზე მასალა გამოქვეყნდა აგრეთვე Tehran Times-ში – თეირანის ყოველდღიურ ინგლისურენოვან გაზეთში სათაურით „საქართველო ირანთან სავიზო რეჟიმს გააუქმებს“. მასში ყურადღება გამახვილებულია სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურთიერთობის გაფართოებას ყველა სფეროში, განსაკუთრებით კულტურისა და ტურიზმის დარგებში. მასალაში აღნიშნულია, რომ საქართველო აუცილებლად გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით.
წყარო: http://www.tehrantimes.com/Index_view.asp?code=252881
«Азербайджанские известия» (აზერბაიჯანი), 10 თებერვალი, 2016 წელი
http://www.azerizv.az/news/a-20949.html
საქართველო გეოპოლიტიკასა და ეკონომიკას შორის
აზერბაიჯანის პრესა განაგრძობს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის კახა კალაძის ბაქოში ამასწინანდელი ვიზიტის კომენტირებას.
„ამ დღეებში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ბაქოში ვიზიტმა კვლავ დღის წესრიგში დააყენა საკითხი იმის თაობაზე, თუ რამდენად ერთგულად იცავს ჩვენი მეზობელი ქვეყნის ხელმძღვანელობა სტრატეგიული მოკავშირეობას აზერბაიჯანთან. ყოველ შემთხვევაში, თბილისი ჯერ კიდევ არ გამორიცხავს რუსეთთთან და ირანთან შეთანხმების დადებას ენერგეტიკისა და სატრანსპორტო-კომუნიკაციურ სფეროებში, რომლებიც შეიძლება ბაქოს წინააღმდეგ იყოს მიმართული“, – აღნიშნულია გაზეთ „აზერბაიდჟანსკიე იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – ნატიგ ნაზიმოღლუ).
პუბლიკაციაში მიმოხილულია სიტუაცია, რომელიც საქართველოს ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებული: თბილისს მეტი გაზი ჭირდება და რადგან აზერბაიჯანს მეტი მოცულობის ბუნებრივი საწვავის მიწოდება არ შეუძლია, საქართველო იძულებულია „გაზპრომს“ მიმართოს და მისგან მიიღოს დამატებითი რაოდენობის გაზი.
„გაზპრომ“-თან თანამშრომლობის წინააღმდეგ ქართული ოპოზიცია გამოვიდა – პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს. ოპოზიცია გაკვირვებულია და საგონებელშია ჩავარდნილი: როგორ შეუძლია მმართველ კოალიცია „ქარტული ოცნების“ მთავრობას ურთიერტობა ჰქონდეს ისეთი სახელმწიფოს კომპანიასთან („გაზპრომი“ რუსული კომპანიაა), რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული?
„კახა კალაძის ბაქოში ვიზიტმა თითქოსდა დაასტურა, რომ საქართველო აზერბაიჯანთან ადრინდელ მარალი დონის პარტნიორობას შეინარჩუნებს. ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა მიიღოს დამატებითი მოცულობის გაზი „შაჰ-დენიზის“ საბადოდან სამხრეთკავკასიური გაზსადენის მეშვეობით, თუმცა მან იქვე დაამატა, რომ ამის მიუხედავად, საქართველოს მაინც დაჭირდება გაზის იმპორტი რუსეთიდან და ეს იმ პირობებში, როცა აზერბაიჯანის წილი საქართველოს გაზით მომარაგებაში 87%-ს აღწევს. თუ ბაქო და თბილისი კონსენსუსს მიაღწევენ, მაშინ რუსეთიდან დამატებითი გაზის შესყიდვა საქართველოს აღარ დაჭირდება “, – წერს სტატიის ავტორი და აღნიშნავს: „ამასთან დაკავშირებით იბადება კითხვა: რატომ მიიწევს თბილისი რუსეთისაკენ, თუ არის აზერბაჯანტან მოლაპარაკების შესაძლებლობა? მით უმეტეს, რომ „სოკარს“ არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ „საქართველოს იმდენ გაზს მივაწვდით, რამდენიც ჭირდებაო“, ხოლო პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თბილისში ვიზიტის დროს ხაზი გაუსვა – „ჩვენ იმდენი გაზი გვაქვს, ასი წელი მოვამარაგებთ საქართველოს, თურქეთს და ევროპის ქვეყნებსო“.
მოკლედ, რითი მოხიბლა „გაზპრომმა“ საქართველო? თუ კახა კალაძეს დავუჯერებთ, მოსკოვი თბილისს გაზს უფრო იაფად მისცემს, ვიდრე ბაქო. არადა, ექსპერტთა უმრავლესობა ეჭვობს, რომ მოსკოვური კომპანიის „გულუხვობასა და „კეთილშობილურ მოქმედებაში“ პოლიტიკური მიზნები იმალება.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამ დრეებში პარლამენტისადმი მიმართვაში აღნიშნა, რომ რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკება ქართულ რეალობასთან უნდა იყოს ადაპტირებული, რადგან „გაზპრომის“ თემა მჭიდროდ უკავშირდება უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკას, გეოპოლიტიკას და მხოლოდ ამის შემდეგ – ეკონომიკას და ენერგეტიკას“.
ამრიგად, ისე გამოდის, რომ ოფიციალური თბილისი „გაზპრომ“-თან ურთიერთობის გააქტიურებით თავის გეოპოლიტიკურ ამოცანებს წყვეტს, კონკრეტულად კი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად იქნა გაფუჭებული. რასაკვირველია, ეს უსუალოდ საქართველოს სუვერენული უფლებაა და როგორც საჭიროდ ჩათვლის, ისე მოიქცევა. აზერბაიჯანი კი, როგორც საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე, მხოლოდ იმას ითხოვს, რომ თბილისმა მისი ინტერესებიც გაითვალისწინოს. მაგალითად, განა აზერბაიჯანისათვის კარგია, როცა „გაზპრომი“ საქართველოს დამატებით გაზს მიაწვდის და ამ გაზი შეიძლება სომხეთმაც ისარგებლოს? ანდა თბილისის მიერ ირანთან მოლაპარაკების გამართვა, გაზის სომხეთის ტერიტორიის გავლით მიღების მიზნით?
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ასრულებს აზერბაიჯანი თავის სამოკავშირეო ვალდებულებებს საქართველოს წინაშე, ეს არაერთხელ დადასტურებულა წარსულშიც და აწმყოშიც, დღევანდელობაში. აი, რამდენიმე ფაქტი: აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია დათანხმდა საქართველოს თხოვნას ზამთრის პერიოდში დამატებითი რაოდენობის ბუნებრივი გაზის მიწოდების თაობაზე, რომელიც სამხრეთკავკასიური მილსადენის მეშვეობით განხორციელდება. „საქართველოს მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან კეთილმეზობლური ურთიერთობის გამოხატულებაა. ეს არის სამომავლო საფუძველი საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება-გაღრმავებისათვის“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის განცხადებაში.