«Независимая газета» (რუსეთი): შიიტური აზერბაიჯანი და ქრისტიანული საქართველო – სალაფიტთა ამიერკავკასიული ინკუბატორი
«Голос Армении» (სომხეთი): ინტერვიუ აგასი არაბიანთან: „თუ საქართველოს ხელისუფლება ჯავახკელებს არ მოუსმენს, მაშინ არჩევნებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოთ“
«The Wall Street Journal» (აშშ): სადღეგრძელო ქართული ღვინის სადიდებლად
—————–
«Независимая газета» (რუსეთი), 02 მარტი, 2016 წელი
http://www.ng.ru/problems/2016-03-02/6_salafity.html
შიიტური აზერბაიჯანი და ქრისტიანული საქართველო – სალაფიტთა ამიერკავკასიული ინკუბატორი
„შიიტური აზერბაიჯანი და ქრისტიანული საქართველო დღეს პარადოქსალურად ცნობილნი არიან იმით, რომ ორივე სახელმწიფო სალაფიტურ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსათვის ბოევიკების მიმწოდებლებს წარმოადგენენ. პარდოქსი კი იმაშია, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ანტიშიიტური და ანტიქრისტიანული მიმართულების მქონე დაჯგუფებაა, რომელიც მასობრივად აწყობს თავის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შიიტებისა და ქრისტიანების სიკვდილით საჯაროდ დასჯის სცენებს. თავის განცხადებებში „ისლამური სახელმწიფო“ არ მალავს გეგმებს, რომ სამხრეთ კავკასიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები, ჩრდ.კავკასიის ცათვლით, თავისი ხალიფატის შემადგენლობაში მოაქციოს…. როგორ მოხდა, რომ აზერბაიჯანი, რომლის მოსახლეობის 70% შიიტი მუსულმანია და საქართველო, რომლის მოსახლეობის უმეტესად ქრისტიან-მართლმადიდებელია, სალაფიზმის (ვაჰაბიზმის) გავრცელების რეალურ პლაცდარმად იქცნენ?“, – ასე იწყება სტატია, რომელშიც აზერბაიჯანელი და ქართველი ექსპერტები მსჯელობენ (ავტორი – ანტონ ევსტრატოვი).
აზერბაიჯანელი უფლებადამცველის ელდარ ზეინალოვის აზრით, სუნიტები აზერბაიჯანელი მუსულმანების მესამედს შეადგენენ. ადრე ისინი სომხეთში და მთიან ყარაბაღში ცხოვრობდნენ, კონფლიქტის შედეგად კი ლტოლვილები გახდნენ და ძირითადად ბაქოში, სუმგაითში და განჯაში დასახლდნენ. „ამჟამად სუნიტების მიმართ თანამედროვე აზერბაიჯანში რაიმე სპეციალური მიზანმიმართული სოციალური პოლიტიკა არ ტარდება, რაც ხელს უწყობს რადიკალური ისლამიზმის გაღვივებას… რამდენიმე წლის წინათ ხელისუფლებამ სუნიტებს მეჩეთები დაუხურა, რაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ თავის სასარგებლოდ გამოიყენა და ასობით მებრძოლის რეკრუტირება მოახერხა“.
რაც შეეხება საქართველოს, მასმედიის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, „ისლამურ სახელმწიფოს“ რიგებში 300-350 საქართველოს მოქალაქე იბრძვის. როგორც ქართველი ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ვასილ პაპავა ამბობს, სირიაში ჯიჰადში მონაწილეობისათვის წასული ახალგაზრდების მოტივები სხვადასხვანაირია: თვითრეალიზების უპერსპექტივობა და ფინანსური პრობლემები, აგრეთვე „რუსეთზე შურისძიების“ მცდელობა. საქართველოში სალაფიტების რაოდენობა მაინცდამაინც დიდი არ არის, თუმცა სირიაში მიმდინარე დაპირისპირების ფონზე სამომავლოდ ეს მაჩვენებლი შეიძლება გაიზარდოს.
სპეციალისტთა აზრით, საქართველოს აზერბაიჯანულ თემში სალაფიზმის აღმოცენება დაკავშირებულია იმ პროცესებთან, რომლებიც ქვეყანაში 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო და 90-იანებში განვითარდა. სწორედ იმ პერიოდში მაჰმადიანმა მისიონერებმა და ახალგაზრდა აზერბაიჯანელებმა, რომლებიც საუდის არაბეთში, კუვეიტში და ეგვიპტეში სწავლობდნენ, აგრეთვე მომლოცველებმა, აზერბაიჯანში სალაფიზმი შეიტანეს, საიდანაც შემდეგ ეს მიმდინარეობა საქართველოს აზერბაიჯანულ თემშიც გავრცელდა. „1990-იანი წლებში ქვემო ქართლში სოციალურ-ეკონომიკური პირობები უარესდებოდა, ამიტომ ბევრი აზერბაიჯანელი [თავის ისტორიულ სამშობლოში] – აზერბაიჯანში წავიდა საცხოვრებლად. ზოგიერთი მათგანი სალაფიზმის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, საქართველოში დაბრუნებისას კი მათმა იდეებმა აქ ნოყიერი ნიადაგი ჰპოვა“, – თვლის ვასილ პაპავა. ექსპერტის აზრით, საქართველოში გავრცელებულ სალაფიზმს თავისი სპეციფიკა აქვს და განსხვავდება აზერბაიჯანული და ჩრდ.კავკასიური სალაფიზმისაგან: ჯერ ერთი, რომ სალაფიტები საქართველოში ცოტანი არიან, მათ რწმენას პოლიტიკური კომპონენეტი არ აქვს, ქართველი სალაფიტები ლოიალურად არიან განწყობილნი ხელისუფლების მიმართ და არ არღვევენ თანაცხოვრების წესებსა და ტრადიციებს.
საქართველოში გავრცელებულ სალაფიზმზე მსჯელობისას არ შეიძლება არ შევეხდოთ პანკისის ხეობას, სადაც ეს რელიგიური მიმდინარეობა განსაკუთრებითაა კონცენტრირებული. სწორედ პანკისელები წარმოადგენენ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკთა“ „ხერხემალს“, რომელბიც სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის მთავრობის არმიას ებრძვიან. პანკისის ხეობაში სალაფიზმი ჩასახვისთანავე დაუპირისპირდა ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციულ რელიგიას. პანკისში სალაფიზმი ჩეჩნეთის მეორე ომის დროს (1999-2000 წლებში) გაჩნდა, როცა იქიდან წამოსულმა ლტოლვილებმა თავი ხეობაში მოიყარეს. როგორც ვასილ პაპავა ამბობს, სალაფიტური იდეოლოგია იოლად გავრცელდა უმუშევარ ახალგაზრდებში, რომლებსაც ლუკმა-პური არ გააჩნდათ საკუთარი თავისა და ოჯახების გამოსაკვებად – იმ პერიოდში ხეობაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია ძალიან მძიმე იყო.
ადგილობრივი მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ პანკისელი სალაფიტები ფულს საუდის არაბეთის რელიგიური ორგანიზაციებიდან და მდიდარი ოჯახებიდან იღებენ. საუდიტების მიერ გამოგზავნილი თანხებით პანკისელმა სალაფიტებმა ახალი მეჩეთი ააშენეს, ქისტი ახალგაზრდები თურქეთისა და არაბული ქვეყნების რელიგიურ სასწავლებლებში ცოდნის დასაუფლებლად უფასოდ გაგზავნეს. ბევრი მათგანი უკვე პანკისში დაბრუნდა, დაოჯახდა და თავიანთ საზოგადოებაში ცხოვრობენ
(სირიაში საქართველოს მოქალაქეთა წასვლამ და ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობის საკითხმა მასმედიაში აქტიური გამოხმაურება ჰპოვა. „ნეზავისიმაია გაზეტა – რელიგია“ ამის თაობაზე 2015 წლის 20 მაისს უკვე წერდა).
ამიერკავკასიაში სალაფიტური საფრთხე ძველებურად აქტუალურია. შეიძლება ითქვას, რომ აქაური სახელმწიფოები „რისკის ჯგუფში“ შედიან, ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რას გააკეთებენ და როგორ პოლიტიკას გაატარებენ ადგილობრივი მთავრობები. რადიკალური ისლამის საწინააღმდეგოდ მიმართული სტრატეგიის შემუშავების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ადგილობრივი სპეციფიკა, სოციალურ-ეკონომიკური , რელიგიურ-იდეოლოგიური და ცხადია, პოლიტიკური საკითხები. ამ ეტაპზე მუშაობა უფრო კარგად მიდის საქართველოში, ვიდრე აზერბაიჯანში, რაც, ალბათ, იმითაა განპირობებული, რომ საქართველოს მუსულმანური თემი უფრო მცირერიცხოვანია. ამის მიუხედავად, ქართული გამოცდილების გაზიარება (მასში იგულისხმება სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარება, სამართალდამცველი ორგანოების მუშაობა) მეზობლებისთვის სასარგებლო იქნება.
«Голос Армении» (სომხეთი), 2 მარტი, 2016 წელი
http://golosarmenii.am/article/37897/esli-vlasti-ne-uslyshat-dzhavaxk–vybory-nado-bojkotirovat-
ინტერვიუ აგასი არაბიანთან: „თუ საქართველოს ხელისუფლება ჯავახკელებს არ მოუსმენს, მაშინ არჩევნებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოთ“
ინტერვიუში საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რუსეთის ჯავახკური დიასპორის“ ხელმძღვანელი აგასი არაბიანი საუბრობს საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის შესახებ და წუხილს გამოხატავს იმის თაობაზე, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებების გამო „ჯავახკის“ მოსახლეობას საკუთარი ინტერესების დაცვის მექანიზმი აღარ ექნება. საქმე ეხება „ქარტული ოცნების“ ხელისუფლების მიერ სამცხე-ჯავახეთის ორი რაიონის – ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების ერთ საარჩევნო ოლქად გაერთიანების ფაქტს, რომლის შედეგად, ადრინდელ ორი მაჟორიტარი დეპუტატის ნაცვლად, მოსახლეობის მხოლოდ ერთის წამოყენების უფლება ექნება. „საერთოდ კი, საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის პარლამენტში მთელი სომხური თემი მხოლოდ სამი დეპუტატითაა წარმოდგენილი, რასაც, ბუნებრივია, აბსოლუტურად უსამართლოდ ვთვლით. რადგანაც სომხები ქვეყნის მოსახლეობის 5%-ს შეადგენენ (საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით), ამიტომაც პარლამენტის დეპუტატების საერთო რაოდენობაში 5% სომეხი უნდა იყოსა, ანუ არანაკლებ 6-7 დეპუტატისა“, – აცხადებს აგასი არაბიანი გაზეთის კორესპონდენტ ვლადიმირ დარბინიანთან საუბრისას.
- რა რეკომენდაციას მისცემდით, რას ურჩევდით ჯავახკელ თანამემამულეებს?
- „მე შორს ვარ და მიძნელდება რაიმე ვურჩიო, მაგრამ ჩვენი ბრძენი ხალხისა მჯერა, რომ ამ პრობლემას თვითონვე გადაწყვეტენ. საერთოდ კი, არჩევნებამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა დარჩენილი და ჯავახკელებმა ეს პერიოდი უნდა გამოიყენონ – ცივილიზებული ფორმებით შეეცადნონ დისკრიმინაციული გაურკვევლობის გამოსწორებას. თუ საქართველოს ხელისუფლება მათ იგნორირებას მოახდენს, გათავხედდება და ჯავახკის სომხური მოსახლეობის ხმას არ მოუსმენს, რეალურ ცვლილებები არ მოხდება, მაშინ შემოდგომაზე, არჩევნების მოახლოებისას, პროტესტის რადიკალურ ფორმებზე გადასვლა შეიძლება, მაგალითად, არჩევნებისადმი ბოიკოტის გამოცხადება. უბრალოდ, მოსახლეობა საარჩევნო ურნებთან უნდა მივიდეს და ყველამ ხმა უნდა მისცეს ყველას წინააღმდეგ“.
- რა საკითხებზე და პრობლემებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ჯავახკელმა სომხებმა და საქართველოს ხელისუფლებამ?
- „ჯავახკელმა სომხებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ მალე საქართველოში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები აღარ იქნება და ამიტომაც პოლიტიკური პარტიის შექმნაზე უნდა იფიქრონ, რომლის მეშვეობით არჩევნების დროს სომეხ კანდიდატთა ბალოტირება მოხდება. ჩემი აზრით, ოპტიმალური იქნება პარტიის ასეთი სახელი – „საქართველოს ხალხები“. არაა გამორიცხული, რომ მასში სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც გაერთიანდნენ. ჯავახკელებმა უნდა იაქტიურონ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტის საკითხში. მაგალითად, ხმა უნდა აღიმაღლონ ჯავახკში სამხედრო ფორმირებების დისლოკაციის წინააღმდეგ და რეგიონი დემილიტარიზებულად გამოაცხადონ. ასევე უნდა შეეცადნონ ჯავახკის რეგიონისათვის ეროვნულ-კულტურული ავტონომიის სტატუსის მინიჭებას“.
- საქართველოში შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. რას ურჩევდით თანამემამულე ჯავახკელებს – რომელ პარტიას და რომელ მაჟორიტარს მისცენ თავიანთი ხმა?
- ჯავახკელმა სომხებმა თვითონ უკეთ იციან, თუ ვინ არიან ღირსეული ადამიანები და ვინ დაიცავს მათ ინტერესებს საქართველოს პარლამენტში. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ამგვარ საკითხებში არ ჩავერიოთ. რაც შეეხება იმას, თუ რომელ პარტიას უნდა დაუჭირონ მხარი, ჯერ ამ თემაზე არ გვიმსჯელია და რეკომენდაციებს ვერ შევთავაზებთ. არჩევნები რომ მოახლოვდება, უკვე ამ საკითხზე ჩამოყალიბებული ვიქნებით. ამ ეტაპზე კი ჯავახკელ თანამე3მამულეებს ერთს შევახსენებ: წინასაარჩევნო პერიოდი ძალიან კარგი თქვენი პრობლემების გასააქტიურებლად, ამიტომაც მომენტი ეფექტურად უნდა გამოიყენოთ. შეეცადეთ, რომ მტკივნეული პრობლემები თქვენს სასარგებლოდ გადაწყდეს“.
«The Wall Street Journal» (აშშ), 01 მარტი, 2016 წელი
http://www.wsj.com/articles/a-toast-to-georgian-wine-1456881057
სადღეგრძელო ქართული ღვინის სადიდებლად
სტატიაში საუბარია აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზებაზე, კონკრეტულად კი გადმოცემულია ელის ფირინგის – ქართული ნატურალური ღვინის ამერიკელი ქომაგის საქმიანობა, რომლის მიერ დაწერილი წიგნის სახელწოდებაა „ღვინის სიყვარულით: ჩემი ოდისეა მსოფლიოში ღვინის კულტურის მქონე ყველაზე უძველეს ქვეყანაში“. ელის ფაირინგი ნიუ-იორკში ცხოვრობს და საქართველოზე საუბრისას ემოციებს ვერ მალავს: ლაპარაკობს იმაზე, თუ რამდენი მტრის შემოსევა განიცადა საქართველოს თავის ისტორიაში, რა გაჭირვება გადაიტანა რესპუბლიკამ იმ წლებში, როცა რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა (ავტორი – ლეთი თიგი).
ჟურნალისტის საუბარი წიგნის ავტორთან ნიუ-იორკის კაფე-ბარ „ამფორა“-ში შედგა. როგორც ავტორი აღნიშნავს, „ამფორა“ ქართული ღვინის „ერთ-ერთი ციტადელია“ ნიუ-იორკში. როგორც ერთ-ერთი კლიენტი დევიდ ფოსი ამბობს, ღვინის ბევრი მოყვარული დადის კაფეში ქართული ღვინის – „საფერავის“, „ჩინურისა“ და „ოჯალეშის“ დასაგემოვნებლად.
ელის ფირინგი საქართველოში შვიდჯერ იმყოფებოდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში – პირველად იგი ღვინის ქვეყანას 2011 წელს ეწვია, მონაწილეობდა საერთაშორისო სიმპოზიუმ „ქვევრში“, რომელიც ალავერდის მონასტერში გაიმართა. ქვევრი ღვინის შესანახი ისეთი ჭურჭელია, რომელიც მიწაშია ჩაფლული და დიდი როლი მიუძღვის ღვინის კულტურის განვითარებაში. იუნესკოს მიერ ქვევრი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
„ელის ფირინგს საქართველოში ყოფნისას გიდობას ჯონ ვურდემანი უწევდა, რომელიც ღვინის კომპანია „ხოხბის ცრემლების“ მფლობელია. ჯონმა ალისას ბევრი ქართული ღვინო და ღვინის მწამროებელი გააცნო“, – ნათქვამია სტატიაში.
ქართველები სტუმარს დიდ პატივს სცემენ და მათ სუფრისა და სადღეგრძელოებით ხვდებიან „საქართველო ღარიბი ქვეყანაა, მაგრამ სტუმარს გულუხვად უმასპინძლდებიან“, – ამბობს ალის ფირინგი, რომელსაც თავის წიგნში მრავალი ქართული კერძის და ცომეულის რეცეპტი აქვს მოცემული, მაგალითად, როგორ მომზადდეს ხაჭაპური. „შესაძლოა ქართული სამზარეულოს კერძების მოსამზადებელი ნატურალური კომპონენტები ნიუ-იორკში ძნელი მოსაძებნი იყოს, ამიტომაც წიგნში მათი შემცვლელებიცაა დასახელებული“, – ამბობს ელის ფირინგი და „ხოხბის ცრემლების“ მიერ 2013 წელს ჩამოსხმულ ღვინო „ჩინურს“ მაწვდის“, – წერს ავტორი.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ელის ფირინგს წიგნის დაწერა მისმა ძმამ – ენდრიუ ფირინგმა შთააგონა, რომელიც ამას წინათ გარდაიცვალა. იგი წიგნის გამოცემას ვერ მოესწრო, თუმცა ნამდვილად იამაყებდა თავისი დის გამოკვლევით, რომელიც ქართული ღვინის კულტურასა და ქართველების ცხოვრების წესს ასახავს.
საქართველო უცხოეთის მასმედიაში
02 მარტი, 2016 წელი
შინაარსი