globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 7 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 7th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „რუსეთის მიზანი უკრაინასა და საქართველოზე გავლენის მოპოვებაა“


„ახალი თაობა“: ინტერვიუ ალეკო შალამბერიძესთან: „თურქეთმა შესაძლოა ტერიტორიული პრეტენზიები წაგვიყენოს”

„ახალი თაობა“: რატომ შეიქმნა საგარეო პლიტიკის უწყებათშორისი საბჭო
————————

„ახალი თაობა“, 07 იანვარი, 2015 წელი
ინტერვიუ ვახტანგ მაისაია სთან: “რუსეთის მიზანი უკრაინასა და საქართველოზე გავლენის მოპოვებაა”
ინტერვიუში ცნობილი სამხედრო-პოლიტიკური ექსპერტი ვახტანგ მაისაია საუბრობს რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინის შესახებ, ნატო-რუსეთის ურთიერთობისა და საქართველოს პერსპექტივაზე (ესაუბრება ჟრნალისტი გულიკო ბალაძე).
„ჯერ კიდევ ოქტომბერში ვთქვი, რომ რუსეთი ამუშავებდა ახალ სამხედრო დოქტრინას. მისი შემუშავება დეკემბერში დასრულდა. ახლანდელი დოქტრინა უფრო აგრესიული და საკმაოდ ანტიდასავლურია და საბჭოთა პერიოდის მარშალ უგალკოვის დოქტრინის რეანიმირებული ვარიანტია. ამ დოქტრინით ისეთი პასაჟები გამოვლინდა, რომელიც აშკარად მიუთითებს, რომ რუსეთი დასავლეთთან ომისთვის ემზადება. ამ დოქტრინის შესაბამისად, ნატო არის რუსეთის ფედერაციის ნომერ პირველი მტერი, რაც ადრე ასე კარგად გამოკვეთილი არ იყო”, – ამბობს ექსპერტი.
“რუსეთს შეუძლია თავისუფლად შეეჭიდოს ამხელა ძალას. ეს რუსეთისთვის პრობლემას არ არმოადგენს სამხედრო კუთხით. ნატოც არ არის საკმარისად მწყობრი და ძლიერი. მას შემდეგ, რაც ცივი ომი დასრულდა, ნატომ თავისი სამხედრო მზაობა შეასუსტა. გარკვეულწილად, მოახდინა თავისი ნაწილი ძალების დემობილიზაცია. 1990 წლის ლონდონის სამიტიდან მოყოლებული, უელსის სამიტის ჩათვლით, ნატოს არც ერთ დოკუმენტში არ დაფიქსირებულა, რომ რუსეთი იყო მისი ნომერ პირველი მტერი”, – აღნიშნავს რესპონდენტი გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას.
“ნატომ არა მარტო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას ვერ უპასუხა, არამედ საქმე უკვე იქამდე მივიდა, რუსეთი მზად არის, ახლა ბალტიისპირეთს შეუქმნას რეალური სამხედრო საფრთხე. რუსეთმა კალინინგრადში განათავსა “ისკანდერ-მ” ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები. ფაქტობრივად, რუსეთმა გააძლიერა თავისი სამხედრო მზაობა დასავლეთის მიმართულებით”, – განაგრძობს ვახტანგ მაისაია.
“დოქტრინაში ასევე შეტანილია ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ნატოს ნებისმიერი ინფრასტრუქტურის შექმნა რუსეთის მხრიდან ავტომატურად ჩაითვლება საფრთხედ, ანუ აგრესიისათვის მზადებად. მეორეც, რუსეთმა მიიღო გააწყვეტილება და ნებისმიერი ტერიტორიული პრეტენზია, რომელიც იქნება წაყენებული, აგრესიის მცდელობად აღიქმება. ნებისმიერი პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც მოვა რუსეთის მეზობლად და გაატარებს ანტირუსულ პოლიტიკას, რუსეთს ეძლევა უფლება, სამხედრო ძალით ჩამოაგდოს არასასურველი პოლიტიკური ხელისუფლება”, – განმარტავს რესპონდენტი.
„რუსეთმა ასეთი დოქტრინა მიიღო, ჩვენთან კი სხედან და საახალწლო განცხრომას არიან მიცემულნი. რა გვეზეიმება, როცა ამ დოქტრინის თანახმად რუსეთს მოუნდება, მაშინ შემოიჭრება… რუსეთს ძალები უკვე მომზადებული ჰყავს, რომ საქართველოში შემოიჭრა განახორციელოს. ჩვენ დავწმუნდით, რომ ნატო არ აღმოჩნდა მზად რუსეთის მხრიდან წამოსული გამოწვევების წინააღმდეგ… ფაქტობრივად, [2008 წლის აგვისტოს ომი] ნატოსთვის იყო სრული შოკი. ნატოს არ გააცნია საკმარისი შეიარაღებული ძალების კომპონენტები. შეიძლება მობილიზება გააკეთოს, მაგრამ ამას დრო და ცვლილებები სჭირდება. ნატოს მტავარი შეცდომა ის იყო, რომ ალიანსმა რუსეთის ფედერაცია არ ჩათვალა სამხედრო მოწინააღმდეგედ. ის რუსეთის ქმედებებს განიხილავდა გამოწვევებად და არა სამხედრო საფრთხეებად. რუსეთი კი ნატოს ყოველთვის მოწინააღმდეგედ აღიქვამდა“, – ამბობს ექსპერტი.
“რუსეთის საბოლოო მიზანი უკრაინაზე და საქართველოზე გავლენის მოპოვებაა. რუსეთი შეეცდება ამ ორ პოლიტიკურ სუბიექტზე დაამყაროს კონტროლი. მერე გააფართოოს თავისი ექსპანსია უკვე დასავლეთის მიმართულებით. შესაბამისად, შექმნას ის ბირთვი, რომ შექმნას საფრთხე დასავლეთის წინააღმდეგ”, – დასძენს ვახტანგ მაისაია.

„ახალი თაობა“, 07 იანვარი, 2015 წელი
ინტერვიუ ალეკო შალამბერიძესთან: „თურქეთმა შესაძლოა ტერიტორიული პრეტენზიები წაგვიყენოს”
ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ალეკო შალამბერიძე სხვა საკითხებთან ერთად, საქართველო-თურქეთისა და რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე საუბრობს და ამასთან დაკავშირებით ყურადრებას ამახვილებს ყარსის ხელშეკრულების მნიშვნელობაზე (ესაუბრება ჟურნალისტი შორენა მარსაგიშვილი).
„რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების შემეგ საქართველოში ყარსის ხელშეკრულებაზე ალაპარაკდნენ. ექსპერტთა ნაწილი მოსალოდნელ საფრთხეებზეც ბევრს საუბრობს. რას გვიქადაგის ყარსის ხელშეკრულება და რატომ გახდა ეს თემა ასეთი მტკივნეულ-აქტუალური?
როგორც ყოფილი დეპუტატი ალეკო შალამბერიძე ამბობს, „ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ყარსის ხელშეკრულება მითქმა-მოთქმის საბაბი ხდება. ხმაური ატყდა 1992 წელსაც. მაშინ თურქეთმა და საქართველომ ხელშეკრულება გააფორმეს. საქართველო-თურქეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ყარსის ხელშეკრულებით დგინდება ამ ქვეყნების სახელმწიფო საზღვრები. 1992 წელს გაფორმებულ დოკუმენტში სხვაგან ყარსის შეთანხმება ნახსენები არ არის. აჟიოტაჟი ყირიმის ამბების მერე ატყდა. მე პირადად საპანიკოს ვერაფერს ვხედავ ყარსის ხელშეკრულებაში. ეს საკითხი კარგად მაქვს შესწავლილი. ამ თემაზე მაშინ ვმუშაობდით, როცა დემირელს და შევარდნაძეს შეთანხმება უნდა გაეფორმებინათ. როგორც უკვე გითხარით, საპანიკო არაფერია, მაგრამ არც დამშვიდების საფუძველი გვაქვს“.
„არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის როს თურქეთსა და რუსეთს შორის სერიოზული მიმოსვლა იყო. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ რუსეთს და თურქეთს შორის სერიოზული და ძმური ურთიერთობებია, რაც საქართველოს დამატებით პრობლემებს უქმნის. ძალიან მნიშვნელოვანია მონროს კონვენცია. ეს კონვენცია შავი ზღვის აუზში მოძრაობას არეგულირებს. შავ ზღვას, მოგეხსენებათ, რუსეთი და თურქეთი აკონტროლებენ. ამერიკამ ბუშის პრეზიდენტობის დროს ბევრი იწვალა იმაზე, რომ ამ ონვენციის გადახედვა მომხდარიყო”, – აღნიშნავს რესპონდენტი გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას.
“ნატოს წევრობა თურქეთს რუსეთთან სიამტკბილობაში არანაირად არ უშლის ხელს. ეს ჩვენთვის უნდა იყოს მისაბაძი. ჩვენი პოლიტიკოსების შეცდომა ის არის, რომ აქ ან პრორუსულები არიან, ან პროდასავლურები. ამ პროების მიერ ერთმანეთისთვის იარლიყების მიკერება მიმდინარეობს. სერიოზულ პოლიტიკაზე კი არავინ ფიქრობს. სერიოზულ პოლიტიკას მაშინ დავიწყებთ, თუ ერთმანეთს იარლიყებს აღარ მივაწებებთ. მთელი ყურადღება რუსეთზე გვაქვს გადატანილი და, საერთოდ, დავივიწყეთ ირანი, რომელსაც რეგიონში თავისი ინტერესები აქვს. ამ გლობალურ დაპირისპირებებში საქართველო მოშიშვლებულ ადგილად არის ქცეული, რომლის მთავრობის მეთაურად დანიშნულია კაცი, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს პოლიტიკაზე. წარმოდგენა არც იმ ადამიანს აქვს, ვისაც პრემიერი ჭკუას ეკითხება”, – განაგრძობს ალეკო შალამბერიძე.
“ერთ მშვენიერ დღეს თურქეთმა შესაძლოა ტერიტორიული პრეტენზიები წაგვიყენოს. რამდენიმე თვის წინ საქართველოში ვიზიტად იმყოფებოდა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკიავიჩუსი. მან ასეთი ოქროს სიტყვები გვითხრა: პოლიტიკაში არ არსებობენ იდეალური პარტნიორები. უნდა შევიგნოთ, რომ შენი ყველაე დიდი მოწინააღმდეგე არის მეზობელი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, არავისგან არ უნდა გამოვრიცხოთ საფრთხეები. მითუმეტეს, ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეზობელ ქვეყნებთან საზღვრებიც კი არა გვაქვს დადგენილი. ამ მიმართულებით შექმნილი გვაქვს პრობლემები. სომხეთ-აზერბაიჯანთან სერიოზული პრობლემებია, რუსეთზე აღარაფერს ვამბობ”, – დასძენს რესპონდენტი.
ალეკო შალამბერიძე კომენტარს უკეთებს აგრეთვე ავარეთ-კახეთის საავტომობილო გზის მშენებლობას და რამზან კადიროვის განცხადებას ჩეჩნეთიდან საქართველოში ახალი რკინიგზის მშენებლობის გეგმის შესახებ. მისი თქმით, ჩეჩნეთის ლიდერის განცხადება ძველ საბჭოთა პროექტს ეფუძნება, როცა 1980-იანი წლების მეორე ნახევარში კავკასიის ქედზე გვირაბებით რკინიგზის გაყვანას აპირებდნენ, მაგრამ პროექტი, [ეკოლოგიური პრობლემების გამო], არ განხორციელდა, შემდეგ კი საბჭოთა კავშირი დაიშალა.
„რასაკვირველია, ორივე პროექტი – ავარეთ-კახეთის გზის ჩათვლით, საქართველოსთვის სახიფათო იქნება. შესაძლოა, რუსეთისათვის სასარგებლო, მაგრამ ჩვენთვის ხიფათის შემცველი. ასე იქნება მანამ, სანამ ჩვენს საკუთარ პოლიტიკას არ ჩამოვაყალიბებთ: ჩვენ არ უნდა გავაღიზიანოთ რუსეთი. არ უნდა გავატაროთ „ფინიას პოლიტიკა“. ცხადია, არც ფეხქვეშ უნდა გავეგოთ, მაგრამ არც უნდა გავაღიზიანოთ. ჩვენ არ ვიყოთ მოსკოვისათვის წიტელი ნაჭერი. უკრაინას რუსეთთან ფაქტობრივად, ომი აქვს, მაგრამ გინახავთ ან გაგიგონიათ, რომ პეტრო პოროშენკო ვლადიმერ პუტინს აგინებდეს?
სამწუხაროდ, საქართველოს საგარეო პოლიტიკა არ აქვს. კი, არის სამინისტრო, მინისტრიც და მთელი ამალა დიპლომატებიც, მაგრამ ჩვენი საგარეო პოლიტიკა მხოლოდ სიტყვებისთ არსებობს: საქართველოს მომავალი არის ნატო! გასაგებია, მაგრამ რატომ არ გვიღებს ნატო ცოცხალი თავით კარს? სერიოზული დასავლელი პოლიტიკოსი გვეუბნება, ნატოზე ფიქრს თავი დაანებეთო… მაკკეინი არ არის სერიოზული პოლიტიკოსი. სერიოზული ხალხი კი გვეუბნება, რომ თქვენს პოლიტიკას მიხედეთო. ჩვენ კი ვდგავართ და ველოდებით, როდის დაიშლება რუსეთი. კი, შეიძლება ოდესრაც დაისალოს, მაგრამ ახლა რომ არ იშლება, რა ვქნათ? საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთს სანქციები უნდა შევურბილოთო, ამ დროს თინა ხიდაშელი გამოდის და სისულელეებს ამბობს, დასავლეთმა რუსეთს შუაგულ ევროპაში უნდა გაუმართოს ბრძოლაო… მოკლედ, რუსეთი არ დაიშლება და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ, სანამ რეალურ პოლიტიკას არ ვაწარმოებთ“, – ამბობს ალექსანდრე სალამბერიძე ინტერვიუში.

javascript:;

„ახალი თაობა“, 07 იანვარი, 2015 წელი
რატომ შეიქმნა საგარეო პლიტიკის უწყებათშორისი საბჭო
ნათია ხურცილავა
(შემოკლებით)
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათშორისი საბჭო შეიქმნა. ექსპერტთა ნაწილის განცხადებით, ჯერჯერობით გაურკვეველია საბჭოს მუშაობის სისტემა. თუმცა, გუშინ უკვე გაიმართა პირველი სხდომა.
რატომ დასჭირდა პრემიერს შეექმნა ახალი სტრუქტურა? იმუშავა თუ არა სათანადოდ საგარეო უწყებამ? იყო თუ არა კოორდინაციის პრობლემა აქამდე?
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების შესახებ და მოახდენს კოორდინაციას სუბიექტებს შორის, რომლებიც საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში არიან ჩართულები. საბჭოს ფუნქციაში ასევე შედის განსაზღვროს ის თემები, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის საგარეო ასპარეზზე პოზიციონირების თვალსაზრისით.
ახლად შექმნილ საბჭოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში კი შედიან: საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი. საბჭოს მუშაობაში ხმის უფლებით მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე წევრი.
გუშინდელ სხდომაში მონაწილეობა მიიღო დეპუტატმა თედო ჯაფარიძემ. მისი განცხადებით, სწორედ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მეტი კოორდინაცია გვჭირდება. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა ომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მეტი შეთანხმება და მეტი დისკუსიაა საჭირო. ჯაფარიძის განმარტებით, სწორედ ამიტომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა.
თედო ჯაფარიძე: საგარეო უწყება, რა თქმა უნდა, გამართულად მუშაობს, მაგრამ საბჭო იქმნება არა იმიტომ, რომ საგარეო უწყება არ მუშაობს კარგად, პირიქით, იმიტომ, რომ საგარეო უწყებამ, საბჭომ და სხვა უწყებებმა უფრო კოორდინირებულად იმუშაონ“

Comments are closed