„რეზონანსი”: მინისტრებს ივლისამდე არ მოხსნიან, მერე შეიძლება, “რესპუბლიკელები” გაუშვან
„რეზონანსი”: ელოდებით თუ არა არჩევნებამდე მინისტრების გადაყენებას?
„რეზონანსი”: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „საპარლამენტო რესპუბლიკაში პრემიერი გამარჯვებული პარტიის ლიდერი ხდება”
„რეზონანსი”: ინტერვიუ ნინო გოგუაძესთან: “კოალიცია ბიძინა ივანიშვილმა დაშალა”
„რეზონანსი”: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: “უმრავლესობას, სავარაუდოდ, “ქართული ოცნება” მოიპოვებს”
„რეზონანსი”: სომხეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკის ნანგრევებში საქართველოც მოყვება // “კონფლიქტი სერიოზული ზიანის მომტანი იქნება არა მარტო მეზობელი ქვეყნების, არამედ ჩვენი ეკონომიკისთვისაც”
——–
„ალია“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „როდის აქეთ გახდა ასეთი ეროვნულ პატრიოტული ჟინით შეპყრობილი ირაკლი ღარიბაშვილი“
„ალია“: ბიძინა ივანიშვილი თინა ხიდაშელს, გიგლა აგულაშვილს, პაატა ზაქარეიშვილს და თამარ სანიკიძეს ხსნისო…
——–
„ვერსია“: ინტერვიუ გიორგი ვოლსკისთან: „კოალიციაში მყოფი პარტიები ერთმანეთს ხიშტს არ დაუდებენ!“ // რა ხდება „ოცნებაში“, ვინ იქნება საარჩევნო სიაში და რა მოხდება პარტიის ყრილობაზე 14 მაისს
——–
„საქართველო და მსოფლიო“: ინტერვიუ გოგი თოფაძესთან: “გენერალისიმუს” თინა ხიდაშელს იმდენი “საქმენი საგმირონი” აქვს ჩადენილი, რომლის საბუთებიც არსებობს, რომ არჩევნებამდე გაიქცევა საქართველოდან
——–
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გია ჟორჟოლიანთან: „კოალიცია არჩევნების შემდეგ შეიქმნება… სოციალ-დემოკრატები გადაწყვეტილებას მალე გამოვაცხადებთ“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან: „ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის მოთხოვნით წავიდა”
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „რესპუბლიკელი მინისტრები ამ თვის ბოლომდე ვერ გაატანენ… თინა ხიდაშელი პასუხისგებაში უნდა მიეცეს”
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნუგზარ წიკლაურთან: „მთავარი ბრძოლა არჩევნებზე ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის იქნება… „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებას არავისთან გეგმავს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „ამომრჩეველს მოუწევს არჩევანის გაკეთება რეგიონში შექმნილი უმძიმესი ვითარების გათვალისწინებით”
——–
„საერთო გაზეთი“: ჟოზეფ დოლი თავისას აბრახუნებს და ნათლად მიგვანიშნებს, რომ ვიზალიბერა-ლიზაციის საფასური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებაა
„საერთო გაზეთი“: იგეგმება თუ არა „ქართული მაიდანი“, რომლის სისრულეში მოსაყვანად, როგორც ამბობენ, უკვე გამოყოფილია 200 მლნ. დოლარი?
„საერთო გაზეთი“: ინტერვიუ მანანა ნიკოლაიშვილთან: თსუ-ში მომხდარი დრამატული მოვლენები `ნაცმოძრაობის~ მიერ იყო ინპირირებული?
„საერთო გაზეთი“: ინტერვიუ გრიგოლ გაგნიძესთან: „თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნები პროვოცირებულია და ქვეყნის დასუსტებას ისახავს მიზნად“
„საერთო გაზეთი“: ვის აძლევს ხელს საქართველოში რელიგიური უთანხმოებანი?!
„საერთო გაზეთი“: „პირდაპირ ვიტყვი: უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველი კი არა, პროვოკატორი და მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტერია»
„საერთო გაზეთი“: როდის დამთავრდება აგენტების, „სტუკაჩების“, „ნასედკების“ ზეობა საქართველოში?
„საერთო გაზეთი“: ინტერვიუ ეკოლოგ თემურ ვეკუასთან: ქალაქია თუ კრემატორიუმი?
————————-
„რეზონანსი”, 06 აპრილი, 2016 წელი
მინისტრებს ივლისამდე არ მოხსნიან, მერე შეიძლება, “რესპუბლიკელები” გაუშვან
ეკატერინე ბასილაია
მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები ზაფხულამდე მოსალოდნელი არ არის. პრემიერი კვირიკაშვილი სამთავრობო ცვლილების პირველ ეტაპს ივლისში გეგმავს, საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ, მეორე ეტაპი კი არჩევნებამდე 40 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოსაა გათვლილი და თუკი რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ყველაფერი ამ გეგმის შესაბამისად უნდა წავიდეს. ეს ინფორმაცია “რეზონანსს” პარლამენტში თავისმა წყარომ შეატყობინა.ის, რომ მინიმუმ ერთ თვეში მთავრობაში ცვლილებები არ იგეგემება, დაადასტურა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკიმ, თუმცა როდის შესაძლოა მოხდეს ეს, ამაზე არ უსაუბრია.
გუშინ კი მთელი დღის განმავლობაში მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ უახლოეს დღეებში 3 “რესპუბლიკელი” მინისტრის გადაყენება იგეგმებოდა. ამ საუბრის გააქტიურების ერთ-ერთი მიზეზი ის გახდა, რომ პარტია “ქართული ოცნების” ოფისში ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა და იქ პარტიის ლიდერებს ხვდებოდა. დღის მანძილზე პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომაც გაიმართება. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ამ შეხვედრაზე გადაწყდა თავდაცვის მინისტრისა და გარემოს დაცვის მინისტრის წასვლა-არ წასვლის საკითხიც. ითქვა ისიც, რომ თუკი თინა ხიდაშელი დატოვებდა თანამდებობას, მის ადგილს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დაიკავებდა. გიგლა აგულაშვილს კი გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ნინო სულხანიშვილი ჩაანაცვლებდა. ასევე საუბარი იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის შეცვლაზე და მისი მოადგილის, ქეთევან ციხელაშვილის დანიშვნაზე. “რესპუბლიკელი” არ არის, მაგრამ ითქვა, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე თამარ სანიკიძის ნაცვლად მაია მიმინოშვილის კანდიდატურა განიხილება.
გია ვოლსკის განცხადებით, “რესპუბლიკელი” მინისტრების ცვლილებაზე ინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება, რადგან შეიქნას შთაბეჭდილება, რომ მთავრობაში კრიზისია.
“ასეთი ინფორმაციის გავრცელებაც გარკვეულ მიზანს ემსახურება, რომ რაღაც რყევა შექმნან კოალიციასა და უმრავლესობაში, რათა ხელი შეუშალონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას და მიღებას. სამი რესპუბლიკელი მინისტრი თანამდებობებზე პარტიული ნიშნით არ შერჩეულა,” – აცხადებს ვოლსკი და დასძენს, რომ მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება.
“რესპუბლიკელი” მინისტრების თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებაზე მოლოდინი არ დაადასტურა ლევან ბერძენიშვილმაც.
“მსგავსი რამ მოსალოდნელი არ არის იმდენად, რამდენადაც ჩვენ, “რესპუბლიკელებმა” ამის შესახებ არაფერი ვიცით. შეიძლება ვინმემ რაიმე იცის, მაგრამ მე არ ვიცი და ძალიან მსხვილმა “რესპუბლიკელებმა” არ იციან და არა მგონია, რაიმე უჩვენოდ ხდებოდეს,” – აღნიშნა ბერძენიშვილმა.
“რეზონანსის” წყაროს ცნობით კი უახლოეს ერთ თვეში არა, მაგრამ “რესპუბლიკელი” მინისტრების ცვლილება დაგეგმილია, თუმცა მხოლოდ ივლისში. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულია და “რესპუბლიკელები” უკვე პარტია “ქართული ოცნების” კონკურენტები არიან, ამ ეტაპზე მინისტრთა კაბინეტიდან კონკურენტი პარტიის წევრების გაშვებამ შესაძლოა პარლამენტში უმრავლესობის დაშლა გამოიწვიოს, რაც თავისთავად მთავრობის ნდობის საკითხის დაყენებას გამოიწვევს და საპარლამენტო კრიზისი შეიქმნება. ასეთი გართულება კი “ოცნებაში” არავის სურს.
საქმე ისაა, რომ 150-წევრიან პარლამენტში უმრავლესობის არსებობისთვის 76 დეპუტატია საჭირო. “ეროვნული ფორუმის” გასვლის გამო 88-წევრიან საპარლამენტო უმრავლესობას 6 დეპუტატი გამოაკლდა და დღეს უმრავლესობა მხოლოდ “რესპუბლიკელების” 10-კაციანი ფრაქციის მეშვეობით არის შენარჩუნებული. ამდენად, კვირიკაშვილი “რესპუბლიკელი” მინისტრების ცვლილების გამო საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის საფრთხეს არ დააყენებს. საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლოს სრულდება, თუმცა შემდეგ რამდენიმე დღეში – 8-9 ივლისს არის ნატო-ს ვარშავის სამიტი. სამიტის მიჯნაზე თავდაცვის მინისტრის ცვლილებამაც, შესაძლოა, დასავლეთში კითხვები გააჩინოს. როგორც “რეზონანსის” წყარო ამბობს, მხოლოდ ვარშავის სამიტის შემდეგ მოხდება “რესპუბლიკელი” მინისტრების შეცვლა. მინისტრების ცვლილების მეორე ეტაპი კი უკვე არჩევნებს და “ოცნების” საარჩევნო სიას უკავშირდება. პარტიის საარჩევნო სიის თუ მაჟორიტარების კანდიდატების ცესკო-ში დარეგისტრირების ბოლო ვადა არჩევნებამდე 40 დღით ადრეა. მეორე დღესვე კი იმ საჯარო მაღალი თანამდებობის პირებს, ვინც საარჩევნო სიაშიც იქნებიან, თანამდებობის დატოვება მოუწევთ.
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების თარიღი – 8 ოქტომბერი – უკვე გუშინ საღამოს გამოაცხადა. ასე რომ, აგვისტოს ბოლოს საარჩევნოდ პარტიის სიაში გადანაცვლებული მინისტრები პორტფელებს დაემშვიდობებიან, დროებით მაინც.
სახელდება კონკრეტული გვარებიც. სიის პირველი ნომერი დიდი ალბათობით იქნება პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, თუმცა მისთვის საგანგებოდ საარჩევნო კოდექსის ცვლილება იგეგმება, რომ პრემიერს სიაში მოხვედრის გამო თანამდებობის დატოვება არ მოუწიოს. კვირიკაშვილის გარდა “ოცნების” სიაში თუ მაჟორიტარებად იქნებიან: ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, ასევე განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. ამ მინისტრებს წარმატებულებად მიიჩნევენ და უმეტესად მაჟორიტარად მოიაზრებენ.
საუბარია იმაზეც, რომ 3 “რესპუბლიკელი” მინისტრისა და 4 “ოცნების” მინისტრის ცვლილება ჯამში მინისტრთა კაბინეტის 1/3-ს შეადგენს, რაც კანონის თანახმად მთავრობის ხელახალი ნდობის საკითხსაც დააყენებს და როგორც “რეზონანსის” წყარო აცხადებს, ნდობის გამოცხადებაში სირთულეები რომ არ შეიქმნას, ახლა განიხილება ისიც, რომ “რესპუბლიკელებიდან” მხოლოდ თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები შეიცვალონ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა კი სავარძლის შენარჩუნება შეძლოს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ “ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს ზაქარეიშვილი მოსწონს”. თამარ სანიკიძის გადაყენების განზრახვას გაზეთის წყარო არ ადასტურებს. თუმცა ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ, დიდი ალბათობით, სანიკიძე მაინც შეიცვლება.
ამ ცვლილებას “ოცნებაში” საჯაროდ არ ადასტურებენ. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკის განცხადებით, მოქმედი მინისტრების საარჩევნო პროცესში ჩართვა და მათი სიაში ყოფნა მხოლოდ ჰიპოთეტური აზრებია, რომელთაგან არც ერთი არ დასტურდება.
“მე ამას ახლა არ გიდასტურებ. ამ ეტაპზე აღნიშნული თემების განხილვა არ მიმდინარეობს. ჰიპოთეტურად კი ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება თქვა, რომ ის საარჩევნო სიაში იქნება. ამასთან დაკავშირებით ბევრი ლოგიკური ანალიზი წამიკითხავს, მაგრამ ამ ანალიზებს საფუძველი მხოლოდ მაშინ ექნება, როდესაც ამის თაობაზე გამოვაცხადებთ,” – განაცხადა ვოლსკიმ.
“ქართული ოცნების” კიდევ ერთი წევრი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ “რესპუბლიკელი” მინისტრების გადაყენებაზე საუბრები სმენია, თუმცა ეს ოფიციალურად არავის განუცხადებია და ამიტომ ვერაფერს დაადასტურებს. იქვე დასძენს, რომ უკვირს, როგორ შეიძლება “რესპუბლიკელები” თან “ოცნების” კონკურენტები იყვნენ და თან მინისტრებიც და ამით ადმინისტრაციული რესურსებიც გამოიყენონ. “პარლამენტში ეს პრობლემა არ არის, მაგრამ მთავრობაზე მიჭირს ამის აღქმა. მე “რესპუბლიკელების” მაგივრად გამიჭირდებოდა ასე ყოფნა. გარდა ამისა, პირადად მე იმ შემთხვევაში ავიყვანდი სხვა პარტიებიდან მინისტრებს, თუ ჩემს პარტიაში ამის რესურსი არ მექნებოდა, რესურსი კი ჩვენ გვაქვს,” – ამბობს თამაზ მეჭიაური.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ მას რომელიმე მინისტრის გადაყენებაზე ინფორმაცია არ სმენია, ვარაუდობს, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მაინც რომელიმე მინისტრის გადაყენებას არ მოხდება და არგუმენტად იმას ასახელებს, რომ “ოცნებას” უმრავლესობის შესანარჩუნებლად და კანონების მისაღებად “რესპუბლიკელების” 10 ხმა სჭირდება.
“შესაძლოა, არჩევნებამდე ისე წავიდეთ, რომ სამთავრობო ცვლილებები არ მოხდეს, შესაძლოა არჩევნების შემდეგ განხორციელდეს ცვლილებები, თუმცა მე მომხრე ვარ, რომ არა მარტო პრემიერ-მინისტრს, არამედ მინისტრებსაც ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ისე, რომ მათ არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი, მაგრამ იყვნენ ამა თუ იმ პარტიის საარჩევნო სიაში. საპარლამენტო რესპუბლიკებში, იქ სადაც გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ქმნის საპარლამენტო უმრავლესობას, ეს მიღებული მოდელია. მაგალითად გერმანიაში ასეთი რამ შესაძლებელია. კალაძესა და სერგეენკოზე მსმენია, რომ მათ მაჟორიტარებად განიხილავენ და ვფიქრობ, რომ თუკი ეს მოხდება, ძალიან კარგი იქნება, რადგან ისინი რეიტინგული ლიდერები არიან,” – აღნიშნავს ელისო ჩაფიძე.
„რეზონანსი”, 06 აპრილი, 2016 წელი
გამოკითხვა: ელოდებით თუ არა არჩევნებამდე მინისტრების გადაყენებას?
ლიკა ამირაშვილი
თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მოსალოდნელ გათავისუფლებისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ამ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გუშინ ინფორმაცია გავრცელდა, რასაც მმართველი გუნდი არ ადასტურებს.
როგორც უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, მსგავსი ინფორმაციები მიზანმიმართულად ვრცელდება, რათა წარმოჩინდეს, თითქოს კოალიციაში პოლიტიკური კრიზისია. “ასეთი ინფორმაციის გავრცელებაც გარკვეულ მიზანს ემსახურება, რომ რაღაც რყევა შექმნან კოალიციასა და უმრავლესობაში, რათა ხელი შეეშალოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას და მიღებას. სამი რესპუბლიკელი მინისტრი არის შერჩეული ამ თანამდებობაზე პარტიული ნიშნით,” – აცხადებს გია ვოლსკი.
თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მოსალოდნელ გათავისუფლებას კოალიციის წევრები არ გამორიცხავენ. თუმცა ამბობენ, რომ ეს პრემიერის გადასაწყვეტია.”მრეწველთა” წევრი, დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ “რესპუბლიკურ პარტიასთან” პირადი უთანხმოების გამო მსგავსი საკითხის დაყენება მათი მხრიდან გამორიცხულია.
მოელით თუ არა არჩევნებამდე მინისტრების გადაყენებას? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): ჩემი აზრით, არჩევნებამდე მინისტრებს არ გადააყენებენ და სიმართლე გითხრათ, მათ გადაყენებაში აზრს ვერც ვხედავ.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): მინისტების გადაყენებას მოველი. ამაზე უკვე დიდი ხანია ვსაუბრობ. ზოგიერთი მინისტრის, მათ შორის დასახელებული მინისტრის, გადაყენება აუცილებელია. თინა ხიდაშელზე არაერთხელ მითქვამს, ბრწყინვალე იურისტია, რომელიც თავისი სპეციალობით უნდა მუშაობდეს და არა იქ, სადაც არაფერი არ იცის. დრო და მომენტი მოსულია, შესაბამისად იმედი მაქვს ეს ყველაფერი მოხდება.
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): მინისტრების გადაყენება, შესაძლოა “ოცნებისა” და “რესპუბლიკელების” შეთანხმებაზე იყოს დამოკიდებული. როგორც ჩანს, შეთანხმება ასეთია, იმისათვის, რომ პარლამენტის მუშაობა არ შეფერხდეს, მინისტრებს 8 ოქტომბრამდე შეინარჩუნებენ. შესაძლებელია, ეს რაციონალური გადაწყვეტილებაც იყოს იმისათვის, რომ პარლამენტმა კანონების მიღება შეძლოს.
ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცონდე): პირადად მე “რესპუბლიკელი” მინისტრების გადაყენებას მოველი, იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია ერთად როგორ უნდა იმუშაონ. ალასანიასთან როგორ დასხდებიან, როგორც “ოცნების” მინისტრები? და “ოცნებასთან” როგორ დასხდებიან, როგორც პოლიტიკური ძალა?
დოდო ხურცილავა (თეატრმცონდე): ვფიქრობ, ჭკუა თუ აქვთ და ალბათ აქვთ, მინისტრებს არ გადააყენებენ. ამ წუთში ინტრიგა საჭირო არ არის. სულ რაღაც 7 თვეში არჩევნები იქნება, ამიტომ ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ. ჩემი აზრით, მინისტრები არ უნდა გადააყენონ.
„რეზონანსი”, 06 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „საპარლამენტო რესპუბლიკაში პრემიერი გამარჯვებული პარტიის ლიდერი ხდება”
სალომე სარიშვილი
კოსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრს არჩევნებში კენჭიყრის შემთხვევაში თანამდებობის დატოვება აღარ მოუწევს, აბსოლუტურად მისაღებია. უფრო მეტიც, ამბობს, რომ ამგვარი შესწორებით კონსტიტუცია აღარ იქნება კონკრეტულ პერსონალიებზე მორგებული და ბევრად უფრო გამართულ ცვლილებას მივიღებთ. ამასთან, ძაბირაძის თქმით, მთავრობის გადაყენების საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუკი მის შემადგენლობას არანაკლებ 5 მინისტრი დატოვებს ან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგება, რაც ამ ეტაპზე შექმნილი მდგომარეობით მოსალოდნელი არაა.
კონსტიტუციონალისტი იმასაც აღნიშნავს, რომ მიუხედავად კოალიციის დაშლისა, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მთავრობის შესაძლო გადაყენების შესახებ კონსტიტუციურ ნორმას არ ესადაგება და ამის მიზეზებსაც განმარტავს. “მთავრობის გადაყენების საკითხს პროცედურულად თან ხვადასხვა სამუშაო ეტაპი ახლავს, თუმცა, დღეის მდგომარეობით ამის ალბათობა დაბალია,” – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე. “რეზონანსი” მას მთავრობისთვის შესაძლო ნდობის ხელახლა გამოცხადების საკითხსა და იმ საკანონმდებლო ინიციატივის მნიშვნელობაზე ესაუბრა, რომლის თანახმადაც პრემიერს არჩევნებში კენჭისყრის შემთხვევაში, გადადგომა აღარ მოუწევს.
ვახტანგ ძაბირაძე: თუ არანაკლებ 5 მინისტრი, ანუ მთავრობის ერთი მესამედი შეიცვალა ან პრემიერ-მინისტრი გადადგა, ამ შემთხვევაში მთავრობა გადაყენებულად ითვლება. ხოლო თუ უმრავლესობა დაშლილია და აღარ არის, მაშინ პრემიერის კანდიდატურას პარლამენტის ყველაზე დიდი ფრაქცია წამოაყენებს და მას პრეზინდენტს წარუდგენს. პრეზიდენტი კი 7 დღის ვადაში პრემიერს მთავრობის შექმნის შესაძლებლობას აძლევს, რომელსაც ის პარლამენტს კენჭის საყრელად წარუდგენს, 76 ხმის მოპოვების შემთხვევაში კი მთავრობა დამტკიცებულად გამოცხადდება. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ამის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას. მოცემულ სიტუაციაში მთავრობის გადაყენების საკითხი მოსალოდნელი არაა, რადგან მოგეხსენებათ, რომ არც ერთი მინისტრი არ შეცვლილა. მას შემდეგ, რაც ახალი პრემიერი დაინიშნა, მხოლოდ ერთი, საგარეო საქმეთა მინისტრი შეიცვალა, სხვა შემადგენლობაში კი ცლილებები არ ყოფილა, შესაბამისად, მთავრობას ნდობა გამოცხადებული აქვს. როგორც გავიგე, ახლა კანონმდებლობაში პრემიერ-მინისტრის კენჭისყრასთან დაკავშირებით შესწორებასაც გეგმავენ.
- ზუსტად ამ ცვლილებაზე მინდა, გკითხოთ. თქვენი აზრით, რამდენად გამართლებული და საჭირო იყო ეს საკანონმდებლო ინიციატივა?
- არსებული ნორმით ეს სხვანაირად რეგულირდება. კერძოდ კი, პრემიერმა კენჭი რომ იყაროს, ამისათვის ის უნდა გადადგეს 2 დღით ადრე, ამ შესწორებით კი მას გადადგომა აღარ მოეთხოვება და ერთდროულად შეუძლია დარჩეს თანამდებობაზეც და კენჭიც იყაროს. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ კონსტიტუცია ვიღაცაზე მორგებული იყო, ამ ცვლილებით კი ის უფრო გამართული იქნება. ნებისმიერ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრემიერი გამარჯვებული პარტიის ლიდერი ხდება, რომელიც არჩევნებშიც მონაწილეობს.
- აქ საგულისხმო ისაა, რომ ეს ცვლილება აქამდეც შეიძლებოდა მიეღოთ, თუმცა რატომღაც დროში უცნაურად დაემთხვა…
- როგორ შეიძლება უმრავლესობა იყოს პარლამენტში და მან პრემიერი გარედან აირჩიოს? ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. კი ბატონო, ეს ცვლილება უცნაურად დაემთხვა დროში, მაგრამ ეს იმას არ ნიშანვს, რომ ვინმეზეა მორგებული.
„რეზონანსი”, 06 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ ნინო გოგუაძესთან: “კოალიცია ბიძინა ივანიშვილმა დაშალა”
ლიკა ამირაშვილი
პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ნინო გოგუაძე ამბობს, რომ კოალიციის დაშლა ბიძინა ივანიშვილს უკვე დიდი ხანია, გადაწყვეტილი ჰქონდა და ბოლოდროინდელი პროცესებით მან პოლიტიკური ელიტა და საზოგადოება ამისთვის წინასწარ მოამზადა.
ნინო გოგუაძე ფიქრობს, რომ “რესპუბლიკელი” მინისტრები თანამდებობებს ამ ეტაპზე მხოლოდ იმიტომ იკავებენ, რომ ივანიშვილი თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის ჩამნაცვლებელს ეძებს, რომელიც დასავლეთისთვის მისაღები უნდა იყოს. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ არჩევნებამდე ქვეყანაში საპარლამენტო კრიზისი დაიწყოს.
- როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა კოალიციის ასე სწრაფად დაშლა და რა არის ამის მიზეზი? ეს ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო?
- რა თქმა უნდა, კოალიცია ბიძინა ივანიშვილმა დაშალა. ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი პირადი გადაწყვეტილებით მოხდა. მთელი პროცესები, რასაც ჩვენ ბოლო დროს ვუყურებდით, “რესპუბლიკელებისა” და “მრეწველების” დაპირისპირებას ვგულისხმობ, ერთ მიზანს ემსახურებოდა, რომ ივანიშვილს კოალიციის დაშლის საშუალება ჰქონოდა. მან საზოგადოება ამ განწყობისთვის წინასწარ მოამზადა. ახლა რაც არ უნდა ვთქვათ, “რესპუბლიკელები” გადაწყვეტილებას საკუთარი ნებით არ მიიღებდნენ. პარტიის ბევრ წევრს ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ უმარვლესობას კოალიციიდან გასვლა უნდოდა, თუმცა საკუთარი ნებით ამ გადაწყვეტილებას ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიიღებდნენ.
ყველაფრის მიუხედავად ზუსტად ვიცი, რომ პარტია ამ წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართულ ოცნებასთან” ერთად გასასვლელად ემზადებოდა. უბრალოდ ისინი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ და ამიტომაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. იმავე ფაქტის წინაშე კოალიციაში შემავალი სხვა სუბიექტებიც აღმოჩნდნენ. აბა, “ქართულმა ოცნებამ” რომ გამოაცხადა, არჩევნებზე დამოუკიდებლად გავდივართო, მათ სხვა რაღა უნდა ექნათ?
- ბიძინა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებას რას უკავშირებთ? რატომ ჩათვალა მან საჭიროდ, რომ კოალიცია დაეშალა?
- დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილს ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ მიუღია. ამაზე დიდი ხნის მანძილზე იფიქრა. კარგად და ტაქტიკურად იმუშავა იმისთვის, რომ კოალიცია უმტკივნეულოდ დაშლილიყო. ამისთვის, როგორც პოლიტიკური ელიტა, ასევე საზოგადოება მოამზადა. ბოლო დროს კოალიციაში განვითარებული პროცესების შედეგად მოსახლეობა ამის აუცილებლობაში დაარწმუნა. რატომ მიიღო მან ასეთი გადაწყვეტილება, ვერ გეტყვით. შეიძლება ეს კონკურენციის მისეული გაგება იყოს ან არ არის გამორიცხული, რომ აპოლიტიკური მოსაზრებების საფუძველზე გადაწყვიტა. ბევრი ვერსია არსებობს, თუმცა ფაქტია, რომ ეს ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება არ არის.
- ფაქტია, რომ ჯერ-ჯერობით “რესპუბლიკელები”, როგორც ხელისუფლებაში, ასევე უმრავლესობაში რჩებიან. როგორ ფიქრობთ, ეს მათი გადაწყვეტილებაა თუ ბიძინა ივანიშვილის?
- ჩემი მოსაზრებით, “რესპუბლიკელების” პარლამენტში დარჩენა ლოგიკურია, რადგანაც ეს არჩევითი თანამდებობებია და პარლამენტში დაშლილი კოალიციის ფონზე მათ გადასაყენებლად ხმების მოძიება გაჭირდება. ამიტომ “ქართული ოცნება” ამ ნაბიჯზე არ წავა, რადგანაც ეს ხანგრძლივი პოლიტიკური პროცესი იქნება, რომელშიც ისინი დამარცხდებიან.
რაც შეეხება მინისტრებს, მართალი გითხრათ, ვთვლი და ვფიქრობ, რომ ივანიშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მეშვეობით უახლოეს მომავალში შეგვატყობინებს, რომ ეს მინისტრები თანამდებობებს ტოვებენ. ამ პროცესის დროებით შეჩერებას თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს ვუკავშირებ, რადგანაც დასავლეთისთვის უფრო კომპრომისული ვარიანტი არ მოიძებნება, ვიდრე თავის დროზე მინდია ჯანელიძე იყო. ახლა ასეთი ცვლილება დასავლეთს არ სურს, ამიტომაც ივანიშვილი ვალდებულია მათ ანგარიში გაუწიოს. სანამ შემცვლელს იპოვის, ხიდაშელი თანამდებობაზე დარჩება.
- მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის ადგილი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა დაიკავოს. რას იტყვით ამის შესახებ?
- ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ბიძინა ივანიშვილი რასაც საჭიროდ, ჩათვლის ისე იქნება. ირაკლი სესიაშვილის კანდიდატურა… რატომაც არა? არ ვიცი, მისი ფიგურა დასავლეთისთვის რამდენად მისაღები იქნება, მაგრამ მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, ჩემი პიროვნული სიმპათიების მიუხედავად, სესიაშვილს ამ პოსტზე არ დავნიშნავდი. ახლაც, როგორც მოქალაქე, მას თავდაცვის მინისტრად არ ვისურვებდი. მგონია, რომ ირაკლი სესიაშვილის კანდიდატურა პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარედ უფრო ადეკვატურია, ვიდრე თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემთხევევაში იქნება. მეტი დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.
- შესაძლებელია თუ არა, რომ ქვეყანაში საპარლამენტო კრიზისი დაიწყოს?
- ქვეყანაში საპარლამენტო კრიზისს ნამდვილად ველი. იქნებ ახლა მაინც პარტიებმა, რომლებმაც კოალიცია დატოვეს, “ქართულ ოცნებასთან” ყველანაირი შეთანხმების გარეშე, ერთად თემატური თანამშრომლობა დავიწყოთ?! ისეთი მნიშვნელოვანი კანონები მივიღოთ, როგორიც მაჟორიტარული არჩევნების წესია და ცვლილებები გავაკეთოთ?! რასაც ზუსტად ვიცი, რომ ისინიც ეთანხმებიან, მაგრამ უმარვლესობის დაშლის საბაბით ხმას არ აძლევდნენ. უმრავლესობის დაშლის პირობებში იქნებ ქვეყნისთვის მართლაც საჭირო კანონების მიღება მოხდეს, რადგანაც არჩევნები უფრო კონკურენტულ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს.
- კოალიციიდან გამოყოფილ პარტიებს – “რესპუბლიკელებსა” და “ფორუმს” თქვენი პარტიის მთავარ კონკურენტებად მიიჩნევენ. პოლიტოლოგები თვლიან, რომ ისინი თქვენი ამომრჩევლების ხმებს წაიღებენ…
- ჩვენ ამ პარტიებს მეტოქეებად არ მივიჩნევთ, მიუხედავად იმისა, რომ მათთან ძალიან ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს. მართალია, მსგავსი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები გვაქვს, მაგრამ არსებობს რიგი განსხვავებები. ეს არის გადაწყვეტილების მიღება, პროგრამა და, რაც მთავარია, სრულიად განსხვავებული გუნდი ვართ. ჩვენი პარტია არჩევნებში მარტო გადის და კოალიციას არავისთან არ ვქმნით. არჩევნებზე მოსახლეობა გადაწყვეტს, მხარი რომელ ჩვენგანს დაუჭიროს.
„რეზონანსი”, 06 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: “უმრავლესობას, სავარაუდოდ, “ქართული ოცნება” მოიპოვებს”
თაკო მათეშვილი
“თუკი მინისტრები გადადგებიან, შეიძლება ამან საპარლამენტო კრიზისი შექმნას და ხელახალი არჩევნები დაინიშნოს. ამისათვის კი არც ერთი პარტია არაა მზად. მინისტრის პორტფელების გადაყრა, უპირველესად იმ პარტიებს არ აწყობთ, რომელთაც ეს პორტფელები აქვთ,” – აცხადებს პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელსაც “რეზონანსი” მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და ყარაბაღში გამწვავებულ სიტუაციაზე გაესაუბრა.
რამაზ საყვარელიძე: ითქვა, რომ არჩევნებში პარტიები დამოუკიდებლად გავლენ, მაგრამ ეს კოალიციის დაშლას არ ნიშნავს. გაუგებარია, რატომ უნდა დატოვონ მინისტრებმა თანამდებობები, მით უმეტეს, როცა აცხადებენ, რომ ძირითად საკითხებში მმართველ პარტიას ეთანხმებიან. კოალიცია კი პოზიციების თანხმობის გარდა არაფერია. ასე რომ, ამ ეტაპზე ცოტა გაუგებარი სიტუაცია გვაქვს. თუკი მინისტრები გადადგებიან, შეიძლება ამან საპარლამენტო კრიზისი შექმნას და ხელახალი არჩევნები დაინიშნოს. ამისათვის კი არც ერთი პარტია არაა მზად. რაში აწყობთ პარტიებს, რომლებმაც ჯერ მოსახლეობასთან დიალოგიც ვერ მოასწრეს, ვადამდელი არჩევნები? ასე რომ, მინისტრის პორტფელების გადაყრა, მგონი უპირველესად იმ პარტიებს არ აწყობთ, რომელთაც ეს პორტფელები აქვთ.
- როგორ უნდა მოახერხონ “რესპუბლიკელებმა” თან მინისტრობა და თან საარჩევნო კამპანიის წარმოება? კოალიციიდან გასვლა ნიშნავს თუ არა იმას, რომ ისინი გარკვეულწილად ოპოზიციური პარტიის რანგში უნდა წარსდგნენ ამომრჩევლის წინაშე?
- არა, მაგას არ ნიშნავს. კოალიციიდან გამოსვლა იმას ნიშნავს, რომ მომავალ არჩევნებზე კენჭს სხვებთან ერთად არ იყრიან. 4 წლის განმავლობაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა ექნებათ და უმრავლესობასთანაც პარტნიორულ რეჟიმში იქნებიან.
- და როგორ უნდა მოახერხონ “რესპუბლიკელებმა” “ქართულ ოცნებასთან” ოპონირება, როცა ნებისმიერი გადაწყვეტილება თუ ქმედება ორივეს პასუხისმგებლობა იქნება?
- ამიტომ, არაა აუცილებელი მაინცდამაინც ოპონირების რეჟიმში იყვნენ. იქნება საკითხები, რომელზეც მათ განსხვავებული პოზიცია ექნებათ. ოჯახის წევრებსაც ხომ აქვთ განსხვავებული პოზიციები, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ერთმანეთის ოპოზიციაში არიან?
- ანუ, ფიქრობთ, რომ შესაძლებელია “რესპუბლიკელებმა” მინისტრების სავარძლებიც შეინარჩუნონ და, ამავდროულად, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიაც აწარმოონ?
- რა თქმა უნდა. გახსოვთ, “ნაცმოძრაობის” ლოზუნგი “გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია”? ეს საკუთარი ნამოქმედარის ერთგვარი ოპონენტობაცაა, მაგრამ ამით პარტია საკუთარ თავთან ოპოზიციაში ხომ არ დგება? ანუ, კრიტიკა და ოპოზიციონერობა სხვადასხვა რამეა. ოპოზიციაში ყოფნა იმას ნიშნავს, რომ მათ პრინციპულ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ნაკლებად პრინციპულზე კი შესაძლოა დავობდნენ კიდეც.
- თქვენი აზრით, მოახერხებს თუ არა რომელიმე სამთავრობო პარტია კოალიციაში გამარჯვებას და რამდენი მათგანი გადალახავს ბარიერს?
- ამ კითხვას, წესით, სოციოლოგიურმა კვლევებმა უნდა უპასუხოს. ცივილიზებულ ქვეყნებში, ამ დროს, როცა არჩევნები კარზეა მომდგარი, ყოველკვირა საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნდება. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ამით განებივრებული არ ვართ. უმრავლესობას, სავარაუდოდ, “ქართული ოცნება” მოიპოვებს, ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა კი, ჩემი აზრით, ყველა პარტიას აქვს, თუკი ენერგიულად და ეფექურად იმოქმედებენ.
- რატომ არ ტარდება ჩვენთან სოციოლოგიური კვლევები, ამის ფინანსური რესურსი არ გვაქვს, ინტელექტუალური თუ ინტერესი არ არსებობს?
- მოგეხსენებათ, ჩემი პროფესია ამ ყველაფერთან ახლოსაა, რადგან ანალოგიურ გამოკვლევებს ფსიქოლოგებიც ატარებენ და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალები გვყავს. ასე რომ, კვალიფიკაციის დეფიციტი ნამდვილად არ გვაქვს. თუმცა, პოლიტიკოსების დამოკიდებულების პრობლემა ნამდვილად არის. ძალიან ხშირად ყოფილა, რომ ხელისუფლებების ან ოპოზიციის მხრიდან კვლევა გაყალბებულად შერაცხულა მაშინ, როცა ის აბსოლუტურად ობიექტური იყო. ამით პროფესიონალებს შეურაცხყოფას აყენებდნენ.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ არცთუ ისე იშვიათად კვლევები პოლიტიკური მიზნებით მართლაც ყალბდებოდა. კონკრეტული ჯგუფი რაღაც დაკვეთას მიიღებდა და ამით მთელი პროფესიის დისკრედიტაცია ხდებოდა. ამ დისკრედიტაციით მკვლევარებში კვლევების ჩატარების სურვილი ჩაკლეს. თანაც, მასმედიაც არ უკვეთავს მკვლევარებს ამგვარ სამუშაოს. უცხოეთში კვლევების უპირველესი დამკვეთი მედიაა, რადგან მკითხველის მოზიდვა მის ინტერესებში შედის, მკითხველს კი საზოგადოებრივი აზრი აინტერესებს. ჩვენთან მედიაც არ აქტიურობს და ეს კიდევ უფრო გაუგებარია.
- ჩვენს მეზობლად სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა. თქვენი აზრით, როგორ და რა კუთხით შეიძლება შეეხოს ყარაბაღის მოვლენები საქართველოს?
- საქართველოს უპირველესი ინტერესი რეგიონში მშვიდობაა. ჩვენ ეკონომიკას ძალიან დიდი დარტყმა შეიძლება მიადგეს, თუკი რეგიონი მსოფლიოს მიერ ფეთქებადსაშიშად იქნა აღქმული. ასეთ რეგიონში არც ინვესტიცია წამოვა და არც ტურისტი. ეს არის ყველაზე მთავარი ზიანი, რაც შესაძლოა რეგიონის ყველა ქვეყანას და მათ შორის საქართველოს მიმდინარე მოვლენების გამო მიადგეს. კონფლიქტის გაფართოების შანსი არსებობს, რადგან სომხეთის უკან, მისი ინტერსების დამცველად რუსეთი მოიაზრება (მართალია, ამას საჯაროდ არ აცხადებს, მაგრამ მაინც), ხოლო აზერბაიჯანის უკან – თურქეთი. ეს ერდოღანმა უკვე საჯაროდაც განაცხადა. რუსეთი და თურქეთი კი, რბილად რომ ვთქვათ, ერთმანეთთან კრიტიკულ ურთიერთობაში არიან.
ასე რომ, დიდი შანსია, კონფლიქტი გაფართოვდეს და მასში დიდი სახელმწიფოები ჩაებან. მაშინ კი, არაა გამორიცხული, მათი სამხედრო რესურსების ამოქმედებამ საქართველოს ტერიტორიები და საჰაერო სივრცე მოითხოვოს. ეს უკვე ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს, რადგან ნებისმიერი მათგანისათვს სივრცის დათმობა ჩვენი მეორე მეზობლისათვის საწყენი გახდება და ნეიტრალიტეტის დაცვა, რასაც ამდენი ხანი ვახერხებთ, საკმაოდ გაგვიჭირდება. ეს საფრთხეები, რა თქმა უნდა, არსებობს.
- როგორ უნდა მოახერხოს საქართველომ ბეწვის ხიდზე ისე გავლა, რომ არც ერთი მხარე არ გაანაწყენოს და ამ ეტაპზე თუ ახერხებს ამას?
- საბედნიეროდ, საქართველომ ამ კონფლიქტში თავიდანვე მოახერხა იმ ტონის შერჩევა, რომელიც მას ორივე მხარესთან კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნების საშუალებას აძლევს. ამას თითოეული მხარის ჩვენდამი დამოკიდებულებაშიც ვხედავთ.
ეს იმითაც იყო გამოწვეული, რომ მეზობლების ფასი კარგად ვიცით და მათი გადამტერება არ გვინდოდა და იმითაც, რომ საქართველოს თავისი მოქალაქეების წინაშეც აკისრია ვალდებულება, რომ რომელიმე მხარისკენ არ გადაიხაროს. სომეხ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. თუკი საქართველოს ხელისუფლებამ ბალანსი დაარღვია, გარდა გარე პრობლემებისა, შიდა პრობემებიც შეგვექმნება.
მგონი, ეს რისკი საქართველოს ხელისუფლებას უკარნახებს, რომ იმავე სტილით გააგრძელოს მოქმედება. მითუმეტეს, როგორც ვნახეთ, საქართველოს მოქალაქე სომეხი და აზერბაიჯანელი დეპუტატების ერთობილივი მიმართვა გავრცელდა მშვიდობის მოწოდებით. ალბათ ესეც იმ პოლიტიკის ნაწილია, რასაც ხელისუფლება მიმართავს.
„რეზონანსი”, 06 აპრილი, 2016 წელი
სომხეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკის ნანგრევებში საქართველოც მოყვება
“კონფლიქტი სერიოზული ზიანის მომტანი იქნება არა მარტო მეზობელი ქვეყნების, არამედ ჩვენი ეკონომიკისთვისაც“
მაკა ხარაზიშვილი
საქართველოს სომხეთს და აზერბაიჯანთან 1,135 მილიარდი დოლარის სავაჭრო ბრუნვა აკავშირებს. შარშან ამ ორ ქვეყანაში საქართველოდან 420,5 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა. სავალუტო კრიზისმა სომხეთისა და აზერბაიჯანის სავაჭრო ურთიერთობებზე გავლენა უკვე იქონია. თუკი საომარი მოქმედებები კვლავ გაგრძელდება და დროში გაიწელება, ამიერკავკასიის რეგიონის ქვეყნების ისედაც მყიფე ეკონომიკა კიდევ მეტად დასუსტებისთვის არის განწირული.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ სოსო არჩვაძის განცხადებით, როდესაც რეგიონში ომია, ეს უარყოფით გავლენას ახდენს მთლიანად რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მცირდება საინვესტიციო მიმზიდველობა და ტურისტების რაოდენობა. საილუსტრაციოდ, სოსო არჩვაძეს 2000-იანი წლების დასაწყისში, რუსული პროპაგანდის შედეგად პანკისში შექმნილი დაძაბული მდგომარეობა მოჰყავს და აღნიშნავს, რომ ტურისტებს კახეთში ჩასვლაც კი აშინებდათ.
“კონფლიქტი სერიოზული ზიანის მომტანი იქნება არა მარტო დაპირისპირებული ქვეყნების ეკონომიკისთვის, არამედ საქართველოსთვისაც. ამიტომ ჩვენ სრული დიპლომატიური პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ, რათა საომარი ქმედება მოლაპარაკების კალაპოტში გადავიდეს”, – აცხადებს სოსო არჩვაძე.
საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის დაცემამ და მანათის მასშტაბურმა დევალვაციამ აზერბაიჯანის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შეასუსტა. 2015 წლის გაზაფხულამდე აზერბაიჯანლი მანათი შედარებით სტაბილური იყო და იგი უფრო მეტად მყარი იყო, ვიდრე ამერიკული დოლარი. მეზობელი ქვეყნის ეროვნული ვალუტის შესუსტებამ და შემოსავლების შემცირებამ გავლენა იქონია მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებაზე, რომელიც თითქმის 2-ჯერ არის შემცირებული.
“მას შემდეგ, რაც მსოფლიო ბაზარზე ფასები საგრძნობლად დაეცა, ამან გავლენა მოახდინა არა მარტო აზერბაიჯანის, არამედ ნავთობის მწარმოებელი ყველა ქვეყნის სავალუტო რეზერვების ფორმირებაზე”, – ამბობს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ ეს ქვეყნები, ე.წ. ჰოლანდიური ავადმყოფობისგან გათავისუფლდნენ (როდესაც ჭარბი ვალუტის შემოდინებით იმპორტს უფრო მეტი უპირატესობა ენიჭება, ვიდრე ადგილობრივ წარმოებას).
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა ეროვნული ვალუტის სტაბილურობა შეინარჩუნა, ამ ქვეყნის ეკონომიკაც საკმაოდ მყიფეა. ქვეყნის მიერთებამ ევრაზიულ საბაჟო კავშირთან, რომელიც ფაქტობრივად რუსეთთან საფუძვლიან ინტეგრირებას გულისხმობს, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცია.
ერთი რამ ცალსახად შეიძლება ითქვას. ამ კონფლიქტის დროში გაწელვა არც ერთი ქვეყნისთვის არ არის ხელსაყრელი. ვფიქრობ, ისინი ამ პროცესში გარემოებათა გამო ჩაერთვნენ. ეს კიდევ უფრო ზრდის საფრთხეს, ვინაიდან ის ძალები, რომლებიც მათ უკან დგანან, ამ დაპირისპირების მანიპულირებით საკუთარი გეოპოლიტიკის ინტერესების დაკმაყოფილებას ცდილობენ”, – ამბობს სოსო არჩვაძე.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დრომდე, აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე საქართველოსა და სომხეთის მაჩვენებელებს თითქმის ორჯერ უსწრებდა. მანათის დევალვაციის შემდეგ ამიერკავკასიის რეგიონის სამივე ქვეყნის ეკონომიკა მეტ-ნაკლებად თანაბარზომიერი გახდა. უბრალოდ ამ ქვეყნების განვითარების ვექტორები აბსოლუტურად განსხვავებულია.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ ზოგადად ომში ჩართული სახელმწიფოები ეკონომიკის წინსვლას აღარ უნდა ელოდნენ. ამ დროს კმაყოფილი მხოლოდ მესამე ძალაა, რომელიც ომში ჩართული ქვეყნების დაკნინებას ელოდება. ამასთანავე მას მზაკვრული ჩანაფიქრიც აქვს.
“საუბარი იმაზე, რომ სუსტდება ეკონომიკა, ალბათ, უკვე დაგვიანებულია. ამაზე ფიქრი და განსჯა უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო. ვინ არის მოგებული საბრძოლო მოქმედებით? ის გახლავთ მესამე სუბიექტი, რომელიც იარაღს ყიდის და ფულს შოულობს”, – ამბობს სოსო ცისკარიშვილი და დასძენს, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსული იარაღის შესყიდვით მაშველი რგოლი გადაუგდეს დაკნინებულ რუსულ სამხედრო სტრუქტურას.
სოსო ცისკარიშვილი არ გამორიცხავს, რომ მხარეების ცეცხლის შეწყვეტა დროებითი იყოს, ვინაიდან დღეს სომხეთში რუსული დელეგაციის ვიზიტი იწყება და მათ უსაფრთხოების გარანტია სჭირდება.
“იქნება თუ არა ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა, ამას რუსეთის მთავრობის მეთაურის ვიზიტის შემდეგ გავიგებთ. არ გამოვრიცხავ, რომ ორივე მხარის ასეთი გადაწყვეტილების მიზანი ამ ვიზიტის უსაფრთხოების გარანტია იყოს. რეალურად რა ხდება, ამას 7 აპრილს გავიგებთ – დასრულდება საომარი მოქმედებები თუ ეს იყო პაუზა”, – ამბობს სოსო ცისკარიშვილი და გაკვირვებას გამოთქვამს, რომ არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნაში არ დასმულა საკითხი მადრიდის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით. 5 წლის წინ აღნიშნულ დოკუმენტს ამერიკის, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი. ამ დოკუმენტის შედეგად სომხეთს შვიდიდან 5 რაიონი აზერბაიჯანისთვის უნდა დაებრუნებინა. სამაგიეროდ, იგი მიიღებდა დერეფანს. იქნებ ვინმემ ისიც გვიკარნახოს, რომელი სამშვიდობო მოლაპარაკება არის შედეგიანი, სადაც ერთ-ერთი წამყვანი პარტია რუსეთს ეკუთვნის? დღესაც საუბარი იმაზე, რომ დაბრუნდით მინსკის ჯგუფის შემადგენლობასთან და გააგრძელეთ მოლაპარაკებები, უკვე ცინიკურად აღიქმება. არავინ დაეძებს ეკონომიკური მდგომარეობა მისცემს თუ არა შესაძლებლობას რომელიმე მხარეს უფრო აგრესიული ქმედებებისთვის”, – აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი.
2015 წლის მონაცემებით, თურქეთისა და რუსეთის შემდეგ აზერბაიჯანი საქართველოსთვის 783 მილიონი დოლარის ბრუნვით, ყველაზე მსხვილი სავაჭრო ქვეყანაა. შარშან ამ სახელმწფოში 240 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა. რაც შეეხება სომხეთს, სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი 351 მილიონ დოლარს აღემატება. შარშან საქართველოდან სომხეთში 180 მილიონი დოლარის პროდუქტი გავიდა.
სოსო ცისკარიშვილი კონფლიქტის გაჭიანურების შემთხვევაში “არშემდგარ მოგებაზეც” საუბრობს. იყო მარტივი სცენარი: ქართული ინვესტიციები – სომხეთში, ხოლო სომხური – საქართველოში. ამ გზით ორი ქვეყნის კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქტი გავიდოდა როგორც ევროკავშირის, ისე ევრაზიული კავშირის ქვეყნებში.
—————–
ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „როდის აქეთ გახდა ასეთი ეროვნულ პატრიოტული ჟინით შეპყრობილი ირაკლი ღარიბაშვილი“
ნინო სამხარაძე
პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი გიორგი კვირიკაშვილი იქნება. ამავდროულად შეინარჩუნებს სტატუს კვოს და პრემიერ-მინისტრობის პარალელურად საარჩევნო მარათონში ჩაებმება. პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს მალე მიიღებს. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ოპოზიციის კრიტიკის საფუძველი გახდება და „რესპუბლიკელი“ თავდაცვის მინისტრი, რომელსაც ივანიშვილმა წამმზომი ჩაურთო და მალე შესაძლოა, მინისტრი აღარ იყოს, ორაზროვან განცხადებას აკეთებს: „ეს არის პოლიტიკური პარტიების თანხმობით გადასაწყვეტი. მე როგორც ვიცი, პარლამენტში ინიცირებულია ეს კანონპროექტი და თუ ინიციატორებს გადახედავთ, მე ვფიქრობ, რომ გასაგებია იქ პასუხები“… (ცვლილებების ინიციატორები გია ვოლსკი, ზვიად ძიძიგური და სხვათა შორის „რესპუბლიკელი“ ვახტანგ ხმალაძე არიან. – ნ.ს.)
არის თუ არა ინტერესთა კონფლიქტი, როდესაც პრემიერმინისტრი არ ტოვებს თანამდებობას და საარჩევნო სიის პირველი ნომრით ებმება საარჩევნო მარათონში?
„ალიას“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრა:
– საერთოდ, გაჟეჟილს გატეხილი სჯობია. მით უმეტეს, საერთაშორისო პრაქტიკა მსგავს შემთხვევას ითვალისწინებს, როდესაც პრემიერი, როგორც პოლიტიკური ძალის ლიდერი, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს და არის სიის პირველი ნომერი, ეს ნიშნავს, რომ თავიდანვე არის დათქმა, გამარჯვების შემთხვევაში ის პრემიერ-მინისტრის პოსტს ინარჩუნებს, ხოლო დამარცხების შემთხვევაში ის დამარცხებული პარტიის ლიდერად რჩება. არალეგალურ მონაწილეობას არჩევნებში ამის დაშვება ჯობია. მთავარია, ადმინისტრაციული რესურსი ზედმეტად არ იყოს გამოყენებული. ის, რომ კვირიკაშვილი არის „ქართული ოცნების“ სიის ორთქლმავალი, რეალობიდან ძალიან შორსაა, რადგან კვირიკაშვილის პირველი ნომრობა რამდენად სერიოზული პოზიტივია „ოცნებისთვის“, ეს ჯერ არ ვიცი. კვირიკაშვილი ხომ პოლიტიკაში ჯერ არ გვინახავს. შესაბამისად, კვირიკაშვილის სიის პირველი ნომრობა არ ნიშნავს, რომ ის უპირატესობას აძლევს „ოცნებას“. კვირიკაშვილს თავისი უპირატესობა ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს
– თუკი საარჩევნო კანონში შესწორება შევა და კვირიკაშვილი პრემიერმინისტრობიდან განაგრძობს არჩევნებისთვის ბრძოლას, უფრო მეტად არ განმტკიცდება ეჭვები, რომ სახელისუფლებო რესურსებს იყენებს „ქართული ოცნება“ და როგორ გაკონტროლდება პრემიერის ქმედება?
– საარჩევნო კამპანიაში თუ მიიღებს მონაწილეობას, ის არ უნდა სარგებლობდეს სახელმწიფო რესურსებით, მისი სამუშაო ინფრასტრუქტურა არ უნდა იყოს გამოყენებული საარჩევნო მიზნებისთვის.
– 5 აპრილს, დილიდან, „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრებს მართავდა ბიძინა ივანიშვილი, როგორც ამბობენ, ის შეხვედრაზე შავი „ვოლგით“ მისულა, სადაც „რესპუბლიკელი“ მინისტრების გადაყენების საკითხი გადაწყდა, საარჩევნო საკითხებთან ერთად. თქვენთვის ცნობილია ამ შეხვედრის კულუარები?
– იუმორის ხასიათზე მომიყვანეთ… „ნაციონალებმა“ გაიგეს, რომ ბიძინა ივანიშვილი შავი „ვოლგით“ მივიდა? ეტყობა, ჯერ არ იციან, თორემ აუცილებლად იყვირებენ, რომ ქვეყანა ორიენტაციას იცვლის… ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა გასაკვირი არ არის, მას არც დაუმალავს, რომ ის იქნება აქტიური ამ არჩევნებზე. პარტიაში რომ უწესრიგობაა, ამას ჩვენც ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ გვპირდებიან, საოცრება მოხდება და პარტია ინტელექტუალურ კლუბად გადაკეთდებაო, ჯერჯერობით ამ ინტელექტუალურ გუნდს პარტიაში ვერ ვხედავთ და საკმაოდ პრობლემატურია მისი შემადგენლობა, როგორც ჩანს, ყოფილი პრემიერი ამ კუთხით გააქტიურდება, სიის დაკომპლექტების ფაზაში, იგივე კვირიკაშვილის პრეზენტაცია პარტიულ პოლიტიკაში ესეც მისი პასუხისმგებლობაა, რადგან კვირიკაშვილი მაინც უცხო სხეულია პარტიაში, რაც არ უნდა დითირამბებს უმღეროდნენ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ პარტიისთვის ის ჯერ კიდევ უცხო სხეულია და კვირიკაშვილის ინტეგრაცია პარტიაში საკმაოდ პრობლემატურია. რაც შეეხება საკადრო გადაჯგუფებას, არ მგონია, ამისთვის აუცილებელი ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ოფისში მისვლა, არ გამოვრიცხავ რომ ამაზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ ამის გაკეთება პარტიის ოფისში მიუსვლელადაც შეიძლებოდა. რაც შეეხება „რესპუბლიკელების“ მინისტრებს, მათ უცნაურ ქმედებებსა და ბუნდოვან განცხადებებს, რასაც ბოლო ორი კვირაა ვუყურებთ, ბუნებრივია, გარდაუვალია „რესპუბლიკელი“ მინისტრების მოხსნა უახლოეს პერიოდში.
– გამორიცხავთ, რომ თინა ხიდაშელი შეეწინააღმდეგება პრემიერს და არ გადადგება, იტყვის რომ საქართველოს არ ჰყავს რუსეთის გადასაყენებელი მინისტრი…
– გადაჭარბებულად ჩავთვლიდი საფრთხეებს თინა ხიდაშელის მხრიდან. წინააღმდეგობა რომ გასწიოს და თქვას, – არ გადავდგებიო, ეს არაფერს ნიშნავს, მისი გადაყენების ექსკლუზიური უფლება აქვს პრემიერს და კვირიკაშვილს შეუძლია, ძალიან მარტივად გადააყენოს ხიდაშელი. საქართველოში ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქს, როცა თავდაცვის მინისტრები და სხვა მინისტრებიც აკეთებენ განცხადებებს და თავის პერსონას ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ არჩევანს უკავშირებენ, იმედს დავიტოვებ, რომ თინა გადაყენების შემთხვევაში მოუკრეფავში არ გადავა და ქვეყნის ორიენტაციის შეცვლის, რისკებზე საუბარს არ დაიწყებს, რაც, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს აზიანებს.
– „ალია“ წერდა, რომ გაზაფხულზე საკადრო ცვლილებები განხორციელდებოდა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკის მინისტრად გადაინაცვლებდა, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს თედო ჯაფარიძე, ეკონომიკის მინისტრი ქუმსიშვილი გადაინაცვლებს ფინანსთა მინისტრად, განათლების მინისტრს, პრეზიდენტის პროტეჟეს თამარ სანიკიძეს, მაია მიმინოშვილი შეცვლის, პაატა ზაქარეიშვილს – ქეთევან ციხელაშვილი, ხოლო გიგლა აგულაშვილს – სულხანიშვილი. ეს რამდენად რეალურია?
– თამარ სანიკიძეზე იმის თქმა, რომ პრეზიდენტის პროტეჟეა, გადაჭარბებული ნათქვამია, სანიკიძემ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირების დროს ღიად გააკეთა თავისი არჩევანი, პრეზიდენტისადმი დიდი სენტიმენტები არ აკავშირებდა, რაც შეეხება მაია მიმინოშვილისა და ქეთევან ციხელაშვილის დანიშვნას, ორივე მათგანი თავისი პროფესიონალიზმით წინამორბედს ხარისხობრივად სჯობია. პრემიერ-მინისტრს ამ ეტაპზე 6 მინისტრის შეცვლის უფლება აქვს. ამ ფაქტორის გათვალისწინებით მას შეუძლია მაქსიმალური საკადრო ცვლილება განახორციელოს…
– „ეროვნულმა ფორუმმა“ უმრავლესობა დატოვა და თუკი „რესპუბლიკელებიც“ გავლენ კოალიციიდან და თანამდებობებს დატოვებენ, ხომ არ მივიღებთ საპარლამენტო კრიზისს?
– საარჩევნო კამპანია უკვე გახსნილია და იმდენად ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე, არ მგონია, კონსტიტუციური კრიზისისკენ განვითარდეს მოვლენები, ვერ გამოვრიცხავ, ვიღაცამ ხელოვნურად დაძაბოს სიტუაცია და ეს გამოიყენოს საარჩევნო კამპანიისთვის. მაგრამ ნაკლებად სავარაუდო მგონია, რადგან ამისთვის არავის ეცლება.
– პრეზიდენტმა არჩევნების ვადა გამოაცხადა – 8 ოქტომბერი. როგორ ფიქრობთ, რა პოლიტიკური ძალები აღმოჩნდებიან 2016 წლის პარლამენტში?
– კოალიციიდან, პარტია „ქართული ოცნების“ გარდა, ბუნებრივია, ყველა პარტიის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მიუხედავად იმისა, რომ „რესპუბლიკურმა“ პარტიამ ხელისუფლებაში ყოფნა საკმაოდ კარგად გამოიყენა და გარკვეული ინფრასტრუქტურა ჩამოაყალიბა რეგიონებში, „რესპუბლიკელები“ ამბობენ, რომ პარტიული ინფრასტრუქტურა საქართველოში არ წყვეტს არჩევნების ბედს. თეორიული შანსი აქვს „ეროვნულ ფორუმს“, პარლამენტში გადის „ნაციონალური მოძრაობა“, სავარაუდოდ, „თავისუფალი დემოკრატები“, „ბურჯანაძე – გაერთიანებული დემოკრატები“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტულმა“ პარტიამ დაიბრუნა თავისი სეგმენტი, სავარაუდოდო გავა პაატა ბურჭულაძე. ასე რომ, ჩვენ მივიღებთ მინიმუმ 5-6 პარტიას პარლამენტში, მაღალი ალბათობით, პოსტსაარჩევნო პერიოდში საჭირო გახდება საპარლამენტო კოალიციის ჩამოყალიბება. „ნაციონალური მოძრაობა“ პოსტსაარჩევნო პერიოდში შეეცდება, შეკრას კოალიცია და „ქართული ოცნება“ დატოვოს ოპოზიციაში, ამის თეორიული შანსები არსებობს, თუმცა პრაქტიკაში მათი შანსები, რა თქმა უნდა, მცირეა.
– ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ გააქტიურებაზე ბევრი რამ იწერება და არის ვერსია, რომ შესაძლოა, მან შექმნას ეროვნული ღირებულებების მატარებელი პარტია, რითაც ის ჩაანაცვლებს ლიბერალურ ძალებს…
– ამის შესახებ ხმები მეც მსმენია, არის გარკვეული სიმპტომებიც, პრინციპში ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ ჩემში ღიმილს იწვევს ეს გეგმა, როდის აქეთ გახდა ასეთი ეროვნულ პატრიოტული ჟინით შეპყრობილი ირაკლი ღარიბაშვილი, არ ვიცი, თუმცა ასეთი პოლიტიკური მანტიის მოსხმის სურვილი რომ აქვს, ამას ვხედავ, რამდენად გამოუვა, ეს მეორე საკითხია, ირაკლი ღარიბაშვილის მიღმა დარჩა ყველა ის მოვლენა, რაც ჩვენ ვიწვნიეთ 7 ნოემბრიდან დაწყებული, 26 მაისით დასრულებული. ის ამ დროს ივანიშვილის ოფისში მშვიდად იჯდა და ფაქსიმილეებით იყო დაკავებული, თუმცა პოლიტიკაში ყველაფერი ხდება და შეიძლება მასში ახლა გაიღვიძა ქართული პატრიოტიზმის ლომმა… თუმცა ის ჩემთვის უფრო „პარამაუნთ ფიქჩერსის“ ლომთან ასოცირდება, ვიდრე პატრიოტიზმის ლომთან.
ბიძინა ივანიშვილი თინა ხიდაშელს, გიგლა აგულაშვილს, პაატა ზაქარეიშვილს და თამარ სანიკიძეს ხსნისო…
გელა ზედელაშვილი
5 აპრილს, დაახლოებით დღის 11 საათზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ოფისში მივიდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილს და პარტიის სხვა ლიდერებს შეხვდა. კულუარული ინფორმაციით, დახურულ შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაურიც ესწრებოდა, ხოლო მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილთან მივიდნენ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრები. როგორც „ალიასთვის“ რამ დენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი ჰქონდა კვირას, 3 მარტს შეხვედროდა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს, მაგრამ მოგვიანებით ყველა დეპუტატს მიუღია ტელეფონით მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ შეხვედრა გადაიდო. ახლა კი ჩანს, რომ არა მხოლოდ შეხვედრა გადაიდო, თავად ბიძინა ივანიშვილმაც შეცვალა განრიგი და ინკოგნიტო წყაროს თქმით, ის აპირებს, თანამდებობიდან გადააყენოს „რესპუბლიკელი“ თანამდებობის პირები, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და შერიგების მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. მართალია, „რესპუბლიკელები“ ამ ინფორმაციას უარყოფენ, მაგრამ როგორც იგივე წყარო აცხადებს, ივანიშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, „რესპუბლიკელებს“ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსი შეუნარჩუნოს. (უმრავლესობის წევრებს რომ ჰკითხო, ივანიშვილი ქვეყნის მართვაში არ ერევაო და მინისტრებს როგორ ხსნის? _რედ.) მართალია, ამ ფარული შეხვედრიდან რამდენიმე საათში მთავრობის ადმინისტრაციამაც გააკეთა განცხადება, სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმებაო, მაგრამ, როგორც ინკოგნიტო წყარო ამტკიცებს, „რესპუბლიკელი“ მინისტრების სამეული, პლუს განათლების მინისტრი სანიკიძე თანამდებობებს რამდენიმე დღეში დატოვებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ხიდაშველს პარლამენტის თავაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ჩაანაცვლებს, რაც მან კატეგორიულად უარყო, გიგლა აგულაშვილს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი შეცვლის, პაატა ზაქარეიშვილს – მისივე პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, ხოლო განათლების მინისტრს – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ძველი შემადგენლობიდან „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მხოლოდ 17 კაცი მოხვდება, პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე ან მინიმუმ ვიცესპიკერი იქნება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და პრემიერის ყოფილი მრჩეველი, თამარ ჩუგოშვილი. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, სიაში იქნებიან პრემიერ-მინისტრი და მინისტრებიც – გიორგი კვირიკაშვილი, კახი კალაძე, დავით სერგეენკო, სოზარ სუბარი და თეა წულუკიანი. აქვე შეგახსენებთ, რომ პარლამენტს შეაქვს კანონმდებლობაში ცვლილებები, რომლის თანახმადაც, გიორგი კვირიკაშვილი ისე იქნება სიის პირველი ნომერი, რომ არ დატოვებს პრემიერის თანამდებობას. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გია ვოლსკის თქმით, ასეთი ცვლილება სამთავრობო გუნდმა იმისთვის შეიმუშავა, რომ არჩევნების დროს გაუგებარი სიტუაცია არ შექმნილიყო და ქვეყანა მთავრობის ხელმძღვანელის გარეშე არ დარჩენილიყო
„ალიას“ წყაროს ცნობით, ასევე, მიდის ფარული მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრთან, სალომე ზურაბიშვილთან და ის დიდი ალბათობით „ქართული ოცნების“ კვოტით მოხვდება პარლამენტში. ქალბატონი სალომე ძველ თანამდებობას ვერ დაიბრუნებს, მაგრამ სავარაუდოდ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ჩააბარებენ. ის დაახლოებით ერთი თვის წინ ერთიერთზე შეხვედრია გიორგი კვირიკაშვილს და როგორც ამბობენ, საკითხი თითქმის გადაწყვეტილია, ზურაბიშვილი „ოცნებაში“ შევა თავისი გაჩერებული პარტიის გარეშე, რომლის სახელწოდებაც კი აღარავის ახსოვს („საქართველოს გზა“).
სხვათა შორის, „ქართულ ოცნებაში“ იმაზეც ინტენსიურად მიდის საუბრები, როგორ უნდა შეივსოს კოალიციიდან წასული „რესპუბლიკელების“ ადგილზე გაჩენილი ე.წ. დასავლური ვაკუუმი, თუ გუბაზ სანიკიძისა და მისი „ფორუმის“ წასვლის შემთხვევაში კოალიციას არაფერი დაეტყო დასავლური ორიენტაციის მხრივ, „რესპების“ კუთხით ევროპაში უკვე გაჩნდა შეკითხვები. ამიტომ მათ მიერ დატოვებულ ადგილებს შეავსებენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც განათლება უცხოეთში აქვთ მიღებული. ჯერ დაზუსტებული არ გახლავთ, მაგრამ ფიქრობენ, რომ ასეთი 7-8 კაცი აუცილებლად მოიძებნება. წყაროს ცნობით, ბიძინა ივანიშვილს ასევე მოლაპარაკებები აქვს ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომლის სამომავლო პოლიტიკური გეგმებიც, ცოტა არ იყოს, გაურკვეველი და გასაიდუმლოებულია. ყოველ შემთხვევაში, კულუარებში ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერები ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენიმეჯერ შეხვედრიან ერთმანეთს
„ალიასთან“ საუბარში ინკოგნიტო წყარო ამბობს, რომ, საბოლოო ჯამში, გეგმა ასეთია: „ქართულ ოცნებაში“ იქნება რამდენიმე საპარლამენტო ე.წ. „სასტავი“ – გიორგი კვირიკაშვილის, კახი კალაძის და თამაზ მეჭიაურის
5 აპრილს, საღამოს 6 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი შეხვდნენ ერთმა ნეთს. ეს შეხვედრა საკმაოდ კარგად შეიფუთა – განაცხადეს, რეგიონში, ანუ მთიან ყარაბახში მიმდინარე მოვლენები და პრეზიდენტის აშშ-ში სამომავლო ვიზიტის დეტალები განვიხილეთო. შეხვედრას ესწრებოდნენ თინა ხიდაშელი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი. კი, ბატონო, რაც ჩვენს სამეზობლოში ხდება, საინტერესოა თუნდაც იმიტომ, რომ ახლა საქართველოში მცხოვრებმა ეროვნებით აზერბაიჯანელებმა და სომხებმა არ დასცხონ ერთმანეთს. კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია, ალბათ ამ დღეებში გახდება ცნობილი.
რედაქციისგან: ისე კი, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ სად დაინიშნება და ვის აირჩევენ? ხალხისთვის მაინც არაფერი იცვლება…
—————–
„ვერსია“, 06 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ გიორგი ვოლსკისთან: „კოალიციაში მყოფი პარტიები ერთმანეთს ხიშტს არ დაუდებენ!“ // რა ხდება „ოცნებაში“, ვინ იქნება საარჩევნო სიაში და რა მოხდება პარტიის ყრილობაზე 14 მაისს
ნინო კომახიძე
საარჩევნო კამპანია ეშხში შევიდა - კოალიციიდან გამოსულმა პარტიებმა საკუთარი საარჩევნო სიის პირველი ნომრები დაასახელეს. პირველნომრად ჯერ არარჩეული ლიდერი დაასახელა ,,ოცნებამაც”. მართალია, მთავარი სახელისუფლო პარტია ყრილობას 14 მაისს ატარებს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ,,ოცნების” ლიდერად სწორედ ამ დღეს აირჩევს, თუმცა დეპუტატები ნიადაგს უკვე იმზადებენ _ ფრაქციისა და უმრავლესობის ლიდერების მიერ ინიცირებული ცვლილებით, ამიერიდან არჩევნებში მონაწილეობისთვის პრემიერ-მინისტრს გადადგომა არ მოუწევს. პარალელურად, ,,ფორუმის” კოალიციიდან გასვლით და გუბაზ სანიკიძის მიერ პოსტის დატოვებით, ცარიელი რჩება ვიცე-სპიკერის სკამიც, რომლის შევსებას უმრავლესობა არ გეგმავს. თუმცა თავს იჩენს უმრავლესობის დაშლის, ან ახალი უმრავლესობის ფორმირების საფრთხე. ,,ვერსიას” შიდაპოლიტიკაში მიმდინარე ყველა საინტერესო საკითხზე ყველაზე დიდი საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი გიორგი ვოლსკი ესაუბრა.
- როგორც იქნა, ,,ოცნების” პარტიული ყრილობაც დაანონსდა. სხვა პარტიების ყრილობები იმის სათქმელად ჩატარდა, რომ კოალიციიდან გადიან - თქვენ რა უნდა გვითხრათ 14 მაისს?
- დარწმუნებული ვარ, გიორგი კვირიკაშვილი დასახელდება და აირჩევა ყრილობაზე. მას ნამდვილად აქვს ლიდერის თვისებები, კარგი ორგანიზატორი, წესიერი ადამიანია და ეს კაცი, ქვეყანას ლიდერთა შორის უნდა ჰყავდეს. 14 მაისს წარმოვადგენთ ჩვენს ხედვებს, რაც დიდწილად, პრემიერის მიერ უკვე წარმოდგენილ მთავარ მიმართულებებზე იქნება დაფუძნებული. თუმცა სხვა საკითხებიც დაემატება და ყველაფერი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამად იქცევა.
- ყველას აინტერესებს, როდის და როგორი იქნება ,,ოცნების” სია, შეიცვლება თუ არა პოლიტსაბჭოს შემადგენლობა და ვინ იქნებიან ახალი სახეები?
- ახალ სახეებზე სასაუბროდ ჯერ მზად არ ვარ. ამ ეტაპზე, ადამიანურადაც და პრაგმატულადაც ის უფრო მნიშვნელოვანია, არსებულ გუნდზე ვისაუბროთ – 2012 წლის არჩევნებიდან დღემდე ცდილობს, საქმეები ბოლომდე ღირსეულად მიიყვანოს. სიებზე ბევრი იმკითხავეს. მგონი, ჩვენი სია ისევე, როგორც ნაციონალების, ჯერ არავინ იცის, იმ დაპირისპირების ფონზე, რაც ამ უკანონო ჩანაწერების გამო გამოიკვეთა. საინტერესო სია გვექნება, მაგრამ ამ ეტაპზე, მართლა არცერთ კონკრეტულ დეტალს არ ვფლობ. არავითარი გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს.
- სამაგიეროდ, არსებობს კითხვები პოლიტსაბჭოს ორ წევრთან, ბესელია-კობახიძესთან მიმართებაში, რომ ისინი ,,ოცნების” გუნდში აღარ უნდა მოვიაზროთ. ეს გადაწყვეტილება თუა მიღებული?
- ძალიან საინტერესო თემაზე გადავედით. ამ ორი ქალბატონის წინააღმდეგ საკმაოდ ინტენსიური შეტევა დაიწყო, მაგრამ ასეთი უზნეო იერიშები ხვალ შეიძლება ნებისმიერ სხვა ადამიანზეც მიიტანონ. უბრალოდ, არასამართლიანი იქნება, ამ ქალბატონებზე დასკვნები ამ იერიშებით გამოვიტანოთ, რადგან კონკრეტული ჯგუფი მათ დისკრედიტებას ცდილობდა. მეტიც, დღეს ბესელიას კომიტეტში უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე სრულდება მუშაობა. საუბარია 2004-2012 წლების სრულ შეფასებასა და ამ პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე. იგი კონკრეტული ავტორიტეტული ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველების მოხსენებების, შეფასებების საფუძველზე მზადდება. არ გამოვრიცხავ, ბესელიას წინააღმდეგ ეს შეტევები ამ დოკუმენტზე მუშაობას გამოეწვია.
- საინტერესოა, ამ დოკუმენტს სამართლებრივი ძალაც თუ ექნება?
- საზოგადოებამ ამ პერიოდზე ბევრი რამ იცის და ბევრი რამ გამოიარა. თუმცა როცა პოლიტიკური დოკუმენტი ჩამოყალიბდება, ამას გაცილებით დიდი წონა ექნება. მისი შექმნის აუცილებლობის საკითხი კი ჩვენ კი არა, გაერო-მ მკაფიოდ დააყენა. ასევე, სახალხო დამცველის მოთხოვნით, საგამოძიებო სტრუქტურის შექმნაზეც კია საუბარი. თუმცა, ამ ეტაპზე, დეტალებზე არ ვართ შეთანხმებული.
- კოალიციის დაშლა გაფორმდა, მაგრამ რატომ გაიხარეს ამით თქვენი ფრაქციის დეპუტატებმა. თქვენი პრაგმატული შეფასება მაინტერესებს, დაშლა პარტია ,,ოცნებისთვის” მინუსია თუ პლუსი?
- ჩემი 3-4 თანაფრაქციელის ნათქვამი უტრირებულია. ისინი უბრალოდ ამბობდნენ, რომ პარტიებმა თავიანთი წონა და რესურსი კოალიციით კი არა, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვრონ. მეც ვფიქრობ, პოლიტიკურ სასწორზე ყველა დამოუკიდებლად უნდა დადგეს და ხალხი პარტიებს პიროვნული ავტორიტეტებით კი არა, საარჩევნო პროგრამებით შეაფასებს. მით უმეტეს, 2020-ში სავარაუდოდ, სხვა მოცემულობა იქნება, როცა რეგიონულ-პროპორციული არჩევნების პრინციპზე გადავალთ. რეგიონული ხელმძღვანელების პირდაპირი წესით არჩევაც კარგი ნაბიჯი იყო, მაგრამ ადგილობრივი სტრუქტურები დამოუკიდებელი მართვის უნარებს ჯერ კარგად ვერ ფლობენ. 2020 წლისთვის კი იმედია, ხიდებზე, წყალგაყვანილობებსა და გაზის მილებზე სასაუბროდ მაჟორიტარების საჭიროება აღარ იქნება.
- კარგ თემაზე გადავედით. როგორ ფორმაშია ,,ოცნება” რაიონებში. საკმარისი ხალხი, ძლიერი პარტიული წარმომადგენლობა ყველგან გყავთ?
- სიმართლე გითხრათ, ჩემი დღევანდელი სტატუსის გამო, წმინდა პარტიულ თემებზე საუბარს გადავეჩვიე. რეალურად, რაიონებში პარტიული ოფისები წინასაარჩევნოდ იქმნება ხოლმე. 2012 წელსაც ასე მოხდა და როცა არჩევნები დასრულდა, პარტიულმა აქტივმა სახელისუფლო სტრუქტურებში, საკრებულოებში გადაინაცვლა. პატარა სახელმწიფოებში დიდი რესურსი და სათადარიგო სკამები არავის აქვს და ის რეალობაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველანი ადამიანები ვართ, რომელთაც ჩვენი საჭიროებები, მისწრაფებები გვაქვს და ჩვენს უკან ოჯახები დგანან. ზოგი პარტიას საერთოდ გაერიდა და კერძო საქმიანობა დაიწყო, ზოგი – გულნატკენი დარჩა… ამიტომ გულწრფელად გეტყვით, პარტიული ორგანიზაციების არსებობაზე ზედმეტი ტრაბახი და ორგანიზებულობის ქება ობიექტური არ იქნება. წინასაარჩევნო პერიოდში, მათი ამუშავების აუცილებლობა კვლავ დადგება და იმედია, არჩევნების შემდეგაც ეს ორგანიზაციები დარჩება.
- ეს კითხვა იმიტომ დაგისვით, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა გორში საკრებულოს უმრავლესობა დაგიშალათ, თავმჯდომარე გადაგიყენათ, ახლა კი გორის მერის თავის დაგორებით იმუქრება. ორი ვარიანტია - ეს ან ,,ოცნების” ლიდერებთან შეთანხმებული პროცესია, ან საკმაოდ საგანგაშო ვითარება თქვენთვის. რა ხდება გორში?
- უკანონოდ არაფერი უნდა მოხდეს. თუ საკრებულოში თანაფარდობა იცვლება, შესაბამისი ცვლილებები ხდება ხელმძღვანელობაშიც და ეს დემოკრატიული პროცესია. თუმცა როცა ამ კონკრეტულ პირზე ვსაუბრობთ, არა მგონია, დიდ დემოკრატსა და ზედმიწევნით დასავლური პრინციპების დამცველთან გვქონდეს საქმე. ვერ ვიტყვი, რომ ის დასავლური ფასეულობების მქონე ლიდერია, გინდ ნაციონალების, გინდ ჩვენს პერიოდში. გვაქვს სხვადასხვა შეხედულებები, მას ახასიათებს მკვახე განცხადებები და ხშირად კორექტულობის ჩარჩოებიდანაც გადის. ვერც იდეოლოგიურად და ვერც სხვა თვალსაზრისით, მოკავშირეები ვერ ვიქნებით! რას იზამს ოქრუაშვილი ამ არჩევნებზე, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არაა – ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როცა საარჩევნო ყუთებთან მივა. ისე, საზოგადოებასა და შიდა ქართლს არ ვურჩევ, მხარი ოქრუაშვილის პარტიას დაუჭირონ.
- თუკი გამოვრიცხეთ, რომ ეს შეთანხმებული თამაშია, გამოდის, როგორც ოქრუაშვილმა დაგიშალათ უმრავლესობა გორში, ასევე შეუძლია, სხვა პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლობასაც მოგექცეთ რაიონებში, სადაც მათი ხალხი ,,ოცნებაზე” ძლიერია. ეს საფრთხე გათვლილი გაქვთ?
- კოალიციაში მყოფი პარტიები ერთმანეთს ხიშტს არ დაუდებენ! ჩვენ პარტიულ ურთიერთობებს ასეთი რამ არ ახასიათებს. არ ვუშვებ, რომ ჩვენ და მაგალითად ,,ფორუმმა”, რომელმაც კოალიცია დატოვა საზოგადოებას შეუქმნას პრობლემები და ისე არ იმუშაოს, როგორც აქამდე ვმუშაობდით.
- რატომ ჩავარდა უშიშროების მინისტრის მოსმენა პარლამენტში _ უმრავლესობამ ეს სპეციალურად გააკეთა, წინა დღეს მისი მოადგილის ცხარე საკომიტეტო კამათის და ნაციონალების მუქარის გამო თუ რეალურად, კვორუმს ვეღარ აგროვებთ? ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, პარლამენტის თავმჯდომარეს, თქვენ, უმრავლესობის ლიდერს?
- წინა დღეს კომიტეტში საკმაოდ არამშვიდი განხილვები შედგა. მოსმენა რომ ყოფილიყო, არა მგონია, ნაციონალებს რამე, თუნდაც მორალური უპირატესობა ჰქონოდათ ფარული ჩანაწერების თემის განხილვისას. ვითხოვ, ამ ჩანაწერების სისტემის მთავარი შემოქმედის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, მინიმუმ, საქმე აღიძრას, რადგან მაშინ ქვეყანა შანტაჟზე იყო აგებული. ასე რომ, ნაციონალებს ამ განხილვასა და დებატებში არანაირი უპირატესობა არ ექნებოდათ. სწორედ ამიტომ მოვიდა ეს პარტია პარლამენტში ასე შემცირებულ-შელახული რაოდენობით და არც სხდომაზე შემოვიდნენ, მით უმეტეს, იცოდნენ, რომ ჩვენ მართლაც ვერ ვქმნიდით უმრავლესობას: მაგალითად, გოგი ქავთარაძე საავადმყოფოში იწვა, რამდენიმე დეპუტატი ბრიუსელში ვიყავით, 3 ადამიანი ავარიაში მოყვა და ა.შ.
- კოალიცია დაიშალა და სხვა პარტიებს ,,ოცნების” წინაშე ვალდებულება აღარ აქვთ - პარლამენტი ნორმალურად იფუნქციონირებს?
- ჯერ ერთი, კოალიცია არ დაშლილა, ის დატოვა ერთმა სუბიექტმა. უმრავლესობაც არსებობს 82 დეპუტატის შემადგენლობით. ახლა ამ მოცემულობის წინაშე დავდექით, ამიტომ მოწოდებასავით გამომდის, მაგრამ ყველა ჩვენგანს, ლიდერსა და დეპუტატს იმის პასუხისმგებლობა უნდა ეყოს, საპარლამენტო მუშაობა ინტენსიურად გააგრძელოს.
- ამ ფონზე, რამდენად რეალურია ვარაუდი, რომ შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობაც დაგეშალოთ და წასული პარტიების დამატებით, უმცირესობასთან და დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად ახალი უმცირესობა შეიკრას?
- ახალი უმრავლესობის კონტურები არ არსებობს. მხოლოდ ჰიპოთეტურად შეიძლება დავუშვათ, რომ გუშინდელი კოალიციის წევრები დღეს ადგნენ და ნაციონალურ მოძრაობასთან შექმნან უმრავლესობა.
- რა არის დაუშვებელი, როცა გუშინდელი ნაციონალებიც არიან დღეს კოალიციაში?
- მგონი, არითმეტიკაში საკმაოდ ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება, ასე შეიქმნას უმრავლესობა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, არსებობს ფაქტორი – მორალური შეუთავსებლობა და ესეც იმოქმედებს.
—————–
„საქართველო და მსოფლიო“, 06 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ გოგი თოფაძესთან: “გენერალისიმუს” თინა ხიდაშელს იმდენი “საქმენი საგმირონი” აქვს ჩადენილი, რომლის საბუთებიც არსებობს, რომ არჩევნებამდე გაიქცევა საქართველოდან
გიორგი კორძაძე
“მრეწველთა” პარტიის წინამძღოლი გოგი თოფაძე დიდი ძალისხმევის შემდეგ დავიყოლიე ინტერვიუზე, თუმცა ერთი პირობით: არაფერი შემეკითხოთ ე.წ. პირადი ცხოვრების ფარულ ჩანაწერებზე, მაგ სიბინძურეზე არ ვილაპარაკებო.
- ბატონო გოგი, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ თქვენ და ფრაქცია “მრეწველებს” გამარჯვებას რესპუბლიკელებზე.
- დიდი მადლობა, და აქვე აღვნიშნავ, რომ ამ, ქვეყნისთვის უაღრესად სასარგებლო საქმეში თქვენს რედაქციას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. “საქართველო და მსოფლიოს” პუბლიკაციებმა ქალბატონი ხიდაშელის მიერ საგარეჯოში ჩდენილ “გმირობებზე” უძლიერესი პოლიტიკური ძვრები გამოიწვია, რასაც ერთ თვეში კოალიციის “შენობის” ჩამოშლა მოჰყვა; და სასიხარულოა, რომ მის “ნამსხვრევებში” პირველები რესპუბლიკელები მოყვნენ. კოალიცია “ქართული ოცნების” დაშლის ინიციატივა “მრეწველებიდან” მოდის. ეს საკითხი პირველებმა ჩვენ დავაყენეთ და ბევრის რისხვაც დავიმსახურეთ.
- რა საჭირო იყო კოალიციის დაშლა?
- კოალიციაში ისეთი ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებსაც დიამეტრულად საწინააღმდეგო თვალსაზრისი აქვთ მთელ რიგ საკითხებზე, რომელთა გამოც ქვეყანა ვერ ვითარდება საჭირო მიმართულებით. ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში კოალიციები იქმნება არჩევნების შემდეგ, რაღაც გარკვეული მოსაზრებებით. კოალიციაში შემავალთ აერთიანებს ერთ პოზიციაზე დგომა, ერთი პოლიტიკური ხედვა. არჩევნებამდე კი იქმნება საარჩევნო ბლოკი, ამიტომაც შევთავაზეთ კოლეგებს: მოდი, ცალ-ცალკე ვიყაროთ კენჭი და გამოჩნდება, ვის აქვს ხალხის ნდობა და ვის _ არა-თქო. ჩვენი მხრივ, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და, მადლობა ღმერთს, ეს საკითხი დადებითად გადაწყდა.
- კიდევ რა მიზეზი იყო, რომელმაც “მრეწველებს” გადაადგმევინა ასეთი თამამი ნაბიჯი?
- რესპუბლიკელების თავხედობამ. რესპუბლიკელებმა პრეტენზიებით აიკლეს “ქართული ოცნება”. პრივილეგიებს მოითხოვდნენ, ცდილობდნენ, თავიანთი ხალხი ყველგან დაეყენებინათ – მინისტრებად, მაჟორიტარებად. მიმდინარეობდა გაუთავებელი ვაჭრობა; და, რა თქმა უნდა, ჩვენ, ანუ კოალიციაში შემავალი დანარჩენი პარტიები, შეურაცხყოფილი ვიყავით.
- ბატონო გოგი, კოალიციის დაშლის ინიციატივით თქვენ როდის გამოხვედით _ ქალბატონ ხიდაშელთან დაპირისპირების შემდეგ თუ მანამდე?
- თინა ხიდაშელთან კონფრონტაციამდე გაცილებით ადრე.
- და მაინც, რატომ წაეჩხუბეთ თინა ხიდაშელს?
- ჩვენმა ქალბატონმა თავდაცვის მინისტრმა არაერთხელ შეურაცხგვყო “მრეწველები” და, პირადად, მე. ჩვენ მშვენივრად ვიცით ე.წ. გუნდური თამაშის წესები და სამი წლის განმავლობაში, რაც ამ მოწვევის პარლამენტში ვართ, აუგად არავინ მოგვიხსენებია, “ნაციონალებიც” კი, რომლებმაც თავიანთი მმართველობის, უფრო ზუსტად, პარპაშის პერიოდში, მატერიალურად დიდად მაზარალეს. ქალბატონი თინას მორიგი ღვარძლიანი დამამცირებელი “რეპლიკა”: რა, თოფაძე ჯერ კიდევ პარლამენტშიაო, აღმოჩნდა ის წვეთი, რომელმაც მოთმინების ფიალა ამივსო. მე, ბატონო ჩემო, ძველი ტრადიციების კაცი ვარ და მასხრად აგდებას, ღირსების შელახვას შვილსაც არ ვაპატიებ! და გავეცი კიდეც საკადრისი პასუხი.
- გულისხმობთ განცხადებას, რომლითაც ქალბატონი ხიდაშელი საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეთ? მაგრამ პროკურატურამ რეკორდულად მოკლე დროში გამოიძია ეს ამბავი და თავდაცვის მინისტრის ქმედებაში, არათუ დანაშაული, პატარა დარღვევაც ვერ აღმოაჩინა?
- ვფიქრობ, პროკურატურაზე გარკვეულმა ძალამ, სავარაუდოდ, უცხოურმა, იქონია ძლიერი გავლენა. დღესაც ვამტკიცებ, რომ საგარეჯოს არჩევნები ჩატარდა უხეში დარღვევებით, რაც არაერთი ოფიციალური დოკუმენტით დავადასტურეთ.
ჩემი განცხადების შემდეგ, ვგულისხმობ ხიდაშელის დადანაშაულებას არჩევნების გაყალბებაში, რესპუბლიკელებმა, კერძოდ, ძმებმა ბერძენიშვილებმა, და კიდევ თითო-ოროლა ქალბატონმა, ატეხეს აურზაური, დაიწყეს ჩვენი ლანძღვა-გინება… ჯერ ერთი, რა აქვს ლევან ბერძენიშვილს ჩემზე სალაპარაკო? რა უნდა მოეკითხოს იმ კაცს, რომელიც თავის სტუდენტებს ასწავლის, რომ ვაჟა-ფშაველა, გენიოსი კი არა, რეგიონული დონის პოეტია, ხოლო ილია ჭავჭავაძე, ერის მამა კი არა, _ “დიდი არაფერი” და ა.შ. მიკვირს, მისი ბიოგრაფიის მქონე ადამიანი, როგორ ბედავს ხმის ამოღებას. ჩვენ არ დაგვვიწყებია, რომ ლევან ბერძენიშვილი იყო ეროვნულ მოძრაობაში შეგზავნილი აგენტი, მეტსახელად “დელფინა”. ჰოდა, ამ “დელფინამ” თავის დროზე “ჩაუშვა” თანამებრძოლები, მეგობრები და ამ ღალატისთვის საპყრობილიდან გამოუშვეს. მერე, როდესაც ჩემი საწინააღმდეგო ვერავითარი კომპრომატი ვერ გამოქექა, სიმწრისგან თქვა: გოგი თოფაძესთან რა მაქვს სალაპარაკო, საპნის ქარხნის დირექტორი იყოო. ისე ამბობს, ვითომ საპნის ქარხანა პატარა დუქანია. საქართველოში იყო ერთადერთი საპნის ქარხანა, რომელშიც 260 კაცი შრომობდა და პირველმა მე, ახალგაზრდა კაცმა, რუსეთში დავიცავი დისერტაცია მაგ სპეციალობით, ჩამოვედი და დამნიშნეს ქარხნის დირექტორად. საქართველოში ჩვენ გამოვუშვით პირველი შამპუნი, რომელიც საექსპორტოდ გადიოდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და მასზე დიდი მოთხოვნა იყო. ვუშვებდით, აგრეთვე, სხვადასხვა საპონს. დიდი წარმოება გვქონდა, რომელიც დღეს დაანგრიეს და, სამწუხაროდ, ამის გამო იძულებულები ვართ, გამოვიყენოთ იმპორტული საქონელი, ხშირად _ ცუდი ხარისხის…
საინტერესოა, ლევან ბერძენიშვილს თავის ცხოვრებაში რა აქვს კარგი გაკეთებული, გარდა ბინძური პასკვილებისა ყველაფერ ქართულზე? ან მისმა ძმამ დავითმა, რომელიც 60 წლის ხდება, ვინმემ თუ იცის, რა გააკეთა ქვეყნისთვის კარგი, გარდა გაუთავებელი პროვოკაციებისა და წივილ-კივილისა – ჩვენ ვართ ყველაზე ერუდირებული პოლიტიკური ძალაო? 1999 წელს, როდესაც სააკაშვილი “მოქალაქეთა კავშირის” გენერალური მდივანი იყო, მერე კი, 2004 წელს, პრეზიდენტი, ხომ წიოდა, – ერთპარტიული პარლამენტი მინდაო; ჩვენ კი, “მრეწველები”, პარლამენტში მაინც გავედით, იმიტომ, რომ ხალხს ჩვენი სჯეროდა, აი, რესპუბლიკელები დამოუკიდებლად როდის მოხვდნენ პარლამენტში? – 2004 წელს ამოჰყვეს იქ თავი, როდესაც “ნაცმოძრაობას” შეეკრნენ და ნაცებმა გაათრიეს, შემდეგ კი, როდესაც მშველელად ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, მივარდნენ და უთხრეს, პირველები ვართ პოლიტიკაშიო. ახლა, კოალიციის დაშლისთანავე, განაცხადეს, “ქართული ოცნების” სტრატეგიულ პარტნიორად ვრჩებითო. ზღაპარია ეს. მომავალ არჩევნებზე გამოჩნდება, რა “სტრატეგიული პარტნიორები” არიან და როგორ “უყვარს” ხალხს რესპუბლიკელები. ხალხს სურს, რომ შევინახოთ ჩვენი ქვეყანა თავისი ტრადიციებით, ადათ-წესით, ისტორიით, კულტურით, რესპუბლიკელებში კი იმდენი ანტიქართულია, რომ, რაც უნდა დაეხმარონ მათ უცხოელი ელჩები, დააფინანსონ “მეგობარმა ქვეყნებმა”, მაინც არაფერი ეშველებათ! ან, ავიღოთ, თუნდაც, ნატოში გაწევრების თემა. გვეუბნებიან გასაგებად, არ გიღებთ ნატოშიო, მაგრამ ქალბატონი თავდაცვის მინისტრი მილიონობით ადამიანს ატყუებს, _ მიგვიღებენო. ჯეიმს აპატურაიმ განგვიცხადა, არ გიღებთ თქვენივე უსაფრთხოების გამოო, მაგრამ, ჩვენში დარჩეს, რაში ენაღვლება დასავლეთს საქართველოს უსაფრთხოება?! უბრალოდ, იმ ხუთმა თვემ, რომელთა განმავლობაშიც რუსეთმა იომა სირიაში და ხმამაღლა აუწყა მსოფლიოს, ისევ დავიბრუნე ზესახელმწიფოს სტატუსიო, ყირაზე დააყენა გეოპოლიტიკა, ე.წ. ერთპოლუსიანი სამყარო მოკვდა. და იმის მაგივრად, ჭკუას ვუხმოთ, დავჯდეთ და რუსებს მოველაპარაკოთ, ხიდაშელი ჯიუტობს და გაჰკივის: “ნატოოო”. ნეტავ, რამის გამკეთებელი იყოს!
- ბატონო გოგი, დღეს, როდესაც კოალიცია “ქართული ოცნება” დაიშალა, მიზანშეწონილია ქალბატონი ხიდაშელის დარჩენა თავდაცვის მინისტრად? იმ შემთხვევაში, თუ რესპუბლიკური პარტია საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, ხომ შეუძლია ამ “ჯიუტ ქალს”, ჯარი გამოიყვანოს და მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალება?
- არაფერი არ არის გამორიცხული! ისე, თინათინ ხიდაშელი ყველაზე სამარცხვინო თავდაცვის მინისტრია და, რაც უფრო მალე დატოვებს ამ თანამდებობას, მით უკეთესი. თუმცა, არ მგონია, რომ მან შეძლოს ჯარის ქუჩაში გამოყვანა. “გენერალისიმუს” ხიდაშელს იმდენი “საქმენი საგმირონი” აქვს ჩადენილი, რომლის საბუთებიც არსებობს, რომ არჩევნებამდე გაიქცევა საქართველოდან.
- მომავალ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში რას აპირებთ “მრეწველები”?
- იცით, ამომრჩეველი ხშირად იჩაგრება.
- რას გულისხმობთ?
- დეპუტატობის კანდიდატი ჰპირდება ბევრს, მაგრამ, პარლამენტში რომ მოხვდება, ამომრჩეველს ივიწყებს. ამომრჩეველს კი არანაირი ბერკეტი არ აქვს, დეპუტატი აიძულოს, დაპირებები შეასრულოს, ამიტომ ვფიქრობთ, შევიმუშაოთ კანონი, რომლის ძალით ამომრჩევლები შეძლებენ, გამოიწვიონ პარლამენტიდან უღირსი მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც არაფერს აკეთებს, მაგრამ დიდ ჯამაგირს იღებს.
—————–
„ახალი თაობა“, 06 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ გია ჟორჟოლიანთან: „კოალიცია არჩევნების შემდეგ შეიქმნება… სოციალ-დემოკრატები გადაწყვეტილებას მალე გამოვაცხადებთ“
სოციალ-დემოკრატი, პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში კოალიციაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს.
- ბატონო გია, რესპუბლიკური პარტიისა და ეროვნული ფორუმის გადაწყვეტილებამ ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა. დაკარგავს თუ არა „ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობას?
- არა მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგოს. ჯერ ერთი, ფორმალურადაც არ კარგავს და არც ისე, რადგანაც, როგორც ვიცით, უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი არის 88 დეპუტატით. ეროვნულ ფორუმს ჰყავს 6 დეპუტატი, რესპუბლიკურ პარტიას – 10 დეპუტატი. მე ვფიქრობ, რომ ეს პარლამენტი არჩევნებამდე მივა თავისი უმრავლესობით, ისე რომ, მას არ დასჭირდება არავითარი წყაროს გამოძებნა.
- ექსპერტები ამბობენ, რომ თუ უმრავლესობას დაკარგავს ხელისუფლება, მაშინ მთავრობას გაუჭირდება სრულყოფილი ფუნქციონირება...
- მე არ ვფიქრობ, რომ მოვლენები ასე განვითარდება, ამას გამოვრიცხავ, რადგან ამ მოწვევის პარლამენტს სულ რაღაც 5-6 სესია დარჩა ჩასატარებელი. ამდენად, არა მგონია, რომ ასე დრამატულად განვითარდეს მოვლენები.
- კოალიციის დაშლა და პარტიების ცალ-ცალკე არჩევნებში მონაწილეობა თქვენთვის რამდენად არის მისაღები?
- სავსებით მისაღებია, რადგან ყველამ კარგად იცის, რატომაც შეიქმნა კოალიცია თავის დროზე. დღეს სხვა რეალობაში ვიმყოფებით. მრავალპარტიული არჩევნები არის ნორმალური დემოკრატიული პროცესი. მე ვიტყოდი – არა ავტორიტარიზმს და წინ დემოკრატიისკენ. ეს არის სიახლე, როდესაც ყველა პარტია, თავისი შეთავაზებებით გავა არჩევნებზე. ეს არის ქვეყნის განვითარების შესაძლებლობები და მათზე უარი არ უნდა ვთქვათ. ეს არის დემოკრატია. შემდეგ უკვე როგორ განვითარდება მოვლენები, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ამას დრო გვიჩვენებს.
- არ გამორიცხავთ, რომ არჩევნების შემდეგ პარლამენტში შეიქმნას ახალი კოალიცია?
- სწორედ ეს გითხარით, რომ არჩევნების შემდეგ შეიქმნას კოალიცია.
- რატომ, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობის მოპოვება გაუჭირდება?
- არა, მე ეს არ მითქვამს, მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ მოიპოვებს უმრავლესობას, მაგრამ ალბათ მაინც შეიქმნება კოალიცია, თანამშრომლობის რეჟიმი იქნება, სადაც ნაციონალურ მოძრაობას პერსპექტივა არ ექნება, დანარჩენი ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
- ექსპერტები ამბობენ, რომ ბევრ პარტიას, რომლებმაც ცალკე მოინდომეს არჩევნებში მონაწილეობა, ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ. ეთანხმებით?
- არა, ბევრი პარტია გადალახავს საარჩევნო ბარიერს, შეიძლება დამოუკიდებლად და შეიძლება ვიღაცეებმა საარჩევნო ბლოკიც შექმნან. არჩევნების შემდეგ შექმნილი ერთობა გაცილებით უფრო მისაღებია და ეს არის უფრო დემოკრატიული.
- ეს უკვე იქნება საერთო პლატფორმის ერთობა?
- რა თქმა უნდა, არჩევნების შემდეგ პარლამენტში შექმნილი კოალიცია სწორედ თანხვედრი იდეოლოგიისა და პლატფორმის უნდა იყოს და არა _ ეკლექტური და ჭრელი.
- ბატონო გია, თქვენ სად ხედავთ თქვენს მომავალს? `ქართული ოცნების~ სიაში იქნებით წარმოდგენილი თუ როგორ?
- პიროვნულად არ ვხედავ, სად ვიქნები და როგორ, მაგრამ ჩვენი პარტია ნამდვილად მიიღებს გადაწყვეტილებას და სოციალ-დემოკრატები 10-15 დღეში საზოგადოებას ჩვენს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავაცნობთ.
- ჯერ არ გაქვთ გადაწყვეტილი, დამოუკიდებლად მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას თუ არა?
- ჩვენ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას და საზოგადოებას გავაცნობთ. ჯერ არ გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება და ისე რა გითხრათ.
- როგორია თქვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რათა არჩევნების წინ პრემიერმა და მინისტრებმა თანამდებობები არ დატოვონ?
- მე არ ვიცნობ ამ საკანონმდებლო ინიციატივას. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, მე მგონი, რომ დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობა არ ავალდებულებს პრემიერს, რომ მან დატოვოს არჩევნებამდე თანამდებობა.
„ახალი თაობა“, 06 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან: „ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის მოთხოვნით წავიდა”
ვინ დააბრუნებს ყოფილ პრემიერს პოლიტიკაში, ვის ბაძავენ რესპუბლიკელები, რატომ არ ამოეღება ხმა არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე ესაუბრებოდა.
- როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის პრემიერი გახდა, თქვენ განაცხადეთ, რომ თუ ის სახელისუფლებო ნავიდან რესპუბლიკელებს არ გადააგდებდა, ისინი გადააგდებდნენ მას. ახლა არც ერთი აღარ არის სახელისუფლებო ნავში, თქვენი აზრით, როგორ აღმოჩნდნენ ორივენი ნავის მიღმა?
- მათი ერთად ყოფნა იყო წარმოუდგენელი. ირაკლი ღარიბაშვილი არის ეროვნულად მოაზროვნე ადამიანი, ხოლო რესპუბლიკელები თავიანთი ანტიეროვნულობით ნაციონალებსაც სჯობნიან. ყოფილი პრემიერი პირდაპირ აცხადებდა, რომ ოჯახი არის წმინდა. ის ითხოვდა, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილიყო, რომ ოჯახი არის კაცის და ქალის ერთობა. რესპუბლიკელები კი ერთსქესიანთა ქორწინებას დადებითად უყურებენ. ღარიბაშვილი ნაციონალების გასამართლებას ითხოვდა, რესპუბლიკელები კი თავიანთ მთავარ მიზნად ამ პარტიის გადარჩენას ისახავდნენ.
რესპუბლიკელებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკას ჩამოშორებოდა. ისინი დადიოდნენ თავიანთ პატრონებთან და სთხოვდნენ, რამენაირად ჩამოეშორებინათ ხელისუფლებისთვის ეროვნულად მოაზროვნე კაცი. ამერიკის ელჩმა მათი მოთხოვნა ყურად იღო და ღარიბაშვილი მისი მითითებით გაუშვეს პრემიერობიდან. ამ ახალგაზრდა კაცს სამშობლოს სიყვარული არ აპატიეს. არც მისი კახური პირდაპირობა მოსწონდათ. ის თავის სათქმელს ხშირად უხეშად ამბობდა, მაგრამ ყოველთვის მართალი იყო. ის აზროვნებდა ისე, როგორც ქართველი კაცი უნდა აზროვნებდეს.
- დღეს ბევრს საუბრობენ პოლიტიკაში მის შესაძლო დაბრუნებაზე. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
- ამას მხოლოდ მივესალმები. ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს. მისი დაბრუნება „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე ძალიან დაეხმარება. რესპუბლიკელების და ირაკლი ალასანიას პარტიის გამო „ოცნებამ“ ისედაც ბევრი მხარდამჭერი დაკარგა.
- თქვენი აზრით, დაბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი?
- იმედი მაქვს, რომ დაბრუნდება. მართალია, ამერიკას მისი ხილვა არ გაეხარდება პრემიერად, მაგრამ საქართველოში ქართველი ხალხის ნება უნდა იყოს მთავარი და არა ვიღაც უსაქმურის.
- ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს მოთხოვნით გაუშვესო ამბობთ, რესპუბლიკელები რატომ გაუშვეს კოალიციიდან? თუ ფიქრობთ, რომ ისინი საკუთარი ნებით წავიდნენ?
- ისინი კოალიციაში ვეღარ დარჩებოდნენ. ქართველი ხალხის განწყობის წინააღმდეგ წასვლა ძალიან ძნელი იქნებოდა. ხალხის განწყობა ამერიკის ელჩის სურვილზე ძლიერია. ბევრი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, ხშირად ვხვდები მოსახლეობას. მათი უმეტესი ნაწილი ამბობდა, რომ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ხმას არ მისცემდნენ, თუ იქ სულ და ხორცგაყიდული რესპუბლიკელები იქნებოდნენ. მათი მადაც გაიზარდა და კიდევ რამდენიმე მინისტრის დანიშვნა მოითხოვეს. ხალხს ისიც ვერ მოუნელებია, ხიდაშელმა თავისი სურვილი რომ აისრულა და თავდაცვის მინისტრი გახდა. ესეც არ იკმარა და ახლა დედოფალივით დაიჯგიმება. მის ქმარს თავი დავით სოსლანად წარმოუდგენია და რაღაც სიბრძნეებს ამბობს. ის ძმები ბერძენიშვილები კი ძმებ მხარგრძელობას იჩემებენ. ძმები მხარგრძელებიდან ერთ-ერთმა უღალატა საქართველოს. ამ ძმებიდან კი ორივე მოღალატეა. მათგან უფროსს სოკრატეობაზეც აქვს პრეტენზია და ეს არის პირველ რიგში ჟურნალისტების ბრალი.
- ჟურნალისტების ბრალი რატომ არის?
- ისე წარმოაჩენთ, თითქოს მაგათ გარდა წიგნი სხვას არ აქვს წაკითხული. იგივე ითქმის არასამთავრობოებზე. ყველაფერში აზრს მაგათ ეკითხებიან, როგორ შეიძლება ყველაფერი ამ არასამთავრობოებმა იცოდნენ. აქამდე ყველაფერს ეკა გიგაურს და ლომჯარიას ეკითხებოდნენ. ახლა მათ ჩაპუნტულებული გოგოც დაემატა, საიას რომ ხელმძღვანელობს. მათთვის აზრის კითხვა კი არა, ტელეეკრანზე გამოჩენაც უნდა აიკრძალოს. ამათი აზროვნება ქართველი კაცის სულიერი გაცვედანებისკენ არის მიმართული. ქვეყანა ამათგან თუ არ დავიხსენით, ცუდად გვექნება საქმე. ბევრს საუბრობენ, რომ რესპუბლიკელ მინისტრებს პოსტებიდან გაუშვებენ. მათ გარდა, თანამდებობიდან თამარ სანიკიძე და მიშა გიორგაძეც უნდა გაუშვან.
- კულტურის და განათლების მინისტრებს რას ერჩით?
- წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ან განათლება, ან კულტურა. ერთი მინისტრი ტანმოვარჯიშეა, მეორე – ჯაზმენი. ახლა ვიღაცა ამათ დანიშვნას ბიძინა ივანიშვილს დააბრალებს. ივანიშვილი არაფერი შუაში არ არის. მან უმთავრესი საქმე გაგვიკეთა და სააკაშვილი მოგვაშორა. ახლა ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ და უღირსი მინისტრები მოვიცილოთ. დარწმუნებული ვარ, ამათ დასაცავად დასავლეთი თავს გამოიდებს. განსაკუთრებით იაქტიურებს ამერიკის ელჩი, რომელსაც საქმე არა აქვს და ჩვენს საშინაო საქმეებში ერევა.
- თუ ამერიკამ კატეგორიულად მოითხოვა ამ მინისტრების დატოვება, მერე რა ხდება?
- ამ მიმართულებით ნაბიჯი უკვე გადადგმულია. რესპუბლიკელებმა კოალიციაში “სტოსის წაყვანა“ მოითხოვეს და აღმოჩნდნენ კიდეც კოალიციის მიღმა. არ მინდა ჭორების დონეზე ვილაპარაკო, მაგრამ ხმა გამოვიდა, თინა ხიდაშელმა იტირა, თავდაცვის მინისტრობას არ დავტოვებო. რამდენიმე თვეში არჩევნებია და კარგი შანსი გვაქვს, საბოლოოდ მოვიშოროთ გამყიდველები. ხმამაღლა ვაცხადებ, ვინც რესპუბლიკელებს ხმას მისცემს არჩევნებზე, მარჯვენა უნდა მოკვეთო. მათ გარდა, ნაციონალებიც და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილიც უნდა ჩამოვაშოროთ პოლიტიკას.
- არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ვინ არ მოგწონთ?
- არასაპარლამენტო ოპოზიციაში არის რამდენიმე ღირსეული პარტია, რომლებსაც პატივს ვცემ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ნაციონალების დაკვეთებს ასრულებენ.
- ვინ ასრულებს ნაციონალების დაკვეთებს?
- რამდენიმე პარტიის გამოკლებით, ყველა ყოფილი ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელია. ახლა საარჩევნო კოდექსზე აქვთ ერთი ამბები ატეხილი. მაშინ სად იყვნენ, როცა მართლა ყალბდებოდა არჩევნები? არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ძალიან აქტიურობენ მემარჯვენეები. მათი ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე რომ გამოდის და ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ლაპარაკობს, ურჩევნია გვითხრას, სად წაიღო ის ფული.
- რა ფულზე ლაპარაკობთ?
- 2012 წელს მას ფული გამოუყვეს, რომ საარჩევნო სია გადაემოწმებინათ. უნდა ჩატარებულიყო აღწერა. არაფერი არ გაკეთებულა და რაღაც სულელური საარჩევნო სია დადეს. აი, ამაზე გველაპარაკოს კაციტაძემ და ზნეობას ნურავის ასწავლის! არასაპარლამენტო ოპოზიციიდან კიდევ ბევრს არ აქვს ხმა ამოსაღები. ამიტომაც უნდა მივიდეთ არჩევნებზე და თუ ხალხი ვართ, ეგენი ყველანი პოლიტიკურ მოუსავლეთში გავუშვათ. ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს. დასავლეთიდან სერიოზული ზეწოლები მიდის. არაა გამორიცხული, ჩვენი ეროვნული ვალუტა შეგნებულად გააუფასურონ.
- ეროვნული ვალუტა რატომ უნდა გაგვიუფასურონ?
- ხელისუფლებას მათთვის სასურველი გადაწყვეტილებები რომ მიაღებინონ. მე მესმის ხელისუფლების წარმომადგენლების, ისინი ფრთხილად მოქმედებას არჩევენ. როცა ხელისუფლებაში ხარ, ბევრი რამის გათვალისწინება გიწევს. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი არის თავისუფალი და მას აქვს თავისი ნების გამოხატვის შესაძლებლობა. არჩევნებზე თუ ჩვენი ნების გამოხატვის შესაძლებლობა არ მოგვეცემა, მაშინ სხვანაირად უნდა მოვიქცეთ. თავისუფლების დასაცავად სხვა გზების გამოყენებაც შეიძლება.
„ახალი თაობა“, 06 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „რესპუბლიკელი მინისტრები ამ თვის ბოლომდე ვერ გაატანენ… თინა ხიდაშელი პასუხისგებაში უნდა მიეცეს”
ქვეყანაში მიმდინარე ბოლო პერიოდის პოლიტიკურ პროცესებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში “ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია აფასებს.
- ბატონო ჯონდი, კოალიცია „ქართული ოცნება“ დაიშალა, საუბარია, რომ შიგნით საკმაოდ აირია სიტუაცია, რა ხდება, რა პროცესი მიმდინარეობს?
- „ქართული ოცნება“ იმთავითვე იყო საკმაოდ ჭრელი კონგლომერატი, განსხვავებული ცნობიერების და განსხვავებული პირადი ინტერესების მატარებელი ხალხის გაერთიანება. შესაბამისად, ეს ძალიან ლოგიკური იყო, რომ დაშლილიყო. როგორც ჩანს, ამას ხელი შეუწყო ივანიშვილის გადაწყვეტილებამაც, რომ ამდენი ბალასტი არ ეზიდა მოახლოებული არჩევნების წინ.
- რატომ არ დაელოდნენ არჩევნებს? საუბარია, რომ ახლა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, პარლამენტში უმრავლესობა ეშლებათ...
- პარლამენტში უმრავლესობა დაიშალა, მაგრამ ეს ტრაგედია არ არის.
- ანუ ივანიშვილი სწორად მოიქცა?
- ივანიშვილი სავსებით სამართლიანად მოიქცა. ივანიშვილმა მისცა ამ პოლიტიკურ პარტიებს უნიკალური შანსი, მისცა ოთხწლიანი საპარლამენტო ტრიბუნა, სადაც ჰქონდათ საშუალება, რომ საკუთარი თავი ეჩვენებინათ. ეს არ იყო უბრალოდ ტრიბუნა, ისინი შიგნით იყვნენ, ხელისუფლებაში. მათ კი თითიც არ გაუნძრევიათ ხალხისთვის. მარტო საკუთარი მუცლის ამოვსებაზე ფიქრობდნენ. ამიტომ ეს სავსებით ლოგიკური და სამართლიანი პროცესია.
- რატომ შემოსწყრა ასე მწარედ ივანიშვილი რესპუბლიკელებს?
- რესპუბლიკელებმა ვერც ერთხელ ვერ შეაფასეს საკუთარი თავი და შესაძლებლობები სწორად. ისინი ყოველთვის ახდენენ საკუთარი თავის გადაფასებას. რესპუბლიკელებს იმდენი ჭკუაც არ ჰყოფნით, რომ ხმამაღლა მაინც არ თქვან, რომ ყველაზე უკეთესები არიან. მოვიდნენ ხელისუფლებაში ივანიშვილის ავტორიტეტით, მის ფრთებქვეშ და ძირითადად დაკავებულნი იყვნენ ივანიშვილის წინააღმდეგ საქმიანობით. რესპუბლიკელები დღეს საკუთარმა არაადეკვატურმა ამბიციებმა შეაწუხა და უფრო მეტი მოინდომეს, ვიდრე ჰქონდათ.
- დღეს საუბარია ახალ ალიანსებზე. ვისთან შეიძლება ვიხილოთ რესპუბლიკური პარტია, ნაციონალებთან?
- თანხვედრი იდეოლოგია აქვს ამ სამ პარტიას: „რესპუბლიკელებს“, „თავისუფალ დემოკრატებს“ და „ნაციონალებს“. სამივე არიან ლიბერალები. თეორიულად კი შესაძლებელია მათი გაერთიანება და ბარიერსაც გადალახავენ, თუკი გაერთიანდებიან. ბარიერის გადალახვა, „ნაციონალების“ გარდა, ამ ორ პარტიას გაუჭირდება.
- „ნაციონალები“ თავისუფლად გადალახავენ?
- „ნაციონალებმა“ მოახერხეს იმის ჩვენება, რომ მთავარი ლიბერალები მაინც ეგენი არიან. „რესპუბლიკელებმა“ კი აჩვენეს, რომ ისინი ყველაფერზე წავლენ, ყველაფერზე ხელს მოაწერენ. „ნაცმოძრაობას“ თავისი სტრუქტურები აქვს, თავისი ტელევიზია აქვს „რუსთავი 2“-ის სახით და უზარმაზარი ნაქურდალი ფული. „რესპუბლიკელებს“ კი ამდენის ქურდობა ჯერ არ მოუსწრიათ. თუმცა არც მათ დააკლეს სახელმწიფოს ხელი. რესპუბლიკელების და თავისუფალი დემოკრატების მაქსიმუმია 2-2,5% ამ არჩევნებზე.
- „ოცნების“ სიაშიც სერიოზული განახლება მიდის. ეს სწორი სტრატეგიაა ივანიშვილის მხრიდან?
- თვითონ პარტია „ქართული ოცნების“ შემადგენლობაც არ ბრწყინავდა, თუმცა დანარჩენებთან შედარებით ესენი ცოტა უკეთესად გამოიყურებოდნენ, მაგრამ დაბალი იყო კვალიფიკაცია და გამოცდილება. განახლება ნამდვილად სწორი სტრატეგიაა, მაგრამ ახალს ვის მოიყვანს, ეს მე არ ვიცი. რამდენიმე კაცი, ვისზეც მე გავიგე, იგივე მიშა დონდუა და კიდევ 20/30-ის წევრები, მიმაჩნია, რომ გამოცდილი პროფესიონალები არიან თავისი საქმის. აი, პოლიტიკის კეთების გამოცდილება რამდენად აქვთ და ამ კუთხით რამდენად გამოირჩევიან, ეს ჩემთვის ცნობილი არ არის.
- რამდენად დადგება დღის წესრიგში არჩევნებამდე რესპუბლიკელი მინისტრების გადაყენების საკითხი?
- მე არ მგონია, რომ რომელიმე რესპუბლიკელმა მინისტრმა ამ თვის ბოლომდე გაატანოს.
- ანუ გადააყენებენ?
- ლოგიკა ამას გვკარნახობს. რესპუბლიკელები ზედმეტმა ამბიციებმა შეაწუხათ, ისინი ივანიშვილმა კი არ მოიშორა, მათ ფრთების გამოსხმის სურვილი აქვთ და ამიტომ გავიდნენ კოალიციიდან. უფრო მეტი უნდათ, ვიდრე ეკუთვნით. ეს პოლიტიკური პარტია თან აცხადებს, რომ პარლამენტში უკვე ოპოზიციაშია და თან მთავრობაში მინისტრები ჰყავს, პარლამენტში კი – კომიტეტის თავმჯდომარეები. ეს ყველაფერი ლოგიკაში არ ჯდება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მათ მოუწევთ თანამდებობების დატოვება.
- ჩვენ ასეთი შეფასებებიც მოვისმინეთ, რომ ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დატოვება წინასაარჩევნოდ სერიოზული საფრთხის შემცველია. თქვენც ასე ფიქრობთ?
- რასაკვირველია, საფრთხეა და საერთოდ მისი დანიშვნა თავიდანვე სერიოზული საფრთხე იყო.
- რატომ?
- თავდაცვის მინისტრი არის არაადეკვატური ადამიანი, არის თავშეუკავებელი, გაუწონასწორებელი. სამწუხაროდ, ასევე უკიდურესად არის დახარბებული გრანტებს და სხვადასხვა ტიპის შემოსავლებს უცხოეთიდან. ზოგადად ის იმართება უცხოეთიდან. ამიტომ მისი მოქმედება და განცხადებებიც ყოველთვის ანტისახელმწიფოებრივია. ახლაც ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, სამარცხვინოდ იქცევა.
- რატომ, ასეთს რას აკეთებს?
- მე ვფიქრობ, რომ ასეთი საქციელის გამო პასუხისგებაშიც კი უნდა მიეცეს! ის ცდილობს ჩაერთოს პროცესში და კონფლიქტის მხარე გახდეს. მისი მინისტრობა ყოვლად დაუშვებელია! ამათზეა ნათქვამი, უნახავმა რა ნახაო! დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, რომ ხიდაშელი და უსუფაშვილი ამ სკამებიდან ააწყვიტონ! მათთვის ეს მთელი ცხოვრებაა.
- ეროვნული ფორუმიც გავიდა კოალიციიდან და პარლამენტშიც თანამდებობები საკუთარი სურვილით დატოვეს...
- მოდით, თუ შეიძლება, ფორუმზე კომენტარს საერთოდ არ გავაკეთებ. არ მინდა მათზე საუბარი, განსაკუთრებით ანტიდისკრიმინაციული კანონის მხარდაჭერის მერე. მაინც ანგარიშს გავუწევ წარსულში ჩემს მათთან ურთიერთობებს.
- ამ მოცემულობის ფონზე, რამდენად იზრდება არასაპარლამენტო ოპოზიციის შანსები?
- უნიკალური შანსი მიეცა არასაპარლამენტო ოპოზიციას ამ დაშლა-არმოშლის ფონზე. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ საზოგადოებას შევთავაზოთ კონსოლიდირებული, გაერთიანებული პოლიტიკური ძალა, რომელიც ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ ბარიერის გადალახვაზე და მერე პრემიების და ხელფასების დარიგებაზე, არამედ, ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ შეცვალოს ხალხის ცხოვრება უკეთესობისკენ. ეს შანსი ჩვენ გვაქვს, თუმცა ამ შანსსაც გამოყენება უნდა.
„ახალი თაობა“, 06 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ ნუგზარ წიკლაურთან: „მთავარი ბრძოლა არჩევნებზე ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის იქნება… „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებას არავისთან გეგმავს“
ვისთან აპირებს „ნაცმოძრაობა“ თანამშრომლობას, შექმნიან თუ არა კოალიციას, გამოიწვია თუ არა დაპირისპირება საარჩევნო სიის ფორმირებამ? _ ამის შესახებ „ახალ თაობას“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ნუგზარ წიკლაური ესაუბრება.
- „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით სხვადასხვა პარტიებთან გეგმავს თანამშრომლობას. არის მოსაზრება, რომ შესაძლოა კოალიციაც კი შექმნათ. ასეთი რამე მართლა შეიძლება მოხდეს?
- საარჩევნო კოდექსზე თანამშრომლობა და კოალიციის შექმნა ორი სრულიად განსხვავებული რამ არის. საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებიც კი გვაქვს მომზადებული. აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტიებთან. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებთანაც ნაციონალურ მოძრაობას იდეოლოგიური თანხვედრა არ აქვს.
- ასეთი განსხვავებული იდეოლოგიის პარტიებთან თანამშრომლობა ძნელი არ არის?
- სასიამოვნო არ არის, მაგრამ ჩვენ გვინდა ისეთი საარჩევნო კოდექსის მიღება, რომელიც სრულყოფილად ასახავს ქართველი ამომრჩევლის ნებას. არჩევნებზე ვინმესთან ერთად გასვლა არის სულ სხვა საკითხი. ამ მიმართულებით კონსულტაციები ნაციონალურ მოძრაობაში არ ყოფილა. ამ თემაზე არც სხვა რომელიმე პარტიის წარმომადგენლებთან გვისაუბრია.
- გია ბარამიძემ კოალიციის შექმნა რომ არ გამორიცხა?
- ეს არის პირადად მისი მოსაზრება და მან ამასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. ამ თემაზე პარტიაში სიტყვაც კი არ თქმულა. დღეს არსებული ვითარებით, ნაციონალური მოძრაობა არჩევნებზე დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობის მიღებას.
- საარჩევნო სიების ფორმირების დროს ყველა პარტიაში ადგილი აქვს უთანხმოებებს. სიის ფორმირებაზე თქვენც დაიწყეთ მუშაობა და ამასთან ერთად უთანხმოებებიც ხომ არ დაიწყო?
- საარჩევნო სიების ფორმირებასთან დაკავშირებით მართლაც დაწყებულია მუშაობა. ამ თემაზე გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომაც, სადაც იმ პრინციპებზე ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს სიის დაკომპლექტება. რაც შეეხება პერსონებს, ამ საკითხზე საუბარი ჯერ არ ყოფილა. არჩევნების წინ, სიის ფორმირებისას ყველა პარტიაში ხდება ხოლმე უკმაყოფილება. ჩვენთანაც შეიძლება ვიღაცას განსხვავებული აზრი ჰქონდეს. ამის მიუხედავად, ოპტიმალური სიის წარდგენაში ხელი არ შეგვეშლება. პარტიაში ყველანი სოლიდარულები ვართ იმ თვალსაზრისით, რომ ეს სია უნდა იყოს საფუძვლიანად განახლებული. ჩვენს სიაში აუცილებლად უნდა იყვნენ ახალი სახეები, რომლებიც საზოგადოებას მკაფიოდ დაანახებენ, თუ რა მიზნები აქვს ჩვენს პარტიას. სიის თვალსაზრისით ბევრი სიახლე ელოდება მოსახლეობას. ახალ სახეებს როცა ვამბობ, უცნობ სახეებს არ ვგულისხმობ. ამ ადამიანებს ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს, ისინი პოლიტიკურად და საზოგადოებრივადაც ძალიან აქტიურები არიან.
- ყველა ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე დაშლა-მოშლის პროცესებმა ნაციონალების წისქვილზე დაასხა წყალი. თქვენც ასე ფიქრობთ?
- „ქართული ოცნება“ არასოდეს ყოფილა იდეოლოგიური ერთობა. მთელი ამ წლების მანძილზე ვხედავდით, რომ კოალიციაში შემავალი ერთი პარტია აქებდა და ადიდებდა სტალინს, მეორე პარტია რადიკალურად განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებდა. რადიკალური განსხვავებები იყო თითქმის ყველა საკითხზე. ერთადერთი დუღაბი იყო ბიძინა ივანიშვილი და მისი ფინანსური შესაძლებლობები. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ისინი ადრე თუ გვიან დაიშლებოდნენ. მთავრობას ასე ძალიან რომ არ გასჭირვებოდა, დაშლაზე არ დაიწყებდნენ საუბარს. რეიტინგი მკვეთრად შეერყათ და ახლა ფიქრობენ, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია რესპუბლიკელებს ან ფორუმს. პარტია `ქართული ოცნება~ იმ პოლიტიკური ძალების ჩამოცილებას იწყებს, რომლებიც, მათი აზრით, ელექტორატულ რესურსს არ წარმოადგენენ.
რაც შეეხება იმას, ვნახავთ თუ არა ხეირს მათი დაშლით. ამ პროცესმა ყველა ოპოზიციური პარტიის წისქვილზე დაასხა წყალი. მმართველი გუნდის დასუსტება ოპოზიციას არჩევნებზე დამატებით შანსებს აძლევს. მათი დაქსაქსულობა, ტყუილები და საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობა არჩევნებზე გაცილებით მეტ ხმებს მოგვიტანს. კარგია, მმართველი გუნდი რომ დასუსტდა, მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ეს არ არის საკმარისი სერიოზული შედეგის მისაღწევად.
- რა არის კიდევ საჭირო, რომ არჩევნებზე პარტიამ სერიოზული შედეგი დადოს?
- ამისთვის საჭიროა პოლიტიკური წარსული. სხვების წარსულზე საუბარს არ ვაპირებ. ჩვენი პარტიის პოლიტიკური წარსული ქვეყნის წინსვლასთან არის დაკავშირებული. საუბარია როგორც ეკონომიკურ წინსვლაზე, ასევე საგარეო კუთხით მოპოვებულ წარმატებებზე. ამის გარდა, პარტიას უნდა ჰქონდეს საარჩევნო პროგრამა, არც ამის წარდგენა გაგვიჭირდება და ძალიან მალე წარვადგენთ ჩვენს ხედვებს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებზე ჩვენ ძალიან სერიოზულ შედეგს დავდებთ. არჩევნებზე 2 ძალა იქნება დანარჩენი ძალებისგან განცალკევებული. არ ვვარაუდობ, რომ 4 ან 5 პარტია თანაბარი ძალებით მოხვდება პარლამენტში. ყველაზე მეტი შანსი ჩვენ და „ქართულ ოცნებას“ გვექნება. ეს უკანასკნელი ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე შეეცდება პარლამენტში მოხვედრას.
- სხვა პარტიებს პარლამენტში მოხვედრის შანსები არ აქვთ?
- რამდენიმე პარტია მოხვდება პარლამენტში, მაგრამ ისინი მინიმალურად იქნებიან წარმოდგენილი. ჩვენი მთავარი საფიქრალი სხვების პროცენტების დათვლა არ არის. ახლა უნდა ვეცადოთ, რომ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში მწყობრი საარჩევნო კამპანია გვქონდეს. ხალხს უნდა დავანახოთ, რომ იმ პრინციპების ერთგულები ვართ, რაც გვქონდა და ის შეცდომებიც გავიაზრეთ, რაც ამ წლების განმავლობაში დაგვიშვია. ამ შეცდომების გააზრებით გავიმარჯვებთ არჩევნებზე.
- „ნაციონალური მოძრაობა“, რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები პროდასავლურ ძალებად ითვლებიან. არჩევნებზე მათი ცალ-ცალკე მონაწილეობა პროდასავლური ორიენტაციის ამომრჩევლების ხმებს ხომ არ წაიღებს?
- ჩვენი მხარდამჭერების მცირე ნაწილი შესაძლოა ან ერთისკენ წავიდეს ან მეორე პარტიას მისცეს ხმა. შესაძლოა, სხვისკენაც გადაიხარონ. ასევე მათი მომხრეების ნაწილიც შეიცვლის პოზიციას და ჩვენსკენ წამოვა. ასეთი რაღაცები არჩევნებზე ყოველთვის ხდება.
სხვა პარტიების პროცენტების დათვლა არ მსურს, მაგრამ როგორც ზემოთ უკვე გითხარით, მთავარი ბრძოლა ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის გაიმართება. ვისაც „ქართული ოცნების“ ტყუილები მობეზრდა, აუცილებლად მოძებნის ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალას. ასეთი ძალა კი ნაციონალური მოძრაობაა. ეს ხელისუფლება მარცხს თავს ვერ დააღწევს. 4 წლის მანძილზე მათ იმდენჯერ მოატყუეს ხალხი, რომ სხვანაირად არ მოხდება. ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ არ ჰყოლია. მათი მმართველობის ეპოქა ყველაზე სამარცხვინო ეპოქად შევა უახლეს ისტორიაში.
- აქამდე ყველაზე სამარცხვინოდ შევარდნაძის ეპოქას თვლიდით და მაგაზე სამარცხვინოა „ქართული ოცნება“?
_ ყველაზე უარყოფითად შევარდნაძის ეპოქისადმი ვარ განწყობილი, მაგრამ შევარდნაძესაც კი არ გაუცია ასეთი ცინიკური დაპირებები, როგორიც ამათ გასცეს.
„ახალი თაობა“, 06 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „ამომრჩეველს მოუწევს არჩევანის გაკეთება რეგიონში შექმნილი უმძიმესი ვითარების გათვალისწინებით”
ყოფილი დეპუტატი, ორგანიზაცია „სოლიდარობის“ ლიდერი ანზორ აბრალავა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საუბრობს იმ ახალ რეალობაზე, რომელიც შეიქმნა არა მარტო მმართველი კოალიციის დაშლით, არამედ საგარეო გამოწვევებით.
„ქართული ოცნების“ კოალიციის დაშლა პოზიტიური მოვლენაა. ჯობია, ყველა პარტიამ დამოუკიდებლად მოსინჯოს ძალები არჩევნებზე. შეიქმნა კლასიკური სიტუაცია, როცა პარტიები ცალ-ცალკე გადიან არჩევნებზე, შემდეგ კი გამარჯვებულები პრინციპების საფუძველზე ერთიანდებიან კოალიციაში. 2012 წელს სხვები საკანონმდებლო ორგანოში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის პარტიის ხარჯზე. ზოგიერთ მათგანს გადაჭარბებული და შეუფერებელი ამბიციები გაუჩნდა. ზოგი ახლა აკეთებს გაუგებარ განცხადებებს იმაზე, რომ ყოველთვის მთავრობის მხარდამჭერი იქნება. იქნებ, მთავრობის რომელიმე გადაწყვეტილება მათ იდეოლოგიას ეწინააღმდეგება, მაშინ, რა უნდა ქნან? ძალიან რთული სიტუაციაა შექმნილი ჩვენ გარშემო. თუნდაც ერთი წლის წინ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იყო. ამ სიტუაციაში ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს, რა უნდა”, – ამბობს ანზორ აბარალავა.
- მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განახლებას გულისხმობთ?
- ამასაც და ზოგადად შექმნილ სიტუაციასაც. საქართველო ამ გამოწვევებს შესაბამისად უნდა შეხვდეს. როცა საჭიროა, რეაგირება უნდა მოახდინოს პარლამენტმა. მთავრობის წევრებმა უნდა მიიღონ აუცილებელი და დროული გადაწყვეტილებები. საერთოდ, ხელისუფლებაში უნდა იყვნენ კვალიფიციური და ამ პრობლემებში გარკვეული ადამიანები.
- კვალიფიკაციის პრობლემაზე მუდმივად მიდის საუბარი...
- იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ხშირად მოდიან გამორჩენისათვის და არა სახელმწიფოს ინტერესების დაცვისათვის. პარტიების უმრავლესობას მერკანტილური მიზნები აქვს. ბევრი პოლიტიკოსის ამოცანაა საკუთარი ოჯახის კეთილდღეობა.
- მოსახლეობას როგორ ძალაზე აქვს მოთხოვნა?
- ალბათ, მოსახლეობა ახალ გამოწვევებს გაითვალისწინებს. მხარდაჭერა ექნება იმ ძალას, რომელიც სახელმწიფოებრიობის გამტკიცების, ასევე სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამას დადებს. ყველაზე დიდი მხარდაჭერა ისევ ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართულ ოცნებას” აქვს. სააკაშვილისა და მისი პარტიის ხელისუფლებიდან ჩამოცილება პირველი ეტაპის მთავარი ამოცანა იყო. რამდენიმე თვეში დგება ახალი ეტაპი. კიდევ ერთი დიდი პრობლემაა ის, რომ ჩვენთან მიდის არა პოლიტიკური პაექრობა, არამედ, გააფთრებული ბრძოლა.
- გააფთრებულ ბრძოლაში რას გულისხმობთ?
- პოლიტიკური არენიდან წასული პარტიის საბრძოლო რიტორიკას. მისი ლიდერების განცხადებებს იმაზე, რომ მთავარ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენენ. არადა, კრიზისი უდგათ. განცხადებები იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდება, ნიშნავს რევოლუციურ რეჟიმში გადასვლას. ნაციონალური მოძრაობა ტაშით შეხვდა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჯოზეფ დოლის განცხადებებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიცემის საქმეში დაბრკოლებების არსებობის შესახებ. მათი ლოგიკით, თუ ნაციონალური მოძრაობა არ იქნა მმართველი პარტია, ევროპა ვიზალიბერალიზაციას არ მოგვცემს.
- საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის შემთხვევაში მოსალოდნელია პოლიტიკური კრიზისი?
- არა. ჯერ ერთი, ძალიან ცოტა დროა არჩევნებამდე დარჩენილი. კრიზისისთვის დროც არ რჩება. მეორეც, კოალიციიდან გასული, უფრო სწორად, გაშვებული პარტიები ისე დაპირისპირებული არ არიან ხელისუფლებასთან, რომ რაიმე პრობლემები შექმნან. ამ ძალებთან „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა სამომავლოდ თანამშრომლობის შესაძლებლობა. რესპუბლიკელების რადიკალურად გაოპოზიციონერებას შეიძლება კომიკური შედეგებიც კი მოჰყვეს.
- კერძოდ?
- პარლამენტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე როგორ დაუპირისპირდება მთავრობას, როცა ერთ-ერთი მინისტრი მისი მეუღლე და თანაპარტიელია? დღეს საქართველოში არც არიან ისეთი ძლიერი და ჩამოყალიბებული პარტიები, რომ ხელისუფლებასთან სერიოზული ოპონირება შეძლონ. ბოლო დროს ხელისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაციები დაუპირისპირდნენ, მაგრამ ეს ბრძოლა წააგეს. ამ არასამთავრობოებს უნდოდათ, ამ ხელისუფლებისათვის გადაებრალებინათ ის, რასაც სააკაშვილი აკეთებდა. ყველამ იცის, რომ ფარულ კადრებს სააკაშვილის რეჟიმი იღებდა. მათი მოთხოვნებიც არაადეკვატური იყო. მათ მოითხოვეს კადრების გამავრცელებლების დაუყოვნებლივ დასჯა და საქმის სასწრაფოდ გამოძიება. რაც, ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში შეუძლებელია.
—————–
„საერთო გაზეთი“, 06 აპრილი, 2016 წელი
ჟოზეფ დოლი თავისას აბრახუნებს და ნათლად მიგვანიშნებს, რომ ვიზალიბერა-ლიზაციის საფასური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებაა
გიორგი ჩხეიძე
„ევროპის სახალხო პარტიის» პრეზიდენტმა ჟოზეფ დოლიმ ტელევიზიით ნათქვამ „ნაცმოძრაობის“ დამცველ და მოქმედი ხელისუფლების დამშანტაჟებელ სიტყვას საქმე მოაყოლა და საქართველოს ეწვია, თუმცა, სიცრუეა – საქართველოს კი არ ეწვია, არამედ, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას თბილისში, ე.წ „მატროსოვის ციხეში“ ეწვია.
მხოლოდ ორ რამეს კითხულობს გაბრაზებული ხალხი, უპირველესად, ხელისუფლების მისამართით (უცვლელად) – «საქართველოს ხელისუფლებავ, რომელი კანონით იხელმძღვანელეთ და რატომ შეუშვით ეს უცხოელი გარეწარი (არავითარი დიპლომატი, რომელმაც პოლიტპატიმრებად გამოაცხადა მერაბიშვილი, ახალაია და უგულავა) ციხეში კაცისმკვლელებთან, მწამებლებთან და გამაუპატიურებლებლთან?“ და მეორეს, რომელიც პირადად ბატონ დოლის ეკუთვნის: „ქვეყანას, რომელსაც ვარძია, გელათი და სვეტიცხოველი აქვს, იქ ჩამოხვალ და მხოლოდ უგულავას, ახალაიას და მერაბიშვილს მოინახულებ… ჟოზეფ დოლი, თქვენ მანიაკი ბრძანდებით?“
ბატონმა დოლიმ, კი, გადაუხადა მადლობა ხელისუფლებას იმისთვის, რომ საშუალება მისცა ხანგრძლივი საუბარი ჰქონოდა ამ სამ ადამიანთან, მაგრამ ნუთუ დოლის ერთი მადლობა იმდენად ფასობს, რომ ფეხზე დაიკიდოს საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის წყენა?
ბატონი დოლი, „ნაცმოძრაობის“ სტუმარი, მათდამი უცნობი ვალდებულების, მართლაც უმწიკვლო პირადი სიმპათიების თუ კიდევ სხვა რაიმე მიზეზის გამო ეწვია თავისუფალი სასამართლოს მიერ დამნაშავეებად ცნობილ პირებს საპატიმროში, მხოლოდ თვითონ იციან, მაგრამ სამიდან ერთის ისეთი სიტყვა გამოიტანა, გვერდს ვერ აუვლის კაცი: – „ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ მუშაობს თავის თავზე იმისთვის, რომ ციხიდან გაბოროტებული არ გამოვიდეს და პოზიტივი მაინც გამოიტანოს იქიდან – ეს ჩემთვის ძალიან პოზიტიური იყო. სამივე იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული ქვეყანაო“ – გადმოგვცა «ავი ტროიკის“ გულისამაჩუყებელი „მიზანი“.
ისინი რისთვისაც იბრძოდნენ და ახლა უკვე ფაფხურობენ, დოლიმ თუ იცის ცხრა მთას იქით, აგერ, აქვე, მათი პიროვნებების უკეთ მცოდნე ხალხმა დოლიზე უკეთ იცის, მაგრამ ძალიან საინტერესოა, ეს სიტყვები თვით დოლიმ მოიგონა; სამიდან ერთმა მუღამი დაუჭირა დოლის; რომელიღაც მართლა ასეა განწყობილი თუ რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ბატონი დოლი რომ რაღაც, უშნოდ არახუნებს სიტყვებს, ფაქტია – თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ სამართლიანად არ თვლის მათ პატიმრობას.
ბატონმა პაატა ქურდაძემ დოლის მატროსოვის ციხეში (არავითარ შემთხვევაში თბილისში, ან საქართველოში!) ჩამობრძანებამდე ბრძანა და შეუძლებელია არ დაეთანხმო: – „ამ ტიპს, ასეთი, ყოვლად საბოტაჟური ინტერვიუს გამო, თავმოყვარე ქვეყანაში ლაყე კვერცხებში „ამოხდიდნენ“ ლაყე სულს, თუ კიდევ ეყოფოდა თავხედობა და ჩასვლას გაბედავდა, მაგრამ ეს მხოლოდ… თავმოყვარე ქვეყნებში… ნუ დაიძაბებით, ეს ჩვენ არ გვეხება… პირიქით, მისი ქართველი პარტნიორები წითელი ხალიჩით დახვდებიან და აცრემლებულები მოუყვებიან როგორ მრავლდებიან საქართველოში ევროსკეპტიკოსები და რომ ამაში დამნაშავე, თვითონ სულაც არ არიან; არც „ევროპის სახალხო პარტია“ და მისი უპასუხისმგებლო, რაღაც, კლანური სოლიდარობის გამომხატველი განცხადებები, რომელიც საბოლოოდ მთელ საქართველოს დაბოღმავს ევროპაზე და მართლაც შეცვლის მისი დიდი ნაწილის ვექტორს.
სულ მიკვირს იმ ხალხის, რომლებიც დღემდე ვერ ამჩნევენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ ჯოხს არჭობს ისედაც ურემივით ჭრიალით, ნელა მიმავალ საქართველოს ბორბლებში და ყველანაირად ცდილობს მის კიდევ უფრო დამუხრუჭებას. ის, რასაც ეს კაცი ამბობს, უფრო სწორად, კითხულობს, არის პირდაპირი სამხილი ამ „ერთიანი საბოტაჟური მოძრაობის“ წინააღმდეგ“.
რა თქმა უნდა, ყბადაღებული ვიზალიბერალიზაციის საკითხს გვერდს როგორ აუვლიდნენ ე.წ ჟურნალისტები, ამ საკითხს ხომ ვითომ ბატონი დოლი წყვეტს… რა თქმა უნდა, მანაც უშურველად გასცა გაურკვეველი „ბლია-ბლია“ პასუხი, მაგრამ უმთავრესი არ დაავიწყდა `მე მაკრიტიკებენ, მაგრამ შემიძლია გავცე პასუხი – მინდა, რომ საქართველო სამართლებრივი, თავისუფალი და ევროპული სახელმწიფო იყოს, ეს არ დამავიწყდება. ერთიც უნდა ვთქვა, მე გავაგრძელებ მუშაობას `ნაციონალურ მოძრაობასთან“ რომელიც იცავს ამ სამ ადამიანს და იმ ევროპულ მომავალს, რომელიც საქართველოს აქვსო~. მეტი ღიად რა და როგორღა თქვას ამ კაცმა?
სოციალური ქსელი ბობოქრობს: საქართველოს 90%-ს უფულობის გამო, ქვეყანა კი არა, უბანი ვერ დაგვიტოვებია, სოფელში ჩასვლა გვენატრება! გაიკეთეთ ეგ `სიკეთე~ უკან, თუ მისი საფასური „ნაცების“ ხელისუფლებაში დაბრუნებაა!
„მე ის კი არ მაკვირვებს, დოლი ციხეში რომ შეუშვეს იმ კრიმინალებთან, ის უფრო მაკვირვებს, რატომ გამოუშვეს იქიდან“…
როგორც ევროპული საინფორმაციო სააგენტო წორლდ ნეწს ავრცელებს, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაცია დაბლოკა „ევროპის სახალხო პარტიის“ მეშვეობით. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი შეხვდა ჟოზეფ დოლის და „ევროპის სახალხო პარტიის“ შემდგომი დაფინანსების საკითხი გადაწყვიტეს; რომ შესაძლოა, დოულის პოლიტიკური კარიერა სააკაშვილთან ბინძურ გარიგებებს შეეწიროს. არავინ ამბობს იმას, რა არის სინამდვილეში ეს „ვიზალიბერალიზაცია“, რაც პრობლემური იქნება საქართველოსთვის და მოსახლეობას უქმნიან ყალბ მოლოდინს. უპირველესად, მოსახლეობას არავინ ეუბნება, რომ არ არის საუბარი ევროპაში მუშაობის საშუალებისა და უფლების მიცემაზე.
ჟოზეფ დოლის ხედვითა და სურვილით, ვიზა-ლიბერალიზაცია პირდაპირ უნდა იყოს მიბმული „ნაცმოძრაობის“ კეთილდღეობასთან, თუმცა, თვით ვიზალიბერა-ლიზაციის მიღება რა დადებითისა და უარყოფითის მომტანია, არავინ საუბრობს.
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი სულა სულაშვილი:
„არსებობს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა და ეხება 2009 წელს ევროკავშირის მიერ მიღებულ სავიზო კოდექსს, რომელიც ძალაში შევა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებისთანავე – ეს გახლავთ რეადმისიის კანონი. რაში მდგომარეობს პრობლემა – ეს ეხება არალეგალური მიგრანტების რეადმისიას, რომელიც ითვალისწინებს ევროპის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უპირობო დეპორტაციას, რომლის ფინანსური მხარე, ხელშეკრულების გათვალისწინებით, პირად პასუხისმგებლობაზე აიღო საქართველოს მხარემ. ამ პროცესს ნამდვილად ექნება ეკონომიკური და სოციალური შედეგები, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ ასიათასობით ემიგრანტის სამშობლოში დაბრუნებას სჭირდება უამრავი რეფორმის უზრუნველყოფა (რისთვისაც საქართველოს საჯარო ინსტიტუტებს დიდი მუშაობა მოუწევთ), არსებობს მეორე სეგმენტი, რომელზეც დიდ ზეგავლენას მოახდენს. ეს გახლავთ უამრავი ქართული ოჯახი რომლებიც დამოკიდებული არიან ოჯახის იმ წევრის ფულად გზავნილებზე რომლებიც არალეგალურად მუშაობენ ევროკავშირის ქვეყნებში. იგივე ეხება მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც, შესაძლოა, შევიდნენ ევროკავშირში საქართველოს გავლით და პასუხისმგებლობის ტვირთს აკისრებს მხარეს, რომელიც ახორციელებს რეადმისიას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის 28,9% ემიგრაციაშია. მათი 80% არალეგალურად მომუშავე მიგრანტია და სწორედ ეს ემიგრანტი წარმოადგენს ოჯახში შემოსავლის ერთადერთ წყაროს. როცა ვაანალიზებთ დადებით და უარყოფით შედეგებს, ყოველთვის გასათვალისწინებელია რომ ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივა, მიუხედავად სერიოზული პრობლემებისა, აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს და შესაძლოა, დადებითი გავლენა იქონიოს როგორც ფიზიკური პირების ინტერესებზე, ისე, მთლიანად ქვეყნის განვითარებაზე და ეს დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლების მოქნილობაზე. მიუხედავად ამ საკითხების მნიშვნელობისა, ძალიან სუსტად არის შესწავლილი ევროკავშირისკენ მობილურობისა და მიგრაციის დინამიკა და მასთან დაკავშირებული საკითხები.
საზოგადოების დიდმა ნაწილმა, პოლიტიკოსების, ექსპერტების, მედიასაშუალებებისა და ამ პროცესში პირდაპირ მონაწილე მხარეების ჩათვლით, ძალიან ცოტამ იცის იმის შესახებ, თუ რა სარგებლობა შეიძლება მიიღონ მათ და რის ფასად. სამწუხაროდ, საქართველოს არც წინა და არც ამჟამინდელ ხელისუფლებას არ უწარმოებია კვლევები და არ წარმოუდგენია საკუთარი დასკვნები იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ამ შეთანხმების აღსრულება მათი ძალაში შესვლიდან სამი თვის შემდეგ. საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის როგორ ხდება რეადმისიის კანონის ინტერპრეტაცია და როგორ აღიქვამს საქართველოს მოსახლეობა ამ საკითხთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებს. საქართველოს ხელისუფლებამ დღემდე არ იცის რა დაუჯდება საქართველოს საკუთარი არალეგალური მიგრანტების მიღება და რეინტეგრაცია, რაც თავის მხრივ, გავლენას მოახდენს დასაქმებასა და შრომის ბაზარზე არსებულ შესაძლებლობაზე“.
„საერთო გაზეთი“, 06 აპრილი, 2016 წელი
იგეგმება თუ არა „ქართული მაიდანი“, რომლის სისრულეში მოსაყვანად, როგორც ამბობენ, უკვე გამოყოფილია 200 მლნ. დოლარი?
გიორგი ჩხეიძე
სასწაული აბსურდის მომსწრენი გავხდით – ორი სხვადასხვა პარტია (აბსოლუტურად განსხვავებული რეიტინგისა), რომლებიც დადასტურებულად კონკურენტები იქნებიან არჩევნებზე, არჩევნების ჩატარების პირველ წუთამდე ერთჭერქვეშ იქნებიან ერთმანეთის პოლიტიკური თუ პირადი სიძულვილით აღსავსენი და რაც საჭიროა თუ არ არის საჭირო რომ იცოდნენ, ზედმიწევნით ეცოდინებათ? სხვაგვარად როგორ უნდა წარმოიდგინო მინისტრთა კაბინეტი, „გაბრძანდით პატივცემულებო მცირე ხნით, რაღაც უნდა ვუთხრა ჩემებსო“ თუ როგორ? ცალკე გასული საარჩევნო სუბიექტი განცალკავებულად ახდენს გარკვეულ ელექტორატზე რეაგირებას და ამ შემთხვევაში, როგორ უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა, როცა პარტია გამოეყო მმართველ ხელისუფლებას, მაგრამ მისი წარმომადგენლები მაინც ხელისუფლებაში რომ უნდა ისხდნენ? ვთქვათ, თანაპარტიელებმა, ამასთანავე, თავდაცვის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. ბოლო-ბოლო, მეუღლეებად ცნობილმა და საერთო შვილების საერთო მშობლებმა, თინა ხიდაშელმა და დავით უსუფაშვილმა, ერთმანეთი როგორ უნდა მიაქოქოლონ?
პატიოსანის სახელი რომ რამედ უღირდეთ, პარლამენტიც კი უნდა დაეტოვებინა კოალიციიდან ნებისმიერი მიზეზით გასულ ნებისმიერ პარტიას… სამწუხაროდ, რადგან ვიცით, რომ აღნიშნულ „ნაკრებს“ დიდი პრეტენზია არ აქვს „პატიოსან სახელზე“, ჯანდაბასო, იტყვის ამომრჩეველი, პარლამენტში, კიდევ შესაძლებელია, მაგრამ მთავრობა რომ ყველა „რესპუბლიკელმა“ უნდა დატოვოს ორი აზრი არ არსებობს.
ერთი სიტყვა ბატონ პრემიერზეც ყოფილა და მართლაც საინტერესოა, თვით როგორ წარმოუდგენია კოალიციურ რეჟიმში მუშაობა თუ მთავრობა კონკურენტი პარტიის წევრებით იქნება დაკომპლექტებული?
საუბარია იმ „რესპუბლიკურ პარტიაზე“, რომელიც არა უბრალოდ შემჩნეულია, ღიად არის დაკავშირებული სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმთან თბილ და საეჭვო ურთიერთობებში მათი ბოგინის ყველა ეტაპზე, დაწყებული მხარდამჭერი განცხადებებიდან, უკრაინული `ვიკილიქსის~ მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერის ჩათვლით. უფრო მეტიც, ასეთივე კარგი და მნიშვნელოვანი ურთიერთობები აქვთ „ნაცმოძრაობის“ უცხოელ პატრონებთან, რომლებიც, ფაქტობრივად, მათი პატრონებიც არიან.
ეს კი არა და, სააგენტო „ემპრესმა“ მოიპოვა და გამოაქვეყნა საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის თინა ხიდაშელის შეხვედრის ფოტოები სააკაშვილის ლობისტებთან ლონდონში. რა საქმე ჰქონდათ ერთმანეთთან თინა ხიდაშელს, სახელგატეხილ კარლ ბილდტს და პოლონეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს რადისლავ შიკორსკის, თინას მრჩეველმა მედიასთან ურთიერთობის საკითხებში, უკომენტაროდ დატოვა შეკითხვა და არც არავინ გამოჰკიდებია, გინდა თუ არ გინდა, გვითხარიო.
ნურავის დაავიწყდება, რომ ეს ის თინაა, რომელიც ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურის მინისტრია, იმ სტრუქტურის, სადაც დღემდე მნიშვნელოვან თანამდებობებზე არიან სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ნება-სურვილის აღმასრულებელი ოფიცრები; ის თავდაცვის მინისტრი, რომელზედაც ხმა გავრცელდა, რომ ცრემლმდინარე ხვეწნა-მუდარის ისტერიკაში ჩავარდა, არ გადამაყენოთ პოსტიდანო; ის მინისტრი, რომლის პოსტზე დარჩენის სანაცვლოდ, როგორც ამბობენ, „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციიდანაც კი გავიდა.
ამბობენ, რომ ინფორმაციამ უცხოელი მეგობრებისგან გამოჟონა, ზოგი - ე.წ წყაროს მინიშნებითაც არ ასასეხელებს, თუმცა მთლიანობაში ერთსა და იმავეზეა საუბარი – 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ „ნაცებისა“ და მათთან დაკავშირებული რევანშისტული ძალების მხრიდან გადაწყვეტილია და იგეგმება ე.წ თბილისური მაიდნის მოწყობა, რისთვისაც უკვე მოძიებული და გამოყოფილია 200 მლნ აშშ დოლარი. ამ გეგმის სისრულეში მოსაყვანად აუცილებელია და ფაქტობრივად, უმთავრესია, ძალოვან უწყებებში ისეთი ხალხის არსებობა, რომლებიც ნიშნის მიცემისთანავე რევანშისტების მხარეს გადავა (მოტივი – დასავლური ღირებულებებისკენ სწრაფვის დაცვა) და უარს იტყვის კონსტიტუციური წესრიგის დაცვაზე. თანხა გამოყოფილია სააკაშვილის გარემოცვის, კონკრეტულად დავით კეზერაშვილის მიერ და ამ საქმეში, როგორც კოორდინატორი, აქტიურად არის ჩართული სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია; სტრატეგიას და ტაქტიკას ადგენს ზურაბ ადეიშვილი; ამ საქმეში ჩართულები არიან უცხოელებიც „ლობისტების“ ჩათვლით.
ბუნებრივია, რევანშისტული გეგმის მთავარ ქვაკუთხედად თავდაცვის მინისტრი უნდა იქცეს. სწორედ ამიტომ, რევანშისტების უმთავრესი მიზანია, საპარლამენტო არჩევნებამდე პოსტზე შეინარჩუნონ მეგობარი და თანამოაზრე „რესპუბლიკელი“ ხიდაშელის პერსონა.
ამავე თემას ეხება კიდევ ერთი სხვა „ამბობენ“ – „უსუფაშვილ-ხიდაშელი“ მიშას ევაჭრებიან და ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, იმაზე მეტი დაფინანსება მიიღონ, ვიდრე ივანიშვილი აძლევდა. მიშამ ოდესიდან „ცხელი ხაზი“ გახსნა ვაშინგტონთან და საქართველოში ხელისუფლების ხელში ჩაგდების რეალურ გეგმას „ქართული მაიდნის“ პროექტს უთანხმებს, ასეთივე აქტიურობა შეიმჩნევა უსუფაშვილ-ხიდაშელის მხრიდანაც. ამერიკელებს არწმუნებენ, აქტიურად დაეხმარონ ხელისუფლების ხელში აღებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი მალე სავიზო რეჟიმს გაუუქმებს საქართველოს მოქალაქეებს და მთელი მოსახლეობა პრორუსული გახდება, დასავლეთის გავლენა კი შესუსტდებაო.
ყველანაირი საექსპერტო ანალიზი ცხადჰყოფს, რომ „უსუფა-ხიდაშელს“ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ, ამიტომ, მხოლოდ პროვოკაციებით შეეცდებიან პოზიციების შენარჩუნებას. მათ კარგი გამოცდილება აქვთ სააკაშვილთან ერთად არჩევნების მასობრივი გაყალბებისა და ხალხის მოტყუებით სასურველი შედეგის გაფორმებისა. „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი შეცდომა დაუშვა, უამრავი დანაპირები ვერ შეასრულა, მაგრამ საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩანერგილი „უსუფა-ხიდაშელის“ ჩამოშორებაში ბიძინა ივანიშვილი მხარდაჭერას იმსახურებს.
ხმად რა ვრცელდება, ერთია, მაგრამ რაც ფაქტია? – მას შემდეგ, რაც სახელგატეხილი „რესპუბლიკელები“, ფაქტობრივად, კინწისკვრით გააგდეს კოალიციიდან, ისინი დათანხმდნენ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას, მაგრამ წამოაყენეს პირობა, რომ თინა ხიდაშელმა არჩევნების დამთავრებამდე შეინარჩუნოს თავდაცვის მინისტრის პოსტი. მოკლედ რომ ვთქვათ, დღეისათვის `რესპუბლიკელებს~ მომავალ პარლამენტში მოხვედრაზე მეტად ის აქვთ საზრუნავი, რომ თავდაცვის მინისტრს არჩევნების ბოლომდე შეანარჩუნებინონ პოსტი.
ხალხი მსჯელობს – „რესპუბლიკელები“ ვა-ბანკზე მიდიან, რადგან მშვენივრად იციან, რომ ისედაც ჩაძირულები არიან, ის შიშვლები (გადატანითი მნიშვნელობით), რომლებსაც დასაკარგი არაფერი აქვთ და ამიტომ, როგორმე მხოლოდ სულის მიტანა უნდათ არჩევნებამდე; რაც ჩანს – ხელისუფლებაში ყოფნა უზომოდ უნდათ; ამბიციები უსაზღვრო აქვთ; გარეწრებად სახელდებული მოკავშირეები ჰყავთ; ლობისტები ჰყავთ; ფული არის – სხვა რაღა არის საჭირო?
რა არის საჭირო და, ხელისუფლების მხრიდან გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება, რადგან ეშმაკს არ სძინავს, ყველაფერი მოსალოდნელია. ის მაინც უნდა გაირკვეს, ცილს ხომ არ სწამებენ ისედაც უსასოო მდგომარეობაში ჩავარდნილ „რესპუბლიკელებს“? ხოლო, თუ „ხმები“ დადასტურდა, ახლა მაინც იკანონოს კანონმა, თორემ, შესაძლოა, არჩვენებამდე მივიდეს ქვეყანა კი არა, ქვეყანა აღარ დარჩეს საერთოდ…
ვიღაცას, ცალკე აღებული „რესპუბლიკელები“ მხოლოდ ისინი ჰგონია, ვისაც ხედავენ, ოთხი-ხუთი კაცი, მაგრამ რეალურად ხომ სხვაგვარად არის? „პაწია რესპუბლიკელები» არიან ის „დიდი“ არასამთავრობო ორგანიზაციები „დიდი» ხელმძღვანელი გოგო-ბიჭებით, რომლებიც ისევე ვერ მიიღო საზოგადოებამ და ისევე იმსახურებენ ხალხის სიძულვილს, როგორც 38-წლიანი არსებობის „რესპუბლიკური პარტია“, როგორც უწოდებენ „ინაურის ბიჭები“…
უცნაურად და სიმბოლურად დაემთხვა ერთმანეთს „რესპუბლიკელების“ საძულველი საქართველოს პირველი პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე 31 მარტი; ფარული ინტიმური კადრების გამავრცელებელი ანონიმის დაანონსებული და გავრცელებული ახალი ვიდეო-კადრები და „რესპუბლიკელების“ კოალიციიდან გასვლა…
და კიდევ, უმადურობა ღიად გამოავლინა ქალბატონმა თავდაცვის მინისტრმა ფბ-სივრცეში „არათავიანთი“ ჟურნალისტების მიმართ, რასაც, ბუნებრივია, რეაქცია მოჰყვა ჟურნალისტების მხრიდან. ზოგმა თუ უბრალოდ იწყინა და მხოლოდ წყენა გამოხატა, ზოგმა იმავე სივრცეში გაავრცელა საკუთარი აზრი: „ვინაა შენი მტერი და – შენი ენაო!“ აქამდე თუ 100-მა კაცმა იცოდა იმ კადრებზე ვისი სახელი იყო მინიშნებული, თავდაცვის მინისტრის ემოციური „პოსტის“ მერე მთელმა საქართველომ გაიგო ვის, რას უვრცელებდნენ. ასეა, ჟურნალისტებს მადლობის მაგივრად რომ გამოლანძღავ, მიიღებ იმას, რასაც მიიღებ!~
„საერთო გაზეთი“, 06 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ მანანა ნიკოლაიშვილთან: თსუ-ში მომხდარი დრამატული მოვლენები `ნაცმოძრაობის~ მიერ იყო ინპირირებული?
ნელი თორდია
საუნივერსიტეტო სივრციდან უშიშროების სამსახურის თანამშრომლების გაყვანის მოთხოვნით დაწყებული სტუდენტური საპროტესტო აქცია 30 მარტს უნივერსიტეტის რექტორის გადადგომით დამთავრდა. შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო აქცია კანცლერის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილისგან კანდიდატურის მოხსნისა და საუნივერსიტეტო სივრციდან უშიშროების სამსახურის თანამშრომლების გასვლის მოთხოვნით დაიწყო. სტუდენტების მოთხოვნას სამართლიანი უწოდა მმართველმა გუნდმა. „ჩვენ საბჭოური წარსული უნდა დავძლიოთ და თავისუფალი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, სადაც როგორც რექტორს, ასევე სტუდენტს მივენდობით. თუკი ნებისმიერ სასწავლებელში ასეთი რაღაც არის შენარჩუნებული, ყველამ სასწავლებელი უნდა დატოვოს, რადგან ეს დაწესებულებები ასეთი კონტროლის ქვეშ არ უნდა იყოს“, – განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა.
სანამ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს და ე.წ. ოდეერის თემას დავუბრუნდებით, მკითხველს ერთ საინტერესო ფაქტს შევახსენებთ. 2016 წლის იანვარში ქუთაისში ერაყელი სტუდენტების აქცია გაიმართა. ერაყელი სტუდენტების განმარტებით, იუსტიციის სამინისტრომ 10 ერაყელ სტუდენტს საქართველოში ბინადრობის უფლება შეუჩერა და ისინი იძულებული არიან ქვეყანა დატოვონ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ერაყელ სტუდენტებს ბინადრობის ნებართვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე შეუწყდათ.
„თუ ვადა არ აქვთ გასული, ამ პირებს შეუძლიათ, გაასაჩივრონ სასამართლოში. ბინადრობის უფლების გაგრძელებაზე უარი დაკავშირებული იყო, როგორც ეს გადაწყვეტილებაშივეა ასახული, სხვადასხვა შეფასებით მოსაზრებებთან, რომელიც კავშირშია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
მოგვიანებით, უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული პროცესების პარალელურად, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მთლიანად გაუქმების ინიციატივით გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“. `ჩვენ გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა – პირადი თავისუფლების ქარტია, რაც გულისხმობს ოთხ მთავარ პრინციპს, პირველი – უნდა გაუქმდეს სუს-ი, რადგან საბოლოოდ გაუქმდეს პოლიტიკური პოლიცია და ზედამხედველობა, ეს არის მნიშვენლოვანი. უნდა გაუქმდეს “ოდეერის” ინისტიტუტი, მეორე ეხება ფარული მიყურადების და მოსმენების ინსტიტუტს, ესეც უნდა შეიცვალოს და რადიკალური რეფორმირება მოხდეს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა.
ამჯერად, ნაციონალების ინიციატივას უმრავლესობაში სკეპტიკურად შეხვდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა კარლო კოპალიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნაციონალებს სუს-ის გაუქმება ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად ჭირდებათ: „იცით, რატომ უნდათ ნაციონალებს სუს-ის გაუქმება? არეულობის მოწყობა სურთ. უსაფრთხოების სამსახური კი მათ ბნელ ზრახვებს გამოააშკარავებს
ერთი სული აქვთ, როგორმე წყალი აუმღვრიონ. ამღვრეულ წყალში კარგად დაიჭერენ სკამებს. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს ასეთი სტრუქტურებიდა საქართველოშიც იარსებებს. იმის გამო, რომ ოდესაში ვიღაცას რაღაც მოუნდა, ჩვენ სახელმწიფოსთვისსაჭირო და აუცილებელ ინსტიტუტებს არ გავაუქმებთ.“ – განაცხადა კოპალიანმა.
ამ ფონზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა – `რუსული პროპაგანდის ფონი მომატებულია, იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო წელია. ეს ყოველი საარჩევნო პერიოდის დროს იმატებს ხოლმე. არა მარტო რუსული ძალები, სხვა ქვეყნის ბევრი სპეცსამსახურიც შემოსულია საქართველოში. ურთულეს სამუშაოს ატარებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი. ხაზს ვუსვამ – არა მარტო რუსული ფონია აწეული და არა მარტო რუსული სპეცსამსახურები, არამედ ჩვენი სხვა მეზობელი თუ არამეზობელი ქვეყნების სპეცსამსახურებიცაა შემოსული ქვეყანაში და მუშაობენ”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
რეალურად, არსებობს თუ არა უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლების ყოფნის აუცილებლობა და რას უნდა ემსახურებოდეს უშიშროების სამსახურის გაუქმებაზე საუბარი იმ დროს, როცა სირიასა და ერაყში, ტერორისტული მიზნებით, საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფება და ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ამაზე საკუთარი მოსაზრება განათლების ექსპერტმა მანანა ნიკოლაიშვილმა გაგვიზიარა:
- დავიწყებ იმით, რომ რექტორის პოსტიდან ლადო პაპავას გადადგომის რეალური მიზეზი არავინ იცის. ამჟამად, ამ თემას ვიკვლევ და როცა კონკრეტული პასუხები მექნება, საზოგადოებას გავუზიარებ. რატომღაც ლადო პაპავას უნივერსიტეტში მისვლისთანავე დამკვიდრდა აზრი, რომ ის წინა ხელისუფლების დროიდან დამკვიდრებული ყველა მანკიერების შეცვლას მოახერხებდა, მაგრამ არავინ საუბრობდა იმაზე, რომ კანონის შეცვლის გარეშე რექტორი ვერაფერს შეცვლიდა. წლებია ვიმეორებ, რომ უმაღლესი განათლების კანონი შესაცვლელია, რადგან უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცე ამ კანონით არ იმართება. იმიტომაა ასეთი უმართავი სიტუაცია, ამდენი წინააღმდეგობა და ა.შ. შეგახსენებთ, ჯემალ მებონია უძლიერესი ფიზიკოსია არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც, გოგი გოგოლაშვილი, გრივერ ფარულავა, თენგიზ სანაძე და ბევრი სხვა, იურიდიული ფაკულტეტის სამართლის დოქტორები, საერთაშორისო დონის იურისტები და მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები გამოყარა სააკაშვილის რეფორმამ და უნივერსიტეტი „თავისუფლების ინსტიტუტის“ და არასამთავრობო სექტორის სამეცნიერო ხარისხის არმქონე ხალხით გამოტენა., რა უნდა შეეცვალა პაპავას, როცა სააკაშვილის დროს ჩატარებული კონკურსების შედეგები არავის გაუუქმებია და ამ კონკურსების შედეგად მოსულ ადამიანებს 2018 და 2020 წლამდე აქვს ვადა? ხომ ეწერა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში, რომ უკანონოდ ჩატარებული კონკურსის შედეგები უნდა გაუქმებულიყო და ახალი კონკურსები უნდა გამოცხადებულიყო? რატომ არ გააკეთეს? „უმაღლესი განათლების შესახებ კანონის“ 87-ე მუხლის მე-2 პუნქტში წერია, რომ უმაღლესი განათლების კანონის მიღება ხდება ყველა რექტორის, დეკანის, აკადემიური თანამდებობის პირების გათავისუფლების საფუძველი. ასე ერთი ბრძანებით გაუშვეს ნაციონალებმა ყველა ხელმძღვანელი, ყველა სკოლის დირექტორი და ბაგა-ბაღის გამგე და იგივე უნდა გაეკეთებინა „ქართულ ოცნებასაც“, რადგან ნაციონალების კადრებმა ღირსეული პროფესიონალების ადგილი დაიკავეს. ეს რომ არ მოხდა, ამიტომაცაა უმართავი პროცესები უნივერსიტეტშიც, ბაგა-ბაღებშიც და ყველგან.
– თუმცა სტუდენტების პროტესტი წინა ხელისუფლების დროს ჩატარებული კონკურსების გაუქმების მოთხოვნით არ დაწყებულა…
– რაც შეეხება სტუდენტების პროტესტს, დემოკრატიული პროცესები არ ნიშნავს ვაკხანალიას. ის, რაც უნივერსიტეტში მოხდა, არის სისტემის ნგრევის ნიშანი. ვფიქრობ, სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი ხმა სხვადასხვა საუნივერსიტეტო სტრუქტურის არჩევის დროს. რას ნიშნავს, რომ რამდენიმე სტუდენტი შეიკრიბა, აიყოლია თანამოაზრეები და დაიწყო შიმშილობა რექტორის გადადგომის მოთხოვნით? უნივერსიტეტში 22 000 სტუდენტი სწავლობს. რანაირი დემოკრატიაა, თუ სხვების აზრს არავინ ითვალისწინებს? მე ვიცნობ უამრავ სტუდენტს, რომლებსაც არ უნდოდათ პაპავას გადადგომა და საერთოდ არ ჩარეულან პროცესებში. ვინმემ ჩაატარა გამოკითხვა და ჰკითხა იმ სტუდენტებს აზრი? ჩვენ ხომ ვიცით, რომელი პოლიტიკური ძალა დგას უნივერსიტეტის თვითმმართველობის უკან და რატომ ვეგებით მათ პროვოკაციებს? სტუდენტის მოვალეობაა ისწავლოს და არა ფული ფლანგოს უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან და აქეთ-იქეთ სიარულში. აი, ეს სიმახინჯეები დანერგა სააკაშვილმა და ახალმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა მის შესაცვლელად. რაც შეეხება საუნივერსიტეტო სივრცის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებისგან გათავისუფლებას, კონტროლი არ გვინდაო რომ გაჰყვირიან, ყველას დაგვავიწყდა, როგორი მუშტი-კრივი იყო გამართული უნივერსიტეტში, რამდენი უბედური შემთხვევა მოხდა და რამდენჯერ სისხლიც დაიღვარა? ვინმე ფიქრობს, რას მოუტანს უნივერსიტეტს სრული უკონტროლობა და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს?
– თქვენი აზრით, რატომ არ იმართებოდა სტუდენტური საპროტესტო აქციები წინა ხელისუფლების დროს, როცა ბაგა-ბაღიდან დაწყებული, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება უშიშროების კადრებით იყო სავსე?
– ყოველი მეორე აგენტად აქციეს და ვინ გააპროტესტებდა? საგანმანათლებლო დაწესებულებები სავსე იყო „ოდეერებით“ და მიდიოდა ადამიანების პირდაპირი დევნა. შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების დროს, განათლების სისტემის გადასარჩენად, მეცნიერთა მოძრაობა დავაფუძნეთ. დამფუძნებელთა შორის იყვნენ: ვანო კიღურაძე, თემურ ნანეიშვილი, დღევანდელი განათლების მინისტრის მოადგილე თემურ მარსაგიშვილი, გიორგი ოთხმეზური, მარიკა ლორთქიფანიძე და სხვები. ვერ წარმოიდგენთ, როგორ დაგვდევდა და რა საშინელი ზეწოლას ახორციელებდა თითოეულ ჩვენგანზე უშიშროება. იცით, რა ხდებოდა, როცა სააკაშვილის რეფორმით დაზარალებული პედაგოგების და დირექტორების უფლებებს ვიცავდი? თითოეულ დირექტორთან და აქტივისტთან უშიშროება მიდიოდა და ატერორებდა. აი, ეს იყო შემაწუხებელი და ამას ვეწინააღმდეგებოდით და არა იმას, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს გამართულად ემუშავა. ვინ გააქტიურა ეს თემა? რა თქმა უნდა, ნაციონალებმა, მაგრამ მე მაინტერესებს, ხელისუფლება რით პასუხობს?
– როგორ ფიქრობთ, უშიშროების სამსახურის გამართულად მუშაობისთვის აუცილებელია, უმაღლეს სასწავლებლებში მას წარმომადგენელი ჰყავდეს?
– ალბათ, თქვენც და თქვენს მკითხველსაც გაგიკვირდებათ ჩემგან ამის მოსმენა, მაგრამ უმაღლესი სასწავლო დაწესებულების უკონტროლოდ დატოვება არ შეიძლება. თანაც, ჩვენ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს უშიშროებაზე კი არა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურზე ვსაუბრობთ. კი ბატონო, სააკაშვილმა უშიშროებაში ქუჩის ჭორიკნები რომ შეყარა, ისინი გაუშვი, მაგრამ ნამდვილი პროფესიონალები დატოვე და მუშაობის საშუალება მიეცი. სად გინახავთ ან გაგიგიათ განვითარებული ქვეყანა უშიშროების სამსახურების გარეშე, თანაც ამდენი გარე და შიდა საფრთხეების, ტერორიზმის თუ ათასი ტვინგახურებული ადამიანის პირობებში? როგორ გგონიათ, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები არ მუშაობენ საქართველოში? და თქვენი აზრით, სად მუშაობენ? მთის მწვერვალზე ზიან, ტყეში თუ ველზე? რა თქმა უნდა, იქ მუშაობენ, სადაც ერის მომავალია, სამეცნიერო თუ პედაგოგიური კადრები და ინტელექტუალური ტვინებია მობილიზებული, ანუ პირველ რიგში უმაღლეს სასწავლებლებში. ვინმემ იცის, რა ხაფანგებს უგებენ იქ ჩვენს ახალგაზრდებს? სირიასა და ერაყში საქართველოს 50-მდე ახალგაზრდაა წასული და ყველამ ვიცით, რომ იქ მოხუცები არ მიჰყავთ. გამორიცხავთ, რომ ამდენ უცხოელ სტუდენტში ერთი არ არის ისეთი, რომელიც თავისი ქვეყნის სპეცსამსახურის დავალება ასრულებს და ახალგაზრდების გადაბირებას ცდილობს?
– ამის გამორიცხვა შეუძლებელია, რადგან თავად უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ საქართველოში არა მარტო რუსული, არამედ სხვა მეზობელი თუ არამეზობელი ქვეყნების სპეცსამსახურებიც მუშაობენ…
– და ამ დროს, უნივერსიტეტებიდან ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურები გამოგვყავს და ასპარეზს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ვუთმობთ! ვინ ვართ ამის შემდეგ? სახელმწიფო გვქვია? ამით ამაყობს პარლამენტი? არ არსებობს განვითარებული სახელმწიფო, რომელიც არ ფლობს ინფორმაციას თითოეულ სასწავლო თუ სამეცნიერო დაწესებულებაზე, ფაბრიკაზე, ქარხანაზე, ენერგეტიკის ობიექტებზე. აბა, ინფორმაცია საიდან მისდით უშიშროების და ანალიტიკური სამსახურების პირველ პირებს? უნივერსიტეტში თუ არ შეუშვი და ფაბრიკის და ქარხნის კარი გამოუხურე, გომელაურმა ინფორმაცია საიდან მიიღოს, მკითხავთან და ნათელმხილველთან იაროს?
– თქვენი აზრით, ვის ინტერესებში შედის ქვეყნის უშიშროების სამსახურის დასუსტება?
– ვის ინტერესებში შედის, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ნაწილებად დაფლეთილი? ვის ინტერესებში შედის მცოცავი ანექსია, ხალხი საქართველოს ტერიტორიაზე რომ იძინებს და რუსეთის ტერიტორიაზე იღვიძებს? ვის ინტერესებში შედის, განათლების და მეცნიერების სისტემის ნგრევა? ვის ინტერესებშიც ეს შედიოდა, იმის ინტერესებში შედის, რომ სრულფასოვანი სახელმწიფო არ გვქონდეს. როცა სახელმწიფო არ გაქვს, მაშინ არც უშიშროება გჭირდება და არაფერი. რაც შეეხება გომელაურის განცხადებას უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მუშაობასთან დაკავშირებით, ჩადით აჭარაში და ნახეთ, რომელი ქვეყნის სპეცსამსახური მუშაობს. მე ვღებულობდი მონაწილეობას აჭარაში გამართულ რამდენიმე ღონისძიებაში და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თურქეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლები ფეხდაფეხ დამყვებოდნენ. თვალთვალი იმდენად საგრძნობი იყო, რომ შეუძლებელი იყო, არ შეგემჩნია. ჩვენმა უშიშროებამ არ უნდა იცოდეს, რას აკეთებენ უცხო, თუნდაც მეგობრული ქვეყნების სპეცსამსახურები ჩვენს ტერიტორიაზე? რა აინტერესებთ და რის მიღწევას ცდილობენ? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდების ნაწილი ჩართულია საშიშ სექტებში და გამორიცხული არაა, რომ ამ უკიდურესად საშიშ ტენდენციას უკავშირდება მოზარდების გახშირებული სუიციდის შემთხვევები. ამ თემაზე სკოლის დირექციები ღიად ვერ ლაპარაკობენ, მაგრამ შიშის ზარი აქვთ დაცემული. ეს ქვეყანის მომავალს საფრთხეს არ უქმნის? ეს არ არის უშიშროების საკვლევი თემა? გასაგებია, რომ უშიშროების სამსახურების დასუსტების და გაუქმების თემა ნაციონალების „შემოგდებულია“, მაგრამ მე მაინტერესებს, სად არის ამ დროს ხელისუფლება და მისი პოზიცია? ასე თუ გაგრძელდა და ნაციონალების ყველა პროვოკაციას ავყევით, ხელისუფლებაც ჩამოიშლება და არც სახელმწიფოს დაადგება კარგი დღე. დიახ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაწყებული პროცესები უფრო ხელისუფლების რღვევის მანიშნებელია, თორემ ლადო პაპავა არ დაიკარგება. მან სრულიად ახალგაზრდა ასაკში მიაღწია სამეცნერო მწვერვალებს და არის საერთაშორისო დონის მეცნიერი ასე, რომ ამ საპატიო, მაგრამ მძიმე ტვირთის გარეშეც გააგრძელებს თავის მოღვაწეობას, მაგრამ სახელმწიფომ უნდა იფიქროს იმ არასასრურველ და საშიშ ტენდენციაზე, რომელიც ძალიან ცუდ ფორმებს იღებს.
მკითხველს შევახსენებთ, რომ 2015 წელს გატარებული რეფორმის შემდეგ ე.წ. ოდეერების, ანუ უსაფრთხოების ოფიცრების საკითხი ახლებურად მოწესრიგდა – თუ მანამდე უსაფრთხოების სამსახურიდან ოფიცრის მივლენა ნებისმიერ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებაში იყო შესაძლებელი, დღეს ეს შესაძლებელია მხოლოდ მაღალი რისკის მატარებელ დაწესებულებებში. ასეთი დაწესებულებების ნუსხა კი განსაზღვრულია მთავრობის დადგენილებით და მასში არ შედის არც სახელმწიფო უნივერსიტეტი და არც სხვა რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულება.
„საერთო გაზეთი“, 06 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ გრიგოლ გაგნიძესთან: „თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნები პროვოცირებულია და ქვეყნის დასუსტებას ისახავს მიზნად“
ირანდა კალანდაძე
გვესაუბრება უფლებადამცველი, ბატონი გრიგოლ გაგნიძე.
- ბატონო გრიგოლ, რას ფიქრობთ, შეიძლება უკანონი ფარული კადრების საქმეს გენერალური პროკურორი გადაჰყვეს? არასამთავრობოების მხრიდან გაისმა ამაზე ლაპარაკი…
– ფარული კადრების გავრცელების გამო საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვენ ნაციონალები, სახალხო დამცველმა ე. წ. წამმზომი ჩართო, რათა დროულად და ობიექტურად იქნას გამოძიებული კადრების შემქმნელებისა და გამავრცელებლების ვინაობა, ეს პოპულისტური პოლიტიკური პიარი მგონია, რაც ნაცებს და მათ მოკავშირე ორგანიზაციებს თემის გაზვიადების თამასას მაღლა უწევს, განსაკუთრთებით, წინასაარჩევნოდ, ასევე, მოსალოდნელია, უცხოელი ექსპერტების მეშვეობით, ხელისუფლებაზე ზეწოლას შეეცადონ.
მიზანი ერთია – მოხდეს მმართველი ძალის დისკრედიტირება – დაგროვდეს რაც შეიძლება მეტი კომპრომატი, მეტი უარყოფითი ინფორმაცია „ქართულ ოცნებაზე“, მტკიცებით ფორმით ისაუბრონ, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები, პროკურატურა არ დგას საკუთარი კომპეტენციის სიმაღლეზე და ესეც მიუმატონ იმ ბრალდებებს…
არასამთავრობოები მთავარი პროკურორის გადადგომასაც მოითხოვენ, რადგან არ ხდება დროული გამოძიება და ამ კადრების გავრცელების აღკვეთა. უნდათ შექმნან სურათი, რომ ხალხი მუდმივ შიშშია და ა.შ.
არასამთავრობოთა განცხადებები, რომლებსაც ქართული საზოგადოება გრანტიჭამიებად მოიხსენიებს, იურიდიულად არაკვალიფიციურია. ჯერ ერთი, გამოძიებას სჭირდება დრო, საქმეში ჩართულნი არიან ამერიკის საგამოძიებო სპეცსამსახურები, რომ შესაბამისი დახმარება გაუწიონ ქართველ სპეცსამსახურებს. დანაშაულის აღკვეთის პრევენცია, ფაქტობრივად, შეუძლებელია ეს უცხოელებმაც განაცხადეს. არც ერთი ქვეყანა და მათ შორის საქართველოც, არაა დაზღვეული მსოფლიოს რომელიმე ქვეყნიდან არ მოხდეს მსგავსი კადრების მონტაჟი და გავრცელება, არავინ არ იცის, ახალ ზელანდიაში აიტვირთება, ამერიკაში თუ ავსტრალიაში და გაზიარდება ქართულ საიტებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის სპეცსამსახურები ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურების შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. სწორედ ამ სამსახურთან აქვთ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება შესაბამის სამსახურებს საქართველოში და იმ არასამთავრობოთა განცხადებები, რომლებიც პროკურატურას აკრიტიკებენ და შოთაძის გადადგომას მოითხოვენ, უსაფუძვლო და ზედაპირულია, რადგან თვით FBI -ის კვალიფიკაციას აყენებენ ეჭვქვეშ. საინტერესოა, რისი იმედით აკრიტიკებენ ქართულ სპეცსამსახურებს არასამთავრობოები, რომელთა დიდი ნაწილიც სწორედაც ამერიკიდან იკვებებიან? შემთხვევით დარტყმას ხომ არ აყენებენ ამერიკა-საქართველოს ერთობლივ პროექტს?
გასაგებია, რთულია იმის დადგენა, საიდან აიტვირთა ეს კადრები, მაგრამ საქართველოში რომ არ ატვირთულა, ეს განცხადებები პროკურატურამ უცხოელ პარტნიორებთან ერთად გააკეთა.
საზოგადოების მოსაზრებას ვეთანხმები – კადრების გავრცელებაზე აპელირება არჩევნებს უკავშირდება. ნაციონალები ცდილობენ, რაც შეიძლება დაძაბონ სიტუაცია ქვეყანაში, რომ, იქნებ, იმ რაოდენობის ხმები მაინც მოაგროვონ, რაც წინა არჩევნებზე ჰქონდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ხანია მიგვანიშნებენ, რომ „მაიდანის“ მსგავს არეულობას მოაწყობენ ალბათ, არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და ერთგვარი ნეგატიური ფონით ტელევიზიებსა და მათ მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებებით. დღესაც პარანოიაშეყრილებივით ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ ყველა გამოსვლაში. ბიძინა ივანიშვილმა ლომის წილი დასდო „ნაცმოძრაობის“ ჩამოშორებას ხელისუფლებისგან და სწორედ ამას ვერ პატიობენ მას. მეჭიაურის თქმის არ იყოს, ძვალივით ჰყავთ ყელში გაჩხერილი ივანიშვილი და ვერ ინელებენ.
– რატომ ითხოვენ შოთაძის გადადგომას, თქვენი აზრით, დავუშვათ, ვინმე სხვა უფრო ოპერატიულ ვადებში შეძლებს ამ საქმის გამოძიებას?
– პროკურატურა ზედამხედველია ოპერატიულ საქმიანობაზე და გენერალური პროკურორის გადადგომა მისცემთ იმის თქმის საშუალებას, რომ მხოლოდ თვითონ არიან მართლები, სუსტია სამართალდამცავი სისტემა ქვეყანაში და ამ საქმეს მათ გარდა ვერავინ ვერ გაასწორებს.
მახსენდება ნაცმოძრაობის დროს, როცა ადეიშვილის გადადგომაზე იყო საუბარი. სააკაშვილმა ოპონენტებს ასე უპასუხა: მისი გადადგომით პროკურატურა დასუსტდებაო. მთავარი პროკურორების ხშირი ცვლა სისტემას მუდმივ კრიზისში ამყოფებს. ზუსტად ეს უნდათ „ნაციონალებსაც“. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ზედამხედველი პროკურატურაა. ის განსაზღვრავს სისხლის სამართლებრივი დევნის მიმართულებას. ირაკლი შოთაძის გადადგომა, დამერწმუნეთ, საქმეს წინ ვერ წასწევს, ვერც ტემპის დაჩქარებას შეძლებს, რადგან მტკიცებულებების მოპოვებას, მოწოდებას და სხვა პროცედურებს სჭირდება დრო. თანაც პრევენციაც შეუძლებელია.
– თქვენი აზრით, ვის უფრო აინტერესებდა ამ კადრების გავრცელება, ხელისუფლებას თუ „ნაცმოძრაობას“?
– ხელისუფლების წარმომადგენლების დისკრედიტაცია, თვით ხელისუფლების სუსტად წარმოჩენა, სწორედ მისი ოპონენტების ინტერესში შედის. ხელისუფლებამ გაავრცელოს ისეთი თემები, რაც მისთვის საზიანო იქნება, ეს ხომ აბსურდია?! ეჭვი მაქვს, სხვადასხვა სტრუქტურებში კვლავ არიან დარჩენილი „ნაცმოძრაობასთან“ ვალში მყოფი პირები, რომლებიც კვლავ, გარკვეული ანაზღაურების თუ დივიდენტების საფასურად, „ნაცმოძრაობას“ ემსახურებიან და მათ დავალებებს ასრულებენ. კარგად გვახსოვს, გასულ წელს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები რომ გაათავისუფლეს. გენერალური ინსპექციის მიერ მოკვლეული მასალების საფუძველზე მოხდა ეს დაკავება. თანამშრომლები გივი თარგამაძეს აწვდიდნენ ინფორმაციებს. შესაბამისმა სამსახურებმა უფრო მეტად უნდა გააკონტროლონ სიტუაცია თვით ამ სამსახურებში, ავანტიურისტულ თუ უკანონო ქმედებებში რომ არ იყოს ჩართული სისტემის რომელიმე რგოლი.
– ბატონო გრიგოლ, გენერალური პროკურორის გადადგომა არ გახლავთ ბოლო პერიოდის ერთადერთი მოთხოვნა, მანამდე უნივერსიტეტში მოხდა არეულობები – მოითხოვეს რექტორის გადადგომა, ე. წ. ოდეერების სამსახურის გაუქმება, სხვადასხვა სამინისტროების უმაღლესი თანამდებობის პირებზეც არის მსგავსი მოთხოვნები…
– უნივერსიტეტის თემას მოკლედ შევეხები. ეს ხელოვნურად წარმოებული პროცესები იყო. ვფიქრობ, ოდეერის გაუქმება-არგაუქმებას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ხელისუფლებას საგანმანათლებლო სისტემის გაკონტროლება თუ უნდა, ამას სხვა მეთოდებითაც გააკეთებს. რაც შეეხება პერიოდულად მინისტრების გადადგომის მოთხოვნებს, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური დუღილის პროცესებია. საბოლოოდ კი ჩანს, რომ მთავარია ეს პროცესები კანონის ჩარჩოდან არ გავიდეს, რათა ქვეყნის შიდა თუ გარე მტრებმა არ იხეირონ.
„საერთო გაზეთი“, 06 აპრილი, 2016 წელი
ვის აძლევს ხელს საქართველოში რელიგიური უთანხმოებანი?!
ირანდა კალანდაძე
მუსულმანური სარწმუნოების ერთმა ჩვენმა თანამემამულემ ამასწინათ სოციალურ ქსელში ასეთი სახის მიმართვა გაავრცელა:
„ყოველ ანტიმუსულმანურ გამოსვლას საქართველოში იმ დადებითი ტენდენციებისა და ინტეგრაციული პროცესების უარყოფამდე მივყავართ, რომლებიც საქართველოში ხორციელდებოდა. ანტიმუსულმანური ხასიათის აფეთქებები საქართველოში არის ანტიდისკრიმინაციული კანონისა და თვით საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა! ისლამოფობიის გაღვივებას საქართველოში მართული ხასიათი აქვს! ყველა, ვინც დაინტერესებულია რელიგიათაშორისი დაპირისპირებით, ხელს უშლის სტაბილურობასა და მშვიდობას საქართველოში“.
დიახ, პრობლემა, რომელიც ბოლო თითქმის საუკუნის განმავლობაში არ მდგარა საქართველოს წინაშე, უკანასკნელ ხანებში მწვავედ დადგა. მუსულმანებით დასახლებულ რეგიონებსა და სოფლებში სხვადასხვა სახისა და ხასიათის დაპირისპირებები შეინიშნება ქრისტიან და მუსულმან მოსახლეობას შორის.
სახალხო დამცველის აპარატში არსებობს რელიგიათა საბჭო, რომელიც თავის დროზე, „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, დასავლური რეკომენდაციების შედეგად შეიქმნა და დაკომპლექტდა, რომელმაც მალევე მიიღო თავისი მფარველობის ქვეშ საქართველოში არსებული 28 რელიგიური გაერთიანება – იუდაური თემი, სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია, იეზიდთა სასულიერო კრება. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია, სახარების რწმენის ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია, საქართველოს ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესია, წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია, საქართველოს ევანგელისტური ეკლესია, ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია „მადლი“, მორმონთა ეკლესია, „ხსნის არმია“, კრიშნას ცნობიერების საზოგადოება, ევანგელური ეკლესია `ღმერთის საელჩო~, ევანგელური ეკლესია „ურყევი საფუძველი“, კვაკერთა საზოგადოება, ბაჰაის საზოგადოება, სვედენბორგები, სრული სახარებისეული ეკლესია „ღვთის ერი“, სრულიად მუსლიმთა სამმართველო და ქართველ მუსლიმთა კავშირი.
საბჭომ შეიმუშავა ერთიანი კონცეფცია, რომელშიც ასახულია ისეთი საკითხების ერთობლივი ხედვა, როგორიცაა სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთმიმართება, ლიბერალური ფასეულობები და დემოკრატია, სოციალური თანამშრომლობა, სასჯელაღსრულებისა და განათლების სისტემებში არსებული პრობლემები, ომისა და მშვიდობის საკითხები, ეთნოსთა შორის ურთიერთობები და ა.შ. საბჭოს არსებობა და ასეთი საქმიანობის ფართო სპექტრის მინიჭება კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ საქართველოში, როგორც არასდროს, არც ახლა არც მართლმადიდებლური ეკლესიისა და არც სახელმწიფოს მიერ არ იდევნებოდა და არ იდევნება რელიგიური უმცირესობები.
საქართველოში „ნაცმოძრაობისა“ და მისი ლიდერის სააკაშვილის მმართველობის პერიოდიდან ქვეყანაში გამძაფრდა 90-იან წლებში დაწყებული რელიგიათა პოლარიზაციის პროცესი.
ცნობილია, რომ „ვარდების რევოლუციის“ დროს „ნაცმოძრაობას“ და მის მომხრეებს, დასავლელი პარტნიორებისა და სავარაუდოდ, სპეცსამსახურების მითითებით, საქართველოში მოქმედმა რელიგიურმა უმცირესობებმაც და თვით სექტებმაც დაუჭირეს მხარი. როგორც შემდეგ გაირკვა, „ვარდების რევოლუციამდე“ არასამთავრობო ორგანიზაციები „თავისუფლების ინსტიტუტი“ და სხვები დანოსებს აგზავნიდნენ დასავლური საზოგადოებისკენ, რომ საქართველოში იჩაგრებოდნენ რელიგიური უმცირესობები, წერდნენ ე. წ. პროექტებსა და პროგრამებს. ამაში დიდძალ გრანტებს იღებდნენ და, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ნიადაგს ანოყიერებდნენ საქართველოში ახალი, რელიგიური ხასიათის დესტაბილიზაციისთვის.
იმ ხანებში მღვდელმა ბასილ მკალავიშვილმა, რომელიც იეღოველთა ლიტერატურის, როგორც მწვალებლური სწავლების განადგურებაში იყო შემჩნეული, ლიბერალურ ფასეულობათა მხარდამჭერთა, გრანტის მომლოდინე ქართველთა და მართლმადიდებლობის მტერთა გულის გასახარად, სწორედ იმ სახალხო დამცველის ოფისთან მოაწყო აქცია მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მოთხოვნით, სადაც `იხარშებოდა~ სწორედ ახალი საწამლავი ქართული ეროვნული სულისა და სხეულის წასაბილწად, რაშიც სახალხო დამცველის ოფისში მოკალათებული ზოგიერთი ავაზაკი და დასავლეთისგან დაგეშილ არასამთავრობოთა წარმომადგენლები დიდძალ თანხებს იღებდნენ სწორედ ადამიანების ყველაზე სათუთ გრძნობებზე – რელიგიურ აღმსარებლობაზე მანიპულირების განხორციელებისთვის.
მაშინ გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობით ინსტიტუტმა, რომელსაც რატომღაც მშვენიერი და მრავლისმომცველი სიტყვა თავისუფლება წარუმძღვარეს, აი, იმ „თავისუფლების ინსტიტუტმა“, მთელ დასავლურ პროგრესულ და არაპროგრესულ საზოგადოებს მოსდო ახალი ამბავი – საქართველოში რელიგიური უმცირესობები იდევნება, მღვდელი იეღოველებს ჯვრით დასდევსო.
ყველამ ვიცით, ჯვარი, პირდაპირი გაგებით, არც ხმალია და არც სატევარი, არც მამა ბასილს გამოუყენებია ის ამ მიზნით, იგი, ჩვეულებისამებრ, ცდილობდა ჯვრის გარდასახვით გაეძევებინა იეღოვას ცრუ მოწმეებისგან ბელზებელის სული…
2011 წელს პარლამენტმა მოასწრო (!) და რელიგიის შესახებ კანონი მიიღო. ამ კანონის მიხედვით, საქართველოში არსებულ ყველა რელიგიურ ჯგუფს იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა, რაც ადრე მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას ჰქონდა.
ამ კანონის საფუძველზე სხვა რელიგიური კონფესიები კანონით გაუთანაბრდნენ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და მიენიჭათ საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი მოქმედების უფლება.
დღეს საერთაშორისო საზოგადოებასთან რელიგიური თემებით სპეკულირება და დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტაცია არასამთავრობოთა და ე. წ. ოპოზიციის მთავარ თემად კვლავ რჩება. „თავისუფლების ინსტიტუტი“, „ტოლერანტობის ცენტრი“, „ლგბტ თემი“, „იდენტობა“ და მრავალი სხვა აღვივებენ ხელოვნურად ინსპირირებული სოციალური და რელიგიური ხასიათის კონფლიქტებს, რათა ტრადიციული რელიგიები, ცრუ რელიგიური მიმდინარეობები და გზასაცდენილი უბრალო ადამიანები გლობალურ გეოპოლიტიკურ იარაღად გამოიყენონ…
რამდენიმე დღის წინ საკრებულოს წევრმა, პოლიტიკოსმა, ბატონმა სოსო მანჯავიძემ მითხრა. ცოტაც დაიცადეთ, ნახავთ, მალე ქართულ ეკლესიაზე მასიური შეტევა დაიწყება, რადგან ეს არის ბოლო და ყველაზე მძლავრი ბასტიონი, რომელსაც ხალხის დიდი ნდობა და ავტორიტეტი აქვსო.
ნელ-ნელა უკვე იკვეთება ბრძოლის კონტურები, ე. წ. წერტილოვანი დარტყმებიდან, სავარაუდოდ, მასობრივ შეტევაზე გადავლენ, რადგან ჩვენი სახელმწიფოს იდეური და პოლიტიკური ოპონენტები, ქართველ ხალხთან ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ პარტნიორად ძველ, „ვარდების რევოლუციის“ დროინდელ უცხოურ რელიგიურ დენომინაციებს, სექტებს და ახლა უკვე სექსუმცირესობებსაც იყენებს გვერდით, რაც, ლოგიკურად, ქართული ტრადიციების და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ გამოცხადებული აშკარა ომი და ბრძოლაა. მართლმადიდებლური ეკლესია და ის პირები, რომლებსაც „ნაცმოძრაობის“ მადისკრედიტებელი ხელი ვერ მოხვდა, ანუ ე. წ. გაუსვრელი ეკლესიის პატიოსანი მამები და თვით ჩვენი ეკლესია ბოლო დროს ზნედაცემულთა მიერ თითქმის საქებრად ქცეული აღვირახსნილი სექსუალური ცხოვრებისა და არატრადიციული სექსუალური მიდრეკილებების მიმდევართა იდეური მოწინააღმდეგენი არიან, სწორედ ამაზე მიანიშნებდა ბატონი სოსო. რადგან არავის უნდა გაუკვირდეს, მე-8 მსოფლიო კრების წინარე პერიოდში ეკლესიაში უთანხმოებები და აფეთქება რომ მოხდეს. ჩვენს ეკლესიებში დღესაც მრავლად არიან სააკაშვილის მიერ შეგზავნილი მოძღვრები. ამ მოძღვრებისთვის ეკლესიაზე და ღმერთზე მეტი დღესაც მიშა სააკაშვილი და მისი სისხლიანი ჯალათებია და ეკლესიის ავტორიტეტი და ქართველი ხალხის ტრადიციადქცეული რელიგიური შემწყნარებლობა – თეატრის ბუტაფორია.
მიზანი ცნობილია: რაც უნდა მოხდეს, სააკაშვილი და მისი გუნდი უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში. თვით იმ ამორალური სააკაშვილის ტრანსგენდერმა სექსპარტნიორმა, 19 წლის ალექსიმ НТВ-ს ეთერში თქვა კიდევაც: სააკაშვილი ლოგინში სექსის მაგივრად საქართველოში კვლავ დაბრუნებაზე და გაპრეზიდენტებაზე მელაპარაკებოდაო.
ასეთი ბინძური მეთოდებით, არეულობებით, შანტაჟის გზით, ქვეყნის, მართლმადიდებლობის გაყიდვით ცდილობს „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი რევანშის აღებას და ხელისუფლების ხელში ჩაგდებას.
ექსპერტები მიიჩნევენ, რელიგიური დაპირისპირებები დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებულია და ქვეყანაში არეულობასა და დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად, „ამღვრეულ წყალში თევზის დასაჭერად“, ხელისუფალთა მუდმივ შანტაჟში ყოფნისთვის, „ნაცმოძრაობის», როგორც სატელიტებისთვის კვლავ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად და, ზოგადად, რეგიონში მუდმივი არეულობისთვის…
სწორად შენიშნა ჩვენმა პატიოსანმა მუსულმანმა თანამემამულემ და ვეთანხმები – რელიგიური დაპირისპირებების ინსპირირებით ქვეყანაში მშვიდობას უშლიან ხელს. მეტიც, როგორც სპეციალისტებიც შენიშნავენ და ისლამური სახელმწიფოს მაგალითზეც დაკვირვებული თვალისთვის ნათელია, დღევანდელი „საქართველოს პოლიტიკური პარტნიორები“ არც ტრადიციული ისლამის, მისი უმდიდრესი კულტურისა და ცივილიზაციის მიმართ არიან სიმპათიებით განწყობილნი – მათ რადიკალური ვაჰაბიზმის საფრთხეს უმზადებენო.
გასულ კვირას გაურკვეველი ფინანსური არხებით შექმნილმა ე. წ. „ქართულმა ძალამ“, რომელიც აშკარა შოვინისტურ-ფაშისტური იდეებით ხელმძღვანელობს, რუსთაველის გამზირზე აქცია მოაწყო, სადაც ანტიმუსულმანური ლოზუნგებიც გაისმოდა. ვის წისქვილზეც ასხამს წყალს ახლა, წინასაარჩევნოდ, ქვეყანაში არეულობა და რელიგიათაშორისი დაპირისპირება, დღესავით ნათელია.
„საერთო გაზეთი“, 06 აპრილი, 2016 წელი
„პირდაპირ ვიტყვი: უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველი კი არა, პროვოკატორი და მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტერია»
ქეთევან ზარნაძე
სახალხო დამცველი თუ სახალხო დამრღვევი?! ვის უფლებებს იცავს ადამიანი, რომელსაც ხელფასს ის ხალხი უხდის, ვინც დღიდან ნანუაშვილის არჩევისა, საკუთარი უფლებების დაცვას სახალხო დამცველის აპარატის მეშვეობით ვერ ახორციელებს!
ვისია უჩა ნანუაშვილი? ხალხის თუ ცხოველებად ქცეული ადამიანების მცირე ნაწილის დამცველი? კითხვა რომელზედაც პასუხს თავად ნანუაშვილის „მოღვაწეობა“ პასუხობს – სახალხო დამცველი სახალხო დამრღვევია!
რატომ ასე „მკაცრად“? საქმე ისაა, რომ ნანუაშვილისთვის, ისევე როგორც, მაგალითად, პროკურატურისთვის, შერჩევითია სამართალიც და უფლებების დაცვაც. მეტიც, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ნანუაშვილისთვის არსებობს პრიორიტეტული საქმეები, ის დიდი სიამოვნებით იცავს ე.წ. უმცირესობას (ძირითადად სექსუალური და რელიგიური ნიშნით) და დიდი სიამოვნებით ებრძვის უმრავლესობას, ანუ ქართველ ხალხს. არადა, სწორედ ქართველი ხალხის მიერ ბიუჯეტში შეტანილი გადასახადებით სულდგმულობს ნანუაშვილის „სამეფო“!
ნანუაშვილის „საქმენი საგმირონის“ „მიმოხილვა“ დავიწყოთ მისი ბიოგრაფიიდან. ოფიციალური დოკუმენტით ირკვევა, რომ საქართველოს სახალხო დამცველი 1974 წლის აპრილში არის დაოჯახებული. როგორც ჩანს, ნანუაშვილს ბიოგრაფიის შედგენისას გამორჩა შეევსო გრაფა, რომლითაც გავიგებდით, რომელ აღმსარებლობას ეკუთვნის „ეძგვერაძე ბარნაბა“. „ბოროტი ენები“ ამბობენ ნანუაშვილი ბაპტისტიაო, საქართველოში უმცირესობას კი ეძახიან მსგავსი სექტის წევრებს, მაგრამ ევროპის ბევრ ქვეყანაში სექტანტური დაჯგუფებები აკრძალულია!
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნანუაშვილს აქვს მიწის ნაკვეთი და სახლი ახალდაბაში, ავტოფარეხი და ბინა თბილისში, მის მეუღლეს ვაჟა – ფშაველაზე სახლი და პოლიტკოვსკაიას ქუცაზე მშენებარე ბინა. ნანუაშვილის წლიური ხელფასი, მაგალითად, 2014 წელს 81181.25 ლარს შეადგენდა. მომდევნო წლებში ხელფასი გაეზარდა და შესაბამისად, მადაც (ალბათ), ყოველ შემთხვევაში, ბოლო დროს მის მიერ უტენდეროდ ნაყიდი ჯიპი ამის დასტურია.
2014 წლის დეკლარაციაში ვკითხულობთ: „უჩა ნანუაშვილი ავეჯის შესყიდვა გასავალი, 9000.00 GEL უჩა ნანუაშვილი ავეჯის შესყიდვა გასავალი, 2450.00 GEL უჩა ნანუაშვილი საოჯახო ტექნიკა გასავალი, 1524.00 GEL“. ვერაფერს ვიტყვით, გემოვნებას ნამდვილად არ უჩივის ბატონი „დამცველი“! ჯანდაბას, მის სახლში რაც უნდა, ის შეიტანოს და თუ სურვილი გაუჩნდება გამოიტანოს კიდეც, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტის საკუთარ ამბიციებზე მორგება, კანონის დარღვევით, დასჯადია და ეს კი უნდა იცოდეს ნანუაშვილმა.
„შემაშფოთებელია, რომ არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე კვლავ გააქტიურდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ ფარულად გადაღებული კადრების გამოქვეყნების საკითხი“, – სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება.
ომბუდსმენის თქმით, საზოგადოებისთვის არაერთ მსგავს საქმეზე დაწყებული გამოძიების შედეგები ცნობილი არ არის.
სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ ფაქტს სწრაფად გამოიძიებს და დამნაშავეები დაისჯებიან. „საჯარო სკოლებში რელიგიური უმცირესობები ხშირად ხდებიან დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი – ორგანიზებულად დაჰყავთ მართლმადიდებლურ ტაძრებში, ხდება მათი დალოცვა“, – ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი.
ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, რელიგიურ უმცირესობებს მიკუთვნებული მოსწავლეები ხშირად იძულებულები ხდებიან არ გაამჟღავნონ აღმსარებლობა იმ მოტივით, რომ უმრავლესობისგან უფრო მეტად გარიყვასა და დისკრიმინაციას აირიდებენ თავიდან.
„საანგარიშო პერიოდში კვლავაც მწვავე და სისტემური ხასიათის პრობლემას წარმოადგენდა საჯარო სკოლაში ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნების, რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვისა და დისკრიმინაციულ და შეუწყნარებელ გარემოსთან დაკავშირებული საკითხები.
რელიგიური უმცირესობები სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრებში აცხადებენ, რომ მიუხედავად კანონის მკაფიო მოთხოვნებისა, საჯარო სკოლებში მოსწავლეები სისტემატურად ხდებიან შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი, ილახება მათი რელიგიის თავისუფლება: მოსწავლეები ორგანიზებულად დაჰყავთ მართლმადიდებლურ ტაძრებში, ან სასულიერო პირებს სკოლებში იწვევენ, ხდება მოსწავლეების დალოცვა, ანთებენ სანთლებს, გაკვეთილები იწყება ლოცვით, პედაგოგები დომინანტი რელიგიის უპირატესობას უსვამენ ხაზს, აკნინებენ უმცირესობათა აღმსარებლობას, ეწევიან პროზელიტიზმს, არის ინდოქტრინაციის შემთხვევები და სხვ. რელიგიურ უმცირესობებს მიკუთვნებული მოსწავლეები, რომელთა რწმენას არსებითად ეწინააღმდეგება სხვა რელიგიის რიტუალებში მონაწილეობა, ხშირად იძულებულნი ხდებიან არ გაამჟღავნონ აღმსარებლობა და ნების წინააღმდეგ ჩაებან მსგავს ღონისძიებებში იმ მოტივაციით, რომ ამით უმრავლესობისგან უფრო მეტად გარიყვასა და დისკრიმინაციას აირიდებენ თავიდან. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ასევე კრძალავს საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნით განთავსებას, საკლასო ოთახებსა და ზოგადად, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე კანონის ეს მოთხოვნა, როგორც წესი, არ არის დაცული. მაგრამ, ყოველივე ამასთან ერთად, პრობლემას ის გარემოებაც აღრმავებს, რომ უმცირესობები, უმეტესწილად, ერიდებიან ღიად და კონკრეტულად ისაუბრონ სკოლებში არადომინანტური აღმსარებლობის მოსწავლეებისადმი დისკრიმინაციული მოპყრობისა და უფლებაშელახვის ფაქტებზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.
სახალხო დამცველის თქმით, რელიგიური უმცირესობები ერიდებიან მიმართონ რაიმე ქმედით, უფლებადაცვით ნაბიჯებს, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ამ შემთხვევაში ისინი უფრო მასშტაბური დისკრიმინაციის მსხვერპლნი აღმოჩნდებიან.
„სახელმწიფოს პოლიტიკაც ამ მიმართულებით არ არის თანმიმდევრული, სტრატეგიულად და ტაქტიკურად კარგად გააზრებული. ერთეული შემთხვევების გარდა, არ ჩანს კანონის იმპლემენტაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისა და დარღვევებზე რეაგირების პოლიტიკური ნება“, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში. ვფიქრობ, საკადრისი პასუხი გასცა მას სოციალური ქსელის საშუალებით „ეროვნულების“ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ-
„ეს გაურკვეველი წარმოშობის სუბიექტი ჩვენი შვილების ექსკურსიაზე ტაძრებში წაყვანის აკრძალვას ითხოვს, სანთლის დანთებასა და ლოცვას უკრძალავს.
როდესაც ჯვრის მონასტერი შეურაცხყვეს და არაბული წარწერები მიაწერეს მივმართე ხმა ამოეღო, როდესაც პატრიარქს ქვეყნის მტერი უწოდა ჰომოსექსუალთა ლიდერმა, მივმართე ხმა ამოეღო, როდესაც მართლმადიდებლებს თავს დაესხენ მივმართე ხმა ამოეღო, მაგრამ არც ერთხელ ხმა არ ამოუღია და მართლმადიდებელთა ინტერესები არ დაუცვია.
პირდაპირ ვიტყვი,რომ ეს სუბიექტი სახალხო დამცველი კი არა, არამედ პროვოკატორი და მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტერია. იმდენად მზაკვარი პროვოკატორია,რომ ცდილობს რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტები წარმოშვას, ხოლო შემდეგ ყოველივე ეკლესიას დააბრალოს. აღმსარებლობით სექტანტია და თავისი ოდიოზური სექტის ინტერესებს ემსახურება.
თითოეული დღე მისი ყოფნისა სახალხო დამცველის პოსტზე არის სერიოზული საფრთხის შემცველი,ხოლო მისმა ბრძოლამ მართლმადიდებლური სარწმუნოების წინააღმდეგ ამაზრზენი ხასიათი მიიღო.ვფიქრობ საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ და მოვითხოვოთ ამ სუბიექტის გადაყენება სახალხო დამცველის პოსტიდან. მართლმადიდებლობის და ქართველობის მოძულეს არაფერი ესაქმება ამ უმნიშვნელოვანეს პოსტზე. მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ ჩვენს ინციატივას და ბოლომდე მივიყვანოთ საქმე!!! „ისეთ ინტერესებს“ ავლენს სახალხო დამცველი არ გამიკვირდება პირჯვარის გადაწერისთვის მარჯვენა ხელის მოჭრის ინიციატივით გამოვიდეს უახლოეს მომავალში „პატრონები“ მხარს არ დაუჭერენ თუ რა. საინტერესოა, ჯვრის მონასტრის და პატრიარქის შეურაცხოფისთვის რატომ არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები? კანონის დაცვა თუ მხოლოდ ნაცების და მისი „მონათესავე პარტიების“ წარმომადგენლებზე ვრცელდება, იქნებ განუმარტოს საზოგადოებას, როცა ქვეყანაში დღემდე წინა ხელისუფლების მიერ ნაწამებ, ქონებაწართმეულ, ღირსებააყრილ, განადგურებულ ადამიანებისთვის სამართლიანობის აღდგენა ოცნებად იქცა, სახალხო დამცველი მხოლოდ იმას დარდობს, ვინ გაავრცელა მისი დაქალების „შვლიჭინის“ ფარული ჩანაწერები და ხმალამოღებული ებრძვის მართლმადიდებლობას. კანონით კი – „საქართველოს სახალხო დამცველი განიხილავს საქართველოს მოქალაქეთა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირთა, პოლიტიკურ და რელიგიურ გაერთიანებათა განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც ეხება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა ქმედებებს ან აქტებს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა, აგრეთვე იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებებით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის შესახებ, რომელთა მონაწილეც არის საქართველო“ 2015 წლის ქალთა #5 დაწესებულების ვიზიტის შესახებ. ანგარიშში სახალხო დამცველს „გამორჩენილი“ აქვს ის საჭირბოროტო საკითხები, რითიც მართლაც დღემდე ირღვევა იმ ქალბატონების უფლებები, რომლებიც წინა ხელისუფლებამ უკანონოდ გამოკეტა ციხეში და დღემდე არა აქვთ საშუალება დატოვონ ციხის კედლები. თუმცა არ დაავიწყდა და ვრცელი რეკომენდაციები ჩამოარაკრაკა „ლგბტ“ პატიმრების დასაცავად. ანგარიშში შემუშავდეს სტრატეგია და ხელმძღვანელო პრინციპები, რომელიც უზრუნველყოფს ლბტ პატიმრების მიმართ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციული მიდგომების პრევენციას გატარდეს სპეციალური ღონისძიებები დაწესებულების თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებისათვის „ლგბტ“ პირთა უფლებების, საერთაშორისო სტანდარტებისა და დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსებისას შესაძლო რისკების შესახებ განთავსებისას გათვალისწინებული იქნას დაცვის სპეციალური ღონისძიებები, რათა არ მოხდეს „ლგბტ“ პატიმართა განთავსება იმ პატიმრებთან, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნან მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაწესებულების ადმინისტრაციამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ლბტ პატიმრების მონაწილეობას ციხის ფარგლებში დაგეგმილ პროგრამებში დაწესებულების ადმინისტრაციამ უზრუნველყოს ლგბტ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ჯგუფების ჩართვა სპეციალური პროგრამების დანერგვისათვის გაძლიერდეს ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის მუშაობა ლბტ პატიმრებთან და სხვა პატიმრებთან, რათა გაიზარდოს პატიმართა შორის მიმღებლობა, თვითიზოლაციისა და თვითდაზიანების რისკების პრევენციისათვის.“
სამწუხაროდ, სახალხო დამცველი მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და მართლმადიდებლობის მტრების ინტერესების დამცველად გვევლინება. მას „სახალხო გამცვლელობა“უფრო შეეფერება, რადგან პირადი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, უპირობო ბინძური დავალებების შემსრულებელია, მშვენივრად შეიფერა მსუყე ცხოვრება, 120000 ათას დოლარიანი ჯიპით „ლივლივებს“და მივლინებებს არ იკლებს, ორგანული კანონი „მკაცრად“იცავს მის ხელშეუხებლობას და შანსს ხელიდან ხომ არ გაუშვებს?-„საქართველოს სახალხო დამცველი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ იგი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული საქართველოს სახალხო დამცველი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. საქართველოს პარლამენტი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავარი პროკურორის მიმართვიდან არაუგვიანეს 14 დღისა“
2015 წლის ოქტომბერში საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვი ლი და საქართველოს სახალხო დამცველი პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე მექსიკის ქალაქ მერიდაში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ მე-12 საერთაშორისო კონფერენციაში იღებდნენ მონაწილეობას.
კონფერენციის მონაწილეები შეიმუშავებენ მერიდას დეკლარაციას, რომელიც ომბუდსმენების განსაკუთრებულ და ახლებურ როლს გაუსვამს ხაზს ახლახან გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული მდგრადი განვითარების მიზნების 2030 (შDG) შესრულებაში.
როგორც სახალხო დამცველის აპარატიდან იუწყებიან, მდგრადი განვითარების მიზნების 15 წლიანი გეგმა ითვალისწინებს მსოფლიოს მასშტაბით სიღარიბის აღმოფხვრას, თანასწორობის დამკვიდრებას, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული უფლებების რეალიზაციას, სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას, მთავრობების მიერ სხვადასხვა პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მოქალაქეების მონაწილეობის უზრუნველყოფას, სახელმწიფო სტრუქტურების ანგარიშვალდებულების გაზრდასა და ღია მმართველობის პრინციპების ხელშეწყობას. თავის გამოსვლაში უჩა ნანუაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება შეუძლებელია მხოლოდ მთავრობების მცდელობით და ამ პროცესში უნდა მონაწილეობდეს ყველა დაინტერესებული მხარე.
“მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მდგრადი განვითარების მიზნების რეალური შესრულება მეტწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მაღალია საზოგადოების ცნობადობა ადამიანის უფლებების შესახებ, რამდენად შესწევს უნარი მოქალაქეებს აქციონ მთავრობები ანგარიშვალდებული მათ წინაშე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვექმნა ადამიანის უფლებათა აკადემია, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ადამიანის უფლებების შესახებ ფართო საგანმანათლებლო კამპანიის წარმოებაა, რაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს მისცეს შესაძლებლობას უფრო ეფექტურად შეძლონ ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაცია”, – როცა ქვეყანაში, სიღარიბის ზღვარს მიღმა უამრავი ადამიანია, მათი უმეტესობა კი ნანუაშვილზე ბევრად საღად მოაზროვნე რატომ უნდა ფინანსდებოდეს ქვეყნის სასიკეთოდ არაფრის მქნელი და მთქმელი „სახალხო გამცემი“სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არ მესმის. რამოდენიმე დღის წინ
სახალხო დამცველის ოფისთან ნანუაშვილის გადადგომის მოთხოვნით ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სახალხო დამცველი დაკისრებულ ვალდებულებას – მოქალაქეების უფლებების დაცვას პირნათლად არ ასრულებს. აქციის მონაწილეებს სახალხო დამცველის ოფისთან მოტანილი ჰქონდათ ბანერები “გადადგეს უჩა ნანუაშვილი”, «უჩა ნანუაშვილი მოქალაქეებზე არ ზრუნავს“.
არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებებზე კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა. უჩა ნანუაშვილის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, რომ სახალხო დამცველის ოფისს შეუქმნას ფუნქციონირებისთვის ყველა პირობა.
„ჩვენ რომ შეგვეძინა სხვა მარკის ავტომობილი, შესაძლოა, ავტომობილის საბაზრო ფასი ნაკლები ყოფილიყო, თუმცა შესყიდვის შემდეგ მანქანებს ექნება ტექნიკური პრობლემები, ჩვენ გათვლილი გვაქვს იმაზე, რომ მანქანა გამოიყენება ხანგრძლივი ვადით. რაც შეეხება თანხას, თუ რამდენი გამოიყო ბიუჯეტიდან, მე ინფორმაცია არ მაქვს”, – აი ასე, კაცი რომელსაც 2012 წელს აღაშფოთებდა „ლაფანყურის“ სპეცოპერაციის რიგი დარღვევების, დღეს რადიკალურად შეცვლილს მხოლოდ ისეთი „დაცვის“ინტერესები აქვს, რომელიც ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას აღაშფოთებს და „შოკში“აგდებს. სავარაუდოდ, „სახალხო დამრღვევი“სოციალურ ქსელში მის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს და ახლო ნათესავების ხშირ „მოკითხვას“ პერიოდულად მაინც ეცნობა, მაგრამ არ იმჩნევს. მისთვის მთავარია „მაჯლაჯუნების“ დავალება პირნათლად შეასრულოს და „ძუ“მფარველების აღვირახსნილი საქციელი გადაფაროს თუნდაც უფლებების დაცვის ეგიდით ისე, რომ მთავრობის წევრის მოვალეობები არც ახსენოს.
„საერთო გაზეთი“, 06 აპრილი, 2016 წელი
როდის დამთავრდება აგენტების, „სტუკაჩების“, „ნასედკების“ ზეობა საქართველოში?
მანანა სუხიშვილი
მას შემდეგ, რაც ქართველი მედასავლეთეების „ფლაგმანი“ ნაცები უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით გამობრძანდნენ, რასაც დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურნენ მათი სატელიტები, ერთმა ფრიად ჭკუასაკითხავმა კაცმა მითხრა, ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ დამოუკიდებელი რესპუბლიკა კი გვქვია, მაგრამ იმ სისტემის გაგრძელება ვართ, რასაც საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტი ერქვა, არ მომხდარა კავშირის ჩაჭრა და მისგან განცალკევებაო. რამდენჯერმე იყო მცდელობა, რომ მომხდარიყო ხსენებულ სისტემასთან დაკავშირებული ხალხის ლუსტრაცია, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ, საქართველოს ხელისუფლებებმა 25 წლის მანძილზე ლუსტრაციის შესახებ კანონიც კი ვერ მიიღეს. სწორედ ამიტომაა, რომ დღემდე არ ვიცით, რეალურად ვინ მართავს სახელმწიფოს უშიშროების კუთხით, სუკ-ის («კაგებეს“) აგენტები არავის გაუშიფრავს, ასეთი ხალხი ათეულ ათასობითაა და მათ თავიანთი წარსულის გამო, როგორც უნდათ, ისე იყენებენ. რამდენი ასეთი კადრი მუშაობს მარტო უშიშროების სამსახურსა და შსს-ში კი არა, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებშიც საპასუხისმგებლო თანამდებობზე დღემდე არ ვიცით. არადა ეს ხალხი ფაქტობრივად უცხოური სპეცსამსახურების აგენტები არიან, დარწმუნებული ვარ, ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში მრავლად არიან საკუთარი წარსულის მძევლებიო.
საქართველოს ხელისუფლებებმა ლუსტრაციის კანონი ვერ მიიღეს თუ არ მიიღეს, ეს კიდევ საკითხავია. არ არის გამორიცხული დღესაც თანამშრომლობდეს მის მემკვიდრე სპეცსამსახურთან. ის ხალხი, ვინც ეროვნულ ღირებულებებს არ უღალატა, გაურკვეველ ვითარებაში მოიშორესო. როცა ხელისუფლებაში ჩანერგილ უცხო ქვეყნების აგენტურაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობთ, მარტო რუსეთზე არ უნდა იყოს საუბარი, მერე ვინ გადაიბირეს სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებმა ეს ცალკე საკითხია, ისე შანტაჟის გზით არც „კაგებეს“ აგენტის გადაბირება უნდა წარმოადგენდეს დიდ პრობლემას, იმის შიშით ეს ყველაფერი არ „გამიბაზრდესო“, მით უმეტეს თუ საზოგადოების თვალში პროდასავლურობაზე აქვს დიდი პრეტენზია, არაფერია გამორიცხული. აქვე არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორმაგი აგენტის მცნება სამყაროსავით ძველია. სიმართლე გითხრათ, ქართველი პოლიტიკოსების, არასამთავრობო სექტორის თუ მედიის წარმომადგენელთა უმეტესობის პროდასავლელობაში ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა, ეჭვი მათ მიერ უნისონში ატეხილმა წიოკმა გამიძლიერა, რაც ფარული ვიდეოკადრების გავრცელებას მოყვა. იმ დასავლეთში, რომელსაც ვითომდა ეტრფის ეს ე.წ. ელიტა, რომელიმე სახელმწიფო მოხელის სავარაუდო კომპრომატის შესახებაც რომ გახდეს ცნობილი, ისინი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თანამდებობას ტოვებენ, საქართველოში კი თურმე არავისი გასარჩევი არ ყოფილთა მავანთა პირადი ცხოვრება, ვითომ ვერ ხვდებიან, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე.
დავუბრუნდეთ ჩვენი სტატიის თემას და გავიხსენოთ, როგორ გადაწყვიტეს აგენტურის პრობლემა ბალტიისპირეთის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებმა, მათ დამოუკიდებლობის მიღებიდან მოკლე ხანში მოახდინეს ლუსტრირება, ყველა აგენტი გაშიფრეს და უთხრეს, რომ საპასუხისმგებლო თანამდებობებს ვერ დაიკავებდნენ. იგივე მოხდა გერმანიის გაერთიანების შემდეგაც, გაირკვა, რომ ყოფილი გდრ-ის ყველა მესამე მცხოვრები გერმანული სპეცსამსახურების, ანუ „კაგებეს“ აგენტი იყო. საქართველოში თუ მეტი არა, ნაკლები ნამდვილად არ იქნება ასეთი, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრშიც, აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ისევ „კაგებე“ გვმართავს.
პრეზიდენტყოფილ სააკაშვილისთვის რომ გეკითხათ, რუსეთის `დაუძინებელი~ მტერი იყო, არადა საქართველოს სტრატეგიული ობიექტების უმეტესობა ხონჩით მიართვა რუსეთს, ფეშქაშად კი ტერიტორიებიც დაურთო, იმიტომაც არაერთხელ დასმულა კითხვა, იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილი „კაგებეს“ კადრი. ეს კითხვები მარტო სააკაშვილის მიმართ არ უჩნდება საზოგადოებას, ახლახან „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილს ფეისბუქით ასე გამოეხმაურა – ბერძენიშვილმა „ტაბულას“ ეთერიდან თქვა, მე და ღმერთი სხვადასხვა ლიგაში ვთამაშობთო. ღმერთი სტუკაჩოვების ლიგაში არ არის, იქ ძირითადად წითელი ეშმაკუნები თამაშობენ. ლევან ბერძენიშვილმა, თავად „კაგებეს“ „სტუკაჩმა“ და „ნასედკამ“ მორიგი ცილი დამწამა, ახლა არც მეტი არც ნაკლები, პუტინთან ერთობლივ შეთქმულებაში „მამხილა“ – თინა გამყალბებლოვა, დავით კომუნისტინი და ძმები სტუკაჩოვები თვით პუტინის სამიზნე ყოფილან!!! ებრძვის თურმე ამ ბუმბერაზებს სრულიად რუსეთი და ვერ ერევა, ახლა გოგი თოფაძისთვის მოუმართავთ რამე გვიშველეთო.
ჩვენ არც ირმა ინაშვილის ადვოკატობას ვაპირებთ და არც რესპუბლიკელების ბრალმდებელ-პროკურორობას, მაგრამ ერთს კი ვიტყვით, თუნდაც ამიტომაა საჭირო ლუსტრაციის კანონის მიღება, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ერთხელ და სამუდამუდ დამთავრდეს ამ წამოძახებების ეპოქა. თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად რომ დანიშვნას საზოგადოებაში, რბილად რომ ვთქვათ, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა. პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დავით გაგნიძე ქალბატონი ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობას საქართველოს სირცხვილად აფასებს. ისიც ითქვა, რომ ამ ქალბატონის გაუაზრებელი განცხადებები რუსეთთან დაპირისპირებას გაამწვავებდა. საზოგადოებაში გაჩენილ იმ მოსაზრებას, რაღა ვუყოთ, რომ რუსი დიპლომატის გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებული განცხადება, ხიდაშელისთვის გადაგდებული მაშველი რგოლი იყო? ამ საზოგადოებას ისიც კარგად ახსოვს, ქალბატონი თინათინის თანამეცხედრე, აწ პარლამენტის სპიკერი დავით უსუფაშვილი, 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ რომ შევიდა კომუნისტური პარტიის რიგებში. ჩვენ ამ ინფორმაციის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ამაზე მთელი თბილისი ლაპარაკობს. სხვათა შორის, ძმები ბერძენიშვილების `კაგებესთან~ კავშირზე მარტო ირმა ინაშვილს არ უსროლია გაბრაზებულ გულზე რეპლიკა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მის წარმატებული კარიერას, რომ `კაგებეშნიკ~ ბიძას უკავშირებენ, ესეც გეცოდინებათ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებზე ჩაჭრილი მიშას კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში მოწყობასაც ბიძამისის თემურ ალასანიას დამსახურებად მიიჩნევენ, რადგან ამ ინსტიტუტშიც თურმე ძირითადად „ნომენკლატურული“ პერსონების საახლობლო ირიცხებოდა. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა მოქმედმა პოლიტიკოსმა ღიად თქვა, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთული „ვოიაჟი“ ჯაბა იოსელიანმა დააფინასაო, იგულისხმება კიევის ინსტიტუტიდან გარიცხული სააკაშვილის „ცოდნის ამაღლების» მიზნით ოკეანისგაღმა ვიზიტი. რატომ უნდა დაეფინანსებინა „კანონიერ ქურდს“ „კაგებეშნიკის“ დისწულის სწავლა-განათლება, ეს ხომ ნათლად ადასტურებს კრიმინალური სამყაროსა და „კაგებეს“ ალიანსსო, იკითხა „საერთო გაზეთის“ სანდო და კომპეტენტურმა წყარომ, რომელიც ამტკიცებდა, რომ „შავ სამყაროს“ საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახური კურირებდა. ამ თემაზე „საერთო გაზეთი“ ადრეც წერდა.
არასამთავრობო სექტორში დაფრთიანებული და შემდეგ მსხვილ საჯარო ფიგურებად ქცეული კონტიგენტიც სერიოზულ ეჭვებს ბადებს საზოგადოებაში, რადგან ვერ გაარკვია, რეალურად ვის ინტერესებს ემსახურება ეს ხალხი. არაფრით გამორჩეული ოჯახების შვილებს, ქონებას ვგულისხმობთ, ბნელ და მშიერ 90-იან წლებში ამერიკულ და ევროპულ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ჩარიცხვა, რამდენიმე წლიანი სწავლა და დიპლომის მიღებაც მოუხერხებიათ, აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, საიდან ამის შესაძლებლობა, როცა ამერიკამდე მარტო ჩასვლა ჯდება 1000 აშშ დოლარი. ვინ იყო ამდენი „სწავლას მოწყურებული“ ახალგაზრდის სპონსორი, შემთხვევით რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახური ხომ არა? ვფიქრობთ, ამ ყველაფერს კარგად ხსნის ჩვენი ანონიმი რესპოდენტის ერთი ადრინდელი ინტერვიუ, რომელსაც, როგორც ჩანს აქტუალობა არ დაუკარგავს. ჩვენ დამოუკიდებლობის მიღებისთვის ვიბრძოდით, მაგრამ წარმოდგენა არ გვქონდა შემდგომში რა უნდა გვეკეთებინა. 80-იანი წლების მიწურულს უამრავი პარტია შეიქმნა, რომლებმაც ერთმანეთს დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა, თუმცა საზოგადოება მაშინვე ხვდებოდა, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებაში მოსვლას ემსახურებოდა. ამასობაში საკავშირო კომუნისტური პარტია და სუკი (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) დროს არ კარგავდნენ, ყველა სამინისტროს, განსაკუთრებით კი უშიშროების და სამართალდამცავ სტრუქტურებს თავისი ერთგული კადრებით აკომპლექტებდნენ, რა თქმა უნდა ეს ქართველი „კაგებეშნიკების“ ხელით ხდებოდა, რომლებიც შემდგომ „წარმატებული“ ბიზნესმენები გახდნენ, ცენტრალური სუკ-ის გაუქმების შემდეგ, ეს ხალხი, ანუ მათი ერთგული კადრები მსხვილი საწარმოებისა და კომპანიების უშიშროების სამსახურებში გადაანაწილეს. პოსტსაბჭოთა საქართველოში საკვანძო თანამდებობებზეც ეს ხალხი ინიშნებოდა, ეკონომიკური ბერკეტების მქონე ნაძირალების მოვალეობა იყო აქ მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მოსკოვში გადაგზავნა, მოქმედი საწარმოების დანგრევა-განადგურებისთვის ხელის შეწყობა, კრიმინოგენური სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა, სამხედრო გადატრიალებისთვის ნიადაგის მომზადება. ჩვენ გვეგონა, რომ ორ მოწინააღმდეგეს, კომუნისტურ პარტიასა და „კაგებეს“ ვებრძოდით, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ამერიკის ხელმძღვანელობა მათთან ალიანსში იყო. მათი საბოლოო მიზანი იყო, რომ ჩვენი მოსახლეობა მიმხვდარიყო რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის აუცილებლობას და თვითონ წასულიყო ამ ნაბიჯზე. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ დღეს ზუსტად ეს ვითარებაა.
წყაროს განცხადებით, ის ე.წ. საძმოები სწორედ „კაგებეს“ ხელდასმით იქნა შექმნილი, მერე ყველა ალაგმეს და გაანადგურეს, უვნებლად მხოლოდ ე.წ. ვერის საძმო გადარჩა, უფრო მეტიც, ყველა მსხვილ ბიზნესში მისი წევრები არიან, ზოგი მაღალჩინოსანიც გახდა, მაგალითად ნიკა რურუა. გიორგი რამიშვილი იგივე „ზარალა“ დღესაც ერთ-ერთი სერიოზული ბიზნესმენის სტატუსს ინარჩუნებს, მისი ბიძაშვილი დიმა რამიშვილი (პატარა „ზარალა“) თურქეთში ფლობდა ბიზნესს, ამავე საძმოს წევრმა ლევან კაჭარავამ („ტილიკა“) „თბილისის წყალი“ შეჭამაო. წყარო იხსენებს, როგორ აბარებდა სააკაშვილი პრეზიდენტის რანგში ნიკა რურუას ანგარიშს თუ რა გაკეთდა. კითხვა არ გაგიჩნდათ, ვინ იყო რურუა, რომ პრეზიდენტს მისთვის ანგარიში ჩაებარებინაო. ნიკა რურუა ამერიკიდან თავის დროზე ზურაბ ჟვანიამ ჩამოიყვანა, რადგან ხვდებოდა რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებს საეჭვო რეპუტაციის ხალხი ჭირდებოდა, რურუას „აღზევება“ კი სააკაშვილის დამსახურება ყოფილა. ერთ-ერთი „ზარალას» მამა ცეკას ინსტრუქტორი ყოფილა, იმ პერიოდში საქართველოს კომპარტიაში სულ ოთხი ინსტრუქტორი იყო. მამა რამიშვილის ზეობისას (1987-88 წწ) ე.წ. ვერის საძმო, ოღონდ სხვა სახელით, ე.ი. „კაგებემ“ ჩამოაყალიბა, რა უნდოდა რურუას აშშ-ში, თუ რუსეთსა და ამერიკას შორის კავშირი არ იყო. თავის დროზე მიხეილ სააკაშვილიც „ჩანერგეს“ შევარდნაძის გარემოცვაში, რომელიც ასევე ზურაბ ჟვანიამ ჩამოიყვანა ამერიკიდან და შევარდნაძეს გააცნო. ქართულ სპეცსამსახურებს დიდი ხნის წინ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ 1984 წელს მოწყობილ ქურდულ „სხადნიაკზე“ გადაწყდა შეერჩიათ ახალგაზრდები, რომლებსაც დააფინანსებდნენ და საზღვარგარეთ სასწავლებლად გაუშვებდნენ, დაბრუნების შემდეგ კი ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის მთავრობაში შეაგზავნიდნენ. როგორც წინა სტატიებშიც აღვნიშნეთ, „კაგებემ“ 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან იცოდა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა და წინასწარ ემზადებოდა პოსტსაბჭოთა პერიოდისთვის. სააკაშვილის შემთხვევა კი გაიშიფრა, მაგრამ რამდენი მისნაირი „კაგებესა“ და „შავი სამყაროს“ მიერ დაფინანსებულ-შეგზავნილია თუნდაც დღევანდელ ხელისუფლებაში, არავინ იცის, ამ საქმესთან დაკავშირებით არანაირი დოსიე არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში ჩვენს სამართალდამცავებს არ გააჩნდათ.
დავით გაგნიძე: „აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. ვარდების რევოლუციამ გაცილებით დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას, ვიდრე მონღოლმა დამპყრობლებმა. ვინ იყვნენ ამ რევოლუციის „შემოქმედნი“ ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, ესენი იყვნენ „კაგებეს“ აგენტურის შთამომავლები და თავადაც გადაბირებულნი ამ სამსახურის მიერ. იმიტომაც გაყარეს ქართული უშიშროების სამსახურიდან (და არა მარტო ამ უწყებიდან) ეროვნულად მოაზროვნე პროფესიონალი კადრები. მითითებასაც რომ თავი დავანებოთ, ბუნებრივია არ აწყობდათ იმ ხალხის ძალოვან სტრუქტურებში ყოფნა, ვინც მათი წარსული კარგად იცოდა. გასული საუკუნის 90-იანი წლები, საქართველოსთვის უმძიმესი პერიოდი, მასობრივი განუკითხაობა ცალკე გამოკვლევისა და დეტალური გაანალიზების საკითხია და დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო დონეზე დადგება ეს საკითხი. ეს იყო დრო, როცა კრიმინალური ჯინი ბოთლიდან ამოუშვეს, რომლის საცეცებიც ანადგურებდა მორალსა და ზნეობას, ადამიანში ჩამჯდარ სატანისტურ ვნებებს აშიშვლებდა. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო სისხლის, ცრემლის და ფულის კულტის დრო. გერმანიის პოლიციისა და სპესამსახურების შემქმნელი ვილჰელმ შტიბერი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ამბობდა, რომ კრიმინალის მოსპობა შეუძლებელია, დანაშაული იყო, არის და იქნება. აუცილებელია კრიმინალური სამყაროს კონტროლი. ამისთვის ერთადერთი გზა არსებობს – ჩვენი კონტროლის ქვეშ უნდა მოექცეს კრიმინალური ელიტაო. საბჭოურ კრიმინალურ სამყაროს ელიტასაც სწორედ სპეცსამსახურები აკონტროლებდნენ, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აქაურობა დატოვა, რადგან მათ მაინც თავიანთი „კანონები“ ჰქონდათ, კალიებივით ვერ მოედებოდნენ ქვეყანას და ასე აღვირახსნილად ვერ გაუსწორდებოდნენ მოსახლიეობის უდიდეს ნაწილს. ამ ხალხის ადგილი ე.წ. `ბესპრედელშჩიკებმა~ დაიკავეს, რომლებიც მოგვიანებით „ვარდოსნების“ სახით მოგვევლინნენ, ოღონდ უკვე ევროპულ კოსტუმებსა და ჰალსტუხებში გამოწყობილები და საბოლოოდ ჩაიგდეს ხელში ხელისუფლების სადავეები. მე მათ ორგანიზებულ-დანაშაულებრივ საზოგადოებას დავარქმევდი. არსებობს ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც დანაშაულობების ჩადენის მიზნით მყარად ჩამოყალიბებული ჯგუფია. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ხსენებული დაჯგუფება, შეიძლება ერთი დანაშაულის მიზნით ჩამოყალიბდეს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, როცა იგი ცხოვრებამ კი არ შექმნა, არამედ უცხო ქვეყნის ზეგავლენით ჩამოყალიბდა, მიზანიც სულ სხვა იყო. დანაშაულებრივ დაჯგუფებებს წინასწარგანზრახული კრიმინალური მიზნები აქვთ, რომელთა წარმატების შემთხვევაშიც, საბოლოო მიზანი ხელისუფლების მიტაცებაა. თავიდან ამ ჯგუფის წევრები ვერც კი გრძნობენ, რომ მათი „მოღვაწეობა“ დაჯგუფების ფარგლებს სცილდება და საზოგადოებად ყალიბდება. თუ დაჯგუფება რამდენიმე ლიდერზეა დამოკიდებული, საზოგადოება უკვე პირთა ჯგუფზეა ორიენტირებული და მნიშვნელობა არ აქვს, რომელი რგოლი გამოაკლდება, მისი შეცვლა თავისუფლად შეიძლება. „კანონიერი ქურდების“ დროს ყველაფერი ლიდერზე იყო აწყობილი, მოგვიანებით კი უკვე პირთა ჯგუფი წყვეტს, ვინ გახდეს „კანონიერი ქურდი“, ვინ პოლიტიკური ფიგურა, ვინ ბიზნესმენი, ვინ სამართალდამცავი და ა.შ. საბოლოოდ ყველას ის იდეა აერთიანებთ, როგორ მოვიდეს მათი ე.წ. საზოგადოება ქვეყნის სათავეში კანონზე მაღლა დადგეს. როგორც გითხარით, ეს ყველაფერი 90-იანი წლებიდან დაიწყო, თუმცა „მოსამზადებული სამუშაოები“ 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ჩატარდა, „კანონიერმა ქურდებმა“ თითქოსდა ნებაყოფილობით გადასცეს კრიმინალური „დაფნის გვირგვინი“ „ბესპრედელშჩიკებს“, სინამდვილეში ეს ვიღაცის ბრძანებით მოხდა. საქართველოს ჯერ «კანონიერი ქურდი“ მართავდა თავისი „მხედრიონით“, მოგვიანებით „მხედრიონიდან“ გამოსული ე.წ. საძმოები განაგებდნენ და დღესაც განაგებენ თავიანთ მიერვე მიღებული ე.წ. სახელმწიფო კანონებით, რომლებსაც მათი „ჯიბის“ პარლამენტები ღებულობდნენ. ამ საძმოების აწ გარდაცვლილი წევრები სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათი „ღირსეული“ წარმომადგენელი „ზარალა“ (გიორგი რამიშვილი), რომ საქართველოს სამარცხვინო პრეზიდენტყოფილის წარდგენით, ამერიკელ მილიარდერ დონალდ ტრამპს ჩამოართმევდა ხელს და საქართველოს ფაქტობრივ ბატონ-პატრონად იქცეოდა სხვა მისნაირებთან ერთად.
ხომ ხედავთ, „ზარალას“ გავლენები არც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში შემცირებულა. ჩვენი ქვეყნის ორგანიზებულ დანაშაულებრივ საზოგადოებას ორი დაჯგუფება წარმოადგენს, რომლიდანაც ერთი უპირობო ფავორიტია, „ბესპრედელშჩიკებმა“
მოგვიანებით დემოკრატები დაირქვეს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბევრმა მათგანმა „ქართული ოცნების“ მანტიაც მოირგო, კოალიციურ ვარიანტში თუ თავად ამ პარტიის სახელით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს და „ბრწყინვალედ“ ართმევენ თავს მათ წინაშე დაყენებულ ყველა ამოცანას. ერთი სიტყვით, საქართველოს ორგანიზებულ-დანაშაულებრივმა საზოგადოებამ მშვენივრად მოირგო ხალხისთვის წამებულთა მანტია, ზოგიერთი მათგანი ხომ ამბობს, ამ ქვენის სიყვარულისთვის ვიჯექი საბჭოურ „ლაგერშიო“, და წარმატებით შეასრულა მათ წინაშე დასახული სამივე ამოცანა; პირველი პირნათლად შეასრულა რუსეთის დავალება და მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ჩვენ შეუმდგარი, ჩამოუყალიბებელი ქვეყანა ვართ და ვერასოდეს ავაშენებთ სახელმწიფოს სხვისი კარნახის გარეშე; უპირობოდ შეასრულა აშშ-ის ყველა დავალება საკუთარი ქვეყნის გაყიდვის საქმეში, ნაცხელისუფლებამ უკადრებელი იკადრა, მასიურად გაყარა აბორიგენი მოსახლეობა, დემოკრატიის პრინციპებს ამოფარებულმა, პრაქტიკულად მოსპო თაობები და მათ ქვეყნის წამყვანი მოაზროვნეებიც ზედ მიაყოლა. ამ ორი ამოცანის შესრულებით მათ შემდგომი „მოღვაწეობისთვის“ მნიშვნელოვანი მატერიალური მოგება მიიღეს, თუმცა მიიჩნევენ, რომ მათ უღალატეს და უფრო მეტის „აშენება“ შეეძლოთ“.
„საერთო გაზეთი“, 06 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ ეკოლოგ თემურ ვეკუასთან: ქალაქია თუ კრემატორიუმი?
გია ბურდული
გვესაუბრება საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის წევრი, პროფესორი თემურ ვეკუა.
– ბატონო თემურ, რა ვითარებაა დღეს ჩვენს დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის სისუფთავის მხრივ?
– დასაწყისშივე გეტყვით, რომ თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება კატასტროფულად მაღალია. დაბინძურების ძირითადი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია, რომლის დროსაც ორასზე მეტი სხვადასხვა ინგრედიენტი გამოიყოფა. მათ შორის ტყვია, ნახშირჟანგი, ბენზონპირენი და სხვები, ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ჩვენთვის უცნობია, რამდენი ინგრედიენტი იზომება თბილისში, ან საერთოდ, იზომება თუ არა ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკების ინგრედიენტები. ან ითვალისწინებენ თუ არა ინვერსიას. აუცილებელია ვიცოდეთ დამაბინძურებლების ეროვნული სტანდარტები. რას ნიშნავს, გეტყვით. დავუშვათ, რომელიმე ნივთიერება, რომელიც აბინძურებს ჰაერს, რამდენია მისი ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია, ანუ დამაბინძურებელი ნივთიერების რამდენი მილიგრამი შეიძლება იყოს ერთ კუბომეტრ ჰაერში. ეს არის ნორმატივები.
– მოდით, არამეცნიერული ტერმინებით, უფრო პოპულაროლად გვითხარით, რა გვაქვს დღეს და რა უნდა გაკეთდეს ვითარების გამოსასწორებლად...
– როგორც უკვე გითხარით, თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძUრების მხრივ კატასტროფული ვითარებაა, რაც გამოწვეულია არსებული ავტოპარკით.
– კონკრეტულად რა ხარისხის დაბინძურება გვაქვს ახლა თბილისში?
– ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მხრივ ევროპის დედაქალაქებში თბილისი ბოლო ადგილზეა, ანუ ცუდის მხრივ პირველები ვართ. ჩვენთან მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტი იზომება. გვეუბნებიან, რომ იზომება ათი ინგრედიენტი და ათივე ნორმაშიაო. ზოგიერთი ნორმის ზევითაც არის, მაგრამ რატომღაც არ ითვალისწინებენ კუმულაციის ეფექტს. ახლა გეტყვით, რას ნიშნავს კუმულაციის ეფექტი. მაგალითად, ადამიანს რომ დავალევინოთ ერთი ბოთლი ღვინო, არაყი, ლუდი ცალ-ცალკე შეძლებს, მაგრამ თუ ყველაფერს ერთად დავალევინებთ, მოკვდება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ათი ინგრედიენტი ცალ-ცალკე შეიძლება იყოს ნორმაში, მაგრამ ჯამური ეფექტი შეიძლება სასიკვდილო იყოს. ამას არავინ ითვალისწინებს არც ატმოსფერული ჰაერის და არც წყლის დაბინძურების გაზომვის დროს.
– რა შედეგები შეიძლება მივიღოთ მომავალში?
– ჰაერს აქვს გრძელვადიანი შედეგები, შეიძლება უარყოფითი შედეგი ათი წლის შემდეგ გამოვლინდეს, ეს სხვა საკითხია. თბილისის იმ უბნებში, რომლებიც უფრო გადატვირთულია ტრანსპორტის ნაკადით, გავაკეთოთ მოსახლეობის ჯანმრთელობის მონაცემების სტატისტიკა. ხალხი, რომლებიც მუდმივად იმყოფებიან იმ ჰაერში, არის მაღაზიები, ზოგან გარევაჭრობაც, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. დავინახავთ, რომ აქვთ ფილტვების, იმუნური სისტემისა და ალერგიული დაავადებები.
– ამ კუთხით ჯერ არავის შეუხედავს პრობლემისთვის. გამოდის, რომ, შეიძლება ქალაქის ერთ უბანში, თუნდაც საბურთალოზე ნაკლები დაბინძურება იყოს, რუსთაველის პროსპექტზე კი მეტი...
– თბილისში აუცილებლად უნდა გაკეთდეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კორექტული რუკა. ეს ნიშნავს, რომ უნდა ჩატარდეს გაზომვები იმ ინგრედიენტებისა, რომლებიც ყველაზე საშიშია ჯანმრთელობისთვის, დავიტანოთ ეს ქალაქის რუკაზე, რომლის მიხედვითაც მივიღებთ თბილისის იმ უბნებს, სადაც არის წითელი ზონები, ცხელი წერტილები, სასიკვდილო წერტილები და ნაკლებად საშიში ზონები. წითელი – ეს სახიფათო ზონაა.
– მსგავსი კვლევები არასოდეს ჩატარებულა ჩვენს დედაქალაქში?
– უკაცრავად, მაგრამ კომუნისტების დროს იყო რაღაც გარკვეული პროგრამები და ტარდებოდა ღონისძიება `სუფთა ჰაერი თბილისს~. აქ შედიოდა, ავად თუ კარგად, მანქანების ტექნიკური დათვალიერება, მანქანების მუდმივი კონტროლი მოძრაობის დროს. თუ ავტომობილს დიდი რაოდენობის გამონაბოლქვი ჰქონდა, აჯარიმებდნენ, იყო კიდევ სხვა სადამსჯელო ღონისძიებები. დღეს არაფერი იზომება, ჩვენ სიტუაცია არ ვიცით, რაც იზომება, ისიც არასწორად, მოძველებული მეთოდებით. თუ ინვერსია არ არის გათვალისწინებული გაზომვის დროს, ყველაფერი არის შეცდომით. ჩვენ არ ვიცით, ეროვნული სტანდარტები რამდენ ნივთიერებაზეა. ვიცითო, გვეუბნებიან, მაგრამ თუ იციან და აქვთ, გვაჩვენონ. ყველაზე მთავარი ის გახლავთ, რომ არ ითვალისწინებენ კუმულაციის ეფექტს. გვეუბნებიან, იზომება ათი ინგრედიენტი და აქედან რვა არის ნორმის ფარგლებში, ორი ცოტა გადაცდენილია ნორმიდან. ამ დროს ჯამური ეფექტი შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს.
– რომელი სამსახურია თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლზე პასუხისმგებელი?
– პასუხისმგებლობა საბაჟოდან იწყება, რომელმაც ქვეყანაში არ უნდა შემოუშვას ბენზინი, რომელიც ტყვიას შეიცავს და ასე შემდეგ. კონტროლი ბენზინის ხარისხზე ქვეყანაში ნაკლებად ხორციელდება. ამის გარდა, თავისი წილი პასუხისმგებლობისა გარემოს დაცვის სამინისტრისაც აკისრია. ასევე ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია, რომელმაც ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა უნდა დაარეგულიროს. ზოგიერთ ქვეყანაში კანონით აკრძალულია შუქნიშანთან ძრავის გამორთვა, რადგან მანქანის დაქოქვისას გამოიყოფა დიდი რაოდენობის გამონაბოლქვი. აუცილებლად უნდა დადგინდეს, თბილისში რომელ ადგილებშია ცუდი მდგომარეობა ჰაერის დაბინძურების მხრივ. თუმცა, სადაც არის მანქანების საცობები, იმ ადგილებში ამას დიდი კვლევა არ სჭირდება.
– თუ არსებობს სამსახური, სადაც თავს უნდა იყრიდეს თქვენს მიერ ჩამოთვლილი პრობლემები?
– ეს უნდა იყოს გარემოს დაცვის სააგენტო, რომელიც უნდა ზომავდეს და ზომავს რაღაცას, მაგრამ მე ვამტკიცებ და უცხოელებთან შეხვედრის დროსაც ვთქვი, რომ არასწორად ზომავენ, არასწორ შედეგებს, რეკომენდაციებს გვაწვდიან. ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ აკრძალვით მეთოდებს ტრანსპორტის კუთხით. თუ არ იქნება მკაცრი კანონები, მერწმუნეთ, რომ ქალაქი მალე კოლაფსში აღმოჩნდება. კოლაფსი იქნება ის, რომ ქალაქის მოსახლეობაში მოიმატებს ავადმყოფობები და უკვე მომატებულია. გავიმეორებ, ეს გახლავთ სასუნთქი ორგანოები, დაქვეითებული იმუნური სისტემა და ალერგია. ყველა ესენი არის ეკოლოგიური ეტიოლოგიის წარმოშობის ავადმყოფობები. ჩვენ რომ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ვთხოვოთ სტატისტიკური მონაცემები, რომელი ავადმყოფობა როგორ მოძრაობს, დავინახავთ, რომ ყველა მათგანი ჰაერით არის გამოწვეული. ჩვენ რომ უცხოელებს ჰაერის დაბინძურების ზუსტი მონაცემები ვაჩვენოთ, დამერწმუნეთ, აქ არავინ ჩამოვა. წყალთანაც გავაკეთებ მცირე პარალელს. გახსოვთ, ცოტა ხნის წინ თბილისში ამებიოზი იყო გავრცელებული. ეს გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ, უკაცრავად და, მთელი კანალიზაცია მტკვარში ჩაედინება. თავის დროზე 73 წერტილი დავადგინე, რომლითაც არასანქცირებულად ჩადის მტკვარში დაბინძურებული წყალი. ახლა არ ვიცი, მაგრამ ერთი პერიოდი ონკოლოგიური ნარჩენებიც ჩაედინებოდა მტკვარში.
– ბატონო თემურ, თქვენ მანქანების გამონაბოლქვზე საუბრობდით. ქალაქში არსებული ბენზინგასამართი სადგურები თუ ახდენენ გავლენას ჰაერის დაბინძურებაზე?
– თუ იცის ვინმემ, რამდენი ბენზინგასამართი სადგური და დისლოკაცია კანონის დარღვევით არის თბილისში. გადით და ნახეთ, თუნდაც თამარაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლებთან არის ერთიმეორის მიყოლებით ბენზინგასამართი სადგურები. ძველი სტანდარტებით, 60 მეტრით მაინც უნდა იყოს დაცილებული სადგური სახლებისგან. ჩვენ ევროპისკენ მივდივართ, მაგრამ იქაური სტანდარტები რომ მივიღოთ, აქ ყველაფერი უნდა გაქვავდეს. გავაკეთე დასკვნა და ევროინტეგრაციის მინისტრსაც გავუგზავნე. შეხედეთ ჩვენს სადარბაზოებს, ქუჩებს, ნაგვის გატანის სტრუქტურას, რომელიც გვაძლევს ადამიანის კულტურის შეფასებას. რამდენი საზოგადოებრივი საპირფარეშოა ქალაქში. რაც არის, ზოგიერთი სულ რომ არ იყოს, ჯობია. შეკითხვა დავსვი თუ რა პირობებს გვიყენებენ ევეროკავშირში გაწევრიანებისთვის ეკოლოგიური კუთხით – პირობები უნდა დაიცვა. თუ ჩასვრილი ხარ, მაშინ შენი ადგილი არ არის ევროპაში. ევროპა ნიშნავს კულტურას, სისუფთავეს და კიდევ ბევრ სხვას. დადებითსაც და უარყოფითსაც. გარდა ამისა, მანქანების სავალი ნაწილის 60 მეტრში სხვადასხვა ნარჩენებით, მათ შორის, ტყვიითაც არის დაფენილი. უბედურება ის არის, რომ იქ პროდუქტებსაც ყიდიან. ყველაფერი ეს მისახედია, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მომავალი თაობა ბავშვობიდანვე ავადდება, ალერგია შემოტანილი ხომ არ არის.
– ეს ხომ კომპლექსური საკითხია…
– გეთანხმებით. აქ შეხება შვიდ სხვადასხვა უწყებას და სამინისტროს აქვს.
– ქალაქის განაშენიანებაზეც ვისაუბროთ. კოსპუსები ისე შენდება, ერთმანეთს არიან მიბჯენილი...
– ეს ტრაგედიაა. ელემენტარულად, კორპუსებს ხომ აქვს სანიტარული ქსელები. თბილისი უკვე შესულია მუდმივი ავარიების ციკლში. ერთ უბანს წყალი არ ექნება, მეორეგან საკანალიზაციო სისტემა მოიშლება, იქ შუქი გამოერთვებათ. ვერ უძლებს ქალაქი იმ დატვირთვას, რომელიც იყო ადრე გათვლილი.
– ბატონო თემურ, თუ მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე საცხოვრებლებთან ახლოს მდებარე ბენზინგასამართი სადგურები?
– როდესაც მანქანის ავზში საწვავს ვასხამთ, რაღაც მავნე ნივთიერებები გამოიყოფა. გამონაბოლქვზე უკვე გითხარით. ამას გარდა, დაუკვირდით, თბილისში ფერადი წვიმები მოდის, ეს არის გამონაბოლქვი. წვიმამ ქვემოთ წამოიღო, თორემ მაგ ჰაერს ვსუნთქავთ. სმოგით არის ქალაქი დაფარული. წინათ ცენტრალური გათბობა იყო. ახლა ყველა სახლში, კორპუსში მინიმუმ ოცი გამათბობელი ქვაბია, ინდივიდუალურად. თბილისში რა გამონაბოლქვებია, მარტივად შეგვიძლია გამოვითვალოთ – ვნახოთ, რამდენი ბენზინი იყიდება და იწვება. შესწორება გავაკეთოთ მანქანების ვარგისიანობის მიხედვით. რომლებსაც, უმეტეს შემთხვევაში, არც კატალიზატორი აქვთ და არც ნეიტრალიზატორი. ამას დავამატოთ, რამდენი გაზი იხარჯება განსაკუთრებით ზამთარში და მივიღებთ იმ ნარჩენებს, რომლებიც ჰაერს აბინძურებენ. გარემოს დაცვის მინისტრსაც ვიცნობ და თბილისის მერსაც, პატივსაც ვცემ. თუმცა მილიონი ხის დარგვას ევროპის ქალაქებმა ათწლეულები მოანდომეს, 250 ჰექტარი თავისუფალი მიწაა საჭირო მილიონი ხის დასარგავად. თბილისში რვაჯერ ნაკლები მწვანე ნარგავია, ვიდრე ნორმალურ ქალაქებში. ჩვენ შევთავაზეთ, რომ კონსიგნაციით დავრგავდით მილიონ ხეს და მათ ფულის გადახდა შესრულების შემდეგ დაეწყოთ. უარი გვითხრეს, მიზეზად ტენდერების არსებობა დაასახელეს. შევთავაზე გარემოს დაცვის მინისტრსაც და თბილისის მერს გამართონ საერთაშორისო კონფერენცია `თბილისის ეკოლოგია~. ჩამოვლენ სტუმრები, ჩვენც გვყავს მეცნიერები, რომლებიც ჩრდილში არიან, რომლებიც ქალაქის განვითარების რეკომენდაციას მისცემდნენ. როგორ შეიძლება, კაცი ეკოლოგიაში მუშაობდეს და სხვა პროფესია ჰქონდეს. სიმართლე ვთქვათ და მსგავსი კონფერენცია საბჭოთა საქართველოში ჩატარდა. მაშინ თბილისი საბჭოეთში ერთ-ერთ სუფთა ქალაქად ითვლებოდა.
– რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ თბილისის ქუჩებიდან ელექტროტრანსპორტის გაუქმება?
– ეს დანასაულია! მთელი ევროპა ცდილობს გაზარდოს ელექტროტრანსპორტი და შეამცირონ გამონაბოლქვი. საერთოადც, დიზელის საწვავს ნაკლებად იყენებენ, ეს სხვა უბედურებაა. ეკოლოგიურად გარკვეულ შეღავათს ბუნებრივი აირი გვაძლევს, მაგრამ აქ სხვა რისკებია, რომლებიც საერთოდ არ არის გათვალისწინებული. ჩემთვის საინტერესოა, რატომ არაფერს ამბობენ ე. წ. არასამთავრობოები, რომლებიც გრანტებს დასდევენ, შავმა ზღვამ რომ 19 დელფინი გამორიყა? არ შეიძლება ეკოლოგი პოლიტიკურ დავალებას ასრულებდეს.
რას ვუტოვებთ მომავალ თაობას, ამაზე დავფიქრდეთ. ნახეთ, რამდენი ავტოსამრეცხაო და რესტორნებია. სად მიდის მათი კანალიზაცია? ჯერ გარდაბანში და შემდეგ მტკვარში. რას ნიშნავს ინვესტორი? ჩადო, მაგალითად, 5 მილიონი, სამაგიეროდ, ათმაგი უნდა ამოიღოს და ამდენივე ეკოლოგიური ზარალი დატოვოს. ქვეყანაში ინვესტორი რომ შემოდის, უნდა დაუწესო ეკოლოგიური მოთხოვნები. ნარჩენების საკითხი ცალკე თემაა. დასნეულებული საქონლის, თუნდაც ჯილეხიანის სამარხების რუკა არ არსებობს. შეიძლება ადამიანმა იყიდოს მიწის ნაკვეთი და იქ სამარხი აღმოჩნდეს. ვიდრე ევროპელები ჩვენს ნაწარმს იყიდიან, ჯერ ნიადაგს შეამოწმებენ.
– თბილისის მერიაში ამ საკითხებზე რატომღაც არ საუბრობენ.
– მერიას აქვს ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური. ერთი ვნახოთ, რა გეგმები აქვთ. ამათ უცხოელების იმედი აქვთ. ქალაქში ისეთი არეული სიტუაციაა, რომ პრობლემების მოგვარება ზოგჯერ შეუძლებელიცაა. ეკოლოგიის საკითხები ყველა დარგის სპეციალისტების საზრუნავია.