globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 4 აგვისტო 2016 წელი

Posted by Globalresearch on Aug 4th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Голос Армении» (სომხეთი): ამჯერად ვის ხარჯზე გადაარჩენს რუსეთი თურქეთს? // რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, საქართველოს უნდა მოველაპარაკოთ

«Ноев ковчег» (რუსეთი): რა გავლენას მოახდენს კავკასიის რეგიონზე რუსეთ-თურქეთის დაახლოების პროცესი

———————-

«Голос Армении» (სომხეთი), 03 აგვისტო, 2016 წელი

http://golosarmenii.am/article/43890/za-chej-schet-na-sej-raz

ამჯერად ვის ხარჯზე გადაარჩენს რუსეთი თურქეთს?

„რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, საქართველოს უნდა მოველაპარაკოთ“

გრიგორი აპოიანი

(შემოკლებით)

„რამდენად შეუძლია გავლენის მოხდენა კავკასიის რეგიონზე თურქეთში მიმდინარე დრამატულ მოვლენებს და რუსეთ-თურქეთის ერთმანეთთან დაახლოებას? შემაშფოთებელია თუ არა სომხეთისათვის საუკუნო მტრების მორიგი დაძმობილება ერთმანეთთან? დიახ, ჩვენთვის მოსკოვისა და ანკარის ინტეგრირება საშიშია და აი, რატომაც:  „თაფლობის“ წინა წლებისაგან განსხვავებით, როცა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში ეკონომიკური ინტერესები ჭარბობდა, მათი ამჟამინდელი დაძმობილება უკვე პოლიტიკურ საფუძველზე ხდება. პოლიტიკა კი, როგორც ერთ ცნობილ სახელმწიფო მოღვაწეს უთქვამს, იმაში გამოიხატება, თუ ვინ მიიღებს, რას მიიღებს და როგორ მიიღებს. საუკუნეების გამოცდილენა გვკარნახობს, რომ კავკასიურ პოკერში, როგორც წესი, „ხურდა ფულად“ ყოველთვის სომხეთი გამოდიოდა (საქართველოსა და აზერბაიჯანთან ერთად), ასე რომ, ჩვენ, სამივე ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ეს მანკიერი ისტორიული ტრადიცია საბოლოოდ აღმოვფხვრათ.

ამბიციურმა რეჯეპ ერდოღანმა საკუთარი თავი ჩიხში თვითონვე მოიქცია: სრულ პოლიტიკურ იზოლაციაში ჩავარდნილმა თურქეთის პრეზიდენტმა, რომელიც ქვეყნის დაშლის საფრთხის წინაშეც დადგა, იმედის მზერა თავის ეგზისტენციალურ მტერს – რუსეთს მიაპყრო. რეჯეპ ერდოღანი ისევე იქცევა, როგორც მოიქცა თავის დროზე მუსტაფა ქემალი – კრემლს რომ მიმართა, მიშველე როგორმეო და უფრო ადრე ოსმალეთის სულტანი მაჰმუდ მეორე, რომელიც ნიკოლოზ პირველს ემუდარებოდა, კონსტანტინოპოლი ეგვიპტის მმართველ მუჰამედ ალის ჯარების შემოტევისაგან იხსენიო. გავიხსენოთ, რომ ორივე შემთხვევაში თურქებმა რუსეთისაგან სასურველი დახმარება მიიღეს, რითაც ისინი, ფაქტიურად, განადგურებისაგან გადარჩნენ. თურქები ახლაც რუსეთის იმედით არიან, მიუხედავად იმისა, რომ ორ იმპერიას შორის იმ დროს არსებული წინააღმდეგობა არაფრით არ განსხვავდება დღევანდელისაგან.

მაგრამ რას მიიღებს რუსეთი თურქეთთან სავარაუდო გარიგებისაგან? ეს საინტერესო კითხვაა. რადგანაც გარეგნულად მოსკოვისათვის მაინცდამაინც დიდი არაფერი პოლიტიკური სარგებელი არ ჩანს, უნდა დავასკვნათ, რომ თურქეთისადმი ხელის გაწვდაში კრემლს რაღაც შორსმიმავალი და გრძელვადიანი გეგმები ამოძრავებს.

(…)

ჩვენ ძალიან ხშირად ვიხსენებთ და ვამბობთ ხოლმე, თუ როგორ დაეხმარა ვლადიმირ ლენინი კოლეგა მუსტაფა ქემალს სომხეთისადმი ანგარიშის გასწორებაში, მაგრამ არასდროს არ დავფიქრებულვართ იმაზე, რომ აზერბაიჯანელებს უფრო მეტი მიზეზი აქვთ ნაწყენი იყონ ანატოლიელი თანატომელების მიმართ, რომლებმაც ასე იოლად ჩაუგდეს ხელში აზერბაიჯანი ბოლშევიკებს. ეს იყო პოლიტიკა, რომელიც, როგორც ცნობილია, ზნეობრივ პრინციპებს კი არ ეფუძნება, არამედ მხოლოდ პრაგმატიზმით განისაზღვრება. შეფასებებიც პრაგმატულია. საბოლოო ჯამში, ვლადიმირ ლენინმაც და მუსტაფა ქემალმაც დასახულ მიზნებს მიაღწიეს. ეს ნიშნავს, რომ ორივე მარალ პოლიტიკურ შეფასებას იმსახურებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი მოქმედებით რომელიღაც მცირე ხალხები, „ფეხებში რომ ედებოდნენ“, ნაწყენი დარჩნენ.

ეს პატარა ისტორიული ექსკურსი თითქმის საუკუნის წინანდელ ეპოქაში იმიტომ დაფვჭირდა, რომ წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით გავარკვიოთ: შეუძლია თუ არა დღეს რეჯეპ ერდოღანს ისევე გაყიდოს აზერბაიჯანელი თანამოძმეები, როგორც ეს მუსტაფა ქემალმა გააკეთა? პასუხი ერთმნიშვნელოვანია: ისე გაყიდის, თვალსაც არ დაახამხამებს. აქვე „საიდუმლოებასაც“ გაგიმხელთ: ანატოლიელ თურქებს კავკასიელი ნათესავები ველურებად და ბარბაროსებად მიაჩნიათ, საკუთარი თავი კი „ცივილიზებულა და კულტურულ ხალხად“.

რეჯეპი კი ჩააბარებს რუსეთს აზერბაიჯანს, მაგრამ როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი, როგორი ფორმით? ჩვენ ხომ 21-ე საუკუნეში ცხოვრობთ, ანექსიას ლეგიტიმაცია ჭირდება. აზერბაიჯანისა და შემდეგ სომხეთის ჩაყლაპვის გამო რუსეთს დასავლეთის წინაშე თავის გამართლება გაუჭირდება, ანუ რაღაც უნდა მოხდეს – უფრო მეტი, ვიდრე უკრაინაში… შორს არ წავალთ, რადგან ობიექტი აქვეა – მთიანი ყარაბაღი, რომელიც თავის დროზე  შორსმჭვრეტელმა იმპერიალისტმა იოსებ სტალინმა შექმნა. სქემა საკმაოდ პრიმიტრიულია და აპრობირებული: იმ ხალხებს, რომელთა დამონება საჭირო, ჯერ ერთმანეთს მიუსევ (რაც ძალიან იოლია), შემდეგ კი იტყვი – რა ვქნათ, ეს საცოდავები ვიღაცამ ხომ უნდა შეაჩეროს, თორემ ხედავთ, რას აკეთებენ – ერთმანეთს ველურებივით თავებს აჭრიან… ჩვენ ვალდებულები ვართ ისინი ტოტალური განადგურებისაგგან დავიფაროთ!“.

პირადად მე ეჭვი არ მეპარება, რომ ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავება აპრილში სწორედ მოსკოვის ღრმემად გასაიდუიმლოებულ ბუინკერებში დაიფგეგმა. მასში ბაქოს იდუმალი ემისრებიც მონაწილეობდნენ. აბა, ტყუილად ხომ აძლევდა ამდენ იარაღს რუსეთი აზერბაიჯანს? სამწუხარო ისაა, რომ ბაქოელ სულთანს არ ესმის, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი თვით აზერბაიჯანის წინააღმდეგაა მიმართული. თურქეთთან გარიგებაში მოსკოვისათვის მთავარ პრიზად სწორედ ენერგორესურსებით მდიდარი და მომგებიანი გეგოგრაფიული მდებარეობის მქონე აზერბაიჯანი ითვლება. ისევ 1920-იანი წლების დასაწყისი გავიხსენოთ: აზერბაიჯანის ხელში ჩაგდება ჯერ სომხეთის, შემდეგ კი საქართველოს ხელში ჩაგდებასაც ნიშნავს [რუსეთის არმია 1920 წლის 30 აპრილს ჯერ აზერბაიჯანში შეიჭრა, შემდეგ კი, ნოემბერში - სომხეთში, 1921 წლის თებერვალში კი საქართველოში].

მეზობელი სახელმწიფოების მზაკვრულ გეგმებს სამხრეთ კავკასიის ხალხებმა მხოლოდ ერთად უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა, მაგრამ ეყოფათ კი მათ ჭკუა-გონება და ნება ამისათვის? აი, ესაა მთავარი კითხვა. ბაქოელი სულთნის იმედი, ალბათ, არ უნდა გვქონდეს, იგი თვითონაც იმპერიალისტია, მაგრამ საქართველოს რაც შეეხება, მასთან მოლაპარაკებაა საჭირო, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს.  ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში ისაა, რომ საქართველომ თავისი პოლიტიკური გეგმები შეცვალოს. თბილისმა, ბოლოს და ბოლოს, უნდა გააცნობიეროს, რომ ზღვისიქითა ბიძიების იმედი არ უნდა ჰქონდეს. ღმერთმა ნუ ქნას, რომ საქართველოსაც ისე მოუვიდეს, რაც მოუვიდა ბიძიების დახმარების მომლოდინე სომხეთს, რომელმაც მოლოდინში თავისი ტერიტორიისა და მოსახლეობის დიდი ნაწილი დაკარგა! სწორედ ასეთი მწარე ისტორიული გამოცდილების გამო უნდა დავეხმაროთ საქართველოს სახიფათო ილუზიებისაგან გამოსასვლელად. ამ თვალსაზრისით 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები საქართველოსთვის ჭკუის სასწავლი უნდა იყოს. ამ ილუზიებიდან გამოსვლის შემდეგ საქართველო საბოლოოდ მიხვდება, რომ მის ბუნებრივ, ასე ვთქვათ, „სასიცოცხლო“ მოკავშირედ სწორედ სომხეთია და გაიხსენებს იმას, რომ ჩვენ ყოველთვის წარმატებას ვაღწევდით, როცა ერთად, სოლიდარულად ვმოქმედებდით. იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება დასკვნებს გააკეთებს. ასევე დასკვნები უნდა გააკეთოს სომხეთის ხელისუფლებამაც და მაშინ, როცა უკვე ერთმანეთის საყრდენები გავხდებით, შესაძლებლობა გვექნება ჩვენვე დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება და სუვერენიტეტი. იმავდროულად, მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ მეგობრული დამოკიდებულება მეზობლებთან, უპირველესად კი რუსეთთან.

ჩვენ საქართველოსთან ძალიან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირი გვჭირდება. დიახ, ეს მოსკოვმაც უნდა დაინახოს, ეს მის თვალწინ უნდა გავაკეთოთ. პარალელურად უნდა ვეძიოთ პარტნიორები საზღვარგარეთაც. რაც უფრო მეტად დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მით უფრო მეტად გააცნობიერებენ სომხეთის მნიშვნელობას დიდი სახელმწიფოები. უპირველესად, ამას გააცნობიერებს რუსეთი, რომლის ტერიტორიული მთლიანობა სომხეთზეა დამოკიდებული (ისევე როგორც რუსეთზეა დამოკიდებული სომხეთის არსებობა).  შესაბამისად, ჩვენი ურთიერთობა ამ მკაცრი მოცემულობიდან გამომდინარე უნდა იყოს. ჩვენი პოლიტიკა რუსეთის მიმართ იუველურად დაბალანსებული უნდა იყოს: ჯერ ერთი, რომ არ გვაქვს უფლება უარვყოთ მოსკოვის მფარველობა და მის მიერ ჩვენი დასავლეთი საზღვრების დაცვა და მერორე – რუსეთს არ უნდა მივცეთ სომხეთის ანექსიიაზე ფიქრის შანსიც კი. ამ ამოცანის გადაწყვეტა ბევრად იოლი იქნებოდა, ბაქოს დინასტიური მმართველს რომ ცოტა მეტი სიბრძნე გამოეჩინა და ელემენტარული თავის გადარჩენის მიზნით სომხეთ-საქართველოს ალიანსს შეერთებოდა. მართალია, მას  ამ შემთხვევაში მთიანი ყარაბაღზე „რბილად“ უარისთქმა მოუწევდა, მაგრამ რას იზამ, ყარაბაღი ხომ მან ისედაც სამუდამოდ უკვე დაკარგა. ასე რომ, სამხრეთ კავკასიის სამ რესპუბლიკას მხოლოდ მტკიცე ერთობით შეუძლია წინ აღუდგეს სამმხრივი მეზობლების იმპერიალისტურ ზრახვებს (იგულისხმება ირანიც, რომელიც თურქეთ- რუსეთის მსგავსად თამაშობს).

«Ноев ковчег» (რუსეთი), 04 აგვისტო, 2016 წელი

http://noev-kovcheg.ru/mag/2016-08/5489.html

რა გავლენას მოახდენს კავკასიის რეგიონზე რუსეთ-თურქეთის დაახლოების პროცესი

რამ აიძულა თურქეთი მოსკოვთან დაახლოებაზე წასულიყო? როგორია რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები? როგორ ვითარდება თურქეთის ურთიერთობები მეზობლებთან და როგორია ძალთა განლაგება კავკასიის რეგიონში? ამ საკითხებზე გაზეთ „ნოევ კოვჩეგის“ („ნოეს კიდობნის“) ჟურნალისტთან დსთ-ის ინსტიტუტის ევრაზიული ინტეგრაციის განყოფილების გამგე ვლადიმირ ევსეევი საუბრობს.

(…)

- რუსეთთან კონფლიქტმა გარკვეულწილად დაამუხრუჭა თურქეთის შეღწევის პროცესი სამხრეთ კავკასიაში, სადაც ანკარა თავის თამაშს ეწევა. თქვენ ფიქრობთ, რომ თურქეთი რეგიონში „შეტევას“ განაახლებს?

- ვფიქრობ, რომ თურქეთი სირიაში აქტიურობის შემცირების კომპენსაციას სამხრეთ კავკასიაში მოახდენს და პირველ რიგში საქართველოსთან კონტაქტების განმტკიცების ხარჯზე. ამ მიმართულებით თურქეთს მოუწევს წინააღმდეგობა გაუწიოს „ირან-სომხეთ-საქართველოს“ სატრანსპორტო დერეფნის შექმნას. თუ გავითვისწინებთ იმას, რომ საქართველო რთულ სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციაში იმყოფება, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ თურქეთ-საქართველოს ინტეგრირება და თანამშრომლობა პოზიტიურად გაგრძელდება. ამ პროცესზე გარკვეულ გავლენას მოახდენს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები. უნდა ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას შეინარჩუნებს, მაგრამ პარტნიორებს, ალბათ, შეიცვლის. ამასთან, მე საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუარესებას არ ველოდები.

- რა შედეგებს მოუტანს სომხეთს ის ცვლილებები, რაც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობში ხდება?

- რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის მოსალოდნელი აღდგენა, რომელიც, როგორც ჩანს, საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი იქნება, სომხეთს რაიმე პრობლემების არ მოუტანს. პირიქით, გაჩნდება ახალი შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გააქტიურებისათვის, პირველ რიგში, ეკონომიკურ სფეროში. რაც შეეხება სომხეთის უსაფრთხოებას, რუსეთი კვლავ დარჩება თავისი სტრატეგიული მოკავშირის ინტერესების დაცვის გარანტად, თურქეთთან მიმართებით.

- რამდენად შესაძლებელია რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების აღდგენა წინანდელ ფორმატში?

- ჩემი აზრით, რუსეთ-თურქეთის წინანდელი ურთიერთობები პოლიტიკურში კი არა, ეკონომიკური სფეროშიც კი ვერ აღდგება. მთავარი მიზეზი ისაა, რომ პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და რეჯეპ ერდოღანი ერთმანეთს აღარ ენდობიან. ამ პირობებში მოსკოვისა და ანკარის დაპირისპირება შენარჩუნდება, მაგრამ შეზღუდული მასშტაბებით და შენიღბული ფორმით. კერძოდ, დაპირისპირება შეიძლება გამოვლინდეს ყირიმისა და ყირიმელი თათრების მიმართ.

- ანუ თქვენ თვლით, რომ შეიძლება თურქეთმა რუსეთს „ზურგში კვლავ დანა ჩაარტყას“?

- ვთვლი, რომ უახლოეს პერსპექტივაში თურქეთი ამას აღარ გააკეთებს. შემდეგ კი ყველაფერი ანკარაზე იქნება დამოკიდებული – სურს თუ არა თურქეთს ერთ-ერთ რეგიონულ ლიდერად დარჩენა. არაა გამორიცხული, თუ რუსეთის პოზიციები ახლო და შუა აღმოსავლეთში განმტკიცდება, ანკარას კვლავ წაუცდება ხელი „ზურგში დანის ჩასარტყმელად“. მაგრამ თუ თურქეთი დასუსტდება, მათ შორის ქურთისტანის პრობლემის გამო, მაშინ ანკარა დანის მომარჯვებას ვერ გაბედავს – მოსკოვის პასუხი მისთვის ძალიან მტკივნეული იქნება.

Comments are closed