globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 18 აგვისტო 2016 წელი

Posted by Globalresearch on Aug 18th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: რატომ ტოვებენ პაატა ბურჭულაძის პარტიას მასობრივად // „აქვთ შესაძლებლობა, უკეთესი პირობები შესთავაზონ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ კარიერის გაკეთებისთვის იბრძვიან”

„რეზონანსი“: რატომ ტოვებენ პაატა ბურჭულაძის პარტიას თავისი წევრები? (გამოკითხვა)

„რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „არჩევნების მეორე ტური ბევრგან დაინიშნება, ხოლო მეორე ტურში ყველგან ხელისუფლების კანდიდატი იგებს“ // „საქართველოს ნეიტრალიტეტს გაერო არ აღიარებს“

„ინტერპრესნიუსი“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ცნობილი ადამიანების სიაში ჩასმა საარჩევნო კამპანიის ქრესტომათიას წარმოადგენს – ამომრჩეველი ცნობილ სპორტსმენს უფრო აძლევს ხმას, ვიდრე უცნობ იურისტს“

ვერსია: ორი ირაკლის მაჟორიტარული ომი // თავდაცვის ექს-მინისტრები ერთმანეთს გორში შეერკინებიან

ვერსია: რამდენს ხარჯავენ პარტიები პოლიტიკურ რეკლამაზე // ვინ სარგებლობს უფასო სატელევიზიო რეკლამით და რატომ არ პაექრობენ პარტიები ეკონომიკური პროგრამებით

ვერსია: ინტერვიუ კახა მიქაიასთან: „სანდრა ღომს გააკეთებს, „დიდოუ ნანას“ იმღერებს და ზუგდიდში არჩევნებს მოიგებს!“ // რატომ უყვართ სამეგრელოში მიშა, რომელი ჩინოვნიკის ცოლის დაქალები იღებენ ზუგდიდში გადაწყვეტილებებს

——————-

„რეზონანსი“, 18 აგვისტო, 2016 წელი

რატომ ტოვებენ პაატა ბურჭულაძის პარტიას მასობრივად

აქვთ შესაძლებლობა, უკეთესი პირობები შესთავაზონ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ კარიერის გაკეთებისთვის იბრძვიან”

თიკო ოსმანოვა

მსოფლიო ბანს პაატა ბურჭულაძეს თანაგუნდელები ემიჯნებიან – პარტიას “სახელმწიფო ხალხისთვის” აქტივისტები მასობრივად ტოვებენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მერაბ მეტრეველი პარტიის წევრებზე სუს-ის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს, გომელაურის უწყებაში კი ამას კატეგორიულად აურყოფენ.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განმარტებით, ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩამოყალიბებული პარტიის ჩამოშლა ძალიან მარტივია და, მისივე თქმით, ამის გაკეთება სპეცსამსახურებსა და პოლიტიკოსებსაც შეუძლიათ.

გუშინ მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” კიდევ 25-მდე წევრმა დატოვა. პარტიის ნავთლუღის მე-10 საარჩევნო ოლქის შტაბის აწ უკვე ყოფილი უფროსი იოსებ ხიმშიაშვილი პარტიის დატოვების რამდენიმე მიზეზს ასახელებს. მისი თქმით, ერთ-ერთი არის ის, რომ პარტია აწარმოებს კონსულტაციებს “ახალ საქართველოსთან”, “გირჩთან” და “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანებასთან დაკავშირებით, რაც მიუღებელია. ამასთან, ხიმშიაშვილი ფინანსურ პრობლემებსაც ასახელებს და აცხადებს, რომ 2 თვეა ხელფასი არ გაცემულა.

„ორი თვის განმავლობაში ხელფასები არ დარიგებულა, ამ დროს კი ბურჭულაძე წასულია გერმანიაში საზაფხულო არდადეგებზე და მეუღლესთან ერთად 7-ვარსკვლავიან სასტუმროში ისვენებს”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ხიმშიაშვილმა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტია ბათუმის ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმაც დატოვეს. განცხადება ახალგაზრდული ორგანიზაციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარე გიგა ფარტენაძემ გუნდთან ერთად გაახმოვანა და პარტიის რიგების დატოვების მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში უყურადღებოდ დარჩა მოძრაობის ახალგაზრდული აქტივი, რომელსაც ბოლო სამი თვეა “მხოლოდ შიშველი ენთუზიაზმით უწევს პარტიული დავალების შესრულება”.

გიგა ფარტენაძის განმარტებით, ეს იმ ფონზე ხდება, როცა “პარტიულ ელიტას” ძვირად ღირებული ვოიაჟები აქვს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.

გიგა ფარტენაძის განმარტებით, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც პარტია დატოვა, არის ის, რომ მოძრაობას არასწორი ტაქტიკური და სტრატეგიული გათვლები ჰქონდა, რის გამოც საზოგადოებრივ ინტერესზე კონცენტრირება ვერ შეძლო.

“აჭარის რეგიონის რეგიონული ახალგაზრდული მიმართულება მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოძრაობა რეგიონში ადეკვატურად ვეღარ პასუხობს არსებულ რეალობას, რაც კარგად ჩანს პარტიული და საარჩევნო კამპანიის სტრუქტურების მშენებლობასა და საქმიანობაში, ხოლო ეს უკანასკნელი კარგად ავლენს, რომ პოლიტიკური მოძრაობა შორს დგას არსებული რეალობისგან. ჩვენ, რეგიონის ახალგაზრდებს, ვისაც შეგვტკივა გული ჩვენი რეგიონის განვითარებისათვის, მივისწრაფვით აქ არსებული პრობლემების გამოვლენის და მათი გადაჭრის გზების დასახვისთვის და მოძრაობა მიგვაჩნდა მსგავსი ამოცანების რეალიზების ერთ-ერთ უმთავრეს რესურსად – დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან ვერ შეძლო საზოგადოებრივ ინტერესებზე კონცენტრირება, მასთან დაახლოებისთვის ვერ მოახერხა რეგიონის საზოგადოებასთან სწორხაზოვანი დიალოგის წარმოება, რაც მოძრაობის არასწორი სტრატეგიული და ტაქტიკური გათვლების შედეგია. უფრო მეტიც, ბოლო პერიოდში მოძრაობის გარშემო სულ უფრო მეტად ჩნდება პასუხგაუცემელი კითხვები საზოგადოებაში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს მათი საზოგადოებისათვის მიუღებელ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებში ალიანსში. სამწუხაროდ, უყურადღებოდ დარჩა მოძრაობის ახალგაზრდული აქტივი, რომელსაც ბოლო სამი თვეა მხოლოდ შიშველი ენთუზიაზმით უწევს პარტიული დავალების შესრულება და ეს იმ ფონზე, როცა აშკარად იკვეთება პარტიული ელიტის კერძო, ძვირად ღირებული ვოიაჟები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოძრაობის ახალგაზრდულმა მიმართულებამ მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება პოლიტიკური მოძრაობის რიგების დატოვების და ინდივიდუალურ დონეზე საზოგადოებრივი საქმიანობის გაგრძელების შესახებ”, – განაცხადა გიგა ფარტენაძემ.

ამასთან როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ პარტია კიდევ 80-მდე წევრმა დატოვა.

მერაბ მეტრეველი პარტიის წევრების მასობრივად წასვლას სუს-ის ზეწოლას უკავშირებს. მისი თქმით, იგი წუხს, რომ პარტიის რამდენიმე წევრს არ ეყო გამბედაობა და რწმენა, სუს-ის გავლენის ქვეშ არ მოქცეულიყო.

“ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სუს-ის ერთ-ერთი გაზეთის და ხელისუფლების მიერ ფორმირებული პიარჯგუფის მიერ მოხდა ბინძური შეტევა ჩვენი პარტიის წინააღმდეგ. მათი პირადი ძალისხმევით ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას გადაეკეტა რამდენიმე ლეგალური საფინანსო არხი. თუმცა, ყველა არხის გადაკეტვა ვერ მოხერხდა, რადგან ვხედავთ, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც არ მოექცნენ ფინანსური და ფიზიკური წნეხის ქვეშ. ჩვენ მივმართავთ სრულიად საქართველოს მასშტაბით ჩვენს მხარდამჭერებს და წევრებს – ვწუხვართ, რომ ჩვენი პარტიის რამდენიმე წევრს არ ეყო გამბედაობა და რწმენა, რომ სუს-ის გავლენის ქვეშ არ მოქცეულიყო”, – განაცხადა მერაბ მეტრეველმა. მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” არის ერთიანი გუნდი: „ჩვენ ვართ ძლიერი გუნდი, გამბედავი ადამიანები და მიუხედავად სუს-ის ძალისხმევისა, ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პასუხი გაეცემა ყველა უკანონო ქმედებას“.

მერაბ მეტრეველის საპასუხოდ განცხადება გააკეთეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც მერაბ მეტრეველის ბრალდებები არ დაადასტურეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განმარტებით კი, ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩამოყალიბებული პარტიის ჩამოშლა ძალიან მარტივია. მისივე თქმით, ამის გაკეთება სპეცსამსახურებს და პოლიტიკოსებსაც შეუძლიათ.

“ამ პარტიას ეს რისკები რომ ჰქონდა, ამაზე თავიდანვე ვსაუბრობდი. როცა პარტია ასე სწრაფად ფორსმაჟორში ყალიბდება, იქ თუ ვინმეს აქვს ინტერესი, რომ საჭირო მომენტში ჩამოშალოს, ამის განხორციელება საკმაოდ მარტივად შეიძლება. მოკლე დროში ფილტრაცია ვერ ხერხდება. ჩანერგიდან დაწყებული, ან სუსტი რგოლების პოვნა ძალიან მარტივია. ვერ ვილაპარაკებ იმაზე, სუს-შია საქმე თუ სხვა რამეში. არ არის აუცილებელი, რომ სპეცსამსახურები აკეთებდნენ ამას. შეიძლება პოლიტიკოსებიც აკეთებდნენ, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, რომ უკეთესი პირობები შესთავაზონ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ კარიერის გაკეთებისთვის იბრძვიან და არ აინტერესებთ, რომელ პარტიაში იქნებიან. ფაქტია, რომ ასეთ პარტიაში, რომელიც წინასაარჩევნოდ ყალიბდება, რისკები ყოველთვის მაღალია”, – უთხრა “რეზონანსს” გია ხუხაშვილმა. მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ პარტიაში მიმდინარე პროცესები ლოკალურ ხასიათს ჰგავს, თუმცა არ არის გამორიცხული, ეს სისტემურ პრობლემებში გადაიზარდოს.

“საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ამ პროცესის შეჩერებას. შესაძლებელია, ეს იყოს ლოკალური პრობლემები, ჯერ სისტემურში არ გადასულა, თუმცა შეიძლება გადავიდეს, ამის სიმპტომები არის. ბურჭულაძის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ არ დაეყრდნო პატარ-პატარა პარტიებს, რომ ასეთი რისკებისგან თავი დაეზღვია”, – გვითხრა გია ხუხაშვილმა.

„რეზონანსი“, 18 აგვისტო, 2016 წელი

რატომ ტოვებენ პაატა ბურჭულაძის პარტიას თავისი წევრები?

გვანცა ღვედაშვილი

(შემოკლებით)

რატომ ტოვებენ პაატა ბურჭულაძის პარტიას თავისი წევრები? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ სახეებს მიმართა.

სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): დანამდვილებით ვერ გეტყვით, რამდენად რეალურია ეს მიზეზი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ პაატას, როგორც მსოფლიო ბანს. პოლიტიკა ძალიან რთული პროცესია და ამ პარტიას გამოცდილება ნამდვილად არ აქვს. არ ვიცი, აპირებენ თუ არა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებას, თუმცა ამ შემთხვევაშიც არ ჩანს ისეთი პარტიები, რომლებიც გაერთიანების შემდეგ რამეს მიაღწევენ. საზოგადოება, შეიძლება ითქვას, რომ იმედგაცრუებულიც არის ამ ვითარებით.

ნატო გელაშვილი (მომღერალი): ნამდვილად ვერ გეტყვით, რა არის ამის მიზეზი. ეს იმდენად შიდა სამზარეულოა, რომ გამიჭირდება რამეს თქმა, იმას, თუ რა ხდება პარტიის შიგნით, მე ვერ გავიგებ და არც არავინ მეტყვის. პოლიტიკას მე კი არა, პოლიტიკოსებიც ვერ იგებენ, ამიტომ პასუხის გაცემა გამიჭირდება.

ირმა სოხაძე  (მომღერალი): დანამდვილებით არ ვიცი, ვისთან აწარმოებს ბურჭულაძის პარტია მოლაპარაკებებს, თუმცა თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, მაშინ გასაკვირი არ არის. ვისაც უნდა, პირდაპირ “ნაციონალებთან” მივა. ვინაიდან, ყველა ხვდება, რომ რაც არ უნდა მოგვწონდეს დღევანდელი ხელისუფლება, “ნაციონალური მოძრაობის” ან მისი განახლებული სახელით სხვა პარტიის მთავრობაში მოსვლა წარმოუდგენელია. ის რასაკვირველია არ მიემხრობა მსგავს პარტიებს და აუცილებლად დატოვებენ მას. ასე რომ, თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, მაშინ არ მიკვირს, რომ მასობრივად ტოვებენ წევრები ბურჭულაძის პარტიას.

ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): საერთოდ ეს პარტია მოგონილია და ფანტომია. ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს, რომელიც პატივს სცემდა პაატა ბურჭულაძეს, ძალიან გაუკვირდა მის მიერ პარტიის შექმნა. ეს არის ხელოვნურად შექმნილი პარტია და ვიტყოდი, მარგინალურად შექმნილი პარტიების მიზიდულობის ცენტრი ხდება. პარტია რომ გერქვას, გარკვეული გზა უნდა გქონდეს გავლილი და გყავდეს ელექტორატი. მსგავსი არაფერი გააჩნია ბურჭულაძის პარტიას და ეს მხოლოდ მისი სახელისა და რეპუტაციის შედეგად შექმნილი პარტიაა.

დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): საქმე იმაშია, რომ იმ ბავშვებსაც, ბათუმის ახალგაზრდული პარტიის წევრების, რომლებიც ეხმარებოდნენ მათ, გულწრფელად სჯეროდათ მისი. საქმე რეალურად ისე არ არის, როგორც ბატონი პაატა ამბობდა, რომ იმაზე მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე 4 წლის წინ იყო. როგორც კი ეჭვი გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია “ნაციონალურ მოძრაობასთან” ურთიერთობას გეგმავს, ამ ადამიანებს პარტიასთან ურთიერთობის სურვილი გაუქრათ. მით უმეტეს, რომ ბევრი საუბრობს სახელოვნებო წერეებში იმაზე, რომ ბურჭულაძის ხელმძღვანელობა უკრაინიდან, ოდესიდან იმართება. ამ ბავშვებს კი არ უნდათ, ხელი გაისვარონ ამ პოლიტიკურ ძალასთან და რა ქნან, მე მათი მესმის.

„რეზონანსი“, 18 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „არჩევნების მეორე ტური ბევრგან დაინიშნება, ხოლო მეორე ტურში ყველგან ხელისუფლების კანდიდატი იგებს“ // „საქართველოს ნეიტრალიტეტს გაერო არ აღიარებს

თიკო ოსმანოვა

“ჩვენთან პოლიტიკაში მოსვლა კარგი ცხოვრების საუკეთესო საშუალებას იძლევა, ურისკო ბიზნესია. 4 წელი კარგად ცხოვრობენ, ხოლო ვინც ვერ მოხვდნენ სიაში, მინისტრის მოადგილეებად ან სადმე დაინიშნებიან და ყველა დაპურდება. გარანტირებული აქვთ კარგი ცხოვრება. 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბევრგან დაინიშნება მეორე ტური, ხოლო, როგორც წესი, მეორე ტურში ყველგან ხელისუფლების კანდიდატი იგებს და ეს უკვე რაღაცებზე მიანიშნებს. – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელსაც ქვეყანაში მოახლოებულ არჩევნებზე გავესაუბრეთ.

სოსო ცინცაძე: ამ ეტაპზე მაჟორიტარ კანდიდატებში ყველაზე მიმზიდველად მმართველი პარტიის კანდიდატები გამოიყურებიან. ვინაიდან მათ ყველაზე დიდი შანსი აქვთ, რომ გახდნენ დეპუტატები. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს სია ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს არ ლაპარაკობს მხოლოდ იმაზე თუ რა პრინციპით არჩევს მმართველი პარტია კადრებს. მთავარია ის, რომ ეს ადეკვატურად ასახავს, რა ხდება ქვეყანაში ყოველ 4 წელიწადში, არჩევნებიდან არჩევნებამდე. მაგალითად, რომ ავიღოთ გამსახურდიას არჩევნებიდან შერჩეული კადრები მერე შევარდნაძის დროს შერჩეული კანდიდატები, ვნახავთ, რომ, სამწუხაროდ, ინტელექტუალური ტეხილი ქვემოთ მიდის. ცხონებულ ზვიადს რომ ვკითხე, ყველა ეს ადამიანი, ვინც გვერდში დაიყენეთ, უბანში ნარკომანი იყო და რად გინდა თქო, მითხრა – მე 22 კაცს ვგულისხმობდი და ეს პირველი 22 კონტროლის ქვეშ მყავს. ვიცოდი, მეტს ვერ გავიყვანდი, ვისაც უნდოდა ყველა ჩავწერეო. ედუარდ შევარდნაძის პრინციპი კი, იყო, რაც შეიძლება მეტი ინტელიგენციის წარმომადგენლების შეყვანა – “მოქალაქეთა კავშირში” ბრწყინვალე პიროვნებები იყვნენ.

- “ოცნების” კადრების შერჩევის პრინციპი რამდენად გასაგებია თქვენთვის?

- საკადრო შიმშილია. ერთი რამ ვიცი – “ჰარვარდის” “ოქსფორდის,” – უცხოეთში სწავლადამთავრებული სპეციალისტი თუკი წარმატებულია, ასეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არასდროს დაბრუნდება. მაგალითად, ცნობილი მეცნიერი დვალი, რამდენჯერმე ჩამოიყვანეს საქართველოში, თუმცა იგი ისევ წავიდა, ვერ გაჩერდა.

- ხელისუფლების კანდიდატებს გამარჯვების რა შანსები აქვთ?

- 99%-ით ეგენი გახდებიან პარლამენტარები. ჩვენთან პოლიტიკაში მოსვლა კარგი ცხოვრების საუკეთესო საშუალებას იძლევა, ურისკო ბიზნესია. 4 წელი კარგად ცხოვრობენ, ხოლო ვინც ვერ მოხვდნენ სიაში, მინისტრის მოადგილეებად ან სადმე დაინიშნებიან და ყველა დაპურდება. გარანტირებული აქვთ კარგი ცხოვრება. აშშ-ში და ევროპაში კი პოლიტიკაში მიდის ის ხალხი, ვისაც მოთხოვნილება აქვს. აშშ-ის სენატში ვერ ნახავთ მომღერალს, რეჟისორს, სპორტსმენს. შარშან დავინტერესტი და ლინკონის დროიდან ამოვიღე მთელი სენატორების სია და ერთი ვერ ვნახე თავისუფალი პროფესიის ადამიანი.

- თუმცა აშშ-ში ერთ-ერთი მსახიობი გახდა კალიფორნიის გუბერნატორი?

- დიახ, არნოლდ შვარცენეგერი, თუმცა მის უკან იდგა კენედების ოჯახი. ასევე იყო შემთხვევა, როდესაც მოჭადრაკე რობერტ ფიშერმა გადაწყვიტა სენატორობა, და როცა ეს გაიგეს, მთელი ამერიკა ფეხზე დადგა და გადააფიქრებინეს არჩევნებში მონაწილეობა.

- საქართველში მეორე ტური მოსალოდნელია?

- ჩემი აზრით, ბევრგან იქნება და, როგორც წესი მეორე ტურებში ყველგან ხელისუფლების კანდიდატები იგებს და ეს უკვე რაღაცეებზე მიანიშნებს.

- კონკრეტულად რაზე მიანიშნებს?

- ის, რომ ადმინიტრაციული ბერკეტი უფრო ეფექტურად მუშაობს მეორე ტურში. იმიტომ, რომ დამკვირვებლები ცოტანი არიან და ყურადღებაც ნაკლებია. ჩვენთან იშვიათად იყო მეორე ტური, თუმცა სადაც გაიმართა, ყველგან სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა.

- თბილისის შემდეგ მთავარი პოლიტიკური ცენტრი გორში და ბათუმში იქნება. თქვენი აზრით, 6 წლის წინ, ომგამოვლილ ქალაქში, რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს. ერთმანეთის კონკურენტები 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრები არიან?

- ჩვენთან პარტიების პროფესიონალიზმი ნოლზეა – არ იციან როგორ ააყვავონ სოფლის მეურნეობა, როგორ შექმნან მრეწველობა. ხოლო როგორ გაიმარჯვონ არჩევნებში, ამაში ვირტუოზები არიან. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ იქ არ ვიცი, როგორი გათვლებია. შეიძლება გორში უკვე გადაწყვიტეს, რომ ეს ერთი ადგილი დაუთმონ “ოცნებისთვის” მისაღებ კანდიდატ ოქრუაშვილს, ან ალასანიას. ვინც გაიმარჯვებს, ჩავთვლით, რომ ხელისუფლებისთვის ის უფრო მისაღები იყო.

- ბათუმს რაც შეეხება, როგორც ჩანს საკმაო მხარდამჭერები ჰყავს “ნაციონალურ მოძრაობას”. როგორ ფიქრობთ, ლევან ვარშალომიძე შეძლებს სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხებას?

- ბათუმში ტრადიციულად ძალზე დიდი იყო “რესპუბლიკელების” გავლენა. ძმები ლევან და დათო ბერძენიშვილები იქიდან არიან წამოსულები. იქ მაგათ ყოველთვის ძალიან მაღალი რეიტინგი ჰქონდათ. არ ვიცი ეს 4 წელი, როგორ გამოიყენეს რეგიონებში ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. მაგათთვის ეს 4 წელი იყო ვარსკვლავის წელი, ასეთი წლები პარტიას აღარ იქნება. ახლა არჩევნებში გამოჩნდება “რესპუბლიკურმა” პარტიამ ტყუილად დაკარგა ეს წლები, თუ შექმნა მყარი ინფრასტრუქტურა, რომელიც ამუშავდება ამ არჩევნებზე. ეს არჩევნები ამ პარტიისთვის იქნება გამოცდა. ასეთი შანსი სამომავლოდ ძნელად თუ ექნება. ერთი ის არის, რომ “რესპუბლიკურმა” პარტიამ დააგვიანა ოპოზიციაში გადასვლა, ადრე უნდა გაეკეთებინათ ეს. თავიანთი პრინციპებიდან გამომდინარე, რამდენადაც ამ ხალხს ვიცნობ, არა მგონია, რომ 3-4 თვის მერე ისინი ყველაფერში დათანხმდებოდნენ “ოცნებას”. მაქსიმუმ 5-6 თვის შემდეგ ექნებოდათ შინაგანი პროტესტი. საკუთარი პრინციპებიდან და ფასეულობებიდან გამომდინარე და რატომ ითმენდნენ მინიმუმ 3 წელიწადს, საკითხავია. ჩემი აზრით დააგვიანეს მაგრად. ისინი პროფესიონალები არიან, სიცოცხლის ბოლომდე იქნებიან პოლიტიკაში. სხვა პროფესია მაგათ არ აქვთ, ესეც უნიკალური შემთხვევაა.

- და როგორ ფიქრობთ, ამ არჩევნებზე “რესპუბლიკელები” შეძლებენ ბარიერის გადალახვას?

- შექსპირისეული სიტუაციაა – პარტიამ და პიროვნებამ თავიანთ ხალხს გაუსწრეს წინ. ესენი მთელ საქართველოზე უფრო მეტად ევროპელები არიან. ესენი ყველაზე ახლოს არიან ერთსქესიანთან ქორწინების ამ იდეასთან. თავის თანამედროვეობას უსწრებს წინ, როგორც ჰამლეტი. ისინი თავიანთი პრინციპებით გაცილებით თანამედროვენი არიან ჩვენს საზოგადოებაზე. მაგათი აქტივი ის არის, რომ ისინი არ ღალატობენ თავიანთ პრინციპებს. სხვა პარტიებმა იციან პოპულიზმი, გამოვლენ და ხალხს 500 ლარიან პენსიას დაპირდებიან, “რესპუბლიკელები” კი ამას არასდროს იტყვიან. აი, ამაშია განსხვავება, ამიტომ დღევანდელ საქართველოში მაგათ გაუჭირდებათ მყარი ელექტორალური ბაზის შექმნა. თვითონ ვაკელი ვარ და ვიცი რა ხდება ამ უბანში. ვიცი სოლოლაკიც. ვერ წარმომიდგენია, რომელმა თბილისელმა უნდა მისცეს ხმა სალომე ზურაბიშვილს. ეს წარმოუდგენელია.

არ ვიცი აქ რა მექანიზმმა უნდა იმუშავოს. სალომე ზურაბიშვილმა ნოლზე დაიყვანა საგრეო საქმეთა სამინისტრო. ორ დღეში გაყარა ყველა, ვინც სააკაშვილმა დანიშნა და მერე მთელ მსოფლიოში გაგვამასხარავა, როცა ელჩებს დაავალა ჩოხებით ევლოთ. მახსოვს ევროპაში ამბობდნენ, რომ ჩვენ აქამდე მიჩვეულები ვიყავითო, აფრიკელები რომ ჩამოდიოდნენ, იმათ ეცვა თავიანთი ეროვნული ტანსაცმელი და ამ რიცხვს ახლა ქართველებიც შეემატაო. წარმოიდგინეთ მეტრანხევრიანი კაცი 60 კგ-იანი ღიპით და ჩოხით? ეს უკვე სასაცილოა.

- თუმცა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას “ქართული ოცნება” მხარს უჭერს…

- სალომე ზურაბიშვილს ნამცეცი სიკეთე არ გაუკეთებია, თუმცა მისი კანდიდატურა მისაღებია “ქართული ოცნებისთვის” და ეს ყველაფერი გათვლილია.

რას ფიქრობთ, ბურჯანაძე “რესპუბლიკელების” დაპირისპირებაზე – უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით?

- უბლოკო სტატუსი თავისთავად კარგია. მიმზიდველია ჩვენთვის იდეალური ვარიანტია. მისაღებია, იმიტომ, რომ ორ გიგანტს შორის საქართველო არ აღმოჩნდეს შუაში, რაღაც გაუგებრობის გამო. ჩინური ცნობილი ანდაზაა, რომ ჭკვიანი მაიმუნი ვეფხვისა და ლომის ომის დროს ხეზე ადის და იქიდან უყურებს დაბლა. მაგრამ უბლოკო სტატუსი მაშინ არის ეფექტური, როცა მსოფლიო აღიარებს ამას. ეს თითქმის ნეიტრალიტეტია. მთლად ნეიტრალიტეტი არ არის, თუმცა მისი ბიძაშვილია. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან გაერომ მხოლოდ ერთი ქვეყნის – თურქმენეთის ნეიტრალიტეტი სცნო. ჩვენს ნეიტრალიტეტს გაერო არ აღიარებს. ამას მაშინ აქვს ფასი, როცა მინიმუმ შენი მეზობლები მაინც აღიარებენ. მაგრამ ჩვენთან ვინ აღიარებს? თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, სოხმეთი აღიარებს?!.

იდეა თვითონ მიმზიდველია, ჯობია არც ნატოს და არც არავის იმედზე იყო, მითუმეტეს ნატოში არავინ გვიღებს. “რესპუბლიკელების” და მედასავლეთეების სუსტი მხარე ის არის, რომ ოცნებობენ. ნატოს რა ჯობია, როცა პატარა ქვეყანასთან მოდის გიგანტი და დაგიცავს. ამას რა ჯობია, ეს იდეაა. მაგრამ არ გვიღებს ნატო და არც არასდროს მიგვიღებს, სანამ რუსეთის ფაქტორი იარსებებს. ახლა ჩერნოგორია მიიღეს, კი ბატონო, მაგას შეეძლო, 15-20 წელი ეცადა. მას არავინ ემუქრებოდა, არის მშვენიერი პატარა ქვეყანა, მაგრამ საქართველოს არ აქვს ამდენი დრო, ჩვენ ცაიტნოტში ვართ. ყოველ წუთს, რაღაც საფრთხეა მოსალოდნელი. აგერ სადღაც ყვარლიდან რუსეთს გზა შემოჰყავს. “რესპუბლიკელები” ამბობენ, ტანკებისთვისო და თუ ტანკებისთვის გზას აკეთებენ ე.ი ახლა აპირებენ ამის გამოყენებას. ამ დროს კი სად არის ნატო?!. თუ ჩერნიგორიის მსგავსად საქართველოს საფრთხე აღარ დაემუქრება, მერე ნატო რაღად გვინდა.

- რაც შეეხება გეოპოლიტიკას. ირანმა რუსეთს სამხედრო ობიექტების გამოყენების ნებართვა მისცა. რას ფიქრობთ ამ შეთანხმებაზე?

- საუბარი კოორდინაციაზეა და საჭიროების შემთხვევაში ავიაბაზების გამოყენებასა და ერთობლივ მოქმედებაზე. შედეგი იქნება, დღითი დღე სუსტდება ისლამური სახელმწიფო, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, სამაგიეროდ ძლიერდება რადიკალური ისლამი. ზომიერი ისლამი ნელ-ნელა იხრება რადიკალიზმისკენ. აი ეს არის საფრთხე. რადიკალური ისლამი დღით დღე ძლიერდება და ეს არ არის ახალი. ჩვენს პოლიტიკოსებს ორ წინგი არ აქვთ წაკითხული, თორემ ამ საშიშროებაზე ცნობილი ადამიანები მრავალი წლის წინ საუბრობდნენ. შარლ დე გოლი 1972 წელს უკვე გადამდგარი უკანასკნელად შეხვდა თავის კულტურის მინისტრს, ცნობილ მწერალ ანდრე მალროს და იმათი საუბარია გამოქვეყნებული, სადაც ეუბნება, ჩვენ ქრისტიანულ ევროპაში უკანასკნელი ქრისტიანები ვართო. მაშინ დე გოლი უკვე ხედავდა მუსლიმიზაციას, ისლამის გაძლიერებას.

შარშან ევროპის წამყვან ქვეყნებში მეჩეთების რაოდენობა გაუტოლდა ეკლესიების რაოდენობას. მაგრამ ამის შემდეგ ერთი ეკლესია არ აშენებულა, სამაგიეროდ 192 მეჩეთი აშენდა დამატებით, 50 მეჩეთი მშენებლობის პროცესშია ბელგიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთსა და ნორვეგიაში. ეს მეჩეთები ცარიელი არასოდეს არ არის.

კი, ყველა მუსლიმანი ტერორისტი არ არის, მაგრამ მეორე მხრიდან შეხედეთ – ყველა ტერორისტი მუსლიმანია. სად არის გამოსავალი?! თანაც ყველა მუსლიმანი ერთმანეთს თანაუგრძნობს. არ ყოფილა შემთხვევა, მეზობელს ეცნობებინა პოლიციისთვის, ჩემს მეზობელს ბომბები აქვს ან რაღაცას აპირებსო, ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აი ეს არის, ახლა მთავარი პრობლემა, რომლიდან გამოსავალიც არ ჩანს.

„ინტერპრესნიუსი“, 17 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ცნობილი ადამიანების სიაში ჩასმა საარჩევნო კამპანიის ქრესტომათიას წარმოადგენსამომრჩეველი ცნობილ სპორტსმენს უფრო აძლევს ხმას, ვიდრე უცნობ იურისტს

კობა ბენდელიანი

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, ”ქართულმა ოცნებამთბილისის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენით 2016 წლის არჩევნებში ხელისუფლების გუნდის წარდგენა დაასრულა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, თბილისის ოლქებში წარდგენილთა შორის მრავლად არიან სპორტსმენები, მომღერლები, მსახიობები, სხვადასხვა პარტიებიდან პორტირებულები. ”ოცნებამმხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც სახელისუფლებო პარტიის წევრი არაა. რეგიონებში წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებითოცნებასოპონენტები იმას საყვედურობენ, რომ ამ შემთხვევაშიც მის რიგებში მრავლად არიან ყოფილინაციონალებიან სხვა პოლიტიკური პარტიების ყოფილი სახეები. ასეა თუ ისე, სახელისუფლები გუნდის სია პრაქტიკულად ცნობილია. თქვენ როგორ შეაფასებდით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზექართული ოცნების” ”ძირითად შემადგენლობასდა იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელშიც ვართ, არჩევნების გამარჯვების რა შანსები აქვსქართულ ოცნებისამ შემადგენლობას?

- სიებში სპორტსმენების და მომღერლების სიჭარბეს ხშირად ვაკრიტიკებთ, რადგან გვსურს პარლამენტში გვყავდეს პოლიტიკურად კომპეტენტური დეპუტატები. სანაქებო სურვილია. ამავე დროს, საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს პარტიას, რომელსაც მომღერალი უდგას სათავეში. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა პოლიტიკურ პროფესიონალიზმს დიდად არ აქცევს ყურადღებას, ვერც აფასებს ჯეროვნად. ასე იყო ყველგან და ყოველთვის.
გენიალური პოლიტიკოსი უინსტონ ჩერჩილი არ აირჩია ინგლისის მოსახლეობამ ომის შემდეგ, სიახლე უნდოდათ. ფენომენალურად არაპროფესიონალი დონალდ ტრამპი დღეს პრეზიდენტობის კანდიდატია ამერიკაში. ამომრჩევლის ამ ფსიქოლოგიის გათვალისწინებით ცნობილი ადამიანების სიაში ჩასმა საარჩევნო კამპანიის ქრესტომათიას წარმოადგენს. რას იზამ, ამომრჩეველი ცნობილ სპორტსმენს უფრო აძლევს ხმას, ვიდრე უცნობ იურისტს. პარტიამ რომ მხოლოდ უცნობი იურისტები წარადგინოს კანდიდატებად, მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს და ამ პროფესიონალებთან ერთად დარჩება პარლამენტს გარეთ.

მე იმის მადლობელიც ვარ, რომ „ოცნებამ“ მექანიკურად კი არ ჩაყარა სიაში ცნობილი სპორტსმენები და მომღერლები, არამედ გაითვალისწინა მათი პოლიტიკური პატიოსნება. ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა რაგბისტ ბიძინა გეგიძეს თავისი პოლიტიკური პოზიციის დაცვა “ნაციონალებისგან.” ბევრი ჟურნალისტისთვის შესაშური ტაქტითა და გამჭრიახობით მიჰყავდა მომღერალ ზაზა ხუციშვილს პოლიტიკური თოქ-შოუ მაშინ, რაცა ეს სახიფათო იყო. ესენი მხოლოდ სპორტსმენები და მომღერლები არ არიან. ისინი არიან მაღალი რანგის მოქალაქეები. პატიოსანი პოლიტიკის გატარებაში მე მათი იმედი უფრო მაქვს, ვიდრე ბევრი „პროფესიონალი“ პოლიტიკოსის. ამიტომ, სიებთან დაკავშირებით გაჩენილი ქედმაღლური ტონი არა მგონია ყველა შემთხვევაში იყოს გამართლებული.
ამდენად, პოპულარული ადამიანების გვერდში დაყენება პარტიას არ გაემტყუნება. პარტია გასამტყუნარია მაშინ, თუ ხმების მომტან ამ ადამიანებთან ერთად არა ჰყავს ხალხი, რომლებსაც პროფესიონალურად შეუძლიათ ახალი სიტყვის თქმა პოლიტიკაში.
თბილისში წარდგენილ სიაში პოლიტიკურად კომპეტენტური ბევრი ახალგაზრდაა, რომლებმაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს სატელევიზიო დებატებიდან. ახალბედები უკვე აქტიურებიც არიან. ქალბატონ კილაძის ინიციატივით შედგა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში „ცენტრისტებზე“. ასეთი ადამიანების პარტიაში მოზიდვა მიუთითებს იმაზე, რომ „ოცნება“ ეძებს აქტიურ, პროფესიულად მომზადებულ ახალგაზრდებს.

პროფესიონალიზმთან დაკავშირებით „ოცნებამ“ უპრეცენდენტო ნაბიჯიც გადადგა. მან საკუთარი მანდატი დათმო სალომე ზურაბიშვილისთვის გზის გასახსნელად პარლამენტისკენ. თუ პროფესიონალიზმის საკითხი გვაწუხებს, ეს ფაქტებიც უნდა დავაფასოთ. ყოველივე ამის გამო სიის დონეზე ნაკლები პრეტენზია მაქვს „ოცნების“ მიმართ. მე ვშიშობ, რომ მომავალში გაუჭირდება „ქართული ოცნებას“ ამ პროფესიონალების გამოყენება. 2012-შიც ბევრი პროფესიონალი იყო „ოცნების“ გვერდით და მათი მეათედიც არ იქნა გამოყენებული. სავარაუდოა, რომ იგივე განმეორდება. გამეხარდება, თუ ვცდები.
რაც შეეხება პარტიებში ხალხის მიგრაციას, ეს მოვლენა არც უკანონოა და არც ახალია პოლიტიკისთვის, ზემოხსენებული ჩერჩილიც იცვლიდა პარტიებს. მთავარია, კოჰაბიტაციური გაუგებრობა არ ჩამოყალიბდეს და ადამიანი იმ პარტიის საბოტაჟით არ იყოს დაკავებული, რომელშიც ირიცხება. განვლილ ოთხ წელში „ოცნებამ“ ეს ამოცანა ბოლომდე ვერ გადაჭრა. ვნახოთ, რას იზამს კვირიკაშვილი.

- სახელისუფლებო გუნთან დაახლოებულ წრეებში არ ერიდებიან საუბარს იმაზე, რომ საარჩევნო სიის დაკომპლექტებაში პრემიერ გიორგი კვირიკაშვილზე მეტი როლი ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს მიუძღვის. რეგიონებში კანდიდატების წარდგენისას თვალში საცემი გახლდათ პრემიერზე მეტად ვიცე-პრემიერ კალაძის აქტიურობა, იგულისხმება საჯარო გამოსვლების ხანძლივობა, ტექსტების შინაარსი. რჩება შთაბეჭდილება, რომქართულ ოცნებასგიორგი კვირიკაშვილის სახით არ ჰყავს მხოლოდ ერთი გამოკვეთილი ლიდერი და ამ ფუნქციის მორგებას ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ცდილობს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კახი კალაძე ივანიშვილის გარეშე მოქმედებს? და კიდევ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრი არა კვირიკაშვილი, არამედ კახი კალაძე გახდეს?

- კულუარებში ყურმოკრული ჩურჩულის კომენტირება არაა ანალიტიკოსების საქმე. ზოგადად რომ ვიმსჯელოთ, კახი კალაძე საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია და რომ არ მიეღო მონაწილეობა სიის ფორმირებაში, ეს იქნებოდა სახიფათო ტენდენცია. რაც შეეხება მომავალ პრემიერს, მოდით, ჯერ არჩევნები გადავიაროთ და ამ თემაზე მაშინ ვიმსჯელოთ, როცა იგი დღის წესრიგში დადგება.

- საარჩევნო სიების წარდგენის თვალსაზრისით ასევე საინტერესოა არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიების მიერ უკვე ცნობილი სიები და მაჟორიტარულ ოლქებში წარდგენილი კანდიდატები. თქვენი შთაბეჭდილებები როგორია? რა აზრის ხართ იმაზე, რომ გორში ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან თავდაცვის ორი ყოფილი ექსმინისტრი ირაკლი ალასანია და ირაკლი ოქრუაშვილი? კიდევ ერთი ყოფილი თავდაცვის მინისტრი ქალბატონი თინა ხიდაშელი კენჭს ზესტაფონში იყრისთუნდაც იმას, რომ აჭარაშინაციონალებისსიის პირველი ნომერი ლევან ვარშალომიძეა, ზუგდიდში კენჭს იყრის სანდრა რულოვსი, კახელებს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ოდესიდან მიმართა და მათთან არჩევნების შემდეგ შეხვედრა დაანონსა, ან რას უნდა ნიშნავდეს ის, რასაც ლევან ბერძენიშვილი კითხულობს, კერძოდ, ”ქართულმა ოცნებამუსუფაშვილს ციხეში ნაჯდომი ლევან გოგიჩაიშვილი რატომ დაუპირისპირაო?

- დავიწყებ ბოლოდან, რადგან ეს უკანასკნელი იწვევს გაოცებას, სხვა ყველა ფაქტი ბუნებრივია. ნაციხარ ბანდიტად მოიხსენია კომუნისტების პოლიტპატიმარმა ლევან ბერძენიშვილმა ”ნაციონალების” პოლიტპატიმარი ლევან გოგიჩაიშვილი მხოლოდ იმიტომ, რომ იგი დასახელდა პარლამენტის თავმჯდომარის კონკურენტად. გაუგებარი პოზიციაა თუ არ გავითვალისწინეთ, რომ ბერძენიშვილი ემოციური, იმპულსური პიროვნებაა. მისი ეს დაუფიქრებელი ფრაზა ვაჟკაცურად გამოასწორა თავად პარლამენტის თავმჯდომარემ.

პოლიტიკური ბრძოლა არ ამართლებს დამამცირებელ ლაპარაკს იმ ადამიანებზე, ვინც პოლიტიკის სიმძიმე ღირსეულად გადაიტანა. ეს ლევან ბერძენიშვილმა სხვებზე უკეთესად უნდა იცოდეს და დარწმუნებული ვარ, რომ მას ეყოფა ვაჟკაცობა ბოდიში მოიხადოს.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრების დუელს თუ სხვა კანდიდატების ოდიოზურობას, ეს არჩევნების ლოგიკაში ჯდება. ვერ ვიტყვი, რომ მართებულად ვთვლი ალასანიას გასვლას გორის არენაზე, ან „ოცნების“ პოლიტიკას აჭარაში, მაგრამ არჩევნებისთვის შეუსაბამო არაა არც ერთი ეს პროცესი. სანდრა რულოვსის გამოჩენა კი გარკვეული ტესტიცაა ზუგდიდისთვის – თუ ზუგდიდმა ამ ცდუნებას ვერ გაუძლო, სინანულის გრძნობა დამრჩება ამ ბრწყინვალე მხარის მიმართ.

- მართალია, ძნელი სავარაუდოა საბოლოოდ როგორ პარლემენტს მივიღებთ, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფოებრივ ინტერესებშია 2016 წლის არჩევნების შედეგად ქვეყანას ჰყავდეს კვალიფიციური პარლამენტი, რომელიც ეფექტურ მთავრობას დაამტკიცებს. გაქვთ იმის იმედი, რომ მომავალი პარლამენტი გამორჩეული იქნება კვალიფიციურობით და იგი შეძლებს ეფექტური მთავრობის დამტკიცებას?

- მომავალ პარლამენტს ბევრი გამოწვევა ექნება. ერთ-ერთი შეიძლება იყოს რეალური საპარლამენტო კოალიციის და კოალიციური მთავრობის ფორმირება, რაც ახალია საქართველოსთვის. ევროპის ბევრ ქვეყანას უჭირს ამ ამოცანის გადაწყვეტა. ვნახოთ, ჩვენთან როგორ წავა პროცესები, ძნელია წინასწარმეტყველება. რაც შეეხება კომპეტენტურ პარლამენტს, ნუ ვიქნებით მაქსიმალისტები, ღმერთმა ქნას, ეს პარლამენტი წინამორბედებზე უკეთესი იყოს. დარწმუნებული ვარ, იქნება კიდეც უკეთესი, თუ ყველა პარტია ახალგაზრდებზე აიღებს ოროენტაციას, თუ დაიწყება პოლიტიკური თაობის შეცვლა.

- საზ.მაუზე გასულმაცენტრისტებისკლიპთან დაკავშირებულმა ხმაურიანმა ისტორიამ და ამ პარტიის არჩევნებიდან მოხსნისთვის სასამართლოში პარტიების რიგმა გვაჩვენა, რომცენტრისტებზეარჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ძირითად ნაწილს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ცესკომცენტრისტებიარჩევნებიდან მოხსნა, სამწუხაროა, რომ საქართველოში პრორუსული პროპაგანდა დასაშვები აღმოჩნდა. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების 25 წლის შემდეგ საქართველოში ღია პრორუსული პროპაგანდა არა მარტო შესაძლებელია, არამედ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მასპრაგმატულ პოლიტიკასუწოდებენ?

- დღეს რუსეთი მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის გააქტიურებული. იგი ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებში ერევა და, არაა გამორიცხული, რომ ჩვენს არჩევნებზეც მოინდომოს გავლენის მოხდენა. მიუხედავად ამ ვარაუდისა, მეეჭვება, რომ ბედუკაძისა და ხაჩიშვილის მოქმედებების უკან რამე სერიოზული სცენარი იყოს, მეტისმეტად პრიმიტიული პოლიტიკური სვლები გააკეთეს. რაც შეეხება პრორუსულ პროპაგანდას, ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთი მთელ მსოფლიოსაა მოდებული და მის გასანეიტრალებლად უზარმაზარი თანხები გამოჰყო დასავლეთმა. ამდენად, პრორუსული პროპაგანდა სპეციფიკურად ქართული მოვლენა არაა. ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის მიმართ ხალხის დამოკიდებულებას არ უნდა მიექცეს ყურადღება, ასაკიან მოსახლეობაში რუსეთზე ნოსტალგია არსებობს. აქ ბევრი საკითხი დგება, რაც ალბათ ცალკე საუბრის თემაა.

- ისეთი პირი უჩანს, რომ მართლდება დამოუკიდებელ ექსპერტ ზაალ ანჯაფარიძის მიერინტერპრესნიუსთანგამოთქმული მოსაზრება – ”ოქტომბრის არჩევნებზე მოსახლეობას მოუწევს არჩევანის გაკეთება ღირებულებით, მსოფლმხედველურ და საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციებს შორის”. ფაქტია, რომ ქვეყნის საგარეო ორიენტაციაზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საგარეო კურსის კონსტიტუციაში დაფიქსირებაზე დაიწყო საუბარი. უსუფაშვილის ამ ინიციატივას მყისიერად გამოეხმაურადემოკრატიული მოძრაობისლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელმაც ოპონეტებს საჯარო სივრცეში იმის დამტკიცებისკენ მოუწოდა, რომ საქართველოს ატლანტიკური არჩევანის გარდა სხვა არჩევანი არ აქვს. ვითარებაში, როცა საქართველოს საგარეო პოლიტიკა კარგა ხანია განსაზღრული აქვს, რას შეიძლება ნიშნავდეს წინასაარჩევნოდ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის თემის გააქტიურება და გადახედვის მცდელობა?

- უკვე ვახსენეთ, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში არსებობს რუსეთზე ნოსტალგია. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ დასავლეთმა ბევრი შეცდომა დაუშვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ, რასაც თავად დასავლეთის ექსპერტები აკრიტიკებენ. მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ პუტინი ძლიერი ფიგურაა, ჩვენ კი ძლიერისთვის მორჩილება ხშირად გვიზიდავს. ამ და ბევრი სხვა მიზეზის გამო ელექტორატის ნაწილი აჰყვება პრორუსულ რიტორიკას. ახლა გარკვეული პოლიტიკოსები პრორუსული ელექტორატის ხმების ხარჯზე ცდილობენ პარლამენტში მოხვედრას. ეს ტენდენცია გასაკვირი არაა.

- ქვეყნის უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით ქალბატონ ნინო ბურჯანაძის მსჯელობას ბევრჯერ მოვუსმინე. იგი მიიჩნევს, რომ დღევანდელ მსოფლიოში პრინციპულად შეცვლილია სიტუაცია. იგი იმდენადაა შეცვლილი, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა არ აქვს. ”უბლოკო სტატუსიკი ქვეყნის გამთლიანების ერთადერთი გზაა. მისივე მტკიცებით, მას არასდროს უთქვამს რომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს ევროპასთან და აშშ-სთან ურთიერთობა, მაგრამ თბილისს თუ უნდა ქვეყნის გამთლიანება, ჩვენ მოლაპარაკებები უნდა დავიწყოთ რუსეთთან და რუსეთთან უნდა მოვაწეროთ ხელშეკრულებას ხელი, რომელიც ქვეყნის ტერიტორუიულ მთლიანობას აღადგენს. ვითარებაში, როცა კრემლი მთელ მსოფლიოს ბირთვული იარაღის გამოყენებით ემუქრება, პოსტსაბჭოთა სივრცეზე დესტრუქციული მეთოდებით მოქმედებს, დონბასში რეგულარული ჯარების გამოყენებას არ ერიდება, თქვენ რამდენად გამართლებულად მიიჩნევდითუბლოკო სტატუსისმიღებისათვის ბრძოლას? და კიდევ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს უბლოკო სტატუსი ექნა, ჩვენს იურისდიქციაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პერსპექტივა რეალისტურად გამოიყურება? ეს კითხვა იმის გამო ჩნდება, რომ რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს და სულაც არ აპირებს ამ ტერიტორიებიდან თავისი სამხედრო ძალების გაყვანას

- ეს ახალი იდეა არაა. შევარდნაძემ ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში გაამხილა, რომ საქართველო ნეიტრალური ქვეყანა უნდა იყოსო და საპასუხოდ მიიღო ომი აფხაზეთში. შევარდნაძის მაშინდელი და ქალბატონი ნინოს ამჟამინდელი პოზიცია ბუნებრივია – ყველა პატარა ქვეყანისთვის ნეიტრალიტეტი სასურველია, მაგრამ დიდი ქვეყნები ამის საშუალებას არ იძლევიან. ნაკლებად პრობლემურად გამოიყურება სამხედრო ბლოკებში გაუერთიანებლობა, რაზეც ქალბატორნი ნინო აკეთებს აქცენტს. დღეს უბლოკო სტატუსი 120 ქვეყანას აქვს, მათ შორის, მაგალითად, აზერბაიჯანს და სირიას. არ ეტყობათ ამ ქვეყნებს, რომ უბლოკო სტატუსს ხელი შეეწყოს მათი ტერიტორიული პრობლემების მოგვარებისთვის. მით უმეტეს, თქვენი თქმისა არ იყოს, თავად რუსეთი არაფერს გვთავაზობს. რუსეთი როცა გპირდება, მაშინ არღვევს დაპირებას და თუ არც დაგპირდა, მაშინ რას იზამს?! რა თქმა უნდა, რუსეთი დაინტერესებულია საქართველოს, აზერბაიჯანის, უზბეკეთის თუ თურქმენეთის უბლოკო სტატუსით, მაგრამ სავსებით ბუნდოვანია რა დათმობებზე მიდის ამ ინტერესის სანაცვლოდ. ამიტომ, მეჩვენება, რომ ეს საკითხი საარჩევნოდ წამოყენებული პოლიტიკური ვერსიაა და საკმარისად არაა მომწიფებული.

რაც შეეხება გეოპოლიტიკური ორიენტაციის კონსტიტუციაში შეტანას, დაუშვებლად მიმაჩნია. დღევანდელმა პოლიტიკოსებმა მომავალ თაობებს უნდა დაუტოვონ მანევრირების სივრცე, რაც ნებისმიერი მიზნის მიღწევას სჭირდება.

ვერსია“, 17 აგვისტო, 2016 წელი

ორი ირაკლის მაჟორიტარული ომი

თავდაცვის ექსმინისტრები ერთმანეთს გორში შეერკინებიან

ნინი დოლიძე

ასე და ამგვარად, ხელთათმანი ნასროლია, თან ისეთი ხელთათმანი, რომელიც დუელს კი არა, პირდაპირ ომს მოასწავებს. ზოგადად, თუ თვალს გადავავლებთ, ამ ორ პიროვნებას შორის ომი ახლა კი არ იწყება, არამედ, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი იყო. არადა, მაშინ ორივე მიშას ,,ლუბიმჩიკად” ითვლებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში, როგორც აღმოჩნდა, ,,ვარდების რევოლუციის” არქიტექტორმა ,,სტავკა” უფრო აგრესიულ პერსონაზე გააკეთა. ერთი სიტყვით, თუ ვერ მიხვდით, გეტყვით: ლაპარაკი ორ ირაკლიზეა ანუ ალასანიასა და ოქრუაშვილზე.

ისე, ალბათ, ბედის ირონიაა, რომ ორივეს, მართალია, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, ისინი რაღაცნაირად ერთნაირ პოლიტიკურ ვარსკვლავზე არიან დაბადებულნი.
რატომ ვერ იტანს ოქრუაშვილი ალასანიას, ან პირიქით, ალასანია ოქრუაშვილს? ამ თემაზე ყველას, ვინც პოლიტიკურ კულუარებში ერკვევა, თავისი წარმოდგენა და შეხედულება აქვს, თუმცა საერთო აზრი მაინც ასეთია:

ალასანია-ოქრუაშვილის მტრობა ათეულ წელზე მეტს ითვლის. ყველაფერი კი მაშინ გამწვავდა, როცა ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო, ალასანია კი – აფხაზეთის ლეგიტმური მთავრობის წარმომადგენელი. ამ დროს კოდორის ცნობილი მოვლენები მოხდა.
ახლა, კოდორის ამბებზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფაქტია: ამის შემდეგ მიშამ ალასანია ,,ოქროს” განარიდა და საქართველოდან შორს, გაერო-ში გადაისროლა.
ამის შემდეგ საქართველოში მოვლენები დრამატულად განვითარდა: ოქრუაშვილს, ალბათ, ეგონა, რომ საქართველოს ეროვნული გმირის, მამია ალასანიას ვაჟი სამუდამოდ ჩამოიშორა, მაგრამ გავა წლები და, მათი გზები კიდევ გადაიკვეთება. ეს გადაკვეთა კი, წელს, გორში მოხდება, სადაც ორივე კენჭს მაჟორიტარად იყრის.

ისე, თუ დავაკვირდებით, ორი ირაკლის მაჟორიტარული დუელი პიროვნულ უთანხმოებას სცილდება და რაღაცნაირად გლობალურ პოლიტიკაში გადადის, რამეთუ ერთი ანუ ოქრუაშვილი, როგორც ამბობენ, პრორუსული მიდრეკილებებით გამოირჩევა; მეორე ანუ ალასანია კი, მკვეთრად გამოხატული მედასავლეთეა, თან გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა იდეოლოგიის მატარებელი თავდაცვის ორი ექსმინისტრის შეხვედრის ადგილი გორია – ქალაქი, სადაც დიდი საბჭოთა ბელადი დაიბადა. სტალინი კი, მოგეხსენებათ, თავის ნამგალ-უროთი, საქართველოში ბოლო დროს ერთობ პოპულარულია.

„თავისუფალი დემოკრატები“ ამბობენ, რომ შიდა ქართლში, მათ შორის, გორშიც ძლიერი პარტიული უჯრედი აქვთ. თავისთავად, ოქრუაშვილიც თავისი პოზიციების სიმყარეზე მიანიშნებს და ამის არგუმენტად ის მოჰყავს, რომ გორელია. ასე რომ, ახლა ყველაფერი უკვე ამომრჩეველზეა დამოკიდებული, რომელ ირაკლის ამჯობინებს. თუმცა, ამომრჩეველი იქით იყოს და, გორში არჩევნების მოგება თავდაცვის ორივე ექსმინისტრის ღირსების საქმეა. შესაბამისად, სანახაობა არ უნდა მოგვაკლდეს.

არადა, ყველაფერი, ერთი შეხედვით, მოულოდნელად მოხდა: ოქრუაშვილი დიდი ხანი აცხადებდა, რომ 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა, მაგრამ ვერ გადაეწყვიტა, კენჭს გორში იყრიდა თუ ნაძალადევის რაიონში. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, ის მხოლოდ პარტიულ სიაში იყო და მაჟორიტარულ ომში ჩაბმას არ აპირებდა, მაგრამ, როგორც იტყვიან, სად იყო, სად – არა, თავისუფალი დემოკრატების წევრმა, თამაზ შიოშვილმა, რომელიც გორში მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, პარტია დატოვა. შესაბამისად, ირაკლი ალასანია შიდა ქართლის ცენტრში მაჟორიტარობის კანდიდატის გარეშე დარჩა და გადაწყვეტილება, რომ კენჭი თავად ეყარა, როგორც გაირკვა, ექსტრემალურად მიიღო. ირაკლი ოქრუაშვილმაც არ დააყოვნა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისიც კენჭს გორში იყრის. ასე „გამოიძერწა“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა, თუმცა მხარეები ამას, როგორც მათი განცხადებებიდან ჩანს, ინტრიგად არ თვლიან.

შეიძლება, ინტრიგა და დუელი მართლაც, გადაჭარბებული შეფასებაა, მაგრამ რაც უნდა იყოს, ის, რაც მოხდა, ჩვეულებრივი ამბავი ნამდვილად არ არის. აი, მაშინ კი, ვითარება უკიდურესად დაიძაბება, თუ შიოშვილის გზას გორელი თავისუფალი დემოკრატებიც მიბაძავენ. ეს ის შემთხვევა იქნება, როცა ამბობენ ხოლმე, მეფეს მეზარბაზნეები აღარ ჰყავსო.
თუმცა, აქ ერთი ფაქტორიც არის გასათვალისწინებელი: ნაციონალებმა შეიძლება, ყველაფერი გააკეთონ, რომ ოქრუაშვილმა პარლამენტში ფეხი ვერ შედგას. განა, რამეა, მაგრამ პარლამენტის ტრიბუნა ,,ოქრომ”, შესაძლოა, თავისი ყოფილი თანაგუნდელების დასამიწებლად გამოიყენოს. ამის გაკეთება ახლაც შეუძლია და როცა საშუალება ეძლევა, აკეთებს კიდეც, მაგრამ პარლამენტარის სიტყვას მაინც სხვა წონა და ფასი აქვს.

ასე რომ, მოემზადეთ, ბატონებო, 8 ოქტომბერს ორიდან ერთი ირაკლისთვის შეიძლება მზე დაბნელდეს!

ვერსია“, 17 აგვისტო, 2016 წელი

რამდენს ხარჯავენ პარტიები პოლიტიკურ რეკლამაზე

ვინ სარგებლობს უფასო სატელევიზიო რეკლამით და რატომ არ პაექრობენ პარტიები ეკონომიკური პროგრამებით

მაია მიშელაძე

წინასაარჩევნო პოლიტიკური მარათონი ,,მოიხოდა” _ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები დარჩა და სატელევიზიო ბადეც პარტიების წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამებით გადაიტვირთა. წინა წლების მსგავსად, ყველა საარჩევნო სუბიექტი, კვალიფიციური იქნება თუ არაკვალიფიციური, აქცენტს სოციალური თემატიკაზე აკეთებს ანუ მოსახლეობას, ტრადიციულად, პენსიების ზრდასა და უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას, ესე იგი, დასაქმებას პირდებიან. ,,ვერსია” დაინტერესდა, რა ღირს პოლიტიკური რეკლამა ამა თუ იმ ტელეკომპანიაში და რა უჯდებათ პარტიებს წინასაარჩევნო მარათონი.

სარეკლამო კომპანია ,,ტვ ინტერნეიშენალის” დირექტორმა, გიორგი სულაკაურმა ,,ვერსიასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ფასიანი პოლიტიკური რეკლამებისთვის იგივე ტარიფები მოქმედებს, რაც ამ არხებზე კომერციული რეკლამებისთვის არსებობს. რაც შეეხება კითხვას, თუ რა ღირს 1 წუთი პოლიტიკური რეკლამა ამა თუ იმ არხზე, მისი შინაარსი არასწორია. გიორგი სულაკაურმა აგვიხსნა, რომ სხვადასხვა არხზე არსებულ ყველა გადაცემას საკუთარი სარეკლამო ტარიფი აქვს. შესაბამისად, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის 1 წუთიც, ამა თუ იმ გადაცემის ფასის მიხედვით დგინდება. მაგალითად, საინფორმაციო გამოშვება ,,ქრონიკას” სხვა ტარიფი აქვს, ,,იმედის დილას” – სხვა:

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ზე, საინფორმაციო გამოშვება „კურიერში“ 1 წუთის ღირებულება 6 200 აშშ დოლარია, ამავე არხის დილის გადაცემა „დილა მშვიდობისა, საქართველოში“ კი 1 წუთი 1 200 აშშ დოლარი ჯდება. ამიტომ შეუძლებელია, ყველაზე საუკეთესო ეკონომისტმა განსაზღვროს, რა დაუჯდება პოლიტიკურ პარტიებს სარეკლამო კლიპი, თუნდაც „რუსთავი 2“-ზე. გადაცემა „დილა მშვიდობისა, საქართველოში“ 1 წუთის ღირებულება 1 100-დან 1 200-აშშ დოლარამდეა განსაზღვრული, „კურიერი 18.00 საათზე“ – 3 650 აშშ დოლარი, მერე სერიალია, სადაც 1 წუთის ღირებულება 3 900 აშშ დოლარია, გადაცემა „იღბლიან ბორბალში“ 1 წუთი 5 500 აშშ დოლარი ღირს, „ექიმებში“’ – 5 450 აშშ დოლარი, სერიალში „შენი ზოდიაქოს ფერი“ – 3 900 აშშ დოლარი, „გააცინე და მოიგეში“ – 5 500 აშშ დოლარი, „კომედი შოუში“ – 7 000 აშშ დოლარი, „კურიერში 21.00 საათზე“ – 6 160 აშშ დოლარი, „პოსტსკრიპტუმში“ – 7 040 აშშ დოლარი.

ამდენად, კონკრეტული ფასის განსაზღვრა ძნელია და გთხოვთ, მსგავსი შეცდომა არ დაუშვათ! დაიმახსოვრეთ, ყველა გადაცემას თავის ფასი აქვს”.

გიორგი სულაკაურმა „ვერსიას“ ტელეკომპანია GDS-ის სარეკლამო ნიხრებიც გააცნო. მისი თქმით, ამ ტელეკომპანიაში დილის 08.00-დან 14.53 საათამდე 1 წუთის ღირებულება 400 აშშ დოლარითაა განსაზღვრული, 15.23-დან 17.53 საათამდე – 500 აშშ დოლარით, 18.23-დან 19.53 საათამდე – 800 აშშ დოლარით, 20.23-დან 23.53 საათამდე – 1 200 აშშ დოლარით. შემდეგ ამ არხზე სერიალი გადის, სადაც 1 წუთი 800 აშშ დოლარი ღირს, შუაღამიდან დილამდე კი 1 წუთის ფასი ისევ 400 აშშ დოლარია.

გიორგი სულაკაურმა „ვერსიას“ განუმარტა, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უფლება არ აქვს, პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დრო გაყიდოს. ამიტომ ამ არხზე მხოლოდ უფასო პოლიტიკური რეკლამა უნდა გავიდეს. 8 აგვისტოდან კი ძალაში შევიდა გადაწყვეტილება, რომლითაც ყველა კომერციულმა არხმა კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების უფასო პოლიტიკურ რეკლამას გარკვეული საეთერო დრო უნდა დაუთმოს:
„ორიოდე თვის წინ, პოლიტიკური რეკლამებისთვის 30%-იანი ფასდათმობა მოქმედებდა, მაგრამ ახლა ასე აღარ არის. შესაბამისად, პოლიტიკური რეკლამები დაახლოებით, 30%-ით გაძვირდა, მაგრამ არჩევნების თარიღი რაც უფრო მოახლოვდება, პოლიტიკური რეკლამების ფასიც მოიმატებს. სხვათა შორის, წინა წლებში, პოლიტიკური რეკლამები 10-12-ჯერ ძვირდებოდა, დღეს ასეთი ტენდენცია არ შეიმჩნევა“.

ფასის გარდა, წინასაარჩევნო პერიოდში, მნიშვნელოვანი პარტიების სლოგანები და მიმართვებია. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, პარტიების წინასაარჩევნო პიარკამპანია ნაციონალური მოძრაობის, როგორც ხელისუფლებაში მყოფი ძალის სახლში გაშვებაზე იყო აგებული, თუმცა ისეთ ტრადიციულ თემებს, როგორებიცაა პენსიების ზრდა და დასაქმება, აქტუალობა არც მაშინ დაუკარგავს. საერთოდ, ბოლო 25 წლის განმავლობაში ამ კუთხით ყველაზე მსუყე დაპირებები გაიცემა, რომელზეც ამომრჩევლის „წამოკიდება“ შეიძლება. ამ ფონზე, სპეციალისტების შეფასებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ტრენდული თემა პოლიტიკური პარტიების ეკონომიკური პროგრამებით პაექრობა უნდა ყოფილიყო. წელს, პარტიებმა ეკონომიკური პროგრამები მართლაც დახვეწეს, თუმცა ეკონომიკური დებატები მაინც ვერ შედგა.

გიორგი სულაკაურმა „ვერსიას“ განუცხადა, რომ წინა წლებთან შედარებით, ამა თუ იმ პარტიის მიმართვასა და სლოგანებში წელს დიდ განსხვავებას ვერ ხედავს, მისსივე თქმით, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, რადგან ყველა პარტიის სლოგანში, ძირითადად, ისევ სოციალური პრობლემები ფიგურირებს:

„პარტიები აქცენტს შეუსრულებელ დაპირებებზე აკეთებენ, გვპირდებიან პენსიების ზრდას, უმუშევარი მოსახლეობის დასაქმებას და ასე შემდეგ, თუმცა ამ ბოლო დროს ყურში ისეთი მიმართვებიც მომხვდა, რაც წინა წლებში არ მსმენია: ერთი პარტია „საქართველოს უბლოკო სტატუსს“ გვთავაზობს, მეორე – რუსულ პასპორტებსა და პენსიას. მხოლოდ ეს ორი განსხვავებაა, სხვა დანარჩენი იგივეა და წლიდან წლამდე არ იცვლება. ყველა პარტია გვპირდება, რომ მხოლოდ მან იცის საქართველოს გადარჩენის კონკრეტული გზა, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რატომღაც ეს გზა ავიწყდება“.

პარტია „ცენტრისტებმა“ ანუ ხაჩიშვილ-ბედუკაძის ტანდემმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე საკმაოდ სკანდალური, პრორუსული და აშკარად ანტისახელმწიფოებრივი შინაარსის საარჩევნო რეკლამა განათავსა. ხაჩიშვილ-ბედუკაძე საქართველოს მოსახლეობას – არც მეტი, არც ნაკლები – რუსულ პასპორტებს, 400-ლარიან რუსულ პენსიასა და საქართველოში რუსული ბაზების განთავსებას დაპირდნენ. ამან საზოგადოებისა და პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა. შედეგად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჯერ ბოდიში მოიხადა და ბოლოს „ცენტრისტების” პოლიტრეკლამა შეაჩერა. მეტიც, ბედუკაძე-ხაჩიშვილის პოლიტიკური გაერთიანება ცესკომ რეგისტრაციიდანაც მოხსნა…

რაც შეეხება პარტიების დაფინანსების ზედა ზღვარს, ეს საქართველოს კანონმდებლობითაა განსაზღვრული და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 0.2%-ს არ უნდა აღემატებოდეს. 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, მშპ ზუსტად 32 მილიარდი ლარია, მისი 0.2% კი 64 000 000 ლარი გამოდის. სწორედ ესაა პარტიების დაფინანსების ზედა ზღვარი ანუ წინასაარჩევნო პიარკამპანია 64 000 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მონაცემებით, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები არიან: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; „საქართველოს კონსერვატიული პარტია“; „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“; „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“; „თავისუფალი დემოკრატები“; „ეროვნული ფორუმი“; „ერთიანი ნაცმოძრაობა“; „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“; „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“; ‘საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“. შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში უფასო სატელევიზიო დროით სწორედ ეს პარტიები სარგებლობენ.

„ვერსია“ უკვე წერდა, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესს საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ განსაზღვრავს. ამ კანონის 30-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების მიხედვით, „საბაზო დაფინანსება თანაბრად ნაწილდება საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს შორის. პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც უნდა წარედგინოს საქართველოს კონტროლის პალატას ყოველწლიურად, არაუგვიანეს 25 ნოემბრისა“.

საბიუჯეტო დაფინანსება საარჩევნო ბლოკსა და კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებზე თანაბრად ნაწილდება. თანხის თანაბარი გადანაწილება იმ შემთხვევაშიც კი ძალაში რჩება, თუ პარტია კოალიციას ტოვებს. „ვერსია“ იმასაც წერდა, რომ თუ რომელიმე პარტია საარჩევნო ბლოკიდან ან კოალიციიდან მიდის, საბიუჯეტო დაფინანსება, რომელიც არჩევნების შემდეგ გაუნაწილდა, თან მიჰყვება. შესაბამისად, დაფინანსების თვალსაზრისით, ბლოკიდან ან კოალიციიდან გასვლა, პარტიისთვის შემაფერხებელი ბერკეტი არ არის.
ვერსია“, 17 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ კახა მიქაიასთან: „სანდრა ღომს გააკეთებს, „დიდოუ ნანას“ იმღერებს და ზუგდიდში არჩევნებს მოიგებს!“ // რატომ უყვართ სამეგრელოში მიშა, რომელი ჩინოვნიკის ცოლის დაქალები იღებენ ზუგდიდში გადაწყვეტილებებს

ვანო პავლიაშვილი

(შემოკლებით)

არჩევნებში, როგორც პოლიტიკოსი, არ მონაწილეობს, რადგან მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად ფული არ აქვს. ისე, ამბობს, რომ სამეგრელოში დიდი ფული ტრიალებს, თუმცა ფულიანიტიპებიმასავით არ ფიქრობენ. და როგორ ფიქრობს კახა მიქაია? - ამ კითხვაზე პასუხს წინამდებარე არა-ჩვეულებრივ ინტერვიუში აღმოაჩენთ. მანამდე კი, უბრალოდ, შეგახსენებთ: „დაიცავი საქართველოსერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია, პრაქტიკულად, ერთადერთი იყო, ვინც სამეგრელოში ახალაიების კლანსა და, საერთოდ, ნაცრეჟიმს ებრძოდა. 2014 წელს, „ოცნებისსიით, ზუგდიდის საკრებულოს წევრი გახდა, თუმცა საკრებულოდან მალევე გარიცხეს

მოკლედ, რატომ თვლის, რომოცნებისსამეგრელოს ორგანიზაცია ნაცებითააგაძეძგილი“, ვის ებრძვის, რატომ უყვართ სამეგრელოში მიშა და რომელი ჩინოვნიკის ცოლის დაქალები იღებენ ზუგდიდში გადაწყვეტილებებს? - კახა მიქაიას ამ ინტერვიუს, უდავოდ, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება. მაშ, ასე: ღრმად ჩაისუნთქეთ და კითხვას შეუდექით!

(…)

- ნაციონალების მხარდამჭერებს ახალაიების დღესაც ეშინიათ?

- ის, რაც დღეს არსებობს, შიში კი არა, სიყვარულია და ისინი მიშას ჩამოსვლას ელოდებიან!

- ბატონო კახა, ლოდინი იქით იყოს და, ადამიანებს, რომლებსაც სამეგრელოში აწამებდნენ და აუპატიურებდნენ, მოძალადეები რატომ უყვართ?

- გრიგოლ რობაქიძე კითხულობს, ქართველი ბოლშევიკი ვინააო და იქვე პასუხობს, ქართველი ბოლშევიკი ის ქალწულია, რომელიც გააუპატიურეს და რომელსაც გამაუპატიურებელი შეუყვარდაო.

- ანუ, სამეგრელოს მიშა იმიტომ უყვარს, რომ გააუპატიურა?

- შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ასე გამოდის. მაქვს ინფორმაცია, რომ „ოცნების“ შიდა კვლევებით, სამეგრელოში ნაცმოძრაობას „ოცნებაზე“ მაღალი რეიტინგი აქვს და რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ?

-ქართულ ოცნებაშიმეგობრები გყავთ?

- დიახ, მყავს.

- მერე, არ ეუბნებით, თქვენი საქმე ცუდადაა და სამეგრელოში ხალხი მიშას ელოდებაო?

- ამას ჩემი თქმა რათ უნდა? ყველაფერს თვითონაც ხედავენ.

- სამეგრელოში ახალაიებიც უყვართ?

- არა, ახალაიების ეშინოდათ. თავიდან მიშასიც ეშინოდათ, მაგრამ მერე შეუყვარდათ!

- ნაციონალები მწამებლებს როგორ პოულობდნენ?

- ამას რა უნდოდა? „ვიაგრა“ და 30 ლარი.

-ვიაგრარა შუაშია?

- ცნობილია, რომ მეგის ქარდავა გამაუპატიურებლებს „ვიაგრასა“ და 30 ლარს აძლევდა.

- ყველა მწამებელი, როგორც ამბობენ, არ დასჯილა

- დიახ, ზოგი მწამებელი დღეს „ქართული ოცნების“ მომხრეა.

- კონკრეტულად?

- პერსონიფიცირებას არ მოვახდენ… სხვათა შორის, როლანდ ახალაიას წარსული უკვე მიშასაც არ მოსწონს და მისი გაწევა გადაწყვიტა. მიხეილ სააკაშვილი ვითომ ახალ ნაცმოძრაობას ქმნის, თუმცა თუ ერთ-ორ ბავშვს არ ჩავთვლით, ყველა ისევ ძველია.

- რა ამის პასუხია, ბატონო კახა და, მგონი, „ოცნებაცგებრძვით, არა? საკრებულოდან ხომ გაგრიცხეს

- გეტყვით, ჩემსა და „ოცნებას“ შორის დაპირისპირება რის გამოც დაიწყო: კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ნაციონალები ხელისუფლებაში „ოცნების“ სახელით დაბრუნებულიყვნენ. ანუ ის, რომ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია ახალაიას კუდ-ის ყოფილი თანამშრომელია, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გონერი ნაჭყებია დარჩელში მამა-შვილ ახალაიების მარჯვენა ხელი იყო, ზუგდიდის ყოფილი გამგებელი ედიშერ თოლორაია, რომელიც „ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა, თავად აქვს ნათქვამი, ზაზა გოროზიას გუბერნიაში მთავარი გამყალბებელი იყო…

- ეს არაფერს ნიშნავს, ბატონო კახა, თან, ნება მიბოძეთ, გაგახსენოთ, უსიამოვნო ხმა თქვენს მეგობრებზეც გავრცელებულა. მაგალითად, თავის დროზე ითქვა, რომ ადამიანი, რომელიც პირგამეხებული ოპოზიციონერი გვეგონა, მიშასგან, თურმე, ფულს იღებდა

- კარგი, რა, ვანო, ამ ჭორის გჯერათ?

- ჭორი რატომაა? ბადრი ბიწაძემ თქვა, ფარდის უკან ვიდექი და ყველაფერს ვხედავდ-ვისმენდიო

- ეს არასერიოზულობაა! იმაზე კი, რაზეც ვლაპარაკობ, ფაქტები არსებობს! ადამიანს დიდი ფანტაზია უნდა ჰქონდეს, რომ დაიჯეროს, ჩემმა მეგობარმა მიშასგან ფული აიღო და ამას ბადრი ბიწაძე ფარდის უკნიდან უყურებდა… ყველამ იცის, რომ ნინო ბურჯანაძეს ლიდერობა და სხვების გაწევა უნდოდა!

- შეიძლება, მაგრამ 26 მაისის მიტინგებზე ნინოს გვერდით დადექით. ამას რითიღა ხსნით?

- ნინო ბურჯანაძის გვერდით არ დავმდგარვართ! მეტიც, მას არ ვეთანხმებოდით, მაგრამ იმ საშიშროებას, რომელიც მიტინგზე შეკრებილ ხალხს ელოდა, ვგრძნობდით და იქ ამიტომაც მივედით ანუ რახან ექსტრემალური სიტუაცია იყო, პიროვნული წყენა დავძლიეთ და ხალხის გვერდით დავდექით! ვანო, ილუზია არ გვქონდა, რომ მიშა ჰუმანურობას გამოიჩენდა და 26 მაისს მიტინგს არ დაარბევდა. მე და ჩემს მეგობრებს კი არ შეგვეძლო, მაშინ, როცა ჩვენს მოყვასს სცემდნენ, შინ ვყოფილიყავით! მეორე დღეს კი გამოვსულიყავით და გვეთქვა, იქ უხარისხო ქართველები იყვნენ შეკრებილნიო. ვიმეორებ: იქაური არც სიტუაცია მოგვწონდა და არც – თავად ნინო ბურჯანაძე, მაგრამ სინდისი შეგვაწუხებდა, შინ ვმჯდარიყავით და ტელევიზიით გვეყურებინა, მიხეილ სააკაშვილი ხალხს როგორ სცემდა.

- კახა ბატონო, მართალია, დღეს ერთმანეთს პირველად შევხვდით, მაგრამ თქვენი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, სამართლიანი ადამიანი მგონიხართ. ჰოდა, აღიარეთ, რომ მიშას წინსვლაში თავისი წვლილი ზოგიერთ თქვენს მეგობარსაც აქვს შეტანილი

- კი ბატონო, მაგრამ საქართველოში არ მეგულება ადამიანი, რომელიც არც ზვიადთან იყო, არც შევარდნაძესთან, არც ასლანთან და არც მიშასთან.

- ასეთი ადამიანი, მგონი, თქვენ ხართ!

- (იღიმება) ჰო, ასეთი მხოლოდ მე ვარ. მიშაზეც, ასლანზეც გაბრაზებული ვიყავი და ყველას ვებრძოდი.

(…)

- ისე, ხალხს ბაჩო და დათა უფრო სასტიკად ექცეოდნენ თუ მამათი როლანდ ახალაია?

- მათ შორის განსხვავება არ არსებობდა!

- მიხეილ სააკაშვილი საქართველოში აღარაა, ნაცმოძრაობა ოპოზიციაშია, ერთი ახალაია ციხეშია, მეორე -პაბეგშიდა დღეს ვის ან რაღას ებრძვით, კახა ბატონო?

- რას და ვის ვებრძვი?

- დიახ, დიახ, კითხვა სწორად გაიგეთ

- ზუგდიდის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნების“ სიით გავხდი, მაგრამ „ოცნების“ პოლიტიკა არ მომეწონა.

- ახლა, არ მითხრათ, „ოცნებანაცებთან გარიგებაში შევიდა და, მაგალითად, ბიზნესები გაინაწილაო

- რა თქმა უნდა… სხვათა შორის, საკრებულოს პირველივე სხდომაზე განვაცხადე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი კი არა, დამოუკიდებელი დეპუტატი ვიქნები-მეთქი და 2006-დან 2014 წლამდე ჩატარებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების სია, ასევე, ხარვეზების დამდგენი კომისიის მიერ დაწერილი ოქმი მოვითხოვე, რომელიც ტენდერში გამარჯვებული რომელიმე კომპანიის მუშაობას შეეხებოდა, მაგრამ არ მომცეს.

- ადგილობრივი არჩევნების წინ ანუ მაშინ, როცაოცნებისსაარჩევნო სიაში იყავით, ნაციონალებისგაქოცებაზეინფორმაციას ფლობდით?

- დიახ.

- მერე, „ოცნებისსიაზე უარი რატომ არ თქვით?

- სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი, რომ სიაში ვიყავი.

- ესე იგი, სიაში ჩაწერაჩაგიდეს“?

- (იცინის) არ ჩამიდეს, კაცო… უბრალოდ, ფაქტის წინაშე დამაყენეს – „ქართული ოცნების“ სია რომ გამოქვეყნდა და ჩემი გვარი ვნახე, აღარ დავიწყე, თქვენთან არ მინდა-მეთქი.

- რატომ?

- რატომ და, ჩემთვის პრიორიტეტი იყო, ნაციონალები პოლიტიკურ მოუსავლეთში რეგიონის ხელისუფლებიდანაც გაგვესტუმრებინა და „ოცნებასთან“ კომპრომისზეც ამიტომ წავედი, თორემ ძალიან კარგად ვიცოდი, ეგენიც ვინ იყვნენ და ამის შესახებ პირშიც მაქვს ნათქვამი… ხომ გაგიგიათ, ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო და ნაციონალებმა პორტირება დაიწყეს და დღეს სამეგრელოს „ოცნება“ ნაციონალებითაა „გაძეძგილი“!

-_ ბატონო კახა, არ გიცდიათ, ყველაფერ იმაზე, რასაც მიყვებით, ხმა ბიძინა ივანიშვილისთვის მიგეწვდინათ?

- საჯარო განცხადებებს ვაკეთებ. იმის კაცი კი არ ვარ, ვთხოვო, ბატონო ბიძინა, მიმიღეთ-მეთქი. კარს არავის შევუმტვრევ, მით უმეტეს, ყველამ ყველაფერი იცის. არ მჭირდება, ჩემი „სივი“ დავიკავო და ვიღაცასთან მივიდე. ვანო, მეტსაც გეტყვით, არც ვინმეს მფარველობა მჭირდება! დღევანდელი პოლიტიკური ელიტა კი, პირდაპირ ვიტყვი, მონურ-მორჩილთა კასტაა!

- პოლიტიკური ელიტა მაინც, ვის ემონ-ემორჩილება?

- ვის და „უფროსს“.

- გამაგებინეთ, ესუფროსივინაა?

- არ იცით, ვინ არის? ხელისუფლება.

- მაშასადამე, საუბარი იქითკენ მიგყავთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება და მიშა გარიგებულები არიან?

- ვანო, პროვოკაციულ კითხვას ნუ სვამთ!

- ბატონო კახა, სულიერი მოძღვარი არ ვარ, თქვენს სიმშვიდეზე ვიზრუნო. შესაბამისად, უფრო მეტად პროვოკაციულ კითხვებსაც დაგისვამთ!

- კოჰაბიტაცია ზემოდანაა წამოსული ანუ „ქართულმა ოცნებამ“ იმისთვის, რომ ხელისუფლება შეენარჩუნებინა, მთავარ ოპოზიციურ ძალად ნაცმოძრაობა დატოვა!

- ახლა დავფიქრდი და, ნაცები ძალიან მაგრები არიან: ყველას - ხელისუფლებას თუ ოპოზიციას თავიანთ ჭკუაზე გატრიალებენ!

- თავიანთ ჭკუაზე ვერც ნაცები მატრიალებენ და ვერც ვერავინ…

- ამბობენ, პოლიტიკაში ყველაფერიმოსულაოდა თუ სხვა პოლიტიკოსებსა თუ პოლიტიკურ ძალებსაც გინდათ, მაგრები იყოთ, უკან არაფერზე უნდა დახიოთ და უარი არცვიაგრისდარიგებაზე თქვათ, არც - 30-30 ლარის

- ამას არასოდეს ვიკადრებ! შევარდნაძის კორუმპირებული ჩინოვნიკი, ან მიშას „ზონდერი“ რომ ვყოფილიყავი და ერთხელ მაინც მემღერა, მიშა მაგარია-მეთქი, დარწმუნებული ვარ და ამის თქმის არ მეშინია, დღეს „ქართული ოცნების“ ან საარჩევნო სიაში ვიქნებოდი, ან მაჟორიტარობის კანდიდატი!

(…)

- მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, როლანდ ახალაია შეგხვედრიათ?

- არა.

- რომ შეგხვდეთ, როგორ მოიქცევით, წიხლს ამოარტყამთ?

- როგორ გეკადრებათ! ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ! სხვათა შორის, ერთხელ, ერთ ჟურნალისტთან როლანდის გინება წამომცდა, რაც გამოქვეყნდა და, ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, ამ გინების გამო ახალაიას ბოდიში მოვუხადე!
მოკლედ, 2010 წელს, ზუგდიდის ცენტრში როლანდ ახალაიას ცვილის ბიუსტი რომ დავუდგი, რამდენიმე დღეში, სახლის კართან, ახალაია და გუნავა მანქანით მეახლნენ. სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი იყო… რას მერჩი, ჩემი სიკვდილი გინდაო?! – მკითხა როლანდ ახალაიამ და რა პასუხიც მაშინ მიიღო, რომ შემხვდეს, დღესაც იმავეს გავუმეორებდი.

- მიხეილ სააკაშვილმა ახალაიები გაწირა და ბაჩო ციხეში ამიტომაა, დათა კი პაბეგში“?

- დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს არც ახალაიები გაუწირავს და არც _ მაგალითად, გიგი უგულავა, ან ვანო მერაბიშვილი. ეს დიდი „სიაფანდია“! ყველაფერი ეს ნაცებისთვის ახალი პოლიტიკური იმიჯის შექმნაა და მეტი არაფერი. ბაჩო ციხეში, დათა კი „პაბეგში“ რომ არ იყოს, მიშა მაინც ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რადგან ახალაიების წარსული აღარ მოსწონს, თუმცა თავის დროზე ყველაფრის მბრძანებელი, რასაც ახალაიები აკეთებდნენ, მიშა იყო, თორემ ახალაიები დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებდნენ.

- გჯერათ, რომ წამება-გაუპატიურების კადრებს მიშა უყურებდა?

- გამორიცხული არაფერია, მაგრამ არ მგონია, მთლად ასე ამაზრზენად იქცეოდა, თუმცა ვიმეორებ: ყველაფერი, რაც სამეგრელოში და, საერთოდ, საქართველოში ხდებოდა, სააკაშვილმა დეტალურად იცოდა!

- ბატონო კახა, საუბრის თემა უნდა შევცვალო: 90-იანებიდან მოყოლებული, სამეგრელოს თავზე, როგორც იტყვიან, წისქვილის ქვა დატრიალდა - ჯერ მხედრიონმა გადაუარა, მერე - ახალაიებმა. საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეს რას ერჩიან?

- თუ დამოუკიდებლობის 25-წლიან პერიოდს დავაკვირდებით, პოლიტიკურ კატაკლიზმებში სამეგრელო ყოველთვის პირველ პლანზეა და ასეთი მითიც არსებობდა, თუ სამეგრელოს მოიგებ, ესე იგი, მთელ არჩევნებში გაიმარჯვებო, მაგრამ ეს მითი ბიძინა ივანიშვილმა დაანგრია – 2012 წელს, ზუგდიდი ალასანიამ, „ქართულმა ოცნებამ“ კი სამეგრელო წააგო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მაინც მოვიდა. საერთოდ, მეგრელები პოლიტიკურად აქტიურები და მოტივირებულები არიან. სააკაშვილმა ძალიან კარგად იცოდა, თუკი მის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყებოდა, ამ ბრძოლის ავანგარდში სამეგრელო იქნებოდა. ამიტომ, ყველაფერი გააკეთა, სამეგრელოს მის წინააღმდეგ ბრძოლის უნარი არ ჰქონოდა.

- სამეგრელოში ისეთი ოჯახი არსებობს, რომელიც ნაციონალურ რეპრესიებში არ მოჰყვა?

- დიახ, არსებობს, მაგრამ შიში ყველა ოჯახს ჰქონდა. ვანო, იცით, სინამდვილეში რა მოხდა? ახალაიამ გადაწყვიტა, რომ ყველაზე მაგარი და გავლენიანი მეგრელია ანუ სამეგრელო თვითონ იყო. ასეთი აზრი გაუნათლებელ და დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანს მოსდის. მოკლედ, ახალაიამ თავისი იდეის რეალიზება დაიწყო, რაც ძალადობის გარეშე არ მოხდებოდა… ისე, როლანდ ახალია ბევრ რაღაცაზე შეიძლება, თავს იკავებდა, რასაც მის შვილებზე ვერ ვიტყვი!

- ბატონო კახა, 8 ოქტომბერ სამეგრელოში რა მოხდება -ოცნებაარჩევნებს მოიგებს?

- არ ვიმარჩიელებ… კორცხელის ამბავი ხომ გახსოვთ?

- ეს რა შუაშია?

- საზოგადოებას „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ამირან ლაგვილავას ნაცმოძრაობის წევრობის მანდატი ვაჩვენე. ეს პოლიტიკური ანომალიაა და მეტი არაფერი!

- საარჩევნო კამპანიაში, რომელი პარტიის ან კანდიდატის სასარგებლოდ ჩაერთვებით?

- არა.

- პოლიტიკური ტაიმ-აუტი რატომ აიღეთ?

- უბრალოდ, ბრძოლის ფორმა შევცვალე…

- არ გინდათ, ვთქვათ, თამაზ მეჭიაურის გვერდით დადგეთ?

- (გაოცებული) ვისი, კაცო?

- თამაზ მეჭიაურის. რა, რამეს უწუნებთ?

- არავის არაფერს ვუწუნებ, მაგრამ მე ჩემი ხედვა და გზა მაქვს.

- თქვენი გზა ნატოსკენ მიდის?

რა თქმა უნდა! ზვიად გამსახურდიას პრიორიტეტი დასავლეთი იყო და ჩემთვისაც ასეა! ჩემი, კახა მიქაიას მიზანი ევროკავშირი და ნატოა!

(…)

- ნაციონალებიმეოცნებეებსკომპრომატებით აკონტროლებენ?

- ყველაფრით…

-ბატონო კახა, ამბობენ, სამეგრელოს რომელიმე რაიონში, მაგალითად, ზუგდიდში ნაცების მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი იქნებაო. ყოფილმა პირველმა ლედიმ კენჭი მართლა რომ იყაროს, მოიგებს?

- სანდრას გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს!..

- მაშასადამე, მეგრელებს სანდრაევასებათ“?

- კი… ღომს გააკეთებს, ერთხელ „დიდოუ ნანას” იმღერებს და გაიმარჯვებს, რაც ძალიან არ მინდა… ისე, ჩემი კრიტიკული განწყობის მიუხედავად, ვთვლი, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა – მიშა დაამთავრა!

- გჯერათ, რომ მიშადამთავრდა“?

- 2012 წელს, ივანიშვილმა მიშას რეჟიმი დაამთავრა, თუმცა სხვა საქმეა, მერე რა მოხდა. 2012-ში არჩევნები მიშას რომ მოეგო, ვანო, მე და თქვენ ახლა აქ არ ვისხდებოდით, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი და დღევანდელი „ქართული ოცნება“ უნდა განვასხვაოთ.

- ილოცეთ, მიშა არ დაბრუნდეს, თორემ მტრისას და ავისას, რა დღეშიც აღმოჩნდებით!

- იცით, რა? ეს იმას უთხარით, ვისაც მიშასი მისი პრეზიდენტობის დროს ეშინოდა.

- სამეგრელოში პრორუსული განწყობა მართლა ჭარბობს?

- არა, ეს ისეთივე მითია, როგორც მეგრული სეპარატიზმი. ზვიად გამსახურდიადან მოყოლებული, მეგრელები საქართველოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე ვდგავართ და გამორიცხულია, სამეგრელოში სეპარატიზმი და პრორუსული განწყობა აყვავდეს. ვისაც ამის იმედი აქვს, ცივი წყალი დალიოს, ჩემო ძმაო!

- ბატონო კახა, სამეგრელოში ბევრი თანამოაზრე გყავთ?

- არა, ცოტა…

- რატომ?

- ამას ბევრი მიზეზი აქვს…

- გასაგებია, რომ არჩევნებში დისონანსი არ შეგაქვთ, მაგრამ ვთქვათ, 9 ოქტომბერს რას იზამთ?

- იმას ვიზამ, რასაც დღეს ვაკეთებ – თუ რამე არ მომეწონება, ამის შესახებ ნებისმიერი ხელისუფლების დროს ხმამაღლა ვიტყვი!

- წეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდა: მუშაობთ, კახა ბატონო?

- არა.

- აბა, რას აკეთებთ?

- (იღიმება) ვპოლიტიკოსობ!

- რაღა დაგიმალოთ და, ვერაფერი გავიგე

- გაუგებარი რა არის? პროტესტი ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან უსამართლობას ვერ ვეგუები!.. ვანო, წალენჯიხის ომი, გადამწვარი დარჩელი და მხედრიონის სისასტიკე არასოდეს დამავიწყდება!

- ზვიადს მეგრელებმაც უღალატეს?

- დიახ და ყველაფერი ის, რაც დღეს გვჭირს _ ქვეყნის ღობეებმორღვეულობა და თუნდაც კოჰაბიტაცია, სწორედ ამ ღალატის შედეგია!

(…)

- ბატონო კახა, ოდესმე თქვენი მოსაწონი ხელისუფლება მოვა?

- ზუგდიდში, საკანში ვიჯექი, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანმა მანქანა გააჩერა და მითხრა, ,,მიშისტი” კი ვარ, მაგრამ ძალიან დიდ პატივს გცემ, თუმცა იცოდე, ამ საკანში დარჩები, რადგან ისეთი ხელისუფლება, რომელიც მოგეწონება, არასოდეს მოვაო… ხომ შეიძლება, ვიოცნებო? ჰოდა, მგონია, რომ ოდესმე ჩემი მოსაწონი ხელისუფლება აუცილებლად მოვა!

- ჩემგან არ გესწავლებათ - ოცნებები არ ხდება!

- ვიცი, მაგრამ ხომ შეიძლება, ეს ოცნება ამიხდეს?

- ღმერთმა ხელი მოგიმართოთსხვათა შორის, თავის დროზე ძალიან ბევრიზვიადისტი“ „გამიშისტდა“. ამას რითი ხსნით?

- დღეს სამეგრელო, შინაგანად, მაინც „ზვიადისტურია“!.. გარკვეულმა ნაწილმა ჩათვალა, რომ მიშა ზვიადის გამო შურს იძიებდა. სააკაშვილმა, წალენჯიხიდან ავტობუსით რომ წამოვიდა, ზუგდიდში, ზვიადის ძეგლთან მივიდა და პირდაპირ თქვა, ზვიადის დამმხობს დავამხობო. მოკლედ, სამეგრელოში ახლაც არსებობს განცდა, რომ ზვიადის დამმხობი მიშამ დაამხო და სააკაშვილის მოსვლის პირველ პერიოდში სამეგრელომ, რომელსაც „მხედრიონის“ თუ სხვისი ეგზეკუცია ექვსჯერ ჰქონდა გადატანილი, გარკვეულწილად ამოისუნთქა!

- მოკლედ, არჩევნების მერე რას აპირებთ, კახა ბატონო?

- 10 ოქტომბერს შევხვდეთ და გეტყვით.

- სამეგრელოს პოლიტიკურად აფეთქებას ხომ არ გეგმავთ?

- პოლიტიკური აფეთქება და მხილება ჩემი სტიქიაა, თუმცა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არასოდეს გავდივარ!

- საშიში კაცი ხართ

- საშიში აბსოლუტურად არ ვარ! ტყუილი არ მიყვარს, არავისი მეშინია და ყოველთვის სიმართლეს ვამბობ!

Comments are closed