globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 17 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 17th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირისაგან უვიზო რეჟიმის შემოთავაზებას? // საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ მიგრაციულ ნაკადებს აკონტროლებს

„ახალი თაობა“: თამარ ბერუჩაშვილი: „რუსეთთან ვერ მოხერხდა პროგრესის მიღწევა პოლიტიკურ საკითხებში“

————————



„რეზონანსი“, 16 იანვარი, 2015 წელი

მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირისაგან უვიზო რეჟიმის შემოთავაზებას?

საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ მიგრაციულ ნაკადებს აკონტროლებს

სტატიაში საუბარია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხზე: დაბრკოლდება თუ არა რიგის სამიტზე დაგეგმილი საქართველოსთვის ევროკავშირისაგან  უვიზო მიმოსვლის შემოთავაზება საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ? (ავტორი – ეკატერინე ბასილაია).

ქართველი ექსპერტების ვარაუდით, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ევროპაში. თუ ტერორისტული აქტები ისევ მოხდება, ამან შესაძლებელია რარაც დაბრკოლებები შექმნას. მით უმეტეს, როიმ საქართველო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მდებარეობს, სატრანზიტო ქვეყანაა, რომლის გავლითაც მესამე ქვეყნებიდან ისლამური ჯგუფების გადაადგილების საფრთხე მაღალია და ამას ევროკავშირი სიფრთხილით მოეკიდება, თუმცა იმასაც დასძენენ, რომ ევროკავშირს საქართველოსთან პარტნიორობა სჭირდება და ეს არის ის მომენტი, როდესაც ეს ფაქტორი ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს.

„მართალია, „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალ ეშელონებში არიან საქართველოდან წასული პირები, მაგრამ იქ გაცილებით მეტია საფრანგეთისა და გერმანიის მოქალაქეები. შეიძლება ამან რაღაც გავლენა მოახდინოს, მაგრამ თუ პოლიტიკოსები პოპულისტურ ტალღას ზედმეტად არ აჰყვებიან, მაინც და მაინც დიდი ლოგიკა არ არის იმაში, რომ ევროკავშირმა აღარ მიიღოს ჩვენთვის უვიზო რეჟიმის შემოთავაზების გადაწყვეტილება, თუმცა გამორიცხული არაფერია“, – აცხადებს კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების სტარატეგიული კვლევების ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია. მისი თქმით, „შესაძლოა ევროკავშირში საპოლიციო ზომები გამკაცრდეს, მაგრამ რადგან საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მუსულმანური ქვეყნები არ არიან და არც ტერორიზმის ექსპორტს ახორციელებენ, ამიტომ უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილების მიღების შანსი გვაქვს“.

„ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელის კახა გოგოლაშვილის ტქმთ, მნიშვნელოვანი იქნება, თუ რამდენად არ აჰყვება ევროპა ულტრანაციონალისტურ და პოპულისტურ იდეებს, მაგალითად, საფრანგეთის ულტრანაციონალისტური პარტიის ლიდერის მარი ლი პენის განცხადებებს, რომელიც მიიჩნევს, რომ მესამე ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ისლამურ ქვეყნებთან, ევროკავშირის სავიზო რეჟიმი უნდა გამკაცრდეს.: „რასაკვირველია, საქართველო არ არის სილამური სახელმწიფო, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ისეთ რეგიონში მდებარეობს, საიდანაც დიდია ისლამური ჯგუფების ევროპაში შეღწევის სესაძლებლოება. ამიტომ საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ დოკუმენტებს და მიგრაციულ ნაკადებს აკონტროლებს“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

„ყველაფერი მაინც დამოკიდებული იქნება იმაზე, მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში როგორ განვითარდება სიტუაცია ევროპაში. თუ მდგომარეობა უფრო გამწვავდება და ტერორიზმის საფრთხე გაიზრდება, თუ მოიმატებს ნაციონალისტური განწყობები, ამას ჩვენთვის გარკვეული [ნეგატიური] შედეგი მოჰყვება, გართულდება უვიზო რეჟიმის მინიჭების შესაძლებლობა“, – აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.

„ამასთან, რადგან საქართველო, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, არის ისი ქვეყანა, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპაში მკკიაფიოდ განაცხადა ევროპასთან პარტნიორობის პრიორიტეტი, ეს არ შეიძლება ევროკავშირმა არ გაითვალისწინოს. მას დღეს უფრო სჭირდება მჭიდრო პარტნიორობა საქართველო-მოლდოვა-უკრაინასთან, ვიდრე ეს გუშინ ჭირდებოდა. იმიტომ, რომ დღეს რუსეთი ამ ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად საკმაოდ უხეში მეთოდებით აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებს. ამის გამო რუსეთს დაუპირისპირდა კიდეც ევროკავშირი და ადგილი აქვს სანქციების გამოყენებას. ეს ყველაფერი კი არ შეიძლება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე დადებითად არ აისახოს.

ახლა ამ ორ ძირითად გარემოებებს არის ჭიდილი. ამიტომაც მგონია, რომ 2015 წელს რიგის სამიტზე გამოცხადდება გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება ეძლევა, მაგრამ მისი ძალაში შესვლა შეიძლება არ მოხდეს ისე სწრაფად, როგორც ეს მოლდოვასთან მიმართებით მოხდა. ამის მიზეზი კი ტერორიზმის საფრთხე იქნება“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

„ახალი თაობა“, 15 იანვარი, 2015 წელი

თამარ ბერუჩაშვილი: რუსეთთან ვერ მოხერხდა პროგრესის მიღწევა პოლიტიკურ საკითხებში“

ნათია ხურცილავა

(შემოკლებით)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერჩაშვილმა გუშინ „პარტნიორობა – ღია მმართველოისათვის“ ფარგლებში დიპლომატიური უწყების ორწლიანი საქმიანობის ანგარიში გააცნო საზოგადოებას. მის ანგარიშს ისმენდნენ საელჩოების წარმომადგენლები, არასამთორობო ორგანიზაციები, მისნისტრთა კაბინეტის წევრები, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის („ნაცმოძრაობის“) დეპუტატები.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გასული წლის განსაკუთრებულ მიღწევათა შორის გამოყო  საქართველოსა და ევროკავშირს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება, „არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ მიღება ნატოს უელსის სამიტზე, ოკუპირებული ტერიტროეიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ ამღიარებელ სახელმწიფოთა რაოდენობის შემცირება, გაეროს რეზოლუციისადმი იძულებით გადაადგილებულ პირთა  დევნილთა სტატუსის შესახებ მხარდამჭერ სახელმწიფოთა რაოდენობის მატება, საქართველოსთან დიპურთიერთობის მქონე ქვეყნების რიცხვის გაზრდა (183-მდე), გლობალური უსაფრთხოების დაცვაში საქართველოს წვლილის გაფართოება და სხვა.

თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, გასული ორი წლის განმავლობაში ჩვენი მხრიდან გამოჩენილი კონსტრუქციულობის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები კვლავ გამოწვევად რჩება.

„მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა არაერთი ნაბიჯი მოსკოვთან დაძაბული ურთიერთობების დეესკალაციის მიზნით, კერძოდ, შემოიღო სპეციალური წარმომადგენლის პოსტი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში; უარი თქვა სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტზე და სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობა შესთავაზა მოსკოვს; დაიწყო სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზაცია. ამ პრაგმატული მიდგომის შედეგად, მართალია, შესაძლებელი გახდა გარკვეული პოზიტიური დინამიკის შექმნა რუსეთთან ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში, თუმცა ვერ მოხერხდა პროგრესის მიღწევა პოლიტიკურ ასპექტებში. რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობდა თავის უკანონო ქმედებებს მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების განთავსებით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეც“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.

მინისტრის თქმით, რეგულარული ხასიათი ჰქონდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვას კონფლიქტის ზონაში. „მეტიც, გასულ წელს მოსკოვმა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან გააფორმა ე.წ. ხელშეკრულება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ და მუშაობს ასეთივე შეთანხმების დადებაზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან. აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს საქართველოს განუყოფელი რეგიონების დე-ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯს და შესაბამისად შეფასდა კიდეც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ცხადია, ეს ყველაფერი არ არის მიმართული მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ეს არის გამოწვევა, რომელსაც რუსეთი უქმნის მთელს ევროპას და თანამედროვე მსოფლიო წესრიგს, XXI საუკუნის ევროპაში საზღვრების თვითნებური შეცვლის გზით“ – განაცხადა მინისტრმა.

თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, რუსეთის უკანონო, დესტრუქციული ქმედებები მიმართულია საქართველოსა და უკრაინის ევროპული კურსის წინააღმდეგ. მან აღნიშნა, რომ საქართველო შეშფოთებულია უკრაინაში შექმნილი მძიმე საომარი მდგომარეობით, რომელიც რუსეთის მხრიდან მზარდი ზეწოლის გამო სულ უფრო მძიმდება. „საქართველო მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველო გმობს ყველა იმ ქმედებას, რომლებიც მიმართულია საერთაშორისო სამართლის ამ ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა და ის 2008 წლის აგვისტოს საქართვლო-რუსეთის ომის გაგრძელებას წარმოადგენს. ცხადია, რუსეთის უკანონო და დესტრუქციული ქმედებები მიმართულია ჩვენი ქვეყნების ევროპული კუსრსის წინააღმდეგ“, – ხაზი გაუსვა მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ მიუხედავად რთული ვითარებისა, საქართველოს ევროპული კურსი უცვლელი რჩება.

Comments are closed