globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 11 ოქტომბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Oct 11th, 2016 and filed under ჩვენს შესახებ. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს და უფლებამოსილება კიდევ უფრო შეეზღუდოს // რა საკონსტიტუციო ცვლილებებს გეგმავს „ოცნება”

„რეზონანსი“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ორპარტიული პარლამენტის არსებობა, ყოველთვის რევოლუციით მთავრდება“

„რეზონანსი“: რატომ ვერ მოხვდნენ პარლამენტში „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ // „თუ „ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოაგროვებს, ამან ქართული პოლიტიკა შეიძლება სხვა გზით წაიყვანოს”

„რეზონანსი“: შეწყვეტილი ბრძოლა – ალასანია პარტიას და პოლიტიკას ტოვებს // „ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ აქტიურად მოვახდინო გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე“

„რეზონანსი“: ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან: „არჩევნების შედეგები ქვეყნისთვის მძიმეა“ // “რესპუბლიკური პარტია” პოლიტიკური ცხოვრების დასრულებას არ აპირებს

—-

„ახალი თაობა“: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „მიხეილ სააკაშვილის აგრესიულმა მოწოდებებმა „ოცნებას“ მხარდამჭერები გაუზარდა“ // „ნინო ბურჯანაძემ სრული კრახი განიცადა, რესპუბლიკელებივით“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „ნაციონალებმა შეიძლება ახალი არჩევნები მოითხოვონ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „მეორე ტურს „ქართული ოცნება“ მოიგებს“ // „მე პოლიტიკაში ვრჩები“

—-

„თბილისელები“: ინტერვიუ არმენოლოგ ზაზა ალექსიძესთან: რატომ დაწყევლა სომეხთა პატრიარქმა ქართველები

——————-

„რეზონანსი“, 11 ოქტომბერი, 2016 წელი

პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს და უფლებამოსილება კიდევ უფრო შეეზღუდოს

რა საკონსტიტუციო ცვლილებებს გეგმავს “ოცნება”

ეკატერინე ბასილაია

პარლამენტი ქუთაისიდან უნდა გადავიდეს თბილისში; პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს და ის მომავალში არა ხალხმა, არამედ პარლამენტმა აირჩიოს; ქვეყანა უნდა გახდეს მთლიანად საპარლამენტო და პრეზიდენტს შეზღუდული უფლებები კიდევ უფრო შეეზღუდოს; უნდა განისაზღვროს ქორწინების დეფინიცია, როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი – ეს ის საკითხებია, რომლის კონსტიტუციაში ცვლილება სურს “ქართულ ოცნებას”, მას შემდეგ, რაც მეორე ტურით საკონსტიტუციო უმრავლესობას, 113 მანდატს მოიპოვებენ, რაშიც უკვე სრულად დარწმუნებულებიც არიან.

კონსტიტუციონალისტები კი აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს ერთპარტიული მმართველობაა, როდესაც ხელისუფლება კონსტიტუციის საკუთარ თავზე და ნება-სურვილზე მორგებას იწყებს და ავტორიტარიზმის დიდი საფრთხე არსებობს.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნებათ და ქორწინების დეფინიციაზე, პარლამენტის ადგილმდებარეობის ცვლილებასა და პრეზიდენტის არჩევის წესზე განხილვები აუცილებლად იქნება, თუმცა ჯერ საბოლოო პოზიცია არ არის ჩამოყალიბებული, რა რიგითობით და როდის მოხდება ამ ცვლილებების განხილვა. უფრო მეტიც, შესაძლოა კონსტიტუციაში ბევრად მეტი ცვლილება ვიხილოთ, ვიდრე ეს სამი საკითხია. “ყველა საკითხი ძალიან ფართო ფორმატში უნდა განვიხილოთ. სავარაუდოდ, კომისიის ფორმატში განიხილება, სპეციალური საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში. ეს განხილვები შეეხება აბსოლუტურად ყველა საკითხს, კონსტიტუციის ყველა თავს, მათ შორის, პრეზიდენტის, მთავრობის, პარლამენტის თავებს და შესაბამისად, თითოეული მუხლი იქნება განხილვის საგანი, როგორც ცალ-ცალკე, ასევე კომპლექსურად. ასეთი ფართო განხილვისა და კონსესუსის საფუძველზე უნდა მივიღოთ ჩვენ გადაწყვეტილებები”, – ამბობს კობახიძე.

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძის სურვილია, ქვეყანა მთლიანად საპარლამენტო რესპუბლიკად გადაკეთდეს და თუ მას ეს გაუვა, არა მარტო პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვლება, არამედ ქვეყნის პირველი პირი აღარ იქნება პრეზიდენტი და მას დღეს შემორჩენილი უფლებებიც კიდევ უფრო შეეზღუდება და დიდი ალბათობით, მომავალი წლიდან არცთუ ცოტა საკონსტიტუციო ცვლილება გველოდება.

საკონსტიტუციო უმრავლესობის მოლოდინი

საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე პირველი განცხადება “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

“ჩვენი კანდიდატების უმრავლესობას დააკლდა მხოლოდ მცირე რაოდენობა იმისათვის, რომ პირველივე ტურში მოეპოვებინათ გამარჯვება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოვიგებთ არჩევნებს ყველა მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურში. შესაბამისად, “ქართული ოცნება” მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში, რაზეც ჩვენ არჩევნებამდეც ვსაუბრობდით”, – არჩევნების მეორე დღეს, 9 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე განაცხადა კობახიძემ.

შემდეგ კი უკვე “ოცნების” სხვა წევრებიც ალაპარაკდნენ, რომ პარლამენტში 113 დეპუტატით შევლენ. 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ მიიღო ხმების – 48%, “ნაციონალურმა მოძრაობამ,” – 27%, “პატრიოტთა ალიანსმა,” – 5%. ამ შედეგებით 77 პროპორციული მანდატიდან “ოცნება” მიიღებს 44 ადგილს, “ნაციონალები,” – 27-ს, ირმა ინაშვილის პარტიას – 6 ადგილს.

ამას ემატება მაჟორიტარული მანდატები და 73 მაჟორიტარული მანდატიდან 23 ადგილი აიღო “ოცნებამ” პირველივე ტურში. სხვა პარტიებმა ვერცერთი მაჟორიტარი ვერ გაიყვანეს. 50 ოლქში დანიშნულია მეორე ტური.

ამდენად, 150-კაციან პარლამენტში პირველივე ტურიდან შედის ხელისუფლების 67 დეპუტატი და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად მმართველ პარტიას 46 მაჟორიტარული ოლქის მოგება სჭირდება. მეორე ტური ტარდება 50 ოლქში – 18 თბლისში და 32 რეგიონებში და ყველგან ხმების რაოდენობით ლიდერი “ოცნების” კანდიდატია. ამიტომაც უკვე პოლიტოლოგებიც პროგნოზირებენ იმას, რომ “ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობის, ანუ 113 მანდატის მოპოვება არ გაუჭირდება.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, სრულიად უნიკალურ შემთხვევას მივიღებთ, რომლის პრეცედენტი ქართულ პოლიტიკაში არ ყოფილა და 73-ვე მაჟორიტარი ხელისუფლების იქნება.

ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, რომ მეორე ტურში გასულებიდან პირველები ყველგან “ქართული ოცნებაა”, მეორე – “ნაციონალური მოძრაობა” აბსტრაქციაა, რომ დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა მეორე ტურში ოპოზიციის, “ნაციონალების კანდიდატს მისცეს ხმა, ამდენად “ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობის შანსი დიდი აქვს.

რას შეცვლის “ოცნება” კონსტიტუციაში

“ქართული ოცნების” უკვე გაცხადებული ცვლილებები მინიმუმ უნდა შეეხოს კონსტიტუციის სამ – 36-ე, 48-ე და 70-ე მუხლს. პირველი საკითხი ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადმოტანაა, ცვლილება 48-ე მუხლში უნდა შევიდეს, სადაც წერია, რომ საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფველია ქალაქი ქუთაისი.

ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ ძალიან ბევრი დროის დაკარგვა და ხარჯია ქუთაისში პარლამენტის ყოფნა.

“ქუთაისს პარლამენტის იქ ყოფნით არაფერი შემატებია, პირიქით, იყო ხარჯი იქ სიარული. ეს საკითხი კენჭისყრამდეა მისული და თუ დროულად მოგვარდა და მივიღეთ ეს კანონი, ნოემბერში შემდეგი საშემოდგომო სესია თბილისში გაიმართება. მე სურვილი მაქვს, პარლამენტი დაუბრუნდეს თბილისს”, – განაცხადა ქანთარიამ.

გია ვოლსკის განცხადებით კი, მე-9 მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლის შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაზეც დაიწყებენ მუშაობას, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება იქნება. ვოლსკის თქმით, პრეზიდენტს პირდაპირ არჩევნების ნაცვლად, პარლამენტი აირჩევს.

უნდა შეიცვალოს 70-ე მუხლი, სადაც წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით.

“გვაქვს გარკვეული ნონსენსი, ისინი ერთმანეთთან ლოგიკაში არ ჯდება. პრეზიდენტი ისეთი დიდი ლეგიტიმაციითაა არჩეული, როგორც უნდა იყოს საპრეზიდენტო რესპუბლიკებში. ამ დროს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია მის უფლებებსა და მოვალეობებში და ეს ასევე გასასწორებელია. თუ ჩვენ გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკაზე, გარკვეული ხაზი უნდა გაივლოს”, – ამბობს ნუკრი ქანთარია.

ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციაში განსაზღვრებაზე საუბრობს ირაკლი კობახიძე. 36-ე მუხლში წერია: ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. “ქართული ოცნების” ინიციატივაა სიტყვა “მეუღლე” შეიცვალოს “ქალითა და მამაკაცით”.

“ქორწინება არის ერთადერთი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ სპეციალური ინიციატივა გვაქვს გაცხადებული. ეს ინიციატივა შესაბამისად იქნება მხარდაჭერილი ჩვენ მიერ”, – აღნიშნავს კობახიძე.

საკონსტიტუციო უმრავლესობის გამოწვევა – ავტორიტარიზმი

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობით ქვეყნის მართვა რთულია, რადგან ამ დროს ადამიანებს უვითარდებათ განცდა, რომ მათ უკვე ყველაფერი იციან, რომ ყველაფრის კეთება მარტივია და უშვებენ შეცდომებს. ამიტომაც თვლის, რომ ეს არის სახიფათო და ამაზე მეტყველებს ჩვენი ისტორია.

ის ამბობს იმასაც, რომ კომუნისტური პარტიიდან მოყოლებული, ვისაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა, ყველა შეცდომებს უშვებდა.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლებში ვხედავ აღტკინებას, სიამაყით ამბობენ, რომ საკონტიტუციო უმრავლესობა ექნებათ. თითქოს ამით ევერესტზე ავიდნენ, მაგრამ ევერესტზე ასვლა არ არის მთავარი, იქედან ჩამოსვლაც აუცილებელია დაუზიანებლად”, – ამბობს უსუფაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ საფრთხეები არსებობს და ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისას ხელისუფლება კონსტიტუციის სათავისოდ და არა ქვეყნის საკეთილდღეოდ ცვლილებას იწყებს.

“ეს ძალიან რეალური საფრთხეა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ჩვენდა სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ხდებოდა კონსტიტუციის გადასინჯვა და ეს პრობლემაა”, – აღნიშნავს ძაბირაძე.

ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, უკვე დაანონსდა კიდეც და პირველი, რა თქმა უნდა, შეიცვლება ის, რომ პარლამენტი გადმოვა თბილისში, ეს უკვე აბსოლუტურად გადაწყვეტილია. მეორე – თუ გავითვალისწინებთ “ოცნების” დამოკიდებულებას პრეზიდენტის მიმართ, შეეცდებიან მისი უფლებამოსილების შეკვეცას.

“ირაკლი კობახიძე, რომელიც კარგი კონსტიტუციონალისტია, საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეა და თუ გაიტანს, კონსტიტუცია გადაისინჯება იმ მიმართულებით, რომ სრულიად საპარლამენტო რესპუბლიკა იყოს ჩამოყალიბებული. ეს გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ პრეზიდენტს ხალხი არ აირჩევს, არამე მთელი რიგი უფლებამოსილების შეკვეცასაც. თუმცა ეს ცვლილებები მარგველაშვილს არ შეეხება”, – ამბობს დემეტრაშვილი.

მისი თქმით, რაც უნდა ეჩქარებოდეს “ოცნებას” ცვლილებების განხორციელება, ამას ამ წელს მაინც ვერ მოახერხებს.

“ისე არ არის, როგორც “ოცნების” ერთ-ერთმა წევრმა თქვა, შემოდგომიდან ჩვენ უკვე თბილისში ვიქნებითო. გადასინჯვისთვის საჭიროა, რომ ორმა თანმიმდევრულმა სესიამ სამი თვის ინტერვალით მიიღოს კონსტიტუციაში ცვლილება”, – აღნიშნავს დემეტრაშვილი.

დემეტრაშვილის განცხადებით, ერთპარტიული მმართველობა საერთოდ კონსტიტუციონალიზმის პრინციპებს ეწინააღმდეგება და ავტორიტარული რეჟიმის შექმნის საფრთხე იქმნება.

“ჯერ დათო უსუფაშვილის პარლამენტიც აბსოლუტურად უსუსური იყო და კონტროლის რა უფლებებიც ჰქონდა, იმასაც ვერ ახორციელებდნენ. მით უმეტეს, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობით შექმნილი მთავრობა იქნება, მისი გაკონტროლების არც სურვილი და არც შესაძლებლობა იარსებებს.

“ამ შემთხვევაში შემაკავებელი ძალა შეიძლება იყოს ან საკონსტიტუციო სასამართლო, თუ კონსტიტუციურ საკითხებს ეხება, ან პრეზიდენტი, თუ პოლიტიკურ საკითხებს ეხება. პრეზიდენტი ნულიფიცირებული იქნება, საკონსტიტუციოში კი კაცმა არ იცის, ვის აირჩევენ თავმჯდომარედ და მომავალში რა შემადგენლობა იქნება და რა პოლიტიკას დაიჭერს.

“პირველად ეს 2004 წელსაც ვთქვი, რის გამოც სახელმწიფო სამსახური დავკარგე და ამჯერადაც ვიტყვი, ავტორიტარული რეჟიმის შექმნის საფრთხე იქნება”, – ამბობს დემეტრაშვილი და იმედს იტოვებს, რომ ასე ხელაღებით ავტორიტარული რეჟიმის გამყარებისკენ “ოცნება” არ წავა.

„რეზონანსი“, 11 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ორპარტიული პარლამენტის არსებობა, ყოველთვის რევოლუციით მთავრდება

ელზა პაპოშვილი

კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ “ქართული ოცნება” დიდი ალბათობით საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს. მისი თქმით, მათ შანსი აქვთ, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში მეორე ტურები ყველგან მოიგონ, რის შემდეგაც 100%-იან მანდატებს მიიღებენ, ეს კი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო და პირველი შემთხვევა იქნება. ძაბირაძე ფიქრობს, რომ “ნაცინალური მოძრაობა” პარლამენტში შესვლაზე უარს არ იტყვის, რადგანაც მათ იმაზე მეტი ხმები მიიღეს, ვიდრე ისინი თეორიულად შეიძლება ელოდნენ.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ყველაზე დამაზარალებელი ქვეყნისთვის ორპარტიული პარლამენტი იქნება, რადგანაც ქვეყნის ისტორიაში ასეთი მმართველობა ყოველთვის რევოლუციებით სრულდებოდა.

- როგორ შეფასაებთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს და ასეთი შედეგი თქვენთვის რამდენად მოსალოდნელი იყო. ვხედავთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა კონსტიტუციოური უმრავლესობა მოიპოვოს…

- არჩევნების შედეგებით, საზოგადოების დიდი ნაწილი სახტად დარჩა. სიმართლე გითხრათ, ასეთ შედეგს არ ველოდი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბოლო კვირების განმავლობაში სიტუაცია ამ მხრივ ვითარდებოდა, რადგანაც მოსახლეობაზე ინფორმაციული ზეწოლა ძალიან გაძლიერდა. “ქართული ოცნებაც” და “ნაციონალური მოძრაობაც” თავის მედიასაშუალებებს საზოგადოებაზე ზემოქმედების მოსახდენად შესანიშნავად იყენებდა.

მათი ინტერესები, რა თქმა უნდა, ერთმანეთისას ემთხვეოდა და ორივე ცდილობდა, რომ ამომრჩეველი აეძულებინა თავის საწყის პოზიციებს დაბუნებოდა. “ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისმა ამომრჩეველმა მიატოვა და დინსტაცია დაიკავა. ასევე “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლის ნაწილი, რომელიც თავის პარტიას დიდად აღარ სწყალობდა.

ორივე პარტიამ ამ არჩევნებზე მაქსილამურად შეძლეს, რომ თავისი ამომრჩეველი უკან დაებრუნებინა. მათ ზეწოლის მეშვეობით, ის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელიც ფიქრობდა ხმა ვისთვის მიეცა, თავისკენ გადაიბირეს. ამან კი ის განაპირობა, რაც მივიღეთ. ჩვენ საზოგადოება, თავისუფალი არჩევნების პირობებშიც კი შიშიანობაში ცხოვრობს.

- როგორ ფიქრობთ, მაჟორიტარულ ოლქებში “ნაციონალების” და “ოცნების” დუელი როგორ დასრულდება?

- სავარაუდოდ “ქართული ოცნება” კონსტიტუციურ უმრავლესობას, სწორედაც რომ მაჟორიტარული მანდატების მეშვეობით მიიღებს. თუ დააკვირდებით, პროპორციულ არჩევნებში სხვაობა როგორიც არის, მაჟორიტარების კანდიდატებს შორისაც სწორედ ასეთი სახის სხვაობა გვაქვს.

მიუხედავად იმისა, “ნაციონალური მოძრაობა” თავის კანდიდატებს მოხსნიან თუ არა, შეიძლება სრულიად უნიკალურ ვითარებაში აღმოვჩნდეთ, როდესაც მმართველი პოლიტიკური პარტია, მაჟორიტარების 100%-ნ მანდატს მიიღებს, ხოლო მსგავსი შედეგი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა.

- ვნახეთ, რომ 2012 წელთან შედარებით, ამ არჩევნებში ამომრჩევლის 10%-ით ნაკლები მივიდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ პარტიების გამარჯვების ერთ-ერთი მიზეზი მათი აქტივისტების უფრო მეტი აქტიურობა გახდა?

-ხლა ამ არჩევნების ბედი და ორი პარტიის გამარჯვება, არა მათმა პარტიების აქტივისტების აქტიურობამ გადაწყვიტა, არამედ მათი დაკარგული ამომრჩევლის უკან დაბრუნებამ განაპირობა. ეს 10%-ი რომლიც მაშინ 2012 წელს რევოლუციური სიტუაციის განვითარების შიშით მივიდა, ახლა აღარ მივიდა და ჩათვალა, რომ მისი აქტიურობა უკვე საჭირო აღარ იყო. “ქართულმა ოცნებამ” ბოლო კვირეების განმავლობაში თავისი გაბუტული ამომრჩეველი, რომლიც მესამე პოლიტიკურ ძალას ეძებდა, უკან დაიბრუნა. ისევე, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი, რომლებმაც 2012 წლის შემდეგ რეპრესიების შიშით დატოვა, კვლავ თავის პარტიას დაუბრუნდა. ქვეყანაში მესამე ძალა არ შედგა და ამით ორივე პარტიამ საკამოდ კარგად იხეირა.

- შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი გამოსვლებით და აქტიურობით, ეგრედ წოდებული შუაშისტების გადაბირება მოახერხა? მას რამდენად მიუძღვის ამაში წვლილი?

- რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, ეს ბიძინა ივანიშვილმა კი არა, მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა. მან მთელი ამ ხნის განმავლობაში თავისი გამოსვლებით და იმის ძახილით, რომ უკან ჩამოვიდოდა და ამ ხელისუფლებას დაასრულებდა, “ოცნებას” გაქცეული ამომრჩეველი უკან დაუბრუნა. ფაქტობრივად გამოვიდა, რომ ეს ხალხი მან შეაშინა. ჩვენს საზოგადოებას რევოლუციების და დაპირისპირების უკვე საკმაოდ ეშინია და ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ეს აღარავის სჭირდება. გამოვიდა, რომ სააკაშვილმა “საფრთხობელას” როლი “ოცნების” სასარგებლოდ მშვენივრად შეასრულა.

- როგორ ფიქრობთ, ოპოზიციის ამ მასშტაბით დამარცხება, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უნდა გაერთიანებულიყვნენ და არჩევნებში მონაწილეობა ისე მიეღოთ. თუნდაც “თავისუფალ დემოკრატებს” და “რესპუბლიკელებს”…

- პირადად მე, 2007 წლის მაისიდან, რაღაცნაირად ვცილობდი, რომ ერთი იდეოლოგიის, მიმართულების და მეტ-ნაკლებად მსგავსი ორიენტაციის ჯგუფები გამეერთიანებინა, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. კარგი იქნებოდა, რომ ასეთი ხალხი თუნდაც ერთ ბლოკად ჩამოყალიბებულიყვნენ, რაღაც პროგრამის გარშემო გაერთიანებულიყვნენ. ჩვენ შეიძლება ძალინ ცუდი ვითარება მივიღოთ.

ძალიან ვწუხვარ, რომ ირაკლი ალასანიამ პოლიტიკურ საქმიანობაზე უარი თქვა. მგონია, რომ “თავისუფალი დემოკრატები” ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო. თუ ყველა ასე უარს იტყვის, მაშინ ხელისუფლებას და “ნაციონალებს” საშუალებას მივცემთ, რომ ორპატიული გარემო იყოს.

ქვეყნისთვის კი აქდან სასარგებლო არაფერი გამოვა. ქვეყანას სამწუხარო გამოცდილება აქვს, რომ ორპარტიული პარლამენტის არსებობა, ყოველთვის რევოლუციით მთავრდება. თუ გვინდა, რომ ქვეყანაში პროცესები დემოკრატიულად განვითარდეს, სიტუაციის მართვა გარეთ დარჩენილმა პოლიტიკურმა ძალებმა ხელში უნდა აიღონ და არა პოლიტიკიდან წავიდნენ.

- “ნაციონალური მოძრაობა” განიხილავს ვარიანტს, რომ პარლამენტში არ შევიდნენ. თუ შესვლაზე უარს იტყვიან, მაშინ რა პროცესები შეიძლება განვითარდეს?

- ძალიან გამიკვირდება, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის მანდატებზე უარი თქვას. მემგონი ამაზე არც ლაპარაკობენ, რადგანაც მათ იმაზე უკეთესი შედეგი მიიღეს, რაც კი შეიძლება, რომ მიეღოთ. თეორიულად რომ ფიქრობდნენ, სწორედ ის შედეგი მიიღეს.

რეალურად, ისინი მოგვწონან თუ არა, პარტიაში ძალიან ბევრი ჭკვიანი ადამიანი ჰყავთ, მითუმეტეს მათ არჩევნები ძალიან კარგად იციან და საზოგადოების ტემპერატურასაც ყოველთვის სწორად ზომავენ.

როდესაც საუბრობენ, რომ მაჟორიტარებში მეორე ტურზე მონაწილეობას აღარ მიიღებენ, ეს გასაგებია, რადგანაც აუცილებლად წააგებენ. მეორე ტურში, როგორც წესი, ყოველთვის ხელისუფლება იმარჯვებს. წაგებას მათ უარის თქმა ურჩევნიათ. ძირითადი ბირთვი პროპორციული არჩევნებით 30 კაცამდე პარლამენტში უკვე გასულია. სხვა მხრივ, თუ მანდატებზე უარს იტყვიან, პარლამენტი მაინც ლეგიტიმური იქნება.

2008 წლის არჩევნებზე ჩვენ გვახსოვს, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ მანდატები დახია და შესვლაზე უარი თქვა, ხოლო მთელი 4 წელი ქუჩაში ფუჭად გაატარა. ანალოგიური იქნება ახლაც, თუ “ნაციონალები” პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვიან.

- რას იტყვით “პატრიოტთა ალიანსის” მესამე ადგილზე გასვლაზე. როგორ ფიქრობთ, რა კატეგორიის ხალხმა მისცა ხმა და როგორ მოახერხა ამ პოლიტიკურმა ძალამ უფრო ძლიერი პოლიტიკური პარტიებისთვის ეჯობნა?

- “პატრიოტთა ალიანსს” მხარი ამომრჩეველთა იმ რადიკალურმა ნაწილმა დაუჭირა, რომელიც “ნაციონალების” ძელზე გაკვრას მოითხოვდა. ეს პარტია იყო ერთადერთი, რომელიც წინა ხელისუფლების სათანადოდ დასჯას ითხოვდა. ამიტომ, ხელისუფლებას ყოველთვის საყვედურობდა, რომ ისინი ამას არ აკეთებდნენ. არცერთმა სხვა ორგანიზაციამ ეს თემა არ აიღო. ყველა ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას ებრძოდა და არა “ნაციონალურ მოძრაობას”. ინაშვილმა საკმაოდ კარგი სტარტეგია შეარჩია, რომელიც ამომრჩევლის გარკვეული ნაწილისთვის მისაღები აღმოჩნდა.

- პროდასავლური ძალების პარლამენტში ვერ შესვლა, ხომ არ შეიძლება ისე განვიხილოთ, რომ ჩვენი მოსახლეობის ნაწილისთვის დასავლეთი და მისი ღირებულებები ნაკლებად საინტერესოა. შეიძლება ეს პრორუსულმა ძალებმა სათავისოდ გამოიყენონ?

- პროდასავლურობის პრეტენზია, როგორც “ქართულ ოცნებას” ასევე “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს. ჩემი აზრით, აქ პრობლემა იმაშია, რომ ქართული საზოგადოება პოლიტიკურად ვერ გაიზარდა. მაჟორიტარულ არჩევნებში, როდესაც ვახტანგ ხმალაძე ხმას ვერ იღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ამომრჩეველი ვერ აცნობიერებს ვის ირჩევს.

“რეზონანსი“, 11 ოქტომბერი, 2016 წელი

რატომ ვერ მოხვდნენ პარლამენტშირესპუბლიკელებიდა თავისუფალი დემოკრატები

თუ ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას მოაგროვებს, ამან ქართული პოლიტიკა შეიძლება სხვა გზით წაიყვანოს

თაკო მათეშვილი

არჩევნების შედეგებმა, სპეციალისტთა ერთი ნაწილის აზრით, პროდასავლური პარტიების მარცხი აჩვენა. კერძოდ, მათი თქმით “რესპუბლიკური პარტიისა” და “თავისუფალი დემოკრატების” პარლამენტში ვერმოხვედრამ ხალხში მკვეთრად პროდასავლური ძალებისადმი არცთუ დადებითი განწყობა გამოავლინა. თუმცა პოლიტოლოგთა მეორე ნაწილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. მათი აზრით, ეს პრობლემა მხოლოდ ორ კონკრეტულ პარტიას შეეხო და არა პროდასავლურობის იდეას, რადგან პარლამენტში შესული ორი წამყვანი პარტიიდან – ორივე პროდასავლურია.

მოგეხსენებათ, “თავისუფალმა დემოკრატებმა” და “რესპუბლიკურმა პარტიამ” 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. “თავისუფალმა დემოკრატებმა” პროპორციულ არჩენებში ხმების 4,62% მიიღეს, ხოლო “რესპუბლიკელებმა,” – 1,55 %.

პოლიტოლოგ, თსუ-ს პროფესორ კორნელი კაკაჩიას აზრით, ამ ყველაფერზე სამმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა. პირველ რიგში, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის რადიკალურმა მოწოდებებმა ხელი შეუწყო იმას, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი ნაწილი არჩევნებზე საერთოდ არ წავიდა.

მეორე მიზეზად კაკაჩია ივანიშვილის ფაქტორს განიხილავს, რომელმაც მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საზოგადოებრივი აზრი ორად გაყოფილიყო და ამ ოპოზიციურ პარტიებს ხმები ვერ მიეღოთ.

ხოლო მესამე და ყველაზე სერიოზულ მიზეზად პოლიტოლოგი პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში გამოჩენას ასახელებს, რომელმაც “მესამე ძალის კაპიტალი გაფლანგა”. ბურჭულაძემ, მისი შეფასებით, ვერც თავად მიაღწია რამენაირ წარმატებას, ბლოკიც კი ვერ შეინარჩუნა და ამის საშუალება არც სხვა პარტიებს მისცა. კაკაჩიას აზრით, მან ამომრჩეველი დააბნია. ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა ის სიტუაცია, რომელშიც ვართ – მივიღებთ მეტ-ნაკლებად ისეთივე პარლამენტს, როგორიც წინა მოწვევის იყო. ეს ცუდია, რადგან ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს. მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას მოაგროვებს. ამან ქართული პოლიტიკა შეიძლება სულ სხვა გზით წაიყვანოს”, – აცხადებს კაკაჩია.

იგი უახლოეს მომავალში პარტიების შორის გადაჯგუფებებსაც ელის, რასაც საზოგადოებრივი აზრის ცვილებაც შეიძლება მოჰყვეს.

“თუკი აქამდე “ოცნება” მუდმივად საუბრობდა იმაზე, რომ მას მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების საშუალება არ ეძლეოდა, რომ პარლამენტი კოალიციური იყო და ეს გადაწყვეტილებების მიღებას აფერხებდა, ახლა სიტუაცია რადიკალურად იცვლება – მათ უზარმაზარი კარტბლანში ეძლევათ, თუმცა ასევე უზარმაზარი პასუხისმგებლობაც ეკისრებათ, რადგან წარუმატებლობას ვეღარავის დააბრალებენ. ამჯერად განტევების ვაცის მოძებნა გაუჭირდებათ”, – დასძენს კაკაჩია.

მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგად პროდასავლურმა პარტიებმა კრახი განიცადეს, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კატეგორიულად არ ეთანხმება. იგი აცხადებს, რომ პარლამენტში, პირველ და მეორე ადგილზე სწორედ პროდასავლური პარტიები მოხვდნენ და “რესპუბლიკელებისა” და “თავისუფალი დემოკრატების” მარცხი პროდასავლური პარტიების მარცხთან არ უნდა გავაიგივოთ.

მისივე აზრით, არც იმის საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ხალხში განწყობა შეიცვალა და მათ დასავლური იდეები ნაკლებად იზიდავს, რადგან ასე რომ ყოფილიყო, პარლამენტში ვერც “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” მოხვდებოდნენ.

“პროდასავლურობაზე პრეტენზია “ნაცმოძრაობასაც” ოდითგანვე ჰქონდა და მან იმაზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე სოციოლოგიური კვლევები უწინასწარმეტყეველბდნენ. იგივეს პრეტენზია “ქართულ ოცნებასაც” აქვს და ამავდროულად, მისი მმართველობის ოთხწლიან პერიოდში დასავლეთისაკენ ნაბიჯებიც გადაიდგა, რომელსაც თავად დასავლელი ლიდერები მაღალ შეფასებას აძლევენ”, – აცხადებს იგი.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაუჭირდა ამ ორ პარტიას ხალხის მხარდაჭერის მიღება, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ეს მათი საქმიანობის შედეგია, რომელმაც ხალხის განწყობა ამგვარად განსაზღვრა.

“მათ მიმართ კრიტიკული განწყობა ადრეც იყო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ივანიშვილმა ეს პარტიები შემოიკრიბა, მოსახლეობაში გაჩნდა კითხვა, თუ რაში დასჭირდა მას ამ დაბალრეიტინგიანი პარტიების შემოკრება. ანუ, ეს ძალები რეიტინგით განებვრებულები არც ადრე იყვნენ. მე პირადად მგონია, რომ ამ პარტიების მხრიდან ხალხის მიმართ მგრძნობიარობა ცოტა დაბალი იყო. ისინი ძირითადად თავიანთი მოსაზრებებით ხელმძღვანელობდნენ. ძირითადად იმაზე საუბრობდნენ, რაც მათ მიაჩნდათ აქტუალურად და ხალხისთვის რა იყო აქტუალური, ხშირად ყურადღების მიღმა რჩებოდათ. თუმცა ამ ფაქტს უფრო სისტემური გაანალიზება სჭირდება, რასაც ეს პარტიები ალბათ იზამენ კიდეც და მომავალში თავად ისაუბრებენ იმ მიზეზებზე, რამაც მათი მარცხი განაპირობა”, – აცხადებს საყვარელიძე.

პრობლემა, პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის აზრით, თავად ამ პარტიებშიცაა და ხალხშიც. თუმცა, ფიქრობს, რომ უფრო ხალხის განწყობაში. მისი თქმით, მოსახლეობა ჩვენთან იმგვარადაა პოლარიზებული, რომ ხმას ძირითადად ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებულ პარტიებს აძლევს.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ მათ ოქროს შუალედი გამონახეს. ისინი, კი ვინც ოქროს შუალედში არიან, არჩევნებზე არ წავიდნენ. ამის გარდა, მისი აზრით, მიზეზები დაფინასებაშიც უნდა ვეძებოთ. ანუ, “რესპუბლიკელებმა” და “თავისუფალმა დემოკრატებმა” ბევრად მცირე შემოწირულობები მიიღეს, ვიდრე “ქართულმა ოცნებამ”, “ნაცმოძრაობამ” და “პატრიოტთა ალიანსმა. ეს ყველაფერი კი, მისი აზრით რეზულტატზეც დაუყოვნებლივ აისახა. ეს პრობლემა რომ არა, ჩიტაძე დარწმუნებულია, რომ მათ ბევრად ეფექტური წინასაარჩევნო კამპანია ექნებოდათ.

ამ პარტიების პარლამენტში ვერმოხვედრით, პოლიტოლოგის თქმით, არსებობს იმის რისკი, რომ მომავალი წლის განმავლობაში ქვეყანამ პროდასავლურ კურსს გარკვეულწილად გადაუხვიოს. მითუმეტეს, რომ შესაძლებელია “ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს. იგი არ გამორიცხავს, რომ მათ მიერ ოფიციალურად სხვა კურსი იყო დეკლარირებული, რეალურად კი ნაბიჯები სხვა მიმართულებით გადადგან.

“რესპუბლიკელები” და “თავისუფალი დემოკრატები” ალბათ შეეცდებოდნენ “ოცნების” პოლიტიკა დაებალანსებინათ. ზოგადად, პოლიტიკური პლურალიზმი ბევრ ისეთ რამეს შეუწყობდა ხელს, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებას შეუწყობდა ხელს”, – დასძენს ჩიტაძე.

„რეზონანსი“, 11 ოქტომბერი, 2016 წელი

შეწყვეტილი ბრძოლა – ალასანია პარტიას და პოლიტიკას ტოვებს

ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ აქტიურად მოვახდინო გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე

თიკო ოსმანოვა

პარლამენტს მიღმა დარჩენილი პარტიები ბრძოლას წყვეტენ – “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას შემდეგ პოლიტიკას, შესაძლოა, “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძეც გამოეთიშოს.

თუმცა “თავისუფალი დემოკრატები” რამდენიმე ლიდერის გარეშე კვლავ გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას და თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადება. კოალიაცია “სახელმწიფო ხალხისთვის” ალბათ, დაიშლება – ამასთან დაკავშირებით, განცხადებას ლიდერები, სავარაუდოდ, დღეს გააკეთებენ.

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა მის სამომავლო გეგმებზე და პარტიის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გუშინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, პარტია ელოდებოდა არჩევნების შედეგების ძირთადი ნაწილის გამოქვეყნებას და იქამდე არ გააკეთეს განცხადება, ვიდრე ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების შეჯამება არ მოხდა.

ალასანიამ მთელ საქართველოში ყველა მხარდამჭერს, პარტიის ყველა წევრს დიდი მადლობა გადაუხადა.

“მადლობა იმისთვის, რომ “წლების განმავლობაში არ ვურიგდებოდით უსამართლობას, ვიყავით პრინციპების, ღირებულებების დამცველები და არასდროს დაგვიკარგია არც პოლიტიკური და არც ადამიანური სახე, მიუხედავად ბევრი სირთულისა, რომელიც 8 წლის განმავლობაში ერთად გავიარეთ.

“გვქონდა მარცხი, გვქონდა გამარჯვებები, მაგრამ ყოველთვის ვიდექით ერთად შეკრულები. ეს იყო ალბათ ყველაზე დიდი სახასიათო ნიშანი, რაც “თავისუფალ დემოკრატებს” სხვა პარტიებისგან გამოგვარჩევდა”, – განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, არჩევნების შედეგი, რომელიც პარტიამ დაინახა, “თავისუფალი დემოკრატებისთვის” არის მოცემულობა.

“ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გეგმები, კომპეტენტური, პროფესიონალი ხალხის მიერ მომზადებული, რომლის განხორციელება ჩვენს ქვეყანას თვისობრივად ახალი ეტაპზე გადაიყვანს, მაგრამ სამწუხაროდ, იმ მოცემულობაში, იმ შედეგით, რომელიც დაიდო, ჩვენ ახლა ამის განხორციელების შესაძლებლობა არ გვექნება.

“რა თქმა უნდა, ყველას ერთად გასააზრებელი და გადასაფასებელი გვაქვს ის, თუ რატომ მივიღეთ ასეთი შედეგი. ჩვენ გავაანალიზებთ ამ შედეგებს, თუ რა შედეგი დავდეთ და რატომ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ შევსულიყავით პარლამენტში.

“ამას აქვს თავისი მიზეზები, რასაც პირველ რიგში, თვითკრიტიკულად უნდა მივუდგეთ და დავიწყოთ სერიოზული რეორგანიზაცია, განახლება და დაგეგმვა ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენი მონაწილეობის. უახლოეს დღეებში ასეთი სამუშაო გვექნება ჩასატარებელი. ეს უკვე გააზრებულია, როგორ უნდა განხორციელდეს. მე უკვე მქონდა ჩემს თანამოაზრეებთან, პარტიის წევრებთან შეხვედრები და ჩვენ ბევრი რამ გვაქვს ერთობლივად გასააზრებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ “თვისუფალი დემოკრატები” სერიოზულად მოვემზადებით და გავაგრძელებთ ბრძოლას ადგილობრივი და შემდეგომი არჩევნებისთვის”, – განაცხადა ალასანიამ. მისივე თქმით, პარტია აგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას და ის “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარედ ფორმალობის დასრულებამდე რჩება, შემდეგ კი პოლიტიკიდან მიდის.

აღნიშნულის შესაბამისად, ირაკლი ალასანია საკუთარ კანდიდატურას ხსნის გორის 41-ე მაჟორიტარული ოლქის არჩევნებიდან, სადაც პირველადი მონაცემებით, 19,38%-ით მეორე ადგილი უკავია და მეორე ტურში უწევს მონაწილეობის მიღება.

“მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს, განსაკუთრებით გორის ამომრჩევლებს, თუმცა მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შევაჩერო ჩემი კამპანია, რადგან ჩვენი შეთავაზებების შესრულებას სჭირდება გუნდი, რომელსაც უნდა ემუშავა პარლამენტში. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა… ვინაიდან ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ აქტიურად მოვახდინო გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მივიღე გადაწყვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკიდან”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ამასთან, როგორც ცნობილია, პარტიას ალასანიასთან ერთად ცნობილი სახეებიც ტოვებენ – არსებული ინფორმაციით ალექსი პეტრიაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადადის სამუშაოდ. კიდევ ერთი წევრი, ვიქტორ დოლიძე კი, შესაძლოა, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვიხილოთ.

თავად ნინო გოგუაძე ამბობს, რომ პარტიაში რჩება, დანარჩენები კი ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და საზოგადოებას უახლოეს დღებში აცნობენ.

“მოგესალმებით მეგობრებო! პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ყველა “თავისუფალ დემოკრატს” და ყველა ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა და მაძლიერებდა ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ ერთად ვიბრძოდით უკეთესი, ევროპული საქართველოსთვის! ქვეყანაზე ზრუნვას აუცილებლად განვაგრძობ, ოღონდ სხვა რანგში და სხვა დარგში! დღეიდან აღარ ვარ პარტიული და სულ ცოტა ხნით ვიქნები……..სახლში (ხვდებით ალბათ ვისი ხმითაც ვიტყოდი ამას) აბა დროებით! პატივისცემით, უპარტიო ალექსი პეტრიაშვილი!”, – წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე პეტრიაშვილი.

თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური მდივნის, ნინო გოგუაძის განმარტებით კი, საზოგადოება მომდევნო დღეებში გაიგებს, თუ ვინ მიდის ან რჩება პარტიაში.

“ალექსი პეტრიაშვილის განცხადება ყველასთვის ცნობილია. რაც შეეხება სხვა წევრებს, ყველა ადამიანს დაფიქრებისთვის სჭირდება ორი-სამი-ოთხი დღე. ასე რომ, ამის შესახებ გაიგებთ, ოღონდ არა დღეს”, – განაცხადა გოგუაძემ.

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, გოგუაძის თქმით, ეს არის ღირსეული ადამიანის ღირსეული გადაწყვეტილება.

“მან გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე იგი უნდა გაცლოდა პოლიტიკას. ეს არის პირადად ჩემთვის უმძიმესი გადაწყვეტილება, თუმცა პატივს ვცემ მის სულისკვეთებას, საიდანაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. “თავისუფალი დემოკრატების” შემდგომ საქმიანობას ვაფასებ ძალიან კარგად, რადგან საქართველოს ადგილი არის ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში. დღეს მივიღეთ ერთპარტიული დიქტატურა. საქართველოს გზა ეს გზა არ არის. პარტია, სწორედ იმიტომ, რომ იბრძოლოს იმ ღირებულებებისთვის, რომლისთვისაც შეიქმნა, აგრძელებს ფუნქციონირებას გადახალისებული შემადგენლობით. აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას”, – განაცხადა გოგუაძემ.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ალასანიამ პარტია “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” 2009 წელს დააფუძნა. 2012 წლის დასაწყისში ის კოალიცია “ქართულ ოცნებას” შეუერთდა, ამავე წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე კი საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო.

2004 წლის სექტემბრიდან 2006 წლის მარტამდე ალასანიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობები ეკავა.

2006 წელს ირაკლი ალასანია იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში. ამ თანამდებობიდან 2008 წლის 4 დეკემბერს გადადგა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მისი და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძირეულად განსხვავებული ხედვა საქართველოს შიდა და სამხედრო განვითარების, მათ შორის, კონფლიქტების მოგვარების საკითხში. რაც შეეხება ბურჭულაძის წასვლას პოლიტიკიდან, ამასთან დაკავშირებით, განცხადება, სავარაუდოდ, დღეს გაკეთდება.

„რეზონანსი“, 11 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან: „არჩევნების შედეგები ქვეყნისთვის მძიმეა“ // “რესპუბლიკური პარტია” პოლიტიკური ცხოვრების დასრულებას არ აპირებს

ნინო ქეთელაური

“ბევრმა გადაწყვიტა, რომ ისევ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” თუ შეაჩერებს სააკაშვილსო. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, რამაც ეს შედეგი განაპირობა”, – ასე აფასებს არჩევნების შედეგებს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი.

მისი თქმით, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პარტიის ხელშია, ეს ყოველთვის ცუდი შდეგების მომტანია და შეცდომების დაშვების ალბათობაც საკმაოდ მაღალია.

დავით ზურაბიშვილი: არჩევნების შედეგებს შევაფასებ, როგორც ძალიან ცუდს და ქვეყნისთვის მძიმეს. თუმცა, ასეთი იყო საზოგადოების არჩევანი. არჩევნების შედეგები გაყალბებულიაო რომ ვთქვათ, ამის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს. გარკვეული დარღვევები იყო, დარბევებიც იყო, მაგრამ იმ უბნებზე შედეგები რომც გაუქმდეს, ძირითად შედეგს ეს არსებითად არ შეცვლის. გარკვეულ დარღვევებს წინასაარჩვნოდაც ჰქონდა ადგილი, ვთქვათ იგივე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სახით, მაგრამ საერთო ჯამში, არჩევნები ჩატარდა ნორმალურად და შედეგი არის ის, რაც არის. თუმცა, ამ შედეგებით, ბუნებრივია, კმაყოფილი არ ვართ.

- როგორ შეაფასებთ იმ ფაქტს, რომ პროდასავლურ პარტიებს, ისეთებს, როგორიცაა – “თავისუფალი დემოკრატები” და “რესუბლიკური პარტია”, რეიტინგში “პატრიოტთა ალიანსმა” გადაუსწრო?

- ეს პროდასავლურობის ამბავი არ არის. მე ვფიქრობ, სრულიად სხვა ფაქტორების გამო მოხდა ასე.

- რა ფაქტორებს გულისხმობთ?

- “თავისუფალი დემოკრატების” და ჩვენი ამომრჩეველი ძირითადად (90% მაინც) არის ის, ვინც თავის დროზე კოალიციის მომხრე იყო. პოლარიზებულ სიტუაციაში, როდესაც “ბელადის” დიდი ძალისხმევით, რომელთაც ტელევიზიებიც აქვთ, ფულიც და რესურსიც საკმარისი აქვთ, შეიქმნა ისეთი სიტუიაცია, რომ – არიქა ზღვას გადმოვცურავ, გვირაბს გავთხრი და თვითონ “ნაციონალურ მოძრაობასაც” ზეიმი ჰქონდა გამოცხადებული, რომ ხვალ მოვალ ხელისუფლებაშიო. ბუნებრივია, ეს ამომრჩევლი ამ სიტუაციაში დაშინდა, დაფრთხა, მით უმეტეს, იქ გვახსოვს მანქანის აფეთქება და ა.შ ამიტომ ბევრმა გადაწყვიტა, რომ ისევ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” თუ შეაჩერებს სააკაშვილსო. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რამაც ეს შედეგი განაპირობა. საკმაოდ მაღალი აქტივობაც ამავე მიზეზით იყო.

- ამ ვითარებაში, როგორ წარმოგიდგენიათ, ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობა, რამდენად ნაყოფიერი იქნება?

- ახალი პარლამენტის მუშაობის მიმართ, დიდი ოპტიმიზმით გაჟღენთილი არ ვარ. თუმცა მაინც, როდესაც საქმეს ახალი ხალხი იწყებს… ვნახოთ, რა იქნება. ერთი უკვე დააანონსეს, რომ პარლამენტს ქუთაისიდან გამოიტანენ… აქვე უნდა ითქვას, რომ როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პარტიის ხელშია, ეს ყოველთვის არის ცუდი. აქ შეცდომების დაშვების ალბათობა არის ძალიან მაღალი. ხალხს განცდა უჩნდება, რომ რასაც გინდა, იმას გააკეთებ, კონსტიტუციას როგორც გინდა ისე გადაწერ და ა.შ. სააკაშვილი ამას რომ აკეთებდა, კი ვიცით ამის შედეგი, რომელიც დღესაც ვერ აღმოგვიფხვრია. თუ კიდევ იგივე გაგრძელდა, ეს იქნება ძალიან ცუდი და ამის საფრთხე რეალურად არსებობს. ვნახოთ, რა იქნება, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

- ელოდებით თუ არა იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უარს იტყვის პარლამენტში შესვლაზე და თუ ასე მოხდა, რა იქნება ამის შედეგი?

- არ ვიცი, არ მგონია, რომ ასე მოხდეს.

- “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერების მიერ პარტიის დატოვებაზე მინდა გკითხოთ. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?

- მე ვფიქრობ, ქართული პოლიტიკისთვის დიდი დანაკლისი იქნება ამ ორი ადამიანის წასვლა. მე ნამდვილად არ გამხარებია ეს ამბავი. თუმცა მათი გადაწვეტილებაა და მე პატივს ვცემ.

- რა გეგმები აქვს “რესპუბლიკური პარტიას”, როგორ გააგრძელებს მუშაობას?

- მიუხედავად იმ მძიმე შედეგებისა, რაც მივიღეთ, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ვეცდებით მდგომარეობა გაავაანალიზოთ, რაღაც დავგეგმოთ. ამის შესახებ შესაბამისი განცხადებებიც გაკეთდება და შედეგებსაც ნახავს ყველა. ყოველ შემთხვევაში, “რესპუბლიკური პარტია” პოლიტიკური ცხოვრების დასრულებას ნამდვილად არ აპირებს.

——————–

„ახალი თაობა“, 11 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „მიხეილ სააკაშვილის აგრესიულმა მოწოდებებმა ოცნებას მხარდამჭერები გაუზარდა“ // „ნინო ბურჯანაძემ სრული კრახი განიცადა, რესპუბლიკელებივით

პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე `ახალ თაობასთან~ არჩევნების შედეგად რიგი პარტიების გაკოტრებაზე საუბრობს.

- 8 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს როგორ აფასებთ?

- არჩევნებამდე უბრალო მათემატიკური გამოთვლაზე დაყრდნობით განვაცხადე, რომ ნაცები 27%-ს აიღებდნენ და ძალზე ბევრ ოლქში მეორე ტური იქნებოდა. ჩემი პროგნოზი გამართლდა. ერთი მხრივ, ეს ერისთვის სჯობს დესტაბილიზაციის დაწყებას, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ ნაციონალური, სადისტური სისტემის ნარჩენებს რომ სიით 27%-ის აღება შეუძლიათ, ეს არის „ქართული ოცნების“ მთავრობის შეფასება.

- გამალებული და მიზანმიმართული პროპაგანდის ბრალი ხომ არ არის (სააკაშვილის ძახილი, რომ ის ბრუნდება საქართველოში და ხელისუფლებაში, რომ ისინი იმარჯვებენ), რომ ასეთი მაღალი პროცენტი აიღეს ნაციონალებმა?

- არა, პირიქით, სააკაშვილმა ძალიან კარგად იმუშავა. ამისთვის ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მადლობელი. ნაცებს აქვთ თავიანთი 12-13%. ის არ იცვლება. სამაგიეროდ, ბოლო ორი დღის განმავლობაში ბევრმა მითხრა, რომ არ აპირებდა არჩევნებზე მისვლას, მაგრამ ისე შეეშინდა სააკაშვილის ჩამოსვლის, რომ წავიდა და „ოცნებას“ მისცა ხმა.

- ნაცმოძრაობას რომ გაემარჯვა, რა მოხდებოდა?

- თავიდან, რაღაც ეტაპზე შეეცდებოდნენ იმის ჩვენებას, რა კარგები და კეთილები არიან, ხომ ვთქვით, რომ არავის დავაპატიმრებთო, თუმცა შემდეგ, როცა ბერკეტებს ხელში აიღებდნენ, პოლიციას, პროკურატურასა და უშიშროებას ისევ დაიქვემდებარებდნენ, საშინელებებს ჩაიდენდნენ. პროკურატურას, პოლიციასა და უშიშროებას ნაცები იყენებდნენ, როგორც პირად იარაღს ოპონენტების წინააღმდეგ.

- ანუ ძალადობა გაგრძელდებოდა...

- ნაცებს სხვაგვარად არ შეუძლიათ. მათი ღია აღიარებები ამაზე მეტყველებს. ხან გივი თარგამაძე იტყოდა, ხან – სააკაშვილი, დიდხანს ვფიქრობდით, დაგვეჭირა თუ არ დაგვეჭირა ესა თუ ის პოლიტიკოსიო (გვარებს ასახელებდნენ). ხალხი ამას მშვიდად ისმენს. ამ დროს ეს არის კანონის აბუჩად აგდება. რა უფლებით მსჯელობ იმაზე, ვინ დაიჭირო და ვინ – არა. ვინ ხარ. კანონი განსაზღვრავს, თუ დამტკიცდა დანაშაული, ვინ არის დასაჭერი და ვინ არა.

წამებებსაც ასე გეგმავდნენ. ორი გვამი რომ სჭირდებოდათ, იმასაც უპრობლემოდ პოულობდნენ, თუმცა, პარტიას 12% რომ უჭერს მხარს, ვერანაირად ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ ტელეეკრანიდან ქმნიდნენ ილუზიას, თითქოს სააკაშვილი ბრუნდებოდა. სააკაშვილმა ერთ დღეს რომ თქვა, ზღვას გადმოვლახავო, მეორე დღეს განაპოლსკის მისცა ინტერვიუ და თქვა, როგორც უნდა დამთავრდეს არჩევნები, დამბრუნებელი არ ვარო.

- ოკეანის გაღმიდან ხომ არ უთხრეს, იქ დაეტიე, სადაც ხარო?

- არა. სააკაშვილი 1992 წელს გავიცანი, 24 წლის ბიჭი. ის ლაჩარი, მშიშარა და უპრინციპოა. პოლიტიკოსი რომ ყოფილიყო, 2013 წელს საქართველოდან არ გაიქცეოდა, ციხეშიც წავიდოდა იმისთვის, რომ უკეთესი სახელით გამოსულიყო. ნელსონ მანდელა 20 წელი იჯდა ციხეში, გამოვიდა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა. სააკაშვილი კურდღელივით გაიქცა, ინაუგურაციასაც არ დაუცადა.

- იყო განცხადებები, რომ ნაცები არჩევნების შემდგომ პერიოდში ვითარების გამწვავებისთვის ემზადებოდნენ, ამის ნიშნები არის დღეს?

- არა, მაგრამ, რაც მოსინჯეს, მაგალითად, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება, გაწბილდნენ ხალხის რეაქციით.

- გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება რის მოსინჯვა იყო?

- მე ფიზიკოსი ვარ და ვიცი, აფეთქება რა არის. ვეთანხმები ირაკლი ალადაშვილსა და სხვა სამხედრო ექსპერტებს, რომლებმაც დაწერეს, პროფესიონალმა, ვინც დაამონტაჟა ასაფეთქებელი ნივთიერება, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სალონში არავინ დაზიანებულიყო. იმიტომ წავიდა დარტყმის ტალღა სალონის გარეთ. ვისაც უნდა აეფეთქებინა, მათ დაინახეს, რომ ხალხმა ამაზე გაიცინა. არავითარი აღშფოთება და შეშფოთება არ ყოფილა. მთელი თბილისი იმ დღეს ანეკდოტებს ყვებოდა, შემდეგ დაინახეს, უბნებზე რა ხდებოდა – სულ 2-3 უბანზე შეძლეს დესტაბილიზაციის იმიტაცია. მარნეულში მათ არიეს სიტუაცია იმისთვის, რომ კადრები ტელევიზიით ეტრიალებინათ.

- ამით ნაცები გაიშიფრნენ?

- ნაცები გაიშიფრნენ, მაგრამ მარნეულში გაიშიფრა ასევე ბურჭულაძის უცნაური წარმონაქმნი და ვაშაძე. ისინი ნაცებთან ერთად მონაწილეობდნენ სიტუაციის არევასა და დარბევაში. მათ მარნეულში საარჩევნო უბანი ერთად დაარბიეს. თუ მტერი არ ხარ, ეს არ უნდა გააკეთო. ამათ კიდევ თავიანთ საუკეთესო სტილში ქვების სროლა და უბედურება მოაწყვეს.

- ნაცებმა ცესკოსთან არჩევნების ღამესვე მოაწყვეს აქცია, არჩევნები გაყალბდაო...

- დღეს თბილისშიც და რეგიონებშიც აბსოლუტურად მშვიდი ვითარებაა. ადამიანები სპონტანურად არ გროვდებიან, არსად მიდიან და პიკეტირებას არ ახდენენ. ნაცებმა იციან, თუ რაიმეს წამოიწყებენ, გაბითურდებიან, ამიტომ ამუხრუჭებენ.

- ამ არჩევნებმა აჩვენა პოლიტიკური სპექტრის გაკოტრება. პარტიებმა, რომლებსაც თავი რეიტინგულად წარმოედგინათ, ხმების 2-4% მიიღეს, არადა, სახელმწიფოს მართავდნენ. ეს რას ნიშნავს?

- ეს არის ე.წ. პოლიტიკური პარტიებისა და პატარ-პატარა პოლიტიკური დაჯგუფებების სრული პოლიტიკური ბანკროტობის დემონსტრაცია. 40-ზე მეტი დაჯგუფება შევიდა საარჩევნო კამპანიაში და, 2-3-ის გარდა, ვერცერთმა 5%-ის აღებაც ვერ შეძლო. ეს არის მარაზმი. ნაცვლად გაერთიანებისა, ადამიანები ქმნიან პატარ-პატარა კოოპერატივებს და ეწევიან პოლიტიკურ პოკერს.

- რატომ ვერ მოახერხა დანარჩენმა ოპოზიციურმა სპექტრმა გაერთიანება?

- რამდენიმე მიზეზია – საარჩევნო კანონმდებლობა ისეთია: ახერხებენ იმას, რომ ატამანები, პირველი პირები და უშუალო გარემოცვა კარგად ცხოვრობენ, ჯიპები, კარგი ბინები და კარგი შემოსავალი არ აკლიათ. ეს მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნის საშველად წარმართული სუფთა პოლიტიკური საქმიანობა, დაფინანსებას სხვადასხვა გზით შოულობენ, ბიუჯეტიდან, შემოწირულობებით თუ სხვა.

- ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ხმას აძლევს ძლიერ ლიდერებს.

- ეს ყოველთვის ასე იყო. ამ შემთხვევაში საინტერესოა ის, რომ „ოცნებას“ მესია და ბელადი არ ჰყავს. ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ მესიანიზმი დაასრულა. ალბათ, გახსოვთ, როცა გადადგა, დაწერა წერილი, რომ საჭიროა, საქართველოში დასრულდეს მესიანიზმი და ბელადობა. დღეს არ არის მესია, რომ ხალხმა ირბინოს ქუჩაში, მიშა, მიშა იძახოს.

- ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ორჯერ პარლამენტის თავმჯდომარე, ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და უბლოკო სტატუსის ავტორი გახლდათ, 3% მიიღო. ეს კრახი არ არის?

- ნინო ბურჯანაძემ სრული კრახი განიცადა რესპუბლიკელებივით. ის მოუწოდებდა ხალხს, მიეცით ხმა უბლოკო საქართველოს და მე ვიცი, როგორ გაკეთდება ესო! რა იცი? ორჯერ პარლამენტის თავმჯდომარე და ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყავი, რომელ უბლოკო საქართველოზეა საუბარი, როცა ოფიციალურად რუსეთის ბაზები დგას საქართველოს ტერიტორიებზე და რუსულ ბლოკშია შეყვანილი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. როცა ამ განცხადებას აკეთებ, ან უნდა განმარტო, ან უნდა თქვა, რომ გარანტიები მოგცა რუსეთმა. არავითარ გარანტიებს რუსეთი არ აძლევდა ნინო ბურჯანაძეს. ეს იყო სრული ბლეფი. ხალხი მიხვდა.

- უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე იყო და 3% მიიღო. თვითონ 10% მიიღო. ეს სამარცხვინო არ არის?

- 3%-ზე ნაკლები. ეს სამარცხვინოა.

- ოცნებამ მათგან გამიჯვნით აჩვენა, რამდეპროცენტიანი პარტიები იყვნენ...

_ იმ პარტიისთვის, რომელსაც ქართველმა ხალხმა 2%-იანი პარტია შეარქვა, თავმჯდომარის პოსტის, 3 მინისტრისა და პარლამენტში წამყვანი ადგილების მიცემა სამარცხვინოა.

- რატომ ვერ ხვდებოდნენ, რომ მეტი რეიტინგი არ ჰქონდათ?

- იმიტომ ვერ ხვდებოდნენ, რომ მაშინ ივანიშვილი მოიხიბლა არა მარტო მარგველაშვილით, არამედ ცოლ-ქმარ ხიდაშელებით (ასე ეძახიან მათ საქართველოში) და აცხადებდა, პოლიტიკაში ცოლ-ქმარი ხიდაშელები ჩემი გურუები არიანო. შემდეგ თანდათან გაერკვა. ბოლოს ივანიშვილმა რესპუბლიკელები გააპიარა, რომ ლანძღავდა, საშუალება ეძლეოდათ, გამოსულიყვნენ და ეპასუხათ, თორემ რესპუბლიკელები ვის გაახსენდებოდა.

„ახალი თაობა“, 11 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „ნაციონალებმა შეიძლება ახალი არჩევნები მოითხოვონ

არჩევნების წინასწარი შედეგების თაობაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა მემარცხენე ალიანსის გენერალურ მდივან სოსო შატბერაშვილს.

სოსო შატბერაშვილი:

- ასეთ შედეგს არ ველოდი. მეგონა, რომ მომავალი პარლამენტი, ახლანდელისაგან განსხვავებით, მრავალპარტიული იქნებოდა. ორშაბათს გამოცხადდა, რომ ბარიერი გადალახა პატრიოტთა ალიანსის ბლოკმაც. ეს სასიხარულოა, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანოს მხოლოდ „ქართული ოცნება“ და ნაცმოძრაობა არ დააკომპლექტებენ, თუმცა, სასურველია, რომ პარლამენტი უფრო სრულად ასახავდეს მოსახლეობის ნებას.

კიდევ ერთი დიდი მოულოდნელობა ჩვენთვის აღმოჩნდა ის დიდი პროცენტი, რომელიც დამნაშავე ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო. ძალიან მწყინს, რომ 500.000 ჩვენს მოქალაქეს მოსწონს ბრძოლის ველიდან გაქცეული, მფორთხავი, ჰალსტუხის მჭამელი მთავარსარდალი. ძნელი დასაჯერებელია, რომ ხალხი მხარს უჭერს აღვირახსნილ პირს, რომელიც დეზერტირივით გაიქცა საქართველოდან და სასწრაფოდ მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. დასანანია, რომ ამ ამომრჩეველს არ ახსოვს ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს დაკარგული ტერიტორიები, დახოცილი, ციხეებში გაუპატიურებული და ნაწამები ადამიანები. ამის გამო გულგატეხილი ვარ.

- არჩევნების შედეგი გაკვირვებთ, თუმცა ამაში არავის ადანაშაულებთ...

- ჩვენმა პარტიამ ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი. მიუხედავად ამისა, ვაცხადებთ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია. ცვლილებები ხდება არა სახელმწიფო, სამხედრო ან პოლიტიკური გადატრიალებით, არამედ, არჩევნების გზით. საარჩევნო პროცესს ყურადღებით ვაკვირდებოდით. არჩევნებმა მშვიდად და ნორმალურად, მცირე დარღვევებით ჩაიარა. დაახლოებით სამ უბანზე იყო ექსცესები. ეს ნაცმოძრაობის პროვოცირებულია. ნაციონალებს უნდოდათ არეულობის დაწყება. ჩაფიქრებული იყო ამ მოვლენების რევოლუციაში გადაზრდა. დიდმასშტაბიანი არეულობა არ გამოვიდა. ამაზე ინფორმაცია გვქონდა. არჩევნების დღეს ჩვენი პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანიამ ამ საკითხზე ბრიფინგი ჩაატარა და ხელისუფლება გააფრთხილა. ამ ბრიფინგიდან საათ-ნახევარში მოხდა ეს ინციდენტები.

- ამ პროვოკაციებმა დესტაბილიზაცია ვერ გამოიწვია?

- ვერ გამოიწვია. ნაცმოძრაობას არ გამოუვიდა მარნეულიდან, ზუგდიდიდან და სხვა უბნებიდან არეულობის დაწყება. ეს ფაქტები, საბედნიეროდ, აღიკვეთა. რომ არა ეს პროვოკაციები, არჩევნები სამაგალითოდ მშვიდად ჩაივლიდა. 8 ოქტომბრის არჩევნების მაღალი ლეგიტიმურობა ეჭვს არ იწვევს. ამომრჩევლებს ჰქონდათ სრული თავისუფლება. მათ არ ატერორებდნენ პოლიცია და უშიშროება.

- არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვის ქვეშ აყენებენ ნაციონალები. თქვენი პროგნოზით, რას მოიმოქმედებს ნაცმოძრაობა?

- პროგნოზს კი არა, სარწმუნო ინფორმაციას მოგახსენებთ. სააკაშვილსა და მის პარტიას ახალი გეგმები აქვთ. მათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, როცა მათი პროვოკაციები არჩევნების დღეს მასშტაბურ არეულობაში არ გადაიზარდა. ვერც გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებით ააღელვეს ხალხი. სიცილის მომგვრელი იყო მუქარა ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრის შესახებ. მათი გეგმა „ბე“ ასეთია – არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა.

- ახალი არჩევნები რას მოუტანთ?

- არ ვიცი. ნაციონალებმა ახლაც ძალიან მაღალი მხარდაჭერა მიიღეს, თუმცა, 40 ან 49 პროცენტიც რომ მიეღოთ, მაინც ხმაურს ატეხდნენ და არალეგიტიმურობაზე ილაპარაკებდნენ. მათი მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა, მთავრობის დაკომპლექტება. პატრიოტთა ალიანსის შესვლამ პარლამენტში შეიძლება ნაცმოძრაობის გეგმები შეცვალოს. ნაციონალებმა ბოიკოტიც რომ გამოაცხადონ, პარლამენტში ოპოზიცია იქნება. ნაცმოძრაობას გეგმა „ცე“-ც აქვს.

- რაში მდგომარეობს ეს გეგმა?

- ის ითვალისწინებს საბოტაჟს. ნაცმოძრაობას უნდა, თავისი ხალხი გაიყვანოს აღმასრულებელ სტრუქტურებში. ამ პარტიამ მოახერხა რამდენიმე თავისიანის გაყვანა პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით. ყოფილი ნაციონალები უმრავლესობაში იქნებიან. მსგავსი გეგმა აქვთ სხვა სტრუქტურებთან მიმართებაშიც. შეგზავნილების დახმარებით ჩაფიქრებულია საბოტაჟი, რომელმაც ნორმალური განვითარება უნდა შეაფერხოს.

„ახალი თაობა“, 11 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „მეორე ტურს ქართული ოცნება მოიგებს“ // „მე პოლიტიკაში ვრჩები

საპარლამენტო არჩევნების შედეგებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში კოალიცია სახელმწიფო ხალხისთვის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აფასებს.

- ბატონო გიორგი, ოპონენტებისგან ხელისუფლების მისამართით ისმის კრიტიკა, რომ არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა, რომ შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მისი ლეგიტიმურობა და ასე შემდეგ. როგორია თქვენი შეფასებები და რას უკავშირებთ იმ მარცხს, რომელიც თქვენმა კოალიციამ განიცადა?

- წინასაარჩევნო გარემო საკმაოდ რთული იყო, განსაკუთრებით ჩვენთვის, რადგან სერიოზული თავდასხმები იყო ჩვენს გაერთიანებაზე ყველა მხრიდან.

- ამას რით ხსნით?

- ეს გამოწვეული იყო საწყის ეტაპზე იმ მაღალი რეიტინგით, რომელიც ჰქონდა ამ გაერთიანებას. შემდეგ უცებ ძალიან ბევრი შეტევა იყო. მათ შორის აქტიურად მუშაობდნენ სპეცსამსახურები, რომ ხშირად ყოფილიყო განცხადებები იმის თაობაზე, რომ სხვადასხვა ადამიანები ტოვებენ გაერთიანებას, რამაც, საბოლოო ჯამში, რეიტინგზე იმოქმედა, თუმცა აქ მთავარი პრობლემა მაინც სხვაა.

- კონკრეტულად რა?

- თუნდაც ის, რომ ნაციონალური მოძრაობის ქმედებებმა ხელი შეუწყო „ქართულ ოცნებას“, რათა ისევ ამომრჩევლის პოლარიზაცია მოეხდინა და განსაკუთრებით ბოლო პერიოდის საინფორმაციო საშუალებებს თუ შევხედავთ, მაქსიმალური მცდელობა ჰქონდა „ქართულ ოცნებასაც“, რომ მას და ნაციონალურ მოძრაობას შორის გადაეტანა ეს ბრძოლა.

- ეს რისთვის სჭირდებოდა?

- მან კარგად იცოდა, რომ ნაციონალური მოძრაობა რაღაც პროცენტზე მეტს ვერ აიღებდა ვერცერთ შემთხვევაში და თვითონ აუცილებლად მოგებული დარჩებოდა.

_ ანუ ოპონენტად არჩია ისევ ნაციონალური მოძრაობა?

_ რა თქმა უნდა!

_ ეს რისთვის სჭირდება ოცნებას?

_ დაიწყებს იმავე სიმღერას. მე არა მგონია, რაიმე ახალი გზავნილები ჰქონდეს ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“, რომ 9 წელი… რომ ისინი არ სწავლობენ… იგივე პრობლემაა და ასე შემდეგ. ეს ნეგატიურად იმოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე. არა მგონია, ამ პარლამენტში იყოს ჯანსაღი კამათი და დებატები საქმის კეთებაზე. ძალიან საინტერესოა პატრიოტთა ალიანსთან მიმდინარე პროცესები.

_ რა თვალსაზრისით?

_ იმ თვალსაზრისით, რომ, თუ დააჯამებთ ციფრებს, 4,99% აქვთ, ხოლო უწერიათ 5%.

_ ეს რაზე მიუთითებს?

_ ეს მიუთითებს იმაზე, რომ, როგორც ჩანს, ხელისუფლების ინტერესშია, პატრიოტთა ალიანსი პარლამენტში შევიდეს.

_ რატომ, მათი ხმები სჭირდებათ?

_ არა, მათი ხმები არ სჭირდებათ, მათ სჭირდებათ ვინმე, გარდა ნაციონალური მოძრაობისა. და თქვენ წარმოიდგინეთ სურათი, როდესაც პატრიოტთა ალიანსი მუდმივად თავს ესხმის ნაციონალურ მოძრაობას და ამ ფონზე `ქართული ოცნება~ შედარებით კარგი იმიჯის მატარებელია.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას პარლამენტში აწყობდა პატრიოტთა ალიანსის შესვლა და არა თავისუფალი დემოკრატების? თითქმის თანაბარ სიტუაციაში იყო ეს ორი პარტია...

- ვერ დაგეთანხმებით. თანაბარ სიტუაციაში ჩვენ და პატრიოტთა ალიანსი ვიყავით, თუ პირველად შედეგებს ნახავთ. სამწუხაროდ, შემდეგ ქვემოთ წამოვიდა ჩვენი პროცენტი.

_ თქვენ თავიდან აცხადებდით, რომ ლახავდით 5%-იან ბარიერს, კარგი შედეგები გქონდათ. რა გაძლევდათ ამის თქმის საფუძველს?

_ ის შედეგები, რომლებიც მოგვდიოდა უბნებიდან. აქ პრობლემა კიდევ ერთ რამეშია. ეს ეგზიტპოლები მართლაც სერიოზული პრობლემაა, ვინაიდან 8 საათზე ეგზიტპოლმა გამოგვიცხადა, რომ 5%-იან ბარიერს ვერ ვლახავდით, შესაბამისად, ჩვენმა მოხალისეებმა, რომლებსაც არც ხელფასი აქვს და არაფერი, ჩათვალეს, რომ ყველაფერი დასრულდა და ამ სისტემამ მოშლა დაიწყო. აღარ იყო საშუალება, რომ უბნებზე დაკვირვება განგვეხორციელებინა, არ გვყავდა ანაზღაურებადი კომისიის წევრები და, შესაბამისად, გაგვიჭირდა ხმების დაცვა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო პროცენტმა კლება. თავიდან გვქონდა 4,5%, შემდეგ ჩამოვიდა 3,5%-მდე.

- ამას ეგზიტპოლებს აბრალებთ?

- ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, ეს მანიპულირებადი ეგზიტპოლები, რომელთა შედეგებიც ყოველთვის დიდ პრობლემებს ქმნის. ეგზიტპოლმა იმუშავა მის სასარგებლოდ, ვის ინტერესშიც შედიოდა ეს ეგზიტპოლი. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი პოლიტიკური პარტია საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ, გავხდით კვალიფიციური პოლიტიკური პარტია, რაც ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, იმიტომ, რომ, როგორც მინიმუმ, დაფინანსება გვექნება, საოლქო წარმომადგენლები გვეყოლება, უფასო რეკლამა გვექნება შემდეგი არჩევნებისთვის, რაც სტარტისთვის კარგია.

- ანუ რჩებით აქტიურ პოლიტიკაში?

- რა თქმა უნდა, ვრჩებით!

- რამდენად ჰქონდა ადგილი გაყალბებას?

- გააჩნია რაიონებს. ჩვენ თვითონ დავაფიქსირეთ გაყალბების ფაქტები, განსაკუთრებით ნინოწმინდა-ახალქალაქში, მარნეულში, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ადგილებში.

- დაძაბულობაც მეტი იყო ამ რაიონებში. რატომ?

- იმიტომ, რომ პირდაპირი გაყალბება იყო. ჩვენი კანდიდატი სწორედ ამას აპროტესტებდა. აქ ერთი და ორი შემთხვევა კი არ იყო, სისტემურ გაყალბებაზეა საუბარი. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა.

_ ვის სჭირდებოდა გაყალბება, ოცნებას თუ ნაციონალებს?

_ ძირითადად „ქართულ ოცნებას“. ნაციონალებიც, სადაც შეძლებდნენ, რა თქმა უნდა, უარს არ იტყოდნენ. ასევე ჩვენ მიერ დაფიქსირებულ იქნა თბილისში კარუსელების მცდელობა, განსაკუთრებით გლდანის რაიონში. ესეც სერიოზული პრობლემა იყო, თუ, მით უმეტეს, აქტივობას გადავხედავთ, რომელიც საგრძნობლად გაზრდილია, მილიონ რვაასი ათასი ამომრჩეველი მოვიდა. არის იმის შანსი, რომ ეს ციფრი ხელოვნურად გაიზარდა.

_ სჭირდებოდა ოცნებას გაყალბება?

_ მე ვფიქრობ, რომ თავის დაზღვევა აუცილებლად სჭირდებოდა. დღეს 76 ადგილი „ოცნებას“ არ აქვს პარლამენტში. 50 უბანზე მეტგან უნდა იყოს მეორე ტური. ჯერჯერობით პარლამენტი დაკომპლექტებული არ არის. ეს ცუდია ნაციონალური მოძრაობისთვისაც.

_ რა თვალსაზრისით?

_ ის, რომ ნაციონალური მოძრაობა მარტო დარჩა მეორე ტურში. მას ძალიან გაუჭირდება „ქართულ ოცნებასთან“ ცალკე ოპონირება. ესეც მათი არასწორი სტრატეგიის ნაწილია. საბოლოო ჯამში, მეორე ტურში უმრავლესობას „ოცნება“ მოიგებს. ფაქტი სახეზეა, რომ მას 50-ზე მეტ ოლქში დასჭირდა მეორე ტური. დღეს რომ ყოფილიყო მათთვის 5-7%-ით ნაკლები, კიდევ ორი პარტია რომ შესულიყო პარლამენტში, სრულიად სხვა სურათი იქნებოდა, თუმცა დღეს ამ პოლარიზებით მოიგო „ქართულმა ოცნებამ“, რაშიც ნაციონალურმა მოძრაობამაც შეუწყო ხელი. მეორე ტური „ოცნების“ ინტერესებშია. უმრავლეს ოლქებში ისინი მოიგებენ.

_ შესაძლოა, ნაციონალურმა მოძრაობამ მეორე ტურზე უარი თქვას. ეს ხომ ყველაფერს თავდაყირა დააყენებს?

_ მე არ მაქვს ინფორმაცია, რას იზამენ ნაციონალები, თუმცა, ღიად გეტყვით, ამ ყველაფრის გაწელილი დაანონსება ნიშნავს იმას, რომ დღეს ნაციონალურ მოძრაობაში არ არის ის ენერგეტიკა, რათა ეს გააკეთონ.

——————–

„თბილისელები“, 10 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ არმენოლოგ ზაზა ალექსიძესთან: რატომ დაწყევლა სომეხთა პატრიარქმა ქართველები

ნინო ხაჩიძე

რამდენიმე თვის წინათ აქტიურად განიხილებოდა საკითხი, თუ რატომ არის ქართული ეკლესია სხვააღმსარებლობის ადამიანებთან მართლმადიდებლების ჯვრისწერის წინააღმდეგი: მათ შორის, ყველაზეაქტიურად უშუალო მეზობლებთან, სომხებთან და კათოლიკებთან ჯვრისწერის დაშვებლობაზე აქცენტით.თუმცა ჯერ კიდევ მეშვიდე საუკუნეში შეაჩვენა სომეხთა კათალიკოსმა ქართველები და ის სომხები, რომლებიცქართველებზე (ასევე, ალბანელებზე) დაქორწინდებოდნენ (და არა მხოლოდ დაქორწინდებოდნენ). რა გახდაასეთი რადიკალური ზომის მიზეზი და რამდენად ემორჩილებოდნენ ამ წყევლას ჩვენი მეზობლები? – თემასპროფესორი, არმენოლოგი ზაზა ალექსიძე განგვიმარტავს.

- რატომ მიიღო სომეხთა კათალიკოსმა ასეთი რადიკალური ზომაშეჩვენება? გვახსოვსშუშანიკის წამება“,რომელშიც სულ სხვაგვარი ურთიერთობაა აღწერილი სომხებსა და ქართველებს შორის და დღემდე ვერგაგვიყვია, სომხური ლიტერატურული ძეგლია თუ ქართული?

- შუშანიკმა უნებლიეთ „გამოიწვია”ეს შეჯახება. შუშანიკის საფლავზე იყო აგებული ეკლესია, რომელიც აერთიანებდა ცურტავის შემოგარენში მცხოვრებ სომხებს და ისინი დაუპირისპირდნენ სწორედ ქართველებს, რომლებმაც აირჩიეს დიოფოზიტობა, ანუ ქალკედონიკობა, ანუ, დღეს როგორც ვუწოდებთ, მართლმადიდებლობა. თუმცა ყველა ეკლესია, ბუნებრივია, „მართლმადიდებელს“ უწოდებს თავის თავს. ცოტა შორიდან დავიწყოთ: 551 წელს ქალკედონში შედგა მსოფლიო საეკლესიო კრება. კრებაზე გაიმარჯვეს მათ, რომლებიც მაცხოვარში ორ ბუნებას (ღვთაებრივსა და კაცებრივს) აღიარებდნენ ანუ დიოფიზიტებმა. ისინი, რომლებიც მაცხოვარში ერთ (ღვთაებრივ) ბუნებას სცნობდნენ, განუდგნენ ქალკედონის კრებას. იყო სხვა მიმდინარეობებიც თეოლოგიაში, მაგრამ ჩვენ ეს კონფლიქტი შეგვეხო საგრძნობლად. ქრისტიანობაში ამ ორი მთავარიმი მდინარეობის დაპირისპირებამ ძალიან გაართულა ბიზანტიის სახელმწიფოს ცხოვრება.

- ბიზანტიაშიც განხეთქილება იყო?

- ბიზანტიაში კი არა, ოჯახებშიც იყო განხეთქილება. პურის საყიდლად რომ მისულიყავით დუქანში, მეპატრონეგკითხავდათ, რამდენი ბუნებაა ქრისტეში და თუ თქვენი ნათქვამი არ დაემთხვეოდა იმას, რასაც ის ფიქრობდა,პურს არ მოგყიდიდათ. ასეთ პირობებში სახელმწიფოს მართვა რთული იყო, ამიტომ ბიზანტიის იმპერატორმაზენონმა 484 წელს გამოსცა „ზენონის ჰენოტიკონი“, რომლითაც აკრძალა ქრისტეს ბუნებების შესახებ ყოველგვარი კამათი. ჩვენ არ გვაქვს ცნობები იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ამ დროს კავკასიაში თეოლოგიის თვალსაზრისით, თუმცა ცნობილია შუშანიკის მარტვილობის ამბავი, ოღონდ იქ ქრისტიანული თეოლოგიისსაკითხები არა ჩანს. მხოლოდ ის, რომ ქრისტიანი ვარსქენი იღებს მაზდეანობას.

- დაპირისპირებაა მაზდეანობასა და ქრისტიანობას შორის.

- დიახ, შიდა ქრისტიანული ლაპირისპირება არა ჩანს. პირველი ცნობა, რაც გვაქვს, სომხური წყაროების მიერ შემონახული, არის შემდეგი: 506 წელს შეიკრიბა კავკასიის ეკლესიები – სომხეთის, საქართველოსი და კავკასიის ალბანეთის – დვინში, სომხეთის საეკლესიო დადაქალაქში, რომელსაც ესწრებოდნენ წარმომადგენლები საბერძნეთიდანაც და მათ მიიღეს „ზენონის ჰენოტიკონი“.

- რადგან მიიღეს, ესე იგი, რაღაც პრობლემები იყო ჩვენთანაც?

- ყოველ შემთხვევაში, კრების მონაწილეებმა მიიღეს ის, რაც მიიღო ბიზანტიამ. ამის შემდეგ ცნობები კავკასიაში თეოლოგიური სიტუაციის შესახებ, მაინცდამაინც, აღარ გვაქვს. ერთადერთი ცნობაა პროკოფი კესარიელის, ბიზანტიის იმპერატორის იუსტინიანეს, პირადი ისტორიკოსის, სიტყვები მეექვსე საუკუნის პირველი ნახევრის შუაში: ირანის ქვეშევრდომთაგან ყველაზე კარგი ქრისტიანები არიან ქართველებიო. ეს ნიშნავს, რომ იმ დროისთვის კავკასიაში ქრისტიანული მრწამსის თვალსაზრისით რაღაც განსხვავებები დაიწყო. მეექვსე საუკუნის შუა ხანებში, 551 და 554 წლებში, ორი საეკლესიო კრება შედგა სომხეთში. 551 წლის კრებაზე სომხებმათავი ოფიციალურად გამოაცხადეს მონოფიზიტებად. ამ კრებაზე ისინი შეეცადნენ ქართველები დაალბანელებიც ყოფილიყვნენ, მაგრამ მათ და სომხეთის ერთმა დიდმა პროვინციამ სივნიეთმა უარი თქვესკრებაში მონაწილეობის მიღებაზე ანუ არ ცნეს მონოფიზიტური მრწამსი.

- ისინი მიიწვიეს კრებაზე და, რადგან იცოდნენ, რა საკითხიც განიხილებოდა, ამიტომ არ დაესწრნენ?

- რა თქმა უნდა. ამის შემდეგ მეშვიდე საუკუნის დასაწყისიდან, 604-დან 609 წლებში, დაიწყო პოლემიკა ქართველებსა და სომხებს შორის. ქართველები მტკიცედ იდგნენ დიოფიზიტობაზე და ცურტავის სომხურენოვან მოსახლეობაში ქართული ენისა და დიოფიზიტობის ჩანერგვას ცდილობდნენ. ცურტავის სომხურმა თემმა და სომეხმა ეპიკოპოსმა სომხეთის კატალიკოსთან იჩივლეს და ასე დაიწყო დიდი სარწმუნოებრივი კონფლიქტი.

- სომხეთის ინტერესი რა იყო, ყოფილიყვნენ თავად მონოფიზიტები? თუ ბიზანტიას უპირისპრდებოდნენ?

- ორივე. სომხეთი ირანის გავლენის ქვეშ იყო. ირანის ინტერესი კი იყო, ისეთი მრწამსი ყოფილიყო კავკასიაში,რომელიც ეწინააღმდეგებოდა ბიზანტიისას: რადგან ბიზანტიაში ქალკედონიტობა, ანუ ორბუნებიანობა იყო სახელმწიფო რელიგია, ირანს ამის საწინააღმდეგ სურდა მთლიანად ქრისტიანულ კავკასიაში მონოფიზიტობის გავრცელება. ერთი სიტყვით, ბევრი წერილი დაიწერა სომხების მხრიდან და ქართველებმაც ბევრს გასცეს პასუხი. კამათი გასცილდა ცურტავის ფარგლებს. ქართლის კათალიკოსმა სომხეთი კათალიკოსს  ბოლო წერილში გაუგზავნა ოთხი მსოფლიო საეკლესიო მოკლე აღწერა და ამ კრებების მიერ მიღებული მრწამსი, ჩვენ ასე გვწამს, თქვენ კი, როგორც გინდათო.

- ალბანელები?

- ისინი ქართველების მხარეს იჭერდნენ და ცნობდნენ ქალკედონის კრების განსაზღვრებებს. ყოველივე ამის შემდეგ სომეხთა კათალიკოსმა დაუგზავნა თავის ეპისკოპოსებსა და მრევლს ენციკლიკური (საყოველთაო) წერილი,  რომელშიც დეტალურად გადმოსცა, მისი აზრით, თუ როგორ უღალატეს ქართველებმა თავიანთი წინაპრების სარწმუნობას და მიიღეს ახალი სარწმუნოება. მან შეაჩვენა ქართველები, ალბანელები და ის სომხებიც, რომლებიც ქართველებთან იმეგობრებდნენ, აკრძალა სმა-ჭამაში ზიარება, ძუძუმტეობა, ანუ ერთმანეთის შვილებისათვის ძუძუს წოვება, ერთმანეთის ეკლესიაში სიარული და ქორწინება. მართალია, წერილში მხოლოდ ქართველებზე ლაპარაკობს სომეხთა პატრიარქი, მაგრამ ბოლოს ურთავს, ეგევე ბრძანებადარჩეს ალბანელების შესახებო. ერთადერთი, რის უფლებასაც უტოვებდა თავის ხალხს, იყო აღებ-მიცემობა, ანუ მხოლოდ ვაჭრობის უფლება. აღსანიშნავია, რომ ქართლის ეკლესიას მსგავსი ენციკლიკური წერლით არ უპასუხია. ცხადია 609 წლამდე, როდესა ეს ენციკლიკური წერილი დაიგზავნა ქორწინება იყო ქართველებსადა სომხებს შორის, რომ ერთმანეთის ეკლესიებს მოილოცავდნენ. ეს ყველაფერი აიკრძალა.

- თუ ასრულებდნენ ამ აკრძალვებს სომხები შეჩვენების შიშით?

- ამის პირდაპირი მონაცემი არა გვაქვს, მაგრამ მთელი ჩვენი ისტორია უჩვენებს, რომ არა. ქართველებსა და სომხებს შორის ურთიერთობა იყო ინტენსიური.

- ჩვენს მეფეებს ჰყავდათ სომეხი ცოლები.

- სომეხი ცოლებიც ჰყავდათ და სომეხი ქალკედონიტებიც არსებობდენ, რომლებიც ქართულ სარწმუნოებას აღიარებდნენ. აქ ლაპარაკია მონოფიზიტი სომხების ქორწინებაზე ქართველებთან, მაგრამ არ ვიცით ამ ქორწინების პირობები. წყაროებში მითითებულია, რომ ამა და ამ ქართველმა შეირთო ესა და ეს სომეხი ცოლად, მაგრამ არ წერია პირობები.

- ანუ შეიცვალა თუ არა სარწმუნოება სომეხმა დედოფალმა?

- მოსალოდნელია, რომ შეიცვალა, მაგრამ არ ვიცით, ეს ბუნებრივად ხდებოდა თუ თუ სამართლებრივად წყდებოდა.

- სომეხმა პატრიარქმა ქართველები შეაჩვენა მეშვიდე საუკუნეში, მას შემდეგ არც ერთ სომეხ პატრიარქს არ უცდია,რომ გაეუქმედინა ეს შეჩვენება? მეათე საუკუნიდან მოყოლებული სომხები ფიზიკურად გადარჩნენსაქართველოსა და ქართველების დახმარებით?

- ასეთი ცნობა არ შემონახულა და, ალბათ, არც მოუხსნია ვისმეს. ყველაფერი ბუნებრივად მიდიოდა,მოგვიანებითაც იყო კამათი ჩვენსა და სომხურ ეკლესიებს შორის. კამათში მონაწლეობას იღებდნენ მეფეებიც სდა ცდილობდნენ, რომ კამათი მძიმე კონფლიქტში არ გადაზრდილიყო. იმხანად სომხეთის ჩრდილო ნაწილი საქართველოს შემადგენლობაში იყო და მათ ჩვენი ქვეყნის შვილებად მიიჩნევდნენ.

- ამ კამათების მიზანი რა იყო: ისევ მოითხოვდნენ, რომ ქართველები გამხდარიყვნენ მონოფიზიტები?

- არაფერს მოითხოვდნენ, უბრალოდ სურდათ დაემკიცებინათ მათი მრწამსის უპირატესობა. ერთი ასეთი შემთხვევაცაა ცნობილი: 1049 წელს საქართველოში ჩამოვიდა სომეხი ბერი სოსთენი, ძალიან განათლებული და ცნობილი მოღვაწე. მან თეოლოგიურ კამათში გამოიწვია ქართველი საეკლესიო პირები.ყველა ქართველი დამარცხდა, მაგრამ, საბოლოოდ, იერუსალიმიდან ჩამოსულმა ბერმა ექვთიმე გრძელმამოახერხა სოსთენის დამარცხება ი. უცნაური მოთხოვნა კი ჰქონდა სომეხ ბერს, დამარცხებული შიშველი უნდაწასულიყო სახლში.

- გაუშვეს შიშველი?

- ბაგრატ მეფემ არ მისცა ამის ნება და პატივით გაუშვა. თუმცა მანამდე შესთავაზა ქარულ სარწმუნოებაზე გადმოსვლა, კარგ მონასტერსაც დაჰპირდა. სომეხმა ბერმა აღიარა დამარცხება, ოღონდ შეთავაზებაზე უარითქვა. სომხებსა და ქართველებს შორის თეოლოგიური კამათი გრძელდებოდა თამარ მეფის დროსაც. ამ დროს უკვე სომხებს იმის ძალა არ ჰქონდათ, რაღაც მოეთხოვათ ქართველთაგან.

- მესმის, მაგრამ ცოტა უცნაური არ არის, შენზე დამოკიდებულია, ვალშია შენ წინაშე და ამ დროს შენსავე ქვეყანაში გეკამათება, რომ შენი მრწამსი არ არის მართებული?

- როდესაც პირველი კამათი შედგა, მაშინ თანასწორნი ვიყავით.

- მე შემდგომ პერიოდზე ვამბობ, როდესაც სომეხთა სახელმწიფო აღარ არსებობდა.

- შემდეგ პერიოდებშიც ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ მათი სარწმუნოება უფრო სწორია. მხოლოდთეოლოგიური კამათი იყო, არ და ვერ მოითხოვდნენ ამაზე მეტს.

- მაინც უხერხული მგონია, დამოკიდებული იყო ხალხზე და უმტკიცებდე, შენი სარწმუნობა არ ვარგაო. თუვინმე ღამეს გამათევინებს, არ უნდა დავუწუნო სახლის მართვის მისეული სტილი.

შემონახულია ერთი წერილი, რომელიც თამარსა და დავით სოსლანს გამოუგზავნა ძალიან ცნობილმარჯულმდებელმა სომხეთში, მხითარ გოშმა, იმის შესახებ, რომ ქართველები ავიწროებდნენ სომხებსსარწმუნოების გამო და სთხოვა დახმარება.

- მიიღო ზომები თამარმა?

- ეს არ არის ცნობილი. მაგრამ, ვინაიდან საქართველოში ბევრი სარწმუნოებისა და ეროვნების ხალხი ცხოვრობდა, ქართული სახელმწიფო ცდილობდა, ტოლერანტული ყოფილიყო მათ მიმართ. ამიტომგადასახადებსაც კი ნაკლებს უწესებდა მულსიმებს, სომხებსა და ებრაელებს, ვიდრე ქართველებს.

სამწუხაროდ, ან მე არ ვიცი, ან წყაროებში არ არსებობს ცნობა, რა პირობებით ქორწინდებოდნენ ჩვენი მეფეები სომეხ წარჩინებულთა ან სხვა ქალებზე. თუმცა ფაქტია, რომ ისინი შემდეგ ქართველდებოდნენ.

- ფეოდალიზმის დროს არც აქვს მნიშვნელობა მონარქის ეროვნებას, საბოლოოდ, ის იმ ეროვნებისაა, რომელსაცემსახურება.

- რა თქმა უნდა. პირველი ქართველი ქრისტიანი მეფე მირიანი იყო ირანელი უფლისწული, მაგრამ წყაროსმიხედვით, როდესაც საქართველოში მოვიდა, დაივიწყა სპარსული ენა და ისწავლა ქართული; გვირგვინებითშეამკო ფარნავაზის საფლავი, რომელმაც ქართული დამწვერლობა შექმნა და ქართული ენა აქცია სახელმწიფოსაქართველოში. მეუღლე ნანა ბერძენი იყო, მაგრამ ორივენი ნამდვილი ქართველები გახლდნენ.

- თქვენ როგორ ფიქრობთ, სომხეთმა რატომ გაატარა ირანის ინტერესი კავკასიაში განხეთქილების შემოტანის მიზნით?

- რა თქმა უნდა, არა. ეს იყო ირანის პოლიტიკის მხარდაჭერა. ქართველმა ისტორიკოსმა არსენი საფარელმა ასეშეაფასა მაშინ სომხების ქმედება: სომხები უდანაშაულოები არიან, ისინი ირანის შაჰებმა აიძულეს, რომ მიეღოთმონოფიზიტური სარწმუნოებაო.

- უკეთილშობილიათ ჩვენს ისტორიკოსებს.

- მაშინ ორი მიმართულება იყო საქართველოში: ერთნი ამბობდნენ, რომ სომხებს გულის ფიცარზე აწერიათ ისბოროტება, როგორიცაა მონოფიზიტობაო, მეორენი კი ცდილობდნენ, არ დაეწვათ ხიდები და კარი ღიადაეტოვებინათ დაახლოებისთვის.

Comments are closed