„გლობალური კვლევების ცენტრმა“ საქართველოს საფინანსო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე სემინარი გამართა
საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. 7 ივნისს კაფე Discovery-ში საქართველოს საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის თემაზე „გლობალური კვლევების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული სემინარი გაიმართა. სემინარს უძღვებოდნენ თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი დავით იაკობიძე და ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი. პროფესორებმა და ეკონომიკის ექსპერტებმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, ეკონომიკურ გარემოზე, საპენსიო სისტემაზე, საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ [...]