globalresearch.ge

ნანა დევდარიანი: ვერავითარ „ევრომაიდანს“ „ნაციონალები“ ვერ გამოიწვევენ

Posted by Globalresearch on Apr 8th, 2014 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„გლობალური კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი „რეპორტიორთან” საუბარში შსს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას ეხმაურება.

„ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციაში ყოველთვის არეულობებს აწყობდა. არჩევნების პერიოდში 2003 წელს სადაც ჩადიოდნენ, ყველგან ქვებს ისროდნენ, ზოგან ტყვიას და იყო სულ ძალმომრეობა. ეგენი ხელისუფლებაშიც სულ ძალმომრეობაზე იყვნენ და ახლაც შეეცდებიან, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერა შექმნან. წვრილ-წვრილ პროვოკაციებს ვგულისხმობ, თორემ ვერავითარ ევრომაიდანს „ნაციონალები” ვერ გამოიწვევენ, ამის არც თავი აქვთ და არც მაგდენი ნდობა. მათ ამის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩვენ კი არ უნდა გვითხრას ამის შესახებ, უნდა გაატაროს აუცილებელი ზომები, რომ აიცილოს თავიდან ეს დესტაბილიზაცია”, – აცხადებს დევდარიანი.

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=2&id=22643

Comments are closed