globalresearch.ge

ნანა დევდარიანი: მედიის მხარდაჭერის გარეშე ივანიშვილის ვერანაირი სამოქალაქო აქტივობა შედეგს ვერ მოიტანს!

Posted by Globalresearch on Feb 7th, 2014 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

გაზეთ „პრემიერთან“ ინტერვიუში „გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ შექმნას აფასებს.

„საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, სააკაშვილის მაღალჩინოსნებმა ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია თუ მედიასაშუალება შექმნეს, გუშინდელი მაღალი რანგის მოხელეები „ენჯეოშნიკებად“ და „ჟურნალისტებად“ მოგვევლინნენ. ეს უკვე გავიარეთ. მეორე მხრივ, ივანიშვილმა დახურა „მე-9 არხი“, ხოლო მედიის მხარდაჭერის გარეშე ვერანაირი სამოქალაქო აქტივობა შედეგს ვერ მოიტანს. რაც მას ერთი არხის შენახვა უჯდებოდა, მთელი მედიის „მისამხრობად“ ნამდვილად არ ეყოფა. „ნაციონალებმა“ კი არსებულ რესურსს ახალი მედიასაშუალებებიც დაამატეს და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბრძოლას შეუპოვრად აგრძელებენ. თუ ამოცანა სააკაშვილისა და მისი პარტიის „გადარჩენა“ იყო, მაშინ ამ ამოცანის გადაჭრას ეს ყველაფერი ნამდვილად შეუწყობს ხელს“, – აცხადებს ნანა დევდარიანი.

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=2&id=15512

Comments are closed