globalresearch.ge

ნანა დევდარიანი – ნაციონალები შუბლის ძარღვის გარეშე არიან დაბადებულები

Posted by Globalresearch on Jan 23rd, 2014 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის ნანა დევდარიანის განცხადებით, რომელიც მან გაზეთ ,,ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, ,,ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსასწორებლად არაფერი არ კეთდება და ხელისუფლება, დაზარალებულებს წართმეულ ქონებას არ უბრუნებს.

„აქ ის კი არაა მთავარი, რომ ეკონომიკა გაჩერდა და გაუბედურდა, მთავარი ის არის, რომ ადამიანებს წართმეული არ უბრუნდებათ. ამის მოსმენა ძალიან არ მოსწონთ, მაგრამ სანამ სამართლიანობა არ აღდგება, მუდმივად ვილაპარაკებთ, რომ ქეყანაში სამართლიანობა არ აღმდგარა, დამნაშავეს დამნაშავე არ დაერქვა, მსხვერპლს კი-მსხვერპლი. ეს არის ძირითადი და მთავარი. ჩვენ ყველა, ერთ შეცდომას ვუშვებთ. ჩვენ ველოდებით რომ, ნაციონალებს ნორმალური ადამიანის რეაქცია ექნებათ, ანუ შერცხვებათ. არაფრის რცხვენიათ ხალხო! მაგათ შუბლის ძარღვი გაწყვეტილი კი არ აქვთ, შუბლის ძარღვის გარეშე არიან დაბადებულები. შეიძლება, გაწყვეტილს კიდევ რაღაც უშველო, ეგენი კი, მაგის გარეშე არიან დაბადებულები. ეს მათ, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში არაერთხელ დაადასტურეს“-აღნიშნა დევდარიანმა.

წყარო: http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=8338&lang=ge

Comments are closed