globalresearch.ge

ნანა დევდარიანი: რუსეთი ბევრად უფრო ფრთხილად ეპყრობა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ვიდრე დასავლეთი

Posted by Globalresearch on Mar 15th, 2014 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„დასავლეთს, განსაკუთრებით, შეერთებულ შტატებს სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა რომ არაფრად უღირს, ეს კოსოვოს მაგალითზეც კარგად გამოჩნდა!”, – ამის შესახებ სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს 2008 წლის აგვისტოს ომის მაგალითითაც ნათელია.

„აგვისტოს ომით ამერიკელების მარიონეტმა სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ დაარღვია?! რომელი ჭკუათმყოფელი იფიქრებს, რომ ამერიკას არ შეეძლო სააკაშვილის შეჩერება, სანამ ის ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას დაიწყებდა ცხინავლში?!”, – აღნიშნა დევდარიანმა.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთი ბევრად უფრო ფრთხილად ეპყრობა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ვიდრე დასავლეთი.

„რუსეთს ჯერ არცერთი ჯარისკაცი არ შეუყვანია ყირიმში, რადგან იქ საკმარისი რაოდენობის სამხედრო ძალა ჰყავს! გარდა ამისა, პუტინი იძულებულია, დაიცვას დაახლოებით 20 მილიონი რუსი, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს!.. აბა, რომელი ნორმალური ქვეყანა მოითმენს, როდესაც თუნდაც უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ მის მოქალაქეებს ტაძრებში უვარდებიან და არბევენ?”, – განაცხადა ნანა დევდარიანმა.

გლობალური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელთან სრული ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: http://reportiori.ge/?menuid=74&id=19927&lang=1

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=2&id=20054

Comments are closed