globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მასმედიაში 03 დეკემბერი, 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 3rd, 2014 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независмая газета» (რუსეთი), 3 დეკემბერი, 2014 წელი
http://www.ng.ru/cis/2014-12-03/7_gruzia.html
რუსეთმა და საქართველომ მოლაპარაკების პროცესის გაგრძელება გადაწყვიტეს
თბილისში შიშობენ, რომ შესაძლოა აფხაზეთი „ნოვოროსიის“ პროცესში ჩაერთოს
სოჭში ხელმოწერილი რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების გამო ამჟამად რუსულ-ქართული მოლაპარაკებები შეჩერებულია: ჟენევის ფორმატში, რომელიც მრავალმხრივ კონსულტაციებს გულისხმობს დაძაბულობის შენელების მიზნით და პრაღის – „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატშიც, რომლის დროსაც ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ხასიათის საკითხები წყდებოდა, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).
თუმცა, როგორც ჩანს, დროებით შეჩერებული პრაღის შეხვედრები შესაძლებელია მომავალ წელს განახლდეს: გრიგორი კარასინის თქმით, თუ მოლაპარაკება არ მიდის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი სრულიად შეწყდა. რუსი დიპლომატის აზრით, მხარეებმა სერიოზულ შედეგებს მიაღწიეს და მომავალ წელსაც ასე იქნება. აშკარაა, რომ გრიგორი კარასინი სამომავლო წარმატებებში კვლავ სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს გულისხმობს, თორემ ისე ყველასათვის ცნობილია, რომ მოსკოვი და თბილისი იმ კატასტროფულ პოლიტიკურ უთანხმოებას ვერანაირად ვერ მოაგვარებენ, რომელიც ყოფილი ავტონომიების პრობლემითაა გამოწვეული.
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი თვლის, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის კონტაქტების არარსებობას, როგორც ისტორიამ აჩვენა, არაფერი კარგი არ მოუტანია, ამიტომაც მოლაპრაკებები ორივე ფორმატში უნდა გაგრძელდეს: „შესაძლოა რარაც კორექტივები შევიტანოთ აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ოპტიმიზაციის მიზნით, თუმცა ამაზე ჯერ საუბრები ნაადრევია“, – განუცხადა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს.
საქართველო არცერთი წუთი არ წყვეტს პროპაგანდისტულ მუშაობას საერთაშორისო არენაზე „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ფაქტის“ აღიარებისათვის. თამარ ბერუჩაშვილის – საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ განხორციელებული ძალისხმევა საერთაშორისო სტრუქტურებში – ევროკავშირში, ნატოსა და ეუთოში (ბრიუსელ-ბაზელი) ქართული პოლიტიკის ამ მიმართულების მორიგი დადასტურებაა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბრიუსელსა და ბაზელში იგი კიდევ ერთხელ წაუყენებს ბრალდებებს რუსეთს და მოსკოვს მტაცებლობაში დაადანაშაულებს. დღეს ეს თეზისი გამყარებულია სოჭში ხელმოწერილი რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებით. საქართველო ერთ სიბრტყეში განიხილავს აფხაზეთისა და ყირიმის პრობლემებს და ხაზს უსვამს, რომ ეს ორი მომენტი ერთმანეთის იდენტურია.
სხვათა შორის, თბილისის სერიოზული შეშფოთება გამოიწვია პრესაში გამკრთალმა ინფორმაციამ, რომლის თანახმად, აფხაზეთის ბანკების მეშვეობით რუსეთს შეუძლია დონბასში ფინანსური ოპერაციები განახორციელოს. ლოგიკა მარტივია: რუსეთი თავისი ბანკების ფილიალებს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში ვერ გახსნის, დასავლური დამატებითი სანქციების გამო, აფხაზურ ბანკებს კი, რომლებიც რუსული რუბლის ზონაში საქმიანობენ, აფხაზეთის დამოუკიდებლობის არაღიარების გამო დასავლური რეპრესიული ზომები არ ემუქრებათ. ამ საკითხზე სოხუმი კომენტარს არ აკეთებს, თუმცა საექსპერტო წრეებში არის აზრი, რომ აფხაზური ბანკების ფილიალების გახსნა დონბასში სრულიად შესაძლებელია: აფხაზური ბანკები ხომ დამოუკიდებლები არ არიან და ისინი რუსულ საბანკო სისტემაში არიან ჩართულნი, შესაბამისად, თუ მოსკოვი ფილიალების გახსნის გადაწყვეტილებას მიიღებს, ისინიც დაემორჩილებიან. თავის მხრივ, აფხაზი ფინანსისტებიც, ალბათ, დაინტერესებულნი იქნებიან თავიანთი ბიზნეს-საქმიანობის გეოგრაფიული არეალი გააფართოვონ, თუმცა, რასაკვირველია, მათ მოუწევთ მხედველობაში მიიღონ არასტაბილურობის ფაქტორი.
როგორც რეგიონული უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტის ხელმზღვანელი ალექსანდრე რუსეცკი ამბობს, რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებას მკვეთრად გამოხატული ასიმეტრიული ხასიათი აქვს და სოხუმს დიდ არჩევანს არ უტოვებს: „აფხაზეთი, რუსეთისაგან მიღებული აღიარების მიუხედავად, თანდათანობით სამხრეთ ოსეთის, დონეცკ-ლუგანსკისა და სხვა პოტენციური კვაზიწარმონაქმნების დონეზე დავარდება. მე არ გამოვრიცხავ, რომ ისინი რაღაც „ნოვოროსიის ფედერაციაში“ გაერთიანდნენ. ამისათვის შესაძლებელია გაუქმდეს ის [ცალკეული] სეპარატისტული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამ ინტეგრაციულ პროცესს ხელს შეუშლიან, [„ნოვორისიის ფედერაციას“] კი ანგარიშს გაუწევენ. ეს ზალიან დიდი თამაშია, რომელშიც მოსკოვის მხარეზე ფარულად, მაგრამ იმავდროულად აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ევროკავშირისა და ნატოს ზოგიერთი წევრებიც“, – განუცხადა „ნეზავისიმაია გაზეტას“ ალექსანდრე რუსეცკიმ.

«Независмая газета» (რუსეთი), 3 დეკემბერი, 2014 წელი

http://www.ng.ru/cis/2014-12-03/7_yatsenuk.html

ვიტალი ბალა: „მინისტრები ყველა უკრაინელი უნდა ყოფილიყო, საქართველოში ხომ უცხოეთიდან სწორედ ქართველები მიიწვიეს“
„უკრაინის პარლამენტში ქვეყნის მთავრობის წევრები დაამტკიცეს, თუმცა პროცედურა მშვიდად არ განხორციელებულა, – აღნიშნულია გაზეთის სპეცკორესპოდენტის ტატიანა ივჟენკოს სტატიაში.
„პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკს ზოგიერთი კანდიდატის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა. ორშაბათის სხდომაზე დაწყებული კამათი გვიან ღამემდე გაგრძელდა. პარლამენტში პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც მივიდნენ. შენობის შესასვლელთან ჟურნალისტებს საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დახვდათ, რომელიც კიევში ხშირად ჩამოდის ხოლმე. წინა დღეებში ზოგიერთმა დეპუტატმა პრესას ინკოგნიტოდ შეატყობინა, რომ იგი ან ანტიმონოპოლური კომიტეტის, ან ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარედ დაინიშნებაო. თვითონ მიხეილ სააკაშვილმა კომენტარებისაგან თავი შეიკავა.
პოლიტიკური მოდელირების სააგენტოს ხელმძღვანელმი ვიტალი ბალა ეჭვობს, რომ მიხეილ სააკაშვილი რომელიმე უწყების მეთაურად დაინიშნოს: „ამისათვის მან უარი უნდა თქვას საქართველოს მოქალაქეობაზე და უკრაინის მოქალაქეობა მიიღოს. იმ ადამიანისათვის, რომელიც თავის დროზე ერის ლიდერი გახდა და პრეზიდენტი იყო, მოქალაქეობის შეცვლა მხოლოდ ტექნიკური საკითხი არ არის. ჩემი აზრით, ეს შეუძლებელია“.
იმ უცხოელებს შორის, რომლებმაც უკრაინის მთავრობაში თანამდებობი დაიკავეს, არის ქართველიც – ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი. გარდა ამისა, ეკა ზღულაძე, რომელიც საქართველოში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა და ერთ ხანს უწყებასაც კი ხელმძღვანელობდა, შეიძლება უკრაინის შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნოს.
როგორც პოლიტოლოგი ვიტალი ბალა ამბობს, ერთი შეხედვით, უცხოელების მიწვევა მინისტრებად შესაძლოა გამართლებულიც კი იყოს – მათ კავშირი არ აქვთ კორუმპირებულ სქემებთან და წრეებთან, თავიანთი დარგების პროფესიონალებად ითვლებიან, მაგრამ… არის ერთი „მაგრამ“: „ახალი უკრაინა თვითონ უკრაინელებმა უნდა ააშენონ. რა გახდა, როგორ ვერ ვიპოვეთ 45-მილიონიან უკრაინაში მინისტრობის ნორმალური კანდიდატი? განა არ შეიძლებოდა უცხოეთში მოღვაწე ეროვნებით უკრაინელი სპეციალისტის მოწვევა? საქართველოში ხომ უცხოეთიდან სწორედ ქართველები მიიწვიეს… უცხოელები, ჩემი აზრით, მხოლოდ მრჩევლებისა და კონსულტანტებად უნდა დაინიშნონ. ეს სწორი იქნებოდა საზოგადოების თვალსაზრისითაც, რომელსაც უცხოელებისაგან დამოუკიდებლად შეუძლია თავისი უფლების დაცვა ღირსეულ ცხოვრებისათვის“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

«РБК Daily» (რუსეთი), 3 დეკემბერი, 2014 წელი
http://www.rbcdaily.ru/politics/562949993188227
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის პლუსები და მინუსები
უკრაინის პარლამენტმა 288 ხმით ქვეყნის ახალი მთავრობა დაამტკიცა. მინისტრთა პორტფელების უმრავლესობა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატებმა მიიღეს. პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა, მართალია, შეინარჩუნა კონტროლი სამართალდამცველ ბლოკზე, მაგრამ დაკარგა ფინანსურ-ეკონომიკური ბლოკი, რომელსაც სასწრაფოდ ნატურალიზებული უცხოელები უხელმძღვანელებენ, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – პოლინა ხიმშიაშვილი).
ექსპერტების თქმით, უცხოელი „კონტროლიორების“ მოწვევა უკრაინის მთავრობაში დასავლეთის მიერ ფინანსური დახმარების გაწევისათვის ერთ-ერთი პირობა იყო.
ვერხოვნა რადამ დაამტკიცა პრეზიდენტის ქვოთა, რომელიც თავდაცვისა და საგარეო საქმეტა მინისტრებს ითვალისწინებს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პავლე კლიმკინი „შუაღამისას რომ გააღვიძო, ზეპირად მოგიყვებათ ევროკავშირთან დადებული შეთანხმების მუხლებს“, ხოლო სტეფან პოლტორაკმა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის დროებით შესრულებისას დაამტკიცა, რომ მას არმიისადმი ხელმძღვანელობა შეუძლია.
დანარჩენი მინისტრების კანდიდატურები უკვე პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა წარადგინა: ფინანსთა მინისტრად – ამერიკის ექს-მოქალაქე ნატალია იარესკო („იგი უკრაინელი იყო და არის გულით და სულით, ახლა კი მოქალაქეც გახდა“), ეკონომიკის მინისტრად – ლიტვის ექს-მოქალაქე აივარს აბრომავიჩუსი („მას ცოლი უკრაინელი ჰყავს და კიევში ცხოვრება ურჩევნია“).
უკრაინის მთავრობაში მესამე უცხოელი მინისტრი გახდა საქართველოს ყოფილი მოქალაქე ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 2008 წლიდან 2010 წლამდე ხელმძღვანელობდა. იგი ქართულ მთავრობაში მუშაობის დროს საავადმყოფოების სისტემის რეფორმას ახორციელებდა, რომლის მიზანს სახელმწიფოს საკუთრებაში ჯერ კიდევ დარჩენილი სამკურნალო დაწესებულებების კერძო საკუთრებაში გადაცემა და საავადმყოფო საწოლების რაოდენობის შემცირება წარმოადგენდა. რეფორმის დასრულებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა რუსეთ-საქართველოს ომმა და მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა. როგორც Case-Network-ის კვლევების ავტორი მაკა ჭითანავა ამბობს, საქართველოს ახალი მთავრობა (მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“) უკმაყოფილოა ალექსანდრე კვიტაშვილის მინისტრობის დროს განხორციელებული პრივატიზების ზოგიერთი პროცედურით. ამასთან, ქართული Economic Education and Strategic Research Centre-ის ხელმძღვანელი ქეთევან კრიალაშვილი აცხადებს, რომ ალექსანდრე კვიტაშვილმა ჯანდაცვის მინისტრად ყოფნის დროს ხელი შეუწყო დადებით პროცესებს – გაიზარდა დაზღვეულთა რაოდენობა და განახორციელა აღრიცხვის სიტემის რეფორმაც…

«Новое время» (უკრაინა), 2 დეკემბერი, 2014 წელი
http://nvua.net/opinion/danylyshyn/delo-ne-v-grazhdanstve-inostrancy-v-kabmine-nas-ne-spasut-23139.html
ბოგდან დანილიშინი: „უცხოელი მინისტრები ვერ გვიშველიან… უკრაინის და საქართველოს შედარება არაკორექტულობისა და უცოდინარობის გამოხატულებაა“
„უკრაინის ხელისუფლებამ რეფორმების განხორციელების საუკეთესო დროს ხელიდან გაუშვა“, – აღნიშნავს სტატიაში ქვეყნის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ბოგდან დანილიშინი.
„როგორც მთავრობის ყოფილმა წევრმა, რომელმაც ევროპაში ოთხ წელზე მეტი იცხოვრა, რომელმაც ევროპული ქვეყნების სამზარეულო და უკრაინის პოლიტიკურ ძალთა განლაგება წიგნებიდან კი არ იცის, არამედ თვითონ მუშაობდა და ხედავდა ყველაფერს – ჩინოვნიკთა აპარატული ინტრიგების ჩათვლით, შემიძლია ვთქვა, რომ უცხოელები უკრაინის მთავრობაში მუშაობას ვერ შეძლებენ: მათ არ იციან აქური მეურნეობის სპეციფიკა და სტრუქტურა, შესაბამისად, სანამ სიტუაციას გაეცნობიან და პრაქტიკულად დაიწყებენ მოვალეობების შესრულებას, მათ საკმაო დრო დასჭირდებათ. უცხოელებს შეუძლიათ მრჩევლებად მუშაობა, კოლეგიის წევრობაც კი, მაგრამ არა უმეტეს. მინისტრის მოადგილეც პოლიტიკური თანამდებობაა. თუ სახელმწიფო უარს აცხადებს მართვის პოლიტიკურ ფუნქციებზე, მაშინ, ალბათ, უცხოელები პარლამენტშიც უნდა მოვიწვიოთ, სასამართლო სისტემაშიც და სამართლადამცველ სტრუქტურებში. როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, უკრაინაში უცხოელი სპეციალისტების უმრავლესობა ან ლობისტური კომპანიების ინტერესების გატარებას ემსახურება, ან თავიანთი მშობლიური ქვეყნის ინტერესებისა. გარდა ამისა, უკრაინაში ფაქტიურად საგანგებო სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობაა… ამიტომ დროის უცხოელი მინისტრების მიერ სიტუაციის შესწავლაზე გაფლანგვა ცუდ შედეგებს მოიტანს…
გარდა ამისა, რატომ ვივიწყებთ იმას, რომ უკრაინელი ერი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე განსწავლული და განათლებული ერია? ჩვენ ხომ გვყავს ისეტი ადამიანები, რომლებმაც უმაღლესი განათლება დასავლურ პრესტიჟულ სასწავლებელებში მიიღეს? განა ისინი გამოცდილი პროფესიონალები არ არიან? ჩემი აზრით, უკრაინის მთავრობაში უკრაინელეი მოქალაქეები უნდა მუშაობდნენ“, – ხაზს უსვამს ავტორი პუბლიკაციაში.
რაც შეეხება ქართველ კანდიდატებს, ბოგდან დანილიშინი წერს, რომ საქართველოში გატარებული რეფორმების იდეალიზება ნაადრევია: „უკრაინა სხვაა და საქართველო – სხვა, მათი ერთმანეთთან შედარება არამხოლოდ არაკორექტულობის, არამედ უცოდინარობის გამოხატულობაც არის. საქართველოს შედარება უკრაინის რომელიმე რეგიონთანაც კი არ შეიძლება… უკრაინის რომელიმე რეგიონს რომ კვადრატულ მეტრზე იმდენი ფული მიეღო, რამდენიც საქართველომ მიიღო თავის დროზე, გარწმუნებთ, რომ ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი განვიტარებული სახელმწიფო გვექნებოდა“, – აცხადებს ავტორი.

«Голос» (უკრაინა), 3 დეკემბერი, 2014 წელი

http://ru.golos.ua/politika/politolog_novoe_pravitelstvo_tolko_prikidyivaetsya_reformatorami_7734

ანდრეი ზოლოტარევი: „მსმენია დადებითი აზრი ქართველ მინისტრზე…“
უკრაინის ახალი მთავრობა თითქოსდა ტექნოკრატებად და რეფორმატორებადაა წარმოდგენილი, მაგრამ რას და როგორ გააკეთებენ, ამას საქმის მიხედვით შევიტყობთ“, – ამბობს კიეველი პოლიტოლოგი ანდრეი ზოლოტარევი, – თუმცა, ჩემი აზრით, დიდი შედეგი მოსალოდნელი არ არის… პოლიტიკოსებმა უკრაინელი ხალხი კიდევ ერთხელ მოატყუეს. როცა არჩევნები ახლოვდებოდა, ისინი ამბობდნენ, რომ ქვეყნის გაძღოლა თვითონ შეუძლიათ და იციან, რა არის გასაკეთებელი, ახლა კი ის თთქოსდა პროფესიონალების გუნდი სადღაც გაქრა და ყველაფერი უცხოელების მხრებზე დაალაგეს. ეს იმას მოწმობს, რომ პოლიტიკოსებმა ხალხი შეგნებულად მოატყუეს და პასუხისმგებლობას თავი აარიდეს“.
პოლიტოლოგის თქმით, უკრაინის ახალ მთავრობაში ნამდვილი პროფესიონალები პრაქტიკულად არ არიან: „მე ვერ ვხედავ ვერცერთი ახლადდანიშნული მინისტრის წარსულ მიღწევებს… მსმენია ასე თუ ისე დადებითი აზრი ქართველ მინისტრზე. მართალია, საქართველოში გაუქმდა უფასო და საყოველთაო სამედიცინო მომსახურება, მაგრამ სამაგიეროდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოძახების ადგილზე ზუსტად 15 წუთში მიდის“, – აღნიშნა ანდრეი ზოლოტარევმა.

«Haqqin.az» (აზერბაიჯანი), 3 დეკემბერი, 2014 წელი

http://haqqin.az/news/34903

თინა კანდელაკი: „ხმები საქართველოს განათლების მინისტრად ჩემს დანიშვნაზე გადაჭარბებულია“
ცნობილი ჟურნალისტი და ტელევარსკვლავი თინა კანდელაკი გამოცემის კორესპონდენტს ზაურ რასულზადეს მოსკოვში ესაუბრება:
- ამას წინათ თქვენზე ამბობდნენ, რომ შესაძლოა თინა კანდელაკი საქართველოს განათლების მინისტრად დაინიშნოსო… ეს წინადადება ძალაში რჩება?
- ეს ყველაფერი მოარული ხმებია და მეტი არაფერი. მართალია, დედაჩემი სომეხი ქალია, მამაჩემი კი ქართველი, ჩემი სამშობლო საქართველოა და ძალიან მიყვარს, თუმცა ჩემთვის მინისტრობა არავის შემოუთავაზებია. რა თქმა უნდა, თუ ჩემს ქვეყანას დავჭირდები, მზად ვარ ჩემი გამოცდილების გაზიარებისათვის.
-რას იტყოდით აზერბაიჯანზე?
- მიყვარს ბაქო და აზერბაიჯანელები, ჩემი ბევრი მეგობარი აზერბაიჯანელია.

Comments are closed