globalresearch.ge

ქართველი ექსპერტები მოსკოვში გრიგორი კარასინს შეხვდნენ

Posted by Globalresearch on Apr 8th, 2014 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

მოსკოვში ქართველი და რუსი ექსპერტების შეხვედრა გაიმართა, სადაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მიწვევით ქართველი ექსპერტები ნანა დევდარიანი, სოსო არჩვაძე, თამარ კიკნაძე და ლევან მეტრეველი იმყოფებოდნენ. „სტრატეგიული კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელის, ნანა დევდარიანის თქმით, შეხვედრაზე ყველა ის მწვავე საკითხი დაისვა, რაც ორივე მხარეს აწუხებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო რუსულ-ქართული ურთიერთობების დარეგულირების პერსპექტივაზე. კერძოდ, განვიხილეთ ის ფორმატი, რომელშიც კარასინი და აბაშიძე მუშაობენ, როგორ შეიძლება გაფართოვდეს, რომ ამ საკითხმა უფრო ფართო სპექტრი მოიცვას. ჩვენ როგორც წესი, პირველი წყაროდან არ ვიღებთ ხოლმე ინფორმაციას, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცა საშუალება საათზე მეტხანს გვესაუბრა ყველა იმ მწვავე საკითხზე, რაც გვაწუხებს. ჩვენ არ ვართ არც მთავრობის წარმომადგენლები, და არც კონკრეტული გადაწყვეტილების მიმღებები, მაგრამ როგორც ექსპერტებისთვის, უდავოდ ძალიან საჭირო ინფორმაცია იყო. მაგალითად, ის, რომ საქართველოში შესაძლოა ევრომაიდანი განმეორდეს, ამის მიმართ რუსეთს არ აქვს მწვავე რეაქცია, რადგან ჩვენ არ გვაქვს რუსეთთან ისეთი კავშირები, როგორც უკრაინას, რუსეთის სამხედრო კომპლექსი მიბმულია ზოგიერთ უკრაინულ საწარმოზე. მათ მწვავე რეაქცია აქვთ ნატოზე და პირდაპირ ამბობენ, რომ არ უნდათ ნატო მის საზღვრებთან”, – ამბობს დევდარიანი „რეპორტიორთან” საუბარში.

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=2&id=22634

Comments are closed