თემა: საქართველოს უსაფრთხოება და საერთაშორისო ურთიერთობები
№02, 02 დეკემბერი, 2014 წელი
„რეზონანსი“, 02 დეკემბერი, 2014 წელი
რუსეთმა ცხინვალი, შესაძლოა, სომხეთთან დასაკავშირებლად გამოიყენოს
სტატიაში მიმოხილილია რუსეთის სავარაუდო გეგმები საქართველოს ტერიტორიის გამოსაყენებლად, გიუმრისა და ცხინვალის სამხედრო ბაზების ერთმანეთთან დაკავშირების მიზნით (ავტორი – მაია აბაიაძე).
პუბლიკაციაში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ ქართველი ექსპერტები და პოლიტიკოსები, მათ შორის “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია. მისი თქმით, ცხინვალის რეგიონი კრემლისთვის სამხედრო პლაცდარმია და ის შესაძლოა, რუსეთმა სამცხე-ჯავახეთთან დამაკავშირებელი კორიდორისთვის გამოიყენოს და რუსეთი პირდაპირ მიებას სომხეთს. ცხინვალში რუსეთის შეიარაღებული ძალები უფრო მეტია, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობა. ფაქტია, რომ ეს არის პლაცდარმი სამცხე-ჯავახეთისთვის, რადგან დაახლოებით 70-100 კილომეტრია კორიდორი, რომლის შეერთებასაც რუსები ფიქრობენ. ეს ყველაფერი მოხდება ჯავახეთში სეპარატიზმის გაღვივებით. ეს პლაცდარმი ძალიან სერიოზული საშუალებაა საქართველოსთვის პრობლემების შესაქმნელად, დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს გზატკეცილის ბლოკირებით.
დღეს რაც ცხინვალსა და აფხაზეთში ხდება, ეს საქართველოს შემდგომი სერიოზული პრობლემების საფუძველია და სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ამას არ იზიარებს. რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთთან დაგეგმილი ხელშეკრულება უფრო მძიმე იქნება, რადგან ცხინვალი მოსკოვს არანაირ წინააღმდეგობას არ გაუწევს. ფაქტი ერთია, რომ სრულ ინტრეგაციაზეა საუბარი. ორივე ხელშეკრულება გარდამავალი პერიოდია სუბიექტად მიერთებამდე და როცა აფხაზეთში ეს მომწიფდება და მივა იმ კონდიციამდე, რომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის სუბიექტი გახდეს, იმ წუთასვე მოგვარდება ცხინვალის თემაც, რადგან ერთი რეგიონის მიერთება რუსეთს არ აწყობს, – ამბობს პაატა დავიათაია.
„რეზონანსი“, 02 დეკემბერი, 2014 წელი
ინტერვიუ გია მაისაშვილთან: „ჩვენი ტერიტორიების გადასარჩენად არაფერი კეთდება“
ლიდერთა სკოლის“ ხელმძღვანელი გია მაისაშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას კომენტარს უკეთებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, აფხაზეთთან დადებული ხელშეკრულების ფონზე (ესაუბრება იაგო ნაცვლიშვილი).
შეკითხვაზე, „რუსეთმა აფხაზეთთან ხელი მოაწერა სამოკავშირეო ხელშეკრულებას, იგივეს აპირებს სამხრეთ ოსეთთან მიმართებით და არის თუ არა გამოსავალი ამ სიტუაციიდან“, გია მასიაშვილი პასუხობს: გამოსავალი დინამიური და ეფექტური მთავრობის შექმნაა… არავითარი ღონისძიება არ ტარდება საქართველოს ტერიტორიების გადასარჩენად, დღევანდელი სიტუაცია ანექსიის პროცესს აჩქარებს. საქართველოსთვის სასიკეთო არაფერი ხდება დასავლეთისთვის საქართველო უკვე უმნიშვნელო ქვეყანაა, რადგან აქ ახალი და მიმზიდველი არაფერი ხდება. არადა, იმ ფონზე, რაც ხდებაახლო აღმნოსავლეთში, რუსეთსა თუ ევროპაში, ჩვენც შეგვეძლო ყურადღების მიქცევა. სეფგვეძლო, უფრო მაღალი დონის პოლიტიკა გვეთამაშა. ამ შანსს რომ გამოვიყენებთ, უკვე დანაშაულია, ანუ ამ ვითარებაში უმოქმედობა დანაშაულის ტოლფასია.
„ახალი თაობა“, 2 დეკემბერი, 2014 წელი
ინტერვიუ აკაკი ასათიანთან: „როცა პუტინმა ფედერაცია-კონფედერაციაზე დაიწყო საუბარი, უნდა შევხვედროდით“
ინტერვიუში ქართველ ტრადიციონალისტთა ლიდერი აკაკი ასათიანი, სხვა საკითხებთან ერთად, კომენტარს უკეთეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას და ამ ფონზე აფხაზ სეპარატისტებთან დადებულ ხელშეკრულებასაც ეხება (ესაუბრება ნონა ცაბაძე).
აკაკი ასათიანის თქმით, რადგან რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება 10-წლიანი, ეს ნიშნავს, რომ კრემლმა აფხაზეთის ანექსია 10 წლით გადადო: „მოდი ახალ და მოიცანი, როგორ განვითარდება მოვლენები, რუსეთი ანგარიშს გაუწევს საერთაშორისო მოთხოვნებს თუ დასუსტდება? თუ რუსეთი გადაირევა, ჩვენ შეიძლება ეს უფრო ძვირად დაგვიჯდეს. რუსეთს მიაჩნია, როიმ საქართველომ და უკრაინამ მას უღალატეს, რომ ჩვენ დაუნახავები ვართ. რაც შეეხება აფხაზებს, ისინი ვაჟკაცურად მოიქცნენ და ხელსეკრულებაში ტერმინი „ინტეგრაცია“ „სტრატეგიული პარტნიორობით“ შეცვალეს. აფახზებს უნდა ვუმადლოდეთ, რომმ ათ საქართველოსთან რარაც შანსი კიდევ დაიტოვეს, თორემ ჩვენს ხელისუფლებას საერთოდ არაფერი გაუკეთებია…
რუსეთთან კონტაქტები იყო საჭირო, როცა ვლადიმერ პუტინმა ფედერაცია-კონფედერაციაზე დაიწყო საუბარი, უნდა გამოვხმაურებულიყავით, უნდა შევხვედროდით და ჩვენი პირობები წაგვეყენებინა. ვკითხავდით – კი, კონფედერაცია-ფედერაცია, მაგრამ რის ფასად? ის მაინც გვექნებოდა სათქმელად, რომ ჩვენ ჩვენსას ვეცადეთ. ახლა ევროინტეგრაციის პროცესს ვერარ გადავუხვევთ და სწორია, რომ ამ გზას ვადგავართ..
არის ხალხი საქართველოში, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთი ჯობია ნატოს და მოსკოვთან ვითანამშროლოთო. სამწუხაროდ, ჩვენ რომ ახლა ნატოზე უარი ვთქვათ, დავკარგავთ იმ მინიმალურ დასავლურ სოლიდარობს და რუსეთთან ერთი-ერთზე დავღჩებით… ჩვენ რომ ვიცოდეთ, რუსეთი რაღაც პირობებს დაიცავს, ანგარიშს გაუწევს ჩვენს სიტუაციას და რაღაცას დათმობს, კაცი ამაზეც იფიქრებდა, მაგრამ იმ ფონზე, რაც უკრაინაში ხდება, ჩვენ რუსეთისაგან კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. ნატო არ მიგვიღებს, მაგრამ ალიანსზე ჩვენი ნებით უარი არ უნდა ვთქვათ“.