
№03, 03 დეკემბერი, 2014 წელი
„რეზონანსი“, 03 დეკემბერი, 2014 წელი
“რუსეთთან, შესაძლოა, ფარული მოლაპარაკება არსებობს”
აბაშიძე-კარასინის ფორმატის რუსულ-ქართული ინტერესები
სტატიაში საუბარია საქართველო-რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივის შესახებ, გადმოცემულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საქმეთა სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადება, რომლის თანახმად, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატი უნდა შენარჩუნდეს. „მართალია, ამ ფორმატისაგან მოლოდინები მეტი იყო, მაგრამ არ არსებობს საერთაშორისო აქტორი, რომელიც აღნიშნული ფორმატის გაუქმებას შეიძლება ემხრობოდეს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში (ავტორი მაია აბაიაძე).
სტატიაში მოცემულია ასევე გრიგორი კარასინის გუშინდელი, 2 დეკემბერის განცხადებაც, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაში პაუზა არ არის, უბრალოდ, მას და აბაშიძეს შორის ჯერ-ჯერობით პრაღაში შეხვედრის ზუსტი თარიღი დათქმული არაა.
როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობით საქართველო უფრო დაინტერესებულია და ეს ჩვენ უფრო გვჭირდება, რადგან რუსეთი ოკუპანტია და მის ინტერესებში ხელისუფლებასთან დიალოგი არ შედის. მისივე თქმით, ის ძალები, რომლებიც აბაშიძე-კარასინის დიალოგის გაგრძელებას ეწინააღმდეგებიან, რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებენ. “აბაშიძე-კარასინის ფორმატი რუსეთს რას აძლევს, ვერ გეტყვით, რადგან რუსეთი ჩვენთან დიპლომატიური ურთიერთობით დიდად დაინტერესებული არ უნდა იყოს, რადგან ოკუპანტია. რუსეთს ჩვენი ტერიტორიები აქვს დაპყრობილი და პრაქტიკულად, არ სჭირდება დიპლომატიური ურთიერთობის არანაირი ფორმა, ეს სჭირდება საქართველოს და ის, ვინც ამბობს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი უნდა გაუქმდეს, გამოდის, რომ ისინი რუსეთის ინტერესებით მოქმედებენ”, – აღნიშნავს საყვარელიძე.
პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე არ გამორიცხავს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატის გარდა, ხელისუფლება შესაძლოა, რუსეთთან სხვა ფარულ მოლაპარაკებასაც მართავდეს. მისი თქმით, აღნიშნული ფორმატი უკვე ჩიხშია შესული. “რაღაც ეტაპზე ფორმატმა გარკვეული შედეგი მოიტანა. მე მაინცდამაინც იმ მიღწევით აღტაცებული არ ვყოფილვარ, რასაც რუსული ბაზრის გახსნა და რეისების აღდგენა ჰქვია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთ მოქალაქეს ცხოვრება გაუიოლა, ყოველ შემთხვევაში, მთავრობა ამით ამაყობს და ამ მხრივ წარმატებას მიაღწიეს.
საკითხავია, რა საკითხზე ილაპარაკებენ მომავალ შეხვედრაზე? თუ ისაუბრებენ რატომ გაფორმდა ხელშეკრულება რუსეთსა და აფხაზეთს შორის, ამით ჟენევის ფორმატში შედიან. გასარკვევია, რა საკითხებშია აბაშიძე წარმომადგენელი – მარტო ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ თემებში თუ სრულფასოვანი წარმომადგენელია?! ამაზე გვჭირდება პასუხი.
“მართალია, მას ჰქვია სრულფასოვანი წარმომადგენელი, მაგრამ ყოველთვის კეთდება განცხადება, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი შექმნილია მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური საკითხებისთვის. მთავრობისთვის საჭიროა კომუნიკაციის არხი რუსეთთან და თუ მარტო ეს არხია, მაშინ ალბათ ელემენტარულად კომინუკაციისთვის მაინც. შეიძლება არსებობს რუსეთთან სხვა არხი, რომელზეც უბრალო მოკვდავებმა არ ვიცით, შეიძლება არსებობს ფარული მოლაპარაკება, ვერ გამოვრიცხავ. ორივე შემთხვევაში, მთავრობას სჭირდება აბაშიძე-კარასინის ფორმატი. მაშინაც, თუ არ არსებობს სხვა არხი და ეს ერთადერთია, და ასევე თუ არსებობს სხვა არხი – ხომ არ გაამხელს, რომ საიდუმლო არხი არსებობს და უნდა თქვას, რომ ეს ერთადერთია და შევინარჩუნებთ, ასე რომ, არ მგონია დაიხუროს”, – ამბობს შარაშენიძე.
„რეზონანსი“, 03 დეკემბერი, 2014 წელი
მოლდოვის ევროინტეგრაციული უპირატესობანი
„საქართველოს ევროპისაკენ სვლა შენელდა“
“გეოგრაფიული სიახლოვე ევროპასთან, რუმინეთის მფარველობა, ევროპულად მოაზროვნე მოსახლეობა და მეტად მონდომებული მთავრობა – ესაა ის გარემოებები, რაც პოლიტოლოგთა აზრით მოლდოვას ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, საქარველოსთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. სწორედ ამის გამო “გაბედა” მათი აზით მოლდოვის პრეზიდენტმა თამამი განცხადების გაკეთება და ევროკავშირის წევრობაზე პრეტენზიის გამოცხადება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” (ავტორი – თაკო მათეშვილი).
“მოგეხსენებათ, საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვა უკვე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლებითაც სარგებლობს და საბოლოო ჯამში, ევროპისასკენ მიმავალ გზაზე, რომელსაც მოლდოვა, საქართველო და უკრაინა ერთად ადგანან, გამოდის, რომ იგი ჩვენთან შედარებით საკმაოდ წინაა. უკვე არც იმას გამორიცხავენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მან ლიდერი ქვეყნის სტატუსიც კი მოიპოვოს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“იმისათვის, რომ ეს მაჩვენებელი ჩვენს სასიკეთოდ შევცვალოთ და პრეტენზია იმაზე, რაზეც მოლდოვამ განაცხადა, ჩვენც გაგვიჩნეს, პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს აზრით, აუცილებელია პირველ რიგში ევროპული ცხოვრების წესს დავუახლოვდეთ არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ რეალურად. “მოლდოვა ევროპასთან უფრო ახლოა, თანაც რუმინეთს ესაზღვრება, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრია და რომელსაც მოლდოვაზე პატრონაჟი აქვს გაფორმებული (ორივე ქვეყანას მსგავსი ტრადიციები და კულტურული ერთობა აქვთ). რუმინეთში ათიათასობით მოლდოველი სტუდენტი სწავლობს. ეს კი ძალზედ დიდი პროევროპული ძალაა. მოლდოვაც ჩვენსავით ღატაკი ქვეყანაა, მაგრამ ევროპასთან გეოგრაფიულ სიახლოვესაც თავისი მნიშვნელობა და ფასი აქვს. ამიტომ, მართალია ჩვენ და მას ბევრი საერთო გვაქვს, მაგრამ სერიოზული განმასხვავებლებიც არ გვაკლია. თუნდაც შიდაპოლიტიკური ვითარება”, – აცხადებს სოსო ცინცაძე.
“მას უვე უვიზო მიმოსვლის უფლება აქვს. მართალია მოქალაქეებს ევროპაში სამუშაოს მიღების უფლება არა აქვთ, მხოლოდ მოგზაურობა შეუძლიათ, რაც მხოლოდ მდიდრებსა და ტურისტებზეა გათვლილი, მაგრამ მაინც წინგადადგმული ნაბიჯია”, – აღნიშნავს ცინცაძე, თუმცა აღნიშნავს, რომ პრობლემები არც კიშინიოვს არ აკლია, თუნდაც მოსკოვის მიერ გამოცხადებულ სანქციებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება იმას, უნდა მიენიჭოს თუ არა მოლდოვას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერი ქვეყნის სტატუსი, ცინცაძე ამბობს, რომ ეს მოსაზრება საფუძველს მოკლებულია.
“აღმოსავლური პარტნიორობის ლიდერი თავისი ხვედრითი წილით, რასაკვირველია უკრაინაა. 45 მილიონიან ქვეყანას 3 მილიონიანი მოლდოვა და საქართველო ვერ შეედრება. ეს თავისთავად ცხადია. მთელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ბედიც იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში”, – აცხადებს პოლიტოლოგი.
„რეზონანსი“, 03 დეკემბერი, 2014 წელი
ირაკლი ჩიქოვანი: „უნდა განვსაზღვროთ ის საფრთხეები, რაც აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაგრძელებას შეიძლება მოჰყვეს“
ვრცელ ინტერვიუში საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თემაზეც საუბრობს (ესაუბრება ჟურნალისტი იაგო ნაცვლიშვილი)
შეკითხვაზე, „ცნობილი გახდა, რომ რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებაში „აბაშიძე-კარასინის ფორმატი“ შენარჩუნდება, თქვენმა თანაპარტიელმა მაია ფანჯიკიძემ კი განაცხადა, რომ ფორმატი უნდა გაუქმდესო, ახლაც იმავე პოზიციაზე ხართ?“, ირაკლი ჩიქოვანი პასუხობს:
„ჩვენ არ გვსურს ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება და მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეაფასოს ის რეალობა და შედეგები, რაც ამ ფორმატმა მოიტანა. ასევე უნდა განისაზღვროს საფრთხეები, რაც ამ შეხვედრების გაგრძელებას შეიძლება მოჰყვეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთ-აფხაზეთის უკვე ხელმოწერილი ხელშეკრულებისა და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის დაგეგმილი შეთანხმების ფონზე სერიოზული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ზუსტად არ ვარ ინფორმირებული, რა ვიტარებაა აბაშიძე-კარასინის ფორმატში, სამაგიეროდ კარგად ვიცი ჟენევის ფორმატის პროცესები, ამიტომ მიმაჩნია, რომ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. საქართველო ჟენევის პროცესში მარტო არ არის, იქ არიან ჩვენი პარტნიორები – ამერიკა და ევროკავშირი“.
№03, 03 დეკემბერი, 2014 წელი „რეზონანსი“, 03 დეკემბერი, 2014 წელი”რუსეთთან, შესაძლოა, ფარული მოლაპარაკება არსებობს”აბაშიძე-კარასინის ფორმატის რუსულ-ქართული ინტერესებისტატიაში საუბარია საქართველო-რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივის შესახებ, გადმოცემულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საქმეთა სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადება, რომლის თანახმად, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატი უნდა შენარჩუნდეს. „მართალია, ამ ფორმატისაგან მოლოდინები მეტი იყო, მაგრამ არ არსებობს საერთაშორისო აქტორი, რომელიც აღნიშნული ფორმატის გაუქმებას შეიძლება ემხრობოდეს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში (ავტორი მაია აბაიაძე). სტატიაში მოცემულია ასევე გრიგორი კარასინის გუშინდელი, 2 დეკემბერის განცხადებაც, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაში პაუზა არ არის, უბრალოდ, მას და აბაშიძეს შორის ჯერ-ჯერობით პრაღაში შეხვედრის ზუსტი თარიღი დათქმული არაა.როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობით საქართველო უფრო დაინტერესებულია და ეს ჩვენ უფრო გვჭირდება, რადგან რუსეთი ოკუპანტია და მის ინტერესებში ხელისუფლებასთან დიალოგი არ შედის. მისივე თქმით, ის ძალები, რომლებიც აბაშიძე-კარასინის დიალოგის გაგრძელებას ეწინააღმდეგებიან, რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებენ. “აბაშიძე-კარასინის ფორმატი რუსეთს რას აძლევს, ვერ გეტყვით, რადგან რუსეთი ჩვენთან დიპლომატიური ურთიერთობით დიდად დაინტერესებული არ უნდა იყოს, რადგან ოკუპანტია. რუსეთს ჩვენი ტერიტორიები აქვს დაპყრობილი და პრაქტიკულად, არ სჭირდება დიპლომატიური ურთიერთობის არანაირი ფორმა, ეს სჭირდება საქართველოს და ის, ვინც ამბობს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი უნდა გაუქმდეს, გამოდის, რომ ისინი რუსეთის ინტერესებით მოქმედებენ”, – აღნიშნავს საყვარელიძე.პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე არ გამორიცხავს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატის გარდა, ხელისუფლება შესაძლოა, რუსეთთან სხვა ფარულ მოლაპარაკებასაც მართავდეს. მისი თქმით, აღნიშნული ფორმატი უკვე ჩიხშია შესული. “რაღაც ეტაპზე ფორმატმა გარკვეული შედეგი მოიტანა. მე მაინცდამაინც იმ მიღწევით აღტაცებული არ ვყოფილვარ, რასაც რუსული ბაზრის გახსნა და რეისების აღდგენა ჰქვია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთ მოქალაქეს ცხოვრება გაუიოლა, ყოველ შემთხვევაში, მთავრობა ამით ამაყობს და ამ მხრივ წარმატებას მიაღწიეს. საკითხავია, რა საკითხზე ილაპარაკებენ მომავალ შეხვედრაზე? თუ ისაუბრებენ რატომ გაფორმდა ხელშეკრულება რუსეთსა და აფხაზეთს შორის, ამით ჟენევის ფორმატში შედიან. გასარკვევია, რა საკითხებშია აბაშიძე წარმომადგენელი – მარტო ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ თემებში თუ სრულფასოვანი წარმომადგენელია?! ამაზე გვჭირდება პასუხი.”მართალია, მას ჰქვია სრულფასოვანი წარმომადგენელი, მაგრამ ყოველთვის კეთდება განცხადება, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი შექმნილია მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური საკითხებისთვის. მთავრობისთვის საჭიროა კომუნიკაციის არხი რუსეთთან და თუ მარტო ეს არხია, მაშინ ალბათ ელემენტარულად კომინუკაციისთვის მაინც. შეიძლება არსებობს რუსეთთან სხვა არხი, რომელზეც უბრალო მოკვდავებმა არ ვიცით, შეიძლება არსებობს ფარული მოლაპარაკება, ვერ გამოვრიცხავ. ორივე შემთხვევაში, მთავრობას სჭირდება აბაშიძე-კარასინის ფორმატი. მაშინაც, თუ არ არსებობს სხვა არხი და ეს ერთადერთია, და ასევე თუ არსებობს სხვა არხი – ხომ არ გაამხელს, რომ საიდუმლო არხი არსებობს და უნდა თქვას, რომ ეს ერთადერთია და შევინარჩუნებთ, ასე რომ, არ მგონია დაიხუროს”, – ამბობს შარაშენიძე.
„რეზონანსი“, 03 დეკემბერი, 2014 წელიმოლდოვის ევროინტეგრაციული უპირატესობანი„საქართველოს ევროპისაკენ სვლა შენელდა“”გეოგრაფიული სიახლოვე ევროპასთან, რუმინეთის მფარველობა, ევროპულად მოაზროვნე მოსახლეობა და მეტად მონდომებული მთავრობა – ესაა ის გარემოებები, რაც პოლიტოლოგთა აზრით მოლდოვას ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, საქარველოსთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. სწორედ ამის გამო “გაბედა” მათი აზით მოლდოვის პრეზიდენტმა თამამი განცხადების გაკეთება და ევროკავშირის წევრობაზე პრეტენზიის გამოცხადება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” (ავტორი – თაკო მათეშვილი).”მოგეხსენებათ, საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვა უკვე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლებითაც სარგებლობს და საბოლოო ჯამში, ევროპისასკენ მიმავალ გზაზე, რომელსაც მოლდოვა, საქართველო და უკრაინა ერთად ადგანან, გამოდის, რომ იგი ჩვენთან შედარებით საკმაოდ წინაა. უკვე არც იმას გამორიცხავენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მან ლიდერი ქვეყნის სტატუსიც კი მოიპოვოს”, – აღნიშნავს გამოცემა.”იმისათვის, რომ ეს მაჩვენებელი ჩვენს სასიკეთოდ შევცვალოთ და პრეტენზია იმაზე, რაზეც მოლდოვამ განაცხადა, ჩვენც გაგვიჩნეს, პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს აზრით, აუცილებელია პირველ რიგში ევროპული ცხოვრების წესს დავუახლოვდეთ არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ რეალურად. “მოლდოვა ევროპასთან უფრო ახლოა, თანაც რუმინეთს ესაზღვრება, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრია და რომელსაც მოლდოვაზე პატრონაჟი აქვს გაფორმებული (ორივე ქვეყანას მსგავსი ტრადიციები და კულტურული ერთობა აქვთ). რუმინეთში ათიათასობით მოლდოველი სტუდენტი სწავლობს. ეს კი ძალზედ დიდი პროევროპული ძალაა. მოლდოვაც ჩვენსავით ღატაკი ქვეყანაა, მაგრამ ევროპასთან გეოგრაფიულ სიახლოვესაც თავისი მნიშვნელობა და ფასი აქვს. ამიტომ, მართალია ჩვენ და მას ბევრი საერთო გვაქვს, მაგრამ სერიოზული განმასხვავებლებიც არ გვაკლია. თუნდაც შიდაპოლიტიკური ვითარება”, – აცხადებს სოსო ცინცაძე.”მას უვე უვიზო მიმოსვლის უფლება აქვს. მართალია მოქალაქეებს ევროპაში სამუშაოს მიღების უფლება არა აქვთ, მხოლოდ მოგზაურობა შეუძლიათ, რაც მხოლოდ მდიდრებსა და ტურისტებზეა გათვლილი, მაგრამ მაინც წინგადადგმული ნაბიჯია”, – აღნიშნავს ცინცაძე, თუმცა აღნიშნავს, რომ პრობლემები არც კიშინიოვს არ აკლია, თუნდაც მოსკოვის მიერ გამოცხადებულ სანქციებთან დაკავშირებით.რაც შეეხება იმას, უნდა მიენიჭოს თუ არა მოლდოვას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერი ქვეყნის სტატუსი, ცინცაძე ამბობს, რომ ეს მოსაზრება საფუძველს მოკლებულია. ”აღმოსავლური პარტნიორობის ლიდერი თავისი ხვედრითი წილით, რასაკვირველია უკრაინაა. 45 მილიონიან ქვეყანას 3 მილიონიანი მოლდოვა და საქართველო ვერ შეედრება. ეს თავისთავად ცხადია. მთელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ბედიც იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში”, – აცხადებს პოლიტოლოგი.
„რეზონანსი“, 03 დეკემბერი, 2014 წელიირაკლი ჩიქოვანი: „უნდა განვსაზღვროთ ის საფრთხეები, რაც აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაგრძელებას შეიძლება მოჰყვეს“ვრცელ ინტერვიუში საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თემაზეც საუბრობს (ესაუბრება ჟურნალისტი იაგო ნაცვლიშვილი)შეკითხვაზე, „ცნობილი გახდა, რომ რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებაში „აბაშიძე-კარასინის ფორმატი“ შენარჩუნდება, თქვენმა თანაპარტიელმა მაია ფანჯიკიძემ კი განაცხადა, რომ ფორმატი უნდა გაუქმდესო, ახლაც იმავე პოზიციაზე ხართ?“, ირაკლი ჩიქოვანი პასუხობს: „ჩვენ არ გვსურს ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება და მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეაფასოს ის რეალობა და შედეგები, რაც ამ ფორმატმა მოიტანა. ასევე უნდა განისაზღვროს საფრთხეები, რაც ამ შეხვედრების გაგრძელებას შეიძლება მოჰყვეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთ-აფხაზეთის უკვე ხელმოწერილი ხელშეკრულებისა და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის დაგეგმილი შეთანხმების ფონზე სერიოზული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ზუსტად არ ვარ ინფორმირებული, რა ვიტარებაა აბაშიძე-კარასინის ფორმატში, სამაგიეროდ კარგად ვიცი ჟენევის ფორმატის პროცესები, ამიტომ მიმაჩნია, რომ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. საქართველო ჟენევის პროცესში მარტო არ არის, იქ არიან ჩვენი პარტნიორები – ამერიკა და ევროკავშირი“.